კობა ცხაკაია: ქვეწარმავლები


კობა ცხაკაია

ქვეწარმავლები
(მისტერია)

მონაწილეობენ:
სალომე – დაღლილი პიროვნება, რომელსაც უნდა ლაპარაკი.
გიზო – სუბიექტი, რომელსაც სურს საუბარი, მაგრამ ძალიან დაღლილია.
ხათუნა -ვინც აკეთებს იმას, რაც სურს.

(მოქმედება მიმდინარეობს ძველებური ავეჯით მოწყობილ სამზარეულოში. შუა სცენაზე დგას ხის მასიური მაგიდა და სამი მაღალზურგიანი სკამი. ოთახს ანათებს დამტვერილი ფანჯრიდან შემოსული სუსტი შუქი. ძნელია გაარჩიო დღის რომელ მონაკვეთში მიმდინარეობს მოქმედება. ` სალომე ~-ს და ` გიზო ~-ს აცვია სპორტული-სარეპეტიციო ტანსაცმელი. ` ხათუნა ~-ს აბსოლიტურად განსხვავებული კოსტიუმი უნდა ეცვეს. გმირების მოძრაობა უნდა იყოს პლასტიურობითა და სიზუსტით გამორჩეული, ის უნდა გადადიოდეს ერთი ჟესტიდან მეორეზე უწყვეტად, ტალღისებურად და ამასთანავე უნდა იყოს ძალიან ფრთხილი. თითქოს თავიანთი მოძრაობით პერსონაჟებს ეშინიათ იმ ატმოსფეროს დარღვევა, რომელიც სუფევს მათ გარშემო.)
გიზო – სული… არასოდეს არ უნდა იყოს ჩაფლული თავის უბედურებაში!
(პაუზა)
სალომე – ზედმეტი ტემპერამენტის ქალი ან ჟანა დარკია, ან…! თუმცა არც სხვაა დაცული იმისაგან, რომ თქვას ან გააკეთოს სისულელე.
გიზო – გულქვა არა ვარ, მაგრამ ვერ ვიტან მის სისასტიკეს!.. ძალა მეცლება, როცა ვხედავ იმას, თუ როგორ იქცევა!.. უყვარს თავისი შვილი!.. შვილს უყვარს დედა!.. მაგრამ მოდი ვნახოთ ამ დროს რა ხდება!.. დედა კლავს სხვის შვილებს, რომ ამითი არჩინოს თავისი შვილი!.. რამდენი ჩანასახი, რამდენი შვილი უნდა მოკლა ადამიანმა, რომ კარგად გაზარდო შენი შვილი!.. იღებს ფულს, რომლითაც უნდა, რომ თავისი შვილი კეთილი და განათლებული გაზარდოს!.. სიყვარული, არც ისეთი კეთილშობილი გრძნობა ყოფილა!..მერე დაჯდება და იწყებს ტირილს!.. არაფრის გამო! ლამის ჭკუიდან გადაგიყვანოს, ამ თავისი ნათელი უბედურებით!
სალომე – ყოველთვის ტირის!… როგორც კი ეძლევა ამის საშუალება. დაჯდება და… როცა ვუყურებ, ხანდახან მგონია, რომ მისი ცრემლები, იგივე გველის შხამია!.. ოღონდ ისეთი შხამი, რომელიც ნელ-ნელა კლავს! … ალბათ, გრძნობდა საფრთხეს!… ასე თქვა, – რომ არსებობდეს ღმერთი – მე ვიქნებოდი ის, ვისაც სამარადისოდ დაწყევლიდნენო!… (ეცინება) ეშინია!.. შიში და ტკივილი ჩემთან ერთად იღვიძებსო!..
გიზო – ხანდახან აუცილებელია, რომ რაიმეთი გაირთოს სული!… ზოგჯერ ისე იქცევა, თითქოს სულით ავადმყოფია!… ჩემი ნეკა შენს წელზე მსხვილიაო!… კაცი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახურებაო!… ასე ერთობა!… სული ერთადერთიაო, რასაც ვერ იცილებო, სანამ მასთან ხარო!.. ჩემო სულოო!… ქირქირებს!… ძალიან წააგავს გველს!… ყოველ წამს იცვლის კანს… ყოველთვის ახალია!… შენ იცი, რამდენ კაცს უნდოდა ჩემთვის ეჩუქოს სამოთხეო!… (იცინის) ისიამოვნო წარსული ცხოვრებით, ნიშნავს იცხოვრო ორჯერო!.. შენ მკლავ იცოდე მეთქი!… გკლავს ის, ვისაც ვერ ხედავო!… დავაბნელო აქაურობა? ჩამოვაფარო ფარდები?… მერე ხომ იქნებო მადლიერი-მეთქი?… მადლიერება ეს ძაღლების თვისებააო!
სალომე – სიტყვებისაგან შემდგარი ცხოვრება!…
გიზო – ეს არაა ის ცხოვრება… ეს არაა ის გულები!… ვხედავთ ჩაკეტილი გულებით და დახურული სულებით!… ჩვენ ვართ უბრალო ადამიანები, რომლებსაც ესიზმრებათ, რომ ისინი ღმერთს უყვარს!
სალომე – (იცინის) გახსოვს?… ჯოხი?
გიზო – (იცინის) მახსოვს!.. მახსოვს!
