ალისა საოცარ მხარეში


Cheshir cat

ტელეკომპანია “მზისთვის” ინგლისურიდან თარგმნა მიხო მოსულიშვილიმა

უოლტ დისნეი წარმოგიდგენთ

ალისა საოცარ მხარეში

Alice in Wonderland

ლუის კეროლის ზღაპრების “ალისა საოცარ მხარეში” და “ალისა სარკის მიღმა” მიხედვით

ქალი –

საოცარ მხარის გზა რომელია?
ცხრა მთის იქითკენ საგულველია,
მიწის წიაღში საძებნელია,
ზეცის ღრუბელთა მახლობელია.

საოცარ მხარის გზა რომელია?
უცხო თვალისგან დაფარულია,
მბრწყინავ ვარსკვლავთა შორი შუქია,
ლორთქო ბალახით მოსარკულია.

საოცარ მხარის გზა რომელია?
მზის სიკაშკაშით მოხარულია,
ლამაზ ჰანგების გამომთქმელია,
რადგან ალისას იქ მოელიან.

საოცარ მხარის გზა რომელია?
ცხრა მთის იქითკენ საგულველია?
მიწის წიაღში საძებნელია?
ზეცის ღრუბელთა მახლობელია?

ჯერ ყველაფერი საკითხავია!

