ლაშა ჩხარტიშვილი – ინტერვიუ ირაკლი სამოსნაძესთან


ლაშა ჩხარტიშვილი

ლაშა ჩხარტიშვილი

“ძალიან ბევრს ნუ გამამხელინებთ, რაღაც სიურპრიზად დავტოვოთ!…”

(ინტერვიუ ირაკლი სამსონაძესთან)

ერთ თვეზე მეტია ბათუმში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ცნობილი ქართველი მწერალი და დრამატურგი, სახელმწიფო პრემიებისა და მრავალი ლიტერატურული კონკურსის ლაურეატი ირაკლი სამსონაძე.
დრამატურგის ურთიერთობა ბათუმის თეატრთან 2006 წლიდან დაიწყო, როცა თეატრის ახლადდანიშნულმა სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი თავაძემ ბათუმის თეატრის სცენაზე ირაკლი სამსონაძის პიესა – `საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში” დადგა. კომიკური ფანტასმაგორია ერთ მოქმედებად რეჟისორის დაკვეთით დაიწერა და იგი გიორგი თავაძეს უნდა განეხორციელებინა რუსთაველის თაეტრის სცენაზე, როგორც ეს მოხდა გასული საუკუნის 90—იან წლებში.
რუსთაველის თეატრის რეპერტუარს წლების განმავლობაში ამშვენებდა ახალგაზრდა დრამატურგისა და რეჟისორის სპექტაკლები: “აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე” და “იქ, სადაც ღვარად მოედინება”, მაგრამ ზუსტად ამ დროს გიორგი თავაძე რობერტ სტურუას რეკომენდაციით და მოთხოვნით ბათუმში იგზავნება. პიესის დადგმა ბათუმში გადაწყდა და ყველა საავტორო უფლებაც ნაწარმოებზე ბათუმის თეატრმა მოიპოვა. რეპეტიციებს ესწრებოდა თავად დრამატურგი. ეს იყო საოცრად ცოცხალი შემოქმედებითი პროცესი დრამატურგს, რეჟისორსა და მსახიობებს შორის. რეპეტიციებზე ექსპრომტად იწერებოდა ახალი ტექსტები. თეატრში ჭეშმარიტი შემოქმედებითი აურა ტრიალებდა…
დრამატურგ ირაკლი სამსონაძესა და ბათუმის თეატრს შორის შემოქმედებითი ურთიერთობების ახალი ეტაპი დაიწყო მას შემდეგ, რაც თეატრის მმართველმა ზაზა ხალვაშმა საქვეყნოდ აღიარებული მწერალი ახალი პროექტების შესაქმნელად ბათუმში მოიწვია. ბათუმის თეატრში უკვე ფუნქციონირებს ერთგვარი შემოქმედებითი ლაბორატორია, რომელშიც გაერთიანებული არიან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გიორგი თავაძის თანამოაზრე, ცნობილი ხელოვანები _ დრამატურგები, მხატვრები, თეატრის ქორეოგრაფები, მუსიკოსები. ბათუმის თეატრი შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობს…

