ლეტიცია რუსო: სამარე ძაღლებისთვის


Letizia Russo

ლეტიცია რუსო

Letizia Russo

(1980) is a writer and translator for the theatre. Her debut as a dramatist came in 2000, when she was just twenty, with Niente e nessuno (una cosa finita). Tomba di cani (2001) won her the Tondelli Prize and later the Ubu Prize for the best new drama. She has written numerous works for the theatre, including Asfissia (2002), Babele (2003), Binario morto (Dead End, commissioned by the National Theatre of London, in 2003) and Primo amore (2005).

Letizia Russo

è nata a Roma, il 22 dicembre del 1980. Ha tre fratelli. Ha studiato al liceo classico Aristofane di Roma, non frequenta l’università. La prima esperienza di scrittura teatrale risale al 1998, per il concorso scolastico “Grinzane Cavour- Grinzanescrittura”: il “Dialogo fra Pulcinella e Gesù” ha dato poi vita al suo primo testo, “Niente e nessuno”, andato in scena per la prima volta nel Festival “Per Antiche Vie” del Teatro di Roma nell’agosto 2000, a Castelnuovo di Farfa, con Ciro Damiano, Alessia Giuliani e Giancarlo Ratti diretti da Marcello Cotugno. Nel settembre 2001 ha vinto il premio Pier Vittorio Tondelli nell’ambito di “Riccione Teatro” 2001. Ha partecipato al Teatrogiornale di Radio3 ideato da Roberto Cavosi. Nell’anno 2002 il Festival di Candoni Arta Terme le ha commissionato un nuovo testo. Anche il National Theatre di Londra le ha commissionato un testo per il 2002, destinato a una compagnia di giovani attori. Collabora all’A.g.i.

სამარე ძაღლებისთვის

Tomba di cani – (2001) won her the Tondelli Prize and later the Ubu Prize for the best new drama.

სარედაქციო ვარიანტი

ჯონი, 30-35 წლის
ვინი, 35-40 წლის (ჯონის მეგობარი)
მანია, 25-30 წლის (ლუთერის ცოლი და ჯონის საყვარელი)
ლუთერი, 30-35 წლის (მანიას ქმარი და ჯარისკაცი ომში)
გლაუჩე, 70-75 წლის (ჯონის დედა)
სამხედრო ჩინოვნიკი, 55-60 წლის
მესამე მამაკაცი, 55-60 წლის.

მოქმედების დრო – აწმყო. ერში ომი ეს ესაა მთავრდება.

მოქმედება პირველი

სცენა I

(მოხუცი, ბრმა ქალი _ გლაუჩე, მანიასთან ერთად, რამოდენიმე თვის ფეხმძიმე ყმაწვილი ქალი., მაგიდასთან სხედან. გლაუჩე როგორც ყოველთვის გორგოლაჭებიან სკამზე ზის. მანია ჭიქას ათამაშებს და ცდილობს იგი თითით დაატრიალოს. ჭიქის ახლოს მინის ბოთლი და საფერფლე დევს, სადაც ანთებული სიგარეტი იფერფლება.)

(მანია სკამიდან დგება, სადაც კარგა ხანი იჯდა)
გლაუჩე – მიდიხარ?
მანია – არა.
გლაუჩე – რომ ადექი.
მანია – მერე რა რომ ავდექი?
გლაუჩე – არაფერი, უბრალოდ მეგონა სახლში მიდიოდი.
მანია – (კედელზე დაკიდებულ იპოთეტიკურ საათს უყურებს) ჯერ კიდევ არა. (პაუზა. ჯდება.)
გლაუჩე –დღეს მზიანი ამინდია.
მანია – კი.
გლაუჩე – დღეს რაღაც ლაპარაკის ხასიათზე არ ხარ.
მანია – როგორ არა. (პაუზა)
გლაუჩე – თუ არ ხარ ხასიათზე თქვი.
მანია – არაფერია. (პაუზა)
გლაუჩე – ესე იგი დღეს მზიანი დღეა.
მანია – კი.
გალუჩე – თუ მზიანი ამინდია, ესე იგი გარეთ ნათელი დღეა.
მანია – კი.
გლაუჩე – გასაგებია. (პაუზა) უკვე აღარ მახსოვს ნათელი როგორია.
მანია – თუ გარეთ გახვალ, სხეულზე იგრძნობ მის ძალას.
გლაუჩე – ეგ კი, მაგრამ დანახვა სულ სხვაა. დამავიწყდა როგორია.
მანია – ეგ მართლაც სამწუხაროა, ეჰ.
გლაუჩე – სამწუხაროა, ხომ ასეა?
მანია – მჰ.
გალაუჩე – ალბათ ლამაზია მისი დანახვა, ეჰ.
მანია – არ გინდა ჭამო?
გლაუჩე – არა, არა მადლობა. არა… (პაუზა)
გლაუჩე – ლამაზია?
მანია – ზოგჯერ კი. ზოგჯერ კიდევ ვერც იტყვი რომ ლამაზია.
გლაუჩე – (დაურწმუნებელი ტონით) არ ვიცი. ნამდვილად არ ვიცი როგორ შეიძლება, რომ ზოგჯერ ლამაზი იყოს და ზოგჯერ ცუდი.
მანია – (პაუზა) აი როგორ. როცა ბედნიერი ხარ მაშინ ლამაზია. ზოგჯერ კი ქუჩაში ერთად მოყაყანე ხალხის გროვას ჰგავს, ზედმეტად ბევრს.
გლაუჩე – (პაუზა) გინდა წყალი?
მანია – არა მადლობა, აქვე მიდევს. ნუ შეწუხდებით. მადლობა.
გლაუჩე – უკვე მაგიდაზე იდო, ვიღაცამ დადო?
მანია – თქვენმა ვაჟმა. სანამ გავიდოდა მანამდე დატოვა. თქვენ სთხოვეთ მაგიდაზე დაედო წყალი, უცებ რომ გეპოვათ.
გლაუჩე – მე ვთხოვე ამის გაკეთება?
მანია – დიახ.
გლაუჩე – ვერ ვიხსენებ.
მანია – ეგ არაფერია. სამაგიეროდ ახლა იცით.
გლაუჩე – რომ ვერ ვხედავ, იმიტომ.
მანია – (თანაგრძნობით) რა თქმა უნდა.
გლაუჩე – (იცინის) მაგიდაზე რომ არ ყოფილიყო წარმოიდგინე როგორ შევძლებდი მის აღებას? (იცინის) ეჰ, მარტო თვალების ბრალიც არაა, საქმე იმაშია რომ დავბერდი, ხომ ასეა?
მანია – არა…
გლაუჩე – არა კი არა და კი. ხომ გაგია იმ მოხუცების ამბავი, მთებში, გამოქვაბულებში რომ ცხოვრებენ, მათზე ამბობენ იმდენხანს ცოცხლობენ რამდენსაც დედამიწაო, ხოდა ისინიც კი ჩემთან შედარებით ახალგაზრდები არიან, იცოდი?
მანია – ეჰ კარგით რა… მაგ ამბების უკვე ვიღას სჯერა.
გლაუჩე – უნდა მოვმკდარიყავი, ვინმე ახალგაზრდასთვის უნდა გამეცვალა ჩემი სიცოცხლე.
მანია – არა…
გლაუჩე – არა კი არა და კი. (პაუზა). შეგიძლია ისევ მითხრა როგორია, სინათლე როგორია, როცა მას უყურებ.
მანია – (მოთმინებით, ცოტა მასწავლებლის ტონით, მაღალი ხმით ელაპარაკება მოხუცს, ისე როგორც ასაკში გამოსულელებულ მოხუცებს ელაპრაკებიან ხშირად). სინათლე ზოგჯერ ბედნიერაბას ჰგავს. ხანდახან შუქი მთელს სხეულზე გეფინება და თავს კარგად გრძნობ, ხოლო როცა თავს კარგად გრძნობ ეს ბედნიერების ტოლფასია, ბედნიერი ხარ იმის გამო რაც შეგემთხვა. მაგრამ ასეთ რაღაცეებს მხოლოდ ბავშვობაში გრძნობენ, როცა ადრიანი დილაა. ზოგჯერ კი ეს მზისგან დაწვას ჰგავს. მზე შენს ირგვლივ ყველაფერს წვავს, შენ თავბრუ გეხვევა, საგნებს ლურჯ ფერში ხედავ და ყველაფერ ამასთან ერთად ხალხის დამაყრუებელი ბრბო.
გლაუჩე – იმის თქმა გინდა, რომ ხმაური გესმის? ანუ იმის თქმა გინდა, რომ სინათლეს სმენით გრძნობ?
მანია – კი. მთლად ესე არა. უბრალოდ ხმაურს გავს. გაბრუებს, დედამიწა შენს ირგვლივ ბრუნავს და აღარ იცი სად დგეხარ. ეს ყველაფერი ხმაურს გავს.
გლაუჩე – არ ვიცი როგორ მოხდა რომ სინათლე დამავიწყდა. როცა უკვე აღარ ვხედავდი, ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ სინათლე ყოველთვის მემახსოვრებოდა, იმ დროს მართლა მახსოვდა როგორი იყო იგი. ახლა კი ის დილაც აღარ მახსოვს როდესაც სინათლის არსი დამავიწყდა.
(პაუზა)
მანია – გინდათ ცოტა რამეს მოგაწოდებთ?
გლაუჩე – არა, არ მინდა. ასაკთან ერთად ჭამის მადაც მეკარგება. (პაუზა). იცოდი რომ ქალიშვილი მყავდა?
მანია – (აჩქარებული ტონით) კი, კი ვიცოდი.
გლაუჩე – შენზე რამოდენიმე წლით უფროსი იყო.
მანია – ხო.
გლაუჩე – რომ დაიღუპა ეს თუ იცოდი?
მანია – კი…
გალუჩე – დაიღუპა. რა თქმა უნდა იცოდი. მახსოვს დაკრძალვაზეც მოხვედი. ისიც კარგად მახსოვს როგორ ტიროდი.
მანია – ყველა ტიროდა.
გლაუჩე – ხო. ახალგაზრდა იყო და ამიტომაც ტიროდა ყველა. მამაკაცებიც. მამაკაცებიც. ასაკიანებიც კი. (სიჩუმე.) შენ ეს იცოდი?
მანია –ხო, ხანდახან ჭორაობდნენ ამ ამბებზე.
გლაუჩე – შენც მათ შორის.
მანია – არა!
გლაუჩე – კი, კი!
მანია – არა, მე მათ…
გლაუჩე – (უფრო ირონიული, ვიდრე ბოროტი ტონით) შენც ჭორაობდი. როგორ არ გახსოვს? ბევრსაც ჭორაობდი… ჩემი გოგონა მიყვებოდა. მეუბნებოდა, რომ სხვებთან ერთად სულ მასზე ლაპარაკობდი. იმასაც მეუბნებოდა, რომ ძალიან ყოჩაღი იყავი, ისეთ ამბებს უგონებდი წიგნებში წაკითხულს რომ გვანან.
მანია – თამაში უფრო ეთქმოდა მაგას, ბავშვები ვიყავით. (დაბნეული და გაოცებული) განა მასზედ ვჭორაობდი. ფანტაზიის ნაყოფი იყო ეგ ამბები და მეტი არაფერი.
გლაუჩე – დიახ, სწორედ რომ ზღაპარი იყო. (პაუზა.) მეუბნებოდა ამ ზღაპრებს იმიტომ იგონებდი რომ ასაკიანი კაცები შენ მასზე მეტად მოგწონდა.
მანია – (ღვარძლიანად) ხო…
გლაუჩე – ახლა შენ ისეთ რამეს მოგიყვები მისმა ძმამაც კი არ იცის. იცი რა მითხრეს ბანაკში?
მანია – კი, კი ეგ ყველაფერი ვიცი.
გალუჩე – ეჰ, მისმა ძმამ არ იცის, შენ კი იცი.
მანია – ზოგჯერ ამაზედაც ლაპარაკობდნენ.
გლაუცე – მაშინ რა აზრი აქვს რომ მოგიყვე. (პაუზა.) მოკლედ მითხრეს, რომ ჩემს გოგონას გაუმართლა. ძალა კი იხმარეს მასზე მაგრამ ცოტა, ძალიან არა.
მანია – ვიცი, ეგ ყველაფერი ვიცი.
გლაუჩე – იმიტომ მოგიყევი, რომ გამეგო მართლა თუ იცოდი ყველაფერი ეჰ… (პაუზა.) მხოლოდ ცოტათი იხმარეს ძალა, გესმის? რადგან ალბათ იცოდა როგორ მოქცეულიყო. გესმის? მითხრეს, რომ გაუმართლა, რადგან იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო, ამიტომ ძალიან არ დაუტანებიათ ძალა, ისიც მხოლოდ დასაწყისში, მერე კი თავს `კარგადაც~ გრძნობდა თურმე, ასე მითხრეს. თუმცა მე მათთვის არასდროს მიკითხავს რას ნიშნავდა `კარგად~ თავის გრძნობა. მამშვიდებდნენ იცოდა როგორ მოქცეულიყო, ქალბატონო. `დედას გავდა და იმიტომ!~ თავისდაუნებურად წამომცდა. ეჰ, რას იზამ. იმათმა კი სიცილი დამაყარეს, ხმა არ ამომიღია, გავტრიალდი და მათ გავშორდი. ახლა კი ჩემი ქალიშვილი წმინდანია.
მანია – (მეტი აღარ შეუძლია) კარგით, გეყოთ.
გლაუჩე – მისმა მაშინდელმა შეყვარებულმა დასაფლავებაზე ყუთით თეთრი საღებავი მოიტანა და შიშველი ხელით კუბო თეთრად შეღება. დაკრძალვაზე ისიც კი სთქვა, რომ ძალიან უყვარდა და რომ ქალწული გარდაიცვალა. მეგონა გაეცინებოდათ, მაგრამ არა, ყველა ტიროდა. ყველამ იცოდა რომ ქალწული არ იყო, მაგრამ ამ სიტყვებზე მაინც ყველა ატირდა, თითქოს ყველამ დაიჯერა. ახლა კი ის წმინდანია. (პაუზა.) ის უკვე წმინდანია. ის ჩემი ქალიშვილია. ხომ ხედავ როგორი კარგი ვშობე?
მანია – (წყალს ისხამს ჭიქაში)
გალუჩე – გული ხომ არ მოგივიდა?
მანია – (სიჩუმე) არა.
გლაუჩე – კარგად ხარ?
მანია – კი, კი. (პაუზა)
გლაუჩე – ხომ არ გწყურია?
მანია – ცოტა… კი.

(ბნელა)

სცენა II

(ჯონი, ვინი და მესამე კაცი მშვიდი იერით, ღია ცის ქვეშ, სცენის მარცხენა მხარეს, ძველ ავტობუსის გაჩერებასა (წარწერით აბრაზე `გაქცევა მშვენიერია~) და სატელეფონო ჯიხურს შორის დგანან. სცენას მარჯვნიდან ქარვისფერი პროჟექტორი ანათებს.)

3◦კაცი –არ მჭირდება, თავი დამანებე.
ჯონი – (ცდილობს ძალადაუტანებლად მოიქცეს) კარგად დააკვირდი?
3◦კაცი – სწორედაც რომ კარგად დავაკვირდი.
ჯონი – თეთრი ოქროა. ახლა ამ მხარეში სად იპოვი ამას. გირჩევნია აიღო.
3◦კაცი –რა ვუყო მერე ამას?
ჯონი – ძვირფასი ნივთია. გიღირს. გამოგადგება სანამ არ მოკვდები.
ვინი – ძვირფასი ნივთი, რა იცი სად გამოგადგება.
3◦კაცი – თუ ასეა, რატომ შენთვის არ დაიტოვებ. თუ კეთილშობილების გამო აკეთებ ამას, აზრი არა აქვს. მე შენთვის ესეთ რამეს არ გავაკეთებდი.
ვინი – (ბრძენი) პირველ ხაზზა იდექი არა, ეჰ?
3◦კაცი – (ვინს ღიმილით)ჩინოსემასი ვიყავი ექვსი თვე. ექვსი თვე წუთითაც არ მიძინია. მერე დავბრუნდი. ყველაფრის დაწყება თავიდან მომიხდა. (იცინის). საღსალამათი დავბრუნდი. სამარედან ამოვედი… ცოცხალი. ძაღლებისთვის განკუთვნილი სამარედან. (ისევ ჯონის ეუბნება ხანმოკლე პაუზის შემდეგ). შენი აზრით ამას რა უნდა ვუყო.
ჯონი – (სიჩუმე. კონტროლს კარგავს, მაგრამ ცდილობს თავი შეიკავოს) მომისმინე. უნდა აიღო. შენ ჩემთან ვალში ხარ. არ მინდოდა ამის შეხსენება მაგრამ იძულებული გამხადე. უნდა აიღო. ჩემი ვალი გაქვს, არ შეგიძლია უარის თქმა, რაღაც იდიოტური ბეჭდის გამო ნაძირალასავით არ უნდა მოიქცე, შენ ხომ ჩემზე მეტს გამოიმუშავებ. არ მინდოდა ამის შეხსენება, მაგრამ შენი ბრალია, ჩემთან ვალში ხარ.
3◦კაცი – ვალი.
ვინი – ქარაგმები უყვარს. ხომ იცი რომ ამას ქარაგმებით ლაპარაკი უყვარს, ჩვენ კი ამასობაში დროს ვკარგავთ (დროს ტყუილად ვხარჯავთ), უმჯობესი იქნება…
3◦კაცი – რა ვალი.
ჯონი – (იცინის) ნაძირალა.
ვინი – (გულუბრყვილოდ იცინის) ნაძირალა!
3◦კაცი – თუ შეიძლება მითხარი რა ვალში ვარ შენთან.
ვინი – (ამჩნევს რომ უკვე აღარ ხუმრობენ) კარგით გეყოთ. თავი დაანებე ამას, ხომ ხედავ რომ აღარ არის ამ ბეჭდის ამღები, ერთი მეგობარი მყავს…
ჯონი – რა და სიკვდილს გადაგარჩინე.
3◦კაცი – ხოო?
ჯონი – (იცინის.) რა ნაძირალაა. მე რომ არ ვყოფილიყავ.
ვინი – თავი დაანებე, ხომ გეუბნები ჩემს ერთ მეგობართან წაგიყვან, დაველაპარაკები და/
3◦კაცი – შენ რომ არ ყოფილიყავ მერე რა.
ჯონი – მე რომ არა, ახლა შენი თვალები მატლებს ექნებოდა დაღრღნილი, გარეწარო, ერთი საფლავში ჩაგდებული ნაძირალა იქნებოდი. მე რომ არ ვყოფილიყავ იქ, ისინი ჯერ გაწამებდნენ და მერე შეგჭამდნენ! გარეწარო! (ჯონი აღელვებულია, 3◦კაცი მელანქოლიური).
3◦კაცი – (მშვიდად) რა სამსახური კი გამიწიე. ის რომ გადამარჩინე? უმჯობესი იყო მოვკვმდარიყავი. იმის შემდეგ, სახელგატეხილი ცოლის საფლავის ზემოთ უძილო და მშიერი ვიტანჯები და ამით გამიწიე სამსახური? სხვას საქმე შეიძლება უკეთესადაც წასვლოდა. ვიღაცას მართლაც კარგად აეწყო ცხოვრება, მე კი ცუდად წამივიდა საქმე. ძალიან ცუდად.
ჯონი – აიღე ბეჭედი და მერე თუ ცხოვრება მოგბეზრდა შეგიძლია თავიც მოიკლა, ოღონდ ნორმალური თანხა გადამიხადე ამაში და მერე თუ გინდა წყალშიც გადავარდნილხარ, სიკვდილს ყოველთვის მოასწრებ. არ დაგავიწყდეს რომ ღმერთი გულმოწყალე იქნება შენს მიმართ, შენს ცოდვილიან ცხოვრებასაც გაითვალისწინებს. აიღე ბეჭედი და ფული მომეცი. ახლა შენი ჯერია რომ გადამარჩინო.
3◦კაცი – შენ უკვე წამართვი ერღადერთი სილამაზე ამ ცხოვრების – სიკვდილი, სამუდამო ძილი მიწის სიღმეში.
ჯონი – მერე მოიკალი თავი.
3◦კაცი – მშვიდი სიკვდილი წამართვი, ღირსეული და საპატიო. იმ ქვეყნის ბედნიერი ყოფა წამართვი.
ვინი – ჭკუიდან შეშლილა. სულ გაგიჟებულა, წავიდეთ ჩემს მეგობართან…
3◦კაცი – მეგონა სიკვდილის შემდეგ იმ ქვეყანაში ჩემს მიერ ჩადენილი კარგი ამბების გახსენებით დავტკბებოდი და ამით ბედნიერი ვიქნებოდი.
ჯონი – თავი მოიკალი. თავი მოიკალი. თავი მოიკალი.
3◦კაცი – ახლა უკვე აღარ გამოვა, რადგან შენ გამიწიე `სამსახური”. ახლა რომ მოვკვდე, რაზე ვიფიქრო მიწაში, იმაზე თუ ჩემი საბრალო ქალიშვილი როგორ დამახინჯებული დადის, იმაზე რომ ჩემი დასახიჩრებული ცოლი საფლავში წევს და ჩემს, ტკივილისგან დაბეჩავებულ თავზე. შენ მაშინ გამოჩნდი, როცა არ მჭირდებოდი.
ჯონი – ღამე იმისთვის გამოვედი, რომ შენთვის ფეხებიდან ნამსხვრევები ამომეღო, ტალახში ჩაფლულს საჭმელიც კი არ მახსოვდა, იმიტომ რომ შენ გადამერჩინე, იმიტომ, რომ არ მიმეტოვებინე.
3◦კაცი – იმიტომ რომ ერთადერთი იყავი ვინც მაშინ გამოიარე. ტალახში ჩავარდნილი მნახე და წყალი დამალევინე ტკივილი რომ არ მეგრძნო. მე გონებადაკარგულს არ მესმოდა რა ხდებოდა და ღმერთს მადლობას ვწირავდი ომის დასაწყისში რომ მკლავდა. ასე კარგად მოვკვდებოდი და იმ საშინელებებს არ ვნახავდო და სიკვდილის მერე მხოლოდ ჩემს ცხოვრებაში მოხდარ კარგ ამბებს გავიხსენებდი. ამიტომაც ვსვამდი წყალს. ღმერთს მადლობას ვწირავდი და არ ვიცოდი ამ დროს შენ თუ სიცოცხლეს მინარჩუნებდი.
ჯონი – (თხოვნით.) არ შეგიძლია ასე მომექცე.
3◦კაცი – მე შენთვის მაშინ დახმარება არ მითხოვია.
ჯონი – არ შეიძლება ასე მომექცე. მე სახლშიც კი არ დავბრუნდი იმ ღამეს, იმის გამო რომ მარტო არ დამეტოვებინე.
3◦კაცი – უნდა დაგეტოვებინე. შენ გესმოდა ის მადლობები, რომელსაც ღმერთს ვუგზავნიდი, ვუგზავნიდი იმიტომ, რომ მიხაროდა ასე მალე რომ მასალმებდა წუთისოფელს.
ჯონი – (მის ხელს ხელში იღებს და ბეჭედს უდებს) აიღე. ძალიან გთხოვ აიღე და ფული მომეცი. რაც მე გაგიკეთე ის ამაზე მეტი ღირს. რაც ღირს მხოლოდ ის თანხა მომეცი, მეტს არ გთხოვს. აიღე. (პაუზა.)
3◦კაცი – უამრავი ადამიანია ვისაც შეგიძლია ეს მიჰყიდო. მე არ მინდა. მე შენთვის გადარჩენა არ მითხოვია. (გადის.)

(ბნელა)

სცენა III

(სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილ და ფეხზე მაყურებლის მიმართ პროფილით მდგარ ლუთერს ერთი შუქურა ანათებს. მასთან ახლოს მაყურებლიდან ზურგით სამხედრო ჩინოვნიკი დგას და ჰავანას ეწევა. მასაც ერთი შუქურა ანათებს.)

ჩინოვნიკი – ესე იგი თვენ ხართ ახალწვეულების ახალი ჯგუფი. (სიჩუმე. შემდეგ ყვირის) ესე იგი თქვენ ხართ ახალწვეულების ახალი ჯგუფი!
ლუთერი – დიახ ბატონო!
ჩინოვნიკი – ყოჩაღ. ყოველთვის უნდა მიპასუხოთ როცა გეკითხებით. ყველა ერთსა და იმავე წელს ხართ დაბადებული?
ლუთერი – (ირგვლივ კითხვის თვალებით იყურება.)
ჩინოვნიკი – თუმცა ეგ არაფერი, ახლა თვქენ ასაკს დიდი მნიშვნელობა არაა აქვს. გაიგეთ?
ლუთერი – დიახ ბატონო!
ჩინოვნიკი – იცით რატომ?
ლუთერი – არა ბატონო!
ჩინოვნიკი – შეგიძლიათ მიწაზე დაჯდეთ. (ლუთერი ფეხმორთმით ჯდება) აქ თქვენი ასაკი თვენს სიკვდილს და სიცოცხლეს არ წყვეტს. იგივე მოგეთხოვებათ თქვენი მტრების მიმართ. ასე რომ ბარი ბარში ხართ. ერთნაირ სიტუაციაში. კითხვები თუ გაქვთ?
ლუთერი – დიახ ბატონო!
ჩინოვნიკი – (წამით ლუთერის შესახედად ტრიალდება) ბრძანეთ.
ლუთერი – სად გაგვაგზავნით ბატონო?
ჩინოვნიკი – ეგ როგორ?
ლუთერი – მაინტერესებდა გამეგო სად გაგვგზავნით ბატონო.
ჩინოვნიკი – კითხვა სწორად ვერ დასვი. ვინმეს ხომ არაა აქვს სურვილი შემდეგი კითხვა უფრო სწორად ჩამოაყალიბოს? (სიჩუმე) კითხვა ასე უნდა იყოს დასმული “ფრონტზე თუ გაგვგზავნით?” პასუხი კი შემდეგია “რა თქმა უნდა”. მაგრამ ნამდვილი შეკითხვა რასაც თვქნგან ველოდები ასეთია “როგორ გნებავთ ვიბრძოლოთ?” ამაზე პასუხის გასაცემად კი გეტყვით: საუკეთესოებს დავაჯილდოვებთ. დავაჯილდოვებთ იმათ ვინც ინიციატივას გამოიჩენს. ვისაც ამისთვის ფანტაზია ეყოფა და იმათ, ვინც ბრძოლაში დაიჭრება. დავაჯილდოვებთ იმათაც ვინც მოკვდება.

სცენა IV

(ჯონი და გლაუჩე. ჯონი სცენაზე დადის, რაღაცეებს ეძებს)

