სოსო მჭედლიშვილი: მუზეუმის მცველი


სოსო მჭედლიშვილი

მუზეუმის მცველი
ერთმოქმედებიანი პიესა

თბილისი
2006

მოქმედი პირნი:
სოფიკო მადლიანი, 29 წლის
ჯიბო მადლიანის, სოფიკოს ახლადდაკრძალული პაპის აჩრდილი;
სოფიკოს გარე ბიცოლა, რომელიც კაბინეტში შემოსვლას ცდილობს.
ჩვენს დროში, ჯიბო მადლიანის კაბინეტში, ჭირის სუფრის დასრულების შემდეგ.

© სოსო მჭედლიშვილი 2006

ვუძღვნი ერნესტ და მარგო ჰემინგუეების ხსოვნას

1.
ნივთებით გადატვირთულ ჯიბო მადლიანის სამუშაო კაბინეტში არეულობა სუფევს –
კართან უადგილო ადგილას დგას მოლბერტი სურათით, რომელზეც სახლის პატრონი, ჯიბოა
გამოსახული, მის გვერდით, გასასვლელშივე, ძველებური “ბული” დგას. კაბინეტის
კედლების გასწვრივ წიგნებით და ხელნაწერებით დახუნძლული თაროებია, რომელთა შორის
შუალედებს უამრავი სურათი და ფოტო ავსებს. კედლის საათის ქანქარა გაჩერებულია.
ოთახის ერთ კუთხეში დიდი ბუხარია, მეორე კუთხეში ორლესურ მახვილზე დაყრდნობილი
შუა საუკუნეების ხანის რაინდის საჭურვლიასგან აწყობილი ფიგურა დგას, რომლის
მუზარადზე თანამედროვე ფრაკია გადაკიდებული. ამ ორ კუთხეს შორის ქუჩაში გამავალი
ფანჯარაა. საწერი მაგიდა და წიგნის თაროები თეთრი ზეწრებითაა გადაფარებული.
ზეწარი დიდ სარკესაც ფარავს. მეზობელი ოთახიდან მოისმის ქალების ყრუ საუბარი,
დანა-ჩანგლებისა და თეფშების ალაგების, სკამების გაჩოჩების ხმა.
კაბინეტში ძაძით მოსილი, დაღონებული სოფიკო შემოდის, ცდილობს ამ დაცარიელებულ
ოთახში ადგილი მოძებნოს – თავიდან სავარძელში მოკალათდება, ვერ მოისვენებს,
სკამზე გადაჯდება, შემდეგ მოლბერტს გადააჩოჩებს, მუზარადიანი “რაინდის” გვერდით
დადგამს და ისევ სავარძელში ჩაჯდება, საწერი მაგიდიდან რამდენიმე ტელეგრამას აი-
ღებს და უფერული ხმით გადაიკითხავს.
სოფიკო. “…ვერა და ვერ ვეგუები იმ აზრს, ძმაო ჯიბრაელ, რომ ამიერიდან
ვეღარასოდეს ჩამოგართმევ ხელს, ვეღარ მოგიჭახუნებ შენი სამშობლოს უზადო
ღვინით გავსებულ ჭიქას, აღარ გავიგონებ შენს როხროხა ხმას, გულის სიღრმეში
აღარ ჩამწვდება შენი მოკრძალებული ღიმილი… მშვიდობით, ძმაო, მარად შენი
სეხნია, გაბრიელ კარლოს დე ლა პენია…” (მეორე ტელეგრამას გადახედავს)
“… საფრანგეთის “პენ-კლუბმა” დიდი მწუხარებით შეიტყო თანამედროვეობის ერთერთი
უდიდესი მწერლის, ჩვენი დიდი მეგობრის, ჯიბო მადლიანის გარდაცვალების
ამბავი…” (ამ ტელეგრამასაც გვერდზე გადადებს, მომდევნოს წაიკითხავს)
“… საყვარელო სოფიკო! სულითა და გულით თანაგიგრძნობ და მოგისამძიმრებ
ოჯახის ბურჯის დაქცევას, ყველასაგან საყვარელი ჯიბოს ასე უდროოდ წასვლას…”
კარი გაიღება და ზღურბლთან გამოჩნდება ცოცხი, რომლითაც მეზობელ ოთახს გვიან,
შემდეგ კი ვიღაცა შეეცდება ოთახში ძველებური მძიმე სკამი შემოაჩოჩოს. სოფიკო კარ-
თან მივა.
სოფიკო. ნუ წუხდები, ბიცოლა… აქაურობას ხვალ მე თვითონ მივხედავ.
სოფიკო სკამს გამოართმევს და კარს ცხვირწინ გამოუკეტავს ქალს. ბიცოლა კარს კვლავ
გამოაღებს
ბიცოლა. (მეზობელი ოთახიდან) ამხელა სკამს მარტო მოერევი?… სანამ აქ ვართ,
დაგეხმარებოდით…
სოფი კო. დიდი მადლობელი…
ბიცოლა. (მეზობელი ოთახიდან) გეკადრება?!… გაჭირვების დროს ყველანი ერთად
უნდა ვიდგეთ…
სოფი კო. პირობას გაძლევ, ხვალ ყველაფერს წესრიგში მოვიყვან…
სოფიკო სკამს თავის ადგილზე გააჩოჩებს და ამ დროს კაბინეტში სავარძელს შემოიტანენ.
სოფიკო ბიცოლას კარებში შეეგებება.
სოფი კო. ბიცოლა, დამტოვეთ, თუ შეიძლება, ცოტა ხნით მარტო!… ხომ გითხარით,
აქაურობას მე თვითონ მივალაგებ… ოღონდ დღეს არა… ხვალ…
ბ იცოლა . დაგესვენა ცოტა ხანს!… ბიცოლა გენაცვალოს… მთელი კვირაა არ
გაჩერებულხარ…
სოფი კო. ჰოდა, როგორც იქნა, გავჩერდი…
ბ იცოლა . მერე?!… მიდი შენს ოთახში, წამოწექი… ან, იქნებ, ამაღამ ჩვენთან
მუზეუმის მცველი
4
წამოსულიყავი?
სოფი კო. დიდი მადლობა… ახლა ერთადერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან – ცოტა
ხნით მარტო დამტოვეთ!…
სოფიკო ამ სკამსაც ოთახის საპირისპირო ბოლოში გააჩოჩებს. კარი ისევ გაიღება და ბიცოლა
ოთახში მორიგ სკამს შემოიტანს.
ბ იცოლა . ბიცოლა შემოგევლოს, სანამ მოსამსახურე აქაა, იქნებ იატაკი აქაც
მოგვეხვეტა და გაგვერეცხა?
სოფიკო. (გამწარდება) ბიცოლა, რა ენაზე გელაპარაკო?… – აქაურობას ხვალ მე
თვითონ მივხედავ!… მტვერსაც მოვწმენდ, იატაკსაც გავრეცხავ და მასტიკასაც
წავუსვამ!
სოფიკო ამ სკამსაც ბიცოლას ხელიდან გამოგლეჯს, ქალს კაბინეტში არ შემოუშვებს და
მის უკან კარს ამჯერად უკვე გასაღებით დაკეტავს. სოფიკო ისევ მაგიდას მიუბრუნდება,
მაგრამ ზედმეტი მღელვარების გამო ერთ ადგილზე ვეღარ გაჩერდება და კაბინეტის
დალაგებას მიჰყვება – თაროებიდან ჭიკარტებს ამოაცლის, ზეწრებს ჩამოხსნის და დაკეცავს.
კარზე კვლავ ბიცოლა დაუკაკუნებს.
ბიცოლას ხმა. (მეზობელი ოთახიდან) სოფიკო, გამიღე, დედა, კარი… მანდედან
“ბული” მინდა გამოვიტანოთ… ამ ოთახს უკვე მოვრჩით… აქ ერთი სკამიც დარჩა
შემოსატანი და…
სოფიკო. (შეაწყვეტინებს) დამანებეთ თავი!… გესმით?!… თავი დამანებეთ!… ძალიან
გეჩქარებათ?… კაცს გაცივება აღარ დააცადოთ… ნუთუ არ გესმით – ამ სკამებსაც
და “ბულებსაც” ხვალაც მოევლება?!… (ატირებული მუშაობის ტემპს მოუმატებს)
ადამიანი აღარ არის!… გესმით?!… ადამიანი!… არავის ხმის გაგონება აღარ
მინდა!…
მას შემდეგ, რაც სოფიკო ყველა ზეწარს დაკეცავს, იგი ჩვარს დაავლებს ხელს და
მტვრის მოწმენდას მიჰყვება. გოგონა სათუთად უსვამს ტილოს საწერ მაგიდაზე დადებულ
დიდი ხნის ნაცნობ ნივთებს, გაეთამაშება ლომის თავის ფორმისებურად გაკეთებულ საფერფლეს
– ეთამაშება ისე, როგორც, ეტყობა, ბავშვობაში შეუშინდებოდა ხოლმე.
სოფიკო. (პაპის ხმას მიბაძავს) აბა, ვის ეშინია ლეოსი?… სოფიკოს?… თუ ჯიბოს?…
ო-ო-ო!… (ლომივით დაიღმუილებს და ცრემლმორეულს გაეღიმება).
2.
სოფიკო გვერდზე გადადებულ ქაღალდებს ჩვარს გადაუსვამს, ერთ-ერთ ხელნაწერს დააკვირდება,
ბოლოს ზედა ფურცელს ხელში აიღებს, წაიკითხავს.
