ლაშა ბუღაძე: ნუგზარი და მეფისტოფელი


Mephistopheles magick by Tim Odom

ლაშა ბუღაძე

“…მუდამ მაინტერესებდა იმის წარმოდგენა, რა მოხდებოდა, მეფისტოფელი რომ საქართველოში გამოჩენილიყო და რომელიმე ქართველს რომ მასთან ხელშეკრულებისთვის მოეწერა ხელი. შედეგად ძალიან ნეგატიური რამ გამოვიდა – გმირს ვერც კი გამოუგონია, პოზიტიური რა გააკეთოს. მეფისტოფელი ლამის ისტერიკაში ვარდება – ნუგზარს არც ფანტაზია აქვს და არც სიცოცხლის უნარი. ბოლოს აღმოჩნდება, რომ მიწიქვეშეთის მოციქული უფრო მიმზიდველი ფიგურაა, ვიდრე მთავარი გმირი… ნუგზარი მარტოხელა, სრულიად ცარიელი ადამიანია, აბსოლუტური ნიჰილისტი. ის ფაუსტს არაფრით მოგვაგონებს, რადგან გოეთეს გმირისგან განსხვავებით, კითხვები საერთოდ არ ებადება…”

ნუგზარი და მეფისტოფელი

(კომედია ორ მოქმედებად)

მოქმედი პირები:

1. ნუგზარი
2. მეფისტოფწელი
3. გელა
4. ქეთუშა
5. უნდინე
6. სალამანდრა
7. სილფე
8. კობოლტ
9. მაია
10. ფრანგი გოგოები
11. გელას სიმამრი

პირველი მოქმედება

ნუგზარი – შენი დედა… ეხლა რომ გითხრათ ფილოსოფიის შესწავლაზე საკმარისად ვიმტრიე მეთქი თავი – დამიჯერებთ? მედიცინა და სამართალი დიდი ბოდიში მაგრამ, ფეხებზე მეკიდა. ყოველთვის იდიოტი ვიყავი და იდიოტი დავრჩი. ჟერ სკოლა, დასაწყისში ხუთები, მერე სამები, მერე ორები. ჩათლახი მასწავლებლები, ბებერი მასწავლებლები და ბებერი კუანა დირექტორი, მერე ტექნიკური უნივერსიტეტი, სოფლელი ბიჭები,მახინჯი გოგოები, მერე ქეთუშა, ერთხელ დაურეკე, კინოში დავპატიჟე ორმოც დაქალთან ერთად მოვიდა და ბილეთი არ შემხვდა. მივაფურთხე. მერე მამაჩემი მოკვდა, ტელევიზორს უყურებდა და მოკვდა. მერე გავიდა ერთი წელი და დედაჩემიც მოკვდა, ისიც ტელევიზორთან, საერთოდ ჩვენს ოჯახში ყველა ტელევიზორის ყურებისას კვდება. თმ ა მცვივა თან მაგრა, განსაკუთრებით ბანაობისას, ამიტომ აღარ ვბანაობ. ჩოლი არ მოვიყვანე, ქალები მეზიზღებიან საერთოდ. პროფესიით არქიტექტორი ვარ, მაგრამ ფანქრით სწორ ხაზს ვერ ვავლებ, ხელები მიკანკალებს, ნუგზარი ბაბუაჩემს ერქვა, ყვე;ლა ნუგიჩას მეძახის, გელა ჩემი მეზობელია. სირია მაგრამ ჯიგარი.
ეხლა თავს მოვიკლავ!…

სურათი მეორე

გელა – ეგ თქვენი კატლეტები გაირჭვეთ უკან. ვაკის სასაფლაოს რომ გაცდები უშნო შენობას დაინახავ, რომელშიც ცხოვრობს გელა, კომერციული სასაფლაოს თოლიას დირექტორი. თქვენი მონა მორჩილი.
ნუგზარი – მეზიზღება თბილისი
გელა – თავს იკლავ შე-ჩემა,
ნუგაზარი – ვერა ხედავ, ამას ვხსნი უნდა გავყიდო
გელა – თოკი რაში დაგჭირდა?
ნუგზარი – მოიცა, ჩვენ რა დაკითხვაზე ვართ?
გელა – წამო გარეთ გავიდეთ, სუფთა ჰაერი ჩავყლასპოთ, გეკუთვნის
გელა – ოხ ნანა შენი თარსი დედა ვატირე
ნუგზარი – ცუდი ამინდია, მეზარება
გელა – მზე ანათებს, ცხელა, ჩვენი ქალაქი სიცოცხლით სუნთქავს, შეხედე ნუგიჩ გოგოები მოკლე კაბებში მიდიმოდიან.
ნუგზარი – არ მაინტერესებს მორჩა და გათავდა.
გელა – ნერვები გაქვს აწეწილი. ღაც ჩემი კომერციული სასაფლაო გასხსენი იმის შემდეგ სულ მკვდრებზე ვფიქრობ და მკვდრებზე ვლაპარაკობ, მაგრამ მაინც ყველას ჯინაზე კარგ ხასიათზე ვარ.
ნუგზარი – ნუ გამიტრაკე რა …
გელა – ყველაზე მეტი ხალხი მარტში კვდება მე გამოვითვალე გულის გამო. ცოტა ივლისი აგვისტო გვიჭირს, სეზონი არ არის, არ კვდებიან ეს შობელძაღლები. მეც მაგრა მერხევა ფინანსურად. სიმამრი თავზე დამჩხავის, მე ეგეთი კაცი არ მინახავს?! სარეცხს რეცხავს, სახლს ალაგებს, საჭმელს ამზადებს, ისტერიკებსაც მიწყობს, მამაჩემის ხნისაა თორემ, მიუიიმასვიზამდი დედის იმეებს.
ნუგზარი – დილამშვიდობისა ბატონო ჯონდო.
გელა – ნუგიჩ თავის მოკვლა გინდოდა?
ნუგზარი – ადამიანი ცხოველისაგან იმით განსხვავდება, რომ თავის მოკვლა შეუძლია,
გელა – ვეშაპები რომ იკლავენ თავს? იცი? თევზებს სექსუალური აქტი არ სიამოვნებთ
ნუგზარი – დელფინების გარდა, დელფინებს მოწონთ, თან მაგრა. აი ცუგა
გელა – ცუგა? ცუგა! არ მიკბინოს ამ ვირიშვილმა,
ნუგზარი – არ გიკბენს,
გელა – თუ იცი ჩვენთან რატომ ელაპარაკებიან ძაღლებს რუსულად, რუსული რა ძაღლების ენაა?!
ნუგზარი – მე რა ვიცი
გელა – არ გინდა ეს ძაღლი შენ გყავდეს, ცოლის მაგივრობას გაგიწევს, ეგება შვილიც გაგიჩინოს,
ნუგარი – გელუშ… თავი დაანებე რა…. . .
გელა – დიალოგი დამთავრებულია, გელა ტყეშელაშვილი

* * *
მეფისტოფელი – არ შეგეშინდეს ნუგზარ,
ნუგზარი – მოიცა რომელი ხარ?
მეფისტოფელი – მე ვარ რომელიც ბოროტს ესწრაფვის მუდამ და სიკეთეს კი ქმნის ყოველთვის
ნუგზარი – რა ჯანდაბა გინდა?
მეფისტოფელი – შენი კარგად ყოფნა მხოლოდ
ნუგზარი – მღვდელი არ გამომაძახებინო ჩემი ძმა, როგორც მოხვედი ისე წადი
მეფისტოფელი – მოიცა ნუგზარ რატომ მეჩხუბები, დამშვიდდი და მე თვითონ წავალ, რამდენიმე წუთს წაგართმევ მხოლოდ, გაგიმარჯოს! ნუგზარ მაჩუქე ერთი ორი, თხუთმეტი, ოცდაშვიდი, ორმოცი წუთი.
ნუგზარი – რამდენი?
მეფისტოფელი – ნუგზარ ნუ მეჩხუბები, თორემ ნერვები მეცა მაქვს, ამ მანტის ქვეშ გული კი არ მიცემს ჯოჯოხეთური ცეცხლი მიგიზგიზებს
ნუგზარი – მერე თუ გგონია რომ კარგად გაცვია ძაან ცდები, დიდი გოიმი ვინმე ხარ. წადით აქედან.
მეფისტოფელი – შენ ხომ სიცოცხლეზე ხელი გაქვს ჩაქნეული? თუ კი დამიჯერებ კვლავ ოფტიმისტად გაქცევ
ნუგზარი – რა ბებიაჩემივით ლაპარაკობ, წრესიერად ლაპარაკი არ შეგიძლია
მეფისტოფელი – ნუგზარ მომყიდე სული და შენ სყველა სურვილს ავასრულებ, ოღონდ სიკვდილის შემდეგ ჩემი უნდა გახდე. შენი სული მე უნდა მემსახუროს
ნუგზარი – ბებიაშენისა.
მეფისტოფელი – სურვილი არ დაგჩება რომელსაც მე არ შეგისრულებ, მომყიდე ნუგზარ სული დედას გაფიცებ დედაშენის სულს გაფიცებ.
ნუგზარი – სამი წელია დედაჩემის საფლავზე არ ვყოფილვარ,
მეფისტოფელი – მიბრძანე ნუგზარ და ეხლავე შენი მშობლების საფლავთან გაგაჩენ.
ნუგზარი – არ მჭირდება ზედმეტი ტრაკის თამაში, უშენოდაც კარგად ავალ ტაქსით.
მეფისტოფელი – შენ ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი, არსებობს თუ არა ღმერთი, საიდან მოვდივართ დ საით მვდივართ. ცოვრება გარდაცვალების შემდეგ. შენ ოღონდ შეკითხვა დასვი და პასუხის გაცემა ჩემზე იყოს.
ნუგზარი – საერთოდ არ მაინტერესებს ვინა ვარ და რა ვარ.
მეფისტოფელი – ო მაი გოთ. მე ღმერთს მივმართავს ამ წუთს როგორ არ ვაფასებდი საწყალ ბებერ დოქტორ ფაუსტს, ეს რა საშინელი თაობა მოვიდა?
ნუგზარი – რაცა ვარ ეგა ვარ, თუ არ მოგწონვარ ნახვამდის.
მეფისტოფელი – ნახვამდის.

აქა მშვიდობა! შეიძლება? უი, არა, არა შემეშალა. უიმე რას გავდა ეს ქალი!?
ნუგზარ შენ ხომ თავს იკლავდი?
ნუგზარი – ხო იმიტომ რომ ცხოვრება მომბეზრდა. მეზიზღება ეს ქალაქი და ეს ქალებიც, ბოზები ესენი მართლა და მართლა
მეფისტოფელი – მე დაგაკმაყოფილებ ნუგზარ
ნუგზარი – მომეკარები და ჩათლახი ვიყო მოგკლავ,
მეფისტოფელი – არა არა ნუგზარ შენ ვერ გამიგე, ისურვებ ქალებს, მსოფლიოს ულამაზეს ქალებს! – შენს ფეხტით იწვებიან
ნუგზარი – ბოზებს ვერ ვიტან
მეფისტოფელი – მაშინ სიმდიდრე, ისურვებ ფულს გექნება.
ნუგზარი – რომ მინდოდეს ფულს უშენოდაც ვიშოვი
მეფისტიოფელი – ვერ იშივი
ნუგზარი – ვითომ რატომ?
მეფისტოფელი – მაპატიე, მაგრამ იმიტომ რომ ქართველი ხარ.
ნუგზარი – ფეხებზე მკიდია
მეფისტოფელი – მსოფლიოს ბატონ პატრონად გაქცევ.
ალექსანდრე მაკედონელს გაგაცნობ
სიცოცხლის ოთხას წელიწადს გაჩუქებ.
ნუგზარი – მერე ყველა მე ვმარხო, ბებიაშენისა გელა კი არა ვარ,
მეფისტოფელი – აბა რა ჯანდაბა გინდა ნუგზარ?!. . .