ჯონი – რამეს მოგიმზადებ.
გლაუჩე – არ მშია. არ მომიმზადო. ამ ბოლო დროს მადა სულ დამეკარგა.
ჯონი – მე მოგიმზადებ, შენ როცა მოგშივდება მაშინ ჭამე.
გლაუჩე – როცა მომშივდება.
ჯონი – როცა მოგშივდება.
გლაუჩე – ამ ბოლო დროს მადა სულ დამეკარგა. (პაუზა.) ცუდია.
ჯონი – რაა ცუდი.
გლაუჩე –რა და რომ არ მომშივდეს. შენი გაკეთებული საჭმელი ისე დარჩება.
ჯონი – ხო, ცუდი იქნება.
გალუჩე – ძვირი დაგიჯდა ის, რაც იყიდე?
ჯონი – (სიჩუმე)
გლაუჩე – ხომ არ მოგიპარავს.
ჯონი – არა, არა. ცოტა ძვირი კი დამიჯდა.
გლაუჩე – რამდენი?
ჯონი – ცოტა.
გლაუჩე – ათიათასი ლირა?
ჯონი – (სიჩუმე) რა ღირს ბეჭედი.
გლაუჩე – (მარცხენა თითს ისინჯავს. პაუზა) შეგეძლო გეკითხა მაინც. (სიჩუმე)
ჯონი – გკითხე. გუშინ დილით, როცა გეძინა. გაგაღვიძე. გთხოვე და შენც მომეცი.
გლაუჩე – რომელ საათზე.
ჯონი – ადრე. ღრმად გეძინა. (დაბორიალებს) ხვრინავდი. იცი რომ ხმამაღლა ხვრინავ?
გლაუჩე – დავბერდი. ხვრინვის უფლება მაქვს. ესე იგი მოგეცი.
ჯონი – როგორ?
გლაუჩე – ბეჭედზე გეუბნები. ესე იგი იმის მერე მოგეცი რაც გამაღვიძე და ბეჭედი მთხოვე. რომელი საათი იყო.
ჯონი – ადრე. განთიადიც არ იყო ჯერ დამდგარი.
გლაუჩე – ესე იგი მე მოგეცი.
ჯონი – ხო, შენ მომეცი.
გლაუჩე – უცნაურია. ჩემი გოგონას იყო, ამიტომ მეჩვენება უცნაურად. მისი იყო ეგ ბეჭედი. სიზმარშიც კი არ დავთმობდი მაგ ბეჭედს. ნებართვა მაინც გეთხოვა.
ჯონი – ხომ გითხარი რომ გთხოვე. შენ ბეჭედი თითიდან წაიძვრე და მომეცი, მე რომ გავედი შენ კიდევ გეძინა, მე კი წავედი და ამ ფულით საჭმელი მოგიტანე, შენთვის გავაკეთე ეს და არა ჩემთვის.
გლაუჩე – კეთილი ხარ, მაგრამ მაინც უცნაურად მეჩვენება.
ჯონი – რა გეჩვენება უცნაურად.
გალუჩე – უცნაურია. უფლებაც მაქვს რომ უცნაურად მომეჩვენოს.
ჯონი – რა თქმა უნდა შენ ხომ ბებერი ხარ, ამიტომ ხვრინვის უფლებაც გაქვს, ლოგინში ჩასვრის უფლებაც გაქვს, უცნაურად რომ გეჩვენებოდეს ყველაფერი იმის უფლებაც გაქვს, შენ ხომ ბებერი ხარ. ისიც კი შეგიძლია ყველას თანდასწრებით გაზები გაუშვა. მოხუცი ხარ და ამიტომ ამის უფლებაც გაქვს. (პაუზა)
გალუჩე – ახლა ღმერთის მიმართ უმადურება იქნება ჩემი მხრიდან თუ არ მომშივდა. ჩემი გოგონას ბეჭედი იყო, და უნდა ვჭამო.
ჯონი – ყველაფერს ვყიდი. ვცდილობ მაინც. თავად მომეცი, გთხოვე და შენც დამთანმხდი. გუშინ საღამოს იცოდი ეგ შენ… ყველაფრის იმედი ამომეწურა. წადი, გაისეირნე და მოგშივდება კიდეც. (სიჩუმე.)
გლაუჩე – სად დადებ.
ჯონი – რას.
გლაუჩე – რასაც მოამზადებ იმას. სად დადებ
ჯონი – ქვაბში, მეტი სად უნდა დავდო, ცეცხლზე მოვამზადებ, ასე არაა?
გლაუჩე – (მოთმინებით.) მე გეკითხები მერე, როცა უკვე მზად იქნება, სად დადებ. ვიცი რომ ჯერ უნდა მოამზადო. უბრალოდ მინდა ვიცოდე მერე სად დადებ, თუ საჭმელს სუნით გინდა მივაგნო.
ჯონი – მაგიდაზე.
გლაუჩე – რას ამზადებ.
ჯონი – როგორც ყოველთვის. რა, არ გინდა?
გლაუჩე – რაც არ უნდა მოამზადო მაინც ყველაფერს ერთი და იგივე გემო აქვს. ამ ბოლო დროს გემოს შეგრძნებაც დავკარგე. საკმარისია მითხრა სად დადებ.
ჯონი – მაგიდაზე. ხომ გითხარი უკვე, მაგიდაზე.
გლაუჩე – გავიგე, გავიგე. ჩემთვის ვამბობდი. ამაზე არ უნდა გაბრაზდე. (სარკაზმით) რა ჩემი ბრალია თუ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, თუ არა და არ ვკვდები. (სიჩუმე) შენი აზრით კიდევ რამდენ ხანს ვიცოცხლებ?
ჯონი –ეგ ექიმს უნდა კითხო. აბა მე რა ვიცი. ეგ მას კითხე.
გლაუჩე – შენც იცი. ბანაკში ექიმმა შენ გითხრა. ჩურჩულებდით კიდეც. როცა შენი ნათესავი ექიმს ჩუმად ელაპარაკება, ეს იმას ნიშნავს რომ იცის რამდენი ხნის სიცოცხლე აქვს იმას დარჩენილი. მითხარი, ხომ ასეა.
ჯონი – არაფერიც არ უთქვამს. ალბათ დაგესიზმრა. თუ ჩემი არ გჯერა წადი მასთან და თავად კითხე. მინდა წარმოვიდგინო როგორ გეტყვის: `ესე იგი ქალბატონი, თქვენ გაინტერესებთ რამდენი ხნის სიცოცხლე დაგრჩათ. აბა თვალის გუგები მაჩვენეთ. დღეს რა დღეა? 4? ეჰ, კიდევ რვა დღე მომიცია და მერე… ალბათ მეტი არა. ნახვამდის. შემდეგი~. შენი სახე მინდა წარმოვიდგინო სიკვდილის წინა ღამეს, როგორი გექნება.
გლაუჩე – შენ ხომ იცი სიკვდილის არ მეშინია.
ჯონი – რა თქმა უნდა.
გლაუჩე – არ მეშინია. (პაუზა.) ექიმმა რომ მითხრას: თქვენ ქალბატონო უკვდავი ხართ! გაგიხარდება?
ჯონი – როგორ არა. (პაუზა)
გლაუჩე – რვა დღე. ასე ცოტა? ასე გითხრა მან? ასე ცოტა დამრჩა?
ჯონი – არა. ასე არ უთქვამს. არაფერიც არ უთქვამს.
გლაუჩე – ორი წელი კიდევ დამრჩა. მხოლოდ ორი წელი, მეტი არა. ორი წლის სიცოცხლის უფლება კიდევ მაქვს. ეს ხომ საკმარისი იქნება. რას იტყვი? იმის თქმა მინდა რომ საკმაოდ ბევრი წელი ვიცხოვრე. სიბნელეში კი ყველაფერი ორმაგდება. ორი წელი საკმარისია. მხოლოდ ორი წელი. უკვე დიდი ხანია რაც სიბნელეში ვარ.
ჯონი – მარილი სად არის.
გლაუჩე – სადაც მე ვარ იქედან სამი ნაბიჯი, მერე კიდევ ორი. ხელი ასწიე და ყუთიც იქაა. მარცხნიდან მესამეა. ცივი ყუთია. მესამეა. მერე ისევ იქ დადე. ასე ადვილად ვიმახსოვრებ.
ჯონი – შეგეძლო მხოლოდ ყუთი გეთქვა. (პაუზა. მერე ცოტა დამსჯელი ტონით) ხვალ იბანავებ.
გლაუჩე – გასულ კვირას არ ვიბანავე. მეზობელს ვაწუხებ და არ მინდა. ყოველთვის მას თხოვ წყალს. წინა ჯერზეც მას ვთხოვეთ. ასეც კარგად ვგრძნობ თავს. თან აცივდა და ალბათ უმჯობესიც იქნება თუ არ ვიბანავებ. მეზობლის შეწუხებაც არ მინდა.
ჯონი – მე უკვე ვთხოვე და დამთანხმდა. არ წუხდება. თავაზიანი გოგოა.
გლაუჩე – მოგწონს?
ჯონი – ხვალ იბანავებ.
გლაუჩე – მარტო?
ჯონი – ზურგს მე დაგბან. დანარჩენს მარტოც გაუმკლავდები. მარტოც დაიბან.
გლაუჩე – ტანსაცმლის გახდაშიც უნდა დამეხმარო. ხომ იცი რომ ზურგი მტკივა, ისიც ვიცი ხვალ ზურგს ისე მატკენ ძაღლივით ამაყმუებ.
ჯონი – კარგი რა. მართლა გაიხადე ეგ ზედა, სულ ზედ რომ გაცვია, გაგირეცხო.
გლაუჩე – (სიჩუმე. მერე თითქოს რაღაცა გაახსენდა) ხვალ ხუთია. მეორე სახლის მობინადრეებმა ქირა უნდა მოგვიტანონ. როგორ მოვასწრებ ამდენ რამეს. ბანაობა, ქირა. ისინი შორს ცხოვრებენ. როგორ მოვასწრებ. (თითქოს ძაანა შეწუხებული) მგონი ბანაობაზე უარი უნდა ვთქვათ. თან ჭუჭყიანიც არ ვარ. შენ არ ინერვიულო. სიამოვნებით წავალ ქირის გამოსართმევად და არც ბანაობა მჭირდება.
(შემოდის ვინი)
ვინი – (ჩაფიქრებული) დღეს არაფერი საქმე არ გამოჩნდა.
ჯონი – შენ ხარ.
ვინი – კარი ღია იყო და იმიტომ შემოვედი.
ჯონი – ერთი თვეა რაც გაფუჭდა. ყველაფერი შემოდის მაგ კარიდან, თაგვები, ძაღლები, ასე რომ ეგ არაფერი. შემოდი.
გლაუჩე – (ხმას არ იღებს.)
ჯონი – (მოხუცისკენ ტრიალდება თან ხელით ეხება) მოგესალმა.
გლაუჩე – აჰ, გამარჯობა. რა თქმა უნდა შენც ასევე გამარჯობა. მაპატიე, გეთაყვა.
ვინი – (დაბნეული) გეთაყვა?
ჯონი – განგებ ლაპარაკობს ესე. თავს გაჩვენებს რომ ჭკუიდან შეიშალა. არაფერი სანერვიულო არაა.
ვინი – (ხედავს რომ მეორე მამაკაცი საჭმელს ამზადებს) მოახერხე საჭმლის ყიდვა. მე ვცადე მაგრამ დამაგვიანდა. ყველაფერი გათავებული ქონდათ. ვადა გასული პროდუქტებიც, ჩვეულებრივ რჩება ხოლმე, დღეს კი ყველაფერი გათავებული დამხვდა. ჩვენი საქმე წასულია. სულ ცოტა დაგვრჩენია.
გლაუჩე – (ჯონის) დარწმუნებული ხარ ხვალისთვის. მე მგონია ახლა ქირა უფრო მნიშვნელოვანია.
ჯონი – ისე გააკეთე როგორც გეუბნები. შუადღეზე ქირის წამოსაღებად წადი. არსად არ გაიქცევიან. კარგად იცი გასაქცევი არსად ააქვთ. შვიდი თვეა რაც არ გადაუხდიათ. ასე რომ ერთი თვე იქეთ იქნება თუ აქეთ ბევრს არაფერს შეცვლის. ხომ იცი რომ ისედაც ფეხებზე კიდიათ მაგათ ეგ ამბავი.
ვინი – ამბობენ დედაქალაქში დიდი ორომტრიალიაო. იმასაც ამბობენ შეიძლება ცოტა ხანში ყველაფერი დასრულდესო.
გლაუჩე – (ჯონის) ვიცი რომ არსად გაიქცევიან. ძალით უნდა მაბანაო.
ჯონი – არ ვიცი. ხვალ ვნახოთ. თუმცა არა, უნდა იბანაო.
ვინი – (არ უსმენენ) დღეს ცუდი დღეა. გარეთაც არაფერი არ ხდება. ცუდი ქარიც ქრის. ჩემი აზრით დედაქალაქში რაც ხდება იმის ბრალია. ცუდი დღეა.
გლაუჩე – (ჯონის) გახდაში მაინც ხომ მომეხმარები, გთხოვ?
ჯონი – ხომ გითხარი რომ მოგეხმარები, ერთხელ უკვე ხომ გითხარი.
ვინი – გაიგე რაც გითხარი?
ჯონი – რა.
ვინი – ამინდზე გელაპარაკებოდი.
ჯონი – ცუდი ამინდია გარეთ?
ვინი – საკმარისია გარეთ გაიხედო (შეცბუნებული). ხო, ძალიან ცუდი ამინდია გარეთ. ქარი ქრის. ამ დილით გარეთ არავინ გასულა, არც ბანაკებიდან გასულან მთაში. ძლიერი ქარი ქრის. თუმცა ბაზარში მაინც უცებ გათავდა ყველაფერი. არაფერი აღარ იყო. არაფერი. როგორ ახერხებს ეს ხალხი, სახლიდან არ გადის, ბაზარში კი მაინც ყვეალფერი თავდება.
გლაუჩე – ქარმა წაიღო ყველაფერი?
ჯონი – (იცინის) ხო…
ვინი – ამბობდნენ რომ დღეს კარგი ამინდი უნდა ყოფილიყო, მზიანი. ერთი კვირა გაგრძელდებაო. არა და სულ ტყუილად ამბობდნენ. მე მგონი გაწვიმდება კიდეც.
გლაუჩე- აბა ხვალ ყურადღებით უნდა ვიყო. თუ მოწვიმს ყურადღებით უნდა ვიყო. თავი კარგად უნდა გავიმშრალო. თუ გავცივდი ლოგინად ჩავწვები და მერე ის დარჩენილი ორი წელი. ამბობ რომ ხვალაც ქარი იქნება?
ვინი – ჩემი აზრით სამი დღე გაგრძელდება. თუ მოწვიმს ეგ უკვე აღარ ვიცი. ქარი კი ნამდვილად სამი დღე გაგრძელდება.
ჯონი – არ მოწვიმს.
გლაუჩე – არა?
ჯონი – არ გაწვიმდება. ოღონდ თავი კარგად გაიმშრალე. თუ ნაბანავები თავით გახვედი გაცივდები. ალბათ ქარი კი, მაგრამ წვიმა არ მოვა. ცაზე ღრუბლები სწრაფად იცვლებიან. დიდხანს აქ არ გაჩერდებიან.
გლაუჩე – ასე ფიქრობ?
ჯონი – (როგორც სულელ გოგონას) არ უნდა, რომ გაგაციოს.
ვინი – (იცინის) თქვენთან გამოიარა?
გლაუჩე – კარგად უნდა გავშრე.
ჯონი – ხო. არა.
ვინი – ხო თუ არა.
ჯონი – ხო ის, რომ ეს კარგად უნდა გაშრეს, და არა ის რომ, არ მოსულა.
გლაუჩე – ვინ?
ვინი – ერთი ვინმეა. თქვენ მას არ იცნობთ.
ჯონი – შენ არ იცი რომ ამას ყველაფერი ესმის. დარწმუნებული ვარ იცნობს.
ვინი – რას უნდა უსმენდეს. ჩემი აზრით მის ლაპარაკზე ეძინება ხოლმე.
გლაუჩე – ვისზე ლაპრაკობთ, იმაზე ჩევნთან რომ შემოდის ხოლმე, პალტოს იხდის, ჯდება გაუთავებლად ლაპარაკობს და წასვლა არც ახსენდება.
ჯონი – ხომ გითხარი.
ვინი – დარწმუნებული ვარ არც ახსოვს რაზე ლაპარაკობს. მე მგონია მაგ დროს სძინავს. მეც მემართება ხანდახან, სხვის ლაპარაკზე მეძინება.
გლაუჩე – ერთადერთი ვინც ჩვენს სახლში მოდის და როგორ არ მეცოდინება. თან პალტოს ისეთი ხმაურით იხდის. შენ პალტო არ გაქვს და არც მისი შრიალის ხმა მესმის არასდროს. ის რომ შემოდი კი ჰაერს ამოძრავებს. პალტოს ძირს რომ აგდებს ჰაერი მოძრაობს, და თუ მაშინ იქვე ახლოს ვარ, ჰაერის ტალღას სახეზე და ხელებზე ვგრძნობ. მთელი წლის განმავლობაში ნაფტალინის სუნიასდის, ამითაც ვცნობ.
ვინი – ისიც გახსოვთ რაზე ლაპარაკობს?
გლაუჩე – სახელებს და რიცხვებს ამბობს, ბევრს, დაუსრულებლად. ბევრ სახელს რამოდენიმეჯერ იმეორებს, წლებს კი არა. მერე ვგრძნობს ფულს იღებს, მათ ორჯერ გადაითვლის. ალბათ დარწმუნებული რომ იყოს და მიდის. ყოველთვის გვემშვიდობება.
ჯონი – რა თქმა უნდა.
ვინი – პრაღის სპარტა თამაშობს 25 რიცხვიდან დღემდე. უფროსი ამ გუნდზე აფანატებს… (ხანმოკლე პაუზა) მისი სათვალეები თუ შეამჩნიე?
გლაუჩე – რა მომიმზადე?
ჯონი – (მოხუცს, დაღლილი ხმით) რაც ყოველთვის. (სანამ კითხვას დაუსვამდეს, პასუხს ასწრებს) მაგიდაზე დაგიდებ. (პაუზა.)
ვინი – იმას ვამბობდი რომ სათვალეები.
ჯონი – ხო.
ვინი – (კარგა ხნის მომზადებულ ქარაგმას ამბობს) შუშების მაგივრად 17-იანი წლების ტელევიზორის ეკრანები უდგას, ყავისფერი ჩარჩოთი შემკული.
ჯონი – ეგ იმიტომ ჩანს ყავისფრად რომ არასდროს არ წმენდს, გულისამრევია.
გლაუჩე – დარწმუნებული ხარ ხვალ მეზობელი წყალს მოგვცემს. ამის წინ ასე მითხრა რომ ჩემი ბანაობის გამო შვილი დაუბანელი დარჩა.
ჯონი – მართლა ასე გითხრა.
გლაუჩე – განგებ არ უთქვამს, სხვათაშორის ლაპარაკში მოაყოლა.
ჯონი – მაშინ ყველაფერი რიგზე ყოფილა.
(პაუზა.)
ვინი – (გაბრაზებული) თავიდან ფეხებამდე ნაძირალაა.
ჯონი – ფულს რომ აწერს იმაზე ლაპარაკობ.
ვინი – ხო. არაფრად არ ღირს. დღემდე ვერ გამიგია ამდენს როგორ მიაღწია. იდიოტია. რევოლვერსაც კი დაატარებს. ჩემი აზრით ეგეთი ხალხი არ უნდა არსებობდნენ. მაგისთანები ყველა უნდა ჩაძაღლდეს. ასე მაგაზე იმიტომ კი არ ვლაპარკობ ფულს რომ ითხოვს. უბრალოდ ნაძირალაა და მეტი არაფერი.
(ხანგრძლივი პაუზა.)
ჯონი – რამდენი გაქვს მისი ვალი.
ვინი – 847 ათასი ლირა. (ხანგრძლივი პაუზა. ხმა ეცვლება) იცი ერთხელ შენს მოხუცს რომ ბანს იმის ბიჭი დავინახე. გარეთ რომ ტაშტია იქედან ჭიქით წყალს იღებდა და სვამდა.
ჯონი – წყალს.
ვინი – ხო.
ჯონი – და მერე რა?
ვინი – რა და იმ წყალში მანამდე სამმა კაცმა მაინც იბანავა. დედამ, ძმამ და ძმის მეგობარმა.
ჯონი – მერე?
ვინი – მერე ის, რომ ბიჭმა გვერდით ჩამიარა, სათამაშოდ მიდიოდა და ვკითხე რატომ სვამდა სხვების ნაბანავებ წყალს.
ჯონი – რაო, რა გიპასუხა?
ვინი – მითხრა რომ მიჩვეულია ამის კეთებას, რადგან ბევრი წყალი არა აქვთ, მერე კიდევ ისე ჭუჭყიანები არ არიან რომ ვერ დალიოს.
ჯონი – შენი აზრით მის ნაბანავებსაც სვამს (თითი მოხუცისკენ გაიშვირა).
ვინი – არ ვიცი.
(პაუზა)
გლაუჩე – როდის დამიბრუნებენ?
ჯონი – რას?
გლაუჩე – ბეჭედს. შენ რომ გამომართვი. როდის დამიბრუნებენ?
ჯონი – (ორივე მამაკაცი ფეხზე დგება) თუ იქ წარდგები და ყველაფერ იმას (საჭმელს) უკან ამოიღებ რაც გიყიდე. მაშინ დაგიბრუნებენ. მაგრამ ეგ ყველაფერი საწყის ფორმაში როგორც იყო ისე უნდა აღებინო.
გლაუჩე – შეგეძლო მაინც გეკითხა. ჩემი ქალიშვილის იყო. წმინდანის ბეჭედი მოიპარე. ცოდვა ჩაიდინე.
ჯონი – კარგი, კარგი, მასე იყოს. (გადიან. თავისთვის) ბებერი ძაღლი.
გლაუჩე – მაშინაც კი თუ არ შევჭამ? მაშინაც არ დამიბრუნებენ თუ მომზადებულ საჭმელს მივუტან?
(კარი იხურება)

(ბნელა)

V სცენა

(ჯონი და მანია, ადგილი გაურკვეველია)

ჯონი – როგორ შეგიძლია ამაზე გაიცინო.
მანია – აბა უნდა ვიტირო? შენი აზრით უნდა ვიტირო?
ჯონი – სასაცილო სულაც არაა.
მანია – ისე ხდება ზოგის შვილებს სნაიპერი კლავს, მე კი ბედად მისთვის ცხოვრების შემსუბუქება დამევალა.
ჯონი – მაშინ ყვეალფერი იოლი ყოფილად. მაპატიე მაგრამ შენი სიტყვებს თუ დავუჯერებთ ყველაფერი იოლად ყოფილა (პაუზა).
მანია – იცი იმ მკვდარი დაბადებული ბავშვის ამბავი.
ჯონი – რას აკეთებ?
მანია – არ იცი. დედა საავადმყოფოში მიდის სამშობიაროდ. ერთი ჩვეულებრივი, კეთილი დედაა, გრძელი ნაწნავებით, ბოროტი არასდროს ყოფილა, ახლა ბავშვს ელოდება. მას ბავშვი ჯერ კიდევ მუცელში ეზრდებოდა, ეზრდებოდა გრძელსა და მოკლე თვეებში. მისი ლამაზი ბავშვი, ვინ იცის ჩემსავით ქერა იქნება თუ მამამისივით შავგვრემანი. ის რაც დედამ და მამამ გააკეთეს მის შესაქმნელად ცოდვა სულაც არაა, არც საზიზღრობა. როგორც იქნა მიდის საავადმყოფოში სამშობიაროდ ქმრის მანქანით, ნაწნავები ლამაზად აქვს დავარცხნილი, ჩემოდანი საჭირო ნივთებით და ბავშვის ჩასაცმელებითაა სავსე. ბავშვი ბიჭია. დედა უკვე მომავალ მოგზაურებეზე ფიქრობს, რომელსაც მამიკოს მანქანით გააკეთებენ. ქმარი თავის ფიქრებში მოგზაურობს და სიგარეტებზე ფიქრობს, რომ ცოტა ხანში ყველა სიგარეტს ერთად მოსწევს და ბედნიერია, კიდევ ცოლზე ფიქრობს და ჩუმად ღმერთს ევედრება რომ ისეთივე ლამაზი დარჩეს მშობიარობის მერე როგორიც ახლაა, ბავშვზე ფიქრობს, ისეთივე ქერა უნდა იყოს როგორც ცოლია. ცოლი თავის ფიქრებში გართული, მისთვის ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანები ქმარი და ბავშვია, ახლა ისინი ორივე მას ეკუთვნიან, შეიძლება მომავალში არა, მაგრამ ახლა ორივე მისია. ბავშვი დედის მუცელშია მომწყვდეული, მანქანაში სურაში მოთავსებული პატარა თევზივითაა, რომელსაც დედის გულის სანაპიროების დატოვება არ უნდა. დედის გული ყოველთვის ერთნაირი რითმით ცემს და ბავშვი ფიქრობს – ალბათ გარეთ სხვანაირი ზღვაა – და ოცნებას სხვა სამყაროს ჰორიზონტზე იწყებს, სხვა თევზებზე, სხვა მარილზე, სხვა ხელებზე და ყველაფერი ლამაზად ეჩვენება, მიუხედავად იმისა, რომ არ იცის როგორია ის სამყარო რაც მას გარეთ ელოდება, მაინც უხარია ძველის დატოვება. ბოლო შუქნიშანი, უკანასკნელი მანძილი სავადმყოფომდე. საავადმყოფო პირდაღებულ მოხუცს გავს, მხოლოდ კეთილ მოხუცს. ცოლი საავადმყოფოში შედის, ქმარი კართან ემშვიდობება, ცოლი მათ პატარა მანქანასაც ემშვიდობება და ეუბნება, ნახავ მომავალ ჯერზე უკვე სამი ვიქნებით. არც ერთმა მათგანმა არ იცის რა მოხდება მომავალში. რადგან მომავალი არავინ არ იცის. კიდევ ერთი ამბორი ქმარს და დამშვიდობება. ცოლი სავადმყოფოს კარს იქეთ უჩინარდება. რა თქმა უნდა საავადმყოფოში სიმშვიდეა და ყველაფერი წესრიგშია, ექიმები, მედდები, პატარა ლაქასაც ვერ შეამჩნევთ იატაკზე. მას ლოგინზე აწვენენ. ლოგინი შუქივით სუფთა და ნათელია.
თავს კარგად გრძნობთ ქალბატონი?
(გაღიზიანებულის როლს თამაშობს) ქალბატონა, უკაცრავად, ქალბატონი, გარეთ მეუღლე მელოდება.
ნახავთ ყველაფერი კარგად დასრულდება. სახელი თუ შეურჩიეთ უკვე?
ჯერ კიდევ ვერ გადავწყვიტეთ ჩემი ქმრის მამის სახელი დავარქვათ, ბიძაჩემის თუ ბაბუაჩემის ბიძაშვილის, რათქმა უნდა თუ ვაჟი იქნება, აქეთ რომ მოვდიოდით მეუღლეს ვეუბნებოდი რომ…
კარგით, კარგით, ახლა ეცადეთ ტყუილუბრალოდ არ გაფანტოთ სუნთქვა, ღრმად ისუნთქეთ, ცოტა ხანში სახელზედაც ვილაპარაკებთ.
დედა ისე იქცევა როგორც ექიმი ეუბნება, ღრმად სუნთქვასა და მშობიარობაზე ფიქრობს, იმ დროზე ფიქრობს როცა მისი შვილი ცნობილი არქიტექტორი ან ინჟინერი გამოვა, ფიქრობს იმაზე როგორი ლამაზი და ძლიერი იქნება, არასდროს არ იტირებს და სხვას არასდროს არაფერს არ სთხოვს. ქმარზე ფიქრობს, ალბათ ახლა გარეთ ანერვიულებული სიგარეტს ეწევა და ოფლად იღვრება. ალბათ უმჯებესია ჩემს მშობიარობას არ უყურებს, ამბობენ მშობიარობის დროს ქალი სისხლსაც ღვრის ცოტასო და დასანახად ეს ლამაზი არააო.
ბავშვის გარეთ გამოსვლის წუთები დგება.
ახლა ალბათ ძალიან მეტკინება, ვინ იცის როგორ დავიტანჯები, მაგრამ ესეც ღმერთის ნებაა, ზოგჯერ ტანჯვაც საჭიროა. ჩემი ლამაზი ბავშვი, ისე ვიმშობიარებ ერთი ცუდი სიტყვაც არ წამომცდება მისი სმენა რომ არ შევბღალო, მხოლოდ ცოტას ვიყვირებ, შენ კი ჩემო პირმშო არ შეგეშინდეს და არ ატირდე როცა ამ ქვეყანას მოევლინები.
ბავშვი გარეთ გამოდის. არანაირი გართულება, არანაირი ტკივილი.
ჯონი – ისეთივე სველი როგორც დაფსმული ადგილი.
მანია – (შეცბუნებულია, მაგრამ არ იმჩნევს) ეჰ. ასეა. ექიმი მედდას უყურებს, დედა ფიქრობს, ალბათ ასეთი ლამაზი ბავშვი არასდროს უნახავთ. ჩემი მშვენიერი, არც კი გამტანჯა, ტკივილებიც ჩამიყუჩა, დედის Mმშვენება… ექიმი გადის, მედდაც. მედდას პირსახოცში გახვეული ბავშვი გაჰყავს. დედას ესიზმრება. ექიმი ლაპარაკობს.
ბავშვი მკვდარი დაიბადა.
დამჭკნარ ხბოს გავს – ამბობს მედდა.
ჯონი – დაამთავრე?
მანია – არა, არა მოიცადე. შენ ხომ ასეთ ამბებზე ნერვიც არ გიტოკდება, ხომ ასეა?
ჯონი – არა, არა.
მანია -… მაშინ. დამჭკნარ ხბოს გავს – ამბობს მედდა.
ჯონი – ეგ უკვე თქვი.
მანია – თუ შემაწყვეტინებ. ესე იგი ხბოს ხო.
ვინ შეატყობინებს ამ ამბავს დედას? – ამბობს ექიმი.
ბედს მივენდოთ – ამბობს მედდა. ექიმი გადის.
არა, არა, არ შემიძლია, უკევ წარმომიდგენია ყველა იმედგაცრუებული დედის სახე, რომლებიც მევედრებიან, როგორ მოხდა ექიმო, რომ სწორედ ჩემი შვილი დაიღუპა, მე თქვენ მოგენდეთ, ბავშვისთვის თქვენი სახელის დარქმევა მინოდა, არა ექიმო… არა, ამის თქმა არ შემიძლია, თან საკმაოდ მგრძნობიარე ვარ…
მომდევნო მორიგეობა. მედდა გამოდის.
აქ ნუ ელოდებით, არ შეიძლება!
ნეტა როდის მაჩვენებს ჩემს ბავშვს? დედა ცოტას ეჭვიანობს, ის ბავშვია მისია, აი ის ლამაზი ბავშვი. უკვე ერთი საათი გავიდა, ამათ კი ბავშვი ჯერ კიდევ არ მოუყვანიათ. თუ მახინჯი ბავშვი მოუყვანეს, გაასაჩივრებს ბავშვის შეცვლისთვის. დედა ხელებს იწვდის. ბედნიერია. მედდა ჩერდება. ფეხებს შლის და …
ჯონი – საკმარისია.
მანია – არ გაინტერესებს როგორ დამთავრდება?
ჯონი – არა.
მანია – რატომ. სასაცილოდ მთავრდება.
ჯონი – გეყო, მორჩი.
მანია – ზუსტად დასასრულს გამაჩერე.
ჯონი – ვიცი და არაფრის მოსმენაც არ მინდა. როგორ ახერხებ ამის მოყოლას, როცა ორი შვილის დედა ხარ?
მანია – დედაშენიც ორი შვილის დედაა. იცი რამდენი ქალია ორი შვილის დედა. (პაუზა) დღეს დედაშენმა თავი ისე ცუდად მაგრძნობინა. (პაუზა.)
ჯონი – მკვდარი დაბადებული ბავშვის ისტორია მან მოგიყვა?
მანია – არა, ეს უკვე ვიცოდი. (გვიან ხვდება ჯონის სიტყვებს) მართლაც ცუდად გავხდი მასთან.
ჯონი – მოგიყვა.
მანია – ის არა. ჩვეულებრივ ყვება და ამით ამთავრებს ხოლმე. შენს დაზე, თუ როგორ მოკვდა. (შემპარავი ხმით ცდილობს გული ატკინოს) სნაიპერმა რომ ჯერ ფეხებში ესროლა, რომ მისთვის მისაშველებლად წასული ხალხს მასთან მიახლოება აუკრძალა. სხვებს ესროდა და იმათ კლავდა, შენს დას კი ტანჯავდა… და ყველაფერს ამას ის უყურებდა?
ჯონი – ვინ?
მანია – დედაშენი. მოხუცი. იქ იყო მაშინ?
ჯონი – (წამოცდება) არ მახსოვს.
მანია – (ყოვლისმცოდნე, ჭკუისკოლოფი) იმიტომ რომ ცივი გული აქვს. თუ მაშინ იქ იყო და შვილის გადასარჩენად მასთან არ გაიქცა, მართლა ქვის გული ქონია. მართალი გითხრა არც გამიკვირდება ასეც რომ იყოს.
ჯონი – (დაღლილი, შეწუხებული) მაშინ დაბრმავდა, როცა უთხრეს რომ მისი ქალიშვილი…
მანია – ის ქალიშვილი შენი დაც იყო.
ჯონი – ხო, მაგრამ სიკვდილის მერე მხოლოდ მისი ქალიშვილი გახდა. (ძველ საუბარს აგრძლელებს) როცა უთხრეს რომ მისი ქალიშვილის სხეული ჯარის ბანაკიდან ოცდაათი მეტრის დაშორებით ეგდო.
მანია – ესე იგი მისი სიკვდილის დროს იქ არ ყოფილა.
ჯონი – როგორც კი ეს ამბავი უთხრეს წავიდა და დაინახა.
მანია – ყველა მიცვალებულს ფეხით თელავდა, ვინც კი გზად ხვდებოდა.
ჯონი – თვალები დაითხარა. ვფიქრობ, რომ მისი ეს მოქმედებაც კი ბევრის მთქმელია.
მანია – მაგით რისი თქმა გინდა.
ჯონი – არაფრის. ის რომ თვალები დაითხარა მგონი ეგ უკვე რაღაცას ნიშნავს, ამით ყველაფერი ნათელია.
მანია – ძალაც იხმარეს შენს დაზე. დედაშენის შვილზე.
ჯონი – დაამთავრე. ახლა მითხარი რა გინდა?
მანია – (დამსჯელად) მეც მინდოდა მეთქვა საკმარისია დღეს დედაშენისთვის. დღეს არა მარტო მომიყვა ეს ამბავი, მეც ამ ამბის თანამონაწილედ მაქცია.
ჯონი – ეგ ადრე არასდროს გაუკეთებია.
მანია – მგონი სიკვდილი უახლოვდება. ალბათ ამიტომაც გადაწყვიტა ყველაფრის თქმა რაც…
ჯონი – ჩემს დაზე ლაპარაკობდი. მასზე ლაპარაკობდი.
მანია – (იცინის) ყველამ იცოდა ჩემს გარდა (სერიუზული) დამნაშავედ მაგრძნობინა თავი. ეს უკვე ჩავლილი ამბავია. (იცინის) მე მკვდრებზე არ ვლაპარაკობ. არასდროს მილაპარაკია მკვდრებზე. ისინი უკვე ჩავლილ ცხოვრებას ეკუთვნიან.
ჯონი – საკუთარ თავს ამართლებ.
მანია – (ცელქობს) ზოგჯერ, ღამით მეშინია. სულები იატაკზე დაშრიალებენ. ჩემს სუსტ მხარეზე გიყვები, მისმენ? (პაუზა.) ღამით ზოგჯერ ვერ ვიძინებ. თვალების დახუჭვა მავიწყდება როგორ უნდა. ჩემს პატარას ვეძახი და ისიც შეშინებული, ჯერ კიდევ რომ ვერ გაუგია ძილშია თუ საკუთარ სახლის იატაკზე მირბის, ჩემთან მოდის. (იცინის.) მეუბნება დედა რატომ ყვიროდი, მე მას ვაწვენ და ვეუბნები, ცუდი სიზმარი ვნახე. მასთან ერთად მინდა დაძინება. ის მეხუტება და მეკითხება, მამა როდის დაბრუნდება, მე უცებ ვპასუხობ რომ მალე. აი ასე გავიდა უკვე ორი წელი. (იცინის.) ზოგჯერ ღამით მოდის შიში ჩემთან, იატაკიდან მოიწევს და ლოგინზე ამოდის, ყურში მეჩურჩულება და მეძახის… (პაუზა. ისევ სერიუზული და შეურაცხყოფილის იერს იღებს) მე მკვდრებზე არასდროს მილაპარაკია. ამას მხოლოდ ის აკეთებს. მოხუცი. (პაუზა)
ჯონი – როდის დაბრუნდება?
მანია – ვინ? ის? ლუთერი?
ჯონი – (მოთმინებას კარგავს) რა თქმა უნდა შენი ქმარი. მგონი ერთი ქმარი გყავს, ასე არაა? როდის დარბუნდება საზღვრიდან.
მანია – სამი თვის წინ მომწერა. შინ დაბრუნებაზე ერთი სიტყვაც კი არ ეწერა. პასუხის გაცემაც არ უთხოვია წერილზე. მხოლოდ ის მომწერა, რომ მაღალი ხარისხის წოდება მიიღო. რომ ყველაფერი ეს ზარზეიმით მოხდა.
ჯონი – კიდევ არეულობაა ჩინოსემაში, საბოლოოდ ყველა იქ მიდის.
მანია – ასე მითხრა ეს ის ადგილია სადაც მაშინ გგზავნიან თუ ნამდვილად კარგად იცი ადამიანების მოკვლა. ის ზუსტად საზღვარია. შენ იქ იმიტომ არ გაგგზავნეს უბრალო ახალწვეული ხარ, ის კი ყოჩაღია და ხარისხიც კი მიანიჭეს ზარზეიმით.
ჯონი – დარწმუნებლი ხარ, რომ თავს კარგად გრძნობს?
მანია – ვინ იცის ამას რატომ მეკითხები, გულით თუ რამე გაქვს ჩაფიქრებული. (პაუზა.)
ჯონი – (ამოიხვნეშავს) დარწმუნებული ხარ, რომ კარგადაა?
მანია – (იცინის) ჩემი აზრით უვნებელია. წარმომიდგენია ცერემონიაზე როგორი იქნებოდა. საჰაერო ბომბების ქვეშ. ის კი ლამაზი სამხედრო ფორმით, მკლავზე წითელი ბანტით, ხელებზე თეთრი ხელთათმანები, ირგვლივ კი თოფების სროლის ხმა. მითხრა რომ სურათები გადაუღეს და მალე გამომიგზავნის.
ჯონი – ბედნიერია ჩინოსემაში.
მანია – არ ვიცი. მაგრამ დაბრუნება უნდა. ხვალ არა, მაგრამ დაბრუნდება.
ჯონი – ალბათ იმიტომ გთხოვა რომ არ მიგეწერა, რომ საფრთხეშია.
მანია – საფრთხეში?
ჯონი – ის ხომ საზღვარზეა. ჯერ ყველაფერი არ გათავებულა. მარტო ეგ არ კმარა რასაც დედაქალაქში ამბობენ. ჯერ კიდევ არ დასრულებულა ყველაფერი, თან ეგ ადგილი საზღვარია.
მანია – ახლა მას თეთრი ხელთათმანები აცვია და ორდენის ბაფთა უკეთია. ეს იმის ნიშანია, რომ ღმერთს არ უნდა რომ ის მოკვდეს. ყოველ წერილში ურთიერთობის რაღაც ნაწილი იკარგება, სწორედ ამიტომ მთხოვა მისთვის არ მიმეწერა. ყოველ მომდევნო წერილი წინაზე უფრო ცივი იყო. ეს კარგა ხნის შემდეგ შევამჩნიე, მაგრამ ამას არ შევუშინებივარ. რომ არ მოკვდეს იმიტომ იქცევა ასე. ცდილობს ყოველ დღე დაიცალოს გრძნობებისგან, რათა არ მოკვდეს, და ისე მოიქცეს როგორც სახელმწიფოს კეთილდღეობასთვის იქნება კარგი. როცა დაბრუნდება მე შევავსებ მას.
ჯონი – ვინ იცის ჩემთან რატომ წვებოდი.
მანია – მაგით რისი თქმა გსურს.
ჯონი – რთულად გასაგები წინადადადება არ მითქვამს. მესმის მაგ კითხვაზე ჯერ არ გაქვს მომზადებული პასუხი. თუმცა კითხვა ხომ გესმის? რატომ იწექი ჩემთან.
მანია – მიყვარხარ.
ჯონი – ვინ?
მანია – (არა სერიოზული იერით) შენ. შენ მიყვარხარ. მართლა.
ჯონი – ისეთი რამ არ უნდა მითხრა რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
მანია – ჩემს სხეულს არ გაგაკარებდი რომ არ მიყვარდე. რომ არ მიყვარდე შენი სხეული ჩემთვის ბინძური იქნებოდა და არ მომინდებოდა.
ჯონი – (მსხვერპლი) ეგ მე რა ვიცი. იქნებ ცხვირზე თითი მიიჭირე, თვალები დახუჭე და იმას არ ხედავდი რისი დანახვაც არ გინდოდა.
მანია – შენი აზრით როგორ უნდა მოვიქცე. დღეიდან აღარ გეტყვი, რომ მიყვარხარ.
ჯონი – მასე ჯობია. ტყუილებს მაინც აღარ მოვისმენ.
მანია – მე შენს გამო თავისუფლებას ვკარგავ. როდესაც შენ ჩემს სხეულს ეუფლები მე თავისუფლებას ვკარგავ. თუ ის დაბრუნდა და შენგან ორსული დამინახა, მოგკლავს. აბა როგორ უნდა მოვიქცე შენი აზრით. განა ეგ სიყვარული არაა. მთებში ჩადენილი საქმეების გამო ხარისხი მიანიჭეს ჩინოსემაში.
ჯონი – ყოჩაღია.
მანია – იმას აკეთებს რასაც უნდა აკეთებდეს. იმას კლავს ვინც უნდა მოკლას, და ვინც კლავს ის თეთრ ხელთათმანებს ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ ხელები სისხლში აქვს გასვრილი.
ჯონი – (იცინის)
მანია – შენ კი ჩემთან ატარებს დროს, რატომ არ წახვედი მთებში, სიცივეში? ის კი შენისთანების გამო კვდება.
ჯონი – ეგ ფრაზა გაზეთში ამოიკითხე ალბათ.
მანია – ეგ ფრაზა სიმართლეა.
ჯონი – შენ ხომ იცი მე დეზერტირი არ ვარ.
მანია – არა.
ჯონი – იმ დროს არც ვიცოდი ომი რას ნიშნავდა. ჩვიდმეტი წლის ვიყავი გამომიცხადეს, რომ ჯარისკაცის ფორმებს ჯერ კიდევ ვერ ვაკმაყოფილებდი. მაშინ ყველამ დამცინა. ყველა ჯარისკაცი ფორმაში გამოწყობილი, მოწესრიგებული, შავი ბერეტით. მე კიდევ შორტები და ერთი კვირის გაურაცხავი ტრუსი მეცვა. მეტსაც გეტყვი, როცა გავიგე ის ტიპი დაიღუპა ვინც ყველაზე მეტად მამცირებდა, არ დაგიმალავ და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ნაძირალა იყო. ორი უკანასკნელი თვე ზღვაში გაატარა, სტრატეგიებს აგდენდნენ. მერე კი წყალქვეშა ნაღმი……დედამისს მედალიონები და მილოცვის ტელეგრამა გამოუგზავნეს.
მანია – ალბათ უფრო თანაგრძნობის წერილი იყო.
ჯონი – არა, არა. მილოცვის. რომ სახელმწიფოს შვილი შესწირა. შენ ვერ წარმოიდგენ როგორ ვტკბებოდი, ცოცხალი რომ ვიყავი. მე სიცოცხლე მქონდა და არა მკვდარი მედლები.
მანია – ღმერთს მადლობა შესწირე, რომ ომის გემო ჯერ კიდევ არ გიწვნია.
ჯონი – რა თქმა უნდა მისი მადლობელი ვარ. ყოველი ახალი დღისათვის მადლობას ვუთვლი. შენც ასე აკეთებ?
მანია – მე ვიცი რა არის ომი. იმიტომ რომ ვიცი რას ნიშნავს წლობით ელოდო მის დამთავრებას. ასე რომ ბოლოსდაბოლოს შევძლებ შვილებს მოვუყვე როგორ შეიძლება ისევ გახდე ნორმალური ადამიანი, როცა იმავდროულად სხვაგან, სხვისი ბავშვები ბედნიერად გახდომას სწავლობენ.
ჯონი – (სიჩუმე. ცოტა ხნის შემდეგ) გიყვარვარ?
მანია – კი (იცინის). მხოლოდ მოხუცს არ უთხრა. ყველაფერს ვგულისხმობ ამაში, აბორტსაც. რომ გაიგოს, რომ მე, ქალი მთელს ჩემს დროს შენ გითმობ მამაკაცს, მოკვდება. (იცინის) მძულს, თუ გინდა უთხარი კიდეც… ხედავ, როგორ იცვლება ირგვლივ ყველაფერი? ახლა მშვიდობა რომ იყოს და რესტორნები ღია, სადილზე დაგპატიჟებდი და ამაში არაფერი იქნებოდა სასაცილო.
ჯონი – თუ ის არ დაბრუნდება?
მანია – (დაჯერებით) დაბრუნდება.
ჯონი – თუ არ დაბრუნდება მინდა შენი სხეულიდან ჩემგან ჩასახული სიცოცხლე დაიბადოს.
მანია – დაბრუნდება. დღეს არა, არც ხვალ, მაგრამ ვიცი რომ დაბრუნდება. აქ ორი შვილი ყავს და კიდევ მე. ამის გამო დაბრუნდება. თუ დღითიდღე უფრო და უფრო გულგრილი ხდება, ეს მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ დაგვიბრუნდეს. (პაუზა) ახლა უკვე გვიანია.
ჯონი – (დიდი ხანი ხმას არ იღებს. თავს მანიას მუცელზე ადებს და რაც ილაპარაკეს იმას იხსენებს. გიყვარვარ?
მანია – (არ უსმენს) ასეთ რაღაცეებს სად აკეთებენ, როცა საავადმყოფო არ მუშაობს?
ჯონი – გიყვარვარ?
მანია – რა?
ჯონი – (მწარედ) ჯარის ბანაკში. რამდენიმე მედდა გეხმარება რომ ძალიან არ დაიტანჯო, მაგრამ პირველად ტესტს ჩაგიტარებენ რომ გაიგონ შეიძლება გაკეთება თუ არა. გონების ტესტსაც.
მანია – ყველა ტესტს გავივლი. სკოლაში კარგად ვსწავლობდი.
ჯონი – ამას ბევრი ფულიც ჭირდება.
მანია – რა თქმა უნდა. სწორადაც მიმაჩნია.
ჯონი – ფული რომელიც მე არ გამაჩნია.
მანია – (იცინის) მასე ნუ მიყურებ. მე რაც კი ოქრო მქონდა ყველაფერი სახელმწიფოს მივეცი.
ჯონი – რამეს მოვძებნი… გასაყიდად. გუშინ ვცადე მაგრამ არ გამომივდა. (პაუზა.) ის რომ დაბრუნდება ალბათ მიმატოვებ. ასეა?
მანია – ჩვენ ხომ დაქორწინებულები არ ვართ. დაშორებაც არ იქნება საჭირო. აბა რა გინდა სახლის საკეტი გამოვცვალო, ქმარი ვიღაც ომიდან დაბრუნებულ გიჟად გამოვაცხადო და შენთან ვიცხოვრო?
ჯონი – მე რომ გთხოვო ამის გაკეთება.
მანია – ჩემი ქმარია. ბავშვები მამას ელოდებიან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ შენ არ დაგელაპარაკები. შენ მიყვარხარ.
ჯონი – (ლაპარაკს სხვა რამეზე გადააქვს) გახსოვს ხვალ დედაჩემი უნდა დაბანო. ჭირდება.
მანია – არ ვიცი. შეიძლება იმ წყალში ჩავახრჩო კიდეც. ოღონდ ჯერ პატარებს დავბან.

