ედუარდ ოლბი: ზოოპარკის ამბავი


Edward Albee in 1962

ედუარდ ოლბი

ზოოპარკის ამბავი

დაიდგა პირველად: 28 სექტემბერი, 1959.
ბერლინი, გერმანია.

აშშ-ში დაიდგა პირველად: 14 იანვარი, 1960.
ნიუ-იორკი

მოქმედი პირები:
პიტერი: ორმოცს ახალი გადაცილებული, არც მსუქანი, არც გამხდარი, არც ტანადი, არც შეუხედავი. აცვია ტვიდის კოსტუმი, ჩიბუხს აბოლებს, ატარებს რქოვან ბუდიან სათვალეებს. თუმცა საცაა შუახანს მიაღწევს, მისი ჩაცმულობა და მანერა უფრო ახალგაზრდა კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ჯერი: თითქმის 40 წლის კაცი, არცთუ ღარიბულად, მაგრამ დაუდევრად ჩაცმული. ადრე თუ მოხდენილი და ასე თუ ისე ძლიერი აღნაგობა ჰქონდა, ახლა სიმსუქნისკენ ცოტაოდენ მიდრეკილებას ამჟღავნებს. მართალია, ის აღარ არის ტანადი, მაგრამ აშკარაა, რომ ერთ დროს ნამდვილად იყო. ფიზიკური მიმზიდველობა თავაშვებული, ლოთური ცხოვრების გამო არ დაუკარგავს. ძლიერ დაიღალა ცხოვრებისგან.

მოქმედების ადგილი:
ცენტრალური პარკი. კვირა დღე, ზაფხულის საღამო. აწმყო. პარკში დგას ორი სკამი სცენის ორივე მხარეს. სახით აუდიტორიისაკენ. მათ უკან: ფოთლებიანი ორნამენტი, ხეები და ცა. თავიდან პიტერი ზის ერთ-ერთ სკამზე.

სცენის წარმართვა:
როდესაც ფარდა იწევა, პიტერი ზის სკამზე, სცენაზე – მარჯვნივ. წიგნს კითხულობს. ჩერდება, წმენდს სათვალეებს და უბრუნდება წიგნის კითხვას. შემოდის ჯერი.

ჯერი
– ზოოპარკში ვიყავი. (პიტერი არ იმჩნევს) მე ვთქვი, რომ ზოოპარკში ვიყავი. ბატონო, მე ზოოპარკში ვიყავი!

პიტერი
– ჰმ..… რაა?…უკაცრავად, მე მეუბნებოდით?

ჯერი
– ზოოპარკში ვიყავი, შემდეგ კი ფეხით გამოვისეირნე აქამდე. ჩრდილოეთისკენ მივდიოდი?

პიტერი (შეცბუნებულია)
– ჩრდილოეთისკენ? …… მე … მე ვფიქრობ, კი. მოდი, ვნახოთ.

ჯერი
– (უჩვენებს აუდიტორიაზე) ის მეხუთე პროსპექტია?

პიტერი
– რაა… დიახ, დიახ, ის არის.

ჯერი
– და ის გადამკვეთი ქუჩა რომელიღაა; აი ის მარჯვნივ?

პიტერი
– იის? ოჰ, ის 74-ე ქუჩაა

ჯერი
– ზოოპარკი კი სადღაც 65-ესთანაა. ესეიგი ჩრდილოეთისკენ წამოვსულვარ

პიტერი
(საოცრად სურს დაუბრუნდეს წიგნის კითხვას) დიახ. როგორც ჩანს.
ჯერი
– ესეც ჩვენი ჩრდილოეთი

პიტერი
– (მსუბუქად, უნებლიეთ) ჰა, ჰა

ჯერი
– (მცირე პაუზის შემდეგ) მაგრამ მთლად ჩრდილოეთი არაა

პიტერი
– მე… კარგი, არა, არაა ზუსტად ჩრდილოეთის მხარე, მაგრამ ჩვენ… ჩვენ ჩრდილოეთს ვეძახით. ჩრდილოეთითაა რა

ჯერი
– (ხედავს რა, რომ პიტერს ერთი სული აქვს მისგან განთავისუფლდეს, ამზადებს ჩიბუხს) ესეიგი ძმაო; შენ არ აპირებ ფილტვების კიბო აიკიდო, არა?

პიტერი
– (ახედა, ცოტა გაღიზიანებულმა, შემდეგ გაიღიმა) არა ბატონო, ამისგან არა.

ჯერი
– არა, სერ. რითაც დაავადდებით, ეს ალბათ პირის კიბო იქნება, მერე იძულებული იქნებით ატაროთ ერთ-ერთი იმ საგანთაგანი, რასაც ფროიდი ატარებდა. რა ჰქვია იმ რაღაცას?

პიტერი (უხერხულად)
– პროტეზი?

ჯერი
– ზუსტად! პროტეზი. განათლებული კაცი ბრძანდებით არა? Eექიმი ხართ?

პიტერი
– ო, არა, არა. სადღაც წავიკითხე ამის შესახებ… ჟურნალ “თაიმში”, მგონი. (ის წიგნს უბრუნდება)

ჯერი
– ჟურნალი “თაიმი” რეგვენებისთვის არაა

პიტერი
– არა მგონი, არა

ჯერი
– (პაუზის შემდეგ) მეგობარო, გიხარია, რომ მე-5 პროსპექტი იქაა?

პიტერი (გაურკვევლად)
– დიახ

ჯერი
– (პარკის დასავლეთი ნაწილი მაინცდამაინც არ მომწონს.

პიტერი
– ვა? (თითქოს ოდნავ აწუხებს ეს ამბავი, თან დაინტერესებულია) რატომ?

ჯერი (მყისვე)
– არ ვიცი

პიტერი
– ოჰ (წიგნს უბრუნდება)

ჯერი
– (დგას რამდენიმე წამი, უყურებს პიტერს, რომელიც ბოლოს და ბოლოს ამოხედავს დაბნეული) წინააღმდეგი ხომ არ ხართ რომ ვისაუბროთ?

პიტერი
– (აშკარად ორჭოფობს) რაა… არა, არა

ჯერი
– კი, თქვენ ხართ, ხართ

პიტერი
– (დებს წიგნს, მკვეთრად, ღიმილით) არა, მართლა, არ ვარ წინააღმდეგი

ჯერი
– კი ხართ

პიტერი
– (საბოლოოდ გადაწყვიტა) არა, საერთოდ არა, მართლა.

ჯერი
– სა… სასიამოვნო დღეა

პიტერი
– (ცას აშტერდება უაზროდ) დიახ, დიახ. კარგი დღეა

ჯერი
– ზოოპარკში ვიყავი

პიტერი
– დიახ, მგონი ასე თქვით… არა?

ჯერი
– თქვენ ამას ხვალ გაზეთით შეიტყობთ, თუ დღეს საღამოს ტელევიზორში არ ნახეთ. გაქვთ ხომ ტელევიზორი, არა?

პიტერი
– რაა. კი. ორი გვაქვს, ერთი ბავშვებისთვის

ჯერი
– დაოჯახებული ხარ!

პიტერი
– (ნასიამოვნები ტონით) რაა, რა თქმა უნდა

ჯერი
– ეს დადგენილი წესი არაა, ღვთის გულისათვის

პიტერი
– არა, რა თქმა უნდა არა

ჯერი
– და თქვენ ცოლიც გყავთ

პიტერი
– (შეცბუნებული ურთიერთობის ჩიხში შესვლით) დიახ!

ჯერი
– და გყავთ ბავშვები

პიტერი
– დიახ, ორი

ჯერი
– ბიჭები?

პიტერი
– არა, გოგონები… ორივე გოგოა

ჯერი
– მაგრამ თქვენ ბიჭები გინდოდათ

პიტერი
– ისე… როგორც წესი ყველა კაცს ბიჭი უნდა, მაგრამ…

ჯერი
– (მსუბუქად დასცინის) მაგრამ ასე იმსხვრევა იმედები

პიტერი (გაღიზიანებულია)
– ასე არ ვიტყოდი

ჯერი
– მეტი შვილის ყოლას არ აპირებთ არა?

პიტერი
– (ცოტა შინაურულად) არა. მეტის არა. (შემდეგ ისევ მობეზრებული ტონით) რატომ თქვით ეს? საიდან იცი?

ჯერი
– ფეხები გადააჯვარედინე, ალბათ მაქედან. რაღაც ხმაშიც იყო. Aან უბრალოდ მივხვდი შეიძლება. ცოლის ბრალია?

პიტერი (გაცოფებული)
– ეგ არაა შენი საქმე! (სიჩუმე) გესმის? (ჯერი თავს უხრის. პიტერი ჩუმადაა) ისე, მართალი ხარ. მეტი შვილი არ გვეყოლება.

ჯერი (მშვიდად)
– ასე იმსხვრევა იმედები

პიტერი (პატიობს)
– ჰო… მგონი ეგრეა.

ჯერი
– კარგი. კიდევ რაა?

პიტერი
– ზოოპარკზე რას ამბობდი… რომ ამაზე წავიკითხავ, ან ვნახავ…?

ჯერი
– მალე გეტყვი ამაზე. წინააღმდეგი ხომ არ ხარ, რომ კითხვები დაგისვა?

პიტერი
– ო, სულაც არა

ჯერი
– გეტყვი, რატომ ვაკეთებ ამას. მე ბევრ ხალხთან არ ვლაპარაკობ, გარდა ამის თქმისა: ლუდი მომეცით, ან სადაა ჯონი, ან როდისაა კინო, ან ხელები დაიმოკლე, მეგობარო. იცი, ხო – ასეთი რამეები რა.

პიტერი
– უნდა მოგახსენო, რომ არა.

ჯერი
– მაგრამ ათასში ერთხელ საუბარი მინდება ვინმესთან, ნაღდი საუბარი. ვიღაცის გაცნობა, ყველაფრის გაგება მასზე.

