კობა ცხაკაია: დაღლილი ანგელოზის სამი ბუმბული


კობა ცხაკაია

დაღლილი ანგელოზის სამი ბუმბული,
ანუ
სულით ღატაკი ადამიანების ისტორია

საცოლე
ხათუნა
ხათუნა ახალგაზრდა ძალიან სიმპატიური გოგონა, ოციოდე წლის.
დათუნა ახალგაზრდა ბიჭი, ოციოდე წლის.

დღეა. გარედან ისმის ქალაქის ხმაური. დათუნა თითქმის შიშველი საწოლში წევს. ისმის ხმა თითქოს ვიღაცას გული ერევა. დათუნა სიგარეტს უკიდებს. საწოლის თავზე მის სიმპატიის გვირგვინი და ლენტი ჰკიდია.

დათუნა _ (გასძახის) ნამდვილად ნამცხვრის ბრალია! არ უნდა გეჭამა! იმან გაწყინა ალბათ!
ისმის გულის რევის ხმა და შემდეგ საპირფარეშოს ჩარეცხვის ხმა.
დათუნა _ (გასძახის) რომ არ მიჯერებ, ყველაფერი იმის ბრალია!
ხათუნა ხმა _ რას ამბობ?
დათუნა _ (გასძახის) მაინც რამდენს ჭამ ამ ბოლო დროს… რაც სილამაზის დედოფალი გახდი და იმის მერე, სულ ჭამ და ჭამ. მთელი ჩვენი სტი¬პე¬ნდია ერთ ჭამაზე ძლივს გეყო… შეიძლება ბევრმა საჭმე¬ლმაც გიქნა ეგ ყველაფერი…
შემოდის ხათუნა.
ხათუნა _ რას ამბობ?
დათუნა _ ნამდვილად იმ ნამცხვრის ბრალია! არ უნდა გეჭამა… ან, შეიძლება ბევრმა საჭმელმაც ქნა…
ხათუნა _ ვერ ხვდები ეს რატომ მომდის?
პაუზა.
დათუნა _ უკვე მესამეჯერ მოგდის ეგეთი რამ… მაინც მგონია, რომ ბევრმა საჭმელ¬მა იცის ასე?
ხათუნა _ გეცოდები?
დათუნა _ ვინც ეცოდებათ, ის არ უყვართ!.. არ მეცოდები.
ხათუნა იცინის, მიდის საწოლთან და წვება.
ხათუნა _ (ეჩურჩულება) მიყვარხარ! საკმარისია მომეხვიო, ისეთი შეგრძნება მიჩნდება თითქოს ღრუ-ბლებს შო¬¬რ¬¬ის ვექც¬ე¬ვი, ირგვლივ ანგელოზები დაფრინავენ, მე და შენ კი ვწევართ და… რას გრძნობ, რო¬ცა გეფერე¬ბი?
დათუნა _ მხოლდ შენ სახეს, თვალებს ვხედავ, და ცხელ სუნთქვას…
ხათუნა _ საკმარისია მაკოცო და უკვე ფრიიი…
დათუნა _ ჰოო, ასეთი მაგარი კოცნა ვიცი!
ხათუნა _ (ხუმრობით ურტყამს ხელს) დებილო! შენ რას გრძნობ, როცა გკოცნი?
დათუნა _ (ეჩურჩულება) ყოველთვის ვფიქრობ, რომ ისევ ისეთი იქნება როგორიც წინა ჯერზე იყო, მაგრამ ყო¬ველთვის ახლებურადაა… სხვანაირადაა. ყოველ ახლა ჯერზე უფრო და უფრო… ღრმა და განს-აკუთრე¬ბული ხდება.
ხათუნა _ ამას ჯადოქრობა ჰქვია!
დათუნა _ არ გინდა კიდევ მოვაჯადოოთ ერთმანეთ?
ხათუნა _ არა! მალე ჩემები მოვლენ!..
დათუნა _ მალე შენები მოვლენ! რომელი საათია?
დათუნა საათს გახედავს და წამოდგება.
დათუნა _ რა დრო გასულა! მეც წასასვლელი ვარ! ვაჟას უნდა მივაკითხო საავადმყოფოში. მანამდე ბაზარში უნდა გავიარო და ხილიც ვუყიდო!.. რამდენი სარბენია, ნეტა ვინმე მაინც გამიყვანდეს!
ორივე იწყებს ჩაცმას.
ხათუნა _ შენი ძმა როგორ არის?
დათუნა _ როგორც უნდა იყოს ისე… ოპერაციის შემდეგ ძალიან ეჭვიანი გახდა. რაღაცეებსაც ალბათ ხვდება… მეცოდება, მაგრამ აღარ ვიცი მეტი რა ვუშველო… ეს უსუსურობა მაგიჟებს!
პაუზა.
ხათუნა _ უჩემოდ შეგიძლია იცხოვრო?
დათუნა _ (ხუმრობით) რა თქმა უნდა! აქამდე უშენოდ არ ვცხოვრობდი, მარტო დავფრინავდი ღრუ¬¬ბ¬ლ-ებს შორის… მხოლოდ ორი თვეა რაც ჩვენ ასე ვთქვათ… ანგელოზებთან ერთად დავფრინ¬ავთ!.. თავისუ¬ფლ¬ად შემიძლია უშენოდ ცხოვრება!
ხათუნა _ (ბრაზობს) უჩემოდ შეგიძლია ყოფნა?
დათუნა _ (ხუმრობით) შემიძლია!
ორივე იცინის, მაგრამ ხათუნას სიცილი ცოტა სხვანაირია. პაუზა. ისინი ცოტა ხანს უხმოდ უყ¬უ¬რებენ ერთმანეთს.
დათუნა _ შენ იცხოვრებდი უჩემოდ?
ხათუნა _ (ცდილობს იხუმროს) რა თქმა უნდა!
პაუზა.
დათუნა _ უკვე მერამდენეჯერ მეკითხები ამ სისულელეს… რატომ?
ხათუნა _ არ ვიცი… უბრალოდ.
დათუნა _ ხომ არ ეჭვიანობ?
ხათუნა _ საიდან მოიტანე?
დათუნა _ გოგოებთან ხუმრობა მიყვარს… ყველა ჩვენს ნაცნობ დაქალს ვითომ ვეკურკურები… მაგრამ ეს ყველაფერი ხუმრობაა და მეტი არაფერი… მეტი არაფერი… არ უნდა იეჭვიანო!
ხათუნა _ სულაც არა!
დათუნა _ ეჭვიანობ. თვალებზე გეტყობა… უცებ ისეთი სევდიანი გაგიხდა. ნაღდად ეჭვია¬ნ¬ობ.
ხათუნა _ არაფერიც. უბრალოდ დავიღალე.
დათუნა _ რისგან?
ხათუნა _ არც კი ვიცი…
დათუნა _ ვინც არ ეჭვიანობს იმას არ უყვარს!
ხათუნა _ (იღიმება) ვინც არ ეჭვიანობს, იმას არ უყვარს! შენ არ ეჭვიანობ?
დათუნა _ ვისზე?
ხათუნა _ აი, შოთაზე?
დათუნა _ ბატონ შოთაზე? კი, მაგრამ შენზე არა!
ხათუნა _ შოთა მდიდარია… ბევრი ფული აქვს… დაელაპარაკები და იგრძნობ მისგან რაღაც შარმს, ძალას! ამით გიზიდავს კიდეც და…
დათუნა _ ვის იზიდავს?
ხათუნა _ ქალებს იზიდავს!
დათუნა _ მდიდრები ყოველთვის იზიდავენ ქალებს! ასე იყო ადრეც და ახლაც და ასე იქნება მომავა¬ლ-შიც, არა?
ხათუნა _ ჰო, ისინი ყოველთვის იზიდავენ ქალებს…
დათუნა _ აქედან გამომდინარე, რაკი შენ უკვე ქალი ხარ… შენც გიზიდავს ბატონი შოთა!
დათუნა დაძაბული უყურებს ხათუნას. ხათუნა იცვამს.
ხათუნა _ მართლა მაინტერესებს, რას ფიქრობ შოთაზე? როგორი გგონია? მართალია გუ¬შინ წინ ინ¬ს-ტიტუტთან გაგაცანი, მაგრამ მაინც… თქვენ ხომ მერე ცოტა ხანს ილაპარაკეთ. კარგი ტი¬პია, არა?
დათუნა _(ყურადღებით უყურებს) კარგი ტიპია?! გინდა მართლა ვიეჭვიანო?
ხათუნა _ საინტერესო იქნებოდა.
დათუნა _ დამცინი?
ხათუნა _ ჰოო.
დათუნა _ დიდი ხანია შოთას იცნობ?
ხათუნა _ დიდი ხანია. დაბადებიდან…
დათუნა _ მერე აქამდე სად იყო? აქამდე არასოდეს მინახავს!
ხათუნა _ მერე რა? ის დიდი ხანია არსებობს!
დათუნა _ დიდი ხანია და ახლა, როცა სილამაზის დედოფალი გახდი მიიქციე მისი ყურადღება, არა?
ხათუნა _ რა შენ არ აქცევ სხვა გოგონებს ყურადღებას?
დათუნა _ სერიოზულ ყურადღებას, არ ვაქცევ!
ხათუნა _ მაშინ მანანა რაღაა? საკმარისია დაინახო, თუნდაც ქუჩის მეორე მხარეს მიდიოდეს, აუცი¬ლ¬ე-ბლად ხელს დაუქნევ, მიესალმები. მოიკითხავ.
დათუნა _ მანანა? მანანა სულ სხვა თემაა და ის ჩვენს შორის ურთიერთობას სულ არ ეხება! ნახა სა-ეჭვიანო… მანანა! მა-ნა-ნა!..
ხათუნა მოეხვევა დათუნას და ისინი ცოტა ხანს ეალერსებიან ერთმანეთს. ასეთი საქ¬ციელის გამო, რა-ღაც პერიოდი საუბარი ნახევრად ხუმრობით ხასიათს ღებულობს.
დათუნა _ აი, ეს შოთა მაინც რატომ ახსენე?
ხათუნა _ იმიტომ.
დათუნა _ რას ნიშნავს იმიტომ?
ხათუნა _ პირველ რიგში იმიტომ, რომ ვუყვარდი…
დათუნა _ როდის?
ხათუნა _ ყოველთვის!
დათუნა _ მეც მიყვარხარ!
ხათუნა _ ვიცი, მაგრამ ახლა ჩვენ შოთაზე ვლაპარაკობთ!
დათუნა _ კარგი, ვილაპარაკოთ ბატონ შოთზე!
ხათუნა _ მოგიყვები შოთაზე ზღაპარს და შენც მას უკეთესად გაუგებ!
დათუნა _ გისმენთ.
ხათუნა _ იყო და არა იყო… იყო ამ ქვეყანაზე შოთა, რომელიც თხუთმეტი წლით უფროსი იყო ხათ¬უნ-აზე. მათ ერთმანეთი ათი წლის წინ გაიცნეს… შოთა ყოველთვის იცავდა და პატრონობდა ხა¬თ¬უნ¬ას, რა¬დგან მათი ოჯახები, უფრო სწორად დედები ძალიან ახლობლები იყვნენ… შოთაც და ხათუნაც ფიქრობდ¬ნენ, რომ ისი¬ნიც ძალიან ახლობლები უნდა ყოფილიყვნენ… შოთას მამა საზ¬ღ¬ვარგარეთ მუშაობდა და შო¬თ¬ასაც ძირ-ითა¬დად იქ უხდებოდა სწავლა და ცხოვრება… მაგრამ საკმა¬რისი იყო აქ ჩამოსუ¬ლ¬ი¬¬ყო, ის პირვ¬ელ რიგ¬ში ხათუნას სანახავად, მის დასაცავად მოდიოდა და… შო¬თას ოჯახი მდიდარი ყოველთვის იყო…
დათუნა _ მდიდარი, არა?
ხათუნა _ ჰო, მაგრამ ხათუნა არასოდეს ფიქრობდა მის სიმდიდრეზე. ის უბრალოდ დაცულად გრძნო-ბდა თავს შოთას გვერდით!
დათუნა _ ჩემს გვერდით ნაკლებად დაცულად გრძნობ თავს?
ხათუნა _ როგორც გოგო არა, მაგრამ როგორც ქალი კი…
დათუნა _ რაა?
ხათუნა არ აცლის ლაპარაკს და კოცნის დათუნას. ის თავის ალერსს იარაღად იყენებს დათუ¬ნას შე¬-ტევებისაგან.
ხათუნა _ ის, კაცია და არა ბიჭი… ის ბიზნესზე ფიქრობს და არა ქუჩაში სახელის მოპოვე¬ბა¬ზე. ის, ეგოისტია არაა და მას არ აწუხებს ქალის წარსული… თუ მოსწონს მოსწონს. თუ უყვარს უყვარს!
დათუნა _ მან იცის ჩვენი ურთიერთობის შესახებ?
ხათუნა _ იცის!
დათუნა _ მერე, რაიმე პრეტენზიები, ხომ არა აქვს?
ხათუნა _ პრეტენზიები? დათუნა, ის კაცია! შენ გგონია ჩვენი ამბავი გაიგო და გადაირია? არა, უბ¬რ¬ა-ლოდ გაიცინა. თქვა, რომ ევროპამ ჩვენამდეც მოაღწიაო და მეტი არაფერი! მას გრძნობები აინ¬ტერე¬სებს, სერიოზული ურთიერთობები და არა, ჩვენი თინეიჯერული ამბავი! ის მომავალზე ფიქრ¬ობს!
პაუზა.
დათუნა _ რაკი ყველაფერი მოუყევი, ესე იგი გიყვარს, არა?
ხათუნა _(დაბნეული შეკითხვისაგან) არა…
ხათუნა ცდილობს კვლავ მოეხვიოს დათუნას, მაგრამ დათუნა მას გააჩერებს.
დათუნა _ არა, ნიშნავს არას? მიპასუხე. არა, ნიშნავს არას?
ხანმოკლე პაუზა. ხათუნა გადაწყვეტს ყველაფერი თქვას.
ხათუნა _ ხუთი წელია აქ არ ყოფილა… პერიოდულად ტელეფონით მირეკავდა… ერთი კვირის წინ ჩა-მოვიდა… ვემალებოდი, მაგრამ თვითონ მიპოვა… გუშინწინ. დიდხანს ვილაპარა¬კეთ… ყველაფ¬ე¬რი მოვუყევი, არაფერი დამიმალავს. იმიტომ დამაგვიანდა ჩვენს შეხვედრაზე… მას უნდოდა შენი გაცნო¬ბა. მოვიდა და გაგიცნო.
დათუნა _ ესე იგი, როცა გამაცანი ყველაფერი იცოდა?.. კი მაგრამ გამაგებინე… რატომ მოუყევი ყველ-აფერი? რატომ მე არ ვიცოდი მისი არსებობის შესახებ! მე რატომ არაფერს მიყვებოდი? რა¬ტ¬ომ?
ხათუნა _ რატომ უნდა მომეყოლა?
დათუნა _ იმიტომ, რომ მე და შენ ერთმანეთი გვიყვარს!
ხათუნა _ გვიყვარს!.. მაგრამ მერე რა? არც შენ ხარ რომეო და არც მე ჯულიეტა… ძალიანაც კა¬¬რგი… ორივე მოკვდა, ასე რომ მათი მაგალითი ჩვენ არ გამოგვადგება!
პაუზა.
დათუნა _ (დამცინავად) ¬მას გრძნობები აინ¬ტერესებს, სერიოზული ურთიერთობები და არა ჩვენი თინ-ეი¬ჯერუ¬ლი ამბავი! ის მომავალზე ფიქრ¬ობს! რა რომანტიულია?
ხათუნა _ არა… რა იქნებოდა, ის რომ არ ჩამოსულიყო?
