კობა ცხაკაია: 3=2+1 დ…


კობა ცხაკაია

3=2+1
დ…

ოლიკო _ ოცდათხუტმეტიოდე წლის ქალი.
თორნიკე _ 16-18 წლის მორიდებული, სათვალეებიანი ბიჭი.
მაცაცო _ 13-15 წლის გოგონა.

ლამაზად გაწყობილი ოთახი: საწოლი, მაგიდა, სამი სკამი, პირსაბანი და შირმა, რომელიც ოთახის კუთხეს ფარავს. მაცაცო კარაქიან პურს მიირთმევს და დაბალ ხმაზე უსმენს მუსიკალურ ცენტრს. ისმის ნაბიჯების ხმა. მაცაცო ჭამას თავს ანებებს, შირმის უკან იმალება. შემოდიან თორნიკე და ოლიკო.

თორნიკე _ (ათვალიერებს) მარტო ცხოვრობთ?
ოლიკო _ მარტო ვცხოვრობ. მუსიკაც იმიტომ დავტოვე, რომ ვიცოდი მალე დავბრუნდებოდი.
თორნიკე _ (გაკვირვებულია) მალე დაბრუნდებოდით? რა იცოდით, რომ შემხვდებოდით?
ოლიკო _ ან შენ შეგხვდებოდი, ან სხვას. რა მნიშვნელობა აქვს?
უყურებენ ერთმანეთს. თორნიკე უეცრად ამჩნევს, რომ მაგიდაზე ნახევრად შეჭმული კარაქიანი პური დევს.
თორნიკე _ (დაძაბული) ეს, კარაქიანი პურია! აქ კიდე ვიღაც არის!
ფეხზე დგება.
ოლიკო _ კარაქიანმა პურმა შეგაშინა? არ ჭამ კარაქიან პურს?
თორნიკე _ ვჭამ!
ოლიკო _ ჩემმა გოგონამ დატოვა!
თორნიკე _ თქვენ შვილიც გყავთ?
ოლიკო _ რა, არ შეიძლება?
თორნიკე _ არა, მაგრამ მეგონა, რომ…
ოლიკო _ რა არის გასაკვირი? იქნებ ქალიშვილი გეგონე?
თორნიკე _ არა, მაგრამ… მეუღლეც გყავთ?
ოლიკო _ გარკვეულ წილად.
თორნიკე _ მოვა?
ოლიკო _ (იცინის) აუცილებლად, ოღონდ მაშინ როცა მომინდება. სხვა შემთხვევაში სახლში არც კი შემოვუშვებ… შეყვარებული გყავს?
თორნიკე _ მყავს.
ოლიკო _ დიდი ხანია ერთმანეთი გიყვართ?
თორნიკე _ მიყვარს? იმან არ იცის, რომ მიყვარს! იმას ჰგონია მხოლოდ და მხოლოდ მეგობრები ვართ!
ოლიკო _ პირველად ხარ?
თორნიკე _ შენთან?.. ჰო, საერთოდ პირველად, მაგრამ ბევრი რამე ვიცი…
პაუზა.
ოლიკო _ ოცი დოლარი, რაკი პირველად ხარ. მერე ორმოცი.
თორნიკე _ მერე ორმოცი? რატომ?
ოლიკო _ მერე უკვე სხვა რამე ხდება და იმიტომ.
თორნიკე _ სხვა რამე?
ოლიკო _ ჰოო, მერე უკვე იცი და მოითხოვ! ამოიღე.
თორნიკე _ რა?
ოლიკო _ ფული.
თორნიკე იღებს ფულს და ოლიკოს აწვდის. ქალი თაბაშირის გოჭზე უთითებს.
ოლიკო _ იქ ჩადე. ფულს საერთოდ არ ვეხები, ასე უფრო შევუნარჩუნებთ ჩვენი პაემნს… რომანტიულობას.
თორნიკე მიდის გოჭთან და აგდებს ფულს.
თორნიკე _ ასეთი გოჭი მეც მქონდა.
ოლიკო _ ფულს აგროვებდი?
თორნიკე _ ჰოო. კომპიუტერის ყიდვა მინდო¬და, მაგრამ ვერ შევაგროვე ნებისყოფა არ მე¬ყო და ჯი¬ნსე¬ბი ვიყიდე. აი, ესე! (უჩვენებს შარვალს) მაგარია, არა?
ოლიკო _ მეც ვაგროვებ. ჯერ-ჯერობით არ ვხარჯავ.
თორნიკე _ (შეწუხებული) ამას თუ არ ხარჯავ, მაშინ რითი ცხოვრობ?
ოლიკო _ რა ყურადღებიანი ხარ? როგორ შეწუხდი ჩემს გამო?
თორნიკე _ შევწუხდი… მაინტერესებს, რითი ცხოვრობ?
ოლიკო _ პირველი ორი კლიენტის ხარჯით. დანარჩენს მანდ ვაყრევინებ.
თორნიკე _ დანარჩენს?
ოლიკო _ ცოტა სასმელს, ხომ არ გადაკრავდი, სანამ… ჰა?
თორნიკე _ კი… (დარცხვენით) ჩავწვებით, თუ ფეხზე დამდგარები ვიზამთ?
ოლიკო _ რას ვიზამთ?
თორნიკე _ იმას. იმას, რაც პირველ ორ კლიენტთან…
ოლიკო _ სადაც და როგორც უფრო მოგეხერხება.
თორნიკე _ მირჩევნია თვითონ გადაწყვიტო, მაინც ქალი ხარ და…
ოლიკო _ მიუხედავად შენი ხეპრე მეგობრებისა, ჯენტლმენიც ყოფილხარ… მაშინ მაგიდაზე ჯობია.
თორნიკე _ აქ? მაგიდაზე? აქ, ხომ კარაქიან პურს ჭამ?
ოლიკო _ მერე გადავწმენდ. დალიე.
აწვდის სირჩაში ჩასხმულ არაყს.
თორნიკე _ მუსიკა, რომ გამოვცვალოთ?
ოლიკო _ არა.
თორნიკე _ უფრო რომანტიული, რეპზე რაღაც მერიდება…
ოლიკო _ რომანტიული არა მაქვს. იქნებ, რომელიმე FM-ზე იპოვო. ამოარჩიე.
თორნიკე ეძებს საჭირო ტალღას, მაგრამ ვერ პოულობს.
თორნიკე _ არსად არაფერი არის?
ოლიკო მაგიდასთან ჯდება და სიგარეტს უკიდებს, ის ირონიული ღიმილით აკვირდება თორნიკეს, რომელმაც არ იცის რა ქნას.
თორნიკე _ არ გავიხადოთ?
ოლიკო _ ჯერ არა!
თორნიკე _ რატომ? რა არ გეჩქარება?
ოლიკო _ აღარსად მეჩქარება. რა ქვია შენს შეყვარებულს?
თორნიკე _ ნინო. შენი ქმარი, როდის მოდის?
ოლიკო _ როცა ნებას ვაძლევ.
თორნიკე _ ღამე აქ არ რჩება?
ოლიკო _ რჩება.
თორნიკე _ უცებ რომ მოუნდეს?.. კარი გააღოს და შემოვიდეს, მაშინ?
ოლიკო _ (დამცინავად) ორივეს მოგკვლავს.
თორნიკე _ მართლა?
ოლიკო _ შეგეშინდა?
თორნიკე _ არც ისე?
ოლიკო _ ამ დროს არ მოუნდება სახლში მოსვლა.
თორნიკე _ იმან იცის, რასაც აკეთებ?
ოლიკო _ დაახლოებით.
თორნიკე _ შენმა შვილმა?
ოლიკო _ იცის.
თორნიკე _ შენი შვილი, რომ მოვიდეს?
ოლიკო _ მოვიდეს, მერე რა?
თორნიკე _ დაგვინახავს. ახლა სად არის?
ოლიკო _ სადმე დახეტიალობს.
თორნიკე _ ქმარი მუშაობს?
ოლიკო _ ძაან ბევრს. განსაკუთრებით მუქთაზე…
თორნიკე _ შენი ფულით ცხოვრობთ?
ოლიკო _ ჰგონიათ, რომ მასაჟებს ვაკეთებ და ამაში ვიღებ ფულს. ასე, რომ არანაირი პრობლემები არ მაწუხებს. არც მე და არც მათ… არც შვილთან და არც ქმართან.
თორნიკე _ ნუთუ ვერაფერს ამჩნევს?
ოლიკო _ ამჩნიოს და იყოს მერე. აბა, რა ვქნა? ბავშვს და ქმარსაც ჩაცმა და დახურვა უნდა. ფუ¬ლი არ არის. ჭამა ყველას გვინდა. აბა, ერთი ხმა ამოიღოს?.. მოდი რა ჩემზე ლაპარაკს თავი დავანებოთ და შენზე ვილაპარაკოთ.
თორნიკე _ უცებ, რომ მოვიდეს?
ოლიკო _ არ მოვა.
თორნიკე _ ვთქვათ და მოვიდა და თან მაგიდაზე შეგვისწრო, მერე?
ოლიკო _ მოვიფიქრებ რაღაცას.
თორნიკე _ შვილი რამდენი წლისააო?
ოლიკო _ თხუთმეტის.
თორნიკე _ თხუთმეტის? ამხელაა?
ოლიკო _ ჩვიდმეტის ვიყავი, როცა პირველი შვილი გავაჩინე… შენი შეყვარებული რამდენი წლისაა.
თორნიკე _ ჩემი ტოლია. ოცისაა.
ოლიკო _ ოცი წლისა ხარ?
თორნიკე _ საერთოდ ყოველთვის პატარად გამოვიყურები.
ოლიკო _ სურათი გააქვს?
თორნიკე _ მაქვს.
ოლიკო _ მანახე.
თორნიკე _ თან არა მაქვს.
ოლიკო _ ცუდია. მიყვარს ისეთი ტიპები, რომლებიც თავისი შეყვარებულების სურათებს თან ატარებენ. იმათ უფრო მაგარ დროს ვატარებინებ?
თორნიკე _ მაგარ დროს? რას გულისხმობ მაგარ დროში?
ოლიკო _ ძალიან კარგად ხვდები, რასაც. ვუკეთებ ყველაფერს, რაზეც კი გიოცნებია.
თორნიკე _ რაზეც მიოცნებია? ორალურსაც და ანალურსაც?
ოლიკო _ (იცინის) აბა, რა. თანაც რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ. მაჩვენე ფოტო.
თორნიკე _ საიდან იცი, რომ სურათი თან დამაქვს.
ოლიკო _ კარგი ტიპი ხარ და იქიდან.
თორნიკე _ ტიპი, რა პონტია?
ოლიკო _ რომანტიული ადამიანი. ფანტაზიორი. ცოტა დაბნეული და მორიდებული.(თორნიკეს არ უნდა სურათის ჩვენება) ამოიღე, ნუ გეშინია არ შევჭამ და არც რაიმეს ვუზამ?
თორნიკე _ სულაც არ მეშინია.
ოლიკო _ ჰე, მერე რაღას უცდი?
თორნიკე იღებს სურათს და მაგიდაზე დებს. ოლიკო ინტერესით აკვირდება და უეცრად დაბნეული ახედავს თორნიკეს.
ოლიკო _ ეს ვინ არის? შენ, ბიჭო ექვსი წლის გოგონა გიყვარს?
თორნიკე _ სხვა სურათი არა მაქვს და რა ვქნა?
თორნიკე მალავს სურათს. ოლიკო კი სიცილის ვერ იკავებს.
ოლიკო _ დიდი ხანია იცნობ?
თორნიკე _ დიდი ხანია.
ოლიკო _ აქამდე მერე ერთი სურათი ფარულად მაინც ვერ გადაუღე?
თორნიკე _ ეგ შენი საქმე არ არის.
ოლიკო _ რა ქვია?
თორნიკე _ ნინო.
ოლიკო _ კარგი სახელია ნინო. სკოლაში ერთად სწავლობდით?
თორნიკე _ არა. ჩემზე სალაპარაკოდ მოვედით? იმას რატომ არ ვაკეთებთ?
ოლიკო _ (ვითომ ვერ ხვდება) იმას რას?
თორნიკე _ ოცი დოლარი რაშიც გადამახდევინე.
ოლიკო დგება და წინიდან ელვით შეკრულ კაბას სწრაფად იხსნის.
ოლიკო _ დავწვე და ფეხები ავწიო, თუ უკნიდან მომაჯდები?
თორნიკე _ (მისი სიშიშვლით დაბნეული ფეხზე დგება) მოდი მუსიკას ავუწევ, ხმა არ გავიდეს და…
თორნიკე ეცემა მუსიკალურ ცენტრს, ვერაფრით ვერ რთავს, ბოლოს ჩართავს, მოდის ოლიკოსაკენ, მაგრამ უეცრად ეცემა და გონებას კარგავს. ოლიკო ერთი წუთი გაოგნებული უყურებს მის იატაკზე გაშოტილ სხეულს. უახლოვდება ეხება და სახეში სილას აწნივს. ოლიკო ფრთხილად სვამს სკამზე. პერანგს უხსნის, იქ მხარზე ხალს ამჩნევს. ადგილზე შეშდება. იხსნის კაბას და თავის მხარზე გამოხატულ ხალს ამჩნევს. ოლიკო ლამის უხმოდ კივის _ `ვაიმე?!~. თორნიკე ნელ-ნელა აზრზე მოდის. ოლიკო მის წინ ჯდება და ცდილობს სახეზე ძველი ნიღაბი აიფა¬როს.
ოლიკო _ რაკი ასე ემოციური ყოფილხარ, მოდი ნუ ვიჩქარებთ. ყველაფერი ფრთხილად გავაკეთოთ. კარგი?
თორნიკე _ მაპატიე… არ მინდოდა. მაპატიე.
ოლიკო _ არა უშავს. შენ ჯერ კიდე არა გიშავს. ერთი იყო, სანამ ვაჟა-ფშაველას `არწივი~ ოცჯერ არ წაიკითხა და თანაც მთელი ხმით, ვერაფრით ვერ დაწყნარდა. წყალი, ხომ არ გინდა?
თორნიკე _ არა, უკვე კარგად ვარ.
ოლიკო _ მოდი იცი, ყველაფერი კარგად, რომ გამოგვივიდეს… კიდე ცოტა ვილაპარაკოთ.
თორნიკე _ კიდე ვილაპარაკოთ?
ოლიკო _ აბა, რა. ასე დაწყნარდები. სით¬ამამეც მოგეცემა და ყველაფერი მაგრა გამოგივა.
თორნიკე _ ჯერ იმას, მერე კი ორალურსაც და ანალურსაც?
ოლიკო _ აბა, რა.
თორნიკე _ არსად არ გეჩქარება?
ოლიკო _ არა!
თორნიკე _ სხვა კლიენტები?
ოლიკო _ სხვა კლიენტები აღარ მოვლენ. დღეისათვის საკმარისია.
თორნიკე _ ცოდვები არ არიან?
ოლიკო _ ცოდვები არ არიან…
თორნიკე _ შენც არა ხარ ცოდვა?
ოლიკო _ მე? ფეხებზე მკიდია. მხოლოდ ფული მინდა მივიღო და მეტი არაფერი. შენ ძალიან უც¬¬ნაური ვინმე ჩანხარ! რა გქვია?
თორნიკე _ თორნიკე.
ოლიკო _ თორნიკე. მე ოლიკო ვარ! შეიძლება გაკოცებ? ლოყაზე და ჩაგეხუტები?
ისე, რომ თორნიკეს ლაპარაკს არ აცდის კოცნის და ეხვევა. მთელი ძალით. არ უშვებს. თორნიკე იბნევა.
თორნიკე _ დიდი მადლობა, მაგრამ… მხოლოდ ოცი ლარი მქონდა და დამატებით დროზე გადასახდელი ფული არა მაქვს… და თან მინდა არ ვიზარალო…
ოლიკო _ (არ უსმენს) როგორ მიხარია, რომ გნახე… რომ იცოდე რა ბედნიერი ვარ! რა ბედნიერი ვარ!
თორნიკე _ მეც მიხარია… მაგრამ, იქნებ უკეთესი იქნება მაინც ის გავაკეთოთ?.. არ მინდა დაგაზაროალო… მერე მოვალ…
ოლიკო _ (ერკვევა) არ დამაზარალო? არ დამაზარალებ!
პაუზა.
ოლიკო _ შენ დღეს ორმოცდამეერთე ხარ!
თორნიკე _ ორმოცდამეერთე? ხუმრობ?
ოლიკო _ აბა, როგორ! ყველას გითვლით. აი, ხომ ხედავ აქ ჩაყრილ ასანთის ღერებს?
უთითებს საფერფლეზე.
ოლიკო _ ორმოცდამეერთე ხარ!
თორნიკე _ ვაუ! მაგარია! ამდენს, როგორ უძლებ?
ოლიკო _ ადამიანი ყველაფერს უძლებს! განსაკუთრებით ქალი!
თორნიკე _ ყველას აკმაყოფილებ?
ოლიკო _ ჩემი მოვალეობა ეგ არის. საზიზღარი ვარ, არა?
ისინი დიდხანს უყურებენ რთმანეთს.
თორნიკე _ იმ კლიენტებსაც იმდენხანს ელაპარაკები, რამდენსაც მე?