(ბნელა)

სცენა VI

(ჯონი, გლაუჩე, სახლში.)

გლაუჩე – რომელი საათია. (სიჩუმე) მაპატიე იცი რომელი საათია? აქ ხარ? უუ? (ყვირის) იცით რომელი საათია? ვინმემ იცის ამ ქვეყნად რომელი საათია?
ჯონი – (მაგიდაზეა დამხობილი, მკლავები თავზე აქვს შემოწყობილი, არ პასუხობს, მხოლოდ გაურკვეველ ბგერებს გამოსცემს.)
გლაუჩე – (ზიზღით) აქ ხარ. მამაშენივით იქცევი. ისიც შენსავით არ მპასუხობდა. მასავით ცუდი თვისებები გაქვს. ვინმე რამეს ეკითხებოდა, ის კი არ პასუხობდა. (პაუზა. უფრო ხმამაღლა.) რომელი საათია?
ჯონი – ორს ოცი წუთი აკლია.
გლაუჩე – ორივეს ცუდი თვისებები გაქვთ. ის ერთხელაც კი არ მპასუხობდა. როცა ფული მჭირდებოდა, მისთვის უნდა მეთხოვა. ის კი არც მიყურებდა.
ჯონი – (ფეხზე წამოხტება) ორს ოცი აკლია. დღეს რაღაც განერვიულებული მეჩვენები.
გლაუჩე – ესე იგი ჯერ კიდევ არ აკლია თხუთმეტი. ჯერ კიდევ არ გასულა ხუთი წუთი. კიდევ არ გასულა. ზუსტად მასავით იქცევი. კი მაგრამ მარტო მისი შვილი ხარ? მე გაგზარდე, მხოლოდ მე გაგზარდე, ჯანდაბა! (საკუთარ თავს გაბრაზებას ამჩნევს, პირჯვარს იწერს) აღსარებაზე უნდა წავიდე. წამყევი მღვდელთან.
ჯონი – არა.
გლაუჩე – (ტონს ცვლის. ამჩნევს რომ ჯონი წასვლას აპირებს) სად მიდიხარ? მიდიხარ? მარტო მტოვებ? რატომ მიდიხარ?
ჯონი – (ტკბილად, თუმცა სარკაზმით) ხუთი წუთი გავიდა. ხედავ, ხუთი წუთი გავიდა? შენი ყვირილის წყალობით ის ხუთი წუთიც გავიდა, შეეშინდა და სწრაფად გავიდა. (კარს აღებს)
გლაუჩე- სად მიდიხარ? (ჯონი არ პასუხობს და გადის) სად მიდიხარ? ასე გვიან სად გინდა წახვიდე? რამე გჭირდება? რამე გაკლია? არაფერი (ხანგრძლივი პაუზა. შეიძლება მაცივრის ხმა ისმოდეს ან ნავთის ლამპის ხმა). იცოდე რომ დაგინახე. (პაუზა) ესე იგი მართლა წახვედი. ვერაფერს ვერ გააკეთებ როცა ასე ხდება.. ბრმასთან რომ დაყრუვდები და დამუნჯდები, მე მგონი ეგ თავაზიანობას არ ნიშნავს. (ზემოთ იყურება, მერე ქვემოთ) შენ ხომ არ გაწუხებ? არაო არ მითხრა. განა გავბრაზდები. ვიცი მართალი ხარ. შენ მაშინ გეძახი როცა თავს მარტოდ ვგრძნობ. ჯონისთან არ გალაპარაკებ, მაგრამ შენ ხომ ჩემი შვილი ხარ, ხომ უყურებ ჯონი როგორ მექცევა? ხომ ხედავ ყველაფერს? არ მექცევა კარგად. (პაუზა) მხოლოდ ხუთ წუთს წაგართმევ და მეტს არა. ხანდახან ხმის გამცემიც არ მყავს. შენ კიდევ ჩემი შვილი ხარ. შენ გიყვარვარ, ჯონის კი არა. ალბათ კარგად მოიქეცი შვილების გარეშე რომ წახვედი იმ ქვეყნად. ალბათ შენთან მყოფი ღმერთის და ყველა წმინდანის წინ ცუდად ვიქცევი ამას რომ გეუბნები (პირჯვარს იწერს), მაგრამ კარგად მოიქეცი. იცი რამდენი ხალხი მოვიდა დაკრძალვაზე? ყველა მანამდე ეკლესიაში მყავდა ნანახი. ყველა ის კაცი. რამოდენიმე ადვოკატიც იყო მოსული. მგონი ეს უკვე მოგიყევი ხო? (პაუზა.) შენი ძმა ყველა მოსულის სახელს მეუბნებოდა. ხელებით ვეჭირე. მთელი დრო ფეხზე ვიდექით. პირველ სკამთან ფეხზე ვიდექით. წუთითაც არ დავმჯდარვართ, ხალხის სუნთქვა ისმოდა. იმდენი ხალხი იყო სუნთქვა ჭირდა. მე სკამზე მიმაგრებულ აბრას ვეხებოდი თითით, ზედ სახელი და გვარი ეწერა. მერე ვცდილობდი გამეხსენებინა ჯანსაღი თვალებით დანახული წარწერა, მაგრამ ვერ ვახერხებ. ჯონი ყველაზე მეუბნებოდა ვინ ვინ იყო. მე ჯერ კიდევ თითქმის ვხედავდი მათ. როცა მღვდელი კითხულობდა სიტყვების მაგივრად ასოების შრიალი ისმოდა, კარში ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. ცერემონიის დაწყებიდან მის დასრულებამდე. რამოდენიმე დარტყმის ხმაც კი მომესმა. ჩემს უკანა რიგში ვიღაცას სამჯერ წაუვიდა გული. ცხვირებიდან ღრმა ამოსუნთქვის ხმა ისმოდა. ცოტა ხანში იმის გარჩევაც კი შემეძლო, ქალის ცხვირიდან მოდიოდა ჰაერის ნაკადი თუ მამაკაცის. მე მეფერებოდნენ, ჯონის კი მსუბუქად ურტყამდნენ ხელს მხარზე. ხალხის ოხშივარს, მოსასამძიმრებლად რომ მოდიოდნენ, მკლავებზე ვგრძნობდი და არა სახეში, რაც იმას ნიშნავს რომ სახეში ვერ მიყურებდნენ. იმიტომ რომ თვალებიდან სისხლი მომდიოდა. დაკრძალვაზე სისხლიანი მარლა სამჯერ გამომიცვალეს. ახლა რომ მახსენდება ის სცენა არ იყო ისეთივე სასიმოვნო როგორც შენი პირველი ზიარება, გახსოვს რამდენი ხალხი დავპატიჟე მაშინ, ნათესავები, მეგობრები და ისეთი ხალხი ვისაც კარგადაც არ ვიცნობდით. ის მსუქანი ადვოკატი, შენს პირველ ზიარებასაც დაესწრო, შენს დაკრძალვაზე პირველ რიგში იდგა და გულამოსკვნილი ტიროდა. შეიძლება ეგ დამესიზმრა, ეჰ. თუმცა, მომეჩვენა რომ ის იყო. ჩემო გოგონა განგებაც ვერ შეძლებდი იმის მოწყობას რაც მაშინ იქ ხდებოდა. ნამდვილი სასწაული იყო. რჩევაც კი არასდროს მომიცია შენთვის. ათასი კაცი რომელიც ეკლესიაში შენს სხეულს დასტიროდა, ჩემო გოგონა! ალბათ რამოდენიმემ წაიჭორავა კიდეც იქ, “შენ აქ რა გინდა” შენ რაღა გატირებს” (იცინის). მერე ალბათ მიიმალნენ, რომ არავის დაენახა. ალბათ იმიტომაც შენზე ცუდი რომ არ ეფიქრათ. ალბათ კუბოში გაწოლილი შენი სხეული მათ იმასაც ახსენებდა, რომ ისინიც მოკვდავნი იყვნენ.
(იცინის.) ეს რა სანახაობა მოაწყვე ჩემო გოგონი, ნამდვილი სპექტაკლი იყო! ერთხელ საოცარი სიჩუმე ჩამოვარდა და მხოლოდ საკურთხევლის კიბისკენ მიმავალი წყვილი ფეხსაცმლის ხმა ისმოდა. მერე, ხმა, მოწუწუნე ხმა, იმიტომ მიყვარდა რომ ქალიშვილი იყო… (იცინის.) როგორც თეატრში. შენი შეყვარებულის ხმა იყო. ხის კუბოს ზემოთ ადგა, სადაც შენ იყავი გაწოლილი. შენმა ძმამ ზუსტად შენისთანა ხმით ყველაფერი მომიყვა რაც იქ ხდებოდა, ის ფუნჯით და თეთრი საღებავის კოლოფით კუბოსთან იდგა: მეც მასთან ერთად მინდა სიკვდილი. მერე საკურთხევლისკენ მიმავალი სხვა წყვილი ფეხსაცმლის ხმა, ყოჩაღი შეყვარებული გყავდა. შენს ძმას რომ არ ეთქვა, ისედაც ყველაფერს ვხვდებოდი. მაშინ შენი ძმა ბევრს ლაპარაკობდა და კარგადაც ლაპარაკობდა. ახლა შეიცვალა, მამაშენივით ხმას ვერ ამოაღებინებ. (იცინის.) ჩემი ჭკვიანი გოგონა, არც ვიცოდი თუ ეს კარგად მოაწყობდი ყველაფერს. სიკვდილით, წმინდანად გაიხადე თავი.
რომ მცოდნოდა ესეთი ჭკვიანი სცენა გქონდა მოფიქრებული, თვალებს არ დავითხრიდი და ყველაფერს ამას ვუყურებდი. შენ კი ალბათ გეღიმებოდა თუ რა კარგად განახორციელე შენი ჩანაფიქრი.
მე რომ შენსავით ახლაგაზრდა მომკვდარიყავ იცი რა მოხდებოდა? მარტო მამაშენი იქნებოდა დაკრძალვაზე და მეტი არავინ. იმასაც ერთი ცრემლი არ გადმოუვარდებოდა. ეკლესიაში მხოლოდ მისი ფეხსაცმლის ქუსლების ხმა იქნებოდა. ეჰ. წმინდა კაცია ახლა. (სარკაზმული ღიმილით) ღორი კაცი იყო. ალბათ მაშინ სხვა რამეებზე იფიქრებდა, სანამ საათს და ფეხსაცმლის წვერებზე იქნებოდა დაშტერებული. ალბათ იმ დაურეცხავ სარეცხზე იფიქრებდა სიკდილის გამო რომ ვერ მოვასწარი, ანგრეულ საწოლზე და მტვერზე, ~შეგეძლო ხვალ მომკვდარიყავი~. აი ამას იფიქრებდა, მანამ სანამ ეკლესიაში მარტონი ვიქნებოდით. მერე ალბათ მღვდელს ეტყოდა “მშვიდად შეასრულეთ თქვენი მოვალეობა, ისეთი არაფერი არაა მნიშვნელოვანი, ის მხოლოდ ჩემი მეუღლე იყო, წარმოიდგინეთ მთელი სახლი არეული დამიტოვა, ახლა კი მე უნდა ვალაგო ამის მაგივრად ყველაფერი. ასე რომ თუ გვიან დაამთავრებთ მით უკეთესი, სახლში დიდხანს ყოფნა არ მომიწევს…~
შენ კი როგორც მსახიობი სიცოცხლე ისე დაასრულე. ცაში წმინდანად წახვედი. ახლა შენზე არავინ ჭორაობს. დამიჯერე. შვილებიც არ გააჩინე. კარგადაც მოიქეცი. არ ვიცი ამას როგორ ახერხებდი იმდენი მეგობრების ხელში, ალბათ შენი მეთოდები გქონდა, ყოველშემთხვევაში ყოჩაღი გოგო იყავი. ახლაც ათი ქულა მინდა მოგცე, როგორც ყოველ შაბათს, როცა შენს ლოგინს ალაგებდი, ყვავილებს რწყავდი, შენს პირველ საჭმელებს ამზადებდი… (გასვლას იწყებს) კარგ ათიანს მოგცემდი, ქებით. თერთმეტს შენთვის მოვიგონებდი. არ ვიცი გინდოდა თუ არა შვილის ყოლა. ალბათ არა. თუმცა დამიჯერე, კარგი ქენი ასე რომ მოიქეცი. ნახე ჩემი ბიჭი, შენი ძმა რას დაემგვანა. პასუხსაც აღარ მცემს უკვე.

(ბნელა)

VII სცენა

(3◦კაცი ფეხზე დგას. ხანდახან, როგორც ყველა მის გამოსვლაში სცენაზე, მელოტ თავზე ხელ ისმევს და სათვალეებს წმენდს. ვინი მეორე მხრიდან შემოდის)

3◦კაცი – დაჯექი.
ვინი – ბევრი გვაქვს სალაპარაკო.
3◦კაცი – მხოლოდ ორი წუთი გვაქვს დრო.
ვინი – მაშინ ფეხზე დგომა მირჩევნია.
3◦კაცი – მე კიდევ მგონია რომ უნდა დაჯდე.
ვინი – გმადლობთ, მაგრამ რაღაც არ მინდა.
3◦კაცი – დაჯექი.
ვინი – რა ჯანდაბა გინდა.
3◦კაცი – უბრალოდ დაჯექი.
ვინი – მითხარი რაც გინდა და წავალ.
3◦კაცი – დაჯექი გთხოვ.
ვინი – წესიერად არც გიცნობ და უკვე ბრძანებებსაც იძლევი.
3◦კაცი – როგორც თხოვნა ისე მიიღე. დაჯექი.
ვინი – თუ გინდა რომ ერთმანეთს შევეჯიბროთ, არ ღირს. (პაუზა. 3◦კაცი ნებდება, ტრიალდება ვინს რომ არ უყუროს) მეგონა იმ ბეჭედს აიღებდი.
3◦კაცი – შენ არ ამბობდი, რომ კიდევ იცნობდი ვიღაცას ვინც იმ ბეჭედს იყიდიდდა. რა ქნა, აიღო?
ვინი – არა.
3◦კაცი – აბა მე რატო უნდა ამეღო.
ვინი – იმიტომ, რომ ჯონიმ შენ სიკვდილს გადაგარჩინა.
3◦კაცი – მე ეს მისთვის არ მითხოვია.
ვინი – ხო, მაგრამ საბოლოოდ…
3◦კაცი – რა.
ვინი – არაფერი (პაუზა)
3◦კაცი – (ჯიბიდან პატარა შავ წიგნაკს ამოიღებს. ფურცლავს და შემდეგ საკუთარ თავში დარმწუნებული) შენ რა გქვია.
ვინი – ვინი.
3◦კაცი – გვარი.
ვინი – რატომ გაინტერესებს ასე ძალიან.
3◦კაცი – არ მახსოვს სახელით ჩაგწერეს თუ გვარით.
ვინი – რაში ჩამწერეს.
3◦კაცი – აი აქ.
ვინი – (წიგნაკს დასჩერებია. სიჩუმე) ეგ რაა.
3◦კაცი – ეს არა ხარ შენ.
ვინი – რომელი ეს.
3◦კაცი – ის რომელსაც ომის დაწყებამდე ვალები გქონდა.
ვინი – (თავს იკატუნებს) მგონი რაღაც გეშლება.
3◦კაცი – ან.
ვინი – არა, ნამდვილად რაღაც გეშლება.
3◦კაცი – შეიძლება. შეიძლება (პაუზა)
ვინი – როდის მერე ხდება ეგ რაღაცეები, ადამიანი რომელიც არ მიცნობს ჩემს საქმეებში ყოფს ცხვირს.
3◦კაცი – მას მერე რაც ეს საქმე უფროსმა დამავალა.
ვინი – (გამოშტერებული) ეს საქმე.
3◦კაცი – ის, რომ იმ ადამინაებისთვის გამომერთმია ფული ვინც აქაა აღნიშნული.
ვინი – შენ რატომ მოგანდო ეგ საქმე. ვინ ხარ მისი, შვილი.
3◦კაცი – მაგას შვილები არ ყავს.
ვინი – შენი არ მჯერა.
3◦კაცი – მე მგონი წიგნაკს კარგად ხედავ. მაინც არ გჯერა. დაინახავ ცოტა ხანში…
ვინი – მანამდე რას აკეთებდი.
3◦კაცი – როდის მანამდე.
ვინი – ომამდე.
3◦კაცი – არ ვიცი.
ვინი – ეგ რას ნიშნავს.
3◦კაცი – იმას რომ არ მახსოვს. შენ გახსოვ რას აკეთებდი ომამდე?
ვინი – მე არაფერსაც არ ვაკეთებდი. (პაუზა)
3◦კაცი – (პათეტიკური ამოსუნთქვა)
ვინი – რა გჭირს.
3◦კაცი – ის რომ კარგად ვერ ვხედავ. (სათვალეებს წმენდს, თვალები ნახევრად მოჭუტული აქვს)
ვინი – ვერ ხედავ.
3◦კაცი – უფრო ძლიერი სათვალეები მჭირდება.
ვინი – რაც გიკეთია, იმაზე ძლიერი გჭირდება.
3◦კაცი – ვერაფერს ვხედავ.
ვინი – ვერაფერს.
3◦კაცი – ვერაფერს.
ვინი – (ნახევრად დამალული ხელით, არა იმის გასარკვევად ხედავს თუ არა 3◦კაცი, უბრალოდ ისე, რაღაც მოძრაობას უჩვენებს)
3◦კაცი – ნაძირალასავით ნუ მოიქცევი.
ვინი – მე არ…
3◦კაცი – ხომ გაიგე რასაც გეუბნები.
ვინი – არც ვაპირებ.
3◦კაცი – არა.
ვინი – სერიოზაულად. (ხანმოკლე პაუზა) თუმცა მომეჩვენა, რომ სხვა სათვალეები სულაც არ გჭირდება. ჯობია სხვა რამე მოიგონო.
3◦კაცი – ის რაც გითხარი უნდა მეთქვა. წიგნაკს ვგულისხმობ. ყველა გავაფრთხილე ვინც კი აქ იყო მოხსენიებული. იმათაც, ისე როგორც შენ, არაფერი არ იცოდნენ.
ვინი – ესე იგი მეთვალყურე გამოცვალეს.
3◦კაცი – ყოჩაღ. ხალხმა ეს უნდა იცოდეს.
ვინი – გამოტყდი, შორეული ნათესავი მაინც იქნები უფროსის.
3◦კაცი – არა.
ვინი – მაშინ მის ადგილას შენ რატომ დაგნიშნეს.
3◦კაცი – სათვალეების გამო.
ვინი – იმიტომ რომ მაგ სათვალეებში ჭკვიან კაცს გევხარ.
3◦კაცი – პირიქით მამახინჯებს, ამ სათვალეებში ხალხს არ გგონია თუ ცუდის ჩადენა შემიძლია. ცუდი იმათთვის ვინც კის მაგივრად არას პასუხობს.
ვინი – ცუდი… არც ისე ძალიან გამახინჯებს.
3◦კაცი – (მკაცრად და პათეტიკურად) შენ რომ არ მითხრა ისედაც ვიცი როგორ მაქვს ეს სათვალეები.
ვინი – მინდოდა მხოლოდ თავაზიანი ვყოფილიყავი. (პაუზა)
3◦კაცი – არ დაგავიწყდეს, ყოველ თვეში გამოგივლი.
ვინი – სად.
3◦კაცი – შენს სახლში და სხვებსაც გავუვლი სახლებში.
ვინი – კარგი, როგორც გინდა. ახლა ხომ შემიძლია წავიდე.
3◦კაცი – დაიმახსოვრე რომ ფული უნდა მომცე. სხვათაშორის, ის ომამდე ნასესხები ფული რაში დახარჯე.
ვინი – (ხანმოკლე პაუზა) აღარ მახსოვს.
3◦კაცი – უბრალოდ არ გინდა მითხრა.
ვინი – უბრალოდ არ მახსოვს და მოვრჩეთ ამით.
3◦კაცი – როგორც საჭიროდ თვლი ისე მოიქეცი. თუ არ გინდა ნუ მეტყვი.
ვინი – შენ იცი სამაგიეროდ. არც ისე საშიში შესახედაობა გაქვს. შენს წინანდელ კაცს არ გევხარ.
3◦კაცი – რატომ.
ვინი – იმიტომ რომ ლაპარაკობ. ისინი სულ ჩუმად არიან. რაც არ უნდა კითხო პასუხს არასდროს არ გცემენ. სულ ტყუილებს ამბობენ და ხალხი იმ ტყუილების სიმართლეში უნდათ დააჯერონ. ისინი მეზიზღებიან, მაგრამ შენ ლაპარაკობ მაინც. ისე ლაპარაკობ თითქოს შემთხვევით მოხვდი ამ ადგილზე, თუმცა ძალიან არ გინდოდა ამის გაკეთება.
3◦კაცი – ეგ არ თქვა. იმას რასაც ვაკეთებ მაგას ვერ უწუდებ.. მეც მითხრეს რომ ჩუმად უნდა ვყოფილიყავი, ბევრი არ უნდა მელაპარაკა, მაგრამ, პირველი შემთხვევაა…
ვინი – შენ არ ხარ უფროსი.
3◦კაცი – კი, მე ვარ. რატომ გგონია რომ გატყუებ. (ერთმანეთს შეჰყურებებნ. 3◦კაცი ვერ უძლებს ვინის მზერას. პაუზა. მეგობრული.) ახლა რას იზამ.
ვინი – არაფერს. ახლა უნდა წავიდე.
3◦კაცი – ხო. შემთხვევით ისეთს თუ შეხვდი ვინც მეძებს, გზა მოასწავლე. (ვინი დგება და წასასვლელად ემზადება) იქნებ როცა შენთან მოვალ სახლში ცოტა ვილაპარაკოთ კიდეც.

(ბნელა)

VIII სცენა

(ჯონი სახით მაგიდაზეა დამხობილი, პიჯაკი სკამის საყრდენზე აქვს გადაკიდებული. ოთახში გორგოლეჭებიანი სკამზე მოკალათებული გლაუჩე შემოდის, ჯონის ეჯახება რადგან მის იქ ყოფნას ვერ ამჩნევს.)