პიტერი
– (მსუბუქად იცინის, ისევ ცოტა უხერხულადაა) და მე რა დღეს შენი საცდელი კურდღელი ვარ?

ჯერი
– ასეთ მზიან კვირა საღამოს? ვინ იქნება უკეთესი თუ არა სასიამოვნო დაოჯახებული კაცი ორი ქალიშვილით და… უი… ძაღლი? (პიტერი თავს აქნევს) არა? ორი ძაღლი (პიტერი თავს კიდევ აქანებს) ჰმ. ძაღლები არა? (პიტერი თავს აქნევს მწუხარედ) ოჰ. სირცხვილო. მაგრამ შენ ცხოველების მოყვარული კაცი ჩანხარ. კატები? (თავს უქნევს, უხალისოდ) კატები! მაგრამ ეს შენი იდეა არ იქნებოდა. Aარა, სერ. თქვენი ცოლ-შვილი? (პიტერი თავს უქნევს) კიდევაა რამე საინტერესო შენს ცხოვრებაში.

პიტერი
– (ჩაახველა, ხმის გასაწმენდად) არის… ორი თუთიყუში. თითო… ეჰ… თითო თითოეული ქალიშვილისათვის

ჯერი
– ჩიტები

პიტერი
– გოგონებს გალიაში ჰყავთ ისინი თავიანთ ოთახებში

ჯერი
– ვითომ დაავადების გადამტანნი არიან? ჩიტები

პიტერი
– მე ასე არ ვფიქრობ.

ჯერი
– ძალიანაც ცუდი. რომ იყვნენ, გაუშვებდი სახლში, კატები შეჭამდნენ მათ და თვითონაც მოკვდებოდნენ ალბათ. (პიტერი თავიდან გაფითრდა, შემდეგ გაიცინა) და კიდევ რა? რას საქმიანობ შენი უზარმაზარი ოჯახის შესანახად?

პიტერი
– მე… ეჰ… მე ხელმძღვანელი ვარ… ერთი პატარა საგამომცემლო ორგანოსი. ჩვენ… ეჰ… ჩვენ წიგნებს გამოვცემთ

ჯერი
– მშვენივრად ჟღერს. სასიამოვნოა. შენ რას აკეთებ?

პიტერი (ისევ გამხიარულდა)
– მისმინე

ჯერი
– განაგრძე

პიტერი
– მე დაახლოებით 18 000-ს ვაკეთებ წელიწადში, მაგრამ თითოში 40 დოლარზე მეტი არასდროს ამიღია… თუ… მძარცველი არაა კაცი… ჰა, ჰა, ჰა

ჯერი
– (იგნორირება გაუკეთა ზემოთ ნათქვამს) სად ცხოვრობ? (პიტერი უხალისოდაა) მისმინე, მე შენს გაქურდვას არ ვაპირებ, არც შენი თუთიყუშების გატაცებას, არც კატების და არც შენი ქალიშვილების

პიტერი (ძალიან ხმამაღლა)
– ლექსინგტონსა და მესამე პროსპექტს შორის, 74-ე ქუჩაზე ვცხოვრობ

ჯერი
– არც ისე ძნელი ყოფილა, არა?

პიტერი
– არც ისე… ეჰ… საქმე ისაა, რომ შენ კი არ საუბრობ; უბრალოდ სვამ კითხვებს. და მე… მე კი ჩუმად ვარ. მანდ რატომ დგახარ?

ჯერი
– ცოტა გავივლ-გამოვივლი და აუცილებლად დავჯდები. (უკუიქცა) მოვიცდი სანამ მისი სახის გამომეტყველებას დავინახავ.

პიტერი
– რა? ვის სახეს? მისმინე. ზოოპარკს ეხება?

ჯერი (შინაურულად)
– რას?

პიტერი
– ზოოპარკს. ზოოპარკს. რაღაცა ზოოპარკს.

ჯერი
– ზოოპარკს?

პიტერი
– რამდენჯერმე ახსენე.

ჯერი
– (კვლავ შინაურულად, გადადის უხეშობაში) ზოოპარკს? ა, ჰო; ზოოპარკს. იქ ვიყავი სანამ აქ მოვიდოდი. უკვე გითხარი ეს. მითხარი, სად არის გამყოფი ზოლი უმაღლეს და უფრო დაბალ სოციალურ ფენებს შორის?

პიტერი
– ახალგაზრდავ, მე

ჯერი
– რა ახალგაზრდა?! რის ახალგაზრდა?

პიტერი (მწუხარედ)
– დამრიგებლური კილო მაქვს? მართალია, მაპატიეთ. საქმე ისაა, რომ შენმა კითხვამ კლასობრივ განსხვავებაზე საგონებელში ჩამაგდო.

ჯერი
– და როცა საგონებელში ხართ, სულ ასეთი ტონით საუბრობ?

პიტერი
– მე… მე არც თუ ისე კარგად გამოვხატავ გრძნობებს ხანდახან. (ცდილობს თავის თავზე იხუმროს). მე გამომცემელი ვარ და არა მწერალი.

ჯერი
– (გამხიარულდა, მაგრამ არა იუმორით) ჰოდა იყავი. სიმართლე ისაა, რომ… მე საკუთარი უპირატესობის შეგრძნებით დამელაპარაკნენ.

პიტერი
– ო, არა. ეგ არ იფიქროთ.

(ამ დროს ჯერიმ დაიწყო სცენაზე ნელი მოძრაობა, შემდეგ უფრო გამბედავად და მტკიცედ, გრძელი ნაბიჯებით. თითქოს ის უშინაარსო გრძელი საუბარი თავის პიკს აღწევდა)

ჯერი
– კარგი. ვინ არიან შენი საყვარელი მწერლები: ბოდლერი და მარკენდი?

პიტერი
– მე ბევრი დიდი მწერალი მომწონს. მე მაქვს საკამათო… კათოლიკური გემოვნება, თუ შეიძლება ასე ითქვას. ასე რომ ორივე სასიამოვნოა, თავის დროზე. (გამხნევდა) ბოდლერი, რა თქმა უნდა… ეჰ… ბევრად მშვენიერია ამ ორიდან, მაგრამ მარკენდს მნიშვნელოვანი ადგილი აქვს… ჩვენს… ეჰ… ეროვნება…

ჯერი
– შევეშვათ

პიტერი
– მე… უკაცრავად

ჯერი
– იცი, რა ვქენი, სანამ ზოოპარკში წავიდოდი? ფეხით ვიარე მთელი გზა მეხუთე პროსპექტამდე ვაშინგტონის მოედნიდან. მთელი გზა.

პიტერი
– ოჰ, თქვენ რაიონში ცხოვრობთ (ამან თითქოს გაანათლა პიტერი)

ჯერი
– არა, არა. მე მეტროთი მივედი რაიონში, ასე რომ შემეძლო მთელი გზა ფეხით მევლო ზოოპარკამდე. ეს ერთ-ერთი იმათგანია, რაც ადამიანმა უნდა აკეთოს. ხანდახან ადამიანს გრძელი გზის გავლა უწევს იმისათვის, რომ მოკლე გზით სწორად დაბრუნდეს შინ.

პიტერი (თითქმის გაბუტვით)
– მე კიდევ მეგონა რაიონიდან იყავი

ჯერი
– რას ცდილობდი? აზრის გამოტანას აქედან? შევასრულო ბრძანება? გავხსნა კვანძი? კარგი, ეს ადვილია. გეტყვი. მე ვცხოვრობ ოთხსართულიან აგურის სახლში ზევით დასავლეთით კოლუმბის პროსპექტსა და ცენტრალური პარკის დასავლეთ ნაწილს შორის. სასაცილოდ არ გეყოფა ისეთ პატარა ოთახში და ერთ-ერთი კედელი სინკარისგანაა გაკეთებული. ეს სინკარი ყოფს ჩემს ოთახს მეორე სასაცილოდ პატარა ოთახისაგან, ასე რომ დავუშვათ, რომ ეს ორი ოთახი გავაერთიანეთ, გვექნება ერთი პატარა მაგრამ არც ისე სასაცილოდ პატარა ოთახი. სინკარის იქით ოთახში ცხოვრობს ერთი შეღებილი “დედოფალი”. ეგ ვაჟბატონი, კარს ყოველთვის ღიას ტოვებს, ყოველთვის არა, მაგრამ იმ დროს როცა წამწამებს იცლის, თავისი ნუდისტური კონცენტრაციით. იმ შეღებილ “დედოფალს” დამპალი კბილები აქვს, რაც იშვიათია და ასევე იაპონური კიმანო, რომელიც ასევე იშვიათი სილამაზისაა და აცვია ეს კიმანო, როცა მიდის ან მოდის ინგლისელთან კორიდორში და ეს საკმაოდ ხშირად ხდება. იგი ხშირად დადის ინგლისელთან. მე არასდროს მაწუხებს, არავინ მოყავს თავის ოთახში. ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, არის წარბების დაპუტვა, კიმანოს ტარება და ინგლისელთან სიარული. წინა ორი ოთახი ჩემს სართულზე ცოტათი დიდია მგონი, თუმცა ისიც საკმაოდ პატარაა. ერთ-ერთში ცხოვრობს პუერტო-რიკოელი ოჯახი: ქმარი, ცოლი და ბავშვები, ბავშვები რამდენი არ ვიცი. ეს ხალხი ბევრს ერთობა. მეორე წინა ოთახშიც ვიღაცა ცხოვრობს, ვინაა არ ვიცი. მე ის არასდროს მინახავს, არასდროს, არასდროს.

პიტერი (შეურაცხყოფილი)
– რატომ? რატომ ცხოვრობ მანდ?