* * *
ნუგზარი – გელუშ შენა ხარ? ძაღლი რა იქნა
გელა – რომელი ძაღლი
ნუგზარი – ტელ შნაუცერი
გელა – მე რა ვიცი, ძაღლია რა ხან აქაა, ხან იქა.
ნუგზარი – გელუშ ეს მარტლა შენა ხარ
გელა – რა დაგემართა მართლა სენა ხარ?
ნუგზარი – აპატიე ძმაო
გელა – მაგარი დილა გამითენდა , ორი მკვდაროი შემომივიდა, ოფისში ბბერები მაგარი. მოვკდი მაგათ ჭირიუფალთან ვაწრობით, მაგათ გონიათ, რახან კომერციულია ბევრს ვართმევ.
ნუგზარი – გელუშ ხო ხარ ჩემი ძმა
გელა – არ ინერვიულო, შენთვის უკვე მოვზომე ერთი ადგილი.
ნუგზარი – არა სხვა რამეს გეუბნები.
გელა – მაგარი ადგილია ტო
ნუგზარი – რაღაც უნდა გითხრა, გუშინ მეფისტოფელი გამომეცხადა, სატანა თან ნაღდი.
გელა – რაო რა მინდაო?
ნუგზარი – სული მომყიდეო
გელა – მომყიდეო? რამდენადო
ნუგზარი – არა მეთქი, ვუთხარი
ტელეფონის ნომერი დამიტოვა თუ რამეს მოიფიქრებ იქ დამირეკეო
რა ვქნა გელუშ? მივყიდო თუ არ მივყიდო
გელა – სულზე მეუბნები? ეხლა თირკმელზე რო გეთქვა კიდე შეიძლებოდა ფიქრი, მაგრამ სული ერთი გაქვს ჯაიჯვამ უსულოდ
ნუგზარი – სანამ ცოცხალი იქნები ყველაფერს შეგისრულებო, მოკლედ რას მირჩევ?
გელა – რომელი მამაო მე მნახე, თუ კაი ნაშები ყავს მოიყვანოს თუ არა და მოუსვას აქედან.

* * *
მეფისტოფელი – გოიმიც აღმოვჩნდი! ეშმაკი რომ ვარ, თურმე საკმარისი არ არის. შიგოიმეც მომაწებეს. მე კი არ ჩამოვრჩი მოდას, მოდა ჩამომრჩა მე.
ბიჭები – ია, ია,
მეფისტოფელი – უნდინე! შილამაზე, მშვენიერება, ესთეტიკა წარსულს ჩაბარდა
ბიჭები – ოოო. . .
მეფისტოფელი – ამ ძროხებს ახლა ქალებს ეძახიან. შასაცილოა.
ბიჭები – ოი, ია. . .
მეფისტოფელი – ღმერთო! კვლავ შენ მოგმართავ ძვირფასო
რატომ შეიცვალა ასე სამყარო, უკანასკნელმა ხუტმა საუკუნემ, სრულიად გადასხვაფერა არსება, სახელად ადამიანი. ადექით! წინათ მავანი კეთილშობილი მოხუცებული თავად გვიხმობდა, ახლა კი ჩვენ თვითონ ვუვარდებით სახლში პენსიონერებს და ვჩრ. . . ვჩრით ათასნაირ ხელშეკრულებებს, მაგრამ მათ აღარც კარგი ცხოვრება აინტერესებთ და აღარც ცუდი! ჯოჯოხეთშიც საშინელი სიტუაციაა. მამათა და შვილთა ბრძოლა იქაც გაჩაღდა. ჩვენ ბებერ ეშმაკებს, ბოდიში მომითხოვია და ეს ახალგაზრდა ეშმაკები ზედაც აღარ გვაფურთხებენ. ჩვენს მიერ გაკეთებულ ანუ გაფუწებულ საქმეს არანაირად არ აფასებენ და ჯოჯოხეთური დაწესებულებიდან ოროსანი ბავშვივით გვერქმნიან. მომაწოდე. ამ დროს რამდენი კეთიშობილი სული დამიღუპავს. პირადად მე, რამდენი ჩამიგდია ცეცხლოვან გეენაში. . . მაფასებს კი ვინმე? კარგი შეკვეთა ავისთვის მიაქვთ, ჩვენ კი რაღაც ნამცეცებს გვიყრიან.
ნუგზარი – სიცოცხლის ოთხას წელიწადს გაჩუქებო ტო!
მეფისტოფელი – რაო?
უნდინე – ოოო!. .
მეფისტოფელი – აბა მეკადრება ახლა მე ნუცზარისნაირი ყეყეჩის დევნა! წადით, შენ დარჩი. ჩაწერე! ყმაწვილი გვყავს უცხოეთში ნასწავლი, შარშან გახდა ორასი წლის, ერთი თვეც არაა, რაც ჯოჯოხეთში მსახურობს, რას აკეთებ? და უკვე ესკობარს მიუჩინეს, სასაცილოა, საწყალი ბებებრი გოქტორი ფაუსტი რომ არა, მეც კაი ხნის გამოგდებული ვიქნებოდი სამსახურიდან. არ ჩაწერო!
უნდინე – აბა რა ვქნა, რა, როგორ დავაფიქსირო!
მეფისტოფელი – ეს ამბავი მოხდა 1520 წელს! ხუთასი წლის წინ
ნუგზარი – ექვსასი წლის ასაკში ერექცია მექნებაო დამ აგარ ნაშებს მოხსნიო ტო!
მეფისტოფელი – რაო? იმის მერე ვარ ასე და დავდევ ნუგზარისნაირ დეგენერატებს, საფრანგეთის რევოლუცია იყო და რობერსპიერს მე ვინ მაღირსებდა, მომკლეს ვიღაც ბოზი ქალის დევნით. საბჭოთა კავშირი იყო და გენერალურ მდივანს ახლოს არ მიმაკარეს. ვარატნიკოვი იყო ასეთი, პოლიტბიუროს წევრი, მშიერ ძაღლს რომ ძვალს გადაუგდებენ სუფრიდან, ისე გადმომიგდეს ეს უბედური, რას ბედავ რას აკეთებ? . . . ძალიან მომაბეზრებელია ეშმაკად მოღვაწეობა. ერთი ასი, ორასი წელიც და გავალ პენსიაზე, შვილიშვილებს მოვუვლი. ბავშვებმა უკვე რძის ჩლიქებიც კი მოიცვალეს, გაიზარდნენ! სამჭუხაროდ ჩვენთან ჯოჯოხეთში, საყვარელი, როგორც ასეთი აკრძალულია, ამიტომ შვილიშვილებზე ვერაფერს გეტყვით. . . ლანძღვა გინება იცოცხლე რამდენიც გინდა! ო! როგორ მეზიზება ორივე! ძალიან მეზარებოდა თბილისში ჩამოსვლა, მაგრამ რა მექნა. . . დამავალეს, წლიური გეგმაა შესასრულებელიო, სამოციანელებს უნდა დაერიოთ. . . დედა, რას გავდა ის ქალი. . . ამჯამად, ამ ტერიტორიაზე ოცამდე ეშმაკი ვმუშაობთ. . . ვის ველაპარაკებოდი ნეტავი ამდენ ხანს! ჰალუცინაციები ხო არ დამეწყო.
ნუგზარი – თუ ბი, ორ ნოთ თუ ბი, დიზ იზ ე ქვეშენ. . .
მეფისტოფელი – საერთოდ, ზოგადად ეშმაკეულს და საზოგადოდ, ვაიმე რეებს ვლაპარაკობ. . . დიახ. . . ალო!
ნუგზარი – შენა, ლუდვიგ!
მეფისტოფელი – ნუგზარ, ეს შენა ხარ ძვირფასო?
ნუგზარი – ხო, მე ვარ. მოკლედ რაც არის მკიდია, თან მაგრად, ფეხებზეც მკიდია და ყველაფერზეც, უფრო კონკრეტულად, აგერ, აი, კვერცხებზე მკიდია რა.