გლაუჩე – ვინ არის აქ?
ჯონი – მე.
გლაუჩე – მე ჯონი?
ჯონი – მეტი ვინ უნდა იყოს.
გლაუჩე – ეგ რას ნიშნავს?
ჯონი – არაფერს.
გლაუჩე – მე ვიკითხე ვინ არის. შენ მიპასუხე მე. მაშინ მე გკითხე მე ჯონი? რომ გამეგო მართლა შენ იყავი თუ სხვა. შენ კი მპასუხობ…
ჯონი – იცი ახლა ცხრა საათია.
გლაუჩე – რა თქვი, ვერ გავიგე?
ჯონი – ის რომ ახლა ცხრა საათია.
გლაუჩე – მერე რა რომ ცხრა საათია.
ჯონი – (მხრებს იჩეჩს) ისე.
გლაუჩე – ესეც ვერ გავიგე.
ჯონი – (უხსნის) ის რომ სულ იმას მეკითხები რომელი საათიაო.
გლაუჩე – არაა მართალი. მხოლოდ ზოგჯერ გეკითხები, როცა რაიმე მიზეზის გამო მჭირდება. თუ არ მპასუხობ იქამდე გეკითხები სანამ არ მეტყვი, სხვა დროს არა. მერე კიდევ დღის უმეტეს ნაწილში საათის ცოდნა არც მჭირდება.
ჯონი – (ჯიბიდან მოხუცის ოქროს ბეჭედს იღებს და მაგიდაზე აგდებს. გლაუჩე მის აღებას ცდილობს, ხმა იცონ, მაგრამ ვერ აგნებს)
გლაუჩე – (ხელებს მაგიდაზე აფათურებს) ვინ მოგცა? სად აიღე? თუ შეგიძლია მომაწოდე. ვერ ვპოულობ.
ჯონი – (ხელში აწვდის, ის კი ბეჭედს სუნავს)
გლაუცე – ბევრ ხალხს არ გაუკეთებია, არც არავის გაუკეთებია ეს ბეჭედი, სხვისი სუნი არა აქვს. როგორ დაგიბრუნეს ბანაკში. ჩემთვის თხოვე? ასეთი კეთილი ხარ?
ჯონი – ხო. (პაუზა)
გლაუჩე – როგორ არა. ეს ალბათ იმიტომ, რომ არავინ მოინდომა მისი დატოვება, ხომ მართალი ვარ? ბანაკში გაყიდე, თუმცა არავინ დაიტოვა, ხომ ასეა?
ჯონი – მგონი ოქროც კი არაა.
გლაუჩე – რას ამბობ, ნამდვილი ოქროა. შენს დას, ჩემს გოგონას, განა უბრალო ბეჭედს აჩუქებდნენ.
ჯონი – ყველამ მითხრა რომ უბრალოა. წამით არ შეეჭვებულა ვინმე, რომ შეიძლება ოქრო ყოფილიყო.
გლაუჩე – ეგ იმიტომ რომ გლეხებს შეეკითხებოდი. იმათმა ოქროს რა იციან, ნახევრად ცხოველები არიან ეგენი.
ჯონი – ჩემსა და შენს გარდა იქედან არავინ არ ყოფილა გლეხი. რამოდენიმე ჯარისკაციც იყო, კოლექციონისტები.
გლაუჩე – უბრალოდ არ იცი როგორ უნდა გაყიდო.
ჯონი – ხომ დაგიბრუნე. გაკვეთილიც გინდა ახლა ჩამიტარო.
გლაუჩე – ამას მხოლოდ შენთვის გეუბნები. თუ უბედურ სიტუაციაში ჩავარდი ფული დაგჭირდება, ამიტომ ისიც უნდა იცოდე როგორ უნდა გაყიდო ნივთი.
ჯონი – (იცინის) მამა მართალი ყოფილა როცა შენზე ამბობდა რომ იმ “ჯიშის’ ხალხს მიეკუთვნები. ნახე როგორი კმაყოფილი სახე გაქვს, როცა გაყიდვაზე ლაპარაკობ.
გლაუჩე – (გაბრაზებული) იმ ჯიშის არასდროს ვყოფილვართ. (პაუზა) მამაშენმა ჩემი ოჯახის შესახებ არაფერი იცოდა. მამათქვენი ამ სიტყვებს შენი და შენი დის წინაშე ჩემს დასამცირებლად მეუბნებოდა. ჩემი მშობლები ქრისტიანულ ეკლესიაში დადიოდნენ. ჩვენ ყოველთვის იესოს სახელს ვლოცულობდით, ღვთისმშობლის. ყოველთვის ქველმოქმედაბას ვეწეოდით და საკუთარი მაღაზია არასდროს არ გაგვიხსნია. (პაუზა) მამაშენს ჩემთვის საჭმლის ფული არასდროს მოუცია. გაიგე.
(სიჩუმე. ჯონი სიგარეტს უკიდებს, მოხუცს ზურგს აქცევს, თუმცა ისევ სკამზე ზის. გლაუჩე მონაცვლეობით იკეთებს ბეჭედს თითებზე. სიმშვიდე სადგურდება.)
გლაუჩე – როგორი ამინდია გარეთ?
ჯონი – ღამეა. ახლა რა მნიშვნელობა აქვს როგორი ამინდია.
გლაუჩე – წვიმს?
ჯონი – უკვე წლებია რაც ყოველ დღე წვიმს. ღამეა. ღამეში ამინდს რა მნიშვნელობა აქვს. მაინც ვერ შეძლებ გასვლას. ბნელა.
გლაუჩე – ჯონი, რატომ არ შემიძლია დავინახო?
ჯონი – თვალები დაითხარე დედა, არ გახსოვს. შენი ქალიშვილის გამო თვალები დაითხარე.
გლაუჩე – კარგად მოვიქეცი?
ჯონი – როგორც დედა იმაზე მეტი გააკეთე რასაც ხალხი ელოდებოდა შენგან. არ ვიცი კარგად მოიქეცი თუ ცუდად. ახლა ვეღარ ხედავ, თუმცა ამასაც არაა აქვს დიდი მნიშვნელობა. ახლა ის შენი ქალიშვილია, შენია და მორჩა. ალბათ კარგად მოიქეცი.
გლაუჩე- აწი ვეღარასდროს დავინახავ?
ჯონი – ვფიქრობ, ვერა.
გლაუჩე – ბანაკშიც არ შეუძლიათ მხედველობა დამიბრუნონ? ჯარსიკაცებსაც არა აქვთ ისეთი რამე რაც მხედველობას დამიბრუნებდა.
ჯონი – ალბათ არა.
გლაუჩე – შენი და ჭკვიანი გოგო იყო.
ჯონი – ჩემი და მკვდარია, იმიტომ ამბობ რომ ჭკვიანი იყო.
გლაუჩე – არა. მაგიტომ არა. სიკვდილმა კი არ გახადა ჭკვიანი. შეხედე მამაშენს. რაც სიცოცხლეში იდიოტი იყო, იგივე იდიოტად დარჩა მიწის ქვემოთაც. შენი და კი არა. ის მართლა ჭკვიანი გოგო იყო.
ჯონი – გეზიზღებოდა.
გლაუჩე – არა.
ჯონი – კი. როცა დაიბადა შენი ქალიშვილი იყო. მერე უკვე აღარ. ზრდიდი, მაგრამ გეზიზღებოდა. ცდილობდი მისთვის ტკივილი მიგეყენებინა, გინდოდა დაეჯერა რომ ქმარი, ბავშვები და ოჯახის საქმე ეს ყველაზე დიდი ბედნიერება იყო, თუმცა შენ თავად იცოდი, რომ ეგ ყველაფარი ტყუილი იყო. შენ იცოდი ეს და მაინც ცდილობდი შენისთანა ცხოვრება ჰქონოდა.
გლაუჩე – ფიქრობ რომ აწი ვეღარასოდეს დავინახავ?
ჯონი – არა. ვერასდროს დაინახავ. გინდოდა სხვა სიტყვები მეთქვა?
გლაუჩე – მინდოდა კიდევ ერთხელ მისი საფლავი დამენახა.
ჯონი – ათასჯერ აგიხსენი როგორია.
გლაუჩე – მისი დანახვა მინდა. ნუთუ რამე საშუალება არ არსებობს?
ჯონი – იესოს შესთხოვე, როგორც აკეთებდი ხოლმე. გაუბრაზდი კიდეც ცოტა, გაგიგონებს და შენს თხოვნასაც შეისმენს. იქნებ სიზმარში გაჩვენოს როგორია.
გლაუჩე – (პირჯვარს იწერს) მართლა მინდა მისი ნახვა. უკვე აღარ მახსოვს. გრძელი თმები ქონდა შენს დას როცა გარდაიცვალა?
ჯონი – არა. შეიჭრა. სიკვდილამდე ათი დღით ადრე. ბოლო დღეებში სულ რაღაცის ეშინოდა. გრძელი თმების ტარებისაც კი ეშინოდა. ეგონა მოკლე თმებში ნაკლებად მიიქცევდა ყურადღებას.
გლაუჩე – ცოტა ხანში ალბათ მისი სახეც დამავიწყდება, ასეა? უკვე ბუნდოვნად ვხედავ მას. (პაუზა) თმები იმიტომ შეიჭრა რომ ეშინოდა? შენი აზრით იცოდა რომ უნდა მომკვდარიყო?
ჯონი – ალბათ კი.
გალუცე – მე რატომ არ მითხარი ეგ?
ჯონი – რას გააკეთებდი რომ მეთქვა?
გლაუჩე – მასთან ერთად მოვკვდებოდი.
ჯონი – ეგ რომ მეთქვა შენთვის სიცილს დაიწყებდი. ამის მეც არ მჯეროდა.
გლაუჩე – იცოდი.
ჯონი – სიკვდილამდე ექვსი დღით ადრე მელაპარაკა. ჩემი ხელები აიღო და მშვიდად მითხრა რომ მთელი ცხოვრება ყველა ეზიზღებოდა, ყველა. ღიმილით მითხრა ეს, და მეც ღიმილითვე ვკითხე რატომ? მიპასუხა რომ ეს ბუნებრივი გრძნობა იყო, ძალიან ჩვეულებრივი გრძნობა. სწორედ მაშინ მივხვდი, კვდებოდა. მხოლოდ წამიერად, მაშინ როცა მომღიმარმა შემომხედა, თვალები ნაცრისფერი და გაყინული ქონდა. ეს უკვე მკვდარი ადამიანის თვალები იყო. მითხრა რომ ყველა ვძულდით. მაშინ მივხვდი მალე მოკვდებოდა, მხოლოდ ეს იმ წამში დავიჯერე, მერე არც კი გამხსენებია.
გლაუჩე – განგებ გააკეთა?
ჯონი – რა?
გლაუჩე – ის რომ მოკვდა? განგებ გააკეთა. (ზემოთ იყურება.) დაკრძალვაზე ჯერ კიდევ საღი თვალები რომ მქონოდა დავინახავდი როგორ იცინოდა ჩემზე, წმინდა და შურისმაძიებელი ღიმილით. განგებ მოიქცა ასე. ასე გახდა ჩემი შვილი და მე დედად არ გამხადა. (გაბრაზებული.) მე დაგივიწყებ შენ. რამდენიმე წელი დამრჩენია სიკვდილამდე, და ამ წლებში დაგივიწყებ, ისე როგორც შენი სახე მავიწყდება და მამაშენი დამავიწყდა. შენი და მართლა ჭკვინაი გოგო იყო და ეშმაკი. (ბეჭედს ეხება.)
ჯონი – მოიძვრე.
გლაუჩე – არა.
ჯონი – რაა ის პირველი რამ რაც ადამიანს მხედველობის დაკარგვასთან ერთად რომ ავიწყდება?
გლაუჩე – მისი მოძრობა არ მინდა. (ხელს იწვდის.) ხომ ხედავ როგორ მიხდება. (ხელს მკერდზე იდებს) ჩემთან ერთად უნდა იყო. არასდროს არ უნდა გაინძრე. (პაუზა)
ჯონი – რა იყო პირველი რაც დაგავიწყდა.
გლაუჩე – როგორ უნდა ვამოძრაო ორივე თვალი ერთად და როგორ უნდა დავხუჭო თვალები.
ჯონი – მეორე?
გლაუჩე – ფერები. მერე ასოები. მერე ბევრი რამ. მერე დამავიწყდა სინათლე როგორია.
ჯონი – ამით მორჩა?
გლაუჩე – მართალს მეუბნები. მართლა ასეთი სიტყვები გითხრა?
ჯონი – ხო. სადაც იყო მოკვდებოდა. ისეთი რაღაცეები მითხრა რაც შეიძლება მართალიც ყოფილიყო და ტყუილიც. კვდებოდა, ამიტომ ის თქვა რასაც ფიქრობდა. არ ვიცი ეს ის იყო რასაც მთელი ცხოვრება ფიქრობდა თუ უბრალოდ ის თქვა რაც იმ წუთებში მოუვიდა აზრად იმ საღამოს, როცა ჩემი ხელები თავისაში ეჭირა.
გლაუჩე – ჯონი.
ჯონი – მმმ.
გლაუჩე – რატომ.
ჯონი – რა.
გლაუჩე – შენი თვალებიდან ერთი მაინც რატომ არასდროს არ მომეცი.
ჯონი – მმ?
გლაუჩე – ხო. მე ხომ დედაშენი ვარ. შენს დას ვეზიზღებოდი შენ კი…
ჯონი – შენც გეზიზღებოდა ის.
გლაუჩე – ხო, მაგრამ შენ ხომ არ გძულვარ. მომეცი ერთი შენი თვალი.
ჯონი – (იცინის) ბილიარდი გინდა ითამაშო?
გლაუცე – დავინახო მინდა. ვხედავდე მინდა! (პაუზა) იმ დღეს სწორად არ მოვიქეცი.
ჯონი – არ უნდა მომეყოლა.
გლაუჩე – არა. ალბათ არ უნდა მოგეყოლა. ცოტათი მაინც რომ გიყვარდეს დედაშენი.
ჯონი – მაპატიე.
გლაუჩე – ცოტათი მაინც უნდა გიყვარდე. ჯონი მინდა ისევ ვხედავდე. კიდევ ერთხელ მინდა მისი საფლავის ნახვა, გავიგო იმ დღეს სწორად მოვიქეცი თუ არა.
ჯონი – (არწმუნებს) კარგადაც მოიქეცი. ის ახლა შენია. მიუხედავად იმისა რომ ჩემი ხელები მის ხელებში ქონდა, ის მაინც შენია. არავისაც არ მოუტყუებიხარ.
გლაუჩე – მას ვეღარასოდეს ვნახავ. მისი ბრალია ეს ყველაფერი. რატომ არ მითხრა თუ კვდებოდა. ახლა დავიღალე. დასაძინებლად მინდა წავიდე.
ჯონი – (ფანჯარასთან მიდის ანთებული სიგარეტით) ღამემშვიდობისა.
გლაუჩე – (გორგოლეჭებიანი სკამით გადის) ჩემთვის არ მოინდომა ეთქვა. ღამემშვიდობისა ჯონი.

(ბნელა)

IX სცენა

(II 3◦კაცი ზის. სათვალეებს წმენდს. შემოდის ვინი)

3◦კაცი – შემოდი.
ვინი – რატომ დამიძახე?
3◦კაცი – შემოდი. დაჯექი.
ვინი – მადლობა, მაგრამ ფეხზე ყოფნა მირჩევნია.
3◦კაცი – დაჯექი გთხოვ.
ვინი – მე…
3◦კაცი – დაჯექი.
ვინი – (ჯდება. ერთმანეთის პირდაპირ სხედან. 3◦კაცი ფეხზე დგება, სათვალეების წმენდას აგრძელებს) რამე უნდა მითხრა.
3◦კაცი – გეჩქარება.
ვინი – მე…
3◦კაცი – არ მგონია გეჩქარებოდეს.
ვინი – ის რომ…
3◦კაცი – სამუშაო გაქვს.
ვინი – არა.
3◦კაცი – მაშინ არსადაც არ გეჩქარება. (პაუზა. ტონს იცვლის) გაიგე. სპარტამ გაიმარჯვა.
ვინი – ვინ.
3◦კაცი – სპარტამ გაიმარჯვა.
ვინი – ერთი და იგივე ისტორია. უკან დასაბრუნებელი ფული უნდა მთხოვო.
3◦კაცი – უკვე მეოთხეჯერ. ორჯერ ზედიზედ.
ვინი – ახლა თუ გინდა, თან არ მაქვს.
3◦კაცი – ყოველთვის ერთი და იგივე წინადადება.
ვინი – თუ ამის კითხვა გინდოდა. არც სამუშაო მაქვს და არც არაფერი. გესმის ჩემი.
3◦კაცი – ჰასეკმა იცის მისი საქმე.
ვინი – რომ არ გადაგიხადოთ რას მიზამთ.
3◦კაცი – ცენტრში ვლასტიმილ სვაბოდა, ჟდანეკ სვაბოდა, პაველ ნოვოტნი და იან პლაჩბარტი დააყენა.
ვინი – თუ ესაა რაც ჩემთვის უნდა გეთქვა ეგ ამბები მე არ მაინტერესებს და ალბათ ჩემთვის უკეთესი იქნება თუ არ მეცოდინება რისი გაკეთებას მიპირებთ.
3◦კაცი – დაცვაში ირი ნოვოტნი, რომან ლენგელი და მინარი იდგნენ.
ვინი – უკეთესად გავიგებ თუ არ ვიცი.
3◦კაცი – მარტინ კოჰაზკმა მოაგებიგე, გაიგე. ჯერ ორი გოლი თავად გაიტანა, ერთიც იოზეფ ობაჟდინს ჩააწოდა და ისიც გაიტანეს.
ვინი – თუ რამე გინდათ მიყოთ, ჩემთან მოდით და ასე საკმარისი იქნება.
3◦კაცი – საბოლოოდ კი ჰორტს სიეგელმა დაარტყა.
ვინი – გააკეთეთ რა გინდათ და მერე წადით.
3◦კაცი – კოლარი კი კარში ისე მყარად იდგა, ვერც კი შეატოკეს.
ვინი – რას მიზამთ ფული თუ არ დაგიბრუნეთ.
3◦კაცი – ისე მოხდა, რომ სპარტამ მოიგო. (ხანმოკლე პაუზა) ალბათ მოგკლავთ. (ხანმოკლე პაუზა) მერე ბლაზეკი გრიჯერა ჰორნაკი ბოლფი ნებანი და პაპონსეკ სლონციკ როსიცკი კრიზონას ჰასეკ და იაროსიკ იან კინკლ სიონსკო პედასტალზე ბედნიერები იდგენენ. (ხანმოკლე პაუზა) გესმის რა მოხდა.
ვინი – (დაბნეული) კი. ეგ ერთხელ უკვე მომიყევი.
3◦კაცი – თუმცა მე ისევ ძველი მოთამაშეები მირჩევნია.
ვინი – ეგეც ვიცი.
3◦კაცი – როცა იარიბინსკი იყო მწვთნელი.
ვინი – ხო.
3◦კაცი – მაშინ პეტრ კოსტელნიკ პეტრ კუბლა იან ბლაზკა იყვნენ მეკარეები.
ვინი – ხო.
3◦კაცი – ჯერ არ დამიმთავრებია. მაშინ დაცვაში მიროსლავ რადა ტომას რეპკა ტომას ვოტავა იყვნენ.
ვინი – ხო.
3◦კაცი – და პაველ ნედვე ვასლას ბუდკა კი…
ვინი – რა უნდა გეთქვა.
3◦კაცი – ნუ ჩქარობ.
ვინი – მე არ/
3◦კაცი – ლუმირ მისტრ ზდენეკ სვობოდა რომან ტიცე
ვინი – ხო.
3◦კაცი – ფრიდეკი ცენტრში.
ვინი – ხო.
3◦კაცი – იან კოლერი
ვინი – ეგეც ვიცი.
3◦კაცი – ვრატისლავ ლოკვენცი
ვინი – მერე.
3◦კაცი – იოზეფ ნემეც პეტრ პეისა
ვინი – ხო.
3◦კაცი – რადეკ პეტრაკ პეტრ/
ვინი – რამდენჯერ უნდა მითხრა ეგ ამბავი.
3◦კაცი – / პრიკოფ ლუდეკ სტრასენი კი თავდასხმაში.
ვინი – ხო.
3◦კაცი – ეგენი უკეთესები იყვნენ. ხომ გესმის ჩემი.
ვინი – კი. მერე (პაუზა)
3◦კაცი – უკეთესები იყვნენ, უფრო ყოჩაღები იყვნენ. ისინი ამათზე უფრო მომწონდნენ, მიუხედავად იმისია რომ წელს ამათმა ყველა სხვა ფეხბურთელებს მოუგეს.
ვინი – კარგი. ეგრე იყოს. ჩემთვის რა უნდა გეთქვა. (პაუზა)
3◦კაცი – შენთვის საჩუქარი მაქვს.
ვინი – საჩუქარი.
3◦კაცი – (პაკეტიდან მუქ ტანსაცმელს იღებს) შენთვისაა.
ვინი –მადლობა მაგრამ მგონი არ გამომადგება.
3◦კაცი – არა. საჩუქარზე უარის თქმა უზრდელობაა.
ვინი – არაფერიც არ უნდა მაჩუქო.
3◦კაცი – ეგ უზრდელობაა, ხომ გაიგე.
ვინი – ის რომ/
3◦კაცი – ჩაიცვი. ვეცადე შენი ზომის ამეღო.
ვინი – არ მჭირდება. მეგობრები კი არ ვართ საჩუქრები რომ გამიმზადო.
3◦კაცი _ ზრდილობა.
ვინი – ზრდილობა ისაა რომ მადლობას გეტყვი და მორჩა. თუმცა საჩუქარს არ ავიღებ. არ მინდა.
3◦კაცი – აიღე. თან ეს ფერი ჩემი აზრით ძალიან გიხდება.
ვინი – იმის მაგივრად რომ გაბრაზდე საჩუქარი მოგაქვს, რატომ ფულს არ ითხოვ და არ მიდიხარ.
3◦კაცი – მე შენ საჩუქარს გაძლევ და შენ როგორ მექცევი.
ვინი – არ მინდა. წაიღე. ამაში ფული გადაიხადე.
3◦კაცი – კი.
ვინი – მაშინ ეგ ფულიც წიგნაკში ჩაინიშნე. ჩემს ვალებს მიუმატე და თავიდან მომაშორე ეგ ტანსაცმელი. ნახავ ადრე თუ გვიან ყველა ვალს დაგიბრუნებ და ამით ორივე დავმშვიდდებით.
3◦კაცი – ესე იგი ვერ გაიგე. არაფერი შენ არ გესმის.
ვინი – მე/
3◦კაცი – მანამადე გთხოვე რომ დამჯდარიყავი და შენც დაჯექი. ახლა ტანსაცმლის ჩაცმას გთხოვ.
ვინი – ის რომ/
3◦კაცი – იცი რომ ბევრს ლაპარაკობ. იმაზე მეტს რასაც უნდა ლაპარაკობდე. (პაუზა) იმიტომ რომ თავიდან კარი არ გამიღე.
ვინი – როდის.
3◦კაცი – თავიდამ. ახლა თავს ნუ იკატუნებ. კარზე დავაკაკუნე შენთან. ზოგჯერ ისეც ხდება რომ რამოდენიმე სიტყვას ვეტყვით ხოლმე ერთმანეთს. მე კარზე დავაკაკუნე, შენ კი სახლში იყავი და კარი არ გამიღე.
ვინი – სინამდვილეში, სახლში არ ვიყავი… სხვაგან ვიყავი/
3◦კაცი – დაგინახე კიდეც. ფანჯრიდან. მაგიდაზე თავდამხობილი იჯექი.
ვინი – ესე იგი სხვა სათვალეები სულაც არ გჭირდება.
3◦კაცი – ესე იგი სახლში ნადმვილად შენ იყავი.
ვინი – იმის თქმა მინდოდა, რომ ისეთი ძლიერი სათვალეები გაქვს, რომ იმასაც ხედავ რაც არ იყო.
3◦კაცი – იცოდი მე ვიყავი და კარი მაინც არ გამიღე, ეს იმას ნიშნავს რომ როცა შენთან მოვდივარ ეს არ გსიამოვნებს.
ვინი – (შეშინებას იწყებს) მასე არ იყო, სახლში არ ვიყავი.
3◦კაცი – გეზიზღები, ასე ხომ? ფიქრობდი ისე წავიდოდი ვერც კი გავიგებდი სახლში იყავი თუ არა.
ვინი – არ შეიძლება ყველაფერზე გაბრაზდე. ხომ გითხარი უბრალოდ მაშინ სახლში არ ვიყავი/
3◦კაცი – ფიქრობდი რომ მომატყუებდი. გეგონა ცბიერი ხარ.
ვინი – საქმე იმაშია რომ/
3◦კაცი – შენ რა გონია, მე სულ ფეხებზე მკიდია შენთან მოსვლა და შენთან ლაპარაკი. გგონია მომატყუებდი და ამით გულს მატკენდი, ამიტომაც არ გამიღე კარი.
ვინი – საქმე ისაა/
3◦კაცი – შენთან მოსვლა და შენთან ლაპარაკი ჩემთვის უბრალოდ დროის გაყვანა იყო.
ვინი – ის, რომ დაღლილი ვიყავი. (პაუზა)
3◦კაცი – ესე იგი სახლში იყავი.
ვინი – კი.
3◦კაცი – ცოტაც კიდევ რომ გაგერძელებინა ნადვილად დავიჯერებდი რომ სახლში არ იყავი იმ დღეს, არადა კარგად დაგინახე.
ვინი – დაღლილი ვიყავი და მეძინა.
3◦კაცი – შენ ხარ – (პაუზა) შენ ხარ –
ვინი – რა.
3◦კაცი – თავს ნუ იკატუნებ. შენ ხარ – (პაუზა). შენ ხარ –
ვინი – (პაუზა) ‘არი.
3◦კაცი – გაიმეორე.
ვინი – (ნახევრად გახსნილი პირით) ‘არი.
3◦კაცი – კარგად ვერ გავიგონე.
ვინი – გარეწარი. გარე. წარი.
3◦კაცი – მთლაინი სიტყვა თქვი.
ვინი – გარეწარი ვარ. მე.
3◦კაცი – ყოჩაღ.
ვინი – მე გარეწარი ვარ. მე გარეწარი ვარ. (პაუზა)
3◦კაცი – ახლა ხომ გაიგე.
ვინი – რა.
3◦კაცი – კიდევ ვერ გაიგე.
ვინი – ვერა.
3◦კაცი – ტანსაცმელი. ტანსაცმელი აიღე.
ვინი – მართალი გითხრა ვერ გავიგე.
3◦კაცი – ადექი.
ვინი – შემიძლია წავიდე.
3◦კაცი – ადექი, ჩემთან მოდი და ნუ ლაპარაკობ.
ვინი – (ფეხზე დგება. 3◦კაცს უახლოვდება. 3◦კაცი ერთ ხელს ვინს მხარზე ადებს, მეორეთი კი შორს რაღაცაზე მიუნიშნებს)
3◦კაცი – ხედავ.
ვინი – რას.
3◦კაცი – შეხედე. ამ ღამეში იქ, სიღრმეში შუქს ხედავ.
ვინი – გააკეთე.
3◦კაცი – მე შენ შეგპირდი. მე შენ წინადადებებს გთავაზობ და ყოველთვის გეუბნები რომ ამ წინადადებებზე იფიქრო, შენ კი ყოველთვის თავს იკატუნებ რომ არ გესმის.
ვინი – ჩემი სახლი. დაანგრიე.
3◦კაცი – მხოლოდ რაღაც ნაწილი. ასე იყო საჭირო. ჭკუის სასწავლებლად. იფიქრე და მერე მითხარი კი. (3◦კაცი ვინის მხარიდან ხელს იღებს. ვინი მოშორებით სკამზე ჯდება. პატარა ჯოხით იატაკზე რაღაცას ხატავს. ხანგრზლივი პაუზა)
ვინი – რა უნდა გავაკეთო.
3◦კაცი – ტანსაცმელი აიღე.
ვინი – (ტანსაცმლის ასაღებად დგება) რა უნდა გავაკეთო.
3◦კაცი – ხვალ აქ მოდი. ამ სათზე. ამ ტანსაცმელში გამოწყობილი. მერე… როდესმე მანქანა გიტარებია.
ვინი – რამოდენიმეჯერ. სამაგიეროდ რას მომცემ.
3◦კაცი – (იცინის) არაფერს. (პაუზა) შვიდი წლის წინ სპარტას დაცვაში ვინ იყო.
ვინი – არ ვიცი.
3◦კაცი – ათასჯერ გითხარი იმათი სახელი.
ვინი – არ ვიცი.
3◦კაცი – გაიხსენე.
ვინი – (ხანმოკლე პაუზა. რაღაცას წამოიძახებს, თუმცა იცის რომ ცდება.) გრიჯერ ნოვოტნ ლებანტ.
3◦კაცი – ნედვედ ბუდკა მისტრი. შეგეშალა. დღეს მიპატიებია.

(ბნელა)

სცენა X

(ლუთერი საწვიმარი ლაბადით მხრებზე, ჰავანას ეწევა)

ჯარი – შენ რა იარაღის გამოყენების თეორია არ გისწავლია?
ლუთერი. – კი.
ჯარი – მაშინ რატომ ვერ ისვრი. ეს ხომ უბრალო სამიზნეა.
ლუთერი – მოძრავი სამიზნეა და იმიტომ.
ჯარი – ომში ვართ კაპრალო. სადაც სამიზნე ყოველთვის მოძრავია. მინდორში არავინ გაგიჩერდება და თითით არ გიჩვენებს სად უნდა ესროლო იმ ადგილს.
ლუთერი – მინდოდა გამერკვია როგორ უნდა გავიგო სამიზნეა საგანი თუ არა.
ჯარი – ისვრით თუ არა კაპრალო.
ლუთერი – ნებისმიერ რამეს ვესვრი.
ჯარი – ისროლეთ და ამით მორჩით კაპრალო. თუ რამე უბედურება მოხდება ჩვენ დაგიცავთ. ჩვენი მტრები საშინელ ცოდვას ჩადიან იმით რომ მოძრაობენ, ასე რომ თუ ესვრით, ცოდვებისგან გაანთავისუფლებთ. აქ სწორედ მაგისთვის ვართ. ადამიანები უნდა აღვზარდოთ. ადგილზე დაბრუნდით. (ლუთერი დასაჯდომად მიდის) დღეს თქვენგან მინდა მოვისმინო თუ რა აზრის ხართ ომზე.
ლუთერი – მე ჯერ კიდევ არ მინახავს ომი ბატონო.
ჯარი – არაჩვეულებრივია. სწორედ ამის მოსმენა მინდა თქვენგან. თქვენ ის არასდროს არ გინახავთ. ახლა კი ჩემს აზრს მოგახსნებეთ ომზე. მე ომს ისე ვაწყობ როგორც ამას კეთილი მოხუცი ქრისტე აკეთებდა, პარაბოლათი. შენ, მაგ შენი სათვალეებით, აი იქ სიღრმეში. (ლუთერი ტრიალდება და მის უკან სივრცეს შესცქერის) შენ, ამ სათვალეებით მოკვდები. (ლუთერი გაოცებული იყურება ირგვლივ) გაიგე პარაბოლა რას ნიშნავს?
ლუთერი – ვერა ბატონო.
ჯარი – არსებობს კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ღმერთი ბეცებს არჩევს. ანუ კრიტერიუმი, რომლითაც ღმერთი ბეცებს ქმნის, ისევე როგორც ხეიბრებს. ასევე არსებობს კრიტერიუმი, რომელიც წყვეტს ომში ვინ მოკლას და ვინ არა.
ლუთერი – ის ვინც სათვალითაა ყველა კვდება ბატონო?
ჯარი – იყო ერთი ასეთი კაპრალის მაგალითი. მხოლოდ ერთი. აბა გავიგეთ ჯარისკაცებო რა არის ომი?
ლუთერი – შიშისგან ჩასვრა ბატონო.
ჯარი – ომი, ჯარისკაცებო, ეს ერთი დიდი მუშტი-კრივია… ის იმარჯვებს ვინც ყველაფერს ხედავს, და არა ის ვინც განსხვავებულ რამეს მისჩერებია. ის ვინც არა მარტო იმ ჯარისკაცს ეომება ვინც მის წინ დგას, არამედ მთელს ჯარს. ომი ეს ჩვენი დიდი დედაა ჩემო ბატონებო. კარგ გამგზავრებას და მშვიდობით ყოფნას გისურვებთ ჯარისკაცებო.

