დავით აგიაშვილი


David Agiashviliდავით ნიკოლოზის ძე აგიაშვილი

დავით (დათო) ნიკოლოზის ძე აგიაშვილი (დ. 28 ივლისი1949თბილისი — გ. 12 თებერვალი2014ლოს-ანჯელესი) —ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი.

ბიოგრაფია

დავით აგიაშვილი დაიბადა 1949 წლის 28 ივლისს, თბილისში, მწერალ ნიკოლოზ აგიაშვილის ოჯახში. 1971 წელს დაამთავრათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით.

1974–1977 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმში“ რედაქტორად, მერე კი უფროს რედაქტორად. ასევე მულტიპლიკაციური გაერთიანების მთავარ რედაქტორად.

1977–1995 წლებში იყო კომპანია „ქართული ტელეფილმის“ რედაქტორი, 1979 წლიდან კი — სასცენარო სახელსონოს ხელმძღვანელი.

1980–1985 წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორად ფაკუტეტზე სპეციალობით „კინოდრამატურგია“ და საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში[1] სპეციალობით „კინოდრამატურგიის საფუძვლები”.

ცხოვრობდა კალიფორნიაში, ოჯახთან ერთად. მისი ერთი შვილი, ნიკა აგიაშვილი არის კინორეჟისორი[2], ხოლო მეორე კი, ჯორჯ ფინი (George Finn)[3] — კინომსახიობი.

სცენარის ავტორი

  • „ცდა“ (დოკუმენტური), 1979, საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • „ფანჯარა“[4] (დოკუმენტური), 1980 წ.
  • „საქართველოსთვის, ბიჭებო, სწორდით“, (დოკუმენტური), 1981, სცენარისტი და რეჟისორი
  • „ათოვდა ზამთრის ბაღებს“ (მხატვრული), 1984 წ.
  • „მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ“[5] (მხატვრული), 1986 წ.
  • „ალი ბაბა და ორმოცი ყაჩაღი“[6] (მხატვრული), 1990 წ.
  • „ელზა“[7] (მხატვრული), 1991 წ.

პროდიუსერი

  • „იმპერიის რღვევა“ (დოკუმენტური), 1994 წ.
  • „მწვანე ამბავი“ (A green story)[8] (მხატვრული), 2012
  • „სასტიკი სულელები“ (Savage mutts)[9] (მხატვრული), 2013
  • „თბილისი, ჩემი ქალაქი“ (Tbilisi, I Love You)[10] (მხატვრული), 2014

კინოროლი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in თეატრალური და კინო პორტრეტები and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s