ნუგზარი – რა იყო გელუშ, რაღაც კარგ ხასიათზე ხარ.
გელა – კიდე სამი მკვდარი შემომივიდა ოფისში.
ნუგზარი – გილოცავ
გელა – მე რას მილოცავ, ნანას მიულოცე, ბავშვებს ბაკურიანში აიყვანს.
ნუგზარი – ვერ მოვითმინე.
გელა – ჩაიფსი?
ნუგზარი – არა შეჩემა, დავურეკე.
გელა – ვის?
ნუგზარი – იმას, უწმინდურს.
გელა – რატო დაურეკე?
ნუგზარი – კაიფის პონტში.
გელა – შეჩემა გუშინ თავს იკლავდი დად ღეს რა, მოგინდა კაი ცხოვრება?
ნუგზარი – ვნახავ რა, გავერთობი. Aმ ცხოვრებაში სხვა რა დამრჩენია. ჩოლი მე ვერ მოვიყვანე. . . ქეთუშას ამბავი კი იცი.
გელა – ჰო ქეთუშას ამბავი ვიცი. თუ ძმა ხარ. . .
ნუგზარი – უცხოეთში ვერ წავედი, ფული ვერ ვიშოვე, თუმცა რომც მეშოვა, მაინც ვერ წავიდოდი. ეს რა არის? ეს რა არის?
გელა – მაიცა, ტო!
ნუგზარი – შაკო გერმანიაშია, ჩამოდიო, მეპატიჟება. აქ იყო წუწურაქი და იქ რა იქნება. ღომ წავიდე სად წავიდე, აფიციანტად ვიმუშაო? არა რა, შენი ჭირიმე.
გელა – რას აკეთებ, ტო?
ნუგზარი – მოიცა, მოიცა. აგერ გამოჩნდა რაღაც პონტი. . . ჰა, დაარქვი შანსი.
მოიცა, კაცი მოვიდა სიმონყ საკაიფო რაღაცეებს გაგიჩითავო. მოიცა ერთი წუთით.უბრალოდ რო დაიბრიდები შენი სული ჩემი იქნებაო. სირი უნდა ვიყო რო არ დავთანმხდე. მერე რამენაირად გადავაგდებ, ეგეთები გადაგვიგდია, გელუშ!
გელა – ნანა, შენი დედა. . . შენი საქმისა შენ იცი. ისეთი ცხოვრებაა თავს უნდა უშველო. ერთადერთი რაც მაფიქრებს შენი სულია, სპირიტუსი ტო!
ნუგზარი – სად არის ეგ სული, გელუშ! დამანახე. . . ხელში დამაჭერინე.
გელა – დამანებე თავი!
ნუგზარი – რა ვერ ხედავ? თუ არ გაქ?
გელა – მაიცა რა!
ნუგზარი – ჰოდა თუ არ გაქ, ნუ მიტრაკებ. ჟერ მოძებნე და მერე წამიკითხე ლექცია.
გელა – ნუგიჩ, სულ მკიდია, ხო იცი.
ნუგზარი – მეც მკიდია გელუშ, მეც, თან სულ.
გელა – რა არის შეჩემა თონეა თუ სახლი!
ნუგზარი – აი მოვიდა რა!
გელა – ვინ?
ნუგზარი – ეშმაკა.
მეფისტოფელი – ა, როგორ მოგწონთ ჩემი ახალი ტანსაცმელი?
ნუგზარი – გოიმურია, მაგრამ გიხდება.
მეფისტოფელი – დიდი მადლობა ნუგზარ!
გელა – ნუგიჩ, ეს სირისტიანი აქ საიდან?
მეფისტოფელი – ეს ჯეელი ვინაა?
ნუგზარი – იცნობდეთ ეს გელაა, ჩემი მეზობელი.
გელა – მოიცა ნუგიჩ, მაიცა, კომერციული სასაფლაო “თოლია”-ს გენერალური დირექტორი, გელა ომარის ძე ტყეშელაშვილი.
მეფისტოფელი – ხელს ნუ ჩამომართმევთ. . . ინანებთ.
გელა – რა იყო დაბანილი მაქვს ბიჭო.
მეფისტოფელი – სამაგიეროდ მე მაქვს დაუბანელი.
გელა – რაო?
მეფისტოფელი – ამან ხო შემჭამა
ვაიმე ნუგზარ, რა უნდა ნუგზარ! ღა დავუსავე ახლა.
ნუგზარი – შე სირო, გამოიხედე აქეთ.
მეფისტოფელი – მე? კი ბატონო.
ნუგზარი – გელა არის ჩემი სისხლი და ხორცი, წესიერად ელაპარაკე, თორე ხო ხედავ აქვეა ეკლესია.
მეფისტოფელი – ვაიმე ნუგზარ!
ნუგზარი – ერთი რო დაუსტვინო, რაც კი უბანში მღვდელია ყველა აქ გაჩნდება.
მეფისტოფელი – მაპატიე ნუგზარ, მეტს აღარ ვიზამ.
გელა – ბიჭო, ხელი. . .
მეფისტოფელი – არაფერი, არაფერი. . .
ნუგზარი – კარგი რა გელუშ, რა დაგემართა.
მეფისტოფელი – ნუგზარ, როგორ იქნება ჩვენი საქმე, რა გადაწყვიტე?
ნუგზარი – ჯერ ის მითხარი, რატო გამომეცხადე მაინცდამაინც მე? ღა ხალხი დაილია ამ ქვეყანაში?
მეფისტოფელი – ვერ წარმოიდგენ, მაგრამ შემთხვევით მოხდა
ნუგზარი – შემთხვევით. მე მეგონა, რაღაც განსაკუთრებულს მეტყოდი, რჩეულის პონტში.
გელა – რჩეული არა სირი!
ნუგზარი – მაიცა რა გელუშ.
მეფისტოფელი – რაღაც მხრივ რჩეული ხარ, მაგრამ მაინც შემთხვევით რჩეული.
გელა – რაღაც დაბნეულია აი!
მეფისტოფელი – ნუგზარ, მაპატიე, მაგრამ ჩვენი საუბარი ამ სუბიექტის გარეშე რომ წარიმართოს არ შეიძლება?
გელა – რა იყო რამეში ხელი შეგიშალე, პატივცემულო!
მეფისტოფელი – თქვენ არ გეკითხებით, გელავ!
ნუგზარი – რას გიშლის, იყოს.
მეფისტოფელი – კი ბატონო, იყოს! იმედი მაქვს ხელშეკრულების დადებისას მაინც დაგვტოვებს.
გელა – არავითარ შემთხვევაში.
მეფისტოფელი – ეს წარმოუდგენელია! თრადიციას ვერ დავარღვევ, ნუგზარ! ხელშეკრულება ეშმაკისა და კლიენტის თანდასწრებით უნდა იდებოდეს მხოლოდ.
ნუგზარი – ეხლა თუ ბევრს გაატრაკებ, საერთოდ არ მოვაწერ იმას რ ახელს.
მეფისტოფელი – კი ბატონო!
ნუგზარი – ეავიდა, ტო!
გელა – წავიდა? შად წავიდა?
ნუგზარი – მე რა ვიცი.
გელა – ფუ, მაგის თარსი! შად წავიდა.
ნუგზარი – მე რა ვიცი, წავიდა.
გელა – ფარშევანგი გაპუტე ტო!
მეფისტოფელი – ჩუ, მადროვეთ გელა. ნუგზარ სანამ ამ ხელშეკრულებას ხელს მოაწერდე, მითხარი სიამოვნებათა რომელ მოდელს ინებებ? ვაიმე, არ შემიძლია! ზოგადად კავკასიურს, თუ კონკრეტულად ქართულს, ან იქნებ ანგლო-საქსური მოდელი გაინტერესებს? ამერიკულიც არ იქნებოდა ურიგო, მოდაშიცაა.
გელა – წაგარტყამ, მაგარი კლიენტია, ნუგიჩ ტრადიცია არ დაივიწყო, ქართულს მიაწექი, ჯიგრულს.
ნუგზარი – მიუხედავად იმისა და ამისა მე მაინც ქართულ იმას ვირჩევ რა ქვია ქართულ იმას?
მეფისტოფელი – მოდელს
ნუგზარი – მოდელს
მეფისტოფელი – ანუ ფულს, ძმაკაცებს, ცოლს, საყვარელსა და ღიPს.
ნუგზარი – ღიპი ბებიაშენისამ.
მეფისტოფელი – ყოველთვის ასეა, ბუნების კანონია. ქართველი ყოველთვის ქართულ მოდელს ირჩევს, გერმანელი გერმანულს, აი, მაგალითად, ცხონებული ბებერი დოქტორი ფაუსტი.
ნუგზარი – ისტორიის გაკვეთილი ჩაუტარე ბაბუაშენს დროზე იმასაქენი.
მეფისტოფელი – ვიცოდი რომ ქართულ მოდელს აირჩევდი, ამიტომ ტექსტი წინასწარ შევადგინე. წაგიკითხო?
ნუგზარი – მიდი
მეფისტოფელი – ხელშეკრულება იდება ოთხმოცდაცხრამეტი წლის ვადით.
ნუგზარი – მოიცა, აკი ოთხასითო.
მეფისტოფელი – მრგვალი რიცხვი არ შეიძლება ნუგზარ.
გელა – რატომ? ღატომ?
მეფისტოფელი – შენი ჭირიმე გელა, მადროვე და მერე გეტყვი
ნუგზარი – შეიძლება ერთი ზრდილობიანი შეკითხვა დაგისვა?
მეფისტოფელი – ბრძანე ნუგზარ.
ნუგზარი – 99 წლის ასაკში ერექცია თუ მექნება?
მეფისტოფელი – კლიმაქსი, როგორც ასეთი შენ არ შეგეხება.
ნუგზარი – ჰო, ო. . .
გელა – ჩემი ძმა მოიხედეაქეთ, ნუგიჩას სულს სიკვდილის მერეც რომ ემსახურო არ გამოვა? არ გაქვთ ასეთი ხელშეკრულება?
მეფისტოფელი – სამწუხაროთ არა!
გელა – ნიკოლოზის დროა თქვე ჩემა?
ნუგზარი – გელუშ, ერთი კარგად მომისმინე, ამ ცხოვრებაში კაცმა ერთხელ მაინც ხომ უნდა გავაკუო.
მეფისტოფელი – რას გულისხმობ?
ნუგზარი – თქვენ ვერ გამიგებთ მასწ. გელა გამიგებს. აუ გელუშ მაგარ მუღამში ჩავარდი, ეშმაკამ გაასწორა. ჟერ კიდე გუშინ თავის მოკვლა მინდოდა, მაგრამ დღეს რატომღაც გამისწორა ცხოვრებამ, რაღაცეები მომინდა, საკაიფო რაღაცეები. შენა სისხლის ანალიზი საჭიროა?
მეფიოსტოფელი – არა.
ნუგზარი – შარდის?
მეფისტოფელი – ხუმრობს?
გელა – არა!
ნუგზარი – მომე ფურცელი, აუ გელუშ, რაღაც შემეშინდასავით.
გელა – გინდა მეც მოვაწერო?
მეფისტოფელი – გელა, თვენთვის არ შეიძლება, თავს ნუ დამაწყევლინებთ, მოაწერე ნუგზარ, ნუ გეშინია, გაერთე, კაცურად იცხოვრე, ძმაკაცებს დაეხმარე, გეკუთვნის.
გელა – და ეს სირი ფეხებსაც ვერ მოგჭამს. გაერთე ნუგი! ძმაკაცებს დაეხმარე, კაცურად იცხოვრე. . . გეკუთვნის ტო.
ნუგზარი გელუშ! ჯიგარი ხარ. მომე ისა. . . გელუშ! არ შემიძლია, არა, იზვენი კი არა ისა, ტრაკი. გელუშ
მეფისტოფელი – გილოცავ ნუგზარ, მიმსახურე ჩემო მეუფევ
ნუგზარი – გელუშ!. . .
გელა – გილოცავ ნუგიჩ, წინასწარ გილოცავ ყველაფერს, ახალი წელი, ქორწილი, ბიჭის დაბადება. . . და რა ვიცი ჯანმრთელობა, ბედნიერება, შენი გელა ტყეშელაშვილი.
მეფისტოფელი – რას მიბრძანებს ჩემი ბატონი?
ნუგზარი – მე მეუბნები?
მეფისტოფელი – შენ გეუბნები ნუგზარ, ამიერიდან დედამიწაზე ერთი ბატონი მყავს და ისიც შენა ხარ!
ნუგზარი – რა ვისურვო ტო? გელუშ! პივები ხო მარ ამოვატანინო, მოიცა, მოიცა, ის ნაბოზარი ქეთუშა ხო არ მოვათრიო ყურით? მაგრამ მგონი ქმარი ყავს.
მეფისტოფელი – რა პრობლემაა! გავაქრობთ.
ნუგზარი – რას ნიშნავს “გავაქრობთ”. ბიჭო მე სული მოგყიდე, ბოროტი კი არ გაცხდი. ქალს შეიძლება, გადასარევიოჯახი აქვს. . . რატო უნდა ჩაუჯვა? ქალები დაილია? ჯერ უცხოეთი მომატარე ჯიგარ! ნიუ-ორკი, ლონდონი, პარიზი, კიევი. . .
გელა – უკრაინელი ქალები ნუგიჩ!
ნუგზარი – გელუშ, წავიდეთ კიევში?
გელა – არ შემიძლია ნუგიჩ, სამი მკვდარია შემოსული ოფისში. ეს ხალხი ჩემი დასამარხია.
ნუგზარი – სამივეს გავაცოცხლებ!
გელა – რას გააცოცხლებ ტო! ხომ არ გაგიჟებულხარ, ნანა ბაკურიანშია წასასვლელი.
მეფისტოფელი – მიცვალებულთა გაცოცხლებას ნუ მთხოვთ, არ შემიძლია, ეს უზწენაესის პრეროგატივაა, სალამანდრა, უნდინე, სილფე და კობოლტ, აღასრულეთ ბატონის ბრძანება!
გელა – ნუგიჩ მგონი ნახალოვკელი ქურდები ჩამოტვალა, ტო?!
ნუგზარი – გელუშ, უშენოდ არსად არ წავალ.
გელა – ნუგიჩ არ შემიძლია ტო. მერე იყოს, აქ არა ვარ?!
მეფისტოფელი – ჰაერი ჩაისუნთქე ნუგიჩ!
ნუგზარი – წავიდა გუგუნი!