ქალი – იმიტომ, რომ სხვაგვარად იგი მიეჩვეოდა წაგლეჯვას და ავადმყოფობებს, ედუინმა და მორკარმა, მერსიისა და ნორთუმბრიის გრაფებმა, მხარი დაუჭირეს, და თავად სტიგანდიც… ალისა?
ალისა – ჰო… დიახ, გისმენთ.
ქალი – და თავად სტიგანდიც, კენტერბერის არქიეპისკოპოსი დათანხმდა უილიამთან შეხვედრას და გვირგვინი შესთავაზა. თავიდან უილიამი თავდაჭერილად იქცეოდა… ალისა?
ნუთუ არ შეგიძლია ცოტაოდენი ყურადღება დაუთმო ისტორიის გაკვეთილს?
ალისა – უკაცრავად. მაგრამ როგორ უნდა დავუთმო ყურადღება უნახატებო წიგნს?
ქალი – ჩემო ძვირფასო პატარავ, ამ ქვეყნად უამრავი წიგნია, რომელშიც არ არის ნახატები.
ალისა – ამ ქვეყნად – კი, მაგრამ ჩემს ქვეყანაში რომ წიგნებია, იქ მხოლოდ ნახატები იქნება.
ქალი – შენს ქვეყანაში? რას ჩმახავ?! შენ ისევ იქ ხარ…
ალისა – ვჩმახავ?
ქალი – თავიდან…
ალისა – აი, ნამდვილად, დინა. მე რომ ჩემი საკუთარი მხარე მქონოდა, იქ ყველაფერი მოჩმახული იქნებოდა. არაფერი იქნებოდა ისე, როგორც სინამდვილეშია. იმიტომ, რომ ყველაფერი იქნებოდა ის, რაც არ არის. და პირიქით, არაფერი იქნებოდა ის, რაც არის და რაც არ უნდა ყოფილიყო, ის იქნებოდა. მიხვდი? ჩემს სამყაროში `მიაუს~ კი არ იტყოდი, არამედ `დიახ, მის ალისა~. ჰო, ჰო, შენ მთლად ადამიანივით იქნებოდი, დინა. დანარჩენი ცხოველებიც. ვინაიდან ჩემს სამყაროში:
`კატები და კუდღლები იცხოვრებდნენ მყუდრო სახლებში
და ფეხსაცმელებით და შარვლებით ივლიდნენ.
იქ ყველა ყვავილს იშვიათი თვისებები ექნებოდა
და საათობით მელაპარაკებოდნენ,
როცა ვერავისთან ვითამაშებდი.
იქ ბევრი საკვირველი ფრინველი იქნებოდა.
და ყველას პირადად ეყოლებოდა ათ-ათი ბედის ფრინველი.
ჩემს სამყაროში მდუღარე ჩაიდანიც კი მიმღერებდა, მხოლოდ ჩემთვის გასაგებად.
აჰ, ყველაფერი რომ ასე ყოფილიყო, ამ ქვეყანას საოცარი მხარე ერქმეოდა~.
დინა, ეს მხოლოდ კურდღელია საათითა და ჟილეტით!
კურდღელი – ვაი ჩემს ქურქს! ვაი ჩემს ულვაშს!.. მაგვიანდება, მაგვიანდება!
ალისა – როგორ მაინტერესებს, სად უნდა აგვინდებოდეს კურდღელს? მოიცადეთ, ბატონო.
კურდღელი – მაგვიანდება, მაგვიანდება! ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე! არა მცალია, მშვიდობით! მაგვიანდება, მაგვიანდება!
ალისა – საშინელებაა. მნიშვნელოვან შეხვედრაზე? იქნებ მიღებაა?.. ბატონო კურდღელო, მოიცადეთ!..
კურდღელი – არა, არა, არა, არა! მაგვიანდება! ვეღარ ვასწრებ! არა მცალია! გამარჯობა. მაგვიანდება, მაგვიანდება!
ალისა – რა უცნაური ადგილია მიღების მოსაწყობად. დინა, იცი, ეს არ უნდა გვექნა. არ დაუპატიჟებვართ, ცნობისმოყვარეობას კი ხშირად უსიამოვნებებთან მივყავართ. კარგად. დინა, კარგად. // ასეთი ვარდნის შემდეგ, ჩემთვის არაფერი იქნება კიბიდან ჩამოვარდნა. // ვაიმე, მთელი დედამიწა რომ თავიდან ბოლომდე ვიფრინო? და მეორე მხრიდან გამოვფრინდე, სადაც ხალხი ყირამალა დადის?! // ეს სისულელეა. არავინაა… // ბატონო კურდღელო, დაიცადეთ, თუ შეიძლება!.. // საოცრებები და საოცრებები… ბოდიშს ვიხდი!
კარი (კაცი) – არაუშავს, მაგრამ კარგა ღონივრად მომატრიალე!
ალისა – იცით, იმას მივდევდი…
კარი – რატომ? კარის სახელურით?
ალისა – გთხოვთ.
კარი – რას ვიზამ, ერთ კარგ მოტრიალებას მეორეც მოყვება. რით დაგეხმარო?
ალისა – იცით, თეთრ კურდღელს ვეძებ. ამიტომ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით…
კარი – რაა? აჰა!
ალისა – აი ისიც! თქვენში უნდა გავიარო.
კარი – მაპატიე, მაგრამ ძალიან დიდი ხარ. შენთვის `გაუვლელი~ ვარ.
ალისა – თქვენ გინდათ თქვათ – `გაუკეთებელი~?
კარი – არა, `გაუვლელი~… `გაუკეთებელი~ არაფერი არსებობს. ვთქვათ და, რატომ არ უნდა შეხედო მაგიდაზე დადგმულ შუშას?
ალისა – მაგიდაზე?
კარი – მითითება წაიკითხე და საჭირო მიმართულებით მიგითითებს.
ალისა – `დამლიე!~. კარგად უნდა დავაკვირდე. იმიტომ, რომ თუ ასეთი ბოთლიდან, ზედ რომ `შხამი~ აწერია, დავლევ, მაშინ ადრე თუ გვიან ნამდვილად შეუძლოდ ვიგრძნობ თავს.
კარი – უკაცრავად, რა ბრძანეთ?
ალისა – არაფერი, საკუთარ თავს ვეკითხები რჩევას. გემო აქვს ალუბლისა, კრემისა, ანანასისა, შემწვარი ინდაურისა. ღმერთო, ეს რა ჩავიდინე?
კარი – კინაღამ სანთელივით დადნი.
ალისა – მაგრამ, შემხედეთ, ახლა ზუსტად საჭირო ზომისა ვარ!
კარი – არა, არ გამოგივა. სულ დამავიწყდა, რომ დაკეტილი ვარ.
ალისა – არა!
კარი – მაგრამ, რასაკვირველია, შენ გაქვს გასაღები. ასე რომ…
ალისა – რომელი გასაღები?
კარი – ახლა არ მითხრა, რომ ზემოთ დატოვე.
ალისა – ღმერთო, რა ვქნა?
კარი – ბუნებრივია, ზარდახშაში უნდა ჩაიხედო.
ალისა – `შემჭამე~. კარგი, მაგრამ ვინ იცის, რა გამოვა აქედან?! რა ბრძანეთ?
კარი – მე ვთქვი, რომ კიდევ ცოტაც და, ოთახში ვეღარ დაეტევი.
ალისა – არა მგონია, ეს სასაცილო იყოს. ახლა… ახლა ვეღარასოდეს მოვხვდები შინ.
კარი – კარგი, გაჩერდი. ცრემლი ვერ გიშველის.
ალისა – ვიცი, ვიცი, მაგრამ ვერ გავჩერებულვარ.
კარი – საკმარისია. ასე არაფერი გამოვა. სრულიად არაფერი. ეი, შენ ზემოთ! გეუბნები, მორჩი. შუშას შეხედე, შუშას.
ალისა – ღმერთო, არ უნდა მეტირა ამდენი!
ალბატროსი (კაცი, სიმღერა) –
`მეზღვაურის ცხოვრება ჩემთვისაა სწორედ.
უცისფრესი სივრცე მენატრება ხოლმე
და მე არასდროს ვუჩივი ამინდს,
არც ის მიჩივის რაკი…
ჰო,
მეზღვაურის ცხოვრება ჩემთვისაა სწორედ
და მე არასდროს…~
ხომალდო! თუ როგორ ყვირიან მეზღვაურები, მიწა პირდაპირ კურსზეა, იუპიტერსა ვფიცავ!.. // შენ დოდო გაგიგონია?
ალისა – დოდო?
ალბატროსი – სამი გრადუსი მარჯვენა ბორტისკენ. მოაბრუნე, ძვირფასო. მიხედ-მოხედვას ვერ მოასწრებ, რომ პორტში ვიქნებით… `ო-ჰო-ჰოი და, ბოთლი ზღვა!~
ალისა – ბატონო დოდო, დამიცადეთ, გეთაყვა, მიშველეთ. // ბოდიშს ვიხდი, მაგრამ, ხომ ვერ დამეხმარებოდით? // მიშველეთ, თუ შეიძლება, მიშველეთ. გადამარჩინეთ. მიშველეთ.
ალბატროსი – წინ, უკან, მაღლა, დაბლა. იმოძრავე, ილივლივე. ისე არაფერი გაგათბობს, როგორც მხიარული დოღი. წინ, უკან…
ალბატროსის სიმღერა –
ზევით და ქვევით, ზევით ყელამდე.
თუ არ არის დასაწყისი,
არ იქნება დასასრული.
იჭენე და გადახტი,
იტრიალე, დამრგვალდი.
გაუმარჯოს თავისუფლებას და მხიარულებას.
ისინი აპირებენ ხვალისთვის,
შენ კი ახლა გაიხსენი.
ტრიალებს, ტრიალებს ჩვენი მხიარული წრე.