სოფი კო. “ჯიბო მადლიანი. “მუზეუმის მცველი”… “ვუძღვნი ჩემს სოფიკოს” –
(სარკაზმით) “ერთადერთს და განუმეორებელს” (ჩაფიქრებული) ვუძღვნი თუ
ვუწინასწარმეტყველებ გინდოდა გეთქვა?… “დახეთ, დახეთ, ამ ბავშვს თავზე
ნამდვილი ნათელი ადგას! უთუოდ ნათელა, ნათია უნდა დაერქვას! – წამოიძახა
მრავლის მნახველმა ბებია-ქალმა…”
სოფიკო ხელნაწერს გვერდზე გადადებს, გააგრძელებს მტვრის მოწმენდას, თუმცა კი
თვალი მაინც ხელნაწერისკენ ეპარება. ცდუნების დასაძლევად სოფიკო იქვე მდგომი მაგნიტოფონის
ღილაკს დააჭერს თითს. დინამიკიდან სამგლოვიარო მუსიკა მოისმის. ქალიშვილი
სასწრაფოდ გათიშავს მას, კასეტას ამოაგდებს და მის სანაცვლოდ მაგიდის უჯრიდან
ამოღებული სხვა კასეტით შეცვლის, ჩართავს. დინამიკიდან მამაკაცის ხმა გაისმის.
ჯიბოს ხმა. (დინამიკიდან) ქალბატონებო და ბატონებო!… თქვენო აღმატებულებავ!…
(პაუზა) არა, არ ვარგა… თავიდან ვიწყებთ… თქვენო აღმატებულებავ, ძვირფასო
ქალბატონებო და ბატონებო!… სოფიკო, თარგმნე!
სოფიკოს ხმა. (დინამიკიდანვე) რა სათარგმნი ეს ნახე, “ძვირფასო ქალბატონებო და
ბატონებო”?!
მუზეუმის მცველი
5
ჯიბოს ხმა. (ხუმრობის კილოთი) ჩემისთანა კლასიკოსი როცა გეუბნება, რა უნდა
ჰქნა?… “Dეარ “… “თქვენო უდიდებულესობავ”… ინგლისურად როგორ იქნება?…
“Dეარ Lადიეს ანდ Gენტლემენ…, დეარ”
ოთახში სიბნელიდან ჯიბოს აჩრდილი გამოჩნდება, მაგნიტოფონის დინამიკიდან მოსულ
ხმას ცოცხალი შესრულებით ჩაანაცვლებს.
სოფიკოს ხმა. (დინამიკიდან) კარგი ბატონო, ამას აქეთ ყველაფერს სიტყვა-სიტყვით
გითარგმნი… Yოურ როყალ მაჯესტყ, დეარ ლადიეს ანდ გენტლემენ…
ჯი ბო. ეს სულ სხვა ამბავია… დიახ… თქვენო აღმატებულებავ, დღევანდელი დღე
ალბათ ყველაზე საამაყოა ჩემს ცხოვრებაში… ასე არასდროს ავღელვებულვარ…
(სოფიკოს) აღარ თარგმნი?
სოფი კო. ყოველ სიტყვაზე თუ გავჩერდით, რეპეტიციას შუაღამემდე ვერ მოვრჩებით…
თქვი რამდენიმე წინადადებაც…
ჯიბო. …ღმერთო ჩემო, ყველაფერი დამავიწყდა… (ფრაკზე გასაკეთებელ განიერ ქამარს
ვერა და ვერ იკრავს) ამ სულელური ქამრის გამომგონებელი გამომაჭერინა ერთი
ყურებით… სოფიკო, დამეხმარე…
სოფი კო. ესეც ვთარგმნო?
ჯიბო. (ხუმრობის კილოთი) აბა?!… ამიერიდან ყოველი ჩემი სიტყვა ისტორიის
კუთვნილებაა?!… მაშ ასე!… ძვირფასო…
სოფი კო. ამ გამეორება-გამეორებაში “ძვირფასი ქალბატონები და ბატონები”
ამოგეხოცნენ… ცარიელ დარბაზში მოგიწევს სიტყვის წარმოთქმა…
ჯიბო. (ხუმრობის კილოთი) ქალბატონებო, არ გამეპაროთ… ბატონებო, ცოცხლები ვინც
დამირჩით, მოვეფეროთ და მოვასულიეროთ ქალბატონები… (რაინდის მუზარადზე
გადაკიდებულ ფრაკს მოიცვამს) თქვენო აღმატებულებავ… თუ უდიდებულესობავ?…
სოფიკო! დამეხმარე!… ბატონებო! დღევანდელ დღეს, ამ უდიდესი პრემიის
მინიჭების ცერემონიალის წინ ვერც კი წარმოიდგენთ, რარიგ ფინთად ვგრძნობ თავს
– ეს სულელური ქამარი ძლივს შევიკარი, ფეხსაცმელი მიჭერს, ფრაკის კალთები
ფეხებში მებლანდება, წუხელ შესმულმა “მარტინიმ” ხომ საერთოდაც მზე
დამიბნელა…
სოფი კო. მოკლედ, დაგვერხა ქართველებს?
ჯი ბო. ასე მიცნობ?… (საათს დახედავს) დედასა!… ოც წუთში მანქანა მოგვაკითხავს!…
თქვენო უდიდებულესობავ, ჩემი შვილიშვილი არაფრით არ მაძლევს საპრემიო
სიტყვის წარმოთქმის შესაძლებლობას… (სოფიკო კისერზე პეპელას მოარგებს) ახლა
კიდევ პეპელასავით გამაფრინე!
სოფიკო. Yოურ ღოყალ Mაჯესტყ – სხვათა შორის, ყველაფერი დიქტაფონზე იწერება, ასე
რომ შთამომავლობას ზედმიწევნით ეცოდინება, რა არასერიოზული ბატონიც
ბრძანდები…
ჯი ბო. მაგის გაკეთებას, გერჩივნა ამ ქინძისთავით ყელი გამოგეჭრა ჩემთვის…
სოფი კო. ფრთხილად, კისერს ნუ ატრიალებ… შემობრუნდი… მშვენიერია… მოდი, იქნებ
შენს სათქმელს ახლა ინგლისურად გეტყვი, შენ კი ქართულად თარგმნე…
მოსულა?… შენი ნათქვამის გამგები ამ ქვეყანაში მაინც არავინ იქნება… (ხმა მაგნიტოფონიდან)
Yოურ ღოყალ Mაჯესტყ, დეარ Lადიეს ანდ Gენტლემენ…
სოფიკო მაგნიტოფონს გააჩერებს და კასეტას ამოაგდებს. მამაკაცის აჩრდილი წყვდიადში
გაუჩინარდება.
სოფიკო. Fინიტა ლა ცომედია!
სოფიკო კარის სიახლოვეს დადგმულ “ბულთან” მივა და მეზობელ ოთახში გააჩოჩებს,
იქიდან კი კიდევ ერთ სკამს შემოიტანს, თავის ადგილზე დადგამს, მიმოიხედავს.
სოფიკო. მოვრჩით?… ჩვეულ ყოფას დავუბრუნდით?… (მაგიდიდან პაპის კუთვნილ
სათვალეს აიღებს და გამადიდებელი შუშასავით გამოიყენებს, გარეშემო საგნებს
მიუშვერს, სარკასტულად) ყველაფერი რიგზეა… კაცი კი აღარსად ჩანს… ჯიბო!…
მუზეუმის მცველი
6
ჯიბო!…
3.
სოფიკო ერთხანს დადუმებულია, ბოლოს კედლის საათთან მივა, ისრებს გადაწევს და ქანქარას
ხელს გაკრავს, მის რხევას დააკვირდება. საწერ მაგიდასთან დაბრუნების შემდეგ
სოფიკოს ხელი კვლავ ხელნაწერისკენ წასწვდება, ბოლოს ფურცლების დასტას წინ
დაიდებს, გაშლის და ტექსტიდან ამოგდებულ ცალკე წინადადებებს ხმამაღლა კითხულობს.
სოფი კო. “ჯიბო მადლიანი. “მუზეუმის მცველი”… “ვუძღვნი ჩემს სოფიკოს”… “დახეთ,
დახეთ, ამ ბავშვს თავზე ნამდვილი ნათელი ადგას! უთუოდ ნათელა, ნათია უნდა
დაერქვას! – წამოიძახა მრავლის მნახველმა ბებია-ქალმა ახალშობილის ოქროსFერ,
ჯერ კიდევ შეწებებულ კულულებზე ხელის მოსმისთანავე. ასე რომ აღარავის
გაჰკვირვებია, სახელი ნათიას მანამდე რომ შეერქვა, სანამ დედამისმა პირველად
შეავლო თვალი თავის პირმშოს… მომავალში იდუმალი კავშირი გოგონასა და მის
სახელს შორის კიდევ უფრო განმტკიცდა – ბლა-ბლა-ბლა-ბლა – ორი “ანი” ორ
რბილ თანხმოვანთან – “ნარ”-თან და “თან”-თან შეხამებულნი, სრულ
შესატყვისობაში მოდიოდნენ იმ ნათელთან, რომელსაც გოგონა თავის გარშემო
ასხივებდა…
სოფიკო ფურცელს უკან, დასტაში დააბრუნებს, სარკესთან მივა და საკუთარ გამოსახულებას
დააკვირდება.