(პაუზა)
სალომე – ნეტა რა აკლია? საკუთარი თავის რწმენა?… არტომ არასოდეს არა გაქვს ძალაო!… იმიტომ, რომ მყავხარ შენ!
გიზო – მონობისათვის დაბადებული!
სალომე – (ეღიმება) კარგი ნათქვამია… მონობისთვის დაბადებული!
გიზო – (ზიზღით) საღამოობით ბიბლიას უკითხავს თავის კნუტს!…
სალომე – ჩემი კნუტი!.. ჩემი კნუტიო!.. მატყუარა!.. უკითხავს!.. ხშირად ის, ვინც შიშობს იყოს მოტყუებული, სხვას უბიძგებს სიცრუისაკენ!.. აიძულებს სხვამ მოიტყუოს..
გიზო – კარგი იქნებოდა გრძნობები რომ არ არსებობდნენ!… პრობლემებიც არ იარსებებდნენ!
სალომე – კარგი იქნებოდა ჩვენ რომ არ ვარსებობდეთ… აი, როდის არ იქნებოდა არც გრძნობები და არც პრობლემები!
გიზო – გრძნობები… გრძნობები!.. გრძნეულე – ბები!.. ვნებები!… ვნე – ბე – ბი!… ვნე – ბა!…
სალომე – ხმადაბლა! ხმადაბლა!.. რატომ კითხულობს ასე ხშირად, გამისინჯია თუ რა ადამიანის გული?… რატომ კითხულობს?
გიზო – (ჩაფიქრდება) არ ვიცი!… ყველა ვიტანჯებით… მეტ-ნაკლებად!… უნდა აურიო შენს გონებას, ცოტაოდენი სიგიჟე და მიხვდები რა არის სიამოვნება!
(ხანგრძლივი პაუზა)
სალომე – (იცინის) გოგონა გაოგნდა სურვილისაგან… მას უნდოდა დაუფლებოდა მშვენიერ ვაშლს!.. ეს სურვილი, ეს გრძნობა ანელებს მისი ხალისიან კუნტრუშს მშვენიერ ბაღში… ის ჩერდება და ეხება ნაყოფს სანუკვარი საუნჯით… რადგან ვაშლი თავისი სურნელითა და იერით ძალიან გავს იმ გრძნობას, რომელსაც მას თავისი სანუკვარი საუნჯე ანიჭებს!.. მაგრამ არაა ადვილი!… არა!
გიზო – ის, რაც არაა ადვილი, მაგრამ იცი, რომ დიდებას მოგანიჭებს… არ გტანჯავს!
სალომე – დი-დება! დი-დო-ბა! დი-დი-ბედო-ბა!.. დი-დად-ბე-დობა!.. და-ბა-დე-ბა!
(პაუზა)
გიზო – ძალიან დაემგვანა ყულაბას!
სალომე – ყველა ემგვანება ყულაბას!..
(ორივე იცინის. პაუზა)
სალომე – ყველაფერი სიზმარივით იყოო!.. სიზმარის მერე, რატომ იბადებიან ბავშვებიო?… (იღიმება) გაეღვიძა!
გიზო – სიზმარი რომ მოყვე, აუცილებლად უნდა გაიღვიძო!.. ბედნიერი მაინც ვიყავიო!
სალომე – ბედი-ბადე!.. ბადეც კი ბრწყინავს, თუკი ის ბრჭყვიალა ძაფებითაა მოქსოვილი!.. რა მახინჯი იყო!.. თუმცა თავიდან არაფერი ეტყობოდა… არც მერე.
გიზო – სილამაზეს ისევე ეჩვევი, როგორც სიმახინჯეს!… სიმახინჯეს, შეიძლება უფრო მეტადაც.
სალომე – ცოდვაა!
გიზო – ცოდვა – ყოველთვის ცოდვაა!
სალომე – სიტყვები… სიმართლის დამალვის ყველაზე კარგი საშუალება.
(პაუზა. ` სალომე ~ – იხედება ზევით)
სალომე – ნეტა რას აკეთებს ახლა… დღეს მთელი საათი რაღაცას აჭედებდა!… არ გაინტერესებს, რას აჭედებდა!
გიზო – (იღიმება) თავის ცხოვრებას აჭედებდა კედელზე!
სალომე – თავის ცხოვრებას?.. ძალიან ბევრი კი გამოუვიდა?!
გიზო – როცა პატარ-პატარა ნაწილებად დაყოფ, ყოველთვის ბევრი გამოგივა!
სალომე – ფერადი თუ შავ-თეთრი!
გიზო – შავ-თეთრი!… ასე თქვა, შავ-თეთრში უფრო სიმპატიურად გამოვიყურებიო… გარემოც უფრო ზღაპრულიაო! …შავ-თეთრში, მოგონებები უფრო მიმზიდველიაო!…
სალომე – (იცინის) როგორ უყვარს ესეთი რამეები!… ჩარჩოები, ჩარჩოებში ჩასმული წამები… მისი სიცოცხლის უკან რაღაც იმალება… მაგრამ რა იმალება?
(`გიზო~ მხრებს იჩეჩავს)
სალომე – გადაფასების დრო დაუდგა!.. მაგას ყოველ თვე გადაფასების დრო უდგება!
გიზო – ძნელია… როცა იძულებული ხარ, საკუთარ გულში ჩაიკეტო!
სალომე – არავინ ეხვეწებოდა, გაიხსენი ან ჩაიკეტეო… რამდენჯერ ვარიგებდი ჭკუას!… სულ ვარიგებდი და ვარიგებდი!