ჯერი (ისევ მოშორებით მდგომი)
– არ ვიცი

პიტერი
– არცთუ სასიამოვნო ადგილი ჩანს, სადაც ცხოვრობ

ჯერი
– ხო არაა, ეს არაა აპარტამენტი აღმოსავლეთის სამოცდაათიანებში. შემდეგ მე არ მყავს ცოლი, ორი გოგონა, ორი კატა და ორი თუთიყუში. რაც მაქვს, ეს არის ტუალეტში მოხმარების საგნები, ცოტა ტანსაცმელი, თეფში, რომელიც თითქმის არასდროსააა ცხელი საჭმლით, კონსერვის გასახსნელი, აი ის გასაღებადაც რომ გამოდგება, ხომ იცი, დანა, ორი ჩანგალი და ორი კოვზი, ერთი დიდი და ერთი პატარა. სამი თეფში, ჭიქა, ლამბაქი, დასალევად ფინჯანი, ორი სურათის ჩარჩო, რვა თუ ცხრა წიგნი, პორნოგრაფიული კასეტების დასტა, ბანქო, დასავლური საბეჭდი მანქანა, რომელიც დიდი ასოების გარდა არაფერს ბეჭდავს, პატარა ცეცხლგამძლე კარადა საკეტის გარეშე… რაა? ქვები? რამდენიმე ზღვის ქვა, რომელიც პლაჟზე ავკრიფე, ბავშვი რომ ვიყავი, რომლის ქვეშაც დევს რამდენიმე წერილი, წერილები, გეთაყვა, რატომ არა, რატომ არ ბეჭდავთ წერილებს, როდის დაწერთ, როდის გამოსცემთ? როდის? წერილები უკანასკნელი დროისა.

პიტერი
– (პირქუშად აშტერდება თავის ფეხსაცმელს) ის ორი ცარიელი ჩარჩო…?

ჯერი
– არ მესმის, რა ახსნა სჭირდება, ცხადი არაა? არავისი სურათი მაქვს, რომ მასში ჩავდო.

პიტერი
– მშობლები ალბათ, მეგობარი გოგონა…

ჯერი
– ძალიან ტკბილი კაცი ხარ, მართლა ძალიან მიამიტი, მაგრამ კარგი მოხუცი დედილო და კარგი მოხუცი მამიკო გარდაიცვალნენ… ხო იცი?… გულდაწყვეტილი ვარ. მაგრამ მთავარი ესტრადის წარმოდგენა ღრუბლის წრებრუნვაშია, ამიტომ არ ვიცი როგორ შევხედო მათ, ყველაფერი ნათელი და დახვეწილია. Gგარდა ამისა რომ იცოდე, კარგმა დედიკომ მიატოვა მამიკო, როცა ათ წლინახევრის ვიყავი. იგი შეუდგა თავის ახალგაზრდულ ცხოვრებას ჩვენგან შორს სამხრეთ შტატებში. მოგზაურობა ერთი წლის განმავლობაში… და მისი ყველაზე მუდმივი კომპანიონი სხვა ბევრს შორის… იყო მისტერ ბარლიქორნი. ესაა რაც ჩემმა კარგმა მამიკომ მითხრა, როცა ჩავარდა, მოეშვა… სამარეს მიუახლოვდა. ახალ ამბებს დედაზე ვიგებდით შობასა და ახალ წელს. გაემგზავრა ვიღაც აჩრდილთან ერთად ნაგვის გროვაში ალაბამაში, თუმცა ამ მოჩვენების გარეშეც ნაკლებ კეთილგანწყობილი იყო. რავი, რა იყო, გახევებული იყო, გულგაყინული როგორც ჩრდილოეთი. ჩემი მამიკო ნებისმიერ ფასად აღნიშნავდა ახალ წელს მთელი ორი კვირა და შემდეგ კი ავტობუსს ჩაუვარდა; ავტობუსს, რომელმაც გადაარჩინა ჩემი ოჯახური ცხოვრების ზოგიერთი დეტალი. შემდეგ იყო დედაჩემის და, დეიდა, რომელიც არც სცოდავდა და ბოთლიც კი არ ჰქონდა სანუგეშებლად, ასე რომ მასთან გადავედი საცხოვრებლად. Mდა მასზე რაც მახსოვს ისაა, რომ ყველაფერს სასტიკად მკაცრად აკეთებდა, ეძინა, ჭამდა, მუშაობდა, თუ ლოცულობდა. ის მკვდარი დაეცა თავისი ბინის კიბეებზე, ჩემი ბინისაც იმ დროს, იმ საღამოს როცა საშუალო სკოლა დავამთვრე, საშინელი ევროპული ანეკდოტია, მე თუ მკითხავ.

პიტერი
– ვაიმე, ვაიმე…

ჯერი
– შენ რა? მაგრამ ეს დიდი ხნის წინათ იყო და ამაზე ვეღარაფერს ვგრძნობ, არც ვღელავ, ალბათ ხვდები, რატომ არიან კარგი დედიკო და მამიკო ჩარჩოს გარეშე. რა გქვია? შენი სახელი?

პიტერი
– პიტერი მქვია

ჯერი
– დამავიწყდა მეკითხა. მე ჯერი ვარ.

პიტერი
– (ცოტა ნერვიული სიცილით) სალამი ჯერი.

ჯერი (თავი დაუქნია მისალმების ნიშნად)
– მოდი, ვნახოთ რა აზრი აქვს ქალის სურათის ქონას, თან ორ ჩარჩოში.. მეორე ჩარჩო მაქვს ხომ გახსოვს? მე ერთხელ თუ ვხვდები მშვენიერ, ახალგაზრდა ქალს და მათ უმრავლესობას ვეღარ ვხვდები იმავე ოთახში. უცნაურია და მიკვირს, თუმც კი საწყენია.

პიტერი
– გოგონების გამო?

ჯერი
– არა. მე ის მიკვირს, რომ ერთზე მეტჯერ ვერასოდეს ვხედავ. არასდროს მქონია შესაძლებლობა სექსი მქონოდა… შემყვარებოდა ერთზე მეტჯერ. ერთხელ და ეგაა… მოიცა, ერთი კვირა და ნახევარი, როცა თხუთმეტის ვიყავი… მრცხვენია ჩემი თავის გვიანი სქესობრივი მომწიფების გამო… ჰ ო მ ო ს ე ქ ს უ ა ლ ი ვიყავი, უცნაური ვიყავი… (ძალიან სწრაფად) წავხდი… წავხდი… წავხდი… ზარების ქნევით, დროშების ქნევით ქარში. და იმ 11 დღის განმავლობაში დღეში ორჯერ ვხვდებოდი პარკის უფროსის ვაჟს… ბერძენ ბიჭს, რომელიც იმავე დღეს იყო დაბადებული, როცა მე, თუმცა ერთი წლით უფროსი იყო. ვფიქრობ ძალიან ვიყავი შეყვარებული… შეიძლება მხოლოდ სექსით… ჰოდა ვაჯაზებდით რომელიღაც კარგ სასტუმროში, არა? და ახლა, ო მიყვარს მხოლოდ ახლადაზრდა ქალები, მართლა მიყვარს ერთი საათით.

პიტერი
– გასაგებია. სრულიად მარტივად ჩანს ჩემთვის…

ჯერი (გაბრაზებული)
– უყურე! ხომ არ აპირებ დაქორწინება და თუთიყუშების ყოლა მირჩიო?

პიტერი (თავისთავზე გაბრაზებული)
– დაივიწყე თუთიყუშები! დარჩი მარტო თუ ასე გინდა. ჩემი საქმე არაა. მე არ დამიწყია ეს საუბარი ამ…

ჯერი
– კარგი, კარგი. Mმაპატიე. კარგი? ხომ არ მიბრაზდები?

პიტერი (იცინის)
– არა, არ გიბრაზდები.

ჯერი (განთავისუფლდა)
– კარგია (ძველი ტონი დაიბრუნა) საინტერესოა, რომ ჩარჩოებზე მკითხე. მეგონა პორნოგრაფიულ კარტებზე მკითხავდი.

პიტერი
– (მცოდნე ღიმილით) აა… მე მინახავს ეს კარტები

ჯერი
– ეს არც ისე კარგია (იცინის) მე მგონი, როცა ბავშვი იყავი, შენ და შენი ამხანაგები ერთმანეთს უცვლიდით ან შენ შენი საკუთარი დასტა გქონდა.

პიტერი
– მგონი ამას ბევრი ჩვენგანი აკეთებდა.

ჯერი
– და შენ გადაყარე ისინი ქორწილამდე.

პიტერი
– ა, ახლა იცი როცა დიდი ხდები, აღარ გჭირდება ასეთი რაღაცეები.

ჯერი
– არა?

პიტერი (შეურაცხყოფილი)
– მირჩევნია, არ ვილაპარაკოთ ასეთ თემებზე

ჯერი
– ესეიგი არა. გარდა ამისა, მე არ ვაპირებ შენი ჭაბუკობის შემდგომი ცხოვრებისა და მძიმე პერიოდის გადაქექვას. რაც მინდოდა ისაა, რომ მეპოვა არსებითი განსხვავება პორნოგრაფიული კარტით ბავშვის თამაშსა და ზრდასრულ ასაკში მის გამოყენებას შორის. საქმე ისაა, რომ როცა ბავშვი ხარ, კარტს იყენებ, როგორც შემცვლელს რეალური აქტისა, და როცა დიდი ხარ, შენ რეალურად მოქმედებ ფანტაზიის ნაცვლად. მაგრამ მე ვფიქრობ, შენ გირჩევნია, გაიგო თუ რა მოხდა ზოოპარკში.