(ბნელა)

სცენა XI

(VI სცენის სიტუაცია სუფევს. ჯონი ფანჯარასთან სიგარეტის მოწევას აგრძელებს. სიჩუმეში ვინი შემოდის. მაგიდას მიუჯდება, თავი ბუნებრივად უჭირავს. ჯონი სიგარეტის მოწევას ამთავრებს და ტრიალდება. ერთი წუთით შეშინდება, მაგრამ ვინს რომ დაინახავს მშვიდდება.)

ჯონი – შენ ხარ.
ვინი – კარი ღიაა.
ჯონი – დღემდე ვერ შეამჩნიე რომ ეგ კარი ყოველთვის ღიაა. გამაფრთხილე როცა შემოხვალ. არ შეიძლება ღამით ასე შემოაბოტო.
ვინი – ზარიც არა გაქვს.
ჯონი – ჯანდაბა, დააკაკუნე მაინც!
ვინი – დავაკაკუნე, მაგარმ არ გაგიგონია.
ჯონი – კარგი, კარგი! (პაუზა)
ვინი – გაყიდე?
ჯონი – ვერაფერი ვერ გავყიდე.
ვინი – ვერც ბეჭედი?
ჯონი – ეგ დავაბრუნე. ასე გვიან ჩემთან რატომ მოხვედი.
ვინი – ვერ დავიძინე.
ჯონი – პატარა ბიჭივით ხარ.
ვინი – აღარც მახსოვს ბოლოს როდის მეძინა. მგონი ავად ვარ. ვერასდროს ვერ ვიძინებ (თავს იმართლებს) თუმცა ეს პირველადაა როცა ასე გვიან გაწუხებ. ხომ მეგობრები ვართ? ჰოდა მეც ვიფიქრე მეგობრები ვართ, ერთდაერთია ვინც ასე გვიან კარში არ გამაგდებს მეთქი.
ჯონი – მართალი გითხრა, სწორედ ახლა ვაპირებდი დასაძინებლად წასვლას. (სიჩუმე)
ვინი – (ცოტა ნაწყენი) მართალი ხარ. წადი, დაიძინე. მე თუ შეიძლება ცოტა ხანი აქ გავჩერდები და მერე წავალ.
ჯონი – მოხუცი.
ვინი – რა მოხდა.
ჯონი – მღლის. დღეს ძალიან დამღალა.
ვინი – ალბათ სადაცაა მოკვდება.
ჯონი – შენც მასე ფიქრობ. თუმცა მეეჭვება რომ მასე მოხდეს. მაშინ თუ არ გეშინია მარტო დარჩენის მე წავალ. რამე ხომ არ გინდოდა გეთქვა.
ვინი – რა უნდა მეთქვა.
ჯონი – მე რა ვიცი, რადგან ასე გვიან მოხვედი ჩემთან ვიფიქრე ალბათ რამეს თქმა უნდა მეთქი.
ვინი – არა. სათქმელი არაფერი მაქვს. წადი, დაიძინე. მე ცოტა ხანი აქ დავრჩები. მოგისმენთ როგორ სუნთქავთ შენ და მოხუცი და იქნებ ამასობაში მეც ჩამეძინოს.
ჯონი – მოხუცი ხვრინავს და არ შეშინდე. დივანიც კი არა მაქვს რომ წამოწვე.
ვინი – არ შეწუხდე. მაგიდაზე დამხობილ ყოფნას კარგა ხანია მივეჩვიე.
ჯონი – გინდა რამე?
ვინი – ცოტა წყალი თუ გაქვს.
ჯონი – ბოთლი იქ დევს ზემოთ. შეგიძლია მიიყუდო და ისე დალიო, მოხუცი მაინც ვერ შეამჩნევს.
ვინი – შეიძლება აქ მოვწიო?
ჯონი – რაGგჭირს ამ შუაღამეზე, დღე ხომ ამას არასდროს არ მკითხავდი.
ვინი – საფერფლეს მომაწოდებ?
ჯონი – არა მაქვს. მიწაზე დაყარე. ხვალ დავასუფთავებ. ან სულაც არ დავასუფთავებ, რა აზრი აქვს.
ვინი – კარგი. (სიჩუმე.) ღამე მშვიდობისა. ყველაფრისთვის მადლობა.
ჯონი – (მიდის. მერე ისევ ბრუნდება) ვწუხვარ რომ შენთვის დასაწოლი არაფერი მაქვს. ისიც ცუდად ჟღერს რომ გითხრა ჩემთან ერთად დაწექი მეთქი. მაგრამ, თუ გინდა მორიგეობით დავწვეთ.
ვინი – ნუ შეწუხდები. მაგიდაც საკმარისია. სახლშიც, თუ მოხდა სასწაული და ჩამეძინა, ყოველთვის მაგიდაზე ვიძინებ. ტელევიზორს რომ ვუყურებ მერე, თუმცა სიმართლე ისაა რომ არასდროს არ მძინავს.
ჯონი – არ ვიცოდი თუ უძილობა გაწუხებდა. მერე მაგიდაზე ყოფნით ზურგი არ გტკივა.
ვინი – ახლა უკვე აღარ. თავიდან ცოტათი მტკიოდა. უბრალოდ საკმარისია რამეს მიეჩვიო და (პაუზა)
ჯონი – ორი წუთი გავჩერდები შენთან. (ისიც ჯდება)
ვინი – მადლობა, თუმცა…
ჯონი – (არ უსმენს) ესე იგი ამ საღამოს ტელევიზორზე არ გიყურებია.
ვინი – არა.
ჯონი – რატომ მერე.
ვინი – სულ ერთი და იმავე რაღაცეებს უჩვენებენ.
ჯონი – ნამდვილი ამბები თავისთვის ხდება და არა დაგეგმილად.
ვინი – ვიცი, ვიცი, ეგ კარგად ვიცი. თუმცა მე ფილმებს როდი ვუყურებ.
ჯონი – (იცინის.) აბა რას უყურებ? საინფორმაციო გადაცემებს?
ვინი – არა. არა. ყოველთვის ერთადაიმავე რაღაცეებს. ისეთ არხებზე ვრთავ, ჯერ კიდევ კარგად რომ ვერ იჭერს.
ჯონი – (ირონიულად) არაჩვეულებრივია.
ვინი – ნაცრისფერი ეკრანით, საიდანაც ზუზუნის გარდა არაფერი არ ისმის.
ჯონი – ეგ დაძინებაში გეხმარება.
ვინი – ხო. (პაუზა. მერე ნდობით) რამოდენიმეჯერ რაღაც გამოსახულებებიც კი დავინახე.
ჯონი – მაგალითად?
ვინი – სახეეები.
ჯონი – სახეები?
ვინი – მმ.
ჯონი – მხოლოდ სახეები? არ ლაპარაკობენ?
ვინი – არა.
ჯონი – დარწმუნებული ხარ. იქნებ ისეთი არხია ხარვეზებით რომ გადმოიცემა.
ვინი – არა. არა. (პაუზა) მე სახეებს შევცქერი, ისინი კი მე შემომცქერიან და ამით ყველაფერი მთავრდება. მაგრამ ასეთი რამე ძალიან იშვიათად ხდება.
ჯონი – ჩემი აზრით უბრალოდ რაღაც არხია. რომელიმე არხი კი მას აფერხებს და ამიტომ არ უჩვენებს კარგად. საინფორმაციოები დღეს ყველგან აღწევს. (სიჩუმე)
ვინი – ერთხელ იქ ენრი დავინახე.
ჯონი – ვინ?
ვინი – (თავმობეზრებული) არავინ. დაივიწყე.
ჯონი – მაპატიე მაგრამ კარგად ვერ გავიგე, შეგიძლია კიდევ ერთხელ გამიმეორო?
ვინი – ჩემი ძმა, ენრი.
ჯონი – აჰ, მაპატიე.
ვინი – არაფერია. აწი აღარც გემახსოვრება.
ჯონი – სახე კი მახსოვს მისი, მაგრამ ბუნდოვნად. რამოდენიმეჯერ მელაპარაკე კიდეც მასზე. (პაუზა)
ვინი – რამდენი ხანია რაც შენები აქ ცხოვრობენ?
ჯონი – ოცდათხუთმეტი წელი.
ვინი – ოცდათხუთმეტი.
ჯონი – დაახლოებით. (ფეხზე დგება) გინდა რაიმე?
ვინი – რასაც შენ დალევ. (ჯონი ბოთლს და ორ ჭიქას იღებს. ამის შემდეგ მთელი მოქმედების განმავლობაში სვამენ) ოცდათხუთმეტი წელი.
ჯონი – ხო, დაახლოებით.
ვინი – ენრი ოცდაათი წლის წინ მოკვდა.
ჯონი – რამდენი დრო გასულა.
ვინი – თითქოსდა ასე არ ჩანს არა?
ჯონი – იმის თქმა მინდოდა რომ ვბერდებით. ის კი ახალგაზრდა რჩება, ის მაინც.
ვინი – (აზუსტებს) ბავშვი იყო.
ჯონი – მეც ბავშვი ვიყავი ის რომ დაიღუპა.
ვინი – არც კი შემშინებია როცა ტელევიზორის ეკრანიდან შემომყურებდა.
ჯონი – გიღიმოდა?
ვინი – რატომ?
ჯონი – არ ვიცი, ისე. ამბობენ, როცა გარდაცვლილი მომღიმარი სახით გესიზმრება ეს იმის ნიშანია რომ ის სამოთხეშია და თავს კარგად გრძნობს. არ ვიცი ტელევიზორში დანახვის შემთხვევაშიც თუ ასეა, მარგამ ალბათ ასე იქნება.
ვინი – ბავშვი იყო და სამოთხეში წავიდოდა. მიუხედავად იმისა, რომ არ მიღიმოდა, ბავშვებიც თუ არ ხვდებიან სამოთხეში აბა მეტი ვინღა უნდა მოხვდეს იქ.
ჯონი – რა თქმა უნდა ამის თქმა მინდოდა.
ვინი – (ხანმოკლე პაუზის შემდეგ) იცი რომ ეგ ჩემი ბრალია?
ჯონი – მითხარი რომ შემთხვევით მოხდა. რაღაც მონეტა. მატარებელი.
ვინი – (დამწუხრებული) მონეტა.
ჯონი – მომიყევი რომ რკინიგზაზე თამაშობდა, ლიანდაგზე მონეტა დადო რათა მატარებელს დაეჭეჭყა ის. მერე ის რომ მონეტა გადაუვარდა და სანამ ლიანდაგზე დებდა მონეტას, მომავალი მატარებელი ვერ შენიშნა. ასე მომიყევი ეგ ისტორია.
ვინი – ეგ მე ჩავიდინე.
ჯონი – (გაყინული, თუმცა ცდილობს არ შეიმჩნიოს) განგებ გააკეთე.
ვინი – ბავშვები ვიყავით. მაშინ სიკვდილის არაფერი არ მესმოდა. მე გამხდარი და ბღუზიანი ვიყავი. ერნი ქერა და ჩაპუტკუნებული. ერნმაც არაფერი არ იცოდა მაშინ სიკვდილის. სამაგიეროდ ომს გადავარჩინე არა ჯონ? ომს მაინც დააღწია თავი. საზღვარზე ან ზღვაზე გაგზავნას გადავარჩინე, არა? ბავშვები ვიყავით. საიდან ვიცოდი რომ მოკვდებოდა.
ჯონი – ადრე თუ გვიან ყველა სიკვდილის შვილები ვართ. ამბობენ, ვინც კვდება მისთვის ეს ყველაზე იოლიაო.
ვინი – (არც უსმენს) რა ვიცოდი თუ მოკვდებოდა. (იცინის) `ერნ, თუ პეჩენიებს არ მომიტან მოგკლავ იცოდე!~ ასე ვემუქრებოდი დამტვრეული პლასმასის თოფის წვერით. მას კი ეშინოდა. ხანდახან მეც კი მაშინებდა მისი შიშით. `ერნ, ერთი კვირის განმავლობაში ჩემი მონა იქნები, იმას გააკეთებ რასაც გიბრძანებ.~ დილაობით როცა სკოლაში ერთად მივდიოდით სულ ვაწვალებდი. `მტკენ~ `დედამ მითხრა შენზე თვალი მეჭიროს, რამე რომ დაგემართოს მე დამაბრალებენ~. `მსუქანი ხარ და სამხედრო ვერასდროს ვერ გახდები!~ მაგას კი ნამდვილად გადავარჩინე ჯონ, არა? მახსენდება, ერთად სიარულის დროს როგორ ტკიოდა მუხლები, მე კი განგებ მივდიოდი სწრაფად, იმიტომ რომ მას ტკენოდა. არც არავის უთქვამს არასდროს ჩემთვის რომ ცუდად ვიქცეოდი. დღესაც კი არ ვიცი კარგად ვიქცეოდი თუ ცუდად.
ჯონი – ზოგჯერ ვინ რაღაცეები რომც არ გააკეთო მაინც თავისთავად არსებობენ. ეგეთი რაღაცეები ხდება და მორჩა.
ვინი – ოდესმე ყოფილხარ ტბასთან ახლოს რომ რკინიგზაა იქ?
ჯონი – რამოდენიმეჯერ, ღამით, ისიც საჟიმაოდ.
ვინი – ბავშვობაში თუ ყოფილხარ, დღისით.
ჯონი – არ მახსოვს. შეიძლება კი, მაგრამ ჩემთვის საინტერესოს იქ ვერაფერს ვხედავდი.
ვინი – მე კი ხშირად დავდიოდი იქ, თან ერნიც მიმყავდა. გველებს ვკლავდი და ამას ვაჩვენებდი, იმიტომ რომ მისთვის დამემტკიცებინა როგორი მამაცი და ყოჩაღი ვიყავი. მშვიდი გველები იყვნენ, ისეთები შენს დანახვაზე რომ გარბიან, არც იკბინებიან. მე კი მათ ვხოცავდი. ერნს ეშინოდა ჩემიც და გველებისაც.
ჯონი – საიდან იცი რომ შხამიანები არ იყვნენ.
ვინი – ძალიან მსუქნები იყვნენ. ერნივით ჩასუქებულები და საყვარლები, ალბათ მათ იმიტომ ვკლავდი რომ ერნის მოკვლის შთაბეჭდილებას მიქმნიდნენ.
ჯონი – (თხრობა რომ გააგრძელებინოს) ყოველშემთხვევაში.
ვინი – რკინიგზის სადგურს ირგვლივ ლერწმის ტყე ერტყა, წინ კი ტბა.
ჯონი – ქვიშიან სანაპიროზე რამოდენიმე ნავიც იყო. ისინი მეც მახსოვს.
ვინი – ერნი რომ მოკვდა მერე გავიქეცი და იქ ვიმალებოდი. მერე არ ვიცი როგორ დავბრუნდი სახლში. არ მინდოდა შეემჩნიათ რომ მე მოვკალი ის. ეგ ამბავი დავმალე. სახლში რომ მივედი სიტყვაც არ ამომიღია, ვჭამე და დასაძინებლად წავედი. ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად სიჩუმეც საკმარისი აღმოჩნდა. გვიან ღამემდე მეძინა და არაფერი არ დამსიზმრებია. როცა ავდექი დედა ტიროდა, მამა ფანჯარასთან იდგა. ერთი სიტყვაც კი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. შეიძლება მითხრეს კიდეც რამე ან არა. მე მხოლოდ სიჩუმე მახსოვს. თუმცა არაფრის თქმა არ იყო საჭირო.
ჯონი – ალბათ ისინი მაშინვე მიხვდნენ რომ შენ იყავი. ალბათ ისიც გაიფიქრეს რომ შემთხვევით მოგივიდა. იქნებ და მართლაც არაფერს შუაში ხარ და ტყუილუბრალოდ იდანაშაულებ თავს.
ვინი – ხელი ვკარი. კარგად მახსოვს ჩემი ხელები მის ზურგზე, როგორ მოატრიალა თავი უკან, რადგან არ ელოდებოდა, მუხლებით წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობდა. მერე გაჩერდა, მხოლოდ თავი მოძრაობდა მატარებლის მიმართულებით. უზარმაზარი მატარებელი. მერე მორჩა, არც არაფერი არ დამსიზმრებია.
ჯონი – იმის თქმა მინდა, ბავშვი იყავი. იქნებ იმ ღამეს დაგესიზმრა… ან არა. შენ უფრო იცი. მხოლოდ შენ ერთმა იცი რა მოხდა იქ. ალბათ… (პაუზა) მისი მოკვლა სულაც არ გინდოდა.
ვინი – არ ვიცოდი თუ სიკვდილი არსებობდა. თავით არ ვიცოდი, ხელებით კი კი. სწორედ ხელებით გადავაგდე.
ჯონი – არ გინდოდა მისი მოკვლა. მაშინ ჯერ კიდევ პატარა ბიჭები იყავით.
ვინი – უკვე მოხდა, ვეღარაფერს ვუშველით. (იცინის) ხვალ პოლიციაში წავალ და ვეტყვი: `გამარჯობათ. ოცდააათი წლის წინ ძმა მოვკალი. რადგან ტელევიზორში მისი სახე დავინახე, მინდა ჩაგბარდეთ. არა, საქმეთა წიგნში ტყუილუბრალოდ ჩაიხედავთ, გამოძიება ამ საქმეზე არ წამოგიწყიათ,… უბედური შემთხვევა იყო. მე ვკარი მას ხელი და უბედური შემთხვევის იმიტაცია შევქმენი.
ჯონი – შეგეშინდა როცა… დაინახე…
ვინი – არა, როცა დავინახე მაშინ არა. მეორე დღეს შემეშინდა. მეგონა პოლიციაში წასვლას და ყველაფრის აღიარებას მთხოვდა, რომ ციხეში უნდა წავსულიყავი, იმის გამო რაც ჩავიდინე.
ჯონი – არაფერი არ უთქვამს.
ვინი – არა. მაგრამ მომდევნო დღეებში მომეჩვენა, სიტყვების გარეშეც მეძახდა. თვალებით მეუბნებოდა, მალე მოკვდებიო.
ჯონი – როდის ნახე.
ვინი – აღარ მახსოვს უკვე. ალბათ თვეების წინ. აბა რა ვიცი. (იღიმის) ყოველშემთხვევაში ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ.
ჯონი – (ხუმრობს) აბა რა ვიცი ამას ცოცხალი კაცი მეუბნება თუ მკვდარი. იქნებ გადაწყვიტე გამომცხადებოდი. (იცინიან) კაი, ჩემი აზრით მხოლოდ არხის ხარვეზების ბრალი იყო.
ვინი – არა. არა. ის იყო. Yთუმცა ისე არ მეძახდა, როგორც მკვდრები ეძახიან ხოლმე ცოცხლებს.
ჯონი – ალბათ შენი მონახულება უნდოდა. ალბათ მოენატრე.
ვინი – მაპატია.
ჯონი – ის რომ ხელი ჰკარი.
ვინი – ის რომ მოვკალი.
ჯონი – იმიტომ გაპატია, რომ მაშინ არ იცოდი რა იყო სიკვდილი/
ვინი – მაპატია ის რაც ჩავიდინე და ის რატომაც ჩავიდინე.
ჯონი – ამის თქმა ტელევიზორის ეკრანიდან მოინდომა.
ვინი – (უხსნის) ეკლესიაში არასდროს დავდივარ.
ჯონი – ჩვეულებრივი სიზმარი იყო
ვინი – ხომ გითხარი, ძალიან ცოტა მძინავს, თითქმის არც მძინავს. იმით მივხვდი რომ მაპატიე, ახლა სამსახური ვიშოვე.
ჯონი – (გაოგნებული, დაძაბული) მმმ?
ვინი – სინამდვილეში მან მიპოვა სამსახური. ერთ წელიწადში, იმის მაგივრად რომ მოვეკალი, სამხახური მიპოვა.
ჯონი – (შურს) რა ჯანდაბას ამბობ. (იცინის, არ უნდა შეიმჩნიოს) ჩემი დაც კი მოკვდა, მაგრამ სამსახური კი არ უპოვია ჩემთვის. ღმერთმა კი იცის როგორ მჭირდება ახლა სამსახური. (პაუზა) შენ ხომ იცი…
ვინი – მჰ.
ჯონი – (იცინის) მე კი ჩემმა ნაბოზარმა დამ (გაბრაზებული, იცინის) არც კი მიპოვა სამსახური. (ცოტა შეზარხოშებული იცინის, ვინიც შეზარხოშებულია.)
ვინი – ხედავს რომ ტელევიზორს არასდროს რთავ.
ჯონი – უკვე ათი წელია რაც არ მუშაოს.
ვინი – მაშინ ეკლესიაში მაინც წადი.
ჯონი – ისიც დაინგრა, უკვე რამდენი წელია. (სიჩუმე) სამუშაო.
ვინი – (ცოტათი შეცბუნებული ) ხო…
ჯონი – კარგი სამსახურია.
ვინი – ამ ბოლო დროს მიჭირს გავერკვე რაა კარგი და რა ცუდი.
ჯონი – ჩვენს ყოფაში ნებისმიერი სამსახური კარგია.
ვინი – მეც მაგას ვფიქრობ.
ჯონი – ესე იგი ამბობ, რომ ერნმა გიპოვა სამსახური.
ვინი – კი. ვფიქრობ რომ ერნმა. (სიჩუმე. შემდეგ) მარტო იმაზე ფიქრიც კი ბედნიერს მხდის, რომ ერნმა გამიკეთა ეს.
ჯონი – (აღელვებული, იცინის) იმედია ბებერ ჯონს ასე არ მიატოვენ, ხომ არ დამტოვებ ასე…
ვინი – (არ აცლის) არ გაინტერესებს რა სამსახურია? (ხანგრძლივი პაუზა)
ჯონი – (გაბრწყინებული ) არა, არა. მე მხოლოდ ის მაინტერესებს ჩემთვის თუ შეიძლება იქ რაიმეს მოძებნა. მხოლოდ ეს მაინტერესებს. არ შეგიძლია ბებერი ჯონი შიმშილის ამარა დატოვო. ასე არაა? ახლა შენც იცი როგორ მჭირდება ფული. ახლა როცა თავისუფლებასთვის და სიცოცხლისთვის გადახდა მიწევს, არ შეგიძლია მიმატოვო, ხომ ასეა? მანია ფეხმძიმედაა, აბორტისთვის ფული მჭირდება. თუ ლუთერი დაბრუნდა. არ მინდა სიკვდილი ვინ. ახლა ფული მჭირდება. ოღონდ ახლა არ მიმატოვო.
ვინი – ჯონი.
ჯონი – შენც ნახე, ვერაფრის გაყიდვას ვერ ვახერხებ. ჯარისკაცების ბანაკში არავის არაფერი არ უნდა. აბორტს უფასოდ არ გააკეთებენ. მე სიცოცხლე მინდა ვინ. მაშინვე მომკლავენ თუ გაიგეს ჯარისკაცის ცოლი დავაფეხმძიმე. ვინ, ან ის მომკლავს ან სახელმწიფო.
ვინი – ჯონი, მე (პაუზა)
ჯონი – შენ
ვინი – ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული.
ჯონი – (მწარე სიცილი.) რა თქმა უნდა.
ვინი – მართლა.
ჯონი _ ნამდვილად. ეგ შენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენს შორის რასაც ვამბობთ ყოველთვის ყველაფერი სიმართლეა და მეტი არაფერი, მაგრამ არის რაღაც რაც არ უნდა ხდებოდეს.
ვინი – მეც ვიცი, რომ რაღაც ისეთი ხდება რაც არ უნდა ხდებოდეს.
ჯონი – კიდევ კარგი ეგ მაინც იცი.
ვინი – ჯონ, ეგ ჩემზე არ არის დამოკიდებული.
ჯონი – არც ჩემზე. (პაუზა) მაშინ რა ჯანდაბამ მოგიყვანა აქ, მხოლოდ ამის სათქმელად მოხვედი.
ვინი – არ მეძინებოდა.
ჯონი – ჩემთვის მაინც გეცლია ძილი. შეგეძლო სამსახურში წასულიყავი და მეტად აღარ მოსულიყავი ჩემთან. ჩემთვის ყოველთვის მეგობრად დარჩებოდი. ასე უნდა მოქცეულიყავი და არა ისე, რომ მოდიხარ აქ და შენი სამსახურის ამბებს მიყვები. ისე უნდა გამქრალიყავი არაფერი არ უნდა გეთქვა. ყოველთვის ჩემს მეგობრად ჩაგთვლიდი.
ვინი – შენს დამალულად არასდროს არაფერი გამიკეთებია, სამსახური არ მიძებნია.
ჯონი – რა თქმა უნდა არა, ეს სამსახური ხომ ერნმა გიშოვა და არა შენ. ერთი წლის წინ საფლავიდან ამოვიდა, მერე ტელევიზორის დახლართულ შნურებში შეძვრა და ნაცრისფერი ეკრანიდან გამოგეცხადა, დაგლოცა და სამსახურის პოვნაშიც დაგეხმარა, თუმცა რა პოვნაში, თავად ერნმა გიპოვა სამსახური, სწორედ მან.
ვინი – ერნი მართლა ვნახე, არ შეიძლება თქვა რომ ვიტყუები, იმიტომ რომ მაშინ შენ იქ არ იყავი.
ჯონი – ერნი სულ ფეხებზე არ მკიდია.
ვინი – (ვინი ჯონს მივარდება და ხელჩართულ ბრძოლას იწყებენ) ის ჩემი ძმაა. არ შეიძლება მკვდრებზე ასე ილაპარაკო ჯონ, თუ არა და თავისთან წაგიყვანენ, ერნი ჩემი ძმაა, ახლა ის მკვდარი და შენ ერთი სიტყვის თქმის უფლებაც არ გაქვს მასზე, გაიგე ჯონ, თუ არა და შენც იქ წაგიყვანს. (ჩხუბს თავს ანებებენ. ჯონი მაგიდასთან ჯდება, ზურგით სკამზე მიყრდნობილს თავი ჩამოგდებული აქვს.. ჯონი ძალიან ბევრს სვამს, მერე სიჩუმეა) მე ჩემი საქციელისთვის საკმაო ვაზღვიე, ერნის სიკვდილისთვის. მე ჩემი სიცოცხლითაც ვცხოვრობდი და ერნის მაგივრადაც ვიცხოვრე. ყოველთვის ვიხდი იმისთვის რასაც ჩავდივარ. მე ამ სამსახურის გამოც გადავიხადე, გაიგე?
ჯონი – ხო მაგრამ უცნაურად ჟღერს სამსახურის გამო გადაიხადე.
(სიღმეში გლაუჩე გამოჩნდება)
გლაუჩე – რა მოხდა ჯონი, კიდევ არ გძინავს?
ჯონი – (თავის აწევის გარეშე) წადი დედა. წადი დაიძინე.
გლაუჩე – რა მოხდა? მარტო ხარ თუ ვინმეა აქ შენთან ერთად?
ჯონი – არავინ არაა დედა. მხოლოდ მე და შენ ვართ.
გლაუჩე – რა მოხდა ჯონი?
ჯონი – (ღვარძლიანად) მკვდრები ვართ დედა. უკვე მოვკვდით და ახლა სამოთხეში ვართ. ასე, რომ ახლა შეგიძლია ის ჩემი ნაბოზარი და და შენი წმინდა შვილი ნახო. მკვდრები ვართ დედა, და ამ სამოთხეში მხოლოდ მე და შენ ვართ. ახლა კი წადი დასაძინებლად. ხვალ კი სამოთხეს დაგათვალიერებინებ.
გლაუჩე – ჯონი, ამბობ რომ/…
ჯონი – წადი დასაძინებლად დედა, არ გესმის.
გლაუჩე – …/ მართლა? (პაუზა)
ჯონი – (დამშვიდებული) არა დედა. ახლა წადი, დაიძინე.
გლაუჩე – აუცილებლად უნდა ვიბანაო…
ვინი – ფული აქ არაფერ შუაშია.
ჯონი – არა. მუშაობა ფულის ქონას სულაც არ ნიშნავს. საქმე იმაშია, რომ როცა მუშაობ თავს კარგად გრძნობ. აი ესაა შუაში. აქ არაფერ შუაშია საჭმლის და წყლის ყიდვა, აქ ისაა საქმე რომ მთელი დღე მოწყენილი არ იქნები… ცუდ დროს დაიბადე ვინ. იმ წლებში სადაც რისი გაკეთებაც გინდა ის სისულელეა. აქ იმიტომ მუშაობენ, რომ არ მოკვდნენ. (პაუზა)
ვინი – სამუშაო მან მომცა.
ჯონი – მან? კიდევ ერნზე ლაპარაკობ?
ვინი – ჯონი. კიდევ ვერ გაიგე.
ჯონი – ვერა.
ვინი – მან. იმ ტიპმა, ფულის ჩამოსაკრეფად რომ დადის. ომამდე რომ ფული მასესხა მან მიშოვა.
ჯონი – რა ჯანდაბას ლაპარაკობ.
ვინი – მან მიპოვა. მეც იმიტომ ვმუშაობ ჯონ, რომ არ მოვკვდე. წინა დღეს შევხვდი. სამუშაოზე მითხრა. მე ყური ავუყრუე, არ მინდოდა მისთვის მესმინა, მაგრამ მითხრა, ეს უკანასკნელი რამ იყო რისი გაკეთებაც შემეძლო. მითხრა, სანამ უარს ვეტყოდი უნდა დავფიქრებულიყავი. ეწეოდა. მერე წავიდა. მე მინდოდა მეთქვა რომ მისი არ მეშინია, ისიც ვიცოდი თუ როგორ ჩაისვარა ერთ დღეს რევოლვერი რომ მიუშვირეს, მაგრამ ვერაფერი ვერ ვუთხარი. ოთხ დღეში ნახევარი სახლი გადამიწვეს.
ჯონი – ეგ ჩემთვის არ გითქვამს.
ვინი – ბილეთი დამიტოვა. მეორე დილით კი დავთანხმდი. ეს ჩემზე არაა დამოკიდებული ჯონ.
ჯონი – რისი გაკეთებას გთხოვს.
ვინი – ტრანსპორტირება, საქონლის. ერთი კვირა გაკვეთილებს მიტარებენ. ტანსაცმელს მაძლევენ. კიდევ ერთხელ მასწავლიან მანქანის ტარებას. ორშაბათიდან კი ტრანსპორტზე დამსვამენ.
ჯონი – გიხდიან მაინც ცოტას.
ვინი – (იცინის) გეყოფა ჯონ. ჩემსა და შენს შორის შედარებას ნუ ცდილობ. ვერ იტყვი რომ მე შენზე მეტი ბედნიერი ვარ.
ჯონი – მაგაზე არ მიფიქრია.
ვინი – არაფერია. არაფერია. ვიხუმრე. (პაუზა. ვინი ყალბი აჩქარებით ეუბნება) ჯონ რატომ არ მიდიხარ?
ჯონი – საიდან? სახლიდან?
ვინი – აქედან. წაიყვანე დედაშენი და ისეთ ადგილას წადი სადაც ომი არაა. ხვალ ჩემოდნები გაამზადე/
ჯონი – ვიღასა აქვს ჩემოდნები.
ვინი – /წადი. თუნდაც ფეხით მოგიწიოს წასვლა. ზოგჯერ წასვლაც საკმარისია, თუნდაც პატარა მანძილით მოშორება, ასე შეიძლება გადარჩე.
ჯონი – მანია. მეტის თქმა მგონი არაა საჭირო.
ვინი – არ გინდა მისი დატოვება.
ჯონი – (დაძაბული) მხოლოდ ეგ არა. (პაუზა)
ვინი –კარგი. რამოდენიმე თვე, მაქსიმუმ ერთი წელი და ყველაფერი კარგად იქნება. თუ ახლა წახვალ და რამოდენიმე თვეში დაბრუნდები, ნახავ ყველაფერი კარგად იქნება. ბევრი არაა ერთი წელი. თან ძალიან შორს კი არ უნდა წახვიდე.
ჯონი – არა. არ მინდა აქედან წასვლა. რაც არ ვიცი იმის შიში რატომ უნდა მქონდეს. (პაუზა. ვინი ტონს ცვლის.)
ვინი – ჯონ.
ჯონი – რა იყო.
ვინი – რამდენი ხანია რაც შენები აქ ცხოვრობენ.
ჯონი – ოცდათხუთმეტი წელი. ეგ ხომ გითხარი უკვე.
ვინი – ხო. მართალი ხარ. ბოდიში.
ჯონი – კიდევ ერნზე ფიქრობ.
ვინი – არ ვიცი…
ჯონი – უკვე ოცდათხუთმეტი წელია. (პაუზა.) დედაჩემი სამხრეთელი იყო. თხუთმეტი წლის ასაკში დაქორწინდნენ. არა, თვრამეტი. თვრამეტი წლის ასაკში. როცა მამაჩემი მოკვდა დედაჩემი ალბათ ბედნიერი იყო, თუმცა ალბათ კი არა და ბედნიერი იყო. ეს ჩანდაც კიდევ, თუმცა მამაჩემის ნათესავებთან იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო. ტიროდა, გაფითრებული სახით დადიოდა. ყოველ დღე ყვავილები მიჰქონდა საფლავზე, იქ რომ მივიდოდა კიდევ სამარის ზემოთ მამაჩემს დასცინოდა, გამარჯვებას ზეიმობდა.
ვინი – ნათესავები ვერ ამჩნევდნენ?
ჯონი – საფლავზე მარტო უშვებდნენ. ეს ცოლ-ქმრის ინტიმურ ურთიერთობას გავდა, მათი აზრით. ამიტომ მარტო უშვებდნენ. როცა ცოლ-ქმარი ლოგინშია იქ ხომ არავინ მიდის მათ საცქერად.
ვინი – ასე ფიქრობდნენ მამაშენის ნათესავები?
ჯონი – ხო.
ვინი – დედაშენი კი იმის მაგივრად, რომ იქ ნიფხავის გარეშე წასულიყო, ყვავილები მიჰქონდა და ქმარს დასცინოდა.
ჯონი – ხო.
ვინი – გული მოუოხებია. შენს გაჩენამდე რას აკეთებდნენ?
ჯონი – მამაჩემი გეომეტრი იყო. დედაჩემი არც არაფერს აკეთებდა.
ვინი – მამაჩემს ცოტ-ცოტა ყველაფერი ეხერხებოდა.
ჯონი – დღეს რა მოგონებების საღამო გვაქვს.
ვინი – (მის სიტყვებს ყურადღებას არ აქცევს.) ჩემები კარგად ეწყობოდნენ ერთმანეთს, ერნის სიკვდილის შემდეგაც. არ ვიცი ამას როგორ ახერხებდნენ, თუმცა ერნის სიკვდილის შემდეგ თითქოს არაფერიო, ისე იქცეოდნენ. ერთმანეთს შეხედეს, გაუღიმეს და რამოდენიმე დღის შემდეგ… აი მაშინ მოკვდა სინამდვილეში ერნი. ყველასთვის.
ჯონი – სხვა შვილი რატომ არ გააჩინეს.
ვინი – მათ ადგილზე მეც მასე მოვიქცეოდი. თუმცა ბავშვობაში მეგონა ერნის ხსოვნა არ უნდოდათ შეებრალათ სხვა შვილით. მე იმის შიშით ვცხოვრობდი რომ თუ სხვა შვილს გააჩენდნე, მე ალბათ იმასაც მოვკლავდი. (პაუზა)
ჯონი – (ორს შორის შემრიგებლური სიჩუმე დგება) მოხუცი, (ტრიალდება, და ხმადაბლა იწყებს ლაპარაკს) მოხუცს მამაჩემი სძულდა. მე ისიც ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ისეთი არარაობის სიძულვილი როგორიც მამაჩემი იყო.
ვინი – შენ გიყვარდა ის?
ჯონი – სულ ფეხებზე მეკიდა. დედაჩემს კი არა. მისი მოკვლა უნდოდა ყოველთვის. ჩემი დაც სძულდა, მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გახდა მისი ქალიშვილი და ახლა მხოლოდ მასზე ფიქრობს. მამაჩემი კი მიუხედავად იმისა რომ ისიც მკვდარია, მაინც სძულს. ვერ ვხვდები რატომ.
ვინი – შენთან, შენთან როგორ იქცეოდა.
ჯონი – ვძულვარ თუ არა. იქნებ ვძულვარ კიდეც მაგრამ ეს არასდროს არ უთქვია. არც იმათ ეუბნებოდა რომ სძულდა. ჩუმად სძულდა. მხოლოდ მაშინ ბრაზდებოდა, როცა მამაჩემი ეუბნებოდა რომ სხვა რჯულის იყო, ისეთის რომელიც ბაზარში უნდა წასულიყო და ევაჭრა, იმიტომ რომ იქ იყო მისი ადგილი.
ვინი – დედაშენი ამაზე ბრაზდებოდა.
ჯონი – ვერც კი წარმოიდგენ როგორ.
ვინი – იცი რატომ?
ჯონი – მამაჩემი ამ სიტყვებს ისე ამბობდა, დაუფიქრებლად. ეუბნებოდა რომ ფულის ხარბი იყო და მხოლოდ ვაჭრობა უყვარდა. პრინციპში ერთმანეთს კომპლიმენტებით არასდროს არ ათამამებდნენ.
ვინი – (დაინტერესებული) მართალი იყო მამაშენი. დედაშენს მართლა უყვარდა ფული და რაღაცეების გაყიდვა?
ჯონი – მოხუცი ამაზე ყოველთვის ბრაზდებოდა. ახლაც სიტყვაც რომ დაძრა ამ თემაზე საშინლად გაგიბრაზდება და გეტყვის რომ სიცრუეა.
ვინი – ხო მაგრამ, მართლა ასე იყო?
ჯონი – არ ვიცი. ამით არასდროს დავინტერესებულვარ. არ ვიცი მამაჩემი ამას მხოლოდ მის დასამცირებლად და გასაბრაზებლად თუ ამბობდა, რადგან დედაჩემს ამ სიტყვებივით არაფერი არ აბრაზებდა. ცოტა ხნის წინ გავეხუმრე და მეც იგივე ვუთხარი. მაშინვე ფერი ეცვალა სახეზე.
ვინი – არასდროს გიცდია გაგეგო მართლა თუ ეგეთია?
ჯონი – რაში მაინტერესებს. მართალიც რომ იყოს, მამაჩემთან მაინც ვერ წავალ და ვერ ვეტყვი მართალი იყავი თქო.
ვინი – ხო, ისე შეგეკითხე მაინტერესებდა ვინ იყო მათ შორის მართალი.
ჯონი – ვინ, წარსულის აკვიატება არ ვიცი.
ვინი – მე კი წარსულის მოგონებები არ მასვენებს.
ჯონი – ალბათ სწორედ ეგ არ გაძინებს.
ვინი – ალბათ უსაქმურობის გამო არMმძინავს.
ჯონი – ნახავ, სამსახური დაგეხმარება.
ვინი – დაგეხმარები ჯონ. მანიასთვისაც და ყველაფერშიც.
ჯონი – უარს ვერ გეუბნები ვინ, ვერ გეტყვი ნუ შეწუხდები მეთქი. ალბათ მივიღებს შენს დახმარებას.