ოლიკო _ (სევდიანი ღიმილით) მხოლოდ იმათ, რომლებიც ყველაზე უფრო მომეწონება! ასეთები კი თითქმის არ არსებობენ.
თორნიკე _ ისინიც გიჩვენებენ შეყვარებულების და ცოლების სურათებს?
ოლიკო _ არა, მაგრამ ვინც მიჩვენებს მათ ვასაჩუქრებ. დანარჩენს კი ვსჯი.
თორნიკე _ სჯი? როგორ?
ოლიკო _ ათასი საშუალება არსებობს.
თორნიკე _ აღარ აძლევ?
დიდხანს უყურებს თორნიკეს.
ოლიკო _ შეიძლება, კიდე ჩაგეხუტები?
თორნიკე _ კი… მაგრამ…
ოლიკო ეხუტება თორნიკეს.
ოლიკო _ რომ იცოდე, როგორი თბილი და საყვარელი ხარ!
თორნიკე _ ფოტო რომ არ მეჩვენებინა. რას მიზამდი? მითხარი რას მიზამდი? ძალიან გთხოვ.
ოლიკო _ ხანდახან კარგია, როცა ადამიანი ცნობისმოყვარეა.
თორნიკე _ მითხარი.
ოლიკო _ მაგრამ, ზოგ რამეზე უკეთესია არ ვილაპარაკოთ… რაც მთავარია ის რაც იმათ მოუ¬ვიდათ შენ არ მოგივა. მითხარი, სად ცხოვრობ? რა გვარი ხარ?
თორნიკე _ (ეჭვით) რაში გაინტერესებს?
ოლიკო _ ხომ გითხარი მომწონხარ მეთქი. მინდა შენზე ყველაფერი ვიცოდე!
თორნიკე _ აქ მოსული ვარ მხოლოდ ერთი რამისთვის… და არა ანკეტის შესავსებად. თანაც ერთ საა¬თ¬ში სახლში უნდა ვიყო. მომცემ, თუ არა?
ოლიკო _ ერთი საათი? რომ დააგვიანო დედიკო გაგიბრაზდება? დარჩი დღეს ჩემთან და ხვალ თვითონ მიგიყვან სახლში.
თორნიკე _ მიმიყვან, კი არა. (ბრაზდება) სულელი, ხომ არ გგონივარ?
თორნიკე არაყს ისხამს და სვამს. თრობა ეტყობა.
ოლიკო _ უფრო პატარა და ლამაზ გოგონას მოგიყვან. ოღონდ დარჩი დღეს და კიდე ვისაუ¬ბროთ!
თორნიკე _ იმასაც ვინც ჩემზე წინ იყო, სხვა ქალებს სთავაზობდი?
ოლიკო _ არა, ის საერთოდ არ მომეწონა. აყროლებული ტიპი იყო. იმის წასვლის შემდეგ ნახ¬ევ¬არი საათი ვანიავებდი სახლს
თორნიკე _ აყროლებულებსაც ღებულობ.
ოლიკო _ ეგეთი ცოდვილი ვარ და რა ვქნა. შეგზიზღდი?
პაუზა.
თორნიკე _ მაინც რატომ დაიწყე ამის კეთება?
ოლიკო _ ბოზობაზე მეკითხები?
თორნიკე _ ჰოო, რა.
ოლიკო _ იმიტომ… მაინც ვერ გამიგ¬ებ! თან პასუხი ცოტა ხნის წინ გითხარი.
თორნიკე _ მეც ვიცი რაღაც-რაღაცეები. ამი¬ტომ სიმართლე მითხარი?
ოლიკო _ არ არის ეგ შენი საქმე… ისე თუ სიმართლის გაგება გინდა… მოდი ხოლმე ჩემთან. არა ამისთვის, უბრალოდ სალაპარაკოდ. მოხვალ?
თორნიკე _ მეტი საქმე არა მაქვს.
თორნიკე კვლავ სვამს სასმელს.
ოლიკო _ რა მაინც და მაინც `ის~ გინდა და მეტი არაფერი? ნუ მაიძულებ დავიჯერო, რომ შენც იმათნაირი ეგოისტი გაიზარდე.
თორნიკე _ ეგოისტი, არა ვარ, მაგრამ არც თავს მოგატყუებინებ. გავიხადოთ?
პაუზა.
ოლიკო _ მიდი გაიხადე, ოღონდ ჯერ მა¬რტო პერანგი.
თორნიკე _ კარგი ბატონო.
თორნიკე იხდის პერანგს. ოლოკი უახლოვდება და ხალს მის მხარზე ეხება. თორნიკე ეხუტება და ცდილობს ტანზე გახადოს.
ოლიკო _ მკერდზე უკვე თმა გქონია. ხელები მანახე. რამ სიგრძე თითები გაქვს. რა კარგი პრესი გქონია! ვარჯიშობ?
თორნიკე _ ჰოო. ცურვაზე დავდივარ.
ოლიკო _ ცურვა კარგია. სიმაღლეში ზრდის. თექვსმეტი წლის ახლა რამხელა ხარ, მერე ოთხ-ხუთ წელიწადში რამხელა გახდები?
თორნიკე _ თექვსმეტის კი არა, ოცი წლისა ვარ! ოცის!
ოლიკო _ ჰოო, ჩემო პატარავ! თუ გინდა ოცდახუთის იყავი.
თორნიკე ბრაზდება ხელს უშვებს ოლიკოს.
თორნიკე _ პატარა ბავშვივით ნუ მელაპარაკები! დედიკოები არ მჭირდება.
ოლიკო _ (ამშვიდებს) რატომ ბრაზობ? მოდი დავჯდეთ და… არ გშია? გინდა რაღაცას მოგიმზადებ? ძალიან კარგი ხაჭაპურის კეთება ვიცი!
თორნიკე _ ხაჭაპური?
ოლიკო _ ჰოო! ხაჭაპურს გამოვაცხობ! ათ-თხუტმეტ წუთში იქნება. მანამდე ტელევიზორს უყურე, ან მუსიკა ჩართე. გაერთე. გინდა მაცაცოსაც დავუძახებ, იმასაც გაგაცნობ?
თორნიკე _ მაცაცო, ვინ არის?
ოლიკო _ მაცაცო, შენი… ჩემი გოგონაა!
თორნიკე _ შენი გოგო გინდა გამაცნო?
ოლიკო _ იცი, რა კარგი ბავშვია?
ოლიკო შირმის უკან გადის და იქ იწ¬ყებს გამოცვლას. თორნიკე ამ დროს დაბნეუ¬ლია და არ იცის რა ქნას.
ოლიკო _აუცილებლად დამეგობრდებით. კარგი იქნებოდა ადრე გამეცნო… მაგრამ უფა¬ლმა როცა ინება მაშინ შეგვახვედრა ერთმან¬ეთს.
შემოდის ოლიკო, მას მაცაცო შემოჰყ¬ავს. თორნიკე მის დანახვაზე იბნევა.
ოლიკო _ ეს მაცაცოა! მიესალმე თორნიკეს!
მაცაცო _ კარგი რა დედა?
თორნიკე _ მთელი ამ ხნის მანძილზე აქ იყო?
ოლიკო _ ჰოო. იმალებოდა უნამუსო.
მაცაცო _ დედა?!
თორნიკე შირმას ეცემა და ვიღაცას ეძებს.
თორნიკე _ აქ სადღაც შენი ქმარიც ხომ არ იმალება?
ოლიკო _ (კატეგორიულად) შეწყვიტე თორნიკე სისულელეები! დაჯექი!
ოლიკოს ტონი იმდენად ბრძანებლუ¬რ¬ია, რომ ის იქვე საწოლზე ჯდება.
თორნიკე _ (დაბნეული და შეშინებული) ოლიკო, ხარ თუ კლეოპატრა გამაგებინე რა ხდება? აქ რატომ ვარ, მი¬თხა¬რი?
ოლიკო _ ღმერთმა ასე ინება და იმიტომ. როგორი ხაჭაპური გინდა იმერული, თუ აჩმა?
თორნიკე _ რა დროს ხაჭაპურია!
ოლიკო _ მიპასუხე, რომ გეკითხები!
თორნიკე _ აჭარული!
ოლიკო _ ასეც ვიცოდი! მეც და მაცაცოსაც აჭარული ხაჭაპური ყველა დანარჩენს გვირჩევნია! მაცაცო შვილო, აი ფული ჩაირ¬ბ¬ინე თონეში სამი კილო ცომი გამოართვი.
მაცაცოს ფულს აძლევს და ისიც გადის ოთახიდან.
თორნიკე _ მანამდე ყველს გავამზადებ.
ოლიკო რთავს მუსიკალურ ცენტრს .
ოლიკო _ რომ არ მოიწყინო! სიმღერა გიყვარს?
თორნიკე _ (ფეთქდება) რა სიმღერა, რა ხაჭაპური, რა მაცაცო! სულ დაუფსტვინე ქალო?
ოლიკო _ ხმას ნუ უწევ თორნიკე! არ გეკადრება!
თორნიკე _ რა არ მეკადრება ქალო!
ოლიკო _ ნუ ყვირი!
თორნიკე _ დაჯექი!
ოლიკო _ რა დროს დაჯდომაა! მალე მაცაცო ცომს მოიტანს!
თორნიკე _ დაჯექი, თორემ!
თორნიკე მთელი ძალით ხელს დაკრავს მაგიდას.
ოლიკო _ კარგი ბატონო!
თორნიკე სვამს არაყს.
თორნიკე _ შენ, ვინა ხარ?
ოლიკო _ რა უცნაური შეკითხვაა! ქალი ვარ, დედა და მეუღლე.
თორნიკე _ გადამრევს ეს ქალი! შენი არსებობის შესახებ ჩემი თანატოლებისაგან გავიგე. ბარშიც რამდენჯერმე შევხვდით! კლეოპატრა გაქვს ზედმეტსახელი, ეგრე არ არის? ისე ოლიკო გქვია, არა? იმ ბარში ხარ ყოველთვის სადაც ყოფაქცევის ქალები პოულობენ კლიენტებს! ხომ, ასეა? მე ვინა ვარ!
ოლიკო _ თორნიკე ხარ!
თორნიკე _ თორნიკე ვარ ჩემი ახლობლებისთვის. შენთვის კი კლიენტი ვარ! მხოლოდ და მხოლ¬ოდ კლიენტი, რომელიც არ მოსულა აქ ხაჭაპურის საჭმელად და მაცაცოს გასაცნობად! აქ კონკრე¬ტული სა¬ქმისთვის ვარ მოსული. გასაგებია! აქ, მოვედი რათა ვიჟიმაოთ! გასაგებია?
ოლიკო _ ერთმანეთს, რომ შევხვდით ეს ბედია. როცა გავიხადე, იმიტომ შეგიწუხდა გული. (სევდიანად იღიმება) მინდოდა კარგად გაგეცანი, სხვანაირად დაგენახე და მერე… მერე, დიდი ხნის მერე ალბათ გეტყოდი…
თორნიკე _ რაებს როშავ? რას მეტყოდი? ქალო ავად, ხომ არა ხარ?
ოლიკო _ ავად? (პაუზა. ისინი დიდხანს უყურებენ ერთმანეთს) გახსოვს გითხარი, ზოგიერთი კლიენტის დასჯაზე?
თორნიკე _ მითხარი და მერე რა?
ოლიკო _ (თბილად) როცა კლიენტი მომწონს, ვცდილობ ვიყო ძალიან ყურადღებიანი… მინდა უფრო ახლოს გავიცნო. შენ ახლა ძალიან კარგად გიცნობ!
პაუზა.
თორნიკე _ მერე!
ოლიკო _ კლიენტი, თუ არამზადაა, რომელსაც არ უნდა ჩემთან საუბარი…
თორნიკე _ მერე?
ოლიკო _ მას აუცილებლად ვსჯი!
თორნიკე _ როგორ?
ოლიკო _ ვაძლევ ყველაფრის უფლებას.
თორნიკე _ ყველაფრის?
ოლიკო _ ჰოო, ყველაფრის უფლებას.
თორნიკე _ მერე, ეგ რა დასჯაა?
ოლიკო _ (აწყვეტინებს) შენ სხვა ხარ! შენ ხარ ბიჭი, რომელსაც ჰყავს შეყვარებული და როგორც ვატყობ იცის სიყვარულის ფასი… და პირველად აკეთებს ამას… და თან თექვსმეტი წლისაა…
თორნიკე _ თექვსმეტი წლის ვარ, მერე რა?
ოლიკო _ მერე ის, რომ გინდა სიმართლეს გეტყვი?
თორნიკე _ რა სიმართლეს? იმას, რომ კარგი ხაჭაპურის გამოცხობა იცი?
თორნიკე სვამს არაყს. ისინი უხმოდ უყურებენ ერთმანეთს.
ოლიკო _ მართალი ხარ, ავად ვარ!
თორნიკე _ რაა?
თორნიკე ფეხზე წამოვარდება და გაქცევას აპირებს, მაგრამ ოლიკოს ისტერიული სიცილი შეაკავებს.
ოლიკო _ შეგეშინდა? ხუმრობა არ იცი ბიჭო? რა პატარა ბავშვივით იქცევი…
თორნიკე _ იხუმრე, არა?
თორნიკე კარს რაზავს. ეცემა ოლიკოს და საწოლზე აგდებს. მათ შორის იწყება უმოწყალო ბრძოლა.
თორნიკე _ გიჩვენებ სეირს! ახლა ნახავ, რას გიზამ! პატარა ბავშვი გგონივარ, არა?
ოლიკო _ არ გინდა თორნიკე! არ გინდა! მაპატიე! არ ქნა! თორნიკე შენი დედა ვარ!
ამ სიტყვებზე თორნიკე თავს ანებებს ოლიკოს.
ოლიკო _ ჩვიდმეტი წლის წინ მამაშენმა `შემაბა~ პატარა, სულელი, ღარიბი გოგონა და… მერე ბავშვი გავაჩინე კიდეც! მერე მამაშენი გაუჩინარდა. გაიგე? დიდხანს ვეძებდი… ვერ ვიპოვე… იმიტომ, რომ მამაშენმა სახელიც და გვარიც მომატყუა! მერე, როგორც ჩანს დიდი ხნით საქართველოდან წახვედით და იმიტ-ომ ვერ გიპოვე! კითხე მამაშენს. თუ დაგიმალა: უთხარი, ძალიან გაინტერესებს `სასო~ რას ნიშნავსთქო? დედაშენსაც კითხე ჩემს შესახებ, ყველაფერი მაგ გველაძუას ბრალია… ისევ ისეთი, სუსუკა-პუსუკაა? თუ გამოავლინა ნამდვილი გველური სახე?
თორნიკე _ დედაჩემს თავი დაანებე! შენი ბოზი დედაც!
დედის ხსენებაზე თორნიკე ისტერიკაში ვარდება. ოლიკოს კაბას შემოახევს და იწყებს შარვლის გახდას. ოლ¬ი¬კო ხელს ჩაავლებს გოჭს და თორნიკეს მთელი ძალით ესვრის თორნიკეს. თორნიკე აიცდენს და მთელი ძალით დაარტყამს ოლიკოს. ამ დროს ჯიბიდან მას საფულე ამოუვარდება.
თორნიკე _ შენი ბოზი დედაც! დედაჩემის და მამაჩემის ხსენებისას პირი გამოიბანე! შენი დედაც!
ოლიკო ლეიბებს შორის დამალულ დანას იღებს და თორნიკეს უშვერს.
ოლიკო _ თორნიკე, ყველაზე მეტად ამ ცხოვრებაში შენი ნახვა მინდოდა, მაგრამ თუ ერთ ნაბიჯს გადმოდგამ იცოდე თავს მოვიკლავ!
თორნიკე _ დედაჩემის და მამაჩემის ხსენებისას პირი გამოიბანე!
თორნიკე იატაკზე დაყრილი ფულიდან იღებს ოც ლარიანს და გარბის.
თორნიკეს ხმა _ შენი დედაც!
მაცაცო _ უზრდელო და თავხედო!
შემოდის მაცაცო. ოლიკო სისხლს იწმენდს სახიდან. ამ სურათის დანახვაზე მაცაცოს ისტერიკა დაემართება.
მაცაცო _ დედა! დედა! დედა!
ოლიკო _ კარგი, კარგი დამშვიდდი!
ოლიკო ნელ-ნელა მშვიდდება.
ოლიკო _ ცომი მოიტანე?
მაცაცო _ ჰო, მოვიტანე!
ოლიკო _ ძალიან კარგი!
იატაკზე დაგდებულ საფულეს ამჩნევს. იღებს და შიგ იხედება. კმაყოფილი იღიმება.
მაცაცო _ ვინ იყო ეს დეგენერატი?
ოლიკო _ შენი ძმა!
მაცაცო _ რაა?
ოლიკო _ ჰოო, მაცაცო! შენი გადარეული, დაკარგული უფროსი ნახევარ-ძმა!
მაცაცო _ მართლა, ვიპოვეთ?
ოლიკო _ ჰოო, მართლა! ახლა კი ხაჭაპურები გავაკეთოთ! დავნაყრდეთ და ხვალიდან კი შენს ძმასთან წავიდეთ! ხომ ხედავ, მაინც ვიპოვე ჩემი ძალად დაკარგული შვილი! ხანდახან ბევრი ნაგავი უნდა თხარო, დაკარგული მარგალიტი, რომ იპოვო!
ისინი ეხუტებიან ერთმანეთს.
ჩაბნელება.

