თამარ კიკნაველიძე: ქალი წარსულიდან რუსთაველში


Tamar Kiknavelidze

Magister of Art (Tbilisi Shota Rustaveli State University of Theatre and Cinema) 2008 – 24 SAATI(Daily Paper) as a Journalist of cultural department; 2004-2008 – Official in the MUZEUM of SHOTA RUSTAVELI state THEATRE; 2002-2004 – DILIS GAZETI (Morning Newspaper) as an editor of cultural department; 2000-2002 – Teacher of Arts in Tbilisi Secondary School of Foreign Languages; *Colaborated as an Indefendent Journalist with Newspapers and Magazines;

თამარ კიკნაველიძე

24 საათი 25.01.11

ქალი წარსულიდან რუსთაველში

რუსთაველის თეატრთან გავლილს თუ ქალის ისტერიუ­ლი ყვირილი და “ანდის” ძახილი მოგესმათ, არ გაიკვირ­ვოთ და დასახმარებლადაც არავის მიმართოთ.

ეს ქალი პერსონაჟია სპექტაკლიდან, რომლის პრემიერაც რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე დღეს და ხვალ გაი­მართება.

მას ყვირილის საბაბი ნამდვილად აქვს, რადგან აღარ იცის, როგორ გააგრძელოს ცხოვრება იმ ადამიანის გარე­შე, რომელიც ძალიან უყვარდა და სამუდამოდ დაკარგა. ამიტომაც აწყდება კედლებს და მის მოსაძებნად მცირე სცენის აივანზეც კი გამორბის. ვფიქრობ, მაყურებელიც ყველაზე მეტად მას თანაუგრძნობს, რადგან თინას განც­დები თითოეული ჩვენგანისთვის ნაცნობია.

წარმოდგენის რეჟისორია რობერტ სტურუას მაგისტრანტი მაკა ნაცვლიშვილი, რომელმაც თანამედროვე გერმანელი დრამატურგის – რონალდ შიმელპფენიგის “ქალი წარსუ­ლიდან” გოეთეს ინსტიტუტის რეგიონული პროექტის ფარგლებში განახორციელა. სპექტაკლზე მუშაობა, დაახ­ლოებით, 6 თვის წინათ დაიწყო და ის დასრულებული სა­ხით ჯერ კიდევ გასული წლის 1 ოქტომბერს უნდა გვენა­ხა. თუმცა, შემოქმედებითი პროცესი გაიწელა და ამ ხნის განმავლობაში გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, რაზეც ქვემოთ თავად რეჟისორი გაგვცემს პასუხს. მანამდე შეგახსენებთ, რომ რო­ნალდ შიმელპფენიგის პიესის დადგმა რამდენიმე წლის წინათ პაატა ციკოლიამ (რეჟისორი, რო­ბერტ სტურუას მაგისტრანტი) გადაწყვიტა, მაგრამ, საბოლოოდ, მარჯანიშვილის თეატრის სხვენ­ში დაწყებული მუშაობა, როგორც ვიცით, ლევან წულაძემ დაასრულა. მაკა ნაცვლიშვილმა კი გერ­მანელი დრამატურგის ნაწარმოები ახლებურად წაიკითხა, პერსონაჟები საკუთარი თავის ღალატ­ში “დაადანაშაულა” და მათი ისტერიული მდგომარეობის გაძლიერებას შეეცადა.

“ამ სპექტაკლზე მუშაობისას, რომელიც ექვსი თვე გაგრძელდა, ყველა ის პრობლემა გამოჩნდა და გამოიკვეთა, რომელიც დღეს ქართულ თეატრში არსებობს,” – გვითხრა რეჟისორმა და შეკითხვა­ზე, – დაგვისახელეთ კონკრეტულად რა ტიპის პრობლემებს გულისხმობთ? გვიპასუხა: “უპირველე­სად იგულისხმება შემოქმედებითი პროცესის ორგანიზების პრობლემა, რომელიც საშინელ მდგო­მარეობაშია. არადა, ნებისმიერ თეატრში ყველაფერი ისე უნდა იყოს მოწესრიგებული, რომ არაფე­რი არ გაჩერდეს. ეს ფორმალობებიც მხოლოდ იმიტომ მაღიზიანებს, რომ პრობლემა პრობლემად რჩება… არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ მუშაობას არიან მიჩვეულნი მსახიობები და როგორი მდგომარეობა უნდა იყოს თეატრში, როდესაც ისინი მუშაობენ… გარდა ამისა, აუცილებე­ლია, თეატრი ხელს უწყობდეს ახალგაზრდა ხელოვანს, რომ მან ზუსტად და კარგად გაიგოს, რას ნიშნავს თეატრი და თეატრში მუშაობა… როდესაც გინდა, რომ თეატრში რაღაც ახალი და მნიშვნე­ლოვანი შეიქმნას, გაზარდო ხელოვანი, ზუსტად უნდა იცოდე, რა არის ამისათვის საჭირო და ხე­ლის შეშლაზე არ უნდა იფიქრო… უმადური არ ვიქნები და ვერ ვიტყვი, რომ ხელს მიშლიდნენ, მაგრამ თვითონ სისტემაა შერყეული და მოუწესრიგებელი, რამაც მუშაობის პროცესში იჩინა თა­ვი… თორემ, მსახიობებისგან ერთი წუთითაც კი არ მიგრძვნია, რომ ახალგაზრდა რეჟისორთან მუ­შაობდნენ და არა რობერტ სტურუასთან…

