სოსო მჭედლიშვილი: კარნავალიადა, ანუ ძალაუფლების კდემის მომგვრელი ღიმილი


Joseph Mtchedlishvili

სოსო მჭედლიშვილი

კარნავალიადა, ანუ
ძალაუფლების კდემის მომგვრელი ღიმილი

სევდიანი კომედია ათ სურათად

თბილისი 2000

2
მოქმედი პირნი
ვერა მადლიანი – კოტე მადლიანის დედა.
კოტე მადლიანი – ვერა მადლიანის ვაჟი.
ღვთისო – კოტეს მეგობარი, მოქანდაკე.
დათო – კოტეს მეგობარი, ადგილობრივი ტელევიზიის თანამ-შრომელი.
ბუხუტი – სტაჟიანი კომუნისტი.
აგნესა – ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების ქსელის მეპა-ტრონე ქალი; ყოფილი მსახიობი.
კუკალა, იგივე ჯვებე – ქურდი.
I მტვირთავი.
II მტვირთავი.
მკვლელი.
უშიშროების I თანამშრომელი.
უშიშროების II თანამშრომელი.
სტალინად გამოწყობილი მამაკაცი.
მოქმედება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისაგან მივიწყებულ პროვინციულ ქალაქ თუისში ხდება.
მიზანშეწონილია, რომ სპექტაკლზე შესასვლელი ბილეთები 1947 წლამდე საბჭოთა კავშირში არსებულ ფულის ნიშნებზე იყოს დაბეჭდილი.

© სოსო მჭედლიშვილი 2002
лйктймйдшйвй

I.
საწერი მაგიდა, რამდენიმე სკამი, საწოლი, კუთხეში იატაკზე და-სადგმელი ძველებური საათი დგას. კედელზე სტალინის სურათი ჰკიდია. კოტე და ვერა ლოგინში მწოლიარე ვალიკოს გარშემო დას-ტრიალებენ. ბოლოს კოტე ახლად გარდაცვლილს სახეზე ზეწარს გადააფარებს.

კოტე. ყველაფერი დასრულდა…
ვერა. იქნებ ცოცხალია! (გადასაფარებელს ახდის) სარკე იდო სადღაც მაGიდაზე …
კოტე. ამისავით ცოცხალი ჩემი მტერი ამყოფა!… წადი, დედა ახლა, დაისვენე… აქაურობას მე მივხედავ. (მაინც მიაწვდის ვერას სარკეს და ისიც მიცვალებულს სუნთქვას შეუმოწ-მებს, ბოლოს თავზე ზეწარს კვლავ გადააფარებს და პირჯ-ვარს გადაიწერს).
ვერა. ათს ოცი აკლია… მამაშენი დილის ოთხზე გარდაიცვა-ლა…
კოტე. (ოთახში დაიარება და გარშემო მიმობნეულ ნივთებს უაზროდ გადააადგილებს) …პაპაჩემი დღის ორის ნახევარზე აღესრულა, ვალოდიას სიდედრი შუაღამისას, ნუგეშაზე რომ არაფერი ვთქვათ! დედა, მოდი ვივახშმოთ, დილის აქეთ არაფერი მიჭამია!
ვერა. კოტიკო, საათი გააჩერე…
კოტე. საათი კი არ უნდა გავაჩერო, ზედ ათჯერ და ასჯერ მძიმე საწონები უნდა ჩამოვკიდოთ, დრო იქნებ ოდნავ ჩქარა წავიდეს წინ. იმ წუმპიდან, ამათ რომ შიგ ჩაგვყარეს, იქნებ ოდესმე ამოვძვრეთ! (საწონებს მაღლა ასწევს)
ვერა. ნუ სცოდავ! კაცი ეს წუთია აღესრულა! (თავად გააჩე-რებს საათს) რა აუვა ცხონებულის გასვენებას!
კოტე. რა და კომისარიატი! ან მაგის მშობლიური უშიშროების სამსახური. ხვალ დილასვე მოვახსენებ – გადაეგო თქვენი ჩეკისტი ძმა და მეგობარი…(კოტე სკამზე შეძვრება და კე-დელზე ჩამოკიდებულ სტალინის დიდ სურათს მოხსნის) მგონია გვეშველა!… ოთახში ყოველ შემოსვლაზე ეს ულვა-შაც აღარ შემომეფეთება!
ვერა. კოტე, ცხედარი ჯერაც არ გაცივებულა! გასვენებამდე მაინც დაგეცადა.
3
ыщыщ жЯувдшЫмшдш
კოტე. მე უნდა მრცხვენოდეს?! რაც მე და შენ ამ ყოვლად უცხო მეზობლის წამლებს და საჭმელს ფული დავახარჯეთ, ბევრს საკუთარი მამისათვის არ გაუკეთებია! ახლა მაინც მიხედონ თავისიანს!
ვერა. დამშვიდდი. ცოტას თუ ბევრს, პენსიას მაინც ხომ აძ-ლევდნენ!? წამლებითაც Gვეხმარებოდნენ…
კოტე. პენსია დიდ ხანს გყოფნიდა?… შენ რომ არა, სათნოე-ბის სახლს უკვე დიდი ხანია მივაბარებდი!
კოტე კარადას გახსნის და ძველმანებში იქექება, ძველმოდურ პი-ჯაკს ამოიღებს, მოიზომავს.
ვერა. სტალინური რეჟიმი ჩემზე მეტად ბევრს არ ეზიზღება, მაგრამ მიცვალებულს ჩვენ როგორც წესია, ისე გავაცილებთ უკანასკნელ გზაზე!
კოტე. იქნებ მამაოსაც დაუძახებ? ალილუია, ალილუია, ალი-ლუია!
ვერა. მამაოსაც დავუძახებ და აქაურობასაც ვაკურთხებინებ! ამისთანა ადამიანების სულს ესაჭიროება პირველ რიგში გა-ფრთხილება! წმინდანი თავის გზას ისედაც გაიკვლევს… სხვის კარადაში რატომ იქექები?
კოტე. მიცვალებული ფეხბურთის მაისურით გინდა გაასვენო? ცუმ-პარა-პარა-პარა-პარა პარა პარა… (დაიქოქება) და საერთოდაც, ძალიან გთხოვ, ორმოცი წლის კაცს დღენიადაგ ჭკუას ნუ მარიგებ! კარგად იცი – დღეის აქეთ ეს ოთახიც და ყველა ეს ნივთიც კვლავ ჩვენ საკუთრებაში დაგვი-ბრუნდნენ.
კოტე კარადაში ნკვდ-ს ფორმას მიაგნებს, მცირე ყოყმანის შემდეგ ჩაიცვამს, ლურჯზოლიან ქუდს თავზე დაიხურავს და სარკის წინ საკუთარ თავს სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული წესისამებრ სამხე-დრო სალამს აუღებს.
ვერა. ეს დასაწყევლი ფორმა სათამაშო არ არის! ახლავე გაიხადე!
კოტე მისთვის გასაგები პანტომიმის თამაშისამებრ საწერ მაგიდაზე ჩამოჯდება, კინოში დაკითხვების სცენებში როგორც უნახავს, ვერას მიმართულებით ნათურას მიანათებს.
კოტე. ქალბატონო ვერა, ისიც მომახსენეთ, გეთაყვა, წესის
4
лйктймйдшйвй
აგებას რა ფულით აპირებთ? ჩემი ხელფასით, რვა თვეა რომ არ მიმიღია, თუ თქვენი, საბავშვო ბაღის აღმზრდელის შემოსავლით?
ვერა. დავიბენი კოტე! ვეღარ გცნობ! სადაც აქამდე, ამდენი წელია ამ კაცს ვუპატრონეთ, უკანასკნელ გზაზე ვეღარ გა-ვაცილებთ?
კოტე. ვერა, ვერა და ვერა!… დავიღალე, გესმის? და-ვი-ღა-ლე! ამ გაუთავებელი ვალებით და დროის უიმედოდ მსვლელობით არაქათი გამომეცალა! (კოტე იარაღის წარმო-სახვითი ბუდიდან წარმოსახვითსავე რევოლვერს ამოიღებს და მის წინ სკამზე “მჯდომ პატიმარს” “დაახლის”)
ვერა. ყოჩაღ! თანამედროვე ფილმებში უკეთესს ვერაფერს აითვისებ! გირჩევდი, სტალინის დილეგებს როგორც შეეფე-რებოდა, “ხალხის მტრისათვის” ჯერ ფრჩხილები დაგეძრო, შემდეგ თვალები გამოგერწყა და მხოლოდ ამის შემდეგ ნელ-ნელა დაგეხვრიტა – “ხალხის მტერი” ასე მეტ ხანს იწვალებდა!…
კოტე. ასი პროცენტით Gეთანხმებით! ოღონდ ფრჩხილებდა-ძრობილს თითებს მანამდე მაგიდის უჯრაშიც მოვაყოლები-ნებდი…
კოტე პანტომიმას გაათამაშებს, დედის მიერ ნაკარნახევ მოქმედე-ბებს სიტყვა-სიტყვით გაიმეორებს.
ვერა. შეწყვიტე ეს უმსგავსო სახიობა! ეს ჯოჯოხეთური სასა-კლაო მილიონობით ადამიანმა გამოიარა! მათ ხსოვნას მაინც მიაგე პატივი!
მაგიდის უჯრების გახსნა-დაკეტვისას კოტე მის ძირში საქაღალდეს მიაგნებს, ამოიღებს, გახსნის და საბუთებს გადაფურცლავს.
კოტე. უყურე შენ! როგორც იქნა მივაკვლიე, ეს კაცი ღამ-ღამობით რას ჯღაბნიდა!
ვერა. სხვის ქაღალდებში ქექვას, ვალიკოს პასპორტი სად არის? სურათიცაა მოსაძებნი! აქაურობაც დასალაგებელია! ავეჯია გასატანი… ვის ვთხოვო, ვინ დავიხმაროთ?
კოტე. დედა, დახედე, რა სასწაულია! ბაღდავაძე, ჩხაიძე, კაი-შაური! მთელი ჩვენი სამეზობლოა! სადმე ალბათ ჩვენც და-გვასმენს!
ვერა. კოტე, ვინ დავიხმაროთ? მარტო შენ ამ სიმძიმე ავეჯს
5
ыщыщ жЯувдшЫмшдш
ვერ მოერევი. ამ მაგიდის შეტანა ალბათ ჩვენს ბინაში მოგ-ვიწევს.
კოტე. დედა, დაუფიქრდი, ცხრაას ოცდათექვსმეტი წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, ჩვენს ბინაში რომ შემოასახლეს, ვალიკო მეზობლებზე დასმენებს არა მარტო წერდა, არამედ ასლებსაც ინახავდა!
ვერა. კოტე, მესამედ გეკითხები – ვინ დავიხმაროთ? გურამს დავურეკო? თუ ნოდარის გადმოვძახო?
გარეთ, შემოსასვლელ კარზე ზარი დაიწკრიალებს.
კოტე. აგერ, ძაღლი ახსენე და… კარს ხომ არ გააღებ?
ვერა. (გავა კარის გასაღებად და ცოტა ხანში უკან დაბრუნ-დება) ღვთისოა. ისეთ დღეშია, დათო მარტო ვერ აუდის.
კოტე. ხუთი წუთით ნუ შემაწუხებ და…
ვერა. გეუბნები – ღვთისოა! თანაც კიდევ უნდა დალევა! მი-დი, დააშოშმინე!… ორი ღამეა თვალი არ დამიხუჭავს და ახლა ტყუილად მაგის გამო ნუ ამაღელვებ! საერთოდაც იქ-ნებ შინ წასულიყო, გამოფხიზლდებოდა…
კოტე. ღვთისოს დასცინი? “ბასტი-ბუბუს” ნახვის შემდეგ გინ-და ლოგინში ჩააგდო?… მით უმეტეს ახალ ევროპას სტალი-ნის კომუნისტური აჩრდილი რომ დასტრიალებს! უ-უ-უ-უ!… (ქაღალდებიდან უცებ მორიგ საბუთს გამოამზეურებს) მა-დლიანებსაც მივადექით!… მოგახსენოთ, ქალბატონო ვერა,… რაზე საუბრობდით თქვენ… ათას ცხრაას ორმოცდა…
გარედან დათოს და ნამთვრალევი ღვთისოს აფორიაქებული ხმები მოისმის.
ღვთისო. ხელი გამიშვი, ნუ მეჭიდავები!
დათო. ღვთისო, შინ წავიდეთ! მიცვალებულია აქ, ხალხი დაი-ქანცა!
ღვთისო.გინდა მადლიანების ბინა ისე დავტოვო, ამ წმინდა ოჯახის სადღეგრძელო მთელი სიყვარულით არ შევსვა?
დათო. ჭიქებს მაინც დაგიჭერ, გაგივარდება.
ღვთისო. არავითარ შემთხვევაში. (ოთახში ღვთისო და დათო შემოვლენ. ღვთისოს გულში ღვინით გავსებული სამი ჭიქა ჩაუხუტებია). ვაჰ! ამხანაგო მაიორო!… აქ კონსპირირებ, ჯიბუტი?… ამასობაში კი კრემლიდან ელვა-დეპეშა მოგივი-დათ. თავად იმის ხელმოწერით: “ამხანაგო მადლიანო! სას-
6
лйктймйдшйвй
წრაფოდ გამოართვით ეს ჭიქა ამხანაგ ღვთისოს. პატივის-ცემით – გკოცნით და გეხვევით – თქვენი იოსებ სტალი-ნი”.
ვერა. ღვთისო, შვილო, რას გარგებს ამდენი სმა!
ღვთისო. ვერა დეიდა, დიდი, დიდი, დიდი, დიდი ბოდიში. ძალიან ცუდად ვიქცევი? ეს ღვინოც დამეღვარა!… ხომ იცით, რაიმე რომც დავაშავო, ისევ სულ თქვენი უზომო სიყვარულით მომივა… კოტე, ჭიქა გამომართვი!
დათო. (კოტეს მიმართავს) ეს რა ჩაგიცვამს?! არ გეზიზღება მაინცაა?
კოტე. ჰაიტ! ნკვდ-ს ფორმას რას უბედავ? თქვენ, შემთხვე-ვით, ამ სკამზე დასკუპებას ხომ არ ინებებდით? ახლა ისე დაგკითხავთ – ბორმანქანით ყოველი კბილის ნერვზე ბე-თჰოვენის მეცხრე სიმფონიას შეგასრულებინებთ!… ა-ა ა-ა ა ა ა ა – ა-ა ა-ა ა ა ა!… მომისმინე, ორმოცდა რვა წლის წინათ რა კარგი ანეკდოტი მოყვა ბუბუცა კანდელაკმა აგერ, მეზობელ ოთახში!…
ვერა. არ მაინტერესებს! (გამოსტაცებს კოტეს ხელიდან სა-ბუთს და ნაკუწებად დაგლეჯს) ეს უმსგავსობა დაუყოვნე-ბლივ უნდა დაიწვას! კმარა, რაც ამგვარმა დასმენებმა სის-ხლი გაგვიშრეს!
კოტე. დედა, ისტორიკოსი გახლავარ და ისტორიული საბუთე-ბის განადგურება მთელს მსოფლიოში სისხლის სამართლის კანონით ისჯება! (შეეცდება ნაკუწები ერთმანეთს კვლავ შეუხამოს).
ღვთისო. ამ ქაღალდებში გინდა ჭეშმარიტებას მიაგნო? მომ-ხედე, ჯიბუტი, ჭეშმარიტებას ახლა მე გაგიმხელ…. ახლა ძია ვალიკოს სულის შესანდობარი შევსვათ, მერე კი მე ვი-ცი… (დათოს მიუბრუნდება) შენ, ჯიბუტი, ჩუმად იყავი!
ვერა. ეს ნამდვილი საგიჟეთია!
დათო. კარგი, კარგი… ვალიკოს გაუმარჯოს. ავად თუ კარგად – გიმეზობლათ… თქვენს გარდა არავინ ჰყავდა ამ დუ-ნიაზე. თუმცა კი, მე რომ მკითხავთ, ახლა თქვენი ოჯახი უფროა სადღეგრძელებელი! ვერა დეიდა, თქვენს ოქრო გულს და ოქრო ხელებს დაგილოცავთ!
ღვთისო. ვერა დეიდა, თქვენ გეხუტებით!
დათო. ეხუმრები – სამი წელიწადი დამბლადაცემულ მეზო-ბელს უპატრონო?! წამიკითხავს, – ფინეთში ხომ კარგად
7
ыщыщ жЯувдшЫмшдш
ცხოვრობენ და, როგორც კი კაცი დაბერდება, შვილები მას მაშინვე სათნოების სახლში ისტუმრებენ!
ღვთისო. იცოცხლე! კოტე, ჯიბუტი, შენი ჭიქა დიდ ხანს უნდა მეკავოს?
კოტე. ნუ დამღალე…
ღვთისო. მოსულა… თუკი ასე მიგაჩნია – შენს ჭიქასაც მე დავლევ.
კოტე. (მეგობარს ეძგერება და ჭიქას გამოსტაცებს) პა-პა-პა-პა ამას ნუ იზამ და… მომეცი,… ეჰ, გაანათლოს ღმერთმა ჩვენი ვალერიანი, შეუნდოს, რაც შესანდობარი სჭირს…
დათო. წავიდეთ ახლა, გავუტიოთ… შენს რუმინელ სტუმარს აღარ უნდა მიხედო?
ღვთისო. სახლში თუ გეჩქარება, ჯიბუტი, მიბრძანდი, ჩემი სტუმარი კი გამიგებს. ლუთერანელ პასტორს სულიერ ფა-სეულობებზე ზრუნვა გააკვირვებს?
ვერა. რუმინელი და თანაც პასტორი?… ექსტრასენსი რომ გყავდა ტამბოვიდან, წავიდა უკვე?
ღვთისო. რახანია!… კოტე, ღვინოს ნუ იპარავ! ბოლომდე დალიე, ბოლომდე!… ახლა ეგ ჭიქა მომაწოდე… შენც მომე-ცი (ჭიქას დათოსაც გამოართმევს)
ღვთისო კოტეს მიერ გადმოღებულ ქაღალდებს გაშლის, ზედ ღვინის სამ გამჭვირვალე ჭიქას გადმოაპირქვავებ, ერთ-ერთ მათგანს ჯიბი-დან ამოღებულ მონეტას ქვეშ მოაყოლებს და ჭიქებს ხმაურით გა-დააადგილებს.
დათო. ღვთისო, პასტორი შეგრისხავს! ამ ხალხს ახლა სახლში ბაზრობის გახსნაღა აკლია?!
ღვთისო. შენ სუ! დიმიტრუ ჯიბუტია!… ხომ დაინახე, აბა-ზიანი სადაც ჩავდე? ახლა შენს წილს შემოდი და გამოიცა-ნი…
ვერა. (შვილთან მივა, ხმადაბლა მიმართავს) კოტე, თუ გინდა ამ სახლიდან ახლა მე არ წავიდე, ახლავე შეაწყვეტინე შენს მეგობარს ეს უმსგავსობა!
კოტე. ხომ არავის უშლის?! დაანებე თავი!
ვერა. კეთილი, მაშინ სახლიდან მე მივდივარ! (აღშფოთებული გადის ოთახიდან).
კოტე. დედა!… ღვთისო, რა დროს ახლა აქ ჭიქებით თამაშია?
ღვთისო. მოდი აქა, ჯიბუტი… აბა გამოიცანი, აბაზიანი რო-
8
лйктймйдшйвй
მლის ქვეშაა? დათოს, ერთი ლარი უკვე მოვუგე, სახლში წასასვლელად ტაქსის ფული მიშოვნია… კარგად შეხედე, ფულს ამ ჭიქის ქვეშ ჩავდებ… (ჭიქებს გადააადგილებს)
კოტე. (ხუმრობით მეგობარს აჰყვება). შენი ხურდა ფული, ჩე-მო ჯიბუტი, ნამდვილად აი ამ გამჭვირვალე ჭიქის ქვეშ იქ-ნება.
ღვთისო. დიდი ბოდიში მომიხდია! მოგიწევს ერთი ლარი გადაიხადო! ან, უმჯობესია, ორი! ძმებო, რომ დამიჯეროთ და გვერდში ამომიდგეთ, ბაზრობაზე მაგარ მაყუთს მოვხვე-ტავდით!
დათო. ღვთისო, ტაქსის ფული ხომ მოიგე?! წავიდეთ, ახლა! ჯიბუტი მიცვალებულიც აგერ წევს!
ღვთისოიწვეს, რა! სარბენად ხომ არ გვეპატიჟება? სად გა-გონილა, კაზინოს გამთამაშებელი უცებ რომ მოტყდეს? აბა, კოტიკო, გავაკეთოთ ჩვენი მფსონი … აგერ ამ გვარის გვერდით დადე. (ქვეშ დაფენილ ქაღალდზე წარწერას დააკ-ვირდება) ტოგონიძე… დურმიშხანი… რუსთაველის ქუჩა, ბი-ნა… ვაჰ! დური პაპა! ეს ხომ ბებიაჩემის ძმა უნდა იყოს! აზრობთ, სად გადავეყარე?!… ხალხო, თუ გესმით, ეს რა ქაღალდია?!… კოტე, ღვინო სად არის? (ჭიქებს გადმოა-ტრიალებს). დათო, საით?
დათო. ტაქსის ფული შენ უკვე მომიგე, აქედან უჩემოდაც გააღწევ! დაასვენე ეს ხალხი!
ღვთისო. დაუფიქრდი, რამდენი რაიმე მოხდა დღევანდელ დღეს! – აგერ, ძია ვალიკო გარდაიცვალა, მთავრობამ დღეს თავისი პარლამენტის წევრი გველო გაასვენა, – ქურდული გარჩევისას მკვლელობა გულის შეტევად გამოაცხადეს… მეც ისევ დავლიე… სუ-ულ ცოტა… და აი, ჩემი დღევანდელი გზა დურო პაპასთან ასე მოულოდნელად გადაიკვეთა! რო-გორია ამის ალბათობა?!… (საბუთს დააკვირდება).
დათო. კოტე, ღვთისოს კი ვექაჩები, მაგრამ დახმარება ხომ არ გინდა?
კოტე. დღეს აღარაფრის თავი აღარ მაქვს. ხვალ დილიდან დავიწყებ საქმიანობას!
ღვთისო.ხალხო, მომხედეთ, ეს რა სასწაული რაიმეა!
დათო. ფული თუ გაქვს?
კოტე. დამცინი? გასაყიდი აღარაფერი დაგვრჩა… აგერ ამ საათს ჩავაბარებ, – ძველებურია, თავის დროზე, დაპატი-
9
ыщыщ жЯувдшЫмшдш
მრებისას, ვალიკომ ვისიმე ბინიდან გაიტანა … უჯრებშიც დავძებნი – იქნებ რაიმე საინტერესო ჰქონდეს გადამალუ-ლი…
დათო. ხელფასი ჩვენთანაც ცხრა თვეა არ მოუციათ!…
კოტე. ხომ ხედავ, პარლამენტის წევრებს ქურდული გარჩევე-ბის დროს ასაღებენ! ხალხის რჩეულს რომ გველოს შეარქ-მევენ ამ დროს სკოლაში ისტორიის მასწავლებლისათვის ვიღას ეცლება?… ხვალ ახალ არჩევნებს დაგვინიშნავენ, საერთოდაც კრაკადილას აგვარჩევინებენ.
ღვთისო.ჯუბუტი, დაყრუვდით? რა დროს პარლამენტია! შე-ხედეთ, ეს რა სასწაული ქაღალდებია! თქვენს მეზობლად ჭეშმარიტად ლეონტი მროველი იღწვოდა!… სოლომონ ვარ-დოსანიძე… ეგ ხომ ჩვენი მერის სიმამრია! ნახეთ რას კა-დრულობდა! ავქსენტი დოლიძე, – გრიშა დოლიძის მამაა! დოდო ჭუმბურიძე – ნინო სალაძის დედამთილი… აქ ხომ სუკის არქივის ფილიალია!
დათო. (კოტეს მიმართავს) ღვთისავარ, ჯიბუტი, ხომ არ დავი-ძრათ? მაგ ქაღალდებში ხეირიანს მაინც ვერაფერს ნახავ…
ღვთისო. რა დროს წასვლაა? დედას ვუტირებთ! მთელი ბავშვობა განძს ვეძებდით, დასანგრევი სახლების კედლებზე ჩაქუჩებით კაკუნში გავატარეთ მთელი ბავშვობა, ნამდვილი განძი კი აგერ, მეზობლად გქონია!
დათო. ღვთისო, დაგიჩოქო? გავეცალოთ აქაურობას!
ღვთისო.არ გჯერავს? შეხედე, რამდენი საქაღალდეა, ამის მიღმა ათასობით ადამიანია! ვინ არიან, ვის აბეზღებდნენ, რა გზით მოვიდნენ მმართველობაში! მთელი ჩვენი ქალაქის ჭუჭყიანი საცვლებია! ამისთანა განძს გინდა გამაცალო?
დათო. გავიგე, ჯიბუტი! სხვისი ძველმანებია. და ახლა ამ ძონძებით შანტაჟს აპირებ? პირდაპირ მითხარი!
ღვთისო.…არა…
დათო. აბა რას გვთავაზობ? კოტემ უნდა დააბეზღოს ვინმეს,… შენ… თუ მე?… ყაჩაღების ბანდა შევკრათ? გრიშა დოლიძეს დავესხათ თავს და ფული გამოვძალოთ? თუ, გგონია, ხალხმა არაფერი იცის? არავინ უწყის, რა ფული მოხვეტა ოცი წლის წინათ ჩვენი ქალაქის მერმა?… ან კი-დევ სხვა რომელიმე მამაძაღლმა?… ეს უკვე ისტორიაა…
ღვთისო.…მართალი ხარ… მაშ, გინდათ მთელი მასალა უყუ-რადღებოდ დატოვოთ? ხახვივით შევარჩინოთ? ეს ხომ ას-
10
лйктймйдшйвй
პროცენტიანი შანსია! ნებისმიერი ოპოზიციური პარტია ამ საბუთებში მილიონებს მოგვცემს!
დათო. რომელი ერთი? ახვლედიანი თუ ბაკურაძე? შენი არ ვიცი, მე კი მგონია, ესენიც იმავე მარაქაში იხარშებიან… ჩემო ჯიბუტი, უმჯობესია, ის დამანახე, ამ ჭიქებით როგორ მომთაფლე?
ღვთისო.ჰაიტ! ამ საიდუმლოს ვერ გაგიმხელ… პრაქტიკა თუ გნებავს – ვითამაშოთ!
დათო. თუ მოვიგე – შინ წამოხვალ?
ღვთისო. შენ უნდა მომიგო? ისე დავამხეცე – ყველას დე-დას ვუტირებ! ეხუმრები – გუშინ რაც ფული ვიშოვნე, სულ ბაზრობაში დამატოვებინეს! (ჭიქებს სათამაშოდ გააწყობს) ჰოპ-ჰოპ-ჰოპ! აბა, გამოიცანი.
დათო. იცოდე – პირობა პირობაა: თუ გამოვიცანი – სახლში წამოხვალ.
ღვთისო. შენ?… მე?…
დათო. მაშინ ვრჩებით და ვაგრძელებთ თამაშს.
ღვთისო.არა, ამ შემთხვევაში “ნარინჯის ველში” მივდივართ. დედას ვუტირებთ, ჯიბუტი! თანაც გივიას ჩემი შარაფი ჰმართებს. აბა, ტაქსის ფული მოამზადე! ჰოპ-ჰოპ-ჰოპ!
დათო. აგერაა შენი აბაზიანი… პირობა – პირობაა. წავედით!
ოთახში ვერა შემოდის, ახალგაზრდებს აკვირდება.
ვერა. კოტე!
ღვთისო. …დამცინი?… გამჭვირვალე ღვინის ჭიქით მეთამა-შები და წაგება გინდა ჩამითვალო? კოტე, ძმურად, ის თქვენი ვერცხლის ჭიქები სად არის? …
კოტე. ახლა ნაღდად გავგიჟდები! ღვთისო, რა დროის ჩვენი ვერცხლია? შვიდი წელი იქნება, რაც გავყიდეთ!
დათო დაკვირვებით ათვალიერებს ღვთისოსაგან მივიწყებულ ქა-ღალდებს.
ღვთისო.მაშინ უბრალო ჩაის ფინჯნები მაინც მომეცი. ვერა დეიდა, თქვენი ჭირიმე, სამ უბრალო ფინჯანს ხომ არ მათ-ხოვებთ? ღვინისა არა, როგორ გეკადრებათ! ღვინის სმას სამუდამოდ შევეშვი. ჩაიზე გადავედი.
ვერა. ღვთისო, მოგეხსენება, ციმბირში გავიზარდე და, ხომ იცი, რუსები ადამინს სათქმელს პირში პირდაპირ ეუბნებიან:
11
ыщыщ жЯувдшЫмшдш
“ბასტი-ბუბუს” ნახვა შინ მოგიწევს.
ღვთისო. “ბასტი-ბუბუ” ჩვენს სუფრასთან რა მოსატანია?
ვერა. ვარიანტი დამთავრდა! ძალიან დავიღალე! მიცვალებული აგერ ლოგინში წევს, თქვენ კი დალაგების ნაცვლად აქ სა-მორინე გაგიხსენიათ! დროა ყველანი ჩვენ-ჩვენს სახლებში დავიშალოთ!
ღვთისო. ვერა დეიდა – ჯიბუტი ხართ!… მივდივარ! დათო, დიდ ხანს გელოდო?… (ქალს გადაკოცნის და ოთახიდან გა-ვა, გზად დათოსაც გაიყოლებს).
ვერა. ამისავით ნიჭიერი მოქანდაკე იყო!… რვა ენას ფლობდე და ასე, სიმთვრალეში ატარებდე ცხოვრებას!… სულ ამგვარ ფორმიანების წყალობით! გაიხადე! უნდა გადავაგდო!… ამით მაინც არ დაგასაფლავებინებ… ამბავი მეზობლებსაც უნდა გავაგებინოთ!
კოტე. განსაკუთრებით ეწყინებათ, საკუთარ თავზე დაბეზღე-ბებს რომ წაიკითხავენ!
ვერა. შენც ნუ წააკითხებ! შევუნდოთ ცოდვა!
ღვთისო. (კვლავ შემოდის ოთახში ღვინის დოქით ხელში) ჯიბუტი, სახლიდან ჩემი გასტუმრება მარტივი ხომ არ გგო-ნიათ?!… ყველაფრის მიუხედავად თქვენ ყველანი ძალიან, ძალიან მიყვარხართ! თქვენ გაგიმარჯოთ!
II.
ვალიკოს ოთახში ძველებურად არეულობა სუფევს. ოთახში არავინ ჩანს; მაგიდაზე დადგმული მაგნიტოფონიდან ხმამაღალი მუსიკა მოისმის. ოთახში ხალათის ამარა საწოლიდან წამომდგარი ვერა შე-მოდის, სინათლეს აანთებს.
ვერა. კოტე, სად ხარ?! ჯანდაბას, როგორ ითიშება ეს ოხერი! კოტე! (ქალი მაგნიტოფონის გათიშვას ცდილობს, ბოლოს, როგორც იქნა, მოახერხებს).
კოტე. (კარადის უკან იატაკზე ჩამომჯდარა, თავიდან არ ჩანს). შეეშვი, დედა, თავი დაანებე.
ვერა. როგორ შემაშინე! … ტიტლიკანა აქ რატომ ზიხარ? გა-ცივდები!… ძლივს ჩამეძინა, ეს მუსიკა უცებ რომ აღრიალ-და და ლოგინიდან წამომაგდო! რომელი საათი იქნება ნეტა-ვი? მოგიტანო ტანსაცმელი?
კოტე. დედა, თავი დაანებე ყველაფერს და ჩართე მუსიკა!
12
лйктймйдшйвй
ვერა. რომელი საათია? მთელი სახლი გინდა გააღვიძო?! სხვა რომ არაფერი, სირცხვილია მეზობლებთან. მიცვალებული აგერვე წევს, შენ კი ამისთანა მუსიკებს აჭყვიტინებ. უმჯო-ბესია, წადი, გამოიძინე.
კოტე. ვიწექი… ვერ დავიძინე.
ვერა. ყველას დამშვიდება გვინდა. დაწვები ახლა, თვალებს დახუჭავ… გინდა, ზღაპარს გიამბობ?…
კოტე. სამი გოჭი სუფრაზე მირჩევნია, ბოლოკით პირში… კა-ცის გასასვენებლად ფული კი სად ვიშოვნო, შენ მაინც ვერ მიმასწავლი… იცი, დღევანდელ დღეს ეგ სიამოვნება რა ჯდება?
ვერა. არა, მაგრამ ისიც ვიცი, ამ ქვეყნად დაუსაფლავებელი არავინ დარჩენილა. ყველაფერი გაირკვევა. რაიმეს გავყი-დით… უფალი ბედის ანაბარად არ მიგვატოვებს… (კარზე ზარი დაიწკრიალებს)
კოტე. ეს ვინღაა? ასე უთენია ვინ უნდა იყოს?
ვერა. შენგან შეწუხებული მეზობელი იქნება ვინმე. წადი, და-წექი… კარს მე გავაღებ.
კოტე. შუაღამისას სამძიმარი აღარ გამიგია!
კოტე თავისი ოთახისაკენ გაემართება, ვერა კი კარს გააღებს და ოთახში დათოს შემოუძღვება.
დათო. ლოგინიდან წამოგაგდეთ? ძალიან ნუ გამიბრაზდებით! კოტესთან გადაუდებელი საქმე მაქვს…
ვერა. თავის ოთახშია… იმისთანა კონცერტი მოაწყო, მუსიკით მთელი უბანი ააფორიაქა.
კოტე. (შემოდის) ხომ მშვიდობაა?
დათო. ღვთისო როგორც იქნა, დავაბინავე. ვერა დეიდა, კო-ტესთან პატარა საქმე მაქვს…
კოტე. დედა, კიდევ ერთხელ ღამე მშვიდობისა…
ვერა. დათო, დედა-შვილობას გაფიცებ, არ დალიოთ ახლა! ნურც კოტეს დაალევინებ. დიდ ხანსაც ნუ შეყოვნდებით. ხვალ უამრავი საქმეა გასაკეთებელი.
დათო. გეკადრებათ?!
ვერა. ნამდვილად არ მეკადრება. მაგრამ ნურც თქვენ იკა-დრებთ. კოტე, არ დაგავიწყდეს კარები საკეტზე ჩაკეტო.
კოტე. არიქა, თემურ ლენგივით ბინაში არავინ შემოგვეჭრას, მიცვალებული არ მოგვტაცოს!
13
ыщыщ жЯувдшЫмшдш
ვერა ოთახიდან გავა.
