სანდრო კაკულია: მატარებელი (ერთმოქმედებიანი პიესა)


სანდრო კაკულია

მატარებელი

(ერთმოქმედებიანი პიესა)

მოქმედი პირნი :

ნიკოლოზი – ქართველი ახალგაზრდა, კავკასიური გარეგნობით.

გამცილებელი – მატარებლის გამცილებელი

ნანა – ახალგაზრდა ქართველი, შეყვარებული და დაბნეული გოგონა.

ლუდმილა – დიდმკერდიანი, რუსი ქალბატონი, რომელიც თვლის რომ ქალი მომხიბვლელი მხოლოდ მის ასაკში ხდება ( ლუდმილა 50 წლისაა)

ვლადიმერი ( ვალოდია, იგივე ვანია) – მოხუცი, კომუნისტი. წარსულს მონატრებული ლოთი.

ბრედი: – დასავლეთში უზომოდ შეყვარებული, იდიოტი. ჰგონია რომ კარგად ცხოვრება იქაურად ცხოვრებას ნიშნავს.

პ.ს იცის ინგლისური

ისმის მატარებლებისა და მათი საყვირების გაუთავებელი ხმაური. შიგადაშიგ საყვირთან ერთად პირველი ვაგონიდან ორთქლი ამოდის და რამდენიმე წამით მთელი შემადგენლობა სქელ კვამლში იმალება. სცენაზე უამრავი ხალხი მოძრაობს… მოსჩანს ჩემოდნები, მტვირთავები და გამცილებლებლები. მე-11 ვაგონთან დგას შუახნის, ან მასზე კიდევ უფროსი ასაკის( თუმცა არა მოხუცი) გამცილებელი კაცი. ხელში ყვითელი და წითელი დროშებით.

გამცილებელი: გაიარეთ, გაიარეთ!

(უხეშად უყვირის მის წინ მოსიარულე ხალხს რომლებიც ზუსტად მის ვაგონთან ჩერდებიან და დიდი ინტერესით ათვალიერებენ მას) .

გაიარეთ-მეთქი! ვერ ხედავ რომ ვერაფერს ვერ ხედავ?სპეციალური შუშაა, აქედან ვერაფერს დაინახავ…

ერთ-ერთი გამვლელი: და იქედან?

გამცილებელი: იქედან ყველაფერს!

მეორე გამვლელი: მაინც რას?

გამცილებელი: გაირეთ! მიდით! აქ ნუ გაჩერდებით! ეს ვაგონი თქვენთვის არ არის… ( გარედან ფანჯარას საკუთარი პიჯაკის სახელოთი წმენდს). ნუ გავჩერდებით, გაიარეთ, ტყუილად უყურებთ…გაიარეთ ( საათს დახედავს). ეხლა დაუჩქარეთ…დროზე, დროზე…
( გაისმის საყვირის ხმა, გამცილებელი ყვითელ დროშას ასწევს. სანამ მატარებელი დაიძვრება გამცილებებლთან ახალგაზრდა გოგონა, ჩანთით ხელში მიირბენს)

გოგონა: როდის გადის?

გამცილებელი: მალე.

გოგონა: მაიც როდის? რამდენ ხანში?

გამცილებელი: რა გნებავთ? ( თან არც უყურებს). თუ ამოსვლა გნებავთ ეხლა უნდა ამოხვიდეთ, და თუ ბილეთი ამ მატარებელზე გაქვთ შეძენილი… ერთი წუთით, თქვენ გააქვთ ბილეთი? ( გოგონა თავს დაუქნევს)

გამცილებელი: მანახეთ, მანახეთ თქვენი ბილეთი . ( გოგონა ბილეთს ამოიღებს და გამცილებელს მიაწვდის)

გოგონა: ჩქარა თუ შეილება, ძალიან მეჩქარება.

გამცილებელი: თუ ამოსვლას ჩქარობთ მართალი ბრძანდებით თუ სხვაგან მიგეჩქარებათ არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ მატარებელში ასვლა გეღირსებათ.

გოგონა: რაა? რას მელაპარაკებით? დამიბრუნეთ ბილეთი.!

გამცილებელი : ინებეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ თუ თქვენ ამ მატარებელზე უახლოესი ერთი წუთის განმავლობაში არ ამოხვალთ, ჩვენ ნურაფერს დაგვაბრალებთ…

გოგონა: ანუ?

გამცილებელი: 50 წამი დაგრჩათ.

გოგონა: ჩემს ქმარს ველოდები, აქ უნდა შევხვედროდით.

გამცილებელი: ( გაიხედ-გამოიხედავს). თქვენი ქმარი არსად ჩანს ( ეშმაკურად გაუღიმებს, ისევ გაისმის საყვირის ხმა).

გამცილებელი: 30 წამი.

გოგონა: ( ნერვიულობს, არ იცის რა ქნას)

გამცილებელი: 20 წამი…

( გოგონა ვაგონში ასასვლელ კიბესთან ახლოს დგას და გაფაციცებით იყურება, ამ დროს მოირბენს ბევრი ბარგით, რუსი, დაახლოებით 50 წლის ქალი-ლუდმილა)

ლუდმილა: გამატრეთ, გამატარეთ თუ შეიძლება. ( გოგონა ვერ ხედავს მას) ოჰ, ღმერთო ჩემო, რას აკეთებთ ამდენ ხანს, გაიწიეთ.

გამცილებელი: ( ლუდმილას) გაანებეთ თავი, ისედაც უჭირს 15 წამი აქვს დარჩენილი.

ლუდმილა: რაა? რას დგას აქ?

გამცილებელი: ქმარს ელოდება, ის კი არსად ჩანს.

ლუდმილა: უი , სულელი. უცადე, უცადე. მატარებელი წავა, შენ კი ისევ ასე იდგები. ნაცნობი სიტუაცია!..

გამცილებელი: ( ლუდმილას) რომელი ვაგონია თქვენი?

ლუდმილა: მე- 6

გამცილებელი: იქეთ მიბრძანდით ( ლუდმილა სხვა ვაგონისაკენ გაიქცევა)

გამცილებელი: 5 წამი

გოგონა: მოვდივარ… ( კიბეზე ასვლას გადაწყვეტს)

გამცილებელი: ( წინ გადაუდგება) არა, არა, აქ ვერ ამოხვალთ, ვერ ხედავთ დაბურულმინიანი ვაგონია…იქეთ მიბრძანდით…თქვენი დრო ამოიწურა…

( მატარებელი დაიძვრება. გოგონა კიდევ უფრო მეტად დაბნეულია,უკან გარბის და მომდევნო ვაგონში ადის. შუქი ქრება და შემდეგი სცენა უკვე პლაცკარტია. ჩანს გრძელი ვაგონი, ძველებურ-ჩვეულებრივი საბჭოთა მატარებელია. სავარძლები ერთმანეთის პირისპირ დგას. ერთ სავარძელზე ზის ქართველი ახალგაზრდა ბიჭი ნიკო, მის წინ გოგონა რომელსაც ნანა ჰქვია, ნანას გვერდით კი მოხუცი ვანია, შემდეგში ვლადიმერად წოდებული. მატარებელი სიჩქარეს კრეფს. დიდხნიანი პაუზა…)

ვანია: ( ნანას გახედავს, გამოხედავს, ცოტა ხნის შემდეგ) რა გჭირთ?

ნანა: არაფერი ( ისევ სიჩუმე)

ვანია: ცუდად ხომ არ ხართ?

ნანა: არა.

ვანია: აბა რა გჭირთ?

ნანა: არაფერი, რაში გაინტერესებთ? ( დანაღვლიანებული სახით)

ვანია: ( მხრებს აიჩეჩავს) არ ვიცი, სხვისი ისტორიებით უფრო მეტად ვინტერესდები ვიდრე ჩემი საკუთარით, ასე რომ ეს ჩემთვის საინტერესოა.

( ნანა პასუხს არ გასცემს. ვაგონის კარი იღება და შემოდის ლუდმილა, უამრავი ბარგით, ლამის კბილებით უჭირავს ჩანთები, ბარგს პირდაპირ ვალოდიას თავზე დაააწყობს) .

ვანია: რას დებთ მანდ?

ლუდმილა: თქვენი აზრით? ( ბოლო ჩემოდანს დადებს)

ვანია: არ ვიცი, მაგიტომ გეკითხებით.

ლუდმილა: ძალიან ბევრ კითხვას სვამთ.!

ვანია: თქვენ მაინც არ მიპასუხეთ.

ლუდმილა: რას უნდა ვდებდე? ბარგს რათქმაუნდა.

ვანია: ამდენი ბარგით რატომ ხართ?

ლუდმილა: თქვენი საქმე არ არის ( მეორე რიგის სავარძელზე ჯდება. ისევ სიჩუმეა) .

ვალოდია: ჩემს თავზე ბარგი დააწყეთ, თქვენ თვითონ კი სხვა სკამზე ჯდებით?

ლუდმილა : ( ცინიკურად) დიახ! როგორი უმოწყალოა ცხოვრება…

( ვალოდია თავისთვის ჩაიცინებს, რამდენიმე წამიანი პაუზა. ლუდმილა ნერვიულად დგება და თავისი სავარძლის თავზე ბარგის გადაწყობას იწყებს) .

ლუდმილაL: ( დაჯდება და ამოისუნთქავს). დაწყნარდით? კმაყოფილი ხართ?

ვანია: დიახ, შვებით ამოვისუნთქე, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ლურსმნიანი კაბინიდან გამოვედი…მუდმივი საფრთხის ქვეშ ყოფნა, დამერწმუნეთ არასასიამოვნოა.

ლუდმილა: საკმარისია, თქვენი აზრი კარგად გავიგე…

ვანია: ძალიან კარგი…მაგრამ თქვენ მე მაინც არ მიპასუხეთ, რაში გჭირდებათ ამდენი ბარგი?

ლუდმილა: ხმა აღარ გამცეთ! მე თქვენ გადაგარჩინეთ, იკმარეთ!…

ვანია: თქვენ მე გადამარჩინეთ?

ლუდმილა: დიახ! გადაგარჩინეთ თქვენ თვითონ არ თქვით ტვირთისგან გავთავისუფლდიო?

ვანია: ასე იყო, მაგრამ აქ თქვენ არაფერ შუაში ხართ…მე ჩემმა სიტყვებმა გადამარჩინეს, რომ არ მეთქვა, თქვენ ალბათ…

ლუდმილა: თქვენ, … თქვენ… რა თქვენ? ხომ გითხარით, ნუ მელაპარაკებით!

ვანია: თქვენთვითონ დაიწყეთ, გადაგარჩინეო ( ბოლო სიტყვას ჩაილაპარაკებს) .

( კარი ისევ ხმაურით იღება და შემოდის გამცილებელი, რომელიც ვაგონის თავში ჩერდება, მგზავრებს ათვალიერებს და კმაყოფილი აქნევს თავს, მერე ლუდმილას მიუბრუნდება)

გამცილებელი: ქალბატონო, თქვენი მე-6 ვაგონია. Mმე-10-ში რას აკეთებთ?

ლიდმილა: იმ ვაგონში არავინ ზის, მარტო რა მინდოდა? გული გამისკდებოდა, ამხელა გზაზე, მარტო ვაგონში, საშინელებაა, არ იცი რა წამს რა მოგივა, ვინ გიჟს გადაეყრები და ვისი მსხვერპლი გახდები, ისედაც ხომ მსხვერპლი ვარ, მთელი ჩემი ცხოვრება მსხვერპლთშეწირვაა, შრომა, შრომა,გაცემა, გულისდაწყვეტა, სევდა,მონატრება, განშორება. ბევრი რამე მაქვს შეწირული და ვაგონში, მატარებელში, უცნობის მსხვერპლობაზე უარის თქმა ჩემი აზრით შემიძლია!? მაქვს ამის უფლება! ( ყვირის და ზიზღიანი სახეს იღებს) .

გამცილებელი: რატომ ყვირით ქალბატონო?

ვანია: ე.ი თქვენც დაგიხსნიათ თავი?

ლუდმილა: რისგან ?

ვანია: ხიფათისგან.

ლუდმილა: რათქმაუნდა.

ვანია: მაშინ ჩემს თავზე რატომ შექმენით საშიშროება? თქვენ სინამდვილეში სხვისი შეწირვა გინდოდათ, ჩემი შეწირვა! რატომ? რა გაგიკეთეთ ასეთი, რომ მწირავთ? რას მერჩით? თქვენი მონატრება, გულდაწყვეტა, განშორება, ამოგივიდათ და ახლა სხვის შეწირვას ცდილობთ?!

ლუდმილა: რეებს ბოდავთ? ბ-ნ გამცილებელო გთხოვთ მისცეთ შენიშვნა, როგორმე გააჩუმეთ.

ნანა: ( გამცილებელს მივარდებაP) ჩემი ქმარი ხომ არ გინახავთ?

ლუდმილა: ( თავისთვის) ეს კიდევ ქმარს ეძებს.

გამცილებელი: ( ცოტათი უკან გაიწევა) არა!

ნანა: თუ სადმე შეგხვდათ, უთხარით, რომ აქ ვარ. ალბათ ისიც მეძებს. თუ მიკითხა ასე გეტყვით: “ხომ არ გინახავთ საშუალო სიმაღლის, შავთმიანი გოგონა, ასე დაახლოებით 25-27 წლის…25 –ის ჯობია… ჩემი ცოლია და ჩვენ ერთი სააათის წინ სადგურზე უნდა შევხვედროდით, მაგრამ როგორც ჩანს შემთხვევით ავცდით. ხომ ვერ მეტყოდით სად არის? ხომ არ გინახავთ? თქვენ გახარებული სახით დაუქნევთ თავს და ეტყივთ რომ იცით. მხოლოდ ერთ სიტყვას ეტყვით. ასე უფრო მიმზიდველი იქნება: მეათეში!…ისიც წამოვა სწრაფი ნაბიჯით … ყველა ვაგონის კარი ხმაურით გაიღება, ის მთელ შემადგენლობას გამოირბენს, მე-10-სთან ერთ წუთს შეყოვნდება და…

ლუდმილა: (აწყვეტინებს) ოეეე… გოგონავ, ხომ არ გაგიფრენიათ? ნუ იქნებით ასეთი სულელი!

ვანია: სულმდაბალი ( ლუდმილაზე ამბობს მაგრამ ლუდმილა ამას ვერ ხვდება)

ლუდმილა: ჰო, სულმადაბალი…ეს მოხუცი ხანდახან კარგ რაღაცეებს ამბობს. თქვენი ქმარი ამ მატარებელში რომ იყოს, აქამდე გიპოვნიდათ. მთელი ერთი საათია მივდივართ, თქვენ კი მისი პოვნის იმედი ისევ გაქვთ … მომისმინე გოგონავ, დივიწყე, უბრალოდ დაივიწყე…გავა დრო და მოგეშვება.

ვანია: თქვენ ისევ ცდილობთ სხვას აიძულოთ რომ გაიღოს მსხვერპლი…

ლუდმილა: აბა, სხვანაირად რთულია ქალის ცხოვრება. მეტისმეტად რთული.

ვანია: მაშინ ნურც იწუწუნებთ.

გამცილებელი: ნუ ინერვიულებთ, თუ გამოჩნდება, აუცილებლად ვეტყვი. ( ამოიღებს სიგარეტს და მოუკიდებს) .

ისტორია: ( დაზეპირებულ ტექსტს ამბობს) ვაგონი 1956 წელს ქალაქის ნომერ პირველმა ვაგონთმშენებელმა ქარხანამ გამოუშვა. ინჟინერ ვარლიაკინის ხელმძღვანელობით, როგორც ხედავთ, ვაგონში შეიმჩნევა დიზაინი და კომფორტი ( მგზავრები გაკვირვებულები უყურებენ ვაგონს). თუ დააკვირდებით აღმოაჩენთ უამრავ წმინდა შემოქმედებით დეტალს, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს მშენებელ-ინჟინერის განათლებასა და დახვეწილ გემოვნებაზე.
შემადგენლობა ამ 50 წლის განმავლობაში 7 –ჯერ იყო გარემონტებული, თვითონ ვაგონი 14-ჯერ. ვაგონი 21 კაციანია. მე ამ ვაგონის რიგით 86-ე გამცილებელი ვარ. სახელი და გვარი აი ამ კედელზე წერია. მე-9 ვაგონში კი თქვენ ჩვენი გამცილებლების ფოტოების ნახვის საშუალება გექნებათ.

ლუდმილა: ვინ გამცილებლების?

გამცილებელი: თუ კი ვინმეს უმუშავია ამ მატარებელზე. ახლა წესები: ვაგონში არ შეიძლება თხევადი საკვების მიღება, როგორიცაა სუპი, ოსტრი, ბორშჩი…ასევე აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების მიღება…

ვალოდია: ( ფეხზე წამოდგება) როგორ ბედავთ?!