სოფი კო. რატომ გადაწყვიტე, ჩემო სოფიკო, ეს მოთხრობა მაინცდამაინც შენს
მომავალს რომ გვიხატავს?… “სოფიო”, “სიბრძნე” – ორი “ონი”, “სან”-თან და
“ფარ”-თან შეხამებულობის გამო?… ” (სარკასტულად) “ო”-სა და “ა”-ს ორჯერ
განმეორებამ მიგიყვანა ამ გენიალურ დასკვნამდე?… ერთგან ჯიბო მოთხრობის
ავტორია, მეორეგან – შენთვის სახელის შემრქმევი… ვინ დაუშლიდა ცხოვრებაში
დანახული დეტალები საკუთარ ნაწარმოებში გადაეტანა?… ან პირიქით… თუ იმან
დაგაეჭვა, პაპის დაკრძალვის დღეს მისი სახელობის მუზეუმის დირექტორობა რომ
შემოგთავაზეს?… რა მოხდა, ამისთანა შემთხვევითობები ცოტაა?!…
სოფიკო ახალ ფურცელს აიღებს ხელში, ჯერ კითხვას დაიწყებს, შემდეგ კი ნაწერს მაგიდაზე
დააბრუნებს, ზეპირად გააგრძელებს
სოფი კო. ნათია ქართველ დიდგვაროვანთა იმ წრიდან წარმოსდგებოდა, სადაც საკუთარ
ბედზე წუწუნი არა მარტო საჯაროდ, არამედ საკუთარ თავთან მარტო დარჩენის
შემთხვევაშიც უდიდეს ცოდვად ითვლებოდა. საუკუნეების მსვლელობაში ამ თვისებამ
ოჯახის წევრებში ფეხი ისე მოიკიდა, რომ გენეტიკურ ნიშნადაც კი შეიძლება
ჩათვლილიყო… ნათიას წინაპრების ცხოვრება მჭიდროდ გადაეხლართა სამშობლოს
ბედ-იღბალს – ბლა-ბლა-ბალ… ვაგლახ, საქართველოს ისტორია ჭირვეული წლებით
უფროა მდიდარი…” (საკუთარ თავთან პოლემიკას გააგრძელებს) არც ესაა განგაშის
ატეხის საბაბი – ქართველებს რომ დააკვირდე, ჩვენთან დიდგვაროვნებაზე ყოველი
მესამე მოქალაქე დებს თავს – მსგავსების ეს ნიშანიც შეგვიძლია მოვისროლოთ
გვერდზე, ჩემო თაფლზე უტკბესო… მუზეუმის მცველობაზე რაღას იტყვით,
ქალბატონო სოფიკო?… თქვენს მომავალ დირექტორობაზე რას ბრძანებთ?…
სიმბოლიკა ხომ ზედმიწევნით თანხვედრილია… (მაგიდასთან მივა და ერთ-ერთ ფურცელს
აიღებს) “გოგონა ახალგაზრდული აღტკინებით ჩაება თავის წინაპართა
დაქცეული სახლის მუზეუმად აღდგენის საქმეში. თავდაპირველად პაპისეულ კერას
ბათქაშჩამოცვენილი კედლების გარდა სახლისა არაფერი უგავდა – სახურავი ძველი
ლოთივით ჩაწოლილიყო, თავად სამუზეუმო ფონდი კი მთლიანად იავარქმნილი დახვდა
– ჟამთა სიავეს გადარჩენილი, მწირად შემონახული რელიქვიები მრავალ
ოჯახში მიმოფანტულიყო… (სხვა ფურცელს აიღებს) “თავიდან მხოლოდ ერთი
ოთახის აღდგენა მოახერხა – მრავალი ნივთი თანასოფლელებს სხვენებსა და
სათავსოებში გადაეგდოთ – ოციან და ოცდაათიან წლებში, კოლექტივიზაციისა და
ექსპროპრიაციის ხანაში, სახლი თავისიანების მიერვე არაერთგზის გაიძარცვა… იმ
მწირი ნარჩენებიდან კი, რაც საბჭოურ ეპოქას გადაურჩა, დიდი ნაწილი მეოცე
საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში გაჩაღებულ “დიდთურქობაში” მოჰყვა
მუზეუმის მცველი
7
და ჯართად კვლავ ოსმალეთში გაიყიდა… საუკუნეების განმავლობაში ჩვენში
ფეხმოკიდებული ისტორია მეორე ათასწლეულის მიწურულს კვლავ განმეორდა”…
სოფიკო ფურცლებს გვერდზე გადადებს და საკუთარ თავთან ადრე დაწყებულ პოლემიკას
გააგრძელებს.
სოფი კო. დიახაც, მუზეუმის მცველი გავხდები… რატომაც არა?!… ვიღაცამ ეს საქმე
ხომ უნდა ითავოს?… ჯიბოს ნივთებს ჩემზე უკეთ ვინ მოუვლის?… აქაურობას
ჩემზე უკეთესად ვინ იცნობს?… აგერ, რამხელა კორესპონდენციაა გასარჩევი!…
ესეც გამოუქვეყნებელი მასალებია… თხზულებათა სრულ კრებულზე მუშაობა
დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს… მე თუ არა, ვინ იზამს ამას?… სანამ ნაცნობმეგობრები
ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, მოსამზადებელია მოგონებების წიგნი…
სამიოდე თანამშრომელი თუ ამაყვანინეს, ოთხ-ხუთ წელიწადში მთელ ამ მასალას
დავახარისხებ… აგერ, ფანჯრებზე ფარდებია გამოსაცვლელი… სკამებზეც ახალი
ფარჩა უნდა გადაიკრას, ძველი სულ გახუნდა…
სოფიკოს უცებ გაეცინება, მაგიდასთან მივა და ერთ-ერთი უჯრიდან ბაწარს და მაკრატელს
ამოიღებს, სკამებს დაუვლის – ბაწარს ზონარებად დაჭრის და ჭიკარტების დახმარებით
სკამების საზურგეებსა და დასაჯდომებს შორის გაჭიმავს, რათა მუზეუმის მომავალი
სტუმრები ზედ არ დასხდნენ.
სოფი კო. უახლოეს ოც წელიწადში ამ სახლში საქმეს რა გამოლევს!… მკაცრი
დირექტორი ვიქნები, თავს არავის გავუყადრებ – სკოლის მოსწავლეების
ექსკურსიებისგან ეს სახლი ხომ უნდა დავიცვა?!… (რაინდს ორლესურ მახვილს
გამოაცლის, საჩვენებელ ჯოხად გამოიყენებს, მასხარაობს) აბა, ბავშვებო, ორ-ორად
დაეწყეთ და ჩვენს მუზეუმში არ იცელქოთ, არც ერთ ნივთს ხელი არ დააკაროთ,
თორემ ეს მახვილი ხომ არ გეპატარავებათ?… (იარაღით დაემუქრება) მუზეუმი
ათისთვის გაიხსნება… თუ თერთმეტზე?… არა, ათზე გავხსნი, თერთმეტზე
ექსკურსიებს დავიწყებთ – “ნუ იკვნეტ, ბიჭო, ფრჩხილებს! გოგონი, თითები სად
ჩაგიყვია?!… ჩემი თითებიც ხომ არ მოგაშველო?… მასწავლებელმა ალბათ აგიხსნათ,
სახელოვანი მწერლის, ჯიბო მადლიანის სახლ-მუზეუმს რომ უნდა სწვეოდით… აბა,
ხელი აწიეთ, რომელს წაგიკითხავთ მისი “მშვილდოსანი”?… ერთი, ორი… სულ ესა
ხართ?… ა-ა, კითხვა არ იცით?… მოსაწონია… თქვენგან განსხვავებით ჯიბო
მადლიანმა წერა-კითხვა სამი წლის ასაკში შეისწავლა და ხომ ხედავთ, რამხელა
მწერალი გაგვიხდა?… ქვეყანა ასახელა!… აგერ, ამ სურათზე ჩვენი სახელოვანი
მწერლის პაპა, გენერალი ყარამან მადლიანია გამოსახული… (წარმოსახვით ცელქ
მოწაფეს მიმართავს) ხელი გაუშვი ამ ჩიბუხს!… რა დროს თქვენი მოწევაა?!… ეს
ჯიბოს ჩიბუხების კოლექციაა – რაღა დაგიმალოთ – უყვარდა ცხონებულს, ყალიონის
გაბოლება… მაგრამ, იმედია, ამ მავნე ჩვევაში თქვენ გამოჩენილ ადამიანს არ
მიბაძავთ – ხომ აგიხსნეს სკოლაში, მოწევა ჯანმრთელობას რომ ავნებს?… ხელი
გაუშვით ამ მუზარადს… ეს საჭურველი მეთექვსმეტე საუკუნეში ჩვენმა წინაპარმა,
ზაზა მადლიანმა საფრანგეთიდან ჩამოიტანა – მეფე ანრი მეორის კარზე, ტურნირის
დროს ნემიურის ჰერცოგს, მაქსიმილიანეს სძლია და, დამარცხებულმაც თავისი
საჭურველი გამარჯვებულს მიართვა… საფრანგეთში ყოფნისას ზაზა მადლიანმა
უნგრეთის ელჩის, გრაფ მიკლოშ ესტერჰაზის ქალიშვილსაც გამოჰკრა ხელი, ცოლად
მოიყვანა… ანრი მეორემ განსაკუთრებული დამსახურებებისთვის ზაზას მარშლის