დათო. კოტე, ნიორი შინ ხომ გაქვს? გზად რომ მოვდიოდი, მაშინღა მოვიფიქრე, დაგვჭირდება.
კოტე. უთენია ხაშზე მეპატიჟები?
დათო. ბებერი ებრაელივივით შეკითხვით შეკითხვაზე ნუ მპა-სუხობ. ნიორი გაქვს?
კოტე. იქნება, ალბათ.
დათო. ალბათ არ კმარა.
კოტე. არის, არის! გაგიწმინდო?
დათო. (ოთახში მიმობნეულ ქაღალდებს ათვალიერებს) რაღას დგეხარ, ჩაიცვი, ოღონდაც ჯერ ნიორი მომიტანე.
კოტე. აკვალანგზე და ლასტებზე როგორა ხარ? მოშუშული ხახვი მოუხდებათ. ცოტაოდენი ძმრით.
დათო. არც ყვინთვას ვაპირებთ. და, შენ წარმოიდგინე, არც პარაშუტით გადმოგახტუნებ.
კოტე. დათო, მძიმე დღეები მელის წინ… სათქმელი პირდაპირ მითხარი. ან არა და, წავედი, დავიძინე.
დათო. ჯერ ჩაიცვი, ხომ გეუბნები! ჩქარა! მერე კი ნიორი მოიტანე და ეს მთელი საბუთები შენს ოთახში გადავიტა-ნოთ. სუკიდან ხომ არავინ მოსულა?
კოტე. ჯიბუტი, შენც ღვთისოს სნეულება ხომ არ გადმოგე-დო?
დათო. არ გესმის, ვალიკოს გარდაცვალების ამბავს როგორც კი შეიტყობენ, მისი კოლეგები ეგრევე თავზე წამოგადგებიან – მის შემდეგ, მათი გაგებით, რაიმე საეჭვო ხომ არ დარ-ჩა? შEნ კი აგერ მთელი არქივი გაქვს! ეგრევე მოტეხავენ. მე კი ამ მასალაზე დოკუმენტური ფილმი მინდა გადავიღო: “არასაიდუმლო მასალები”, ან, გნებავს “ყველასათვის არა-საიდუმლოდ”!
კოტე. ერი-ჰა! შენ მართლა კარგად ყოფილხარ!
დათო. მე აქაურობასაც უკეთ მოვათვალიერებდი – ვალიკო მაგარი შებერტყილი კაცი ჩანს და რაიმე სამალავი სადმე უთუოდ ექნებოდა გაკეთებული! (დაკვირვებით ათვალიერებს იქაურობას, კედლებზე დააკაკუნებს, ქაღალდებს არჩევს)
კოტე. წავედი, ძმაო, დავიძინე. ამ საქმეზე ღვთისო უნდა მო-გეყვანა. ერთი ჭკუისანი ხართ.
დათო. გეუბნები, ღვთისოზე ადრე აქ სუკის ხალხი გაჩნდება
14
лйктймйдшйвй
და მთელი ეს არქივი სასწრაფოდ უნდა გადაიმალოს. მოდი დამეხმარე!
კოტე. ნიორი კი ვალიკოს განძის პოვნაში დაგვეხმარება?
დათო. არა, გამიგია, ნივრის სუნს ძაღლები ვერ იტანენ და კვალში არ ჩაგვიდგებიან.
კოტე. აბა, ძმაო, თავი ქუდში გვქონია! ყველაფერი მოგიფი-ქრებია! ხვალ თუ აქ ძაღლებიანი სუკის თანამშრომლები უნდა მოვიდნენ აქაურობის დასასუნად, იცოდე, ნიორს ისეც გიფეშქეშებ.
დათო. კოტე, მორჩი გახურებას. შენი დახმარება მჭირდება და ეს არის. გასაგებია? არაკანონიერს არაფერს ჩავდივართ, ფართი პრივატიზირებულია, შენია, ყოველ შემთხვევაში ვა-ლიკომ შენ გიანდერძა. მოდი და აქ თუ რაიმეა ხეირიანი, იმდენს ნუ იზამ, სხვას ერგოს… შენ თუ შენი წილი ჰონო-რარისა არ გინდა, მე დამითმე. მაგრამ ახლა მე დამეხმარე. ფილმის კონსულტანტად ხომ შენ მეგულები!
კოტე ოთახიდან გადის, დათო კი ამასობაში აგრძელებს აქაურობის თვალიერებას, მძიმე ძველებურ სავარძელსაც გვერდზე გაწევს, ხა-ლიჩას გადაწევს და იატაკში გაკეთებულ საძვრენს აღმოაჩენს, თავ-სახურს მოხდის.. გარედან გაუგებარი ხმები მოისმის.
დათო. კოტე, ჩქარა, ჩქარა! რას ზოზინობ, სადა ხარ?
კოტე. ნიორს ვეძებ, ნიორს. ეშმაკმა დასწყევლოს!
დათო. ფარანიც არ დაგავიწყდეს!
დათო მეგობარს აღარ დაელოდება, მაგიდაზე დადგმულ სანთელს აანთებს და საძვრენით იატაკის ქვეშ განლაგებულ სარდაფში ჩავა. ოთახში კოტე შემოვა ფილთაქვით ხელში.
კოტე. დათო, სადა ხარ? ნიორი უმი გინდა თუ დაგინაყო?
III.
კოტე და დათო იატაკქვეშეთიდან უზარმაზარ მძიმე ჩანთებს ამოი-ტანენ, დათო თავის ჩანთას ოთახის კუთხეში დაცლის და უკან, ქვევით ჩასასვლელად გაემართება. ქანცმიხდილი კოტე კი ჩანთის დაუცლელად იქვე სავარძელში მიესვენება.
კოტე. გაახურე, დათო! მომწყდა ზურგი! ამის ამოტანა იქნე-
15
ыщыщ жЯувдшЫмшдш
ბოდა ახლა ჩემს ბინაში? (ფილთაქვას გვერდზე გადადებს) აგერ, სუკის ნაგაზების წინააღმდეგ შენეული საშუალებაც! ნივრით ფეხსაცმლის დაზელვა რომ დაგვავიწყდა?! კვალში რომ ჩაგვიდგნენ? ცირკია, რა!… საერთოდაც ახლავე დასა-პატიმრებლად თავზე რომ წამოგვადგნენ?
დათო. არაფერია, ახლავე ამას ყველაფერს შენთან გადავი-ტანთ და აქაურობასაც მოვასუფთავებთ.
კოტე. დიდი ბოდიში მომიხდია! ამ ნაგავს მე ერთი წუთითაც ჩემთან არ გავაჩერებ! გნებავს შეინახო – კარგი ბატონო, მაგრამ საწყობად საკუთარი სახლი გამოიყენე!
ვერა. (საუბარს ოთახის გარეთ იწყებს, ბოლოს შიგნით შემო-დის) კოტე, შენ ხმაურობ? პასუხი გამეცი, როცა გეკითხები!
კოტე. მე ვარ, მე. სხვას ვის ელოდი?
ქალის ხმის გაგონებაზე დათო ფეხზე წამოხტება და შეეცდება იქაურობა მიალაგოს, საძვრენს თავსახურს დაახურავს, ხალიჩას გა-დააფარებს.
ვერა. კი მაგრამ, დათო, ამდენი ხანია აქ ხარ? გათენდა უკვე, თქვენ კი არც დაგიძინიათ?! რას ფიქრობთ, წინ უმძიმესი დღეები გველის! (უზარმაზარი ჩანთის დანახვაზე შეცბება). ეს რაღა არის? რა მოიტანე?… ვერ გამიგია, ამ სახლში რა ხდება? ამ შუაღამისას წასვლა სად გაგონილა?… ეს რა გაცვიათ?
კოტე. შენ დამშვიდდი!
ვერა. კოტე, სამოცდაათს მიტანებული ავადმყოფი ქალი ვარ და ამდენის ატანა აღარ შემიძლია! შეხედე, სახლი რას დაამგვანე! ეს რა დაგიგდიათ?… ჯიხური დააყაჩაღეთ?…
კოტე. დედა, გემუდარები წადი, დაიძინე.
ვერა. კოტე, ბინას სულ ერთიანად გავყიდით, მაგრამ საციხედ ვერ გაგიმეტებ…
კოტე. დედა, დამშვიდდი!
ვერა. როგორ უნდა მოვისვენო, თუკი აგერ კაცი გვყავს და-სასაფლავებელი, ღამით კი შენ ვიღაცა გაგიძარცვავს?! სა-დაცაა პოლიცია დაგაპატიმრებს! არა, ამ ტომრებს თქვენ პატრონს დაუყოვნებლივ დაუბრუნებთ! (კარზე ზარი დაირე-კება). ღმერთო ჩემო, აგერ, ცხელ კვალზე თქვენს დასაპა-ტიმრებლადაც მოვიდნენ!
16
лйктймйдшйвй
კოტე კუთხეში დაყრილი წვრილი შეფუთული შეკვრების გადასაფა-რებლად გადაწყვეტს ჯერ ხალიჩა გამოიყენოს და რომ ვერ მოერე-ვა, მიცვალებულს გადასაფარებელს ახდის, მას გამოიყენებს. ამასო-ბაში კარის გასაღებად დათო წავა.
კოტე. გეუბნები დამშვიდდი, სანერვიულო არაფერი გჭირს.
ვერა. დაუყოვნებლივ დაუბრუნე პატრონს ეს ნაქურდალი! უხ-სოვარ დროს შესაძლოა მადლიანებს ვინმეს ცხენისათვის ოდესმე გამოეკრათ ხელი, მაგრამ დღეს ჩვენში ქურდებს არაფერი ესაქმებათ!
კოტე. გეკადრება?! ერთ დღეს ცხენი, მეორეჯერ ლამაზი ქა-ლი, მესამეჯერაც ნავთიანი კანისტრა!… “Aბხაზ ვორ ნე ბçვაეტ – ესლი ვზყლ, ზნა^იტ ნუჯნო!”
ღვთისო. (ოთახში შემოდის) ბიჭებს ჩვენი სალამი,… ფორ-ტოჩკიდან. ვაჰ, ვინმეს ჯიხური დააყაჩაღეთ, ჯიბუტი? ყო-ჩაღ! არ ველოდი!
ამ სიტყვების გამგონე ვერას გული წაუვა და იგი ბორძიკით სკამზე დაეშვება, სუნთქვაშეკრულს, ჰაერის შესუნთქვა უჭირს. კოტე დაფა-ცურდება, წყლისა და წამლის მოსატანად ოთახიდან გავარდება.
დათო. ვერა დეიდა, რა გაღელვებთ? სხვის ჯიხურებთან ჩვენ რა ხელი გვაქვს!
ვერა. ეს ტომრები ვიღასია…
დათო. ტომრები კი არა, ერთი უბრალო ჩანთაა… შიგ კი ისე, უვარგისი ქაღალდებია.
ღვთისო.( ჩანთას მოსინჯავს) უყურე შენ, ამ სიმძიმეს რო-გორ მოერიეთ? კარგად გიმუშავიათ, ჯიბუტი! ერთი შარვა-ლიც ხომ არ გაქვთ ჩემთვის? ეს ჯინსი სულ შემომეხა!
კოტე. (წამლით ხელში შემოდის) დედა, “კორვალოლი” ივარ-გებს?
დათო. პულსი ოდნავ აჩქარებული აქვს. წნევა გაუზომე. აპა-რატი სად არის? ვერა დეიდა, ოღონდ თქვენ ნუ აღელდე-ბით და…!
კოტე. დედა, ოცდაათი წვეთი საკმარისია?
ვერა. კოტე, ამ ჩანთებს შენ და დათო ახლავე მოჰკიდებთ ხელს და პატრონს დაუბრუნებთ. ესაა ჩემი კორვალოლიც და ჩემი ვალერიანიც!
კოტე. ქალბატონო ვერა, ახლა კი მართლა შეიძლება მეწყი-ნოს! მართლაც გგონია, შენი შვილი ქურდად გამოზარდე?
17
ыщыщ жЯувдшЫмшдш
ყოჩაღ შენ!
ვერა. აბა დილით უთენია ამხელა ჩანთებით შინ რა უნდა მოგეტანათ? რა უნდა ვიფიქრო?
კოტე. აგერ, შეხედე – უბრალო ქაღალდებია! დათომ მაიძუ-ლა ვალიკოს სარდაფიდან ამომეტანა!
კოტე გახსნის ერთ-ერთ პატარა ფუთას და იქედან ფულის შეკ-ვრებს ამოიღებს, დედას დაანახებს.
ვერა. ვაიმე, ჩემი ცოდვა! ეს ჩანთები სულ ფულითაა გავსე-ბული?! ამაზე ხომ ადგილიდან ფეხის მოუცვლელად დაგხ-ვრეტენ!
ღვთისო. (ჩანთის შიგთავსის დათვალიერებას შეუდგება) და-გლიჯეთ! ჯიბუტი, ხელში ამდენი კუპონიც კი არ მჭერია! ამ ქაღალდების წამოღებას ერთ ჯინსსაც ვერ გამოჰკარით ხელი?!
კოტე. დედა, ჩვენს ქვეყანაში დახვრეტა აღარ არსებობს – მადლი ღმერთს, სტალინის ეპოქა ცხონებულ საბჭოთა კავ-შირთან ერთად წარსულს ჩაბარდა! ამას მაინც მივაღწიეთ! და მეორეც ერთი, შეხედე, თვალი გაახილე, ეს ფული ხმა-რებიდან ორმოცდაშვიდ წელსაა ამოღებული!
ღვთისო. ჯიგრები ხართ! სად ვიყავი, დაგეხმარებოდით, პახ-მელიაზეც კარგად გამოვიდოდი!
ვერა. შემახედე!… მართლაც ომის შემდგომი საბჭოთა ფულია! კოტე, არ გრცხვენია?! ახლა ამ ეშმაკის დასაწყევლი ქა-ღალდებით გადაწყვიტე ამოავსო სანდრო მადლიანის ბი-ნა?!…
ღვთისო. ამდენ მაკულატურაში ერთი ჩვენებური აბაზიც არ ურევია! ამისა ნაღდად უნდა დავლიოთ! (სასწრაფოდ გადის ოთახიდან)
კოტე. ხომ ხედავ, არაფერი კრიმინალური არ ჩაგვიდენია! წა-დი ახლა, დაისვენე!
ვერა. ამაზე მეტი ცოდვა რა უნდა დაგეშავებინა?! წარმოგიდ-გენია, თავის დროზე ამ ფულის გამყარებას რამდენი ადა-მიანის სიცოცხლე შეეწირა? დედაჩემის და მამაჩემის სა-ფლავებს ერთი ცრემლი ვერ დავაპკურე! არც ვიცი, სად გააქრეს… მამაშენის სანათესავოს გადაკარგვაზე რომ არა-ფერი ვთქვათ!
კოტე. დაიწყო და რა დაიწყო!… დედა, ჯერ ერთი, ამ ფულს
18
лйктймйдшйвй
შენს მშობლებთან საერთო არაფერი ესაქმება – გრიშა და მერი ოცდათვრამეტში დაიჭირეს. ეს ფული კი ხმარებიდან ორმაცდაშვიდში ამოიღეს! მას შემდეგ ნახევარი საუკუნე გა-ვიდა! რაღა დროს დამნაშავეების ძებნაა?
ოთახში ღვთისო ბრუნდება ღვინის დოქით და ჭიქებით ხელში, ღვი-ნოს მეგობრებს და ვერას ჩამოუსხამს
ვერა. ამას ისტორიკოსი მეუბნება! სადოქტორო ნახევრამდე რომ დაუწერია!
კოტე. ვნახავდი ერთი, ბავშვობაში ოდნავ მსუბუქი ყოფილიყა-ვი, ახლა რა ხმაზე იმღერებდი! ვის ათამაშებდა სტალინი ხელში? მე თუ შენ?
ღვთისო. ვერა დეიდა, ამდენი ნამდვილი ფული სიცოცხლეში ოდესმე თუ გინახავთ? კინოს თუ არ ჩავთვლით! თან იქაც ქსეროასლებია!
ვერა. ღვთისო, ნუ ამაღელვებ თუ შეიძლება ახლა! დაეხმარე შენს მეგობრებს და მაგ ღვინის სმას, უმჯობესია, ეს და-წყევლილი ფული იქ დააბრუნებინე, საიდანაც გამოთხარეს! ან აგერ, ღუმელში დაწვით!
ღვთისო. (რამდენიმე შეკვრას ხელში მოიმარჯვებს და დაათ-ვალიერებს) მართლაც, სად იშოვნეთ? ვერა დეიდა, თუ ჩემი ხათრი გაქვთ, ერთი სიტყვა მათქმევინეთ! მოდით ახლა იმას გაუმარჯოს, ღმერთმა ამდენივე ნაღდი ფული რომ გამოგ-ვიგზავნოს! რა უჭირს, ხომ დააპურა თავის დროზე ქრისტემ შვიდი პურით ხუთი ათასი კაცი! ერთი აქეთაც გადმოგვხე-დოს!
დათო. (ჭიქას მიუჭახუნებს) ამინ! იცოცხლე!
კოტე. დათო, ამ სასწაულის იმედით მათრევინე ეს მაკულა-ტურა?
ვერა. უნივერსიტეტში პოლიტეკონომია ხომ გაიარეთ? არ გესმით, რა სისხლითაა მორწყული ეს ფული?
კოტე. დედა, ძილი გატეხილი კი გაქვს, მაგრამ წადი ახლა, დაისვენე. ჩვენც ჩვენს თავს მივხედავთ.
ვერა. წავალ, მაგრამ იმ პირობით, გაღვიძებულს მთელ ამ სა-შინელებას ავი სიზმარივით თუ გავიხსენებთ! სტალინის-დროინდელი ფულის ხსენება თუ არ იქნება მადლიანების ოჯახში!
კოტე. კარგი, მოგაშორებთ, ოღონდაც შენ დამშვიდდი! ძილი
19
ыщыщ жЯувдшЫмшдш
ნებისა!
ვერა. …დილა მშვიდობისა!
ვერა ოთახიდან გადის.
კოტე. დათო, შენ რა გითხარი! ადრე ამ ქვეყანაში მაკულა-ტურის მიმღები პუნქტები მაინც არსებობდა!
ღვთისო. მართლაც, სად იშოვნეთ ამდენი ნაგავი?
დათო. სადაც ვიშოვნეთ, ჩვენი საქმეა… (კოტეს ანიშნებს, კრინტი არ დაძრას) მოდით, დამეხმარეთ, კოტეს ოთახში გადავიტანოთ.
ღვთისო. ვალიკო ინახავდა ამდენ წელიწადს? ჯიბუტია! წა-ვედით ახლა ბონდოსთან, ხაში ვჭამოთ გემრიელად. ღვინომ სიმთვრალე ისევ შემომიბრუნა.
დათო. ბონდოსთან კრედიტი გაქვს გახსნილი? თუ ამაღამ რუმინელ პასტორს სამი ჭიქით ფული მოუგე?
ღვთისო. აგერ არ არის ფული? ფულის მეტი რა გვაქვს?
კოტე.იცოცხლე! ორმოცდაექვსში დოლარზე რომ გადაგეცვა-ლა, სულ ცოტა ოთხჯერ დაგხვრეტდნენ!
ღვთისო. ჯობია იმას, შეხედე, რა ქაღალდია! ნომერიც აქვს ზედ! მაგის გაყალბება ხუმრობა ხომ არ გგონია? წავედით, წავედით, ბონდოსთან გავუტიოთ; ხაში გველოდება.
კოტე. ბონდო შენ ნუმიზმატი გგონია? მეხაშეა! ხაშს ხარშავს და ხინკალს ახვევს! ბაზარში ჩლიქები ნაღდ ფულზე უნდა შეიძინოს!
ღვთისო. გინდა მაზიანი, ბონდო რომ ორას, არა, უბრალოდ ამგვარ ას მანეთად ხაშსაც მოგვიტანს და ზედ თავის არაყ-საც დაგვიდგამს?
კოტე. სულ ამ ჭკუაზეა! ზედ კიდევ სქელ ნაშასაც მოაყო-ლებს!
ღვთისო. რატომაც არა?!… რა გინდათ?! ორივეს გენიძლავე-ბით. მე თუ მოვიგე, ორი პურ-მარილი უნდა იკისროთ, თქვენ თუ მოიგეთ, ორ შარაფს მე ვიკისრებ.
დათო. ორივე შარაფს ამ სტალინისდროინდელი ფულით კი-სრულობ?
ღვთისო. თუნდაც… არა, ამ პირობით თუ მენიძლავებით, თქვენ ხუთჯერ უნდა მაგრიალოთ… თვითოეულმა… თვი-თოეულმა ხუთ-ხუთჯერ…
დათო. ძმაო, ასე სად გაგონილა? ფულიც ჩვენგან მიგაქვს და
20
лйктймйдшйвй
ხუთ-ხუთი შარაფიც ჩვენ უნდა ვიკისროთ?!
ღვთისო. მე რომ ქაღალდს გისაღებთ?…ჯანდაბას, სამ-სამ შარაფზე ხომ მოვრიგდებით ?
დათო. მოსულა! პირობა როგორია?
ღვთისო. აი ამ ფულით მე ორჯერ უნდა გაშარაფოთ. და თუ გაშარაფეთ, თქვენ მე სამ-სამ სუფრას გამიშლით. ჯამში სულ რვა ქეიფი გამოგვივა!
დათო. არა, ეს ხაში ახლა ერთი პური-ჭამა იქნება, და კიდევ ორჯერაც სადმე წაგვიყვან.
კოტე. ხალხო, რა დროს ხაშზე წასვლაა, კაცი მყავს დასასა-ფლავებელი!
დათო. შენ დამშვიდდი! ლაპარაკი ახლა სხვა რაიმეზეა. ღვთი-სო ამ ომისდროინდელი ფულით აპირებს სადმე რესტორანში სუფრა გაგვიშალოს. ასეა?
ღვთისო. პირობა – პირობაა! ჩქარა წავიდეთ, ჯიბუტი, სანამ ხაში ცხელია!
კოტე. კაცია გასაპატიოსნებელი, სასახლეა შესაკვეთი, ფულია საშოვნელი! მანამდე კი საათი უნდა გავყიდო!
დათო. კოტე, არ გესმის, ღვთისო ამ ფულით ჩვენს გამასპინ-ძლებას აპირებს?! აბა, წავედით, ჩქარა, ჩქარა, თან ეს ფუ-ლიც გავიტანოთ აქედან! (ცარიელ ჩანთას ფულის შეკვრე-ბით კვლავ გაავსებს და გადის ოთახიდან)
კოტე. ღვთისო, დამეხმარე. ეს ჩანთა აგერ მაგიდის ქვეშ შე-მაჩოჩებინე. ისე კი მომშივდა, ხომ იცი!
ღვთისო. გეკადრება, ჯიბუტი?… ღვთისო ცუდ საქმეზე გა-გიყვანს? აბა, წავედით… არაყი არ გათბეს!
IV.
ამავე დილას, სამიოდე საათის შემდეგ, ოთახში ხაშის ჭამის შემდეგ შეზარხოშებული კოტე და დათო დაბრუნდებიან.
კოტე. ს-ს-ს! ჩუმად! დედაჩემი არ გააღვიძო! (კარს ფრთხი-ლად გამოიკეტავს)
დათო. მაგრად კი შევუბერეთ! რაც მართალია, მართალია!… უჰ! ბორჯომი ან ნაბეღლავი ხომ არ გაქვს?… ეს კაცი გა-სასვენებელი რომ არ ყოფილიყო, საღამომდე შევუბერავ-დით!… ყოჩაღ ღვთისო, ეს სტალინისდროინდელი ფული
21
ыщыщ жЯувдшЫмшдш
კარგად გაგვისაღა!
სანამ კოტე მინერალური წყლის მოსატანადაა გასული, დათო მაგი-დის ქვეშ შეცურებულ ფულით გატენილ ჩანთებს სინჯავს, ხალიჩის ქვეშ საძრომის თავსახურსაც შეამოწმებს. კოტე წყლით გავსებული ჭიქით ხელში დაბრუნდება.
კოტე. უბრალო წყალია. სხვა არა მაქვს.
დათო. დარდი ნუ გექნება! დამაცადე – ბორჯომიდან ცალკე მილს გამოვაყვანინებთ! მარცხენა ონკანიდან ნაბეღლავი იდენს, მარჯვენადან – ალადასტური! სტალინს რომ უყვარ-და!… აგაშენა ღმერთმა!… ისე კი მომკალი, რამ ამომიყვანა ახლა შენთან! წავსულვიყავი სახლში…
კოტე. გინდა, ლოგინს გაგიშლი?
დათო. არც ისე მთვრალი ვარ, ახლად გარდაცვლილი კაცის გვერდით ლოგინში რომ ვინებივრო.
კოტე. ნუ გეშინია, ახალ თეთრეულს დაგიფენ!
დათო. ა-პა-პა-პა! მე ჩემი ბალიშის ერთგული ვარ… გამახ-სენდა, რაც მინდოდა მეთქვა! ხომ იცი, ღვთისო ამ შარაფს ისე არ შეგვარჩენს, თან, მაგის ამბავი რომ მოგეხსენება, ათ კაცსაც გამოიყოლებს, სულ კაი-კაი ბიჭებს… ხომ გახსოვს, გზად მაინც მოინდომა გურამიც წამოეყვანა.
კოტე. ეჰ, კარგმა ამინდმა კი გამოიდარა… მოდი, სანამ დე-დაჩემი თავზე წამოგვადგებოდა, ეს ფული ღუმელში შემა-წყობინე…
დათო. ამ ფულს მიწვამ? მე რატომ არაფერს მეკითხები? კოტე, მომისმინე! ღვთისოზე ნაკლები რითი ვართ? ამ ფულს ღვთისოზე უკეთესად ჩვენ რატომ ვერ მივხედავთ? ენა გვიჭრის უარესად, თუ გონება?… რას მიყურებ ასე, გი-ჟი არა ვარ.
კოტე. აბა როგორ უნდა შეგხედო? ოქრო ეს არ არის და არც ვერცხლია! უბრალო ქაღალდია. ტუალეტშიც რომ ვერ გამოდგება, უხეშია…
დათო. ღვთისომ ხომ გამოიყენა?! ხომ გვაშარაფა! დაუფიქრ-დი, ბონდოს შენს თვალწინ ასი მანეთი გადაუთვალა და თან ოთხი ლარი ხურდაც გამოართვა. ასე იყო?
კოტე. რა იცი, შეკვეთის მიცემისას რაზე მოილაპარაკეს? არ იცი ღვთისოს ამბავი? ან იქნებ მეხაშეს მაგისი შარაფი მართებდა და ახლა ჩვენ აგვაგდო, გაგვაშაყირა…
22
лйктймйдшйвй
შემოსასვლელ კარზე ზარი დარეკავს. კოტე სასწრაფოდ იწყებს ტან-საცმლის გაძრობას, თან თმებს აიჩეჩებს
დათო. რა იყო, საყვარელს ხომ არ ელოდები?
კოტე. ხმა არ ამოიღო! ასპროცენტიანი ღვთისო იქნება და მაგის თავი ახლა ნაღდად არა მაქვს!
ფეხშველა კოტე კარის გასაღებად ოთახიდან გადის და რამდენიმე წამში უკანვე შემობრუნდება, სასწრაფოდ იწყებს ჩაცმას.
დათო. აფხაზეთის დასაბრუნებლად ლაშქარში გაგიწვიეს? მეც წამოვიდე?
კოტე. ვალიკოს ძმაკაცია, მოსასამძიმრებლად მოვიდა. საიდან მოასწრო გაეგო?!
ვერა. (მეზობელი ოთახიდან) კოტე, ნუ წუხდები, დაიძინე, დაღლილი ხარ, სტუმარს. მე მივხედავ.
დათო. სასწაული დედა გყავს! (ვერ გადაუწყვეტია, ფულიანი ჩანთა ოთახიდან შეუმჩვნევლად როგორ გაიტანოს, სად გა-დამალოს).
კოტე. ბავშვობაში სტალინს ხელში რომ არ აეყვანა, წარმოიდ-გინე, რა იქნებოდა!… ანგელოზივით იფრენდა! (გარეთ გაიხედავს) გმადლობ, დედა! ორი წუთით აქ ნუ შემოიყვან!
დათო. (სასწრაფოდ აწყობს იატაკზე მიმოყრილ დარჩენილ შეკვრებს ჩანთაში) კოტე, დახედე, აგერ გვაქვს მართალია ძველი და ხმარებიდან დიდი ხნის წინ ამოღებული, მაგრამ მაინც აურაცხელი ფული, ძირს, სარდაფში დარჩენილზე რომ არაფერი ვთქვათ,…
კოტე. დათო, არ გეძინება? სამი დღე სრულდება, რაც თავი ბალიშზე ადამიანურად არ დამიდია…
დათო. რატომ არ გინდა ერთი წუთით სერიოზულად დაუ-ფიქრდე, რომ ღვთისომ ხაში სწორედ ამ ფულით შეგვაჭამა! მეხაშე ბონდო კი იმის კაცი არაა, საკუთარი ფული აქეთ-იქით ფლანგოს…
ღვთისო.(ყვავილების თაიგულით ხელში ოთახში შემოდის) ნამდვილად გეთანხმებით. ბონდო ხურდას ტყუილად არ და-მიბრუნებდა. როდის მაშარაფებთ?
დათო. აკი პაპაშენის ნაცნობიაო?
კოტე. ღვთისო?…
ღვთისო.რა იყო, მიცვალებული ხომ არ შემოგივიდათ?… იმ
23
ыщыщ жЯувдшЫмшдш
უცნაურ კაცს ფეხდაფეხ შემოვყევი. ვინაა? მარშალ ჟუკოვს ნაკლები მედალი ექნებოდა…
კოტე. აგერ შენი ჭკუის მეგობარიც მოგივიდა! ხალხო, თქვენთან დიდი ბოდიში, მაგრამ ახლა კი ნამდვილად უნდა დავიძინო. ყველა საჭირბოროტო საკითხზე ერთმანეთში შე-გიძლიათ მოილაპარაკოთ.
ღვთისო.Oნე მინუტე, პლეასე. (ჯიბიდან შოკოლადის რამდენიმე ფილას ამოიღებს და მეგობრებს გაუმასპინძლდება) ჯიბუტი, მე შენთან საქმეზე მოვსულვარ…
დათო. შოკოლადი და ეს ყვავილები საიდან? წუხელი ღამე ჯიბეში ერთი თეთრი არ გებადა!
ღვთისო.ეს უკვე ჩემი სეკრეტია! ბიჭებო, ერთხელაც როდის გაგიყვანოთ საშარაფოდ? მერე კი ერთი კვირა გადაბმულად შევუბერავთ!
დათო. ხომ გეუბნებოდი! ამ ფულს გასავალი აქვს მეთქი!
კოტე. თქვენი არ ვიცი, მე კი წავედი, დავიძინე. დათო, შენ, უმჯობესია, კალენდარი გადაშალე, შეხედე, მარჯვენა ქვედა კუთხეში რომელი წელი სწერია. თუმცა ეგერ, კედელზეც ჰკიდია. სათვალე ხომ არ მოგიტანო?
დათო. რას უწუნებ, ჩვიდმეტი წლის წინანდელი კალენდარია! თანაც დღეები ზუსტად ემთხვევა წლევანდელს!
ღვთისო.კოტე, მოდი გადავწყვიტოთ. რესტორანში შემდეგ-ჯერ როდის დაგპატიჟოთ?
კოტე. სამი შარაფი ხომ მოგვიგე? მართლა მაგარი ხარ! ჩავთვალოთ – ეს ნიძლავი შენი მოგებულია.
ღვთისო.ეგ როგორ, ჯიბუტი? ასე უცებ გინდათ მოვათავოთ გარიგება?…
ოთახში ვერა შემოდის.
ვერა. თქვენი დაშლა არ იქნება?… რა ხდება, ეს საზარელი მანეთიანები ჯერაც აქ არის?
კოტე. ვერა გრიგორიევნა, ახლა ერთ სიტყვა საყვედურსაც მეტყვი და ნამდვილად გავგიჟდები!
ვერა. ერთსაც გეტყვი და ორსაც!… მაგრამ მანამდე, დედაშ-ვილობას, ჩაიცვი და ბუხუტის მოხედე! ამ სკლეროზიან კაცთან ლაპარაკის თავი ნამდვილად არა მაქვს.
კოტე. მე მაქვს? სამ ღამენათევ და ხაშნაჭამ კაცს ათას ოთ-ხასჯერ გაგონილი ამბების მოსმენა შემიძლია?
24
лйктймйдшйвй
ვერა. კოტე, აბა ჩქარა, მიალაგეთ აქაურობა!… კაცი მოსასამ-ძიმრებლადაა მოსული… თან ახლავე გადაწყვიტე, როდის უნდა გავასვენოთ? შაბათს თუ კვირას?
კოტე. ქალბატონო ვერა, ამ სტალინისდროინდელ მილიარდებს თუ არ ჩავთვლით, ჩემი ჯიბეები შიგნიდან ჯერ-ჯერობით ასე გამოიყურებიან (ჯიბეებს ამოიტრიალებს) ვიშოვნი ფულს, დავნიშნავ პანაშვიდს…
დათო. კოტე, გეუბნები, ეს ჩვენი შანსია! საერთოდაც, მე რომ მკითხო, ამდენი ფულის პატრონმა ხალხმა შეგვიძლია… ამ ფულის შესაბამისი წყობაც აღვადგინოთ!
ვერა. კოტე, ბუხუტი ჩემს სანახავად არ მოსულა!…
კოტე. …კარგი, კარგი, ახლავე ჩავიცვამ… ჯერ ჩვენთან შეიყ-ვანე.
ვერა. დიდ ხანს არ მალოდინო.
დათო. ვინ არის? რა კაცია?
კოტე. ნანახი გეყოლება. ერთი გამოჩურჩუტებული სკლერო-ტიკია. ოცდაჩვიდმეტში ვალიკოსავე დაპატიმრებული. და ამის მიუხედავად სტალინზე და კომუნიზმზე ტვინი ეკეტე-ბა… თავისნაირ სავე ნაგიჟარებში მოაგროვა ძველი მედლე-ბი და ჩამოიკიდა მკერდზე, თუმცა მთელი ომიანობა სტა-ლინის ბანაკებში გაატარა… მოვიდოდა ხოლმა ვალიკოსთან და იყვნენ ძველი დროის გახსენებაში: ბუხუტი პროლეტა-რიატის დიქტატურის სიკეთეს აწვებოდა, ვალიკო – ბოლოს ხომ ვერ ლაპარაკობდა, კვერს, მაპატიოს უფალმა, ღმუილით უკრავდა.