გამცილებელი: დაბრძანდით გეთაყვა! და ბოლოს, სიგარეტის მოწევა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, რომელიც ვაგონის ბოლოში მდებარეობს ( თვითონ კი სიგარეტს ბოლო ნაფაზს დაარტყამს). გმადლობთ ყურადღებისათვის ( გადის) .

ლუდმილა: იდიოტი!

ვალოდია: ნამდვილად ასეა!

ლუდმილა: შენ გაჩუმდი! ის კი მართალი თქვა. შენზე რაც თქვა, ეგ კი კარგად თქვა. აბა რა გინდოდა, ეს მაგიდა ბოთლებით გაგევსო? თევზით, სოსისებით, გაზეთებით?…ზუსტად ვიცი მანდ რა და როგორც იქნებოდა. გოგონი თქვენ სვაამთ?

ნანა: არა.

ლუდმილა: ჰოდა თქვენ და თქვენს წინ მჯდომი ახალგაზრდა კარგად გამოტყვრებოდით.

ნიკოლოზი: მე არ ვსვამ.

ლუდმილა: ( შეცბუნებული, ნიკოლოზის ხმით) უი, ღმერთო ჩემო, დიახ, რათქმაუნდა, აი ხომ ხედავთ? ახალგაზრდა არ სვამს, წესიერია და იმიტომ, თქვენ კი… მარტოს უნდა დაგელიათ, როგორც უკანასკნელ უსახლკაროს.

ვალოდია: მე ზუსტადაც რომ ვარ ეგ უსახლკარო.

ლუდმილა: გაჩუმდით თუ შეიძლება და შემარგეთ მგზავრობა.

( ცოტა ხანი სიჩუმეა. ნანას უცბად ცრემლები წასკდება და ტირილს დაიწყებს, ხმამაღლა მოსათქვამს) .

ვალოდია: რა გჭირთ? ცუდად ხართ? ( ნანა აგრძელებს ტირილს)

ლუდმილა: ცუდად იქნება, აბა რა. სანამ სიყვარულის სჯერა ასე იქნება. გოგონავ, თუ გიყვართ და გული მაინც გტკივათ, აზრი არ აქვს.

ნანა: რას? რას არ აქვს აზრი?

ლუდმილა: სიყვარულს. დაიღუპებით და მერე გვიან იქნება. კაცი არ უნდა მოუშვა ახლოს…არც ძალიან შორს უნდა დააყენო, თორემ შეეშინდება და შეიძლება გაიქცეს. სადღაც შუაში , ლომივით გამომწყვდეული უნდა გყავდეს, როცა მოგინდება, გააღებ გალიის კარს, გამოუშვებ, ცოტას გაწვრთნი, ცოტას ათამაშებ და მერე ისევ უკან, გალიაში დააბრუნებ. სხვა შემთხვევაში კი პირიქით მოხდება და თქვენს შემთხვევაში მოხდა კიდეც!…

ვალოდია: არ არის საჭირო გოგონასათვის მსგავსი სიმწარეების თქმა.

ლუდმილა: შენ რომ არ გეუბნებოდნენ სიმწარეებს, მაგიტომ ხარ კარგად. ესენი უნდა იცოდეს! თუ თვითონ ვერ ხვდება, ჩემნაირმა კეთილმა, პასუხისმგებლობით და გამოცდილებით სავსე ადამიანმა უნდა უთხრას . სიტყვით სიმწარე, იმ სიმწარესთან შედარებით, რაც მომავალში მოელის მონაგონი იქნება.

ვლადიმერი: გოგონი ამ ასაკში ქალები აგრესიულები ხდებიან …როცა უსაქმურობისგან ერთ დღესაც სახლში სხდებიან და იწყებენ ფიქრს…აი ასეთი ქალები! ( ხელს ლუდმილასკენ იშვერს) და იცით, რომ ფიქრის მერე მიდიან ერთ საკმაოდ გონივრულ დასკვნამდე – ხვდებიან რომ დაბერებას იწყებენ. წარმოიდგინეთ ეხლა თქვენ ასეთი ქალის ჯერ გაკვირვებული, შემდეგ შეშფოთებული და მერე უკვე გაბოროტებული სახე.

ლუდმილა: შეურაცხყოფას თავი დაანებეთ, თორემ პირველივე სადგურზე მილიციას თქვენს თავს დავაჭერინებ.!

ვალოდია: მე მათ აღარაფერში ვჭირდები. ( ისევ ნანას მიუბრუნდება) ფიქრდებიან საკუთარ წარსულზე, რაღაც დროებზე, გაშვებულ წამებზე, დაკარგულ დღეებზე, შეცდომებზე. სხვათაშორის, ქალები საკუთარ შეცდომებზე კაცებზე უფრო თავისუფლად საუბრობენ…უყვართ გახსენება. რაც უფრო მეტი შეცდომა აქვს დაშვებული, მით უფრო საინტერესო და მიმზიდველია ქალი. ამოუცნობის იარლიყსაც საკმაოდ ადვილად ირტყამენ…

ლუდმილა: მაგას ისე ელაპარაკები, გეგონება ქალი არ იყოს…

ვანია: არა, ცდებით, თქვენსა და ამ ახალგაზრდა გოგონას შორის დიდი განსხვავებაა, რა გქვიათ გოგონი?

ნანა: ( ნელ-ნელა უკლებს ტირილს) ნანა.

ვალოდია: როგორც იავნანა არა? ( ნანას გაეღიმება)

ნიკოლოზი: იავნანა სახელი არ არის და ნანასთან არაფერ შუაშია.

ლუდმილა: ( ნერვიულად ხან გახედავს ხან გამოხედავს). სწორია ეს ახალგაზრდა, სისულელეებს ამბობ. რაშუაშია ნანა და იავნანა? ყოჩაღ ყმაწვილო..ნამდვილი მოქალაქე, პატიოსანი მოქალაქე, რომელიც არ ივიწყებს საკუთარ მოქალაქეობრივ მოვალებებს! ხო, მიყურე, მიყურე ( ვლადიმერს). სად არის შენი მოქალაქეობრივი მოვალეობები? როგორც ამბობენ, კეთილი ნება რომ მაინც გამოიჩინო, გამოიყენო, განახორციელო, განამტკიცო, განავითარო, განგაშის ზარები დარეკო!

ვალოდია: რა ზარები?

ლუდმილა: აბა Aშეხედეთ …მიდით , შეხედეთ, შეხედეთ, დააკვირდით მის ქურთუკს და დარწმუნებული ვარ აუცილებლად აღმოაჩენთ სახელმწიფოებრივ სიმბოლოს, ან დროშას, სადმე გულსაბნევი ექნება, აბა ნახეთ!… იქ მაგათ ყველას ეგენი უკეთიათ, და მე?! ( ყვირის) ან თქვენ!? სად არის ჩვენი სიმბოლოები? სად? რატომ არ არის დაკაწრული ჩემი დატანჯული მკერდები სახელმწიფოებრივი სიმბოლოების ტარებისგან? რად არ ესობა ჩემს ფაფუკ კანს ნემსი ჩვენი დროშით?

ვალოდია: არა, ეგ ნემსი და დროშა ჩემი არ არის, თქვენია. მე ჩემი მაქვს, აგერ აქ ( კომუნისტურ ნიშანს ანახებს) …ხედავთ ? აი ეს კი მშვენივრად ესობა ჩემს დაბერებულ კანს, საკმაოდ ღრმად არის. პირველად რომ ვიჩხვლიტე, ამ ყმაწვილზე ალბათ 20 წლით უმცროსი ვიყავი. მამაჩემმა ძალით მიჩხვლიტა… სამი დღის შემდეგ ისევ, მერე ყოველ დილით სკოლაში წასვლამე, მერე ინსტიტუტში გამოცდების წინ, სამსახურში მუდმივად…მერე ვეღარ ველევი…ხომ გითხარით ღრამდ არის, საკამოდ ღრმად.

ნიკოლოზი: არაფერი არ მიკეთია.

ლუდმილა: როგორი ხმა აქვს, საუბარს რომ იწყებს, პირდაპირ საქართველოში შეყვარებულს მხდის.

ვალოდია: კარგით რა , არ გინდათ ასეთი საუბარი.

ლუდმილა: ვინ გგონიათ თავი? ( ვლადიმერი ყურადღებას არ აქცევს, სავარძლის ქვემოდან არყის ბოთლს იღებს პატარა შუშის ჭიქასთან ერთად)

ლუდმილა: ( პანიკაშია) რას აკეთებთ? რას? გაგიჟდით? წესებს არღვევთ? თქვენ არამარტო ამ ვაგონის წესებს არამედ… საერთოდ… წესებს.

ვალოდია: რა წესებს?

ლუდმილა: არ ვიცი, ხომ არსებობს რაღაც წესები. რომლებიც არ უნდა დაირღვეს? რატომ სვამთ? არა, მე თქვენ გეკითხებით, რატომ სვამთ? ამდენ ხალხში?

ვალოდია: ( ჭიქაში არაყს ჩაასხამს) თქვენ არავინ გეკითხებათ, თუ გნებავთ ცოტას გადმოგისხამთ.

ლუდმილა: რა შემატყვეთ და როგორ გამიბედეთ? ეხლა იქნებ ამ საწყალ გოგონასაც შესთავაზოთ?! დაათროთ… გააუბედუროდ!

ვლადიმერი: რატომ გიყვართ, სხვისი ბედით წინასწარ დაინტერესება, მერე მისი გადაწყვეტა, გეყოფა ამ ხალხის დაყოფა ბედნიერ და უბედურ ადამინებად.

ლუდმილა: ასე არ არის, და რომც ყოფილიყო, დამერწმუნეთ, თქვენ უბედურთა ჯგუფში ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდებოდით.
ვლადიმერი: მორჩა, დაამთავრეთ! შეირგეთ მგზავრობა და მე დალევა შემარგეთ.

ლუდმილა: აი, ეგ არის! მაგის ბრალია!

ვალოდია: რისი? ( თან სვამს)

ლუდმილა: თქვენი დროშის და იმ ნემსის, რომელიც ისევ თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ძალიან ღრმად გაქვთ შერჭობილი , არსად დაგეკარგოთ, აი ზუსტად მაგის ბრალია, რომ არღვევთ წესებს!

ვალოდია: ეგ წესები ჩემი არ არის და მაგიტომაც ვარღვევ.

ლუდმილა: აბა ეხლა სხვა დრო რომ ყოფილიყო, ვნახავდი, როგორ არ დაიცავდით…მაშინ ხომ იქნებოდა ის წესები თქვენი? ანარხისტ ნესჩასტნი !

ვალოდია: იმ დროს მე საერთოდ არ ვსვამდი, შესაბამისად არც მატარებელში დავლევდი და არც წესს დავარღვევდი, მაგრამ ახლა იმის გამო რომ იმ დროში ამდენ ხანს ვიცხოვრე, ახლა ვსვამ. ასე რომ, იმ დროის წესებს რომელმაც სმა დამაწყებინა, მე არ დავიცავ!

( მატარებელი უცბად ჩერდება, ვლადიმერს ბოთლი ხელიდან უვარდება, არაყი ძირს დაიქცევა) .

ლუდმილა: აი, ნახეთ რა ქენით! ეხლა მთელი ვაგონი აყროლდება. ფუ,ფუ,ფუ! მიხვდით რატომ არის საჭირო წესების დაცვა?

( ყრუდ მოისმის ხალხის ხმები, თითქოს ვაგონში ამოდიან, ყველანი გაკვირვებულები იხედებიან) .

ნანა: რა ხდება? ( ცოტა შეშინებული სახე აქვს)

ლუდმილა: არაფერი… ( არ იმჩნევს, არადა მასაც ესმის)

ვალოდია: ჩუმად!

ლუდმილა: რატომ მაჩუმებთ?

ვალოდია: მარტო თქვენ არ გაჩუმებთ.

ლუდმილა: აბა?

ვალოდია: ჩუმად!

ლუდმილა: იძახეთ ეხლა ჩუმად, ჩუმად! ( იჯღანება) რა იყო?

ვალოდია: ჩუუ! გესმით?

ლუდმილა: ეგ შენ გესმის! ( თავზე ანიშნებს) .

ვალოდია: გაჩუმდით ერთ წუთს!

ლუდმილა: არანაირი უფლება არ გაქვთ გამაჩუმოთ!

ნიკოლოზი: ( მოთმინებადაკარგული ხმით ) გაჩუმდით!

ლუდმილა: მართალია! აი ხედავთ როგორ მითხრა? მორიდებით, თხოვნით, პატივისცემით და არა თქვენსავით, აგდებულად და შეურაცმხყოფელად.

ნიკოლოზი: ჩუმად! ( ლუდმილა ჩუმდება)

(შემოდის გამცილებელი, ნანა სასწრაფოდ მას მივარდება)

Nნანა: ერთი წუთით. ხომ არ გინახავთ? ( გამცილებელი მთელ ვაგონს უხმოდ გაივლის და სწრაფი ნაბიჯით გაუჩინარდება) .

ნანა: ( თავს ხელებში დამალავს)

ლუდმილა: ( მორიდებით, თითქოს ნიკოლოზისგან ნებართვას იღებს) ახალგაზრდავ, ერთი წუთით შეიძლება? გმადლობთ. ( ნანას მიუტრიალდება).
მომისმინე, რა გჭირს? რით ვეღარ ამოიგდე თავიდან? განიცდი, განიცდი, მაგრამ ამით რას აკეთებ? რის მიღწევას ცდილობ?

ნანა: მენატრება.

ლუდმილა: გენატრება არა ის… ნუ ლაპარაკობ სისულელეებს. ვინც მიგატოვა იის? როგორ შეიძლება? ( ყვირის) ქალის მიმტოვებელი კაცები არასდროს არ იქნებიან მონატრებულნი! დაე დავივიწყოთ ისინი ისე, როგორც ვივიწყებთ პირველ ღამეს! ( ნანა წყვეტს ტირილს და ყველა ლუდმილას გახედავს, ვლადიმერი ჭიქაში მორჩენილ არაყს გადაჰკრავს)

ლუდმილა: რაა? რა ვთქვი ასეთი? ( ვლადიმერს) დაიხრჩეთ!

ვალოდია: ფრთხილად იყავით!

ლუდმილა: რატომ მაფრთხილებთ? მემუქრებით? ჰო, ნამდვილად ასეა! მანიაკი ხართ ! ვაიმე, ყმაწვილო მე ამ ბოროტი მოხუცის მეშინია… შეიძლება თქვენთან გადმოვჯდე? ( მივა და ნიკოლოზს მიუჯდება).

( ნანა დგება და გადის)

ლუდმილა: აი, ახლა ნახეთ თავი თუ არ მოიკლას!

ვლადიმერი: მოეშვით სისულელეებს.

ლუდმილა: დამიჯერეთ, მე ვიცი…ახლა გააღებს კარს და გადახტება.

ნიკოლოზი: არ გადახტება.

ლუდმილა: საიდან იცით? და ისე თქვენ რა გქვიათ?

( სიჩუმე )
ლუდმილა: ეს რა, აგენტი ხომ არ არის? ( ჩაილაპარაკებს)

ნიკოლოზი: ნიკოლოზი

ლუდმილა: ოოჰ, ნოკოლოზი მშვენიერი სახელია და სადაური სახელია? ალბათ ბერძნული ან … ან იქნებ იტალიური? იცით, სახეზე რაღაცით იტალიელს გავხართ, ნაკვთებით. არა, მთლიანობაში ნამდვილი ქართველი ხართ მაგრამ აი, ეს მხარე მაინც განსაკუთრებით იტალიური გაქვთ. თქვენი რომელიმე წინაპარი დიდი ბებია ან მისი რომელიმე ბიძა, უდაოდ იტალიიდან იქნებოდა.

ვლადიმერი: ნიკოლოზი ეს ნიკალაია.

ლუდმილა: რაა? ნიკალაი?

ვლადიმერი: დიახ.

ლუდმილა: ოო,…როგორ მინგრევთ ლამაზ ფიქრებს…რა მოხდებოდა ასე ლამაზად დამმახსოვრებოდა ამ ახალგაზრდა ყმაწვილის სახე, სახელთან ერთად?! იტალია, მზე…ტემპერამენტი, სიხალისე, უცხოეთი, “პაესტკა”, თვითმფრინავი, რომი.. ბარგი.. თქვენ კი დაანგრიეთ, დაანაწევრეთ და აქაურ ( რუსულ ) სანაგვეზე გადაყარეთ! ნიკალაი ! რად მინდოდა ამ სახელის ხსენება? მაგ ერთი სიტყვით დამაბრუნეთ ამ საზარელ დროში. თქვენ იცით რა ერქვა ჩემს ბოლო ქმარს? ( ვლადიმერი თავს გააქნევს)

ლუდმილა: ( ყვირის)P ნიკალაი! ზუსტადაც რომ ნიკალაი! ის არც იტალიელი იყო და არც ბებია ჰყვადა იტალიიდან, არც ნაკვთები ჰქონდა ასეთი… რომში არასდროს ვყოფილვარ ( სევდიანად ხრის თავს.) მე არასდროს ჩამიწყვია ბარგი, მე არასდროს წავსულვალ დიდ გზაზე…

( მატარებელი ხმაურით იძვრება. იღება კარი და ერთი მხრიდან შემოდის ნანა მეორე მხრიდან კი საქმიანი ნაბიჭით გამცილებელი)

გამცილებელი: აბა, ვნახოთ… ვაგონში ცვლილება ხომ არ არის?