სასო

დოდო _ მამა. ორმოცს გადაცილებული წვერებიანი კაცი.
ოლიკო – დოდოს ყოფილი საყვარელი, მსუბუქი ყოფაქცევის ქალი.
თორნიკე – შვილი.

თბილისი, ჩვენი დრო. დოდო მარტოა სახლში და უყურებს ტე¬ლ¬ე¬ვიზორს, პერიოდულად საათს გა¬ხედავს.
დოდო _ სად არის ამდენ ხანს?
სცენის მოერე კუთხეში გამოჩნდება ოლიკო, რომ¬ელიც რეკავს ტელეფონით. ზარი დოდოს სახლ¬ში გაისმის.
დოდო _(იღებს ყურმილს) გისმენთ?
ოლიკო – დოდო?
დოდო _ დიახ…
ოლიკო – მარტო ხარ? შეგიძლია მელა¬პარაკო?
დოდო _ ვინა ხარ?
ოლიკო – ოლიკო ვარ!
დოდო _ რომელი ოლიკო?
ოლიკო – ოლიკოები ბევრი გყავდა? დაგავიწყდი?
დოდო _ (ხანმოკლე პაუზის შემდეგ) მაპატიეთ, ვერ გიცანით…
ოლიკო – (კატეგორიულად) დოდო, გამიხსენე… ძალიან გთხოვ გამიხსენე.
დოდო _ მაპატიეთ, მაგრამ… თქვენ გინდათ გაგიხსენოთ, მხოლოდ ხმით? თან ისეთი სახელით, რომელიც მარტო ამ სახლში დაახლოებით თხუთმეტს მაინც ჰქვია.
ოლიკო – მაგრამ, არა ისეთი, როგორიც მე ვარ. არა ისეთი ახლობელი, როგორიც შენთვის ვარ.
დოდო _ ძალიან დაკავებული ვარ და დრო არა მაქვს.
ოლიკო – (აწყვცეტინებს) თვალთმაქცობ, არა? იმწუთასვე გაგახსენდი… ოლიკო, ხომ ის ქალია, რომელიც გამოაშტერე, მერე მოატყუე, მერე კი მიწასთან გაასწორე… გამიხსენე, როგ¬ორ გიყვარდი. როგორი გრძნობით და თავდა¬ვი¬წყებით ვეძლეოდით ერთმანეთს…
დოდო _ (დამცინავად) თავდავიწყებით და გრძნობით?
ოლიკო – სასაცილოა, არა?
დოდო _ ან ნომერი შეგეშალა, ან ძალიან ცუდად ხუმრობ! თუ შეიძლება ქალბატონო დამანებეთ თავი…
ოლიკო –(აწყვცეტინებს) ასეთი ოფიციალური ტონით რატომ მელაპარაკები?
დოდო _ მაპატიეთ, მაგრამ არ მახსოვხართ! ვერ გიხსენებთ.
ოლიკო – ჩვიდმეტი წლის წინ. ნაქირავები ბინა, მეტეხთან. ყვავილებით მორთული პატარა აივანი, რომელიც მტკვარზე იყო გადმოკიდებული და ნარიყალას უყურებდა…
პაუზა.
დოდო _ (იხსენებს) ნარიყალას უყურებდა ვარდებით მორთული აივანი.
ოლიკო – გაგახსენდა? ხის უზარმაზარი ტახტი გახსოვს? კედელზე გაკრული ძველისძველი ხალიჩა…
დოდო _ (გაურკვევლად) შეიძლება მახსოვს, შეიძლება არც კი მახსოვს… ოლიკო, ჩემო კარგო ეგ ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ იყო… ახლა სხვა დროა. თხუთმეტი წელი გავიდა… სხვანაირი ადამიანი გავხდი. შენც ალ¬ბათ შეიცვალე… იმედია ბედნიერი ხარ, ძალიან მიხარია, რომ მიპოვე და დამირეკე, მაგრამ ახლა უნდა დაგემშვიდობო… ნახვამდის.
ოლიკო – არა, არა მოიცადე. ძალიან გთხოვ კარგად გამიხსენო. არ შეიძლება დაივ¬იწყო ის ადამიანი, ვისაც ამდენი… ამდენი ცუდი გაუკეთე… ვინც დარწმუნებული ვარ, გიყვარდა.
დოდო _ (ლაპარაკის დამთავრება უნდა) მომისმინე ოლიკო. ყველაფერი მახსოვს. შენ საოცარი ადამიანი იყავი და იმედია ახლაც ხარ. ჩვენი ურთიერთობა სხვანაირად დაიწყო, სხვანაირად განვითარდა და დამთავრდა, ისე როგორც უნდა დამთავრებულიყო. ძალიან ბე¬ვრი დაგიშავე. მაპატიე. ძალიან გთხოვ მაპატიე. ახლა, კი ნახვამდის. უფრო სწორად მშვიდობით.
ოლიკო – ყოველთვის მიყვარდი.
დოდო _ ძალიან სასიამოვნოა. დიდი მადლობა და მშვიდობით!
ოლიკო – არა! ჯერ უნდა დამიმტკიცო, რომ გახსოვარ. ნამდვილად გახსოვარ და გახსოვს ყველაფერი ის რაც ჩვენს შორის მოხდა…
დოდო _ საოცარი დრო იყო. ყველაფერი ისეთი უბრალო და ადვილი გვეგონა, რომ კონტროლის უნარი დავკარგეთ და…
ოლიკო – რომელიღაცა ფილმის პერსონაჟებს დავემგვანეთ?
დოდო _ `უკანასკნელი ტანგო პარიზში~.
ოლიკო – ჰოო! ჰოო! ღმერთო, ჩემო რეებს არ ვაკეთებდით, გახსოვს?
დოდო _ რა გინდა? საწოლში რეებს ვაკე¬თებდით ის გავიხსენო? თუ სად რას ვეუბნებოდით, ან რაზე ვიცინოდით? ასე დეტალურად არ მახსოვს.
ოლიკო – თუ გინდა დაგიჯერო, რომ ბევრი რამ გახსოვს. მითხარი ის სიტყვა, რაც ჩვენს ურთიერთობას დავარქვით… საიდუმლო, კოდირებული სიტყვა, რომელიც მხოლოდ ჩვენ უნდა გვცოდნოდა… გახსოვს?
დოდო _ (არ უნდა გახსენება) რა მახსოვს, იმდენ სისულელეს ვეუბნებოდით ერთმანეთს.
ოლიკო – სასო!? სასო _ სასოება დაგავიწყდა? სასო-სასოება, ძალიან მოგვეწონა, ეს ლექსიკონში ვიპოვეთ, მარჩიელობისას… როცა გვინდოდა გაგვეგო პასუხი შეკითხვაზე : `რა გვჭირდება ბედნიერებისათვის?~.. პასუხს როგორ ვეძებდით, გახსოვს?
დოდო _ დაახლოებით!
ოლიკო – ეს იყო, წელიწადის 361-ე დღე, ანუ 27 დეკემბერი, ჩვენს ბიჭზე ვიყავი ორსულად – მეშვიდე თვეზე, იმ ლექსიკონის წიგნში 361-ე გვერდზე…
დოდო _ ნეიმანის ლქსიკონში!
ოლიკო – ჰო, ზემოდან მეშვიდე სიტყვა იყო – სასო!
დოდო _ სასო – რწმენაა!
ოლიკო _ ჰოო, სასო – რწმენას ნიშნავს! გაგახსენდა?.. თორნიკე ვნახე და გამახსენდა! როგორ გგავს? ჩემი მხოლოდ თმის ფერი აქვს…
დოდო _(აწყვეტინებს) სად ნახე? როდის?
ოლიკო – ვნახე! დიდ ხანს გეძებდით და გნახეთ! სასო – რწმენაა!
დოდო _ ტელეფონის ნომერი თვითონ მოგცა?
ოლიკო – რა მნიშვნელობა აქვს.
დოდო _ რაიმე უთხარი?
ოლიკო _ თითქმის!
დოდო _ თითქმის, რას ნიშნავს?
ოლიკო – არ ვიცი! მხოლოდ გამოველაპარაკე! არასასიამოვნო ტიპებთან ერთად დადის! იმ ტიპებს ვიცნობ და იცოდე, თორნიკეს ძალიან ცუდ ამბავს დააწევენ!
დოდო _ არა, არა! თორნიკემ დიდი ხანია თავი დაანება მათთან ურთიერთობას! ძალიან გთხოვ, აქ აღარ დარეკო! ძალიან გთხოვ იმასაც დაანებო თავი! ნუ დაანგრევ ყველაფ¬რს, რაც… (არ იცის რა უთხრას) სად ნახე, მითხარი? ძალიან გთხოვ…
ოლიკო – ყოველი წამი, რაც მასთან ერთდ გავატარე… იმხელა სიამოვნებას და ტკივილს მანიჭებდა, რომ… არაჩვეულებრივი ბიჭია, ცოტა მორიდებულია, კეთილია და გულღია… ალბათ, შენი ცოლი ძალიან ბედნიერია.
დოდო _ ჩემი მეუღლე გარდაიცვალა! სისხლის გათეთრებით! ორი წლის წინ! უნდოდა აქ დასაფლავებულიყო! ამიტომ დავბრუნდით!
პაუზა.
ოლიკო _ ვიზიარებ!
პაუზა.
დოდო _ მაგარი ადამიანი და საოცარი ქალი იყო…
პაუზა.
დოდო _ ძალიან გამიჭირდა… ძნელია, როცა შეთანხმება ნელ-ნელა სხვა გრძნობებში გადადის… მერე ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა… მაგრამ ის მაინც ნერვიულობდა, ძალიან განიცდიდა იმას, რომ თორნიკე მისი არ იყო და… ამანაც ხელი შეუწყო ავადმყოფობის განვითარებას და… ყველაფერი ასე დამთავრდა…
ოლიკო – მეც გამიჭირდა. მაგრამ ცხოვრება მიდის და ჩვენც ვმოძრაობთ მასთან ერთად… იმდენი ვიმოძრავე სანამ არ გიპოვეთ…
დოდო _ არა! ძალიან გთხოვ… რაც იყო, იყო. ყველაფერი დამთავრდა და ახლა…
ოლიკო – თორნიკეს ნახვას მიკრძალავ?
დოდო _ არა, მაგრამ… ახლა ისეთ ასაკშია, უკეთესი იქნება… დედის გარდაცვალების მერე ვერ ვაკონტროლებ… გამოიცვალა. თითქოს გამირბის. არ მინდა დავკარგო.
ოლიკო _ არც მე მინდა დავკარგო!
დოდო _ ძალიან გთხოვ! ჩვენ ყველაფერი შევიცვალა და ისე არ არის, და არც იქნება როგორც გვინდა… გინდა ფულს მოგცემ? ისეთი მდიდარი არა ვარ, მაგრამ რაც შემიძლია…
პაუზა.
ოლიკო – მაინც რამდენს?
დოდო _ არ ვიცი? რამდენი გინდა?
ოლიკო – ბევრი. ძალიან ბევრი!
დოდო _ ბევრი? ბევრი რამდენია?
ოლიკო _ იმდენი რამდენიც შენ გგონია!
პაუზა.
დოდო _ სად მოგიტანო?
ოლიკო – იქ, ნაქირავებში. ყვავილებიან აივანზე. მისამართი გახსოვს?
დოდო _ ის სახლი დიდი ხანია დაანგრიეს.
ოლიკო – მის ადგილას მშვენიერი სასტუმროა, საუნით და ღამის კლუბით, რომლის აივანი ყვავილებითაა მორთული… ცნობილი ადგილია. აქ დიდი ასორტიმენტია… ქალების, მუცლის ცეკვები და სტრიპტიზი.
დოდო _ მუცლის ცეკვები და სტრიპტიზი?
ოლიკო _ ჰოო, ისინი კარგ ატმოსფეროს ჰქმნიან!
დოდო _ მანდ მუშაობ?
ოლიკო – რაიმე პრეტენზია, ხომ არა გაქვს?
დოდო _ არა?
ოლიკო – ძალიან კარგი.
პაუზა.
დოდო _ დიდი ხანია მანდ მუშაობ?
ოლიკო _ რაც გაიხსნა იმის მერე! აქ ოლ¬იკოდ არ მიცნობენ! სხვა სახელი მქვია, შეიძლება გაგიგია კიდეც! `კლეოპატრას~ მეძახიან!
დოდო _ კლეოპატრას? არა, არ გამიგია.
ოლიკო – თორნიკესაც პირველად იქ შევხვდი!.. როგორც კი დავინახე, იმწუთასვე გავიფიქრე საიდანღაც მეცნობა ეს სიმპატიური ბიჭუნა მეთქი! დიდხანს ვიფიქრე, ვუყურე. იმდენ ხანს, სანამ თვითონ არ მომიახლოვდა და არ გამომეპალარაკა. ასე გავიცანი ჩემი შვილი.
დოდო _ კლეოპატრად გაეცანი?
ოლიკო – არა, ეგრევე ვუთხარი, რომ მისი დედა ვიყავი…
პაუზა. ოლიკო იცინის.
დოდო _ ის სახლი სადაც მე და შენ… ახლა, ბორდელია?
ოლიკო _ დაახლოებით. უფრო გასართობი ადგილია… მაგრამ თუ ვინმეს მოუნდება პრობლემა არ არის. მსურველები კი ბევრია. განსაკუთრებით ქალწული ბიჭუნები, რომლებიც პირველად წვებიან ქალებთან. ჰიგიენის და ჯა-ნმრთელობის მხრივ ისინი დაცულები არიან… ამიტომ ძალიან პოპულარულები ვართ!
დოდო _ კლიენტი ბევრია, არა?
ოლიკო – საკმაოდ! მეც კარგ ფორმაში ვარ! ოცდაცამეტის ვარ და ოცდახუთზე მეტს ვერ მომცემ! მოდი! ერთი ღამე, ან ერთი სეანსი ჩემთან და თავს იგრძნობ… მოდი გავიხსენოთ დაკარგული `სასო~, არ გინდა?
პაუზა.
ოლიკო – იცი რა ვქნათ? მოხვალ, დავიქირავოთ ოთახი და როგორც მაშინ კვირაში ოთხჯერ შევხვდეთ ერთმანეთს… ისეთივე ენერგიითა და ვნებით. იქნებ მართლაც რაღაც მოხდეს და… ეს იქნება უნიკალური ექსპერიმენტი. მერე, კი ერთ დღეს ავდგეთ და ყველაფერი გავუმხილოთ თორნიკეს. კარგი?
დოდო _ არა. ოლიკო, არ ღირს!
პაუზა.
დოდო _ ღვთისმსახური ვარ და ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა… მეც გეძე-ბდი… მაგრამ მხოლოდ იმის მერე რაც მეუღლე გარდამეცვალა… მინდოდა შენდობა მეთხოვა… ვერ გიპოვე… ახლა, კი როცა დამელაპარაკე შემეშინდა… ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან შევიცვალე… მაპატიე, რომ გატყუებდი. მაპატიე, ჩემი სუ¬ლმოკლეობა. მეც, ხომ ადამიანი ვარ. ყველაფრისთვის მაპატიე… კარგი?
ოლიკო _ მღვდელი ხარ? რას მელაპარაკები? რაიმე, რომ იყოს ძველი ამბების გამო ცოდვებს არ შემინდობ, მამაო?
დოდო – გეყო დაცინვა! ძალიან გთხოვ… თუკი რაიმე გრძნობა, ან მოგონება ძვირფასია ჩვენს შორის…
ოლიკო _ ჩვენს შორის? საერთოდ ვინ ჩემი ფეხები ხარ? თორნიკე ჩემი შვილია…
პაუზა.
დოდო – ის, უფრო ჩემი შვილია… რაზეც შევთანხმდით, ხომ აიღე? ახლა, რა გინდა? ხომ არ გიშლი მის ნახვას. მხოლოდ გთხოვ, ცოტა ხანს მოიცადო… თორნიკე ძალიან მგრძნობიარე ბიჭია. დედამისი… ჩემი ცოლი… როცა გარდაიცვალა, ორი კვირა ხმა არ ამოუღია… მერე თითქმის ერთი წელი, დილიდან საღამომდე სასაფლაოზე ატარებდა… ძლივს გამოვიდა… წარმოიდგინე სიმართლეს, რომ გაიგებს, რა მოუვა. ძალიან გთხოვ…
პაუზა.
ოლიკო _ ყველაფერი რაღაც ღირს.
დოდო _ რამდენი?
პაუზა.
ოლიკო – რაკი მღვდელი ხარ… მაშინ მოხვალ და ჩემთან ერთად გაატარებ ღამეს. გავიხსენებთ ყველაფერს, კარგი?
დოდო _ ოლიკო, მღვდელი ვარ!
ოლიკო – ჰოდა, გადამარჩინე! შენი დახმარებით გავხდი მეძავი! მოინანიე. ახლა მეც მიშველი, მამაო?
პაუზა.
ოლიკო _ დამთანხმდი, თორემ არ გაგიგებ! იმიტომ, რომ ამ დღეს ძალიან დიდი ხანი ველოდი. შენ იცი, რა ჰქენი? იცი, რა ჰქენი? იმის მაგივრად, რომ უბრალოდ `ვიღაც ფულიანი კლიენტი~ ყოფილიყავი… თავი შემაყვარე, მერე კი სულში ჩამაფურთხე! როცა დამაჯერე, რომ სიყვარულის და ბედნიერების ღირსი ვიყავი ერთი მოქნევით, მოჭერი ყველაფერი!
დოდო _ არ მიფიქრია, რომ ის ყურადღება… ზედმეტი ყურადღება, ორივეში ასეთ გრძნობებს გამოიწვევდა…
ოლიკო – არამზადავ! დიდი ხანია `განიწმინდე~?
დოდო _ მაპატიე.
ოლიკო – ნუ მაცინებ! გიხდიან ლოცვებში ფულს? მეც გადამიხადე!
დოდო _ გადაგიხდი. აუცილებლად გადაგიხდი!
ოლიკო _ როდის?
პაუზა.
დოდო _ მოდი ტაძარში ჩემთან და დავილაპარაკოთ! ყველაფერზე იქ მოვრიგდეთ!
პაუზა. ოლიკოს უხერხულობა ეტყობა, ის არ მოელოდა ასეთ პასუხს.
ოლიკო – მოვალ! თუ გგონია შენი ეკლესიის შემეშინდება ძალიან ცდები!
დოდო – მხოლოდ გრძელი კაბით და მაკიაჟის გარეშე! კარგი?
ოლიკო – რა გეშინია იქვე არ შეგაცდინო?
დოდო – ჰოო! ძალიან მეშინია! კვირას დილიდან მოდი, წირვაზე! შენი სამსახურის აივანი პირდაპირ უყურებს ჩემს ტაძარს. აუცილებლად მოდი, კარგი?
ოლიკო – ეჭვის არ შეგეპაროს! მამაო!
ოლიკო კიდებს ტელეფონს. დოდო ჩაფიქრებული კიდებს ყურმილს და პირჯვარს იწერს. შემოდის თორნიკე. ის აღგზნებულია და შეიძლება ცოტა ნასვამიც.
დოდო – (მორიდებით) ხომ არ გშია?
თორნიკე გაბრაზებული უახლოვდება მამამისს. დიდხანს გამომწვევად უყურებს. შემდეგ მიბრუნდება ფანჯრისაკენ. ცდილობს გააღოს. ვერ აღებს. გაბრაზებული ურტყამს ხელს ფანჯრის რაფას.
დოდო – რა მოგივიდა? რაღაც მოხდა?
თორნიკე _ აბა, რა?! შარში გავეხვიე, ცოდვა ჩავიდინე, ვინმე გადავრიე, რაღაც გავაფუჭე!
დოდო – რატომ ყვირი? შენთვის მგონი არაფერი დამიშავებია!
თორნიკე _ გგონია ისევ პატარა ვარ და ყოველ წამს მჭირდება შენი დარიგებები, არა? იქნებ შენზე მეტი ვიცი და იქით შემიძლია ჭკუა დაგაროგო!
დოდო – შეგიძლია, აბა რა!.. მითხარი, მაინც რა მოხდა?
თორნიკე _ რატომ ცდილობ ყოველთვის მასწავლებლის ტონით მელაპარაკო?
დოდო – საიდან მოიტანე? ყოველთვის ასე ვლაპარაკობ!
თორნიკე _ ჰოო. ყოველთვის ასე ლაპარაკობ და ისე იქცევი, თითქოს ყველაზე ჭკვიანი და მაგარი ხარ!
დოდო – თორნიკე, შვილო ზედმეტი ხომ არ მოგდის?