ღვთისო.ხალხო, სანამ დროა, მოდით მეც მოვშპები. ოღონდ, ცოტა თქვენი მანეთიანები კიდევ დამიადეთ. სამიოდე შეკ-ვრას წავიღებ… მაინც არაფრის მაქნისია…
დათო. კოტე, ერთი წუთითაც დაფიქრდი – ღვთისომ რაღაც ბუდეს მიაგნო და ჩვენ არ გვეუბნება! ამ საქმის ხელიდან გაშვება არ იქნება მეთქი! ღვთისო, ამ ფულს ვისთან ასა-ღებ?
კოტე. შემიცოდეთ! ხალხი არ ხართ? Gამიშვით, გავეცალო, როგორც იქნა, ამ დაწყევლილ ოთახს!
დათო. ღვთისო, შენ გეკითხები. მეგობრებისაგან ასეთი რაი-მეების დაფარვა არ იქნება
ღვთისო.სადაც ვასაღებ – ვასაღებ! მიირთვით შოკოლადი! თქვენ ეგ ფული სად იშოვნეთ, ხომ არ მეუბნებით?!
25
ыщыщ жЯувдшЫмшдш
კოტე. მართლა გინდა ორი შეკვრა წაიღო?
ღვთისო.სამი გთხოვეთ.
კოტე. კარგი, მაგრამ ერთი სამსახურის საფასურად.
დათო. მომწონს, ჯიბუტი, ალღო მალე აგიღია!
კოტე. ბუხუტისთან მოგიწევს მისვლა. ჩემს ნაცვლად ეღადავე. არ გაგიჭირდება.
ღვთისო.ეგ როგორ?
კოტე. ეს კაცი იმისთანა გამოჩურჩუტებულია, საკუთარი სახელი ავიწყდება… ყველაფერზე თავი დაუქნიე, ვითომ კოტე მადლიანი ხარ. მე კი, თქვენის ნებართვით წავალ და-ვიძინებ…
ღვთისო.…ამისთანა სამუშაოს ოთხი, არა ხუთი შეკვრა დას-ჭირდება…
დათო. მე არ მეკითხებით? ეს ფული აქ საერთოდაც ჩემი წყალობით მოხვდა… მე მგონია, ორი შეკვრა სულ თავზე გადაგივა.
ღვთისო.დათო, ამ ფარატინა ქაღალდებს არ იმეტებ ჩემთ-ვის?
დათო. ფარატინა თუ არის, ერთი შეკვრაც საკმარისია. ქა-ღალდი თუ გჭირდება, აგერ, ძველი გაზეთები იხმარე. შეხედე, რამდენი აწყვია? სამკითხველო დარბაზი გეგონება.
ღვთისო.ძმაო, მართლაც მაგრად შეგიბერავს!
დათო. შენ რომ იმას არ გვეუბნები, ამ ფულს სად ასაღებ!?
კოტე. დათო, ერთი შეკვრა ხომ მერგება? აგერ ჩემი წილიდან ერთ შეკვრას მე ვაძლევ და წადი ახლა, ბუხუტის დაელაპა-რაკე!
დათო. დამაცადე, კოტე, მეც ხომ ამ კაცს საქმეზე ვესაუბრე-ბი! ამ ფულს ვისთან და რა პირობით ასაღებ?.
ღვთისო.ხუთ შეკვრასაც თუ მომცემთ…
კოტე. მოკლედ, ღვთისო, ჩემი გადასახადი აგერ დევს და ბუხუტის შენ მიხედე! (კარს გააღებს ოთახიდან გასასვლე-ლად და უკანვე შემობრუნდება) ეტყობა, თქვენ ხელში, და-ძინება არ მეღირსება… ღვთისო, ვერას თვალი ჩაუკარი, ანიშნე, არაფერი გაიკვირვოს. (ოთახიდან უნდა გავიდეს) ძილი ნებისა!
ღვთისო.კოტე, ამ თქვენ სტუმართან თამაში ხომ შეიძლება? შენგან ასეთი რაიმე ხომ არ გაუკვირდება? კოტე, შენ გე-კითხები!
26
лйктймйдшйвй
კოტე. რაც გინდა ჰქენი, ოღონდაც მე თავი დამანებეთ!
დათო. მე გისმენ, ღვთისო! ეს ფული შენ ჯერაც არ დაგიმ-სახურებია!
ღვთისო.(დაილაგებს ცხვირწინ ხუთ შეკვრას და თავისი სამი ჭიქით მანიპულირებას ვარჯიშობს) პირობა პირობაა – ამ ხუთი შეკვრის საფასურად ჩემს საიდუმლოს გაგიმხელთ. ყველაფერი მარტივია. საქონელს მე ვალად ვიღებ. ეს კი ჩემი ვექსილებია. ბონდოსთანაც ვალად გაშარაფეთ…
დათო. მერე?
ღვთისო.სოსიკოს შარვალი შეუკერე! ამისთანა ვექსილი სა-ქართველოში მე დღემდე არ მინახავს. იმედი მაქვს, ამისთა-ნა რაიმეს თქვენ თქვენი პატიოსნებით არ იზამთ, და თქვენს ვალებს მე არ გადმომკიდებთ… თუმცა, ბოლოს და ბოლოს, საქმე ნამეტანი თუ გატრაკდა, მოხდება ამ ქაღალ-დის დევალვაცია. ამისთანები გადაგვიტანია ქართველებს? მოკლედ, წავედი! (მოხიკავს თავის ფულს, პარკში ჩააწყობს და ოთახიდან გავა).
დათო. კოტე, ერთი წუთითაც დაიცადე, მომისმინე!
კოტე. …შემეშვი, თავი დამანებე!
დათო. კოტე, მომხედე, თორემ გადაგიწვი ახლა სამადლია-ნო!… ხომ ხედავ, ამ ფულს ხალხი იღებს, ხალხი მაგას ენ-დობა!
კოტე. იქეთ წაუღიათ!
დათო. საქმეს გეუბნები! კოტე, ხალხის ნდობა უნდა გავამარ-თლოთ!
კოტე. რა გინდა, რატომ არ ისვენებ?
დათო. კოტე, გველო ტყუილად არ მოუკლავთ! მაგის სიკვდი-ლი ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ!
კოტე. ძმაო, შენ მიუნჰაუზენი უნდა გერქვას!
დათო. ცოტა ხანში საპარლამენტო არჩევნებს დაგვინიშნავენ, ასე რომ ქალაქის ხელში ასაღებად დრო ჯერ-ჯერობით გვაქვს! ეს ფული უნდა ავამოქმედოთ… კუპონებად გამო-ვიყენებთ! მთავრობა ხელფასებს იმიტომ არ არიგებს, რომ ნაღდი ფული არა აქვთ, ჩვენ კი ამ ფულს ავამოძრავებთ! გუგულისთან ქარხანაში მივალთ, წილში ჩავსვამთ, ხელფა-სებს ამით დავარიგებინებთ! არ არსებობს მაგის გაყალბება! ხალხს უკეთესი წარსულის მოგონებებს გავუღვიძებთ და, პარლამენტში “მერსედესით” შევგრიალდებით! პრეზიდენტს
27
ыщыщ жЯувдшЫмшдш
ჩავეზდრასტებით! თავისი ლარებით ამ მთავრობამ ქვეყანა ვერ ააშენა, ახლა ჩვენ შეგვხედონ, ამ ფულით რასაც ვი-ზამთ!
კოტე. ძმაო, ამაღამ სარდაფში კედლისათვის თავი ტყუილად არ გირეხვია!
დათო. ხალხი იმისთანა დღეშია ჩავარდნილი, ყველაფერზე გა-მოგყვება, ოღონდაც რაიმე იმედი ჩაუსახე. ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს: “…Не уклонялись мы ни влево и ни вправо‚ глазами Ленина смотрели мы вперед…”
კოტე. “ინტერნაციონალის” სიმღერას მოჰყვება) “აღსდექი, კრულვით დაღდასმულო,/ ქვეყანავ მუშა-მონების…” რატომ არ მიშვებ, რატომ არ გინდა, რომ დავიძინო? ასე შიშველი, ტრუსიკის ამარა, პარლამენტში გინდა შემიყვანო?
დათო. რატომ შიშველი? ნახე რა გვიჭირავს ხელთ?! (მეგო-ბარს ცხვირში სტალინისდროინდელ ფულს მიაჩეჩებს). ეს არის ჩვენი სიმდიდრე! ეს არის ჩვენი ш-ву-щ-дщ-пш-й! პარლამენტში თუ მოვხვდით, მერე შენს გათხრებსაც ჩაატა-რებ და ახალ ქალაქსაც ააშენებ. იქნებ რუსეთი აქეთ შემო-ვიერთოთ?! რა იცი, საერთოდაც, გვერდში ვინ ამოგიდგება?
კოტე. ბუხუტის მეტი ჯერ-ჯერობით არავინ მეგულება.
დათო. ბუხუტის კორნელი მოჰყვება, კორნელი სამსონს ეტყ-ვის, სამსონი პალიკოს გამოიყოლებს, პალიკო – ვალიკოს და გემრიელი მიტინგიც აგორებულია! მერე პარტიას ჩამო-ვაყალიბებთ… ამაზე ზრუნვა ახლავე უნდა დავიწყოთ… პრეს-კონფერენციებს მოვიწვევთ…
კოტე. …პარტიულ კონფერენციებს კი – ლონდონსა და ბერ-ლინში ჩავატარებთ.
დათო. ეჭვი გეპარება?
კოტე. მე ლენინი ვიქნები, შენ – სტალინი. ან პირიქით. მე ვიქნები სტალინი, შენ კი ბერია!… დიახაც რომ მეპარება. და ამიტომაც, როგორც იქნა, დაგემშვიდობები. ძილი ნებისა!
ოთახში აფორიაქებული ღვთისო შემოვარდება ქვედა ტანის ამარა.
ღვთისო. ბიჭებო, მიშველეთ! ხალხი არა ხართ? ორიოდე შეკვრაც დამიადეთ!
კოტე. გავგიჟდი! გავგიჟდი! გავგიჟდი!… უკვე მძინავს! ყველა-ნი მესიზმრებით!
დათო. რა იყო, ბუხუტის სტრიპტიზი მოუწყე?
28
лйктймйдшйвй
ღვთისო.სკლეროზიანი დაუძახეთ და ტურასავით თვალები აქვს, ვერაფერს გამოაპარებ!
დათო. არ მითხრა, ხუთი შეკვრა ფული წააგე?!
ღვთისო.ფულს ვინ ჩივის, ერთადერთი ჯინსი გამაძრო!
დათო. ყველაფერი წააგე? და იმ კაცმა ჩვენი ფული გამოგარ-თვა?
ღვთისო. გამომართვა რომელია, ჯიბუტი! ხელიდან გამომ-გლიჯა! ლამისაა ეს ფეხსაცმელიც გამხადა… ცოტა ფული მომეცით, შიშველს არ მომიწიოს შინ დაბრუნება!
დათო. კოტე, ამ ოთახში ქაღალდი სადა გაქვს?
კოტე. …გამანებეთ თავი!…
დათო. კოტე, საქმე სახუმაროდ არ არის! ქაღალდი სად გაქვს?
კოტე. …ტუალეტში ეგ შენი მანეთიანები გამოიყენე…
დათო. (სათქმელს “ინტერნაციონალის” მელოდიაზე ამბობს) აღსდექი, კრულვით დაღდასმულო, ქვეყანავ თავისუფლე-ბის!… სუფთა ქაღალდი სად გაქვს შენა? ჩვენი ფული საღ-დება! სასწრაფოდ პარტიას ჩამოვაყალიბებთ!… წესდებაა დასაწერი…
ოთახში ვერა შემოდის.
ვერა. ეს ბერიკაობა რომელმა მოიფიქრა თქვენში? კოტე, არ გრცხვენია? ბუხუტისთან ამ საცოდავის მიშვება იქნებო-და?არ იცოდი, არასდროს გსმენია, ბუხუტიმ ათი წელი ბა-ნაკებში ცხოვრება რეციდივისტებში ამგვარი ჭიქებით თამა-შით გაართვა თავი? შენ კი, ღვთისო, ახლა მოგება დაუ-პირე? კოტე, დაუყოვნებლივ ჩააცვი ღვთისოს რომელიმე შე-ნი შარვალი, ასე შიშველს ნუ აყურყუტებ!
დათო. (მოხუც ქალს ეკვეთება და ცეკვაში დაატრიალებს, თან საბჭოთა კავშირის ჰიმნის მელოდიას მღერის) ვერა დეიდა, მგონია ავშენდით! თავი ქუდში გვაქვს! ერთი,… არა, ორი თვეც დაგვაცადეთ და ნახავთ, სადაც გაგეჩითებით!
ვერა. თავბრუ დამეხვა! რას მღერიხარ, ხომ იცი, როგორც მიყვარს რევოლუციური სიმღერები!
დათო. ვერა დეიდა, შეგაყვარებთ! ადამიანს მოსწონს სწორედ ის, რასაც სარგებლობა მოაქვს მისთვის. პოლონელებს ან-დაზა აქვთ – “თუ არ შეეჩვევი – მოკვდები; და თუ არ მოკვდები – შეეჩვევი”!
29
ыщыщ жЯувдшЫмшдш
კოტე. ეგრე, ვერა გრიგორიევნა, ეს კაცი მალე სტალინის სახელსაც დაგაფიცებინებს!
ვერა. დათო, ხელი გამიშვი, ეხლავე შეწყვიტე ეს სულელური სიმღერა! ერთბაშად ყველანი რამ გადაგრიათ?
ოთახში ბუხუტი შემოვა, მკერდი მედლებით აქვს დამშვენებული.
ბუხუტი. უყურე შენ! ცეკვები გაგიმართავთ?! (კუთხეში მიყუდებულ სტალინის სურათს აღმოაჩენს და თავისავე ად-გილზე კედელზე დააბრუნებს). ქალბატონო ვერა, თუ შეი-ძლება, დამეწვიეთ! ახალგაზრდებო, ააჟღერეთ ეს არაჩვეუ-ლებრივი ჰანგები: (ვერას ცეკვას დააწყებინებს)
Союз нерушимый республик свободных
Сплотила навеки великая Русь!
Да здравствует созданный волей народов
Единый‚ могучий Советский Союз…
V.
იგივე ოთახი; წინა სცენასთან შედარებით აქ კიდევ უფრო დიდი არეულობა სუფევს. გარედან აფორიაქებული ხმები მოისმის.
I მტვირთავი. გზა! გზა!…კნეინა ჯან, გზიდან ჩამომე-ცალე,…
ვერა. რა გითხარით – ამ სახლში აღარ დაგინახოთ! გააბრუ-ნეთ, საიდანაც მოგიტანიათ!
I მტვირთავი. შუა გზაში პარახოდივით ნუ გამაჩერებთ, ქალბატონო, დერეფანი პროსპექტი არ არის, აქ ორმხრივი მოძრაობა არ იცის! ოთახში შეგვატანინეთ… კარი გააღეთ, რქებით ხომ არ ვამტვრიოთ?!.
ვერა კარს გააღებს და უკან სვლით ოთახში შემოვა; მას ფეხდაფეხ ორი მუშა შემოჰყვება მხრებზე აკიდებული უზარმაზარი კარადით.
ვერა. ხომ დადგით ეს კარადა? ახლა შეტრიალდით, ასწიეთ და უკანვე წაიღეთ. (მუშები თოკებს დაახვევენ, შეტრიალ-დებიან და ხელცარიელები კარისაკენ გაემარტებიან, ვერა მათ გაასწრებს და წინ აღუდგება). საით გაგიწევიათ?… ხომ გითხარით – ჩემს სახლში ეს თქვენი ავეჯი არ მესაჭიროე-ბა. პურის საყიდლად სახლიდან ვერ გავსულვარ მშვიდად
30
лйктймйдшйвй
ქალი…
IIმტვირთავი. უფროსო, ფული თქვენ გადამიხადეთ? ეს ავეჯი თქვენ შეიძინეთ?
ვერა. არა, ჩემი უთავბოლო შვილის ნახელავია.
I მტვირთავი. ჰოდა, ჩვენ რა შუაში ვართ? ერთმანეთში გაარკვიეთ! კაცს ამოდენა უკვე აზარალეთ. აიტანე – გა-მაიტანე, აიტანე – გამაიტანე, თქვენს ხელში საფასური ორჯერ გადაიხადა…
ვერა. მე კოტესაც ველაპარაკე და თქვენც გეუბნებით – ამ ავეჯის შემოტანას ჩემს სახლში მე არ დავუშვებ! (მუშებს ცხვირწინ კარებს გამოუკეტავს) და არც ამ კარადის და დი-ვანის გარეშე გაგიშვებთ ოთახიდან.
I მტვირთავი. ეგრე სად არის, ქალბატონო! ზონას მი-წყობთ? ქვევით მანქანა გველოდება, მძღოლი ცდება…
ვერა. თუ საჭირო იქნა, ზონასაც მოვაწყობ და კოლონიასაც. დაუყოვნებლივ მომაშორეთ აქედან ეს ნივთები…
I მტვირთავი. ეს რა კაცია!… ქალბატონო, შინ შვილები გველოდება, გვშია, წყურია! ეგრე სად არის?!
ვერა. თუ გშიათ, აგერ, პურს გაჭმევთ, მაგრამ ავეჯის გარეშე აქედან არ გაგიშვებთ (პარკიდან პურს ამოიღებს)
I მტვირთავი. პური სადილად უნდა ვჭამოთ, ახლა, თუ ვჭამე, “მარკიზა პამპადურს”-ს შენ ეჭიდავები?… ქალბატო-ნო, არ გესმით? ამ ორჯერ გატანა-გამოტანაში თქვენმა შვილმა საფასური ორჯერ ხომ გადაიხადა. გინდათ მესამე-დაც იხადოს? პაჟალისტა! დაგვიქირავეთ და მთელი დღე ლიფტივით ვივლით: ზემოთ – ქვემოთ, ზემოთ – ქვემოთ. მაგრამ გატანაში ვინ უნდა გადაიხადოს?
ვერა. ფულზე თუ მიდგა საქმე, მე გადაგიხდით. რამდენი გჭირდებათ? (საფულეში იქექება და ფულს ამოუღებს. შე-მოთავაზებული თანხის ოდენობა მუშას გააცინებს)
I მტვირთავი. ამ ფულად, ქალბატონო, მე კაცს გამარჯო-ბას არ ვეუბნები, თქვენ კი ამ სიმძიმე კარადა გინდათ ჩა-მატანინოთ?
ვერა. მაშ რამდენი გჭირდებათ?
I მტვირთავი. ეგ თანხა ექვსზე, არა, უმჯობესია რვაზე გაამრავლეთ…
ვერა. …ეს ხომ ჩემი ოთხი თვის ჯამაგირია!
I მტვირთავი. ჰოდა დაზოგეთ თქვენი შემოსავალიც და
31
ыщыщ жЯувдшЫмшдш
ნურც ჩვენ მოგვაცდენთ. დღევანდელ დღეს დრო ფულია, ფული!
ვერა. ახალგაზრდებო, ამ ავეჯის გატანა ნებით თუ არ გინ-დათ, უმჯობესია ახლა სკამებზე ჩამოსხდეთ და კოტეს მოს-ვლას ერთად დაველოდოთ.
II მტვირთავი. ეს რა ქალია, კაცო! ქალბატონო, მაინცდა-მაინც უნდა გეჭიდავოთ?
ვერა. აბა სცადე!
მტვირთავი მეგობარს გადაელაპარაკება და ორივენი სკამებს მოძებ-ნიან, ჩამოსხდებიან.
I მტვირთავი. ნება თქვენია, ქალბატონო. რახან არ გვიშ-ვებთ, მოგიწევთ პური მაინც გვაჭამოთ.
ვერა. …”ცხენი ენაზე დამაბიო” ამასაც ჰქვია! ახლავე მოვი-ფიქრებ რაიმეს…
ქალი ოთახიდან გავა. მუშები რამდენიმე წამს მოიცდიან და წამოც-ვივდებიან, გასასვლელისაკენ გაემართებიან, მაგრამ წინ მათ ვერა აღუდგება.
ვერა. საით გაგიწევიათ? პურის ჭამა აღარ გინდათ?
I მტვირთავი. ვიფიქრეთ… ჰაერი ჩავყლაპოთ…
ვერა. ტყუილად ხტომას ტყუილად შრომა სჯობიაო. ამ ფუ-ლის ფასად შეძენილ ავეჯს მე ჩემს სახლში მაინც ვერ ავიტან და იქნებ უმჯობესიცაა, იგივე ფული ამ ავეჯის გა-ტანას მოხმარდეს. ამ სტალინისდროინდელ მანეთიანებს ხომ გამომართმევთ?
I მტვირთავი. ფული სჭრიდეს და ზედ რა ახატია, რა მნიშვნელობა აქვს? გადაიხადე და ჩვენი თავი თქვენ გენაც-ვალოს…
ვერა. აგერ თქვენ ხუთი თუმანი.
I მტვირთავი. არა, სტალინის მანეთიანების კურსი დღეს დილით ბაზარზე ერთი და რვაა.. ოთხმოცდაათი მანეთი უნდა.
ვერა. ხუთი თუმანი და არც ერთი კაპიკით მეტი. თუ არ მოგწონთ, დაბრძანდით და ცარიელ პურს გაჭმევთ.
I მტვირთავი. …ჰო, კარგი, მოიტა.!
II მტვირთავი. აი, ნამდვილი ექსპლუატაცია! რევოლუციები უწინ ამის გამო ეწყობოდა!
32
лйктймйдшйвй
I მტვირთავი ფულს გადაითვლის, შეინახავს; მუშები მივლენ კარა-დასთან, თოკებს შეუყრიან, ტვირთს წამოსწევენ და გასასვლეისაკენ გაემართებიან.
I მტვირთავი. ქალბატონო-ჯან, იცოდე, ამ კარადის შემდეგ ამოტანაში შენს შვილს ორმაგს გამოვართმევ!
კარის ზღურბლზე ღვთისო გამოჩნდება.
ღვთისო. ძინ-ძინ-ძინ! შეიძლება? რა ხდება, ვერა დეიდა, თქვენს თავს?…
ვერა. ნუ მკითხავ, უმჯობესი იქნება…
ღვთისო. ახალ ავეჯს წააგავს… სად მიაქვთ?… დილაობით ასეირნებთ ხოლმე?
ვერა. ის დღე არ გამთენებოდა, ღვთისო, შენ რომ სტალი-ნისდროინდელი მანეთიანებით ხაში აჭამე ამ შენს ძმა-კაცს!…
ღვთისო. სამდურავი რა გეთქმით? კაცი წელში გაიმართა, ქალაქში ხმა გავარდა – ახალი სახლის აშენებასაც აპირებ-სო, ნაკვეთს ირჩევს…
ვერა. რა მეშველება, ღვთისო? რა ვქნა? რა ვიღონო?! კაცი რომ პარლამენტში არჩევნებზე იოცნებებს! იმ ხალხის გვერდით დაჯდომა უნდა, ქვეყანა რომ წელში საბოლოოდ გაწყვიტა!
ღვთისო. სამაგიეროდ ბარაქა გაგიჩნდათ! იმას ხომ ამბობს, საქმეს სხვა პოლიტიკოსებზე უკეთ გაუძღვება, ნეხვში ამო-სული ყვავილებივით აგვაყვავებს! აგერ, რემონტიც წამოგი-წყიათ!
ვერა. დაუფიქრდი რა ხდება – ჩემი შვილი ბოლშევიკური კომპარტიის აღდგენას ლამობს! მამამისი და პაპამისი სა-ფლავებში ციბრუტივით უნდა ბრუნავდნენ!
ღვთისო.რა გინდათ, ეტყობა, თქვენიანებს იმქვეყნად საფლა-ვებში ბრუნავენ, მადლიანთჰესი გაუხსნიათ, ბარაქა კი აქეთ მოდის.
ვერა. საქმე სასაცილოდ არ მაქვს, ღვთისო! გესმის რა ხდე-ბა? ამ დასაწყევლი ფულის გამო შენი მეგობარი, ბოლშევი-კურ პარტიას აყალიბებს! სამი ჭიქით შენი თამაშიც კი ამასთან ახლოს არ მოდის!
ღვთისო. ჭიქები რაღა დროისაა? ბუხუტის რომ შემახვე-
33
ыщыщ жЯувдшЫмшдш
დრეთ, მას შემდეგ ცარიელი ჭიქა ხელში აღარ მჭერია! სა-მაგიეროდ აგერ, გუშინწინ სამსახურებში ხელფასების დარი-გება წამოიწყეს; (ჯიბიდან სტალინისდროინდელ ფულს ამოიღებს). სულ კოტეს წყალობითაა, ხელფასებს რომ არი-გებენ…
ვერა. არიქა, მაღარიჩად საარჩევნო უბანში ერთად გავიქცეთ, ჩვენი ხმები არ დააკლდეს!
ღვთისო.ვერა დეიდა, ასე ტყუილად მიყურებთ, მე ბიზნესში ვარ… ხმას კი თქვენი ხათრით მეწარმეებს მივცემ… მაგარი ამერიკული ფირმაა! ამიერიდან სულ ბიზნესის საქმეზე დავდივარ ხოლმე… კოტე შინ არის?
ვერა. შენი ბიზნესი არ გაიშვა, შვილო! რა ვქნა, რომელ ყულფში გავყო თავი? რჩევა ვის ვკითხო? ამას წინათ იმ ზომამდე მივედი,… ჩვენში დარჩეს ოღონდ, იცოდე …
ღვთისო.გეკადრებათ,…
ვერა. წარმოიდგინე, ამ რამდენიმე დღის წინ სუკში ჩემი ფეხით მივედი, ვიფიქრე – ჩაერევოდნენ, დაარბევდნენ ამ კრაზანას ბუდეს! თუ იცი, რა მიპასუხეს?
ღვთისო. დეპუტატობა ხომ არ შემოგთავაზეს? მხარდაჭერას შეგპირდებოდნენ.
ვერა. უარესი. ჩვენი საიდუმლო აგენტი გახდიო! წარმოგიდგე-ნია! ჩემი მრწამსის ადამიანს ამისთანა რომ შემოუბედეს?!
ღვთისო. აბა რას ელოდით? სადაც საკუთარი ფეხით მიხვე-დით, იქაურივე პასუხი მოგახალეს. ჩემთან რომ მოსულიყა-ვით, მე ხომ კაკუნობანას არ შეგთავაზებდით?
ვერა. ყველა გზა ამოვწურე, სხვა რა მექნა? მირჩიე, რა მოვი-მოქმედო? რომ შეგახედა, რა ხალხი დაიარება ჩვენს სახლ-ში!… ამ ნეო-ბოლშევიკებს შტაბ-ბინა აქ დააბუდებინა!
ღვთისო.ბევრი ხალხია? ძირითადად ხომ კაცებია?
ვერა. კაცებიც, ქალებიც… კარისკაცად გამხადა, კარის გაღე-ბა-დაკეტვა მე მომანდო! საკვირველია, ამდენი ხანია ჯერაც არავინ რომ არ მოსულა!
ღვთისო. ჯერ ერთი, ვერა დეიდა, ამიერიდან კარისკაცობა თქვენ აღარ მოგეთხოვებათ; და მეორე, მოდით, ერთ რაღა-ცას გეტყვით, ოღონდაც თქვენ თავიდანვე უარს ნუ მტკი-ცავთ!…
ვერა. გისმენ …
ღვთისო.მოდით ჩვენს ბიზნესში მე თქვენც ჩაგრთავთ!
34
лйктймйдшйвй
ვერა. ბიზნესიღა მაკლია საფლავის კარს მისულ ქალს! ან-ტისტალინური საზოგადოებაც ხომ ამ ჩვენს ბინაში ჩავი-სახლე, ვიფიქრე კოტეს სტალინური, კომუნალური ბინის ეშ-ხი ვაგემინო,…
ღვთისო.ვერა დეიდა, ხომ გთხოვეთ!… თავიდანვე ნუ შემო-მედავებით თქო!… რა არის მთავარი მამაკაცში?… სიმტ-კიცე!… მისი თმის სიმტკიცე!… დარწმუნებული ვარ, მოსუ-ლებში მელოტებიც უნდა ერიოს! გინდათ სტალინისტებში, გინდათ ანტისტალინისტებში!
ვერა. რა ჯურისას არ ნახავ!…
ღვთისო.აგაშენათ ღმერთმა! ვერა დეიდა, სამსახურში უსა-თუოდ აგიყვანთ! კიდევ ორი თქვენნაირი აგენტიც თუ ვი-შოვნე, ჩათვალეთ, თავი ქუდში მქონია!
ვერა. რა აგენტობანას მეთამაშები?
ღვთისო.ეს ადგილი ზუსტად თქვენთვისაა გამოწერილი! და-ვუშვათ მოვიდა კოტესთან კაცი თავისი ბოლშევიკური საქ-მის გასარჩევად. თქვენ კი ატყობთ – თმის ამბავში მოიკო-ჭლებს… სანამ მოგესალმებათ, სანამ პალტოს გაიხდის, თქვენც ეს ჩვენი ბოთლი აჯახეთ. თანაც რომ ეცოდინება, ვინცა ხართ, ხათრს ვერ გაგიტეხავთ, უსათუოდ იყიდის! ხომ მაგარია, ჯიბუტი?
ვერა. ლოსიონის გამყიდველად გინდა ვიქცე? კოტე ყველას იმას ჩასძახის, დედაჩემი ბავშვობაში სტალინს ხელში აუყვა-ნიაო, მე კი “თმის ამომყვან საშუალებას ხომ არ ინებებთ” დავაჯახო?
ღვთისო.დაგლიჯეთ! ეგ სტალინის ამბავი როგორ დამავიწყ-და! ჩვენს ბელადს ხომ ჯაგარივით თმა ჰქონდა! მოდით, ვითომ მელოტი ვარ, თან თქვენთან მოვედი … კოტესთან… კლიენტებს ისიც შეგიძლიათ უთხრათ – ამ საშუალების შე-სახებ ბავშვობაში, მავზოლეუმზე, სტალინმა შემატყობინაო!…
ვერა. ყურში ჩამჩურჩულა!
ღვთისო.საერთოდაც გენერალისიმუსის მუნდირში რომ გა-მოეწყოთ და კარები ისე გაუღოთ? …”გამარჯობათ, უკა-ცრავად, ეს… მადლიანების თუ… ბოლშევიკური პარტიის შტაბ-ბინაა? თუ საერთოდაც კრემლია?!”
ვერა. ეს რეპრესირებულ პირთა ანტისტალინური საზოგადოე-ბა “სამართლიანობა”-ა … კარგად გნახეთ…
ღვთისო.”სწორე მისამართზე მოვსულვარ! თქვენ ალბათ ბა-
35
ыщыщ жЯувдшЫмшдш
ტონი კოტე მადლიანის დედა ბრძანდებით, ქალბატონი ვე-რა?! სასიამოვნოა! ბევრი მსმენია თქვენს შესახებ!…” თქვენ კი ამ ჩვენს საშუალებას დააძრობთ და მელოტ თავზე მოასხურებთ! სამ დღეში კი სიფთაზე ჯეჯილივით თმა ამოუვა!
ვერა. გაგიმარჯოს. მე ვერაფერსაც ვერ გავყიდი. აჯობებს ის მითხარი, ეს მთელი ხალხი სახლიდან როგორ დავიფრინო…
ღვთისო.”Eნცჰანტé! გამიგია, ლენინის მავზოლეუმის ტრიბუ-ნაზე სტალინს ოცდაჩვიდმეტში…”
ვერა. ოცდათვრამეტში…
ღვთისო. “…ოცდათვრამეტში სტალინს ხელში აუყვა-ნიხართ…”
ვერა. დიახ, ვემძიმე და ამის გამო ქართულად დედა აუგად მომიხსენია – “რა მძიმეა, ეს დედა-ავად-მოსახსენებელიო” – არ იცოდა, ქართველი რომ ვარ. მოსკოვში მცხოვრებს, შვიდი წლის გოგოს გინებისა რა გამეგებოდა, მაგრამ ქარ-თულად რომ შევეპასუხე, შეკრთა, გეგონება ცუდ ამბავზე შევუსწარი, ზიზღიანი გამომეტყველებით ჩამომსვა, მცველს თავისი მოკლე, სქელი თითებით ანიშნა – მომაშორეთო…. იმ დასაწყევლი შვიდი ნოემბრის შემდეგ მშობლები აღარ მინახავს,… მეც ურალზე ბავშვთა სახლში მიკრეს თავი… და აი, ამგვარი სამოთხის აღდგენას ლამობს ახლა ჩემი შვილი!
ღვთისო.გეკადრებათ, ვერა დეიდა?… საქმე სხვაგვარად რომ წარმართულიყო, თქვენ აქ არ ჩამოხვიდოდით და ვერც კოტეს დედა გახდებოდით… მოსკოვში ან თბილისში გათ-ხოვდებოდით… ამისთანა შანსის ხელიდან გაშვება გაგონი-ლა? ბრწყინვალე იდეაა! თქვენ თუ არ გნებავთ, სტალინად მე გამოვეწყობი!… გენერლის შინელს ლევანს გამოვართ-მევ… ან სულაც აგერ, ვალიკოს ძველმანებში, მახსოვს, რა-ღაცა მსგავსი პალტო ვნახე… (იქექება კარადაში) თუმცა, გარეგნობით სტალინად ყოფნა თქვენ უფრო მოგიხდებო-დათ… ასაკითაც, სიმაღლითაც. კაცმა ულვაში რომ მიგიწე-ბოთ, ზედგამოჭრილი კობა იქნებოდით!…
ვერა. მთავარია რომ სტალინის შესაფერისი სქესი მაქვს. და იმის სურვილი, ამ ტარტაროზის ტყავში შევიგრძნო თავი.
ღვთისო. სამაგიეროდ ერთბაშად ორ,… არა, სამ კურდღელს დავიჭერდით! გნებავთ ეს ხალხი სახლიდან დაიფრინოთ? სტალინად რომ გამოეცხადებით – ხომ იფიქრებენ, დიდი
36
лйктймйдшйвй
ბოდიში თქვენთან – კოტეს დედა მთლად დალაგებული აღარ არისო, კოტესთანაც საქმეს აღარ დაიჭერენ… თან სტალინის პირით და სახელით რომ ეტყვით რაიმეს, ხალხი იქნებ ცოტა აზრზე მოვიდეს… და ყველა ამ სიკეთესთან ერთად, ლოსიონს ხომ გავყიდით და გავყიდით! საერთოდაც ახალი ფირმა გავხსნათ – “სტალინის ულვაში”!
ვერა. რა გვეშველება, ღვთისო, შენისთანა მოსწრებული ხალხი ასე, უაზროდ რომ ფლანგავს საკუთარ სიცოცხლეს!
კარზე ზარის წკრიალი მოისმის.
ღვთისო.აი, ისიც მოვიდა! ვიცანი, ვიცანი, კომანდორის ნა-ბიჯებია! ვერა დეიდა, გამომართვით ეს ბოთლი! ვითომ ათ-ვალიერებდით… თან ვცადოთ.