დათუნა _ რა იქნებოდა?
ხათუნა _(იცინის) აი, ხომ ხედავ? შენ თვითონ არ იცი, რა იქნებოდა… ჩვენ მომავალი არა გვაქვს!
დათუნა _ როგორ თუ მომავალი არა გვაქვს?
ხათუნა _ ცოლად მომიყვან?
დათუნა _ (დაბნეული) ახლა?
პაუზა, რომელსაც ხათუნას სიცილი წყვეტს.
ხათუნა _ მას უბრალოდ ჩვენთან ურთიერთობა უნდა! მეტი არაფერი…
დათუნა _ მოგწონს?
ხათუნა _ არა!
დათუნა _ მოგწონს!
პაუზა.
ხათუნა _ ყველა ჩვენგანი ვცხოვრობთ სპონტანურად, მაგრამ რაღაც მომენტში ვღებულობს გა¬დ¬აწყვე¬ტ-ილებას… ეს განსაზღვრავს იმას, თუ რა გვინდა ამ ცხოვრებიდან, ან მზად ვართ თუ არა იმ¬¬ისათვის, რომ რეალურად ვიცხოვროთ.
დათუნა _ ჩვენ ერთად ვართ. რა ეს გადაწყვეტილება არ არის?
ხათუნა დათოს კოცნის. ისინი ერთმანეთს ეფერებიან. რაღაც მომენტში ხათუნას ხელში პისტოლ¬ეტი აღმოჩნდება, რომელსაც დათუნას გულზე მიაბჯებნს.
ხათუნა _ ერთად სიკვდილისთვის მზად ვართ თუ, არა?
დათუნა _ ეს საიდან?
ხათუნა _ მამაჩემისაა. დედას სიკვდილის შემდეგ, ყოველთვის მიდევს ლეიბის ქვეშ!
დათუნა _ რად გინდა?
ხათუნა _ მამაჩემმა მითხრა ქურდებისა და ბანდიტებისაგან თავის დასაცავად.
დათუნა _ ახლა რად გინდა?
ხათუნა _ არ ვიცი. (აკვირდება დათუნას) დარდი, მოწყენილობა, უიმედობა… ხანდახან გინდა ყვე¬¬ლა¬ფ-ერს მიაფურთხო და…
დათუნა _ გინდა მესროლო?
ხათუნა _ არ ვიცი… მიყვარხარ! ძალიან მიყვარხარ!
ხათუნა იარაღს საწოლზე დააგდებს.
დათუნა _ გინდა შოთას მოვკლავ?
ხათუნა _ არ ვიცი…
დათუნა _ უცნაურად იქცევი!
ხათუნა _ ყველაფერი იმიტომ მოგიყევი… რომ მინდა იცოდე რა ხდება…
დათუნა პისტალეტს იღებს.
დათუნა _ ეს რაღატომ ამოიღე?
ხათუნა _ ვიფიქრე… გამოგვადგებათქო.
დათუნა _ ვერ გავიგე?
ხათუნა _ გამოგვადგებათქო.
დათუნა _ რაში?
ხათუნა _ შოთას ჩამოსვლის მერე სულ ვფიქრობ…
დათუნა _ თითმკვლელობაზე ფიქრობ?
ხათუნა _ არ ვიცი… უბრალოდ ვფიქრობ, ალბათ ცხოვრება მართლაც უნდა დაგეგმო… ალბათ სხვებს უნდა დუჯერო… ან იქნებ უკეთესია ყველაფრს მიაფურთხო და…
დათუნა _ თავი მოიკლა, არა? შენ, ხომ არ გააფრინე?
ხათუნა _ არა.
დათუნა _ მაშინ აქამდე რატომ არ მოიკალი თავი?
პაუზა. ხათუნა დიდხანს ფიქრობს.
ხათუნა _ რა ჩვეულებრივი შეკითხვებია… რატომ, რისთვის, როგორ.
დათუნა _ გამომყევი ცოლად.
პაუზა. ხათუნა დიდხანს უყურებს დათუნას. ხათუნა უცებ იწყებს სიცილს.
ხათუნა _ არა… არავითარ შემთხვევაში.
დათუნა _ რატომ?
ხათუნა _ იმიტომ, რომ ჩვენ არა ვართ ნამდვილები… ეს პატარა ზღაპარია, რომელიც ადრე თუ გვიან უნ¬და დამთავრდეს.
დათუნა _ მგონი ზღაპარს შოთაზე ყვებოდი!
ხათუნა _ შენთვის ვყვებოდი!
დათუნა _ შოთას დედას მოუ…!
ხათუნა _ არა!
დათუნა _ მაშინ შენი დედაც მო…!
ხათუნა პირზე აფარებს ხელს.
ხათუნა _ მიყვარხარ! ძალიან მიყვარხარ!
დათუნა _ ამას იმიტომ მეუბნები, რომ დამაწყნარო… იმიტომ, რომ აღარ გიყვარვარ. იმიტომ, რომ… მი¬ყ¬ვ-არხარ! ძალიან მიყვარხარ!
ხათუნა _ ვიცი!
დათუნა _ მაშინ, რატომ, არა? რატომ, არა!
ხათუნა _ არ ვიცი!
დათუნა _ ყველაფერი კარგად იყო! უცებ საიდანღაც გამოტყვრა ეს შოთა და ეგრევე სხვანაირ¬ად აჭი¬კ¬ჭ-იკდი… სერიოზული გრძნობებიო, ღრმა ემოციებიო… (უთითებს საწოლზე) აბა, აქ რა ჩემს ფე¬ხებს ვაკეთ¬ე-ბდით? მითხარი? კუკუ-დამალობანას ვთამაშობდით?
ხათუნა _ არ ვიცი!
დათუნა _ ნუთუ ეს შენთვის არაფერია?
ხათუნა _ არ ვიცი ეს რა არის ჩემთვის და არ ვიცი ის რა იქნება.
დათუნა _ მიყვარხარო! საკმარისია მომეხვიოო, ისეთი შეგრძნება მიპყრობსო თითქოს ღრუბლ¬ებს შო¬¬რ¬-ის ვექც¬ე¬ვიო, ირგვლივ ანგელოზები დაფრინავენო…
ხათუნა _ ეგ ყველაფერი სიმართლეა!
დათუნა _ თუ სიმართლეა… მაშინ რატომ ლაპარაკობ ამდენს ვიღაც შოთაზე, რატომ?
ხათუნა _ იმიტომ, რომ შენამდე ის მიყვარდა…
დათუნა _ გიყვარდა? მაინც როდის? აკვანში, როცა იწექი?
ხათუნა _ (ეს ტექსტი თითქოს მისი არ არის, თითქოს გაკვეთილია) ზოგიერთი გრძნობა… უფრო სწო¬რ-ად ადამიანი წარსულიდან, კვლავ ბრუნდება შენს ცხოვრ¬ებაში და ცდილობს თავისი ადგილი დაიკავ¬ოს… მათ ვერაფერს უზამ… ვერ წაშლი… ისინი ყო¬ველთვის იქნ¬¬ე¬¬ბიან ჩვენში… მანამ სანამ ცოცხლები ვართ. ასეა შენთვის შენი მშობლები… ასევეა ჩემთ¬ვ¬ის დედაჩემი და…
დათუნა _ შოთა!
ხათუნა _ შოთაც! რა, წარსულში არ გყოლია ვინმე ისეთი ვისთან შეხვედრაც ახლა რაღ¬აც ახ¬ალს შე-იტანდა შენს ცხოვრებაში?
დათუნა _ მყოლია.
ხათუნა _ ვთქვათ შეხვდი მას, ან მათ… გაიგონე მათ, ან მის ხმაში ყურადღება, ინტერესი, სი¬თ¬ბო, თა-ნაგრძნობა…
დათუნა _ (დამცინავად) ყურადღება, ინტერესი, სი¬თ¬ბო, თანაგრძნობა…
პაუზა.
ხათუნა _ არ გიყვარვარ!
პაუზა.
დათუნა _ საერთოდ რატომ მიეცი თავს უფლება ამდენ მასთან ხანს გესაუბრა! ან რატომ მოუყევი ყვე¬¬-ლაფერი? უბრალოდ უნდა გეთქვა: `საკმარისია, მე უკვე მყავს საყვარელი ადამიანი. მშვიდობით!~ ვკი¬თხავდი: `საერთოდ რატომ ჩამოხვედი, ამ გაღატაკებულ სამშობლოში? რა ჩემი ფეხები გინდო¬დათქო?~ რატომ, არ კითხე?
ხათუნა _ ვკითხე.
დათუნა _ მერე, რა გიპასუხა?
ხათუნა _ სევდიანად გაიღიმა…
დათუნა _ მეტი არაფერი?
ხათუნა _ მერე, თქვა უბრალოდ მომენატრაო…
დათუნა _ მერე?
ხათუნა _ მერე დაჯექი და კერე…
ხათუნა საწოლზე წამოწვა და დათუნას ზურგი აქცია.
დათუნა _ კაცი საზღვარგარეთ ცხოვრობ, არაფერი გაკლია… სად ჩამოდიხარ, რა ჩემი ფეხები გინდა აქ? წავალ ამერიკაში და თუ უკან დავბრუნდე… თუ უკან დავბრუნდე, მაშინ ჩემი დედა…
ხათუნა _ შენზე, ჩვენზე ძალიან ბევრი რამ გამომკითხა?
დათუნა _ შენც ადექი და არაფერი არ დაუმალე, არა?
ხათუნა _ თითქმის… თითქმის, ისევე, როგორც შენ…
დათუნა _(დამცინავად) ისევე, როგორც მე? დიდი მადლობა! ძალიან დიდი მადლობა! როგორ არ გრცხვე¬ნია… როგორ არ გრცხვენია, რომ უცხო კაცს…
ხათუნა _ თვითონ მიხვდა ძალიან ბევრ რამეს… ისეთ რამეებს, რასაც შენ ვერც კი ხვდები… და თან იცის რაც გველის, თუ ერთად ვიქნებით…
დათუნა _ მალადეც! გულთმისანიც ყოფილა!.. მაინც რა გითხრა… ჩემზე?
ხათუნა _ მომილოცა! თქვა, რომ ძალიან კარგი ტიპი ჩანსო!
დათუნა _ ხედავ შენ?! მოულოცა! ბრმა, არ ყოფილა.
ხათუნა _ მან თქვა, რომ ვიღაც მსახიობს აგონებ! ალ პაჩინოსო!
დათუნა _ იმ წრიპას? ნახევარი მეტრი სიმაღლის რომაა?
ხათუნა _ ჰოო! მართლაც გავხარ! შენ რას იტყვი შოთაზე?
დათუნა _ ერთხელ ვნახე, რა უნდა გითხრა! არი რა…
ხათუნა _ მერე ერთხელ ნახვით არანაირი შთაბეჭდილება არ შეგექმნა?
დათუნა _ შემექმნა და მერე, როგორი… საერთოდ ვინ ჩემი ფეხებია ეგ შოთა? მასზე ამდენი, რატომ უნ¬და ვლაპარაკო?
ხათუნა _ ჩემი ძალიან ახლო მეგობარია!
დათუნა _ (დამცინავად) ჩემზე უფრო ახლოა?
ხათუნა _ როგორ არა გრცხვენია! მე, ხომ ვღებულობ შენს მეგობრებს, გამაგებინე შენ რატომ არ უნ¬და მიიღო ჩემი მეგობარი… (ინტერესით) იქნებ იმას უნდა, რომ დაგეხმაროს?
დათუნა _ დამეხმაროს? მაინც რისი თქმა გინდა ვერ ვხვდები?
ხათუნა _ მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია!
დათუნა _ შეუძლია? მეც ბევრი რამე შემიძლია! ერთს ისეთს მოვადებ, მაგ შენს შოთას, რომ მი¬სგან არაფერი დარჩება… მანიც, რისი თქმა გინდა ვერ ვხვდები?
პაუზა.
ხათუნა _ შოთას უნდა შენთან დაახლოება. უნდა კარგად გაგიცნოს და დაგიმეგობრდეს!
დათუნა _ რატომ?
ხათუნა _ ძაან კარგი ადამიანი ჩანსო! ვუთხარი, სერიოზული სამომავლო გეგმები აქვს და ძა¬ლ¬იან მი-ზანდასახულია მეთქი!
დათუნა _ დიდი მადლობა! ის, არ უთხარი ცოტა შარიანიათო! თუ ოდნავი რაიმე შეგეშალა აუ¬ც¬ილებ-ლად გცემსთქო!
ხათუნა _ ეგ ისედაც იცის!
პაუზა. დათუნა უყურებს ხათუნას.
დათუნა _ ჩემზე კიდე რა იცის?
ხათუნა _ მეტი არაფერი!
პაუზა.
დათუნა _ მაინც რა უნდა მაგ ჩემისას? რისთვის ჩამოეთრა?
ხათუნა _ ხელი მთხოვა…
დათუნა _ რაა?
ხათუნა _ (იცინის) გეხუმრე! შენთან დალაპარაკება უნდა!
დათუნა _ სინამდვილეში კი, შენი დათრევა უნდა, არა?
ხათუნა _ არა.
დათუნა _ ნეტა, რა უნდა? რა უნდა, არ გითხრა?
ხათუნა _ შენთვის გარკვეულად არაფერი უთქვამს?
დათუნა _ ჯერ-ჯერობით არაფერი! მაგის ასაკის კაცებმა, შენნაირ გოგონებთან იციან რო¬გორ მოიქ¬ც-ნენ… და როგორ დაგითრიონ.
ხათუნა _ ის, სხვანაირი ადამიანია!
დათუნა _ (დამცინავად) სხვანაირი ადამიანია…
ხათუნა _ მას უნდა შენთან შეხვედრა. თუ დავურეკავ… ის, ნახევარ საათში ქვევით იქნება. თა¬ვის მან-ქანაში დაგელოდება!
დათუნა _ (გაკვირვებული) დამელოდება?
ხათუნა _ ჰოო! თან გაგიყვანს საყიდლებზე და ვაჟასთან, საავადმყოფოშიც.
პაუზა.
დათუნა _ თქვენ უკვე მოილაპარაკეთ?
ხათუნა _ რა მოხდა, მერე?!
დათუნა _ მოდი პირდაპირ მითხარი! ის, ტიპი ჩამოვიდა აქ… გნახა შენ, რომელმაც ჩე¬მ¬ზე ყველაფერი მო¬უყევი და უცებ ისეთი გულკეთილი ადამიანი გახდა, რომ თანახმაა ყველაფერში დამე¬ხმ¬არ¬ოს?
ხათუნა _ მინდა, თქვენ ერთმანეთი კარგად გაიცნოთ! დანარჩენი მერე გამოჩნდება…
დათუნა _ ესე იგი ეს შენ გინდა და არა იმას…
ხათუნა _ ჰოო… და იმასაც
დათუნა _ (დაძაბული ფიქრობს) მასაც უნდა ჩემი კარგად გაცნობა? რატომ?
ხათუნა _ უკვე, ხომ გითხარი.
დათუნა _ რატომ?
ხათუნა _ აინტერესებს. ის თვლის, რომ რაც აქედან წავიდა ძალიან ბევრი რამე შეიცვალა და ახ¬ლა უნ¬და შენნაირი გათვითცნობიერებული ადამიანისაგან გაიგოს, რა ხდება?
დათუნა _ სად რა ხდება?
ხათუნა _ აქ რა ხდება!
დათუნა _ ტელევიზორი არა აქვს, მაგ ჩემისას?
ხათუნა _ ტელევიზორი სხვაა, შენ სხვა ხარ!
დათუნა _ ჰო, მე ალ პაჩინო ვარ! მნახა რა, კარლიტო?
ხათუნა _ სხვათა შორის ეგეც აღნიშნა!