გიზო – (იღიმება) არიგებდი და არიგებდი!
სალომე – ჰო! ვარიგებდი და ვარიგებდი!
გიზო – იმდენი დაარიგე, რომ შენთვის აღარაფერი დაგრჩა!
სალომე – რა მახრჩობელა გველივით მშვიდი ხარ!
(`გიზო~ მხრებს იჩეჩავს. პაუზა. ზევით იხედება)
გიზო – შენ ჩემს გულში ხარ ჩაკეტილი! (იცინის)
სალომე – ხანდახან ისე მგონია, რომ საკუთარი თავისთვის თავად ვართ წყვდიადზე მძიმენი!
გიზო – (იმეორებს) წყვდიადზე მძიმენი!
სალომე – რა გითხრა, ჩაქუჩი და ლურსმნები რომ მიეცი?
გიზო – ხმა არ ამოუღია!.. თავი დამიქნია!
სალომე – ვერ გვიტანს!
გიზო – ჩვენ რომ ვერ ვიტანთ იმიტომ!
სალომე – იმან რა იციხ, ჩვენ რომ ვერ ვიტანთ!
გიზო – ხვდება!… გრძნობს!
სალომე – ისევ ეს გრძნობები!… ასე მგონია მთელი სამყარო ჩემს ფარდებზე ახატიაო!
გიზო – (იღიმება) ძალიან ლამაზი ფარდები უკიდია!
სალომე – როგორ ნაშოვნი ფულითაა ის ფარდები ნაყიდი?
(უკანა პლანზე ჩნდება `ხათუნა~-ს კონტური, რომელიც სიგარეტს უკიდებს)
ხათუნა – შეგიძლია დაეცე ჩემთან ერთად, რათა მერე ავმაღლდეთ ჯოჯოხეთზე და ვიყოთ ბედნიერები… წმინდანებივით… იცი, ჯოჯოხეთი სამოთხეზე მაღლაა… რადგან ჯოჯოხეთი იწვის იმ ალით, რომლითაც სამოთხე ბრწყინვალებს!… რატომ ქოშონებ… ისე ქოშინებ, თითქოს ტუალეტში ზიხარ… რატომ სუნთქავ ჩემთან ისე, თითქოს ტუალეტში ხარ?
(პაუზა. ~ხათუნა~ ჯდება)
გიზო – ჯოხს აღარ მიბრუნებს!
სალომე – რატომ?… შენი არაა!
გიზო – ჰო, ჩემია… უარს არ მეუბნება!… ამბობს აუცილებლად დაგიბრუნებო, მაგრამ… ჯერ არ დაუბრუნებია…
სალომე – ალბათ დაკარგა!
გიზო – ნუ სულელობ… იმხელა ჯოხს როგორ დაკარგავდა!
სალომე – თავისი პატიოსნება ხომ კარგა?!
გიზო – პატიოსნება კი არ დაკარგა, სხვებს აჩუქა!
სალომე – და-კარ-გა!
გიზო – დაკარგვაა, როცა დაკარგავ და ცოტა ხნის მერე მიხვდები, რომ დაკარგე!… ჩუქებაა, როცა იცი, რომ როგორც კი სხვას აჩუქებ – აღარ იქნება შენი!… აღარ გექნება!… აი, რა არის ჩუქება!
სალომე – მაშინ, სხვებს აჩუქა!
გიზო – (ჩაფიქრდება) ჰოო!… (იღიმება) როდისმე თუ გაგისინჯიაო ადამიანის გულიო?..
სალომე – ხანდახან არც კი მელაპარაკება!.. ვამბობ რაღაცას და ვგრძნობ, სიტყვები როგორ იმსხვრევა ჩემსა და მას შორის!
გიზო – არაა საჭირო ლაპარაკი!
სალომე – აბა, ისე როგორ ვიცხოვრო?
გიზო – უსიტყვოდ! გრძნობები!
სალომე – (ყვირის) ისევ ეს გრძნობები!
გიზო – ჩშშშ!… ჩშშშ!
შA-ღმერთო ჩემო!.. ნუ ქშინავ!… არ შეგიძლია მითხრა ორიოდე ტკბილი სიტყვა. მხოლოდ ტკბილი სიტყვა… ნუთუ ასე ძნელია აპატიო საყვარელ ადამიანს?
სალომე – სსს!… სსს!… (ჩურჩულით) რა ძნელია აპატიო საყვარელ ადამიანს!
გიზო – მისი ღმერთი არ არის ჩემი ღმერთი!… არც იყო!… არც იქნება ოდესმე!…
(პაუზა)
გიზო – დინებას ხომ არ მივყვებით?
ხათუნა – დინებას ხომ არ მივყვებით?
სალომე – მკვდარი თევზებივით მივყვებით დინებას.
გიზო – დინებას მკვდარი და მეოცნებე თევზები მიჰყვებიან!
ხათუნა – დინებას, მკვდარი და მეოცნებე თევზები მიჰყვებიან!
სალომე – ეეეჰ!… ერთი ტონა ბამბა უფრო მძიმეა, თუ ერთი ტონა თუჯი?
გიზო – მიღალატებს მაშინ, როცა ვიქნები სუსტი!… მაგრამ მე არასოდეს არ ვიქნები სუსტი!…
სალომე – არასოდეს არ უნდა თქვა – არასოდეს!