მოდი, არ გაჩერდე ჩვენი მხიარულო წრევ,
მოდი, ისე არ გაჩერდე,
როგორც ყველაფერი გარშემო.
ადრე სულ ჩამორჩენილები ვიყავით,
ახლა კი სულ წინ ვართ.
წინ, უკან, ზემოთ და ქვემოთ.
ალბატროსი – ილივლივე. ისე არაფერი ათბობს, როგორც მხიარული დოღი… // ასე ვერასოდეს გაშრები.
ალისა – ვერ გავშრები?
ალბატროსი – ამათთან ერთად სირბილი მოგიწევს, ეს ხომ პირველი წესია პირველობისთვის ჭენებაში.
ალისა – მაგრამ მე როგორ უნდა…
ალბატროსი – ასე სჯობია, ახლა უცებ გაშრები.
ალისა – ასე ვერავინ გაშრება!
ალბატროსი – რას ბოდავ. მე ბურბუშელასავით ვარ მშრალი.
ალისა – ჰო, მაგრამ…
ალბატროსი – აბა, ბიჭებო, უფრო ცოცხლად!
ალისა – თეთრი კურდღელი. ბატონო კურდღელო, ბატონო კურდღელო!
კურდღელი – ღმერთო, მაგვიანდება, მაგვიანდება.
ალისა – არა, არ გაიქცეთ. ახლავე მოვალ.
კურდღელი – მაგვიანდება, მაგვიანდება, მაგვიანდება..
ალბატროსი – თევზს ფეხი არ დაადგა. ეი, სკუმბრიას პანღურს ნუ ურტყამ! მშვენიერია! საოცარია!
ალისა – ბატონო კურდღელო, ბატონო კურდღელო… // დარწმუნებული ვარ, აქეთ გამოიქცა… იქნებ, იმალება?.. აქ არ არის… საინტერესოა, არა, ალბათ, ის… ეს რა უცნაური და პატარა კაცუნები არიან.
კაცუნები – ჰარალო და ჰარულალო.
ჰარალო – თუ გგონია, რომ ცვილისები ვართ, მაშინ უნდა გადაიხადო.
ჰარულალო – და პირიქით, თუ გგონია, რომ ცოცხლები ვართ, მაშინ უნდა გველაპარაკო. ესაა ლოგიკა.
ალისა – კი, ბატონო, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა. ნახვამდის.
ჰარალო და ჰარულალო ერთად (სიმღერა) –
შენ ყველაფერს პირიქით აკეთებ.
ვინმეს რომ შეხვდები,
გამარჯობა უნდა უთხრა
და ხელი ჩამოართვა,
მერე შენი სახელი თქვა.
კარგი ქცევა ესაა,
კარგი ქცევა ესაა.
ალისა – მართლა?! კი, ბატონო, მე ალისა მქვია და თეთრ კურდღელს მივდევდი, ასე რომ…
ჰარალო – არა. ჯერ არ უნდა წახვიდე.
ჰარულალო – არა. ვიზიტი მხოლოდ ახლა დაიწყო.
ალისა – ძალიან ვწუხვარ.
ჰარალო – გინდა, ასკინკილა ვითამაშოთ? ანდა, – `ბატებო, ბატებო, სახლში~?
ალისა – არა, გმადლობ.
ჰარულალო – ცოტას თუ მოიცდი, შენი გულისთვის ვიჩხუბებთ კიდეც.
ალისა – ჩემი გულისთვის ძალიან წუხდებით, მაგრამ უნდა წავიდე.
ჰარალო – რატომ უნდა წახვიდე?
ალისა – იმიტომ, რომ თეთრ კურდღელს მივდევ.
ჰარულალო – რატომ მისდევ?
ალისა – მაინტერესებს, სად მიდის.
ჰარალო – აინტერესებს!
ჰარულალო – ხამანწკებსაც აინტერესებდათ, გახსოვს?
ჰარალო – ჰო… და გახსოვს რა დაემართათ?
ჰარულალო – საცოდავები!
ალისა – რატომ? რა მოუვიდათ ხამანწკებს?
ჰარალო – ეს არ დაგაინტერესებს.
ალისა – მაგრამ მაინტერესებს.
ჰარულალო – არა, შენ ძალიან გეჩქარება!
ალისა – შემიძლია, ცოტაოდენი დრო დაგითმოთ.
ჰარულალო – შეგიძლია? კარგი. `ლომვეშაპი და დურგალი~
ჰარალო – `ანუ ამბავი ცნობისმოყვარე ხამანწკებისა~.
ჰარულალო – იმ დღეს მზეს რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ზღვას აცხელებდა.
ჰარალო – ცდილობდა, როგორც შეეძლო, მაგრამ საქმეს ამანაც ვერ უშველა.
ჰარულალო – იმიტომ, რომ ეზოში წკვარამი ღამე იდგა. ხოლო დურგალი და ლომვეშაპი წყლისპირზე სეირნობდნენ: აქეთ და იქით, აქეთ და იქით. ისე ბევრი ისეირნეს, რამდენიც პლაჟზე ქვიშაა.
დურგალი – ბატონო ლომვეშაპო, უკვე ტვინი მიდნება. ჩვენ აქ ყველაფერს მოვიმარაგებთ ნახევარი წლისთვის, თუკი მუშაობას ინებებთ.
ლომვეშაპი – ვიმუშაო? სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. ფეხსაცმელებზე, გემებზე და ყინულებზე, კომბოსტოზე, მეფეებზე. ანდა, რატომ დუღს წყალი, რატომ ღორები არ დაფრინავენ. მხოლოდ იმაზე კი არა, რომ ლომვეშაპს მუშაობა მოუნდა… // ხამანწკებო, წამოდით, გავისეირნოთ. დღეს მშვენიერი ამინდია. აქეთურზეც ვილაპარაკოთ, იქითურზეც და დროს კარგად გავატარებთ.
დურგალი – ჰო, და უცებ თუ მოგვშივდება, შევჩერდებით და გეახლებით კიდეც.
ჰარალო – მაგრამ დედა-ხამანწკა შეიშმუშნა და თავი გააქნია. მშვენივრად იცოდა, რომ თავისი საწოლის მიტოვება არ შეიძლება.
ქალი-ხამანწკა – დამიჯერეთ, ზღვა მშვენიერია, აქ დარჩით.
ლომვეშაპი – ჰო, ჰო, რა თქმა უნდა, მაგრამ დროა, ჩემო მეგობრებო, სხვა რამეებზე ვილაპარაკოთ: ფეხსაცმელებზე, გემებზე და ყინულებზე, კომბოსტოზე, მეფეებზე. ანდა, რატომ დუღს წყალი, რატომ ღორები არ დაფრინავენ. წინ, მეგობრებო! სასეირნოდ მივდივართ… // მაშ, ასე. ახლა ვნახოთ. აჰა. ყოველ მიზეზ გარეშე გვჭირდება პური.
დურგალი – მომისმინეთ, მარილზე, პილპილზე და ძმარზე რას იტყვით?
ლომვეშაპი – ჰო, ჰო, ჰო. ბრწყინვალე იდეაა, უბრალოდ, დიდებული! // ახლა კი, ძვირფასო ხამანწკებო, თუ მზად ხართ, შეიძლება, ვისადილოთ.
ლომვეშაპი – დღევანდელი კერძი: `ხამანწკები ნახევარნიჟარებზე~.
ლომვეშაპი – ჩემო მეგობრებო, დროა საჭმელზეც ვთქვათ.
დურგალი (სიმღერა) –
პილპილზე, მდოგვზე და სხვა საწებლებზე.
ამ ყველაფერს ვურევთ მშვენიერ სოუსში.
დღეს მეფეებივით მივირთმევთ.
დღეს მეფეებივით მივირთმევთ.
ლომვეშაპი – უბრალოდ, მეტირება, მაპატიე. ძალიან ვწუხვარ. ისე მომწონდა თქვენი საზოგადოება…
დურგალი – ხამანწკებო! ხამანწკებო!
ჰარულალო – მაგრამ პასუხი არავინ გასცა. და ეს სულაც არ იყო უცნაური, რაკი ყველა მათგანი შესანსლული გახლდათ. ყველა.
ლომვეშაპი – წავედი.
ჰარალო – მეფეებივით! // დასასრული.
ალისა – ძალიან სევდიანი ამბავია.
ჰარალო – დიახ, და ამ ამბავში არის ზნეობრივი გაკვეთილი.
ალისა – კი, ძალიან კარგი ზნეობრივი გაკვეთილია, თუ თქვენ ხამანწკა ხართ… ძალიან კარგი იყო თქვენთან ყოფნა.
ჰარულალო – კიდევ ერთი ლექსი.
ალისა – მაპატიეთ, მაგრამ…
ჰარალო – სახელად ჰქვია `მამა უილიამი~.
ალისა – მაგრამ, მე ნამდვილად…
ჰარალო – პირველი სტროფი.
უკვე დაბერდი, მამა უილიამ. –
ახალგაზრდამ თქვა, –
თმა გაგითეთრდა უკიდურესად,
მაგრამ თავდაყირა დგახარ.
მიპასუხე: შენს ასაკში ეს შეიძლება?
ჰარულალო –
ახალგაზრდობიდან ვფიქრობდი, –
მამა უილიამმა მიუგო, –
რომ ეს ტვინისთვის სახიფათოა,
მაგრამ როგორც კი მივხვდი,
რომ თავში ტვინი არ მაქვს,
კეფაზე ვდგავარ ყოველ საათში.
ალისა – საინტერესოა, აქ ვინ ცხოვრობს?
კურდღელი – მერი-ენ!.. წყეული გომბიო, სად შეინახა? მერი-ენ!
ალისა – კურდღელი?
კურდღელი – მერი-ენ! აზრი არა აქვს, ვეღარ მოვიცდი, საშინლად მაგვიანდება. ღმერთო, ღმერთო, ღმერთო ჩემო!