დათუნა _ ერთი მაგის დედაც!
ხათუნა _ ხომ, არ გეშინია მასთან შეხვედრა?
დათუნა _ (თავს იწონებს) ჩემი შემშინებელი ყველა მკვდარია, ან კვდება!
ხათუნა _ (იღიმება) ჰოდა, შეხვდი!
პაუზა.
დათუნა _ მაიძულებ, რა…
ხათუნა _ (სევდიანად) არაფერსაც არ გაიძულებ, თუ არ გინდა ნუ შეხვდები!
დათუნა _ აი, როგორ იქნება ყველაფერი. მაგ ბიძას შევხვდები, ის დაიწყებს ჯერ ძმაკაცურ ლა¬პა¬რ¬აკს, მერე ფულების ტრიალს, დამეხმარება ამერიკაში წასასვლელად და კიდე ცოტასაც დამ¬იმატებს… მერე მეტყვის, რომ შენ მართალია სილამაზის დედოფალი გახდი, მაგრამ ეს ბევრს არაფ¬ერს ნიშნავს… ჩემსა და შენს სიყვარულს მომავალი არა აქვს… ორივე დავიღუპებით, ცოტა ხანს ვი¬¬ქნებით ერთად და მერე აუცილ¬ე¬ბ-ლ¬ად დავცილდებით, რადგან ლამაზ ქალს ლამაზი ცხოვრება სჭი¬რდება… ის, კი ორივეს დაგვეხმარება და ამიტომ…
პაუზა.
ხათუნა _ ნუ აზვიადებ!
დათუნა _ კარგი ბატონო. მაშინ შენ მითხარი, საიმართლე!@
ხათუნა _ (დაბნეულია) ის, ძალიან კარგი ადამიანია და სერიოოზული კაცია.
დათუნა _ (დამცინავად) კარგი ადამიანია და სერიოოზული კაცია.
ხათუნა _ მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.
დათუნა _ (დამცინავად) შემთხვევით ზურგი ხომ არ ეფხანება? ანგელოზის ფრთები ხომ არ ამ¬ოსდის?
ხათუნა _ (დათუნას სიტყვებს ყურადღებას არ აქცევს) ის, ყველაფერს ერთი შეხედვით მიხვდა… ძალ¬ი-ან ყურადღებიანია და თბილი…
დათუნა _ (დამცინავად) მართლა, ხომ არ გიყვარს?
ხათუნა _ (დათუნას სიტყვებს ყურადღებას არ აქცევს) მას უნდა ორივეს დაგვეხმაროს!
დათუნა _ (ტკივილით) ორივეს დაგვეხმაროს? ორივეს დაგვეხმაროს?
ხათუნა _ მითხრა, მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ ყველაფრი აქვს, ძალიან აკლია ჩემთან ურ¬თ¬იერთობა! ჩემ-თან ურ-თი-ერთ-ო-ბა! იმიტომაც დაბრუნდა!
დათუნა _ სად დაბრუნდა?
ხათუნა _ აქ, სამშობლოში დაბრუნდა! ჩემს, ჩვენ ცხოვრებაში!
დათუნა _(დაბნეულია) ჩვენს ცხოვრებაში?
ხათუნა _ ჩვენ ცხოვრებაში!
დათუნა _ ესე იგი გიყვარს?
ხათუნა _ ესე იგი, მას შეუძლია დაგვეხმაროს.
დათუნა _ არავის დახმარება არ მჭირდება!
ხათუნა _ გვჭირდება! მჭირდება! გჭირდება! ეს, ახლა ამ წუთას ახურებ… მაგრამ იყო ერთი დღე მა¬ინც, როცა არ დაგიწუწუნია?
დათუნა _ შენთან არასოდეს დამიწუწუნია!
ხათუნა _ ყველაზე მეტს ჩემთან წუწუნებ! ფულზე, ძმის გაუთავებელ ავადმყოფობებზე, ამის გამო ჩა¬გ-ი¬რავებულ სახლზე… ამერიკაში წასვლაზე ოცნებობ. მე თუ მაქვს ადგილი შენს ცხოვრებაში? მითხარი? მააქვს? თუ მხოლოდ მაშინ გახსენდები, როცა ვწვე¬ბით ერთად? როგორ ფიქრობ, რა იქნება ხვალ, ზეგ, მა-ზეგ? რა მოხდება ჩვენს ურთიერთობაში? მი¬თხა¬რი?
დათუნა _ დავქორწინდებით. ბავშვები გვეყოლება!
ხათუნა _ (იცინის) ღმერთო ჩემო?! მართლა, დავქორწინდებით? უიმე რა კარგია… ბავშვებიც გვეყოლ-ება, ალბათ ხუთი, არა? უიმე გადავირევი სიხარულისაგან…
დათუნა _ (ბრაზდება) აბა სხვა რა გინდა?
პაუზა.
ხათუნა _ ეს შენზეა დამოკიდებული! შეხვდი და დაელაპარაკე!
პაუზა.
დათუნა _ (მძიმედ) კარგი დაურეკე!
პაუზა.
ხათუნა _ დავურეკავ, მაგრამ… მაგრამ ყველაფერზე დასთანხმდები?
დათუნა _ (დამცინავად) რას ქვია დავთანხმდები?!
ხათუნა _ ის სასწაულს არ შემოგთავაზებს! დამიჯერე, ეს შენთვის მინდა! მინდა იმიტომ, რომ მი¬ყვ-არხარ!
დათუნა _ რა უნდა შემომთავაზოს და რატომ უნდა დავთანხმდე? ან, რომ არ დავთანხმდე რა ფე¬ხებს მომაჭამს?
ხათუნა _ არაფერსაც არ იზამს… მხოლოდ, მხოლოდ შენ დარჩები… წაგებული!
დათუნა _ რაა?
ხათუნა _ შენ დარჩები, წაგებული!
დათუნა _ რაა?
დათუნა ფეხზე წამოვარდება და მიდის ხათუნასთან. ხათუნა გამჭოლი მზერით უყურებს მას.
ხათუნა _ რასაც შემოგთავაზებენ და რა პირობებსაც გეტყვის იცოდე, ეს შენი შანსია! ეს შან¬სი ჩემ¬მა სიყვარულმა მოგცა!
დათუნა _ (გაოგნებულია) მას უნდა შენ გიყიდოს? უნდა ჩემგან გიყიდოს?
ხათუნა _ მას უნდა ბედნიერები ვიყოთ!
დათუნა _ ბედნიერები?
ხათუნა _ ჰოო!
პაუზა. დათუნა ჯდება.
დათუნა _ (დაბნეულია) მას უნდა, რომ ბედნიერები ვიყოთ! შენც გინდა, რომ ჩვენ ბედნიერები ვი¬ყოთ! მარტო მე არ მინდა, არა?
ხათუნა _ ეს, ის არ არის რაც შენ გგონია!.. ძალიან გთხოვ დამეხმარე, მომისმინე _ გამიგე…
დათუნა _ გისმენ ბატონო… მინდა, ყველაფერი გავიგო…
ხათუნა _ ეს ჩვენი სიყვარულისათვის უნდა გააკეთო… ჩვენი ერთმანეთისადმი სიყვარულისა¬თ¬ვის…
დათუნა _ რა თქმა უნდა! ეს, ყველაფერი სიყვარულის გამო კეთდება! მაინც რას ნიშნავს შენ¬თ¬ვის სი¬ყ-ვარული, ამიხსენი?
ხათუნა _ ვერ ხვდები?
დათუნა _ ვეღარ ვხვდები!
ხათუნა _ ჩვენი სიყვარული მხოლოდ კარგი მოგონება უნდა იყოს. ეს დაგვეხმარება შემდეგ ცხო¬¬ვრებ¬ა-ში! უნდა გავიზარდოთ, უნდა მივხვდეთ, რომ ოცნებების დრო დამთავრდა… ახლა სხვა ცხო¬ვრებით უნდა ვიცხოვროთ, თორემ სხვანაირად შეგვძულდება ერთმანეთი. შეგვძულდება ერთად გა¬ტარებული ყოველი წა¬მი და გასახსენებლად არაფერი დაგვრჩება. დათუნა სიყვარული სხვა რამ¬ეა… და ის რაც სინამდვილეში გვჭირდება სხვა რამე!
დათუნა _ (რაღაც არგუმენტების თქმას ცდილობს, მაგრამ ვერაფერს ამ სიტყვების გარდა ამბ¬ობს) როგორ არა გრცხვენია!
პაუზა.
ხათუნა _ (მკაცრად) მას უნდა, გადაარჩინოს ჩვენი სიყვარული?
დათუნა _ შენი დათრევის ხარჯზე?
ხათუნა _ (მკაცრად) შენი დახმარების ხარჯზე.
პაუზა.
დათუნა _ (სევდიანად) კარგი ბატონო. უნდა ჩემთან შეხვედრა? შევხვდები! მართლაც საინტერე¬სო ად¬ა-მიანი ჩანს… ჩემნაირ ტიპებს უნდა დაეხმაროს! დაურეკე! მიდი, დაურეკე! სიამოვნებით შევხ¬დე¬¬ბი!
ხათუნა _ თუკი მართლა გიყვარვარ, უარი არ უთხრა!
დათუნა _ მიყვარხარ! ძალიან მიყვარხარ!
ხათუნა _ (უნდობლად) დამიჯერე, აე აჯობებს! ასე უფრო შევინარჩუნებთ ერთმანეთს!
დათუნა _ (დამცინავად) ჰოო, რა თქმა უნდა!
ხათუნა _ იცოდე, შენს მეტი არავინ მეყვარება!
დათუნა _ ჰოო, რა თქმა უნდა!
ხათუნა _ ვრეკავ!
პაუზა. ისინი ერთმანეთს უყურებენ.
დათუნა _ რომ არაფერი გააკეთოს?
პაუზა.
ხათუნა _ ჩემი გულისთვის გააკეთებს!
დათუნა _ რომ არ გააკეთოს და ორივე მოგვატყუოს… მოვკლა?
დათუნა იღებს საწოლზე დაგდებულ პისტოლეტს. პაუზა.
ხათუნა _ მან იცის, რომ შენ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ!
პაუზა. ისინი ერთმანეთს დაძაბული უყურებენ. მათ შორის აშლილი საწოლია. ხათუნა მიდის და დათ¬უ¬-ნას კოცნის და იარაღს ართმევს. დათუნას რეაქცია არა აქვს. ხათუნა რეკავს ტელეფონზე.
ხათუნა _ ალო, შოთა ხარ? ჰოო, როგორც შევთანხმდით! კარგი… კარგი.
ხათუნა კიდებს ტელეფონს. დათუნა უეცრად ეცემა საწოლს და აქეთ-იქით ყრის ლეიბს, საბანს, ხევს ყველაფერს. ბალიშიდან უამრავი ბუმბული ამოიყრება და ირგვლივ დაფრინავს. თითქოს რაღ¬აც დიდმა ფრი-ნველმა გადაუფრინა ოთახს. ისმის მუსიკა. დათუნა გადის. ხათუნა მარეტო რჩება.
ჩაბნელება

უფროსი ძმა
ვაჟა
ვაჟა _ ოცდათხუთმეტამდე წლის კაცი, ავადმყოფი.
დათუნა _ ოციოდე წლის ბიჭი, მისი ძმა.
საავადმყოფო პალატა. ვაჟა ინტერესით უთვალთვალებს ოდნავ შეღებული პალატის კარიდან რა¬¬¬¬¬¬¬ღ¬აცას. ის სუსტადაა, მაგრამ ცდილობს ავადმყოფობას მაინც ებრძოლოს. ის, უეცრად კეტავს კარს საწოლისაკენ მიი¬ჩ¬ქ¬არის. წვება. უჭირს მოძრაობა. შემოდის დათუნა, მისი უმცროსი ძმა ხილ¬ით სავსე ცელოფნით.
დათუნა _ (განერვიულებული) ადექი? თუ ადექი, კარგია… ესე იგი საქმე სასიკეთოდ მიდის.
ხილით სავსე პაკეტს დებს ტუმბოზე და საწოლის გვერდით სკამზე ჯდება.
დათუნა _ როგორ გრძნობ თავს?
ვაჟა _ შენზე უკეთესად.
დათუნა _ კარგი ერთი რა?.. კაცი არა ხარ? როგორ არა გრცხვენია! ვაშლი გაგითალო?
ვაჟა ხელს ჩაიქნევს.
დათუნა _ დღეს ცოტა შემაგვიანდა… საფლავზე ვიყავი გასული…
ვაჟა _ იქ გუშინ არ იყავი?
დათუნა _ გუშინ ყველაფრს ვერ მოვრჩი… დღეს კი მთლიანად მოვათავე… ასე, რომ მზადაა…
ვაჟა _ (დამცინავად) ყველაფერი მოამზადე?
პაუზა.
დათუნა _ აღდგომისთვის მზადაა!
დათუნა თავს იკავებს ზედმეტყის თქმისაგან და აგრძელებს იმავე ინტონაციით.
დათუნა _ ბალახი ბევრი არ იყო. ყვავილები მოვრწყე… ვაზა ვიღაცას მოუპარავს.. სანთლებიც და¬¬¬¬ვა-ნთე… რამდენი კაცი მომკვდარა იმის მერე რაც იქ არ ვყოფილვართ… მთელი ხე¬ივანი თითქმის სავსეა…
ვაჟა _ იქ ყოველთვის ემატება და არასოდეს აკლდება… არყის ხე ხარობს, თუ ვინ¬მ¬ემ ისიც მო¬იპარა?
დათუნა _ ხარობს რომელია? ისეთი სასიამოვნო ჩრდილი აქვს, თან პირდაპირ მაგიდას ფარავს, ასე, რომ იქ საუფრის გაშლისას მზე აღარ შეგვაწუხებს…
ვაჟა _ (მექანიკურად იმეორებს) იქ საუფრის გავშლისას…
პაუზა დიდხანს გრძელდება.
დათუნა _ ჰოო… რაღაც… (ის რაღაცის თქმას აპირებს, მაგრამ თავს იკავებს) მერე იყოს!
ვაჟა ძმას აკვიდება, თითქოს ცდილობს მისი ქცევის იქით რაღაც და¬ფარ¬ული ამოიცნოს, ბოლოს ეკითხება.
ვაჟა _ მანანა, ხომ არ გინახავს?
დათუნა _ (იბნევა) მანანა ვინ არის?
ვაჟა _ (განერვიულებული) რა, უკვე შტერდები? ის ქალი… ის, ქალი ხანდახან, რომ მხვდება ხო¬ლმე…
დათუნა _ არა, დღეს არ შემხვედრია… იმან მგონი არც კი იცის, ავად რომ ხარ.
ვაჟა _ მანანა კარგი ქალია… რომ იცოდეს აუცილებლად მომაკითხავდა.
დათუნა _ საიდან იცი კარგი ქალია, თუ ცუდი. წესიერად არც კი იცნობ!
ვაჟა ხელს ჩაიქნევს.
დათუნა _ ჰოო, კარგი ნუ გწყინს!
ვაჟა _ (განერვიულებული) შენთვის არავინაა კარგი… ღმერთმა ნუ ქნას ვინმე ოდნავ კარგი გა¬მოდგეს, ვერ მოისვ¬ენ¬ებ სა¬ნამ რაღაც ცუდს არ უპოვი და მერე წყნარდები… გაგიჭირდება ასე ცხო¬ვრება.
დათუნა _ დამმოძღვრე, დამმოძღვრე. შენ თვითონ, როგორ იცხოვრე? რა, მოგებული ხარ მე რომ ჭკუ¬ას მარიგებ?
ვაჟა _ ცხოვრება თამაში არ არის…
დათუნა _ აბა რა არის.
ვაჟა _ სიკვდილისათვის მზადება.