(ხანგრძლივი პაუზა)
სალომე – რაღაცისთვის მინდოდა ჩვარი.
გიზო – წამოდი ერთხელ მაინც…
ხათუნა – არანაირი საქმე არ კეთდება სისხლის გარეშე!.. იცი, დღეს თითი გამეჭრა… ლურსმანი შემესო… ერთი ციცქნა და სისხლი წამოვიდა… ვერანაირად ვერ ვეჩვევი სისხლს… არადა მის გარეშე ცხოვრება არ შეიძლება!…
(`ხათუნა ~-ს და ` სალომე ~-ს გაეცინებათ)
სალომე – ომ არ წავცოცებულიყავით სოროსკენ… დასაძინებლად?
გიზო – დასაძინებლად?… კარგი აზრია.
სალომე – ქნებ ჩაი დაგველია!
გიზო – ჩაი?… კარგი აზრია!
(პაუზა. ` ხათუნა ~ დგება)
ხათუნა – სიკვდილის მერე არის რაღაც… ნამდვილად არის… რაღაც… სექსუალური!
(გადის)
გიზო – ვფუსფუსებთ… ვფუსფუსებთ… გულს ვიფხანთ!.. მაგრამ ისევ გვეფხანება!
სალომე – აინც რატომ გაქვს სიკვდილის ასეთი დაუოკებელი წყურვილი.
ხათუნა A- (ისმის ხმა) წყურვილი არა… ინტერესი კი!@
(პაუზა)
სალომე – მაინც რატომ შემოვუშვით?..
გიზო – აბა, რა უნდა გვექნა?.. კარები არ უნდა გაგვეღო?
სალომე – რ უნდა გაგვეღო!..
გიზო – სხვაგან მაინც არ წავიდოდა!
სალომე – (ჩაფიქრდება) ჰო,… არ წავიდოდა!.. მაგრამ მაინც არ უნდა შემოგვეშვა!
გიზო – აბა, რა უნდა გვექნა?
სალომე – რაფერი!… ისე ფიქრობს ცხოვრებაზე, როგორც ჭადრაკის პარტიაზე. თუ წააგო არ ნანობს, რადგან… ფიგურებს ისევ დააწყობს და თამაშს ისევ თავიდან დაიწყებს!
(პაუზა)
გიზო – (იცინის) სიყვარულის გულისთვის აუცილებლად გადავხტები უფსკრულში!… (სალომე -ს) გახსოვს?.. ოღონდ ქვევით აუცილებლად რაღაც უნდა იდოს, რომ გადავხტე… თავი ყოველთვის წინასწარ უნდა დაიზღვიო, იმიტომ, რომ სანამ დაეცემი, იქნებ აღარ უყვარდე იმ ადამიანს ვის გულისთვისაც იკლავ თავსო!.. როგორ გაოგნდა ეს რომ ვუთხარით. მერე იცინოდა ჩვენთან ერთად… დიდხანს იცინოდა!.. ჭკვიანდები, როცა უკვე ყველაფერი გვიანიაო!..
სალომე – უ ხარ ესეთი… სასტიკი!… და-უნ-დო-ბე-ლი!
გიზო – (ჩაფიქრდება) ვიჩქარეთ, ძალიან ვიჩქარეთ!… მოწყენილობამ იცის ასე!
სალომე – ჰო!.. ისე გწვდება, რომ ლამის არის დაგახრჩოს!
გიზო – თანაც… რაც თქვა ყველაფერი გააკეთა… თავისი დამარცხებით მან იმდენი გააკეთა, რომ გაიმარჯვა!
სალომე – გაიმარჯვა, მაგრამ…
გიზო – ჰო!… მართალი ხარ… მაგრამ… ძალიან სწორი სიტყვაა!
(ჩნდება ` ხათუნა ~ ჩემოდნით ხელში. ` სალომე ~ და ` გიზო ~ ორივე ფეხზე დგება.)
ხათუნა – გამარჯობათ!.. ბინას ვეძებ და თქვენთან გამომაგზავნეს!… ხომ არ შევმცდარვარ!
(`სალომე ~ და ` გიზო ~ ერთმანეთს შეხედავს)
ხათუნა – ძალიან კარგი!.. შეიძლება შემოვიდე?.. დიდი მადლობა. ოთახი სადაა?.. ზევით?
(ისმის კიბეზე ასვლის ხმა) უკაცრავად რომ გეკითხებით, მაგრამ აქ მარტო თქვენ ცხოვრობთ?… (იცინის) არა, არა – გათხოვებას არ ვაპირებ! …მე აქ თქვენთან იმიტომ ჩამოვედი, რომ… გავმდიდრდე!… აქ ოქრო არ არის?!… (იცინის) ვინ გითხრა? ოქრო იქ არის, სადაც ეძებ!… არ მოვკვდები სანამ არ გავმდიდრდები!.. მშვენიერი ბინაა!… ოღონდ ცოტა ბნელია!… (იცინის) სოროს გავს! აქ ღია ფერის ფარდებს დავკიდებ და ყველაფერი განათდება!… ფარდები მაქვს… მასზე მთელი სამყაროა დახატული!… მაგრამ… მაგრამ…
(`სალომე ~ და ` გიზო ~ დგანან და ზევით იხედებიან. პაუზა. შემდეგ ფრთხილად სხდებიან მაგიდასთან)
გიზო – დასაძინებელი წამალი ხომ არ გვაქვს?
სალომე – რაა?
