გელა ბაბლუანის ახალ “ცამეტში” მიკი რურკი და რეპერი ”50 ცენტი” თამაშობენ


Gela Babluani

გელა ბაბლუანის ახალ “ცამეტში” მიკი რურკი და რეპერი ”50 ცენტი” თამაშობენ

ჟურნალი “რეიტინგი”, 07:01 / 07-09-2010

გელა ბაბლუანის “13” კინოეკრანებზე 2005 წელს გამოვიდა და მაყურებელთა გულები დაიპყრო. მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო სცენარია და არანაკლებ საინტერესო გადაწყვეტა აქვს რეჟისორული კუთხით.

ფილმმა იმდენი პრიზი აიღო სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე, რომ ბაბლუანების კინოდინასტიის წარმომადგენლისთვის ალბათ მოულოდნელიც კი იყო. მათ შორის გამოვარჩიოთ წარმატებები ვენეციისა და სანდენსის კინოფესტივალებზე. მაგრამ ალბათ გელა ბაბლუანი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი სცენარით და ფილმით ამერიკული კინოკომპანია დაინტერესდებოდა და 5 წლის შემდეგ თავად შეეძლებოდა ისევ საკუთარი ფილმის ამერიკულ ვარიანტზე მუშაობა.

ჰოლივუდური “ცამეტის” ტრეილერი უკვე დევს ინტერნეტში, ფილმის პრემიერას ქართველ მაყურებელთან ერთად უცხოელი მაყურებელიც ელოდება, რადგან სამსახიობო ანსამბლი მართლაც შესანიშნავია – მიკი რურკი, ჯეისონ სტეტემი, მაიკლ შენონი, რეპერი 50 ცენტი და ა.შ. თბილისურ კინოპრემიერას, როგორც გავიგე, კინოთეატრები ოქტომბერში შემოგვთავაზებენ. ასე რომ, დაველოდოთ და ვნახოთ, როგორია ჰოლივუდური რუსული რულეტკის ამბავი. თუმცა აქვე გეტყვით, რომ ინტერნეტში უკვე დაწყებულია მსჯელობა ამ ფილმის შესახებ და ბევრი ამბობს, რომ ფილმი, როგორც ჰოლივუდში სჩვევიათ, გაპაპსავებული იქნება, თუმცა მე მაინც გელას იმედი მაქვს.

(სტატიის ავტორი თავდაპირველ წყაროში არ წერია).

აქ ნახეთ ფილმ “ცამეტის” ფრანგული ვერსია.

13 Starring Mickey Rourke (2010)

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in თეატრალური და კინო პორტრეტები and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s