საპატიო წოდებაც უბოძა – სამწუხაროდ, მარშლის კვერთხი სხვა მრავალ ნივთთან
ერთად გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში სუკის საცავებში დაიკარგა…
მეთექვსმეტე საუკუნეში კი ზაზამ ის ესტერჰაზის ქალი ცხენზე შემოისვა – იქაურობას
ვერ შეეგუა და საქართველოში გამოასწრო… სიკვდილის წინ, ბოლო ხანებში
პაპაჩემი თავისი სახელოვანი წინაპრის შესახებ მასალას აგროვებდა, რომანის დაწერას
აპირებდა… ბაგრატ მესამის კარზეც ზაზას დიდი პატივი ხვდა წილად… (სა-
ჭურველზე გადაკიდებულ ფრაკს დაანახებს) ეს ფრაკი კი ჯიბოს ჰოლანდიის მეფის
კარზე ეცვა საპატიო პრემიის მინიჭების ცერემონიალზე… უნდა გამოგიტყდეთ –
პაპაჩემი ძირითადად სვიტერებს ატარებდა, თუმცა სხვადასხვაგვარი საცერემონიო
მუზეუმის მცველი
8
ტანსაცმელი ბინაში საკმაოდ დაგვიგროვდა… “სამუზეუმე ნაგავი” ერქვა ამ კარადას
და, სათანადოდ, მასში დაცულ ნივთებსაც… (გახსნის კარადას და სხვადასხვაგვარი
წამოსასხამების დემონსტრირებას მიჰყვება, მხრებზე ერთს მეორეზე წამოისხამს) ეს
წამოსასხამი ოქსფორდის უნივერსიტეტიდანაა, საპატიო დოქტორობა როცა
მიანიჭეს… ეს კი ჰარვარდია… ესეც ბოლონია – ევროპის უძველესი უნივერსიტეტის
Dოცტორ ჰონორის ცაუსა-ს წამოსასხამი თავის თავსახურიანად… არა, მაპატიეთ, ბოლონია
ეს არის, ეს კი სარაგოსაა… მოკლედ, ჩრჩილის მოსაშენებლად მასალა საკმარისზე
მეტია… (წამოსასხამების გაძრობას შეუდგება) ბოლონია, სარაგოსა, ჰარვარდი,
ოქსფორდი… არა, ეს შალი უკვე ჩემია… თუმცა, ისიც ჯიბომ მაჩუქა, ნორვეგიაში
ყოფნისას შეიძინა… ეს კაბაც მანვე მიყიდა… (წარმოსახვით ექსკურსანტს) არა,
ეშმაკო, ვერ მოგართვით, კაბას არ გავიხდი, სტრიპტიზს არ მოგიწყობ…
ფეხსაცმელიც პაპაჩემმა მომართვა… საათი – ჯიბოს სტუმარმა მისახსოვრა,
იაპონიიდანაა… ბეჭედი – ბებიაჩემის ნაქონია, თუმცა ბებიასაც ის ბაბუამ აჩუქა…
ეს ჩულქი, მართალია, ჩემი ხელფასით შევიძინე, მაგრამ სამსახურში ხომ ჯიბო
მადლიანის წყალობით ამიყვანეს?!… ჯიბო რომ არა, იმ ადგილზე ვინ
გამაჩერებდა?!… დღესაც უმუშევარი ვივლიდი… სისხლი და ხორცი კი ხომ
ზედმიწევნით პაპაჩემისეულია – ცხვირის მოყვანილობით დაწყებული და მისი
ფულით ნაყიდი საჭმლით დამთავრებული… მუზეუმის ამ ექსპონატს, ბავშვებო,
სოფიკო მადლიანი ჰქვია. ოცდაცხრა წლისა, დაკომპლექსებული ქართველი, ობოლი.
დედ-მამა ავტოსაგზაო შემთხვევისას დამეღუპნენ. გაუთხოვარი შინაბერა,
ფილოლოგი, ჯიბო მადლიანის ერთადერთი შვილიშვილი და უახლოესი მემკვიდრე.
ჯერ კიდევ დაუარსებელი სახლ-მუზეუმის მომავალი დირექტორი. – ყოველ
შემთხვევაში, ასე გადაწყვიტა ნათესავთა თავყრილობამ – “შენზე უკეთესი
დირექტორი მუზეუმს ვინ ეყოლებაო?… ასე გადავიქცევი ამ ბინაში დასაარსებელი
მუზეუმის “სამისდღეშიო” დირექტორად … “სა-მის-დღე-ში-ო”! – ღმერთო, შეუნდე
ამ სიტყვის გამომგონებელს ეს ცოდვა!… “მის დღეში” – არა, ჩემს დღეში,
სამუდამოდ, სიკვდილამდე, აქ დავრჩები, ამ ხელნაწერებში უნდა ჩავიმარხო, –
ნათესავებმა ასე გადაწყვიტეს და მეც უმადურობას ხომ არ გამოვიჩენ – კაბა –
ჯიბოსი, ჩულქი – ჯიბოსი, ნიფხავი – ჯიბოსი, ცხვირ-პირი – ჯიბოსი!… სოფიკო
სადღაა?!… სოფიკო!… სოფო, სადა ხარ?!… ვის ეძებთ?… სოფიკო მადლიანი
გინდათ?… ეგ ვინღაა?… (გროტესკულად დაეძებს საკუთარ თავს) აქ ყველაფერი
ჯიბოსია!… სოფიკოსი არაფერი გაგვეგება. ეს ჯიბოს სამყაროა – ბინა, ოთახი,
წიგნები, სავარძელი, მაგიდა. მეც ხომ მხოლოდ ჯიბოს შვილიშვილი ვარ! –
სამოცდაათამდე რომც მივატანო, ქუჩაში ხალხისთვის თითით საჩვენებელი მხოლოდ
ჯიბოს წყალობით დავრჩები – “აგერ, შეხედეთ, ეს ბებრუხუნა ჩვენი ჯიბო
მადლიანის შვილისშვილია!… თავად ვინ არის?… რა ჰქვია?… რას წარმოადგენს?…
აზრზე არა ვართ! ან კი რა მნიშვნელობა აქვს?… პროფესია – შვილიშვილი,
სოციალური დანიშნულება – ჯიბო მადლიანის შვილიშვილობა!… სინამდვილეში კი
არარაობა გახლავთ! ა-რა-რა-ო-ბა! დამოუკიდებლად ის არც არსებობს… ასე რომ,
ბავშვებო, ეს ექსკურსია თქვენ არარსებულმა არსებამ ჩაგიტარათ… “არ-არ-სე-ბული
არ-სე-ბის” წარმოდგენა თუ შეგიძლიათ?… აბა, მოვრჩეთ, მოუსვით ახლა
აქედან!… შენ რაღამ შეგაღონა, გოგონა?… (პატარა წარმოსახვითი გოგონას წინაშე
მუხლებზე დაიჩოქებს) სოფიკო შეგეცოდა, ჩემო სიცოცხლევ?!… ნუ სტირი, ნუ…
მოდი ჩემთან, ცრემლს შეგიშრობ… შენ რა გქვია?… შენც პატარა სოფიკო ხარ?…
პაპაშენს შენც სიცოცხლეზე მეტად უყვარხარ?… აბა, ცხვირსახოცი სადა გვაქვს?
მეზობელი ოთახიდან კარზე ბიცოლა დააკაკუნებს
ბ იცოლა . სოფიკო, ბიცოლა, კარი გამიღე! (კარს თვითონვე გააღებს, შემოიხედავს,
მაგრამ საწერი მაგიდის მიღმა ჩაკუზულ ქალიშვილს ვერ შეამჩვნევს) სად წავიდა
ნეტავი?… როგორ გაუწკრიალებია აქაურობა!… სოფიკო!… სოფიკო!
სანამ სოფიკო თავს იწესრიგებს და ცრემლს იმშრალებს, ბიცოლას რომ დაენახოს, ქალი
აქაურობას გაეცლება და კარს გამოიკეტავს.
მუზეუმის მცველი
9
4.
სოფიკო ფეხზე წამოდგება
სოფი კო. აგერ, საკუთარმა ბიცოლამაც ვერ შემამჩნია!… ან კი არარსებულს როგორ
დამინახავდა?! უჩინარს რანაირად აღმიქვამდა?… (სარკეში ჩაიხედავს) ჰაერივით
გამჭვირვალე – რაღაც უნარი, რაიმე თვისება მაინც მქონდეს ხელშესახები, რისამე
ნიჭის რაიმენაირი ნატამალი!… ჩემი! პირადი! საკუთარი… ავარიაში დაღუპული
მშობლების წყალობით სკოლაში სწავლისას მასწავლებლები დაფასთანაც კი არ
მიძახებდნენ – “ბავშვს დედ-მამა არა ჰყავს, მის ფაქიზ ფსიქიკას არაფერი
ვავნოთო!… თანაც რა პაპის შვილიშვილი!” უნივერსიტეტის ფილოლოგიის
ფაკულტეტიც ჯიბოს წყალობით დავამთავრე – არადა ბიოლოგიაზე როგორ
ვოცნებობდი! – “როგორ გეკადრება!… პაპაშენის შვილიშვილი უთუოდ მის კვალს
უნდა დაადგეს!” კაი გოგო ხარ და ჯიბოს სამყაროდან გვერდზე ერთი ნაბიჯის
გადადგმა გაგიბედავს! “თევზები თუ გიყვარს, დაიკო, იხტიოლოგიაზე თუ ოცნებობ
– შეიძინე აკვარიუმი და შენს ოთახში, ფანჯრის რაფაზე დაიდგი… შედეგი კი
სახეზეა – აბსოლუტური ნული!… სრული არარაობა! ამას კიდევ დავამატოთ
ყოველდღიური: “შენ ჩვენი ოჯახის მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყო!”
