შვიდი პიესის წიგნი: “თითქმის პიკასო და ცოტა ბოსხი, მარჯვნიდან”


Picasso’s nude

“თითქმის პიკასო და…

hieronymus Bosch – Garden of earthly delights, tryptich, centre panel -detail

…ცოტა ბოსხი”

ელენა – (ზღვის ტალღებივით ლაპარაკობს) ეეეგ ააარ იფიქროო, არაა… ეგ ხომ ღალატი იქნება… ღალატი და ასეთ არომატულ კომშს მარტო ხომ არ დამტოვებ ამხელა ვალებთან? შენ ხომ მხატვარი ხარ! თითქმის პიკასო, კუბისტური პერიოდის მერე და ცოტა ბოსხი, მარჯვნიდან…

“საშობაო ბატი კომშით” (კომიკური თრილერი ერთ მოქმედებად და თერთმეტ სურათად). მეორე სცენა.

ბევრი ვიფიქრე ჩემი პიესების წიგნის დასათაურებაზე თუ ცოტა, ხან რომელი პიესის სათაური ვინდომე თუ ხან სულ სხვა, ბოლოს მაინც გადავწყვიტე, რომ ელენა ქვინსის ამ რეპლიკიდან ამეღო წიგნის სათაური.

Temur Ninua 1949-2013

თემურ ნინუა

წიგნის გარეკანზე გამოტანილია მხატვარ თემურ ნინუას მიერ შექმნილი მაკეტი რუსთაველის თეატრის “მცირე სცენაზე” წარმოსადგენი სპექტაკლისათვის “საშობაო ბატი კომშით”, რომელსაც რეჟისორი გურამ ბრეგაძე დგამს. აი, ეს მაკეტი:

თემურ ნინუა – მაკეტი სპექტაკლისათვის “საშობაო ბატი კომშით”, 2010

აი, როგორ მოჩანს ეს მაკეტი მთელი წიგნზე:

ირაკლი ბელთაძის დიზაინი პიესების წიგნისათვის, 2010

ავტორის კარიკატურა “მიხო მოსულიშვილი ჩიბუხით” საგანგებოდ ამ წიგნისთვის დახატა ზაალ სულაკაურმა.

Zaliko Sulakauri – Mikho Mosulishvili with pipe – 2010, 12 april. 04

და, როგორც უკვე ნახეთ, ირაკლი ბელთაძემ წიგნის უკანა ყდაზე გადასულ სპექტაკლის მაკეტში ჩასვა ეს კარიკატურა…

შინაარსი

საშობაო ბატი კომშით (მხოლოდ წიგნშია)
ცეკვა მკვდრებით
ფლიუგერი არსაით
თეთრი ლაშქარი
ბედის საზღვარი
მთვარიანი დღე
სიმულაციური მოდელირება თამაშისათვის: “ხაპრა-თაგვობანა” (მხოლოდ წიგნშია).
ბოლოთქმის მაგიერ – “ჟიკჟიკობა ღამე” (მენიპეა ერთ სცენად).

წიგნის უკანა ყდა

ეს უნდა ყოფილიყო წიგნის უკანა ყდაზე:

“არ არის აუცილებელი, რომ შენს სახლში ბონიფაციუსი მოვიდეს და გითხრას, კაბა აიწიეო. მიმაჩნია, რომ ყოველდღე ვიწევთ კაბას, ყოველდღე გვაუპატიურებენ, ყოველდღე მივდივართ კომპრომისზე. ეს გაცილებით მარტივია იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ რეალურად ვაკეთებთ. ყველა სამსახურში არსებობენ ბონიფაციუსები. თუმცა, სპექტაკლში არ ვაკონკრეტებ, ბონიფაციუსი რა ტიპია – ანგელოზია თუ ეშმაკი, სქესი აქვს თუ უსქესოა. ჩვენ ხომ არ ვიცით, სინამდვილეში რა ხდება, იქნებ სამოთხეც და ჯოჯოხეთიც აქ არის?..”
გურამ ბრეგაძე, დამდგმელი რეჟისორი პიესისა “საშობაო ბატი კომშით”.

მაგრამ წიგნის უმკაცრესი რედაქტორის განკარგულებით ეს გამონათქვამი ამოღებული იქნა.

წიგნზე მუშაობდნენ:

რედაქტორი: დავით ოძელაშვილი
მხატვარი: თემურ ნინუა
კარიკატურის ავტორი: ზაალ სულაკაური
ტექნიკური რედაქტორი: ირაკლი ბელთაძე
კორექტორი: მარინე ვარაზანაშვილი

©მიხო მოსულიშვილი, 2010
©გამომცემლობა “საარი”, 2010

“პარნასის” ახალი მაღაზია პუშკინის ქუჩა # 10–ში

წიგნი 7 (შვიდ) ლარად იყიდება ამ მაღაზიაში, ბარათაშვილის ხიდიდან რომ ამოვდივართ თავისუფლების მოედანისკენ და იქამდე არმისული, რამდენიმე აფთიაქია და მერე არის პუშკინის ქუჩა ნომერი ათი, სადაც გახსნილია “პარნასის” ახალი მაღაზია.

პუშკინის ფილიალი

პარნასი; პუშკინის 10; თბილისი
საკონტაქტო პირი: მაია ცქიტიშვილი

ტელ. 92 34 54
e-mail: info@parnasi.ge

“პარნასის” მაღაზია პუშკინის ქუჩა ნომერ ათში

წიგნის ყიდვა შინიდან გაუსვლელად შეიძლება “ელვა.ჯი“–ზე.

ჰოდა, თვითონ წიგნმა იცის, ვისი იქნება და ვისი – არა, რაც აქ ვთქვი, ამის გარდა, არავითარი პრეზენტაციები და წარდგინებები არა სჭირდება, თავად იპოვნის თავის მკითხველს.

გამჩვენეობა წიგნისა

მწერალს არ შაუხდებისა, –
ჟამს უბარებავ, წინისას, –
ჩალიჩი, მიდგომ-მოდგომა,
გამჩვენეობა წიგნისა…
სჯობს, სიტყვას აჭრევინებდეს,
დაბეჭდილს თავის ფიქრითა.

2010

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in პიესების წიგნები and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s