ალისა – ბოდიშს ვიხდი, ბატონო, მაგრამ ვცდილობდი…
კურდღელი – მერი-ენ, აქ რას აკეთებ?
ალისა – მერი-ენ?
კურდღელი – არაფერი გააკეთო. აქ იდექი. არა, არა, არა, წადი, წადი, წადი, ხელთათმანები მომიტანე. მაგვიანდება.
ალისა – სად გაგვიანდებათ? სწორედ ეს მაინტერესებდა…
კურდღელი – ჩემი ხელთათმანები! დაუყოვნებლივ, გესმის?
ალისა – ღმერთო ჩემო, ახლა მბრძანებლობას დამიწყებს. მოვნახოთ? კურდღელი რომ ვყოფილიყავი, სად შევინახავდი ხელთათმანებს? გმადლობ. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, მე რომ ვცადო? არა, არა, არა, არ მინდა.
კურდღელი – მერი-ენ! მე შენ გაჩვენებ!.. მერი-ენ!.. მიშველეთ, მიშველეთ. არა. მიშველეთ, არა, დამეხმარეთ. ურჩხული! დამეხმარეთ, მიშველეთ.
ალისა – ღმერთო!
კურდღელი – ურჩხული, ურჩხული! სახლი! ჩემ სახლშია! ჩემო საწყალო, პატარა სახლო!
ალბატროსი – წყნარად, წყნარად, ჩემო კარგო. ხომ არ შეიძლება, რომ ყველაფერი ასე ცუდად იყოს.
კურდღელი – ვაიმე, ჩემო საცოდავო სახურავო და ჭირნახულო და ჩემო კარგო კედლებო… აი, ისიც!
ალბატროსი – იუპიტერსა ვფიცავ, როგორი ლამაზია!
კურდღელი – დოდო, გააკეთე რამე!
ალბატროსი – მართლა უჩვეულო ვითარებაა, მაგრამ…
კურდღელი – მაგრამ, მაგრამ, მაგრამ რა?
ალბატროსი – მაგრამ მე ვიპოვე მეტად უბრალო გამოსავალი.
ალისა – მადლობა ღმერთს!
კურდღელი – რა გამოსავალი?
ალბატროსი – ბუხრიდან გამოვათრიოთ.
კურდღელი – მიდი, მიდი, გამოათრიე.
ალბატროსი – მე გამოვათრიო? რა მაზალო ხარ! ჩვენ გვინდა… ხვლიკი კიბით.
კურდღელი – რა? ბილ, ბილ!.. ჩვენ გვინდა `ხვლიკი კიბით~, `ხვლიკი კიბით~. ვერ მოგვეხმარები?
ხვლიკი – რით მოგემსახუროთ, გუბერნატორო?!
ალბატროსი – ბილი, ჩემო ოქრო, ჩაშვებულხარ ოდესმე ბუხარში?
ხვლიკი – ლაპარაკიც არ უნდა, გუბერნატორო! მეტიწილ ბუხრებში ნამყოფი ვარ!
ალბატროსი – შესანიშნავია, შესანიშნავი. სულ უბრალოდ უნდა ჩაძვრე ბუხარში და იქიდან გამოათრიო ეს ურჩხული.
ხვლიკი – კეთილი, გუბერნატორო… ურჩხული?
ალბატროსი – წყნარად, წყნარად. დაწყნარდი. აი, მასე. ასე უკეთესია. ბილი, საყვარელო, Mმშვენიერი შესაძლებლობა მოგეცი.
ხვლიკი – მართლა?
ალბატროსი – შენ შეგიძლია სახელი გაითქვა.
ხვლიკი – მართლა?
ალბატროსი – აბა, რა! შენ ჩვენი მამაცი ხარ. აბა, ჰე. მიდი. აქ არაფერია რთული, ჩემო ოქრო, უბრალოდ ურჩხულს ყელზე შემოახვიე შენი კუდი და მერე გამოათრიე.
ხვლიკი – მაგრამ, მაგრამ, გუბერნატორო…
ალბატროსი – წარმატებას გისურვებ, ბილი. // აი, ბილიც.
ალისა – ბედკრული ბილი!
ალბატროსი – ეტყობა, უფრო ენერგიულად უნდა ვიმოქმედოთ!
კურდღელი – ჰო, რაც გნებავთ, რაც გნებავთ, ოღონდ ჩქარა!
ალბატროსი – მაშინ, გთავაზობ, რომ ჩვენ…
კურდღელი – ჰო, განაგრძე, განაგრძე, ჰო, ჰო.
ალბატროსი – გთავაზობ, რომ ჩვენ… აი, აი, ისიც… იუპიტერსა ვფიცავ… უბრალოდ, უნდა დავწვათ სახლი.
კურდღელი – ჰო, დავწვათ სახლი… რა ვქნათ?
ალისა – არა.
ალბატროსი – დავუბოლოთ ამ გარეწარს, შევწვათ ურჩხული. ერთი-ორი ნაფოტი დავწვათ. აი, ეს ნაგავი გამოგვადგება.
კურდღელი – ღმერთო.
ალბატროსი – დავუბოლოთ ამ გარეწარს, დავუბოლოთ ურჩხულს.
კურდღელი – არა, არა, არა. მხოლოდ ჩემი შესანიშნავი შოშიების სახლი – არა.
ალბატროსი – ქუსლებს დავუწვამთ. ცხვირში შევუღიტინებთ. ჭვალს დავაყენებთ. ჩვენ მაგ ურჩხულს მივახვედრებთ, რომ თავის სასახლეში კი არ არის.
კურდღელი – ღმერთო, ღმერთო, ღმერთო.
ალბატროსი – ასანთი! გმადლობ. ნამცეცის ოდენა ეჭვიც არ მეპარება, რომ ურჩხულს დავუბოლებთ.
კურდღელი – ურჩხულს დავუბოლებთ. არა, არა, არა. ჩემი საწყალი სახლი, ჩემი ავეჯი.
ალისა – ღმერთო, მართლა მწვავთ? ბაღში უნდა შევაღწიო. შეიძლება, რამე რომ შევჭამო, დავპატარავდე?
კურდღელი – გამიშვი, გამიშვი. მიშველეთ!
ალისა – მაპატიეთ, მაგრამ რაღაც უნდა შევჭამო.
კურდღელი – მხოლოდ მე – არა. შე, შე, შე, შე ბარბაროსო. დამეხმარეთ! ურჩხული! დამეხმარეთ! როგორ მაგვიანდება! აქა ვარ, მაგრამ იქ უნდა ვიყო. ვიგვიანებ, ვიგვიანებ, ვიგვიანებ.
ალბატროსი – ასანთი გაქვს, ხომ?
კურდღელი – არა. უნდა გავიქცე, ნახვამდის. ვიგვიანებ, ვიგვიანებ, ვიგვიანებ.
ალისა – მოიცადეთ, მოიცადეთ, მოიცადეთ.
ალბატროსი – ყმაწვილო ქალბატონო, თქვენ ხომ არა გაქვთ ასანთი?
ალისა – არა. მაპატიეთ, მაგრამ ბატონი კურდღელი…
ალბატროსი – არავითარი დახმარება, სრულიად არავითარი! ურჩხული რომ გავაგდო, ყველაფრის გაკეთება თავად მომიწევს.
ალისა – მოიცადეთ, სულ ერთი წუთით მოიცადეთ. ღმერთო, სანამ ასეთი პატარა ვარ, ვერაფრით დავიჭერ… რა საოცარი პეპლებია.
ქალი – ეს კარაქწასმული ფუნთუშებია.
ალისა – ჰო, რასაკვირველია. ბატონო? ეს ვინ იყო? შენ ცხენუკა? უფრო სწორად, საქანაო-ცხენო?
ქალი – ბუნებრივია, მე.
ალისა – ბოდიშს ვიხდი, მაგრამ… ეს რა ბოდვაა, ყვავილები არ ლაპარაკობენ.
პირველი ქალი – რა თქმა უნდა, ჩემო ძვირფასო, ჩვენ ვლაპარაკობთ.
მეორე ქალი – თუკი არის ის, ვისაც უნდა ველაპარაკოთ.
მესამე ქალი – ანდა, რაზეც უნდა ვილაპარაკოთ.
ყველანი – და კიდევ ჩვენ სიმღერაც შეგვიძლია.
ალისა – მართლა?
პირველი ქალი – დიახ. გინდა მოგვისმინო? `ტიტებს მოვუყვებით~.
მეორე ქალი – არა, მოდით, ჩვენზე ვუმღეროთ.
მესამე ქალი – ჩვენ მორცხვ იებზეც ვიცით სიმღერა.
მეოთხე ქალი – არა, ოღონდ ეს არა. ძალიან ძველია.
პირველი ქალი – მოდით, `მშვენიერი ლილი დალიდა~ ვუმღეროთ.
მეორე ქალი – და ზიზილებზე რომ გვემღერა?
მესამე ქალი – ეგ არ მოეწონება.
პირველი ქალი – ვარდს შეხედეთ.
ვარდი – გოგონებო, `ოქროს შუადღეს~ ვუმღერებთ. ეს ხომ ჩვენზეა, ყველაზე. შროშანო, შენ `ლა~ აიღე.
ქალი – ლამაზმანი პეპლები ტიტებს დაჰფარფატებენ.
სიმღერა –
ნათელი ბურთი ჰკიდია ცაზე.
მშვენიერი ყვავილები გადაშლილან
შუადღისას მინდორზე.
ნარცისები განაზულან გორაკის კლდესთან.
ბღუჯა-ბღუჯა იები ხან იქაა, ხან აქ.
შროშნები ბაბუაწვერებს ეპრანჭებიან,
როცა დგება მშვენიერი, ოქროსფერი შუადღე.
ზარმაც გვირილებში უხარიათ მუხლუხებს და თაფლისფერ მრავალფეხებს,
რა წყნარი და მშვიდობიანი ცხოვრება აქვთ.
ყვავილებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება
განსაკუთრებით მაშინ, როცა ივნისია.
აქ ყველგან ბედნიერება და სიყვარულია,
როცა დგება ოქროს შუადღე. //
როცა დგება ოქროს შუადღე.