პიტერი (აღტაცებით)
– ო, დიახ. ზოოპარკი (მერე, უხეშობით) ეგაა… თუ შენ…

ჯერი
– ნება მომეცი გითხრა რატომ წავედი… ნება მომეცი რაღაც-რაღაცეები გიამბო. უკვე მოგახსენე იმ სახლის მე-4 სართულზე სადაც ვცხოვრობ. ვფიქრობ ოთახები უკეთესია ქვემოთ და ქვემოთ. მგონი ასეა; არ ვიცი. არავის ვიცნობ მესამესა და მეორე სართულზე. ა, მოიცა? მესამეზე წინა მხარეს ერთი ქალბატონი ცხოვრობს. ვიცი, იმიტომ რომ სულ ტირის. როცა გარეთ გავდივარ ან შემოვდივარ, როცა მის კარს ჩავუვლი, ყოველთვის მესმის მისი ტირილი, დახშული, თუმცა… ძალიან მტკიცე. ძალიან მტკიცე, რა თქმა უნდა. მაგრამ ერთ სულიერს, ვისაც ვხვდები, არის სახლის მეპატრონე ქალი. არ მიყვარს მწარე სიტყვების ხმარება ადამიანთა აღწერისას. არ მიყვარს. მაგრამ ეს ქალბატონი ისეთი მსუქანი, უშნო, ძუნწი, სულელი, დაუბანელი, კაცთმოძულე, იაფასიანი, ნაგვის ლოთია. შეამჩნევდი, რომ იშვიათად ბილწვსიტყვაობ, თუმცა ამის გარეშე კარგად ვერ აგიწერდი მას.

პიტერი
– ნათლად აღწერე…

ჯერი
– გმადლობ. ჰო, ძაღლიც ჰყავს. ახლა მოგიყვები. ის და ძაღლი ერთად იცავენ ჩვენს საცხოვრებელს. საკმაოდ ცუდი ქალია. გადმოიხრება ხოლმე შემოსასვლელში, მითვალთვალებს რამე ხომ არ მომაქვს, ან ვინმე ხომ არ მომყავს სახლში. და შუადღისას, როცა უკვე დალეული აქვს ერთი პინტა ჯინი ლიმონის არომატით, ყოველთვის მაჩერებს კორიდორში, ჩამბღუჯავს პალტოში ან მკლავზე და მაწვება თავისი გულისამრევი სხეულით, მიმიმწყვდევს კუთხეში, რომ მელაპარაკოს. მისი სხეულისა და სუნთქვის სუნი… ვერ წარმოიდგენ… და სადღაც, სადღაც თავისი მარცვლისოდენა ტვინის ნაწილი ისე განუვითარდა, რომ შეუძლია ჭამა, სმა და გამოშვება ნაჭამის. ასევე აქვს სექსზე გულისამრევი მოთხოვნილება. და მე ვარ მისი ტკბილი ვნების ობიექტი.

პიტერი
– ეს გულისამრევია. ეს… საშინელებაა

ჯერი
– მაგრამ ვიცი თავი შორს როგორ დავიჭირო მისგან. როცა მელაპარაკება, მაწვება სხეულზე და ბუტბუტებს თავის ოთახზე და ჩემს იქ მისვლაზე, მე უბრალოდ ვამბობ: მაგრამ საყვარელო, გუშინ საკმარისი არ იყო შენთვის, გუშინწინაც, მერე ის იბნევა, უფართოვდება თავისი წრიპა თვალები, მერყეობს ცოტათი და მერე, პიტერ… ამ მომენტში ხდება, ის რასაც შეიძლება კარგი უწოდო ამ საწამებელ სახლში. Uუბრალო ღიმილი იწყებს გამოჩენას მის უაზრო სახეზე, და ის ხითხითებს და კვნესის, როცა გუშინდელსა და გუშინწინდელზე ფიქრობს; შემდეგ მიდის შავი მონსტრისკენ, რომელსაც ძაღლი ჰქვია და რომელიც მისია და ბრუნდება ოთახში. მე კი გადარჩენილი ვარ შემდეგ დილამდე.

პიტერი
– ეს ისეთი… შეუძლებელია. ძნელია დაიჯერო, რომ ასეთი ხალხი მართლა არსებობს.

ჯერი
– (მსუბუქად დასცინის) ეს მარტო წასაკითხადაა, არა?

პიტერი (სერიოზულად)
– დიახ
ჯერი
– და უმჯობესია ეს ფაქტი მონაგონი იყოს. მართალი ხარ პიტერ და რას ვამბობდი მის ძაღლზე. ჰო ახლავე

პიტერი (ნერვიულად)
– ა, ჰო. ძაღლი

ჯერი
– არ წახვიდე. წასვლაზე ხომ არ ფიქრობ, ხო?

პიტერი
– აა… არა, არ ვფიქრობ

ჯერი
– (როგორც ბავშვს) იმიტომ რომ, ძაღლზე რომ მოგიყვები, მერე იცი რაა? მერე გეტყვი რა მოხდა ზოოპარკში.

პიტერი (იცინის გაფითრებული)
– შენ… მოთხრობებით ხარ გატენილი, არა?

ჯერი
– ვალდებული არ ხარ მისმინო. არავინ გაკავებს აქ. დაიხსომე. ჩაიბეჭდე გონებაში.