ნანა: ბ-ნ ხომ არ გინახავთ? არ ამოსულა?

გამცილებელი: არა, გოგონავ, თუ შემხვდა აუცილებლად ვეტყვი.

( სანამ გავა უცბად შეჩერდება. შემობრუნდება და მგზავრებთან მიდის, მკაცრი გაყინული სახე აქვს. ვაგონში დაძაბულობა იგრძნობა.)

ლუდმილა: ( მლიქვნელურად უცინის)

გამცილებელი: ( ლუდმილასთან სახეს ახლოს მიიტანს და დასუნავს, მერე ნიკოლოზს, ბოლოს ვლადიმერს)

გამცილებელი: რატომ დაარღვიეთ?!

ვლადიმერი: რა?

გამცილებელი: წესი. ( ლუდმილას ბედნიერი სახე აქვს)

ვლადიმერი: რა წესი?

გამცილებელი: ამ ვაგონში სმა აკრძალულია.

ვლადიმერი: რატომ?

გამცილებელი: სამწუხაროდ იმ დროს როცა ამ წესებს ადგენდნენ იქ არ ვიყავი.

ლუდმილა: სად იყავით? ( სულელური ღიმილით)

გამცილებელი: რატომ დალიეთ?

ვლადიმერი: მინდოდა და იმიტომ.

გამცილებელი: და რატომ არ მოგინდათ წესების დაცვა?

ვლადიმერი: იმიტომ რომ დალევა უფრო მინდოდა და საერთოდ, ფეხზე მკიდია თქვენი წესები.

ლუდმილა: ანარქისტია!

გამცილებელი: წესების დარღვევისათვის ორი სახის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული… (მატარებელი უცბად გაჩერდება. ბარგი, იყრება და ჩემოდნები პანტაპუნტით ცვივა. გამცილებელი, მოულოდნელობისაგან იატაკზე ეცემა, თუმცა მალევე წამოდგება, კოსტუმს გაისწორებს და თავისთვის ჩაილაპარაკებს )

გამცილებელი: ვიღაც დააბრუნეს! მეზიზღება ეს ავარიული გაჩერებები ( და გავა)

ლუდმილა: აი ხედავთ? ხომ დარწმუნდით რომ წესები შესასრულებელია, მოგწონთ თუ არა. იმის გამო რომ ყველაფერი საზოგადოების ყველაზე დაბალი რგოლიდან იწყება, ჯერ ჩვენ უნდა შევასრულოთ რომ მერე …

ნანა: რა ხდება? რატომ გავჩერდით?

ლუდმილა: ( დამცინავი ხმით) შენმა ქმარმა რელსებზე თავი მიიბა და ლოკომოტივს წინ გადაუდგა.

ვლადიმერი: არ არის საჭირო…

ლუდმილა: თქვენ არაკეთილსინდისიერი მოქალაქე ბრძანდებით ბატონო ჩემო, ამიტომ უფლება არ გაქვთ ჩემნაირ კეთილსინდისიერს რაიმე უთხრათ. სულ მალე სამართლიანობა იზეიმებს და თქვენ სამაგალითოდ დაისჯებით.

ვლადიმერი: ( ახალ არყის ბოთლს ამოიღებს)

ლუდმილა: ბ-ნ გამცილებელო! ( უძახის . მატარებელი დაიძვრება)

ვლადიმერი: გინდათ? ( ნიკოლოზს შესთავაზებს, ის კი თავს გააქნევს)

ლუდმილა: ხომ ხედავთ, არ სვამს.! აი ეს არის ნამდვილი კაცი, თავისი საზოგადოებრივი ვალდებულებებით, რომლებსაც პირნათლად ასრულებს. იტალიური გარეგნობით, შარმით…პრინციპულობით.. როგორ მინდა თქვენ ჩემი ქვეყნის მოქალაქე იყოთ. ( ისევ გამცილებელი შემოდის )

ნანა: რა მოხდა? რატომ გავჩერდით?

გამცილებელი: არაფერი , დაბრძანდით. მოკლედ თქვენ რაც შეგეხებათ, ორი სახის ჯარიმა არსებობს: 1) გამოსასწორებელი სამუშაოები და 2) თქვენ სამი გაჩერებით ადრე უნდა ჩახვიდეთ.

ვლადიმერი: ეგ როგორ ?

გამცილებელი: მარტივად. სადამდეც გაქვთ ბილეთი, იმ სადგურამდე სამი გაჩერებით ადრე ჩახვალთ და გზას ფეხით განაგრძობთ.

ვლადიმერი: ჯერ ერთი მინდა ვთქვა, რომ სულელური წესია, მსგავსი რამ არასოდეს გამიგია, და მეორე, თქვენ რა იცით რომ გზას ფეხით განვაგრძობ?

გამცილებელი: იქ სხვა არაფერი მიდის ამ კომფორტული მატარებლის გარდა, ასე რომ უნდა ამოირჩიოთ.

ვლადიმერი: რა უნდა ამოვირჩიო? რა არის აქ ამოსარჩევი? თუ თეთრზე არ იტყვი რომ თეთრია ჩამოგახრჩობთ და თუ იტყვით რომ თეთრია მაინც ჩამოგახრჩობთ! ამოვირჩიო? გამოსასწორებელი სამუშაოები, ან სამი გაჩერებით ადრე ჩამოგდება როგორც უპატრონო უსარგებლო ნაგვისა? აი ხედავთ ქალბატონო, ეს თქვენი წესებია.!

ლუდმილა: რას იზამთ…

ვლადიმერი: რას და არაფერსაც არ ვიზამ. არც წესებს შევასრულებ და არც ჯარიმებს! რა ჯარიმები?! ჯარიმები კი არა პირდაპირ სასჯელებია! მომისმინეთ, მე ვსვამ და ეს ჩემი უფლებაა!

ლუდმილა: თქვენი მოვალება კი წესების დაცვაა.

ვლადიმერი: მე ვსვამ, იმიტომ რომ მთელი 70 წელი წესებს ვიცავდი და იცით რატომ? იმიტომ რომ მაშინ მეც მიცავდნენ. ეს მაშინ, როცა სამოთხე იყო დედამიწაზე.

გამცილებელი: ( ჩუმად ) ნუ სცოდავთ…

ლუდმილა: რეებს ბოდავს?

ვლადიმერი: ახლა კი დაინგრა! თქვენ დაანგრიეთ,@ მე დამინგრიეთ და ამ ნანგრევებში სადაც ყოველ წამს შეიძლება რომელიმე კედელი ჩამოიშალოს და გაგსრისოს, ვსვამ! თქვენ კი მიკრძალავთ. ნანგრევებში აკრძალვები არ მოქმედებს… ( მოიხრება, ეტყობა ცუდადაა.)

გამცილებელი: ( გაღიმებული სახითა და ცოცხალი თავლებით ) თქვენ იცით, რომ აქ სასაფლაოები მე-17 საუკუნიდან გაჩნდა?

ვლადიმერი: ვერ ვხვდები? რას მეუბნებით?

ლუდმილა: რაც არ უნდა გითხრას სწორს გეუბნება.

გამცილებელი: დაივიწყეთ. მოკლედ როგორც ვხედავ ბატონო, თქვენ არ აპირებთ დაემორჩილოთ წესებს. იძულებული ვარ ჩემს მიერ შემოთავაზებული არჩევანიდან ..( ყოვნდება ) არჩევანის საშუალებას აღარ მოგცემთ. მე Yთვითონ ამოვირჩევ…( გაიცინებს) ორივე….

ვლადიმერი: რა ორივე?

ლუდმილა: დააცადე ეხლა იტყვის!

გამცილებელი: ბოლო სადგურამდე სამი გაჩერებით ადრე ჩახვალთ, მანამდე კი მატარებელზე მუშაობა მოგიწევთ.

ვლადიმერი: შეურაცხმყოფელია!

ნანა: ვერ ხედავთ მოხუცია..

გამცილებელი: კანონი ასაკს არ იცნობს.

ნანა: ცოდოა…

გამცილებელი: დამშვიდდით გოგონავ.

ლუდმილა: ( ნანას ) შენ ჯობია შენს საცოდაობას მიხედო ( ვლადიმერი თავდახრილი დგას)

გამცილებელი: ( ვედროსა და იატაკის ჯოხს მიაწვდის) შეგიძლიათ ამ წუთიდანვე შეუდგეთ, მუშაობას. ამ ვაგონიდან დაიწყეთ, მოჰყევით ლოკომოტივამდე, მაგრამ მემანქანის კაბინაში არ შეხვიდეთ. ( გასვლას დააპირებს) ჰო, და კიდევ ერთი, ნურც მე-11-ეს დაალაგებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.

ლუდმილა: აბა რას ფიქრობდით? აპირებთ დამორჩილებას? თუ?

ვლადიმერი: ( დანაღვლიანებული სახე აქვს) აზრი არ აქვს.

ლუდმილა: როგორც იქნა მიხვდით, ხომ გაფრთხილებდით…არ მისმენდით.

ვლადიმერი: განაჩენი გასაჩივრების გარეშე.

ლუდმილა: მიდით მიხედეთ საქმეს! ( გამცილებელი თავს შემოჰყოფს ).

გამცილებელი: არა ბატონო ჩემო: შეწყალება, მოწყალება, დანდობა…მონანიება.. აი! მაპატიეთ, გაუგებრად ვსაუბრობ, იმის თქმა მინდოდა რომ მატარებლიდან ჩასვლა არ მოგიწევთ.

ლუდმილა: ეგ როგორ?

გამცილებელი: თუ გამოსასწორებელ სამუშაოებს პირნათლად შეასრულებთ. სხვა შემთხვევაში კი ადრე ჩამოხვალთ, ბოლო სადგურამდე როგორც გითხარით 600 კილომეტრით ადრე, იქ საავტომობილო გზა არ არსებობს, სტეპებსა და გაუვალი ტყის პირას, მატარებელი კი მხოლოდ სამ დღეში ერთხელ დადის. (გადის)

ლუდმილა: სად მიდიხართ ასე შორს? უფ, კიდევ კარგი მე მაგხელა გზაზე არ მივდივარ, მაგრამ მაინც შორია, დედაჩემს ზუსტად მაგის გამო ვერ ვხედავ ხშირად, ახლაც მასთან მივდივარ, საგაზაფხულო პროდუქტებს მაინც სულ სხვა გემო აქვთ, მაპატიეთ ახალგაზრდავ, აი თქვენ გიჭამიათ მაისის ყვავილოვანი კომბოსტო? პომიდორი?…არა? თითებს ჩაიკვნეტთ.

ნანა: ვიცით, გაგვისინჯავს, ალბათ თქვენზე ხშირადაც.

ლუდმილა: თქვენ არ გეკითხებით… ( მერე ვალოდიას გახედავს რომელსაც თავი ფანჯარას აქვს მიყრდნობილი) რას აკეთებთ?

ვლადიმერი: არაფერს. ძალინ გთხოვთ ნუ დაინტერესდებით.

ლუდმილა: თქვენ რა გგონიათ, რომ მე ახლა თქვენით ვინტერესდები? არა ბატონო, მე მაინტერესებს რატომ არ ასრულებთ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობებს?!

ვლადიმერი: ვაგონის დალაგება მოვალეობა კი არა სასჯელია.

ლუდმილა: არა, ცდებით, ზუსტადაც რომ არის, წესების შესრულება ხომ არის ვალდებულება? ამ, წესების დარღვევისათვის კი…

( მატარებელი ისევ ჩერდება . ნანა ფანჯარას მივარდება)

ლუდმილა: რა იყო? მთელი დღეა მივდივართ, შენ კი ყოველ გაჩერებაზე შენს ქმარს ელოდები. სად ეძებ?

ნანა: არ ვიცი, ხომ შეიძლება დაგვიანებოდა? მანქანით, ბოლო წუთამდე სამსახურში იყო, მითხრა მაპატიე შენთან გამოვლას ვეღარ მოვასწრებ, პირდაპირ იქ შევხვდეთო. მეც აქამდე ტაქსით მოვედი. ასე გადავწყვიტეთ, მანქანას სადგურის ავტოსადგომზე დავტოვებდით და გზას მატარებლით განვაგრძობდით. ჩვენ პირველად სწორედ მატარებელში შევხვდით ერთმანეთს. უნივერსიტეტში ბოლო გამოცდები რომ ჩავაბარე და დასასვენებლად ზღვაზე რომ წავედი. ჩემი მეგობრები უკვე იქ მელოდებოდნენ, იმიტომ რომ უნივერსიტეტში ცუდი ჯგუფი მყავდა, ისინი ვინც ჩემი მეგობრები იყვნენ სხვაგან სწავლობდნენ. სწორედ ამიტომ მე არ დამელოდნენ და ჩემს გარეშე წავიდნენ. სალაროსთან რომ მივედი მითხრეს მხოლოდ ერთი ბილეთია დარჩენილი, მე-5 კუპეშიო, სახლიდან ჩემოდნებით ვიყავი წამოსული და უკან რომ დავბრუნებულიყავი მამაჩემი იქედან აღარსადროს გამომიშვებდა, მეც უკან არ დავიხიე და ბილეთი ვიყიდე, წარმოდგენა არ მქონდა, ვისთან ერთად უნდა მემგზავრა. შევედი…გასვლამდე ნახევარი საათი იყო დარჩენილი. ამიტომ დავჯექი და წიგნი ამოვიღე.

ლუდმილა: კითხულობ კიდეც? ( დამცინავად )

ნანა: დიახ, დიახ, თან ბევრს…არა, გატყუებთ ახლა იმდენს ვეღარ…

ლუდმილა: ( ნიკოლოზს, მობეზრებელი ხმით ) ვაიმე რატომ ყვება ? რა უნდა?

ნანა: წიგნს ვიყავი ჩაფრენილი, როცა კუპეში ვიღაც შემოვიდა, მომესალმა და ჩემს წინ დაჯდა, ვიფიქრე ერთ-ერთი მგზავრია-თქო, მეც მივესალმე და კითხვა განვაგრძე. წიგნმა ისე გამიტაცა, რომ ვერც კი გავიგე როგორ გავიდა მთელი ნახევარი საათი და მატარებელიც დაიძრა. რამდენიმე საათში გაირკვა რომ ეს უცნობი ერთ-ერთი კი არა, ერთადერთი მგზავრი ყოფილა. კუპეს სამი ბილეთი უყიდია, როგორც მერე გაირკვა, მოლარეს უთქვამს, მთელ კუპეს ვერ აიღებ, ერთი ადგილი ვიღაცამ იყიდაო. ( მიამიტურად უცინის ) არ გეჩვენებათ უცნაურად?

ლუდმილა: რა?

ნანა: ის, რომ იმავე მოლარემ მე მითხრა ერთი ბილეთია დარჩენილიო, სამი სხვამ იყიდაო…მას კი პირიქით.

ლუდმილა: ( ისევ დაცინვით ) ოჰ, დაუჯერებელი ამბავია! პირდაპირ გასაოცარი!

ნანა: Lიმ საღამოს მთელი ღამე ვსაუბრობდით…

ლუდმილა: მერე კი მთელი ღამე ერთ ლოგინში იწექით… ( ნანა გაბრაზებული სავარძელში ჯდება )

ლუდმილა: რა იყო? რა ვთქვი ასეთი? ( ნიკოლოზი, სიგარეტს ამოიღებს და გავა)

ლიდმილა: ახალგაზრდავ საით? … არ სვამს, მაგრამ ეწევა, აი თქვენგან განსხვავებით … ( ვლადიმერს, რომელსაც ხველა აუტყდება, იხრჩობა,სახე სულ ერთიანად უწითლდება, ნანა მოხუცს მივარდება )

ნანა: ცუდად ხომ არ ხართ? რა იყო?

ვლადიმერი: არა, არაფერი…

ლუდმილა: ნერწყვი გადასცდებოდა, ამ ასაკში ორგანიზმი მოდუნებას იწყებს…ხშირია შემთხვევები.

ნანა: რას აპირებთ? უნდა დაალაგოთ?

ვალოდია: ( მხრებს აიჩეჩავს) არ ვიცი…ბოლო სადგური ჩემი ბოლო გაჩერებაა, ვერ ხედავთ ჩემს ბარგს? ქალაქში ყველაფერი მივატოვე და იქ დაბრუნება გადავწვიტე.

ნანა: სად?

ვლადიმერი: სადაც ბავშვობა გავატარე.