“წარმოგიდგენია, მართა ესტერჰაზი მზესუმზირას რომ კვნეტდეს? რას იტყოდა
სოლომონ-მეფე, ყაფლან მადლიანი რომ დაენახა ბუშტად გაბერილი საღეჭი რეზინით
პირში?” “სოფიკო, შეხედე, ჩემი წიგნი საფრანგეთში დაისტამბა!”… “ნახე, ჩვენი
გვარი ჩინურად როგორ იწერება!”… “სუაჰილის მცოდნე ხომ არ გეგულება ვინმე
ნაცნობი?… ძალიან მაინტერესებს, რას წერენ წინასიტყვაობაში ჩემს შესახებ?”…
გარშემო სულ მადლიანები მარტყავს!… მადლიანების შემოსევაა!… მადლიანების
კულტი!… ვინ ვარ მე აქ? ჭიანჭველა? ლოკოკინა?… აგერ რამდენიმე ლექსი და
მოთხრობა დამისტამბეს – ისევ და ისევ ჩვენი სახელოვანი “სულთამხილველის”
წყალობით!… (წიგნს გადაშლის) “უსაყვარლეს ბი-ბო-ბას ავტორისაგან”… (საკუთარ
წიგნს გვერდზე მოისვრის) “ავტორისაგან!” ავტორი მე რუსთველი გამიგია!
ბალზაკი!… “ავტორი” გამომიხტა!… ნუცას სკოლის კურსდამთავრებული… ღმერთო,
რა ვქნა, რა მოვიმოქმედო?… უნიჭო შეუხედავმა “სამისდღეშიო” დირექტორმა?!…
“თანამშრომლები გეყოლებიან, დაგეხმარებიან… ან კი ჯიბო მადლიანის შვილიშვილს
მის კუთვნილ სახლში, მუზეუმად რომ ვაქცევთ, უბატონოდ სიტყვას ვინ
შეუბედავს?… ღმერთო! შემინდე, მაპატიე! როგორ ითმენ ჩემგან ამდენ ღვარძლს?…
როგორ არ მომსპობ?… არ გამჭყლეტ?… არადა Gასრესილზე უარესად არა ვარ?…
კაცი წავიდა ამ ქვეყნიდან, გარშემო კი არაფერი შეიცვალა!… არაფერი!…
ყველაფერი გაშეშდა! გაქვავდა!… გარშემო სულ მისი ხელნაწერებია, მისი დღიურები,
მისი თარგმანები!… ის იქ, მიწისქვეშეთში ლპება, ჭიების შესაჭმელი შეიქმნა, მე კი
აქ ვარ, მის ხელნაწერებს უნდა ჩავებღაუჭო!… ეს ყველაფერი სულ ჩემი
გასარჩევია!… ყოველდღიურად, ზამთარში და ზაფხულში, ავში და დარში!…
სიცოცხლის ბოლომდე!… (ხელნაწერებიდან რომელიღაც რვეულს ამოიღებს და
გადაშლის) “…პოეზია სამარადჟამოდ დარჩება ყოველგვარ ალპებზე უფრო მაღალ,
დიდებულ მწვერვალად, ჩვენს ფერხთით ბალახში რომ აგდია. ასე რომ საჭიროა
მხოლოდ დაიხარო მის დასანახად და ხელში აიყვანო. ის მუდამ იმაზე უფრო
მარტივი იქნება, საზოგადოების განსჯის საგანი რომ გახდეს, მარად დარჩება…”
ბორის პასტერნაკი… პასტერნაკს რა უჭირდა – სიტყვების ენაკაზმულად
წარმოთქმით ირჩენდა თავს: “ყოველგვარ ალპებზე უფრო მაღალი, ჩვენს ფერხთით
ბალახში რომ აგდია!”… აბა ერთი საკუთარი შვილისთვის ეკითხა, რავარია ამ
ბალახის ჩრდილში დგომა, ზემოდან პასტერნაკისეული მზე რომ გაჭერს!… თანაც
ყველაფერი რომ წინასწარ დაგეგმილია და შენ ვეღარაფერს შეცვლი!… ვერაფერს!…
გესმის, სოფიკო? შენ აქ ვერასოდეს ვეღარაფერს შეცვლი! ამ აკლდამაში შენ
სამარადჟამოდ ხარ ჩამარხული!… ამ ქვაბულიდან გაპარვა შეუძლებელია!
(ფანჯარასთან მივა და მასში ჩასმული გისოსების შეხებას შეეცდება) აქაურობა საიმედოდაა
დაცული!… მადლიანების სამყაროში ოდითგანვე ძნელი იყო შემოსვლა,
მუზეუმის მცველი
10
აქედან გაპარვა კი უბრალოდ შეუძლებელია! ღმერთო, რამდენჯერ შეგვედრებივარ –
არ მინდა ეს დაწყევლილი მადლიანობა! რამდენჯერ გავპარულვარ სახლიდან,
ბოლოს, უძღები შვილივით რომ მიხდებოდა უკან დაბრუნება და ორივენი ისე
ვიქცეოდით, გეგონება არც არაფერი მომხდარიყოს!… დღეიდან კი… ან კი სად
გინდა გაიპარო?… ეს ლოკოკინასეული აკლდამა როგორ გინდა მოიშორო?… ეჰ,
ჯიბუნა, ჯიბუნა!… თუ შენში იმ უნგრელ წინაპართა სისხლმა იფეთქა – უწინ,
ოჯახის გარდაცვლილ უფროსებს ყორღანებში თავის სახლიკაცებიანად რომ
მარხავდნენ?… საფლავში ჩამიყოლე?… Nუთუ ეს შენი დაწყევლილი მოთხრობა ჩემი
თუ “ნათიას” ამგვარი დაკრძალვით უნდა დასრულებულიყო?… ნუთუ შენი ოხრად
დასარჩენი მოთხრობის ბოლო სიტყვები უნდა ყოფილიყო: “ორმოც დღეში მას მიწა
დააყარეს”?… არა, გამოუვალი მდგომარეობები არ არსებობს, სუფთა ჰაერი
საიდანღაც ამ საფლავშიც შემოდის! (ბუხართან მივა და თვალს საკვამლურს
ააყოლებს, ჩაეცინება) ალქაჯად ვიქცე, ცოცხს მოვაჯდე და საკვამლურში გავუ-
ჩინარდე?… “…ორმოცი დღის შემდეგ…” შენი ბოლო სიტყვები ამ ქვეყნად… ნეტავი,
ორმოც დღეში რა უნდა მომხდარიყო? (ხელში აიღებს საწერ მაგიდაზე გვერდზე
გადადებულ მოთხრობას, მაგრამ მისი გადმოღებისას ლომის თავის ფორმისებრად
გაკეთებული საფერფლე იატაკზე გადმოვარდება და გატყდება. სოფიკო
ნამსხვრევებს ხელში აიღებს) ლეო, შენც გადაწყვიტე შენს პატრონთან ერთად ყორ-
ღანში ჩაყოლა?… არარაობასთან შერწყმა ამჯობინე?… ასე, ნამსხვრევებად ქცეული,
საშიში სულ რომ აღარა ხარ?!… მომავალში, ამ ჩვენი აკლდამის გათხრისას არქეოლოგები
დიდხანს იკამათებენ – რა დანიშნულებისა იყო ეს ნამსხვრევები… ან,
იქნებ, ამოცანა შევუმსუბუქო?… პაპაჩემს უჯრაში სადღაც წებო ჰქონდა… (ეძებს)
საინტერესოა, შთამომავლები რად ჩაგთვლიან?… უთუოდ რაიმე მაგიური რიტუალის
ჩატარებასთან დაგაკავშირებენ, ცხვირიდან და პირიდან ბოლის გამოშვება რომ
სდევდა თან (წებოს მიაგნებს) აგერ ყოფილა!… (კითხულობს) “განკუთვნილია ხის,
მეტალის, ხისტი პოლივინილქლორიდის, ტყავის, რეზინის, მინის, კერამიკის
დასაწებებლად”… ივარგებს… “მითითება მოსახმარებლად: დასაწებებელი ზედაპირები
კარგად გაწმინდეთ, ბენზინით ან აცეტონით გაასუფთავეთ ცხიმოვანი დანართებისგან,
დაფარეთ წებოს თხელი ფენით…” ბენზინის მოსაძებნად, ჩემო ლეო,
ახლა ნამდვილად ვერ გავალ – ისედაც სუფთა ჩანხარ, ზეთში და ცხიმში არ
ამომიწოვიხარ… (საფერფლის დაწებებას იწყებს, თანხვდენად ზედაპირებს ეძებს)
“…ორმოცი დღის შემდეგ…” ამ საფერფლის დაწებებაზე ჯიბო იმ საღამოს
ნამდვილად არ იფიქრებდა, ახალი ამბების სანახავად რომ დავუძახე… “…ორმოცი
დღის შემდეგ…” აზრი შუაზე გაუწყდა… თავად კი, იცოცხლე, იცოდა, ნაფიქრალს
და მოქმედებას რა მიმართულებით წარმართავდა, მაგრამ ჩვენ?… ორმოც დღეში
ამისთანა რა უნდა მომხდარიყო? ჯიბო, შენს “გედის სიმღერაში” რას
გულისხმობდი?… რა ვერ დაასრულე?… როგორ უნდა აღვიქვა ეს შენი მო-
თხრობა?… ჩემი გაფრთხილება გინდოდა?… თუ ჩემი მომავალი ცხოვრების
მეტაფორაა, “სოფიკო მადლიანი” “ნათია გვარიანით” რომ ჩაანაცვლე?…
წინასწარმეტყველებაა?… მთელი ჩემი ცხოვრება ისედაც სულ შენი დაგეგმილი არ
არის?! სიკვდილის შემდეგაც მოინდომე ჩემი მომავლის მოწესრიგება?… (საფერფლის