პიტერი (გაღიზიანებით)
– ვიცი

ჯერი
– იცი? კარგია

(მთელი მომდევნო გრძელი საუბარი, ჩემი აზრით, დიდი არტისტიზმით უნდა იქნეს შესრულებული, რომ ჰიპნოზური ეფექტი მოახდინოს პიტერზე და აუდიტორიაზეც, აგრეთვე. რამდენიმე სპეციფიკური მოქმედება მინიშნებულია, მაგრამ რეჟისორმა და ჯერის როლის შემსრულებულმა თავად უნდა შეასრულონ საუკეთესოდ)
– კარგი. (ისე თითქოს კითხულობს დიდი სარეკლამო დაფიდან) ჯერისა და ძაღლის ამბავი! (ისე ბუნებრივად). რასაც ახლა ვაპირებ გითხრა, ეხება იმას, თუ როგორი აუცილებელია ხანდახან გაიარო გრძელი მანძილი იმისათვის, რომ მოკლე გზით სწორედ დაბრუნდე. სწორედ ამიტომ ვიყავი ზოოპარკში დღეს, ამიტომ ვიარე ჩრდილოეთით… სანამ აქ მოვედი. კარგი. ძაღლი როგორც გითხარი შავი მონსტრია: გასიებული თავი, პატარა, წრიპა ყურები და თვალები… სისხლიანი სუნი აქვს შეიძლება… და სხეული, ნეკნებს დაითვლი გარედან. თავად შავია, სულ შავი, სულ შავი გარდა სისხლიანი თვალებისა, და… ჰო… და ღია ჭრილობა… მარჯვენა წინა თათზე; ეგრეც სულ წითელია. და ჰო, საწყალი მონსტრი, მე ვფიქრობ საკმაოდ ბებერი ძაღლია… თავისთავად ცხადია, ცუდად ეპყრობიან… ერთი ადგილი თითქმის ყოველთვის გასიებული და გამაგრებული აქვს… სხვადასხვანაირად. Eეგეც სულ წითელი აქვს. Dდა.. კიდევ რა?….და, ჰო; რაღაც ნაცრისფერ-მოყვითალ-მოთეთრო ფერი ჩანს, როცა ეშვებს აჩენს. ასე: ღრრ. ასე ქნა თავიდან, როცა პირველად მნახა… იმ დღეს როცა გადავედი. დავინახე თუ არა იქიდან მაწუხებს მისი არსებობა. ახლა, ცხოველები ისე აღარ მეჩვენება, როგორც წმ. ფრენსისის ჩიტები, სულ რომ თავს დასტრიალებდნენ. მე ვგულისხმობ: გულგრილი ვარ ცხოველების მიმართ… ისევე როგორც ხალხთან (ცოტათი იღიმება)… უმეტეს შემთხვევაში. მაგრამ ეს ძაღლი არ იყო უმნიშვნელო. თავიდანვე მიღრენდა და დამდევდა, რომ ფეხში ჩაევლო. ცოფიანს არ ჰგავდა, ხომ იცი. კოჭლი ძაღლი იყო, სიგამხდრისგან ნახევარი უკანალიც არ ჰქონდა. კარგად დარბოდა კოჭლობით. მაგრამ დაძრომას ყოველთვის ვახერხებდი. ერთხელ შარვალში ჩამავლო, აი იქ, დაკერებულია ნახე. ეს ჩემი იქ ცხოვრების მეორე დღეს მოხდა. მე წიხლი ვკარი და ზევით ავირბინე კიბეზე. (შეფიქრიანებული) ახლაც არ ვიცი ხხვა მცხოვრებლები ამას როგორ ახერხებენ მაგრამ იცი, რას ვფიქრობ: ეს მარტო მე მომდის. ასე, რომ მეგობარო, ეს გრძელდებოდა მთელი კვირა სახლში დაბრუნებისას, მაგრამ არასდროს როცა კი სახლს ვტოვებდი. სასაცილოა, ან იყო სასაცილო. ერთხელ ამაზე ვფიქრობდი ჩემს ოთახში, ერთხელ როცა ჩავიკეტე ზევით, გადავწყვიტე: ჯერ ძაღლს მოვკლავ სიკეთით, თუ არაფერი გამოვა… მერე მას (პიტერი კრთის) რეაქცია არაა საჭირო, უბრალოდ მისმინე. ჰოდა, მეორე დღეს გავედი გარეთ და ვიყიდე ერთი ჩანთა ჰამბურგერები, კეჩუპისა და ხახვის გარეშე. სახლიდან გზაში კი გადავყარე ყველაფერი ხორცის გარდა (შემდეგი მოქმედებისთვის ალბათ) ძაღლი მელოდებოდა როცა დავბრუნდი. ნახევრად გავაღე კორიდორის კარი, სადაცMმელოდებოდა. უშიშრად შევედი, მე ხომ ჰამბურგერები მქონდა. გავხსენი ჩანთა და ძაღლისგან დაახლოებით ერთ მეტრზე დავდე ხორცი, იგი ჯერ მიღრენდა. შემდეგ ღრენა შეწყვიტა, დასუნა და ნელა დაიძრა, შემდეგ სწრაფად, სწრაფად წავიდა ხორცისკენ. აიტაცა, გაჩერდა და შემომხედა. წინასწარ შევღიმე. ხო, გესმის. შეტრიალდა ჰამბურგერებისკენ, დასუნა, დაყნოსა კიდევ და მერე… ყეფა, რაღაც მსგავსი… და დაგლიჯა ისინი. ისე თითქოს არაფერი ეჭამა ასეთი, ნაგვის გარდა. მგონი მართლა ასე იყო. მე ვფიქრობ მისი ქალბატონი ნაგვის მეტს მართლა არაფერს ჭამს. ძაღლმა ყველა ჰამბურგერი შეჭამა, ერთიანად, მისი ყელი ქალის ხმებს გამოსცემდა. შემდეგ მორჩა ხორცის ჭამას, ჰამბურგერიც მიაყოლა და ქაღალდის ჭამა დაიწყო. დაჯდა და გაიღიმა. გამიღიმა. ვიცი, კატებსაც შეუძლიათ ეს. ეს იყო, ვფიქრობ, იშვიათი სასიამოვნო წამი. შემდეგ ბუმ, ისევ შემომიღრინა და ჩემსკენ გამოიწია. ვერ ჩამავლო. ავასწარი ზევით, დავწექი საწოლზე და ისევ ამ ძაღლზე დავიწყე ფიქრი. სიმართლე ითქვას, შეურაცხყოფილი ვიყავი, თუმცა ცოტა ხნის მერე გადავწყვიტე კიდევ მეცადა რამდენიმე დღე. ძაღლს რაღაც ანტიპათია ჰქონდა ჩემს მიმართ. მაინტერესებდა თუ დავძლევდი ამ ანტიპათიას. ასე რომ კიდევ ვცადე მომდევნო 5 დღეს, იგივე ხდებოდა. ღრენა, დაყნოსვა, მოძრაობა, მიშტერება, შესანსვლა; ყეფა; ღიმილი; ღრენა; ბუმ. იმ დროისთვის კოლუმბის პროსპექტი დანაგვიანებული იყო ჰამბურგერის ქაღალდებით და მე საზიზღარი უფრო ვიყავი, ვიდრე შეურაცხყოფილი. ასე რომ გადავწყვიტე ძაღლი მომეკლა.
(პიტერი პროტესტის ნიშნად ხელს წევს მაღლა)
ოო, პიტერ მე ასე შევშფოთებულვარ. ჩანაფიქრი არ გამოვიდა. იმ დღეს, როცა მოკვლა მინდოდა, ვიყიდე ერთი ჰამბურგერი და ვირთხების საწამლავის იმხელა დოზა, რამდენიც ჩემი აზრით, სასიკვდილო იქნებოდა ძაღლისთვის. როცა ვიყიდე ვუთხარი, რომ შეხვევით თავი არ შეეწუხებინა, რადგან ერთადერთი, რაც მინდოდა ხორცი იყო. ასეთ რეაქციას ველოდი: ჩვენ არ ვყიდით შეხვევის გარეშე; რა ვქნა? რა ეგრე გინდა ჭამა? მაგრამ არა. თავაზიანად გამიღიმა, გაახვია ჰამბურგერი გაქონილ ქაღალდში და მითხრა: კატისთვის გინდა არა? მინდოდა მეთქვა: არა, არც მთლად მასეა საქმე. ძაღლის მოსაწამლად მჭირდება. მაგრამ ხო, იცი, ვერ იტყვი “ძაღლი, რომელსაც მე ვიცნობ…” სასაცილოდ ჟღერს. ამიტომ ვუთხარი ცოტა ხმამაღლა, ზომაზე მეტად და ფორმალურად. დიახ, ჩემი ფისოსთვის მინდა. ხალხმა შემომხედა. ყოველთვის ასე ხდება, როცა ვცდილობ მარტივად გამოვიდე სიტუაციიდან. ეგ ცალ ფეხზე მეკიდა. მოკლედ, გზაში საკუთარი ხელებით შევურიე საწამლავი ჰამბურგერს, ამ დროს ზიზღსა და სევდას ვგრძნობდი. შევაღე შესასვლელი კარი და მონსტრი იქ იყო, ელოდებოდა ჯერ ჩემს შეთავაზებას, შემდეგ ჩემს ჩავლებას. საწყალი ძაღლიშვილი.. მან ისიც კი ვერ ისწავლა, რომ მისი ღიმილი, სანამ მომვარდებოდა, დროს მაძლევდა გასაქცევად. იქ იყო. დავდე მოწამლული კვერი, კიბეებისკენ წავედი და ყურება დავუწყე. საწყალმა ცხოველმა შესანსლა, როგორც ყოველთვის, გამიღიმა ღიმილით, რომელმაც კინაღამ დამასნებოვნა. და შემდეგ ბუმ. მე ზევით მოვკურცხლე როგორც ყოველთვის. ცოტა ხანში ის მხეცი სასიკვდილოდ იყო ავად. მე ვიცოდი ეს, რადგან იგი აღარ მხვდებოდა, მისი პატრონი კი ფხიზლობდა. მან გამაჩერა მკვლელობის მცდელობის დღეს შესასვლელში და მისი ინფორმაციით, უფალმა მიაყენა სასიკვდილო დარტყმა მის ცუგას. Mმას დაავიწყდა თავისი საცდუნებელი ვნება, თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი, ძაღლის თვალებს მიუგავდა. სლუკუნებდა და მევედრებოდა, რომ ცხოველებისთვის მელოცა. მინდოდა მეთქვა მისთვის: ქალბატონო, სალოცავი მყავს ჩემი თავი, შეღებილი დედოფალი, პუერტო-რიკოელი ოჯახი, ადამიანი, რომელიც ჩემს წინა ოთახში ცხოვრობს და რომელიც არასდროს მინახავს, ქალი, რომელიც განზრახ ტირის დახურულ კარს მიღმა და დანარჩენი ხალხი ამ სახლისა, ყველგან; გარდა ამისა, ქალბატონო, არ მესმის როგორ ვილოცო. მაგრამ… სიმარტივისთვის… ვუთხარი, რომ ვილოცებდი. მან ამომხედა. მითხრა, რომ მატყუარა ვარ. და რომ შეიძლება მე მინდოდა ძაღლის სიკვდილი. მე მოვახსენე, რომ სიმართლე იყო, თუმცა არ მინდოდა მისი სიკვდილი, არა, მიუხედავად იმისა, რომ მოვწამლე. მეტიც, მინდოდა ისე ეცოცხლა, რომ მენახა ერთი სადამდე მივიდოდა ჩვენი ურთიერთობა.
(პიტერი გამოხატავს, რომ თანდათან უფრო ჯავრდება და ეს თანდათან მტრობაში გადადის)
Gგამიგე პიტერ. ეს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი ქმედების შედეგი (კიდევ ერთი ღრმა ამოსუნთქვა) თუმც, რა მნიშვნელობა აქვს; ძაღლი გამოკეთდა. არ ვიცი რატომ, ან იმ ძაღლის ნაშიერი იყო, რომელიც ჯოჯოხეთის კარიბჭეს თუ რაღაც მსგავსს იცავდა. მე არ დამიმთავრებია ჩემი მითოლოგია. შენ?
(პიტერი ჩაფიქრდა, ჯერი აგრძელებს)
ნებისმიერ შემთხვევაში; შენ ხელიდან გაუშვი 8000 დოლარიანი კითხვა, პიტერ. თუმცა ძაღლი გამოკეთდა და სახლის მფლობელ ქალბატონს წყურვილი დაუბრუნდა, რომლისგანაც ვერაფრით დავიხსენი თავი. როცა დავბრუნდი სახლში იმ წარმოდგენიდან, რომელიც იდგმებოდა 42-ე ქუჩაზე, ეს წარმოდგენა ძალიან ჰგავდა რამდენჯერმე ნანახ სპექტაკლს. მას შემდეგ, რაც ქალბატონმა მითხრა, რომ მისი ცუგა კარგად იყო, ვფიქრობდი ძაღლი უკვე მელოდებოდა. მე ამით ვიყავი… როგორ იტყოდი… მოხიბლული?… მოჯადოებული?… არა, ასე არა, უკიდურესი სურვილისგან, რომ გული მითამაშება რომ ისევ დავპირისპირებოდი ჩემს მეგობარს.
(პიტერი ირონიულია)
დიახ. პიტერ. მეგობარს. ეს ერთადერთი სიტყვა შეეფერება. მთელი გულისცემით მინდოდა დავპირისპირებოდი ჩემს ოთხფეხა მეგობარს. მე შევედი კარებში და წინ წავიწიე, უშიშრად, შესასვლელის ცენტრისკენ. მხეცი იქ იყო.. მიყურებდა. უკეთესად იყო, თავის ნაფხაჭნს ყურადღებასაც არ აქცევდა. მე გავჩერდი, შევხედე, ისიც მიყურებდა. ვფიქრობ… ვფიქრობ ასე დიდხანს ვიყავით… გაქვავებული ქანდაკებასავით… ვუყურებდით ერთმანეთს. უფრო მე ვუყურებდი სახეში, ვიდრე ის. ვგულისხმობ მე შემიძლია უფრო დიდხანს მოვახდინო კონცენტრირება ძაღლის სახეზე, ვიდრე მას შეუძლია ჩემსაზე ან საერთოდ ვინმე სხვისაზე. მაგრამ იმ 20 წამსა თუ 2 საათის განმავლობაში რაც ერთმანეთს ვუყურებდით, კონტაქტი დავამყარეთ. მოხდა ის, რაც მინდოდა, რომ მომხდარიყო. მე მიყვარდა ძაღლი და მინდოდა, რომ მასაც ვყვარებოდი. ვცადე სიყვარული და ვცადე მოკვლა, ორივე წარუმატებელი იყო თავის მხრივ. მე ვიმედოვნებდი… არ ვიცი, რატომ ვფიქრობდი, რომ ძაღლი რაიმეს გამიგებდა, გაიგებდა ჩემს მოტივებს… ვიმედოვნებდი, რომ ძაღლი გაიგებდა.
(პიტერს ეტყობა, რომ ჰიპნოზირებულია)
ეს… ეს… (ჯერი პათოლოგიურად დაძაბულია) … ეს იმიტომ, რომ თუ ვერ ურთიერთობ ადამანებთან, საიდანმე ხომ უნდა დაიწყო. ცხოველებით! (ბევრად სწრაფად ახლა, შეთქმულივით) არ გესმის? ადამიანს რაღაც დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს რაღაცასთან. თუ ადამიანებთან არა… თუ ადამიანებთან არა… რაღაცასთან. საწოლთან, ტარაკანასთან, სარკესთან… არა, ძალიან ძნელია, ეს ერთ-ერთი უკანასკნელი ვარიანტია. ტარაკანასთან… იმასთან… იმასთან… ხალიჩასთან, ტუალეტის ქაღალდის შეკვრასთან… არა, მაგასთან არა… არც სარკესთან, სისხლის დენისას იცის ადამიანმა მასთან მისვლა. ხედავ, რა ძნელია საგნების პოვნა? ქუჩის კუთხესთან, დიდი განათებაა ძალიან, მთელი ფერები ირეკლება გაზეთილ ქუჩებზე… კვამლის კონასთან… კვამლის გროვასთან… იმასთან… პორნოგრაფიულ კარტთან, კარადასთან… უბოქლომოსთან… სიყვარულთან, პირღებინებასთან, ტირილთან, გაშმაგებასთან, იმიტომ რომ პატარა ლამაზი გოგონები არ არიან პატარა ლამაზი გოგონები, რომლებიც ფულს აკეთებენ შენი სხეულით, რაც სიყვარულის სახეს იღებს და მე დავამტკიცებ ამას ყვირილით, რადგან შენ ცოცხალი ხარ. ღმერთთან რას იტყვი? ღმერთთან, რომელიც შეღებილი დედოფალია, კიმანო აცვია და წარბებს იპუტავს. ვინაა ქალი, რომელიც მტკიცედ გოდებს დახურულ კარს მიღმა… ღმერთთან, რომელმაც როგორც გითხარი, ზურგი შეაქცია ყველაფერს ცოტა ხნის წინ… ოდესღაც, ხალხთან. (ჯერიმ მძიმედ ამოიოხრა შემდეგი სიტყვის წარმოთქმისას) ხალხთან. აზრთან, წარმოდგენასთან. და სადაა უკეთესი, სადაა უკეთესი ამ დამამცირებელ გამართლებაში ციხისგან თავის ასაცილებლად, სადაც ურთიერთობა უკეთესია ერთი რამისთვის, ერთი უბრალო აზრისთვის თუ არა შესასვლელ კორიდორში: სად? ესაა დასაწყისი! სად არის უკეთესი ადგილი დასაწყებად… რომ გაუგო და შეძლებისდაგვარად გაგიგონ… ურთიერთგაგების დაწყება… (აქ ჯერის ეტყობა საშინლად დაიქანცა) … ძაღლთან სწორედ ეგაა. ძაღლი.
(აქ სიჩუმეა, რომელიც შეიძლება რამოდენიმე ხანს გაგრძელდეს. ასე რომ ჯერი მწუხარედ ამთავრებს თავის ამბავს)
ძაღლი. მასთან ურთიერთობის დაწყება სრულიად გონიერი აზრია. კაცი ძაღლის საუკეთესო მეგობარია, დაიხსომე, როცა მე და ძაღლი ერთმანეთს ვხედავთ ჩვენ ადგილზევე ვჩერდებით. ჩვენ მივმართავთ ერთმანეთს სევდითა და ეჭვით, თავს გულგრილად ვაჩვენებთ ერთმანეთს. უსაფრთხოდ ჩავუვლით ერთმანეთს. ჩვენ შორის იყო ურთიერთგაგება, სამწუხაროა, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ესაა ურთიერთგაგება. ჩვენ ბევრჯერ ვეცადეთ ურთიერთობის დამყარებას მაგრამ ჩავფლავდით. ძაღლი ნაგავს დაუბრუნდა, მე განდეგილობას, თუმცა თავისუფალ გასასვლელს. მინდოდა მეთქვა, რომ მოვიპოვე მიტოვებული ცარიელი გასასვლელი, მაგრამ ეს მიღწევა შეიძლება დანაკარგზე მნიშვნელოვანი არც იყოს. მე ვისწავლე, რომ არც სიკეთე და არც ბოროტება თავისთავად, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, არ ქმნიან რაიმე ეფექტს. მე ვისწავლე, რომ ორივე, ერთიანობაში, ერთდროულად არის ჭკუის სასწავლი ემოცია. და მოპოვებული, დანაკარგს უდრის. და რა იყო შედეგი: მე და ძაღლმა კომპრომისს მივაღწიეთ. უფრო მეტს, ვიდრე გარიგებაა. ჩვენ არც გვიყვარს, არც ვვნებთ ერთმანეთს, რადგან ჩვენ არ ვცდილობთ ერთმანეთზე ზეგავლენის მოხდენას. და იყო კი მცდელობა ძაღლისთვის სასიყვარულო აქტის მიწოდებისა? იქნებ ძაღლის მცდელობა ეკბინა ჩემთვის არაა სიყვარულის გამოხატვა? თუ ჩვენ ასეთ გაუგებრობაში ვართ, რატომ ვაკუთვნებთ სიტყვა “სიყვარულს” პირველ ადგილს (შემდეგ სიჩუმე. ჯერი მოძრაობს პიტერის სკამისკენ და მის გვერდით ჯდება. წარმოდგენის მანძილზე პირველად ჯდება ჯერი)
ჯერისა და ძაღლის ამბავი: დასასრული
(პიტერი ჩუმადაა)
კარგია პიტერ? (ჯერ მოულოდნელად გამხიარულდა) კარგია პიტერ? როგორ ფიქრობ, შემიძლია ეს ამბავი “მკითხველთა ცნობარს” მივყიდო და რამდენიმე ასეული დოლარი გავაკეთო “ყველაზე დაუვიწყარი ხასიათით, რომელიც ოდესმე შემხვედრია”? ჰა?