(დაბნელება)

Letizia Russo

მეორე მოქმედება

სცენა I

(მანია და გლაუჩე. მკრთალი განათება. ნივთი, რომელიც აბაზანას დანიშნულებას ასრულებს. გლაუჩე სრულიად შიშველი შიგ ზის, შეიძლება მაყურებლის მიმართ ზურგით. ხელებდაკაპიწებული მანია გლაუჩეს ზურგს ბანს.)

გლაუჩე – თმებიც უნდა დავიბანო.
მანია – ჯერ ვნახოთ. რატომ. ჭუჭყიანი გაქვს.
გლაუჩე – არა.
მანია – მაშინ არ უნდა დაიბანო.
გლაუცე – დარწმუნებული ხარ.
მანია – რაზე მეკითხები.
გლაუჩე – ის, რომ თავი არ უნდა დავიბანო.
მანია – თქვენ თვითონ არ მითხარით რომ ჭუჭყიანი არ გაქვთ, ესე იგი დაბანვა არ ჭირდება.
გლაუჩე – მასე შენ ამბობ.
მანია – ყველა ასე გეტყოდა.
გლაუჩე – მერე ჩემს ბიჭს, ჯონის შენ ეუბნები მასე.
მანია – ამის თქმა არცაა საჭირო. ბუნებრივია, თუ თმები ჭუჭყიანი არ გაქვს, დაბანვაც არ ჭირდება.
გლაუჩე – აი აქ, უკან თმები დამისველდა, ახლა რა უნდა ვქნა?
მანია – რაზე ამბობთ.
გლაუჩე – რომ დამბან, მერე უნდა გამიმშრალო.
მანია – ხო.
გლაუჩე – კარგად უნდა გამიმშრალო, იმიტომ, რომ თუ მოვახერხე, უნდა წავიდე და ქირა უნდა გამოვართვა იმათ.
მანია – იმათ ვის?
გლაუჩე – არ იცი.
მანია – არა.
გლაუცე – ჩვენს მეორე სახლში რომ ცხოვრობენ, ქირა უნდა მოგვცენ.
მანია – ქირა.
გლაუჩე – ხო.
მანია – ესე იგი ფული.
გლაუჩე – ხო.
მანია – არ ვიცოდი.
გლაუჩე – ალბათ არასდროს მომიყოლია და იმიტომ. ხედავ, ის რაც მეგონა იცოდი, თურმე არ იცი. ჩემი ქალიშვილის ამბები კი, რაც მეგონა არ იცოდი, სინამდვილეში/
მანია – სად არის ეს სახლი.
გლაუცე – არ ვიცი.
მანია – აბა როგორ წახვალთ თუ არ იცით.
გლაუჩე – თავით არ ვიცი, თორემ ფეხებით კი მივდივარ. თუ გინდა ერთხელ წაგიყვან და წავიდეთ.
მანია – ყოველთვის საქმე მაქვს, ალბათ ვერ მოვახერხებ.
გლაუჩე – ერთი პატარა გასეირნებაა. (პაუზა.) თუმცა ადრე თუ გვიან ჯონი გთხოვს ამის გაკეთებას.
მანია – რისი.
გლაუჩე – ის რომ გარეთ გამიყვანო გასასეირნებლად.
მანია – ჩემი აზრით, არ მთხოვს.
გლაუჩე – მე კი მგონია რომ მოგთხოვს.
მანია – ყოვეთვის შემიძლია უარი ვუთხრა.
გლაუჩე – მართლა. უარს ეტყვი.
მანია – მე ხომ თქვენი ქალიშვილი არ ვარ.
გლაუცე – ეგ მართალია. ჩემი გოგო მოკვდა. შენ არა.
მანია – ახლა საჭიროა დავიწყოთ.
გლაუცე – რა.
მანია – ჩვეულებრივად რასაც ვაკეთებთ.
გლაუცე – არა, არა.
მანია – მკლავი ამოსწიე.
გლაუჩე – რომელი.
მანია – რომელიც გინდა.
გლაუჩე – შენობით დამელაპარაკე.
მანია – უცებ წამომცდა. განგებ არ მითქვამს.
გლაუჩე – ნახე, არც კი გავბრაზებულვარ.
მანია – კარგით. (მანია გლაუჩეს მკლავს ბანს)
გლაუჩე – მტკენ.
მანია – რას.
გლაუჩე – მკლავი მატკინე.
მანია – მხოლოდ გბანთ, მეტი არაფერი.
გლაუჩე – ძლიერად მისვამ ხელს. ზურგზედაც. აი, ნახავ დაბანვის შემდეგ ჩალურჯებები დამრჩება.
მანია – მაინც ვერავინ დაინახავს.
გლაუჩე – ერთ დღესაც ჯონს ყველაფერს ვეტყვი.
მანია – აჰ, ხო?
გლაუჩე – დიახადაც ვეტყვი.
მანია – მაინტერესებს რას ეტყვით.
გლაუჩე – ის რაც სიმართლეა. რომ მალურჯებ.
მანია – მე თქვენ თხოვნას ვასრულებ. მე რომ არა, წყალიც არ გექნებოდათ და არცAარავინ დაგბანდათ. თუ ჯონის ეს არ მოსწონს, შეგიძლიათ წყალიც კი არ გამომართვათ.
გლაუჩე – გაბრაზდი.
მანია – არა.
გლაუჩე – ნამდვილად.
მანია – ნამდვილად.
გლაუჩე – მაშინ ასე რატომ მელაპარაკები.
მანია – ასე როგორ.
გლაუჩე – ისე, თითქოს გარბაზებული ხარ ჩემზე ან ჯონიზე.
მანია – არავისზეც არ ვარ გაბრაზებული. მეორე მკლავი მომეცით.
გლაუჩე – ალბათ ასე იმის გამო იქცევი.
მანია – რის გამო.
გლაუჩე – იმიტომ რომ შიშველი ვარ.
მანია – ეგ რა შუაშია.
გლაუჩე – როცა ტანსაცმლით ვარ, მაშინ ჩემი გეშინია. ახლა კი, ჩემს ზემოთ დგეხარ და მალურჯებ კიდეც. თან ბოლოს მადლობაც უნდა გითხრა.
მანია – ეგ დიდად არ მაინტერესებს.
გლაუჩე – (არ უსმენს) იმიტომ რომ შიშველი ვარ და ამ შემთხვევაში შენ გამარჯვებულის როლში გამოდიხარ.
მანია – მე მოგება სულაც არ მაინტერესებს. თქვენი ბანაობა ზოგჯერ ზურგის ტკივილადაც კი მიჯდება. (პაუზა)
გლაუჩე _ ხვდები რატომ.
მანია – რატომ.
გლაუჩე – იმიტომ რომ შენი შვილების ნაბანავებ წყალში მბან.
მანია – ასე იმიტომ ვიქცევი, რომ ისინი ჩემი შვილები არიან.
გლაუჩე – ზოგჯერ სუფთა წყალიც არ მაწყენდა. მითუმეტეს თუ კაცი ორ კვირაში ერთხელ ბანაობ.
მანია – ბავშვები არიან. ჭუჭყიანები არ არიან.
გლაუჩე – როგორ არა. აბაზანაში მათი ჭუჭყი არშიასავით აკრია კედელს. სხეულით ვგრძნობ როგორაა მათი მკვდარი უჯრედები აბაზანის კელდებზე მიკრული და წყალში როგორ ტივტივებენ. ერთხელ სუფთა წყლითაც შეგეძლო დაგებანე.
მანია – ბავშვები არიან. თუ ეს პირობები არ მოგწონთ, შეგიძლიათ სხვას თხოვოთ წყალი.
გლაუჩე – სხვას აქ არავის არ ვიცნობთ.
მანია – მაშინ უმჯობესი არ იქნება თუ გაჩუმდებით.
გლაუჩე – სწორედ მაგიტომ მექცევი ასე.
მანია – რატომ.
გლაუჩე – მართალი ვიყავი. იმიტომ რომ შიშველი ვარ. იმიტომ რომ ასეთ მდგომარეობაში არაფრის თქმა არ შემიძლია, ხომ მართალი ვარ.
მანია – კიდევ.
გლაუჩე – სხვა დღეებში ჩემთვის არასდროს გიკადრებია გაჩუმება.
მანია – როგორ ახერხებთ ასე გაჭუჭყიანებას.
გლაუჩე – ძალიან ჭუჭყიანი ვარ.
მანია – კი.
გლაუჩე – ტყუილია. ამას იმიტომ მეუბნები, რომ კიდევ ერთხელ მაგრძნობინო ჩემი სიშიშვლე.
მანია – მართალს გეუბნებით. არ ვიცი რატომ, მაგრამ რამდენი ხელს გაგისმევთ იმდენად მეტი ჭუჭყი აგდით.
გლაუჩე – ალბათ ზიზღს ვიწვევ.
მანია – ცოტას.
გლაუცე – ალბათ. უმჯობესი იქნებოდა ადრე მოვკდარიყავი, ყოველთვის ვიმეორებ ამას, ვინმე ახალგაზრდაზე რომ გამეცვალა ცხოვრება უკეთესი იქნებოდა. ახალგაზრდა მოვკვდებოდი.
მანია – ხო.
გლაუჩე – შენც ასე ფიქრობ.
მანია – კი.
გ;აუჩე – მართლა.
მანია – კი. (პაუზა)
გლაუჩე – მე სხვათაშორის ვთქვი ეს.
მანია – სამწუხაროა. (ხანმოკლე პაუზა)
გლაუჩე – აღარ მინდა შენთან ლაპარაკი.
მანია – მართლა.
გლაუჩე – შენთან არ ვილაპარაკებ როცა შიშველი ვიქნები. იმიტომ რომ მაგ დროს არც არაფერი არაა სათქმელი.
მანია – როგორც გინდათ.
გლაუცე – დღეს ყველაფერზე ხოს ამბობ.
მანია – არ ხარ მერე ამით კმაყოფილი. არ ხართ.
გლაუჩე – თქვენობით არ/
მანია – შენობით მოგმართეთ, წამომცდა.
გლაუჩე – ხედავ როგორ ხდება. როცა ვინმეს წინ შიშველი დგეხარ ყველაფერს კარგავ. იმასაც აღარა აქვს ფასი მოხუცი ხარ თუ არა. შიშველი ხარ, ამიტომ ხალხს ის შეუძლია გითხრას რაც მას უნდა. ხედავ, რა მატყუარა რამაა სიბერე. დაბერდი და გგონია ყველა პატივს გცემს, სინამდვილეში კი თუ შიშველი ხარ, არც არავინ არ ხარ. მომავალ ჯერზე ზედატანში ვიბანავებ. კარგი.
მანი – კარგი.
გლაუჩე – ზედატანს და ალბათ ნიფხავსაც ჩავიცმევ.
მანია – როგორც გინდათ.
გლაუჩე – მერე როგორ დამბან.
მანია – არ ვიცი.
გლაუჩე – არ იცი.
მანია – თუმცა მერე მარტოც შეძლებთ ბანაობას.
გლაუჩე – მარტო როგორ ვიბანავებ. ხომ იცი რა დღეშიც ვარ.
მანია – დამჯდარი შეძლებთ. ვიცი რა დღეშიც ხართ.
გლაუჩე – მეხუმრები.
მანია – არა. სერიოზულად გეუბნებით. ჩაჯდებით და იბანავებთ. თქვენ სულ დამჯდარი ხართ დღისითაც და ღამითაც.
გლაუცე – მე ჩემს ჯანმრთელობას ვგულისხმობ და თან დამხედე, ვერ ხედავ რა დღეში ვარ.
მანია – თქვენ მხოლოდ ზიხართ, მეტი არაფერი.
გლაუცე – არ მეგონა თუ ასეთი ბოროტი იყავი.
მანია – (იცინის)
გლაუცე – რა გაცინებს.
მანია – არაფერია.
გლაუჩე – მითხარი, რაა ამაში სასაცილო.
მანია – უკვე გითხარით არაფერი მეთქი. გეყოთ ამდენი ლაპარაკი. თავად არ მითხარით, როცა შიშველი ვიქნები ხმას არ გაგცემო.
გლაუჩე – მართლაც. ამაში არაფერია სასაცილო. (ხანმოკლე პაუზა) რამდენ ხანში დაამთავრებ.
მანია – უკვე ხომ გითხარით, რამდენი ხელს გისმევთ იმდენად მეტი ჭუჭყი აგდით.
გლაუჩე – სწრაფად გააკეთე, ფულის ასაღებად უნდა წავიდე.
მანია – რამდენი უნდა გადაგიხადონ.
გლაუჩე – თვეში ორასი.
მანია – აჰ.
გლაუჩე – თუმცა შვიდი თვეა არაფერი არ მოუციათ. ადრე ჯონი მიდიოდა მათთან და მთელი დღე მათთან იჯდა მანამ, სანამ ფულს არ მისცემდნენ. ახლა აღარ მოუნდა იქამდე ფეხით წასვლა და მე მივდივარ. მხოლოდ მე ფულს არასდროს არ მაძლევენ. ზოგჯერ მივდივარ. ვდგევარ სახლის წინ, კარზე ვაკაკუნებ, ისინი კი კარს არ მიღებენ, თუმცა ვიცი რომ შინ არიან. მე კარის წინ საათობით ვარ და ველოდები როდის გამიღებენ კარს. ისინი კი კარს არასდროს არ მიღებენ. იმათ გონიათ, არ ვიცი შინ რომ არიან. კარის წინ დიდხანს ყოფნით მე ჩემებურად შურს ვიძიებ მათზე. იმიტომ რომ როცა იქ ვარ, მათ სახლიდან გასვლა არ შეუძლიათ და მთელი დღე ჩუმად უნდა იმოძრაონ. ასე რომ ამ ბოლო დროს ჩემიც ეშინიათ. ჩემი ყველას ეშინია მაშინ თუ ჩაცმული ვარ.
მანია – მე არავის არ მეშინია.
გლაუჩე – როგორ არა, როცა ჩემს ქალიშვილზე გელაპარაკები მაშინვე შიში გიპყრობს.
მანია – არ მსიამოვნებს მასზე ლაპრაკი, იმიტომ რომ თქვენ ისე მელაპარაკებით მასზე, თითქოს მე ვიყო მის სიკვდილში დამნაშავე, არადა მე კი არ მომიკლავს ის.
გლაუჩე – მე ეგ არასდროს არ მითქვამს. თავად მან მოიკლა თავი, თან ისე რომ/
მანია – ისე რომ წმინდანი გახდა და კიდევ ეგეთი რაღაცეები.
გლაუჩე – ხომ ხედავ, შენც იცი ეგ. ასე რომ შენ სულაც არ მოგიკლავს ის.
მანია – იმას კი არ გეუბნებოდით რომ მე არ მომიკლავს მეთქი.
გლაუჩე – ეს ისეთი ჭკვიანური ჩანაფიქრი იყო, რომ შენ ამას ვერ გააკეთებდი. (პაუზა. მანია შეურაცხყოფილად გრძნობს თავს.)
მანია – გაიმშრალე.
გლაუჩე – სხვა დროს/
მანია – ჩუმად იყავით. ადექი და წადი.
გლაუჩე – გეწყინა.
მანია – ადექი და წადი.
გლაუჩე – შენი წყენინება სულაც არ მინდოდა. რაც ვთქვი მართალია. ჩემი ნათქვამი ისე კი არ უნდა გაიგო, თითქოს შენ იყო სულელი.
მანია – წადი (პირსახოცს ესვრის)
გლაუჩე – (ცდილობს აიღოს) ესე იგი დღეიდან შენობით მელაპარაკები. კარგი. დღეიდან შენობით მელაპარაკე, თითქოს ძველი მეგობრები ვიყოთ. კარგი, ჩემთვის უკეთესიცაა, ასე ნაკლებ მოხუცად ვგრძნობ თავს.
მანია – არ ვიცი დღეის მერე დაგელაპარაკები თუ არა.
გლაუჩე – გეწყინა.
მანია – გაიმშრალე და წადი, ქირის ხალხი გელოდება და ჯონის უთხარი, შენს ვაჟიშვილს: მე წყალი გამითავდა. ახლა ადექი, წადი და თვალით აღარ დაგინახო.
გლაუჩე – ერთმა სიტყვამ როგორ გაგაბრაზა.
მანია – წადი, ასე ჯობია.
გლაუჩე – გეწყინა.
მანია – წყალი გამითავდა, გაიგე, გამითავდა და დღეიდან ვეღარ მოგცემთ, ასე რომ წადი.
გლაუჩე – ასე უცებ გათავდა. შეგეძლო ბოლო წვეთების დროს გაგეფრთხილებინე.
მანია – რა უცნაური ვინმეა. ახლა ადექი და წადი აქედან.
გლაუჩე – ჯერ კიდევ ტანზე მაქვს ის მკვდარი უჯრედები მიკრული, არც მოგიშორებია.
მანია – თავად მოიშორე. მე შენი მოსმენაც აღარ მინდა. ახლა წადი. შენთვის ასე ჯობია.
გლაუჩე – რატომ, თუ არა და ჩამალურჯებ.
მანია – (თმებში წვდება, თვალებთან მიაქვს სახე და ისე ელაპარაკება. გლაუჩე გაშეშებული და დამუნჯებული ზის) ახლა მოგკლავ, გაიგე. მერამდენედ გითხარი ადექი და წადი მეთქი, შენ კი არ მისმემ. ახლა თავს წყალში ჩაგადებინებ და მოგკლავ, ხომ გაიგე. ერთხელ და სამუდამოდ მოკვდები და ასე ყველასთვის უმჯობესი იქნება. წყალში მოგკლავ. ახლა თუ გინდა შენს ქალიშვილს დაუძახე, ან ჯონის, აქ მაინც ვერავინ გაგიგონებს. დაუძახე, იყვირე, მიდი, მაშინაც იყვირე როცა თავი წყალში გექნება. იყვირე, მაინც ვერავინ გაგიგონებს, სანამ ვინმე გაგიგონებს სუნთქვაც არ გეყოფა და მოკვდები.
გლაუჩე – შემომხედე.
მანია – ახლა მოგკლავ.
გლაუჩე – შემომხედე, შენ ხომ გინდა ჩემი მოკვლა, ხოდა შემომხედე.
მანია – ასე აღარ ვილაპარეკებთ და საერთოდაც დადუმდები.
გლაუჩე – მიყურე. მოხუცები იმიტომ არიან, რომ მათ უყურო.
მანია – ახლა კარგად ჩაისუნთქე დიდხანს რომ გეყოს ჰაერი.
გლაუჩე – მიყურე და ჩემში საკუთარ თავს დაინახავ.
მანია – მე შენში არ ვარ და ახლა მოგკლავ.
გლაუჩე – შემომხედე, რამოდენიმე გრძელ თუ მოკლე წელიწადში შენც ასეთი გახდები.
მანია – მე და შენ ერთი არა ვართ.
გლაუჩე – ადრე თუ გვიან. კარგად შემომხედე. მერე მომკალი თუ გინდა. ოღონდ მანამდე კარგად დამაკვირდი. ერთხელ ახალგაზრდობაში მეც გავაკეთე ეს.
მანია – ჩაისუნთქე.
გლაუჩე – დედაჩემს შევხედე. მაშინ ახლაგაზრდა ვიყავი, ის კი მოხუცი, და დავინახე რომ ზუსტად ჩემნაირი იყო, მხოლოდ მას ხორცი მიწისკენ ქონდა დაწეული.
მანია – ჩაისუნთქე თუ გინდა კიდევ რამდენიმე ხანი გაძლო.
გლაუჩე – ზუსტად ჩემისთანა იყო, გესმის. ზუსტად ჩემისთანა. მხოლოდ მას დაკიდებული ხორცი ქონდა.
მანია – ახლა მაინც რატომ არ შეგიძლია გაჩუმდე. ყოველთვის ყველაფერი როგორ უნდა გააფუჭო.
გლაუჩე – დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი რომ ჩემი და მისი სხეული არანაირად არ გავდნენ ერთმანეთს, თუმცა მერე მივხვდი, ორივეს სხეული ერთნაირი იყო.
მანია – შენ დედაჩემი არ ხარ და მე შენი შვილი არ ვარ.
გლაუჩე – მაინც შემომხედე. ის რასაც ახლა ხედავ, რამოდენიმე წელიწადში შენ იქნები. მოხუცი სხეულები იმიტომ არიან, რომ მათ უყურო. რომ იცოდე, ადრე თუ გვიან შენც ასეთივე გახდები. ეს ყველამ უნდა იცოდეს. შემომხედე.
მანია – ალბათ ისეთებიც არიან, როცა ბერდებიან შენისთანები არ ხდებიან.
გლაუჩე – ახლა, სანამ შიშველი ვარ მანამდე დამაკვირდი კარგად, ერთ დღეს შენც ასეთი გახდები.
მანია – ეგ რა შუაშია.
გლაუჩე – არაფერ შუაში არაა. უბრალოდ მინდოდა შენთვის მეთქვა. მანამ სანამ მომკლავდი, იმიტომ რომ არ უნდა იფიქრო, რომ თუ შენ წინ შიშველი ვარ ამით ყველაფერს ვკარგავ. მე ბებერი ვარ ხომ გემის. ის რომ მოხუცი ვარ, სიკვდილი უკვე მხრებზე მაზის, მე ახლა უკან უფრო ვიყურები ვიდრე წინ, შენ კი არა ხარ ასე. შენ არ იცი როგორი გახდები წლების მერე. მე უკვე ვიცი როგორი ვიყავი. ჰოდა შემომხედე, ამას შენთვის გეუბნები. ასე რომ არ იფიქრებ, რომ თუ შენს წინ შიშველი ვდგევარ ამით შენ ჩემზე მეტი ხარ. (პაუზა)-
მანია – (თავს ანებებს. ტრიალდება. გლაუჩე გასამშრალებელს იღებს და აბაზანიდან ამოდის. გადის. ფეხები სველი აქვს, მაგრამ არ იმშრალებს. ხელებით ტანსაცმელს ეძებს, ერთად აგროვებს და გასავლელად ემზადება) მე დღეიდან შენ წყალს არ მოგცემ.
გლაუჩე – მერე რა ამით. მე ბანაობა მაინც არ მომწონს. (ხანმოკლე პაუზა) არ გაბედო აწი და შენობით არ დამელაპარაკო. (გადის)

(ბნელა)

სცენა II

(სამხედრო ჩინოვნიკი, ჩვეულებისამებრ მაყურებლის მიმართ ზურგით დგას და ჰავანას ეწევა. მანია ფეხზე დგას. ხელში ფურცელი უჭირავს. მაგიდასთან ჯონი ზის და სვამს. ჩინოვნიკი და მანია ერთმანეთს მონაცვლეობით კითხულობენ მანიასთვის განკუთვნილ ფურცელს.)

ჩინოვნიკი – ჩინოსემა
მანია – ოცდარვა ივნისი.
ჩინოვნიკი – კეთილშობილო ქალბატონო, შემდეგი წერილის ავტორი შტაბი, სიამაყით გატყობინებთ,
მანია – რათა თქვენც გახდეთ თანამონაწილე და გაიზიაროთ ჯარისკაცი ლუთერის ჩინოსემაში ყოფნის დროს შეძენილი პროფესიული წარმატება. (ჯონის მიმართავს) გამოდის სიმართლე მომწერა. ალბათ მისი ახალი წოდების შესახებაა ეს წერილი.
ჩინოვნიკი – ყოველივე რაც ჯარისკაცს მოეთხოვებოდა – მშვიდი თავგანწირვით – ჯარისკაცმა ლუთერმა ყოველივე ეს წარმატებით შეასრულა და ამით დაამტკიცა მისი ერთგულება სამშობლოს მიმართ.
მანია – გულითადად ბედნიერები გატყობინებთ, რომ 20 თებერვალს, გადმოგეცემათ პოლკოვნიკის ხარისხი – (ჯონის) ნახე, რა წერია – ოფიციალური ცერემონიით, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მეუღლის მიერ აქამდე მოპოვებული ხარისხის მიხედვით, არ შეიძლება მისი ასეთი დაწინაურება,
ცინოვნიკი – რათა დაგარწმუნოთ ჩვენს გულწრფელობასა და ჩვენს მუდმივ ყურადღებაში, რომელსაც გამოვიჩენთ თვენსა და თქვენი ბავშვების მიმართ ლუთერის არ ყოფნის დროს. (ჯონის) არყოფნის? ეს რას ნიშნავს? (კითხულობს) გვსურს მიიღოთ, კეთილშობილო ქალბატონო, სამხედრო წოდების მედალი, რომელსაც გადმოგცემთ მომავალ თხუთმეტ ივლისს. და გიცხადებთ
ჩინოვნიკი – ჩვენს სამძიმარს ლუთერის დაღუპვასთან დაკავშირებით. დღეგრძელობა სახელმწიფოს. შტაბი. (სამხედრო ჩინოვნიკი სიბნელეში უჩინარდება.)
(ჯონი გაოცებისგან ფეხზე წამოხტება. მანია გაუნძრევლად დგას. ჯონი ბედნიერია.)
ჯონი – მანია, ეს რას ნიშნავს.
მანია – არ ვიცი.
ჯონი – როდის მიიღე ეს წერილი, მანია.
მანია – (სიჩუმე)
ჯონი – მანია.
მანია – არ ვიცი.
ჯონი – გუშინ? გუშინ მიიღე წერილი?
მანია – არ ვიცი.
ჯონი – დარწმუნებული ხარ, რომ ნამდვილი წერილია და არა ხუმრობა?
მანია – ბეჭედი. ჯარის ბეჭედია, ჩინოსემის.
ჯონი – (წერილს იღებს და კითხულობს)
მანია – მომეცი.
ჯონი – გადავრჩით.
მანია – დამიბრუნე. დამიბრუნე ჯონი. მიდი, აიღე და აქ მომიტანე. ჩემთან ახლოს მინდა იყოს.
ჯონი – მანია ეს იმას ნიშნავს, რომ/
მანია – მომიტანე ჯონი. ღმერთო ეს რა ჩავიდინე.
ჯონი – აწი შეგიძლია არ იჯავრო. დღეიდან ერთად ცხოვრებას შევძლებთ.
მანია – გიღალატე ლუთერ. ეს რა ჩავიდინე. უკანასკნელად მე მინდა განვბანო…
(ჯონი მანიას ეხვევა, თუმცა მანია მოხვევითვე არ პასუხობს. ჯონისა და მანიას შორის დიდი კონტრასტია სცენაზე. ჯონი სიკვდილმისჯილს გავს, რომელსაც ბოლო წუთებში შეწყალება გამოუცხადეს, მანია კი სასოწარკვეთილებისგან რეტდასხმულია. ხანგრძლივი სიჩუმე.)