ვერა. არაფერსაც არ გავაღებ! ჩემთან სტუმრად მე არავის ველოდები… კარისკაცი მნახა!…
ღვთისო.…Mაპატიეთ, მაგრამ კარის გაღებას თქვენ თუ არ აპირებთ, მე მაინც მომიწევს…
ვერა. რას ნიშნავს “მომიწევს”? დიახაც, ჩემს სახლში ქართ-ველი ნეო-ბოლშევიკების ნახვა მე არ მნებავს. და არც შე-მოვუშვებ. არ კმარა, საკუთარი ბინა პანსიონად რომ აქციე, უპატრონო ბოშებით დაწყებული და რომის პაპით დამთა-ვრებული, კაცი ყველას რომ შენთან ნახავს? ჩემი ბინაც ქარვასლად გინდა აქციო?
კარზე ზარი მეორედ დაიწკრიალებს.
ღვთისო. ჯერ ერთი, ამჟამად ჩემთან არავინ ცხოვრობს; და მეორეც ერთი, კოტემ სამსახურში ამიყვანა. დღეიდან ამ ოფისში კარის გაღება მე მევალება. აგერ, გასაღებებიც მომცა. უბრალოდ, შემაგვიანდა ცოტა, ლოსიონების წამოსა-ღებად ოფისში მომიწია გავლა.
ვერა. და შენ დათანხმდი? გნებავს მადლიანების ბინა ამიერი-დან სმოლნიდ, ბოლშევიკურ რევკომად ვაქციოთ! ღვთისო, სირცხვილის გრძნობა სულ აღარ გაქვს?
ღვთისო. რა ვქნა, ვერა დეიდა?! პურის ჭამა ხომ მინდა…
ვერა. კი მაგრამ, არ უნდა დაუფიქრდე, რის ფასად?
კარზე ზარი მესამედ დაიწკრიალებს.
37
ыщыщ жЯувдшЫмшдш
ღვთისო. ვერა დეიდა, ხომ ხედავთ, თქვენი ხათრით ჩემი თანამდებობაც კი შეგთავაზეთ, მზად ვიყავი, ლოსიონი ჩემს ნაცვლად თქვენს ბინაში თქვენ გაგესაღებინათ! კოტემ ახლობელი კაცი იმიტომ ამიყვანა, რომ მასთან მოსულ ხალხს თქვენ, დიდი ბოდიში, ხშირად ბინაში არც კი უშ-ვებთ…
ვერა. დიდი მადლობელი! დიდი მადლობელი ვარ, შენ და შენ-მა შესანიშნავმა ძმაკაცმა ამ ბინიდან ჯერაც რომ არ გამა-სახლეთ! ჯერაც ცოცხალ ადამიანად რომ აღმიქვამთ!… (წა-ბორძიკდება და სკამზე ჩამოჯდება)
ღვთისო. რა მოგივიდათ, ვერა დეიდა?
ვერა. …წყალი მომიტანე, თუ შეიძლება… ჩემს ოთახში, სას-თუმალთან “კორვალოლი” უნდა იდოს.
ღვთისო წამლის მოსატანად გავარდება, ოთახში კი ფეკაკრეფით კუ-კალა შემოვა, ქურდულ გამღებს ჯიბეში ჩაიდებს და მიმოიხედავს.
კუკალა.მალადეც! ფორმა ჯერაც არ დამიკარგავს! (მიმობ-ნეულ ნივთებს ფაქიზად ათვალიერებს, თანაც უსტვენს მე-ლოდიას: “ახლა ჩვენი დროა, დიდხანს ველოდით…”)
ვერა. თქვენ ალბათ ბატონი ლადო ბრძანდებით? ჩემი უხეირო შვილის ბანდიდან?
კუკალა. (მოულოდნელობისაგან შეკრთება) არა, კუკალას მე-ძახიან.
ვერა. სულ არ მაინტერესებს თქვენი სახელი! ჯერ ერთი, ბა-ტონო ჩემო, ბინაში, და მით უმეტეს სხვის ბინაში, წესიერი ადამიანები არ უსტვენენ; თუმცა, ბოლშევიკებს წესიერება როდის აქეთ უნდა მოგთხოვოთ! და მეორეც ერთი, ღვთი-სომ ბინის კარი უკანონოდ გაგიღოთ, ნეო-ბოლშევიკები მოკვდნენ, აქ აღარ არიან, აქ ანტისტალინური საზოგადოება “სამართლიანობა”-ა, ასე რომ კარგად ბრძანდებოდეთ… მა-პატიეთ, სახლში სრული არეულობა რომ არის. ამ ავაზაკმა ბინა ნამდვილ რევკომად მიქცია!
კუკალა.რომელმა ერთმა – კოტემ თუ… ღვთისომ, წეღან რომ ახსენეთ? ბინაში არის კიდევ ვინმე?
ვერა. მათი ერთობლივი ნახელავია… მაგრამ მე ამას აღარ დავუშვებ! ბოლშევიკური სულისკვეთება ძირფესვიანად უნდა აღმოიფხვრას! რაც მაგათ ქვეყანა ციხედ აქციეს, რკინის გისოსები შემოგვარტყეს, ბორკილები დაგვადეს!
38
лйктймйдшйвй
კუკალა.ას ორმოც პროცენტში თქვენთან ვარ!
ციხეს რად უნდა რკინის კარები?!
მას უნდა ჰქონდეს შუშაბანდები!…
შუშას გავტეხავ, გავიპარები… ”
ვერა. …თქვენ ამ ბოლშევიკური ბანდიდან არ ხართ?
კუკალა.არა, მე … სხვა წრე მაქვს…
ვერა. მაშ რამ შეგაწუხათ? ვინ გნებავთ?
კუკალა.მოსვლით, ბატონ კოტესთან მოვსულვარ – მისი სა-მომავლო გეგმები მაინტერესებს… გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით.
ვერა. კორესპონდენტი ხართ? ამომწურავ ინფორმაციას კოტეს საქმიანობაზე მე მოგაწვდით. რომელმა გაზეთმა გამოგაგ-ზავნათ? თან საბუთებსაც ხომ არ შემახედებდით? თორემ ამ ბოლო ხანებში ბინების დაყაჩაღება მომრავლდა …
კუკალა.როგორ გეკადრებათ, ქალბატონო, თქვენი ბინისაკენ ალმაცერად ვინ უნდა გამოიხედოს…
ვერა. კარგია, ასე დარწმუნებული რომ ბრძანდებით…
კუკალა. მე… გარკვეულ… “კანონიერ” საქმიანობას ვეწევი… თანამდებობით მომეთხოვება… შემთხვევით რაიმე რომც მოხდეს, ოცდაოთხ საათში ყველაფერი უკანვე დაგიბრუნდე-ბათ…
ვერა. ორგანოების თანამშრომელი ხართ? და მას შემდეგ, რაც მე თქვენს უფროსებს დღე დავაყარე, კიდევ გაბედეს თქვენი აქ გამოგზავნა? დიდი ბოდიში, თქვენთან პიროვნულად მე არაფერი მესაქმება, ჩვენებური სტუმარ-მასპინძლობის წესიც ჩინებულად მომეხსენება, მაგრამ მოგიწევთ ჩემი ბინა დაუყოვნებლივ დატოვოთ.
ღვთისო.(ოთახში შემობრუნდა) გამარჯობათ. ვერა დეიდა, ფერზე მოსულხართ, აგერ სტუმარიც შემოგიშვიათ (ვერას წამალს შეასმევს და სტუმრის თავზე მიანიშნებს, ქალი არაფერს იმჩვნევს)
კუკალა. ეს რა მითხარით! ორგანოებში კუკალას რა უნდა? ჩემი კარგი, წნევამ ამიწია, თავი მეტკინა!
ღვთისო.ამ ცოტა ხნის წინ თავის ტკივილებმა მეც შემა-წუხეს…
კუკალა. ნაგავი ვარ?… შემხედეთ, ნაგავს ვგავარ?
ღვთისო. გეკადრებათ, ბატონო? ძონძებში შეძენილ ტანსაც-მელს თქვენი ჩაცმულობა სულ არ ჰგავს… ეს პიჯაკი ბა-
39
ыщыщ жЯувдшЫмшдш
ზრობაზე სულ ცოტა ორმოცი დოლარი ეღირება… ბოლოს ექიმს რომ მივაკითხე, იცით რა დიაგნოზი დამისვა?
კუკალა.კროსვორდების ამოცნობას ჩვენში ჩაქუჩას უყვარ-და… იმას ვანდობდით ხოლმე… კაი ბიჭია, ჭიათურელი ჭკუისკოლოფა… აუ, ეს როგორ იფიქრეთ!
ღვთისო.ექიმმა ის მითხრა, თავი იმიტომ გაწუხებსო, ჯიბუ-ტი, რომ თმის ფესვები არაჯანსაღი გაქვსო!… პირველად არ დავუჯერე, მაგრამ ბოლოს წამალი რომ დამინიშნა და რომ ვიხმარე, ტკივილებმაც უცებვე გამიარეს!… თმაც გამი-მაგრდა!
კუკალა. ადრე, რუსეთში, პერმში, ერთი გრძელო გვყავდა, დლინცოს ვეძახდით, – თმაზე ეკიდებოდა! თავის ტკივილე-ბი არც იმას აწუხებდა. ეგ საქმე მაგისაგან მეც ვისწავლე… სამ წუთს ვუძლებდი.
ღვთისო.ცოცხალ და ჯანმრთელ თმას ეს უპირატესობა აქვს. არა და ეს წამალი გაცვენილ თმასაც ამოიყვანს…
კუკალა.ძალიან კარგი…
ღვთისო.თქვენ რომ თმის ცვენა დაგეწყოთ, კანში ტკივილი ან ქავილი არ შეგიგრძვნიათ?
კუკალა.თმა გამცვივდა? როდის? (მიმოიხედას და სარკეს რომ მოძებნის, ეძგერება). დამანახე! სად?
ღვთისო.ზოგადად!…
კუკალა.აბა სად შემატყე?
ღვთისო.მეხუმრებით?
კუკალა.თმაზე ხუმრობა ვის გაუგია? სად გამცვივდა?
ღვთისო.დიდებული პარიკი გქონიათ!
კუკალა.პარიკიო? შენ ამ თმას პარიკს ეძახი?
ღვთისო.აბა ეს საკუთარი თმაა?
კუკალა.ბიჭოს, გამაგიჟებ ახლა შენ მე! საკუთარ თმაზე კა-ცი ამბობდეს – პარიკიაო! ღრმა ბოდიში ქალბატონთან, იქ-ნებ იმაზეც მითხრა – ნასესხები გაქვსო?! თმა იმისთანა მაქვს – ზედ დლინცოსავით დღესაც ჩამოვეკიდები!
ღვთისო.როგორ გეკადრებათ! თმა მართლაც დიდებულია! აკი გითხარით – პარიკიც კი მეგონა.
კუკალა.ტყუილად ხომ არ მეტყოდი – თმის ცვენა შეგა-ტყეო!
ღვთისო.როგორ გეკადრებათ!
კუკალა.არა, თუ გინდა, დლინცოსავით თმაზე ჩამოვეკიდო,
40
лйктймйдшйвй
ახლავე ვიზამ. (ეძებს თმაზე ჩამოსაკიდებელ ადგილს) ბამ-ბის თოკი ხომ არ არის აქ სადმე? რომ არ დაცურდეს. აგერ, ამ ლურსმანზე მივამაგრებდი…
ღვთისო.ეტყობა, ვერ გამიგეთ, ბატონო! აგერ, თმის ამოსაყ-ვანად ძალიან კარგი ამერიკული საშუალება მაქვს! დილას, საღამოს შეიზილავთ და თოთხმეტი წლის ბიჭივით ქოჩორი ამოგივათ!
კუკალა.შემახედე, აბა! (ღვთისო მიაწვდის და კუკალაც უხ-ვად გამოუშვებს ქაფს)
ღვთისო.ჰე! ჰე! ეს ხომ სარეკლამო ნიმუშია! ფული ღირს!
კუკალა. რეკლამა – რეკლამაა. არ უნდა მომესინჯა?
ღვთისო.მართალს ბრძანებთ…
კუკალა.მაშ, თვრამეტი წლისას ქოჩორი რომ მქონდა, იმის-თანა თმას დამიყენებს?
ღვთისო.დიახ.
კუკალა.ჩემი ძმა, ერთი თქვენი ფირმის მისამართიც მა-ჩუქე…
ღვთისო. მისამართი რად გინდათ, მე მოგართმევთ!
კუკალა.თუ კარგი საშუალებაა, ამ საქმის ხელიდან გაშვება არ იქნება. კრიშა ვინა გყავთ?
ღვთისო.…ზუსტად არ ვიცი… გამიგია, გველო იყოო, სანამ მოკლავდნენ…
კუკალა. გველოს ბიზნესი იყო?… მაგას ეგეთები არ შეე-შლებოდა! სხვა კიდევ რა გაქვთ?
ღვთისო.სხვადასხვა ნელსაცხებლებია, შამპუნები; ძირითადად ქალებისთვის. სხვათა შორის ერთი წამალი შემოგვაქვს… იმასაც ამაგრებს… კერკეტი კაკალივით გაგატეხინებთ…
კუკალა. კაკალსაო?… მაშ, ამბობ ეს საცხები დღეში ორჯერ უნდა ვიხმარო? (ცოტაოდენ ქაფს კიდევ გამოუშვებს).
ღვთისო.კი ბატონო. ცხრამეტი დოლარი ღირს. მაგრამ ეს წამალია, შამპუნი არ გეგონოთ, საბანაო საშუალება… ცოტ-ცოტა უნდა იხმაროთ… დილას და საღამოს უნდა შეიზი-ლოთ და თმა ფრთებს შეისხამს!
კუკალა. …ჯანდაბას! ვყიდულობ! ამის ფულს მომავალი ხელფასიდან მოგცემ.
ღვთისო.ეგ როგორ?… განვადებით რომ არ ვვაჭრობთ!
კუკალა. შენიანებს შეუთვალე, თქვენი ფირმის კრიშა ამას აქეთ კუკალა გახდება-თქო. ჰოდა კარგად მოიქეცი… ხომ
41
ыщыщ жЯувдшЫмшдш
გინდა, სამსახურიდან არ დაგითხოვონ?
ვერა. თქვენ კუკალა გქვიათ, ხომ არ ვცდები?
კუკალა.პასპორტით ჯვებე. პაპაჩემის საპატივისცემოდ შე-მარქვეს. ჯვებე ჯგერენაია არასდროს გაგიგიათ? კაცური კაცი! ცნობილი ქურდი!
ვერა. ჰოდა, ამხანაგო კუკალა, იქნებ ეს თქვენი რიჟა ბაზარი უცებვე მოგვეათავებინა?
კუკალა.ვაჰ, ქალბატონო, ჩვენებურადაც უბნობთ?
ვერა. მე ყველა იმ ენას ვფლობ, რომელიც მესაჭიროება. ასეა, ამხანაგო ღვთისავარ?
ღვთისო. დიახ…
ვერა. ჰოდა, სანამ ამხანაგის კერკეტი კაკლები ათქვეფილ კვერცხებად გვიქცევია, იქნებ ინებოს თმის ამომყვანი სა-შუალების სრული საფასური გადაიხადოს? რამდენი უწევს?
ღვთისო. (გაკვირვებულია ვერაში მომდარი ტრანსფორმა-ციით) ცხრამეტი დოლარი…
კუკალა.კუკალას ემუქრები, ჩემო დაიკო? (ჯიბიდან დანას ამოიღებს, მაგრამ ვერა მოულოდნელად ხელს მაგიდაზე მიარტყმევინებს, დანას გამოგლეჯს, მოხდენილი მოძრაობით გახსნის და მკერდზე მიაბჯენს, მამაკაცს სკამის საზურგეს ააკრობს).
ვერა. კუკალ, ამ ქვეყნად თუ გიყვარს ვინმე?… დედა თუ გყავს, ცოლი, საყვარელი?
კუკალა.მყავს.
ვერა. მაშ მიართვი სიყვარულის ნიშნად. (ქალი დანის წვერით, ხელის ერთი უწყვეტი მოძრაობით მამაკაცის მკერდზე პე-რანგისაგან დიდ გულს ამოაჭრის და ხელში დაუგდებს).
კუკალა.ბოზი ვიყო!
ვერა. გაბოზება თუ გადაგიწყვეტია, ჩვენს დროში არ გაგი-ჭირდება!… მაგრამ – არა ჩემს ბინაში! იცი, ჩემო კუკალ, შენი უბედურება რაშია?…
კუკალა.აუ, ჩემი!
ვერა. სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობის დარად, თქვე-ნისთანები ინტელიგენციას და ინტელიგენტებს უნიათობის განსახიერებად აღიქვამთ, და რადგანაც თვითონ არ ხართ ინტელიგენტები, არც იცით, რომ ინტელიგენტების ეს “უნიათობა” უბრალო ნიღაბია, საშუალებაა, შენისთანებთან ურთიერთობით ხელი რომ არ გაისვარონ… სინამდვილეში კი
42
лйктймйдшйвй
ჩვენ საკმაოდ კერკეტები ვართ. თანაც ყოველგვარი წამლის გამოუყენების გარეშე – საამისოდ “ვიაგრა” არ გვჭირდება. ძალიან რთულად ხომ არ ვსაუბრობ?… გესმის ჩემი?
კუკალა.ჰო.
ვერა. ჰო კი არა, დიახ. საბედნიეროდ, შენ და შენისთანავე მზაკვრებმა გადამაწყვეტინეთ უნიათობის ეს ნიღაბი მომეხს-ნა. ჩემი კოშკიდან გამომიყვანეთ. ზღაპრული უფლისწულის დარად. და ამით უდიდესი ცოდვისაგან – ამპარტავნებისა-გან გამანთავისუფლეთ. დიდი მადლობელი ვარ შენი. ახლა კი გადავუხადოთ ღვთისოს მისი კუთვნილი ცხრამეტი დო-ლარი… ფაქიზად, ზედმეტი მოძრაობების გარეშე… (კუკალა ფრთხილად, დანის წვერს რომ არ წამოეგოს, ხელს ჩაყოფს ჯიბეში, ფულს ამოიღებს და ღვთისოს გაუწვდის)
ღვთისო. მე რომ ამის ხურდა არა მაქვს…
კუკალა.შენი იყოს! მიჩუქნია!
ვერა. ამგვარი, უგულოდ გაკეთებული საჩუქრები, ამხანაგო კუკალ, ჩვენ არ გვინდა. არც თქვენ შეგშვენით. უმჯობესი იქნება, ფული ახლა თან წაიღოთ და წამალი მართლაც თუ დაგჭირდათ, აქ მოაკითხეთ. მე კი, თქვენი ნებართვით, ახლა კოტეს პერანგს მოგართმევთ, ქუჩაში ასე გულამოჭრილმა რომ არ იაროთ. (გადის ოთახიდან და ახალი პერანგით და-ბრუნდება, დაუპატიჟებელ სტუმარს მიაწვდის. ეს უკანასკ-ნელი პერანგს გამოიცვლის და გასასვლელისაკენ გაემართე-ბა. ვერა მისი პერანგისაგან ამოჭრილ გულსაც გაუწოდებს). ესეც თქვენ სამახსოვროდ. კარგად ბრძანდებოდეთ.
კუკალა.წავედი…
ვერა. დანას მე მიტოვებთ? (იარაღს გაუწოდებს)
კუკალა.არ გეშინია, ხელში რომ მაძლევ?…
ვერა. არა. აბა, მშვიდობით. (გაისტუმრებს სახლიდან).
ღვთისო. დაგლიჯეთ, ვერა დეიდა! და-გლი-ჯეთ! ოცდაცამე-ტი წელია გიცნობთ და ამისთანა წარმოდგენას თქვენგან ნაღდად არ ველოდი! დანა როგორ გააგდებინეთ ხელიდან?! (ცდილობს იგივე ილეთი გაიმეოროს). მასწავლეთ, რა!
ვერა. ვერა. ამგვარი ცოდნა თავისით მოდის.
ღვთისო. უცნაურია, გიყურებდით და ახლაც, რომ გესაუ-ბრებით, იმისთანა შეგრძნება მაქვს,… – სულ მინდა ვერა ბიძია დაგიძახოთ…
ვერა. კარგია… მაშ შენ ამბობ, ამჟამად შენთან არავინ ცხო-
43
ыщыщ жЯувдшЫмшдш
ვრობს?
ღვთისო. არა.
ვერა. და არც არავის ელოდები?
ღვთისო. ხომ იცით, განზრახ არაფერს ვაკეთებ, წინასწარ არაფერს ვგეგმავ ხოლმე. განწყობის კაცი უფრო ვარ… შემთხვევით, ვინმე ჩამოსულს თუ გადავეყარე, თანაც თვალში თუ მომხვდა, შემიძლია დავპატიჟო. ხომ იცით – “მარტო ჭამაშიც კაცი ცოდვააო”. (ილეთის განმეორების მო-სურნე ხელს იტკენს).
ვერა. მე თუ “გხვდები თვალში”?
ღვთისო. რა შეკითხვები გაქვთ, ვერა ბიძია… ვაჰ, ეს რა ამეკვიატა? …ვერა დეიდა…
ვერა. პირდაპირ მიპასუხე. რაიმე რომ იყოს, ცოტა ხნით ერთ კაი ტიპს შენსობას შეიფარებდი?
ღვთისო. გააჩნია…
ვერა. ღვთისო, მე რომ დამჭირდეს, შემეძლება შენთან რამდე-ნიმე ხანი ვიცხოვრო? პირდაპირ მიპასუხე – ჰო ან არა! ოღონდაც შენს ძმაკაცს ყველაფერი რომ არ ჩაუკაკლო?
ღვთისო. რაზეა ბაზარი!… ასეა უკვე თქვენი და კოტეს საქმე?
ვერა. იმედი მაქვს – არა. შეკითხვა ნომერი ორი. ამას წინათ, ჩვეულებისამებრ ხუმრობდი თუ მართალს ამბობდი, რომ მითხარი – სტალინს ჰგავხარო?
ღვთისო. ულვაში რომ დაიყენოთ – რატომაც არა. ერთია, წამიკითხავს – სტალინს სახე ნაყვავილარი ჰქონდაო. მე კი ბავშვობიდან მახსოვს, დედაჩემი ამბობდა ხოლმე – ვერა მადლიანს მთელ ჩვენ ქალაქში გამორჩეული სახის კანი აქვ-სო…
ვერა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიდინა… ღვთისო, შენი იმედი თუ შემიძლია ვიქონიო?
ღვთისო. აპა არა?…
ვერა. მაშინ მოვემზადები. ბარგს ჩავაწყობ.
ვერა გადის ოთახიდაN. ღვთისო კი ამასობაში თავში თმის გასამა-გრებელ საშუალებას შეიზილავს. შემოსასვლელი კარი გაიღება და კოტე კარადით დატვირთულ მუშებს შემოუძღვება.
კოტე. დედა! ვერ წარმოიდგენ, როგორი გაბრაზებული ვარ!… (მუშემს მიმართავს) აგერ დადგით. ღვთისო? დედაჩემი სად
44
лйктймйдшйвй
არის? ჩემთან ხომ არავინ მოსულა?
ღვთისო.თავისთან უნდა იყოს…
კოტე.დედა, სად ხარ? დედა, ვის გაუგია ერთი და იმავე ავეჯის ბინაში ხუთჯერ შეტანა? (მუშები აახვევენ თოკებს და გადიან ბინიდან)
ვერა. გამარჯობა კოტე. მგონია, დღეს არ შევხვედრივართ…
კოტე. დედა, ამ მუშებს ფული რამდენჯერ გინდა გადავუხა-დო?
ვერა. მანამდე, სანამ ოდნავ გონს არ მოეგები; არ მიხვდები, რომ გაღატაკებული ხალხის იმედით სპეკულაცია უმსგავსო-ბაა! შEნ უნდა უშველო ამ ქვეყანას? თანაც სტალინურ-ბოლშევიკური იდეით?
კოტე. კარგი რა! ამ დაშტამპული სიტყვებით რამდენი უნდა ილაპარაკო? საბავშვო ბაღის აღსაზრდელი ხომ არ გგონი-ვარ? სად გამოეწყე?
ვერა. აქაურობა აღარ მაინტერესებს. მომბეზრდა ქარის წისქ-ვილებთან ჭიდილი. შენს თანაპარტიელებს კარს უჩემოდ ღვთისო გაუღებს.
კოტე. კი მაგრამ საით გაგიწევია? ჩემოდანი რად გინდა?
ვერა. ზინაიდამ დამპატიჟა. კიევში მივემგზავრები.
კოტე. დედა, ხომ არ გაგიჟდი? რა დროს კიევია? გადამრევ ახლა!
ვერა. იმას რატომ არ იკითხავ, რა დროს შენი დეპუტატო-ბაა?! თანაც ბოლშევიკურ პლატფორმაზე?
კოტე. კარგი ახლა, პატარა ბავშვივით უბნობ, არ გესმის, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკაა?! თამაში… კოტე მადლიანი მუდამ კოტე მადლიანად რომ დარჩება, არ იცი? ამხელა კაცს ვერაფერი ვეღარ შემცვლის?… თქვენს საბავშვო ბაღს გასხვისებით და პრივატიზაციით რომ ემუქრებიან, ქუჩაში რომ გყრიან, არ გინდა დაგიცვა? ჩვენი წყობილების დროს არანაირი კერძო პირი ხომ ვეღარ დაგემუქრება, ყოველივე ისევ საზოგადოებრივი გახდება, არ გინდა?!
ვერა. თქვენი სისტემისაგან რაღა დამიცავს?… შენ უკვე შეიცვალე – აჰყევი ქვესკნელის ზმანებებს… ამასთან ერ-თად გინდა დამარწმუნო, თითქოს გარეგნობა ერთი გაქვს, შიგნით, გულში კი სხვა ხარ? გგონია, ღმერთი ამისთანა ორგულობას გაპატიებს! ეშმაკს მის მიერვე მოგონილი თა-მაშის სათამაშოდ დაუჯექი და გგონია, რომ მოგების შანსი
45
ыщыщ жЯувдшЫмшдш
გაქვს?! სამწუხაროა, რომ აღარ გესმის – საკუთარ სინ-დისთან და საკუთარ სამშობლოსთან მიმართებაში თამაშები ადამიანს არ ეპატიება!
კოტე. დედა, რამ გაგამწარა? ფული და ძალაუფლება თავი-სით მოდიან ხელში და კაცმა გამოგონილი პრინციპების გა-მო უარი თქვას მათზე? დრო შეიცვალა! შეხედე კალენ-დარს! გარეთ, ქუჩებში უკვე მესამე ათასწლეული დაძრწის!
მუშები ოთახში ავეჯის მორიგ წყებას შემოიტანენ.
I მტვირთავი. ხომ გეუბნებოდი, ქალბატონო-ჯან, ისევ შევხვდებით თქო! მადლობა მითხარი, შენი შვილი პასტაიან-ნი კლიენტი რომ გაგვიხდა, მთელ საფასურს არ ვახდევი-ნებთ!…
ვერა. თქვენს “პასტაიანნი კლიენტებში” მე თუ ჩავითვლები? ფასდაკლება თუ მერგება?
I მტვირთავი. გააჩნია…
ვერა. ჩემი წასვლის წინ ეს კარადა ამ ოთახიდან რომ მოა-შოროთ, ხომ შეიძლება?
I მტვირთავი. ეს როგორ?
კოტე.დედა, რას ლაპარაკობ?
ვერა. Fული ხომ ჭრის ამ თქვენს სამყაროში? მე ამ კარადის ჟინი მჭირს და “პასტაიანნი კლიენტის” ამბავში მინდა მოვა-შორო აქაურობას. ჩემი წასვლის შემდეგ კი რაც გინდათ, ის გიქნიათ. მოვრიგდით?
I მტვირთავი. ბებო ჯან, ჯიგარი ხარ! პრინციპიალნიც ამას ჰქვია! დეპუტატებში რომ გადიოდე, მთელი სანათე-საოს ხმებს შენ მოგცემდით! (გადაელაპარაკება მეგობარს და კარადას კვლავ აიკიდებენ ზურგზე, გასასვლელისაკენ გაემართებიან)
კოტე. სად მიგაქვთ, რამ გადაგრიათ?
I მტვირთავი. უფროსო, ბარაქას ხელიდან ხომ არ გავუშ-ვებთ? ჩვენ ხომ შენს ბიზნესში არ ვერევით? ეს ქალიც ხომ ჩვენი კლიენტია?! ხომ უნდა გავუსწოროთ? შენ ნუ გეშინია, კარადას გარეთ გავასეირნებთ და უკან შემოვაბრუნებთ. შენ არც არაფერი დაგიჯდება. აბა ხაბარდა! გზა! გზა!
ვერა. აბა შენ იცი, კოტე, ვალიკოს გემოზე ააწყე აქაურობა. გასაცილებლად ნუ შეწუხდები. ჩემოდანს მე თვითონაც მო-ვერევი.
46
лйктймйдшйвй
კოტე. დედა!…
ვერა. რა დროს ეს მოძველებული ცნებებია? “დედა?” “შვი-ლი?” “სინდისი?” “ნამუსი?” “სამშობლო?” მესამე ათას-წლეულში ეს ატავიზმები ხომ პროგრესულმა აზროვნებამ უნდა ჩაანაცვლოს! მათ შორის მშობლიურმა ბოლშევიკურმა პარტიამ!… ღვთისო, აბა, წავედით!
ღვთისო. მოვდივარ ვერა დეიდა, … (გამოსტაცებს ხელიდან ჩემოდანს და გასასვლელისაკენ გაემართებიან)
კოტე. დედა, ამ შენი ზინაიდას მისამართი მაინც მომეცი… სად გეძებო…
ვერა. დასაკარგავი არაფერი მჭირს. ყველამ თავის ბოზ მამი-დას მიხედოს. ასე რომ კარგად ბრძანდებოდე…
გარედან მუშების აფორიაქებული ხმები მოისმის.
I მტვირთავი. გზა! გზა!…ქალბატონო-ჯან, გზიდან ჩამო-მეცალე,… შუა გზაში პარახოდივით ნუ გამაჩერებ! ვაჰ, დე-რეფანი პროსპექტი ხომ არ არის, აქ ორმხრივი მოძრაობა არ იცის!
VI.
იგივე ოთახი ნაწილობრივ ახალი ავეჯითაა გაწყობილი და მას თა-ნამედროვე ოფისის ელფერი დაჰკრავს. ოთახში კოტე, დათო და ბუხუტი ფუსფუსებენ, სამზარეულოდან თეფშები გამოაქვთ ზედ გა-წყობილი ნამცხვრებით, გვერდზე გადგმულ საწერ მაგიდაზე ა-ლა-ფურშეტს აწყობენ.
დათო.(კოტეს მიმართავს) სადაცაა სტუმარი მოვა. ჰალსტუხი შეუკრავი არ დაგრჩეს.
კოტე.(სარკის წინ გაჩერდება და ჰალსტუხს დაუწყებს ჩა-ლიჩს) დასწყევლოს ეშმაკმა! რაღა ამ დროს მოუნდა დედა-ჩემს ქალაქიდან წასვლა!
დათო.პარლამენტში მოხვედრაზე ოცნებობ, ქვეყნის მართვა ჩაგიფიქრებია და ერთ გაუბედურებულ კვანძს ვეღარ მოე-რიე?
კოტე.დედაჩემი მიკრავს ხოლმე… მასწავლის, ორ დღეში კი ისევ მავიწყდება…
ბუხუტი. დაგეხმარებით. ზაფხულობით ჭიპები გადმოყრაზე
47
ыщыщ жЯувдшЫмшдш
გაქვთ, ჰალსტუხის შეკვრა კი ვერ გისწავლიათ!
კოტე.რაღა დროს ჩემი ახალგაზრდობაა?!
ბუხუტი. მე რომ მკითხოთ, დიდი ბოდიში და თოთო ბავშვე-ბივით ვიქცევით…
კოტე.კარგით ახლა, ძია ბუხუტი, თავიდან ნუ დაიწყებთ!…
ბუხუტი.დიახაც, დავიწყებ! ამისთანა სუფრა ეკადრება ამხა-ნაგ სტალინს? ა-ლა-ფუშეტი მომიგონე! მახსოვს…
კოტე.ბოდიში და არაფერიც არ გახსოვთ!… ვიღაცის ნაამ-ბობს მომიყვებით ახლა!
ბუხუტი.კაცი პირველად მოდის ჩვენთან! სამკილომეტრიანი სუფრის Gაშლაზე ხომ არ ვლაპარაკობ – სკამზე მაინც დაგვესვა, ორიოდე ტკბილი სიტყვა გვეთქვა ერთმანეთისათ-ვის.
კოტე.არაფერი უჭირს – ცოტა ხანს ფეხზე დადგება… გაიხაროს, ჩვენს სიახლოვეს საერთოდაც რომ გავიკარეთ.
ბუხუტი.ბიჭოს! სანამდე აგაყვავებთ ეს დემოკრატია! აბა სა-მოცი წლის წინ ვნახავდი, რომ გიბრძანებდათ – ჩემი განა-კუარი დაიჭირეთო, თითოეულ… ატომია თუ რაცხა მოლე-კულა, ცალ-ცალკე გამოეკიდებოდით, გარეთ ერთს არ და-ტოვებდით!
კოტე.დიახაც! დრო შეიცვალა!… თანაც იმ დროს ნამდვილი სტალინი იყო, ეს კი ვიღაც თვითმარქვია უნდა იყოს! აბა, დაუფიქრდით, თვალი დახუჭეთ და გაიხსენეთ, ჰგავს ეს,… ვიგინდარა ამ ლომივით კაცს? (კედელზე ჩამოკიდებულ სტალინის დიდ სურათზე მიუთითებს) ამაზეც მადლობა თქვას, რაც პატივსა ვცემთ…
ბუხუტი. (თვალს დახუჭავს და წარმოიდგენს) რას უწუნებ?! შესანიშნავი ულვაში აქვს! ვენაცვალე! ნაღდი სტალინი! იო-სებ ვისარიონოვიჩი!
კოტე. კარგი ახლა, ძია ბუხუტი, ას ოცი წლის კაცსა ჰგავს ეგა? თუ მართლა დაიჯერეთ, ორმოცდაათი წლის შემდეგ სტალინი მკვდრეთით აღსდგა? ან კიდევ საერთოდაც არ მომკვდარა და მეცნიერებმა იგი მართლაც დააძმარეს და ახლა ძილქუშიდან გამოიყვანეს?! მკვდრეთით აღმდგარი მე ლაზარე გამიგია. მაგრამ ამ საქმესაც იქ, ადგილზე, ქრისტეს ყოფნა დასჭირდა!