დათუნა _ (დამცინავად) ყველა თავის სიმართლეს უკეთებს რეკლამას.
პაუზა.
დათუნა _ ბანანი მაინც აიღე. დღეს არაფერი გიჭამია! თუ გინდა ფორთოხლის წვენს მოგიტან… აქ ქვე¬¬მოთ მაღაზიაში ვნახე.
პაუზა.
ვაჟა _ რა გითხრა იმან?
დათუნა _ (შეკითხვა უეცრად აბნევს) რომელმა იმან?… შენ რა იცი? თუმცა საიდან. ვინ იმან?
ვაჟა _ აი, იმან ვითომ ექიმი როა. სინამდვილეში კი ბუღალტერია… ვინაც ახლახან გელაპა¬რაკა.
დათუნა _ (აზრზე მოდის) აა, იმან. არაფერი. იმას საერთოდ უყვარს ლაპარაკი. სადღაც დაუძა¬ხეს და ძლივს გა¬¬¬¬მოვა¬სწარი, თორემ ალბათ ორი საათის მერე შემოვიდოდი… საჭმელიო, ხელფასებ¬იო, გადასახად-ებიო, პოლიტი¬კაო, გაჭირვებაო და ათასი რამე… (ვაჟა დაძაბული უყურებს დათუნას) მგონი მალე გვეშვე¬ლ¬ე-ბაო, ჩვენი სა¬ავადმყოფოს პაციენტებისათვის რაღაც ლგოტებზე ლაპარაკო¬ბ¬ენო… ოღონდ ეს ყველაფერი ერთი, ან ორი წლის მერე იქნებაო…
ვაჟა _ (აწყვეტინებს) ჩემზე რა გითხრა?
დათუნა _ იმ გოგონაზე მომიყვა, აი ორჯერ რომ გაუკეთეს ოპერაცია… უიმედო ავადმყოფი ყო¬ფ¬ილა, მა¬-გრამ სადღაც მონასტერში წაუყვანია მისიანებს. ორი კვირა იქ უცხოვრია, იქ რაღაც ჭაში აბ¬ანავებდნენ თურმე და… შენ წარმოიდგინე უკეთესად გამხდარა… ახლა დილაობით ვარჯიშ¬ო¬ბ¬ს კი¬დეცო… სასწაულიაო პი-რდაპირო…
ვაჟა _ (აწყვეტინებს) ჩემზე რა გითხრა?
დათუნა _ შენზე თქვა იმ გოგოსთან შედარებაც კი არ შეიძლებაო…
ვაჟა _ (დამცინავად) კიდე რამდენი უნდა იწვალოსო?
დათუნა _ კარგი რა?
ვაჟა _ ოთხი, თუ ხუთი თვე კიდე იფართხალებსო? ასე უყვარს არა ჩვენნაირების სიცოცხლეზე ლაპა-რ¬აკი _ იფართხალებსო… რამდენს იფართხალებსო?… ჰა, რამდენს იფართხალებსო?
დათუნა _ (პასუხს გაურბის) იმ მონასტრის ეკლესიაში ვიღაც წმინდანის ძვლები ყოფილა… ჭა¬ში ბანა-ობის გარდა, თუკი იმ ძვლებს ემთხვევიო აუცილებლად მორჩებიო…
ვაჟა _ (აწყვეტინებს) კიდევ რამდენს იფართხალებსო?
დათუნა _ თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, ასეთი კარგი ოპერაციის შემდეგო… საერთოდ ძალი¬ან დიდ¬ხ-ანს ცოცხლობენო… ან სულაც ჯანმრთელდებიანო…
ვაჟა _ (დამცინავად) მაინც რამდენიო?
პაუზა.
დათუნა _ მინიმუმ ერთი წელი მაინცო, მერე კიდევ ერთხელ გავესინჯოთ და ვნახოთო…
ვაჟა _ (ყვირის) ტყუი. ტყუი. ტყუი.
დათუნა _ არ ვტყუი. დედის სულს ვფიცავარ, არ ვტყუი.
ვაჟა _ ზღაპრებს მიყვები, გინდა რომ დამამშვიდო, დამაწყნარო, არა? მე კი მხოლოდ სიმა¬რ¬თ¬ლე მჭი¬რ-დება, გაიგე?!
დათუნა _ არ ვტყუი.
ვაჟა _ ზღაპრები, არ მჭირდება!
დათუნა _ (ბრაზდება) არ გჭირდება და ნუ გჭირდება! ბოლოს და ბოლოს რა გაახურე საქმე! გი¬თხა¬რი რაც ვიცოდი და მორჩა, გინდა დაიჯერე და გინდა, არა!
ვაჟა _ ჰოო? (დაძაბული უყურებს ძმას) ბიჭო, შენი უფროსი ძმა ვარ და ვგრძნობ, რომ რაღა¬ც¬ას მიმ-ალავ…
დათუნა _ (განერვიულებული) რა მაქვს დასამალი? ნახევარი საათიც, რომ გქონდეს დარჩე¬ნი¬ლი, რა¬ტ¬ომ უნდა და¬¬გ¬იმალო? ყოვლეთვის უკეთესია როცა სიმართლე იცი. ასე უფრო ადვილია ცხო¬ვრ¬ე¬ბა… შენთ¬ვი¬საც და განსაკუთრებით ჩემთვის… რაღაც სამ¬ო¬მ¬ავლო საქმეებ დაგეგმავ… ყვე¬ლ¬აფერი რაც გასაკეთებე¬ლია, რომ მოასწრო… ასე, რომ ძმაო ჭამე ბა¬ნ¬ანი და მინიმუმ ერთი წელი მა¬ინც იც¬ხო¬ვრე, მე¬რე ვნახოთ…
დათუნა იღებს ორ ბანანს, ფცქვნის, ერთს ვაჟას აწვდის და ერთს თვითონ ჭამს.
ვაჟა _ მე¬რე ვნახოთო, არა? სასაცილო ხარ.
დათუნა _ ნუ ჩაიხვიე შენებურად!
ვაჟა _ მინიმუმ ერთი წელი?
დათუნა _ მინიმუმ და მერე ვნახოთო. გეფიცები.
პაუზა. ორივე უხმოდ ჭამს.
ვაჟა _ რაღაცას მაინც მიმალავ…
დათუნა _ არა. არ გიმალავ. არაფერს არ გიმალავ.
გარედან ისმის ხმაური, ტირილისა და შეძახილების ხმები.
ხმები გარდენ _ რაშ შვებით ხალხო?! გადაირიეთ? საავადმყოფოა თუ… თავს ნუ იმცირებ, ამ მა¬თ¬ხ¬¬ო-ვრებთან… მკვლელებო. ცხოველებო! ჯალათებო! სასიკვდილოდ წირავთ კაცს?
ძმები ერთმანეთს გადახედავენ. დათ¬უ¬ნა წამოდგება და გადის. მალევე ბრუნდება.
ვაჟა _ რა ხდება?
დათუნა _ ვიღაცას ძალით უშვებენ… არც იმას უნდა წასვლა და არც მისიანებს, მაგრამ ფასები და რა¬¬¬¬¬ღ¬¬აცე¬ე¬ბი, და…
ვაჟა _ ვინ მიჰყავთ? ვიცნობთ?
დათუნა _ არა მგონია.
ვაჟა _ ამის დედა ვატირე… ესაა ცხოვრება? შენ კიდე მონასტერში წმინდანის ძვლებს ემთხვი¬ეო? რი¬ს-თვის? ამათ კიდე დიდხანს, რომ ვუყურო? ამათი დედა ვატირე.
დათუნა _ (ჩაფიქრებული) ამათი დედაც ვატირე.
პაუზა.
ვაჟა _ მეც მიპირებენ დროზე ადრე გაშვებას?
დათუნა _ (ძალიან სწრაფად პასუხობს) არ ვიცი!
პაუზა უსმენენ თითქმის მიმქრალ ხმაურებს.
ვაჟა _ ბედი მწყალობს, არა? იმედია, ცოტა ხანს კიდე დამტოვებენ, არა? სანამ ფეხ¬ზე კარგად დავდ¬გ¬ე-ბი, არა?
პაუზა.
ვაჟა _ ღმერთ ჩემო? (იცინის)
დათუნა _ რა იყო?
ვაჟა _ ის, ბოლო არ არის!
დათუნა _ ვინ, ის?
ვაჟა _ ის ვინც ახლა მიჰყავთ.
პაუზა.
დათუნა _ ეგეთია ცხოვრება. რაც შეეძლოთ გააკეთეს… მაგრამ, ყველაფერს ფული უნ¬და. წამ¬ლ¬ებს, ბი-ნტებს, მომსახურებას… ეს მათი სამუშაოა და ფულს აქედან იღებენ… მათაც ჰყავთ ოჯახე¬ბი, შვილები… რა ქნან? ყველაფერი ჩვენ შემოგვწირონ და თვითონ შიმშ¬ილით მოკვდნენ? ამიტომაც აკე¬თ¬ებენ ასეთ რამეებს.
ვაჟა _ ეგენიც, ხომ ხალხია. მათ გულის გარდა კუჭიც ააქვთ, არა? როცა კუჭს შია, გული არა¬ვის ახ-სოვს! რა ჭკვიანი ხარ!
დათუნა _ (დაბნეული) ჰოო, ახლა ეგრეა!
ვაჟა _ ეკლესიაში თუ დადიან?
დათუნა _ ეგენი? არა მარტო დადიან!
ვაჟა _ (დამცინავად) ჰოო, იქ მაინც თუ დადიან კარგია!
დათუნა _ ეკლესია და ისა… ცხოვრება სხვა რამეა. ხანდახან უნდა მოკლა, რომ დიდხანს აცოც¬ხ¬ლო… (სიგარეტს უკიდებს) ამერერიკაში მივდივარ… ძალიან მალე. თითქმის ორ კვირაში… როგორც იქნა დავიჭი¬რე ოქროს თევზი. იქიდან ფულს გამოგიგზავნი, ასე, რომ კიდე დავანახებთ ამათ ვინცა ვართ.
დათუნამ თქვა და ვაჟას გახედა, რომელსაც თითქოს არც კი გაუგონია რა თქვა მიასმა ძმამ. ვაჟა შეამ¬ჩ-ნევს მის მზერას და სევდიანი ღიმილით გახედავს. პაუზა.
ვაჟა _ არ მიდიხარ?
დათუნა _ (დაბნეული) სად?
ვაჟა _ რა ვიცი, საქმეზე… აქამდე სულ გარბოდი და ახლაც, წადი.
დათუნა _ ყველანაირი საქმე მოვათავე მაქვს. ასე, რომ შემიძლია მთელი დღე შენთან ერ¬¬თად ვი¬¬¬¬ყო!
პაუზა.
ვაჟა _ ვიცი რაღაცას მიმალავ.
დათუნა _ იცი? მაინც რა იცი? მაინც რას გიმალავ?
ვაჟა _ ყველაფერი დავინახე?
დათუნა _ რა დაინახე?
ვაჟა _ ის, როგორ გელაპარაკებოდა.
დათუნა _ მაინც როგორ მელაპარაკებოდა?
ვაჟა _ როგორც იმას ვისაც, რაღაც არასასიამოვნოს ეუბნებიან, მაგრამ ცდილობენ კეთი¬ლ¬შო¬ბილების იმიჯი შეინარჩუნონ. კიდე ფული მოგთხოვა?
დათუნა _ (თვითონ არ სჯერა თავის ნათქვამის) საიდან მოიტანე?! ტყუილია! ჩვენ უკვე ყველა¬ფე¬რი გა¬¬-სტუმრებული გვაქვს. თანაც კი¬დე რა და რაში უნდა გადავიხადოთ. ან დაგვრჩა, რო რამე?
ვაჟა _ თუ ყველაფერი გადახდილი გვაქვს, რით ვეღარ ძღება?
დათუნა _ ეგეთი ლაპარაკი არც კი ყოფილა.
ვაჟა _ აბა, როგორი ლაპარაკი იყო?
დათუნა _ (ცდილობს იხუმროს) ასე თქვა, ისეთი მაგარი ხარო. კეთილი. ინტელიგენტი. შენნა¬ირი სუ-ფთა ადამიანები იშვი¬ა¬თად თუ შეხვედრია… და ყავს გასათხოვარი, და…
ვაჟა _ (დამცინავად) თუ ცოლად არ მოვიყვანე აქედან გამაგდებს, არა?
დათუნა _ თუ შენ არ მოიყვან, მაშინ მე უნდა მოვიყვანო… სურათიც მანახა, მართალია ლა¬მაზი არაა, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ისაა, რომ ძმა ჰყავს საჭირო კაცი, აბა… ამერიკ¬ა¬ში კი მივდ¬ი-ვარ თან ვერ წავიყვან, მაგრამ შენ აქ არა ხარ? დაგიტოვებ, შენც მოგივლის და…
ვაჟა _ აბა, შენ იცი…
ორივე იცინის.
ვაჟა _ (მკვეთრად) სამკურნალო ციკლი ბოლომდე, რომ გავიარო მაინც რამდენის დამატებას ით¬¬¬¬¬ხ¬ო¬ვ¬ენ?
დათუნა _ (გაურკვევლად) ბევრი არაფრის. ამიხსნა, რომ მასაც აწვებიან… ეშინია თვითონ არ გა¬¬¬ა¬გ¬დონ. (დამცინავად) ძალიან თანაგვიგრძნობს, მაგრამ ისიც ადამიანია და მა¬საც ააქვს ვალდ¬ე¬ბუ¬ლებები და არა მარტო ვალდებულებები. მოვალეობებიც და დავალებებიც… ამოცანებიც…
ვაჟა _(ფიქრობს) ერთი წელი… სამას სმოცდახუთი დღე… რამდენი საათია წელიწადში? (ანგა¬რი¬შ¬ობს) 8760 საათია. აქედან თუ ძილის დროს გამოვაკლებ, ეს უნდა გავყო 6 საათზე…
დათუნა _ ერთი წელი თუ რაიმე სასწაული არ მოხდაო…
ვაჟა _ სასწაული რას ნიშნავს? რას? ესე იგი 8760 კიდე რამდენზე უნდა გავყო?
დგება და ვაჟას მხრებში კიდებს ხელს.
დათუნა _ ვაჟა… კარგი რა? კარგი რა?
პაუზა.
ვაჟა _ მაპატიე. ნერვების ბრალია ყველაფერი.
დათუნა _ (იღიმება) დამშვიდდი?
პაუზა. ვაჟაც იღიმება.
ვაჟა _ (ხუმრობს) ერთი წელი იმაზე მაინც მეყოფა, რომ მანანა… კარგად გავიცნო.
დათუნა _ გაცნობილი უკვე გყავს და სხვა რამეს, ხომ არ აპირებ?
ვაჟა _ (მრავალმნიშვნელოვნად) ეგ შენი საქმე არ არის…
დათუნა _ თუ რაიმეში დაგჭირდე, ხომ იცი…
ვაჟა _ (დამცინავად) რაში უნდა დამჭირდე ბიჭო? ჯერ ცოცხალი ვარ, ცოცხალი.
დათუნა _ ეგრე რა!
პაუზა.
ვაჟა _ (მომთხოვნი ტონით) რა უნდოდა იმას?
პაუზა.
დათუნა _ (ფრთხილად) შეიძლება ცოტა უცნაურად მოგეჩვენოს, მაგრამ… უნდა, რომ ჩვენც გა¬ვ¬¬ე¬წე¬რ-ოთ.
პაუზა.
ვაჟა _ (დაფიქრებული) გავეწერო.
ვაჟა შეხედავს ძმას და გაიღიმებს.