ალისა –
ყვავილებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება
განსაკუთრებით მაშინ, როცა ივნისია.
აქ ყველგან ბედნიერება და სიყვარულია,
როცა დგება ოქროს შუადღე. //
როცა დგება ოქროს შუადღე.
მშვენიერი იყო!
პირველი ქალი – გმადლობ, ჩემო ძვირფასო!
მეორე ქალი – შენ რომელი ბაღიდან ხარ?
ალისა – არც ერთიდან.
პირველი ქალი – როგორ ფიქრობ, მინდვრის ყვავილია?
ალისა – არა, მე მინდვრის ყვავილი არა ვარ.
მეორე ქალი – აბა, რა ჯიშისა ხარ?
ვარდი – ანუ, უმჯობესია თქვათ, რომელი სახეობის, ჩემო ძვირფასო.
ალისა – მე მგონი, თქვენ დამარქმევდით სახეობას – ადამიანი ალისა.
ქალი – შენ ოდესმე გინახავს ალისა ასეთ ყვავილებთან?
ქალი – კარგად რომ დაფიქრდე, შენ საერთოდ ოდესმე გინახავს ალისა?
ქალი – აჰა, და შენ თუ შეამჩნიე, როგორი ფურცლები აქვს? რა უცნაური ფერია და სუნიც არა აქვს.
ქალი – ერთი ამ ფურცლებს დამიხედეთ.
ქალი – საკმაოდ სქელია, არა?
გოგონა – ჩემი აზრით, ლამაზია.
ქალი – წყნარად, გენაცვალე.
ალისა – ყვავილი არა ვარ, საერთოდ.
ქალი – აჰა, ასეც ვეჭვობდი. ეს უბრალოდ ჩვეულებრივი, მოსიარულე ვულგარულობაა.
ყველა – ოჰ, არა!
ალისა – ჩვეულებრივი… ვინ?
ქალი – სხვანაირად რომ ვთქვათ, სარეველა!
ალისა – მე სარეველა არა ვარ.
ქალი – არ გვეგონა, თუ ამასაც უარყოფდა.
ქალი – წარმოგიდგენია?! მაგისი აქ ყოფნა არ შეიძლება. წადი, არ გაბედო აქ გაზრდა!
ვარდი – გთხოვთ, გოგონებო!
ქალი – ჩვენს დასში არ გვჭირდება სარეველები. წადი, წადი.
ალისა – რაკი ასე გადაირიეთ, კარგი. მე რომ ჩვეულებრივი სიმაღლისა ვყოფილიყავი, ნებისმიერი თქვენგანის მოწყვეტა შემეძლო, რომელიც მომინდებოდა. ეს ჭკუას გასწავლით. ყვავილებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება? აი, ჩემი აზრით კი იქით აქვთ სასწავლი წესიერი ქცევა.
მუხლუხი – შენ ვინა ხარ? ვინ?
ალისა – უკვე აღარ ვიცი, ქალბატონო. დღეს ხშირად ვიცვლებოდი.
მუხლუხი – არ მესმის.
ალისა – უფრო კარგად ვეღარ აგიხსნით, იმიტომ, რომ არც მე მესმის.
მუხლუხი – შენ, და შენ ვინა ხარ?
ალისა – ჯერ თქვენ უნდა მითხრათ. თქვენ ვინ ბრძანდებით?
მუხლუხი – რატომ?
ალისა – ღმერთო, ყველაფერი არეულია.
მუხლუხი – სულაც არა.
ალისა – ჩემთვის – კი.
მუხლუხი – რატომ?
ალისა – ის რაღაცეები ვეღარ გამიხსენებია, რომლებიც ვიცოდი.
მუხლუხი – სიტყვა-სიტყვით წაიკითხე.
ალისა – ბატონო? ჰო. რა თქმა უნდა, ქალბატონო. გამრჯე ფუტკარი სასარგებლოდ ატარებს დღეს.
მუხლუხი – შეჩერდი. არასწორად კითხულობ. `თევზის მოყვარული ნიანგი სარგებლისთვის იზრდის კუდს და მთელ სიგრძეზე გაწოლილა ყვითელი ნილოსის გულს. მიზან… მიზან… შემძვრალა ვრცელი მდინარის ტალღაში და ყოველ თევზს ეძახის – აბა, ახლა კი ჩემს ხახაში.
ალისა – უნდა გითხრა, რომ ასეთი ვარიანტი არასოდეს მომისმენია.
მუხლუხი – ვიცი, წინა ვარიანტი გავაუმჯობესე.
ალისა – თუ გსურთ, იცოდეთ, ჩემი აზრით…
მუხლუხი – შენი აზრით? შენ ვინა ხარ? გოგონა, მოიცადე, დაბრუნდი. რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრა.
ალისა – ღმერთო, საინტერესოა, ახლა რაღა უნდა? აბა, მითხარით.
მუხლუხი – საკუთარი თავი ხელში აიყვანე.
ალისა – სულ ეს არის?
მუხლუხი – არა. შენი საკითხი რაში მდგომარეობს?
ალისა – ის მდგომარ… მდგომარეობს… საქმე ისაა, რომ ცოტა დიდი მინდოდა ვყოფილიყავი, ქალბატონო.
მუხლუხი – რატომ?
ალისა – სამი დუიმი ხომ სრულიად გამოუსადეგარი სიმაღლეა?
მუხლუხი – ჩემი სიმაღლე შეადგენს ზუსტად სამ დუიმს და ეს ძალიან კარგი სიმაღლეა.
ალისა – მაგრამ ვერ მივეჩვიე. რა საჭიროა ყვირილი! ღმერთო!
მუხლუხი – სხვათაშორის, კიდევ რამდენიმე სასარგებლო რჩევა მაქვს. ერთი მხრიდან მოაკბიჩავ, გაიზრდები.
ალისა – რისი ერთი მხრიდან?
პეპელა (კაცი) – მეორიდან – დაპატარავები.
ალისა – რისი მეორე მხრიდან?
პეპელა – რა თქმა უნდა, სოკოსი.
ალისა – ერთი მხარე გაზრდაში დამეხმარება, მაგრამ რომელი? ყველაფერ იმის შემდეგ, რაც მოხდა, მე… მე… თუმც სულ ერთია. სამი დუიმი როდემდე ვიყო, დავიღალე!
მტრედი (ქალი) – გველი! მიშველეთ, მიშველეთ, გველი!
ალისა – თუ შეიძლება…
მტრედი – დაიკარგე, დაიკარგე აქედან. აქშა, აქშა. გველი, გველი.
ალისა – მაგრამ მე გველი არა ვარ.
მტრედი – გვე… მართლა? აბა, ვინა ხარ?
ალისა – პატარა გოგო.
მტრედი – პატარა?
ალისა – პატარა. ასეა, უფრო სწორად, ასე იყო.
მტრედი – იმედს გამოვთქვამ, რომ შენ კვერცხებს არ ჭამ.
ალისა – ვჭამ, მაგრამ მხოლოდ…
მტრედი – ვიცოდი, ასეც ვიცოდი. გველი, გველი.
ალისა – ღვთის გულისათვის. და მეორე მხარე?
მტრედი – ყოველთვის ასეა. სულ ამისთანა გველებისთვის ვდებ კვერცხებს.
ალისა – ღმერთო. ოდესმე შევეჩვევი ამას? ასე გაცილებით უკეთესია. ამეებს კი შევინახავ. სად გავჩერდი? საინტერესოა, საით უნდა წავიდე?
კატა (კაცი) – ფისუნია კატა
მაგიდაზე ახტა.
გადმოაგდო ვაზა,
ბებო გააბრაზა.
ალისა – აბა, როგორ ვფიქრობ, ეს რა არის?
კატა – რაღაც დაკარგე?
ალისა – არა, უბრალოდ… მაინტერესებს.
კატა – ყველაფერი კარგადაა. ერთი წუთით, გეთაყვა. მეორე სტროფი: ფისუნია კატა
მაგიდაზე ახტა,
გადმოაგდო ვაზა,
დედაც გააბრაზა.
ალისა – თქვენ ხომ კატა ხართ.
კატა – ჩეშირული კატა:
მამაც გააბრაზა…
ყველა გააბრაზა.
ალისა – მოიცადეთ, არ წახვიდეთ.
კატა – ეს კი შენა ხარ. მესამე კუპლეტი…
ალისა – არა, არა, არა, გმადლობ, მაგრამ… მაგრამ მე მხოლოდ მინდოდა მეკითხა, საით უნდა წავიდე?
კატა – ეს იმაზეა დამოკიდებული, სად გინდა მოხვდე.
ალისა – ამას მნიშვნელობა არა აქვს. სანამ მე…