ლუდმილა: მაგ სიშორეს რომ გაატარეთ ბავშვობა მაგიტომ ხართ ასეთი ჩამორჩენილი, წესები რომ არ გაგიგიათ, ფეხზე რომ გკიდიათ! მაპატიე გოგონავ, მაგრამ ასეა. უნდა ვთქვა

ნანა: თქვენ მას არასამართლიანად ექცევით…

ლუდმილა: ( ნანას ბაძავს ) არასამართლიანად ექცევით…სამართალი! სად არის სამართლიანობა? ეგ რომ ჩემს ქვეყანას ექცევა უსამართლოდ? ეგ რა არის? ისტორიული სამართლიანობა? მე დედა ალბათ მასზე 5 წლით უფროსი მყავს,ისიც იმ დროს ცხოვრობდა, მაგრამ ახლა ამ დროში ცხოვრობს; ამან კი ვერ შეძლო…

ნანა: Mმაინც არ მესმის თქვენი გაღიზიანების…რას ერჩით?

ლუდმილა: ეი, შენ ფრთიანო ანგელოზო რას ვერჩი რა თქმაა? წესიერად მელაპარაკე…ჯობია ქმარზე იფიქრო და ჩუმად იჯდე… მომასვენეთ! თქვენი საუბრებით ძალიან დავიღალე ( თავს უკან გადასწევს და თვალებს დახუჭავს).

( მატარებელი ჩერდება,სულ მალე კი ვაგონში უცნობი მგზავრი ამოდის. ქერა, მაღალი”ვითომ “ სიმპათიური, ასევე “ ვითომ” ძვირფას პიჯაკსა და შარვალში გამოწყობილი, ალბათ 30 წლის ახალგაზრდა. ყურებამდე უმიზეზოდ გაღიმებული. სულელს ჰგავს. საშუალო დონის ვაგონის დანახვაზე სახე წამში ეცვლება. დაიჯღანება. ვლადიმერი მოკრძალებულად მიესალმება, ეს კი პასუხს არ გასცემს, საკუთარ ძვირფას პორტფელს იქვე დადებს და ნოკოლოზის ადგილზე დაჯდება. ლუდმილას ბრედის სუნამოს გამო ეღვიძება. ნელ-ნელა თვალს გაახელს)

( ახალი მგზავრის დანახვაზე სახე გაუბრწყინდება, ჯერ გაუღიმებს, მერე გაუცინებს, თავის მოწესრიგებას დაიწყებს, ჩანთიდან პატარა სარკეს ამოიღებს და ჩუმად ჩაიხედავს)

ლუდმილა: გამარჯობა. ( თავისთვის ) დედა რა სასიამოვნო ახალგაზრდაა. ჩემს გვერდით როგორ მოხვდით? რა გქვიათ? მე ლუდმილა.

უცნობი ახალგაზრდა: ბრედი.

ლუდმილა: ბრედი? უცხოელი ხართ? ( შეათვალიერებს)

ბრედი: არა, მსხვილი კომპანიის უფროსი.

ლუდმილა: მართლა? ( თვალები გაუფართოვდება) მაშინ უცხოელზე მეტი…და საიდან ასეთი უცნაური სახელი?

ბრედი: კომპანიამ დამარქვა, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს.

ლუდმილა: ( სიცილით ) ძალიან სასაცილოა

ბრედი: დიახ, მაგრამ მე ვერ ვხვდები რა არის სასაცილო? ( ლუდმილა უცბად ჩუმდება) ვისაც არ ვეუბნები ყველას ეცინება. ჩემს კომპანიას “ბრედ ენდ ენდი” ჰქვია.

ლუდმილა: თქვენი სახელი.

ბრედი: მე ასე დავარქვი, მერე კი მივხვდი რომ …

ნანა: და ისე რა გერქვათ?

ლუდმილა: ( ბრედს ) ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ქმარმა მიატოვა და ამიტომაც არის რომ…

ვლადიმერი: ქალბატონო, აჯობებს თუ ენას კბილს დააჭერთ.

ლუდმილა: ეს კი ჩვენი მოხუცი ნოსტალგიური ანარქისტია, ნურც ამას მიაქცევთ ყურადღებას.

ბრედი: ( ზიზღით) რა სუნია?

ლუდმილა: ანარქისტმა არაყი დალია.

ბრედი: საშინელი მატარებელია. ღმერთო ჩემო ეს სად მოვხვდი?

ლუდმილა: დიახ, მეც მაგას ვამბობ. რა მინდოდა აქ?!

ბრედი: არადა პირველი კლასით მივფრინავდი, მაგრამ თვითმფრინავს აფრენის დროს რაღაც პრობლემები შეექმნა და ამიტომაც იძულებული გავხდი მატარებლით მესარგებლა. ბიზნეს შეხვედრის გადადება ხომ იცით ცუდის ნიშანია.

ლუდმილა: დიახ, რათქმაუნდა, ბიზნესი მშვენიერი რამ არის. და .. რით არის თქვენი კომპანია დაკავებული?

ბრედი: ჩემით ( ვითომ იხუმრებს )

ლუდმილა: ( ძალიან ხმამაღლა იცინის ) როგორი ენა მოსწრებული ხართ

ბრედი: რითი და…

ლუდმილა: ( უცბად აწყვეტინებს ) ხელფასი ბევრი გაქვთ? ( ბრედი გაოცებული გახედავს )

ლუდმილა: მაპატიეთ რას საქმიანობთ?

ბრედი: ასანთებს ვუშვებთ.

ლუდმილა: მართლა?

ბრედი: დიახ, ახალი თაობის ასანთებს, უცხოელ პარტნიორებთან ერთად.

ლუდმილა: და როგორია ეს თქვენი ახალი თაობის ასანთი?

ბრედი: ახლა ვმუშაობთ მაგაზე.

ლუდმილა: როგორ ჯერ არ მუშაობთ?

ბრედი:L ვმუშაობთ მუშაობის დაწყებაზე. ახლაც ერთ-ერთ მორიგ შეხვედრაზე მივდივარ, ხის დამუშავების ტექნოლოგია უნდა განვიხილოთ..უცხოელ პარტნიორებთან ერთად რათქმაუნდა.

ლუდმილა: ინგლისური იცით?

ბრედი: როგორც მშობლიური.

ლუდმილა: ალბათ მაგიტომაც არ გიჭირთ ბიზნესის მართვა.

ბრედი: დიახ, ეს ბიზნესის ენაა.

( ვაგონში ნიკოლოზი ბრუნდება, რომლესაც თავის ადგილას ბრედი ხვდება)

ნიკოლოზი: თქვენ ჩემს ადგილზე ზიხართ.

ბრედი: ნუთუ აქვს მნიშვნელობა?

ნიკოლოზი: ჩემი ადგილია, ეტყობა შეგეშალათ

ბრედი: არაუშავს, ვერ ხედავთ თითქმის მთელი ვაგონი ცარიელია, სხვაგან დაჯექით.

ნიკოლოზი: ადექით.

ბრედი: ეს ვინღაა? ( ლუდმილა ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებს ) ააა, კარგით მე თქვენგან ვიყიდი ამ ადგილს.

ლუდმილა: როგორი კეთილია…

ბრედი: რამდენს აფასებთ? 20? ჰა, რას იტყვით? არა? მაშინ 25, ბილეთის ფასზე 5-ით მეტს გთავაზობთ.

( ნანა და ვლადიმერი ნიკოლოზს შესცქერიან, მის პასუხს ელიან)

ნიკოლოზი: ზედმეტი მოგდით.

ბრედი: 50! აბა რას იტყვით?

ლუდმილა: მშვენიერი ფასია.

ბრედი: მანახეთ ადამიანი, ვინც ამ სავარძელში ჩემზე მეტს გადაიხდის.

ვლადიმერი: მოდი აქ დაჯექი, იქით გადავალ.

ნიკოლოზი: არა, თქვენ იჯექით.

ვლადიმერი : ( ბრედს) ასე არ შეიძლება, არასწორად იქცევით.

ბრედი: თუ გნებავთ თქვენც გადაგიხდით!

ლუდმილა : ( გულზე ხელებს დაიწყობს ) შეშლილი ვარ.

ნიკოლოზი: ( ჩუმად უმეორებს ) ადექით!

ბრედი: 100-ს მოგცემთ და შემეშვით!

ლუდმილა: რა ამბავია? მაგ ფულად თუ გნებავთ მე გადავალ!
( ბრედი ამოიღებს ფულს და გაუწვდის, ვაგონში დაძაბულობა იგრძნობა, ვლადიმერი არყის ბოთლს ჩუმად მოიყუდებს და გადაჰკრავს, ნიკოლოზს მოთმინება დაელევა, ბრედს უცბად მოჰკიდებს ხელს, ძალით ააყენებს და სხვა სავარძელზე დააგდებს . ნიკოლოზი, გაოცებული და აღშფოთებულია, არ იცის რა ქნას)

ბრედი: მე იცით ვინ ვარ?

ლუდმილა: ჰო, იცით ვინ არის?

ნიკოლოზი: ფეხზე მკიდია! ( თავს აბრუნებს და ფანჯარაში იყურება)

( ვლადიმერი ეტყობა ცოტა დათვრა, რატომღაც ტაშს შემოჰკრავს, გახარებულია )

ბრედი: სად არიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები?

ლუდმილა: მილიციას ეძებთ?

ბრედი: ალბათ უფრო პოლიციას.

ლუდმილა: გეტყობათ რომ ნამდვილი ბიზნესმენი ხართ. გნებავთ ვიყვირებ?

ბრედი: რას იყვირებთ?

ლუდმილა: მილიციას…უკაცრავად, პოლიციას მოვუხმობ.

ბრედი: არა, არა, იყოს, ვიღაც მათხოვრის გამო… ( ნიკოლოზი ფეხზე წამოდგება)

ბრედი: რა იყო? რა ვთქვი? ( შეშინებული )

ლუდმილა: ბ-ნ ბრედ, თქვენთან გადმოვჯდები, თორემ მის გვერდით ჯდომა ყოველ წუთს სახიფათო ხდება.

ბრედი: მოდით! ( ლუდმილა ბრედს მიუჯდება )

ლუდმილა: ნერვებს ნუ აიშლით , დამშვიდდით.

ბრედი: არა, ასეთი თავხედობა არსად მინახავს!

ლუდმილა: არც მე!

ბრედი: მსოფლიოს რამდენ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და…

ლუდმილა: რამდენში?

ბრედი: არ ვიცი ქალბატონო, ვერც დავთვლი, და მსგავსი უხამსობა არსად მინახავს.

ლუდმილა: არც მე. იმდენ კაცთან მქონდა ურთიერთობა რომ …

ბრედი: რამდენთან?

ლუდმილა: ვეღარც ვითვლი, მაგრამ ასეთთან არასოდეს!…

ბრედი: ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, ასეთი ადამიანები გისოსებს მიღმა იცხოვრებდნენ!

ლუდმილა: ნამდვილად ასეა!

ბრედი: ვუჩივლებდი! გესმით თქვენ?! ხელით შემეხო, შეურაცხყოფა მომაყენა.

ნანაA: მაგრამ ადგილი მისი იყო.

ლუდმილა: გოგონავ, როგორ ბედავ ბ-ნ ბრედთან შეწინააღმდეგებას? ვერ ხედავთ მის პორტფელს?

ბრედი: ( სიამაყით ) ეთიოპიური ტყავია…

ლუდმილა: სადაური ?

ბრედი: ეთიოპიური ( ლუდმილა პორტფელს დასუნავს )

ვლადიმერი: ადამიანის? ( ლუდმილას პორტფელი ხელიდან გაუვარდება )

ბრედი : არა, არა, რა ადამიანის? ( დაბნეული )

ლუდმილა : რა სისულელეებს ამბობთ? დაწყნარდით ბრედ, მოხუცს გერენტო-აგონია აქვს.

ბრედი: ( ლუდმილას ზურგზე ხელს არტყამს და თავისკენ აბრუნებს ) და ეს პიჯაკი?

ლუდმილა: რა პიჯაკი?

ბრედი: სპეც-შეკვეთაა, ნიდერლანდებში შეკერეს.

ლუდმილა: ჰო, ( ნანას მიუბრუნდება ) ხედავთ მის პიჯაკს? სპეციალურად მისთვის შეკერეს… საად ? ( ბრედს ეკითხება )

ბრედი: ნიდერლანდებში.

ლუდმილა: ჰო, ნიდერლანდებში! ნიდერლანდელმა ( ამ სიტყვას დამახინჯებულად წარმოსთქვამს ) მკერავებმა თითები დაისისხლიანეს, მაშინ, როცა ამ სამ უძვირფასეს ღილს აკერებდნენ… ბ-ნ ბრედ, დაე შეგეწიოთ თქვენი და თქვენი ბიზნესისათვის შეწირული ნიდერლანდური სისხლი!

ბრედი: გმადლობთ ქალბატონო.

ლუდმილა : მოიცათ, კიდევ ვიტყვი… ხედავთ მის პერანგს? ნამდვილი ინდური აბრეშუმია!

ბრედი : ( ყურში ) ინდური არა, შეცვალეთ

ლუდმილა: ინდური კი არა, პორტუგალიური ! დიახ! თქვენ კი მას, როგორც თქვენს სწორს ისე ესაუბრებით.

( შემოდის გამცილებელი)

გამცილებელი : აბა, ცვლილება არის ვაგონში?

ლუდმილა: თან როგორი!…

გამცილებელი : ( ბრედთან მივა ) ბილეთი თუ შეიძლება, გმადლობთ…

ბრედი: ბ-ნ გამცილებელო, მაინტერესებს, რამდენ ხანში ჩავალ?

გამცილებელი: გეჩქარებათ ?

ბრედი: ძალიან, იცით რაშია საქმე? თვითმფრინავით…

ლუდმილა: პირველი კლასით!

ბრედი: დიახ, პირველი კლასით უნდა გავფრენილიყავი , მაგრამ თვითმფრინავს აფრენისას რაღაც პრობლემები შეექმნა და…

გამცილებელი : სალონში პანიკა ხო არ ატყდა?

ბრედი: დიახ, თუმცა მემგონი ყველაფერი მოგვარდა, არადა ბიზნეს-შეხვედრაზე მეჩქარება, იმედია მატარებელი დანიშნულ დროს ჩავა.

გამცილებელი: დიახ, რათქმაუნდა, ეს მატარებელი ყოველთვის დანიშნულ დროს ჩადის.

ბრედი: ხვალ შუადღით იქ უნდა ვიყო.

გამცილებელი : მგზავრებო, იმის გამო რომ მოსაღამოვდა , რვა წუთში ვაგონში შიდა განათება ჩაირთვება… ( ნანას) თქვენი ქმარი…

ნანა: ვიცი. აღარ გეკითხებით.

გამცილებელი : იმედია ყველაფერი მალე მოგვარდება. ნუ განიცდით. ( უცბად გახედავს ვლადიმერს) თქვენ რა, კიდევ ეწინააღმდეგებით ? გამოსასწორებელ სამუშაოს არ იწყებთ?

ვლადიმერი: დიახ, სწორედ ასეა.

გამცილებელი: ტყუილად. ბატონო, თავს ძალა დაატანეთ და…

ლუდმილა: მაგან კი არა, თქვენ უნდა დაატანოთ…ანუ დააძალოთ!

ვლადიმერი: არ ვაპირებ! ჩავალ, იმ სამი გაჩერებით ადრე ჩავალ და მორჩება მაგით.

ლუდმილა: მადლობა ღმერთს.

ვლადიმერი: ოღონდ იქამდე დავლევ! ( გაბრაზებული არყის ბოთლს მოიყუდებს)

ბრედი: ნახეთ რას შვება? გამცილებელო, რატომ არ არის მატარებელში პოლიციის წარმომდგენელი?

ლუდმილა: დიახ, პოლიციის და არა მილიციის.

გამცილებელი: აქ დანაშაული არ ხდება.

ბრედი: ეგ როგორ? არამგონია არსებობდეს ადგილი სადაც დანაშაული არ ხდებოდეს.

ლუდმილა: იმ ვაგონში, სადაც მარტო უნდა მემგზავრა, კიდევ რომ დავრჩენილიყავი დარწმუნებული ვარ ერთ-ერთი პირველი დანაშაულის მსხვერპლი გავხდებოდი, ან გამძარცვავდნენ ანდა…

გამცილებელი: აქ არ ქურდობენ!

ბრედი: (რატომღაც აღშფოთებული დგება) სხვათაშორის ძარცვა და ქურდობა სხვადასხვა ცნებებია: ცნობისათვის პირველი ნიშნავს სხვისი ნივთის აშკარა დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მიზნით, მეორე კი ფარული გზით! ( ჯდება და ლიუდმილას მიუბრუნდება ) იურიდიული ტერმინებია.

გამცილებელი: ბ-ნ იურისტო, გმადლობთ ინფორმაციისათვის, მაგრამ თქვენმა ნათქვამმა ჩემი პასუხი მაინც ვერ შეცვალა.

ლუდმილა: იურისტი კი არა, ფირმის დირექტორია.

გამცილებელი: არ მაინტერესებს. ვინც გინდათ ის იყოს, თქვენ აქ მგზავრები ხართ, და მეტი არაფერი.