გიზო – დასაძინებელი წამალი მინდა!
სალომე – წამალი გვაქვს!… მაგრამ… (იღიმება) ისევ მაგრამ!… აი, ისეთი პატარა წამლებია მრგვალი, შუაზე კი ვიწრო ღარები აქვთ!… თითოს თითო ღარი!… მაგრამ არაფერი აწერია! მოგცე?… იქნებ არაა დასაძინებელი! თუმცა…
გიზო – დასაძინებელი რომ არ იყოს?
სალომე – ამალი წამალია!… რა უნდა დაგიშაოს წამალმა!
გიზო – ჯერ არ მინდა!.. (იღიმება) მერე დავლევ! (იცინის)
(`სალომე ~ აყვება მის სიცილს. ისინი დიდხანს იცინიან ხმადაბლა, ეს სიცილს კი არა, ქირქირს უფრო წააგავს. ჩაწყნარდებიან და მერე ისევ აქირქირდებიან. ამოისუნთქავენ და ისევ იწყებენ ქირქირს. ბოლოს ორივე წყნარდება.)
სალომე – მაინც, რაზე იცინოდი?
გიზო – ვერ ხვდები?
სალომე – ის ჯოხი გაგახსენდა?
გიზო – ჰოო!
სალომე – ღმერთი ჩემო, რა სახე ჰქონდა?.. თმები გაბურძგვნოდა, თვალები გადმოეკარკლა, სულ კანკალებდა!
გიზო – წყალი მივაწოდე და… კბილები როგორ აუძაგძაგდა!… ძაგ-ძაგ-ძაგ! ძაგ-ძაგ-ძაგო!
სალომე – ერთი ყლუპი მოსვა და კინაღამ დაიხრჩო!..
გიზო – (ჩაფიქრდება) ნეტა დამხრჩვალიყო!
(`სალომე ~ შეხედავს ` გიზო ~-ს. პაუზა)
სალომე – ჰო, რომ დამხრჩვალიყო ჯობდა!.. ჭიქა წყალში დაიხრჩობოდა!… სული უნდა ამოხდომოდა!
გიზო – როგორ თქვა?.. ბევრ საშოში ჩამიხედია, მაგრამ სული ვერსად დავინახეო!… ვხედავდი მარტო ტკივილს და მოგონებებსო!
სალომე – როცა ვუყურებ, ასე მგონია, რომ ჩემს თავს ვაფურთხებ სახეში!… ა-უ-ტ-ა-ნ-ე-ლ-ი-ა!
გიზო – ნეტა თუ შეიძლება, რომ გაიგო მას?… არ ვიცი!.. მე მგონი მას გაგება და თანაგრძნოობა კი არა,… გამართლება უფრო სჭირდება!.. გამართლება უფრო მატერიალურია!.. ლაპარაკობს იდეალურზე, ფიქრობს მატერიალურზე!
სალომე – ის იმდენად უნდა იყოს დამნაშავე, რამდენადაც შეგვიძლია მისი დადანაშაულება!
გიზო – გახსოვს ერთხელ, რომ ვთხოვე, ცოტა ხმა დაუწიეთო!.. დაღლილი ვარ და ვერ ვიძინებ!
სალომე – ჰო,… ძალიან გთხოვ, ანგარიში გაგვიწიო მეთქი!… მაინც საიდან აქვს ეს ჩვევა… წიგნის ხმამაღლა კითხვის!
გიზო – რამხელაზე გაგიწიოთ …ამხელაზე! ამხელაზე თუ ამხელაზეო!.. ანგარიში ფარდა არაა, რომ გაგიწიოთ, ან არ გაგიწიოთო!
სალომე – მგონი იმ დღეს მიხვდა, რომ ორსულად იყო!
გიზო – ჩვენ რა შუაში ვიყავით!.. ჩვენ დავაორსულეთ? შვილის მამა მარტო დედამ იცის!… შენ ხომ არ დაგიორსულებია?
სალომე – არა, მაგრამ… ჩვენც აქ ვიყავით, როცა ის ორსულდებოდა! (იცინის) ვინც რითაც შესცოდავს, იმითი დაისჯება!
(პაუზა)
გიზო – მანამდე რა კარგად გვექცეოდა?!…
სალომე – რაა ეგ ძნელი, როცა არავინ გიყვარს!
გიზო – ჰო!… ეხლა გაუჭირდა!… ვუთხარი – მხოლოდ მაშინ უნდა აჯანყდე, როცა უსამართლობა, მხოლოდ შენს მიმართ არის ჩადენილი მეთქი!… მერე ვუთხარი – დაუმსახურებელი ტკივილი უფრო გტკივა, ვიდრე დამსახურებული მეთქი! იცი, რა მითხრა – ყველაფერი რაც ხდება!… აი, იმ ფარდებს იქით კი რაც ხდებაო – მე მეხებაო!… მეო!…
სალომე – ურკინო საპყრობილეში გამოიკეტა თავი!
გიზო – ვუყვარვართ როგორც მინას, მაგრამ არ გვენდობა, როგორც მტრებს! (იღიმება)
(პაუზა)
სალომე – სხვანაირი დროც გვქონდა… არა?
(`გიზო ~ თავს უქნევს.)
გიზო – საღამოობით ვიჯექით ერთად და ვსვამდით ჩაის.