თორნიკე _ მომდის! მომდის, რა ცუდია ხანდახან ადამიანს ზედმეტი, რომ მოგივიდეს?
დოდო – გააჩნია `რა~ ზედმეტობაზე ლაპარაკობ?
თორნიკე _ (ცდილობს მამას მიბაძოს) გააჩნია `რა~ ზედმეტობაზე ლაპ-არაკობ?
დოდო – (უახლოვდება თორნიკეს) მამა, ნასვამი ხარ? არა უშავს. წამო დავწვეთ, გამოვიძინოთ და მერე ვილაპარაკოთ!
თორნიკე _ სულ მაინტერესებს, მღვდელი რატომ გახდი?
დოდო – იმიტომ, რომ მწამს.
თორნიკე _ სტანდარტული პასუხია. ისევ, სტანდარტული პასუხი… რატომ?
დოდო – რაღაც არაორდინალური გინდა გითხრა? ვერ გეტყვი, იმიტომ, რომ არა მაქვს ასეთი პასუხი!
თორნიკე _ აქამდე როგორ იცხოვრე ასეთი არაორდინალური ცხოვრებით? ნუთუ არასოდეს გიგიჟია?
დოდო – სიგიჟის პერიოდი ყველას ჰქონდა, მეც მათ შორის. ანაფორით კი არ დავბადებულვარ! თავის დროზე მაგრად მისულელია კიდეც!
თორნიკე _ ახლა სულელი მე ვარ?
დოდო – ეგ, შენი გადასაწყვეტია!
თორნიკე _ ვინ გითხრა, რომ ჩემი გადასაწყვეტია?
დოდო – ცხოვრებამ.
თორნიკე _ ცხოვრება მაგარი ტიპია, არა?
დოდო – ეგეც შენი გადასაწყვეტია, მაგარია თუ არა!
თორნიკე _ უყურე შენ? ეგეც ჩემი გადასაწყვეტი ყოფილა!.. მაშინ რაღატომ ერევი ჩემს ცხოვრებაში?
დოდო – (იცინის) იმიტომ, რომ არ მოტყუვდე! რაიმეში არ შეცდე! ვინმემ არ გაგაცუროს! ბევრი ნაგავი რომ არ თხარო, დაკარგული მარგალიტის მოსაძებნად!
თორნიკე _ (უყურებს მას და ირონიულად ამბობს) რა მაგარი, ხარ. (ნელა) არ მოტყუვდე? არ შეცდე? არ გაგაცურონ! ბევრი ნაგავი არ ვთხარო! (პაუზა. ყურა¬დღებით უყურებენ ერთმანეთს) შენც ასე გარიგებდა მამაშენი?
დოდო – მარიგებდა.
თორნიკე _ შენც ყურს უგდებდი, არა?
დოდო – აბა, რა.
თორნიკე _ ძაან მაინტერესებს, როგორი იყავი მაშინ, როცა გავჩნდი?
დოდო – სურათები, ხომ გაქვს ნანახი.
თორნიკე _ სურათებიც და ვიდეოც, მაგ¬რამ ეს სხვაა… მითხარი, ჯიგარი იყავი?
დოდო – შენთვის?
თორნიკე _ ყველასთვის! ისეთი, როგორიც ახლა ხარ, იყავი?
დოდო – არა მგონია… ასე, რატომ დაინტერესდი, ჩემი შორეული წარსულით?
თორნიკე _ ძალიან მაინტერესებს, ჩვენი ოჯახის ისტორია!
დოდო – ყველაფერი ისედაც ძალიან კარგად იცი!
თორნიკე _ (იცინის) აბა, რა ვიცი! სინამდვილე, ვიცი? არასოდეს მიყვები სიმართლეს! მხოლოდ ის ვიცი, რაც უნდა ვიცოდე. ეს `უნდა~ კი იმდენად ცოტაა, ხანდახან თავი ვიღაც წმინდანის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების მეორეხა-რისხოვანი პერსონაჟი მგონია!
დოდო – გეყო სისულელეები. რაც დალიე, ეგეც გეყოფა. ახლა დაწექი გამოიძინე და დანარჩენზე ხვალ ვილაპარაკოთ!
თორნიკე _ ო, ღმერთო ჩემო სულ ძილი-ძილი! როსღა გეღირსოს შენ გაღვიძება?!
დოდო – ხვალ მოგიყვები. ახლა კი ძილი, გვიანია!
თორნიკე _ მამა. დედას გარდა გყვარებია ვინმე?
დოდო – ხვალ!
თორნიკე _ რამდენი გყავდა?
დოდო – სიყვარული გაინტერესებს, თუ რაიმე სხვა?
თორნიკე _ არ მომატყუო, კარგი?
დოდო – არასოდეს მომიტყუებიხარ! ყოველთვის გეუბნებოდი იმას…
თორნიკე _ რასაც თვლიდი საჭიროს!
დოდო – მეტი აღარ დალიო კარგი! ჯერ შენთვის ადრეა. მაგის დროც მოვა. ვისთან ერთად სვამდი?
თორნიკე _ მარტომ დავლიე… რაღაც მითხრეს და დავლიე. სიმართლე, მითხარი? არაფერი დამიმალო, კარგი?
დოდო – ყოველ არასასიამოვნო სიტყვის გაგონებაზე თუ დალიე, გალოთდები!
თორნიკე _ შენ და დედა არაფერს მიმალავდით?
დოდო – მაინც, რას?
თორნიკე _ (პაუზა. ერთმანეთს უყურებენ) ძმა, ან და რატომ არ გამიჩინეთ? იცი, როგორი მარტო ვარ? მეგობრებიც მყავს. ნათესავებიც, მაგრამ ძმა ან და სულ სხვა იქნებოდა? თუ არ გინდოდათ, ან არ შეგეძლოთ გეშვილათ, მაინც?
პაუზა.
დოდო – (დიდხანს უყურებს თორნიკეს) მაინც გითხრა?
თორნიკე _ ვინ? რა?
დოდო – იცი.
თორნიკე _ (ბრაზდება) რა ვიცი? არაფერიც არ ვიცი! ვიღაცას ვნახულობ და მიყვება, იმას, რომ თურმე და მყოლია, შენ კი მიმალავდი… როგორ არ გრცხვენია? არ უნდა დაგემალა! პატარა, ხომ არა ვარ, გაგიგებდი და არც არავის ვეტყოდი რაიმეს!
დოდო – (მშვიდად) რა და, რის და? საიდან მოიტანე?
თორნიკე _ იცი, რა კარგი გოგონაა! ხაჭაპური უყვარს ძალიან! მაცაცო ჰქვია!
დოდო – სად ნახე?
თორნიკე _ რა მნიშვნელობა აქვს! დედამისიც გავიცანი… მაგარი თბილი ქალია! დიდი ხნის წინ გიცნობდა და უყვარდი, მგონი ახლაც უყვარხარ!
დოდო – რა სისულეებს მელაპარაკები? ვინ მაცაცო? საიდან მოიტანე?
თორნიკე _ გინდა მივიდეთ და ყველაფერს მიხვდები!
დოდო – გაგიჟდი? რაღაც აფსურდებს ყვები.
თორნიკე _ მივიდეთ, რა?
დოდო – სად მეპატიჟები?
თორნიკე _ იმ ქალთან!
დოდო – მღვდელი ეგეთ ადგილებში და ეგეთ ქალებთან არ დადის!
თორნიკე _ რა იცი სად გეპატიჟები, ან საიდან იცი, ის ქალი რას აკეთებს?
პაუზა.
დოდო – მივხვდი!
თორნიკე _ რას მელაპარაკები მართლა?
პაუზა.
დოდო – ის თვითონ მოვა ჩემთან და იქ ვილაპარაკოთ! ყველაფერი ვთქვათ!
თორნიკე _ (ბრაზდება) ესე იგი მთელი ეს დრო ჩვენს შორის ძირითადად ტყუილი იყო?.. სიმართლე არ ყოფილა, ის რაც მეგონა! გინდა, რომ სისულელე არ გავაკეთო, გინდა, რომ არ მომატყუონ? შენც და დედაჩემიც კი მთელი ეს დრო მატყუებდით და მიმალავდით სიმართლეს. მიმალავდით ნამდვილ…
დოდო – (მშვიდად) გგონია, მარტო ის ქალია მსხვერპლი? გგონია, რომ სიმართლე ყოველთვის კარგია? ან, იცი კი რა არის სიმართლე? ის, რაც ბედნიერებას გაძლევს, თუ ის რაც გაბნევს, ან გაბოროტებს?
თორნიკე _ სიმართლე უნდა ვიცოდე. ბედნიერი ვიქნები, ბოროტი, თუ დაბნეული ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტია. პატარა არა ვარ, გაიგე?
პაუზა. თორნიკე ჯდება და მამას უყურებს.
თორნიკე _ უცნაური სცენები მომდის თავში, როცა ვიჯერებ იმ ქალის ნათქვამს… მაგრამ, როცა არ ვიჯერებ, მაშინაც არანაკლები სცენები მიდგება თვალწინ.
დოდო – დღეს მთავარი ის კი არ არის რა მოხდა მაშინ, იმიტომ, რომ შენთვის ცუდი არაფერი მომხდარა…
თორნიკე _ რა იცი, რა არის ცუდი და რა კარგი?
დოდო – ვიცი. თორნიკე, ვიცი! იმიტომ, რომ გაგზარდე! ხომ იყავი ბედნიერი? გაიხსენე როგორ განიცადე დედის დაკარგვა. განა გყავდა მასზე კარგი მეგობარი? განა ის ცუდი დედა იყო? ან შეედრება ის, იმას ვინც ახლა ნახე?
თორნიკე _ კარგი კინო იყო, მაგრამ ახლა კინო დამთავრდა.
დოდო – კინო? ჩვენ ხელოვნურები და ყალბები არ ვყოფილვართ.
თორნიკე _ იყავით! იყავით და ახლაც ცდილობ, იყო!
დოდო – (მშვიდად) გათენდება და წავალთ ეკლესიაში! თუ მოვა ის ქალი დაველაპარაკოთ! მერე ჩვენ დავილაპარაკოთ!
თორნიკე _ (მერყეობს) არ ვიცი, რამდენ¬ად ღირს… თან უკვე ყველაფერი ვიცი, ახლა მხოლოდ ჩვენ გვაქვს სალაპარაკო!
დოდო – გამოიძინე და მერე…
თორნიკე _ კარგი ბატონო.
დოდო – ადრეც გვინდოდა შენთან დალაპარაკება, მაგრამ არ ვიცოდით, როგორ… მერე დედა ავად გავხა, მერე კი… რაკი ახლა იცი… ალბათ ასეც სჯობია!
თორნიკე _ (ლამის ტირის) ნეტა ადრე მცოდნოდა. ძალიან ცუდად მოვიქეცი! ძალიან ცუდად!
დოდო _ არა უშავს, შენს სიმთვრალეს და ნალაპარაკევს როგორმე გადავიტან!
თორნიკე – სულ საკუთარ თავთან აიგივებ ყველაფერს! (ლამის ტირის) საკუთარ თავთან…
დოდო – წამო, დაიძინე!
თორნიკე _ არა!
დოდო – ისევ თავიდან იწყებ?
თორნიკე _ არა! ვერ დავიძინებ! ვერ დავიძინებ! არც დავიძინებ!
დოდო – კარგი ბატონო, ოღონდ ნუ ყვირი!
თორნიკე _ მსახიობები ხართ სუყველა! მსახიობები! ის, ყველაფერთან ერთად ბოზიცაა! ბოზი! ცნობილი ბოზი, რომელთანაც თითქმის ყველა ჩემი ნაცნობი იწვა! ყველა!
მამამისის წინ დგას მუშტებშეკრული.
დოდო – (მშვიდად) არა უშავს ცხოვრებაში ყველაფერი ხდება!
თორნიკე _ რა მაგარი ხარ? ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, არა! რამოდენიმე საათის წინ გავიგე, რომ და მყავს, მამაჩემი კი რომელიც ლამის წმინდანი მეგონა, ქალაქში ცნობილ მეძავთან დადის. ქალთან, რომელიც მას ქმარს ეძახის და… რომელთანაც კინაღამ მეც ვიყავი…
დოდო – ყველაფერი ისე არაა, როგორც გგონია… მალე გაიგებ სიმართლეს, რაც დიდი ხნის წინ უნდა მეთქვა, მაგრამ ვერ გეუბნებოდი!
თორნიკე _ კიდე რა უნდა გავიგო? ან რა უნდა მოხდ¬ეს, მითხარი!
პაუზა. ისინი უყურებენ დაჟინებით ერთმანეთს.
დოდო – შვილო, რა გინდა?
თორნიკე _ არ მინდა გუშინდელი დღე, რომ არსებობდეს ჩემს ცხოვრებაში! არ მინ¬და? შეგიძლია, ეს გამიკეთო? არ შეგიძლია? სადაა შენი სასოობა, თუ სასო?
დოდო – (მშვიდად) არ შემიძლია! მეც ძა¬ლ¬იან ბევრს მივცემდი ამისათვის, მაგრამ არ შემიძლია! ამიტ¬ომ დავმშვიდდეთ და ისე შევხ¬ე¬დოთ ყველაფერს! კარგი?
თორნიკე _ ერთად შევხედოთ? ლაქ-ლაქ-ლ¬ა¬ქი?! ლაპარაკის გარდა რამე შეგიძლია?
დოდო – ალბათ!
თორნიკე _ მამა, იმ ქალთან ვიყა¬ვი… იცი, რისთვის ვიყავი?
დოდო – ვხვდები!
თორნიკე _ მერე, ეს ნორმალურია?
დოდო – ჩემი ბრალია!
თორნიკე _ შენი ბრალია?! მეტი არაფერი გაქვს სათქმელი? კინაღამ უკანასკნელი არაკაცივით მოვი¬ქეცი და შენი ბრალია? მეტი არაფერი?
დოდო – აბა, რა გინდა კიდე რომ გითხრა?
თორნიკე _ არ ვიცი…
პაუზა.
დოდო – ბავშვი არ გვეყოლებოდა… რო¬ცა ეს გავარკვიეთ დედაშენმა… გადაწყვიტა, რომ ვინმე გვეპოვა და იმისგან გვყოლოდა შვი¬ლი… ასე ვიპოვეთ დედაშენი… მოვრიგდით ყველაფერზე და მეც… მერე, შენ გაჩ¬ნდი! მერე ჩვენ გადავუხადეთ მას ფული და ამ ქალაქი¬დ¬ან გავქრით. დიდი ხნით წავედით! ძალიან შორს. მერე დედა მოკვდა და ახლა აქა ვართ! დანარჩენი დეტალებია!
თორნიკე _ (გაოგნებულია) დეტალებია? ესე იგი ის ქალი? თქვენ გადამრევთ ხალხო!…
პაუზა.
თორნიკე _ ჩემს ამბავსაც მოგიყვები დეტალების გარეშე! გად¬ავწყვიტე მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან წასვლა, რომელიც მეგობრებმა მირჩიეს. მივედი, ამ შეხვედრაში ფულიც კი გადავიხადე… რაღაც სისულელეები მითხრა, მე კი გონება გადამეკეტა და კინაღამ მივაჟიმე! მეგონა მატყუებდა! მასთან ძიძგილაობაში, რაღაც საინტერესო დავუნახე მხარზე! მისი შვილი გავიცანი! ის ქალი დამემუქრა, რომ თავს მოიკლავდა. მერე ჩემი ფული დავიბრუნე და იქი¬დან გამოვიქეცი! იმ ფულით დავლიე და სახლში მოვბრუნდი და მამაჩემს ველაპა-რაკები! დანარჩენი დეტალებია!
პაუზა.
დოდო – (მძიმედ) ხდება! მთავარია, უფრო ცუდი არაფერი მოხდა…
თორნიკე _(ლამის ტირის) უფრო ცუდი არაფერი მოხდა?! უფრო ცუდი არაფერი მოხდა?! მოგკლავ! მოგკლავ! მოგკლავ და იმასაც მოვკლავ!
დოდო – (მკაცრად) დამშვიდდი!
თორნიკე _ (ისტერიკაშია) იცი, როგორ მშვიდად ვარ? ძალიან მშვიდად ვარ!
დოდო – ნუ ყვირი!
თორნიკე _ ჩემი ნებაა ვიყვირებ თუ, არა! გაიგე? ჩემი ნებაა!
დოდო – (ხანგრძლივი პაუზის შემდეგ) სიმართლის ცოდნა ზოგიერთისთვის საზიანოა! სამწუხაროა, რომ შენც მათ რიგში ხარ!
თორნიკე _ (ყვირის) ყველაფერი ვიცი! თავი კი ისევ მაგარ და სუფთა კაცად გამოგყავს! ყველა ასეთად გიცნობს! აუ რა მაგარი მოძღვარია, არა… დანარჩენი დეტალებია, არა?
დოდო – გეყო ამდენი ლაქლაქი! რაიმე დასკვნამდე მიდი და მორჩი! რა უნდა მითხრა ისეთი, რასაც თვითონ ვეტყვი საკუთარ თავს! ან დაფიქრდი, რაში მადანაშაულებ? იმაში, რომ გაჩნდი? იმაში, რომ ჩემი შვილი ხარ? რა, ცუდი მამა ვარ? ცუდი დედა გყავდა? რაშიც დამნაშავე ვარ გითხარი და შემინდე? კიდე რა გინდა? მეც გაპატიებ!
თორნიკე _ შენ რა უნდა მაპატიო?
დოდო – სისულელე.
თორნიკე _ რა?
დოდო – ყველაფერი!
თორნიკე _ (დამცინავად) სერიოზულად ამბობ?
დოდო – ჰო!
თორნიკე _ ლაქ-ლა-ქი-ლაქ-ლა-ქი-ლაქ-ლა-ქი!
თორნიკე ეცემა კარადას და იქიდან დააძრობს იარაღს და დაუმიზნებს მამამისს.
თორნიკე _ ახლაც შეგიძლია მაპატიო?
დოდო – (მშვიდად) რატომ აიღე იარაღი?
თორნიკე _ მზადა ხარ სიკვდილისათვის?
დოდო – (მშვიდად) ვერ მესვრი!
თორნიკე _ მღვდელს საერთოდ რად გინ¬და იარაღი? შენ, ხომ ისედაც ღმერთი გიცავს?
დოდო – (დამცინავად) ასეთი შემთხვევი¬ს¬თ¬ვის მინდოდა… ხომ გამოგვადგა? რას აპირებ?
თორნიკე _ (ლამის ტირის) მატყუარა! მო¬გკლავ! მოგკლავ და იმასაც მოვკლავ! მერე… მერე…
დოდო – (მშვიდად) მერე თავს მოიკლავ, არა?
თორნიკე _ დიახ! ყველა გაიგებს ვინცა ხარ…
ცდილობს გადატენოს იარაღი, მაგრამ ვერ ახერხებს. ამ დროს დოდო უეცრად აც¬ლის ხელიდან იარაღს და თორნიკეს სილას აწნის. მოულოდნელობისაგან თორნიკე იატაკზე ეცემა.
დოდო – (მშვიდად) წაიკითხე ეკლესიასტე და დამშვიდდი! ყველაფერი ამაოებაა! დღეიდან უკვე კაცი გახდი, გაუძლებ ამას თუ არა? ეს არავინ იცის! ვილოცებ, რომ გაუძლო! ამის შემდეგ აღარც შენ იქნები ისეთი, როგ¬ორიც იყავი და აღარც მე! აწი უამრავი დეტალი იქნება. ორი ვარიანტი გაქვს, დაიყრუო, ან დაიბრმაო თავი. ან ღმერთი ირწმუნო და ზიდო ჯვარივით! გაიგე?
თორნიკე _ გავიგე!
ისმის ტელეფონის ზარის ხმა. დოდო მიდის და იღებს ყურმილს.
დოდო _ ღმერთმა დაგლოცოს შვილო! არ ინერვიულო! ღვთის წყალობით ყველაფერი, კარგად იქნება! მივალ, აუცილებლად მივალ! ნინო იყო! რაღაც მოხდა.(კიდებს ყურმილს) ნინო იყო!
თორნიკე _ რამე მოხდა?
დოდო _ ღვთის წყალობით ჯერჯერობით, არა! წამომყვები ცხოვრების დეტალების სანახავად?
თორნიკე _ წამოგყვები!
ჩაბნელება.