ბრედი: ასეთი უვარგისი მატარებელი არსად მინახავს, ერთი სული მაქვს დროზე ჩავაღწიო.

გამცილებელი: ( ვლადიმერს) თუ დამიჯერებთ აჯობებს რომ …

ვლადიმერი: არ დაგიჯერებთ.! არა! გესმით? თუ არა? ყრუ ხართ? დაყრუვდით? რა უნდა დამაჯეროთ? ( ვლადიმერი მთვრალია) აი თქვენ თუ დაგილაგებიათ ოდესმე? ნუთუ თქვენ არასდროს დაგირღვევიათ წესი? ჰა? თუ თქვენი მოქალაქეობრივი შეგნება იმდენად მაღალია, რომ წესი არასოდეს დაგირღვევიათ?

გამცილებელი: დონე მგზავრებთან შედარებით ყოველთვის მაღალია, მოქალაქეობრიობაზე კი რა მოგახსენოთ, წესებიც დამირღვევია და დამილაგებია კიდეც! ეს ვაგონი მე მაბარია. მგზავრობის დასრულების Eშემდეგ მე ვალაგებ.

ლუდმილა: მხოლოდ თქვენ?

გამცილებელიL: დიახ. გარდა აქაურობისა გარეთ მინებსაც მე ვწმენდ. მგზავრობის დაწყების წინ და დასრულების შემდეგ , თქვენ კი ანაგვიანებთ! თქვენს დასვრილს მერე მე ვწმენდ.

ვლადიმერი: არაფერი დამისვრია.

გამცილებელი: ვიცი, მაგრამ სმის დროს ალბათობა იზრდება, ამიტომაც შედეგის თავიდან აცილების მიზნით დადგინდა წესები.

ვლადიმერი: მაგრამ იმ შემთხვევაში თუ გეტყვით რომ ასეთი შედეგი არ დადგება, მაშინ დამრთავთ ნებას?

გამცილებელი: გამონაკლისები რათქმაუნდა არსებობს, მაგრამ ასევე არსებობს სხვა ხელისშემშლელი პირობაც.

ვლადიმერი: და რა არის ეს ასეთი ხელისშემშლელი პირობა, რომელიც თვით გამონაკლისსაც კი გამორიცხავს?

გამცილებელი: თქვენ მარტო არ მგზავრობთ!

ვლადიმერი: ???

გამცილებელი: აქ თქვენს გარდა სხვებიც სხედან, რომლებსაც თქვენი სმა შეიძლება აწუხებდეთ.

ლუდმილა: დიახ, სწორედ ასეა.

ვლადიმერი: მაგრამ არიან ისეთებიც რომლებსაც არ აწუხებთ.

გამცილებელი : ( ერთ წუთს ჩერდება) რამდენი კაცია ახლა ვაგონში?

ვლადიმერი: ( მიხედ-მოიხედავს) თქვენი ჩათვლით ექვსი.

გამცილებელი: (გაეღიმება) კარგით, ვაწყობთ გამოკითხვას, ხმების უმრავლესობა გადაწყვეტს გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას.

ბრედი: ( ისევ აღშფოთებული) თქვენ არღვევთ ჩვენს უფლებებს!

ვლადიმერი: შენ რომ ჩემსას არღვევ?

გამცილებელი: ვინ არის წინააღმდეგი, რომ ბ-ნ ვლადიმერმა ვაგონში დალიოს? ოღონდ მე და თქვენ კენჭისყრაში არ ვმონაწილეობთ.

ვლადიმერი: საიდან იცით ჩემი სახელი?

გამცილებელი: ( ცოტათი დაიბნევა) თქვენ თქვით. არა? მოკლედ, აწიეთ ხელი.

( ბრედი და ლუდმილა ხელს ასწევს)

გამცილებელი: კარგით, ახლა ვინ არის მომხრე? ( ნანა ხელს სწევს, ვლადიმერიც). არა, თქვენ არა! ( ყველა ნიკოლოზს უყურებს, რომელიც რამდენიმე წამში ხელს ასწევს)

გამცილებელი: ძალიან კარგი!

ვლადიმერი: ( გახარებული ) ე.ი ვსვაამ?

გამცილებელი: არა, ვერ. ხმები თანაბრად გაიყო.

ბრედი: ( ისევ ფეხზე დგება) გადაწყვეტილება არ არის მიღებული! ( ლუდმილა ტაშს დაუკრავს)

ვლადიმერი: რატომ არ ვმონაწილეობდით მე და თქვენ?

გამცილებელი: თქვენ დაინტერესებული პირი ხართ, მე კი მგზავრი არ ვარ. აბა კარგად ბრძანდებოდეთ! ( გაუღიმებს და გავა )

( ვლადიმერი სკამზე ჩამოჯდება. ეტყობა ისევ ცუდადაა, ოფლი ასხამს და შიგადაშიგ მაგრად ახველებს, ვაგონში უცნაური სიჩუმეა, გულისამაჩუყებელი მუსიკის ფონზე, მგზავრები ერთმანეთს უყურებენ, მერე სავარძელში მჯდომ, წელშიმოხრილ საწყალ მოხუცს. ვლადიმერი ფეხზე დგება და ჩოჩვა-ჩოჩვით გადის)

ნანა: ( ლუდმილას) ნახეთ რა ქენით?

ლუდმილა: ( პასუხს არ გასცემს)

ბრედი: რა იყო? რატომ იცავთ ასე თავგამოდებით? გეგონებათ ღვთისნიერ საქმეს ვუშლიდეთ ხელს! მისთვისაც უკეთესია… და საერთოდ, სად არის კონდიციონერი? რატომ ჩამოცხა ასე? აქ რა, არ არის კონდიციონერი?ესენი პაპუასები ხომ არ არიან? ( გახედავს ლუდმილას) ქალბატონო რატომ შეგიწუხდათ ასე სახე?

ლუდმილა: არა, არაფერი ( თითქოს ფხიზლდება ) რას ამბობდით?

ბრედი: სად არის კონდიცირების საშუალება? აირ ცონდიტიონ!

ლუდმილა: იცით ბოლო ფრაზა ვერ გავიგე.

ბრედი: რას გაიგებთ? ინგლისური სიტყვებია.

ლუდმილა: როგორ ფიქრობთ, მეც უნდა ვისწავლო ინგლისური?

ბრედი: რათქმაუნდა. აბა ისე თქვენ არაფერი ხართ.

ლუდმილა: როგორ არაფერი?

ბრედი: როგორც იტყვიან, ნახევარი კაცი, ანუ თქვენს შემთხვევაში ქალი.

ლუდმილა: და სად ვისწავლო?

ბრედი: არ ვიცი…სადმე უცხოეთში.

ნანა: მე ვიცი ინგლისური.

ლუდმილა: მეც მეცოდინება, სამაგიეროდ ბ-ნ ბრედ, მე თქვენზე და ამ გოგონაზე მეტი ვიცი.

ბრედი: იმედია ერთად აღებულზე მეტი არა?!

ლუდმილა: ( გაინაზება ) როგორც გინდათ, თუ გნებავთ ერთად , თუ გნებავთ ცალ-ცალკე.

ბრედი: ესეც სასიამოვნოა, მაგრამ ვერ ვხვდები რა იცით? ( ბრედი რაღაცას ეძებს)

ლუდმილა: რას ეძებთ?

ბრედი: ღილაკს.

ლუდმილა: რა ღილაკს?

ბრედი: მინდა გამცილებელს დავუძახო.

ლუდმილა: რისთვის?

ბრედი: მაინტერესებს როდის ჩამოარიგებენ ვახშამს

ლუდმილა: ( იცინის ) რა ვახშამს ბ-ნ ბრედ? აქ ვახშამს არავინ ამზადებს.

ბრედი: როგორ? აბა რა უნდა ვჭამო?

ლუდმილა: აი ხომ ხედავთ მე თქვენზე ბევრად მეტი ვიცი. ( ისევ იცინის)

( გარეთ ღამდება და ვაგონში შიდა განათება ირთვება. ნანა ღრმად ამოისუნთქავს. ნიკოლოზი ნანას გახედავს. ლუდმილა და ბრედი სადღაც სიბნელეში მიიკარგებიან. სავარძელზე ჩანან მხოლოდ ნანა და ნიკოლოზი)

ნანა: მაპატიეთ

ნიკოლოზი: არა რას ბრძანებთ.

ნანა: ( ფანჯარაში გაიხედავს) დაღამდა.

ნიკოლოზი: ნუ ნერვიულობთ.

ნანა: თქვენგან ამდენ სიტყვას არ ველოდი.

ნიკოლოზი: რატომ?

ნანა: იმდენად ცოტას საუბრობთ, რომ ვიფიქრე მგზავრობის დასრულებამდე ხმას არ ამოიღებს-მეთქი.

ნოკოლოზი: ვის ველაპარაკო? ამათ?

ნანა: ( გაეღიმება) ჰო…რთული შემთხვევაა.

ნიკოლოზი: გიხდებათ ღიმილი.

ნანა: ტატო რომ მანახა უფრო ხშირად გავიღიმებოდი…

ნიკოლოზი: ვიინ?

ნანა: ტატო ეს ჩემი ქმარია.

ნიკოლოზი: ალბათ გაუგებრობა მოხდა.

ნანა: დიახ, მეც ასე ვფიქრობ, რატომღაც ავცდით ერთმანეთს, ალბათ ძალიან ნერვიულობს, ჩავალ თუ არა დავურეკავ. სასაცილოა…დაუჯერებელი ამბავი,მთელი თვე ვგეგმავდით ამ წასვლას. ჩვენს მეორე თაფლობისთვესაც კი ვუძახდით, პირველი ზღვაზე გვქონდა….( ყოვნდება) არა, მეშლება ზღვაზე ქორწინებამდელი თაფლობისთვე იყო, მერე კი, როცა დავქორწინდით, უკვე ოფიციალური თაფლობისთვე, თუმცა იმის გამო რომ ზაფხული იყო, მასთან სოფელში მოგვიწია წასვლა…

ნიკოლოზი: ე.ი ეს მესამე გამოდის

ნანა: დიახ, სწორი ხართ…მეც ავირიე… ალბათ ეჭვიანობს, იცით ძალიან ეჭვიანია…

ნიკოლოზი: მესმის მისი. მეც ეჭვიანი ვარ, თუმცა ახლა რომ გხედავდეს დარწმუნებული ვარ სანერვიულო არაფერი ექნებოდა.

ნანა: ( დიდხანს არაფერს პასუხობს, მერე უცბად გახედავს, და ნაღვლიანი ხმით ჰკითხავს) და თქვენ?

ნიკოლოზი: რა მე?

ნანა: თქვენ სად მიდიხართ? ვინმესთან?

ნიკოლოზი: (თავს ხრის)

ნანა: მაპატიეთ თუ… თუ გნებავთ არ მითხრათ.

ნიკოლოზი: დასთან !

ნანა: კარგია. ალბათ სულმოუთქმელად გელოდებათ. იცის რომ მიდიხართ?

ნიკოლოზი: არა…

ნანა: ასეც ვიცოდი…სიურპრიზია. თქვენზე უფროსია?

ნიკოლოზი: უმცროსი

ნანა: დიახ, რათქმაუნდა, უმეტესად ასე ხდება ხოლმე, ძმას უმცროსი და ჰყავს.

ნიკოლოზი: თქვენ?

ნანა: გაგეცინებათ, მაგრამ ძმა მყავს… ჩემზე უფროსი.

( ვაგონი მთლიანად ნათდება და გაისმის ისევ ბრედის შეშფოთებული ხმა)

ბრედი: აბა რა ვჭამო?

ლუდმილა: რომელიმე სადგურზე უნდა ჩახვიდეთ , თუ გაგიმართლათ და ბუფეტი ღია დაგხვდათ , მაშინ რაიმეს იყიდით…

ბრედი: საად? სადგურის ბუფეტში რა მაჭმევს?!

ლუდმილა: თუ გნებავთ მე გაჭმევთ.

ბრედი: სად? აქ? თქვენ? როგორ?

ლუდმილა: ( ჩანთას გახსნის) სახლიდან წამოვიღე. საერთოდ, როდესაც მატარებელით ერთ დღეზე მეტხანს მგზავრობ , საჭმელი სულ თან უნდა იქონიო.

ბრედი: შიშველი ხელებით ვერ შევჭამ, ხელსაწმენდი თუ გაქვთ?

( ლუდმილა ისევ ჩანთაში იქექება)

ლუდმილა: უნდა მქონდეს.

ბრედი: ძალიან ვნერვიულობ…თანაც ყოველ საღამოს, როგორც წესი, ერთ ჭიქა წითელ ღვინოს ვსვამ.

ლუდმილა: ვერაფერს იზამთ, ერთხელ მოგიწევთ მაგ წესის დარღვევა, ამ მატარებელში ვერ ხედავთ, რომ ყველა რაღაცას არღვევს?… ერთი წუთით!…ვერაფერს ვპოულობ, არადა რომ მოვდიოდი ყველაფერი ჩავდე.

ბრედი: იქნებ სხვაგან გაქვთ?

ლუდმილა: არა, წარმოუდგენელია, მთელი გზა ამ საჭმლის იმედად ვიყავი, უგემრიელესი პროდუქტი, აგურზე გამომცხვარი პური…რა გინდა სულო და გულო…

ბრედი: ჩემს სულს და გულს არა, მაგრამ კუჭს კი ნამდვილად უნდა.

ლუდმილა: ( უცებ წყვეტს ძებნას) ნამდვილად იმ ბებერმა მომპარა. ( ნანა და ნიკოლოზი ლუდმილას გახედავენ)

ლუდმილა: ხო! ნამდვილად! მაგიტომ გაიძურწა, ალბათ მისაყოლებლად დასჭირდა…ხედავ შენ?!

ბრედი: ქალბატონო!

ლუდმილა: დიახ ბრედ!

ბრედი: მემგონი დროა დავუძახოთ.

ლუდმილა: ვის?

ბრედი: პოლიციას!

ლუდმილა: მაგრამ აქ არის პოლიცია…

ბრედი: ქალბატონო!

ლუდმილა: დიახ ბრედ!

ბრედი: მაშინ გამცილებელს…გამცილებელს დაუძახეთ.

ლუდმილა: ახლავე ( ფეხზე დგება) გამცილებელოოო! გამცილებელოოო.!

ნიკოლოზი: რა გაყვირებთ?! ( ლუდმილა იმწამსვე ჯდება)

ლუდმილა: ( შეშინებული, ჩუმად პასუხობს) გამცილებელს ვუძახი…

ნიკოლოზი: მერე ამხელა ხმაზე რა გაყვირებთ? გგონიათ რომ ასეთ ხმაურში თქვენს ხმას გაიგონებს?

ბრედი: თქვენნაირები ვერასდროს გაიგებენ სიტუაციის სიმძიმეს, მის სირთულეს!

ნანა: რა მოხდა?
ლუდმილა: შენმა კეთილმა ბაბუამ, ჩანთიდან საჭმელი მომპარა, რას მიყურებ? ჰო, ასეა! ეხლა სადღაც ჩუმად ზის და ჩემს წვალებით დამზადებულს მშვიდად შეექცევა.

ნანაL: არამგონია…

ლუდმილა: შენ მგონი სულ გააფრინე, რა არა გგონია? გეუბნები, აქ ამოსვლამდე მქონდა, ახლა კი აღარ მაქვს! აბა სად უნდა წასულიყო? გაქრა? თუ შენ მომპარე?!

ბრედი: გამორიცხული არაფერია…

ლუდმილა: ეს ქვეყანა თავდაყირა დგება.

ბრედი: არც მანამდე იყო დალაგებული, უარესი…კიდევ კარგი ეხლა ხალხი ცოტა გამოფხიზლდა… ინგლისური მაინც ისწავლეს!

( ამ დროს გულისამაჩუყებელი მუსიკის ფონზე ვლადიმერი შემოდის. ხელში იატაკის ჯოხი უჭირავს, კარებშივე შეშდება. ყველა ჩუმდება, ისმის მხოლოდ მატარებლის ხმა, ვლადიმერი რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ნამდვილი მოხუცის მოძრაობით , ნელი სვლით დაიძვრება, ვაგონის ბოლოს გავა და ყველასაგან მოულოდნელად იატაკის გაწმენდას დაიწყებს)

ნანა: ამან მოგპარათ?

( ვლადიმერის შემყურე ლუდმილას, სახე უნაღვლიანდება, უარის ნიშნად თავს უხმოდ გააქნევს)

ბრედი: ეს ის ბებერი ანარქისტია?

( ლუდმილა ახლა თვალებზე ლამის ცრემლმომდგარი დააქნევს თავს)

ბრედი: გამცილებელს არ დავუძახოთ?