სალომე – ან ყავას… დიდი ხნის წინ იყოს ეს… შემდეგ კი… თავი დავანებეთ. არადა, ძალიან მოგვწონდა. საღამოობით მაგიდას მივადგამდით ღია ფანჯარას, ვსვამდით ცხელ ჩაის და ვუყურებდით ხეებს… და ხეებს იქითაც ვხედავდით…
გიზო – ვიჯექით და ვუსმენდით ერთმანეთს… შეიძლება ბევრი არაფერი გვესმოდა, მაგრამ სიამოვნებით ვუსმენდით ბაგეებიდან გამოსულ ბგერებს!
სალომე – აი იქ, გზის ბოლოში ქარხანა იდგა… ოცნებების ქარხანა. აქედან ამ ფანჯრიდან არასოდეს მოჩანდა არც მისი გაჭვარტლული მილები, არც დიდი რკინის კარები, რომლიდანაც მასში, ოცნებებად გადასამუშავებელი მასალა შედიოდა,… მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ… იქ, ხის კენწეროების ზევით, სადაც გზა ზღვართან ერთად იკარგებოდა… იდგა ეს ქარხანა… რომელიც ოცნებებით… გვაბოლებდა.
გიზო – ვიჯექით ფანჯარასთან და ვფიქრობდით!… (ჩაფიქრდება) როგორ შეიძლება იჯდე ფანჯარასთან და არ ფიქრობდე იმაზე, რომ გადახტე! და… არ ფიქრობდე იმაზე, თუ რა იქნება შემდეგ!… თვითმკვლელობის საფუძველში ცნობისმოყვარეობა უფრო დევს, ვიდრე განწირულობა!
სალომე – გეძინება და გძინავს! გეღვიძება და გღვიძავს!… როცა გღვიძავს, მაშინ გძინავს. როცა გძინავს, მაშინ გღვიძავს!… ასეა, გღვიძავს, ფიქრობ და ცხოვრობ, თითქოს ხედავ სიზმარს!
გიზო – დროულად დამთავრდა ყველაფერი!
სალომე – შეიძლება კიდევ ცოტახანს ყოფილიყო… ყოველთვის გრძნობ, რომ კიდევ ცოტა დარჩა, როცა უკვე აღარაფერი არ უნდა დარჩეს.
გიზო – მოდი გამოვცვალოთ თემა!.. კიდევ ერთხელ!
სალომე – კიდევ ერთხელ გამოვცვალოთ თემა!… გვაქვს კი მაგის დრო?! ეეჰ!
(პაუზა. ორივე გაუნძრევლად სხედან. ისმის ` ხათუნა ~-ს ხმა. ის მღერის სევდიან, რომანტიულ მელოდიას)
ხათუნა -ძალიან მიყვარს ზღვის ნაპირზე დგომა!… მე მგონი არ არსებობს ქვეყანაზე არავინ, რომ არ უყვარდეს ზღვის ნაპირზე დგომა!.. ძალიან მომწონს!… ცხელი ქვიშა… ოდნავ გრილი ჰაერი და ზღვა!.. რა კარგი ხედია აქედან… ამ ფანჯარას საერთოდ არ უნდა ჰქონდეს ფარდები!… აქ ჩარჩი რომ დაკიდო, მთელი ცხოვრება შეიძლება უყუროთ ამ ცოცხალ სურათს! არ მოგწყინდება!… არ გინდა ბავშვი?… მაპატიე, რომ გეკითხები, …მაგრამ… გინდა ბავშვი გავაჩინოთ?.. ჩვენი ბავშვი!.. (იცინის) მე გამოვჩეკავ! გამოვჩეკავ და ის იქნება ჩვენი ბავშვი!.. რა კარგი იქნება, არა?..
(`ხათუნა ~ და ` გიზო ~ ერთმანეთს გადახედავენ)
სალომე A-რა იყო!… გაგიკვირდა?… (იცინის) ღმერთო ჩემო, რატომ ვარ ასეთ კარგ ხასიათზე, მე თვითონ არ ვიცი! მე შენ მომწონხარ! ოღონდ ამას ჩურჩულით გეუბნები… იცი, რატომ? იმედი მაქვს არ გაიგონებ!
(`სალომე ~ და ` გიზო ~ ორივე დგებიან)
სალომე და გიზო – მეე! მეე!
(ერთმანეთს უყურებენ)
ხათუნა A-თქვენ მშვენიერი ხედი გაქვთ აქედან! მომწონს თქვენი სამეფო, ჩემო მბრძანებელო! (იცინის) აქედან ყოველთვის მოჩანს სუფთა ჰორიზონტი!… (მღერის) ბედნიერება ესაა – სუფთა ჰორიზონტი, როცა არც ღრუბელია, არც ჩრდილი და არც ნისლი!.. ნუ იქნები ჩემდამი სასტიკი, თორემ სამყაროზე ცრემლებით ვილოცებ!.. ძალიან კარგი ბავშვი!… მე გამოვჩეკავ!… ძალიან კარგ ბავშვს!… ოო. რა ქვიშიანი ხელები გაქვს!… (ჩურჩულით) ხანდახან მგონია, რომ სამყარო იმსახურებს უფრო კარგს, ვიდრე ვარ!… შენ თუ გიფიქრია ამაზე! შეგიძლია ხელებით გიყვარდეს ისე, როგოც გულით?
(`გიზო ~ და ` სალომე – იყურებიან ხელებზე)
გიზო და სალომე – რა მოგივიდა?
ხათუნა A-არაფერი… ცოტა მეშინია!