ბოლი

მარეხი _ ორმოცს მიტანებული ქალი, ლტოლვილი, სექტანტი.
მამა დოდო _ მღვდელი. ორმოცდაათიოდე წლის მღვდელი.
თორნიკე _ 16-18 წლის ბიჭი. დოდოს შვილი.

ქალაქი, ჩვენი დრო. სასტუმრო ივერიის (შეიძლება სასტუმროს სხვა სახელიც ერქვას, მაგ: `კახეთი~, `იმერეთი~, ან `აჭარა”) დანგრეული შენობის სახურავი, უკანა ფონზე ჟანგად ქცეული სასტუმროს აბრევიატურის უზარმაზარი ასოებია. მარეხი დგას სახურავის კიდეზე და ქვევით იყურება, ემზადება გადასახტომად. ქვევიდან ისმის სართულებზე ჩოჩქოლია, დაბლა მოედანზე კი როგორც ჩანს ხალხია შეკრებილი. პეტრე დაბნეული და დათგრგუნულია. ირგვლივ არავინაა. მარტო ის და ორიოდე ღრუბლის ნაგლეჯი ცაზე.

მარეხი _ (იმას ვინც ცდილობს სახურავზე ამოვიდეს) ტყუილა დროს ნუ დაკარგავ… უაზრობაა. არ ქნა ეს! არ ამოხვიდე თორემ გადავხტები… სისულელე არ ჩაიდინო, არ ამოხვიდე. უკვე აზრი აღაა აქვს! (უკან აკეთებს ნაბიჯს) გაფრთხილებ. ნუ წვალობ. არ ამოხვიდე. იმათთან ჩადი! (უთითებს ქვევით მოგროვილ ხალხზე) გინდა არა ყველაფერი მალე დამთავრდეს? კარგი ბატონო! ტელევიზიაც მოსულა! (ხელებს შლის და სახურავის კიდეზე დგება) არ მომიახლოვდე. არ მომიახლოვდე, თორემ…
ანაფორაში გამოწყობილი მამა დოდო გამოჩნდება სახურავის მოაჯირთან. ის ძლივს სუნთქავს. იქვე ჯდება და ოფლს იწმენდს.
მარეხი _ შენ გგონია ვხუმრობ?
მამა დოდო _ ვიცი, არ ხუმრობ!
მარეხი _ ადგილიდან დაიძვრები და…
მამა დოდო _ ვიცი.
მარეხი _ რა იცი?
მამა დოდო _ ვიცი, სერიოზული ადამიანი ხარ.
მარეხი _ მაშინ რატომ ამობობღდი?
დოდო წამოდგება.
მამა დოდო _ ცოტას დავისვენებ და გიპასუხებ.
მარეხი _ რამდენიც გინდა იმდენი დაისვენე.
მამა დოდო _ მადლობთ.
მარეხი _ არ მომიახლოვდები?
მამა დოდო _ არა.
მარეხი _ არ მომატყუო, თორემ…
მამა დოდო _ (აწყვეტინებს) არ მოგატყუებ.
მარეხი _ ტყუილები არ გიყვარს?
მამა დოდო _ ტყუილების სიძულვილი ჩემი სამსახურია! რაღაც მინდა გთხოვო…
მარეხი _ ვერაფრით დაგეხმარები.
მამა დოდო _ ვიცი.
პაუზა.
მარეხი _ რატომ მოხვედი?
მამა დოდო _ იძულებული ვიყავი.
მარეხი _ (დაბნეული) იძულებული იყავი?
მამა დოდო _ ჰო. შემთხვევით მოვხვდი იქ, დაბლა. დავინახე ტელევიზია… იმათაც დამინანხეს. ერთი ჟურნალისტი მომვარდა: რა კომენტარს მოგვცემთო, მოსახდენის შესახებო?… რა უნდა მეთქვა?… ახვალთ და დაელაპარაკებით, თუ არაო? მეც ამოვედი. თავი გამოვიდე. სექტანტი და მართლმადიდებელი მღვდელი. რაც არ უნდა იყოს რეკლამაა. რეიტინგია.
მარეხი _ ეს იმ შემთხვევაში თუ გადამათქმევინებ.
მამა დოდო _ არა აქვს მნიშვნელობა. აქ რაკი ამოვედი უკვე რეკლამაა. ასე, რომ უკვე ქუჩაში ავტოგრაფების მიცემას დავიწყებ.
მარეხი _ (დაბნეული) აქამდე თუ გადაათქმევინე ვინმე, ჩემნაირს?
მამა დოდო _ სექტანტს?
მარეხი _ რა მნიშვნელობა აქვს?
მამა დოდო _ ბევრს.
მარეხი _ სხვებიც იყვნენ? ისეთები ვინც არ დაგიჯერეს?
მამა დოდო _ ცოტა იყო.
მარეხი _ ალბათ ამ ამბავში არა გაქვს ცუდი რეზულტატი… იმიტომაც ამოხვედი.
მამა დოდო _ ალბათ.
მარეხი _ აქ ყოფნა ცუდი არ არის. ლამაზი ხედია.
მამა დოდო _ ჰოო.
მარეხი _ აქედან ყველაფერი ისეთი მარტივი და უსუსური ჩანს, რომ… სინამდვილეში კი…
პაუზა.
მამა დოდო _ ოთხმა არ დამიჯერა.
მარეხი _ ოთხმა?
მამა დოდო _ ოთხმა. არასოდეს ვტყუი.
მარეხი _ შენ გგონია, რომ მეც არ დაგიჯერებ?
მამა დოდო _ ეჭვიც კი არ მეპარება.
მარეხი _ ეცდები გადამათქმევინო?
მამა დოდო _ (ხუმრობს) აბა, მუჭო.
მარეხი _ სერიოზულად?
მამა დოდო _ დანგრეული სასტუმროს სახურავზე გგონია სახუმაროდ ამოვედი?
მარეხი _ სერიოზულად გჯერა, რომ დამიყოლიებ?
მამა დოდო _ ღვთის წყალობით.
მარეხი _ კარგი რა? აქ მარტონი ვართ და არ გინდა ეგეთები, ღმერთი და რაღაცა? ვეღარ მომატყუებ…
მამა დოდო _ არ გატყუებ. ტყუილების სიძულვილი ჩემი სამსახურია!
მარეხი _ (ირონიულად) შენ გჯერა, რომ `ღვთის წყალობით~ მიშველი?
მამა დოდო _ (პირჯვარს იწერს) უფლის ხსენება ასეთი ტონით არ შეიძლება.
მარეხი _ რომელი უფლის? შენი, თუ ჩემი?
მამა დოდო _ მღვდელი ვარ!
მარეხი _ დიდი ამბავი. მღვდელი ხარ და ამიტომ ბევრი რამის კეთების უფლება გაქვს, არა?
მამა დოდო _ (ბრაზდება) მაქვს და ბევრიც მომეთხოვება… რაც უფრო მეტად მწამს მით უფრო მეტად უნდა შევიზღუდო თავი. მით უფრო მეტი უნდა ვიღვაწო, ვიშრომო, დავეხმარო, გავიზიარო, ვიწვალო, ვითმინო.
მარეხი _ (ირონიულად) დიდ ბოდიშს გიხდი იმისათვის, რომ რწმენის გამო იწვალე და აქ ამოფოფხდი, ახლა კი იძულებული ხარ ითმინო ჩემი სულელური სიტყვები.
მამა დოდო _ არა უშავს. შენი სისულელის მადლობელიც კი ვარ… (ხელს ქვევით იშვერს) აწი იმათი წყალობით ჩემს შრომას მეტი წონა და ფასი მიეცემა.
მარეხი _ ჩემი სისულელის?
მამა დოდო _ ჰო.
მარეხი _ ასე ცდილობ შენი მრევლის დარწმუნებას? ასე ცდილობ ცოდვილების და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილების მობრუნებას? შენა ხარ მღვდელი, ამის მერე?
მამა დოდო _ ვარ.
მარეხი _ ასე ელაპარაკებოდი იმ უბედურებსაც, რომლებიც თავის…
მამა დოდო _ დიახ.
მარეხი _ ყველას?
მამა დოდო _ ყველას.
მარეხი _ იმათაც ვინც ვერ დაიყოლიე?
მამა დოდო _ იმათაც.
მარეხი _ გასაგებია. შენც ისეთი ხარ, რო¬მლებსაც გონიათ, ჩვენნარიების მართვა და დაცინვა შეუძლია, რადგან ცოტა მეტს მიაღწიეთ ვიდრე ჩვენ… ანუ მაგრად გაგვაცურეთ.
პაუზა. დოდო აკვირდება მარეხს.
მამა დოდო _ ალბათ.
მარეხი _ გულუბრყვილოები და სულელები გგონივართ, არა?
მამა დოდო _ უფრო ჩამორჩენილები.
მარეხი _ (დამცინავად) ჩამორჩენილები? ვისთან, თქვენნარიებთან შედარებით?
მამა დოდო _ თუნდაც.
მარეხი _ იმიტომ, რომ ჩემს ადგილას არ დგახარ?
მამა დოდო _ თავისთავად.
მარეხი _ იქნებ იმიტომაც არ დგახარ, რომ ჩემზე სულელი ხარ?
პაუზა.
მამა დოდო _ მონათლული იყავი?
მარეხი _ ვიყავი, მერე შენ რა?
მამა დოდო _ მართლმადიდებლურად?
მარეხი _ მერე?
მამა დოდო _ არაფერი. უბრალოდ დამაინტერესა.
მარეხი _ ვიყავი კიდეც და ეკლესიაშიც დავდიოდი. მერე, რა?
მამა დოდო _ დამაინტერესა. საიდან, როგორ, რანაირად გახდი ისეთი როგორიც ხარ და გადაწყვიტე იმის გაკეთება, რის გაკეთებასაც ქვევით ასე ელოდებიან.
მარეხი _ ყველა ელოდება?
მამა დოდო _ ელოდება და მეც მათ შორის, თუმცა არის შანსიც, რომ იმედი ბევრს გაუცრუვდეს… ორმოცდააათი-ორმოცდაათზე.
მარეხი _ პირველებს ამის შესახებ კი ჩვენ გვეცოდინება.
მამა დოდო _ რა თქმა უნდა.
მარეხი _ ჩვენ სახურავზე ვართ, მაყურებელი კი ქვევითაა.
მამა დოდო _ ჰოო, მაყურებელი ძალიან ქვევითაა.
მარეხი _ ¬(ინტერესით) იმ ოთხს თუ უთხარი, რომ ეს ყველაფერი რწმენის გამო კი არა მხოლოდ და მხოლოდ რეკლამისთვის გჭირდებოდა?
მამა დოდო _ აბა, რა.
მარეხი _ იმიტრომაც მოიკლეს თავი?
მამა დოდო _ ვინ გითხრა, რომ მოიკლეს თავი?
მარეხი _ შენ თვითონ არ თქვი?
მამა დოდო _ ეგეთი სისულელე არასოდეს მითქვამს.
მარეხი _ შენ არ თქვი, რომ ბევრი გადავარჩინე, ოთხი კი ვერაო?
მამა დოდო _ ვთქვი.
მარეხი _ მერე?
მამა დოდო _ რა მერე?
მარეხი _ თუ თქვი, რომ ბევრი გადაარჩინე, ესე იგი ოთხმა თავი მოიკლა.
მამა დოდო _ სწორად ვერ გაიგე.
მარეხი _ მერე გამაგებინე.
მამა დოდო _ მინდოდა მეთქვა, რომ ბევრი გადაურჩა ამ ბინძურ ცხოვრებას. მხოლოდ იმ ოთხმა გადაინაცვლა უფრო უკეთეს სამყაროში.
მარეხი _ (დაბნეული) ესე იგი შენ თვითმკვლელობის მომხრე ხარ?
მამა დოდო _ ყველანაირი სიცოცხლე დროში გაწელილი თვითმკვლელობაა. მხოლოდ ამაზე ჩუმად, იქ ქვემოთ არავინ გაიგოს. თუმცა მე არავის ვეტყვი და შენ კი მითუმეტეს.
მარეხი _ (დაბნეული) აი, თურმე სინამდვილეში როგორები ხართ?
მამა დოდო _ (პირჯვარს იწერს) ტყუილი არ მიყვარს, განსაკუთრებით შენნაირებთან და რა ვქნა?
მარეხი _ (დამცინავად) მართალი ხარ. ასეთ სიბინძურეში ცხოვრებას, სიკვდილი ჯობია.
მამა დოდო _ ნამდვილად ჯობია.
მარეხი _ (ჩაფიქრდება) შენ საიდანღა იცი, რომ ჯობია?
მამა დოდო _ თუნდაც შენი მაგალითიდან და კიდევ გამოცდილება მაქვს შენნარებთან მიღებული, თანაც ჩემი ინტუიცია, ინსტიქტი… საიქიოდან უკან დაბრუნებული არავინ მინახავს. გარბიან მხოლოდ იქიდან სადაც არ მოსწონს ყოფნა….
მარეხი _ შენნაირი, გველივით ეშმაკი ხა¬ლხის მიმართ ყოველთვის სიფრთხილეს ვიჩენდი.
პაუზა. დოდო აკვირდება მარეხს.
მამა დოდო _ სწორია. არასოდეს არ შეაფასო ჩემნაირი ადამიანი მხოლოდ ტანსაცმლით, ან ლაპარაკით. ღმერთი არასოდეს მოგვცემდა ადამიანებისათვის ცოდვების მოსანანიებელი გზის ჩვენების უფლებას, გველივით ბრძენნი რომ არ ვყოფილიყავით.
მარეხი _ ბრძენი ხარ?
მამა დოდო _ არა მგონია, მაგრამ ვცდილობ ვიყო.
მარეხი _ ადამიანის ფიქრების კითხვაც შეგიძლია?
მამა დოდო _ გულთმისნობაზე მეკითხები? ალბათ შემიძლია.
მარეხი _ როდის?
დოდო აკვირდება მარეხს.
მამა დოდო _ მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანს ჯერ კიდევ გული არა აქვს მკვდარი.
მარეხი _ გულმკვდარი ადამიანი, როგორია?
მამა დოდო _ ცოცხლებს ვერ შეადარებ. მის ფიქრებს ვერ გაუგებ.
მარეხი _ თვითმკვლელები გულმკვდარი ადამიანები არიან?
მამა დოდო _ იშვიათად. ძირითადად თამაშობენ. ისინი, ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ ყურადღება მიიქციონ… ამ დროს კი გამოჩნდება ვინმე გულმოწყალე, ან გავლენიანი ადამიანი, რომელიც მათ პრობლემებს გადაჭრის.
მარეხი _ გულმოწყალე, ან გავლენიანი ადამიანი… თუმცა შენ მათ რიცხვს არ მიეკუთვნები.
მამა დოდო _ არც შენ.
მარეხი _ საიდან მოიტანე, რომ გულმკვდარი ადამიანი ვარ?
მამა დოდო _ ვიცნობ შენნაირებს. საკმარისია შეღებილ ფრჩხილებზე და წლოვანებისათვის შეუფერებელ კაბაზე შევხედო, რომ ყველაფერს ვხვდები.
მარეხი _ მაინც რას ხვდები?
პაუზა. დოდო აკვირდება მარეხს.
მამა დოდო _ ჩამოსული არა ხარ? უფრო სწორად ჩამოთრეული.
მარეხი _ რა ჩამოსული, ადამიანი არ არის?
მამა დოდო _ დავუშვათ არის. მერე რა?
მარეხი _ შენთვის ყველა ჩამოსული გულმოკლული დამიანია?
მამა დოდო _ ადამიანის რა მოგახსენო. მაგრამ მაინც ერთი და იგივეა.
მარეხი _ მაშინ… მაშინ…
მამა დოდო _ რა დაიბენი?
მარეხი _ საზიზღარი ვინმე ხარ.
მამა დოდო _ რაკი ცოტა ხანში უნდა გადახტე, ამიტომ შენი აზრი არ მაინტერესებს.
მარეხი _ რა კარგები იყვნენ კომუნისტები, რომ გხვრეტდნენ. ვენაცვალე ლენინს. თქვენ მართლაც ოპი¬უმი ხართ ხალხისათვის, ცდილობთ ყველა დააბოლოთ… ნუთუ თქვენს შორის ყველა შენნაირია?
მამა დოდო _ რაში გაინტერესებს?
პაუზა. დოდო აკვირდება მარეხს.
მამა დოდო _ აქ რომ არ ამისულიყავი იქნებოდი შენს სექტასთან და იქ კი მართლაც დაბოლდებოდი. მე კი იმას გეუბნები, რასაც იქ ქვემოთ მდგარი ტიპების ასი პროცენტი იტყოდა. (დაფიქრდება, პირჯვარს გადაიწერს) საიდან ჩნდებით ასეთი იდიოტები, რისთვის ჩნდებით? იმისთვის, რომ მოხვიდეთ, არ მოგეწონოთ, ჩვენი ცხოვრება და თავი მოიკლათ? გადახტომა გინდა და გადახტი. ეს ცხოვრება კი ჩვენ დაგვიტოვე. გადახტები თუ არა?
მარეხი _ მეე?… გადავხტები და მერე შენნაირები მშვიდად იცხოვრებენ, არა?
მამა დოდო _ რაში გაინტერესებს?
მარეხი _ იმიტომ მაინტერესებს, რომ ცოცხალი ვარ… ჯერ ცოცხალი ვარ.
მამა დოდო _ ცოტა ხანში კი მკვდარი იქნები. ასე, რომ ზედმეტად ნუ გადაიღლი თავს, გადახტი… ვერ გიტანთ.
მარეხი _ ჩემნაირებს ვერ იტან, იმიტომ რომ სიმართლეს გეუბნებიან, არა? იმიტომ, რომ შენზე სუფთები არიან, არა?
მამა დოდო _ იმიტომ, რომ დრო გაყავთ.
მარეხი _ დრო გამყავს, არა? არაადამიანო. შენ, შენ რა იცი ჩემს შესახებ? რა იცი ჩემი ოჯახის შესახებ? იმათ შესახებ, ვინც მიყვარს და ვისაც ვუყვარვარ?
მამა დოდო _ ყველა ერთნაირი იქნებით. მათაც ცოტა რაღაც არ მოეწონებათ, ადგებიან და სხვაგან მართლა დამბოლებლებთან გაიქცევიან… მერე თავის მოკვლას გადაწყვეტენ, მაგრამ შეეშინდებათ… ამ დროს გამოჩნდება ჩემნაირი ადამიანი და მას დაუწყებენ სისულელეების ლაქლაქს. (დასცინის) შემიბრალეთ, შემიცოდეთ, მომეფერეთ.
მარეხი _ არასოდეს მითქვამს შემიცოდეთ მეთქი…
მამა დოდო _ იმიტომ, რომ არ მოგეცი მაგის უფლება. ძალიან გთხოვ რა გადახტი. არ მინდა შენი სულელური ცხოვრების ისტორიის მოსმენა. ათასჯერ მომისმენია ეგეთი ბოდვა და შენ მაინც დამასვენე.
მარეხი _ რა მოგისმენია ათასჯერ?
მამა დოდო _ როგორ მიატოვე სიღარიბის გამო სოფელი და აქ მარტო ჩამოხვედი…
მარეხი _ მარტო არ ჩამოვსულვარ.
მამა დოდო _ (არ აქცევს ყურადღებას) ჩამოხვედი აქ იმედებით, ბევრი ფულის საკეთებლად. მაგრამ ცხოვრება ცოტა სხვანაირი გამოდგა… საბოლოოდ კი შენ და მთელი შენი მრავალშვილიანი ოჯახი შიმშილით კვდებით, არა?
მარეხი _ შვილები? იცი, რამდენი შვილი მყავს?
მამა დოდო _ შენი შემხედვარე, ალბათ ხუთი. იმიტომ, რომ აბორტზე ფული არ გყოფნიდა, არა? თუმცა შეიძლება ამდენიც არა გყავს, რადგან ნაწილი გაყიდე?