დაწებებას ვერა და ვერ ახერხებს) ჩემი ლეო კი ძველებურად ვეღარასოდეს ვეღარ
დაიღრიალებს… დავუტოვოთ მომავალ არქეოლოგებს?… იქნებ ჩემზე ბეჯითები
გამოდგნენ?… საინტერესო თეორიებს შექმნიან ჩვენი ყოფის თაობაზე… ორმოცი
დღის შემდეგ… ათიოდე წლის შემდეგ დანამდვილებით ვიცი, ფილოლოგები
დისერტაციებს დაიცავენ; ერთი გამოაცხადებს – ორმოცი დღის შემდეგ ნათია
გვარიანი ნარკოტიკებს დაეტანაო,… მეორე შეედავება – “როგორ გეკადრებათ,
ორმოცი დღის შემდეგ იგი გააუპატიურეს, ხუთ თვეში კი მან განუვითარებელი
ნაბიჭვარი ამოაფურთხა… მოვლენათა სწორედ ამ გზით განვითარებაზე მიგვანიშნებს
ნაწარმოების მთელი წინანდელი თარგი… რომელიმე რეჟისორი კი ფილმს დადგამს
და სწორედ ამ მრავლისმეტყველ სიტყვებზე შეწყვეტს მოქმედებას. მე კი ექსპერტკონსულტანტად
მიმიწვევს – “ქალბატონო სოფიკო, როგორ ფიქრობთ, ხომ
გენიალურია ეს ჩემი გადაწყვეტა ღია ფინალით, სრული გაურკვევლობით”?… მე კი,
მუზეუმის მცველი
11
პაპაჩემის შემოქმედების უდიდეს მკვლევარს როგორც შეეფერება, არანაკლებ
სერიოზული კილოთი ვუპასუხებ: “ნურას უკაცრავად! “ორმოცი დღის შემდეგ
გმირი”… (დაფიქრდება) მოკვდა!… ლამაზი არაა?… იმასაც კი დავძენ –
ცხონებულმა სიკვდილის წინ მანიშნა, დამაბარა – შენი ხელით ჩაწერე: “გმირი
მოკვდაო”. მოწმე მაინც არავინაა, ეს სიტყვები ჯიბოს უკანასკნელ სიტყვებადაც
შემიძლია გამოვაცხადო: “გმირი გარდაიცვალა”… ამით ყოველნაირი კამათი ჩვენს
მომავალზე დასრულდება… ახლავე ჩავწერ (საწერ კალამს მოიმარჯვებს, მაგრამ
შემდეგ გადაიფიქრებს, ჩაეცინება, კალამს გვერდზე მოისვრის) ვინ თქვა, გმირი
მოკვდაო?… რომელმა ბრძანა, გამოსავალი არ არსებობსო?!… მაშ ყველაფერი ამის
განმგებელი ვინაა?!… ეს ნივთები ვისია?!… “სამისდღეშიო” დირექტორად ვის
ნიშნავენ? ვის ასამარებ, სოფიკო?… ვის ჰკლავ?… შენს გარშემო ყველაფერი შენ
გეკუთვნის!… შენ კი არ გმარხავს ეს სამყარო – ყოველივე ამის დამარხვა შენ
შეგიძლია!… ჯიბოს წინასწარმეტყველებები დაიმსხვრა!… მოიფიქრებდა ჩვენი
სახელოვანი მწერალი, მოთხრობა რომ ასე გაგრძელდებოდა?… ასანთის ღერის ერთი
ჩამოკვრა და… ჯიბო მადლიანს შევეჭიდო?… რატომაც არა?!… ამ აკლდამაშიც ხომ
შემოდის საიდანღაც სინათლე და ჰაერი! (სოფიკო ხელს დაავლებს დაუსრულებელ
მოთხრობას, ბუხართან მივა და ცეცხლს წაუკიდებს, ალს დააკვირდება) დღეიდან
ჩემთვის ყველა გზა ხსნილია!… აღარანაირი მომავლით შეზღუდული აღარ ვარ!…
ჩემი მომავალი ჩემს ხელთაა!… დაიწვი! დაიწვი!… თავისუფალი ვარ!… თავისუფალი!
ბუხრის საპირისპირო მხარეს გამოჩნდება ჯიბო მადლიანის აჩრდილი.
7.
ჯიბო ინტერესით აკვირდება, თუ როგორ იწვის მისი ხელნაწერი
ჯიბო. ლამაზად იწვის, ეგ… მადლიანი, ეგა…
სოფიკო. (დაფრთხება, უკან დაიხევს, თავს გაამხნევებს) ლამაზია… ბავშვობიდან
მიყვარს ცეცხლის ყურება…
დაუპატიჟებელი სტუმრის მოსალოდნელი შემოტევის მოსაგერიებლად “რაინდთან” მიახლოებული
სოფიკო ხანჯალს გააშიშვლებს, მაგრამ აჩრდილი მის მოქმედებებს ყურადღებას
არ მიაქცევს.
ჯი ბო. შებინდებისას შემოხვიდოდი ხოლმე კაბინეტში, აგერ აქ, მაგიდასთან დადგებოდი,
იცდიდი – ჩემთვის ხელი რომ არ შეგეშალა, თანაც მანიშნებდი – “ჯიბობა, ბუხრის
დანთების დრო დადგაო”… შეშა დილიდანვე მომზადებული მქონდა – მსხვილმსხვილი
ჯირკვების ქვეშ ქაღალდებსა და ფიჩხს შევაწყობდი, ასე რომ ცეცხლის
დასანთებად ასანთის ჩამოკვრაღა იყო საჭირო… ამ პატივს ხომ არავის
დაუთმობდი!… პატარაობისას, ასანთის დანთება რომ გიჭირდა, ხანდახან მთელ კოლოფს
დახარჯავდი, მაგრამ სხვას არავის დაანთებინებდი… ცეცხლი რომ გაჩაღდებოდა,
მუხლებზე იდაყვებით დამეყრდნობოდი და ასე მიაჩერდებოდი ალს.
სოფი კო. ბუხარი დიდი ხანია არ დამინთია. (ამასობაში იგი კარადას მიადგება, კარს
გამოაღებს, ორლულიან სანადირო თოფს გადმოიღებს და სტუმარს მიუშვერს)
გაქრი!… ვინ ხარ?… რად შემომიჩნდი?… რატომ არ ისვენებ?
ჯი ბო. როგორც ყოველთვის – შეკითხვების კორიანტელი! რომელ ერთს ვუპასუხო?…
აგერ, ჩემი ბოლო მოთხრობაც გასრულდა (ბუხარში დაფერფლილ ქაღალდზე
გადმოაბიჯებს და ოთახში შემოვა)
სოფი კო. არ მომიახლოვდე!… ერთი ნაბიჯიც და – გესვრი!
ჯი ბო. მერე ბიცოლაშენს რას ეტყვი? ხუთი საათის წინ მიწას მიბარებული პაპა
გამომეცხადა და “სიყვარულის ამბავში” ორი ტყვია დავახალეო?
სოფი კო. არ მომეკარო!
ჯი ბო. სოფიკო, ყველაფერს აჯობებს ეგ თოფი ადგილზევე დავაბრუნოთ და
დავმშვიდდეთ… აბებს ხომ არ დალევდი? აგერ მედო სადღაც მაგიდაზე.
სოფი კო. გაქრი! გაქრი!
ჯი ბო. უყურე, სად დაგიდიათ… მოდი, დავლიოთ… დაგავიწყდა, წამალს ბავშვობაში
მუზეუმის მცველი
12
როგორ გასმევდით?
ჯიბო სოფიკოს წამალს მიაწვდის.
სოფი კო. ალერგიული ამიტომაც გამხადეთ!
ჯი ბო. რომ გვცოდნოდა – გაწყენდა, სხვანაირად მოვიქცეოდით… (წამალს გვერდზე
დადებს) იქნებ სუფთა ჰაერზე მაინც გაგვესეირნა?
სოფი კო. დიდებული სანახახავები ვიქნებით!… სოფიკო მადლიანი პირადი აჩრდილის
თანხლებით!… პირდაპირ ცირკში წავიდეთ თუ გზად ზოოპარკში შევიაროთ?…
იქედან კი ფსიქიატრიულში!… ფეხით!… ჰერი-ჰერი!…
ჯი ბო. სერიოზულად გეუბნები… ბორჯომში რომ ვისვენებდით, რამდენჯერმე ლამისაა
ბაკურიანამდე ავედით ფეხით…
სოფიკო. (ჩაეცინება) საინტერესოა, რომ გთხოვო – პეპლები დამიჭირე-მეთქი,
სააქაოები იქნებიან თუ…? დამეხსენი!… დამეხსენი!… არ მინდა ბუნება!… არ მინდა
ბავშვობის მოგონებები!… არ მინდა გაგიჟება!…
ჯიბო. სოფიკო…
სოფი კო. რომელი ჰამლეტი მე მნახე?… შენს სიკვდილს ვის აბრალებ?… საფლავში
რომ ვერ ისვენებ, რის გამოძიებას მთხოვ?
ჯი ბო. მე გულის უკმარისობით გარდავიცვალე…
სოფი კო. მაშ ჩემგან რა გინდა?… ერთი რამე მითხარი – როგორ მოგიშორო თავიდან?
ჯი ბო. მინდა რომ დამშვიდდე… აბა, მიდი მაგიდასთან და მარცხენა უჯრა გამოაღე.
სოფი კო. რა ჩაგიფიქრებია?
ჯი ბო. ჯერ უჯრა გახსენი… პატარა შინდისფერ კოლოფს ხომ ხედავ?… შენთვის
გადმოცემა არ დამცალდა…
სოფიკო უჯრას გამოაღებს და კოლოფიდან ძეწკვსა და ბეჭედს ამოიღებს.
სოფი კო. გინდა მომქრთამო?
ჯი ბო. დღეს დაბადების დღე ვიღაცას ხომ უნდა მოელოცა შენთვის?… მოგწონს?