ვაჟა _ (ხალისიანად) გავეწეროთ, მერე. წავიდეთ სახლში და… მორჩა, იქ უფრო უკეთესად ვუმ¬კ¬უ¬¬რ¬ნა¬ლ¬¬¬-ებ ჩემს თავს. ამათი დედაც ვატირე. (პაუზა) ყოველ დილით ნელ-ნელა, მაგრამ მეც დავიწყებ ვარჯიშს… თუ საჭი¬რო იქნა იმ მონასტერშიც წავიდეთ… შენ ამერიკაში მიდიხარ და… არა უშავს მარ¬ტო წავ¬ალ… 8760 საათი კიდე არ არის ზღვარი…
დათუნა _ მართალი ხარ!
ვაჟა _ მანანასაც ვნახავ. ყველაფერს ვე¬ტყვი და¬საკარგი არაფერი მაქვს და აღარც გადავდებ ამ სა¬ქმ¬ეს… ისე როგორ გამოვიყურები? შეი¬ძლება ზედ არც კი შემომხედოს?
დათუნა _ (ფრთხილად) შემოგხედავს რომელია… შემოგხედავს და კიდეც…
ვაჟა _ შემომხედავს კიდეც და… კიდეც, რა?
პაუზა.
დათუნა _ (ფრთხილად) ნელ-ნელა წასასვლელად, ხომ არ მოვემზადოთ.
ვაჟა დგება და იწყებს ჩაცმას. დათუნა ფანჯარას აღებს და სიგარეტს უკიდებს.
ვაჟა _ (ხუმრობს) მაინც, რომელი ჯობია წასვლა თუ მის დაზე დაქორწინება?
დათუნა _ არ ვიცი.
პაუზა.
ვაჟა _ წასვლა ჯობია.
დათუნა _ ალბათ.
ვაჟა _ ალბათ?
პაუზა.
დათუნა _ აქ დარჩენაზე მეც არ დავთანხმდებოდი.
ვაჟა _ სად, აქ? აქ, თუ აქ, როგორც `აქ ამ ქვეყანაში~?
დათუნა _ რა მნიშვნელობა აქვს! (ხუმრობს) გააჩნია მანანას?
ვაჟა _ ჰოო, მანანა ჯობია.
პაუზა.
დათუნა _ მანანა ჯობია.
ვაჟა _ იცი რა ქალია? არ იცი. იმიტომ, რომ შენთვის უბრალოდ ქალია და მეტი არაფერი.
დათუნა _ რა შენთვის ქალი არ არის?
ვაჟა _ უბრალოდ ქალი არ არის. ნიუტონის ვაშლივითაა… ერთხელ დაგეცემა და დედამიწის მიზი¬დ¬უ¬ლ-ობისა კანონს მოგაფიქრებინებს. გაიგე?
დათუნა _ გავიგე.
პაუზა.
ვაჟა _ ეს ყველაფერი ავარიის გამო მომივიდა.
დათუნა _ სისულელეებს ნუ ლაპარაკობ.
ვაჟა _ (ლამის ტირის) ყველა დავღუპე. ყველა. ხე, რომ არ ყოფილიყო გადავრჩებოდით. პირდაპირ მი-ნდორზე გავარდებოდით და მორჩა. ახლა სხვანაირიად იქნებოდა ყველაფერი. დედა, მამა, ლეილა… ყველა ცოცხალი იქნებოდა… ყველა.
დათუნა _ (ამოიოხრებს) შენი ბრალი არ არის რაც მოხდა… სატვირთო მანქანის მძღოლის ბრალია.
ვაჟა _ (არც უსმენს) ლეილა ფეხმძიმედ იყო…
დათუნა _ ვიცი.
ვაჟა _ ერთი ნაკაწრიც კი არ მქონდა, ისინი, კი… ისინი, კი… არ მინდა ასეთი სიკვდილი. არ მინდა… სა¬იდან გაჩნდა ის ხე… იქ ხე არ უნდა მდგა¬რიყო…
დათუნა _ მაგიტომაც მოვჭერით. შენ კი მისგან საფლავის ჯვრები გამოთალე. მაინც რამდენი რამ გა-აკეთე იმ ხისგან?
ვაჟა _ ბევრი… ძალიან ბევრი ჯვარი… ფესვებიც კი გამოვიყენე…
დათუნა _ (გაკვირვებული) ფესვები არ მახსოვს.
ვაჟა _ ფესვებისგან ზღვა გამოვიდა, მანანას ვაჩუქე.
დათუნა _ (გაკვირვებული) როდის?
ვაჟა _ ერთხელ.
პაუზა.
ვაჟა _ ერთი წელი… გავესინჯები და მერე კიდევ რამდენ წელს ვიცოცხლებ… დიდხ¬ანს ვიც¬ო¬ცხლებ… ისე აღარ შემომხედავენ? ხომ იცი როგორ?
დათუნა _ ჰოო, სიბრალულით….
ვაჟა _ (განერვიულებული) არა, სიბრალულით არ გიყურებენ, ეს მანამდეა სანამ დიაგნოზს გაი¬გ¬ებენ… მერე ისე გი¬ყ¬ურე¬ბ¬ენ, როგორც მუზეუმის ექსპონატს, ან ზოოპარკის ცხოველს… გალიაში გა¬მ¬ომწყვდეულს… ამ სა¬შინელი სე¬ნ¬¬ის გალიაში.
დათუნა _ არავინ ეგრე არ გიყურებს… არასოდეს შემიმჩნევია.
ვაჟა _ იმიტომ, რომ შენ არ გიყურებენ…
დათუნა _ ისევ შენებურად დაიწყე?
ვაჟა _ ვამთავრებ! ასე, მანანას არასდროს არ შემოუხედავს.
პაუზა.
ვაჟა _ ესე იგი იმას არ გაუმართლა.
დათუნა _ ვის იმას?
ვაჟა _ ვინც ახლა ამათ გაწერეს, თუ გააგდეს!
დათუნა _ ხომ იცი ესენი როგორები გახდნენ. მაგათი ბრალიც არაა… ცხოვრებაა ას¬ეთი. გინდა იცოც¬ხ-ლო? ან ბევრი ფული უნდა გადაიხადო, ან…
ვაჟა _ ან უნდა გაეწერო, ასე გითხრა იმან?
პაუზა.
დათუნა _ უფრო დიპლომატიურად.
პაუზა.
ვაჟა _ ყველა ერთნაირი ვართ. ყველა ვცდილობთ ერთმანეთი გამოვიყენოთ. მე მინდა რაც შეიძ¬ლება იაფად გამოვჯანმრთელდე… ის, ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად მომიშოროს… შენ გინდა მალე წახვი¬დე ამერიკაში და იქ `გამდიდრდე~…
პაუზა.
დათუნა _ კიდევ არის რაღაც…
ვაჟა _ კიდევ რაღაც ყოფილა. მაინც, რა?
დათუნა _ მომიწია ფული სესხება.
ვაჟა _ აბა, ფული ყველაფერზე გვეყოო.
დათუნა _ სესხების მერე ყველაფერზე გვეყო.
ვაჟა _ მერე.
დათუნა _ ბინა გვაქვს ჩადებული.
ვაჟა _ საინტერესო ამბავია…
დათუნა _ ჰო…
ვაჟა _ რა უნდა ვქნათ?
დათუნა _ წავიდეთ.
ვაჟა _ სად?
დათუნა _ სახლში.
ვაჟა _ მერე?
დათუნა _ წავალ და რაღაც გამოჩნდება.
ვაჟა _ (ირონიულად) გამოჩნდება, აბა რა!
დათუნა _ გამოჩნდება… აუცილებლად გამოჩნდება.
ვაჟა ფეხზე დგება და მიდის ფანჯარასთან. შემდეგ მოუბრუნდება დათუნას და დიდხანს უყურ¬ებს თვა-ლებში. დათუნა თვალს აარიდებს.
დათუნა _ (საათს დახედავს) ოთხი საათია. ექვსისთვის სახლში ვიქნებით.
ვაჟა ხმას არ უღებს.
დათუნა _ ოთხი საათია.
ვაჟა _ რატომ გამიკეთა ასეთი რამ… არანაირი უფლება არ ჰქონდა ჩემთვის ასეთი რამ გაეკეთ¬ე¬ბ¬ინა. რისთვის დაჭირდა? (დათუნას) რისთვის?
დათუნა _ (ბუზღუნით) ახლა თუ გავედით ექვსისთვის სახლში ვიქნებით.
ვაჟა _ რატომ?
დათუნა _ ღმერთს უყვარხარ და იმიტომ.
ვაჟა _ (დამცინავად) შენც უყვარხარ. ალბათ იმიტომ ხარ ჩემი ძმა.
დათუნა _ ჩემდამი ძალიან დიდი სიყვარული აქვს. დღეს განსაკუთრებულად შევიგრძენი მისი სიყვარული.
ვაჟა _ (პირჯვარს იწერს) ვმკრეხელობთ.
დათუნა _ (პირჯვარს იწერს) ისეთ დროს ვცხოვრობთ ამას მკრეხელობა კი არა, დაბრძენება ჰქვია.
ვაჟა _ ვერავინ გამამტყუნებს. ვერავინ. ერთი ღარიბი მოქანდაკე ვარ. ჩემთვის სამყაროს საფუ¬ძ¬ველი ფორმებშია. არ ვუჭერ ჭანჭიკებს, არ ვასწავლი კანონებს, ვერ ვარჩენ ავადმყოფობებს… მაგ¬რამ არც მიწა¬ზე დავდივარ და არც ცაში დავფრინავ. სადღაც შუაში ვარ გამოკიდებული. ჩემი იარ¬აღია ფორმა, რომელ¬საც ვაძლევ შინაარსს… მაგრამ საკმარისია გალიაში გამომწყვდეული ცხოველ¬ივით დამიწყონ ყურება და ყველაფერი მთავრდება. იმიტომ, რომ მიწაზე ვეშვები და რაკი აქ ჩემი ადგილი არაა, გალიაში ვხვდები.
დათუნა _ არც ისე ადვილია ძმაო შენი დამარცხება. ნახე, როგორ უტირო ყველაფერს ყოფა. ჩვენ ამათ ყველას ცხვირიდან ძმარს ვადენთ.
ძმები გადაეხვევიან ერთმანეთს.
ვაჟა _ ეს მეტჯერ აღარ განმეორდება. არასოდეს. არასოდეს… ხომ მართალი ვარ?
დათუნა _ ალბათ.
პაუზა.
ვაჟა _ აქ სხვანაირი შეგრძნებები აღმოვაჩინე… იმ დროს როცა ძალიან ცუდად ვარ, როცა ყვე¬ლ¬ა¬ზე მე¬-ტად მტკივა. როცა ყველაზე მეტად ვგრძნობ დამცირებას. სწო¬¬¬რედ ამ დროს, თავი არ უნდა გეცოდე¬ბო¬დეს. როცა არ გეცოდება და არც გწყინს ასე უფრო ადვილია ცხო¬ვრ¬ება…
დათუნა _ ჰოო, ალბათ.
ვაჟა _ არის მომენტები, როცა რაღაცას ისე არ აკეთებ როგორც საჭიროა… იწყებ ბოდიშების მოხდას, დავიბენი, ფიქრებმა გამიტაცეს… შემეშალა… შენ კი გეუბნებიან :`შენ ძმაო ძალიან ავად ხარ.~ შენ კი არ გინდა ასე იფიქრონ. თავ¬ის მართლებას იწყებ :` არ ვარ ავად. არაფერი მტკივა!~ ლაპარაკობ, ლაპარაკობ და უცებ ხვდები, რომ მართლაც ავადმყოფივით იქცევი. ანუ რაც უფრო მეტს ლაპარაკობ, მით უფრო გა¬ვხარ მომაკვდავს. ეს კა¬რგად გესმის, მაგრამ ვერაფერს აკეთებ. `კვდები აბა რა!~_ გეუბნებიან ისინი, შენც ვეღარაფ¬ერს ამბობ, ხელს ჩაიქნევ და ეგუები… ვერც ვერავისზე ბრაზდები, იმიტომ, რომ მართლაც მომავ¬კვ-დავივით იქცევი…
დათუნა _ ჰოო, ალბათ.
ვაჟა _ (განერვიულებული) ამას ყველაფერს იმიტომ გეუბნები, რომ არ ვიცი იმის მიზეზი, თუ რა¬¬ტომ ვლაპარაკობ ასე და საერთოდ რატომ ვლაპარაკობ იმას რასაც ვლაპარაკობ. თითქოს მიზ¬ეზ¬ები ბევრია, მაგრამ საკმარისია თუ¬¬¬ნდაც ეს. მთავარი… ჩემი ავადმყოფობა დავასახელო, მაშინვე ვხვდები, რომ მოსასმე¬ნი არაფერია… (დამცინავად) მაგრამ იძულებული ხარ მისმინო, იმიტომ, რომ ძმა ხარ და რანაირადაც არ უნდა მიყვარდე-გიყვარდე, მძულდე თუ გძულდე ჩემს ლა¬¬¬პარაკს ვერსად გაექცევი… შენც ისე მიყურებ, რო¬გორც სხვები.
დათუნა _ რა გინდა, რომ ვქნა?
ვაჟა _ (ყვირის) გეყოფა?
დათუნა _ რა მეყოფა?
ვაჟა _ (ყვირის) საცოდავი არ ვარ, გაიგე! ნუ მაზიზღებ საკუთარ თავს!
დათუნა _ რა გინდა? ვიცეკვო? ვიმღერო, თუ ვიცინო?
ვაჟა _ ანეგდოტი მომიყევი!
პაუზა.
დათუნა _ არ ვარ მაგის ხასიათზე.
პაუზა.
დათუნა _ შანსები გამიჩნდა! (მწარედ იცინის) ამერიკაში მივდივარ!
ვაჟა _ (ინტერესით) ვინმე ღვთისნიერი სპონსორი იპოვნე!
დათუნა _ ასე, რატომ მეკითხები?
ვაჟა _ როგორ ასე?
დათუნა _ დამცინავად?
ვაჟა _ არა დათუნა არ დაგცინი. არ დაგცინი. (მუხლებზე ცდილობს დადგეს) თუ რაღაც ფულია საჭ-ირო დამეხმარე. ცოტა დიდ ხანს მინდა ვიცოცხლო. არ მინდა ასე სიკვდილი. რაც გადანახული გაქვს, თუ რაც უნდა მოგცეს იმან. ამათ მიეცი, არ გამაგდონ და ყველაფერს მერე გაგისტუმრებ. ხომ იცი, დღე და ღამეს გავასწორებ და სუცილებლად დაგიბრუნებ. უახლოეს დროში დაგიბრუნებ…
დათუნა არ აძლევს მუხლებზე დადგომის საშუალებას და ისე გამოდის, რომ თვითონ აღმოჩნდება მუხლებზე.
დათუნა _ იმ ფულით ვერ დაგეხმარები. იმ ფულით დახმარება არ შეიძლება. ის სხვანაირი ფულია. ვერ აგიხსნი. ის ფული… ის ფული ჩემი არასოდეს გახდება. გამიგე რა?
პაუზა. ვაჟა ცივად ჯდება საწოლზე. დადათუნა ფხზე დგება.
ვაჟა _ გადაყოლილი ვიყავი შენზე, არაფერს გაკლებდი. მადლობის მაგივრად ერთი წელი მაქვს. ერ¬თი საცოდავი წელი, და შეიძლება არც კი… შენ კი ყველაფრის სანაცვლოდ… ამერიკაში მიემგზავრები… თან ისეთი საცოდავი და სასაცილო ხარ…
დათუნა _ (თავს ძლივს იკავებს) როგორი ვარ?
ვაჟა _ საცოდავი და სასაცილო ხარ!