კატა – ესე იგი, მნიშვნელობა არა აქვს, საით წახვალ. სხვათაშორის, თუ მართლა გინდა იცოდე, იქით წავიდა.
ალისა – ვინ?
კატა – თეთრი კურდღელი.
ალისა – მართლა?
კატა – რა მართლა?
ალისა – მართლა იქით წავიდა?
კატა – ვინ წავიდა?
ალისა – თეთრი კურდღელი.
კატა – რომელი კურდღელი?
ალისა – ახლა არ მითხარით? ანუ… ღმერთო.
კატა – თავზე შეგიძლია დადგომა? მე რომ თეთრ კურდღელს ვეძებდე, გიჟ მექუდეს შევეკითხებოდი.
ალისა – გიჟ მექუდეს? არა, არა, არ მგონია.
კატა – ანდა მარტის კურდღელს. აი, იქ.
ალისა – გმადლობ. აუცილებლად ვეწვევი.
კატა – მაგრამ არც მარტის კურდღელია თავის ჭკვაზე.
ალისა – მაშინ აღარ მინდა, გიჟებთან რა საქმე მაქვს.
კატა – რას იზამ. აქ ყველანი გიჟები ვართ. ალბათ, უკვე შეამჩნიე, რომ მე თვითონაც მთლიანად არ ვარ აქ.
ალისა – ღმერთო, თუ აქ ყველა ასეთია, უნდა ვეცადო, არავის ვაწყენინო. // რა საინტერესოა.
მარტის კურდღელი – თუ წინააღმდეგი არ იქნები, ანონიმურობა დავიცვათ. დაუბადების დღეს გილოცავ, დაუბადების დღეს.
გიჟი მექუდე – დაუბადების დღე. ჩემი დაუბადების დღეს ვილოცავ.
მარტის კურდღელი – ჩემი დაუბადების დღეს ვილოცავ.
გიჟი მექუდე – ვისი?
მარტის კურდღელი – ჩემი.
გიჟი მექუდე – აჰ, ჰო, შენი. შენი დაუბადების დღეს გილოცავ.
მარტის კურდღელი – ვის ულოცავ?
გიჟი მექუდე – შენ.
მარტის კურდღელი – აჰ, ჰო, მე. ფინჯან ჩაისთან მივულოცოთ ერთიმეორეს. შენი დაუბადების დღეს გილოცავ. // დაკავებულია. დაკავებულია. დაკავებულია. ადგილები არ არის. არ არის ადგილები.
ალისა – მე მგონი, არ ბევრი ადგილია.
მარტის კურდღელი – უზრდელობაა, მაგიდას მოუჯდე, როცა არ დაგპატიჟეს!
გიჟი მექუდე – ჰო. უზრდელობაა. ძალიან, ძალიან უზრდელობა.
თაგვი – ძალიან, ძალიან უზრდელობა.
ალისა – მაპატიეთ, მაგრამ ძალზე მომეწონა თქვენი სიმღერა. ხომ ვერ მეტყოდით…
მარტის კურდღელი – ჩვენი სიმღერა მოგეწონა?
გიჟი მექუდე – შესანიშნავი ბავშვია. ყველაფერი ხდება, მე აღელვებული ვარ. ჩვენ არასდროს გვეუბნებიან საქებარ სიტყვებს. ერთი ფინჯანი ჩაი უნდა დაგვილიო.
მარტის კურდღელი – ჰო, რასაკვირველია. ჩაი უნდა დალიო. ფინჯანი ჩაი.
ალისა – ეს ძალიან კარგი იქნებოდა. მაპატიეთ, დაბადების დღის ზეიმი შეგაწყვეტინეთ. რა ბედნიერი ვარ.
მარტის კურდღელი – დაბადების დღის? ჰა-ჰა, ჩემო ძვირფასო ბავშვო. ეს დაბადების დღე არ არის.
გიჟი მექუდე – რა თქმა უნდა, არა. ეს დაუბადების დღეა.
ალისა – დაუბადების დღე? მაპატიეთ, მაგრამ კარგად ვერ მივხვდი.
მარტის კურდღელი – ძალიან ადვილია. სექტემბერში ოცდაათი დღეა. არა, ასე არა. დაუბადების დღე… თუ გაქვს დაბადების დღე, ესე იგი… ამან არ იცის, რა არის დაუბადების დღე?!
გიჟი მექუდე – რა სისულელეა? მე აგიხსნი, ერთი წამით. აღრიცხვის მიხედვით შენ გაქვს ერთი დაბადების დღე.
მარტის კურდღელი – მხოლოდ წარმოიდგინე, ერთადერთი დაბადების დღე წელიწადში.
გიჟი მექუდე – ჰო, სამაგიეროდ გაქვს სამას სამოცდაოთხი დაუბადების დღე.
მარტის კურდღელი – სწორედ ამის აღსანიშნავად შევიკრიბეთ დღეს.
ალისა – მაშინ დღეს ჩემი დაუბადების დღეც ყოფილა.
მარტის კურდღელი – მართლა?
გიჟი მექუდე – რა პატარაა სამყარო?
მარტის კურდღელი – ამიტომ, გილოცავ დაუბადების დღეს.
ალისა – მე?
გიჟი მექუდე – შენ.
მარტის კურდღელი – გილოცავ დაუბადების დღეს.
ალისა – მე?
გიჟი მექუდე – შენ. ახლა კი, ჩემო ძვირფასო, სანთელს შეუბერე და სურვილი ჩაუთქვი.
მარტის კურდღელი – დაუბადების დღეს გილოცავ.
თაგვი –
ჩემო ნიანგუნებო
ხართ მდინარის სანთლები,
ისე მომჩერებიხართ,
როგორც ნათესავები.
ნეტავ, ვის ახრამუნებთ
ამ მხიარულ მაისში?
გაუთიბავ ბალახში
თქვენი ხმები გაისმის.
ალისა – საოცარი იყო!
გიჟი მექუდე – აბა, ჩემო ძვირფასო, რას ამბობდი, ვის ვეძებო? ბოდიშს ვიხდი, რაღაც ინფორმაციას ეძებდი, არა? მგონი, ინფორმაციას ეძებდი, ხომ?
ალისა – კი, ვეძებ.
გიჟი მექუდე – სუფთა ფინჯნები, სუფთა ფინჯნები. გადავინაცვლეთ.
ალისა – ჩემი ფინჯნიდან არც კი მომიყლუპავს.
მარტის კურდღელი – სვი, სვი, სვი. გადაიწიე, გადაიწიე. სვი, სვი, გადაიწიე.
გიჟი მექუდე – კიდევ ხომ არ გინდა ჩაი?
ალისა – კიდევ როგორ დავლევ, თუ ჯერ არაფერი დამილევია?
მარტის კურდღელი – შენ გინდა თქვა, რომ ნაკლების დალევა არ შეგიძლია.
გიჟი მექუდე – ჰო. ყოველთვის შეიძლება აიღო მეტი, ვიდრე არაფერი.
ალისა – დიახ, მე უბრალოდ, მხედველობაში მქონდა, რომ…
გიჟი მექუდე – ჩემო ძვირფასო, შენ რაღაცამ შეგაშფოთა. ხომ არ გვიამბობ ამას?
მარტის კურდღელი – სულ თავიდან დაიწყე.
გიჟი მექუდე – ჰო, ჰო. და როცა ბოლოში გახვალ, გაჩერდი. მიხვდი?
ალისა – ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მდინარის ნაპირას ვიჯექი დინასთან ერთად.
მარტის კურდღელი – ძალიან საინტერესოა. და ეს დინა ვინაა?
ალისა – დინა ჩემი კატაა. გესმით?
თაგვი – კატა!
მარტის კურდღელი – მიდი, ცხვირზე. ცხვირზე წაუსვი.
გიჟი მექუდე – ცხვირზე, ცხვირზე.
თაგვი – კატა?
გიჟი მექუდე – ღმერთო, როგორ მაბრაზებს ასეთი რამეები.
მარტის კურდღელი – ხედავ, რამდენი უსიამოვნება მოდის შენგან?
ალისა – მაგრამ, რას ვიფიქრებდი, რომ…
მარტის კურდღელი – აი, ამაშია საქმე. როცა არ ფიქრობ, სათქმელიც არაფერია.
გიჟი მექუდე – სუფთა ფინჯნები, სუფთა ფინჯნები. გადავიწიეთ, გადავიწიეთ.
ალისა – მაგრამ მე ჯერ არ დამილევია.
გიჟი მექუდე – გადავიწიეთ, გადავიწიეთ. აბა, ჩემო ძვირფასო, რას ამბობდი?
ალისა – აჰ, დიახ. მდინარის ნაპირას ვიჯექი… თავადაც იცით, ვისთან ერთად.
გიჟი მექუდე – მართლა?
ალისა – მხედველობაში მყავს, ჩემი კ-ა-ტ-ა!