სოფი კო. არა.
ჯი ბო. ნუ გეშინია… ჩემს საჩუქარს უწმინდური არაფერი სჭირს…
სოფი კო. მართლაც ჩემთვის მოამზადე?… ჩემზე ზრუნავ?
ჯი ბო. როდის მომიტყუებიხარ?…
სოფი კო. არასოდეს… ოღონდ ერთს გთხოვ, გემუდარები – დამეხსენი თავიდან!…
როგორ გაგაგდო?
ჯი ბო. ხომ გითხარი – დამშვიდდი…
სოფი კო. ასე მარტივად?… ახლავე დავმშვიდდები – ოდნავ თვალს მოვატყუებ და
შენც გაქრები… ფსიქიატრიც აღარ დამჭირდება…
სოფიკო ტახტზე წამოწვება, თავზე ბალიშს დაიდებს. აჩრდილი ფეხაკრეფით მასთან მივა,
დააკვირდება. სოფიკო წამოჯდება
სოფი კო. გგონია, უხმოდ დადიხარ და შენს მოახლოებას ვეღარ შევიგრძნობ?… აღარ
მომასვენო!
ჯი ბო. ვიფიქრე, რაიმე ამბავს გიამბობდი… პატარა რომ იყავი, ახალი ამბის მოყოლის
გარეშე დასაძინებლად წასვლაზე არ მთანხმდებოდი… შენი წყალობით რამდენიმე
კრებული გამოვაქვეყნე…
სოფი კო. დღეს კი რა ამბავს შემომთავაზებდი? ვამპირებზე?… იმაზე, გარდაცვლილი
წინაპრები შთამომავლებს სისხლს როგორ სწოვენ?
ჯი ბო. გზა და გზა რამეს მოვიფიქრებდი… თუნდაც, ჩემი ბოლო მოთხრობის
დასასრულს გიამბობდი – ხომ გაინტერესებდა, ორმოც დღეში რა უნდა
მომხდარიყო?
სოფი კო. არა.
ჯი ბო. ყოველთვის ცნობისმოყვარე იყავი…
სოფი კო. ორმოც დღეში მოთხრობის ხსენება აღარ იქნება ამ ქვეყნად!… დაიწვა!
მუზეუმის მცველი
13
ნაცარტუტად იქცა!
ჯი ბო. მე რომ აქა ვარ?
სოფი კო. ჩათვალე, თითქოს არც დაგიწერია… ძალიან გეწყინა?
ჯიბო. რა?
სოფი კო. რომ დავწვი.
ჯი ბო. მწერლის “გედის სიმღერას” ბუხარში ყოველდღე კი არ წვამენ… თუმცა, მაგის
ხვედრი, ეტყობა, თავიდანვე ბუხარი იყო… შენმა მდგომარეობამ კი მართლაც
შემაწუხა…
სოფი კო. ამიტომაც გადაწყვიტე გამაგიჟო?… გინდა საბოლოოდ მომიღო ბოლო?
ჯი ბო. შენს მომავალზე ნუ ღელავ – მოთხრობა ძალიან კარგად თავდებოდა…
სოფიკო. კიდევ ერთი ტყუილი!… ადრე ტყუილების თქმა არ გეხერხებოდა…
ჯი ბო. სიმართლეს ვამბობ (აშკარად ტყუის)
სოფი კო. გინდა დავმშვიდდე და შენს მიერვე ნაწინასწარმეტყველებ სამყაროს კვლავ
დავუბრუნდე?… ძველებურად გავაგრძელო მცოხნარე, მარიონეტული არსებობა?…
სიკვდილამდე ვიმეორო ის, რაც შენ ოდესღაც დაგეგმე და იწინასწარმეტყველე?…
არ მინდა!… არა!… ნუთუ არ გესმის – ჩემი ბავშვობა დიდი ხანია დასრულდა!… მე
გავიზარდე!… აღარავის აქვს უფლება ჩემი ცხოვრება საკუთარ ნებაზე ატრიალოს!…
შიგ ჩაეჩრას… ჯიბო, გესმის – მე აღარ მსურს შენს მიერ მოგონილ სამყაროში
დაბრუნება… იქ ცხოვრება!… მაღირსეთ თავისუფლება! ჩემი! პირადი! თქვენზე,
ყველაზე რომ აღარ ვიყო დამოკიდებული!
ჯიბო. სოფიკო…
სოფი კო. არ მომიახლოვდე!… გაქრი!… შენს წყვდიადს დაუბრუნდი!
სოფიკო გვერდზე დადებულ თოფს დაავლებს ხელს და ტყვიას აჩრდილს დაახლის, თუმცა
ამ უკანასკნელს არაფერი დააკლდება. აჩრდილი მივა თაროსთან და დაფლეთილ წიგნს
გადმოიღებს.
ჯი ბო. საწყალი ბესიკი! შიგ გულში არ განგიგმირავს?!… არა და რა კარგი გამოცემა
იყო… (მოლბერტთან მივა, რომელზეც მისი სურათია დადგმული) ან ამ ჩემმა
სურათმა რა დაგიშავა?
ბიცოლას ხმა. (მეზობელი ოთახიდან) სოფიკო, გაიგე?… სადღაც მეზობლად ისვრიან.
სოფიკო კარს ეცემა და ბიცოლას ოთახში არ შემოუშვებს.
სოფი კო. აქეთ არაფერი გამიგია… ალბათ ეზოს მხრიდან ისროდნენ… იქეთ მიაკითხე…
ბ იცოლა . აშკარად აქეთ მხრიდან გავიგონეთ…
სოფიკო. არა… მე აქ ნამდვილად მარტო ვარ… და არანაირი სროლის ხმა არ
გამიგია… კაბინეტს კი ხვალ მივალაგებ. პირობას გაძლევ.
სოფიკო კარს გასაღებით დაკეტავს. ბიცოლა მეორე მხრიდან სახელურს ეჯაჯგურება.
ბ იცოლა ს ხ მ ა . სოფიკო, სოფიკო…
8.
სოფიკო ტყვიით დაზიანებული სურათისკენ გამოემართება, ათვალიერებს. ჯიბო დაფლეთილ
წიგნს გადაფურცლავს.
ჯი ბო. “ტანო ტატანო, თვალწამტანო”… სურათში თითის შერჭობა მაინცდამაინც
სავალდებულო არაა… “ზილფო კავებო”… სარესტავრაციოდ მოგიწევს სურათის
მიტანა…
სოფი კო. შენ არაფერი დაგიშავდა?
ჯი ბო. ტყვიამ რა უნდა მავნოს?… წიგნი კი ცოდვაა… თორნიკეს ნაჩუქარია…
სოფი კო. ცოცხალი რომ ყოფილიყავი, შემეძლო მომეკალი?!… იმის კვალობაზე, რაც ამ
ქვეყნად დაგაკელი, ახლა მკვლელობამდეც მიმიყვანე?… მკვლელად მაქციე?
ჯი ბო. მაგის დარდი ნუ გაქვს… (წიგნს თაროზე დააბრუნებს) ამ სურათის დამხატავი
მუზეუმის მცველი
14
ცოცხალ კლასიკოსი კი არის, მაგრამ ტილოს უკანა მხრიდან პატარა ნაჭერს
მიაკერებს და… ან კიდევ, ჩემი ხათრით, სულაც ახალ სურათს დახატავს… რა
მოგივიდა? ცუდად ხომ არ ხარ?
სოფი კო. არაფერია. თავს მშვენივრად ვგრძნობ. (თოფს მოკიდებს ხელს)
ჯი ბო. ეგ თოფი ახლა გვერდზე დადე… ასე პრიმიტიულად აზროვნება არ
გრცხვენია?… გგონია, ეგ საქციელი ჩემი წინასწარმეტყველებისგან
გაგანთავისუფლებს?
სოფი კო. მოთხრობის ასე პრიმიტიულად დაბოლოება თავად რატომ არ შეგრცხვა?
ჯი ბო. სოფიკო, რატომ არ მიჯერებ?… მოთხრობაში სულ სხვანაირი ფინალია…
სოფი კო. მოთხრობა რა შუაშია?… ლიტერატურამ თავისი გასაკეთებელი ჰქნა!… ერთ
რამეს შეგეკითხები და პირობა მომეცი – სიმართლეს მეტყვი… შენებური მიკიბულმოკიბულების
გარეშე…
აჩრდილი ხელს აღმართავს, ოციოდე წლის წინ შვილიშვილთან თამაშისას როგორც
აკეთებდა ხოლმე.
ჯი ბო. ენიკი-ბენიკი-პირქუშ-სალხენიკი…
სოფი კო. თოფი გესროლე და მაინც ხუმრობის ხასიათზე ხარ?
ჯიბო. გინდა ვიტირო?… კარგი ბატონო… (პაროდირებულად “ატირდება”)
სოფი კო. ბიბო, მორჩი მასხარაობას… შენს წინაშე მე აქ უკვე ვეღარაფერს
გამოვასწორებ… გულახდილად მითხარი – იქ, სადაც შენ ახლა ხარ… მე მაინც
მკვლელად დავრჩები?… თუ შევძლებ რამე გამოვასწორო?
ჯი ბო. ამას რა მნიშვნელობა აქვს?… ისედაც ერთად არა ვართ?
სოფი კო. შენს მოთხრობებში არასდროს დაგიწერია, ხვალინდელი დღის ბედი რომ
დღეს წყდება?
ჯიბო. (კვლავინდებურად ცდილობს ყოველივე ხუმრობად აქციოს) უზადო აზრია! იქნებ,
ორიოდე აფორიზმსაც ჩამაწერინებდი?… მოიცა, ფანქარი მოვიმარჯვო.