(ჯერი გამოცოცხლდა; მაგრამ პიტერი გაღიზიანებულია) ო, მიდი რა პიტერ. მითხარი რას ფიქრობ.

პიტერი (დამუნჯებული)
– მე… მე არ მესმის რა… მე არ ვფიქრობ მე… (ახლა, თითქმის ცრემლით) რატომ მიამბე ეს?

ჯერი
– რატომ არა?

პიტერი
– არ მესმის!

ჯერი
– (გაცოფებულია, მაგრამ ჩურჩულებს) ტყუილია

პიტერი
– არა, არა. არ არის

ჯერი (ჩუმად)
– მე ვცდილობდი ამეხსნა თანდათან როცა ვყვებოდი. ნელა ვყვებოდი. ნუთუ არ გაჭრა…

პიტერი
– მეტის მოსმენა არ მსურს. მე არ მესმის შენი, შენი სახლის მფლობელის ან მისი ძაღლის…

ჯერი
– მისი ძაღლის! მეგონა ჩემი… არა, არა, მართალი ხარ. მისია (პიტერს უყურებს დაჟინებით, თავს აქნევს) არ ვიცი რაზე ვფიქრობდი; რა თქმა უნდა შენ არ გესმის. (მონოტონურად, დაღლილად) მე არ ვცხოვრობ შენს კორპუსში, მე არ ვარ დაქორწინებული ორ თუთიყუშზე, თუ რაც გაქვს. მე მუდმივი გამვლელი ვარ და ჩემი ბინა ნიუ-იორკის დამაავადმყოფებელ დასავლეთ მხარესაა, ნიუ-იორკის, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ქალაქია. ამინ.

პიტერი
– მე… მე მაპატიეთ; ამას არ ვგულისხმობდი.

ჯერი
– დაივიწყე. ვფიქრობ არ იცი რა მიყო? ჰა?

პიტერი (ხუმრობა)
– ჩვენ ყველაფერს ვიღებთ გამოსაცემად (ხითხითებს)

ჯერი
– მხიარული კაცი ხარ.(ძალით გაიცინა) იცი? შენ ძალიან … უაღრესად კომიკური პიროვნება ხარ.

პიტერი
– (თავდაჭერილია, თუმცა გამხიარულდა) ო, არც ისე. (ისევ ხითხითებს)

ჯერი
– პიტერ, მე გაღიზიანებ, ან იქნებ გაბნევ?

პიტერი
– უნდა ვაღიარო, რომ ცუდი საღამო არ იყო

ჯერი
– შენ თვლი, რომ ისეთი ჯელტმენი არ ვარ, როგორსაც შენ ელოდი

პიტერი
– მე არავის ველოდი

ჯერი
– არა, არც ვფიქრობ რომ ელოდი. მაგრამ მე აქ ვარ და წასვლას არ ვაპირებ

პიტერი
– (საათს დაყურებს) შეიძლება შენ არა, მაგრამ მე მალე უნდა დავბრუნდე სახლში

ჯერი
– ო, მიდი რა; დარჩი ცოტა ხანს კიდევ.

პიტერი
– მართლა უნდა დავბრუნდე სახლში, ხომ იცი.

ჯერი
– (უღიტინებს პიტერს ნეკნებზე თავისი თითებით) აუ, მიდი რა.

პიტერი
– (ძალიან ეღუტუნება. ჟერი ღიტინს აგრძელებს, მისი ხმა კი ტონს კარგავს)
არა, მი… იჰჰჰჰ! Aარ ქნა. გაჩერდი, შეწყვიტე. ოჰჰჰ. არა, არა.