მეორე მოქმედება

გოგო – ბატონი ნუგზარ კეტაშვილი. ღა ხდება?
გელა – ხელი ბიჭო, ხელი მეთქი. ეეე. . . დაგჭრი შენი. . . ნუგიჩ!
ნუგზარი – რატომ არ შემოდიოდი, გელუშ?
გელა – ნუგიჩ! ეხლა. . .
ნუგზარი – ჩუ, ჩუ, და კიდევ ერთხელ ჩუ! ღადგან ფული გამიჩნდა სხვანაირად ნუ მომექცევი ჩემი ძმა. ისევ ის ნუგიჩა ვარ, ძველი ნუგიჩა.
გელა – ნუგიჩ!
ნუგზარი – ბატონო?!
გელა – აუ, ჩემი კაი.
ნუგზარი – რაო, რა თქვი?
გელა – უკაცრავად, ბატონო ნუგზარ. ჭადი შენი.
ნუგზარი – ერთი წუთით გელუშ! შე ქაჯო. აა, ბიჭო. . . შე არიფო. მზე ანათებს გელუშ, ჩვენი უბანი სიცოცხლით სუნთქავს, გოგოები მოკლეებსი მიდი-მოდიან. გელუშ!
გელა – მაინც დიდი ჩათლახი ვინმე ხარ, ნუგიჩ. Aხლა იწყება ამათი დედების. . . ცოტა გასუქებულხარ.
ნუგზარი – ძველ ნუგიჩას აღარ ვჯობივარ?
გელა – ნუგიჩ რა ქენი გაერთე?
ნუგზარი – ცოტა დავისვენე.
გოგონა – მომიყევი, რა ხდება მსოფლიოში? აშენდა ის პარიზი?
ნუგზარი – ეჰ, ბევრი რამ ხდება, ჩემო გელა ამ ცოდვილ მიწაზე: ვაა. . . მაგარია, გაგვიმარჯოს.
გელა – ნუგიჩ, ის შავ შარვლიანი ქალი ვინ იყო?
ნუგზარი – ის? ქალია რა.
გელა – განათხოვარია?
ნუგზარი – გელუშ რაღაც მინდა გითხრა და შენი აზრი მაინტერესებს.
გელა – აი, ეს უკვე მომწონს.
ნუგზარი – გელუშ, ცოლი მინდა მოვიყვანო. . .
გელა რა?
ნუგზარი – ოჯახი მინდა შევქმნა.
გელა – გაგიჟდი? შარში გაეხვევი, ლონდონში, პარიზში კი ვეღარ ივლი.
ნუგზარი – აღარც მინდა გელუშ.
გელა – ნახე ვინმე?
ნუგზარი – გაგეცინება.
გელა – გამაცინე მერე, ვიმსახურებ.
ნუგზარი – ხო იცი რა ძალა აქვს პირველ სიყვარულს.
გელა – ისევ ის ქეთუშა ტო?
ნუგზარი – ბედია რა, არ გათხოვილა, ლონდონიდან დაურეკე.
გელა – სენი კლასელი არ იყო?
ნუგზარი – ჩუ, ჩუ! 10 წელი ზუსტად.
გელა – მერე ორმოცი წლის ქალი რა ჯანდაბად გინდა.
ნუგზარი – პატარა გოგოების მეტი რა მყავს გელუშ! სიყვარული მაინც სხვაა. მესიზმრება ეგ შობელძაღლი, მენატრებას პონტია.
გელა – განათხოვარია/
ნუგზარი – უკოცნელია შეჩემა.
გელა – ორმოცი წლისაა და ქალიშვილია?
ნუგზარი – ეგეთი როა იმიტო მინდა. რო დაურეკე თავიდან ვერ მიცნო, ძლივს გამიხსენა, როგორც წესია საკაიფო ბოხი ხმით ველაპარაკე, ეროტიულ პონტში. სიტყვებს უწმინდური მკარნახობდა. იმ საღამოს ორჯერ დავესიზმრე ქეთუშას. ესეც უწმინდურმა მოიფიქრა. სახეზე უნდა გაგიხსენოსო, დილით შეყვარებულმა გაიღვიზა, დღიურშიაც ცაუწერია – მგონი მგონი ნუგზარა კეტაშვილი შემიყვარდაო.
უნდინე – მოშორდით აქედფან?
გელა – ორმოცი წლის ქალი კიდე დღიურებს წერს?
ნუგზარი – არ არის ჯერ ორმოცი წლის! რა გამიტრაკე საქმე.
უნდინე – პატრული!
გელა – შენა, ეს დედამისია?
ნუგზარი – ხო.
გელა – გილოცავ!
ნუგზარი – დღეს უნდა შევხდე, რესტორანში მიმყავს.
გელა – ფული გადადე?
ნუგზარი – რისთვის?
გელა – პლასტიკური ოპერაციისათვის.
ნუგზარი – პლასტიკური ოპერაცია ნანას გაუკეთე.
გელკა – გადავყვები თან.
ნუგზარი – მაგარ ხასიათზე ვარ, გელუშ! საჩუქარი გაგიკეთე. . . აი გეტყვი.
გელა – მითხარი რა, მითხარი.
ნუგზარი – მერე, მერე. . . ჯერ საქმე. . . ჯერ ქეთუშა.
გელა – კომერციულს ვხურავ, ნუგიჩ. ხალხი აღარ კვდება.
ნუგზარი – მოიცა, მოიცა, მერე სამსახური. . . ფული?
გელა – რა ვქნა შეჩემა! ბოლო მკვდარი ერთი კვირის წინ შემომივიდა და ისიც ნანას ბიცოლა. . . ვაჭრობას ხომ არ დავუწყებდი კაპიკებში დავმარხე.
ნუგზარი – ნუ ღელავ გელუშ, აქ არა ვარ!
გელა – იმიტო კი არ გეუბნები, რო რაღაც. . .
ნუგზარი – ჩუ, რა.
გელა – ნუგიჩ!
ნუგზარი – ჩუ-მეთქი რა.
გელა – რა ტიპი ხარ ტო. . . გინდა? ტაშკენტისაა.
ნუგზარი – არა, გელუშ, ვმარხულობ, სიგარეტსაც იშვიათად ვეწევი.
გელა – ეს უწმინდური სადაა?
ნუგზარი – ბაზარში გავუშვი. მძღოლად გამაფორმეოო გამიტრაკა.
გელა – გააფორმე მერე, შენი რა მიდის.
ნუგზარი – რა/ აი, მოვიდა რა.
მეფისტოფელი – ნუგზარ, ბაზარში ვიყავი, ძროხის ხორცი მოვიტანე, მაცივარში შევინახავ და სარამოს კატლეტებს გაგიკეთებ. გამარჯობა გელა.
გელა – სალამი.
მეფისტოფელი – ეს რა არის/ ხუთ საათზე ქეთუშას რომ უნდა შეხვდე დაგავიწყდა?
ნუგზარი – აუ, რომელი საათია?
ნუგზარი – სადარი, სხვაგან ახალი ვარაზი. . .
მეფისტოფელი – ი ნარიკალა ზდეს სტოი. . .
ნუგზარი – აუ, წავედი რა.
მეფისტოფელი – მოიცა, მე არ გჭირდები?
ნუგზარი – შენ მე არასდროს მჭირდები, შენ თვითონ მეტენები.
მეფისტოფელი – მართალია – გეტენები და ამით ვამაყოფ კიდეც,
გელა – ნუგზარი – ბიჭო ხმა მეთქი, ააააა. . .
მეფისტოფელი – კარგი ნუგზარ ახლა საქმეზე გადავიდეთ, შენდ ა ქეთუშა წახვალთ რესტორან “იალქანში” – სანაპიროზე. ბევრს არ დალევ, დალევს ქეთუშა, დათვრება, შესაძლოა გულიც აერიოს.
ნუგზარი – რაო?
მეფისტოფელი – უკანა გზაზე მანქანაშივე აკოცებთ ერთმანეთს, არ გამოვრიცხავ ქეთუშას ორგაზმსაც.
ნუგზარი – ააა. . . ბიჭო. . .
მეფისტოფელი – ახლა რაც შეეხება მის გარეგნობას, ლამაზიაო ვერ ვიტყვი, მკერდია ცოტა გასაზრდელი.
გელა – ხო ვთქვი პლასტიკური ოპეარცია დასჭირდება მეთქი.
მეფისტოფელი – მადროვე გელა. ბავშვობაში ქონდა წითელა, ერთხელ სოკომაც მოწამლა. ნუცზარ ჯადომ იმოქმედა, მას უკვე ძალიან უყვარხარ, ხო გეუბნებოდი სიზმარმა გაამართლა. რასაკეთებთ რას? რა დროს ეგ არის. ხუთ საათზე სადარბაზოსტან იდგება.
ნუგზარი – კარგი რა მძღოლი!. . . წარმატება მისურვე გელუშ!
გელა – მიდი, მიაწექი, ნუგიჩ!
მეფისტოფელი – ნუგზარ, სექს ნუ შესთავაზებ, – დაფრთხება.
ნუგზარი – მიყვარს ბიჭო, სექსი რა შუაშია.
მეფისტოფელი – მე ჩემი გითხარი. წავედით.
ნუგზარი – შენა, მძღოლი არ მოდის არა?
მეფისტოფელი – აცადე კაცო, მოვა.
ნუგზარი – მერე სად არის აქამდე?
მეფისტოფელი – ადროვე კაცო, იცმევს თუ იცვამს.
გელა – ერთი ჭუთით ჩემი გოგო. გოგონი.
ნუგზარი – არ შემიძლია.
მეფისტოფელი – რას ქვია არ შეგიძლია? რას აკეთებ ნუგზარ.
ნუგზარი – ქეთევან
ქეთუშა – ბატონო?
ნუგზარი – ქეთინო, ქეთუშ!
მეფისტოფელი – დედა ჩემი სიკვდილი
ნუგზარი – ეს რა მოუვიდა?
გელა – აუ ჩემი კაი
მეფისტოფელი – დედა ეს რა დამემართა
ნუგზარი – თქვენ ხო მარ გამოსირდით? ქეთუშ!
ქეთუშა –ნუგზარ ეს შენა ხარ?
უჰუ. . . ნუგზარი ვარ ქეთუშ, კეტაშვილი
ქეთუშა – კეტაშვილი?
გელა – პელე ხარ ნუგიჩ
ნუგზარი – უჰუ. . .
ქეტუშა – ქეთინო ფურცხვანიძე
გელა – წადი შე თარსო შე
მეფისტოფელი – რა უცნაური არსებაა! ამ ქვეყნად რამდენი მშვენიერი ქალია, მას მაინც მახინჯი ქეთუშასკენ მიუწევს გული. . . ანტიკურსაბერძნეთში შევთავაზე მოგზაურობა, მშვენიერ ელენეს გაგაცნობ მეტQი. . . ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, უკან გაიკვეხე შენი ელენეც და შენი საბერძნეთიცო. გელა!
გელა – საქართველოში პირველად ხარ?
მეფისტოფელი – რამდენიმე ქართველთან ადრეც მქონია შეხება.
გელა – კოწიკა ფულარიანს იცნობ?
მეფისტოფელი – ვერ ვიხსენებ
გელა – ნოდარა ტყებუჩავას?
მეფისტოფელი – სახელი მეცნობა
გელა – ლადო სიხარულიძეს?
მეფისტოფელი – პლატოზე რომ ცხოვრობს?
გელა – ხო.
მეფისტოფელი – არა, არ ვიცნობ
ნუგზარი – ქეთუშ რა დაგემართა?
მეფისტოფელი – უიმე დედა!. . .
ქეთუშა – არ უნდა დამელია, მაწყინა.
სულ დედაჩემის სხეული მაქვს, უიმუნიტეტო და ტლანქი. რაც თავი მახსოვს დედა სულ ავადაა.
გელა – შენა, ვერელებს იცნობ? ოთარას მაგალითად ფიფიას?
მეფისტოფელი – ოთარ ფიფია?
ქეთუშა – წნევა, გულის უკმარისობა, შაქარი, ფეხზე მარილები, მგონი მეც დედაჩემის გზით მივდივარ.
მეფისტოფელი – ოთარ ფიფია, არა, უნდა დავფიქრდე
გელა – მიდი, მიდი იფიქრე მე არ მეჩქარება.
ქეთუშა – ზუსტად იმ დღეს, როდესაც აკადემიაში დიპლომა დავიცავი ისე მოვიწამლე რომ ერთი კვირა საავადმყოფოდან არ გამოვსულვარ, ნიყვმა მომწამლა, სოკომ, ნიყვმა ორგანიზმი დამიშალა, მთელი სხეული.
ნუგზარი – აუ დამენძრა რა. . .