დათუნა _ (ისტერიკაში ვარდება) საცოდავი და სასაცილო ვარ?… თუ კვდები, მოკვდი შენი და ყველა დაგვასვენე! გაიგე? აღარ შემიძლია შენი ლა¬ჩ¬რობის ატ¬ანა… მიიღე რა ყველაფერი ისე, რო¬გ¬ორც არის. სხვა-ნაირად არ იქნება. მორჩა. არ გინდა, ნუ გინდა ვერ მოიგებ. გაიგე. მე, რას მთხოვ? რაში მადანაშაუ¬ლებ? რა გინდა ჩემგან? თანაგრძნობა? სიძულვილი? გინდა შენთან ერთად ვიტანჯე¬ბ¬ო¬დე? ჩემი სატანჯვე¬ლი მეყოფა. თუ გინდა შენთან ერთად მოვკვდე?… არ მოვკ¬ვდები. გა¬იგეთ? წადი შენი. წადი, შენი და შენი ამაგისაც?! თუ არ გინდა არც შენ მოკვდები. თუ გინდა და… წადი შენი.
ხანგრძლივი პაუზა. ვაჟა ორ ბანანს იღებს და ფცქვნის ერთს დათუნას აწვდის. ორივე უხმოდ ჭამს. ერთ მომენტში ისინი ერთმანეთს გახედავენ და უნებლიედ იწყებენ სიცილს.
ვაჟა _ შიმპანზეები ვართ და მეტი არაფერი.
დათუნა მაიმუნივით იქცევა და ხმებს გამოსცემს, მას მეტნაკლებად ვაჟაც ბაძავს. ასე გრძელდ¬ება რა¬ღაც პერიოდი მანამ სანამ ხილს მიირთმევენ.
ვაჟა _ კარგი იქნებოდა მანანასთან სერიოზული დალაპარაკება ცოტა ადრე, რომ გადამეწყვი¬ტა… ახ¬ლა, რომც დაველაპარაკო იფიქრებს, რომ მომვლელი მჭირდება და…
დათუნა _ გინდა დაველაპარაკები?
ვაჟა _ რას ეტყვი?
დათუნა _ რასაც გინდა.
პაუზა. დათუნა მიდის ხელს კიდებს ძმას წაოსაყენებლად.
ვაჟა _ (ნერვიულად) ხელი არ მომკიდო.
დათუნა _ მოკლედ, მომბეზრდა, რა? კიდე იწუწუნებ, თუ წამოხვალ სახლში?
ვაჟა _ არსად არ მოვდივარ!
დათუნა _ რა უნდა გელაპარაკო, სულელი ხარ და მეტი არაფერი!
დათუნა გასვლას აპირებს.
ვაჟა _ მიდიხარ?
დათუნა _ აბა, რა ვქნა? წამოხვალ? წაგიყვან! არ წამოხვალ? იყავი, აქ! ძალით ხომ არ წაგათ¬რევ!
ვაჟა _ მართალია, ძალით ვერსად ვერ წამათრევ. წადი!
დათუნა _ ჰოდა წავალ!
ვაჟა _ ჰოდა წადი!
დათუნა _ მოვწევ სიგარეტს და წავალ! არა, ბიჭო…
პაუზა.
დათუნა _ ამას გონია მე იმათ მხარეზე ვარ… შენს მხარეზე ვარ, მაგრამ რა ვქნათ? უნდა წავი¬დ¬ეთ. აქ მეტს ვეღარ ვიქნებით… შენ კი არა, ცოცხალი არავინ დარჩება… ნუ გაახურა საქმე? ხან ის¬აო, ხან ესაო… არ გამოვა ძმაო… გვითხრეს წადითო. უნდა წავიდეთ… დარჩენა არაფრით არ გამოვა… დავწყნარდეთ. მივი¬დ¬ეთ, მადლობა გადავუხადოთ, გავუცინოთ და წავიდეთ!… გინდა? აბა, რა გინდა? ჩვენც ასე წივილ-კივილით გაგვყარონ აქედან? ამათი დედაც… საკუთარი თავი არ უნდა შეიცოდო და უფრო მაგარი იქნებიო. კაი, კ¬აი სიტყვ¬ებს კი ამბობ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მოვა რას ემგვა¬ნები? არ შემიცოდოთ, თორემ შემ¬ზიზ¬ღდე¬ბითო რომ წუწუნებ, გგონია ვინმეს უფრო მოეწონები?… ჩვენს მდგო¬მარეო¬ბა¬ში სიმართლე იცი რა არის ძმა¬ო? ამის დედაც… ამათი დედაც, იმიტომ, რომ ამ¬აზე უკეთესი სიცოცხლის ღირსები ვერ გავხდით და ამიტომ ჩვე-ნი დედაც…
პაუზა.
ვაჟა _ მართალი ხარ. დავმშვიდდეთ… დავწყნარდეთ. მივიდეთ, მადლობა გადავუხადოთ, გავუც¬ინოთ და წავიდეთ! სინამდვილეში კი ამათი დედაც…
დათუნა _ ჰოდა ეგრე, რა. გავალ იმას დავუძახებ.
დათუნა ძმას ეხვევა და სწრაფად გადის ოთახიდან.
ვაჟა _ ერთი წელი… მხოლოდ ერთი წელი.
ვაჟა საწოლზე ჯდება უეცრად ბალიშზე ბუმბულ¬ის ამჩნევს, იღებს და სულს უბერავს ბუმბული მიფ¬რი-ნავს. ამ დროს ოთახს თითქოს დიდი ფრინველი გა¬დაუფრენს. ისმის მუსიკა.
ჩაბნელება

უმცროსი ძმა
მანანა

დათუნა — ახალგაზრდა ბიჭი, ოციოდე წლის.
მანანა — ოცდათხუთმეტამდე წლის სიმპატიური ქალი.
დათუნა სასტუმრო ოთახშია, ის სწრაფად იცვამს ფეხსაცმელებს და წასვლას აპირებს., საზარე¬უ¬ლ¬ო¬დან ისმის მანანას ხმა.
მანანა — ეს საოცრება იყო… ვერ წარმოიდგენ, როგორი ბედნიერი ვარ… თავს ისევ პატარა გოგონად ვგრძნობ… მაგარი იყო… ძალიან კარგი ვინმე ხარ… გაგეცინება, მაგრამ მინდა მად¬ლობა უნდა გადა¬გ¬იხადო.
შემოდის სიფრიფანა ხალათში გამოწყობილი მანანა. დათუნა მას მობილურით სურათს უღებს.
მანანა — უკვე იმდენი გადამიღე, რომ თავი ტოპ-მოდელი მგონია! რად გინდა?
დათუნა — (ხუმრობით) უნდა დაგაშანტაჟო.
ორივე იცინის. დათუნა პერანგს იცვამს. მანანას გაუკვირდე¬ბა.
მანანა — რას აკეთებ საყვარელო? ჯერ ადრეა… გთხოვ… (საწოლისაკენ ეპატიჟება)
დათუნა — ხომ მოვილაპარაკეთ?..
მანანა — მოვილაპარაკეთ, რომ ერთად ვისაუზმებდით…
დათუნა — კი, მაგრამ მეჩქარება და… ასე, რომ…
მანანა — არა! ჩვენ მხოლოდ საუზმეზე კი არ შევთანხმდით. არამედ იმაზე, რომ მთელ დილ¬ას ერ¬თად გავატარებდით… შესაძლებელია დღესაც და ღამესაც.
დათუნა — აუცილებლად უნდა ვიყო სახლში. თუ ღამით არ მივალ დილით მაინც უნდა ვიყო სა¬ხლ¬ში, ასე ვარ ჩემს ძმასთან მოლაპარაკებული.
მანანა — (საათს გახედავს) კიდევ გვაქვს დრო. ისიამოვნე და მასიამოვნე, ძალიან გთხოვ, ცოტა ხანს კიდევ დარჩი!
დათუნა — კარგი! ცოტა ხანს კიდევ დავრჩები… (ჯდება მაგიდასთან)
მანანა — დიდი მადლობა. (თავზე მოეფერება) შეიძლება ეს უჩვეულოდ მოგეჩვენოს, მაგრამ ეს იყო ჩემთვის საოცარი საჩუქარი… ასეთი ღამე დიდი ხანია არ გამიტარებია.
დათუნა — აზვიადებ. ხშირად გვეჩვენება, რომ ნეტარების მწვერვალზე ვართ და რომ ეს არასოდეს გა¬ნ-მეორდება, მაგრამ…
მანანა — ადრე ყოფილხარ `ნეტარების მწვერვალზე~?
დათუნა — ვყოფილვარ.
მანანა — (ინტერესით) მომიყევი! რა ადრე გქონდა, ასეთი `უცნაური~ თავგადასავალი? რომლის შემდეგაც სხვანაირად დაუწყე სამყაროს ყურება? გეგონა, ასეთი რამ არასოდეს მოხდებოდა, მერე კი…
დათუნა — ჩემი კლასელი გოგონა, სახელს არა აქვს მნიშვნელობა… ჩვენ ისე გვიყვარდა ერთმანეთი, რომ… ყველაფერი ისეთი საოცარი გვქონდა… განსაკუთრებით ერთი დღე.
მანანა — დღე?
დათუნა — ჰოო, დღე! იმ დღის შესახებ ჩემს ძმასაც მოვუყევი.
მანანა — მერე რაო ძმამ?
დათუნა — კარგი რჩევა მომცა.
მანანა — რჩევა?
დათუნა — კარგი იქნებოდა ეს არ ჩაგედინათო, მაგრამ რაკი უკვე ქენით…
მანანა — სწორი უთქვამს, კარგი იქნებოდა იმ გოგოსათვის ეს არ გაგეკეთებია…
დათუნა — (ირონიულად) რატომ? გგონია, შევაცდინე? რა უცნაურები ხართ ეს უფროსები?
მანანა — იმ ღამის მერე შენსა და იმ გოგონას შორის… რამე შეიცვალა?
დათუნა — აღარ მახსოვს… იყო რაღაც და აღარ არის, დრო მიდის… ახალი შეგრძნებები მოვიდნენ… ახალი ვნებები…
მანანა — სანამ ერთად ვიქნებოდით, თქვი, რომ ეს ღამე… ჩვენი შეხვედრა… ყველაზე რომანტი¬უ¬ლი და სასიამოვნოაო…
პაუზა.
დათუნა — ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ…
პაუზა.
მანანა — არ მომატყუო! ძალიან გთხოვ… არ მომატყუო…
დათუნა იცინის.
მანანა — რა გაცინებს?
დათუნა — ჩემს ძმასავით ლაპარაკობ!
პაუზა.
დათუნა — მართლაც საოცარი იყო… ასეთ რამეს არ მოველოდი… ეს სულ სხვა რამ გამოდგა ვიდრე მეგონა და ძალიან ბედნიერი ვარ…
მანანა — (ოდნავი უნდობლობით) ძალიან კარგი… ვერ წარმოიდგენ სხვანაირად რომ ყოფილი¬ყო, როგორ მატკენდი გულს… მადლობთ, მადლობთ… დიდი მადლობა.
დათუნა — (დამცინავად) კარგი რა? ასე ნუ ინერვიულებ… არაფერი მოგივიდეს… შენ ძალიან მჭირდე-ბი…
მანანა — (იცინის) არაფერი მომივა! მაინც რატომ იყო ეს ღამე ასეთი საოცარი? მითხარი, შენ ხომ იცი პასუხი?
დათუნა — იმიტომ, რომ მოულოდნელი იყო… იმიტომ, რომ ორივემ რაღაც ახალი აღმოვაჩინ¬ეთ.
მანანა — შენც მართლა ასე გგონია, თუ ხუმრობ?… როგორ ამბობთ, ხომ არ მეკაიფე¬ბი?
დათუნა — (ამთქნარებს) არა.
პაუზა.
მანანა — რატომ არ დამცინი? რა არ ვიმსახურებ? ახლა, რაც უფრო გააბაიბურებ ვინმეს მით უფრო მაგარი იქნები… მაგრამ… არა, ნუ მისმენ… სისულელეებს ვლაპარაკობ… მაპატიე. ბედნიე¬რი ვარ. დიდი ხანია არ ვყოფილვარ, ახლა ვარ და ვერანაირი სისულელე ვერ დამიმძიმებს ამ აზრს.
დათუნა — ვერანაირი?
მანანა — ვერენაირი.
დათუნა — (ნელა, სიტყვებს ეძებს და ისე ამბობს) ვფიქრობ, რომ… ალბათ, ეს შენ შეურაწხყ¬ო¬ფ¬¬¬ას არ მო¬¬გაყენებს… რაღაც მოხდა… ერთ მომენტში, თითქოს უკან დავბრუნდი, აი იმ დროს, როცა პირველად გნა¬ხე სკოლიდან მომავალმა. შენი სახლის სახურავზე ავძვერით და იქ დაგინახეთ… მზის აბაზანებს იღებდი. თბილი, იდუმალი. არც კი შეგრცხვა… ან და რა იყო სასირცხვილო, მზეს ეფიცხებოდი მეტი ხომ არაფერი. გადმოგვხედე ბავშვებს და გვითხარი… მზე კარგიაო. რაღაც ისეთი, შეგრძნ¬ე¬ბა გვქონდა…
მანანა — დამცინი? გინდა თქვა, რომ ჩემთან ყოფნამ შენ სკოლის წლები გაგახსენა?
დათუნა — აი, ხომ ხედავ გეწყინა.
მანანა — ეს ყველას ეწყინებოდა. ყველას… მეტჯერ ასეთი რამის თქმა აღარ გაბედო…
დათუნა — ვერ გამიგე… ჩემი სიტყვები მხოლოდ იმას ნიშნავდნენ, რომ ერთად ყოფნამ რაღაც სუფთა და ნათელი გამახსენა…
მანანა — (იცინის) არ ვიცოდი, ორგაზმს ახლა თუ ასე ჰქვია.
დათუნა — ვერ გამიგე…
მანანა ხმამაღლა იცინის.
დათუნა — შენ იცი ის რაც უნდა კაცს… ეს ძალიან კარგად იცი… იმდენად კა¬¬¬¬რგ¬ად, რომ ამის მხო¬ლოდ ასე ახსნა თუ შემიძლია… კაცზე კარგად იცი, უფრო სწორად რომ ვთქვათ ჩემზე კარგად…
მანანა — მართლა?
დათუნა — ჰო, მართლა…
მანანა — ამიტომ გარბიხარ?
დათუნა — იცი, რატომაც გავრბივარ!
მანანა — (იმეორებს) იმდენად კა¬რგ¬ად, რომ მხოლოდ ასე ახსნა შემიძლია…
დათუნა — ჩემზე კარგად იცი, რა მინდა…
მანანა — ესე იგი ჩემი დახმარებით რაღაც ახალი შეიძინე… უფრო გამოცდილი გახდი, არა…
დათუნა — დამცინი? დამცინი. შენი ნებაა. უფროსი ხარ… გგონია თა¬ვი დაიმცირე უმცროსთან? მაინც რამდენი წლის ხარ?
მანანა — შენზე უფროსი ვარ! ეს საკმარისია!
დათუნა — ოცდაათი წლის მაინც იქნები? მართალი ვარ? მომწონს ისეთი ქალები, რომლებიც წლოვა-ნ¬ე¬ბას არ მალავენ! მაინც რა¬მდ¬ენი წლი¬სა ხარ?
მანანა — რა მნიშვნელობა აქვს. რაკი ახლა შენთან ერთად ვარ, ესე იგი შენზე პატარა თუ არა, შენი ტოლი მაინც ვიქნები… ქალწული ვარ!
დათუნა — (იხსენებს) სექტემბერში დაიბადე… ჩემზე ათი-თხუთმეტი წლით ხარ უფროსი… ალბათ ჩემი ძმის ტოლი ხარ… მანანა, ჩემ ძმას ხომ იცნობ?