ჯერი
– ოჰ, მიდი რა

პიტერი
– (ჯერი უღიტინებს) ო, ჰა, ჰა. უნდა წავიდე მე… ჰა, ჰა ჰა. შეწყვიტე ჰა, ჰა, ჰა. კატები მაგიდას გაშლიან. შეწყვიტე, შეწყვიტე და… (პიტერი ჭკუაზე აღარაა უკვე) … და ჩვენ … ჰა, ჰა … უჰ… ჰო, ჰო ჰო
(ჯერი ჩერდება, მაგრამ ღიტინის მანერამ და მისმა გიჟურმა ქარიზმამ პიტერს ისტერიული სიცილი დააწყებინა. მისი სიცილი გრძელდება, მერე ცხრება, ჯერი უყურებს მას ცნობისმოყვარე ღიმილით)

ჯერი
– პიტერ?

პიტერი
– ო, ჰა, ჰა ჰა, ჰა. რა? რა?

ჯერი
– მისმინე ახლა

პიტერი
– ჰა, ჰა, ჰა. ღა… რა არის ჯერი?

ჯერი (იდუმალად)
– პიტერ. იცი რა მოხდა ზოოპარკში?

პიტერი
– აჰ, აჰ, აჰ. ღა… რა არის ჯერი? ა ჰო ზოოპარკი. ოოჰ, ჰა, ჰა. კარგი. მე იქ ჩემი საკუთარი ზოოპარკი მაქვს… ჰა ჰა თუთიყუშები სადილს ამზადებენ და… ჰა, ჰა რა იყო, ის…

ჯერი (მშვიდად)
– სასაცილოა პიტერ. არ ველოდი. გაინტერესებს რა მოხდა ზოოპარკში თუ არა?

პიტერი
– ჰო, ჰო, რა თქმა უნდა. მითხარი რა მოხდა ზოოპარკში. ღმერთო ჩემო. არ ვიცი რა დამემართა.

ჯერი
– ახლა გეტყვი რა მოხდა ზოოპარკში. მაგრამ თავიდან უნდა გითხრა, რატომ წავედი ზოოპარკში. იქ წავედი, რომ გამერკვია როგორ ცხოვრობენ ადამიანები ცხოველებთან ერთად და როგორ ცხოვრობენ ცხოველები ხალხთან და ერთმანეთთან. ეს ალბათ მთლად კარგი შემოწმება არც იყო, რადგან ყველა ყველასგან გისოსებითაა განცალკევებული, ცხოველები ერთმანეთისგან, და ყოველთვის ხალხი ცხოველებისგან. მაგრამ ეს ზოოპარკია. ასეა ეს. (მუჯლუგუნი ჰკრა პიტერს მხარზე) მიიწი.

პიტერი (მეგობრულად)
– მაპატიეთ, საკმარისი არაა? (ცოტათი გადაადგილდა)

ჯერი (მსუბუქად იღიმება)
– კარგი. ყველა ცხოველი იქაა, ხალხიც, კვირაა და ბევრი ბავშვი იქ არის. (ისევ მუჯლუგუნი) მიიწი

პიტერი
– (მოთმენით, ისევ მეგობრულად) კარგი
(ის მიიწევს უფრო მეტად და ჯერის მთელი სივრცე აქვს, რაც შეიძლება სჭირდებოდეს)

ჯერი
– ცხელი დღეა და მთელი სიმყრალე იქაა, ბუშტების გამყიდველები, ნაყინის გამყიდველები და სელაპები ხმაურობენ, ჩიტები წივიან (უფრო მაგარ მუჯლუგუნს ჰკრავს პიტერს) მიიწი

პიტერი
– (გაღიზიანებას იწყებს) მისმინე, საკმარისზე მეტი სივრცე გაქვს! (მაგრამ ის კიდევ მიიწევა და უკვე მართლა ვიწროდაა სკამის მეორე ბოლოში)

ჯერი
– იქ ვარ და ლომების კვების დროა. მომვლელი შედის მათ გალიაში, რომ აჭამოს ერთ-ერთს. (მხარზე მიკრა მაგრად პიტერს) მიიწი!

პიტერი
– (ძალიან გაღიზიანებული) მეტს ვეღარ მივიწევი და შეწყვიტე ხელის კვრები. რა დაგემართა?

ჯერი
– გინდა ამბის მოსმენა? (კიდევ მიკრა მხარზე)

პიტერი (შეცბუნებული)
– არ ვარ დარწმუნებული. არ მინდა მხარში მიბრახუნებდნენ.

ჯერი
– (ისევ ურტყამს მხარზე) ასე?

პიტერი
– შეწყვიტე! რა გჭირს?

ჯერი
– გავგიჟდი, შე უჯიშო

პიტერი
– ეს სასაცილო არაა

ჯერი
– მისმინე პიტერ. მე მინდა ეს სკამი. შენ იმაზე დაჯექი, იქ და თუ კარგად მოიქცევი დანარჩენ ამბავსაც გიამბობ.

პიტერი (აღელვებული)
– მაგრამ… რისთვის? რა გჭირს? Gგარდა ამისა, მე ვერ ვხედავ მიზეზს, რატომაც უნდა ავდგე სკამიდან. მე სულ ამ სკამზე ვზივარ კვირა საღამოობით, კარგ ამინდში. აქ განცალკევებული ადგილია. არავინ ჯდება აქ, ჰოდა სულ ჩემთვის მაქვს.

ჯერი (ნაზად)
– ადექი ამ სკამიდან პიტერ; მე მინდა

პიტერი
– (თითქმის წკმუტუნით) არა

ჯერი
– მე ვთქვი, რომ ეს სკამი მინდა და მექნება კიდეც. გადადი იქით

პიტერი
– ყველაფერი ვერ გექნება, რაც გინდა. ეს უნდა იცოდე. Aასეა ეს. ადამიანს შეუძლია ზოგი რამ ჰქონდეს, რაც უნდა, მაგრამ არა ყველაფერი.

ჯერი (იცინის)
– ჭკუასუსტი! გონებაჩლუნგი ხარ!

პიტერი
– შეწყვიტე!

ჯერი
– სუფთა ბოსტნეული ხარ! წადი, მიწაზე დაწექი.

პიტერი (დაძაბული)
– ახლა მისმინე. მთელი საღამოა გითმენ

ჯერი
– ჯერ მთლად ვერა

პიტერი
– საკმაოდ დიდხანს. Dდიდხანს გითმენდი. გისმენდი იმიტომ რომ გეტყობოდა… რადგან მეგონა ვინმესთან საუბარი გინდოდა

ჯერი
– კარგად დაალაგე; ეკონომიურად. და მაინც… ოჰ, რა სიტყვაა, რომელიც განგსჯის… ღმერთო, შენ მე გადამრევ… გადადი აქედან და მომეცი ჩემი სკამი.

პიტერი
– ჩემი სკამი

ჯერი
– (თითქმის გადააგდო, მაგრამ მთლად არა) თვალით არ დამენახო.

პიტერი
– (იბრუნებს თავის ადგილს) ღმერთმა დაგ… წყევლოს. საკმარისია! საკმარისად გითმინე. Aარ დავთმობ ამ სკამს; შენ ვერ გექნება და მორჩა. ახლა გამშორდი (ჯერი ქშინავს მაგრამ არ ინძრევა)
წადი აქედან (ჯერი არ ინძრევა)
წადი აქედან. თუ არ დაიძვრები… უსაქმური მათხოვარი ხარ… აი რა ხარ.. თუ არ დაიძვრები ადგილიდან პოლიციელს მოვიყვან და გაიძულებ წახვიდე. (ჯერი იცინის; ადგილზე რჩება)
გაფრთხილებ პოლიციას დავუძახებ.

ჯერი (ნაზად)
– აქ პოლიციელს ვერ იპოვი. ისინი, ყველა, პარკის დასავლეთით არიან, ფერიებს დასდევენ ხეებსა და ბუჩქებზე. აი სულ ესაა მათი საქმე. მათი ფუნქცია. ასე რომ დაუყვირე მთელი ძალით. სიკეთეს მაინც არ მოგიტანს.

პიტერი
– პოლიცია! გაფრთხილებ, დავაჭერინებ შენს თავს. პოლიცია! (პაუზა) მე ვთქვი პოლიცია! (პაუზა) სასაცილო ვხდები

ჯერი
– სასაცილოდ გამოიყურები: ზრდასრული კაცი პოლიციას უხმობ მშვენიერ კვირა საღამოს პარკში, მაშინ როცა ზიანს არავინ გაყენებს. პოლიციელი აქ რომ ასრულებდეს თავის წილ სამუშაოს, ტალახში მოაბიჯებდეს ნაპოვნი კაკალივით წაგიყოლებდა.

პიტერი
– (ზიზღით და უმწეობით) მაღალო ღმერთო. აქ მოვედი იმისთვის რომ წამეკითხა და ახლა გინდა, რომ დაგითმო. შეიშალე

ჯერი
– ჰეი, როგორც იტყვიან ახალი ამბები მაქვს შენთვის. მე შენს ძვირფას სკამზე ვარ და შენი ვერასოდეს იქნება.

პიტერი (გაცოფებულია)
– ეი, მისმინე. გადაეთრიე ჩემი სკამიდან. არ მაინტერესებს ამას რაიმე აზრი აქვს თუ არა. მე მინდა ეს სკამი ჩემთვის. მინდა გადაეთრიო

ჯერი (დასცინის)
– ეი… შეხედე ვინაა შეშლილი

პიტერი
– გადაეთრიე!

ჯერი
– არა

პიტერი
– გაფრთხილებ!

ჯერი
– იცი რა სასაცილო ხარ ახლა?

პიტერი
– (იგი სიბრაზემ აიტანა და თავი დაკარგა) არა აქვს მნიშვნელობა. (თითქმის ყვირის) გადაეთრიე ჩემი სკამიდან!