გიზო – გელოდებოდი!. ნახე როგორ ვნერვიულობ!
სალომე – თვალები მქონდა დახუჭული, შენი ჩრდილი როცა დამეცა გამომეღვიძა!
ხათუნა A-უბრალოდ შემოვირბინე… რაღაც დამრჩა და… სხვა რომ ყოფილიყო ჩემს მაგივრად?
სალომე – ყველაფერი გამოვთვალე… ასე, რომ… მინდა გაცვითოს შენმა ტერფებმა ჩემი კარების ზღურბლი!
გიზო – ვიცოდი, დაბრუნდებოდი… შენ არ თქვი, რომ ყოველთვის ბრუნდები, როცა წასვლას აპირებ!
ხათუნა A- (თბილად) სულელი ხარ! რატომ აქვთ სულელებს ყოველთვის გაღიმებული სახეები, იცი?… ბედნიერები არიან და იმიტომ! შენ ბედნიერი ხარ?
სალომე – ჰო, ვარ!
გიზო – ხომ მოგწონს აქაურობა!
სალომე – კარგი ხედია, არა?
ხათუნა A-არ გინდა სადმე გამგზავრება?
გიზო – ჩვენ უკვე დიდი ხანია გავემგზავრეთ!
ხათუნა A-არ გინდა გთხოვ!… ძალიან გთხოვ!.. თუ პატივს მცემ, არ გინდა!… რა ბოროტი ხარ?!
გიზო – ცუდს არაფერს ვაკეთებ! პირიქით სიკეთე მინდა!… იმისათვის, რომ აკეთო დიდი სიკეთე… პატარა ბოროტების ჩადენაც უნდა შეგეძლოს! …იცი, რა ლამაზი ხარ?!
ხათუნა A-ვიცი!
სალომე – ნუ მაგიჟებ, ძალიან გთხოვ! გეუბნები ისეთ სიტყვებს, რომელიც არავისთვის მითქვია!… გამიგე, ძალიან გთხოვ!.. გესმის, ძალიან გთხოვ, გამიგე? თორემ ფანჯრიდან გადავხტები!
ხათუნა A- (იცინის) დაწყნარდი!.. მეცინება!… შეგიძლია ხელებით გააჩერო ზღვის ღელვა?
სალომე – რაა?.. შენ არ ამბობდი, რომ…
ხათუნა A-ფანჯარა გადახტომისთვის გამოიგონეს, თუ სამყაროთი დასატკბობად?… როცა ხტები ფანჯრიდან, მიწა ყოველთვის უფრო ახლოა, ვიდრე ერთი ნახვით გეჩვენება!… ნუ იქნები სიკვდილზე მწარე?!… არ მითხრა არა!
გიზო – რაა?
(იცინის)
ხათუნა A-ჩემი ტელეფონი ხომ მოგეცი?..
სალომე – არა!
გიზო – ნომერი მითხარი, მაგრამ აღარ მახსოვს!
ხათუნა A- (იცინის) კიდევ კარგი!
სალომე – რატომ?!
ხათუნა A- (ჩურჩულით) ჩამოაფარეთ ფარდა და მერე გეტყვი.. შენ თვითონ თუ ვერ მიხვდები!
( სალომე და სალომე დგანან. გიზო-ს ხმა მელოდიას ღიღინებს და ნელ-ნელა ქრება. პაუზა)
სალომე – ნეტა რას აკეთებს?..
გიზო – ადი და გაიგე!
სალომე – არა, ჯობია დავუძახებ და თვითონ ჩამოვა!
გიზო – არ ჩამოვა!… ბევრი დრო დავკარგეთ!.. ადრე ჩვენ ვხარჯავდით დროს, ახლა დრო გვხარჯავს ჩვენ!
სალომე – (ჩაფიქრდება) ჰო, მართალი ხარ! არ ჩამოვა!..
გიზო – ლაქარდიანი ენა გაქვს!…
(ერთმანეთს უღიმიან)
სალომე – შენ ჩემზე უკეთესი არა ხარ!
გიზო – ცოტათო მაინც ვარ!
(`სალომე ~ ხელს ჩაიქნევს და ჯდება)
გიზო – ყველაზე ცუდია ის, როცა არ გჯერა, რომ მართალი ხარ!… უფრო უარესია, როცა არ გინდა გჯეროდეს.
სალომე – გაჩუმდი, თორემ ღამით აღარ დამეძინება!
(ორივე იცინის)
სალომე – ესე იგი, ხვალ ისევ დღე იქნება!
გიზო – იქნება!
სალომე – ძალიან კარგი!… ამბობენ, ძილში სული მუშტისოდენა ხდებაო!
გიზო – (ჩაფიქრდება) ძალიან კარგი!
(პაუზა. ისმის ` ხათუნა ~-ს ღიღინი)
სალომე – ხომ არ გავუშვათ?
გიზო – რაა?
სალომე – ხომ არ გავაგდოთ?
გიზო – რატომ?… რამდენჯერ წავიდა თავისით!… ეხლაც თავისით წავა და მერე კარები ავუჭედოთ!
სალომე – თავისით თუ წავიდა აუცილებლად უკან დაბრუნდება!
(პაუზა)
გიზო – რატომ უნდა გავაგდოთ?
სალომე – ალბათ საჭიროა და იმიტომ!
გიზო – მმმ!