მარტის კურდღელი –ხომ არ დაგიმატოთ? სულ ნახევარი ფინჯანი, თუ შეიძლება.
გიჟი მექუდე – მიდი, ჩემო ძვირფასო, შენ ჩაი გინდოდა.
ალისა – ძალიან მიყვარს ჩაი, მაგრამ…
მარტის კურდღელი – ჩაი თუ არ გინდა, Uუკიდურეს შემთხვევაში, თავაზიან მუსაიფში მაინც ჩაები.
ალისა – მე ვცდილობ გკითხოთ…
მარტის კურდღელი – ბრწყინვალე იდეა მაქვს: მოდით, თემა შევცვალოთ.
გიჟი მექუდე – რატომ ჰგავს ყვავი საწერ მაგიდას?
ალისა – გამოცანები? აბა, ვნახოთ, რითი ჰგავს ყვავი საწერ მაგიდას.
გიჟი მექუდე – რა ბრძანეთ?
ალისა – რითი ჰგავს ყვავი საწერ მაგიდას?
გიჟი მექუდე – რატომ მაინცდამაინც ეს?
მარტის კურდღელი – ფრთხილად, ეს მთლად, ანუ სავსებით არ არის ჭკუაზე.
ალისა – მაგრამ ეს ხომ თქვენი სულელური გამოცანაა. ახლახანს თქვით.
გიჟი მექუდე – წყნარად. არ აღელდე.
მარტის კურდღელი – რას იტყოდით ერთ ფინჯან შესანიშნავ ჩაიზე?
ალისა – მართლა რას ვიტყოდი ერთ ფინჯან ჩაიზე? მაპატიეთ, მაგრამ დრო არ მაქვს.
მარტის კურდღელი – დრო, დრო, სხვას ვის აქვს დრო?
კურდღელი _ არა, არა, არა, დრო არ მაქვს. არ მაქვს დრო. გამარჯობა, ნახვამდის, მაგვიანდება, მაგვიანდება.
ალისა _ თეთრი კურდღელი?
კურდღელი _ ო, როგორ მაგვიანდება, როგორ ძალიან მაგვიანდება.
გიჟი მექუდე _ გასაკვირი არ არის, რომ გაგვიანდება, ეს საათი ზუსტად ორი დღით ჩამორჩება.
კურდღელი _ ორი დღით ჩამორჩება?
გიჟი მექუდე _ რასაკვირველია, გაგვიანდება, ღმერთო ჩემო. მოგვიწევს შევხედოთ. ა-ჰა, გასაგებია, რაც სჭირს. ეს საათი სავსეა ნამცეცებით.
კურდღელი _ ო, ჩემი საწყალი საათი. ო, ჩემო გორგოლაჭები, ზამბარები. მაგრამ, მაგრამ, მაგრამ, მაგრამ.
გიჟი მექუდე _ რა თქმა უნდა. საჭიროა კარაქი წავუსვათ. კარაქი!
მარტის კურდღელი _ კარაქი!
კურდღელი _ კარაქი?
გიჟი მექუდე _ კარაქი, გმადლობ. ასე, მშვენიერია.
კურდღელი _ არა, არა, არა, გააჭუჭყიანებთ.
გიჟი მექუდე _ რას ამბობ, ეს ხომ საუკეთესო კარაქია. აბა, რაღას ლაპარაკობ?
მარტის კურდღელი _ ჩაი?
გიჟი მექუდე _ ჩაი? ა, ა, ჩაი. როგორ ვერ მოვიფიქრე, რა თქმა უნდა.
კურდღელი _ არა, არა, ჩაი არ არის საჭირო.
მარტის კურდღელი _ ჩაი შაქრით?
გიჟი მექუდე _ შაქრით, ორი კოვზი, დიახ, ორი კოვზი. დიახ, გმადლობ.
კურდღელი _ გთხოვთ, ფრთხილად.
მარტის კურდღელი _ მურაბა?
გიჟი მექუდე _ მურაბა სულ დამავიწყდა.
კურდღელი _ არა, მურაბა არ არის საჭირო.
გიჟი მექუდე _ ერთი თავი კარგია, ორი კი უკეთესი.
მარტის კურდღელი _ მდოგვი?
გიჟი მექუდე _ მდოგვი? მდოგვი? სულელები ხომ არ ვართ, აი ლიმონი სულ სხვა საქმეა. აი ასე. ახლა კი უნდა იმუშაოს. აბა, შეხედეთ.
მარტის კურდღელი _ საათი შეიშალა.
ალისა _ ღმერთო ჩემო.
გიჟი მექუდე _ ღმერთო ჩემო.
გიჟი მექუდე _ მართლაც, შეიშალა. არანორმალური საათია.
მარტის კურდღელი _არაფერი მესმის. ჩვენ ხომ საუკეთესო კარაქი ავიღეთ. არანორმალური საათი, მიშველეთ.
გიჟი მექუდე _ აბა, შეხედე. ჭანჭიკები ხომ არ მოვუჭიროთ?
მარტის კურდღელი _ მხოლოდ ერთი გზა არსებობს, რომ ეს გაგიჟებული საათის შევაჩეროთ.
გიჟი მექუდე _ ის ორი დღით ჩამორჩება.
კურდღელი _ ო, ჩემი საათი.
გიჟი მექუდე _ შენი საათი უკვე წარსულშია.
კურდღელი _ ეს ხომ დაუბადების დღის საჩუქარი იყო.
მარტის კურდღელი _ ასეთ შემთხვევაში, გილოცავთ დაუბადების დღეს.
ალისა _ ბატონო კურდღელო! ახლა სადღა გაქრა?
მარტის კურდღელი _ ჩვენს თავს ვულოცავ დაუბადების დღეს!
ყველას გილოცავთ! ჩვენს თავს ვულოცავ დაუბადების დღეს!
ალისა _ რა სისულელეა. ეს ყველაზე უაზრო ჩაის სმაა ჩემს სიცოცხლეში. // მეყოფა ამ ბოდვის მოსმენა. შინ ვბრუნდები. პირდაპირ სახლში. ეს კურდღელი?! ვისთვის რა მნიშვნელობა აქვს, სად მირბის? რომ არ დავდევნებოდი, მე …. `კარტის ტყე~. საინტერესოა. ეს რაღაც არ მახსოვს. //ასე, ვნახოთ. არა, არა, საკმარისია სისულელე. მაშ ასე, თუ აქედან მოვედი, აქედანვე უნდა დავბრუნდე. მაპატიეთ… // ღმერთო ჩემო, როცა შინ დავბრუნდები, ამ ადგილის შესახებ წიგნის დაწერასაც კი შევძლებ. თუ, თუ, საერთოდ, ოდესმე მოვახერხებ შინ დაბრუნებას. // მაპატიეთ, ხომ ვერ მეტყოდით… ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ღმერთო, აქ საშინლად ბნელდება. ამ ადგილს ვერ ვცნობ. // ძალიან გამიხარდება, თუ აქედან გავაღწევ. მრავალფეროვნებისთვის, კარგი იქნებოდა, რამეს მაინც ჰქონოდა აზრი. ოი, `მამ რატებს~ ფეხი არ დაადგა. თუ `მომ რატებს~? ბილიკი. მადლობა ღმერთს. ვიცოდი. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ბილიკს ვიპოვნი. თუკი ვიჩქარებ, მაშინ, შეიძლება, სახლში ჩაისაც კი მივასწრო. დინა ბედნიერი იქნება ჩემი დანახვით. მოუთმენლად მოველი, როდის… ღმერთო, ახლა, ახლა ვეღარასოდეს გავაღწევ აქედან. მაშინ გზა დამებნა. ვფიქრობ, უკეთესია იქ დავრჩე, სადაც ვარ, სანამ ვინმე მიპოვის. მაგრამ ვის მოუვა თავში აქ მომძებნოს? ცუდია. უფროსებისთვის რომ ყური დამეგდო, აქ არ ვიქნებოდი. სულ უსიამოვნებები მიხდება. საკუთარი თავი კარგად დავარიგე, ძალიან იშვიათად კი ვუსმენ ხოლმე. ესეც მიზეზი, თუ რატომ ვხვდები ხოლმე უსიამოვნებებში. მომთმენი იყავიო – ეს მართლა კარგი რჩევაა? მოლოდინი ცნობისმოყვარეს მხდის. მინდა, იცვლებოდეს რაღაცეები, რათა რაღაც უჩვეულო მოხდეს. როცა შენი გზით მიდიხარ და არ ფიქრობ, – რატომ, გაჩერდი და დაფიქრდი: მერე ტირილი არ მოგიწიოს, მერე, მერე. ჰო, ხშირად ვაძლევ საკუთარ თავს სასარგებლო რჩევებს, მაგრამ იშვიათად ვუჯერებ. ვისწავლი, ნეტავ, ოდესმე ყველაფრის სწორად გაკეთებას?
კატა – ფისუნია კატა
მაგიდაზე ახტა.
გადმოაგდო ვაზა,
ბებო გააბრაზა.