ბუხუტი. ას ოცისას არ ჰგავს, მაგრამ,… ალღო რომ იგივე აქვს?!… ეჰ, შენ ახალგაზრდა ხარ, ცოცხალი არ გინახავს…
48
лйктймйдшйвй
დათო. (თავისთვის ჩაილაპარაკებს) შენმა მზემ! შენ ხომ სულ მაგასთან ერთად ქობულეთის პლაჟზე ნაშებს აბამდი!
ბუხუტი. (გაიგონებს) დიახაც, ვაბამდი! და არა მხოლოდ პლიაჟზე! აზრებში მე მუდამ მასთან ერთად ვიყავი!… და ახლაც ვარ! ამიტომაც ვუგებ, მესმის მისი! ბებია თქვენი-სამ! სულ არ გამოვრიცხავ, საბჭოთა მეცნიერებს ამხანაგი სტალინისათვის თავის დროზე უკვდავების წამალიც გამოე-გონებინათ!… იმ დროს დღევანდელობა ხომ არ გგონიათ, ასე, ბინაში შევკრებილვიყავით და უმაღლეს საბჭოში არჩე-ვნებზე ერთმანეთში მოვლაპარაკებულვიყავით – დღეს მე გამიყვანეთ პარლამენტში და ხვალ შენ აგირჩევთო!… კარგი ბიჭი იყავი და პარტიის და… მით უმეტეს პირადად жшыш დავალება არ შეგესრულებინა! სულ უფრო ვრწმუნდები, კანჭებში სისუსტე რომ შეიგრძნო, გამოუძახა აქეთ – ლა-ვრენტის, იქეთ – მალენკოვს და შეუთვალა – ორმოც დღე-ში უკვდავების საშუალება გამომიძებნეთო! შედეგი აგერ სახეზეა – ჩვენს ქუჩებში დაიარება! ხომ ხედავთ – აღარც ჩიბუხს ეწევა, აღარც ღვინოს სვამს! ბუღა კამეჩივითაა! მა-გისმა შემყურემ, მოწევას თავი მე დავანებე! ეხუმრებით – თოთხმეტი წლიდან ვეწეოდი! ახლა კი სულ აღარ მინდა!
დათო. თავადვე ამბობს, ას ოცი წლისა ვარო! ქალებში რო-გორც წესი და რიგია, მე ვეღარ გამივლია და მაგან რომ არ იაროს, რა გასაკვირვია!
ბუხუტი.ამხანაგი სტალინი სულ რომ ორას თხუთმეტი წლი-საც იყოს, თქვენისთანა ახალგაზრდებს ცალ თითზე დაიხ-ვევს და ჯიბეში ისე ჩაგისვამთ!
კარზე ზარი დაირეკება და კოტე დაფაცურდება.
კოტე.მოვიდნენ! მოვიდნენ! ყველაფერი რიგზეა?… ღვთისოს ზარს მუდამ ვცნობ.
კოტე კარის გასახსნელად გავა და ოთახში აგნესას შემოუძღვება.
აგნესა.შეხედეთ, ხალხო, რა ხდება! ბაგრატამ რა გამოუშვა! ჩემს ბიჭებს შესთავაზეს უკვე ჯიხურებში!
ბუხუტი.გამარჯობა, ქალბატონო აგნესა! რამ აგაფორიაქათ? გაგვაგებინეთ, რა ხდება? ოღონდ დალაგებულად ილაპარა-კეთ. სხვაგვარად ვერ მოგყვებით.
49
ыщыщ жЯувдшЫмшдш
დათო. ჩვენი აგნესა დღეს განსაკუთრებით მომხიბლავად გა-მოიყურება…
აგნესა. გამარჯობათ… ძალიან აწეწილი ხომ არ ვარ?… რა ხდება და ბაგრატამ აგერ აქციებია თუ ვაუჩერებია, დაბეჭ-და! საკუთარი გამოსახულებით! ხალხს ურიგებს და ჰპირ-დება, არჩევნებში თუ გავიმარჯვე, ერთიასად გაგიანაღდებ-თო! ნაღდ ფულზე გადაგიცვლითო! საკუთარი მხარდაჭერის სააქციო კლუბია, თუ სააქციო საზოგადოება, დააარსა! ხალხმაც ამ აქციების ფულზე გამოცვლა ახლავე მოინდო-მა… ბიჭებმა ჯიხურებში ამათ ბრუნვაზე ჯერ-ჯერობით უარი თქვეს, მაგრამ შემოთავაზება დიდი თუ იქნა, უარს ვეღარ ვიტყვი… ცალკე შავ ბაზარს ვერ შევაქმნევინებ.
კოტე.ვერ გამიგია, აგნესა, შენ ვისკენ ხარ? ჩემსკენ თუ ბა-გრატისკენ? ვისი გამარჯვება გაწყობს?
აგნესა. კოტიკო, აბა ამაზე ორი აზრი არსებობს? მაგრამ ბიზნესიც რომ ბიზნესია?! მე თუ არ ვითავე ეს საქმე, სხვა ხომ გადამახტა თავზე… და შენს საქმესაც ევნება!… იცო-დეთ, სასწრაფოდ რაიმე თუ არ ვიღონეთ, ვერაფერს სასი-კეთოს შეგპირდებით! ერთის მხრივ, ნაღდი ქეში გვჭირდება, ხალხმა დაიჯერა, დაიწყო ამ ჩვენი სტალინური ფულის აღება! აგერ, ბიძაშვილმაც ორნახევარი მილიონი გამომართ-ვა, ხელფასი მათთანაც, მეზობელ რაიონშიც სტალინის რუ-ბლებით დაარიგეს. მეორეს მხრივ კი თქვენ ახალ ქეშს აღარ მაძლევთ!
კოტე.ინფლაცია ნამდვილად არ გვინდა! არჩევნებამდე უცი-ლობელად უნდა გავძლოთ!
ბუხუტი.ინფლაცია თუ არ გინდა, აქ კი არ უნდა ილაყბო, – ნამდვილი ეკონომიკა უნდა აამოქმედო! ვიღაც-ვიღაცეებს ამხანაგი სტალინის რუბლებით ხელფასების დავალიანება ოდნავ კი დააფარინეთ, მუშათა კლასს ჩააცეცხლეთ, მაგრამ ამოდენა ხალხი როგორ გინდა დაასაქმო? ქარხნები ათი წელია უმოქმედოდაა!… ბაზარზე სტალინის რუბლის კურსი დოლართან მიმართებაშიც კი ეცემა…
აგნესა.ნაღდი ქეში თუ აღარ გაქვს, ან შემოგაკლდა, მე ისიც ვიფიქრე – ახალი ტირაჟი გამოვუშვათ. მამიდაშვილი მყავს – საფრანგეთთან აქვს კავშირები, იქაურ ქარ-თველებთან… ჩემი მულის დედის ბიძაშვილის ქვისლი კი რუსეთშია, იმასაც შეუძლია ფულის საბეჭდ ქარხანაში შეკ-
50
лйктймйдшйвй
ვეთის განთავსება.
დათო. შეკვეთა ყველას შეგვიძლია! ფულს თუ გადაუხდი – ლენინის ნაცვლად შენს გამოსახულებასაც ჩასვამენ. აგერ, ბაგრატის სიფათიანი აქციები შენ არ მოიტანე?…
კოტე. ხალხო! როგორ არ გესმით? მთავარია – ჩვენი ფული ნამდვილია! ნაღდია! ორმოციან წლებში დაიბეჭდა! იმ-დროინდელი ნაოფლარია! და თანაც თავზე საყრელად გვაქვს, საშვილიშვილოდ გვეყოფა! საბედნიეროდ, ადამი-ანებმა ადვილად დაივიწყეს, როგორ ცახცახებდნენ, მეზობ-ლის ასაყვანად რომ მოდიოდნენ… მაგრამ პოლიტიკური და-მოუკიდებლობა ჩვენ ჯერ არ მოგვიპოვებია, საკუთარი ვა-ლუტა რომ ვიქონიოთ. ასე რომ სიფრთხილე გვმართებს… თბილისი ჯერ-ჯერობით გვითმენს, მაგრამ დიდ ხანს გას-ტანს ეს სიმშვიდე? ისიც დიდად მაფიქრებს, რატომ აქამდე არაფერს გვერჩიან?
დათო. აწყობ ალბათ რაღაცაში, ამიტომაც არ გერჩიან!
ბუხუტი. ამ მთავრობას აწყობს სტალინიზმი?
დათო. რატომაც არა? აქეთ დასავლეთს ფულს გამოსძალავენ – გინდათ ძალაუფლებაში სტალინისტებიო? იქეთაც რუსეთს წაეთომარებიან – ბაზას გიმზადებთ იმპერიის აღსადგენადო, სათანადო მოძრაობას არ ვარბევთო!… მაგათ “სასტავში” თუ ჩაჯექი, შეიძლება თავისი ხმებიც შენ მოგცენ!
აგნესა. მაგრამ ეგ არაფერი! მე კიდევ უარესს გიჩვენებთ! (ჩანთიდან ფოტოსურათებს ამოიღებს და დამსწრეთ დაური-გებს).
ბუხუტი.(ათვალიერებს სურათებს) შEნ გენაცვალე!
აგნესა. არაფერი გეუცხოვებათ?
ბუხუტი.ხომ ვამბობდი, დიდი სუფრა უნდა გაგვეშალა? შეხედეთ, ბაგრატას რამდენი კაცი შეუკრებია! ვითომ ჩვენ რითი გვჯობია?
აგნესა. თქვენ ის თუ იცით, ამ სუფრასთან რა ითქვა?…
ბუხუტი.ცუდ რაიმეს ამხანაგი სტალინი ნამდვილად არ იტ-ყოდა! სად ვიყავი?! რა სადღეგრძელოს ვეტყოდი! კრასავეც!
კოტე.…ამისთანა გველისათვის უნდა გამეშალა დიდი სუფრა? ამისთვის უნდა გვეცა პატივი?!
ბუხუტი.ბატონო ჩემო!…
აგნესა. გველი კი არა, ლაჩარი! არაკაცი!… ჩათლახი! ამასაც თუ სუფრა ჰქვია, მე კიკინებიანი სკოლის მოსწავლე ვყო-
51
ыщыщ жЯувдшЫмшдш
ფილვარ,!… ამ სუფრასთან გადაწყდა, რომ ეგ შენი ამხანაგი სტალინი ამ არჩევნებში ბაგრატს დაუჭერს მხარს, მომავალ არჩევნებში კი მათი სიით აპირებს კენჭი იყაროს!…
ბუხუტი.ჩემო ბატონებო!…
აგნესა. …და კიდევ ერთსაც გეტყვით! ბაგრატის წინასაარ-ჩევნო პლაკატი აი ამ სურათიდან დაიბეჭდება.
კოტე.შენი დედა…!
ბუხუტი.ბატონო ჩემო!… უჰ, რა მაგარია!…
კოტე.ამის შემდეგაც მეტყვით, სახლში ეს, ეს… ღორის ტილი უნდა შემომეშვა?!
ბუხუტი. ბატონო ჩემო! დიდი ბოდიში, მაგრამ ამხანაგი სტალინი არც ერთი იმ არსებათაგანი არ გახლავთ, თქვენ რომ წეღან შეჰკადრეთ, არამედ უდიდესი მოაზროვნეა, ტაქ-ტიკოსი, სტრატეგიოსი და ხალხის მეგობარი.
კოტე.(ჯიბიდან მობილურ ტელეფონს მოიმარჯვებს) აგნეს, სად იქნება ახლა ეს რეგვენი? სად დავუკავშირდე? სტუ-მრობა მომინდომა! სუფრა გამაშლევინა!
აგნესა. აბა რა გითხრა? ღვთისოს გადაურეკე მობილურზე. მაგასთან ცხოვრობს და შენი ძმაკაცის ასავალ-დასავალი შენ უკეთ უნდა იცოდე.
დათო.ღვთისო და მობილური? სიდედრი სახელოსნოდან ასა-ხლებს, სადაცაა ჩვეულებრივ ტელეფონს ჩამოართმევს!
აგნესა. სხვას ვერაფერს გეტყვი! სადმე ქუჩაში დაყიალობს ალბათ! “მშრომელ მასებს” ესაუბრება!
კოტე.ჩემს საწინააღმდეგოდ მიტინგებს აწყობს? ხალხს მიმ-ხედრებს? მადლიანების ბინას ამ ბაგრატას აგენტს გავაკა-რებ? კაცი არ ვიყო, აქაურობის სიახლოვეს თუ მოვუშვი! (კარადიდან თოფს გადმოიღებს, დაფეთებული გარშემო იც-ქირება, ვერ გადაუწყვეტია, რა მოიმოქმედოს).
აგნესა. (თოფზე მიანიშნებს) სხვათა შორის, ეს ურიგო რაიმე არ მოგიფიქრებია! ამისთანებთან საუბარი მხოლოდ ასეა შესაძლებელი. (გაწყობილ მაგიდასთან მივა და ნამცხვარს გასინჯავს) ეს რა გემრიელი რაიმეები გიშოვნიათ!
კოტე. არ შემოვუშვებ!
ბუხუტი.ამხანაგ სტალინის მოსვლამდე რატომ სინჯავთ?
აგნესა.მე რომ მკითხო, აქ გაფრთხილებაც არ არის საჭირო. უბრალოდ კარს ნუ გაუღებ. ან თუ შემოუშვებ, საერთოდაც ნუ შეამჩვნევ. ვითომ არც არსებობს. გეგონება მის ად-
52
лйктймйдшйвй
გილზე ცარიელი ადგილი ყოფილიყოს… ეს კრემი ძალიან ხომ არ გამასუქებს?
კოტე.ნუ გეშინია. ყველა კალორია კეთილ საქმეს მოხმარდე-ბა. (საჭმელს დაეძგერება) არაფერი დავუტოვოთ! მომინდომა – ამომრჩეეველთა ხმები დამაწეროს! დათო, ბუხუტი-ბატონო! ორიოდე შეტევა! არაფერი დავუტოვოთ ამ ავაზა-კებს!
ბუხუტი.ამხანაგი სტალინის მოსვლამდე პირს არაფერს და-ვაკარებ!
კოტე.იცოდეთ, ამ ბინის ზღურბლზე ეგ არ გადმოაბიჯებს! სტალინი კი არა, ნაძირალაა ვიღაცა! დათო! რაღას უცდი?
დათო.ხომ იცი, ტკბილეული არ მიყვარს.
კოტე.არაფერი გამაგონო. ოც წუთში უნდა გამოცხადებუ-ლიყო. ამ დროისათვის თეფშები ცარიელი უნდა იყოს!… (ბუხუტის თეფშს გამოართმევს) თქვენთვის თუ გნებავთ – მიირთვით, მაგრამ ამ ავაზაკის გასამასპინძლებლად ვერ შე-განახინებთ.
აგნესა.იქნებ ოდნავ მაინც ისწავლოს ჭკუა! მატრაბაზი!… ძალიან გემრიელია. არ დამავიწყდეს, ციალას რეცეპტი ვკითხო.
ბუხუტი.ამხანაგი სტალინი არ შეიძლება მართალი არ იყოს! გამიმართეთ პარლამენტობანა! მე რომ მკითხოთ, საერთო-დაც არჩევნებში რომც არ გავიმარჯვოთ, ხელისუფლებაში მაინც უნდა მოვიდეთ. საფინანსო ბაზისი ხელთა გვაქვს! ძალაუფლებაღა დაგვრჩა დასაბრუნებელი! დამიჯერეთ! ხალ-ხი მოგვემხრობა, გამოგვყვება! შეხედეთ, ქუჩებში როგორ ხვდებიან!
კოტე.ბატონო ბუხუტი, ნუ აჰყვებით ამ ცუღლუტს! სწორედ ამგვარი, წინდაუხედავი გამოსვლების გამოა, ხალხი პირს ჩვენგან რომ იბრუნებს! ტერორიზმის ქადაგება კი, მით უმეტეს არჩევნების წინ, ყოვლად დაუშვებელია!
ბუხუტი.ვერ გამიგია! კაცის გასამასპინძლებლად არც თეფშს მაძლევთ და არც სიტყვის თავისუფლებას მიტოვებთ?!
კოტე.ამხანაგო ბუხუტი! იცოდეთ, ორალურ ექსტრემიზმს თუ არ შEწყვეტთ, მე პარტიული დისციპლინისაკენ მოგიწო-დებთ!… ამას ჯობია, ეს ნაჭერი მიირთვათ, სანამ ეგ თქვე-ნი კუდაბზიკა გამოგვეცხადა.
ბუხუტი.არაფერსაც არ გეახლებით! საერთოდაც გარეთ გა-
53
ыщыщ жЯувдшЫмшдш
ვალ, ამხანაგ სტალინს შესასვლელში დაველოდები.
კოტე.ბატ… ამხანაგო ბუხუტი!
აგნესა კოტეს ხელით ანიშნებს – გაუშვიო, წავიდესო. მოხუცი გა-სასვლელისაკენ გაემართება. დათო ამასობაში ღვინოს ჩამოასხამს.
კოტე.გახსენი უკვე ბოთლები?
დათო.იმას თუ არ ვუცდით, ჩვენც აღარ შევირგოთ? აბა, გაგვიმარჯოს!
კოტე.ჩვენი გამარჯვებებისა იყოს!
აგნესა.ტელევიზორის პულტი სად არის? ჩართე ერთი, ვნახოთ, რას გადმოსცემენ… ახალი ამბების დროა…
კოტე ტელევიზორს ჩართავს და მართვის პულტის მეშვეობით პრო-გრამიდან პროგრამაზე გადახტება.
კოტე.რომელი არხი გინდა?
აგნესა.მოიცა, მოიცა, უკან დააბრუნე!
კოტე.რაო? იმის ნაცვლად, ჩვენთან კარზე რომ აკაკუნებდეს, ეს ახვარი ახლა ტელევიზიაში მიზის?
აგნესა.პირდაპირ გადაცემას ჰგავს… დადუნია არ არის, რომ მიჰყავს? ხმას მოუმატე! არაფერი არ მესმის.
კოტე.აქაურ არხს მუდამ რაღაც პრობლემები აქვს: ცუდად ისმის ხოლმე.
აგნესა.ინ-ტერ-აქტი-უ-ლი გა-მო-კი-თხვა… რაო, რა სწერია?
კოტე.დამაცადე, იქნებ რაღაცა მოვუხერხო… აბა სხვა არხზე ვცადოთ…
წამყვანი.…(ტელევიზორის დინამიკიდან) ჩვენს ქვეყანაში მოულოდნელად ვითომ და მკვდრეთით აღმდგარი სტალინის გამოჩენასთან დაკავშირებით სოციოლოგიურ გამოკვლევათა ცენტრმა “ოხლოკრატმა” საგანგებო გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვის შეკითხვები მრავალ პოზიციას მოიცავენ, ჩვენ მხოლოდ ნაწილს მოგაწვდით. საგულისხმოა და ამავე დროს საგანგაშო, რომ გამოკითხული მოსახლეობის სამოცდარვა პროცენტმა დადებითად უპასუხა შეკითხვაზე: “გჯერათ თუ არა სტალინის მკვდრეთით აღდგომისა”.
კოტე.სამოცდარვა პროცენტმა დაიჯერა, ეგ ჩათლახი ცოცხა-ლია?
წამყვანი.…არანაკლებ საგულისხმოა, რომ შეკითხვაზე “გჯერავთ თუ არა, დღევანდელ დღეს მკვდრეთით აღ-
54
лйктймйдшйвй
მდგარი სტალინი საქართველოს საჭეთმპყრობელი რომ გახდეს, იგი მოახერხებს ქვეყანა არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანოს”, რესპონდენტთა ოთხმოცდაერთმა პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა.
კოტე. ოთხმოცდაერთმა პროცენტმა?
წამყვანი.…იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი პიროვნება ჩვენს თვალსაწიერზე უკვე გამოჩნდა და პოლიტიკურ არე-ნაზე ადგილის დამკვიდრებას ცდილობს, გამორიცხული არ არის, რომ ჩვენს მთავრობაში, ისევე როგორც საზოგადოდ, საქართველოს პოლიტიკურ ოლიმპზე უახლოეს ხანში მნიშვ-ნელოვანი ცვლილებები მოხდეს… მაპატიეთ… აგერ, რედაქ-ტორმა მანიშნა, სწორედ ახლა, ქალაქ თუისის საქალაქო სტუდიაში მიმდინარეობს შეხვედრა ამ იდუმალებით მოცულ პიროვნებასთან და ჩვენს მაყურებელს შესაძლებლობა ექნე-ბა პირდაპირ ეთერში უშუალოდ შეხვდეს მას… მაცაცუნა, გამარჯობა, რა ხდება თუისის სტუდიაში? ნოდიკო…
მაცაცუნა.(ეკრანიდანვე) ნოდიკო, გამარჯობა. ახლა თუისის საქალაქო ტელეარხზე “თუისი 4” მიმდინარეობს შეხვედრა პიროვნებასთან, რომელიც თავს ლეტარგიული ძილიდან აღმდგარ სტალინად ასაღებს. სანამ ჩვენს შეკითხვებს და-ვუსვამდე, მინდა ჩვენს მაყურებელს გავაცნო საქმის ვითა-რება, რამდენადაც დღეს თუისში რამდენიმე სენსაციურმა განცხადებამ გაიჟღერა. პირველი – ადამიანი, რომელიც თავს სტალინად გაგვაცნობს, სულ რაღაც თვენახევარში აპირებს კენჭი იყაროს თუისის საარჩევნო ოლქში დანიშნულ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის მოსაპოვებლად. მა-გრამ ხსენებულში ყველაზე სენსაციური ის არის, რომ მას მხარს დაუჭერს არა მისი სახელობის ნეო-ბოლშევიკების პარტია, რომელსაც ისტორიკოსი კოტე მადლიანი უდგას სათავეში, არამედ ცენტრისტული მიმდინარეობის “საქართ-ველოს უბნელები”. დღემდე ითვლებოდა, რომ ნეო-ბოლშევიკების ლიდერის მთავარი მოწინააღმდეგე აქაური “უბნელი” ბაგრატ ყლორტაძე იქნებოდა, მაგრამ თუისელი მაყურებლის თვალწინ შემდგარი ტელედებატების მსვლელო-ბაში გაირკვა, რომ მოახლოებულ არჩევნებში ბაგრატ ყლორტიძემ თავისი კანდიდატურა მოხსნა და ხმები ახლად გამოცხადებულ სტალინს დაუთმო… ბატონო იოსებ, ჩვენს
55
ыщыщ жЯувдшЫмшдш
მაყურებელს აინტერესებს…
ოთახში სინათლე ჩაქრება, ტელევიზორი გაითიშება.
კოტე.ესეც ჩვენი მოახლოებული არჩევნები… (ოთახში სან-თელს აანთებს)
აგნესა.კოტე, რა დროს ახლა ფარ-ხმალის დაყრის დროა?!…
კოტე.გაგონილა ამ დროს სინათლის გათიშვა?!… (გამწარე-ბული, ტელევიზორის ეკრანს თეფშს ესვრის)
აგნესა.კოტე, კოტე, ჯერ არაფერი წაგვიგია… ბრძოლა ჯერ წინაა…
კოტე. თქვენ დაგიჯერეთ! აგყევით!… ამისთანა კაცს ბინაში რომ შემოიპატიჟებ, ახია უარესი რაიმეც დაგემართოს! “უბ-ნელ ბიჭებს” შეეკრა! ამ ბანდიტებს!… რომელმა თქვა, მთელი ეს ხროვა ერთიანად რომ არ უნდა ამოხოცო?! (გვერდზე გადადებულ თოფს წაავლებს ხელს)
აგნესა.კოტე, დამშვიდდი… დათო, შენი ჭირიმე, სანამ გადა-ცემა დაუმთავრებიათ, ტელევიზიისაკენ ხომ არ გაივლიდი? ღვთისო ამ ახვარის სიახლოვეს იქნება და შეუთვალე, ჩვენ ამ ნაგავს სტუმრად აღარ ველოდებითო…
დათო.კი მაგრამ…
აგნესა. ტელეფონით ვერ ვუკავშირდებით… ხომ ხედავ, კოტე რა დღეშია… არაფერი დააშავოს…
დათო.კარგი… ღვთისოს შენი სახელით შევუთვლი – ეგ ნაგა-ვი შენთან სახლში წაიყვანეო. (გზად ბოლო ლუკმას პირში ჩაიტენის და ოთახიდან გავა)
აგნესა.ბუხუტიც გარეთ თუ იცდის, ისიც გაიყოლე… აქაუ-რობას ჩვენ მივხედავთ.
კოტე.ჭიქის მომჭახუნებელსაც არავის მიტოვებ?
აგნესა.ბელადის შესანდობარის დალევას მოგვიანებითაც მოასწრებ. კოტე, საქმე ისე აეწყო, უკეთესს რომ არ ინა-ტრებს კაცი…
კოტე.რას ბრძანებ!… ყველაფერი სანაქებოა!…
აგნესა.არ გეხუმრები! ბედის ბორბალი ჩვენს სასარგებლოდ შემოტრიალდა… მაგრამ საამისოდ ეს თოფიც ასე გვერდზე არ უნდა მოისროლო… ხომ იცი, ხალხს უყვარს, ეცოდება მსხვერპლი. მუდამ მის მხარეს იჭერს…
კოტე.რას მთავაზობ?… კაცი მოვკლათ?
აგნესა.რატომ მაინცდამაინც მოვკლათ? ხომ შეიძლება
56
лйктймйдшйвй
უბრალოდ დაიჭრას?… მწყობრიდან გამოვიდეს… ნუ გეში-ნია, შენი გარჯა აქ სულ არ არის საჭირო… საამისოდ სა-თანადო ხალხი არსებობს… დავუკავშირდები და, თუ ინებებ, სასახლეშივე გაწყობილს მოგართმევენ… ხომ გესმის, ჭირი-სუფლებად პირველები ჩვენ დავუდგებით…
კოტე.გგონია, პოლიტიკურად გამართლებული ნაბიჯია?… აქამდე წინასაარჩევნოდ მაინც კარგ ფონს გვიქმნიდა – ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ამომრჩევლები მაინც სტა-ლინზე ფიქრობენ, არ გამორიცხავენ, ადრე თუ გვიან ძა-ლაუფლებაში ჭეშმარიტი სტალინელები, ჩვენ რომ მოვალთ…
აგნესა.ხომ ნახე? ვითარება ყოველდღიურად შეიძლება შეიც-ვალოს… მაგრამ მე თუ დამიჯერებ, ეს ეფექტი გაათ-კეცდება!… წარმოიდგინე, სტალინის ჩვენთან, თუისში და-ტირებაში, რამხელა მუხტია ჩადებული?!…
კოტე.ცოცხალი რომ არის?…
აგნესა.ვის დაეკარგა? რას ჩამოეთრა ჩვენს ქალაქში? ჭირი-სუფალი ვინ ჰყავს? ეჰ, საერთოდაც ბაგრატას რომ გაესა-ღებინა,… არჩევნები ორასპროცენტიანი ჩვენი იქნებოდა…
კოტე.ბაგრატი საკუთარ ადგილს ამ კაცს უთმობს და თა-ვადვე გაასაღებს?!…
აგნესა. …სწორია!… ბაგრატს უნდა დავასწროთ! ყოველივე ისე უნდა გაკეთდეს, მკვლელობა,… ჰო, კარგი, კაცის დაჭრა ბაგრატს რომ დაბრალდეს!… ამ საქმისათვის ერთ კაი ჯეილსაც ვიცნობ… ლამაზად თუ გავჩარხეთ საქმე, ვერც ვერავინ შეგვედავება… პოლიციაშიც ჩემი ხალხი მყავს… გამოძიებასაც სწორ გეზს მივცემთ…
კოტე. სახიფათო ქალი ყოფილხარ!
აგნესა.გეკადრება?… კოტიკო, ჩემგან არ გესწავლება, პო-ლიტიკა იმის ხელობაა, თავად არაფერს ფლობდე და ამავე დროს ერთი ტყვიით ჩვიდმეტ კურდღელს ერთ შამფურზე აცვამდე… ძალიან გემრიელად კი გეახელი, მართალი გით-ხრა… მთავარია, ნამეტანი არ მოვიმატო… მაშ, ვრეკავ? (ჩანთიდან მობილურ ტელეფონს ამოიღებს და ნომერს აკრეფს).
კოტე.მოიცადე! შარში არ გავეხვიოთ…
აგნესა.მორჩა! აიკრიფა! თავის დროზე იულიუს კეისარმა როგორც ბრძანა: “GშM-მა შეგვაერთა!”
კოტე.(ტელეფონის ზარს გაიგონებს და ჯიბიდან მობილურ
57
ыщыщ жЯувдшЫмшдш
ტელეფონს ამოიღებს) ეს ვინღა ჯანდაბაა?! რა დროს და-რეკვაა?! გისმენთ!
აგნესა.რომელი ხარ?…
კოტე.კოტე ვარ… ცუდად ისმის…
აგნესა. კოტე, ნომერი შემშლია. (Gადარეკავს) …ალო! გა-მარჯობა შენი!… რომელი ვარ და… ჩემისთანა ბევრი გირე-კავს?… აგნესა ვარ, აგნესა! ხომ კარგად ხარ? ჰო, სალაპა-რაკო მაქვს შენთან… ხვალ ხომ არ გამომივლიდი?… ვათას ჯიხურთან… მოსულა… კარგად გნახე… ხვალამდე. (ტე-ლეფონს შეინახავს და ხელში ჭიქას მოიმარჯვებს) აბა, ჩემო კოტე, აკი ჭიქის მომჭახუნებელი არ გყავსო? ჩვენს ერთო-ბლივ შპს-ს გაუმარჯოს! GმბH! Gესელლსცჰაფტ მიტ ბესტიმმტერ Hანდლუნგ!
VII.
იგივე ოთახი. კოტე სარდაფიდან ვალიკოს დანატოვარი საბუთების ახალი დასტით დატვირთული ამოძვრება და მაგიდასთან მჯდომი დათოს წინ, გაშლილ საბუთებზე დააწყობს.
კოტე.ესეც ჩვენი ბაგრატის ბოლოსწინა ამოკვნესა!
დათო. ხომ ხედავ, კაცო, ვკითხულობ!
კოტე. გაარკვიე, რა კავშირი ჰქონდა ბაგრატის სიმამრს ჩვენს გამგებელთან? სადღაც მანდ უნდა ეწეროს…
დათო. დამაცადე, აქ უფრო საინტერესო რაღაცეებს მივაკ-ვლიე!
კოტე.(მეგობრის წინ გაშლილ საბუთებში ჩაიხედავს) კარგი რა, დათო! რა დროს ახლა ოცდაათიანი წლებია?
დათო. აბა რას მირჩევ? გულახდილად მითხარი!… სახლში ამ ქაღალდებს არ მატან; შენთან რომ მოვდივარ, სხვა რაღა-ცეებზე მამუშავებ! ჩემს ფილმზე როდისღა ვიფიქრო?
კოტე. მე რატომ დამიკიდებ ფეხებზე? არჩევნები მოგვადგა კარს! არ გესმის? არჩევნები! ხომ უნდა გავიმარჯვოთ? გა-ვალ პარლამენტში და მერე ას ფილმს გადაგაღებინებ! ამ საბუთებზე სხვამ არავინ არაფერი იცის… აბა ვის ვენდო? რჩევა ვის ვკითხო?
დათო. მეც რომ რაღაცა უფრო საინტერესო მინდა? ნეტავი, თავის დროზე, ამ ფულის თაობაზე მართლა არაფერი მეთქ-
58
лйктймйдшйвй
ვა შენთვის! ამ ქაღალდებს ვეღარ ვუყურებ – ამან ის ჩაუშვა, იმან ეს გააფუჭა!… საბოლოოდ კი ორივე ციხეში ჩაალპეს!
კოტე. ეს არის, ძამიკო, პოლიტიკა! ადამიანები უხილავი ძა-ფებით იმართებიან, ჩვენს დროში კი ეს ძაფები – ინფორ-მაციაა! ქვეყანას ინფორმაციის მპყრობელი მართავს! ცხონე-ბული ვალიკოს წყალობით ამხელა ძალაუფლება გიპყრია ხელთ, და რაღაც ტუტუცობაზე, დოკუმენტურ ფილმებზე მებაზრები!
დათო. იცი, ხანდახან იმის სურვილი მიჩნდება, ყველაფერს ამას ცეცხლი წავუკიდო!
კოტე.საბედნიეროდ ფული სხვა, უფრო სანდო ადგილას გა-დავმალე, მადლიანების სახლს კი, იმედია, შენ არ გადამიწ-ვამ!… მორჩა! ლირიული გადახვევა ამით დასრულდა, ცხო-ვრებისეულ პროზას ვუბრუნდებით. სად გავჩერდით?… ბა-გრატას სიმამრის ეს ნახევარი შენ, გოჩა-გამგებლის მაქინა-ციების ეს ნახევარი მე… (სარდაფიდან ამოტანილი საბუთე-ბის დასტას ორ ნაწილად გაჰყოფს)
დათო. უფალო, შემიწყალე! უფალო, შემიწყალე!…
კარზე ზარი დაიწკრიალებს.
კოტე.ეს ვინღა ჯანდაბაა?
დათო. ვის უცდი?
კოტე. რომელი საათია?… საათი სად არის?… ღმერთო ჩემო, ოთხისათვის ხომ აგნესა უნდა მოსულიყო! დამეხმარე, ჩქარა მივალაგოთ აქაურობა!…
დათო და კოტე გარშემო მიმობნეული საბუთების დალაგებას იწყე-ბენ. კარზე ზარი მეორედ დაიწკრიალებს.
დათო. ეს ჩემი ცოდვით სავსე ქაღალდები ცალკე გადადე! არ აგვერიოს! იქნებ სამზარეულოში დავჯდები მაინცაა, საბუ-თებს გადავათვალიერებ …
კოტე.არ არის ამის ყველაფრის დრო! … ხომ არაფერი დაგვრჩა?
დათო. ამხელა დასტას მარტო როგორ მოერევი? (დაგულებულ საბუთებს მაინც ცალკე გადადებს).
კოტე.ამიტომაც ვჩქარობ!
59
ыщыщ жЯувдшЫмшдш
კარზე ზარი მესამედ დაიწკრიალებს. კოტე საბუთების ნახევარს სარდაფში ჩაიტანს. დათო დარჩენილი საბუთების ჩატანაში მეგო-ბარს დაეხმარება; ბოლოს ისინი საძრომს თავსახურს დაახურავენ, ხალიჩას გადააფარებენ და ზევიდან სავარძელს დადგამენ. კოტე კარის გასახსნელად გარეთ გავა, მაგრამ საჭიროზე მეტ ხანს შეყოვნდება. შემოსასვლელიდან აფორიაქებული ხმები მოისმის, ასე რომ დათო დაინტერესდება, კართან მივა, მაგრამ გარეთ გახედვა მას არ დასცალდება და კოტე ოთახში აგნესას შემოუძღვება.