ჯერი
– რატომ? ცხოვრებაში ყველაფერი გაქვს რაც გინდა. შენ მომიყევი შენს ოჯახზე, სახლზე და შენს საკუთარ პატარა ზოოპარკზე. ყველაფერი გაქვს და ეს სკამიც გინდა. ამისთვის იბრძვის ხალხი? მითხარი პიტერ, სკამისთვის, ამ რკინისა და ხისთვის, ესაა შენი ღირსება? ესაა ის, რისთვისაც იბრძოლებდი ამ ქვეყანაზე? ამაზე უფრო აბსურდული ვერ მოიფიქრე?

პიტერი
– აბსურდი? მისმინე, შენთან ღირსებაზე საუბარს და მაგის ახსნას არ ვაპირებ. გარდა ამისა ეს ღირსების საკითხი არაა. რომც იყოს, ვერ გაიგებდი.

ჯერი (აგდებით)
– შენ არ იცი რას ლაპარაკობ, რა? ეს ალბათ პირველადაა შენს ცხოვრებაში, კატისთვის ტუალეტის ქაღალდის გამოცვლაზე მეტი წინააღმდეგობა არ შეგხვედრია. სულელო! წარმოდგენაც კი არ გაქვს, უმცირესიც კი, სხვა ხალხს რა სჭირდება?

პიტერი
– ა, ბიჭი. შენ გისმენ. შენ ეს სკამი არ დაგჭირდება. უეჭველია.

ჯერი
– კი, კი მჭირდება.

პიტერი (კანკალებს)
– წლებია აქ დავდივარ; სიამოვნების, კმაყოფილების საათებს ზუსტად აქ ვატარებ. და ეს მნიშვნელოვანია კაცისთის. Mმე პასუხისმგებელი პირი და ზრდასრული ადამიანი ვარ. ეს ჩემი სკამია და შენ არ გაქვს უფლება წამართვა

ჯერი
– იბრძოლე მისთვის, მაშინ. Dდაიცავი თავი, დაიცავი სკამი.

პიტერი
– შენ მიბიძგე. ადექი და ვიჩხუბოთ

ჯერი
– კაცურად?

პიტერი (ისევ გაბრაზებულია)
– ჰო, კაცურად, თუ კიდევ დამცინებ

ჯერი
– მე ერთ რამეს უნდა მიგაწერო: შენ ხარ ბოსტნეული და მგონი ბეციც ხარ…

პიტერი
– საკმარისია

ჯერი
– … მაგრამ, ხო იცი, ტელევიზორში სულ რომ ამბობენ, შენ ხომ გაქვს განსაზღვრული ღირსება. ეს მაოცებს მე…

პიტერი
– გეყოფა

ჯერი
– (იწევა ზარმაცად) კარგი პიტერ, მე ვიბრძოლებ სკამისთვის, უთანასწორო ბრძოლაა (ის იღებს და ხსნის უშნო შესახედაობის დანას)

პიტერი
– (უცებ გამოფხიზლდა, გააცნობიერა სიტუაცია) შენ გაგიჟდი! სულ მთლად გაშმაგდი გიჟო! ჩემს მოკვლას აპირებ!
(სანამ პიტერი ფიქრობდა რა ექნა, ჯერიმ დანა მის ფეხებთან ისროლა)

ჯერი
– აჰა. აიღე. შენ გქონდეს დანა და უფრო თანასწორად შევებათ

პიტერი (შეშინებული)
– არა!

ჯერი
– (ეცა პიტერს, საყელოთი გაათრია. Pპიტერი წამოდგა. სახეები თითქმის შეეხო)
Aახლა აიღე დანა და მეჩხუბე. შენ იბრძვი შენი მომავლისთვის, იბრძვი ღმერთო დაწყევლილი სკამისთვის.

პიტერი (ჩხუბობს)
– არა! შე… შემეშვი! ის… დამეხმარეთ!

ჯერი
– (ურტყამს პიტერს, თითოეულ გაბრძოლებაზე)
შენ ჩხუბობ, საცოდავო, უჯიშო. სკამისთვის ჩხუბობ. შენი თუთიყუშებისთვის ჩხუბობ, შენი ცოლისთვის… შენი კაცობისთვის ჩხუბობ, შე პათოსიანო ბოსტნეულო
( სახეში შეაფურთხა პიტერს) ბიჭი ვერ გაგიკეთებია

პიტერი
– (გაუსხლტდა, გაცოფდა) ეს გენეტიკის ამბავია, არა კაცობის… შე მხეცო (ის იხრება, დანას იღებს და ცოტათი უკან იხევს. მძიმედ სუნთქავს) უკანასკნელ შანსს გაძლევ. წაეთრიე და დამტოვე მარტო. (მჭიდროდ უკავია დანა, თავისგან შორს, არა თავდასხმისათვის, არამედ თავდასაცავად)

ჯერი (მძიმედ სუნთქავს)
– ასე იყოს (მივარდა პიტერს და თავი განიგმირა დანით. ცოცხალი სურათი: ცოტა ხანი, სრული სიჩუმე, ჯერი დანაზე წამოგებული პიტერის გაშეშებულ ძლიერ მკლავზე. მერე პიტერი კივის, ხელს უშვებს, დანას სხეულში ტოვებს. ჯერი უძრავადაა ამ დროს. შემდეგი ისიც ყვირის გააფთრებული და სასიკვდილოდ დაჭრილი ცხოველის ხმით. დანა მის სხეულშია, მიცოცდა სკამთან, რომელიც პიტერმა გაათავისუფლა. ის ეცემა იქ, ჯდება უყურებს პიტერს, თვალები გაფართოებული აქვს ძლიერი ტკივილისაგან, პირი ღია აქვს)

პიტერი (ჩურჩულებს)
– ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო… (ბევრჯერ იმეორებს ამ სიტყვებს, თან სწრაფად)

ჯერი
– (ჯერი კვდება. მაგრამ მისი გამომეტყველება შეიცვალა. მისი სახის ნაკვთები მოშვებულია, იგი სხვადასხვა ხმას გამოსცემს. ხან ნაღვლიანი ტკივილისგან, უმეტესად კი ისე ჩანს თითქოს სიკვდილს გადაურჩა. იღიმება)
Gგმადლობ პიტერ. დიდი მადლობა.
(პიტერს პირი ღია დარჩა. ვერ ინძრევა. დამბლა დაეცა)
Oო, პიტერ, ვშიშობ, თან წაგიყოლებ (იცინის, რაც შეუძლია) არ იცი, როგორ მეშინოდა, რომ წახვიდოდი და მარტო დამტოვებდი, ახლა კი მოგიყვები, რა მოხდა ზოოპარკში. მე ვფიქრობ… მე ვფიქრობ, აი რა მოხდა ზოოპარკში… როცა იქ ვიყავი, გადავწყვიტე ჩრდილოეთით წავსულიყავი… ჩრდილოეთის მხრით… სანამ შენ გიპოვნიდი… ან ვინმეს… და გადავწყვიტე შენ დაგლაპარაკებოდი. ერთ-ორ სიტყვას გეტყოდი… აი, აქ ვართ. ხედავ? აქ ვართ. მაგრამ… არ ვიცი… ეს ყველაფერი დავგეგმე კი? არა, ვერ ვიზამდი. მაგრამ ვფიქრობ კი. ახლა კი მოგიყევი, რისი მოსმენაც გინდოდა არა? ახლა უკვე ყველაფერი იცი, რაც ზოოპარკში მოხდა. იცი, რას ნახავ ტელევიზორში და სახე რომელზეც მე გითხარი… ხო გახსოვს… ჩემი სახე, სახე რომელსაც ახლა ხედავ. პიტერ… პიტერ?… პიტერ გმადლობთ. მე დაგეტაკე (იცინის გაფითრებული) და შენ მასიამოვნე, ძვირფასო.

პიტერი
– (თითქმის გაფითრებული) ღმერთო ჩემო!

ჯერი
– ჯობია ახლა წახვიდე. ვინმე შეიძლება მოვიდეს და შენ ხომ არ გინდა ეს.

პიტერი
– (არ ინძრევა, გოდებას იწყებს)
ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო

ჯერი
(ძალიან გაფითრებული, სიკვდილი ახლოა)
– შენ აქ აღარასოდეს მოხვალ. შენ გაგანთავისუფლეს. შენ დაკარგე შენი სკამი, მაგრამ დაიცავი შენი ღირსება. პიტერ ახლა კი რაღაცას გეტყვი: შენ მართლა არ ხარ ბოსტნეული. არა უშავს, შენ ცხოველი ხარ. ცხოველი. მაგრამ ჯობია იჩქარო. წახვიდე… ხედავ?
(ჯერი იღებს ცხვირსახოცს და დიდი ცდის და ტკივილის ხარჯზე დანის სახელურზე წმენდს თითის ანაბეჭდებს)
გაიქეცი, პიტერ
(პიტერი სკამიდან გარბის)
მოიცა… მოიცა პიტერ. წიგნი წაიღე… წიგნი. აი აქაა… ჩემს გვერდით… შენს სკამზე… უფრო ჩემსაზე. მოდი… აიღე. (პიტერი მიდის წიგნისკენ, მაგრამ უკან იხევს)
იჩქარე… პიტერ
(პიტერი მივარდება სკამს, ტაცებს ხელს წიგნს და უკან იხევს)
ძალიან კარგი, პიტერ… ძალიან კარგი. ახლა… გასწი
(პიტერი ყოყმანობს წამიერად, შემდეგ გარბის, ტოვებს სცენას)
იჩქარე… (თვალები დახუჭული აქვს უკვე) იჩქარე, შენი თუთიყუშები სადილს გიმზადებენ… კატები… მაგიდას გიწყობენ…

პიტერი (სცენაზე აღარაა)
(საცოდავი შეძახილი)
– ღმერთო ჩემო!

ჯერი
– (მისი თვალები ისევ დახუჭულია, ის თავს აქნევს და ლაპარაკობს. დამცინავი წაბაძვისა და მუდარის ნარევი)
ოო, ღმერთო… ჩემო

(ის გარდაიცვალა)

ფარდა

პიესა მოგვაწოდა თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა.

About these ads

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s