სალუტეს მუჩოს ამიგოს ჩუკითა ბანან ფ ბი აი
სანგორო რინგო საკვანცე ნიორიტა ფისტა სი ა იე
იონადე ფიუტ პანამა აიაიაიაი ბუჩო კალენტე სისი
სომბრერო კუბაკა პირკვერტორიკო ბანიანა ნოლბა
ნუგზარი – ქეთუშ!
ქეთუშა – ბატონო?
ნუგზარი – ბავშვობაში ჩერესჩურ მაგრა მიყვარდი
ქეთუშა – ვაიმე, როგორ მენატრება ბავშვობა?
ნუგზარი – გახსოვს ერთხელ კინოშიც დაგპატიჟე, ფრანკენშტეინზე. . .
ქეთუშა – ფრანკენშტეინზე?????????
ნუგზარი – 40 დაქალთან ერთად მოხვედი და ბილეთი აღარ შემხვდა
ქეთუშა – რატომ დამირეკე, რატომ?
ნუგზარი – იმიტომ, რომ შენი ნახვა მინდოდა, ქალო, მინდოდა და მორცა
ქეთუსა – შენ ჩვენტან მერე გადმოხვედი არა?
ნუგზარი – სად?
ქეთუშა – სკოლაში, რა არა???
ნუგზარი – კი, კი, უფრო სწორად ჯერ სხვა კლასში ვსწავლობდი. პირველი ბ. . . მერე გახანგძლივებულში გადამიყვანეს. . . ქეთუშ. აუ, მძღოლი, მაგრად გამედო რა!
ქეთუშა – ნუგზარ მეპრანჭები?
ნუგზარი – რატომ მეკითხები?
ქეთუშა – ზუსტად მინდა რომ ვიცოდე
ნუგზარი – ხო, გეპრანჭები.
ქეთუშა – მერე?
ნუგზარი – რა?
ქეთუშა – მერე ბავშვები ხომ აღარა ვართ ნუგზარ. . .
გელა – რა ხანია, ხო იცი.
ნუგზარი – პირდაპირ სექსი უნდა ამ ჩემისას
აქ რა გინდა რატომ მოხვედი?
მეფისტოფელი – არ შეგეშინდეს ნუგზარ
ნუგზარი – რატო მოხვედი?
მეფისტოფელი – შენ თვითონ მიხმე გონებაში ჩემი სახელი წარმოთქვი.
ნუგზარი – ჯიგარი ხარ
ქეთუშა – დიდი მადლობა ნუგზარ, თუმცა წესიერად არც კი ვიცი რას ნიშნავს სიტყვა ჯიგარი.
ნუგზარი – შენ არ გეუბნები, უფრო სწორად შენ გეუბნები. . . ჯიგარი ნიშნავს.
მეფისტოფელი – გულღვიძლს
ნუგზარი – ჯიგარს, რა.
ქეთუშა – გასაგებია
მეფისტოფელი – უიმე რასა გავს, რას დამავალებ ნუგზარ?
ნუგზარი მე თვითონაც არ ვიცი
ქეთუშა – ვერც მე გავუგე ამ ცხოვრებას ვერაფერი
მეფისტოფელი – რამე გაწუხებს ნუგზარ?
ნუგზარი – ეს ქეთუშა მაგარი მოწუწუნე ვინმეა, თან მაგრა ავდმყოფობს.
მეფისტოფელი – მარილები აქვს.
ნუგზარი – არა, რახიტიან შვილებს გამიჩენს. რო ვფიქრობ ცოლის მოყვანა საერთოდ არ მინდა, მაგრამ მაინც ვეპრანჭები. . . თან მინდა თან არა
გელა – კუსა ქოიავას?
ნუცზარი – ვინ კუსას ტო? აუ ეგ სულ გამოშტერდა
ქეთუსა – ვაბა დუბა
მეფისტოფელი – რა დროს ეგ არის?
ნუგზარი – ეეე, რა პონტია, ტო
მეფისტოფელი – ჯადო მოქმედებს, ხელშეკრულების ქართული მოდელი. ქართველმა კაცმა აუცილებლად უნდა მოიყვანოს ცოლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებრივი თვალსაზრისითდასნეულდება. ნუ ეწინააღმდეგები საკუთარ გენეტიკასა და ქართულ ჯადოს. უიმე დედა, თუ გინდა ქალს გამოგიცვლი
ნუგზარი – ხო, მიდი დავაი, მოიცა, უკვე მეცოდება.
მეფისტოფელი – მაშინ პროცესი დააჩქარე, შეპირდი ყველაფერს რაც თავში მოგივა, ქართველ ქალებს ეგ იზიდავთ.
ნუგზარი – ბავშვობაში მინდა ვამოგზაურო
მეფისტოფელი – ბავშვობაში, რომელიც შენ გეკუთვნის თუ მას?
ნუგზარი – ჩვენ საერთო ბავშვობა გვქონდა
ქეთუშა – ჩვენ დაკარგული თაობა ვართ ნუგზარ
გელა – შენა მძღოლი, კულინარებს იცნობ?
მეფისტოფელი – უიმე, საქმეს შეუდექი, ჩემო მეუფევ, საქმეს! მე კი დაგტოვებ. . . ამ იდიოტს უნდა მოვუხერხო რამე
ქეთუშა – როცა ხმას ირებ, მამამჩემს გავხარ
მეფისტოფელი – ბატონო?
ქეტუშა – როცა ლაპარაკობ დედაჩემს
მეფისტოფელი – უიმე სად შემიძლია
ქეთუსა – მე თვითონაც ვერ ვხდები, რა მჭირს, რატომ ვარასე კარგად?
ნუგზარი – ქეთუშ ვიცეკვოთ.
ქეთუშა – უიმე, არა, არ შემიძლია, ძალიან გავსუქდი.
ნუგზარი – ცეკვის დროს გახდები
ქეთუშა – საიდან მოდის ეს მუსიკა?
ნუგზარი – გულიდან. . . რაღაც უნდა გითხრა, ქეთუშ.
ქეთუშა – მითხარი
ნუგზარი – მე ყველაფერი სემიძლია. მე მაქვს ბევრი ფული, მაგარი სახლი, თუ მომინდა თვითმFრინავსაც ვიყიდი და გემსაც, ნუგზარა ვარ ქეთუშ, კეტაშვილი.
ქეთუშა – კეტაშვილი? ქეთინო ფურცხ. . . .
ნუგზარი – ქეთუშ, რაღაც უნდა გითხრა. . . მე ეშმაკთან გავაფორმე ხელშეკრულება, სული მივყიდე, ამიტომ რასაც მოვისურვებ, ყველაფერს შემისრულებს. უფრო სწორად შეგვისრულებს. ძალიან გთხოვ მრავლობით რიცხვს მიაქციე ყურადღება, ქეთუშ!
ქეთუშა – შენ გინდა რომ მეც მოვაწერო ხელი ამ ხელსეკრულებას.
ნუგზარი – არა, მე მინდა რომ ცოლად გამომყვე, ქეთი.
ქეთუშა – ასე სწრაფად? ჩვენ ხომ წესიერად არც კი ვიცნობთ ერთმანეთს.
ნუგზარი – ვიცნობთ ქეთუშ, დამიჯერე ქეთუშ, ვიცნობთ. ქეთუშ მოიცა. . .
ქეთუშა – მოიცა, მოიცა, ნუგზარ! მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი კომუნისტური პარტიის წევრი იყო, მე ვერ გეტყვი, რომ რელიგიური არა ვარ, მონათლულიც ვარ. დედაჩემის თანამშრომელი ივლიტა კოტრიკაძეა ჩემი ნათლია.
ნუგზარი – ქეთუს, მეც ეკლესიური ვარ! გეფიცები ვმარხულობ კიდეც, უბრალოდ ეშმაკი მძღოლად მყავს გაფორმებული.
ქეთუშა – საკუთარ მძღოლს მიყიდე სული? შენ კრეტინო ფუ.
ნუგზარი – უხ შენი დედა მო. . . არ უნდა მეთქვა რა, იდიოტი ვარ ტო.
ქეთუშა – არ ვიც, რა მექნა, რა ვიფიქრო, რა გავაკეთო. მე თვითონაც არ ვიცი რა მჭირს, ზალიან დავიბენი, არ ვიცი რა ვიფიქრო, რა გავაკეტო. . . უიმე რა სისულელეებს ვლაპარაკობ.
ნუგზარი – ქეთუშ!
ქეთუშა – ნუგზარ, შენ?!
ნუგზარი – მითხარი ან კი ან არა.
ქეთუშ – არა.
ნუგზარი ხარაშო.
ქეთუშა – ნუგზარ! კი. არა, კი. უიმე რა მიქენი ეს, არა. . . შენ რა გიტხარი ნუგზარ! კი. რა მიქენი ეს.
ნუგზარი – ბავშვობაში სად ისვენებდი ხოლმე?
ქეთუშა – ფოთში, რაში გაინტერესებს?
ნუგზარი – ბოლოს როდის იყავი ფოთში?
ქეთუშა – რა ვიცი, ნეტა სულ არ ვყოფილიყავი, ხანდახან ბიჭვინთაშიც ვისვენებდი.
ნუგზარი – ბოლოს როდის იყავი ბიჭვინთაში?
ქეთუშა – რატომ მეკითხები?
ნუგზარი – 60-იანი წლები გირჩევნია თუ 70-ანი?
ქეთუშა – შეკითხვა დამიკონკრეტე ნუგზარ!
ნუგზარი – მორჩა, ვიცი. 1965 წელი, აგვისტოს ბოლო. ბიჭვინთა. წავიდა გუგუნი!

სურათი მეოთხე

გელა – ლევან ოჩიგავას?
მეფისტოფელი – არ ვიცნობ გელა, არა!
გელა – ამირან ისიანს?
მეფისტოფელი – არ ვიცნობ.
გელა – ზურა კუტივაძეს?
მეფისტოფელი – არა. . . სამწუხაროდ არ ვიცნობ.
გელა ალიკა ფაჩულიას? ვაკელ ალიკას არ იცნობ ტო? ეშმაკი ხარ თუ სირი შეჩემა? გოგიტა ჩაფიჩაძეს?
მეფისტოფელი – მაპატიეთ გელავ, მაგრამ არცერთს არ ვიცნობ.
გელა – გავარკვიე რომ ქაჯი ხარ. მოვრჩი შენთან ლაპარაკს – დაისვენე.
მეფისტოფელი – მე არც ქაჯი გახლავართ და არც ჭინკა, ჯოჯოხეთური იერარქიის მიხედვით, მე ბევრად ნაღალ საფეხურზე ვდგავარ,
გელა – თუ გეწყინა ცივი წყალი დალიე, გამოთქმაა ასეთი.
მეფისტოფელი – თქვნი ძმაკაცი კაცად ვაქციე, სუიციდალური ვნებები დავუჩლუნგე და საზოგადოებას ერთი კიდევ ჯანმრთელი ერთეული შევმატე.
გელა – რაღაც ვერ ვატყობ რომ კმაყოფილი იყოს.
მეფისტოფელი – იმიტომ რომ იდიოტია!
გელა – ნუგიჩაზე ამბობ?
მეფისტოფელი – ჩემს კლიენტზე! წარმოსახვა ნული, ჭკუა ნული, საერთოდ ყველაფერი ნული, თუ ნოლი.
გელა – აი, ეხლა კი დედას გიტირებ. მოდი შენი. . .
მეფისტოფელი – ის სურვილებსაც კი ვერ იგონებს, იმდენად შეზღუდულია მისი გონება, ერთი თვე ლონდონში მყავდა და ფულის დახარჯვა ვერ შეძლო. იკოვენთ-გარდენისაკენ არც კი გაუხედავს და არც ნაციონალურ გალერეაში შესულა მძესუმზირების სანახავად. ოპერასა და ვიზიალურ ხელოვნებას თურმე ვერ იტანს და ვერც ჭიგნებს სხვათა შორის – ტუალეტის ქაღალდი სასტუმროშიც ბევრი მაქვსო.
გელა – მოდი აქ, შე ჩათლახო. . .
მეფისტოფელი – მდარე, ეროტიული სურვილებით შეპყრობილი, გაუნათლებელი მდაბიო – აი ვინ არის თქვენი ნუგზარი.
გელა – ნუგიჩას ასე უყვარხარ და შენ ასე ლანძღავ, დიდი ჩათლახი ეშმაკი ხარ, ამას გეუბნები მე, გრლა ტყეშელაშვილი და მოდი ახლა აქ.
მეფისტოფელი – წუწუნის უფლებაც არა მაქვს, ნუგზარი მე შვილივით მიყვარს, დედასავით გარს ვევლები, უფრო სწორად მამასავით.
გელა – შენ ვერასოდეს შეუცვლი ნუგიჩას ძია ლადოს და დეიდა ეთერის.
მეფისტოფელი – მშობლებს ანუ?
გელა – ხო მშობლებს, ღმერთმა გაანათლოს ორივეს სული.
მეფისტოფელი – ამინ.
გელა – უწმინდურო წესიერად მოიქეცი. . . კაცურად. გაიგე შენა? ქალაჩუნასავით ნუ ატლიკინებ ენას, თორემ ჩაგიყვან უბანში და მერე გასწავლიან იქ ნორმალურ ლაპარაკს. ახლა წადი სიგარეთი ამომიტანე, ციურის უთხარი ნისიად მოგცეს.
მეფისტოფელი – გელავ! ნუ დაგავიწყდება, რომ ნუგზარი არა ხართ, ამგვარი საეჭვო მოლაპარაკებები თქვენ თვითონ აწარმოეთ ვინმე ციურისთან.
გელა – რამდენს ლაპარაკობ?
მეფისტოფელი – არაფერი გესმით?
გელა – რა უნდა მესმოდეს?
მეფისტოფელი – ვერაფერს გრძნობთ?
გელა – დედა არ შემაგინებინო ჩემი ძმა.
მეფისტოფელი – ჩუ, ჩუ!. . . სიახლის სუნი მცემს. . . სიახლის, მოდიან.