მარეხი _ როგორ მიბედავ? ჩემს შვილებს არასოდეს გავყიდი. როგორ ბედავ, ნაძირალავ. ბინძურო ადამიანო. იცი, როგორ მიყვარს ისინი? იცი, რა კარგი შვილები მყავს?
მამა დოდო _ ვიცი. ვნახე. შენს გამოშტერებულ ქმართან ერთად იყვნენ. როგორ ბღავის საცოდავი. რა სასაცილოა? ძლივს აკავებენ. სულელებს, ჩემი სჯერათ. გონიათ, შემიძლია შენი ასე ვთქვათ `გადარჩენა და დაყოლიება~. კაცი კი არა, პროვოკაციაა.
პაუზა.
მარეხი _ (დაძაბული) რატომ თქვი ჩემს ქმარზე _ გამოშტერებული, საცოდავი და სასაცილო?
მამა დოდო _ შენი ქმარი? იმიტომ, რომ მისი ცოლი თავს იკლავს. თუმცა, დაქვრივდება შეიძლება მისთვის უკეთესიც იყოს. გამოშტერებული, საცოდავი და სასაცილო იმიტომ ვთქვი, რომ… უნდა იცოდე რა სასაცილოა იაფფასიან, დაჭმუჭნულ და გახუნებულ ტანსაცმელში გამოწყობილი აბღავლებული კაცის პროვოკაცია. პირდაუბანელი და გაუპარსავი… ყველაფერთან ერთად ფეხშიშველიც.
მარეხი _ ფეხშიშველია? რაიმე გითხრა?
მამა დოდო _ კინაღამ დამავიწყდა! კინაღამ დამავიწყდა… ისტერიკაში ჩავარდნილი პროვოკაციის უკანასკნელი სიტ¬ყვები… ასე თქვა, სამსახხურიდან არ გაუგდიათ… ასე, რომ ყველაფერი კარგად არის… იმიტომ დააგვიანდა, რომ უფროსმა რაღაც დაავალა და იმის გასაკეთებლად იყო წასული. რაღაცეებს იფიცებოდა.
პაუზა.
მარეხი _ ტყუის. ისევ ტყუის. არ უნდა გული მატკინოს. (დაფიქრდება) იქნებ სიმართლეს ამბობს?
მამა დოდო _ რა?
მარეხი _ სამსახურიდან, იქნებ მართლაც არ გაუგდიათ?… და ყველაფერი კარგად არის… და იქნებ იმიტომაც დააგვიანდა, რომ უფროსმა რაღაც დაავალა და იმის გასაკეთებლად იყო წასული?
პაუზა. დოდო აკვირდება მარეხს.
მამა დოდო _ ისე, არ არსებობს ტყუილი, რომელშიც სიმართლე არ ურევია.
მარეხი _ კიდე რაიმე ხომ არ უთქვამს?
მამა დოდო _(დაფიქრდება) თუ თავის მოკვლას გადაგათქმევინებ, მაშინ მთელი თქვენი ოჯახი, მთელი თქვენი ნათესაობა ჩემი მრევლი გახდება და… სულ ჩემზე ილოცებენ! (დამცინავად) რა ჩემს ფეხებად მინდა? თქვენი ლოცვა დაწერეთ, დაახვიეთ და გაიკეთეთ ერთ ადგილას.
მარეხი _ ღორო! ბინძურო, ღორო!
მამა დოდო _ (დაძაბული) რა, გეწყინა და ხელის გარტყმა გინდა? მოდი, მოცილდი მაგ ადგილს და გამარტყი? (დამცინავად) თუ გეშინია?
პაუზა. ისინი დაძაბული უყურებენ ერთმანეთს.
მარეხი _ ჩემი შვილები, როგორ არიან?
მამა დოდო _ შენი შვილები… (იხსენებს) არ ტიროდნენ. პირდაღებულები იდგნენ და ზევით იხედებოდნენ. უცნაური ხალხი ხართ… ძალიან მაინტერესებს, ისინი რატომ არ ტიროდნენ?
პაუზა. მარეხი არ პასუხობს.
მამა დოდო _ დაუნები, ხომ არ არიან? თუმცა დაუნები ტირიან. ეგენი ალბათ კრეტინები არიან, არა?
მარეხი _ (თითქმის უხმოდ) ისინი, ნორმალური ბავშვები არიან.
მამა დოდო _ იქნებ უხარიათ კიდეც, რომ კვდები. შენნაირი ნევრასტენიკი და გაუწონასწორებელი დედა ალბათ ძნელი ასატანია.
მარეხი _ ნინო თხუთმეტი წლისაა.
პაუზა. დოდო აკვირდება მარეხს.
მამა დოდო _ ნინო ვინ არის?
მარეხი _ ჩემი გოგონა. ნამდვილი მზეთუნახავია. ძალიან ჭკვიანი და გონებაგახსნილია. შემპირდა, რომ არ იტირებდა. არც იტირებს.
მამა დოდო _ (გაკვირვებული) შეგპირდა? შენ ის წინდაწინ გააფრთხილე ამის შესახებ?
მარეხი _ ძნელია ქმარს ამის შესახებ უთხრა. სერიოზულად არ ღებულობს. არ სჯერა. შვილები უფრო გისმენენ… მათ უფრო ესმით ჩემი.
მამა დოდო _ რა უთხარი ნინოს?
მარეხი _ ის, რომ ამას მათი კარგად ყოფნის გამო ვაკეთებ…
მამა დოდო _ კარგად ყოფნის გამო?
მარეხი _ როცა დედა `სექტანტობს~ და ასე კვდება, მის ოჯახს მერე ძალიან ეხმარებიან.
მამა დოდო _ ვინ ეხმარება?
მარეხი _ სექტა. ეს შენი თქმის არ იყოს მაგარი რეკლამაა! ბავშვებს სტიპენდიებს დაუნიშნავენ. ბინას უქირავებენ. ქმარს სამსახურს უშოვიან.
მამა დოდო _ მერე რა გითხრა ნინომ? მიდი დედიკო მიაწექი, უკან არ დაიხიოო? გზაც ხომ არ დაგილოცა?
მარეხი _ ის ყველაფერს მიხვდა.
პაუზა. დოდო აკვირდება მარეხს.
მამა დოდო _ არც კი უტირია?
მარეხი _ როცა ვუთხარი, იტირა. ჩამეხუტა. ძალიან მაგრამ მომიჭირა. მერე დიდხანს უხმოდ იჯდა და ფი¬ქრობდა… დაახლოებით ერთი საათი მაინც. მერე ცოტა ხნით სადღაც წავიდა. როცა მოვიდა შემპირდა, რომ არ იტირებდა… დანარჩენებსაც აიძულებდა არ ეტირათ.
მამა დოდო _ დანარჩენებსაც აიძულებდა?
მარეხი _ ის ძალიან ჭკვიანი გოგონაა. დანარჩენი ბავშვები დიდ პატივს სცემენ. ძალიან ვუყვარვარ.
მამა დოდო _ (დამცინავად) უყვარხარ?
მარეხი _ ის ყოველთვის აკეთებს იმას რასაც მპირდება. ჩემი ნუგეში და იმედია.
მამა დოდო _ ძაან მაგრები ყოფილხართ.
მარეხი _ იმიტომ, რომ გვესმის ერთმანეთის?
მამა დოდო _ იმიტომ, რომ იცით როგორ გაამართლოთ და გამოიყენოთ მშობლის თვითმკვლელობა.
მარეხი _ დიახაც ვიცით.
მამა დოდო _ გგონია, რომ სექტა ამაში შენებს დიდ ფულს გადაუხდის?
მარეხი _ გადაუხდის. შემპირდნენ.
მამა დოდო _ (დამცინავად) ყველაფერი გათვალეთ ერთის გარდა… თუ, იცი აქ რატომ ვარ? იმიტომ, რომ ჩვენ მოგვბეზრდა თქვენი ფანატიკოსებით გავსებული სექტის პარპაში… ასეთი დავალება მოგვცეს, გიპოვოთ და ყველანაირად შევეცადოთ თქვენი თვითმკვლელობა გიჟის საქციელად, ან უბედურ შემთხვევად გავასაღოთ.
მარეხი _ თვითმკვლელობა გიჟის საქციელად, ან უბედურ შემთხვევად გააასაღოთ?
მამა დოდო _ დიახ. აღარ შეიძლება ამის ატანა. ხან გორის ციხიდან მიფრინავთ… ხან ჭიათურის საშევარდნო კლდიდან მიფრინავთ. სექტა კი თქვენნაირი სულელების ხარჯზე ფონდებს ფულებით ივსებს. იმ დებილების ოჯახებს კი გგონია რაიმეს უხდის?
მარეხი _ უხდის.
მამა დოდო _ (დამცინავად) უხდის. სასაცილო ხარ! დარწმუნებული ხარ, რომ არ დაგაბოლეს?
მარეხი _ ერთი ჩემი ახლობელი აპირებდა თავის მოკვლას…
მამა დოდო _ შენს შემთხვევაში `აპირებდა~, ხომ სხვაა?
მარეხი _ (არ უსმენს) გადაათქმევინეს.
მამა დოდო _ მე არაფერ შუაში ვარ.
მარეხი _ ვიცი.
მამა დოდო _ მერე?
მარეხი _ ყოველთვის იმას ამბობ, რასაც ფიქრობ?
პაუზა.
მამა დოდო _ ჩემმა პროფესიამ მასწავლა ისეთ სულელებზე ზემოქმედება, როგორიც შენ ხარ. თანაგიგრძნო, მერე მოგეფერო, მერე რაღაც დაგავალო, მერე მოგთხოვო, მერე გიბრძანო და ბოლოს დაგიმონო… აბა, ხელფასს სახელმწიფო კი არ მიხდის, შენნაირების შემოვიკრებ, დავმოძღვრავ, დავპირდები რაღაცეებს იმქვეყნიურს და მერე ვახდევინებ ამაში ფულს. ვითომ მათი სურვილით, სინამდვილეში კი…
მარეხი _ დაპირებებს კი არასოდეს უსრულებ…
მამა დოდო _ ღმერთი არა ვარ და რა ვქნა. სექტა, რა ასე არ შვება?
მარეხი _ ჩემი სიკვდილი სიკეთეს არ მოიტანს?
მამა დოდო _ გააჩნია ვის? შენებს, არა. ვინც დაგაბოლა, კი.
მარეხი _ ჩემებისთვის კარგი მინდა. მხოლოდ მათთვის მინდა კარგი.
მამა დოდო _ კარგი? ცოტა უცნაურად გესმის `კარგი~.
მარეხი _ იცი, რა უქნეს იმ ჩემს ახლობელს, როცა თავის მოკვლა გადაათქმევინეს? იცი, რა უქნეს?
მამა დოდო _ რა უქნეს?
მარეხი _ საგიჟეთში გამოამწყვდიეს.
მამა დოდო _ მე თუ მკითხავ, საგიჟეთი ჯოჯოხეთს სჯობია.
მარეხი _ იქიდან, რომ გამოვიდა, სექტანტი გახდა და თავი მაინც მოიკლა… ამაზე ტელევიზორშიც კი თქვეს. მის ოჯახს კი ამის მერე დაეხმარნენ.
მამა დოდო _ შენც გინდა ტელევიზორში მოხვედრა?
მარეხი _ მინდა. თუ დამეხმარები, ჩემებს მაშინ შეიძლება უფრო კარგად დაეხმარონ…
მამა დოდო _ (დამცინავად) ღმერთო ჩემო, რამდენი კეთილშობილება და თავგანწირვაა მის სიტყვებში?!
მარეხი _ მხოლოდ ჩემი ოჯახის დახმარება მინდა. ძალიან გთხოვ, მოუყევი იმათ ქვევით ყველაფერი ისე, რომ… იმათ ჩემს ოჯახს არაფერი მოაკლონ და…
მამა დოდო _ ასე, როგორ გამათხოვრდი? ბრძოლაში სიკვდილს და თავდაუზოგავ შრომას გირჩევნია შეგიბრალონ, შეგიცოდონ და როგორც ძაღლს ორი კაპიკი გადმოგიგდონ. სიკვდილსაც კი ყიდი?
მარეხი _ შენ, არ იცი რა არის გაჭირვება?
მამა დოდო _ (აწყვეტინებს) შენზე კარგად ვიცი. შენნაირიები და მთელი შენი ნაბუშარი ოჯახი კი ამოსაწყევტია და ამოწყდება კიდეც. იმიტომ, რომ გაჭირვებასთან ბრძოლას მათხოვრული სიკვდილი გირჩ¬ევნიათ. შენ ადამიანი კი არა ცხოვრების ხორცმეტი ხარ და გინდა შენი შვილებიც გახორცმეტდნენ.
მარეხი _ სხვის ცხოვრებაში ყველა ბრძენია.
მამა დოდო _ დიახ, თუკი ის სხვა _ ლაჩარი, მათხოვარი და კრეტინია… ყველაფერთან ერთად სექტანტიც.
მარეხი _ შენს თავს მიხედე. არამზადავ. დაგავიწყდა ამ ცოტა ხნის წინ რაებს მელაპარაკებოდი…
მამა დოდო _ გეუბნებოდი იმას რისი გაგონებაც გინდოდა. უფალი ამბობს ელეპარაკეთ ყველას თავის ენაზეო. მეც გელაპარაკები, იმიტომ რომ სხვანაირი სიტყვებისათვის ყურები დახშული გაქვს და აღარაფერი გესმის. იპოვა ქალმა შვილების გაბედნიერების `ადვილი გზა~?
მარეხი _`ადვილი გზა~? გრცხვენოდეს!
მამა დოდო _ გინდა, ვიღაც უცხო ხალხი ზრდიდეს შენს შვილებს? მათაც ისე აბოლებდნენ, როგორც შენ, რომ მერე მათაც გადაწყვიტონ ამ დანგრეული “ივერიის” სახურავზე ამოსვლა და გაფრენა?
მარეხი _ ისინი ამას არ გააკეთებენ.
მამა დოდო _ რა იცი?
მარეხი _ ვიცი. ვიცი. ვიცი. იმიტომ, რომ…
მამა დოდო _ არაფერიც არ იცი. გააჩინე, ადექი და გაზარდე. (დამცინავად) თუ, ყველაფერთან ერთად ისეთი ცოდვები გაქვს ჩადენილი, რომ ქმარსა და ბავშვებს თვალებში ვეღარ უყურებ? ბოზობდი?
მარეხი _ როგორ მიბედავ?!
მამა დოდო _ აბა, დავიჯერო ეს ყველაფერი მხოლოდ ფულის გამოა?
მარეხი _ იცი, რა ღირს მკურნალობა?
მამა დოდო _ დაიწყო წუწუნი. ჯანმრთე¬ლად უნდა იცხოვრო, ივარჯიშო, გაიკაჟო ორგანიზმი და არ დაავადდები.
მარეხი _ იცი, რა ღირს ერთი მარტივი-თიაქარის ოპერაცია? შუათანას აქვს და არ ვიცი რა ვქნა.
მამა დოდო _ სახელმწიფო შენნაირ ხალხს ეხმარება. შეღავათებს უკეთებს…
მარეხი _ (აწყვეტინებს) შვილები არა გყავს და ასე იმიტომ ლაპარაკობ.
მამა დოდო _ საიდან მოიტანე ცოლიც მყავს და შვილიც.
მარეხი _ (დაბნეული) ისე ბოღმით ლაპარაკობდი ბავშვებზე, რომ… ისეთი ზიზღი და სისასტიკე გქონდა თვა¬ლებ¬ში… არ მეგონა, თუ შვილები გყავდა!
მამა დოდო _ სისასტიკე? ამას შენ ამბობ დედა რომელიც აიძულებს თავის თხუთმეტი წლის გოგონას არ იტიროს?
მარეხი _ რამდენი შვილი გყავს?
მამა დოდო _ ღვთის წყალობით ერთი. ბიჭი. ისევე, როგორც ქალაქურ ქართულ ოჯახში, ერთი ნორმალურია! (პირჯვარს იწერს) თქვენსავით კი არა ვართ, ჯერ რომ გააჩენენ და მერე ფიქრობენ რა აჭამონ. თავიდანვე გამოვთვალეთ და… უფალი ჭკვიანებს და წინდახედულებს ყოველთვის ეხმარება.
მარეხი _ ჰო, სულ ჭკუით ხარ გატენილები
მამა დოდო _ სულელებს საწოლში გორაობა გიყვართ. უქნარა და არაფრისმაქნისები ხართ და სინდისმა, რომ არ შეგაწუხოთ არ იკლებთ ამ სიამოვნებას. ღმერთს მაგ საქმის კეთება სიამოვნებად, რომ არ ექცია არც კი გამრავლდებოდით… დაყარე ვირთხასავით ამდენი ღლაპი და ახლა, როცა მოგშივდა გადაწყვიტე თავის მოკვლა. შვილ¬ების მომავლის მოგვარების არაჩვეულებრივი გზაა? არა მარტო უტვინო ხარ, ყველაფერთან ერთად მხდალიც ყოფილხარ.
პაუზა.
მარეხი _ თვითმკვლელობა სიმხდალეა?
პაუზა. დოდო აკვირდება მარეხს.
მამა დოდო _ (ძალიან ნელა) არა მაქვს სურვილი მაგ თემაზე გელაპარაკო.
მარეხი _ მაინც.
მამა დოდო _ სიმხდალეა, რომელიც მხოლოდ წამიერადაა გმირობა, ეს მაშინ როცა ხტები, ან სასხლეტს აჭერ ხელს, ან საწამლავს მიიყუდებ. სხვა ყველა შემთხვევაში ეს გაქცევაა და მეტი არაფერი. ცხოვრება, ჩემო კარგო მარათ¬ონელ მორბენალების შეჯიბრს ჰგავს… მანძი¬ლი დიდია, წინააღმდეგობებით სავსე, მაგრამ ყველამ იცის ბოლოს აუცილებლად მიიღებს პრიზს. მხოლოდ შენნაირები, ფინიშამდე მისვლას და საჩუქრის მიღებას, აქ ადგილზე, თითქმის სტარტზევე სიკვდილს ამჯობინებენ და ჰგონიათ , რომ მის სხეულს ვიღაცა მაინც მიათრევს ბოლო¬მ¬დე. სხეულს, რომელიც შენი ოჯახია. სინამდვილეში კი არავინ მიათრევს… მოკვდი. ფეხებზე არ მკიდია? ერთით ნაკლები იქნება ქვეყანაზე.
პაუზა.
მარეხი _ ასე რატომ ლაპარაკობ?
მამა დოდო _ როგორ?
მარეხი _ თითქოს მართლაც ფეხებზე გკიდია?
მამა დოდო _ შენი სიცოცხლე შენ გკიდია და მე რატომ არ უნდა დავიკიდო?
მარეხი _ არ მჯერა.
მამა დოდო _ არ ვტყუი. როცა შენნაირი სექტანტი, ავადმყოფი და უსაქმური მიდის, ადგილი თა¬ვ¬ისუფ¬ლ¬დება. ჰაერი იწმინდება. ერი ჯანსაღდება.
მარეხი _ ხომ იცი, რომ ნამდვილი სექტანტი არა ვარ.
მამა დოდო _ მათი სახელის რეკლამირებისათვის იკლავ თავს და გგონია დაგიჯერებ?
მარეხი _ შენნაირების ბრალია სექტაში, რომ შევედი.
მამა დოდო _ ჩემნაირების გარდა ეკლესია სავსეა წმინდანებით… შენი წინაპრების სისხლითაა შენარჩუნებული სარწმუნოება და ეს ქვეყანა და საერ-თოდ ის ენაც, რომელზეც ვლაპარაკობთ.
მარეხი _ ახლა სხვა დროა. ჩემი სისხლით მინდა ჩემი შვილების ბედნიერი მომავლი მივცე.
მამა დოდო _ (დამცინავად) ყოჩაღ!
მარეხი _ ასეთია ჩემი რწმენა.
მამა დოდო _ ის, რაც თავის მოკვლისკენ გიბიძგებს ნამდვილი რწმენა არ შეიძლება იყოს.