( ლუდმილა ისევ გააქნევს თავს, მუსიკა სულ უფრო და უფრო ხმამაღლა მოისმის და შუქი ნელ-ნელა ქრება)

================

( დილა. ყველას ძინავს, ნანას უცბად ეღვიძება, მიიხედ-მოიხედავს, ადგება და გავა. შემოდის გამცილებელი, მძინარეების დანახვაზე ცდილობს ვაგონი ჩუმად გაიროს და მე-11-ში გავიდეს. ფეხაკრეფით მიდის, ბრედი თვალს ახელს და გამცილებელს უძახის)

ბრედი: ბ-ნ გამცილებელო, როდის ჩავალთ?

გამცილებელი: მალე!

ბრედი: მაინც როდის? შეხვედრა სამ საათზე მაქვს დანიშნული .

გამცილებელი: რომელი საათია თქვენთან?

ბრედი: 11-ის ნახევარი

გამცილებელი : ოო, კიი, ჯერ ადრეა, მაგ დროისათვის ჩახვალთ ( გასვლას აპირებს)

ბრედი: მაგ დროისათვის კი არა, ბევრად ადრე უნდა ჩავიდე,სადგურში მითხრეს 12-ის ნახევარზეო (ამასობაში ყველას ეღვიძება)

გამცილებელი: კი, კი, ნუ ნერვიულობთ ( არადამაჯერებლად აჯერებს და გადის)

ლუდმილა: რა საშნელი სავარძელია… ( თვალებს იფშვნეტს )

ბრედი: თქვენ უცხოური უნდა ნახოთ.

ლუდმილა: როგორია?

ბრედი: საძინებელ ლოგინზე უფრო გემრიელი.

ლუდმილა: ალბათ გააჩნია ლოგინს… რომელი საათია?

ბრედი: 11-ის ნახევარი, თქვენ როდის ჩადიხართ?

ლუდმილა: შუადღის სამისთვის,

ბრედი: მე კი სამზე უკვე შეხვედრა მაქვს.

ლუდმილა: ( დგება და გადის)

ბრედი: ქალბატონო ამ ტუალეტში როგორ უნდა შეხვიდეთ?

ლუდმილა: როგორც მანამდე შევდიოდი.

( ვლადიმერი, ბოთლს გახსნის, ჭიქაში კვლავ არაყს დაასხამს)

ვლადიმერი: დილას გაუმარჯოს! არ გინდა?
( ჯერ ნიკოლოზს შესთავაზებს მერე ბრედს მიუბრუნდება)

ბრედი: ეგღა მაკლია, უზმოზე რა დამალევინებს, უზმოზე კი არა, საერთოდ არ ვსვამ. Nო.

ვლადიმერი: ( გადაიხარხარებს) Nო. ე.ი ნო…!

ბრედი: ( დამცინავად) და აი თქვენ რამდენი ენა იცით?

ვლადიმერი: ოთხი!

ბრედი: ???

ვლადიმერი: თანაც ისეთი შენ შეიძლება გაგონილიც არ გქონდეს, არც ის ქვეყნები, სადაც ამ ენაზე საუბრობენ.

ბრედი: გამოუსადეგარი ენები!

ვლადიმერი: იდიოტი კაპიტალისტი!…

ბრედი: რა თქვით?

ვლადიმერი: დილას გაუმარჯოს-თქო!…

( ერთახანს სიჩუმეა. ბრედი მობილურ ტელეფონს ამოიღებს, აკრიფავს და დიდხანს უჭირავს)

ბრედი: ( ჩაილაპარაკებს) არ იჭერს… ამ მატარებელში არაფერი არ მუშაობს.

ვლადიმერი: კიდევ რამდენ ნიშანს დაგვანახებთ? უნდა დავითვალო…

ბრედი: რა ნიშანს? რას ამბობთ?

ვლადიმერი: იდიოტური კაპიტალიზმის. თქვენი ნიდერლანდური პიჯაკი, ეთიოპიური პორტფელი, ეგ ანტენიანი მოწყობილობა, პერანგი…ფეხსაცმელი. უკვე ხუთია და თუ ამ ხუთს თქვენს სიტყვებს დავუმატებთ 500 გამოვა და თუ ამ ხუთასს კიდევ ინგლისურს მივუმატებთ ის 500 ორჯერ გამრავლდება! ათასნიშნიანია იდიოტი კაპიტალისტი! ( ისევ ჩაილაპარაკებს)

ბრედი: მოხუცი ბრძანდებით და ამიტომ არ ვაპირებ კამათს.

ვლადიმერი: რა მნიშვნელობა აქვს კამათს?

ბრედი: დიდი გასნხვავებაა თაობებს შორის.

ვლადიმერი: კარგით რა, რას გადაეკიდეთ ამ თაობებს? 21-ე საუკუნეს, განვითარებას?! ეგ ყველაფერი უვარგისია და საპასუხოდ არ გამოდგება.

ბრედი: კაპიტალიზმი კი არა დემოკრატია! ეს ყველაფერი დემოკრატიული ცხოვრების ნაყოფია, ჩემი პიჯაკიც, პორტფელიც და ტელეფონიც.

ვლადიმერი: ვხედავ, მშვენიერი ნაყოფი გქონიათ…ჩემი თაობის მატარებელში რომ ვერ ხმარობთ. ხომ ხედავთ?

ბრედი: ასე აფერხებთ თქვენ განვითარებს.

ვლადიმერი: არამგონია მაგრამ თუ ასეა – ვამაყობ.

ბრედი: ჩამორჩენილები ხართ! ( ნიკოლოზს) აი, თქვენ ხომ გაქვთ ტელეფონი? ( ნიკოლოზი თავს გააქნევს)

ვლადიმერიL: არ აქვს ! არც მე, და არც არასდროს მქონია.

ბრედი: იცით რაშია საქმე? იმისათვის რომ ელემენტარული პირობები გამოსწორდეს, ხალხმა ღირსეულად იცხოვროს, ჰქონდეთ კომფორტი და…

ვლადიმერი: თქვენნაირად ჩაიცვას?…ინგლისური ისწავლოს? ვერ დაგეთანხმებით!

ბრედი: თქვენი ნებაა, მაგრამ შედეგი თქვენთვის არასასიამოვნო იქნება.

( შემოდის გამცილებელი. წინაზე უფრო სწრაფი ნაბიჯით, თავდახრილი, ცდილობს მგზავრებთან საუბრას თავი აარიდოს, მაგრამ გასასვლელში ბრედის ხმა მაინც წამოეწევა)

ბრედი: ერთი წუთით…რატომ არ იჭერს ტელეფონი?

გამცილებელი: ააა…იცით რაშია საქმე? ( ფანჯარაში გაიხედავს) ცუდ ადგილას ვართ, აქაურობას გავცდებით და თქვენც უმალ შეძლებთ დარეკვას .

( გადის მაგრამ კარში ლუდმილას შეეჯახება)

ლუდმილა: ბ-ნ გამცილებელო, დილამშვიდობისა.

გამცილებელი: დილამშვიდობისა ( ისევ დაბნეულია, ცდილობს გზა განაგრძოს მაგრამ უშედეგოდ).

ლუდმილა: როგორც თქვენ ბრძანეთ მე-9 ვაგონში გამცილებელთა ფოტოების ნახვა შეგვეძლო. ახლა იქედან მოვდივარ მაგრამ… ეტყობა შეცდით…

გამცილებელიL: ( თქმას არ აცლის) დიახ, ქალბატონო, მეჩქარება, ორ წუთში შემოვალ და მერე მითხარით. ( ლამის ძალით გასწევს და გავა)

ლუდმილა: ( ბრედს მიუჯდება ) ეს ტიპი მგონი მთლად ნორმალურ ჭკუაზე არ არის.

ბრედი: რა მოხდა?

ლუდმილა: ფოტოების ადგილას მხოლოდ სახელები და გვარები წერია, წლებთან ერთად, მარამ თვითონ ფოტოები არ არის.

ბრედი: ეგ როგორ?

ლუდმილა: არ ვიცი , ცარიელი ადგილებია . თეთრი ფურცლები., ბ-ნ ბრედ როგორ მწყდება გული რომ ჩადიხართ.

ბრედი: რას იზამთ ქალბატონო…გულის დაწყვეტა ჩვენი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრია.

ლუდმილა: ასე მალე რომ ვშორდებით…

ბრედი: განშორებაც…

ლუდმილა: ისე მიდიხართ რომ ინგლისური მაინც არ მასწავლეთ.

ბრედიL: არაუშავს, სამაგიეროდ აწი გეცოდინებათ რომ არსებობს გზა…

ვლადიმერი: ( სიცილით აწყვეტინებს) ახლა არ თქვათ გზა ხსნისაკენო, თორემ ვიფიქრებ, რომ თქვენ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაგალითი ხართ იმ ავადსახსენებელი კაპიტალიზმისა.

ლუდმილა: კიდევ დალიეთ ხომ?

ვლადიმერი: ქალბატონო თქვენ რა, კიდევ იგივეს მეკითხებით?

ლუდმილა: გამცილებელი რომ მოვა და აქაურობას ნახავს გგონიათ, რომ გაპატიებთ?

ვლადიმერი: გამცილებელმა მე რა უნდა მაპატიოს?

ლუდმილა: იატაკის მოხეხვა ვაგონის დალაგებას არ ნიშნავს. ფანჯრები, შიგნით მტვერი?…სავარძლები…უამრავი რამ არის…

ვლადიმერი: აკი გითხარით ჩავალ იმ სამი გაჩერებით ადრე.

ბრედი: ქალბატონო შეეშვით. ( შემოდის ნანა და საკუთარ ადგილზე ჯდება)

ვლადიმერი: (ნანას) როდის ჩადიხართ?

ნანა: მგონი ორი საათისათვის.

ბრედი: ( დგება ) აბა ქალბატონო, დროა ავიბარგო.

ლუდმილა: მაგრამ თქვენ არ გაქვთ ბარგი…

ბრედი: ეს ისე… გამოთქმაა ასეთი, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა.

ლუდმილა: კიდევ 10 წუთია დარჩენილი

ბრედი: არამგონია ბევრი იყოს, არ მიყვარს დაგვიანება, და როგორც ყველა რაციონალურად მოაზროვნე ადამიანს, ჩემთვის თითოეულ წუთს ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს.

ლუდმილა: ყოველთვის ვოცნებობდი რაციონალურ კაცზე.

ბრედი: ქალბატონო! ნუ შემიყვარებთ, თორემ გულნატკენი დარჩებით…

ლუდმილა: არ მიყვარხართ, მაგრამ გული უკვე მტკივა.

ბრედი: კარგად ბრძანდებოდეთ.

ლუდმილა: ჩაო…

ბრედი: ბაი!

ლუდმილა: დიახ, რათქმაუნდა, შემეშალა – ბაი! ( ბრედი გადის. ვაგონში კი დიდხნიანი პაუზაა)

ვლადიმერი: წავიდა თქვენი რჩეული?

ლუდმილა: ჩემი კი არა, მომავლის რჩეულია.

ვლადიმერი: მასთან შედარებით თქვენ გაცილებით დიდი ხართ.

ლუდმილა: თქვენ კი თქვენს ასეთ გარყვნილ ფიქრებთან შედარებით საკმაოდ მოხუცი. რატომ ამომაცალეთ საჭმელი ჩანთიდან?

ვლადიმერი: ( მკაცრად) კიდევ ერთი სიტყვა საჭმელზე და მე თქვენ მოგკლავთ.

ლუდმილა: მე თქვენი აღარ მეშინია, რაც გინდათ ის ილაპარაკეთ. მაინც ვერაფერს დამაკლებთ, მეცოდებით ბატონო წარსულო! მეცოდებით.

ვლადიმერი: ნუ გეცოდებით ქალბატონო აწმყოვ იმიტომ, რომ თქვენ უფრო საბრალო ხართ, რადგან არც წარსული ხართ და არც მომავალი…ჩვენი აწმყო კი თქვენც მშვენივრად ხედავთ როგორი არამიმზიდველია…

ლუდმილა: რაც მეტს საუბრობთ, მით უფრო მეტად შეურაცხმყოფთ, იქონიეთ მორიდება.

ვლადიმერი: კიდევ კარგი მორიდებული ვარ, თორემ თქვენი და ბრედისნაირები…

ლუდმილა: შემეშვით მეც და ბრედსაც. ის რომ არა, თქვენ არ გექნებოდათ წარმატების მაგალითი, ვერ ნახავდით ეთიოპიურ ტყავს, ნიდერლანდურ პიჯაკს, პორტუგალიურ პერანგს და უამრავ სხვა რამეს! იმას, რომ არსებობს კომფორტი, სიმდიდრე, ფული, მოთხოვნილებები. მათი დაკმაყოფილება თურმე ასეთი იოლი ყოფილა. რომ არა მისნაირი ადამიანები, არ შეიქმნებოდა ფირმები, არც ხალხი დასაქმდებოდა, არც უხოურ ენებს ისწავლიდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ არ შეიქმნებოდა ახალი თაობის ასანთის ღერი.

ვლადიმერი: ( ასანთს ამოიღებს და აანთებს) აი, ქალბატონო, ერთი მითხარით, როგორი უნდა იყოს ახალი თაობის ასანთი? რა იქნება მასში ასეთი განსაკუთრებული? ( სულს შეუბერავს და ლუდმილას პირდაპირ სახესთან ჩაუქრობს) ახალი თაობა კი არა, სისულელეა ყველაფერი! რა თაობა?! გაჩერებულია ირგვლივ ყველაფერი, ვერ ხედავთ?

ლუდმილა: თქვენს ირგვლივ თუ ასეა, ეგ თქვენი პრობლემაა.

ნანა: ჩემიც არის. სწორს ამბობს, მე სულაც არ ვფიქრობ, რომ ბრედის მსგავსნი ჩვენი მომავალია…

ლუდმილა: შენი ქმარი ეტყობა მაგ შენი ფიქრების გამო გაგექცა.

ნანა: თქვენ არ შეგიძლიათ ნორმალურად საუბარი.

ლუდმილა: როცა მსგავს სისულელეებს ვისმენ, რთულია თავშეკავება.

ნიკოლოზი: მე მთელი ორი დრეა სისულელეებს ვისმენ, მაგრამ ვიკავებ თავს, თავი რომ არ შემეკავებინა ახლა თქვენ და ის გამოპრანჭული დირექტორი ახალი თაობის ასანთიანად ამ ვაგონში აღარ ისხდებოდით.

( ლუდმილა პასუხის გაცემას გადაწყვეტს, მაგრამ სიტყვები ყელში გაეჩხირება. კარი გაიღება და გამოჩნდება ბრედი, შეშლილი სახით, საკუთარი პორტფელით. მაგრად ნერვიულობს და ამ ნერვიულობისაგან ჩუმად და უცნაურად აუღელვებლად საუბრობს)

ბრედი: არ გააჩერა! …

ლუდმილა: რა თქვით?

ბრედი: არ გააჩერა.

ლუდმილა: რა არ გააჩერა?

ბრედი: გასცდა.

ლუდმილა: ( არ ესმის ბრედის ხმა) გაგკრათ?

ბრედი: ( მოთმინებადაკარგული ხმით) არ გააჩერააა! სადგურზე არ გაჩერა!

ლუდმილა: ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა!

ბრედი: მოვკლავ!

ლუდმილა: ვის მოკლავთ?

ბრედი:L ყველას!

ლუდმილა: მეეც?

ბრედი: თქვენც!

ლუდმილა: ( ცოტა შეშინებული) ნიკოლოზ ადექით და მიხედეთ, მემგონი გაგიჟდა.

ვლადიმერი: ე, თქვენი რჩეული, აურია!

ლუდმილა:P ბ-ნ მოხუცო სახუმაროდ არ გვაქვს საქმე.

ბრედი: რატომ არ გააჩერა?

( ნიკოლოზი ადგება)

ბრედი: დაჯექით!

ნოკოლოზი: მაშინ შენც დამშვიდდი

ლუდმილა: არ გინდა, შენობით მაინც ნუ ელაპარაკები…გაღიზიანებულია…

ნანა: ბ-ნ ბრედ მობრძანდით აქ, ნუ ნერვიულობთ.

ბრედი: არ ვნერვიულობ, უბრალოდ ძალიან ნერვიული ვარ! თავს ვერ ვიკავებ.

ვლადიმერი: ეს ქალბატონიც ასეა! ( ლუდმილაზე) ძალიან გავხართ ერთმანეთს.

ბრედი: სად არის გამცილებელი?

ლუდმილა: გნებავთ ვიყვირებ?

ბრედიL: არა!

ლუდმილა: აბა რა ვქნა?

( ამ დროს მე-11 ვაგონის კარი იღება და შემოდის გამცილებელი, ბრედის შეშლილი სახის დანახვაზე, ადგილზევე შეშდება, ზურგსუკან მძიმედ მოხურავს კარს. ვაგონში კვლავ სიჩუმეა. გამცილებელი ხვდება რომ სიტუაცია რთულად კონტროლირებადი ხდება)

გამცილებელი: გთხოვთ ყველანი დამშვიდდეთ.