დათო.გამარჯობა, აგნეს,…
აგნესა.გატყობთ, უდროოდ შემოგეჭერით,…
კოტე.(დათოს გვერდზე გამოიხმობს) აგნესასთან ერთი სას-წრაფო საქმე მაქვს მოსაგვარებელი… უნდა მაპატიო…
დათო.რაზეა ლაპარაკი,… რამდენი ხანია გეუბნები, ამ ქალ-თან, “სასწრაფო საქმეები”, სანამ დროა, “სასწრაფოდ” მოაგ-ვარე მეთქი?…
კოტე.სწორად გამიგე…
დათო.გიგებ, გიგებ, რაზეა ლაპარაკი…
კოტე.არა, ნუ იღიმები, სწორად გამიგე…
დათო.რად გინდა ამდენი ლაყაფი… პატარა ბავშვები ხომ არ ვართ…
კოტე.ის არ იფიქრო,…
დათო.როგორ გეკადრება!…
კოტე.ისევ შენსას არ იშლი?…
დათო.მოვრჩი, მოვრჩი! კოტე, რახან არაფერს აპირებ, იქნებ სამზარეულოში მაინც დავჯდები, იმ საბუთებს ვნახავ…
კოტე.გამორიცხულია!
დათო.ჩუმად ვიჯდები… წრუწუნასავით… ხელს არაფრით შე-გიშლით… არ შეგაწუხებთ.
კოტე.მოდი, იცი,… ჯანდაბას შენი თავი, ქაღალდებს გაგატან, სახლში ნახე…
დათო.Yეს!… (საბუთებს ხელში მოიმარჯვებს) კოტე, მე რომ კიდევ რაღაცა მაინტერესებს…
კოტე.არა, გამორიცხულია! ამას დასჯერდი… მორჩა! (ხელში საბუთებს შეაჩრის და კარისაკენ გაუძღვება) არავის დაა-ნახო, ოღონდ… ცხადია, არც დაგეკარგოს…
დათო.მაცადე, ნუ მექაჩები… ტუალეტში მინდა…
კოტე.აგერ, აბაზიანი, ტუალეტი ორ კვარტალშია (ჯიბიდან ხურდას ამოიღებს და მეგობარს მიაწვდის)
60
лйктймйдшйвй
დათო.რა მოგივიდა? წყალიც არ შეიძლება დავლიო?
კოტე.არა! გესმის?… მეჩქარება! და შენს თანდასწრებით ვერც ვერაფერს ვიზამ! ახლა ხომ გამიგე?!
დათო.…ხვალ რომ მოვალ, იქნებ სხვა საბუთებსაც გამატან?
კოტე.უცილობელად… თუმცა კი, წარსულში ქექვას, მე გირ-ჩევდი ფილმები თანამედროვეობაზე გადაიღო… აგნეს, დათო გემშვიდობება.
აგნესა.ბედნიერად… დიდი ბოდიში, რომ შეგაწუხეთ…
დათო.კარგად გნახეთ.
კოტე დათოს ოთახიდან გააცილებს, გზად რომ არსად გადაუხვიოს და ცოტა ხანში მარტო შემობრუნდება.
კოტე.გაგონილა ჩემი ასე შარში გახვევა? ასეთი რაიმე რამ მოგაფიქრებინა?
აგნესა.ხომ უნდა გამეცანი?
კოტე.რად მინდა მაგის გაცნობა? მონათვლას ხომ არ ვუპი-რებ?
აგნესა.დეტალებია დასაზუსტებელი. და საერთოდაც, ამდენ ლაპარაკს, უმჯობესია ის კაცი აქ მოიყვანო. ხომ არ ეხუ-მრები? ამან “ყური-მური არ იცის…”
კოტე ოთახიდან კვლავ გავარდება და ცოტა ხანში კუკალას შე-მოუძღვება; მამაკაცები თან ორ დიდ ჩანთასაც შემოიტანენ.
კოტე.რამ სიმძიმეა! ეს რა მოგიტანიათ?
კუკალა.აქა მშვიდობა… როგორ გაგიწკრიალებიათ აქაურობა!
კოტე.ვალიკოსთან ნამყოფი ხართ?
კუკალა.როგორ გეკადრებათ! უბრალოდ ძალიან ლამაზი ოთახია!
კოტე.ამ სიმძიმე რა მოიტანეთ?
აგნესა.არჩევანი ჩვენი გასაკეთებელია. ბატონი კუკალა ყვე-ლა იარაღს ფლობს…
კუკალა ჩანთებს გახსნის და შიგნიდან ნაირ-ნაირი სახის სასროლ იარაღს გადმოიღებს – “სტინგერით” დაწყებული და სანადირო თო-ფით დამთავრებული.
კოტე.ეს, ეს,… ამით აპირებთ კაცი დაჭრათ?
კუკალა.გნებავთ – გავჭრი და გნებავთ, საერთოდაც ავაორთქლებ! აი, ასე… (ტანკის საწინააღმდეგო “მუხას”
61
ыщыщ жЯувдшЫмшдш
მოიმარჯვებს).
კოტე.აგნეს, ჩვენ რაზე შევთანხმდით? ის ჩვენი პიროვნება მსუბუქად უნდა დაიჭრას… ხელში! არა, მტევანში!… შენ კი ჯერ ეს კაცი მომიყვანე სახლში – არ ვიცი, რამდენი მოწმე ჰყავს ამას! და ზედ კიდევ იარაღიც მოაყოლე? ხომ გამა-ქრო უშიშროებამ! ნუთუ იმის იმედი გაქვს, არავინ მით-ვალთვალებს?
აგნესა.სულ შენთვის სცალიათ, აი!
კოტე.სცალიათ კიდევაც და უნდა მითვალთვალებდნენ კიდე-ვაც! ქუჩიდან პირდაპირ პარლამენტში ვაპირებ გავეჩითო! რაღაცა უნდა ვიღონოთ!… ტუალეტში რომ ჩავრეცხო,… ამ-ხელა იარაღი ხვრელში არ გაეტევა!
აგნესა.ჰე, ჰე!… სატუალეტო იარაღის ფული სადა გვაქვს? თუ გინდა შავ სამყაროს შენს სახლში არქეოლოგიური გათ-ხრები დააწყებინო?… ისე კი ჭკუასთან ახლოსაა… პარლა-მენტში თუ ვერ გახვედი, ქურდებს არQეოლოგიაში ლექ-ციებს მაინც წაუკითხავ, კულტურას აუმაღლებ…
კოტე.აგნეს, საქმე სახუმაროდ ნამდვილად არა მაქვს! ამხელა შარში გამხვიე! იცოდე, ჩვენი მოლაპარაკება გაუქმდა, ყო-ველგვარი ოპერაციები მოიხსნა! ახლა იმაზე ვიფიქროთ, ეს კაცი სახლიდან მშვიდობიანად როგორ გავისტუმროთ!
აგნესა.როგორ და ჩვეულებრივად. საკუთარი ფეხით…
კოტე.და ამდენ იარაღს ჩემთან დატოვებთ?
აგნესა.რატომ? თან წაიღებს…
კოტე.გნებავს, ჩემგან გამოსულები, ქუჩაში იარაღიანად დაგა-კავონ?
აგნესა.კოტე, მომისმინე,…
კოტე.გნებავს პოლიტიკური კარიერა ჩემივე ხელით დავასამა-რო?
აგნესა.კოტე, მათქმევინე ერთი სიტყვა!… დედაშენი ჯერ ხომ არ დაბრუნებულა?
კოტე.არა… ვერა რაღა შუაშია?…
აგნესა.გადასარევი!… ბატონ კუკალას დედაშენად გამოვა-წყობთ და ამ ნაძირალა ვითომ სტალინსაც ყველას დასა-ნახად გავასაღებინებთ… კარგი, შენი ხათრით ხელში დავა-ჭრევინებთ.
კოტე.რაო?
კუკალა.ქალად გამომაწყობ? 62
лйктймйдшйвй
აგნესა.დავჭრით. გაწყობს?… რაც ბაგრატამ ჩვენ სისხლი გაგვიშრო და მომავალში კიდევ გაგვიშრობს! ერთი ტყვია მაინც არ დაიმსახურა? ყველა ჩათვლის, რომ დედაშენმა მოკლა,… ჰო, კარგი, დაჭრა, თუ გნებავს,… ამასობაში კი ის სადღაც მეგობართანაა… გადასაკარგავში… მაშ ვის აწყობდა შენთვის სახელის გატეხვა? შენს პოლიტიკურ მოწინააღმ-დეგეს – ბა-გრატს.
კოტე.არავითარ შემთხვევაში! დედაჩემი აქ არაფერ შუაშია. პროკურორი სულ რომ ჩემი გულის ჯიბიდან იჭყიტებოდეს!
აგნესა.დედაშენი ხომ აქტიური ანტისტალინისტია?
კოტე.უმწარესი!
კუკალა.ქურდებში გასული ჩემისთანა კაცური კაცი ქალად გინდა გამომაწყო? თავი საჯაროდ გინდა მომჭრა?
აგნესა.კუკალ, ერთი წუთი… კოტე, მომისმინე, დედაშენი არც აქ არის, და თანაც დედაშენია!… ჩათვალე, “ავრორას” ჩვენთვის გაუსვრია! ხომ ხვდები, რაზე მიგანიშნებ?
კუკალა.მე აღარ მეკითხებით?
აგნესა.კუკალ, დაუფიქრდი, ვინ იფიქრებს, ქურდი კაცი, თა-ნაც შენსავით ცნობილი ადამიანი, ქალად რომ გამოეწყობა? რომელი შავი კაცი იფიქრებს ამას, ან, თუ გნებავს, რომელი გამომძიებელი?… მიპასუხე!
კუკალა.…ვერავინ!
აგნესა.მეც მანდა ვარ!… სწორედ ვერას სიმაღლეცა ხარ!… ადგილზე მკვლელი რომც შეამჩვნიონ, ვერად ჩაგთვლიან! კოტეს მოაკითხავენ, ის კი ამასობაში სამარაშია!
კოტე.კიევში.
აგნესა.სულაც ფრანკფურტი იყოს! რა მნიშვნელობა აქვს! აქ არ არის! ჩვენც სუფთები გამოვდივართ!
კოტე.ხომ ჩამოვა ოდესმე?! დასაკითხად რომ გამოუძახონ?…
აგნესა.დიდი ამბავი…
კოტე.ძალიანაც დიდი ამბაია! არ იცი, საქართველოში და-კითხვებზე გამომძიებელს შეუძლია მზე გნებავს სამხრე-თიდან ამოგიყვანოს, გნებავს – დასავლეთიდან, გნებავს – ჩრდილოეთიდან…
აგნესა.მაგის დარდი ნუ გაქვს…
კოტე. და არასდროს – აღმოსავლეთიდან!
აგნესა.მანქანით გავიყვან და უკან მანქანითვე გამოვაბრუ-ნებ… არ მენდობი?… ბოლოს და ბოლოს ობოლი ხომ არ
63
ыщыщ жЯувдшЫмшдш
არის? კაცი პარლამენტში მთელ ქვეყანას აპირებ უპატრონო და საკუთარ დედას ვერ მიხედავ? იცოდე, მთლად ნუ წა-მიხდენ შენზე შთაბეჭდილებას… მოვრიგდით? აბა ჩქარა, დედაშენის კაბა გამომიტანე…
კოტე.დედაჩემის კაბა უნდა ჩავაცვა? ქალი რომ ჩამოვა…
აგნესა.რეპეტიცია აღარ უნდა ჩავატაროთ? დედაშენის სუ-რათიც მოიტანე, ვნახოთ, როგორ გამოიყურება; უკეთ მი-ვამგვანოთ…
კოტე ოთახიდან გავა.
კუკალა.შავი კაცი ქალად არასდროს გამოწყობილა…
აგნესა.მხოლოდ იმიტომ, რომ ამგვარი როლი შენამდე ყვე-ლას კარგად შეუსრულებია… ჩემგან გესწავლება, ნაღდი ქურდი რა დონის მსახიობი უნდა იყოს?… თუ არ დაგი-ჭირეს, არავინ თუ არ დაგინახა… ვინ გაკადრებს – კუკალა ქალად გამოეწყოო?… ასე რომ ქურდობაზე თუ დებ თავს, როლიც კარგად უნდა შეასრულო! დამიჯერე, ყოფილი მსახიობი მაინც არ ვიყო! (კუკალას თმებისა და სახის თვა-ლიერებას მოჰყვება)
კუკალა.იცოდე, თვალებზე არაფერს წაგასმევინებ!
აგნესა.სამოცდაათი წლის ქალია, რა დროს მაგის ტონებია! ნუ გეშინია, გაუმჭვირვალ ჩულქს ჩაგაცმევთ და არც ფეხებს გაგაპარსინებთ… აბა, მომხედე, ვერა როგორ და-დის… გამომყევი… არა, ასე არა… თეძოთი, თეძოთი იმო-ძრავე… დაივიწყე, ფეხებს შორის რა გკიდია…
კუკალა.დაივიწყე კარგია…
ოთახში კოტე დაბრუნდება – ხელზე ორიოდე კაბა აქვს გადაკიდე-ბული.
კოტე.ასე დადის დედაჩემი? აგნეს, იქნებ სხვა რაიმე მოგვე-ფიქრებინა?
აგნესა.დამაცადე! რეპეტიცია ეს-ესაა დავიწყე! დაანახე სუ-რათი… არა, კუკალ, ამისთანა მოძრაობებს რატომ აკეთებ? (კუკალა დანით მოძრაობების იმიტაციას აკეთებს) ვერა მოხუცი ქალია, ნაზი მოძრაობები აქვს…
კუკალა.…შენ ქალი დაუძახე და…
აგნესა.მე მგონია, ეს კაბა აჯობებს… (კაბას მოასინჯებს) არა, ეს მეორე ვნახოთ… შენს ბედად პარიკიც თანა მაქვს…
64
лйктймйдшйвй
კოტე, ერთი თავსაბურიც გამიშანსე, ვითომ კბილი სტკივა… არა, არა, კუკალ, ამისთანა მხეცური სახის გამომეტყველება არ გინდა… აი ასე,… დამშვიდდი…
კოტე.არა უშავს რა.
აგნესა.იდეალამდე ჯერ კიდევ შორსაა… დედაშენი სხვაგვა-რად დადის… ეჰ, ერთი ვიდეო მაინც გვქონოდა! დავა-ნახებდი…
კოტე.მაქვს! გოგლიკოს ქორწილში დათომ ვერას იმდენი უღო, გეგონება პატარძალი დედაჩემი ყოფილიყოს! ფირიც ჩემთა-ნაა… ვიდეო ვის გამოვართვა?…
აგნესა.მერე, შე კაცო!
კოტე.სანაძეებს აქვთ! დამიცადეთ, მეზობელთან გადავალ!
კოტე ოთახიდან გავა, აგნესა კი კუკალასთან რეპეტიციას გააგრძე-ლებს. ამ საქმით დაკავებულნი, ისინი ყურადღებას არ მიაქცევენ შემოსასვლელიდან მოსულ ხმებს, ბოლოს კარი რომ გაიღება და ოთახში მუშები ქანდაკების შემოტანას შეეცდებიანთ. მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანა მათ არ დასცალდებათ – ოთახში აქაფებული კოტე შემოვარდება ვიდეომაგნიტოფონით ხელში და ქანდაკებას მუ-შებს ზღურბლზევე დაატოვებინებს.
I მტვირთავი. გზა, გზა, უფროსო, გაგიტანე ახლა რუსის ტანკივით!
კოტე.(მუშებს გააჩერებს) ვინ შემოგიშვათ? რა ნება გაქვთ?
I მტვირთავი. კოტე უფროსო! განა ჩვენ პირველი დღეა, გვიცნობს? (კუკალას) ქალბატონო, გამარჯობა! კბილი სტკი-ვა?
კოტე.დედაჩემთან რა გესაქმებათ? (კარს რომ ვერ გამოიკე-ტავს, კუკალას დაფარვას შეეცდება, ანიშნებს, გაეცალოს აქაურობას) რა ხდება? არ უნდა გამაგებინოთ? სახვითი ხელოვნების მუზეუმი სახლში ჯერ არ გამიხსნია!
I მტვირთავი.ჩემი საქმეა ფული ავიღო, ტვირთი ავწიო და “ადრესატს” კულტურნად მიართვას! მაღარიჩი ახლა შენზეა!
კოტე. სამაღარიჩოდ გამიხადე კიდევაც საქმე? ახლავე გაიტა-ნეთ ეს ქალი აქედან!
I მტვირთავი.უფროსო, შენი ხუმარა ძმაკაცი რომ არის,… მოქანდაკე,…
კოტე. …ღვთისო იქნება… მაგის ნახელავს ჰგავს…
I მტვირთავი.ჰო, ტოჩკაში მოარტყი! აგერ წერილიც გამო-
65
ыщыщ жЯувдшЫмшдш
მატანა. (კოტეს წერილს მიაწვდის და ქანდაკების აწევას კვლავ შეეცდება).
კოტე.თავი დაანებე ამას! თვითონ მივხედავ! (წერილის კითხ-ვას მიჰყვება)
I მტვირთავი. კნეინა ჯან, ჩემი ცოლი კბილი რომ სტკივა, სოდას ივლებს ხოლმე. მამენტ გადაუვლის…
კოტე.რა გითხარი? თავი დაანებე დედაჩემს! საერთოდაც და-მეხსენი!
I მტვირთავი.ნება შენია! (გაბრუნდება და მეგობართან ერთად გარეთ გავა)
აგნესა.რა ხდება? რა ამბავია?
კოტე.სიდედრს ღვთისო სახელოსნოდან საბოლოოდ გაუსა-ხლებია და ახლა თავის ქანდაკებებს მეგობრებში არიგებს…
აგნესა.აქ უნდა დადგა?
კოტე.აბა რა ვქნა?… ღვთისოს არ იცნობ… რაიმე თუ აიკ-ვიატა, არ მოისვენებს, ქუჩაში სადარბაზოსთან ვერნისაჟს მომიწყობს… კუკალ ბატონო, დამეხმარე, გეთაყვა…
კუკალა.ქურდს გინდა ამუშავო?
კოტე.კაცი აღარა ხარ? აგნესამ უნდა აწიოს ამ სიმძიმე ნივ-თი? სადაც ქალის კაბა ჩაგიცვამს, იქნებ იკადრებ, დამეხმა-რო კიდევაც…
კუკალა.ღორის ტილი თითზე შეისვიო, ტყუილად კი არ არის ნათქვამი!
კუკალა კოტეს ქანდაკების აწევაში დაეხმარება, ოთახში შემოაჩოჩე-ბენ, ზურგს უკანიდან მტვირთავები რომ გამოჩნდებიან ახალი ქან-დაკებით ხელში.
I მტვირთავი.კოტე-უფროსო, აბა ავადმყოფი ქალის გარჯა ასე გაგონილა? ხომ გითხარი, ჩვენ შევიტანთ!
კოტე.ისევ ამოხვედი?… (კუკალას) დედა, ხომ გითხრა კაცმა, კბილი რომ გტკივა, სოდით უნდა გამოივლოო?! აგნეს, დაეხმარე, გეთაყვა! (კუკალას და აგნესას ოთახიდან გაის-ტუმრებს) კიდევ ბევრია ამოსატანი?
I მტვირთავი.იქნება ასე, ერთი-ორი-სამი… (მტვირთავები კოტეს პირველი ქანდაკების შეტანაში დაეხმარებიან, შემდეგ კი მეორე ქანდაკებასაც შემოაყოლებენ).
კოტე.ჩქარა! ჩქარა! იმუშავეთ! არა მცალია! რა გგონიათ, ეს დედაჩემი ერთი დღით ჩამოვიდა და ისევ უკან ბრუნდება.
66
лйктймйдшйвй
I მტვირთავი.სად მიდის?
კოტე.…რუსეთია თუ უკრაინა. ჩქარა! ჩქარა!
I მტვირთავი.კოტე-ჯან, ერთი სამაღარიჩო საქმე მექნება შენთან!… ეს ამხელა ჩანთები შუა გზაში რად გინდა?
კოტე.თავი დაანებე ყველაფერს, რა გითხარი? ჯერ შემოი-ტანე და მერე მითხარი!
I მტვირთავი.შენ მართლა სოციალიზმში გვაბრუნებს, რა-ღა! ბავშვობიდან ასე ჩქარა რომ მემუშავა, მართლა გეროი საციალისტიჩესკოვო ტრუდა ვიქნებოდი! კოტე უფროსო, დედაშენი რუსეთია თუ უკრაინა, რახან მიდის, ძმაკაცთან ვალი მაქვს დასაბრუნებელი, ფულს ხომ ვერ გაიყოლებს?
კოტე.თავი დაანებე დედაჩემს! დაივიწყე! ყირგიზეთში მიფრი-ნავს! ეს ქალი შენთვის არ არსებობს! ვითომ არც გინახავს!
I მტვირთავი.ასეთი ჯიგარი ქალი თუ არ არსებობს, მაშ ვინ არსებობს? ეჰ,… უფროსი კი ხარ, პარლამენტში კი ემ-ზადები, მაგრამ მართალი არა ხარ!… დამიჯერე!
მტვირთავები ოთახიდან გავლენ და ამასობაში მარტო დარჩენილი კოტე უკვე შემოტანილი ქანდაკებების გასწორებას შეუდგება, გა-ჩოჩვისას არლეკინის თეთრად შეფერილი თაბაშირის ქანდაკება შე-ტორტმანდება, წონასწორობას ხელების დახმარებით შეიკავებს, კვლავ თავდაპირველ მდგომარეობას დაიბრუნებს, თუმცა კოტე ამას ვერ შეამჩვნევს. მუშები კიდევ ორ, უფრო პატარა ქანდაკებას შე-მოიტანენ. ერთ-ერთ მათგანში სტალინის ამოცნობაა შესაძლებელი.
I მტვირთავი. კოტე უფროსო, შაბაშ! შემოტანას მოვრჩით! ახლა გატანაზე რომ მიდგება საქმე, ეგეც ჩვენზე იყოს! დღეში ოცდასამი საათი სადაცა ვართ, შენ იცი. ფასზეც მე-გობრულად მოვრიგდებით.
აგნესა. (ოთახში შემობრუნდება) დღეში იმ ოცდამეოთხე საათს რაღას აკეთებ?
I მტვირთავი. ვა, არ შეიძლება?…
აგნესა. შეიძლება რომელია… ისე, მაინტერესებს…
I მტვირთავი. გულოსთან ვარ, ვა!… აღარ დამაცადოთ!… ახლაც მიცდის – დვადცატ ჩეტვერტი საათი დაეწყო, რაღა! კარგად გნახეთ… ჩემთან საქმე თუ გექნათ, ორ საათში თქვენთან გავჩნდები!
მტვირთავები ოთახიდან გავლენ და სანამ კოტე ვიდეომაგნიტოფონს ჩართავს, აგნესა კუკალას ოთახში დააბრუნებს.
67
ыщыщ жЯувдшЫмшдш
კოტე. კინაღამ არ გავიყიდეთ!
აგნესა. კინაღამ არ ითვლება. ისე კი დიდი სიფრთხილე გვმართებს! ჯვებე, მსახიობმა კი, რომ იცოდე, მეტი სა-ზრიანობა უნდა გამოიჩინოს!… (ტელევიზორის წინ გაჩერ-დებიან) აბა, შევხედოთ… ვერა, მართალია, მოხუცია, მაგრამ ქალია! ხომ ხედავ, როგორ დადის… ნახე, როგორ ცეკვავს… აბა, ჩვენც ვცადოთ! არა, არა! უფრო ნელა ცოტა უფრო მძიმედ – შენსავით ორმოცი წლისა ხომ არ გგონია… გე-გონება ზურგზე რაიმე გაწვება… ამ ხელს რას აფათურებ? რატომ ვერ ისვენებ?… ვერ გამიგია, ვითომ დანას რატომ ათამაშებ? სამოცდაათი წლის ქალმა კაცი გინდა დაჭრა? (აგრძელებენ რეპეტიციას)
კოტეს მობილურ ტელეფონზე გადმოურეკავენ და ისიც უპასუხებს.
კოტე.გამარჯობა!… მე ვარ, აბა სხვას ვის ელოდი?… რაო?… არ გადამრიო!… სამსახურში ხარ?… აგნესაც აქ არის… კარგი, ხუთ წუთში შენთან გავჩნდებით!
აგნესა.რა ხდება? რა ამბავია?
კოტე.გიგლას ქარხანა საბოლოოდ გაუკოტრებია – ხელფასად მუშებს ჩვენს რუბლებს რომ ურიგებდა, შემოსულ ლარებს, თურმე, იჯიბავდა, ახლა კი საერთოდაც გერმანიაში გაპა-რულა.
აგნესა.გინდ დაიჯერე, გინდ არა – გულზე იმისთანა სიმ-ძიმე მაწვა, იმისთანა ცუდი წინათგრძნობა მქონდა…
კოტე.თბილისიდან კომისია ჩამოსულა, ქარხანა დაუკეტიათ, ანგარიშებზე ყადაღა დაუდიათ…
აგნესა.რაღას ვდგევართ? წავედით!
კოტე.მეც ეს ვუთხარი!… ბატონ კუკალას რა ვუყოთ?… ია-რაღს?
აგნესა. ამის დრო ახლა არ არის! იმედია, ორი საათი არა-ვინ შეგაწუხებს!… ჯვებე, უნდა მოგვიტევო, რეპეტიცია ორიოდე საათით უნდა გადავდოთ… მოდი, ეს საღებავი მოგხსნა…
კოტე.დასწყევლოს ეშმაკმა! ღვთისო მაინც ყოფილიყო ჩემთან! ერთად დავტოვებდი! ეს კაცი ჩემი სახლის შესასვლელში ამდენჯერ რომ არ გამოჩნდეს!
აგნესა.ეგ არაფერი, შენ არ იღელვო! ორ საათში კარგადაც შებინდდება, ვეღარავინ დაინახავს… იარაღსაც მშვიდად გა-
68
лйктймйдшйвй
ვიტანთ. თანაც უკან გზაზე რაღაცეებს ვიყიდი კიდევაც… ისეთ ვერად ვაქცევ, სულ რომ გასათხოვარი ქალი გავხადო!
კოტე.აბა, აბა,… ამისთანები დედაჩემს სულ არ ესაჭიროება! მზად ვართ? დავიძრათ!
კოტე, აგნესა და კუკალა ოთახიდან გავლენ. მას შემდეგ, რაც ბინის შემოსასვლელი კარი გამოიკეტება, არლეკინად გამოწყობილი თეთრი თაბაშირის ფიგურა გაცოცხლდება, პოსტამენტიდან გადმოხტება, ყუთებთან მივა, იარაღს შეამოწმებს და ნანახით შეძრწუნებული, სასწრაფოდ ტანსაცმლის გამოცვლას შეუდგება, რომელიც თეთრი თაბაშირის ქოთანში თავის Gვერდითვე ჰქონდა გადამალული. ოთახ-ში ჩვეულებრივი ტელეფონის ზარი აწკრიალდება, არლეკინი ყურმი-ლის აღებას მოინდომებს, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრებს, გააგრძე-ლებს სახიდან თეთრი საღებავის მოხსნას, ასე რომ მალე მასში ღვთისოს ამოცნობა გახდება შესაძლებელი. ტანსაცმლის გამოცვლის შემდეგ, სახლიდან გასვლის წინ იგი ტელეფონის ნომერს აკრეფს.
ღვთისო.ნოდარი, ღვთისო ვარ, ღვთისო… ხომ არ იცი, ეს ჩემი სტუმარი,… ჰო, სტალინი, სად შემიძლია ახლა მოვძებ-ნო?… ტელევიზიაში იყო? კარგი, დიდი მადლობა… (ყურ-მილს დადებს და ბინიდან გავარდება)
VIII.
იგივე ოთახი სამიოდე საათის შემდეგ. ბინის შემოსასვლელი კარი გაიღება და ოთახში აგნესა, კოტე და კუკალა დაბრუნდებიან. კოტეს პარკებში საგზალი უწყვია.
კოტე.აგნეს, დაფაცურდით, მოათავეთ ეს დასაწყევლი რეპე-ტიცია, მე კი ამასობაში სამზარეულოში სახელდახელოდ რაიმეს გავაწყობ.
აგნესა. ძალიან დამავალიანებ. სირაქლემასავით მშია… ხომ არ დაგეხმარო? (მომცრო პარკიდან მაკიაჟისათვის საჭირო ნივთებს ამოაწყობს და კუკალას მოხატვას შეუდგება)
კოტე.ჩემი დახმარება ის იქნება, ბატონი კუკალას “პროფე-სიული ხელსაწყოები” რაც შეიძლება მალე გავისტუმროთ ბინიდან.
კუკალა. ჩემი ნახვა თუ არ გსიამოვნებთ, არავის ვემარიაჟე-ბი…
აგნესა.მორჩი სისულელეებს! ეს კაბა ჩქარა ჩაიცვი და და-
69
ыщыщ жЯувдшЫмшдш
ვიწყოთ. თან საქმე! კოტე, ვიდეოც ჩაურთე, დედაშენს უყუროს…
კუკალა.კაცის ტანსაცმელში რომ დავრჩე?
აგნესა.ახალი კაბა გიყიდე და არ უნდა მოისინჯო? (პარკი-დან კაბას ამოიღებს და მას ფეხსაცმელსაც მოაყოლებს) ჩქარა, ჩქარა, ნუ გვაყოვნებ! კოტე, კიდევ აქ ხარ?
კოტე.ეს სახელოები ალბათ ოდნავ შესავიწროვებელია.
კუკალა.სახელოებს თუ შემივიწროვებთ, იარაღს ვეღარ მო-ვიმარჯვებ… (ყუთიდან იარაღის ამოსაღებად დაიხრება და იატაკზე ღვთისოსეული არლეკინის თეთრ წამოსასხამს აღ-მოაჩენს, მზერას ცარიელ პოსტამენტზე გადაიტანს)
აგნესა. ჯვებე, ნუ ინძრევი, თუ გინდა საღებავი უადგილო ადგილას არ წაგისვა!
კუკალა.…ქანდაკება…
აგნესა.ჯვებე, რა გითხარი?!
კუკალა.ქანდაკება რა იქნა?
კოტე.ქანდაკება?… (შემოერტყმევიან ცარიელ პოსტამენტს, თან არლეკინის თეთრ წამოსასხამს ათვალიერებენ, იზომა-ვენ)
აგნესა.…ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ქანდაკების გაცოც-ხლება გამორიცხულია…
კუკალა.აბა მიმოიხედე, სხვა არაფერი დაიკარგა?
კოტე.(გულდასმით ათვალიერებს იქაურობას) ხომ ვამბობდი, სუკი მითვალთვალებს მეთქი?! არ გვინდა ეს კარნავალი!
აგნესა.ფიქრობ, სუკი ბინაში ამ შენი მიქელანჯელო ძმაკაცის ქანდაკების წასაღებად მოვიდა?… იარაღი ადგილზეა?… ეგ დატოვეს და ორმეტრიან ქანდაკებას ჩაგესესხნენ?… ვისა აქვს კიდევ ბინის გასაღები?
კოტე.დედაჩემს… ღვთისოს… (კუკალას) აბა, შეამოწმე შენი იარაღი…
კუკალა.ყველაფერი ადგილზეა…
კოტე.ღმერთო, რა დაგიშავე? უთუოდ სუკის ნახელავი იქნება! რახან იარაღი არ წაუღიათ, უსათუოდ ნარკოტიკებსაც შე-მომიგდებდნენ! (გააფთრებით დაძრწის ოთახში, უშიშროების მიერ შემოგდებულ ნარკოტიკებს დაეძებს).
აგნესა. თუ ღმერთი გწამს, მორჩი სისულელეების როშვას! ნარკოტიკები შემოუგდეს, არა…!
კოტე.მაგათი ამბავი არ იცი? ტერაქტის განხორციელებას ხომ
70
лйктймйдшйвй
შემომატენიან! და ამას კიდევ ნარკოტიკებით ვაჭრობასაც დაამატებენ!
აგნესა.კაცი სიგარეტს არ ეწევი და ნარკოტიკებს შემოგატე-ნიან?! დიდი-დიდი – შეგახვევენ, თვეში ერთხელ ანგარიშებს დაგაწერინებენ! ქანდაკება კი ღვთისოსავე წაღებული იქნე-ბა… რაღაცაში დასჭირდა ალბათ და წაიღო… მოვრჩეთ, მოვრჩეთ! მშია! საჭმელი გააწყე, სანამ შენც არ შეგჭამე! (კოტეს ოთახიდან გაისტუმრებს)
კუკალა.ქანდაკება პატრონმა თუ წაიღო, ეს ტანსაცმელი როგორღა გახადა?
აგნესა.ბევრს ნუ ფილოსოფოსობ! მოქანდაკის ნებაა – ავ-ტორია! გინდა ჩააცმევს, გინდა გახდის! გინდა, საერთოდაც დაამტვრევს!… ყოჩაღ მე! ხომ იცი, მგონია, ჰგავხარ! (სარ-კესთან მიიყვანს) არა, არა, ოღონდაც ასე ნუ ივლი და! ჯარისკაცის ჩექმები ხომ არ გაცვია? დაიმახსოვრე – შენ ახლა ვერას განასახიერებ, ვერა კი – ქალია, ქალბატონი! თუნდაც მოხუცი, მაგრამ მაინც ქალი! მომხედე, როგორ უნდა იარო!… ნუ ჩერდები, უკან გამომყევი…
ოთახში კოტე ისევ შემოვა, გააგრძელებს “შემოგდებული” ნარკოტი-კების ძებნას.
კოტე.დასაწყევლი ორი-სამი გრამი და ათი წლით სააქაოდან გამაქრობენ,…
აგნესა.ისევ აქა ხარ?… რა გითხარი? მშია-მეთქი… დაუ-ფიქრდი, რა უნდა შემოეგდოთ?
კოტე.რა და ანაშა, პლანი, მორფი, ჰეროინი,…
აგნესა.მარიჰუანა იქნება უსათუოდ… ან კოკაენი (ერთ-ერთ იარაღს მოიმარჯვებს და ხუმრობით კოტეს მიუშვერს) იცოდე, ამ ხუთიოდე წუთში სუფრასთან თუ არ დამსვამ, შენ შეგჭამ! შემოგდებულ ნარკოტიკიანად!
გარეთ ბინაში შემოსასვლელი კარი ჩუმად დაიჭრაჭუნებს და კოტე შეცბება.
კოტე.აგერაც, მოვიდნენ! შენ თუ გნებავს, ივახშმე! შენი არ ვიცი! მე კი ჩემი ნებით უნდა ჩავბარდე!