მარეხი _ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და უფლება მაქვს ვიწამო ის რაც მინდა. როგ¬ორც მინ¬და და რანაირადაც მინდა. ჩემთვის ჩემი რწმენა შენს დამყაყებულზე ახალი და უფრო ხე¬ლშესახებია.
მამა დოდო _ შენი შვილებისთვისაც ხელშესახებია, არა?
მარეხი _ დიახ.
მამა დოდო _ ნინოსთვისაც?
მარეხი _ ნინოსთვისაც.
მამა დოდო _ შენი გოგო ვინმემ, რომ შეაცდინოს და…
მარეხი _ ნინო არ შეცდება.
მამა დოდო _ დარწმუნებული ხარ?
მარეხი _ დარწმუნებული ვარ. მას ამის მერე ფულიც ექნება და დამრიგებლებიც ეყოლება.
მამა დოდო _ რა სულელი ხარ?!
მარეხი _ თუ შენ იტყვი, რომ გიჟი ვიყავი, ან ფეხი დამიცდა… თუმცა ამას არავინ დაგიჯერებს. მაგრამ… გთხოვ, ძალიან გთხოვ უთხარი, რომ სიკვდილის წინ სექტის სახელს ხშირ-ხშირად ვახ¬ს¬ენებდი.
პაუზა. დოდო აკვირდება მარეხს.
მამა დოდო _ ვიტყვი, გაგიჟდი და თავს იმიტომ იკლავდი, რომ საყვარელი გაშ¬ანტაჟ¬ებდა და ფულს გძალავდა.
მარეხი _ ვერ გაბედავ.
მამა დოდო _ არა, შენი მომეხათრება… გინდა დაგენიძლავები, რომ ფულს არ გადაუხდიან შენს ოჯ¬ახს.
მარეხი _ გადახტომას ვაპირებ და როგორ დაგენიძლავო?
მამა დოდო _ აი, ფურცელი მაქვს და გავაფორმოთ ხელშეკრულება. თუ შენები ათას ლარს მაინც მიიღებენ სექტისაგან, მაშინ ათი ათასს მე დავუმატებ. მაგრამ თუ შენი ოჯახი ათას ლარზე ნაკლებს მიიღებს, მაშინ ათი ათასს გადამიხდის. (აწვდის კალამს) მოდი აქ, მოაწერე.
მარეხი _ (დაბნეული) საიდან იცი, რომ ათას ლარზე ნაკლებს მიიღებენ?
მამა დოდო _ დარწმუნებული ვარ. შემიძლია გარანტიაც კი მოგცე. იმიტომ, რომ მათ თუ ოჯახს ფუ¬ლი გადაუხადეს დაიჭერენ. ეს საქმე კი გასკდება. მოწმე მე ვიქნები. შენი თვითმკვლელობა კი იქნება სექტის სიკვდილის დასაწყისი ამ ქვეყანაში.
მარეხი _ ვერ დაამტკიცებ. არ დაგიჯერებენ.
მამა დოდო _ ერთი-ორ მოწმესაც ვიშოვი. ნუ გეშინია.
მარეხი _ აქ ჩვენს მეტი არავინაა.
მამა დოდო _ მერე მაგას ვინ დაამტკიცებს? ცოცხალი, ხომ მარტო მე დავრჩები? ასე, რომ გადახტი.
მარეხი _ იმდენად უსინდისო ხარ, შეგიძლია ჩემს შვილებს უკანასკნელი ლუკმა გამოაცალო პირიდან, არა?
მამა დოდო _ (ირონიულად) რა, ხომ არ გადაიფიქრე?
პაუზა.
მარეხი _ მარეხი მქვია. შენ რა გქვია?
მამა დოდო _ მამა დოდო.
მარეხი _ მამა დოდო კი არა კარაბას-ბარაბასი ხარ…
პაუზა.
მარეხი _ არ მჯერა, რომ შეგიძლია ჩემს შვილებს მოგებული ფული მოსთხოვო.
მამა დოდო _ მოვთხოვ და არა მარტო მე… იქ ქვემოთ კიდე ბევრი ვინმე იქნება ისეთი, რომლებიც თავისას აუცილებლად მოსთხოვენ შენებს.
მარეხი _ მაინც?
მამა დოდო _ სურსათის გამყიდველი. დენსაც და გაზსაც გადახდა უნდა. მერე გასვენება, ქელეხი… ახლა ეგ ყველაფერი ძვირი ჯდება. ორი-სამი ათასი მაინც.
მარეხი _ ორი-სამი ათასი?
მამა დოდო _ აბა, ყველას უნდა ფული და ჭამა.
მარეხი _ (დაბნეული) რომ არ გადაიხადონ, რა, დაუმარხავს დამტოვებენ?
მამა დოდო _ (აკვირდება) ხომ არ გადაიფიქრე?
მარეხი _(ეჭვით) ჩემი დაშინება გინდა, არა?
მამა დოდო _ დაშინება, არა… რაც გინდა ის გიქნია, ხომ იცი, პირადად მე არაფერს არ ვკარგავ. პირიქით, შენი წყალობით შეიძლება ცოტა ხანში არქიმანდრიტობაც კი მიბოძონ, იქიდან ღვთის წყალობით ეპისკოპოსობამდე ერთი საფეხურიღაა. ასე, რომ ყველა ვიხეირებთ, შენ და შენი ოჯახის გარდა.
მარეხი _ (ეჭვით) ჩემი დაშინება გინდა, არა?
პაუზა.
მამა დოდო _ ალბათ ისიც გათვალე, არა?
მარეხი _ რა, ის?
მამა დოდო _ ნინოს ამბავი.
მარეხი _ ვერ ვხვდები?
მამა დოდო _ თხუთმეტი წლისაა, არა? საკმაოდ მიმზიდველი ფიგურა აქვს.
მარეხი _ ვერ ვხვდები?!
მამა დოდო _ მას აუცილებლად გამოუჩნდება კეთილი, ყურადღებიანი და მდიდარი ბიძია.
მარეხი _ შე ანტიქრისტევ! შე სატანის მოციქულო!
მამა დოდო ანაფორიდან პისტოლეტს ამოაძრობს და მარეხს მიუშვერს, რომელიც იარიაღის დანახვაზე ხელებს გაშლის.
მარეხი _ ოო, მამაოს იარაღი ჰქონია! ძალიან კარგი. მესროლე, სატანის მოციქული! ანტიქრისტე! ასე უფრო სჯობია!
მამა დოდო _ (კბილებში გამოცრის) ჩემთვის ჯერ არავის უწოდებია ანტიქრისტე და სატანის მოციქული!
მარეხი _ კიდე დაგიძახებ! ანტიქრისტევ სატანის მოციქულო!
მამა დოდო ნაბიჯს დგამს მარეხისკენ და გასასროლად ემზადება.
მარეხი _ მესროლე! მესროლე! მესროლე!
მამა დოდო _ (მცირე ხნის პაუზის შემ¬დეგ) ძალიან გინდა, არა! შენი მოკვლით ოჯახი უფრო მეტ ფულს აიღებს! რეკლამაა! მღვდელმა მოკლა საცოდავი სექტანტი, არა? დამიჭერენ და ყველაფერში სარწმუნოებას დაადანაშაულებენ!
მარეხი _ რა, არ იმსახურებთ?
მამა დოდო _ მართლა მხდალი ყოფილხარ! გინდა შენი საქმე სხვამ გააკეთოს!
მარეხი _ ჰო, მინდა! ჩემზე უკეთესი მაინც არ ხარ! პისტოლეტიანი მღვდელი! ჰა-ჰა-ჰა!
პაუზა.
მამა დოდო _ ნინოს ამბავი მაგრა მოგხვდა გულზე?.. რა უნდა ვქნათ, ასეთია თქვენნარი ურწმუნო ოჯახის შვილების რეალობა! ბევრი მინახავს ეგეთი ნინოები! ძალიან ბევრი.
მარეხი _ მაინც სად გინახავს?
მამა დოდო _ ცირკთან. საუნებში. სასტუმროებთან. იცი, რამდენი მოდის ჩემთან? მოდის, მხოლოდ სა¬ლ¬აპარაკოდ. მოიოხებს გულს და მერე ისევ იქ მიდის. სამწუხაროდ, ესაა მათი სამყარო… ყველაფერი, კი თქვენი ბრა¬ლია… შენნაირი ფანატიკოსი სექტანტების ბრალი…
მარეხი _ სექტანტი არა ვარ. უბრალოდ მათ ვიყენებ.
მამა დოდო _ იმიტომ იკლავ თავს?
მარეხი _ შვილების გამო. მხოლოდ და მხოლოდ შვილების გამო.
მამა დოდო _ მოიკალი. ნინო კი მაქსიმუმ ორ წელიწადში ცირკთან დადგება.
მარეხი _ არ დადგება. ნინო ჭკვიანი გოგონაა.
მამა დოდო _ მით უმეტეს. ტკივილი აიძულებს, ეს ნაბიჯი გადადგას. დარდი, დანაშაულის შეგრძნება დააყენებს იქ და გაამრავლებინებს ცოდვას. იმიტომ, რომ დედას არ შეეხვეწა, არ დაუშალა ეს საშინელება ჩაედინა. ეკლესიაშიც ვერ მოვა, იმიტომ რომ სექტანტობის გამო შერცხვება. ასე მოკლავ ჭკვიან გოგოს. მოკლავ ფეხების ზევით აშვერით… იმიტომ, რომ დედამისი ცაში კი არა ჯოჯოხეთში იქნება.
მარეხი _ (ყვირის) ჩემი ჯოჯოხეთი აქაა და არა იქ.
პაუზა.
მამა დოდო _ ასე რატომ ნერვიულობ? ისედაც მოკვდები ხუთ, ან სამ წუთში. დაგმარხავენ. ვერაფერს დაინახავ და ვერაფერს გაიგებ, მით უმეტეს ვერაფერს იგრძნობ. გათავისუფლდები ამ ჯოჯოხეთიდან, რომლის კარს შენი სიკვდილით საკუთარ შვილებს უხსნი.
პაუზა. დოდო აკვირდება მარეხს.
მამა დოდო _ (დამცინავად) არა და განსაკუთრებით შენი უფროსი ქალიშვილი ნინო მევედრებოდა. სულ მპირდებოდა დედას გადაათქმევინე და ძალიან მეყვარებიო. ნეტა რას გულისხმობდა? იქნებ, სულ სხვანაირ სიყვარულს გულისხმობდა?
მარეხი _ გარყვნილო ცხოველო! მაინც საიდან ჩნდებით ასეთი ამაზრზენი ტიპები.
მამა დოდო _ მე ვარ ამზრზენი? შენს თავს შეხედე.
მარეხი _ გწყევლი. იცი, როგორ გწყევლი! შენ და მთელს შენ ოჯახს! არ გაიხაროთ, არასოდეს… და რაც ჩემს შვილებს უსურვე შენს ოჯახს ასრულებოდეს. შენს ორ ქალიშვილს… რომლებიც იმედია ისეთივე ბოზები გახდებიან, როგორიც ჯერ არავის უნახავთ!
პაუზა. მამაო პირჯვარს იწერს.
მამა დოდო _ (დამცინავად) მაგრამ ჯერ შენი ნინოს ჯერია! მივეხმარები, აუცილებლად მივეხმარები!
მარეხი _ უხ შენი!
იწევს მამაოზე, რომელიც არ ინძრევა ადგილიდან
მამა დოდო _ რა იარაღი გინდა? აი, აიღე! (იარაღს ფეხებთან დებს) მოდი აიღე! თუ გეშინია?
მარეხი _ ჩემსკენ გადმოაგდე და მერე განახებ რისი მეშინია.
მამა დოდო _ ეს იარაღია და არა ბურთი. მოდი და იაღე. უკან დავიხევ. ასე, რომ უნდა მოხვიდე და აიღო… მაგრამ სინამდვილეში არაფრის მაქნისი ხარ, ამიტომ ამასაც კი ვერ გაბედავ.
მარეხი _ არაფრის მაქნისი შენ ხარ! სექტანტი ვარ და კიდევ კარგი, რომ ვარ! შენნაირი ფარისევლების გამოა ეს ცხოვრება ჯოჯოხეთად ქცეული, სატანის მოციქულო!
მამა დოდო _(დამცინავად) შენ თავს დააკვირდი და ჩემზე მერე ილაპარაკე.
პაუზა.
მარეხი _ (უცებ იცვლის ინტონაციას) მე… მე… (ვერ პოულობს სიტყვებს) არ მჯერა, რომ, შენ… შენ…
მამა დოდო _ რა, მე?
მარეხი _ ასე, სპეციალურად ლაპარაკობ! სპეციალურად… გინდა დამაბოლო… გინდა დამაბოლო!
მამა დოდო _ დიახაც, მინდა დაგაბოლო და ჩემს სასარგებლოდ გამოგიყენო. ისევე, როგორც შენმა სექტანტებმა დაგაბოლეს. შენ კი შვილები დააბოლე, რომლებსაც მალე გამოუჩნდება…
მარეხი _ ჩემს შვილებს თავი დაანებე.
მამაო უეცრად ამჩნევს რაღაცას.
მამა დოდო _ მარეხ, რაიმე სისულელე არ ჩაიდინო! ეს ჩემთან არიან. არ ინერვიულო!
ისწორებს ანაფორას და პისტოლეტს მალავს. ქვემოდან ამოდის თორნიკე, 15-18 წლის ბიჭუნა.
თორნიკე _ მამა სანთლები მოვიტანე, რა ვქნა?
მამა დოდო _ დავანთოთ! (მარეხს) შენ არ გინდა სანთელი?
მარეხი არ პასუხობს, დაძაბული უყურებს მათ.
მამა დოდო _ თორნიკე შვილო, ქვემოთ რა ხდება?
თორნიკე _ არ იციან რა ქნან! ძალიან ნერვიულობენ.
მამა დოდო _ ამისი ბავშვები რას შვებიან!
თორნიკე _ ამოსვლა უნდათ, მაგრამ არ უშვებენ… მეც არ მიშვებდნენ, მაგრამ მერე იფიქრეს, ჩემი ამოსვლით არაფერი დაშავდებოდა და გამომიშვეს.
მამა დოდო _ დააანთე სანთლები და ერთი დეიდა მარეხსაც მიუტანე. სანთელის ცეცხლზე ჩვენი ცოდვილი ფიქრები იწვის. ღვთის წყალობით მარეხის არეული ფიქრებიც მის ალზე დაიწვება.
თორნიკე ანთებს სანთლებს და ერთი მარეხთან მიაქვს.
თორნიკე _ გამარჯობა დეიდა მარეხ! როგორა ხართ?… დეიდა მარეხ წყალი, ხომ არ გინდათ? ნაკურ¬თ¬ხი წყალი გვაქვს… თუ გინდათ, აქედან დავუძახებ და ნინო ამოგიტანთ?
ნინოს ხსენებაზე მარეხი მამაოს გახედავს, მაგრამ ხმას არ იღებს.
თორნიკე _ აი, სანთელი.
მარეხი არ იღებს სანთელს. თორნიკე მამაოს გახედავს. მამაო რაღაცას ანიშნებს და თორნიკეც სანთელს საწვიმარი მილის კიდეზე ამაგრებს.
მამა დოდო _ ახლა, წადი და ილოცეთ!
თორნიკე _ დამლოცეთ, მამაო!
მამა დოდო ლოცავს თორნიკეს და ისიც ქვევით ჩარბის.
მამა დოდო _(მარეხს) კარგი ბავშვია თორნიკე! ნერვიულობს! მგონი შენი ნინო მოეწონა და მხოლოდ იმიტომ, თორემ შენ ფეხებზე კიდიხარ… ეგეც მაგარი მაიმუნი გაიზრდება!
მარეხი _ შენზე უარესი მაიმუნი ვინაა. მა¬ტყუარა! ყველას ატყუილებ. სანთლები ამოატანინა! ილოცე¬თო! რისთვის ილოცონ?
პაუზა. დოდო აკვირდება მარეხს.
მამა დოდო _ როგორ თუ რისთვის?
მარეხი _ იმისთვის, რომ უფრო მაგრად დაბოლდნენ და უფრო ადვილად შეძლო მათი გამოყენება და გაცურება?
მამა დოდო _ რატომ ნერვიულობ? სულ ფეხებზე არ გკიდია რა იქნება მერე? თავს იკლავ და მორჩა. ეს ქვეყანა კი ჩემნაირებს დარჩე¬ბა. შენგან განსხვავებით კი ჩვენ ვიცით ამ ქვეყანას სიამოვნება, როგორ გამოვწოვოთ!
პაუზა.
მარეხი _ ნეტა აქ არ ჩამოვსულიყავით! ცუდად თუ კარგად დავრჩენილიყავით სოფელში.
მამა დოდო _ უნდა დარჩენილიყავით, აბა რა! ქალაქშიც ნაკლები სიბინძურე იქნებოდა.
მარეხი _ სიბინძურე, აქ ჩვენს ჩამოსვლამდეც ბევრი იყო.
მამა დოდო _ ჩემი ნება, რომ იყოს ყველას გაგყრიდით სოფლებში. იქ ადამიანებს მაინც გავდით. აქ კი რას აკეთებთ?
მარეხი _ ეს თქვენი ბრალია, ჩვენ, რომ სოფლები მივატოვეთ!
მამა დოდო _ კიდე რა არის ჩვენი-ქალაქელების ბრალი?
მარეხი _ არც შენა ხარ ქალაქელი.
მამა დოდო _ აქ დავიბადე, აქ გავიზარდე. ჩემი შვილებიც აქ დაიბადნენ და აქ იზრდებიან. ქალაქელი ვარ, აბა ვინა ვარ?
მარეხი _ ჩემი შვილიშვილებიც აქ დაიბადებიან. ისინიც გახდებიან ქალაქელები და ისწავლიან, წარმატებებს მიაღწევენ. მერე კი, შენნაირების შვილებს დედას უტირებენ!
მამა დოდო _ ვერაფერსაც ვერ იზამენ. მოკვდი და დანარჩენს ჩემნაირები მიხედავენ. სოფლელო გოიმო!
მარეხი _ ქალაქები კაენის შვილებმა ააშენეს. სოფლები კი აბელის. რითი ამაყობ, მამაო? ანაფორას ამ¬ოფარებულო ფარისეველო? დედა გეტირებათ მალე ყველას! ვიცი, ნამდვილად ვიცი!
დოდო მარეხს ინტერესით უყურებს.
მამა დოდო _ თუ ამდენი იცი დარჩენ¬ილიყავი სოფელში და ყველა კმაყოფილი ვიქნებოდით!
მარეხი _ შენი საქმე არ არის სად უნდა დავრჩენილიყავით და სად არა!
მამა დოდო _ ხომ ნახე აქ ჩამოსვლისას, რომ თქვენნარიების ადგილი არ იყო. წასულიყავი და ღმერთი აუცილებლად დაგეხმარებოდა!
მარეხი _ შენნაირის ხელით დაგვეხმარებოდა, არა?
მამა დოდო _ რა მნიშვნელობა აქვს, ვისი ხელით? მთავარია, დაგეხმარებოდა.
მარეხი _ ეგ ზღაპრები შენს დაბრიყვებულ მრევლს მოუყევი.
მამა დოდო _ რა, ეკლესიაში გითხოვია ვინმესთვის დახმარება?
მარეხი _ არა.
მამა დოდო _ მერე ამდენ ტლიკინს და სექტანტებთან ბოდიალს გეცადა.
მარეხი _ იქ, რა შენნაირები არ დამხვდებიან?
მამა დოდო _ ყველა ერთნაირი არაა, ლოცვებშიც კი ყველა კი არა, მხოლოდ პატიოსანნი მღვდელნი იხსენიება. შენ კი ადექი და პირდაპირ იმათ მიადექი ვინაც თავისი `რწმენის~ ქადაგებით აქ ამოგიყვანა… ახლა გინდა შენი შვილების თვალწინ დაეხეთქო მიწაზე და ტვინი დაანთხიო. ერთადერთი რაც თქვენს ეგრეთწოდებულ `რწმენას~ შეუძლია ესაა ადამი¬ანი თვითმკვლელობის სურვილით დააჯილდოვოს. მიდი გაფრინდი, შავო მერცხალო! (საათს დახედავს) დროზე გადაეშვი. თორემ მალე წირვა უნდა დამეწყოს და არ მინდა მრევლი ვალოდინო. თან ქადაგებისათვის უნდა მოვამზადო ტექსტი.