მანანა — (ცდილობს სხვა რამეზე გადაიტანოს საუბარი) რა უცნაურად შევხვდით არა ერთმა¬ნ¬ეთს. ა¬ხ-ალი სამსახურიდან ვბრუნდებოდი, ღამით და შემეფეთე… შემეფეთე… ჯერ ქურდი მეგო¬ნე, მერე ქუდი მო-იხადე გაიცინე, დამელაპარაკე… მერე გადამეხვიე და… რა სულელურად მოხდა ყველა¬ფ¬ერი… უცებ და სუ¬ლ¬¬ე-ლურად… მეტჯერ ასეთი რამის გაკეთება აღარ გაბედო… ახლა კი, წადი!
დათუნა იბნევა.
დათუნა — რა მოგივიდა? ასე უცებ რატომ შეიცვალე? მეტჯერ ასეთი რამის გაკეთება აღარ გავედო… რატომ?
მანანა — ცხოვრება ჯოჯოხეთია, მხოლოდ გრძნობები გვატყუებენ ხანდახან და სამოთხედ გვა¬¬¬ჩვენე¬ბენ მას!
დათუნა — მაინც რამდენი წლის ხარ?
მანანა — დაითვალე…
მანანა მაგიდაზე ოცდათოთხმეტჯერ აკაკუნებს.
დათუნა — ოცდაცამეტი, ოცდათოთხმეტი.
მანანა — ოცდათოთხმეტი.
დათუნა — მართლა ჩემი ძმის ტოლი ყოფილხარ!.. მანანა, ვაჟას ჩემ ძმა ყოველთვის ძალიან მო¬¬სწონ¬დი და ახლაც მოსწ¬ო¬ნხარ… მაგისნაირი ქალი კაცს გააბედნიერებსო! სამწუხაროა, რომ ქვრი¬ვიაო… ჩემს¬ავ¬ითო… შეიძლე¬ბა კარგიცაა, ქვრივი რომ არიო…
მანანა — ჩემნაირი ქალი კაცს გააბედნიერებს! სამწუხაროა, რომ ქვრივი ვარ… მისთვის შეიძლება კა¬რ-გი¬ცაა, რომ ქვრივი ვარ…
დათუნა — არა, მისთვის კი არა საერთოდ კაცებისთვის!
მანანა — ჩემნაირი ქალი კაცს გააბედნიერებს! შენც თვლი ასე?
დათუნა — კი.
მანანა — რატომ?
დათუნა — არ ვიცი… ჩემმა ძმამ თქვა და იმიტომ… თუმცა უკვე გითხარი და ჩემი ნათქვამი არც ისე მო¬გეწონა…
მანანა — (დამცინავად) გამახარე! კიდევ მომიყევი რაიმე შენს უცნაური ძმაზე… მითხარი რაიმე… ისევ შე¬ნი სიტყვებით…
პაუზა.
დათუნა — არ გაბრაზდები?
მანანა — არა!
დათუნა — შეიძლება სიგარეტს მოვუკიდო?
მანანა — მეც მომაწევინე!
ორივე სიგარეტს უკიდებს. ისინი ცოტა ხანს უხმოდ ეწევიან.
მანანა — სიჩუმეში ანგელოზმა გაიფრინა!
დათუნა — არის რამოდენიმე რაღაც რაც აქამდე არ მეგონა, რომ სინამდვილეში არსებობდა!
მანანა — რა?
პაუზა.
დათუნა — (ბრაზდება) რატომ გინდა, რომ ყველაფერი სიტყვებად აქციო? იმდენი სწორი სიტყვა, ჯერ არ ვიცი… ის რაც ვიცი, საშინლად სულელური და სასაცილო გამომდის…
მანანა — (ხუმრობს) პირობას გაძლევ, შენი სიტყვების იქეთ დავინახავ იმას, რასაც სინამდვილეში ფი¬-ქრობ…
დათუნა — როგორც ჩემი ძმა ამბობს, კაცმა ბევრი არ უნდა ილაპარაკოს…
მანანა — მაშინ დამიწერე?
დათუნა — არ მეხერხება.
მანანა — მაშინ დააკაკუნე…
დათუნა — პატარა ბავშვივით იქცევი…
მანანა — ვიქცევი. მერე რა? მიდი, ნუ გრცხვენია…
დათუნა — კარგი…
დათუნა ჯერ ფრთხილად აკაკუნებს, მერე ეს კაკუნი უფრო აქტიური ხდება, ბოლოს ის დევიდ ვრუ¬ბე¬კის `მარადიულ მოძრაობაში~ გადადის. ამ რითმზე მამანა ცეკვავს. მას დათუნაც აჰყვება.
დათუნა — მოგწონს?
მანანა — (იცინის) მაგარია… ძაან მაგარი… დიდი მადლობა! მადლობა! შენც, ხომ მოგწონს! არა და სა¬-დ¬ღაც გეჩქარებოდა… არ გინდოდა ჩემთან ერთად დარჩენა.
დათუნა წყვეტყს ცეკვას.
დათუნა — ხომ მოვილაპარაკეთ.
მანანა — არაფერზე არ მოვლაპარაკებულვართ! ყველაფერი სპონტანურად მოხდა!
დათუნა — უნდა წავიდე.
მანანა — გინდა, შენ ძმას ვთხოვ?
დათუნა — რას თხოვ?
მანანა — ინგლისურში მოგამზადებ! დღეიდან დავიწყოთ და მთელი დღე ჩემთან იქნები! დაგვი¬ჯ¬ე¬რ¬ებს!
დათუნა — დაგვიჯერებს, ყველაფერს დაგიჯერებს! განსაკუთრებით შენ დაგიჯერებს და ცუდს არაფ¬ერს იფიქრებს… ის, სხვანაირი კაცია!
მანანა — მართალი ხარ! შენი ძმა სხვანაირი კაცია! არაამქვეყნიური!.. თან მოვწონვარ კიდ¬ეც…
დათუნა — მოსწონდი და მოსწონხარ! ჩვენ კი…
მანანა — მას მოვწონვარ, მისი უმცროსი ძმა კი აქტიურობს!
დათუნა — იცი, როგორ მოსწონხარ! სახლში ყოველთვის ყვება, როდის გნახა, რა გეცვა, რას ამბობ¬დი… როგორ გამოიყურებოდი… საით წახვედი… იცი, როდის დაიწყო შენზე ლაპარაკი?
მანანა — როდის?
დათუნა — როცა ხის ფესვებისაგან გაკეთებული ზღვა, მოგეწონა. ისე მოგეწონა, რომ ადგა და ეგ¬რევე გაჩუქა… ასე გითქვამს: არასოდეს მეგონა, თუ თქვენნაირი ჯენტლმენები კიდევ არსებო¬ბ¬დნ¬ენო… და რომ ყოველი ქალი მისნაირი ადამიანთან ცხოვრებაზე უნდა ოცნებობდესო!
მანანა — (იხსენებს) ფესვების ზღვა… ჰო, უცნაური ზღვა იყო. თითქოს მართლაც ღელავდა… ისე, უფრო გველებს გავდა, ვერ ვიტან გვე¬ლებს… (დათუნას) მაგრამ საოცარი საჩუქარი იყო!
დათუნა — შეგიძლია მანახო. არ მინახავს და ძალიან მაინტერესებს, როგორი გამოუვიდა.
პაუზა.
მანანა — არ შემიძლია. მგონი, ქურდებმა მომპარეს სხვა რაღაცეებთან ერთად, თუ ვიღაცას ვაჩუქე აღ-არ მახსოვს…
პაუზა.
დათუნა — ასე დაიპყარი ჩემი ძმის გული.
მანანა — ასე დავიპყარი სხვანაირი კაცის გული!
დათუნა — სხვანაირი კაცის გული!
პაუზა.
დათუნა — იცი, მალე ამერიკაში მივდივარ! დიდ ხნით! ჩემი ძმა კი მა¬¬რ¬ტო დარჩება… იცი, რომ ავად¬მყ-ო¬ფია… მკურნალობა სჭირდება… წამლები და უამრავი რამ… ამ¬იტომ მივდივარ… ვიცი ძალიან ნერვიუ¬ლ¬ობს, მაგრამ არ იმჩნევს… არ მინდა მისი მარტო დატ¬ო¬ვება… არა და უნდა წავიდე…
მანანა — ამერიკაში მიდიხარ? სამუშაოდ?
დათუნა — ჰოო!
მანანა — გილოცავ!
დათუნა — კარგი იქნებოდა, რომ…
მანანა — რა იქნებოდა კარგი?
ხანგრძლივი პაუზა. დათუნა სიგარეტს უკიდებს.
დათუნა — კარგი იქნებოდა შენ და ჩემი ძმა, რომ… ერთმანეთს… ორივე მარტო ხართ, თან მას მოსწო¬ნ-ხარ… შენც თქვი, რომ ყოველი ქალი მისნაირი ადამიანთან ცხოვრებაზე უნდა ოცნებობდე¬სო… ხომ გამიგე რისი თქმა მი¬ნდა…
მანანა — რაა?
დათუნა — (ფრთხილად) მინდა ერთმანეთი გაგირიგოთ რა…
მანანა სილას აწნის დათუნას. დათუნა ფეხზე წამოდგება, მაგრამ ისევ უკან ჯდება. მანანა მო¬ც¬ე¬ლ¬ი-ლივით ეცემა და ტირილს იწყებს.
დათუნა — ესეც ასე!
მანანა — შენ მართალი ხარ! ყველაფერი ის, რაც ღამით მოხდა სისულელეა და მეტი არაფე¬რი! მე კი სენტიმენტალური და რომანტიული ვხდები, ეს სიბერის ნიშანია!
დათუნა — კარგი რა მანანა.
მანანა — წადი! წადი აქ არასოდეს მოხვიდე… თუმცა ისედაც მიემგზავრები. იმედია, ვეღარასოდეს გნა¬-ხ¬ავ…
დათუნა — რა სისულელეებს ლაპარაკობ! მნახავ კიდეც და დამელაპარაკები კიდეც!
მანანა — გნახავ და დაგელაპარაკები… (ტირის) მხოლოდ ეს ლაპარაკი და ეს ნახვა აღარ იქნ¬ე¬ბა ის-ეთი, გუშინ და დღეს, რომ იყო!
დათუნა — თავს ნუ იმცირები ძალიან გთხოვ! მორჩი ტირილს! ცოტა სხვანაირი ქალი მეგონე! როგორ იქცევი? რა მოხდა ასეთი საოცარი, ღამით! უბრალოდ ორი ადამიანი ერთად იყვნენე და ისი¬ა¬მოვნეს! ასეთი რამ მილიონჯერ ხდება! სიამოვნებააა, რა… მხოლოდ და მხოლოდ ორი მოშიებული, ან მო¬წყურებული ადა¬მ-იანის დაკმაყოფილება, მეტი არაფერი!
მანანა — ცხოველი ყოფილხარ!
დათუნა — რატომ? იმიტომ, რომ ჟიმაობას სიამოვნებას ვეძახი? თუ სიამოვნებას სიყვარულს არ ვე¬ძა¬ხი და იმიტომ? რა სისუ¬ლ¬ე¬ლეებს ბოდავ, რომ იცოდე? მხოლოდ მოძრაობაზე ვლაპარაკობდი, მეტზე არაფ¬ე¬რზე… ქარი როცა უბერ¬ავს, რა არ ვამბ¬ობთ, რომ უბერავს? სიარულს სიარულს არ ვეძახით? ლაპარ¬აკს ლა¬პარაკი არ ჰქვია?.. დამიჯე¬რე შენთვის ცუდი არაფერი მითქვამს, შენს პიროვნებას არ შევხებ¬ი¬ვარ, მხო¬ლ¬ოდ… მხოლოდ კარგი მინდა შენთვის და ჩემი ძმისთვის… მე¬ტი არაფერი…
მანანა — (იცინის) კარგი გინდა ჩემთვის და შენი ძმისთვის?!
დათუნა — რა მერე?
მანანა — მაგიჟებ!
დათუნა — ნუ აზვიადებ! ვთქვათ, არაფერი გითხარი. რა მოხდებოდა მერე? დავიწყებდი შენთ¬ან სიარ-ულს. ბოლოს და ბო¬ლოს ამის შესახებ ყველა გაიგებდა და სასაცილო ვინ გახდებოდა? შენ, შენ და მეტი არავინ. ჩემი ძმა კი უფრო მალე მოკვდებოდა! დამიჯერე რასაც გეუბნები, გეუბნები იმ¬იტომ, რომ მართლა კარგი მინდა ორ¬ივესთვის!
მანანა — იმისათვის, რომ შენს ძმას დავაახლოვებულიყავი რა საჭირო იყო ამის გაკეთება?
დათუნა — იმიტომ, რომ შენ გინდოდა ეს!
მანანა — რა მინდოდა?
დათუნა — (დამცინავად) პირდაპირ ვთქვა, რა გინდოდა?
მანანა — (იცინის) არა, არ არის საჭირო! არ არის საჭირო!
პაუზა.
დათუნა — საოცარი ქალი ხარ! ძალიან მაგარი ქალი ხარ! მართლა ძალიან მიყვარხარ!
მანანა — გეყო!.. ესე იგი ჩემთან იმიტომ დაწექი, რომ შენს ძმას მოვუარო. უარი თუ ვთქვი და¬მაშან¬ტ¬ა-ჟებ და ყველგან იტყვი, როგორ გამჟიმე, არა? მობილურზე, სუ¬რა¬თებს იმიტომაც მიღებდი, საჭირო მომენ¬ტ¬ში ყველას გადაუგზავნო, არა?
პაუზა.
დათუნა — ვიტყვი და გადავუგზავნი კიდეც! ეს ჩვეულებრივი ამბავია, ადამიანები ყოველთვის იყენებ¬ენ ერთმანეთის სუსტ მხარეებს! მხოლოდ ზოგიერთები ამის გამო ოლიმპიური ჩემპიონები, მილიონრები, ან პრეზიდენტე¬ბი ხდე¬ბიან… მე კი კარგი საქმის გაკეთება მინდა, ადამიანური საქმის!
მანანა — რა ჰუმანური ხარ?!. (იცინის) უბედურება ისაა, რომ ვერ გიძულებ!
დათუნა — მართალი ვარ და იმიტომ…
მანანა — კარგი ბატონო! ახლავე წავიდეთ შენს ძმასთან! ოღონდ შენი მობილურით ერთი ზარი გამა-შვებინე…
დათუნა — კი ბატონო!
დათუნა აწვდის მობილურს, მაგრამ უეცრად გონს მოეგება.
დათუნა — მითხარი ნომერი და მე თვითონ გადავურეკავ!
მანანა — ჩემს მაგივრადაც შენ დაელაპარაკები?
დათუნა — მაშინ შენი მობილურიდან დარეკე!
მანანა — საძილე ოთახშია!
დათუნა — გამოიტანე!
მანანა — ანგარიშზე ფული არა მაქვს!
დათუნა — არც მე მაქვს!
მანანა უეცრად წვდება დათუნას და ცდილობს მობილური წაართვას.
მანანა — ცხოველო, მომეცი მობილური!
ისინი დიდხანს ჭიდაობენ, ბოლოს დათუნა იმარჯვებს და მანანას ხელებს გადაუგრეხს.
დათუნა — გეყო მაიმუნობა! ადამიანი არა ხარ? რა გთხოვე, ისეთი? ერთმა კარგმა ადამიანმა ყუ¬რად¬ღ¬ე-ბა მიაქციო მეორე კარგ ადამიანს და დაუახლოვდეს მას! მეტი არაფერი!
მანანა — მეტი არაფერი! მეტი არაფერი! მეტი არაფერი!
პაუზა. მანანა ჯერ იცინის, მერე ჩუმდება.
მანანა — მართალი ხარ! კარგი ბატონო ყველაფერში მართალი ხარ… სიკეთისაკენ მიბიძგებ, მა¬¬¬გრამ მოდი ამ ყველაფერს ჩემი მდგომარეობიდან შეხედე… არ გაინტერესებს, მე რას ვგრძნობ? რას განვიცდი?