– მსახიობები ახსენეთ და, როგორც ვიცი, შემსრულებელი გამოცვალეთ…

– როდესაც სხვა მსახიობი თამაშობდა, სპექტაკლსაც განსხვავებული სახე ჰქონდა. თავდაპირვე­ლად ვოდევილისკენ წავედით… მაშინ მათთან ურთიერთობას ვსწავლობდი და უფროს თაობას­თან მუშაობა იმდენად საინტერესო იყო, რომ სირთულეებს მსუბუქად ვუყურებდი. მაგრამ, როდე­საც მსახიობი გამოიცვალა, პირადად ჩემთვის ეს პრობლემა ძალიან რთული აღმოჩნდა… თუმცა, დღეს უკვე შემიძლია გითხრათ, რომ სპექტაკლი დაახლოებით ისეთი გამოვიდა, როგორიც ჩაფიქ­რებული მქონდა…

– რა არის მთავარი პიესაში, რაზეც მოქმედება ააგეთ?

– გულწრფელად რომ გითხრათ, ამ პიესას ჩემი ნებით, ალბათ, არ ავიღებდი… მის დასადგმელად რუსთაველის თეატრს ახალგაზრდა რეჟისორი უნდა შეერჩია და მე შემომთავაზეს. ვფიქრობ, რომ პიესას მოვლენების განვითარებისთვის საჭირო ლოგიკა, ასევე, მოტივაციები აკლია… არადა, უნ­და გამემართლებინა ბევრი რამ… ამიტომაც ვიწვალეთ, მაგრამ როგორც იქნა, პიესაში დავიჭირე მთავარი, რამაც მუშაობის სტიმული მომცა: ეს არის ამბავი ტყუილსა და საკუთარი თავის მოტყუე­ბაზე. საკუთარ თავს ერთხელ მაინც თუ უღალატებ, შემდეგ ძალაინ ძნელია გაარკვიო, რატომ წავი­და ასე უკუღმართად შენი ცხოვრება და სად დაუშვი შეცდომა… კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვა, ეს არის ამბავი სიყვარულზე, რომელიც არ შედგა. ერთი მაყურებელი მაინც თუ გაიფიქ­რებს, ნეტა, მეც ხომ არ ვიტყუებ თავსო, მაშინ ჩავთვლი, რომ რაღაც სწორად გამიკეთებია… როდე­საც თავს არ იტყუებ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბედნიერი ხარ, მაგრამ ის მაინც იცი ზუს­ტად, რა გინდა, რისთვის ცოცხლობ… ეს თემა ცოტა განვაზოგადე, თორემ შეიძლებოდა სერიალი დამედგა. ამიტომაც ძალიან უხეშად ჩავერიე პიესაში და ტექსტი შევამცირე…

– მსახიობებთან მუშაობას რაც შეეხება?

– მე შეგრძნების მსახიობები მიყვარს. ცხადია, ინტელექტზე უარს არ ვამბობ, რამდენადაც ეს ძალი­ან სერიოზული ძალაა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ შეგრძნება თეატრში უპირველესია… სწორედ ამ შეგ­რძნებებმა მოიტანა ის ფორმა, რაც ამ სპექტაკლს აქვს. გენერალურ რეპეტიციამდე სულ რამდენიმე დღით ადრე შემოვიდა, მაგალითად, გოჩა გიორგაძე, რომელმაც საოცარი განათება გაგვიკეთა.

– სპექტაკლში ნინუცა მაყაშვილის პერსონაჟის ისტერიული მდგომარეობა პიესასთან შედარებით გაძლიერებულია…

– ამ პერსონაჟზე ძალიან დავიტანჯე, რადგან პიესაში ის განცალკევებულია და, შეყვარებულის გარდა, არც არავისთან ურთიერთობს, ჩემთვის კიდევ ის მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და სხვებთან ურთიერთობის საშუალებაც მივეცი. ყველაზე მთავარი აქ ის არის, რომ ადამიანისთვის იოლი გზა და “მაწყობს” სიტუაცია ისეთი დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მსხვერპლით დასრულდეს… ყოველ შემთხვევაში, მე ასე წავიკითხე ეს პიესა და თითოეული სპექტაკლი ხომ რეჟისორის მიერ წაკითხული პიესაა…

წარსულიდან მობრუნებული ქალის ისტორიას ნანუკა ხუსკივაძე, ნინო თარხან-მოურავი, ზურა ინ­გოროყვა, ნინო მაყაშვილი, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე გვიყვებიან. ისინი თამაშობენ სივრცეში, რომელიც მხატვრულად ნუცა ჭყონიამ გააფორმა.

სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/2011-01-25/13384.html

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in თეატრალური და კინო პორტრეტები and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s