მარეხი _ მაინც რაზე უნდა იქადაგო? გინდა დააშინო ისინი, რომ ცოდვა არ ჩაიდინონ, არა? მერე უქადაგო, რომ ადამიანები ყველა თანასწორნი არიან და გაჭირვებულის უბედურება საკუთარი სარგებელი¬სათვის არ გამოიყენონ, არა?
მამა დოდო _ აბა, რა! თუ გინდა შენც წამოდი და მოუსმინე.
მარეხი _ წადი, შენი.
მამა დოდო _ წავალ აბა რას ვიზამ. ოღონდ გადახტი რა. მერე ჩავალ ქვევით ტელეკამერების წინ ვიქადაგებ. მერე ტაძარში დავპატიჟებ. იქაც ვიქადაგებ და ასე გავხდები ძალიან პოპულარული, ერთი იდიოტი სექტანტი ქალის თვითმკვლელობის ხარჯზე.
მარეხი _ არაადამიანი ხარ!
მამა დოდო _ არაადამიანი ჩემთვის კომპ¬ლ¬ი¬მენტია. არაადამიანი ნიშნავს არ ვგავდე ისეთებს, როგორიც შენნაირებს ადამიანი ჰგო¬ნია. ამაზე დიდი ბედნიერება რა არის?! (საათს დახედავს) თუ გინდა მოვალ და ხელს გკრავ?
მარეხი _ არ მომეკარო.
მამა დოდო _ რა იყო? გგონია არ მოგცემ გადახტომის საშუალებას? მეტი საქმე არა მაქვს. დღეს თუ არ გადახტები, ადგები და ხვალ გადახტები. ესე არ არის? ამიტომ ჩემთვის უკეთესია ახლა გადახტე. იმიტომ, რომ ხვალ, ან ზეგ მეეჭვება შენს გვერდით მოვხვდე. ეს კი ჩემი კარიერისა და იმიჯისათვის ძალიან ცუდია.
მარეხი _ შეგიძლია ხელი მკრა?
პაუზა. დოდო აკვირდება მარეხს.
მამა დოდო _ შემიძლია. იმიტომ, რომ როგორც თქვენთვის ვინც სექტანტი არ არის, ადამიანი ვერ იქნება. ისე ჩემთვის სექტანტი, მით უმეტეს ისეთი, რომელიც ფარისევლობს და სექტანტებსაც კი ატყუებს ადამიანი ვერ იქნება. რაკი შენ ადამიანი არა ხარ, ესე იგი ხელს მშვიდად გკრავ?
მარეხი _ ადამიანი ვარ!
მამა დოდო _ ჰა-ჰა-ჰა!
მარეხი _ მივალ საპატრიაქოში და ყველაფერს პატრიარქს მოვუყვები. მერე ვნახოთ დარჩები თუ არა მღვდლად.
მამა დოდო _ როდის მიხვალ? თვითმკვლელობის შემდეგ?
მარეხი _ მანამდე.
მამა დოდო _ მაინც-მაინც?
მარეხი _ მაშინ მივალ, როცა მომინდება… შენ არც კი დაგეკითხები.
მამა დოდო _ როგორ შემაშინე? მაკანკალებს.
მარეხი _ დედას გიტირებ.
მამა დოდო _ მიდი აბა, სცადე. მაქედან უფრო მალე ჩახვალ. ჰე, გაფრინდი.
მარეხი _ როცა მომინდება, მაშინ გადავხტები!
მამა დოდო _ (საათს დახედავს) მაგვიანდება!
მარეხი _ არა უშავს, მრევლი მოიცდის. მამაო, ტელევიზორში ხომ უნდა გამოჩნდე?.. ასე, რომ ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია.
მამა დოდო _ დრო ფული ღირს.
მარეხი _ წადი. ამ საქმეს უშენოდაც კარგად გავართმევ თავს.
მამა დოდო _ გადახტი, რა! ხომ ხედავ დაბლა ყველა დაიღალა. ოპერატორებმა კამერებიც კი გამორთეს. ალბათ ბავშვებს მოშივდათ კიდეც! შეიძლება ტუალეტშიც კი უნდათ წასვლა. შენ კი ყველას აფერხებ. ადამიანი არა ხარ, გადახტი!
მარეხი _ ყველას ეჩქარება! ყველას!
მამა დოდო _ ჩვენც ცოცხლები ვართ! სიცოცხლე კი გარბის დროსთან ერთად!
მარეხი _ მართალი ხარ!
მარეხი გადასახტომად ემზადება. დოდო უეცრად სიცილს იწყებს.
მამა დოდო _ მაინც რა ხართ ეს პროვინციელები. ყველაფერი ეგრევე გულთან მიგაქვთ! ყველაფრის გულთან მიტანა დაბალი ინტელექტუალური შესაძლებლობების ნიშანია. ანუ უფრო გასაგები ენით, რომ ვთქვათ ცალტვინობის ბრალია!
მარეხი _ შენ ხარ ჭკუისკოლოფი, არა?
მამა დოდო _ ვარ! თანაც სიმართლეს გეუბნები! ჭეშმარიტებას ვღაღადებ… არსებობენ ჩემნაირები, რომლებიც იყენებენ შენნაირებს, შენნაირების ახლობლებსაც კი და თან ყველანაირად იყენებენ! ეს არის ჭეშმარიტება… რა გაგიკეთებია ამ ცხოვრებაში, შვილები, რომელთა გამოც ახლა თავს იკლავ? იმათ კი ჩვენ გვიტოვებ! დაბალი ინტელექტუალური შესაძლებლობების ხარ, აბა რა.
მარეხი _ შენნაირები ამ ქვეყანაზე არ უნდა არსებობდნენ!
მამა დოდო _ არა მარტო არსებობენ, არამედ მართავენ კიდეც შენნაირებს. ამიტომ ჩემნაირებს შორის თავს არავინ იკლავს, თუნდაც ეგრეთწოდებული `რწმენის-სასოს~ გამო! (საათს დახედავს) მაგვიანდება, ან გადახტი და ან წამოდი ჩემთან ერთად.
მარეხი _ ყველაზე უკეთესი იქნებოდა აქედან შენ გადამეგდე.
მამა დოდო _ (პირჯვარს იწერს) ხუმრობ? კარგია, როცა ხუ¬მრობ, მაგრამ ჩემს გადაგდე¬ბა¬ში ფულს არა¬ვინ გადაუხდის შენს შვილ¬ებს!
მარეხი _ იცი რა არის შვილების სიყვარული?
მამა დოდო _ ეჭვი გეპარება? შვილების სიყვარული ნამდვილად ვიცი. შენ კი თამაშობ სიყვარულობანას და მეტი არაფერი.
მარეხი _ (დამცინავად) მაგრა ვთამაშობ.
მამა დოდო _ ვინც უყვართ იმათ ასე არ ექცევიან! (საათს დახედავს) ახლა კი, ქენი ფრრრრრრრ!
მარეხი _ ხომ შეპირდი ბავშვებს, რომ არ მომცემდი თავისმოკვლის უფლებას.
მამა დოდო _ თავს ზევით ძალა არაა!
მარეხი _ სანამ მღვდელი გახდებოდი ვინ იყავი?
პაუზა.
მამა დოდო _ არავინ.
მარეხი _ (იცინის) არავინ?
მამა დოდო _ რა არის სასაცილო?
მარეხი _ არავის აცვია ანაფორა.
მამა დოდო _ ანაფორა მღვდელს აცვია.
პაუზა.
თორნიკეს ხმა _ მამა, ნინოს უნდა დედამისთან დალაპარაკება. რა ქნას? ამოვიდეს?
მარეხი _ (ვედრებით) არა. არ მინდა! არ მინდა!!!
მამა დოდო _ არ არის საჭირო! მარეხი ჯერ ცოდვებს ინანიებს და მერე ვნახოთ!
თორნიკეს ხმა _ კარგი, მამა!
მამა დოდო _ ნინოს და ყველას უთხარი ყველაფერი კარგად იქნება-თქო!
თორნიკეს ხმა _ კარგი მამა!
პაუზა. დოდო აკვირდება მარეხს.
მარეხი _ პირფერო! ორპირო! მატყუარავ!
მამა დოდო _ ვიყო ბატონო! ყურადღება მიაქციე, როგორ ეშმაკურად მოვიქეცი? ვთქვი, რომ ყველაფერი კარგად იქნება-თქო, თან ისიც დავაბარე, რომ აღსარებას მეუბნები და ცოდვებს ინანიებ! ეს, ხომ იცი რასაც ნიშნავს? დაემშვიდობე შენს სექტანტურ ფულებს!
მარეხი _ შენნაირ არამზადას არასოდეს შევხვედრივარ! მართლა როგორი არადამიანი ყოფილხარ?!
მამა დოდო _ როგორ არა გრცხვენია ამას, რომ მეუბნები. არაადამიანი კი არა საუკეთესო, სიკეთით სავსე პიროვნება ვარ! შენი ყველაზე დიდი მეგობარი ვარ! თუკი გადახტები და დიდხანს აქ არ დამაყოვნებ, ერთ კაი საქმეს გაგიჩალიჩებ!
მარეხი _ რა საქმეს?
მამა დოდო _ ჩავალ დაბლა და ყველას ვეტყვი, რომ ვერ გადაგათქმევინე, ანუ სარწმუნოება ვერ შეგა¬ცვლევინე. მერე…
მარეხი _ მერე?
მამა დოდო _ ასე, რომ შენი ოჯახი მიიღებს სექტის საპრემიო ფულს! მერე…
მარეხი _ რა მერე?
მამა დოდო _ ისე მტკივნეულად განიცდი ამ საკითხს, რომ არ ვიცი, როგორ გითხრა?
მარეხი _ რა მითხრა?
მამა დოდო _ ჩვენ ხომ უკვე ძალიან დავახლოვდით… შეიძლება ითქვას დავმეგობრდით კიდეც!
მარეხი _ (ეჭვით) რა გინდა?
მამა დოდო _ აღიარე, რომ ისე გამიცანი, როგორც არავინ მიცნობს… ჩემს შესახებ ყველაფერი იცი…
მარეხი _ (დამცინავად) გაგიცანი. ძალიან კარგად გაგიცანი.
მამა დოდო _ (დამწუხრებული) ასეთი ტონით ნუ მელაპარაკები, გულს მტკენ!
მარეხი _ გული გაქვს, რო? ბოლოს და ბოლოს რა გინდა?
მამა დოდო _ გითხრა?
მარეხი _ ამოღერღე!
პაუზა. დოდო აკვირდება მარეხს.
მამა დოდო _ რა მინდა შემოგთავაზო… ოღონდ სანამ რაიმეს იტყვი კარგად გაანალიზე და ისე მიპასუხე. აი, რას გთავაზობ _ თუ გადახტები და მომცემ ყველაფრის გაკეთების საშუალებას ჩემი თვითრეკლამისათვის. გპირდები, რომ დიდ ყურადღებას მივაქცევ შენს ნინოს და დანარჩენ მდედრობითი სქესის შვილებსაც.
მარეხი _ (დაძაბული) რას მიაქცევ?
მამა დოდო _ ნინოს ძალიან კარგი სახე აქვს, სხეულზე ხომ საერთოდ აღფრთოვანებული ვარ! როგორც კი ყველაფერი ჩათავდება, იცოდე ხელისგულზე ვატარებ! ცივ ნიავსაც არ მივაკარებ! დავიცავ!
მარეხი _ ვისგან დაიცავ?
მამა დოდო _ ამ საშინელი სულელური სამყაროსგან! გავზრდი. ბევრ რამეს ვასწავლი. მატერიალურადაც დავეხმარები… ჩემს ხელში დაქალდება… მერე, როცა მოვბეზრდები, გავათხოვებ კიდეც! ის, ხომ არ გინდა, რომ შენნაირად დაამთავროს მანაც ცხოვრება? ან ცირკთან მოუწიოს დადგ¬ომა?
მარეხი _ როგორ მიბედავ?
მამა დოდო _ ამაზე უკეთესი რა გინდა?
მარეხი _ ცხოველო.
მამა დოდო _ აზრზე მოდი ქალო. დამშვიდდი და ობიექტურად შეხედე სინამდვილეს. მე ვიქნები მისი მფარველი და არა ვინმე უსაქმური, უჭკუო ბიჭუნა. მშვიდად აღიქვი ის ფაქტი, რომ მამაკაცი, რომელმაც შენი ნინო ქალად უნდა აქციოს და ცხოვრებისეული სიბრძნე მისცეს შენს წინაშე დგას და გელაპარაკება!
მარეხი _ სატანა!
მამა დოდო _ იცი, რა კარგად იქნება? მერე ვინმე სულელზე დავაქორწინებ და… ცოცხალი აღარ იქნები იმ დროისათვის, თორემ ძალიან დამიფასებდი ამ ღვაწლს, აბა… (საათს დახედავს) გადახტი და დარწმუნებული იყავი, რომ ამ შეთანხმებას ერთი პუნქტითაც არ გადავალ.
მარეხს ნერვიულობისაგან ფეხი დაუცდება და კინაღამ გადავარდება. მას მამა დოდო, რომ არ დახმარებოდა აუცილებლად გადავარდებოდა. მარეხი ნახევრადაა გადაკიდებული სახურავიდან.
მამა დოდო _ ხელს არ შეგიშლიდი, მაგრამ მინდა სიკვდილის წინ შენგან თანხმობა მივიღო! ხომ იცი მაინც კარგია, როცა დედა, თუნდაც სექტანტიი უკაკასკნელ გზაზე დადგომამდე, გლოცავს.
მარეხი ამოძვრება სახურავზე და მამაოს ანაფორაში წაავლებს ხელს.
მარეხი _ დედას გიტირებ! არ მოვიკლავ თავს, კათალიკოსამდე მივალ და შენს თავს აუცილებლად გავაგდერბინებ ეკლესიიდან. მანამდე კი ჩავალ ტელევიზიასთან და ყველაფერს ვეტყვი შენს შესახებ. თუ არ დამიჯერეს ყოველ დღე შენს ეკლესიაში ვივლი და მაინც დედას გიტირებ!
მამა დოდო _ (დამწუხრებული) როგორი უნამუსო ხარ! შენთან, ასეთი გულახდილი ვიყავი, შენ კი… უნამუსო, ქლესა ყოფილხარ. მერე სექტანტებს თვალებში როგორ შეხედავ? სირცხვილი სულ დაკარ¬გე ქა¬ლო? გადახტი!
მარეხი _ სექტანტების დედაც! ჩემს შვილებსაც არავის დავაჩაგრინებ და არავის გავაფუჭებინებ! თუნ¬დ¬აც ამისათვის მილიონი გადამიხადონ…
მთელი ძალით ურტყამს სახეში დოდოს. დოდო ეცემა. მარეხი სწრაფი ნაბიჯით ჩადის ქვევით. მა¬მაო მარტო რჩება. ის ნელ-ნელა დგება და ცოტა ხანს უხმოდ არის. მერე უეცრად ჯიბიდან იღებს მო¬¬ბი¬ლურს და რეკავს.
მამა დოდო _ ნინოს დამალაპარაკეთ! ნინო, შვილო! ყველაფერი ისეა შვილო როგორც უნდა იყოს!… რა საშინელებაც არ უნდა თქვას დედაშენმა ჩემზე პასუხი არ გასცე. კარგი ქენი ყველაფერი დროზე, რომ გამაგებინა, თორემ ამ სექტანტებს აყოლილი მართლა მოიკლავდა თავს… მერე, როცა იქნება… ტაძარში მოიყვანე და იქ ავუხსნი ყველაფერს. დავეხმარებით აბა რას ვიზამთ, შვილო. ქართველები არა ვართ? ქრისტიანები არა ვართ?
სახურავზე თორნიკე ამოდის. ის მამას უახლოვდება.
თორნიკე _ ძალიან რთული ყოფილა მამაო?
მამა დოდო _ რა თორნიკე? მღვდლობა?
თორნიკე _ ჰო, მამა! ნინოს დედა თავს აღარასოდეს მოიკლავს!
მამა დოდო _ ყველაფერი გესმოდა?
თორნიკე _ ყველაფერი!
პაუზა. დოდო აკვირდება თორნიკეს.
მამა დოდო _ ძალიან დამაჯერებელი ვიყავი?
თორნიკე _ ძალიან, რომ არ ვიცოდე მეც დავიჯერებდი!
მამა დოდო _ მღვდლობა, ხომ არ გინდა?
თორნიკე _ მინდა მამა, მაგრამ მეშინია შენნნაირი, რომ ვერ გამოვიდე?
მამა დოდო _ მეც მეშინოდა თავის დროზე… (დაფიქრდება) ყველაზე ძნელი მაინც მაშინაა, როცა ადამიანს თავს აძულებ.
თორნიკე _ ჰოო, მაგრამ ეგ ხომ სასიკეთოდ კეთდება, მამა… შენ არ ამბობდი, ქირურგიც ხომ ატკენს, ავადმყოფს. მერე გამოჯანმრთელებული როგორი მა¬დლობელია?
მამა დოდო _ ყველა, არა!
თორნიკე _ არა, მგონია მამა!
პაუზა. დოდო აკვირდება თორნიკეს.
მამა დოდო _ ბევრი ნაგავი უნდა თხარო, დაკარგული მარგალიტი, რომ იპოვო!
პაუზა.
თორნიკე _ მამა წავიდეთ ტაძარში და… ვილოცოთ! შენ არ ამბობ ლოცვა სულის საზრდ¬ოაო! დავანაყ¬როთ სული!
პაუზა.
მამა დოდო _ ოლიკოც უნდა მოვიდეს!
თორნიკე _ ჰოო! უნდა მოვიდეს და დავილაპარაკოთ! წავიდეთ!
მამა დოდო _ ცოტა ხანს მაცალე და… შენ ჩადი!
თორნიკე _ კარგით მამაო!

თორნიკე ქვევით ჩადის. მამა დოდო მარტო რჩება. ის თვალებს ხუჭავს და უხმოდ ზის. უეცრად ამოიღებს პისტოლეტს და ლულას ღია პირისკენ მიი-შვერს. სასხლეტს ხელს გამოჰკრავს ისმის ჭექა-ქუხილის ხმა, პისტოლეტის ლულიდან კი წყლის ჭავლი ამოასხამს, რომლითაც მამა დოდო წყურვილს იკლავს. იწყება წვიმა.

მამა დოდო _ (პირჯვარს იწერს) უფალო შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა, და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყნად ცხოვრებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვათარცა მკვდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყარ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ურწყეული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წაყლობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე, მასწავლე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობათა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ, მე მონაი შენი ვარ.

ისმის ზარების რეკვის და გალობის ხმა. ნელი ჩაბნელება.

ფარდა

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s