დათუნა — (ირონიით) სიამოვნებას! ნეტარებას!
პაუზა. მანანა ჯდება სკამზე.
მანანა — მართალი ხარ!
მანანა ჯდება სკამზე.
მანანა — დათუნა მითხარი, სინდისი არ გაწუხებს? ხანდახან მაინც?
დათუნა — ჯერ არა! მხოლოდ ოცი წლისა ვარ! ჯერ ადრეა!
მანანა — მერე გვიან არ იყოს!
დათუნა — სიდისის ქენჯნით მაშინებ? რა დავაშავე? დანაშაულია ის, რომ ჩემი ძმისათვის და შენთ¬ვ¬ის კარგი მინდა? ორი მარტოსული ადამიანი ხართ, რა არ შეიძლება თუნდაც ასეთი საშუალ¬ებით დაგა¬ახ-ლოვოთ?
მანანა — არ შეიძლება!.. არ შეიძლება!.. არ შეიძლება!.. შენი ძმა ისეთი ადამიანია, ალბათ ბოლოს და ბოლოს დავახლოვდ¬ე¬ბოდით!
დათუნა — როგორ? საიდან? ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობს! ხშირად ხვდებით ერთმანეთს! ელ¬ა-პარაკებით კიდეც, არა?
მანანა — ვლაპარაკობთ, როცა ამის აუცილებლობაა!
დათუნა — სახელი თუ გახსოვს ჩემი ძმის?
მანანა — მახსოვს!
დათუნა — რა ჰქვია?
მანანა — შენ ძმას, ჰქვია… ამ ცოტა ხნის წინ არ მითხარი… სახელებს საერთოდ ვერ ვიმახსოვრებ!
დათუნა — ჩემ ძმას ვაჟა ჰქვია! ვაჟა! ახლა ხომ ხვდები… ეს, რომ არ მომხდარიყო. ეს, რომ არ გამეკე¬თ-ებინა შენ ჩემი ძმის სახელიც კი არ გეცოდინებოდა!.. ქალურ, ან თუნდაც ადამიანურ ყურა¬დ¬ღ¬ე¬ბა¬საც კი არ მიაქ¬ც¬ევ¬დი. ახლა გინდა არ გინდა, მიაქცევ!
პაუზა. მანანა დიდხანს უყურებს დათუნას.
მანანა — დათუნა, შენ თავი ღმერთი, ხომ არ გგონია?
პაუზა. დათუნა სიგარეტს უკიდებს. მანანაც ეწევა.
დათუნა — ძალიან მიყვარს ჩემი ძმა! მის მეტი არავინ მყავს ამ ქვეყნად! მან ყველაფერი და¬თ¬¬მო ჩემი გუ¬ლისთვის! ყველაფერი! ცოლიც კი აღარ მოიყვანა! მართალია, ის არც ისე ლამაზია, უ¬ც¬¬¬ნ¬აურიცაა ხის ფე-სვებისაგან რაღაც იდიოტურ ფიგურებს ამზადებს, სხვებთან კონტაქტს გაურბის და… ავადმყო¬ფ¬ობის გა¬მო, შეიძლება აღარც უწერია დიდი დრო, მაგრამ მას დიდი სით¬ბო და სიყვარულის მოც¬¬ემა შეუძლია! მხო¬ლოდ უნდა ყავდეს ვინმე ისეთი გვერდით, რომელიც მიიღ¬ებდა მისგან ამას… მიიღ¬ებდა და მადლობასაც ეტ¬ყოდა…
პაუზა.
მანანა — ცოლის მერე ქალი არ ჰყოლია?
დათუნა — რატომ გაინტერესებს?
მანანა — რა, არ უნდა მაინტერესებდეს?
დათუნა — ჰყავდა. რამოდენიმე ქალი. რა? საკმაოდ, კარგი ქალები იყვნენ!
მანანა — თქვენთან ცხოვრობდნენ!
დათუნა — ზოგი კი, ზოგი ხანდახან, ზოგი არა!
მანანა — შენი ძმა დონ ჟუანია?
დათუნა — არა. დონ ჟუანი ნამდვილად არ არის…
მანანა — მაინც რა მოსწონდათ მასში?
დათუნა — ზოგს რა და ზოგს რა.
მანანა — მაინც.
დათუნა— ზოგს ბინა. ზოგს ის, რომ ვაჟა ადვილი სამართავი ეგონა. ზოგს უბრალოდ აინტე¬რ¬ე¬სებდა მასთან ყოფნა. ზოგსაც წასასვლელი არსად ჰქონდა.
მანანა — დაყავდა სადმე? კინოში, ან თეატრში… რესტორანში…
დათუნა — მეკაიფები?
მანანა — რას გეკაიფები? შენი ძმის ნიადაგზე კომპლექსები გაგიჩნდა?
დათუნა — რესტორანშიც დადიოდნენ და შაბათ-კვირას ქალაქგარეთაც დავდიოდით.
მანანა — ღამ-ღამობით? ღამ-ღამობით, რა ხდებოდა? არაფერი გესმოდა?
დათუნა — არაფერი მესმოდა! შენ გგონია უნდა ვმჯდარიყავი და მესმინა?
მანანა — რა უნდა გესმინა?
დათუნა — ჟიმაობა.
მანანა — კვირაში რამდენჯერ ჟიმაობდნენ? ორჯერ-სამჯერ, დღეში ხუთჯერ, თუ თვეში ერთ¬ხელ?¬
დათუნა — რა მნიშვნელობა აქვს შენთვის? ან, რომც ვიცოდე რატომ უნდა გითხრა?
მანანა — იმიტომ, რომ ასეთი ხარ… ასეთი… თუ გინდა მეც ეგეთი ვიყო, მაშინ ნურაფერს დამ¬ი¬მალავ! მითხარი! მაინტერესებს! ხომ უნდა ვიცოდე, როგორი მამაკაცური პოტენციის კაცთან მაიძუ¬ლებ ვიყო!
დათუნა საყელოში წვდება მანანას და დიდხანს უყურებს თვალებში… ბოლოს თვითონ ვერ უძ¬ლ¬ებს მის მზერას და ხელს უშვებს.
დათუნა — ის, კვდება მანანა. თან ისე კვდება, რომ ლამის არის შემაძულოს თავი. კვდება და არ ვი¬ცი როგორ ვუშველო! არ ვიცი!
მანანა — (თითქოს არც კი ესმის დათუნას სიტყვები) მას შენსავით შეუძლია? თუ უკვე არაფრის თა¬ვი აღარაა აქვს და სიცოცხლის ბო¬ლო წუთებს მხოლოდ ქალის მკერდის ყურებით გაილამაზებს! სახეზე ნეტარი ღიმილითა და ნერწ¬ყ¬ვის ყლაპვით დალევს სულს, არა.
დათუნა — (ყვირტის) გეყოფა ხათუნა! ძალიან გთხოვ გეყოფა!
მანანა — მომთხოვნი, ხომ არ არის? რაიმე უცნაურის კეთებას ხომ არ მომთხოვს? საერთოდ ეგეთი უცნაური ტიპები, ჟიმაობის დროს მაგარი ექსტრავაგანტულები არიან!
დათუნა ეცემა მანანას და აჯანჯღარებს.
დათუნა — ის, ნორმალური ადამიანია! ნორმალური.
პაუზა.
მანანა — ასე რატომ განერვიულდი… ჩვენ, ხომ საქმეზე ვლაპარაკობთ! საქმეს კი დეტალები უყვარს! დეტალები!
პაუზა.
დათუნა — ამერიკაში, რომ წავალ მარტო დარჩება. სულ მარტო! ვაჟას მეგობარი ჭირდება! ისეთი მე¬გ¬ო-ბარი, შენ რომ… შენ რომ…
მანანა — ვიყავი.
დათუნა — ჰო, იყავი!
პაუზა. მანანა დათუნას უახლოვდება სიტყვებით -`მომეცი მობილური!” და მობილურს ჰგლეჯს ხელი¬დ¬ან. დათუნა არ უძალიანდე¬ბა. მანანა ტელეფონიდან შლის სურათებს და მობილურს ესვრის, რომელიც ი¬ა¬ტაკზე ეცემა და იფ¬შ¬ვნება. ჯდება სკამზე და სიგარეტს უკიდებს. დათუნა ფე¬ხზე დგას, არ იცის რა ქნას.
დათუნა — (მუდარით) წავალ…
მანანა — (ბრძანების კილოთი) არსადაც არ წახვალ! დაჯექი. ახლა ვილაპარაკოთ!
დათუნა ჯდება.
მანანა — როცა ვაჟას თავისთან ქალები მო¬ჰ¬ყა¬ვდა, ის ამას რას უძახოდა?
დათუნა — ჩვეულებრივ ურთიერთობას… ის ამბობდა, რომ მთავარია ქალის ყოფნა სახ¬ლში. ეს იძლ-ევა… თავდაჯერებულობის, სითბოს და სრულფას¬ოვნების შეგრძნებასო…
მანანა — ეს იმათზეა ლაპარაკი, რომლე¬ბსაც მისგან ბინა და ათასი სისულელე უნდოდათ?
დათუნა — ვაჟას თავისი ცოლი ძალიან უყ¬ვარდა… ცდილობდა სხვების შეყვარებას, მაგრამ ვერ ახე-რხებდა… ბევრი რამის გამო… ერთ-ერთი მიზეზი ალბათ მეც ვიყავი… არ უნდოდა მის ოჯახში, ზედმეტად მეგრძნო თავი… ის, არავის არ ექცეოდა ცუდად… საკმაოდ ყურადღებიანი იყო და არის…
მანანა — მაგრამ ისინი მაინც მიდიოდნენ, არა?
დათუნა — ის ძალიან კეთილშობილი ადამიანია. მას შეუძლია ნამდვილი სიყვარული, მოთმინება. გაგება. მასთან ბედნიერი იქნები!
მანანა — როგორც ამ ღამით, არა? თუ როგორც, დღეს? თან ორივესთან ერთად, არა?
დათუნა — დამიჯერე, ეს ერთხელ იყო და მეტჯერ არ განმეორდება! არც უნდა განმეორდეს!
მანანა — აღარ განმეროდება?
დათუნა — არა. სიმართლეს ვამბობ. დასამალი აღარაფერი მაქვს. მართალია მოგატყუე შენ და ჩემი ძმაც, მაგრამ მხოლოდ სიკეთე მინდოდა და იმიტომ. არასოდეს, არასოდეს არ უნდა გაიგოს მან ამის შე-სახებ! თუნდაც თქვენს შორის არაფერი არ მოხდეს, ამის შესახებ მან არასოდეს არ უნდა გაიგოს! ეს იქ¬ნ¬ება ერთადერთი ტყუილი ჩვენს შორის, რომელიც ბედნიერების გამო ჩავიდინეთ!
მანანა — ბედნიერების გამო?
დათუნა — ჰოო. ბედნიერების გამო… ჩვენ ერთი ოჯახი გავხდებით და… შენ ვერ წარმოგიდგენია მას როგორ უყვარხარ!.. იმის მერე რაც გაგიცნო სულ შენზე ლაპარაკობს!.. ოცნებობს შენზე… გეძებს, გელ¬ო¬დება, რომ შემთხვევით მაინც შეხვდე და ორიოდე სიტყვა გითხრას… ამბობს, რომ იდეალური ქალი და ად¬ამიანი ხარ!
მანანა — არასოდეს მიგვრძვნია მისგან ასეთი დამოკიდებულება… ჩვენ უბრალოდ ვესალმებოდით ერ-თმანეთს, გავუღიმებდით და ეს იყო!
დათუნა — ძალიან ფრთხილი გახდა, იმის მერე რაც სხვებთან ვერ ააწყო… თან არ იყო დარწმუნებუ-ლი, რომ ჩვენ შენთვის შესაფერისი ოჯახი ვიყავით!
მანანა — ჩემს შესახებ პირველად, როდის დაგელაპარაკა?
დათუნა — აი, როცა თავისი ხელით დამზადებული საჩუქარი მოგართვა… როცა უთხარი, რომ არას-ოდეს გეგონა, თუ ასეთი ჯენტლმენები კიდევ არსებო¬ბ¬დნ¬ენ… და რომ ყოველი ქალი მისნაირი ადამიანთან ცხოვრებაზე უნდა ოცნებობდესო!..
მანანა — ეს, უბრალოდ მორიგი ზრდილობიანი სიტყვები იყო. საჩუქარი იმდენად არ მომეწონა, რომ არ ვიცოდი რა მეთქვა… ის კი ჩემს წინ იდგა და ისეთი უსუსური თვალებით მიყურებდა, რომ… მეც ზედმ¬ეტ კომპლიმენტებში დავიღვარე… სხვათა შორის ის სისულელე კი არ მომპარეს, მე¬ორე დღესვე გადავა¬გ¬დე, თუ ვიღაცას ვაჩუქე არ მახსოვს!
დათუნა — აი, ხომ ზედავ შენც ცრუობ იმისათვის, რომ სხვას ცოტა მაინც ასიამოვნო.
პაუზა. გოჩა სიგარეტს უკიდებს, რომელსაც მანანა ართმევს.
დათუნა — როდის მოვიდეთ?
მანანა — რაა?
დათუნა — ხვალ მოვალთ! ხვალ, ხომ დაბადების დღე გაქვს, ღამით არ მითხარი, დაგავიწყდა? ვეტ¬ყვი, რომ დაგვპატიჟე…
მანანა — დაბადების დღეებს არ ვიხდი.
დათუნა — ვიცი… მაგრამ ხვალინდელს გადაიხდი… თანაც ვიწრო წრეში!
მანანა — გადაირიე!
დათუნა მუხლებზე დგება.
დათუნა — (მუდარით) ხუთი საათისთვის მოვალთ! ცოტა ხანს მეც დავრჩები, მერე წავალ და ორივეს მარტო დაგტოვეთ!
მანანა — რა უნდა ველაპარაკო?
დათუნა — მარტოობაზე, დარდზე, იმედგაცრუებაზე, შიშზე, ურთიერთობაზე, ბედნიერებაზე… ჩემნაირ დამპალ ადამიანებზე… ყველა¬ფერ იმაზე, რაზეც მელაპარაკე¬ბო¬დი!
მანანა — მერე?
დათუნა — ვაჟა აუცილებლად აგიხსნის სიყვარულს!
მანანა — რომ არ ამიხსნას, მაშინ?
დათუნა — ყველაფერს წინასწარ მოვაგვარებ!
მანანა — ისევე, როგორც ჩემთან?
დათუნა ხელებს უკოცნის მანანას.
დათუნა — უნიკალური ქალი ხარ! საოცარი, განუმეორებელი და…
მანანა — რაღაცას, რომ მიხვდეს?
დათუნა — რას?.. რომც მიხვდეს, არ დაიჯერებს! არ დაიჯერებს!
დათუნა დგებადა მანანას ეხვევა.
დათუნა — საოცარი ქალი ხარ! ნეტა შენნაირი კიდე თუ არსებობს… ჩემთვის მინდა.
მანანა სილას აწნის დათუნას. დათუნას ეღიმება და ხელზე კოცნის მას.
დათუნა — ხვალამდე!
დათუნა გადის. მანანა მარტო დგას ოთახში. აქეთ იქით იხედება. ისმის მუსიკა, თითქოს ნიავი დაუბე-რავს, ან დიდი ჩიტი, ან ანგელოზი გადაუფრენს ოთახს. საიდანღაც ბუმბული ეშვება. ნელა, ნარ-ნარით. მანანა მას ხელში იჭერს.
მანანა — (დამცინავი ღიმილით) ეს საოცრება იყო…

ფარდა

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s