ნუგზარი – გელუშ, გაიცანი ჩემი ქეთუშა.
გელა – ქალბატონო ქეთევან!
ქეთუშა – ბატონო?
გელა – შეიძლება ასე რომ მოგმართოთ?!ქეთუშა – კი ბატონო.
გელა – თქვენზე ბევრი კარგი რამე მსმენია, ქალბატონო ქეთევან, უფრო სწორად ქეთი! დაახვიეთ აქედან.
ქეთუშა – ნუგზარ, უკაცრავად საპირფარეშო სადარის?
მეფისტოფელი – დერეფანში რომ გახვალთ ხელმარჯვნივ.
გელა – ერთი წუთით – ჩემი ძმის, ჩემი ძმაკაცის უძვირფასესო ადამიანო და მართლა ვარსკვლავო. მეყვარები, ძმა დამიძახეთ, გელა ტყეშელაშვილი.
ქეთუშა – ვაიმე რა საყვარელი ხმალუკაა.
ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ თავბრუ მაქვს დახვეული.
მეფისტოფელი – მე ნუ დამივიწყებ ნუგზარ!
ნუგზარი – ქეთუშ, გაიცანი. . .
ქეთუსა – სასიამოვნოა.
ნუგზარი – ეშმაკა.
ქეთუშა – ვაიმე დედა!.
ნუგზარი – გელუშ!
გელა – ბატონო!
მეფისტოფელი – მისი ბრწყინვალება თავადი ფონ ბელზებული!
ქეთუშა – რატომ ხართ ასეტი ცუდი?
მეფისტოფელი – ცუდი? რატომ ცუდი, ხანდახან კარგიც ვარ. ქეთევან მიბოძეთ თქვენი ხელი.
ქეტუშა – არ მეტკინება?
მეფისტოფელი – როგორ გეკადრებათ.
ქეთუშა – დედა რა სილამაზეა. . .
ბიჭები – ბრავო!
ნუგზარი – საღოლ მძღოლი
ქეთუშა – ნუგზარ საპირფარეშო სად არის?
მეფისტოფელი – თქვენს ჩაცმულობაზე ზრუნავს ქვესკნელის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში თავადი ფონ ბელზებული.
გელა – ნუგიჩ, ქორწილს როდის ნიშნავ?
ნუგზარი – რა ვიცი.
ქეთუშა – ნუგზარ
ნუგზარი – დღესვე თუ გინდა.
გელა – სტუმრების სიას მე შევადგენ, ხუთასკაციანი ვგლიჯოთ.
მეფისტოფელი – მოიცა კაცო, ამდენ ხალხს სად ვნახავთ?
ნუგზარი – შენა, მძღოლი, პატარა სუფრა გაგვიშალე, ჩემი ძმა.
ქეთუშა – ძალიან გთხოვთ არ არის საჭირო, ნუ შეწუხდებით.
ნუგზარი – რა იყო ქეთუშ, ქათამი კი არ ყავს გასაპუტი?
ქეთუშა – რა სილამაზეა, ზღაპარში მგონია თავი! მე არა ვარ შენი ღირსი, უფრო სწორად იმის თქმა მინდა, რომ ამ ყველაფრის ღირსი არა ვარ. ახლა ბევრ სისულელეს ვიტყვი, ფეხებზე მკიდია, დამისხი გელა, მეც უნდა დავლიო.
გელა – ეგრე რა.
მეფისტოფელი – მე ნუ დამისხამ გელა, დღეს მორიგე ვარ,
გელა – ხელი აიღე.
მეფისტოფელი – გელა გეხვეწები.
გელა – ტუტუცო შენა. . .
მეფისტოფელი – მაშინ ნება მიბოძეთ, რაღაც ვთქვა. . .
გელა – მოიცა, აკი არ დავლევო. . . .
მეფისტოფელი – კაცო არ დავლევ, უბრალოდ ვიტყვი.
გელა – ბიჭო, შენ ვინ დაგნიშნა თამადად?
ნუგზარი – გელუშ დაანებე თავი!
გელა – მიდი ახლა და უსმინე ამ გამოსირებულ ეშმაკას სადღეგრძელოებს.
მეფისტოფელი – მე არც ეგრეტ წოდებული, მაპატიეთ სირი ვარ და არც ეშმაკა. ამ წუთას მე ამ ოჯახის ახლობელი და ჭირიუფალი გახლავართ. ადმიანები რომ არ არსებობდნენ, ჩვენს არსებობასაც დაეკარგებოდა აზრი. ბანალური სიტყვებია, მაგრამ ცამდე, უფრო სწორად ჯოჯოხეთამდე მართალი! ამიტომაც ბედნიერებას გისურვებთ, ჩემო ქეთევან და ჩემო ნუგზარ! დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, გამრავლებას, იხარეთ, იდღეგრძელეტ და იცოდეთ, რომ ჯოჯოხეთის კარი თქვენთვის მუდამ ღია იქნება. . . გეპატიჟებით მთელი სულითა და გუილტ. ჯანდაბას თქვენი ხათრით დავლევ, ინ ოკულე ვიდეს რეგნუმ ინფერერუმ დიაბოლუმ. იეკტუმ პროკონემ დიაბოლუმ ინფერი ინ ტერია. ეგო პარს ვიზ. ეი, ქვეი კურით ად მალუმ, სედ, სიმპერ ფაკით დონუმ, ინ ოკული ვიდეს, რეგნუმ ინფერორუმ დიაბოლუმ.
ქეთუშა – ვაიმე ხალხო ცოტა დრო მომეცით. . . დისერტაცია მაქვს დასაცავი. . . ნუგზარმა ამომაგდო კალაპოტიდან.
გელა – ნუ ღელავ ქეთუშ, მაგარი კაცის ცოლი გახდი.
ნუგზარი – იცის ბიწო, უკვე ვუთხარი.
ქეთუშა – ნუგზარ საპირფარეშო სადაა?
ნუგზარი – ეხლა ქეთუშ ნუ გაახუღე
გელა – პელე ხარ ნუგიჩ!
ნუგზარი – უხ, შენი აუ, ახლა არ გამაგიჟოთ, გელუშ!
გელა – აქა ვარ ნუგიჩ!
ნუგზარი – გელუშ!
გელა – აქა ვარ ნუგიჩ!
ნუგზარი – მოდი. ვაკის სასაფლაოს უკან თექვსმეტსართულიანი რომ დგას ხო იცი?
გელა – ვიცი,
ნუგზარი – აი, ის გიყიდე.გელა – ნუგიჩ, ახლა თექვსმეტსართ. . .
ნუგზარი – მთლიანად ბიჭო.
გელა – მლიანად.
ნუცზარი – ხო თექვსმეტსართულიანი გიყიდე მთლიანად. ხო მართლა ესეც იქ 5-ც შენ.
გელა – ბი ენ დაბლუ! მანქანა ნუგიჩ!
ნუგზარი – ეხლა კარგად მომისმინე, წყნარი ადგილია, ყოველ სართულზე სამ-სამი ბინა, მოიცა კარგად მომისმინე, ოფისებს გახსნი, ხალხს დაასაქმებ იცოდე.
გელა – დავასაქმებ.
ნუგზარი – იქედან გააკონტროლებ ვაკეს და საბურთალოს, სასაფლაოსაც. გესმის.
გელა – კი ნუგიჩ! მანქანა, სახლი, აგარაკი?
ნუგზარი – საგურამოსი გაწყობს?
გელა – მანებივრებ ნუგიჩ, ნანას გავშორდები. ნუგიჩ ჩაგეძინა ტო? ხო მარ მოკვდი ნუგიჩ!
მეფისტოფელი – ბატონი ისვენებს
გელა – შენთვის ბატონია, ჩემთვის ნუგიჩა.
მეფისტოფელი – ხო და ნუგიჩა ისვენებს.
გელა – ხო და რომ გაიღვიძებს გადმომირეკოს, წამღერება: ცა შენი თვალების ფერია, შენ ჩემო უფერო ფერია, მზე გეძებს, მზე შენთვის ამოდის, გამოდი, გამოდი, გამოდი. . .
ჯონდო – ეს რა არის?
გელა – იქს პიატია.
ჯონდო – ხოო, რომელი გოდაა?
გელა – ჯონდო დავაი დამოი.
ნუგზარი – წავიდა?
მეფისტოფელი – წავიდა.
ნუგზარი – აუ დამღალა რა, და საერთოდ ყველამ მაგრა დამღალეთ.
მეფისტოფელი – ჯერ ხუტასკაციანი ქორწილი. საქორწინო ღამე ორმოცი წლის ქალთან! ხუმრობა საქმე ხო მარ არის. სად შემიძლია.
ნუგზარი – დღეს დილით რომ შევხედე ქეთუშას, ჩემს თავს ვუთხარი: ნუგიჩ! ეს ქალი ჩემი ცოლია? მაგრად შემზიზღდა რა. რატომ ხდება ასე?
მეფისტოფელი – რეგიონალური ჯადო მოქმედებს.
ნუგზარი – დაფეხმძიმდება?
მეფისტოფელი – უეჭველად.
ნუგზარი – საიდან იცი ტო.
მეფისტოფელი – ზეციურსაქართველოში, თქვენი ქორწილის დღესვე შეადგინეს მისი ბიოგრაფია.
ნუგზარი – ვისი?
მეფისტოფელი – ვლადიმერ ნუგზარის ძე კეტაშვილის, ანუ თქვენი შვილის.
ნუგზარი – რაო? ჩემი შვილის? ბარემ მომკალით რა. შემჭამეთ რა.
ქეთუშა – მე შეგჭამე ნუგზარ?
ნუგზარი – გაიღვიძე ქეთუშ? ქეთუშ უკვე დიდები ვართ ასეთი რაღაცეებისათვის.
ქეთუშა – ავდგე?
ნუგზარი – სანამ ფეხი დამიბუჟდება, იჯექი.
მეფისტოფელი – საყვარელი უნდა გაიჩინო, ერთგვარი მეორე ცოლი.
ნუგზარი – შენა მძღოლი ამას არ ესმის?
მეფისტოფელი – არა. რომელთანაც შესაძლოა სვილებიც კი გაგიჩნდეს.
ქეთუშა – რატომ ხარ ცუდ ხასიათზე?
ნუგზარი – მე სულ ასეთ ხასიათზე ვარ.
ქეთუშა – მერე რა ქვია ასეთ ხასიათს?
ნუგზარი – ცუდი.
მეფისტოფელი – საყვარელი, რომელიც მართლა გეყვარება, მთელი გულით.
ნუგზარი – ეხლა ეგ მაძებნინე კიდე.
მეფისტოფელი – შენ არ შეგაწუხებ, მე თვითონ მოგიძებნი
ქეთუშა – უიმე ნუგზარ!
ნუგზარი – რა. . . ქეთუშ, ფეხი დამიბუჟდა რა!
ქეთუშა – გინდა დაგიზილო?
ნუგზარი – არა, არ მინდა
ქეთუშა – სახლს მე არ მალაგებინებ, საჭმელს მე არ მაკეთებინებ, აბა რა გავაკეთო, ნუგზარ?
ნუგზარი – იტირე.
მეფისტოფელი – გასაგებია, ქალბატონს დღესვე მოგიძებნი.
ქეთუშა – ვიტირო? ასე უმიზეზოდ?
ნუგზარი – რატომ უმიზეზოდ, მე მალე გიღალატებ, საყვარელი მეყოლება. მამაკაცს შეუძლიაორი ქალი უყვარდეს. მე ბოზი კაცი ვარ, მაგრამ მართალი, ტყუილს არასოდეს გეტყვი.
ქეთუშა – ვინ არის ის ქალი?
ნუგზარი – ჯერ არ ვიცი. ქეთუშ გიდა გაგახარო? ფეხმძიმედ ხარ.
ქეთუშა – რა თქვი?
ნუგზარი – შენ მე ბიჭი უნდა გამიჩინო.
ქეთუშა – საიდან იცი?
ნუგზარი – უწმინდურმა მითხრა, ბავშვს ლადო ერქმევა. ვლადიმერ ნუგზარის ძე კეტაშვილი.
ქეთუშა – ორმოცი წლის ქალისთვის ცვიანი არ არის შვილის გაჩენა? რაღაც იდიოტურად ბედნიერი ვარ. ეხლა დაიწყებენ ტელეფონზე რეკვას, ქმარი გღალატობსო. ტელეფონს საერთოდ გამოვრთავ, ნუგზარ მიყვარხარ. ნუგზარ, ძალიან გთხოვ ოჯახს ნუ დაანგრევ.
მეფისტოფელი – გამარჯობა ქეთუშ, რატომ სტირი ძვირფასო?
ნუგზარი – ყველაფერი მოუყევი და იმიტომ ტირის, ტყუილი ცოდვაა.
მეფისტოფელი – რა სასტიკი ადამიანი ხარ ნუგზარ, რამ გათქმევინა ეგ სისულელე.
ნუგზარი – ქალი მომინახე?
მეფისტოფელი – უხერხულ მდგომარეობაში ნუ მაგდებ, მაპატიეთ ქალბატონო ქეთევან.
ნუგზარი – ქალი მომინახე – მეთქი, ბიჭო.
მეფისტოფელი – მსახიობია, ამჟამად უმუსევარი. ოცდახუთი წლისაა, განათხოვარია, მაგრამ სვილები არ ყავს. ყოფილი ქმარიც მსახიობი იყო: “ასტვაც ინჩუ ჰამარში” თამაშობდა. სამოქალაქო ომის დროს დაიღუპა ის უბედური.
მეგი – ————
მეფისტოფელი – ტან-ფეხი კარგი აქვს.
ქეთუშა – ოღონდ ბოზი ნუ იქნება.
ნუგზარი – შენა მძღოლი რანაირად დადის.
მეფისტოფელი – მთვარეულია.
ნუგზარი – მერე სექსი შეიძლება მთვარეულთან?
ქეთუშა – არ უნდა გააღვიძო, თორემ მოკვდება.
ნუგზარი – რო გაეღვიძოს მერე? შენა მძღოლი რა ქვია?
მეფისტოფელი – მანანა
ნუგზარი – მანანა?მე მაიკოს დავუძახებ.
ქეთუშა – თავს მოვიკლავ!
ნუგზარი – მეფ. – რა?
მეფისტოფელი – გელა, უკანასკნელად გაფრთხილებთ, ნუ მეხებით, თორემ ინანებთ. ღმერთო ეს კაცი მომაშორეთ და ცხვირს აღარ გამოვყოF ჯოჯოხეთიდან.
ქეთუშა – არ მომეკაროტ, თორემ მართლა მოვკლავ ამ მაიკოს.
ყველა – აააა. . .
ქეთუშა – მერე მეც მოვიკლავ თავს.
ყველა – ქეთუშ!
ქეთუშა – ქართველი ქალი გაბრაზდა, თბილისელი ქალი წყობიდან გამოვიდა.
ნუგზარი – ეს ყველაფერი სინამდვილეში არ ხდება ქეთუშ! ჩვენს ცხოვრებას ქვია “ვითომ” ვითომ ღალატი, ვითომ წყენა, ვითომ სიყვარული.
მეფისტოფელი – იდიოტობებს ნუ ლაპარაკობ, ნუგზარ, როგორ იქცევი, რეებს აკეთებ, დააგდე იარაღი, უყურე ამას, ახლა დავრეკავ სადაც საჭიროა და მერე ნახავ რაც მოგივა, თYავხედო შენა.
ქეთუსა – ეს დედამთილი მომაშორეთ.
მეფისტოფელი – ამას ეძახი ქალო დედამთილს?!
გელა – ნუ ღელავ ქეთუშ, ყველას ჯინაზე ყველაფერი მაგრა იქნება. . . სეზონიც გაიხსნება, ხალხიც დაიხოცება.
მეგი – В сновиденях ты мне явился
გელა – რაო?
მეგი – не зрими ти мне был уж мил, твой чудный взгляд меня тамил, в душе твой голосм раздавался,
ნუგზარი – ქეთუშ, ეს ყველაფერი სიზმარია, ჩვენ გვძინავს, ქეთუს.
ქეთუშა – მე არ მძინავს ნუგზარ. მე მართლა გავთხოვდი და ადამიანმა, რომელსაც ვენდე, მიღალატა.
გელა – აუ, ჩემი კაი.
ქეთუშა – ნუგზარ! მე შენ მიყვარხარ ნუგზარ, სულ ამის ბრალია ყველაფერი.
ნუგზარი – მართალია, ახლა როგორც გინდა ისე დაალაგე ეს ყველაფერი, შე კაზიოლო.
ქეთუშა – მე შენ მიყვარხარ, ნუგზარ! მე მინდა მქონდეს ნორმალური ოჯახი, ნორმალური ქართული ოჯახი, გვყავდეს ორი სვილი, გოგო და ბიჭი; თამუნა და ლადო. ბავშვები ინგლისურზე დადიოდნენ, მე და შენ ვმუშაობდეთ. მაიცა და მაინც ვიღაც უნდა მოვკლა, რომ ეგ ოცნება რეალობად მექცეს? კი ბატონო.
ქეთუშა – ნუგზარ!
მეფისტოფელი – ვაიმე დედა!
ნუგზარი – ვა, ქეთუშ, როარ ხარ ცუნცულ.
მეფისტოფელი – გამაგებინეთ, რატომ უნდა ავავსო მაინცა და მაინც მე ჯოჯოხეთი დებილებით.
ქეთუშა – ძალიან ცუდი ადამიანი ყოფილხარ. ჩათლახი და პიდარმონი.
მეფისტოფელი – ქეთინო!
ქეთუსა – ერთი წუთით, აი,ამ ხანჯლის წვერზე უნდა წამოგაგოს კაცმა – ტრაკით.
ნუგზარი – რაო, ჩათლახი, ჰოდა მივდივარ.
ქეთუშა – სად მიდიხარ, ნუგზარ?!
ნუგზარი – ჩათლახი ვარ და იმიტომ მივდივარ, ნუგზარი მოკვდა, ნუგზარი აღარ არის.
მეფისტოფელი – გააგიჟა კაცი, გააგიჟა კაცი ამ ქათამმა, ამან. შე ქათამო ხმალს ნუ იქნევ, ქეთინო.
გელა – ქეთუშ, რასაკეთებ.