ხათუნა A- (ხმა ისმის) – გალია ყოველთვის უნდა დატოვო ღიათ,… იმიტომ, რომ ის რაც გაფრინდა, აუცილებლად მოფრინდება… იცი, რას ნიშნავს ლოდინი?… ლოდინი და ოცნება ერთად იგივეა! (იცინის)
(პაუზა. ` ხათუნა ~ იწყებს სიცილს)
სალომე – რა გაცინებს?
გიზო – ჯოხი გამახსენდა!… გახსოვს?
სალომე – (იცინის) მაგას რა დამავიწყებს!… ჩვენი შეშინება უნდოდა!… ბრიყვი!
გიზო – ჰოო!… როგორ ყვებოდა კბილების წკავ-წკავით!… გველი დავინახეო,.. შემეშინდაო!… მერე მივხვდი, რომ ჯოხი იყო, მაგრამ ძალიან გავდა გველსო…, მაგრამ ხელი რომ მოვკიდე, გველი… გველი გამოდგაო!… მე აქეთ გამოვიქეცი, ის იქითო!
სალომე –მ ერე, შენ წახვედი და ის ჯოხ-გველი მოუტანე!.. სამი დღე კიდევ ეშინოდა, სანამ ბოლოს და ბოლოს არ მიეჩვია!…
გიზო – როგორ გავს ეს ჯოხი იმ გველს, მე რომ შემაშინაო!… რამდენი ვიცინეთ!…
სალომე – ძალიან ბევრი ვიცინეთ!…
გიზო – ძალიან! ძალიან უსუსური და სასაცილო იყო!
(პაუზა)
სალომე – რა ვქნათ?
გიზო – გახსოვს, ერთხელ რომ თქვა – ყელს გამოვიჭრი, თუ ეს შენ პატარა შვებას მაინც მოგიტანსო!… მაინც რატომ უნდა გავაგდოთ?
სალომე – (ჩაფიქრდება) ძალიან ბევრს ხმაურობს!
გიზო – (ჩაფიქრდება) რაღაც საიდუმლოა მასში!… თუმცა არსებობს ორი საიდუმლო, ერთი – ადამიანის, რომელიც ღმერთის უმალავს და მეორე – ღმერთის, რომელიც ადამიანს უმალავს!… თუ გინდა რომ გავაგდოთ… გავაგდოთ!…
სალომე – უკვირდები? ამ ბოლო დროს თითქმის ერთნაირად ვაზროვნებთ!
გიზო – ჩადენილი ცოდვები უფრო აერთიანებს ადამიანს, ვიდრე ჩადენილი სიკეთე!… რომ დაბრუნდეს?
სალომე – შენ ვერ ხვდები მე რას გეუბნები!… დაბრუნდება, აბა სად წავა!… დაუფიქრდი – ადრე თავისით მიდიოდა და ბრუნდებოდა!… ეხლა, როცა ჩვენ გავაგდებთ, სხვანაირად დაბრუნდება!… ეს დაბრუნება კი არ იქნება,… იქნება ხვეწნა!… მუდარა!… თხოვნა!… ჩვენ გადავწყვიტავთ მივიღებთ თუ არა უკან!
გიზო – რომ არ დაბრუნდეს?
(პაუზა)
სალომე – მაგაზე არ მიფიქრია…
(ხანგრძლივი პაუზა)
გიზო – (იცინის) ადამიანის ოცნებები – რომელსაც უნდა, მაგრამ ეშინია!
სალომე – (აქეთ-იქით იხედება) რაც გვეგონა მარადიული, ამ სახლში მხოლოდ რამდენიმე თვე იცოცხლა!
გიზო – ვერ გრძნობ… ხანდახნ მას როგორ ასდის გარეული ცხოველის სუნი!
ხათუნა – (ისმის ხმა) გესმის, რა სიჩუმეა!… რა სიმშვიდე!… ადამიანებზეა ეს სიმშვიდე დამოკიდებული!… მე და შენ ხომ ადამიანები ვართ?
(პაუზა. `სალომე~ ამთქნარებს)
სალომე – ასე მგონია, რომ აღარასოდეს დავიძინებ!
(გამოჩნდება ხათუნა -ს სილუეტი)
სალომე – ხომ არ გინდა, ძილის წინ მოგეფერო?… მოგემსახურო?
ხათუნა A-არა!… ვერ ვიტან მსახურებს… ადამიანების ამ დაწყევლილ ჯიშს!… არა!
გიზო – (იღიმება) ძალიან კარგი!
სალომე – მე მინდა, მაგრამ ძალიან მეძინება!
(პაუზა)
ხათუნა A-რა ნაზად შემახე ხელი?!… თითქოს ნისლიდან ვიყო მოქსოვილი და გეშინია არ გავიფანტო!… ფრთხილად ვეხები შენს მკერდს, მკლავებს. ჩემს წინ მშვენიერი ხედია. ისმის ტალღების ნაზი დგაფუნი!… სადღაც ჩიტებიც კი ჭიკჭიკებენ!… (ჩურჩულებს) შენ ჩემი ერთადერთი სიყვარული ხარ!…
სალომე – რა არის სიყვარული, თუ არა სურვილი, შემდეგ კი… მავნე ჩვევა!
(შუქი ქრება)
სალომე – რა ჰქენი!
გიზო – ფარდა ჩამოვაფარე!… სამყარო გამოვთიშე!
(ისმის ხათუნა -ს ხმა, რომელიც მელოდიას ღიღინებს)

ფ ა რ დ ა

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s