აგნესა.ვის ბარდები? ვის დაეკარგე?… კოტე, მე საჭმელად წავედი… (გასასვლელისაკენ გაემართება)
კოტე. გაგიჟდი? დააგდე ეს ავტომატი! (აგნესას გაჩერებას
71
ыщыщ жЯувдшЫмшдш
შეეცდება და ბოლოს იარაღსაც მიუშვერს) შეიარაღებული წინააღმდეგობისათვის ადგილზე გაგვასაღებენ!
კუკალა.ჰე! ჰე! ხალხო! თავი “ბავშვთა სამყაროში” ხომ არ გგონიათ? (მისი მიმართულებით გამოშვერილ ლულებს ემა-ლება)
აგნესა.(ხუმრობით) შენ მე იარაღი მომიშვირე? ახლა გიჩვე-ნებ, იარაღის მომარჯვება როგორია! (მაგიდაზე ტყ-ვიამფქვევს გადმოიღებს).
კოტე.აგნეს, საქმე სახუმაროდ არ გვაქვს! ნამდვილად მოვიდ-ნენ! ლულა ჩაუშვი!
აგნესა.კიდევ რომ დიდ გულზეა!…
ამასობაში ოთახში სტალინი, ბუხუტი და ღვთისო შემოვლენ, დაპი-რისპირების მომსწრენი, შეშინებულები ხელებს მაღლა ასწევენ.
კუკალა.(შემოსულებს აღმოაჩენს) აგნეს!… კოტე!.
აგნესა.კაცს პური სთხოვო და ავტომატი მოგიშვიროს! გშიოდეს და ქვა შეგაჭამოს?
კუკალა.აგნეს! აქეთ გამოიხედე!
ბუხუტი.ქალბატონო ვერა, ხმაზე რა მოგივიდათ? ასე უც-ნაურად რატომ დადიხართ? (კუკალას ეძგერება და ხელზე ეამბორება) როდის დაგვიბრუნდით?
აგნესა.აბა, ნუ გვიშლით! ახლავე დატოვეთ სარეპეტიციო დარბაზი! კოტე! ეს ხალხი აქ რატომ შემოუშვი?… კოტე!
ღვთისო.(კოტეს მიმართავს) მაპატიე, გაუფრთხილებლად რომ შემოგეჭერით… გაიცანით, ჩემი სტუმარია, ამხანაგი სტალი-ნი…
სტალინი. …აქა მშვიდობა!…
კოტე. უკან ხომ არავინ შემოგყვათ?…
სტალინი. როგორ გეკადრებათ!… ეს რა კოხტად გაგიწყვიათ აქაურობა!… ახალი სავარძლები,… ახალი მაგიდა… თუმცა, მე რომ მკითხოთ, ეს კარადა აქაურობას სულ არ უხდება… დაუყოვნებლივ გავიტანდი აქედან…
კოტე.სულ დედაჩემის გემოვნება გქონიათ! ეს კარადა არც დედაჩემს მოსწონს…
სტალინი. დედა კიდევ გახსოვს?
კოტე. აბა, ობოლი ხომ არ ვარ! (კუკალას მიუბრუნდება, თუმცა ეს უკანასკნელი მომართვას საკუთარ თავზე არ მიიღებს) დედა, ხომ გაიგონე, აგნესას აქლემივით შია! გაა-
72
лйктймйдшйвй
წყე სუფრა! სტუმრებსაც ეშიებათ, ალბათ…
სტალინი. მომიკვდეს თავი! ახლავე გავაწყობ! (გონს მოეგე-ბა) არა, გმადლობთ, ჩვენ არ გვშია, ზოოპარკი კი აქაურმა მშრომელებმა გუშინ დამათვალიერებინეს… ხელები რომ ჩა-მოვუშვა, თუ შეიძლება?
კოტე.ეს ხომ სათამაშოებია! ღვთისო, რას ბედავ? სხვის სახლში ასე შემოჭრა ვის გაუგია?
სტალინი.ჩემი ბრალია! ღვთისომ მითხრა, კოტეს… მაპა-ტიეთ, ბატონ კოტეს იარაღი მოუმარაგებიო და მეც გადავ-წყვიტე დაუყოვნებლივ გწვეოდით…
კოტე.იარაღის შესახებ ღვთისომ რა იცის?
აგნესა.ეს ხომ თეატრის რეკვიზიტია, სათამაშოებია!
კოტე.აგნესა რეპეტიციას ატარებს…
აგნესა.ჰმ!!!… კოტე,… არა, ღთისო, შენს სტუმარს ხომ არ გამაცნობდი.
კოტე.(ღვთისოს მიმართავს) საერთოდაც, აქ როდის იყავი?
ღვთისო.ვიფიქრე გაგხუმრებოდი… არლეკინის ქანდაკებად გამოვეწყე…
კოტე.მაშ შენ აქ იდექი და ყველაფერი გესმოდა? (სხვა ქან-დაკებებსაც შეამოწმებს)
აგნესა. ღვთისო, როდემდე გიცადო? სტუმარს როდის გა-მაცნობ?
ღვთისო.ბატონო ჩემო,…
სტალინი. სამწუხაროდ, ბატონების საბოლოოდ ამოძირკვა თავის დროზე არ დამცალდა, ისევ მომრავლდნენ ჩვენში… არა უშავს, ცოტა ხანში ყველას კედელთან გავამწკვრივებ და ამჯერად უკვე სამარადჟამოდ მოვუღებ ბოლოს! Mე კი “ამხანაგით” შეგიძლიათ მომმართოთ…
ღვთისო. ნება თქვენია… ეს ქალბა…ნაგი აგნესაა, ბოლშევი-კური პარტიის ბანკირი, მთელ ჩვენს რეგიონში ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების ქსელს მეურვეობს,… ჯიხურნეტი, ასე ვთქვათ… და ამავე დროს ჩვენი ცნობილი პრიმადონა…
კოტე.ღვთისო, შენ გეკითხები…
ღვთისო. რას გიმალავ? რა უნდა გამეგო?… შემომიშვით და იმავე წამს ნიშადურამოსმულებივით გაიქეცით სახლიდან… მომიტევეთ, ეს, როგორც მიხვდით, სახლის მეპატრონეა, ბა-ტონი კოტე მადლიანი…
73
ыщыщ жЯувдшЫмшдш
სტალინი გვერდზე დაყრილ სხვა იარაღს აღმოაჩენს, შეშინებული თვალიერებას დაუწყებს, უნებლიედ იარაღს მასპინძელს მიუშვერს, თუმცა კი ცდილობს მარჯვედ გამოიყურებოდეს.
სტალინი.როგორც იქნა, დაძლიეთ საკუთარი თავი? პაცი-ფიზმი გვერდზე მოიტოვეთ? გაბედეთ მსოფლიო რევოლუ-ციას მობრუნებოდით?
კოტე.რას ბრძანებთ!
სტალინი.მაშ რატომღა მატყუებდნენ, კოტე მადლიანი ლა-ჩარი ცრუპენტელა ინტელიგენტიაო?
კოტე.რომელმა თქვა ეს?
სტალინი.ბაგრატა ყლორტიძეს, ამ კარიერისტს რომ დამა-კავშირეს! არ ჯობდა, ისევ თქვენთან, ბოლშევიკებთან, ჩე-მიანებთან ვყოფილვიყავი? მით უმეტეს, იარაღიც აგერვეა…
კოტე.ეს თეატრის რეკვიზიტია…
სტალინი.გენერალისიმუსი კაცი, სსრკ უზენაესი მთავარსარ-დალი გინდათ დამარწმუნოთ, ეს სათამაშო იარაღია?… ეჰ, ორმოცდახუთში ამისთანა სათამაშოები მქონოდა…
კოტე.არ დააჭიროთ!… ჰო, ჩვენებურ თეატრებში… ახლა ამისთანა იარაღს იყენებენ ხოლმე… მაყურებელი გამოცდი-ლია… უკეთ რომ დააჯერონ…
სტალინი.მაგრამ ეს ხომ თეატრი არ არის? ეს ხომ ჩვეულე-ბრივი პოსტსაბჭოური მოქალაქის ბინაა?
კოტე.…რასაკვირველია…
სტალინი.არ გეწყინოთ, რა თქმა უნდა, თქვენ არაჩვეულე-ბრივი ადამიანი ბრძანდებით და თითქმის დარწმუნებულიც კი ვარ, მსოფლიო რევოლუციისათვის თავს დადებთ…
კოტე.უცილობელად…
სტალინი.ასეც ვგრძნობდი! ღვთისო, ჩემო კარგო, რომელმა მზაკვარმა ჩამოაგდო ამისთანა შუღლი მე და კოტეს… ამხა-ნაგი კოტეს შორის? ხომ შეიძლება, ამიერიდან უბრალოდ კოტე გიწოდოთ?
ღვთისო. საქართველოში ორ კაცს შორის ჩაკვეხილ მტრებს ვინ დაითვლის?
კოტე.კი ბატონო…
სტალინი.არ დაგავიწყდეს, ამხანაგი უნდა დამიძახოთ ხოლმე…
კოტე.უცილობელად
სტალინი.ხედავთ, შეხედულებებშიც საერთო გენერალური
74
лйктймйдшйвй
ხაზი იკვეთება…
კოტე.უნდა ვივარაუდოთ…
სტალინი.მაშინ, იმედია, არც ამ დაწყევლილ, ყოვლად ჩა-წყობილ არჩევნებს ჩაებღაუჭებით?
კოტე.გინდათ პარლამენტში არჩევნებზე უარი ვთქვა?
სტალინი.(იარაღს ხელში მოიმარჯვებს) აი, ეს არის ჭეშმა-რიტი სტალინელის საარჩევნო ბიულეტენი! ეჭვი ნუ შეგეპა-რება, ხალხი გამომყვება! შენ არ იცი, რას ნიშნავდა მათთ-ვის “ზა როდინუ! ზა სტალინა!” ტანკებს უწვებოდნენ ქვეშ…
კოტე.ბატ… ამხანაგო სტალინ, ახლა დრო შეიცვალა…
სტალინი.დრო მუდამ ერთი და იგივეა! ვისაც სტალინი არ მოსწონს – კედელთან მივაყენებ! (იარაღს შეშინებულ დამს-წრეთ მიუშვერს) თქვენ არ მოგწონვართ? თუ შენ გეპატა-რავები თვალში? კარგია, ძალას რომ არ იშურებთ საბჭოთა კავშირის ასაღორძინებლად… ჩემი პირველი ნაბიჯია, პირ-ველი მერცხალი დიდ პოლიტიკაში…
კოტე. მართალი გითხრათ, საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ლა-პარაკი მთელს ჩვენს საზოგადოებას ოდნავ ნაადრევად ეჩ-ვენება… ხალხი ჯეროვნად არაა მომზადებული, ხომ იცით, დერეფნების დონეზე, ვიწრო-ნაციონალისტურად, პროვინ-ციულად მსჯელობს; სახლს მთლიანობაში ჯერ ვერ აღიქ-ვამს… მსოფლიო სტანდარტებამდე ჯერ არ ასულან. მთა-ვრობამაც ხალხი წელში საბოლოოდ ჯერ არ გაწყვიტა… დავაცადოთ ცოტა ხანი და შემდეგ ამ თემაზე რეფერენ-დუმსაც მოვაწყობინებ…
სტალინი. დროა, დროა, პლანეტის დონეზე, უფრო მეტი – მზის სისტემის დონეზე დავიწყოთ აზროვნება! აქაურობას შეცვლა ესაჭიროება! ამოეფარეთ კავკასიის კალთებს და გგონიათ, თქვენს გარდა აღარავინ არსებობს! გადავალ ცო-ტა ხანში რუსეთში, ავამოძრავებ ამ დიად ერს! აბა მაშინ შემხედონ ამ დემოკრატებმა, ევროპის გაერთიანება როგორ უნდა!… შემდეგ კი… იმათაც გადავწვდებით…
Мы всю Америку оденем в галифе‚
К еб… (такой-то) матери закроем все кафе‚
Дома откроем‚ бл… (да)‚ дома культуры‚
Пускай побудут в нашей шкуре.
И наш солдат‚ освободитель‚ бл… (да!)
75
ыщыщ жЯувдшЫмшдш
На статуе свободы‚ напишет –
Мир освобожденному народу!
ეს ლექსი ადრე ხომ გსმენიათ? სამწუხაროდ გვიან მოვი-საზრე მისი ავტორისათვის ჩემი სახელობის პრემია მიმენი-ჭებინა… ამ უნიჭო ვიგინდარებმა კი ჩვენებური წყობის და-ცინვად აღიქვეს, არ გაითვალისწინეს, სუსტი ჯანმრთელობა რომ ჰქონდა… ვერაფერს იზამ, ბევრი ადამიანი სიკვდილის შემდეგ გამიხდა დასაფასებელი…
კოტე. ბა…მხანაგო ჩემო, თქვენებური მტკიცე ხასიათი და ხელი ქვეყანას კი ესაჭიროება, მაგრამ…
სტალინი. ვერ დაგეთანხმებით… ისტორიამ აჩვენა, საკმაო სიმტკიცე დროულად არ გამომიმჟღავნებია, ჩემს შემდეგ ნი-კიტკები და ლიონკები თუკი ამოტივტივდნენ!… ჭკუა მას-წავლეს… კაცმა კი უპირველესად საკუთარ შეცდომებზე უნდა ისწავლო… ერთი ორასიოდე წელიწადსაც დამაცამა-დეთ…
ბუხუტი. კიდევ ორას წელიწადს უნდა იცოცხლოთ?… რას გეუბნებოდით?
აგნესა. ამხანაგო სტალინო!… ხომ გესმით, ერთი მიზანი გვაქვს – ხელისუფლება ხელში უნდა ჩავიგდოთ და ჩვენთ-ვის სასურველი პოლიტიკური წყობა დავამკვიდროთ…
კუკალა. (სტალინი მას აღტაცებაში მოიყვანს) პაპაჩემის ნაამბობიდან მახსოვს…
კოტე. დედა, რა დროს პაპაშენის ამბებია? კბილს მიხედე, უმჯობესია! წადი, გამოივლე… სოდით!
სტალინი.ეს ქალბატონი… დედათქვენია?
კოტე. დიახ! ამჟამად კბილი სტკივა…
სტალინი.ეს ის ცნობილი ქალბატონი ოლღაა… არა, ვერა… მე რომ მავზოლეუმზე ყოფნისას ხელში ამიყვანია?…
ბუხუტი. გენიოსი! ჭეშმარიტი გენიოსი! ყველას ასავალ დასა-ვალი იცის! ვერაფერს გამოაპარებ!
კოტე.დიახ… დედა, აქ რატომ ხარ? კბილი ხომ გტკიოდა, ახლავე წადი, წამოწექი… ეს თავსახურიც მოიხურე, თბილად შეიხვიე. (ოთახიდან გაისტუმრებს)
ბუხუტი.ჩინებულად გამოიყურება… სრულებით მოვიხიბლე…
კოტე.დედა დღეს დამიბრუნდა… კიევში იყო… და ახლავე უკანვე უნდა დაბრუნდეს…
სტალინი.შემახედეთ, თუ შეიძლება… სულ სხვანაირი წარ-
76
лйктймйдшйвй
მომედგინა… ხშირად კი არ ვხვდები ადამიანს სამოცდა… რამდენიღაცაა წლის შემდეგ…
კოტე. შეგიძლიათ დატკბეთ. (კედელზე ჩამოკიდებულ სუ-რათზე მიუთითებს)
სტალინი. მე ცოცხალი ადამიანი მინდა ვნახო!…
კოტე. დავაცადოთ კბილი გამოივლოს… აი, ეს სურათი მოს-კოვშია გადაღებული…
სტალინი. თქვენ წარმოიდგინეთ, მივხვდი…
კოტე. ოცდათვრამეტში; ეს კიკინებიანი გოგო კი დედაჩემია.
სტალინი. დედათქვენი?…
კოტე. დიახ, დედაჩემი. ოცდათვრამეტში შვიდი ნოემბრის დღესასწაულზე, მავზოლეუმზე ყოფნისას ყვავილები მო-გართვათ…
სტალინი. თანამოაზრეთა ჩაცმულობა საპირველმაისოს უფრო წააგავს… სამხედრო ფორმებიც ომისშემდგომია…
კოტე. არა, დედაჩემი ხელში თქვენ ნამდვილად შვიდ ნოემ-ბერს აიყვანეთ. რაც თავი მახსოვს, ასე ყვებოდა,…
სტალინი.კი მაგრამ, არ შემიძლია დღეს ასე, პირისპირ შევხვდე, ძველ-ნაცნობურად გამოველაპარაკო?
კოტე.…მართალი გითხრათ, დედა აქტიური ანტისტალინისტია, თქვენ გებრძვით…
ოთახში კუკალა შემოვა და ლანგარზე გაწყობილ საჭმელს შემოი-ტანს.
სტალინი.როგორმე გადავიტან… (კუკალას შეამჩვნევს) ქალ-ბატონო, ტყუილად წუხდებით. კბილი თუ გტკივათ…
კოტე.დედას ენაც სტკივა… დედა, წამოდი! დადგი და და-ვემშვიდობოთ სტუმრებს… გამოადგი ფეხი…
სტალინი.კბილს ხომ არ შემახედებდით? იცით, ლეტარგიულ ძილში ყოფნისას სტომატოლოგიაში ოდნავ გავიწაფე…
კოტე.ბატონო… ამხანაგო სტალინ, აქამდე უკანასკნელად სა-ქართველოში როდის იყავით?
სტალინი.…უჰ… ვგონებ ორმოცდათორმეტი იქნებოდა…
კოტე.ჰოდა, ალბათ, ამ ხნის განმავლობაში, მით უმეტეს მოს-კოვში ძილისას, დაგავიწყდებოდათ, საქართველო აზიაში რომ იმყოფება; ჩვენში მამაკაცი ქალს, მით უმეტეს კი მის ყბას ასე ადვილად ხელს ვერ მოჰკიდებს… ჩვენში ეს ოდითგან უდიდეს შეურაწყოფად აღიქმება…
77
ыщыщ жЯувдшЫмшдш
სტალინი.მკურნალიც რომ ვიყო?
კოტე.მნიშვნელობა არა აქვს!
სტალინი.”დედათქვენის” ასაკის ქალბატონებზეც საუბრობთ?
კოტე. განსაკუთრებით მოხუც ქალებს ეხება!… ამას ისიც დაამატეთ, ცოტა ხნის წინ დედამ საერთოდაც მაჰმადიანობა მიიღო და ფარანჯის გარეშე უცხო მამაკაცებს ვეღარ ეჩვე-ნება.
ბუხუტი.ქალბატონო ვერა, ხარკოვში მაჰმადიანობა მიიღეთ?
კოტე. კიევში… იქაურობას ჩეჩენი ტერორისტები მოეძალნენ და… დედას მაჰმადიანობა მიაღებინეს… აგერ, ეს იარაღიც იქედან წამოიღო… აგნესა ახლა ისევ აქაურ, ჩვენებურ ზნეს უბრუნებს… თავიდან მეც კი ვერ ვიცანი…
ბუხუტი.ქალბატონო ვერა, მომეცით საშუალება ქართულ წეს-ჩვეულებებში თქვენი მასწავლებელი მე ვიყო!
კოტე.ძია ბუხუტი…
ბუხუტი.უკრაინის კლიმატი ქალბატონ ვერას განსაკუთრებით მოუხდა! ვერა გრიგორიევნა…
კოტე.დედა, ამდენ კაცში რატომ დგეხარ? არ იცი, საქართ-ველოში მაჰმადიანი ქალის ადგილი სად არის?
სტალინი.ვერ გამიგია, წინა თქვენ დაიცვითეთ თუ დედათქ-ვენმა… თქვენ არ ბრძანეთ, დედათქვენი ისევ აქაურ, ევრო-პულ წესზე გინდათ მოაბრუნოთ?
კოტე.მე ვთქვი?… დიახაც! დედა მაჰმადიანია, ჩვენ კი ადა-მიანის უფლებებს და მრწამსს პატივი უნდა ვცეთ! დედა, გადი, თუ შეიძლება, სამზარეულოში!… ის კი არა, შეურა-ცყოფის შემთხვევაში მე, როგორც შვილი, იძულებული გავხდები სისხლიც კი ავიღო!
სტალინი.რას ამბობთ? კაცს მოკლავთ?
კოტე. გგონიათ ვხუმრობ? დედა, კიდევ აქ ხარ?
აგნესა. კოტე! თვითმფრინავზე დაგაგვიანდათ!
კოტე. თვითმფრინავზე!?
აგნესა. ჰო! დედა ხომ უკან ბრუნდება?
კოტე. რასაკვირველია! საათი რომელია?! ეჰ, რა საათი ჰქონ-და ვალიკოს!… დედა, ჩქარა! წავედით, გავიქეცით აქედან!
სტალინი. ქალბატონო,… კი მაგრამ,… თქვენი ბავშვობის მოგონებები არ უნდა გამიზიაროთ? ამის გამო გავბედე თქვენთან მოსვლა…
კუკალა. რა მაგარი კლიენტია!… 78
лйктймйдшйвй
კოტე. დედა, თვითმფრინავი არ დაგველოდება!
სტალინი.იქნებ გამოგყვებით, ქალბატონს გზაში დაველაპა-რაკები…
ბუხუტი.მეც მოვდივარ!
კოტე.არა, არა! გამორიცხულია! მანქანაში ვერ ჩავეტევით…
სტალინი.მანქანაში სულ ცოტა ოთხი ადგილია…
კოტე.დედა აეროპორტში… მოტოციკლით უნდა წავიყვანო…
სტალინი.მოტოციკლიც შეიძინე?…
კოტე.კი… არა… ვითხოვე! აბა, წავედით! დიდი ბოდიში ასე-თი ცუდი გამასპინძლებისათვის… როგორმე სხვა დროს შეგხვდებით…
ღვთისო.კოტე, წერილი ხომ გადმოგცეს? მე რომ შენთან დარჩენა გთხოვე?…
კოტე.რაზეა ლაპარაკი…
ღვთისო.(სტალინზე მიუთითებს) ხომ იცი, ჩემმა სიდედრყო-ფილმა სახელოსნოდან ორივენი გაგვისტუმრა… ის შობელ-ძაღლიც ხომ აქტიური ანტისტალინისტია…
კოტე. გინდა ამხანაგი სტალინიც ჩემთან დარჩეს?
სტალინი. ოღონდ ერთი პირობით…
კოტე. პირობებსაც წამიყენებთ?
სტალინი. ეს ახლებური ავეჯი ამ ბინაში რომ არ დამა-ნახოთ. ეს კარადა და ეს ორი სავარძელი…
კოტე. ასე ფიქრობთ?… კი მაგრამ,…
სტალინი. საქმის გადადება არ მიყვარს… ამდენი ხალხი ერთად შევკრებილვართ… ძალა ერთობაშია! ყველამ ერთად ჩავკიდოთ ხელი. (დამსწრეთ კარადას ააწევინებს და ოთა-ხიდან გაატანინებს)
კოტე.ახლა, სანამ საბოლოოდ არ დავიბენი… თქვენ აქ რჩე-ბით, დედა… აეროპორტში მიმყავს…
აგნესა.მოტოციკლით…
კოტე.ეს იარაღი კი…
აგნესა.კიევში ჩეჩენ ტერორისტებს დასჭირდებათ! ჩქარა გა-ვეტიეთ, აქედან! კარგად გნახეთ!
ბუხუტი.ქალბატონი აგნესაც მიდის აეროპორტში? ნუთუ ერთი ადგილი არ გამოიძებნება, ქალბატონი ვერა მეც რომ გავაცილო?
აგნესა.არა. მოტოციკლი ორადგილიანია. დავიძარით…
ბუხუტი.გამგზავრების წინ ხომ უნდა ჩამოვჯდეთ… (კუკალას
79
ыщыщ жЯувдшЫмшдш
სკამზე ძალით დასვამს) ქალბატონო ვერა… ერთი სათხოვა-რი მაქვს თქვენთან…
აგნესა.დრო, დრო! დრო არა გვაქვს,…
ბუხუტი.ვერა გრიგორიევნა, დიდი ხანია, მინდოდა მეთქვა, მაგრამ ვერ ვბედავდი… ახლა კი, რახან სარწმუნოებაც კი გამოგიცვლიათ, ამხელა ნაბიჯი გადაგიდგამთ,… ვინიცობა გათხოვება თუ გადაწყვიტეთ, სასიძოებში იქნებ მეც მიგუ-ლოთ?… ჩემს გარეშე არ ჰქნათ?… მე დაგელოდებით…
აგნესა. დაგელოდება, დაგელოდება! უცილობელად იქორწი-ნებთ! ფარანჯა გაიკეთე! ფარანჯა! წავედით!
კუკალა.ასე გინდა გავიდე ქუჩაში?
აგნესა.კოტე, აუხსენი დედაშენს, აეროპორტში რომ გვაგ-ვიანდება! (კუკალას) ტანსაცმელს კი თვითმფრინავში გა-მოიცვლით!
კუკალა.დიდება ამხანაგ სტალინს! (სტალინს ხელზე აკო-ცებს).
აგნესა.ის აჯობებს, ამ იარაღიან ყუთს მოჰკიდო ხელი! მე ხომ არ უნდა ვატარო?! ასე, იარე, გასათხოვარ მაჰმადიან ქალებს როგორც შეჰშვენის! (კოტე, კუკალა და აგნესა გა-დიან ოთახიდან).
ბუხუტი.Kაკაყ ჯენქინა! Uხ!… Kაკაყ ჯენქინა!…
IX.
იგივე ოთახი. გარედან კოტე კარზე დააკაკუნებს, პასუხს რომ არა-ვისგან მიიღებს, გაუბედავად შემოვა, ვალიკოს საწერ მაგიდასთან მივა და უჯრებს გახსნის, რაღაცას ძებნას დაუწყებს. მის ყურა-დღებას შორიახლოს დადებული სტალინის ჩანთა მიიპყრობს, ბოლოს იგი მასთან მივა და შიგნითაც ჩაიხედავს, შიგ მყოფი ნივთების თვალიერებას შეუდგება. ტელეფონი რამდენჯერმე დარეკავს. მოუ-ლოდნელობისაგან კოტე შეცბება, ამოღებულ ნივთებს სასწრაფოდ უკან დააბრუნებს, ყურმილს აიღებს, მაგრამ კავშირი უკვე გამწყდა-რა. გარედან ღვთისოს ხმა შემოისმის, რომელიც ბინაში მეგობარს დაეძებს. ბოლოს ოთახში მზარეულად გამოწყობილი ღვთისო შემოვა დიდი დანით და მწვანილით ხელში.
ღვთისო. კოტე!… კოტე!… აქ ხარ, შე დალოცვილო?!
კოტე.ვინ იყო? შენ დაგელაპარაკნენ?
ღვთისო. ლეილა დეიდა ვარო, სალაპარაკოდ არა მცალია,
80
лйктймйдшйвй
კოტემ სასწრაფოდ ტელევიზორი ჩართოსო, სტალინი ვერაზე რაღაცას ყვებაო.
კოტე.გაახურა ამ კაცმაც თავისი ინტერვიუებით! ამის დროა ახლა?!
კოტე ტელევიზორს ჩართავს და მისი დინამიკიდან სტალინის ხმა შემოგვესმის. კოტე და ღვთისო ერთ ხანს ეკრანს დააკვირდებიან.
სტალინი. (ეკრანიდან) …დემონსტრანტებს და კორესპონდენ-ტებს მავზოლეუმის ტრიბუნიდან დავეჯღანე, ხელი დავუქ-ნიე, თუმცა კი იმხანად გაცილებით დიდი სიამოვნებით ლო-გინში ვინებივრებდი. მით უმეტეს, რომ წელი მაწუხებდა… იშიასი…
კოტე.სამზარეულოში არაფერი მიგეწვას…
ღვთისო.ჯიბუტი, შენ დარდი ნუ გექნება,…
კოტე.ისევ დალიე?
ღვთისო.გეკადრება, ჯიბუტი?…
სტალინი.(ეკრანიდან) დადგა თაიგულების გადმოცემის დროც. რომ იცოდეთ, ჩემთვის თაიგულების გადმოსაცემად საგანგებოდ უაღრესად მსუბუქ ბავშვებს არჩევდნენ ხოლმე – ხელში რომ ავიყვანდი, წელი რომ არ ამტკივებოდა, არ გამკავებოდა… წინა დღით კი რამდენიმე პიროვნება დაა-კავეს, ვისი შვილებიც საშვიდნოემბროდ მავზოლეუმზე უნდა ამოსულიყვნენ. შეხვედრების მომწყობებს ყველაფერი აერ-დაერიათ – შუაღამისას სანდო ოჯახებში ახალი ბავშვები გამოძებნეს, კრემლში, ჩვენს ფიტულებთან, ეს შვიდი-რვა წლის ლაწირაკები მთელი ღამე ავარჯიშეს, ასე რომ დილი-სათვის ისინი საბოლოოდ გამოსავათდნენ. ათ საათზე, მავ-ზოლეუმზე ამოსულებს, მღელვარებისაგან, წინა ღამით ნას-წავლი ერთიანად დაავიწყდათ, ვინ ვის გადასცა ყვავილი – არავინ უწყოდა, ერთია, რომ საბოლოო ანგარიშში უყვავი-ლოდ მე დავრჩი. ჩემს ზურგს უკან კი მიბნედილ მდგომა-რეობაში მყოფი ერთი კიკინებიანი ჩაფსკვნილი გოგო დაბო-რიალობდა – კლიმენტის ეძებდა, არ იცოდა იმ ღამეს ჩე-ლიაბინსკში გავაგზავნე…
გარეთ ზარი დაირეკება და ღვთისო კარის გასაღებად გავა, ცოტა ხანში ოთახში დათოს შემოუძღვება.
სტალინი.…დაცვის კაცმა ბავშვი დაიჭირა, ჩაცუცქნულმა
81
ыщыщ жЯувдшЫмшдш
ჩემთან მოიყვანა, ხელში ამაყვანინა და ყვავილები გადმოა-ცემინა. მაგრამ, აკი ვახსენე, გოგო ზედმეტად ჩაფსკვნილი იყო მეთქი, წEლი მეტკინა და სანამ ფოტოგრაფებს ვუღიმო-დი, ხმამაღლა ქართულად ერთი მამა-პაპურად კი შევუ-კურთხე! რას წარმოვიდგენდი, ეს დალოცვილი მა-ინცდამაინც ქართველი რომ აღმოჩნდებოდა!
დათო.(ტელეეკრანს დააკვირდება) ვაჰ! ეგ ოჯახაშენებული ტელევიზორში სულაც არ დაგვისახლდა?!… აგერ, წავიკითხე უკვე ესენი… ახალ პარტიაზე მოვსულვარ…
ღვთისო.კიდევ ახალ პარტიას აყალიბებთ?
კოტე.(დათოს ანიშნებს, ღვთისოს არაფერი უთხრას, ღვთისოს აუხსნის) ვერ მიხვდი აქამდე – პარტიების მოსაშენებელი ფერმა გვაქვს გახსნილი?… ღვთისო, სუნზე ვატყობ, რაღაცა გეწვის…
ღვთისო.ჯიბუტი, ჩემი მოტეხვა თუ გინდა – პირდაპირ მითხარი…
დათო.მოიცადეთ, მომასმენინეთ!
სტალინი.…ქართულად მომიგო. ეს კიდევ უფრო არ მესია-მოვნა – უცხოების, და მით უმეტეს ბავშვების გასაგონად ბელადს გინება არ შეჰშვენის, ასე რომ სასწრაფოდ ჩამოვს-ვი, თან უკმაყოფილომ ისიც დავსძინე – მეთქი, სახლში რამდენს გაჭმევენო! იმ მამაძაღლმა – ბოდიში ვარ თქვენ-თან – არც ეს შემარჩინა – სულაც არ ვარ მსუქანიო, მო-მიგო! დედა გოგლი-მოგლებს მითქვიფავს, ძლიერი რომ გა-ვიზარდოო! “გტო”-ს ნიშნოსანი უნდა გავხდეო!…
კოტე.გეუბნები, რაღაცა იწვის!
ღვთისო.… ჯიბუტი, წვნიანის მიწვა აღარ გამიგია!
დათო.ღვთისო, თუ არ გაინტერესებს, ისევ შენს ხარჩოს შე-გიძლია მიხედო…
ღვთისო.მე შენ გეტყვი და აქამდე ეს ამბავი არასდროს გსმენია!
დათო.ერთია, ვერა დეიდა რომ მოყვება და სულ სხვაა, უცხო კაცის გადმოცემით რომ შეხედავ ნაცნობ მოვლენებს… ისე კი, არავინ გაძალებს უყურო!
ღვთისო.ჰოი, სასოწარკვეთილებავ! ამას რა მოინელებს! (ოთახიდან გავა).
სტალინი.…ციმბირში გიჩვენებენ მეთქი ტირძნისის კვერცხის გოგლი-მოგლებს, ისე გავისტუმრე… დაცვის ხალხმა ჩემი
82
лйктймйдшйвй
სიტყვები, როგორც ყოველთვის, პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო…
კოტე.(დათოს) რა მოგივიდა? მიტინგზე ხომ არ ვართ?… რა-ღა ღვთისოსათვის გითქვამს და რაღა ტელევიზიით საჯა-როდ გამოგიცხადებია!… მოგეცადა, სანამ ღვთისო გავიდო-და, მარტო დავრჩებოდით… (დათოს საბუთებს გამოართმევს)
დათო.მე რომ ამ საბუთების გაგრძელების ნახვა მინდა?
სტალინი.…სამწუხაროდ, ჩემს წელს უკვე აღარაფერი ეშვე-ლებოდა – რამდენიც არ მიზილეს, საღამოს გერმანელებთან მეტად მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები სათანადო დონეზე ვეღარ ჩავატარე, ამერიკელბთანაც გაუთვალისწინებელ დათ-მომებზე მომიწია წასვლა. მაშინ იმედი მქონდა – არა უშავს მეთქი, მომავალში გამოვასწორებ… როგორც ხედავთ, დაქ-ცეული საბჭოთა კავშირი იმაზე მიგვანიშნებს, რამხელა მნიშვნელობა აქვს ისტორიის გადმოსახედიდან ყოველ ჩვენს ქმედებას, ყოველ წამს. ჩემთვის სრულებით უცნობ ქალს ბავშვისათვის ის დაწყევლილი გოგლი-მოგლები ოდნავ ნა-კლები რომ ეჭმია, იქნებ ახლა სხვა ქვეყანაში, სხვა ვითა-რებაში ვიცხოვრებდით. ახლა კი ყოველივე თავიდან გვიწევს წამოვიწყოთ…
კოტე.დაიწყო ახლა ამან თავისი წითელი პროპაგანდა…
კორესპონდენტი. (ტელევიზორის დინამიკიდან) დიდი მა-დლობა ასეთი საინტერესო საუბრისათვის; ახლა კი ჩვენი სპორტული გვერდი…
კოტე ტელევიზორს გათიშავს.