ვლადიმერი: ჩვენ რა გვიჭირს, აი იმას უთხარით.

გამცილებელი: დიახ, ნუ ინერვიულებთ…თქვენს გაჩერებას შემთხვევით გავცდით, შემდეგში ჩახვალთ, სულ რამდენიმე წუთში.

ბრედი: მე არ ვნერვიულობ, უბრალოდ ძალიან ნერვიული ვარ!

გამცილებელი: მესმის თქვენი.

ბრედიL: რამდენ წუთში?

გამცილებელი: დაახლოებით…40-50 წუთში.,

ბრედი: მოგკლაავთ. ( და მთელი სისწრაფით გამცილებლის დასახრჩობად გაექანება,მაგრამ გზად ნიკოლოზი და ლუდმილა გადაეფარება. ბრედი კი ისევ იქაჩება)

ლუდმილა: დამშვიდდით ბრედ, უკაცრავად, – ბატონო ბრედ!

ბრედი: უნდა მოვკლა.

ვლადიმერი: ( ისევ სეირის ყურებით ტკბება) სად გაქრა, თქვენი დემოკრატიული პრინციპები? იდიოტო კაპიტალისტო!

ბრედი: მე ბრედი ვარ! ეს ეთიოპიური ტყავია! ეს ნიდერლანდური პიჯაკი, მე ახალი თაობის ასანთს ვქმნი.

ლუდმილა: (ახსენებს) ფირმის დირექტორი ხართ.

ბრედი: ფირმის დირექტორი ვარ! გამიშვით! ხელი გამიშვით!

ლუდმილა: ოღონდ გამცილებელი არ მოკლათ.

ნიკოლოზი: დაჯექი! დაჯექი და დამშვიდდი ( ძალით სვამს სავარძელში)

ლუდმილა: ეტყობა წნევა გაქვთ! სახეზე სულმთლად გაწითლდით.

ბრედი: ( ცუდადაა, გულზე ხელს იკიდებს, და ოხრავს) შეხვდერა რომ ჩამეშალოს ეს გამცილებელი აქ ვეღარასადროს იმუშავებს!

ლუდმილა: დიახ, რათქმაუნდა.

ბრედი: ეს მატარებელი ამ რეისზე ვერასდროს გაივლის…

ლუდმილა: აბა რა!

ბრედი: რელსებს ავაყრევინებ!

ვლადიმერი: ეეეე! ლიბერალო! თავისუფლებისა და უფლებების დამცველო! სხვაზე არ ფიქრობ ხომ? იმ რელსებს რომ აყრი რას დააგებ? ასანთის ღერებს?

ბრედი: ( ძლივს სუნთქავს) მოხუცი გაჩუმდეს თორემ მოვკლავ!

გამცილებელი: ვატყობ რომ სიტუაცია რთულია!

ლუდმილა: რთულია, რთული. შეიწირეთ კაცი ! უპასუხისმგებლობა რომ არის გაბატონებული ამ ქვეყნად მაგის ბრალია! აი თქვენ ( ვლადიმერს) რომ არ გსურთ იქაური არაფერი, მაგის ბრალია. იქ ასეთი რამ ხომ არასოდეს მოხდებოდა?!

გამცილებელი: ერთი წუთით, ერთი წუთით! საქმე რთულად მხოლოდ მაგისთვს არ არის!@

ნანა: აბა?

გამცილებელიL: ყველასთვის!

ნიკოლოზი: რას ამბობთ?

გამცილებელი: ( დიდი, დიდი პაუზის შემდეგ) მატარებელი არ გაჩერდება!..

ლუდმილა: ( ბრედს მოშორდება) რა თქვით?

ნანა: როგორ არ გაჩერდება?

ვლადიმერი: ( უადგილოდ იცინის) ბ-ნ გამცილებელს მშვენიერი იუმორის გრძნობა აღმოაჩნდა.

გამცილებელი: მგზავრებო! ( თითქოს აცხადებს) მატარებელი კიდევ 39 დღე-ღამის ივლის… ( პაუზის შემდეგ) შეუჩერებლად!

( ვაგონში უცბად ხმაური ატყდება. ყველა რაღაცას ყვირის, შეშფოთებული სახეები აქვთ, ერთადდერთი ნიკოლოზი დგას გაუნძრევლად)

ნანა: თქვენ რა მართლა ხუმრობთ?

გამცილებელი: არა

ლუდმილა: რა სისულელეა? არა მე ვერ გავიგე. მე თქვენთვის ასეთი რამ არსადროს მიკადრებია მაგრამ ახლა უნდა ვთქვა: ნამდვილი იდიოტი ხართ!

ვლადიმერი: ყველას გვაკადრა, ახლა თქვენი ჯერია!

გამცილებელი: თავი შეიკავეთ. იმედი მქონდა რომ ყველაფერს მალე გაიგებდით, და საქმე აქამდე არ მივიდოდა.

ლუდმილა: სადამდე?

გამცილებელი: ჩემს თქმამდე. არა, განსაკუთრებული არაფერი…ხდება ხოლმე, მაგრამ ჩემთვის ყოლველთვის მძიმეა როცა მე მიწევს ახსნა. არცერთ თქვენგანს არ გისაუბრიათ თქვენს გუშინდელ დღეზე, არ გაგიხსენებიათ;

ნანა: მაგას რა მნიშვნელობაა აქვს?

გამცილებელი: არა გოგონი თქვენ, აი თქვენ ხომ ვერ იპოვნეთ თქვენი ქმარი?

ლუდმილა: ერთი წუთით! რა დროს მისი ქმარია?! აგერ ბ-ნ ბრედი ცუდადაა, ბიზნეს შეხვედრაზე თქვენს გამო ვერ მოხვდა.

გამცილებელი: ქალბატონო მე ზუსტად მაგის ახსანს ვცდილობ, რომ ჩემს გამო არა@! მე აქ არაფერ შუაში ვარ!

ვლადიმერი: არ ხართ სწორი! მატარებელი დანიშნულ ადგილას რომ არ ჩერდება თქვენი ბრალია! მემანქანის შეიძლება… თუმცა თქვენ მაინც უნდა გეღონათ ყველაფერი რათა ეს არ მომხდარიყო.

გამცილებელი: ბოდიშს გიხდით, მაგრამ მე ახლა ყველა ღონეს ვხვმარობ, რომ თქვენ მიზეზი აგიხსნათ.

ბრედი: ჩემს პარტნიორებს ვინ აუხსნის? ( მოთქვამს)

გამცილებელი: დამერწმუნეთ რომ თქვენი პარტნიორები ახსნა-განმარტებას თქვენ აღარსადროს მოგთხოვენ.

ნანა: ბ-ნ გამცილებელო, თქვენ რა, ეხლა გსურთ დაგვარწმუნოთ იმაში რომ მატარებელი თვეზე მეტხანს ისე ივლის რომ არც ერთხელ არ გაჩერდება?!…ეს ხომ წარმოუდგენელია…

გამიცილბელიL: წარმოუდგენელი, დაჯერებამდეა, მერე ყველაფერი მარტივდება. გოგონა,ვ უნდა გითხრათ რომ თქვენი ქმარი აქ არის.

ნანა: ( გახარებული) რას ამბობთ? მართლა? რატომ მიმალავდით? რატომ აქამდე არ მითხარით?!

გამცილებელი: ვერ ნახავდით. და თუ არ მომისმენთ, ვერც ეხლა ნახავთ. სანამ მატარებელში ამოხვიდოდით, უფრო სწორად სანამ სადგურში მოხვიდოდით, თქვენი სახლიდან გამოხვედით, თქვენი სახლი, ქალაქის გარეუბანში დგას, სამ სართულიანი სახლია, ამიტომ ტაქსი წინასწარ გამოიძახეთ. ყვითელი ტაქსი მოვიდა, მძღოლი შავგვრემანი , მსუქანი კაცი იყო, საბარგულის გასაღებად არც გადმოსულა, და ჩემოდნის ჩადება თქვენთვითონ მოგიწიათ., უკანა სავარძელზე დაჯექით და სადგურში მიყვანა თხოვეთ.

ნანა: საიდან იცით?

გამცილებელი: გზად მძღოლმა რამდენიმე კითხვა დაგისვათ, თქვენ კი მხოლოდ ორზე უპასუხეთ: უთხარით რომ გათხოვილი ბრძანდებით და ნანა გქვიათ. ქალაქში შემოხვედით და მძღოლს მაღაზიასთან გაჩერება სთხოვეთ. მაღაზიაში რიგი დაგხვდათ და იმის გამო რომ გაგვიანდებოდათ, აღარ მოიცადეთ და უკან დაბრუნდით. გზად ორ შუქნიშანზე გაჩერდით, მთავარ პროსპექტზე ტაქსმა რომელშიც თქვენ იჯექით, გზაჯვარედინზე მოულოდნელად დაამუხრუჭა.

ნანა : რატომ იციით?! ( დაიყვირებს. უკვე დაეჭვდა გამცილებლის ნათქვამში )

გამცილებლი: თქვენ ინერციით წინ გაიწიეთ და…

ნანა: მერე რა შუაშია მაგ ყველაფერთან ჩემი ქმარი?

გამცილებელი: იმის გამო რომ სადგურამდე სულ რამდენიმე მეტრიღა იყო დარჩენილი, თქვენ გადწყვიტეთ რომ გზას ფეხით განაგრძობდით, კარი გააღეთ და წამოხვედით. იმ წუთს ვერაფერს მიხვდით, თქვენ ვერც ის შენიშნეთ რომ მანქანა მთლიანად დამტვრეული იყო, თქვენ არც ტკივილი გიგრძვნიათ, თქვენ ვერც ირგვლივ მიმოფანტული შუშის ნამსხვრევები შენიშნეთ…

ნანა: რატომ მიყვებით?

ლუდმილა: ნანა გოგონი, ეს რა მართალს ამბობს? საიდან იცით? იქ იყავით?

გამცილებელი: ამ მატარებელზე მოხვედრის შემდეგ არც ერთხელ ჩავსულვარ.

ნანა: სად არის ტატოოო….. ( ისევ ტირის)

გამცილებელი: აქ…თავზე გადგათ…

ნანა: ( აიხედავს) რეებს მეუბნებით? არ გრცხვენიათ? გაგიჟდით?

გამცილებელი: ძალიან სერიოზული ავარია იყო…

( ნანა რატომღაც თავს დააქნევს, თითქოს თანხმობის ნიშნად. რამდენიმე წამში, ასევე რამდენიმე წამით ახალგაზრდა ბიჭის ლანდი გამოჩნდება, რომელიუც ნანას თავზე ადგას და ეფერება. ნანა უცბად შეცბება, თავს ასწევს, შეჰკივლებს და ფეხზე წამოხტება. ბედნიერი სახე აქვს, ვიღაცას ეხვევა მაგრამ ეს “ვიღაც” მგზავრებისათვის და მაყურელიბლებისთვის შეუმჩმეველია. ვერავინ ხედავს უცხოს, თუმცა ნანა, მას გაუთევაბლად კოცნის. )

გამცილებელი: მაპატიეთ. ( ვაგონში შეკრებილები გაოცებულები უყურებენ ნანას)

ვლადიმერი: საბრალო გოგო…

ლუდმილა: აი, ხედავთ? სადამდე მიჰყავს სიყვარულს?

ვლადიმერი: ნანა რა აკეთებთ?

ნანა: ტატო!…ჩემი ტატო აქ არის! ( კოცნის)

გამცილებელი: მე გავალ თქვენის ნებართვოით….

ნიკოლოზი: მოდი აქ!

გამცილებელი : ( ყოვნედება)

ნიკოლოზი: ერთ საათში უნდა ჩავიდე.

ლუდმილა: მეც დედაჩემი მელოდება.,

ვლადიმერი: რა ვთქვა არ ვიცი , მაგრამ ქალაქში ვეღარ დავბრუნდები…

ბრდი: ჩემი პარტნიორები… თან უცხოელი პარტნიორები! თქვენ სამაგალითოდ დაისჯებით!

ლუდმილა: ნანა! ნანა! რას აკეთებ?! ვის კოცნი? მოდი აქ, დამშვიდდი.

ნიკოლოზი: ერთ საათში მატარებელი უნდა გააჩეროთ. !

გამცილებელი: მე ვერაფერს ვიზამ.

ნიკოლოზი: მაშინ მე ვიზამ.

გამცილებელი: ვერც თქვენ.

ბრედი: ( ნიკოლოზსP) მიდი გაჩერებინე რა…!

ნიკოლოზი: შენ ხომ არ გაგიჟდი?! ( გამცილებელს)

გამცილებელი: მეზიზღება ეს პერიოდი…

ნიკოლოზი: იცოდე თავს შეგაზიზღებ თუ არ გააჩერებ!

ბრედი: ( ფარულ ისტერიკაშია) მე გადავხტები.

გამცილებელი: ყველა კარი ჩაკეტილია.

ლუდმილა: ( კარს მივარდება, რომელიც დაკეტილი აღმოჩნდება)

გამცილებელი: დაისვენეთ, თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ, მე დამიძახეთ ( ისევ გასვლას დააპირებს, მაგრამ ამ დროს ნიკოლოზი ყელში ხელს წაავლებს და ძირს დააგდებს)

გამცილებელი: არ გირჩევთ. ასეთი აგრესია მხოლოდ თქვენს წინააღმდეგ იმოქმედებს.

ნიკოლოზი: მომისმინე! ეხლავე გახვალ და მატარებელს გააჩერებ. გესმის?! ( სახესთან უყვირის)

გამცილებელი: მესმის, მაგრამ შეუძლებელია!

ლუდმილა: გააკეთე ის რასაც გეუბნებიან!

გამცილებელი: შეუძლებელს ითხოვთ.

( ნიკოლოზი გამცილებელს ძალით აყენებს და სავარძელში აგდებს)

ნიკოლოზი: ბოლოჯერ გეკითხები: რამდენ ხანში გაჩერდება მატარებელი?

გამცილებელი: 39-ე ღამეს.

ნიკოლოზი: მორჩა! ადექი! ადექი-მეთქი…გააღე კარი და მემანქანის კაბინაში წამიყვანე…

გამცილებელი: შეუძლებელია.

ვლადიმერი: რატომ?

გამცილებელი: არავინ დაგხვდებათ. მემანქანე არ არის.

ნანა: აი, ეს ჩემი ქმარია ( თითოქოს ვიღაცას ხელს ჰკიდებს)

ლუდმილა: უი შე საწყალო…

ნოკოლოზი: ხედავ რა უქენი?

გამცილებელი: რა?

ნიკოლოზი: შეშალე ჭკუიდან!

გამცილებელი: მეე?

ნანა: რეებს ამბობთ? ვერ ხედავთ?…მეც მიყვარხარ…

ნოკოლოზი: თავის თავს ელაპარკება, აი რა უქენი!

გამცილებელი: თავის თავს კი არა ქმარს, მისი ქმარი აქ არის. თქვენ კი მას ვერ ხედავთ

ვლადიმერი: რატომ ვითომ?

გამცილებელი: ისევ გგონიათ რომ ცოცხლები ხართ და იმიტომ! სანამ არ გააცნობიერებ რომ მოკვდი მანამდე…

( ნიკოლოზი სახეში გაარტყამს ხელს)

ნიკოლიზი: ( ბრედს) მომეცით თქვენი პიჯაკი.

ბრედი: რატომ?

ნიკოლოზი: ხელები უნდა შევუკრა.

ბრედი: შეუძლებელია.

ლუდმილა: ნიდერლანდურია.

ნოკოლოზი: ბ-ნ ვლადიმერ მათხოვეთ თუ შეიძლება…

( ვლადიმერი პიჯაკს კომუნისტურ ნიშანს მოხსნის და ნიკოლოზს გაუწვდის, ნიკოლოზი პიჯაკს შუაზე გახევს და გამცილებლის ხელების შეკვრას შეუდგება)

ლუდმილა: რას აკეთებთ?

ნიკოლოზი: არ გინდათ აქედან ჩასვლა?

ლუდმილა: დედაჩემის ნახვა მინდა.

ბრედი: მე შეხვედრა მაქვს.

ვლადიმერი: იქ უნდა მოვკვდე სადაც დავიბადე!

ნიკოლოზი: მეც მეჩქარება. ეხლა მომისმინე ბატონო გამცილებელო, ეს მხოლოდ დასაწყსია და თუ მატარებელს არ გააჩერებინებთ, ცოცხალი ვერ გახვალთ!

გამცილებელი: ( იცინის) ვერავის გავაჩერებინებ, იმიტომ რომ მატარებელი თვითონ ჩერდება!

( გამცილებელს ნიკოლოზის კავკასიური ხელი მოხვდება)

ნიკოლოზი: ქალბატონო მიდით, კარი შეამოწმეთ, ბ-ნ ვლადიმერ იატაკის ჯოხი მოიტანეთ, ბრედ ჩამოსწიეთ “ სტოპ კრანი* “

გამცილებელი: თქვენ ისიც კი ვერ შენიშნეთ რომ ამ მატარებელში “სტოპ კრანები” არ არის.
ნოკოლოზი: ( დაუყვირებსP) გაჩუმდი!