* * *
თეო – კესკი ს პას?
ნუგზარი – ვა, პრივეტ.
თეო – კელ ბღუი?
ქეთი – კუა? კესკილ ღაკონტ?
Dიანა – ჟე კომპღან?
თეო – დუ ეს კილ ვიენ?
მარი – ჟე კღუა კილე ტომბე დუ სიელ.
ქეთი – კომონ სა დუ სიელ? ბე, ბე. . . სალო
ნუგზარი – რატომ გეშინიათ ჩემი, რატომ ასეთი თვალები ჩემი გოგო?
მარი – ოო, კელე ბიენ სე გაღსონ?
თეო – ჟე კომპანღიენ, ილ დუა ეტღენღანჟე.
თეო – პიუტენ, დიო მეღდ.
Dიანა – ბოღდელს დიუ მეღდ.
ქეთი – ვაში, ვაში. . .
ნუგზარი – ჩემებმა დამტანჯეს და თქვენთან გამოვიქეცი. ვიფიქრე პარიზში ეიფელის კოშკს მაინც ვნახავ თქო.
მარი – კეს კე ტიუ ადი?
ნუგზარი – ერთი წუთით, ეიფელ კოშკ, კოშკ.
მარი, ქეთი – ეიფელ, კოშკ, კოშკ.
თეო – ჟე კღუა კილ ე ვენიიუ სამიიუზე.
ნუგზარი – შენა ჩემი გოგო, ეხლა ფეხი ჩასწიე და მომისმინე, თბილისი, საქართველო, ჩემო კარგო ქვეყანავ, ჯორჯია. . .
გოგოები – ჟოღჟ, ჟოღჟ!. . .
ნუგზარი – კავკაზუს, ცა-ფირუზ ხმელეთ ზურმუხტო, პირველად გესმით არა? თქვენი ბოზი დედა მოვ. . .
მარი – ა მონ ავი, ილ ადი კილ საპელ ჟოღჟ.
ქეთი – ტიუ ტაპელ ჟოღუ?
ნუგზარი – და, და,და,
გოგოები – ჟოღჟ, ჟოღჟ. . .
თეო – ეტუია დე ლაღჟან
ნუგზარი – აა. . .
დიანა –ჟოღჟ! . . .
თეო – ეტუია დე ლაღჟან? მანი, მანი?
ნუგზარი – ა, მაყუთი არა? კი თქვე შემოგევლეთ, ერთი წუთით, ავოე წავიდა გუგუნი.

* * *

ნუგზარი – ვა, მძღოლი, გოგოებო გაიცანით, მძღოლი
გოგოები – მძღოლი. . .
მეფისტოფელი – სალუმე ბოტე, კომანტაღე ვუ სავა, ნუგზარ, სადა ხარ, სად წახვედი,საფრანგეთში რომ არ წასულიყავი, რა ქალები ჩვენთან დაილია?
ნუგზარი – შდენა მძღოლი ნაპოლეონის დედა მართლა ქართველი იყო?
მეფისტოფელი – რაო?
ნუგზარი – პეტრე პირველი ნაღდათ ქართველების ნაბიჭვარი იყო, ზუსტად ვიცი.
გოგოები – მძღოლი
მეფისტოფელი – სისულელეებს ნუ ლაპარაკობ ნუცზარ, საქართველოში უნდა დავბრუნდეთ, ვერ გაიგე რა გითხარი? მადროვე ქალო.
ნუგზარი – სულ დავალებებს ვასრულებ, რომელია ბატონი მე თუ შენ?
მეფისტოფელი – მომაშორეთ ეს ქალები.
გოგოები – ო ჟოლი გღსონ, პიტით პღომენანდ.
ნუგზარი – გაატანე არა ქალები ამ კაზიოლებს.
მეფისტოფელი – ნუგზარ საქართველოში უნდა დავბრუნდეთ. ქეთუშა ციხეში ჩასვეს, მაიკო დაჭრა და მერე ჭკუიდან შეიშალა, უფრო სწორად ჯერ ჭკუიდან სეიშალა და მერე მაიკო დაჭრა. კინაღამ მოკლა.
ნუგზარი – დაიგინე
მეფისტოფელი – მეძავის გაზრდილი ვიყო.
ნუგზარი – ქეთუშამ გააფრინა ტო?
მეფისტოფელი – რას ვიზამთ, ყველაფერი ხდება.
ნუგზარი – მაიკო ხო არ მოკვდება?
მეფისტოფელი – ნუ გეშინია, გადარჩება. პრაქტიკულად გადარჩენილიცაა. ხვალ რეამინაციიდან პალატაში გადაიყვანენ.
ნუგზარი – რატომ დამღუპე შენი
მეფისტოფელი – მე რა შუაში ვარ,
ნუგზარი – შენა, გიჟის მორჩენა არ სეგიძლია?
მეფისტოფელი – მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია.
ნუგზარი – მკვდრიოს გაცოცხლება შენ არ შეგიძლია, არც გიჟის ჭკუაზე მოყვანა. ნაღდი სირი ხარ, რა.
მეფისტოფელი – ნუგზარ, წამოდი საქართველოში ქეთუშასთან. . . წამოდი ჩემი ჭკვიანი ბიწი.
ნუგზარი – ქეთუშ , თვალებში როგორ შევხედო. ქეთუშ! გუგუნი დამთავრდა.