ალისა – ჩეშირულო კატავ, ეს თქვენ ხართ?
კატა – აბა, ვის ნახვას ელოდი? შემთხვევით, თეთრი კურდღლისა ხომ არა?
ალისა – არა, არა, არა. კურდღლები მორჩა. შინ მინდა. მაგრამ გზა ვერ მიპოვია.
კატა – ბუნებრივია. იმიტომ, რომ გზა არ არის. აქ ყველა გზა დედოფალს ეკუთვნის.
ალისა – მაგრამ არასდროს შევხვედრივარ არანაირ დედოფლებს.
კატა – არ შეხვედრიხარ? არა? მაგრამ უნდა შეხვდე. უბრალოდ, ჭკუაზე არ იქნება. შენს გამო არ იქნება ჭკუაზე.
ფისუნია კატა
მაგიდაზე ახტა.
ალისა – მითხარით, თუ შეიძლება – როგორ ვიპოვო?
კატა – ზოგი მიდის აქეთ, ზოგი კი იქით, მაგრამ მე პირადად მოკლე გზას ვარჩევ.
კარტების სიმღერა –
ვღებავთ ვარდებს წითლად,
წითლად ვღებავთ ვარდებს
დასვენებას არ ვკადრულობთ,
წვეთს არ ვაქცევთ თანაც.
დავიდარდებთ ხანაც.
ვღებავთ ვარდებს წითლად,
ვღებავთ ვარდებს წითლად,
ვღებავთ ვარდებს წითლად,
სულ ვღებავთ და ვღებავთ.
პირველი კარტი (კაცი) – რამდენი დაიღვრება.
მეორე კარტი – ჩვენ ვიცით, რომ…
მესამე კარტი – აღარ გაიზრდებიან, სინამდვილეში მალე გახმებიან.
ყველანი – და მაინც ვღებავთ ვარდებს წითლად. წითელ, წითელ, წითელ, წითელ ფერად.
ვღებავთ ვარდებს წითლად,
წითლად ვარდებს ვღებავთ.
ალისა – უკაცრავად, ბატონო სამიანო, მაგრამ რატომ ღებავთ ვარდებს წითლად?
კარტი – იცით, ქალბატონო, შეცდომით დავრგეთ თეთრი ვარდები, დედოფალს კი წითლები უნდოდა. და თუ წითლების მაგივრად თეთრებს ნახავს, თავებს დაგვაყრევინებს.
ალისა – ღმერთო.
კარტი – ამიტომ, უბრალოდ გვაცახცახებს და ვღებავთ ვარდებს წითლად.
ალისა – ღმერთო. მაშინ ნება მომეცით, მოგეხმაროთ. ვღებავთ ვარდებს წითლად, ვღებავთ ვარდებს წითლად.
კარტი – დედოფალს არ უამბო, რაც აქ ნახე და რაც გიამბეთ, მაგრამ ვღებავთ ვარდებს წითლად.
ალისა – ჰო, ვღებავთ ვარდებს წითლად.
კარტი – არც ვარდისფრად, არც მწვანედ…
ალისა – და არც ცისფრად.
კარტი – ვღებავთ ვარდებს წითლად.
კარტი – დედოფალი!
კარტი – დედოფალი!
ალისა – დედოფალი!
კარტები – დედოფალი!
დედოფალი – კარტებო, სწორდით! დაიშალეთ!
კარტი – ტუზი, ორიანი, სამიანი, ოთხიანი, ხუთიანი, ექვსიანი, შვიდიანი, რვიანი, ცხრიანი, ათიანი, ვალეტი.
ალისა – კურდღელი?
კურდღელი – მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა? მისი ბრწყინვალება. მისი აღმატებულება. მისი სამეფო უდიადესობა. გულის დამა, და მეფეც.
დედოფალი – ვინ გადაღება ჩემი ვარდები წითლად? ვინ გადაღება ჩემი ვარდები წითლად! ვინ გაბედა ყალბი საღებავით თამაში და დედოფლის ყვავილები შეღება. წითელი ვარდებისთვის ვიღაცა თავს დაკარგავს!
კარტი – არა, თქვენო უდიადესობავ, გემუდარებით. იმან ჩაიდინა.
კარტი – მე არა, თქვენო ბრწყინვალებავ. ტუზი იყო.
დედოფალი – შენ? შენ თქვი ორიანო?
კარტი – არა, ეს მე ვარ, სამიანი.
დედოფალი – საკმარისია. თავები მოჰკვეთეთ.
კარტი – თავებს იმიტომ დაკარგავენ, რომ შეღებეს ვარდები წითლად. დამსახურების მიხედვით მიიღებენ. მართებულად რომ დაერგოთ, არ მოუხდებოდათ შეეღებათ ვარდები წითლად.
დედოფალი – სიჩუმე!
ალისა – ძალიან გთხოვთ, ისინი ხომ ცდილობდნენ.
დედოფალი – ეს ვიღაა?
მეფე – ძვირფასო, ნება მიბოძე, შევხედო. სწორედ გულებიდანაა. ხომ არ ფიქრობ, რომ ჯვრებიდანაა?
დედოფალი – არა, ეს ხომ პატარა გოგონაა.
ალისა – ჰო, მეც იმედი მაქვს.
დედოფალი – მაღლა იყურე! თავაზიანად ილაპარაკე და თითებს ნუ იგრეხ. გაშალე თითები, რევერანსი. ოდნავ გახსენი პირი და ყოველთვის თქვი: `დიახ, თქვენო უდიდებულესობავ~.
ალისა – დიახ, თქვენო უდიდებულესობავ.
დედოფალი – ახლა კი მითხარი, საიდან ხარ და საით მიდიხარ.
ალისა – ვცდილობ ვიპოვო შინისკენ მიმავალი ჩემი გზა.
დედოფალი – შენი გზა? აქ ყველა გზა მე მეკუთვნის.
ალისა – დიახ, ვიცი, მაგრამ, უბრალოდ, ვიფიქრე…
დედოფალი – რევერანსი, ვიდრე ფიქრობ. ეს დროს დაგვიზოგავს.
ალისა – დიახ, თქვენო უდიდებულესობავ. მე ვაპირებდი მეკითხა…
დედოფალი – აქ მე ვიძლევი შეკითხვებს. კროკეტს თამაშობ?
ალისა – დიახ, თქვენო უდიდებულესობავ.
დედოფალი – მაშინ თამაში დავიწყოთ.
მეფე – მეფის სახელით ადგილებზე, ადგილებზე. ჩქარა, ჩქარა, ჩქარა. დასტები ავურიოთ, მოვჭრათ. კარტი დავარიგოთ. კარტებო, სწორდით.
დედოფალი – სიჩუმე. // თავი მოჰკვეთეთ.
მეფე – თავი მოჰკვეთეთ. თავი მოჰკვეთეთ. მეფის სახელით. გაიგონეთ, რა თქვა დედოფალმა?
დედოფალი – ახლა შენი რიგია, ჩემო ძვირფასო.
ალისა – მაგრამ… დიახ, თქვენო უდიდებულესობავ. // მორჩით!
დედოფალი – უბრალოდ, დაუჯერებელია!
ალისა – გინდა ორივეს თავები მოგვაჭრან? მე – არ მინდა.
კატა – აბა, როგორაა შენი წარმატებების საქმე?
ალისა – წარმატებები არ არის.
კატა – უკაცრავად?
ალისა – წარმატებები არ არის მეთქი.
დედოფალი – ვის ელაპარაკები?
ალისა – კატას, თქვენო უდიდებულესობავ.
დედოფალი – კატას? სად არის?
ალისა – აი, იქ. აი, კიდევ.
დედოფალი – პატარავ, გაფრთხილებ – თუკი მე საკუთარ თავს დავკარგავ, შენ თავს დაკარგავ. გასაგებია?
კატა – იცი რა, ჩვენ შეგვიძლია გვარიანად გავაბრაზოთ. ვცადოთ?
ალისა – არა, არა, არა.
კატა – ვიმხიარულებთ.
ალისა – არა, არა, არა, მოიცადეთ. არა. არა.
კურდღელი – ვაი, ჩემო ქურქო და ულვაშო!
მეფე – ღმერთო, გადაარჩინეთ დედოფალი!
დედოფალი – ამისათვის ვიღაცა თავს დაკარგავს. შენ! მოჰკვეთეთ!
მეფე – კარგად მოიფიქრე, ჩემო ძვირფასო. იქნებ თავიდან გასამართლება სჯობდეს, ჰა?
დედოფალი – გასამართლება?
მეფე – პატარა სასამართლო რომ მოგვეწყო, ჰა?
დედოფალი – მაშ, კარგი. დავიწყოთ სასამართლო.
კურდღელი – თქვენო უდიდებულესობავ, ჟიურის წევრებო, ქვეშევრდომებო და მეფევ. განსასჯელი იმხილება მისი უდიდებულესობა გულების დამის კროკეტის თამაშში ჩათრევაში და თანაც წინასწარგანზრახულად.
ალისა – მაგრამ…
კურდღელი – ბოროტი ჩანაფიქრით დასცინოდა და სხვა საშუალებებით აწამებდა, აბრაზებდა ჩვენს საერთო სიყვარულს.
დედოფალი – ეს ყველაფერი სისულელეა. გადადი იმ ნაწილზე, სადაც საკუთარ თავს ვკარგავ.
კურდღელი – ამრიგად. დედოფალს საკუთარი თავი რომ დააკარგინა.
დედოფალი – მაშასადამე, მზად ხარ, მოისმინო განაჩენი?
ალისა – განაჩენი? მაგრამ ჯერ ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება უნდა იყოს.
დედოფალი – ჯერ განაჩენი, მერე ნაფიცთა გადაწყვეტილება.
ალისა – მართებული არაა.
დედოფალი – ყველაფერი, რასაც ვაკეთებ…
ალისა – მართებულია, თქვენო უდიდებულესობავ.
დედოფალი – ჰო, ჩემო პაწიავ, ამასაც მოსჭერით!
მეფე – მაგრამ, ჩემო ძვირფასო, მოწმეები ჯერაც არ გამოგვიძახებია. ერთი-ორს მაინც მოვუსმინოთ?
დედოფალი – კარგი, ოღონდ დროზე.
მეფე – პირველი მოწმე, პირველი მოწმე. ჰერალდ, გამოიძახეთ პირველი მოწმე.
ჰერალდი – მარტის კურდღელი.
მეფე – ამ ამბის შესახებ თქვენთვის რა არის ცნობილი?
მარტის კურდღელი – არაფერი.
დედოფალი – სულ არაფერი?
მარტის კურდღელი – სულ არაფერი.
დედოფალი – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჟიური, ეს ჩაიწერეთ.
ალისა – თქვენს უდიდებულესობას მხედველობაში აქვს `უმნიშვნელო~.
დედოფალი – ჩუმად. შემდეგი მოწმე.
ჰეროლდი – თაგვი.
დედოფალი – აბა, რას იტყვით ამაზე?
თაგვი – ჩემო ნიანგუნებო,
ხართ მდინარის სანთლები,
ისე მომჩერებიხართ,
როგორც ნათესავები.
დედოფალი – ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მხარეა მოწმეთა ჩვენებების!.. ჩაიწერეთ.
ალისა – მერე ვინ არის?
ჰეროლდი – გიჟი მექუდე.
დედოფალი – ქუდი მოიხადე.
კაცი – ღმერთო.
მეფე – სად იყავით მაშინ, როცა ეს საზარელი დანაშაული მოხდა?
გიჟი მექუდე – სახლში ვსვამდი ჩაის. იცით, დღეს ჩემი დაუბადების დღეა.
მეფე – ჩემო ძვირფასო, დღეს ხომ შენი დაუბადების დღეც არის.
დედოფალი – მართლა?
მარტის კურდღელი – მართლა.
ყველა კაცი – მართლა? ბედნიერ დაუბადებლობის დღეს გისურვებთ.
დედოფალი – მე?
ალისა – არა.
კაცი – ბედნიერ დაუბადებლობის დღეს გისურვებ.
დედოფალი – მე?
კაცი – შენ.
მეფე – ახლა სანთელს შეუბერე, ჩემო ძვირფასო და სურვილი ჩაუთქვი.
კაცი – ბედნიერ დაუბადებლობის დღეს გისურვებ.
ალისა – ოჰ, თქვენო უდიდებულესობავ.
დედოფალი – დიახ, ჩემო ძვირფასო.
ალისა – შეხედეთ, აგერ უკვე იქ არის.
დედოფალი – ვინ? რა?
ალისა – ჩეშირელი კატა.
დედოფალი – კატა?
თაგვი – კატა, კატა, კატა.
მარტის კურდღელი – აი ისიც. აი, აი.
კაცი – საშინელებაა. გვიშველეთ, შეაჩერეთ.
მარტის კურდღელი – შეაჩერეთ, შეაჩერეთ, დაიჭირეთ.
კაცი – ვინმე მოგვეხმარეთ, დაიჭირეთ. ჯემი მოგვეცით. ჩქარა მოიტათ ჯემი.
მეფე – ჯემი, ჯემი მეფის სახელით.
დედოფალი – ჯემი აქ მომე! ამისათვის ვიღაცა თავს დაკარგავს.
ალისა – სოკო?
დედოფალი – თავი მოჰკვეთეთ.
ალისა – საწყლებო, თქვენი არ მეშინია. თქვენ არც მეტი, არც ნაკლები – კარტის დასტა ხართ.
მეფე – კანონი ორმოცდაორი. მათ, ვინც ერთ მილს გადააჭარბებენ სიმაღლეში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ სასამართლო.
ალისა – მილს არ ვაჭარბებ სიმაღლეში და არსადაც არ წავალ.
დედოფალი – მაპატიე, მაგრამ ეს ორმოცდამეორე კანონია.
ალისა – ხოლო რაც შეგეხებათ თქვენ, თქვენო უდიდებულესობავ, უდიდებულესობა კი ხართ, მაგრამ დედოფალი არა. თქვენ მსუქანი, გაზულუქებული, ბოროტი და ბებერი დესპოტი ხართ.
დედოფალი – რა თქვი, ჩემო ძვირფასო?
კატა – ალისამ უბრალოდ თქვა, რომ თქვენ მსუქანი, გაზულუქებული, ბოროტი და ბებერი დესპოტი ხართ.
დედოფალი – თავი მოჰკვეთეთ.
მეფე – გაიგონეთ, რა თქვა მისმა უდიდებულესობამ? თავი მოსჭერით.
კაცი – წინ, უკან, ზემოთ, ქვემოთ, ისევ ჩვენა ვართ. არავინ წააგებს, რაკი გამარჯვებულნი არ არიან. წინ, უკან, ზემოთ და ქვემოთ, ზემოთ… სხვები არ გაახარო.
დედოფალი – თავი მოჰკვეთეთ.
გიჟი მექუდე – ერთი წუთით, შენ ვერ წახვალ ჩაის სმიდან, ჩაი თუ არ დალიე.
ალისა – მაგრამ ახლა ვერ გავჩერდები.
მარტის კურდღელი – მაგრამ ჩვენ გიმეორებთ, ჩვენთან ერთად უნდა შესვა ფინჯანი ჩაი.
დედოფალი – თავი მოჰკვეთეთ.
ალისა – ქალბატონო მუხლუხო, როგორ მოვიქცე?
მუხლუხი – შენ ვინა ხარ?
დედოფალი – აი, ისიც. არ გაუშვათ. თავი მოსჭერით.
კარი – ისევ დაკეტილია, გესმის?
ალისა – მაგრამ, დედოფალი! უბრალოდ, უნდა გავიდე.
კარი – შენ ისედაც გარეთ ხარ.
ალისა – რა?
კარი – თავად შეხედე.
ალისა – ეს ხომ მე ვარ?! მე მძინავს.
დედოფალი – არ გაუშვათ. თავი მოჰკვეთეთ!
ალისა – ალისა, გაიღვიძე, გთხოვ, გაიღვიძე! ალისა, ალისა, გთხოვ, გაიღვიძე.
ქალი – ალისა, ალისა, ალისა, ყურადღებას ხომ არ მომაქცევ? ხომ არ გაიმეორებ გაკვეთილს?
ალისა – აჰ, დიახ… თევზისმოყვარე ნიანგი კუდს იზრდის სარგებლობისთვის და ყვითელი ნილოსის…
ქალი – ალისა, რაზე ლაპარაკობ?
ალისა – მაპატიე, მაგრამ მუხლუხმა თქვა…
ქალი – მუხლუხმაო? ალისა, ღვთის გულისათვის, მე… კარგი, წავედით, ჩაის დალევის დროა.

FIN

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in თარგმნილი ფილმები and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s