(თითქოს ყველანი ერთი მიზნის მისაღწევად გაერთიანდნენ, შეთანხმებულად მოქმედებენ)

გამცილებელი: გოგონავ, უთხარით, რომ სისულელეს აკეთებენ.

ნანა: რატომ ვერ ხედავენ?

გამცილებელი: იმიტომ რომ არ სჯერათ!

ნანა: ( უხილავ მეუღლეს) ტატო, რატომ?

გამცილებელი: ( რომელსაც ნიკოლოზი სავარძლის ფეხზე აბამს) ის მანქანა რომელიც თქვენს ტაქს შეეჯახა სწორედ თქვენი მეუღლის იყო.

ნანა: ტატო, რას ამბობს ეს კაცი?

გამცილებელი: თქვენ მემგონი მართლა შეიშალეთ, აბა დაფიქრდით რატომ არ იჭერს მობილური ტელეფონი?

ბრედი: ხდება ხოლმე.

გამცილებელი: რატომ ვერ იპოვნა ქალბატონმა საკუთარ ჩანთაში საჭმელი?

ბრედი: იმიტომ რომ მოხუცმა მოპარა…

გამცილებელი: სისულელეა! აბა დაფიქრდით ქალბატონო, რატომ ვერ ნახეთ მე-9 ვაგონში გამცილებელთა ფოტოები?

ლუდმილა: თქვენს თავს ჰკითხეთ, აუწყობელია მთელი სიტემა.

გამცილებელი: სინამდვილეში თქვენ ასეთ აწყობილ სისტემას ვერსად ნახავთ!

ბრედი: გეგონოს! აბა, უცხოეთში ნახე როგორ არის!…

გამცილებელი : აი, თქვენ, უცხოეთის მოყვარულო მატყუარავ!

ბრედი: ხმა გაკმინდე! ჩუმად იყავი!

( ამასობაში ნოკოლოზი და ვლადიმერი კარის გაღებას ცდილობენ, ბრედი და ლუდმილა კი სტოპ კრანს ეძებენ)

გამცილებელი: ბრედ! ხომ ასეა?… სიინამდვილეში სიმონი ხართ! ( ბრედი უცბად შეშდება)

გამცილებელი: თქვენი ბიზნესი ტყის გაჩეხვის სანაცვლოდ უნდა შეგექმნათ! თქვენი პიჯაკი მამათქვენის ნახმარია და ეგ პორთფელი ჩვეულებრივი, ხელოვნური ტყვაია! ინგლისური და კომპიუტერი, ეხლახან ისწავლეთ! თქვენი მიმბაძველობით, გზა საკმაოდ ადვილად გაიკაფეთ და სულ რამდენიმე თვეში უცხოელი პარტნიორებიც გაიჩინეთ … ვითომ ასე რომ გძულთ აქაურობა, ეს მატარებელი… ორი წლის წინ თვალითაც არ გქონდათ ნანახი უცხოეთი, თქვენ მთელი თქვენი ცხოვრება მსგავსი მატარებლით მგზავრობდით, სადგურის ბუფეტშიც ჭამდით, თანაც ისე რომ ხელს საერთოდ არ იბანდით!…თქვენ სადილზე წითელ ღვინოს კი არა, მსხლის გაზირებულ ლიმონათს სვამდით, სანამ ფული არ გქონდათ, თქვენც ისევე ლანძღავდით უხოეთს როგორც ახლა თქვენი აზრების მოწინააღმდეგენი!

ბრედი: მე ბრედი ვარ! გააჩუმეთ ეს იდიოტი!

გამცილებელი: იმ საღამოს როცა აეროპორტში მიხვედით, თქვენ არც კი გახსოვთ რომ საკამოდ ცუდი ამინდი იყო, ხილვადობა ნულის ტოლი, გახსოვთ როგორ წვიმდა? თვითმფრინავში მესამედ ჯდებოდით, მაგრამ ისე იქცეოდით, გეგონება თქვენი საკუთარი ყოფილიყოს, პირველი კლასი, იმ საღამოს ბოლო კლასი აღმოჩნდა!.. მაპატიეთ რომ გეუბნებით მაგრამ თვითმფრინავს იმ დღეს უბრალო პრობლემები არ შექმნია. მან აფრენისას წონასწორობა დაკარგა და…ჩამოვარდა, ბორტზე ცეცხლი გაჩნდა, 56 ადამიანიდან არც ერთი გადარჩენილა.

ბრედი: ( თავის ნიდერლანდურ პიჯაკს იხდის, სახელოს მოახევს და გამცილებელს, გამწარებული პირს უკრავს)

ბრედი: ეხლა ხომ გაჩუმდი? ჰა? ჩაიგდებ მაგ ენას თუ არა?

ლუდმილა: ( გაუნძრევლად დგას) სწორი გითხრა?

ბრედი: სისულელეა!

ლუდმილა: ასე იყო?

ნიკოლოზი: თქვიი! ასე იყო?

ბრედი: ( დიდი ხნის პაუზის შემდეგ) დიახ!

( ნიკოლოზი გამცილებელს მივარდება, და პირს გაუხსნის)

ნოკოლოზი: საიდან იცით! რა მატარებელია! ( ფანჯრებსა და კედლებს და სიბრაზისაგან მუშტებს ურტყამს)

გამცილებელი: ასე ნუ ინერვიულებთ. ეს ის მატარებელია, რომელშიც ყველა ჯდება, მაგრამ ეტყობა თქვენ ძალიან დიდხანს გაგიგრძელდათ…ვერ მიხვდით. ხდება ხოლმე, თუმცა იშვიათად. აი შეხედეთ ნანას, მას ჰკითხეთ.

ნანა: ( უხილავ ტატოს ) შენი არ ესმით.

ლუდმილა: ვისი?

ნანა: ტატოსი.

გამცილებელი: ტატოს მანქანა იმ ტაქს შეეჯახა რომელსიც ეს გოგონა იჯდა. შემთხვევითობა, უბრალო შემთხვევითობა. ამიტომაც, ორივენი აქ მოხვდნენ. თქვენ ყველანი ერთი და იგივე მატარებლის მგზავრები ხართ, სიმონიც!

ბრედი: აუკარით პირი! იტყუება!

ლუდმილა: აბა, მითხარი! მე მითხარი!

გამცილებელი: თქვენ კი გახსოვთ, წამოსვლამდე წინა ღამეს…:ბარგი წინასწარ ჩააწყვეთ და საჭმლის მზადება დაიწყეთ, საერთოდ მატარებლით მგზავრობისთვის ერთიდაიგივე საჭმელს ამზადებთ ხოლმე, როცა დაასრულეთ, უკვე გვიანი იყო, ამიტომ მალევე საძინებელში შეხვედით, ისე რომ ვერც გაიგეთ, როგორ დაგრჩათ გაზქურა ღია, საიდანაც მთელი ღამე გაზი გამოდიოდა, თქვენ კი მშვიდად გეძინათ, დილით როცა გაიღვიძეთ ჩვეულებრივად ადექით, საჭმელი ჩანთაში ჩააწყვეთ, სახლიდან გამოხვედით და…

ლუდმილა: ( უკან-უკან იხევს ) ვინა ხართ?

გამცილებელი: გამცილბელი, უბრალო გამცილებელი. ასე ნუ შეშინდებით…სიმართლეს გეუბენბით, არ მინდოდა ამის თქმა მაგრამ ასე…

ლუდმილა: არ მჯერა!

გამცილებელი: მიდით გადით, მე-9 ვაგონში და იმ სტენდს შეხედეთ სადაც გამცილებელთა ფოტოები კიდია.

ლუდმილა: როგორ გავალ? დაკეტილია…

გამცილბელი: ღიაა, გადით! ოღონდ გზად ჩემს ნათქვამზე იფიქრეთ.

( ლუდმილა კარს აღებს და გადის, ბრედი კარს მივარდება)

გამცილბელი :. თუ ფოტოებს ნახავს ესეიგი დამიჯერა…დაიჯერა… ტყუილად ცდილობთ ბატონო სიმონ გასვლას.

ბრედი: ბრედიQ! ბრედი! ბრედი! ( უყვირის) მე ბრედი მქვია!

გამცილებელი: ბატონო ვლადიმერ!…

ვლადიმერი: არ მითხრათ@!

გამცილებელი: აბა სხვანაირად არ გამოვა…

ვლადიმერი: მე უკვე გავიხსენე, საეჭვო არაფერია…

გამცილბელი: ( კვლავ იმ მუსიკის ფონზე გამცილებელი იწყებს საუბარს) არასწორედ გაიხსენეთ, ის ღამე… გაშლილი სუფრა, მხოლოდ თქვენთვის. ყველაფერი თითო-თითო: ჭიქა, თეფში, ბოთლი, ყველაფერი ჩვეული განლაგებით და ჩვეული შემადგენლობით, საწოლ ლონგინთან პატარა ტუმბოზე თეთრი დალაქავებული გადასაფარებელი და თქვენ საწოლის თავთან… –ბალიში ზურგსუკან და ჩვეული შეტევა – ღვიძლის ტკივილი…

ვლადიმერი: გაჩუმდით!

გამცილებელი: გახსოვთ იმ ღამით ბევრი დალიეთ, თქვენი ქალაქური ცხოვრების ბოლო დღე იყო, ამიტომ იფიქრეთ რომ თავს უფლებას მისცემდით, მეტი დაგელიათ, ბოთლს ბოთლი ცვლიდა. მესამეზე დაღლილი მიწექით, ბალიში თავქვეშ ამოიდეთ და…

ვლადიმერი: ( დაუყვირებს) ეხლავე გაჩუმდით!

გამცილებელი: მას შემდეგ აღარ გიგრძვნიათ ტკივილი, რომელიც ამდენ ხანს გტანჯავდათ…ის ყველაზე მშვიდი ღამე იყო თქვენს ცხოვრებაში!

( იღება კარი და შემოდის ლუდმილა, წაშლილი სახით)

გამცილებელი: აბა ქალბატონო, რა ნახეთ?

ნიკოლოზი: რა არის?

ლუდმილა: არ დამიჯერებთ მაგრამ, სტენდი სავსეა ფოტოებით!

გამცილებელი: ( თავისთვის ჩაილაპარაკებს) დაიჯერა, ვხედავ გზაში გიფიაქრიათ…

ლუდმილა: საწყალი დედაჩემი….

გამცილებელი: აი ნიკოლოზ ეხლა თქვენ რომ გახვიდეთ , ვერაფერს ნახავთ, სანამ არ დაიჯერებთ ვერ დაინახავთ…

ნიკოლოზი: რა უნდა დავიჯერო?

გამცილბელი: ის რომ ეს მატარებელი აღარ გაჩერდება, თქვენ კი ვერაფერს შეცვლით.

( ამ დროს მატარებელი უცბად ამუხრუჭებს)

გამცილებელი: ( ცდილობს წამოდგეს) გამიშვით, უნდა ავდგე, ასე არ შეიძლება…გამიხსენით.

ნიკოლოზი: ახლა ხომ გაჩერდა? აი ხომ გაჩერდა?

ნანა: ( უცბად შეჰკივლებს) ვაიმეეეე!!!

ლუდმილა: რა იყო?

გამცილებელი: გაჩერდა მაგრამ თქვენთვის არა. ავარიული გაჩერებაა. ვიღაც დააბრუნეს!

ბრედი: ვიინ? მეე?

გამცილბელი: არა ის… ( და ხელს ტატოსაკენ გაიშვერს) გოგონას ქმარი…სამწუხაროა.

ნანა: ტატოოო! (აქ მაყურებელის თვალწინ კიდევ ერთხელ გაიელვებს მამაკაცის ლანდი, რომელიც ახალგაზრდა ნანას შორდება. ისინი ერთმანეთის პირისპირ დგანან, ტიპიური განშორების სცენაა, მათ ერთმანეთის ხელები დიდხანს უჭირავთ, ტატო კი ნელ-ნელა ქრება)

გამცილებელი: საავადმყოფოში დააბრუნეს. ხდება ხოლმე.

( ნანა ჩაკეცილი ქვითინებს )

ნიკოლოზი: ( სიჩუმეს არღვევს) მე? მე რა დამემართა?

გამცილებელი: შემპირდით, რომ ამის შემდეგ ხელებს გამიხსნით.

ნიკოლოზი: თქვიი!

გამცილებელი: თქვენ ხომ იმ ღამით როდესაც სახლში ბრუნდებოდით,გზად რამდენიმე ადამიანთან შელაპარაკება მოგივიდათ?

ნიკოლოზი: მერე?

გამცილებელი: თქვენ კი დღემდე გგონიათ რომ ეს უბრალოდ ჩხუბი იყო…

ნიკოლოზი: ორივე გავლახე!

გამცილებელი: მესამემ დანა დაგარტყათ.

ნიკოლოზი: მესამე არ ყოფილა.

გამცილებელი: ვერ დაინახაეთ, თქვენს უკან იდგა. გახსოვთ? ბნელი ქუჩა იყო…

ნიკოლოზი: მაინც ვერ დამაჯერებთ! თქვენ ხომ არ გააფრინეთ?! არა, არა…აქედან მაინც ჩავალ… მიმიფურთხებია წესებზე! თავს გაგიხვრეტთ! მოგკლავ! გააღე კარები! გესმის!? ფეხზე მკიდიხართ ყველანი! მთელი ცხოვრებაა ჩემს დას ვეძებ… მიზანი გაგიგიათ როდესმე? ოცნება? არასდროს გქონიათ? ცხოველები ხართ?!…ჩემი ოცნება იყო…მისრულდებოდა…ამისრულდა…ეხლა უნდა მენახა! ეხლა!ეხლა!ეხლა!…( ბოლო ხმაზე ყვირის) თქვენ კი სამართლიანობაზე ლაპარაკობთ! ჰა? ბატონო გამცილებელო…შეწუხებულო…მორიდებულო. თავაზიანო. ფეხზე გკიდივარ ხომ? მეც და ჩემი დაც…

გამცილებელი: გაურკვეველია რაზე საუბრობთ…

ნიკოლოზი: თითქოს ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს…მე ამ მატარებლიდან 39 დღე ვერ ჩავალ… ( ნელ ნელა ტემპს უმატებს) ვერც ჩემს დას ვნახავ..

გამცილებელი: დიახ, სამწუხაროდ…

ნიკოლოზი: რატოომ?

გამცილებელი: მე ვერაფერს გეტყვით.

ნიკოლოზი: აბა ვინ?

გამცილებელი:….

ნიკოლოზი: შენ? ( ლუდმილას) არც შენ? (ბრედს) თქვენ ? ( ვლადიმერს)P

ვლადიმერი: მე თვითონ უამრავი კითხვა მაქვს.

გამცილებელი: აბა აიწიეთ პერანგი. მიდით, მიდით…და ნახავთ. ( ნიკოლოზი უცბად ჩერდება, მერე პერანგს აიწევს, დაიხედავს – არაფერი)

ნიკოლოზი: რაა? აბა რა არის? არაფერი!

გამცილებელი: ზურგში დაგარტყათ.

( ზურგით ლუდმილასაკენ შეტრიალდება, და ისევ პერანგს აიწევს)

ნიკოლოზი: მითხარით რა არის? რას ხედავთ? თქვიით!

( უყვირის ლუდმილას რომელიც გაუნძრევლად დგას, და ხმას ვერ იღებს იმიტომ რომ ნიკოლოზს ზურგზე ნაიარევი მართლაც ამჩნევია)

ნიკოლოზი: მითხარით! ( ლუდმილას ტირილი აუტყდება. ნიკოლოზს სახე წამში ეცვლება,ღრმად სუნთქავს, თვალები სიმწრისაგან უსისხლიანდება)

ნიკოლიზი: ( სიმერისაგან ადგილიდან ვერ იძვრება, ჩუმად საუბრობს, მერე კი ნელ-ნელა ხმას უმატებს) რატომ მე? რატომ? ჩვენ ? მიპასუხეთ! რატომ….( უკვე ყვირის) ხმა ამოიღე და მითხარი! ( გამცილებელს აჯანჯღარებს) თქვიი!

( შეშლილი სახით კარს მივარდება )

გამცილებელი: მოეშვით!

ნიკოლოზი: გააღეთ! გააღეთ-მეთქი! ( მერე კი ვაგონის ბოლოსკენ გაიქცევა და მეთერთმეტეს კარს დასწვდება)

გამცილებელი: არ გინდათ! ( დაუყვირებს)

ნიკოლოზი კარს აღებს საიდანაც ხმაურით, უამრავი ადამიანი შემოვარდება, აქა-იქ მოისმის სიცილისა და საუბრის ხმა, ვაგონი სულ მალე უამრავი გარდაცვლილი ადამიანით ( სულით) გაივსება. ხუთივე მგზავრი გაშეშებულები, გაოგნებული სახეებით, შესცქერიან უცნობებს.

(დასასრული)

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s