ირაკლი სამსონაძე _ ბათუმში კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად ვიმყოფები. ბატონმა ზაზა ხალვაშმა შემომთავაზა შალვა დადიანის `გუშინდელნის” მიხედვით შეგვექმნაგათანამედროვებული ვარიანტი, მე რათქმა უნდა გარკვეული იდეები გამიჩნდა თბილისში, ვქონდა სატელეფონო საუბრები, ზაზასაც გაუჩნდა თავისი იდეები, რომელიც უკვე ბათუმში შეჯერდა. მივედით საერთო აზრამდე. დაიწერა ახალი, აბსოლუტურად ორიგინალური პიესა ბათუმშივე, უკვე ერთი თვეა აქ ვცხოვრობ და ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც დრამატურგისთვის, ისე რეჟისორისთვის. ძალიან ცოცხალი ურთიერთობა დამყარდა ჩვენს შორის, როგორც ეს უნდა იყოს წესით. ეს ბედნიერება გვერგო მეც და ალბათ რეჟისორსაც, იმედი მაქვს. მას შემდეგ რაც დაიწერა ეს პიესა, გაჩნდა მეორე იდეა, დაწერილიყო თეატრისთვის ზღაპარი, ამ შემთხვევაში უკვე გიორგი თავაძისთვის, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისთვის. ამიტომ შევყოვნდი კიდევ რამდენიმე კვირა, ჯერ პასუხი არ მაქვს კითხვაზე – რა ტიპის ზღაპარი იქნება, ჩემი აზრით, ძალიან საინტერსო რამ გამოგვივა. თანამედროვე ბავშვს რაღაც სხვა სჭირდება, მათ აღარ აკმაყოფილებთ და აინტერესებს `წითელქუდა”, რაღაც ახალი, სხვა უნდათ. რატომღაც სტერეოტიპი არის ჩამოყალიბებული ზღაპარზე, რომ ის უნდა იყოს ასეთი. ჩვენი ახალი ზღაპარი არის მცდელობა იმისა, რომ უფრო ახლოს მივიდეთ თანამედროვე ბავშვთან, რომ შემოიტყუო თეატრში და აზიარო ამ ხელოვნებას და შეაყვარო კიდეც.
ამავე დროს დაიბადა იდეა _ შეიქმნას ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან არსებული შემოქმედებითი სახელოსნო, სადაც იქნება რამდენიმე კაცი და ცოცხალი ურთიერთობა დამყარდება რეჟისორს, დრამატურგს, მხატვარს და მსახიობს შორის, ამის ნიადაგზე შევეცდებით დავამკვიდროთ ჩვენეული, ერთიანი მხატვრული მიმართულება, ესთეტიკა, რომ თეატრს ჰქონდეს თავისი განსაზღვრული მხატვრული სახე. ამ ცოცხალი ურთიერთობით ჩვენ მივალთ ერთ შეჯერებულ კონცეფციამდე და `გავაკეთებთ” ჩვენს თეატრს. სახელოსნო იმუშავებს ყველა მიმართულებით: ინსცენირებებზე, თარგმანებზე, ორიგინალურ პიესებზის შექმნაზე განსაზღვრული სარეპერტუარო პოლიტიკის მიხედვით.

_ რას უნდა ელოდოს მაყურებელი ახლებური “გუშინდელნისგან”?

_ ეს არ იქნება შალვა დადიანი, არქიტექტონიკაც იცვლება, ე სარის დამოუკიდებელი პიესა მხოლოდ შალვა დადიანის გმირებით, ძალიან ბევრს ნუ გამამხელინებთ, რაღაც სიურპრიზად დავტოვოთ!

_ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი მჭიდრო, უშუალო ურთიერთობა თეატრთან დრამატურგისთვის?

_ უმნიშვნელოვანესია. დრამატურგი უნდა იყოს თეატრში, უნდა ცხოვრობდეს და სუნთქავდეს თეატრით. როგორც შექსპირი, მოლიერი იყო მუდმივად თეატრში, ისე უნდა იყოს თანამედროვე დრამატურგი მუდმივად თეატრალურ გარემოში. არ სეიძლება დრამატურგი არსებობდეს თეატრის გარეშე, მით უმეტეს, თუ კი არის ამის საშუალება. არ მესმის იმ დრამატურგების, რომლებსაც თეატრისგან დამოუკიდებლად სურთ იყონ დრამატურგები. დრამატურგი აყალიბებს ახალ თეატრს. მისი იდეებიდან ხდება ახალი კონცეფციის ჩამოყალიბება თეატრში. ლიტერატურა არის უმნიშვნელოვანესი წყარო თეატრალური ხელოვნებისთვის, ამიტომაც არის აუცილებელი დრამატურგისა და თეატრის ურთიერთობა. დრამატურგი უნდა იცნობდე მსახიობებსაც, რადგან ისინი ხშირ შემთხვევაში კარგი მასალა აღმოჩენილან ახალი იდეების განხორციელებისათვის. ეს რაის ორმხრივი გამდიდრების პროცესი, როცა იცი ამა თუ იმ მსახიობს რა ტექსტი უნდა დაუწერო.

_ თქვენი შთაბეჭდილებები ბათუმზე…

_ ეს არის ჩემი უსაყვარლესი ქალაქი, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ სტუმრის ვალი მოვიხადო, ბათუმი არის ჩემი ოცნების ქალაქი, აქ სიამოვნებით ვიცხოვრებდი მუდმივად. შემოქმედებითაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. გარდა ამისა აქ მოღვაწეობენ ჩემი მეგობრები ზაზა ხალვაში და გიროგი თავაძე, მათთან საქმიანი საუბარიც და მოლხენაც ბედნიერს მხდის და მამდიდრებს. გაუმარჯოს ბათუმს!…

ირაკლი სამსონაძე


About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in თეატრალური და კინო პორტრეტები and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s