(ბნელა)

სცენა III

(თვეების შემდეგ. ჯონი და გლაუჩე სამზარეულოში არიან. ჯონიმ საბოლოოდ დაკარგა სიმშვიდე.)

გლაუჩე – დღეს რას აკეთებ.
ჯონი – ჩვეულებრივ რასაც ვაკეთებ დედა. არ იღლები ერთი და იგივე კითხვების დასმით.
გლაუჩე – გარეთ როგორი ამინდია.
ჯონი – იქნებ შენმა რევმატიზმებმა გიკარნახოს, რაღაცაში მაინც ხომ უნდა გამოგადგეს ეგ ავადმყოფობა.
გლაუჩე – ამ ბოლო დროს ხასიათი გაგიუმჯობესდა.
ჯონი – ასე ფიქრობ?
გლაუჩე – სულ ქარაგმებით ლაპარაკობ, ზოგჯერ კარგადაც გამოგდის ხოლმე.
ჯონი – რამდენი ხანია რაც არ გიბანავია.
გლაუჩე – კარგად დაიწყე საუბარი ჯონი, ახლა კი უცებ ბანაობა.
ჯონი – გკითხე როდის იბანავე მეთქი.
გლაუჩე – არ მახსოვს. როცა საათს გეკითხები, არ იცი. რა დღეა მეთქი და იმაზეც არ მპასუხობ. მამაშენივით იქცევი. თუმცა სამაგიეროდ ჩემგან ისიც გინდა იცოდე როდის ვიბანავე ბოლოს.
ჯონი – ერთ კვირაზე მეტი იქნება ან ნაკლები.
გლაუჩე – პასუხის გაცემა ისწავლე და მერე ნახავ გამოთვლას მარტოც შევძლებ.
ჯონი – ყოველშემთხვევაში ახლა დროა.
გლაუჩე – რატომ, სუნი ამდის?
ჯონი – არ ვიცი. მკლავებს ქვემოთ ცხვირს ნამდვილად ვერ შეგიყოფ, რომ გავიგო ოფლის სუნი გაქვს თუ არა.
გლაუჩე – მაშინ საიდან იცი რომ ბანაობის დროა. თუ სუნი არ ამდის, ესე იგი დროც არაა. იმაზე მეტი სუფთა ვარ როგორადაც წარმოგიდგენივარ.
ჯონი – დღეს სახლში არ შევჭამ.
გლაუჩე – ისევ. ისევ მარტო მტოვებ. არასდროს შინ არ ხარ. ჭამის დროსაც კი. გინდა სიჩუმისგან მოვკვდე?
ჯონი – ნეტავ. როგორ ფიქრობ, იმოქმედებს?
გლაუჩე _ სად დადიხარ ყოველ დღე. სად ჭამ.
ჯონი – საჭმელად არ მივდივარ.
გლაუჩე – აბა რისი გულისთვის მიდიხარ.
ჯონი – ფეხით დავდივარ. დავსეირნობ.
გლაუჩე – ყოველ დღე? საერთოდ აღარ ჭამ? (ჯონი არ პასუხობს) ჯონი?
ჯონი – მმ.
გლაუჩე – იმ გოგოს რა დაემართა.
ჯონი – რომელს.
გლაუჩე – ჯონი, აი, ის უსაქმური გოგო ჩვენს სახლში რომ დაყიალებდა, მე რომ მაბანავებდა, შენს დასაც კი იცნობდა, მაგრამ…
ჯონი – მანია.
გლაუჩე – ხო, სწორედ ეგ.
ჯონი – არ ვიცი.
მგლაუცე – მე კი მეგონა რომ ძალიან მოგწონდა, ვიფიქრე შეიძლება ცოლადაც მოიყვანოს მეთქი.
ჯონი – შენ რომ ხედავდე, მეც ნაკლებს დავიტანჯებოდი.
გლაუჩე – სხხვაგან გადავიდა?
ჯონი – მგონი არა.
გლაუჩე – იმას არ მოსწონდი?
ჯონი – ის ხომ დაქორწინებულია დედა.
გლაუჩე – აჰ მართალია. ეჰ, თუ ისეა როგორც შენ ამბობ, მაშინ საქმე სხვანაირად ყოფილა. ისე ყოველთვის ვეკითხებოდი საკუთარ თავს საიდან ყავს მეთქი ორი ბავშვი.
ჯონი – ახლა… ცუდად არის.
გლაუჩე – ავად? რაიმე ავადმყოფობა ხომ არ ჭირს?
ჯონი – ქმრის გამოა ცუდად. სულ თავი სტკივა, ქმარი მოუკვდა.
გლაუჩე – უი, ვწუხვარ, თუმცა სხვებიც ბევრი კვდება…
ჯონი – დედა.
გლაუჩე – ხო.
ჯონი – ამ დღეებში თავს კარგად გრძნობ.
გლაუჩე – ის გაინტერესებს ვკვდები თუ არა.
ჯონი – მაგის თქმა სულაც არ მინდოდა/
გლაუჩე – ნუ ნერვიულობ. ჩემი აზრით რამოდენიმე წელი კიდევ გავძლებ.
ჯონი – რაც შენ გაიფიქრე, იმის თქმას სულაც არ ვაპირებდი.
გლაუჩე – რა მნიშვნელობაა აქვს, სამაგიეროდ მე ვაპირებდი ამის თქმას.
ჯონი – საჭმელს მაგიდაზე დაგიდებ, ასე იოლად მიაგნებ.
გლაუჩე – შენი და მანიას ურთიერთობა რატომ არ გამოვიდა.
ჯონი – ასე მოხდა დედა. ვერაფერი ვერ შევცვალე.
გლაუცე – სხვა გამოჩნდება, ლამაზი ბიჭი ხარ.
ჯონი – ბრმის ნათქვამს ნაკლებად დაეჯერება…
გლაუჩე – დედაშენი ვარ და ვიცი როგორი ხარ. იცი ჯონი, ამ ღამით ვფიქრობდი.
ჯონი – ღამით უნდა დაიძინო დედა. ხომ იცი, ფიქრი მერე გადარდიანებს.
გლაუჩე – ვფიქრობდი და ერთი ისტორია წარმოვიდგინე.
ჯონი – დარწმუნებული ვარ სევდიანი ისტორია.
გლაუჩე – არა. ჩემი ცხოვრება აღარ არის უკვე სევდიანი.
ჯონი – რა ისტორიაა, შეიძლება მითხრა.
გლაუჩე – ამ ღამით მივხვდი რისი იყო რომ მეშინოდა, როცა მიხვდები რისიც გეშინოდა, მერე ხომ აღარ გეშინია იმისი ჯონ?
ჯონი – ხო, ასე ამბობენ.
გლაუჩე – ჩემი შიში – გაუჩინარებისაა. რისიც ყოველთვის მეშინია და მეშინოდა.
ჯონი – ანუ სიკვდილის?
გლაუჩე – არა. იმის ნახვა თუ როგორ ქრებიან ადამიანები. ჯერ იყო და მამაშენი, თუმცა მის გაუჩინარებაზე დიდად არ დამწყვეტია გული. მერე შენი და. მერე მანია. შენი მეგობარი ვინიც დაიკარგა. აღარ ჩანს.
ჯონი – ვინმა მუშაობა დაიწყო.
გლაუჩე – ახლა შენ. გადიხარ სახლიდან და აღარ ბრუნდები.
ჯონი – ახლა ხომ აქ ვარ.
გლაუცე – ხო მაგრამ ცოტა ხანში ისევ წახვალ.
ჯონი – გინდა დავრჩე.
გლაუჩე – უკვე აღარ მეშინია ჯონი. აღარ მეშინია იმის, რომ ადამიანს რომელსაც ვიცნობდი, ერთ დღეს ვეღარ ვნახავ. შენც თუ წახალ, მერე ვერავინ და ვერაფერი ვერ შემაშინებს.
ჯონი – ოღონდ ფრთხილად, მასე შეიძლება უკვდავიც გახდე.
გლაუჩე – არა. ჯერ არ მოვკვდები, ჯერ კიდევ დამრჩენია ცხოვრების წლები, ხომ ასეა ჯონი? შიში ფიქრი არაა. როცა შიში ფიქრად გადაიქცევა, იმას უკვე შიში აღარ ეთქმის. (პაუზა.) შენმა მეგობარმა სად იპოვა სამუშაო?
ჯონი – არ ვიცი. მითხრა რომ რაღაც საქონელი გადააქვს, ასე თქვა ისეთი სამსახურია რაშიც ცოტათი მაინც უნდა ერკვეოდეო.
გლაუჩე – რა საქონელი გადააქვთ?
ჯონი – არ ვიცი. მაგრამ რაღაც სამხედრო სამსახური უნდა იყოს. ფორმაცა აქვს.
გლაუჩე – ბედნიერია?
ჯონი – რაც მუშაობა დაიწყო აღარ მინახავს.

(ბნელა)

IV სცენა

(მანია მეცხრე თვეშია. მაყურებლისკენ ზურგშექცევით სკამზე ზის. იქვე ლუთერი დგას სამხედრო ჩანთით. ჭუჭყიანია, დაღლილი. ღამეა. წვიმს.)

მანია – შენ ხარ?
ლუთერი – ხო, მე ვარ.
მანია – რატომ დაბრუნდი.
ლუთერი – იმიტომ რომ აქ ჩემი სახლია. მე ცოცხალი ვარ.
მანია – ეგ ტყუილია.
ლუთერი – შემომხედე მაშინ თუ არ გჯერა.
მანია – ასეც გხედავ.
ლუთერი – ბავშვები სად არიან.
მანია – სძინავთ.
ლუთერი – მანია, რა მოხდა?
მანია – ის, რომ შენ მკვდარი ხარ. ყოველ ღამეს ლოცვებში ვათენებდი. აქამდე სად იყავი, მხოლოდ ხუთი თვის მერე რატომ გამოჩნდი?
ლუთერი – მანია, შემომხედე.
მანია – ასედაც გხედავ.
ლუთერი – დავბრუნდი მანია. დაღლილი ვარ. მეძინება.
მანია – ჩემი ბრალია არაა ლუთერ. შეცდომით მომივიდა.
ლუთერი – რა?
მანია – რატომ დაბრუნდი. ყოველ ღამე შენთვის ვლოცულობდი. მხოლოდ გუშინ არ ვილოცე და დღეს ჩემთან ხარ.
ლუთერი – მე შენთან მოვედი მანია. ხომ ჩემს სიცოცხლეზე ლოცულობდი. გეყო მანია, მოდი ჩემთან. მე იმის ძალაც აღარ შემრჩენია შენთან მოვიდე.
მანია – შენ მკვდარი ხარ.
ლუთერი – არა.
მანია – ღმერთს ვთხოვდი შინ დაბრუნებულიყავი, ჩემთან მოსულიყავი და გველაპარაკა, თუნდაც მკვდარს, მხოლოდ გუშინ არ ვთხოვე.
ლუთერი – მომიახლოვდი მანია. ვიცი, ამ ღამით ყველაფერი უცნაურად გეჩვენება, მაგრამ ნახავ ხვალიდან ყველაფერი დალაგდება.
მანია – ყოველ ღამე ვლოცულობდი, ახლა არაფერი დამრჩა სათქმელი.
ლუთერი – დავბრუნდი მანია. მოდი, მომეხვიე და დასაძინებლად წავიდეთ.
მანია – ხუთი წელი გავიდა რაც შენ წახვედი. ახლა შენ მკვდარი ხარ. ხუთი წლის შემდეგ ჩემთან მოხვედი, მკვდარი.
ლუტერი – მე არ მოვმკვდარვარ.
მანია – ცივი ხარ?
ლუთერი – არ მოვმკვდარვარ. ცოცხალი ვარ.
მანია – რომ შეგეხო ცივი ხარ? არ მინდა შეგეხო.
ლუთერი – გეყოფა.
მანია – ვინმეს დავუძახებ, შენს ჩაცმაში მომეხმარება. არ მინდა ხელით შეგეხო. ისევ თავიდან დავიწყებ ლოცვას. შენ ხომ მკვდარი ხარ. წადი. წადი.
ლუთერი – გეყოფა.
მანია – კარგად ვერ ვგრძნობ თავს ლუთერ. თუ გიყვარდი ციდან სასწაული უნდა მოგეხდინა და ის წერილი ჩემამდე არ უნდა მოგეშვა.
ლუთერი – (ესმის, მხოლოდ არაფერს ამბობს)
მანია- არ გიყვარდი ლუთერ? მე შევცდი, მაგრამ არც შენ გყვარებივარ.
ლუთერი – მომეცი ეგ.
მანია – რაც ეს ფურცელი მივიღე, იმის მერე ცუდად ვარ. ნუთუ არ გიყვარდი ლუთერ, ნუთუ არ გიყვარდი. ასეთი რამე როგორ მოუშვი ჩემამდე.
ლუთერი – ფურცელი მაჩვენე.
მანია – (თაროს ზემოდან ყანჩის ფორმის ორიგანს იღებს) შეხედე ლუთერ. აქ მოგიწყვე საფლავი, ზემოთ. ეს შენი ჯარის სიმბოლოა ხომ ლუთერ. ჩემთან ახლოს დავდე. რატომ არასდროს არ მითხრეს სად იყო შენი საფლავი. მაგრამ შენ ხომ სული ხარ ახლა ლუთერ? მოდი აქ, მომიახლოვდი რომ ამ საფლავში ჩაგაწვინო.
ლუთერი – რა გიყო ომმა მანია. რა გვიყო ომმა.
მანია – ვინმეს ვთხოვ შენს დაბანვაში და ჩაცმაში მომეხმაროს. არ მინდა ცივს შეგეხო.
ლუთერი – (უახლოვდება. უკნიდან ხელით ეხება. მანია შიშისგან ყვირის. მერე მშვიდდება. ფეხზე დგება. ლუთერისკენ ტრიალდება. პროჟექტორი მანიას სხეულს ნელ-ნელა ანათებს. მომავალ წინადადებაზე მანიას სხეული მთლიანად ნათდება და მისი ფეხმძიმე სხეული სიბნელიდან სრულად იკვეთება.)
მანი – ლუთერ სამოთხე არსებობს?
ლუთერი – (გამანადგურებელი სიჩუმე. ლუთერს სახეზე ზიზღი ეხატება. მანია სხვისგან არის ფეხმძიმედ. თან, იმავდროულად, მისი სიკვდილის გამო გაგიჟებული მანიას დანახვაზე, სიბრალულით ივსება. ალბათ ათასი აბდა-უბდა აზრი ირევა ლუთერის თავში. კარგა ხანი დამშვიდებას ვერ ახერხებს. მანია გაუნძრევლად დგას. ვერაფერს ხედავს და არაფრის არ ესმის. მერე ლუთერი მანიას მხარზე ეხება და სუსტი ხმით ეკითხება:) ვინ იყო ის…
მანია – (ისევ ფეხზე დგას და არ პასუხობს)
ლუთერი – (ტრილადება. დაჭრილ ცხოველს გავს)
(ხანგრძლივი სიჩუმე. მანიას გვერდით ორი ფერის ცარცი დევს: წითელი და თეთრი. სცენაზე, სიჩუმეში, მანია კედელზე თეთრი ცარცით ბევრჯერ დაწერს. “ჯონი” და “მანია”. შემდეგ, წითელი ცარცით დიდი ასოებით “ლუთერი”-ს მოხაზავს. ლუთერი დიდიხ ხნის შემდე ტრიალდება. მანია ამდროს უკვე სცენიდან გასულია. ლუთერი ნაწერს კითხულობს. წამით შეყოვნდება და შემდეგ გადის.)

(ბნელა)

V სცენა

(ჩინოვნიკი ზურგით დგას. ქსოვილის ნაჭრით ხელებს იმშრალებს, შემდეგ კი მას მიწაზე აგდებს. პალტო არ აცვია, თეთრი მაისურის ამარაა. მანია საწოლზე წევს, შირმის უკან. ელექტროენცეფალოგრამა სიცოცხლის მაჩვენებელ ხმას გამოსცემს. ლუთერი თავჩაღუნული სკამზე ზის.)

ჩინოვნიკი – შვილები გყავს პოლკოვნიკო?
ლუტერი – ორი.
ჩინოვნიკი – დღევანდელი დღე განსაკუთრებული იქნება თქვენს ცხოვრებაში.
ლუთერი – სად არის?
ჩინოვნიკი – დღე, როდესაც თქვენ, თქვენი პატიოსნობა დაიცავით. კარგი ქენით რომ შემატყობინეთ.
ლუთერი – ახლა სად დადეთ?
ჩინოვნიკი – გოგონა იყო პოლკოვნიკო. ყოველშემთხვევაში იქ დავდე სადაც უნდა იყოს. ვინმე გამოჩნდება, ვინც მას მოუვლის.
ლუთერი – მისი ნახვა მინდა.
ჩინოვნიკი – საუკეთესო წინადადებაა პოლკოვნიკო. ზუსტად რა გინდათ იმ ბავშვში დაინახოთ?
ლუთერი – ის, რაც არის. მკვდარი ბავშვი.
ჩინოვნიკი – თუ კარგად დააკვირდებით პოლკოვნიკო, თქვენს გადარჩენილ პატიოსნებას დაინახავთ იმ პატარა იასამნისფერ სხეულში.
ლუთერი – რამდენი დრო დაგჭირდათ.
ჩინოვნიკი – ძალიან ცოტა. უკვე გითხარით რომ სწორად მოიქეცით, მე რომ დამიძახეთ. ასე ყვეალაფერი იოლად და შესანიშნავად გადაწყდა.
ლუთერი – ჩემი ცოლი, ძალიან დაიტანჯა?
ჩინოვნიკი – ზუსტად არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი. არ ვიცოდი რა სურდა, ის რომ ტკივილი ეგრძნო თუ ტკივილის გარეშე სიკვდილი. ასე რომ მე ყოველნაირად შევეცადე საშუალო გზა ამერჩია. კმაყოფილი ხართ?
ლუთერი – (სიჩუმე)
ჩინოვნიკი – მღვდელს აუცილებლად ვიპოვით ჩვენს ჯარში. თან კარგ მღვდელს.
ლუთერი – შემიძლია ვნახო?
ჩინოვნიკი – თქვენი მეუღლე?
ლუთერი – ჰმ.
ჩინოვნიკი – ცოტა ხანში.
ლუთერი – მეორეს ნახვაც მინდა.
ჩინოვნიკი – ეგ უკვე აღარ ვიცი. თუ არ ნახავთ ბევრსაც არაფერს დაკარგავთ, პოლკოვნიკო. (პაუზა) ვწუხვარ რომ ყველაფერი ეს ჩვენ დაგვემართა, დამიჯერეთ.
ლუთერი – თვენ აქ რა შუაში ხართ ვერ ვხვდები.
ჩინოვნიკი – ომი რომ არ დაწყებულიყო, არც არაფერი არ მოხდებოდა.
ლუთერი – ომმა მოინდომა ამის გაკეთება და გააკეთა კიდეც. ჩემმა ცოლმა ის ჩაიდინა რაც უნდოდა და აქ არავინ არაა დამნაშავე.
ჩინოვნიკი – იცით ვინ დააფეხმძიმა.
ლუთერი – კი.
ჩინოვნიკი – უნდა მოკლა.
ლუთერი – მასეც ვიზამ. (პაუზა) სად არის?
ჩინოვნიკი – სად უნდა იყოს. ცოტა ხანი იქ დავტოვოთ. მერე ვნახოთ.
ლუთერი – მისი სხეულის დაწვა მინდა.
ჩინოვნიკი – ბრძანებას გავცემ.
ლუთერი – არა, მე თავად მინდა ამის გაკეთება.
ჩინოვნიკი – არა მგონია ამის გაკეთება შეიძლებოდეს.
ლუთერი – თუ თქვენ არაფერს იტყვით, მაშინ შეიძლება.
ჩინოვნიკი – ჩვენ წავაგეთ პლკოვნიკო. ალბათ საჭიროა ეს რომ შეგახსენოთ?
ლუთერი – პატარა დაფარული ადგილიც საკმარისია. სწრაფად მოვრჩები. ეს ხომ ჩემი პატიოსნებაა. უნდა გამიგოთ.
ჩინოვნიკი – მაშინ ჩემი უფროსები უნდა შევაწუხო. (ელექტროენცოფალოგრამა სიცოცხლის ნიშნებს ამცირებს, სანამ ერთ გრძელ ნიშნად არ გადაიქცევა. იმავდროულად, ჩინოვნიკი წამებით, პროფილით ტრიალდება მანიასკენ, ლუთერი ამასობაში თავს ხრის. ჩინოვნიკი მიდის.) ნახვამდის პოლკოვნიკო. პასუხს შეგატყობინებთ.

(ბნელა)

VI სცენა

(ჯონი და ლუთერი ჯონის სახლში.)