დათო. მოიცადე, კალათბურთის ამბავი მინდა გავიგო…
კოტე. ვალიკოს საბუთები თუ გაინტერესებს – დავფაცურ-დეთ, სანამ არავინ მოსულა; ტელევიზორის სანახავად თუ მოხვედი – სულ სხვა ამბავია…
დათო. კინო! კინო! კინო უპირველეს ყოვლისა!… როგორც ამ-ხანაგმა ლენინმა ბრძანა: “ხელოვნების ყველა სახეობიდან ჩვენთვის მთავარია კინო”!
მამაკაცები სავარძელს და მაგიდას გვერდზე გასწევენ, ხალიჩას გა-დასწევენ, საძრომს თავსახურს ახდიან და ორივენი სარდაფში ჩა-ვლენ. ცოტა ხანში კოტე ზევით ამოვა.
კოტე.უჩემოდ ხომ მოერევი? აქ ერთი პატარა საქმე დამრჩა
83
ыщыщ жЯувдшЫмшдш
მოსათავებელი.
კოტე კვლავ სტალინის ჩანთასთან მივა, შეწყვეტილ თვალიერებას გააგრძელებს; ვერაფერს საინტერესოს რომ ვერ აღმოაჩენს, ეჭვის თვალით ლოგინს დახედავს, ბოლოს მასთანაც მივა და ზეწარს გა-დახდის, ბალიშის Qვეშ ჩაიხედავს. გარედან კარის გამოხურვის ხმას გაიგონებს. კოტე კარს მიეპარება, შემოსასვლელში გაიხედავს და სასწრაფოდ უკან გამობრუნდება. ამასობაში ბინაში სინათლე ჩაქრე-ბა და საძრომში სარდაფიდან ამომავალი დათოს თავი გამოჩნდება. კოტე მეგობარს ეძგერება, უკანვე ჩააბრუნებს.
დათო. რას მიშვრები? ბნელა! სინათლე გათიშეს!
კოტე.რა დროს სინათლეა! დაბრუნდა! ჩქარა! სანთელი სა-დღაც დაბლა უნდა იყოს… ოღონდაც ფრთხილად, სახლს ნუ დამიწვამ!…
კოტე საძრომს თავსახურს დაახურავს, სავარძელსა და მაგიდას უკან დააბრუნებს, დაფეთებული მიმოიხედავს, ვერ გადაუწყვეტია, სად დაიმალოს, ოთახიდანაც ვერ გადის, ბოლოს შორიახლოს დაგ-დებულ არლეკინის მოსასხამს წაავლებს ხელს და ერთ-ერთ ქანდა-კებას გვერდში ამოუდგება. კოტეს გაშეშება და სტალინის ოთახში შემოსვლა ერთი აღმოჩნდება. სტალინი დაღლილია, ფეხზე ვერას ქოშები ჩაუცვამს; იგი კარს გამოიკეტავს, კიტელს გაიხდის, ქან-დაკებად გაშეშებული კოტეს ხელზე გადაკიდებს, თავის ჩანთაში პატარა ხატს მოძებნის, სანთელს აანთებს, დაიჩოქებს და ლოცვას მოინდომებს, მაგრამ სათანადო განწყობაზე ვერაფრით ვერ მოდის. სტალინი ზეზე წამოდგება, შემცივნული კიტელს კვლავ წამოისხამს, ბოლოს ღვთისოსეული სტალინის ქანდაკების მაკეტთან მივა და ჭი-დაობას დაუწყებს, ძირს ჩამოგდებას მოუნდომებს. ტელეფონი რამ-დენჯერმე დაიწკრიალებს და ცოტა ხანში ოთახში ღვთისო შე-მოიხედავს.
ღვთისო. კოტე!… ტელეფონთან!… საღამო მშვიდობისა… მარტო ხართ? ეს ხალხი სადღა დაიკარგა?
სტალინი.ვის დაეძებ?
ღვთისო. კოტე და დათო… სად გაქრნენ, ნეტავი?…
სტალინი.მაგათ რა დაკარგავს!… კომუნიზმზე ზღაპარივით მარადიულნი არიან!…
ღვთისო. (ტელეფონის ყურმილს აიღებს) კოტე, ეტყობა, გა-სულია, მოგვიანებით დარეკეთ… (სტალინს) ასე, სიბნელეში რატომ ზიხართ? ნავთის სანათურას მოგიტანთ…
სტალინი.თუ ღმერთი გწამს, არაფერი არ მინდა! ცოტა ხანს
84
лйктймйдшйвй
თვალდახუჭული დავჯდები…
ღვთისო. დაღლილი ჩანხართ… (მოეხვევა და მოეფერება)
სტალინი. შენ რომ გვერდზე არ მყავდე, ორ დღესაც ვერ გავძლებდი… უყურე გადაცემას? ამ იდიოტმა ტელეკორეს-პონდენტმა საბოლოოდ მომიღო ბოლო… დილიდან ვფი-ქრობდი – დღეს მოვათავებ მეთქი ამ ბერიკაობას,… მაგრამ იმ კომკავშირლებთანაც ამის გაკეთება აღარ მოვინდომე…
ღვთისო. ძალიან ტყუილად! ტელევიზიის მეშვეობით მთელ პლანეტას შეგიძლიათ გადასწვდეთ…
სტალინი.მოსაუბრეს გააჩნია. ეს ვაჟბატონი კი იმისთანა ჩანდა, სტალინის გაუჩინარებას კი არა, რომ დასჭირდეს, საკუთარ დედას გააქრობდა!…
ღვთისო. მეტი სიფრთხილე გმართებთ… ისე კი სადილი უკვე მზადაა… ხომ არ მიირთმევთ?
სტალინი.კოტიკოს აღარ დავუცადოთ?
ღვთისო. მადლობა თქვით, ვერა დეიდა, კოტემ ამ ქოშებში რომ არ დაგინახათ… თორემ…
სტალინი.ღმერთო ჩემო, ეს რა მომსვლია?!…
სტალინი ზეზე წამოდგება და შემოსასვლელისაკენ გაემართება. ამ დროს კოტეს ჯიბეში მობილური ტელეფონი აწკრიალდება და ისიც შეეპასუხება. სტალინი და ღვთისო ამეტყველებული “ქანდაკებისა-კენ” შემობრუნდებიან.
კოტე.მე ვარ, აბა კრემლში ხომ არ რეკავ? ვის ელოდი?… ჰო… არა… ხომ სახლში ხარ?… მოდი, ცოტა ხანში გადმო-გირეკავ… (პოსტამენტიდან გადმოხტება) მაპატიეთ, თქვენს ჭუკჭუკს უნებლიედ რომ შევესწარი!… ისე კი ადრეც უნდა მივმხდარვიყავი! ამხანაგო ჩემო, ჩემო ძვირფასო, თქვენს ჩექმებს რომ ვუყურებდი, ადრე ვფიქრობდი – უფრო დიდ ზომას ატარებდით! ბავშვობიდან მახსოვს, – გორში მუ-ზეუმში მაოცებდა, სტალინს რამხელა ზომის ჩექმები ჰქონ-და…
სტალინი. მუზეუმებში სულ საჩუქრებია გამოფენილი, იქაუ-რი ჩექმები ხშირად თვალითაც არ მინახავს…
ღვთისო.ბუხუტი როგორც იტყოდა – “ესაა ჩვენი ბელადის სიდიადე – ყველა მოქალაქის ფეხსაცმელიც კი ზომაზე აქვს”.
სტალინი. რუსები კარგად უბნობენ: “პოდლეცუ ვსე კ ლიცუ”…
85
ыщыщ жЯувдшЫмшдш
კოტე.ბუხუტისა რა მოგახსენოთ, მაგრამ შენი მზაკვრობა, დედა, ამით კი მართლაც უნდა დასრულდეს. პარლამენტში არჩევნების ჩაშლა მომინდომე?… ასე ვფიქრობ, არჩევნე-ბამდე ქალაქიდან მოგიწევს გაუჩინარება… გნებავს შენს ზინასთან, კიევში, Gნებავს სადმე სხვაგან… ვორონეჟში, ბერლინში და გინდა ჯანდაბაში. იცოდე, წლეულს არჩევნებ-ში ჩემს გამარჯვებას არ ჩაგაშლევინებ…
სტალინი. ღვთისო, დამიცავით თქვენი მეგობრისაგან! კაცს, დედა რომ ამ ზომამდე მოენატრება!…
ღვთისო. კოტე, გეყოფა ახლა! ნუ გააგიჟე ეს დარბაისელი მოხუცი… კაცი!
კოტე. მე ვაგიჟებ ვინმეს?
სტალინი.ღვთისო, გამიყვანეთ ამ სახლიდან!… მე უკვე მე-შინია,… ჯერ იყო და დილიდან გადაცმულმა პოლიციელებმა დაგვარბიეს, შემდეგ ეს კომკავშირელი ტელეკორესპონ-დენტი, ბოლოს კი კოტე-ბატონმა… დედამისს მიმამგვანა!
ღვთისო.წავიდეთ, ახლა, პაწა წავიხემსოთ!… ყველანი მში-ვრები ხართ, რაღაცეები გელანდებათ!
კოტე.მე არაფერი არ მეჩვენება! წავიდეთ! სადილი სავსებით დავიმსახურე! მაგრამ სადილის შემდეგ, იცოდე, კიევში გა-დაფრენა მართლაც მოგიწევს! აქ შენი გაჩერება დაუშვებე-ლია! რაიმე ახალ ხრიკს გამომიძებნი, არჩევნებს ჩამიშლი!… (მობილურზე ნომერს აკრეფს) …ნატაშა, გენაცვალე, კიევში თუ არსებობს ჩვენგან ფრენა? მაშინ სადმე ახლო-მახლო… ბელორუსიაში ან მოლდოვაში… კაცი სადმე მანდ სიახლო-ვეს რომ მოხვდეს… ტაშკენტში?… გმადლობ!… (სტალინს მიმართავს) ტაშკენტში გადაგაფრენ… სწორედ ამაღამ ყო-ფილა ფრენა. იქედან შენს ზინამდე შორი არ უნდა იყოს…
სტალინი. კი მაგრამ, მე აღარ მეკითხები? ცხვარი ხომ არ ვარ?! თუ, გგონია, შენი მეგობრები ამისთანა ძალადობას დაუშვებენ?
კოტე.დაუშვებენ, აბა სად წავლენ!
სტალინი. ღვთისო!
კოტე. დედა, შენი საკითხი გადაწყვეტილია და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება… ნუ აგდებ ამ ხალხს,… ამ ადამიანს უხერხულობაში… შენი ერთადერთი შვილი მე ვარ, ღვთისო კი პირველ რიგში ჩემი მეგობარია… უმჯობესია, სანამ დროა, შენი ჩვეული ტანსაცმელი ჩაიცვა… ისევ ქალს
86
лйктймйдшйвй
დაემგვანე… ღმერთო ჩემო!… კუკალამ ქალაქში ხომ შენი ტანსაცმლით დაიარება!… ღმერთმა უწყის, რა შეიძლება მოიმოქმედოს!
კოტე მობილურს მოიმარჯვებს და ნომერს აკრეფს.
ღვთისო. აღარ ვსადილობთ? რამ აგაფორიაქა?
კოტე.დავიღუპე! დავიღუპე!… აგნეს! აგნეს… აგნეს, სად ხარ?… ჩემს კარებთან?… ახლავე გაგიღებ… ჰო, საშინელი ამბავია! კუკალაა მოსაძებნი!… კარგი… ღვთისო, შენი ჭი-რიმე, კარი გაუღე… (კარზე ზარის ხმა შემოისმით) აგნესა უნდა იყოს… ჩქარა მოიყვანე.
სტალინი. იცოდე, მე ადგილიდან ფეხს არ მოვიცვლი!
კოტე.დავიღუპე!… დავიღუპეთ!… სასწრაფოდ რაიმე თუ არ მოვიფიქრე…
აგნესა. (შემოსვლისთანავე სტალინს შეამჩვნევს და მას მი-მართავს) აჰა, აქ ყოფილხარ? თუ იცით, ეს ვაჟბატონი სი-ნამდვილეში ვინაა?
კოტე. საკუთარი თავი თვითონვე გამოააშკარავა…
აგნესა. ამ ხნის კაცი თქვენც გეარშიყებოდათ? უსირცხვილო!
კოტე. არშიყის დროა ახლა?
აგნესა. ამხელა ბუმბერაზად რომ ასაღებდა თავს! სტალინი ვარო! გენერალ სიმუსი! ქალი თუ გყოლია საერთოდაც ოდესმე? ქალი თუ გყვარებია, შე ბინძურო! გარეწარო!…
კოტე. მოიცა, მოიცა… რას აბრალებ? რა დროს ქალის სიყ-ვარულია?
აგნესა. კაცი თუ ხარ, ქალი უნდა გიყვარდეს! ქალი თუ ხარ – კაცი! შენი არ ვიცი, მე კი ასე გამიგია!
კოტე. …რავა, … ქალთან შეატყე რაიმე… ურთიერთობა?!
აგნესა. უარესი! ეგ ხომ ტრანს…
კოტე. ტრანს…
აგნესა. ტრანს,… ტრანს,… მოკლედ, სანამ ღვთისოსთან სახელოსნოში ცხოვრობდა, მეზობელი ბიჭების დაQირავება მომიწია, ღამ-ღამობით, მხატვრების უბანში, ფანჯრებში რომ იჭყიტებიან ხოლმე… დღეს გამაგებინეს – ძილის წინ ეს,… ეს,… ეს ვაჟბატონი ქალის ქვედატანს იცვამს!…
კოტე. დიდი ამბავი! აბა სხვა რა უნდა ჩაიცვას?
აგნესა. დიდი ამბავიო?!… ჩემო კარგო, შემთხვევით შენც ღამ-ღამობით ქალივით პირ-პრო…ექტებს ხომ არ ათამა-
87
ыщыщ жЯувдшЫмшдш
შებ?”
კოტე. მიგავს რაიმე, თუ?!… აგნეს, ახლა უფრო მნიშვნელო-ვანია – სასწრაფოდ კუკალაა მოსაძებნი…
აგნესა. ესეც მეორე ტრანს,… ტრანს,… რა ჰქვია, კაცო, ამ სიტყვას… იცოდე, ჯვებე ქალის ტანსაცმელში ერთხელ კი უნდა გამოეწყოს, მაგრამ შენ ნამდვილად არ მოეწონები… ნატურალური ქალები უყვარს… ნამდვილი… ამაზე ასი პროცენტი ვაგებ პასუხს…
კოტე. ეს მაგისი პრობლემაა, მე კი კუკალა მესაჭიროება! ჩე-მი პრობლემა ახლა ეს არის! დედაჩემი სასწრაფოდ ტაშ-კინტში უნდა გავისტუმრო…
აგნესა. კუკალას უკრაინაში რაღა დაუკარგავს?
კოტე. კუკალა კი არა, დედაჩემი! ვერა მადლიანი! (სტალინზე მიუთითებს) ეგ უნდა გავისტუმრო.
აგნესა. ეს?!… ეს!… ეს!…
კოტე. დიახაც!… დიახაც!… სწორედ რომ!…
აგნესა. და მთელი იმ ღვარძლის შემდეგ, ამდენი ხნის განმა-ვლობაში ჩვენ რომ თავზე გვასხი, კოტეს დედა უნდა გერქ-ვას შენ?
სტალინი. კოტე, მსგავსი უხამსობა დიდ ხანს უნდა ვითმი-ნო?
კოტე. ყველაფერი დასრულდა. ახლავე აეროპორტში გავემგზა-ვრებით, თვითმფრინავში ჩაგსვამ,…
სტალინი. ვინ მოგახსენა, მე რომ ჩემი ერთადერთ შვილს ასე მარტივად დავთმობ? უკან არ დავბრუნდები? ისე მიც-ნობ, მე რომ საქართველოში სტალინიზმს ხელმეორედ უბრ-ძოლველად გავამარჯვებინებ? თუ, გგონია, რუსეთის იმპე-რიას ჩემსავე შვილს ავაღორძინებინებ?
კოტე. მაშინ,… მაშინ…
სტალინი. კარნავალები, რაგინდ დიდ ხანს არ უნდა გა-გრძელდნენ, საბოლოოდ დასრულდებიან, სამეჯლისო კიტე-ლები და ნიღბები კი ნაფტალინის სუნით გაჟღენთილ კარა-დებს უნდა დაუბრუნდნენ…
კოტე. ჰოდა გაიხადე ეს ფორმა, კიევში დაეტიე…
სტალინი. მაპატიე, მაგრამ ჩემი პიესის ფინალის დრო ჯერ-ჯერობით არ დამდგარა (გასასვლელისაკენ გაემართება)
კოტე. დედა, იცოდე მე ჩემი პოლიტიკური კარიერის პარა-კლისს არავის გადავახდევინებ! (წინ აღუდგება)
88
лйктймйдшйвй
სტალინი. ჩამომეცალე!
კოტე. დედა, ნუ მაიძულებ ძალას მივმართო!…
სტალინი. აქამდეც მივსულვართ? იქნებ მომკლავ კიდევაც? შენი პოლიტიკური ამბიციების გამო ადამიანს სასიკვდილოდ გაწირავ? გამეცალე გზიდან!
აგნესა, რომელიც აქამდე უშედეგოდ ცდილობდა თავისი მობილუ-რით ვიღაცას დაკავშირებოდა, კოტეს გვერდზე გაიხმობს.
აგნესა. სასწრაფოდ უნდა გავიქცე, ერთი საქმე გამიხდა მო-საგვარებელი. იცოდე, სანამ არ დაგიკავშირდი, ეს სტალინია თუ დედაშენი, არსად გაუშვა! არსად! ცხვირი არსად გააყოფინო!
კოტე. რა მოხდა? რას მაშინებ?
აგნესა. გამიგე? არსად გაუშვა! მე ყველაფერს მოვაგვარებ…
კოტე. აგნეს, ხუთ ცეცხლს შუა ნუ დამაყენებ! გამაგებინე, რა ხდება?
აგნესა. კუკალას იმედი რომ აღარ მქონდა, ერთ, მაგაზე გა-ცილებით უფრო სერიოზულ კაცს მოველაპარაკე… გა-მიგე?… უცილობელად უნდა მოვნახო სადმე…
აგნესა გასასვლელისაკენ გაემართება. სტალინი მას კვალში ჩაუდგე-ბა. კოტე დედას ძალით გააკავებს.
სტალინი. კოტე, რას შვრები?
კოტე. არსად არ გაგიშვებ! ჩათვალე, რომ დაპატიმრებული ხარ! (აგნესას) კარი მაგრად გამოიჯახუნე.
სტალინი. ღვთისო, რას უყურებ! მიშველე!
ღვთისო. კარგი, ახლა, კოტე, რამ გაგამწარა?
აგნესა შემოსასვლელ კარს გააღებს და ამავდროულად ზარი აწ-კრიალდება. ბინის შესასვლელში აგნესას პირისპირ მტვირთავები აღიმართებიან.
I მტვირთავი. ზდრასტი, კნეინა ჯან! ამხანაგი სტალინი, ატეც ნაროდოვ, შინ თუ გახლავს?
აგნესა. არ არის! არ არის! გასატანიც არაფერი გვაქვს!
სტალინი. მოდით, ბიჭებო, შემოდით! აქ ვარ!
კოტე. არ გრცხვენია? (იძულებულია დედას ხელი გაუშვას).
I მტვირთავი. აკი არ არისო? (მტვირთავები ოთახში შემო-ვლენ) გამარჯობათ! 89
ыщыщ жЯувдшЫмшдш
კოტე. ხომ გითხრეს, რაც გასატანი იყო, უკვე გავიტანეთ?
I მტვირთავი. უფროსო, დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენ ახლა ტავარიშჩ სტალინთან მოვსულვართ… კონფინდენციალნი სალაპარაკო გვაქვს…
კოტე. მაგისი დრო დასრულდა… სათქმელი თუ გაქვს, ყველას გასაგონად ბრძანე…
I მტვირთავი. ე-ე?!… ეს კაცი სადაურულად უბნობს?
სტალინი. გაკავება მომინდომეს, შინა პატიმრობა მომი-საჯეს…
I მტვირთავი. ჩვენ რომ აგეთები არ უყვარს? (მეგობარს ანიშნებს და სტალინს თავისი “გავლენის არეში” მოაქცევენ) ახლა შეიძლება კონფინდენციალნა გესაუბროთ?
სტალინი. დასამალი არაფერი მჭირს. ყოველივე ადრე თუ გვიან მაინც გამოაშკარავდება… ყველას გასაგონად რომ ბრძანო, დაშავდება ამით რაიმე?
I მტვირთავი. არც რა… ჰოდა იმის თქმა გვინდოდა,… ჩვენ ახლა ამ ყველა ახალი პარტიისა ნამეტანი არ გვჯე-რა,…
სტალინი. არც მე…
I მტვირთავი. ჯიგარი ხარ! ეგეთი ჯიგარი მე კიდევ კოტე უფროსის დედა იცის… შენ რომ ბავშვობაში აწყენინე… სამწუხაროდ ახლა აქ არ არის… ჰოდა, ამ პარტიებისა არა-ვისი რომ არა გვჯერავს, პარლამენტში ჩვენი კანდიდატი გვინდოდა გვქონოდა… ეს არის ჩვენი საქმე… ტელევიზორ-ში, რამე-რუმე, ქუჩაში, გიყურე, – ვერა კნეინას, კანეჩნა ბავშვობაში კარგი ამბავი არ დამართე,… მაგრამ ამათ ყვე-ლას ასი თავით მაინც ჯობიხარ… შენებურად ადგილზე თუ დასვამ…
სტალინი. კოტე უფროსს რომ უნდა, მე ჩემი პოლიტიკური კარიერა დავასრულო?…
I მტვირთავი. ეგ როგორ?
სტალინი. აი, ასე… ცოცხალი სტალინის დრო დასრულდაო …
I მტვირთავი. აბა, იმოდენა ხალხს, იმხელა მიტინგს ახლა რა უთხრას?
სტალინი. მიტინგი გაქვთ?
I მტვირთავი. აბა, ეს მთელი დრო რას გეუბნები? ჩვენი კანდიდატი შენ უნდა იყოს!
90
лйктймйдшйвй
სტალინი. ტელევიზიაც არის?
I მტვირთავი. ტელევიზიაც! ნელევიზიაც!
სტალინი. ეს შენ ჩემზე უბნობს?… ჩემი მოდის! მოდის!
კოტე. ვერ გაგიშვებ!
I მტვირთავი. უფროსო, ტავარიშჩ სტალინი შიფანერი ხომ არ არის, შენ რომ გკითხო, საით გავიტანო? რასაც იტყვის, იმას ვიზამთ!
სტალინი. წავედით! მე მზად ვარ!
კოტე. დედა, სახლიდან შენი გასვლა დაუშვებელია!
სტალინი. ხელი, ამხანაგო! ყოველ კომედიას ფინიტა ესაჭი-როება!
მტვირთავებით გარსშემორტყმული სტალინი ბინიდან გადის. კოტე და ღვთისო, ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ, უკან დაედევნებიან. სარდაფიდან დათოს კაკუნი მოისმის.
დათო. ჰე, გამომიშვით! გამანთავისუფლეთ! კოტე! მარტო არ დამტოვო!… ვერა დეიდა!… ღვთისო!… ნუ დამტოვებთ მარტო!
X.
ტრიბუნა ქალაქის მოედანზე. ტრიბუნაზე მდგომთა ზურგს უკან ქანდაკების გარეშე დარჩენილი პოსტამენტი აღიმართება. დარბაზში მუშებით გარსშემორტყმული, ტრიბუნისაკენ მომავალი სტალინი გა-მოჩნდება და გარშემო ალიაქოთი ატყდება, ნელ-ნელა ტაში აგორ-დება და შეკრებილები სკანდირებას დაიწყებენ: “სტა-ლი-ნი! სტა-ლი-ნი!…” სტალინი მიკროფონს მიუახლოვდება, შეკრებილთ მოა-ვლებს თვალს და ხელის მოძრაობით გააჩუმებს.
სტალინი. ჩემო თანამემამულენო! ჩემო ძმანო და დანო! ჩე-მო შვილებო და შვილისშვილებო! თავიდან ეს სიტყვა სხვა ვითარებაში წარმოსათქმელად იყო ნავარაუდევი, იგი სხვაგ-ვარად, სხვა ვითარებაში უნდა აჟღერებულიყო… თავიდან ამ ტანსაცმელშიც მე სხვა მიზეზით გამოვეწყე; მართალი გით-ხრათ, ამ ცოტა ხნის წინ მე მხოლოდ ჩემი შვილის სიყვა-რული მამოძრავებდა, მას ჩავუდექი ჯიბრში. იმხანად ნამდ-ვილად არ ველოდი, დიდი ხნის წინ გადაგებული აჩრდილის ამოქმედებით ამდენი ადამიანი რომ დაიჯერებდა მიცვალე-ბულის მკვდრეთით აღდგომას; მე თქვენ ახლაც სტალინი
91
ыщыщ жЯувдшЫмшдш
გგონივართ?… სინამდვილეში მე ერთ-ერთი იმათთაგანი ვარ, თქვენმა სასიქადულო ბელადმა, რომლის გარეგნობასაც თქვენ ასე გამალებით უკრავდით ტაშს, ბავშვობა წაართვა, პირადად, საკუთარი პირით, დედა შეაგინა. მაგრამ საქმე ამით არ დასრულებულა – მის მიერ შექმნილმა საკუთარი, პირადი უსაფრთხოების სისტემამ, ბელადის ჩემდამი მომარ-თული სიტყვებისა არ იყოს, მე არა მარტო მთელი ოჯახი ბუდიანად ამომიტრიალა, მშობლები დამიხვრიტა, თავად მე, რვა წლის ლაწირაკი გამაციმბირა; საკარნავალო ნიღაბმა, რომელიც სტალინმა შექმნა და ქვეყანას გადააფარა, ფარ-თობით დედამიწის ხმელეთის ერთი მეექვსედი მოიცვა! ნახევარი საუკუნეა, რაც იგი გადაეგო, მაგრამ ამით მის მიერ წამოწყებული კარნავალი არ დასრულებულა! შეხედეთ, რამდენმა დაიჯერეთ მისი არსებობა, მისი მკვდრეთით აღდ-გომა, რამდენმა მოინდომეთ მისი ცოცხალი სიტყვის მოსმე-ნა! თქვენ! თქვენ! თქვენ
დარბაზის ბოლოში, მაყურებელთა ზურგს უკან დაქირავებული მკვლელი გამოჩნდება, რომელიც მოსახერხებელ ადგილს შეარჩევს და აუღელვებლივ იარაღის აწყობას შეუდგება.
სტალინი. (აგრძელებს) სეირი მოინდომეთ?! გინდათ გაერ-თოთ?! ის არ გყოფნით, თვითონაც რომ ამ ბერიკაობაში ხართ ჩართულნი, აგერ, ლენინის გამოსახულებიანი ფარატი-ნა ქაღალდები, ამ სპექტაკლის ბილეთები სამახსოვროდ ჯი-ბეებშიც კი ჩაგიწყვიათ და არ გამორიცხავთ, ოდესმე მათ კუპონებად გამოიყენებთ, ამისთანა ფულით ოდესმე რაიმეს შეიძენთ! მაგრამ ყოველ კარნავალს დასასრული უწერია, ბერიკაობის დასრულების შემდეგ კი მოგვიწევს მკლავები დავიკაპიწოთ და ერთობლივი მუშაობა დავიწყოთ. თქვენს თვალწინ და, იმედია, სამუდამოდ, ეს კარნავალიც უნდა და-სრულდეს, ჩვენ არ გვჭირდება წარსული ქიმერები, “ჩვენი თავები ჩვენვე, ჩვენს ღმერთს უნდა ეყუდნოდეს!” შესაწყვე-ტია ეს პროვინციალიზმი, სხვის ხელში თვალების ცეცება, მათხოვრობა, სხვის იმედზე ყოფნა. თვითეული ჩვენგანის გასაკეთებელს სხვა ვერავინ გააკეთებს! ძირს სტალინები, ძირს ყოველგვარი ბელადები! დიდ ხანს დავდიოდი თქვენს თვალწინ კარდაკარ, ბევრ თქვენთაგანს პირადად შევხვე-დრივარ და პირადად გავესაუბრე, მაგრამ მთავარი, რაც და-
92
лйктймйдшйвй
ვინახე, რა დასკვნაც გამოვიტანე, ის იყო – თვითეული თქვენგანი იმას უცდიდა, როდის ვიზამ თქვენს გასაკეთებელ საქმეს, ყველანი საკუთარ გასაკეთებელს მე მაბარებდით, მე გადმომილოცავდით, ხელებში მომჩერებოდით! გონს მოვე-გოთ!… ნუ ელით წყალობას შორეული გადამთიელისაგან, და ნურც ახლობელ პაპას დაისვამთ კერპად თავზე!
მკვლელი ტრიბუნაზე საუბარს ყურადღებას არ აქცევს, უკვე სა-სროლად მოემზადება, მოულოდნელად მას რომ აგნესა მიუახლოვ-დება, შაშხანას ააწევინებს.
აგნესა. მადლობა ღმერთს, მოგაგენი! არ ისროლო!
სტალინი. მაპატიეთ, სიტყა რომ ზედმეტად გამიგრძელდა – მე მას ამით დავასრულებ და კვლავ ჩემს ჩვეულ, ქალურ, შესაძლოა ბევრი თქვენგანისათვის ნაცნობი ვერა მადლიანის გარეგნობას დავიბრუნებ. (მოიხსნის ულვაშს და კიტელს გაიხდის) მე ერთი უბრალო თქვენნაირი ქალი ვარ, ჩემი შვილის დედა, რომელმაც, დაუკვირდით, ამდენი ჭკვიანი ადამიანის მოტყუება ასე მარტივად შეძლო. მაშ, წარმოიდ-გინეთ, რას გვიშვრებიან ვერაგი პოლიტიკოსები, უმდარესი ზრახვებიდან გამომდინარე ტაშ-ფანდურზე რომ გვაცეკვე-ბენ! დავუკვირდეთ ამას, და იქნებ მოვახერხოთ დასკვნები გამოვიტანოთ?! მესმის, ყველას გვიჭირს, ცხოვრება დუხჭი-რია, მაგრამ ერთი რამ თვითეულ ჩვენგანს უზომო რაოდე-ნობით აქვს ბოძებული მაღალი ღმერთისაგან. ეს ღვთაებრი-ვი საჩუქარი ჩვენს გულებში არსებული სიყვარულია და მას მთელი სამყარო შეუძლია მოიცვას. ამიერიდან მე ჩემს სიყ-ვარულს ყველას გადაგინაწილებთ, მაგრამ ნურც თქვენ ზი-ხართ გულზე ხელდაკრეფილები! დავუკვირდეთ, რომ თუ გვინდა რაიმეს მივაღწიოთ, სხვისი სიყვარული ყველას შეგ-ვიძლია, რომ არ ვთქვათ – სხვა არსებების სიყვარული და სხვათა კეთილდღეობაზე ზრუნვა ყველას გვმართებს! გა-მარჯვებას ჩვენ მხოლოდ ყველანი ერთად, ერთობლივი ძა-ლისხმევით მოვახერხებთ!
ვერა ტრიბუნიდან ჩამოვა. სიჩუმე ჩამოვარდება. დარბაზში მდგომ კოტეს ორი უცნობი შემოერტყმევა და ხელებს გაუკავებენ.
უშიშროების თანამშრომელი. გამოგვყევით, თუ შეი-ძლება.
93
ыщыщ жЯувдшЫмшдш
კოტე. ვინ ხართ, რა გინდათ ჩემგან?
უშიშროების თანამშრომელი. უშიშროებიდან ვართ… თქვენ ბრალად გედებათ ჰიტლერის მიერ ომის დროს გერ-მანიაში დაბეჭდილი ყალბი საბჭოური ფულის გავრცელება და ამით საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიური დივერსიის განხორციელება.
კოტე. რა დროს ჰიტლერია? სადღაა საბჭოთა კავშირი?…
ვერა. ჩემს შვილს რას ერჩით? რა გინდათ მისგან?
უშიშროების თანამშრომელი. (დარბაზში მჯდომ ორ რომელიმე მაყურებელს მიმართავს) თუ შეიძლება, მოწმეები იყავით (კოტეს ჯიბეებს ამოუტრიალებს) ეს ცხვირსახოცი, ბინის გასაღები, საფულე, პირადობის მოწმობა… ეს კი… ნარკოტიკს ჰგავს… ნარკოტიკი უნდა იყოს… ნარკოტიკი დავაფიქსირეთ!
გასასვლელში შეკრებილ ხალხს, ვერას მოძრაობის საპირისპიროდ კიტელიანი სტალინი გააპობს და ტრიბუნისაკენ გაემართება.
კოტე. რას მატენით?! ხალხო! მიშველეთ! ესენი ტყუილად რაღაცეებს მაბრალებენ! რომელ ნარკოტიკებზე საუბრობთ – კაცი სიგარეტს არ ვეწევი!
უშიშროების თანამშრომელი. ბევრს ნუ ლაპარაკობ! წამოდი! შენ გიჩვენებთ, როგორ უნდა ჩვენს ახალგაზრდებს მოწამვლა!
ვერა. ხელი გაუშვით ჩემს შვილს! თავი დაანებეთ!
სტალინი. (ტრიბუნაზე დადგება და მიკროფონს დაეპატრო-ნება) დაუჯერეთ ამ ქალს?! დასამარება მომინდომეთ? ნუ-რას უკაცრავად! სტალინი არ მომკვდარა! სტალინი ცოცხა-ლია! ჩემი სიკვდილი არ გაგონილა! ტანსაცმელი ამ ქალმა გამოიცვალა! ჩემი სახელით სხვამ ილაპარაკა! მე კი ცოც-ხალი ვარ! ცოცხალი! მარადიული! არ გჯერავთ? აგერ, შეხედეთ! დარწმუნდით! ყოველივე თავის ადგილზეა! (შარ-ვალს გაიხსნის და დამსწრეთ საკუთარი მამაკაცური წარმო-მავლობის დამადასტურებელ საბუთს წარუდგენს) ყველაფე-რი ნამდვილია! მამაკაცური! დიდ სტალინს როგორც შეეფე-რება! სტალინს და სტალინიზმს სიკვდილი არ უწერიათ! მსოფლიო იმპერიას ჩვენ ერთად ავაღორძინებთ!
94
лйктймйдшйвй
95
ფარდა

წყარო – http://geoscript.ge/upload/library/Karnavaliada_ori_gverdiT_Semoklebuli_28_aprili_2002.pdf

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s