ქეთუშა – გამარჯობათ, მე ქეთუშა ვარ.
ნუგზარი – ქეთუშ, მე ვარ ნუგზარი. ნუგზარი ვარ ქეთუშ, ნუგზარ კეტაშვილი ვარ, შენი ნუგზარი ვარ, ქეთი. . .
ქეთუშა – რა გაღღიალებს, ვხედავ რომ ნუგზარი ხარ, ბრმა ხომ არა ვარ.
ნუგზარი – მაპატიე ქეთუშ. ჩემი თავიც დავღუპე და შენც დაგღუპე.
ქეთუშა – ნუგზარ, ეს შენა ხარ?
ნუგზარი – ქეთუშ, აქედან დაგიხსნი. ექიმებს ყურით ჩამოვათრევ გერმანიიდან, ჩემი ხელით გაგიკეთებ ნემსებს.
ქწეთუშა – დაწყნარდი ნუგზარ. . . როგორ იქცევი
ნუგზარი – ქეთუშ მამადავითზე წავიდეტ, ერთად ვილოცოთ.
ქეთუშა – არ შემიძლია, კანონს ვერ დავარღვევ.
ნუგზარი – აქ მახატია ამათი კანონები. შენ არა ხარ დამნაშავე მე ვარ, მე დავწვები ფსიქიატრიულში, ვწვები,
ქეთუშა – ნუგზარ ვერ წამოვალ, საჭმელი მაქვს გასაკეთებელი, სარეცხიც ბევრი დამიგროვდა, ძალიან გაქო რუსულის მასწავლებელმა, ნუგზარ ამოდი იმეცადინე!. . .
ხუთი წუთი ბევრი გგონია შვილო?
ნუგზარი – ქეთუშ, ჯიგარო, ცუნცულ მართლა გააფრინე?
ქეთუშა – იმეცადინე დედიკო? ჩემი ბეჯითი ბიჭი, შენც ხუთიანი, მეც ხუთიანი, კეტაშვილი დაფასთან.
ნუგზარი – ისედაც სულ დაფასთან არ ვდგავარ?
ქეთუშა – ნუგზარ, მომარჩინე რა?! არა, არ მომარჩინო, ჯერ სიას ამოვიკითხავ: ამაშუკელი ირინე, აფხაზავა მანანა, ახალაძე ვასილ, ბერაძე თინათინ, ბუაძე ხათუნა. . .
ნუგზარი – ლადოს რა ვუყოთ ქეთუშ?!
ქეთუშა – ლადოს?
ნუგზარი – შენ ჩემს შვიზეხარ ფეხმძიმედ.
ქეთუშა – ცუდი მამა არ იმსახურებს კარგ შვილს, მუცელი უნდა მოვიშალო! თუმცა მკლელობა რომ ცოდვაა.
მეფისტოფელი –იჩქარე ნუგზარ! ჩემი რაშები კრთიან და ცახცახებენ რაკიღა უკვე ალიონის დადგომას გრძნობენ.
ნუგზარი – რატო დაგვღუპე, შენი დედა მოვტყან.
მეფისტოფელი – უყურე ამას, რეებს ბედავს! უზრდელი ეს! თავხედი, ტყეში გაიზარდე ხო?
ნუგზარი – ნორმალური ცხოვრება გვინდოდა, რატომ არიე ყველაფერი. . .
ქეთუშა – მე ჩემს თავს ვანდობ ღვთის სამჯავროს. . .
ნუგზარი – რატომ გააგიჟე ქეთუშა?
ქეთუშა – და ჩვენს გამჩენს.
მეფისტოფელი – იჩქარე ნუგზარ, თორემმასთან ერთად შენც აქ დაგტოვებ.
ქეთუშა – ღმერთო შენი ვარ, შენ დამფარე ღვთიური ნებით! გარს შემომერტყით ანგელოზნო და თქვენი ფრთებით დაჰფარეთ ის რაც დასაღუპად განწირულია.
მეფისტოფელი – დაღუპულია!
ქეთუშა – ნუგზარ! შენი რად მეშინია.
მეფისტოფელი – განწირულია.
ნუგზარი – როგორ მინდა მეძინოს და ეს ყველაფერი, გრძელი და საზიზღარი სიზმარი.

გელა – გამარჯობა ნუგზარ, როგორა ხარ ნუგზარ.
ნუგზარი – ცუდად.
გელა – ცუდად უნდა იყო, ადამიანი ხარ, მხევალი თვთისა ქეთევანი როგორ გრძნობს თავს?
ნუგზარი – ქალთა კოლონიაში უპირებენ გადაყვანას, მაგრამ ფული ჩავყარე და გამოვიყვანე ფსიქიატრიულში წევს. შენ რაღა გჭირს შეჩემა, რეები ცაგიცვამს, სულ გამოსირდი? გელაჯან რაღაც არ მომწონხარ, რანაირად ლაპარაკობ?
გელა – თექვსმეტსართულიანი გავყიდე, ყველაფეწრი გავყიდე და ფული ღატაკებს დაურიგე, ტიბეტში მივდივარ.
ნუგზარი – გამეცინა, ჯიგარი ხარ.
გელა – მე ძველი გელა აღარა ვარ ნუგზარ, ჯერჯეროპბოთ ვერ გამიგია რა მომივიდა მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი რომ მომივიდა ფაქტია. წამომყევი ნუგზარ მონასტერში.
ნუგზარი – ნერვებს ნუ მიშლი, სად მეპატიჟები, ვინც შენ მონასტერში შეგიშვას. . .
გელა – იყუჩე ნუგზარ, ღმერთს ნუ სცოდავ.
ნუგზარ – სასაცილო ხარ.
გელა – შენი ხსნა მონასტერშია, იქ გიშველიან, დამიჯერე ნუგზარ, აღადგინე ის ტაძარი, რომელსაც შენი სხეული ჰქვია, სად არის შენი სული? ვის მიეცი? ვის მიჰყიდე, ეკლესიას აშენებენ და ეშმაკთან გარიგბა გაქვს დადებული. გრცხვენოდეს ნუგზარ. შორს, შორს ჩემგან განვედ, განვედ, სატანავ, გონს მოდი ნუგზარ, ხმა არ გასცე ამ კაზიოლს.

მეფისტოფელი – ჯადომ ამ სუბიექტზეც მშვენივრად იმოქმედა.
ბიჭები – ბრავო, ბრავო.
მეფისტოფელი – ერთი წუთით, ვანმომენთ.
ნუგზარი – შენა მძღოლი, გელას რა დაემართა?
მეფისტოფელი – მაპატიე ნუგზარ, სხვანაირად ვერ მოვიშორებდი, ამიერიდან ზედაც არ შემომხედავს და მეც დავისვენებ.
ნუგზარი – შენ უქენი რამე, დიდი ტრაკი ვინმე ხარ მძღოლი.
მეფისტოფელი – ვიცი.
ნუგზარი – ერთადერთი ძმაკაცი მყავდა და ისიც წამართვი.
მეფისტოფელი – ისევ ცუდ ხასიათზე ხარ. ქეთუშა.
ნუგზარი – რაა?
მეფისტოფელი – ქეთუშა.
ნუგზარი – მორჩა?
მეფისტოფელი – მორჩა, კაი ახლა ცხვირს ნუ ჩამოუშვებ ნუგზარ.
ნუგზარი – მაგრად მომბეზრდა იცი ეგ სირული ერთფეროვნება, მაგარი უკმაყოფილო ვარ. ჩემი ნება რომ იყოს სამსახურიდან გაგაგდებდი, მაგრამ შევცდი, შენთან ოთხმოცდაცხრამეტი წლით კი არა ერთი კვირით უნდა დამედო ხელშეკრულება. გოიმი ვარ, ვიფიქრე გავერთობი მეთქი, ამ დროს პირიქით მოხდა, მაგრა დავიღალე.
მეფისტოფელი – რა დროს დაღლაა ნუგზარ.ცხოვრება გრძელდება, სულ რაღაც ერთი წელია რაც მე და შენ ხელშეკრულება გავაფორმეტ, ანუ წინ კიდევ 98 წელი გვაქვს დარჩენილი, გაერთე, იმხიარულე.
ნუგზარი – ცხოვრება წრეზე ბრუნავს მძღოლი.
მეფისტოფელი – კარგი ნუგზარ, ნუ ფილოსოფოსობ, რაიმე დამავალე, როგორც ყოველთვის შენს განკარგულებაში ვარ.
ნუგზარი – მე შენ გაგექცევი მძღოლი, აგერ ნახავ, უკვე მოვიფიქრე გაქცევის გეგმა.
მეფისტოფელი – წიგნები უნდა იკითხო ნუგზარ, წიგნები, ცოტა ჭკუა მოგემატება.
ნუგზარი – ცხოვრებაა წიგნი მძღოლი, ნახვამდის, უფრო სწორად მშვიდობით!
მეფისტოფელი – რატომ მემშვიდობები?
ნუგზარი – იმიტომ, რომ ვიპარები, შენ გეთესები, ღმერთი კეთილია, ღმერთი ყველაფერს მაპატიებს, ღმერთმა მკვლელებს და ბოზებს აპატია და მე ვერ გამიგებს?
რატომ იღიმები, შენც გააფრინე?
მეფისტოფელი – გინდა კვერცხი შეგიწვა ყოველგვარი ჯადოსნობის გარეშე.?
ნუგზარი – სიტყვას ბანზე მიგდებ მძღოლი?
მეფისტოფელი – შენ მე ვერსად გამექცევი ნუგზარ, შენ მე მეკუთვნი, შენ ჩემი უძრავ მოძრავი ქონება ხარ, მორჩა და გათავდა!
ნუგზარი – ხო ვამბობდი არა, ეხლაც ვიტყვი: მკიდია, ყველაფერი მკიდია, ყოველთვის მეკიდა და ახლაც დავიკიდებ, მე სხვანაირი ტიპი ვარ, მკიდია ტიპი, აგერ აქ მახატიხართ, შენცა და ეს ქვეყანაც, ჯოჯჰოხეთში წაიყვანე ბებიაშენი, მე სამოღხეში მივდივარ.
მეფისტოფელი – მერედა ვინ მიგიღებს შენ სამოთხეში, ნუგზარ.
ნუგზარი – აგერ ნახავ მძღოლი. გუგუნი დამთავრდა, თქვენი ნუგხზარ კეტაშვილი.
მეფისტოფელი – თუ ბი ორნოთ თუბი, დზ იზ ე ქვეშენ!.

ფ ა რ დ ა

დიდი მადლობა თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილს ამ პიესის გამოგზავნისათვის. იხილეთ მისი წერილი ამ პიესის დადგმებთან დაკავშირებით: არ ვენდოთ მეფისტოფელს!

About these ads

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s