ლუთერი – როგორ ხარ?
ჯონი – (პაუზა. არ პასუხობს. ლუთერი მშვიდია.)
ლუთერი – როგორ ხარ?
ჯონი – კარგად.
(სიჩუმეა)
ლუთერი – შეიძლება დავჯდე.
ჯონი – როგორც გინდა.
ლუთერი – შეგეშინდა.
ჯონი – არა…
ლუთერი – კარი ღია იყო/ ვიფიქრე რადგან ღიაა შესვლა შეიძლება მეთქი.
ჯონი – ხო, ვიცი. ეგ კარი გაფუჭებულია, ასე რომ მოდი (სიჩუმე)
ლუთერი – შენ რატომ არ ჯდები.
ჯონი – არ…
ლუთერი – დაჯექი. (ჯონი ნებდება. სიჩუმეა.)
ჯონი – როგორ მოხდა.
ლუთერი – რა?
ჯონი – ის, რომ აქ ხარ.
ლუთერი – დავბრუნდი.
ჯონი – მაგას მეც ვხედავ.
ლუთერი – (იცინის) გჯერა? ეგ მხოლოდ შენ შეამჩნიე. სხვები ამას ვერ ამჩნევენ. წარმოგიდგენია. კაცი ხუთი წლის მერე ომიდან დავბრუნდი და ხალხი არც მესალმება.
ჯონი – რას ამბობენ იმ მხარეში… დამთავრდა?
ლუთერი – მეტ-ნაკლებად. სახლში ვუშვებთ ჯარისკაცებს. თუმცა წავაგეთ. ამიტომ სახლში გვიშვებენ. ხუთი წლის მერე. ნებართვაც არ ამიღია იცი? წამოვედი, ისინი ყველა ფეხებზე დავიკიდე და აქ კი არც არსებობ.
ჯონი – დრო მიეცი. აქ არასდროს არ ვიცოდით როდის მთავრდებოდა ომი, ან დამთავრდა თუ არა საერთოდ. სიმშვიდის ათი დღე და მერე ისევ თავიდან იწყებოდა. ათი დღე და ისევ იწყებოდა. თერთმეტ დღემდე არასდროს გაუტანია. მხოლოდ ათი და ისევ იწყებდნენ. ახლა ნახავ რომ მალე ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება.
ლუთერი – არ ვიცი. ადამიანი შინ ბრუნდება, მას კი ვერავინ ამჩნევს. მკვდარი ვარ? შენ მითხარი მკვდარი ვარ თუ ცოცხალი. ყველა სახლი უნდა დავიარო და სათითაოდ უნდა დავეკითხო ხალხს, მხედავთ, დავბრუნდი. იმათ მაგივრადაც ვიბრძოდი ვინც სახლებს შეაფარა თავი და ომს დაემალა. (სიჩუმეა. ჯონის შესცქერის.) შენ არ გგულისხმობდი.
ჯონი – ვიცი. (ხანმოკლე პაუზა) ვინ მოიგო.
ლუთერი – მათ.
ჯონი – ახლა ალბათ კარგად გრძნობენ თავს.
ლუთერი – მათგანაც ბევრი მოკვდა.
ჯონი – მაგრამ ცოცხლები/
ლუთერი – (მის საუბარს აგრძელებს.) იმათ სულ არ აინტერებთ რამდენი ადამიანი კვდება. უბრალოდ დასხდნენ და გადაწყვიტეს ვის უნდა გაემარჯვა და ვის უნდა წაეგო.
ჯონი – ალბათ ბევრი მიწა დავკარგეთ და ბევრი ხორციც.
ლუთერი – ბოლოს ჩვენი საქმე კარგად მიდიოდა. იმათზე ვლაპარაკობ ვინც ჩემთან ერთად იყო. ბრიგადა. ხუთიათასი კაცი. შეგვეძლო კიდევ ათი წელი შეგვეჩერებინა. ამ ხუთიათასAკაცს ბევრი რამის გაკეთება შეგვეძლო. მარტოს შეგვეძლო მათ გავმკლავებოდით, მაგრამ გადაწყვიტეს რომ სწორედ ჩვენ უნდა დაგვეთმო.
ჯონი – ხუთიათასი ჩინოსემაში იყავით. ომიდან გაგზავნილებიც კი ვერ ამოდიოდნენ მათ. ჩვენამდეც არანაირი ინფორმაცია არ აღწევდა თქვენს შესახებ.
ლუთერი – მე ყოველთვის ვწერდი მანიას, ყოველ დღე. ჩვენ, ყველა საუკეთესონი ვიყავით. ყველა იმ ხუთიაათასი კაცის სახელი და გვარი შემიძლია ჩამოგითვალო. ყოველთვის ერთად ვიყავით. ბოლოს იძულებული გახდნენ ყველა ხუთიათასისთვის პოლკოვნიკის წოდება მიენიჭებინათ. კაპრალიდან და კაპიტნიდან დაწყებული ყველა პლკოვნიკი გახდა.
ჯონი – ეგ რაღაც წესებს და კანონებს არ ემორჩილება.
ლუთერი – აბა რა გეგონა, მხოლოდ მათ დასახმარებლად წავედით იქ და სახლში არაფრის გარეშე დავბრუნდებოდით, თუნდაც ერთი ვარსკვალავით მხარზე. ყველაფრის განადგურება შეგვეძლო. მაგრამ ჩვენი სახლში გაშვება გადაწყვიტეს და ჩვენც დავთანხმდით. მაგრამ ახლა როგორც პოლკოვნიკები ისე უნდა შეგვინახოთ. ომებმა დაგვამახინჯეს, მაგრამ არაუშავს. ახლა დიდ, ლამაზ ვარსკვლავს დავიკრავ მხრებზე და (თითი ტუჩებთან მიაქვს გაჩუმების ნიშნად) თქვენ კი, ყველამ, აჯობებს სახლებში შეიკეტოთ.
ჯონი – ახლა რა მოხდება, როცა ომი წავაგეთ. ალბათ მთლად გაურასდება ჩვენი საქმე.
ლუთერი – ომზე უარესი არაფერია. ცოტა შიმშილის გადატანა მოგვიწევს ყველას, მაგრამ არა ომის. სისხლი. შენს გვერდით ვიღაც ეცემა, კანკალებს და მერე კვდება. დაკრძალვის პროცესი კი უფრო და უფრო ხანმოკლე ხდება. მღვდლის ერთი ჯვრის გადაწერა და მერე რიგში სხვა მიცვალებულია. ბნელა. გადაუღებლად წვიმს. ტალახიანი ნაპრალები. სიჩუმე. მტრები. უძილობა და უიმედობა. (სიჩუმე)
ჯონი – ამას წინად წავიკითხე, რომ ყველა ოჯახში წყლის მიწოდებას დაიწყებენ. უკვე ორწელიწად ნახევარია რაც წყლის მოცემა შეგვიწყვიტეს. უწყლოდ ყოფნა ომში ყოფნის ტოლფასია.
ლუთერი – მე მანიას უკანონოდ ვაწვდიდი წყალს. ყველა ჯარისკაცის ოჯახისთვის უნდა მიეწოდებინათ წყალი, თუნდაც უკანონოდ. ჯარმა ამაზე თანხა გამოჰყო.
ჯონი – წყალი ვისი იყო?
ლუთერი – მტრების. აქ, ჩვენს ქვემოთ უზარმაზარი წყალსადენი გადის. იმათია. ზღვიდან იწყება და მათ ქალაქამდე ჩადის. ის ფაქტი რომ წლების განმავლობაში, ომის დროსაც კი მათ წყალს ვსვამდით, მე საამაყო საქმედ მეჩვენება.
ჯონი – (ცდილობს საუბარში აჰყვეს) დავეხმარეთ.
ლუთერი – ყველანაირად.
ჯონი – ხო.
ლუთერი – მთელი ომი მაგ წყალსადენი მილის გამო იყო.
ჯონი – (არ სჯერა) რაა?
ლუთერი – არ იცოდი ომი რის გამო დაიწყო?
ჯონი – არა. მეგონა ეს ომი… სარწმუნოების გამო იყო. იმიტომ რომ იმათ სიცოცხლის და სიკვდილის არაფერი გაეგებათ.
ლუთერი – წყლისთვის. სხვა რაღაცეებისთვისაც, მაგრამ ძირითადად წყლის გამო დაიწყო ომი. ჩვენ პირველ დღეს ასე გამოგვიცხადეს: თქვენ გგონიათ აქ ღმერთის და ღვთისმშობლის სახელისთვის ომობთ, თქვენ დღეს აქ წყლისთვის უნდა იბრძოლოთ. ტყუილი იქნებოდა გვეთქვა ღვთის სახელით იბრძოლეთ თქო, იბრძოლეთ წყლისთვის.
ჯონი – რა წავაგეთ ახლა?
ლუთერი – არაფერიც არ წავაგეთ. ახლა სხვების წყალსადენის გათხრას დავიწყებთ. საქმე იმაზე ადვილია, როგორც შენ წარმოგიდგენია.
ჯონი – რამდენი ხანია რაც სახლში გამოგიშვეს?
ლუთერი – სამი დღის წინ. ხუთი წლის შემდეგ საკუთარ სახლში პირველი ორი ღამე ვერ დავიძინე. (ხანმოკლე პაუზა) რაღაცეები უნდა მომეგვარებინა.
ჯონი – (დაძაბული) რა თქმა უნდა.
ლუთერი – არ მეკითხები რა უნდა მომეგვარებინა?
ჯონი – ეგ მე არ მეხება.
ლუთერი – მართალია. (ჯიბიდან იარაღს იღებს და მაგიდაზე დებს. ეს ჟესტი ერთგვარი მაფიის წევრების ჟესტს გავს. ჯონი იარაღს უყურებს და ხმისამოუღებლად ჩერდება) მოუხერხებლად ვიყავი, თუ გაწუხებს ავიღებ.
ჯონი – (ისტერიული სიცილი) მთავარია არ გავარდეს. იმის მერე რაც მოხდა, დედაჩემისთვის მარტო დარჩენა სახეირო საქმე არ იქნება. ალბათ იცი ჩემს დას რაც მოუვიდა.
ლუთერი – როგორაა?
ჯონი – დედაჩემი?
ლუთერი – მჰ.
ჯონი – გორგოლოჭებიან სკამზე ზის. ყველაფერი გითხარი. მხოლოდ ჯერ კიდევ არ კვდება. ყველა ვინც ამბავს იგებს მოდის, მხრებზე ხელს მადებს და მითანაგრძნობს, ჰგონიათ რომ მომაკვდავია, მარგამ იცი უკვე რამდენია ხანია თავს მშვენივრად გრძნობს?
ლუთერი – არა.
ჯონი – შვიდი წელია. იმის მერე რაც ჩემი დ მოკვდა.
ლუთერი – (იცინის)
ჯონი – მეტი აღარ შემიძლია. არ გატყუებ. სიკვდილიც აღარ უნდა.
ლუთერი – მოხუცებს კეთილად უნდა მოექცე. მე მოხუცი არასდროს არ მომიკლავს. მხოლოდ ორჯერ თუ სამჯერ, ისიც შემხთვევით.
ჯონი – ჩვენები თუ იმათი?
ლუთერი – მხოლოდ ერთი იყო ჩვენი. ყოველთვის ჯაშუშობდა. პატარა და მოძრავი ვინმე იყო. ერთხელაც, ვხედავ ბანაკში შავებში ჩაცმული კაცი შემოდის, მოხრილი, ხეებს შორის იმალება და აქე-იქეთ აცეცებს თვალებს. ვერ ვიცანი. რა უნდა მექნა. მინდოდა დარწმუნებული ვყოფილიყავი. მარტო მე დავინახე, ხეებს შორის. განთიადი იყო. ვესროლე. მერე წავედი რომ მენახა თუ ვინ მოვკალი. ვიღაცა გამიბრაზდა: ახლა ვინ წავა საჯაშუშოდ, შენ? მე ხმა არ ამომიღია. ჩემი საქმე გავაკეთე და კარგადაც მოვიქეცი. (სიჩუმე. ლუთერი ჯიბიდან ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეულ ნარკოტიკს იღებს. ფხვნილს მაგიდაზე ზოლებად შლის.)
ჯონი – თქვენ გეტყობათ პრივილეგიებით სარგებლობთ. ეგ სადღა იშოვე?
ლუთერი – ამაზე მეუბნები. მხოლოდ ეს ვიპოვე, თუმცა იმას ვერ შეედრება ბანაკის ექიმი რომ გვირიგებდა.
ჯონი – შეიძლება მეც ავიღო?
ლუთერი – ეს ყველას გვჭირდება.
ჯონი – ოღონდ ფული არ მაქვს.
ლუთერი – სხვანაირად გადამიხადე.
ჯონი – სისულელეებს ნუ ამბობ.
ლუთერი – გეხუმრე. აიღე რამდენიც გინდა. არც მე გადამიხდია ამაში არაფერი. (თითეული, ზოლებად განაწილებულ ფხვნილს ისუნთქავს. ჯონი არაა ამას მიჩვეული. ხანგრძლივი სიჩუმე. აღგზნება.) ერთ-ერთი ძვირფასი სიამოვნება რაც კი ადამიანს გააჩნია.
ჯონი – რა.
ლუთერი – ტვინი. წმინდანი, რომელმაც ეს მოიგონა. რომელიც ტვინს ყველა სხვა საზრუნავიდან ასვენებს.
ჯონი – (ჯონის ამ საქმეში გამოუცდელობა ეტყობა) რა ჯანდაბა…
ლუთერი – ერთხელ ღმერთს ველაპარაკე, იცი?
ჯონი – (მთლად კარგად ვერ გრძნობს თავს.) ვინ ხარ, ასკეტი…
ლუთერი – არა. ექვსი დღე პირველ ხაზზე ვომობდი. ექვს დღეში ექვსიათასი მკვდარი ვნახე. დღეში ათასი.
ჯონი – ალბათ იქ გამოგეცხადდა ღმერთი არა.
ლუთერი – ბანაკის ექიმმა ეს მოსაწევი მომცა. ცხოვრებაში არ მენახე ამდენი აჩეხილი, ერთმანეთში არეული ხორცი და განავალი. ამიტომ ეს საოცარი წამალი მომცა.
ჯონი – რაო, რა გითხრა ღმერთმა.
ლუთერი – მითხრა, წინ წადი, დამიჯერე. შენ აქ ყველაზე ძლიერი ხარ. წაართვი შენს მტრებს სიცოცხლე, ჩემთვის გააკეთე ეს და კიდევ ბევრი სხვა სისულელე.
ჯონი – როგორია ღმერთი?
ლუთერი – აღარ მახსოვს.
ჯონი – ყველაზე მნიშვნელოვანი რამ დაგვიწყებია.
ლუთერი – მაშინ ჩემსავით ყველა ხედავდა ღმერთს. ნარკოტიკის გამო. ყველას ერთი და იგივე გამოცხადება ქონდა.
ჯონი – განგებ მოგცემდნენ ნარკოტიკს.
ლუთერი – შეიძლება. ზოგი, ვინაც ღმერთს ნახულობდა, იბნეოდა, აღარ იცოდა უკვე რისთვის ეომა: ღმერთისთვის თუ წყლისთვის.
ჯონი – მაგათ შორის განსხვავებას ქონდა რაიმე მნიშვნელობა?
ლუთერი – არა. (პაუზა.)
ჯონი – მეორეც მომეცი.
ლუთერი – პირველად აკეთებ ამას?
ჯონი – არა, მეორედ. პირველად სკოლაში. ახალგაზრდა ვიყავი და ვერც ვერაფერი გავუგე. ახლა მესმის და ვაფასებ კიდეც. კიდევ მომეცი ცოტა.
(ლუთერი ფხვნილის მეორე ზოლს უკეთებს და ჯონი უცებ ისრუტავს მეორესაც)
ყოველთვის მეშინოდა ეგეთი რაღაცეების. არ მომწონდა მერე გონებას რომ ვკარგავდი. ახლა პირიქით, სულ ფეხებზე მკიდია. პირიქით, დავკარგო მინდა გონი, ასე ბევრს აღარ ვიფიქრებ.
ლუთერი – მე დაბრუნება არ მინდოდა, იცოდი?
ჯონი – არა?
ლუთერი – არა.
ჯონი – ომში რაა ყველაზე კარგი, რაც ადამიანს შეუძლია გააკეთოს?
ლუთერი – მოკვლა.
ჯონი – მაშინ მთელი ომის პროცესი ლამაზი ყოფილა.
ლუთერი – მოკლა, რათა შენ არ დარჩე მოკლული.
ჯონი – ქალი. ქალი არ გინდებოდა როცა იქ იყავი?
ლუთერი – არა.
ჯონი – რატომ, ვინც ომშია იმას ქალის ყოლის უფლება მაინც უნდა ქონდეს, ასე არაა?
ლუთერი – მე დაბრუნება არ მინდოდა.
ჯონი – ქალი ყველაზე კარგი გამოგონებაა რაც კი დედამიწაზე გაგვაჩნია. არა?
ლუტერი – მხოლოდ პატარა გოგოები.
ჯონი – ჰმ?
ლუთერი – მხოლოდ პატარა გოგონები. თოთხმეტ-თხუთმეტი წლის. ახლად წამოკვირტებული ძუძუს თავებით, ქლიავის ოდენა და მაგარი. უყურებ და ხვდები რომ ისეთი პატარა აქვს, მასში ასოც კი არ შეგეტევა.
ჯონი – განა ყველას ეგეთი აქვს.
ლუთერი – მხოლოდ რამოდენიმეს. ყოფილხარ ოდესმე ესეთთან?
ჯონი – არა. არასდროს.
ლუთერი – სურნელოვანი საშო აქვთ. არაფერზე უარს არ გეუბნებიან. გოგოებზე კარგი ღმერთს არაფერი არ შეუქმნია. არ მინდოდა დაბრუნება.
ჯონი – რომელიმე გოგონას გამო?
(ლუთერი მოულედნელად დგება და იარაღს შეაყენებს, ჯონი მხოლოდ მაშინ შეამჩნევს და გაქცევის დროც აღარ ააქვს. ლუთერი მას ფეხში ესვრის. ჯონი ეცემა, ტანჯვისგან ხმა ეკარგება. ლუთერი მშვიდად მოქმედებს, თუმცა სიბრაზისგან სახე ეღრიცება.)
ლუთერი – ერთი გოგონას გამო. ხო. ერთი მტერი გოგონას გამო. რომელიც ჩემ ენაზე არ ლაპარაკობდა და ჩემი არ ესმოდა. არ მინდოდა დაბრუნება. მითხრეს გაჟიმე და ნახე როგორიაო. ამით ყველაფერი მორჩებაო. პატარა გოგონა იყო, ჩემი არ ესმოდა. რომ დავინახე მაშინვე გაგიჟებით შემიყვარდა. ვაკოცე. დიდხანს ვკოცნიდი. როცა მე მივუახლოვდი, რვა კაცს უკვე გული ქონდა მისით ნაჯერები. შევეხე და კოცნა დავუწყე. ის არაფერს არ ამბობდა. უარის თქმაც არ იცოდა. მე ვკოცნიდი, ის კი არც მეწინააღმდეგებოდა. მაშინვე ჩემი გახდა. ბარხატივით ნაზი და სურნელოვანი კანი ქონდა. რატომ არ შემეწინააღმდეგა? იმიტომ რომ დიდხანს ვკოცნიდი. არავის არაფერი არ უთქვამს მაშინ. მამამისი აღარ ყვიროდა. ყველა მე შემომცქეროდა. ყველა მიხვდა რომ ის, იმ დღიდან მხოლოდ ჩემი იყო. დიდხანს ვკოცნიდი, მერე კი ტანსაცმელი გავხადე. ჩემი ხელები უკვე აღარ იყო ბინძური. მე მის კანს სუფთა გულით ვეხებოდი. ის კი ხმას არ იღებდა. მხოლოდ ერთხელ შემომხედა. საოცრება იყო. მის მერე შინ დაბრუნებაზე ხელი ავიღე. იმ დღეს ყველას თვალწინ და მისი სხეულის ზემოთ, ერთი სიცოცხლე დავასრულე. მერე ფეხები გავუშალე და მის სხეულში შევედი. ფრთხილად, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ჩემს წინ ქალწული იწვა და მე, მისთვის პირველი მამაკაცი ვიყავი. მე ღმერთის წინ ვიყავი. ღმერთთან კი არ შეიძლება ცუდად მოიქცე. მერე უფრო ძლიერად დავიწყე მოძრაობა. უკვე ვეღარაფერს ვეღარ ვხედავდი და უფრო ძლიერად და ძლიერად ვმოძრაობდი. იმის მერე იქ დარჩენა მომინდა. წერილში ტყუილი არ მომიწერია. მე მართლა მოვკვდი ამ ქვეყნისთვის. მე იქ მინოდოდა დარჩენა. იმის მერე მისი ფანჯრის ქვემოთ დავდიოდი, ის ყოველთვის იქ იყო, მაგრამ მე არასდროს არ მიყურებდა. იმ წერილში სიმართლე ეწერა. მე მოვკდი ამ ქვეყნისთვის, მანიასთვის, ყველასთვის.
ერთ დღეს კი ის გოგონა მოკვდა. ჩემი პატარა გოგონა, რომელსაც ჩემი არ ესმოდა, მოკვდა. (პაუზა.) მანიაც მოკვდა. გაიგე? მანიაც მოკვდა. აქ იმიტომ მოვედი რომ დანაშაულისთვის გაზღვევინო. იმიტომ მოვედი რომ ცოდვების მონანიებაში დაგეხმარო. (პაუზა.) მანია ჩემი იყო, მიუხედავად იმისა რომ მე მისთვის უკვე მკვდარი ვიყავი. ამისთვის უნდა გადამიხადო.
(ყოველ წინადადებაზე ისვრის. ბოლო გასროლაზე კიდევ ერთხელ ჭრის ჯონის ფეხში. სროლის ხმა პროჟექტორის ნათებამ უნდა შეცვალოს, ან სიბნელემ.) უნდა აზღვიო იმისთვის რაც ჩაიდინე, იმიტომ რომ სულელურად მოიქეცი. უნდა გცოდნოდა რომ არ შეგარჩენდი. ყველანაირი ხერხი ვიცი ცოდვები რომ მოგანანიებინო. ავტომატური, ნახევრად ავტომატური. Dეუტსცჰე ჭაფფენ –ის M – 15 რევოლვერი, M – 16 ავტომატი. ყველაფერი გვასწავლეს, გესმის, ყვეალფერი A – 94, M249 შAჭ, M4 U.შ. 57 – N – 231 57 – N – 231U F.შ (პაუზა. აღარ ისვრის. იარაღს დაცქერის.)

სცენა VII

(შავ უნიფორმაში გამოწყობილი ვინი უხეში ჯარისკაცივით იქცევა. გლაუჩეს სძინავს. თავი მაგიდაზე აქვს ჩამოდებული. ჩვეულებრივ სკამზე ზის, მისი გორგოლაჭებიანი სკამი აღარ ჩანს. მაგიდაზე საფერფლე დევს, მასში ანთებული სიგარეტი იფერფლება.)

ვინი – (ცდილობს მოხუცი გააღვიძოს. ქუსლებით ხმაურობს. კედელზე აკაკუნებს. ბოლოს უახლოვდება და თითით ეხება) უკაცრავად!
გლაუჩე – ჯონი?
ვინი – (თავს იკავებს და ისევ ჯარისკაცივით იჭიმება) არა.
გლაუჩე – ააა. ვინ არის?
ვინი – ვინი.
გლაუჩე – ჯონის მეგობარი. სად დაიკარგე ამდენ ხანს, რომ არ ჩანდი?
ვინი – (სიჩუმე)
გლაუჩე – ბოდიში, ვერ მეტყვი რომელი საათია?
ვინი – ორის ნახევარია.
გლაუჩე – ნახე რა ყოჩაღი ხარ. მაშინვე მპასუხობ. ჯონისაც ასწავლე ეგ. დღეა თუ ღამე?
ვინი – ღამე.
გლაუჩე – (რაღაცას ყურს უგდებს. გარედან ხმაურის ხმა შემოდის.) ღამის ორის ნახევარზე ეს რა ხმაურია.
ვინი –ხმაური?
გლაუჩე – გარეთ ხმაურია. შენ რა, არ გესმის?
ვინი – არა…
გლაუჩე – ალბათ რამე დღესასწაულია. დღეს რა დღეა?
ვინი – თხუთმეტი.
გლაუჩე – მარტი თუ აპრილი?
ვინი – მარტი.
გლაუჩე – მაშინ დღესასწაულის გამო არ ყოფილა ეგ ხმაური.
ვინი – მე არაფერი არ მესმის.
გლაუჩე – შენ რა, დაყრუვდი? ცემის ხმაც ისმის. ომი ხომ არ დაიწყო ისევ? თქვეს დამთავრდაო და… ჯონიმ ასე მითხრა, დამთავრდაო.
ვინი – თითქმის. ცოტა ხანში საბოლოოდ დასრულდება. თუმცა ჯერ კიდევ საჭიროა ლოდინი. ამბობენ მომავალში რა მოხდება ეს მხოლოდ ღმერთმა უწყისო.
გლაუჩე – რამდენი ხანია ჯონისთან არ მოსულხარ. რატომ?
ვინი – სამუშაო.
გლაუჩე – რას აკეთებ?
ვინი – საქონელი გადამაქვს…
გლაუჩე – ხო. გამახსენდა. ჯონიმ მითხრა. გაგიმართლა, არა?
ვინი – სანამ არ გამანთავისუფლებენ.
გლაუჩე – რატომ, შეიძლებ გამოგაგდონ?
ვინი – გარკვეული დრო მომცეს სამუშაოდ. მერე თავს ვანებებ.
გლაუჩე – ვწუხვარ. ყოველშემთხვევაში ახლა მაინც რომ მუშაობ ეგეც ბედნიერებაა.
ვინი – გააჩნია.
გლაუჩე – შენ გეტყობა დიდი ენთუზიაზმით არ მუშაობ, ასეა?
ვინი – აბა რა უნდა ვქნა, თუკი არაფერს მიხდიან.
გლაუჩე – საჭმელსაც არა?
ვინი – არა. მხოლოდ ტანსაცმელი მომცეს.
გლაუჩე – მაშინ თავს რატომ არ დაანებებ? ვინმე გაძალებს იქ დარჩენას.
ვინი – ისეთმა ადამიანმა მთხოვა, უარს ვერ ვეუბნები. მერე კიდევ ტელევიზორის ყურების გარდა, მაინც არაფერს არ ვაკეთებდი,.
გლაუჩე – ახლა მესმის ჯონი რატომ არ გაბრაზდა. არაფერს რომ არ გაძლევენ და იმიტომ.
ვინი – ჯონი ნამდვილი მეგობარია. როცა ყველაფერი ავუხსენი, მაშინვე მიხვდა.
გლაუჩე – შენ მას არ უთხრა ახლა ჩემი სიტყვები, მაგრამ ჯონი ისეთი ტიპია ვისაც მუშაობა დიდად არ მოსწონს. ადამინი, რომელიც საკუთარი დის ბეჭედს გაყიდის, იმას მუშაობა არ უნდა.
ვინი – მაგრამ, მერე ხომ დაგიბრუნათ.
გლაუჩე – ბეჭედი? კი. მხოლოდ იმიტომ კი არა რომ კეთილია, იმიტომ რომ ბეჭედი არავინ არ იყიდა. იმიტომ, რომ გაყიდვაც კი არ შეუძლია.
ვინი – (იცინის) რატომ, თქვენ შეგიძლიათ?
გლაუჩე – … კი…
ვინი – არ მეგონა თუ ადრე ვაჭრობდით. მეგონა ყოველთვის სახლში იჯექით.
გლაუჩე – აბა რა გეგონა, თავს მისი მოცემული ფულით ვირჩენდით? ერთხელ ჩემი საცვალიც კი გავყიდე. ერთმა გიჟმა აიღო, რომელიც მოხუცის ნაცვამ ნიფხვების სუნზე იღგზნებოდა. ვერ წარმოიდგენ როგორ შემრცხვა. არც კი შემიხედავს. საცვალი მივეცი, ფული გამოვართვი და გამოვიქეცი.
ვინი – არასდროს არავისთვის გითქვამს.
გლაუჩე – არა. რა თქმა უნდა არა. სულელი კი არ ვიყავი. მრცხვენოდა საცვალი რომ გავყიდე, მაგრამ სულელი კი არ ვყოფილვარ. სანამ შინ გავრბოდი ფული გადავითვალე, თუ სწორად მომცა მეთქი.
ვინი – რომ მოეტყუებინე, მაშინ რას იზამდი?
გლაუჩე – უკან გავეკიდებოდი. ცხოვრებაში არავის არ მოვუტყუებივარ.
ვინი – (იღიმება) ჯონის რატომ არ ასწავლეთ ეგენი?
გლაუჩე – მამამისის გამო. მამამისმა დააჯერა, რომ რადგან გაყიდვა შემეძლო ცხოველი ვიყავი. ამიტომ მთელი ცხოვრება საკუთარ შვილებს ჩემს გაყიდვის ნიჭს ვუმალავდი, რომელიც არ დაგიმალავ და მომწონდა კიდეც.
ვინი – ამაში ხომ ცუდი არაფერია.
გლაუჩე – არ ვიცი, არ ვიცი. უკვე აღარ ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა მთელი ცხოვრება ჩემი ორი შვილისთვის იმის დამალვას რომ ვცდილობდი, რომ მათზე ნაკლები ვიყავი.
ვინი – რატომ?
გლაუჩე – (თითქოს იხსენებს) აჰ, შენ დაჯექი. ფეხზე დგეხარ? დაჯექი, მე მაინც ვერ გხედავ და ნუ მორცხვობ, დაჯექი.
ვინი – მადლობა, ფანჯარასთან დავრჩები. ასე დავინახავ ჯონი სახლში რომ მოვა.
გლაუჩე – ჯონი ხომ სახლშია. აბა, ასე გვიან სად იქნება?
ვინი – მეგონა ჯონის ელოდებოდით და ამიტომ იჯექით მაგიდასთან.
გლაუჩე – აჰ, არა. აქ იმიტომ დავჯექი, ვფიქრობდი. რამოდენიმე წელი კიდევ და მერე წავალ ამ ქვეყნიდან. ამიტომ გადავწყვიტე ყოველ დღე ვიფიქრო. მინდა ყველაფერი გავიხსენო რაც კი რამ გამიკეთებია, რომ მერე დარდის გარეშე მოვკვდე.
ვინი – მერე, მიაღწეთ რამეს?
გლაუჩე – მგონი კი. თუმცა ზოგჯერ ხომ ხედავ, მეძინება.
ვინი – ძილი ყოველთვის სასარგებლოა.
გლაუჩე – ხო. (პაუზა) მოკლედ, მე მათ ყოველთვის ვძულდი.
ვინ – ვის?
გლაუჩე – იმ ორს. ჯონის და მის დას. ვძულდი. მკითხე კარგად მოვიქეცი თუ არა, რომ ვცადე იმაში გადამეჯერებინა რასაც მამამისი ეუბნებოდა მათ ჩემზე.
ვინი – ჰმ.
გლაუჩე – აი, სწორედ ამიტომ. თუმცა, იმათ მაინც ყოველთვის ვეზიზღებოდი. (პაუზა) შენ თუ გიყვარდა შენი მშობლები.
ვინი – კი…
გლაუჩე – ყოჩაღ! რას არ მივცემდი ისეთი შვილი რომ მყოლოდი, რომელიც უცებ მიპასუხებდა რომელი საათია, და რომელსაც ვეყვარებოდი.
ვინი – ჯონის უყვარხართ, ყოველთვის ზრუნავს თქვენზე.
გლაუჩე – კი, მხოლოდ სულ იმას მეკითხება თავს როგორ ვგრძნობ.
ვინი – ნერვიულობს და იმიტომ.
გლაუჩე – არა. იმის გაგება უნდა რამდენი დამრჩა კიდევ სიკვდილამდე. (ხანმოკლე პაუზა.) დარწმუნებული ვარ შენ არასდროს შეკითხვიხარ ამას შენებს.
ვინი – ჩემები ერთ დღეს გაფრთხილების გარეშე მოკვდნენ. ვერ მოვასწარი მათთვის რამე მეთხოვა ან შევკითხოდი. (პაუზა)
გლაუჩე – როგრო მოხდა ჯონის მოსანახულებლად რომ მოხვედი? არ მუშაობ დღეს?
ვინი – კი… ანუ არა… აქეთ გამოვიარე და…
გლაუჩე – ღამის ორის ნახევარზე მოსანახულებლად მოდი?
ვინი – დიდიხანია რაც არ მინახიხართ…
გლაუჩე – რა მოხდა?
ვინი – არაფერი.
გლაუჩე – ომი ისევ დაიწყო და ჯონი უნდა წავიდეს? თქვენც უნდა წახვიდეთ?
ვინი – არა, არა… დიდიხანია რაც არ მენახეთ და გამოგიარეთ, არ ვიცი ომი დაიწყო თუ არა.
გლაუჩე – თუ ომი უნდა დაიწყო და ჯონი უნდა წაიყვანო მითხარი, მე ხომ მისი დედა ვარ.
ვინი – როგორ ფიქრობთ კიდევ დიდხანს ეძინება ჯონის?
გლაუჩე – აბა რა ვიცი. შუადღის ძილით კი არ ძინავს. ახლა ღამეა და ალბათ დილით გაიღვიძებს. წესით ხომ ასე უნდა იყოს?
ვინი – მასთან სალაპარკო მაქვს.
გლაუჩე – რამე მოხდა?
ვინი – არა…
გლაუჩე – თუ რამეს დაბარება გინდა მე ვეტყვი. შენ ალბათ საქმეზე ხარ წასასვლელი. ჯონი ალბათ დილამდე იძინებს. დიდხანს მოგიწევს ლოდინი. (პაუზა)
ვინი – არაუშავს. შემიძლია აქ დავრჩე?
გლაუჩე – როგორ არა. მაინც ვერავინ გხედავს. (იცინის)
ვინი – ვხედავ რომ ფიქრს კარგ ხასიათძე დაუყენებიხართ.
გლაუჩე – რაც ფიქრი დავიწყე, იმის მერე ადამინების მიმართ ინტერესი დავკარგე, კარგი იქნებოდა ადრე დამეწყო ფიქრი, მაშინ თვალებს კი არ დავითხრიდი.
ვინი – რამდენი ხანია რაც აქ ცხოვრობთ ქალბატონო?
გლაუჩე – ოცდათხუთმეტი წელი. ცოტა ჩანს, სინამდვილეში კი.
ვინი – არ ფიქრობთ რომ უმჯობესი იქნებოდა აქედან სადმე სხვაგან წასულიყავით.
გლაუჩე – სხვაგან? ჩემთვის რა მნიშვენლობა აქვს. სადაც არ უნდა წავიდე მაინც ვერ მივხვდები ამ ადგილზე უკეთესია თუ არა. რატომ მეკითხები?
ვინი – იმიტომ რომ სულ ამაზე ვფიქრობ. ახლა როცა ვმუშაობ,… გზა გრძელია და დრო მალე გადის.
გლაუჩე – სწორი გზა და დროის გასვლა ერთი და იგივეა…
ვინი – ხო… ასფალტის თეთრი ხაზები. წამები. მათ შორის განსხვავება არ არსებობს. (პაუზა)
გლაუჩე – მე ისევ მესმის გარედან ხმაური. დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი კარგადაა.
ვინი – კი.
გლაუჩე – რამდენი ხანია რაც ვლაპარაკობთ?
ვინი – არ ვიცი. მაშინ რომ გითხარით, ის დრო მოედნის საათზე დავინახე.
გლაუჩე – ის, ის ხომ გატეხილია. (პაუზა)
ვინი – არ ვიცოდი.
გლაუჩე – ვის ეცოდინება ახლა რომელი საათია.
ვინი – როცა ღამეა ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს.
გლაუცე – როცა გძინავს კი. მაგრამ მე მღვიძავს და მაინტერესებს რომელი საათია. ადრე არ მაინტერესებდა. რაც ფიქრი დავიწყე იმის მერე კი.
ვინი – ქალბატონო.
გლაუჩე – მჰ?
ვინი – ჩემოდანი თუ გაქვთ?
გლაუჩე – მე?.. არ ვიცი. როდესღაც გვქონდა. მის მერე აღარ მახსოვს სად დავდე. გჭირდება?
ვინი – ხო.
გლაუჩე – თუ ჯონის გაღვიძებას დაელოდები, მას მოვაძებნინებ.
ვინი – კიდევ დიდხანს ეძინება?
გლაუჩე – აბა რა ვიცი, მაგრამ თუ რამე აუცილებელი საქმე გაქვს, გავაღვიძებ.
ვინი – (მოხუცს ზურგს აქცევს და ფანჯრიდან იცქირება. თვალის მომჭრელი შუქი ერთმანეთს ენაცვლება) არა. უმჯობესია ეძინოს.
გლაუჩე – ჩემოდნები რისთვის დაგჭირდა.
ვინი – უნდა გავემგზავროთ.
გლაუჩე – შენ მიემგზავრები ვინმესთან ერთად?
ვინი – ჩვენ. ჩვენ სამი უნდა გავემგზავროთ.
გლაუჩე – (ნელ-ნელა გონს მოდის) ჩვენ სამი. სად მივდივართ?
ვინი – აქედან მივდივართ.
გლაუჩე – სასეირნოდ?
ვინი – ტაძარში წაგიყვანთ.
გლაუჩე – სადაც სასწაულებს სჩადიან?
ვინი – ტაძრის მსგავსი ნაგებობაა, ჩვენს გარდა იქ სხვებიც იქნებიან.
გლაუჩე – სად არის? სად არის ეს ტაძარი.
ვინი – ჩინოსემა.
გლაუჩე – იქ ომია. იქ სალოცავები არაა. იქ მხოლოდ ომია.
ვინი – ეს ადრე იყო. ახლა ეს ადგილი ომის წყაროდ გადაიქცა.
გლაუჩე – ეგ ომი ხომ ამდენხანს უნდა დამთავრებულიყო. კიდევ ვიბრძვით.
ვინი – კიდევ გვინდა ვცადოთ. მაგრამ იარაღი გვჭირდება. ამიტომ ამ იარაღის დასამზადებლად ხალხი გვჭირდება.
გლაუჩე – ეგ ხომ ტაძარი არაა. მანდ ხომ სააწაულებს არ ახდენენ.
ვინი – როგორ არა. ტაძარია. ტაძარი იქნება იმ ხალხის მოსახსენიებლად, ვინც იქ.. იმუშავა.
გლაუჩე – (ფეხზე დგება. ხელების ცეცებით სიარულს იწყებს და ხმადაბლა ძახილს იწყებს) ჯონი. ჯონი. მივყევართ ჯონი.
ვინი – ჩუმად იყავი. დაჯექი. დააცადე, იძინოს. (მოხუცთან მიიჭრება და ძალით სკამზე სვამს.) დააცადე, იძინოს. მე არსად არ მეჩქარება.
გლაუჩე – კიდევ არ დამთავრებულა არა? გარეთ ხმაურია. რას სჩადიხართ?
ვინი – უნდა წახვიდეთ ქლალბატონო. ჩვენ ერისთვის მომუშავე ხალხი გამოგველია. სწორედ ახლა, როდესაც სახელმწიფოს ეს ყველაზე მეტად ჭირდება. სხვებს როგორ მიყავს ხალხი, ეს მე არ ვიცი. მე თქვენთვის ვიზრუნე და ვთხოვე ნებართვა თქვენს წასაყვანად დრო მოეცათ. გარეთ არ ვიცი რა ხდება. მე მხოლოდ საქონელს დავატარებ და მორჩა.
გლაუჩე – ხალხი გადაგყავს შენ.
ვინი – საქონელი. ჩვენ ამ სახელწოდების გარდა არაფერი არ ვართ ქალბატონო. თქვენ და მე. საქონელი, რომელსაც საქონელი გადაჰყავს. ყვირილს აზრი არა აქვს. გარეთ ყველას კრეფენ. მე დრო ვთხოვე თქვენთვის. არ მინდოდა ისე წაეყვანეთ როგორც სხვები მიჰყავთ. მე პატიოსანი ვარ. თქვენი ნახვა მინდოდა და კარგად მოპყრობა.
გლაუჩე – რას გვიზამენ.
ვინი – არაფერს.
გლაუჩე – ჯონი.
ვინი – დააცადე ძილი. ჯერ კიდევ დრო გვაქვს.
გლაუჩე – ჯონი.
ვინი – ნუ ყვირიხართ ქალბატონო. ამას არ თხოვდით ღმერთს წამებულად რომ ექციეთ?
გლაუჩე – დაე, დაწყევლილი იყავ!
ვინი – (სახეში სილას აწნის) აი, ასე დავიწყე მე. მატარებლით და ერთ მონეტად საკუთარი სული გავყიდე. შენ კი გინდა შენისთანა ბებერს პატივი ვცე. შენ, რომელიც არავის არ სჭირდები. ჩაძაღლდი.
გლაუჩე – ვინ გასწავლა ასე ლაპარაკი.
ვინი – … არავინ…
გლაუჩე – ბრმა მოხუცის და ინვალიდის მოკვლისთვის მედლებს არავინ დაგკიდებს. ისეთი უნდა გამოგეშვა, ვისაც ამის ჩადენა შეუძლია, ვისაც ჩვენი მოკვლა შეუძლია.
ვინი – (სცემს)
გლაუჩე – ჯონი! ჯონი! ჯონი! (ვინი მის ცემას აგრძელებს) ჯონი! ჯონი!
(გლაუჩეს გორგოლეჭებიანი სკამით ჯონი შემოდის. ერთი ფეხი არა აქვს. ვინი ჩერდება, შეშინებული გარეწარის სახე აქვს.) ჯონი…
ჯონი – დედა.
გლაუჩე – რა საზიზღარია რამაა ხალხი ჯონი. შეხედე. შეხედე ამას, ოდესღაც შენიმ ეგობარი რომ იყო. ყველა დააჩოქეს, ახლა ჩვენც სადღაც მივყევართ.
ჯონი – ვინ.
ვინი – ასე უნდა მოხდეს. ომი ჯერ არ უნდა დამთავრდეს. უნდა წაგიყვანოთ, სხვებთან ერთად. სხვებთან ერთად.
ჯონი – უნდა მოგვკლათ?
ვინი – ალბათ, ოღონდ ჯერ არა. ჯერ უნდა იმუშაოთ, ბოლო იარაღი უნდა დაამზადოთ. წავაგეთ. მაგრამ, ომი არ უნდა დამთავრდეს.
ჯონი – ბრმა და მე მიგყავარ ჯონი, კარგად გვხედავ ორივეს?
ვინი – ვიცი. ვიცი.
ჯონი – იცი. (ხანგრძლივი პაუზა) მაშინ წავიდეთ.
ვინი – ჯონი.
ჯონი – წავიდეთ დედა.
ვინი – თავს ფიტულად ვგრძნობ…
ჯონი – წავიდეთ. (გლაუჩე დგება. გორგოლაჭებიან სკამს ხელს კრავს. გარეთ ხმაური მატულობს.)
გლაუჩე – შენ წადი. მე არ მოვდივარ.
ჯონი – დედა. წავიდეთ. (ვინი გადის. გლაუჩე ბარბაცებს, მაგრამ ცოტა ხანში ბუზღუნით ჯონის სკამს უახლოვდება და ხელს კრავს. ორივე გადის.)

ფარდა

Letizia Russo


პიესა მოგვაწოდა თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა.

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s