სოფი კო. შენ არ მიპასუხე… დრო კი თავისას მაინც მოიტანს… ის მაინც მითხარი,
საჭიროა შენთან გამომშვიდობება?… თუ ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს?
ჯი ბო. შეხვედრილები არა ვართ? გინდა მაინცდამაინც საცეკვაოდ გამოგიწვიო? (ხელს
წელზე შემოხვევს, სიმღერას ღიღინებს და ვალსის ცეკვაში დაატრიალებს. გოგონას
თოფი მას ცეკვაში ხელს უშლის) მართალი გითხრა, ამ შენმა “ზარბაზანმა” ცოტა
არ იყოს, შემაწუხა, ტყვიამფქვევიან ქალიშვილებთან არასდროს მიცეკვია.… იქნებ
გვერდზე გადავდოთ?
სოფიკო თავს გაინთავისუფლებს, გაჩერდება, მაგრამ თოფს არ დათმობს.
სოფი კო. ახლავე შეწყვიტე ჯამბაზობა.
ჯი ბო. შენ კი უნიჭო ხუმრობა! მოდი, ეგ თოფი გვერდზე გადავდოთ!
სოფიკო. (წინააღმდეგობას გაუწევს) ხელი გაუშვი!… ნუ მეჭიდავები.
ჭიდაობენ. პაპა იღრინება, იმანჭება.
ჯი ბო. სოფიკო, ხომ გახსოვს, რაიმე პრობლემა რომ წარმოიქმნებოდა, თავს როგორ
გავართმევდით ხოლმე?… შენი პიროვნების განსახიერებისას მაინცდამაინც თავი
უნდა მოვიკლა?… კარგი ბატონო… მაგრამ შენც კეთილსინდისიერად შეასრულე
მრავალი საერთაშორისო პრემიის ლაურეატის, ჩვენი ღვაწლმოსილი მამულიშვილის
როლი!… ამიხსენი, რაშია საქმე?… თავს რატომ უნდა ვიკლავდე?
სოფი კო. ეგ შენი მოგონილი თამაშები ყოველთვის შენს სასარგებლოდვე თავდებოდა
ხოლმე!… ჩემი დამონების საუკეთესო საშუალება იყო – ჩემი ნებითვე
აღმომაჩენინებდი ხოლმე ჩემს უსუსურობას… მომწყდი!… დამეკარგე!… (თოფის
ლულას მკერდთან მიიტანს და ჩახმახს დასხლეტს. თოფი არ გავარდება. ქალიშვილი
თოფს გახსნის და ნახმარ მასრებს ამოყრის). ეშმაკმა დასწყევლოს!
ჯიბო. (აქედან მოყოლებული გროტესკულად ბაძავს სოფიკოს) ეშმაკმა დასწყევლოს!…
ამ პაპაჩემმა იმდენად დამიმონა, რომ საკუთარი თავიც კი ვერ მომიკლავს!… სხვაზე
რომ არაფერი ვთქვათ!… ეს ნახმარი მასრებიც ჯინაზე შემომატენა!… ჯიბო,
მუზეუმის მცველი
15
კონდახი მაინც მომეცი, თავი რომ გავიჩეჩქვო!
სოფიკო თოფს არ დასთმობს, კარადასთან მივა, გახსნის
სოფი კო. ტყვიები სად არის?… სად გადამალე?
ჯი ბო. ტყვიები სადაა, ვერაგო ჯიბო? სად არის კოლოფი ტყვიებით? (ტყვიების ძებნაში
მასხარაობით გართული აჩრდილი კაბინეტში ერთ ამბავს დააწევს) რამდენი ნაგავი
დაგროვილა!… ტყვიები, ტყვიები, ტყვიები ჩქარა!… აგერ არ ყოფილა ერთი?!… (საბავშვო
ჭექუნას მიაგნებს, ხალისიანად გაისვრის და ძირს დაენარცხება) მომკლა!…
მომკლა!… ვერაგო ჯიბო! ვერ აგიხდინე საწადელი?!… შენს ჯინაზე ცოცხლებში არ
დავრჩი!… (თვალს შეავლებს სოფიკოს, რომელიც მის მასხარაობას ყურადღებას არ
აქცევს, საკუთარი ხმით მიმართავს) გოგო, ტყვიების ძებნით აღარ დაიღალე?…
(სოფიკო საწერი მაგიდის უჯრაში მიაგნებს საწადელ კოლოფს და ჯიბო მას
მივარდება, შვილიშვილის ხმით) აგერ ჩემი ჭექუნებიც!… ბიბო, გამასროლინე რა!…
გამასროლინე!… (კოლოფის ხელში ჩაგდებას შეეცდება, მაგრამ სოფიკო მას წინააღმდეგობას
გაუწევს, თოფს გვერდზე გადადებს და აჩრდილი იარაღს დაეპატრონება)
როგორ შეგიძლია ამდენ ხანს სერიოზული დარჩე?… ბიბო, შემხედე, როგორ
გამოვემშვიდობები შენს თვალწინ სიცოცხლეს? (თოფის ლულას გულთან მიიტანს და
ჩახმახს ჩამოსხლეტს) ბახ!… და აღარა ვარ! ახლა უკვე ისევ ერთსა და იმავე
სამყაროს განვეკუთვნებით – საიქიოს… არა, ერთი სიკვდილი იქ, ერთიც აქ…
გამოდის, ახლა უკვე სააქაოს განვეკუთვნებით…
სოფი კო. მომეცი თოფი!
ჯი ბო. ბიბო, მთელი ცხოვრება ასე ორიგინალობა როგორ შეიძლება? ამ შუაღამისას რა
დროს სანადიროდ წასვლაა?… ჯერ იყო და სასეირნოდ მექაჩებოდი, ახლა მწყერზე
ნადირობა მომინდომე!… კაცი გვერდიდან შემოგხედავს – სერიოზული პიროვნება
ეგონები, გამოჩენილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ცოტას დაგაკვირდება –
ქარაქუცებშიც კი გამორჩეული ქარაქუცა ყოფილხარ!
სოფიკო ხელს იარაღისკენ გაიწვდის
სოფი კო. არ მომცემ?
ჯიბო. (ბაძავს სოფიკოს,) “არ მაძლევ თოფს”?… (სოფიკოს როლს განასახიერებს)
დიახაც, არ მოგცემ!… ეს ჩვენი სამუზეუმო ექსპონატია… საინვენტარიზაციო
ნომერი… ჯერ არ მიმიკრავს… ის თუ იცი, რომ ჩვენს მუზეუმში ექსპონატების
გამოყენებით თავის მოკვლა აკრძალულია?!… სოფიკო-დირექტორის
განკარგულებაა!… ენდეცა შენა!… ახლა რაღას მოიმოქმედებ?
საპასუხოდ სოფიკო კარადიდან პაპის ყელსაბამს ამოიღებს და მაგიდაზე შეძვრება. მცირე
ყოყმანის შემდეგ ჯიბოც კარადიდან ბღუჯით რამდენიმე ყელსაბამს ამოიღებს და მაგიდაზევე
შეძვრება, შვილიშვილის გვერდით დადგება. ამასობაში სოფიკო ყელსაბამს ნასკვავს,
მეორე ბოლოს ჭაღზე მიამაგრებს. ჯიბოც ყელსაბამებს ჭაღზე გადაკიდებს და ზედ
ჩამოეკიდება, ქანაობს.
ჯი ბო. იფ, იფ, რა კარგია!… ბიბო, რაღას უცდი?… რატომ მიყვებოდი – ბავშვობაში
ჯამბაზობა მინდოდაო?… თუ ცრუობდი?… რა მოუქნელი ხარ!… ამხელა მოხუცი და
ასე მოუქნელი!… ყულფში კისერს ნუკი გაყოფ! – ხელი წაავლე!… ვითომ
ტრაპეციაზე ვართ… ერთად გადავდგათ ეს უკანასკნელი, ყოვლად საბედისწერო
ნაბიჯი… ახლა კი ცირკში, პირდაპირ არენაზე შევფრინდებით!
სოფი კო. ჯიბო, შეგიძლია ერთი წუთით მაინც დამუწო პირი?
ჯი ბო. არ მოგწონს?… დიდებულია!… სიკვდილი არასდროს მყვარებია… ცირკში
სიკვდილი ვიღას გაუგია?!… მით უმეტეს თვითმკვლელობა!… აბა, წავედით!…
გავქანდეთ… არა, ბიბო, არა!… “მესინია”!…
ჯიბო ცალ ხელს შვილიშვილს მოჰხვევს და გაქანდება. ჭაღი ჩამოწყდება და ორივე
იატაკზე დაენარცხება.
მუზეუმის მცველი
16
ჯი ბო. ესეცა ჩვენი სამოთხე!… ბოლო გაჩერება!… რა მიქენი, ბიბო?!… ჩასაცმელი
როგორ გამიჭუჭყიანე?… ეს ექსპონატიც რომ დამიმტვრიე!… რა ვუთხრა მომავალ
ექსკურსანტებს?… მორჩა!… გებუტები!…
სოფიკო. (პაპას თამაშში აჰყვება, თავის მხრივ ჯიბოს გააჯავრებს) ნუ წკმუტუნებ!…
სულაც ცრემლად რომ დაიღვარო, დამტვრეულ ჭაღს არაფერი ეშველება… ხელი
მოკიდე ცოცხს და რაც კი აგიწიოკებია – ყველაფერი მიალაგე!
9.
ჯიბო ფეხზე წამოდგება, სოფიკოს დაეხმარება.
ჯიბო. (კმაყოფილი, სოფიკოს ხმით ლუღლუღებს) მე რა შუაში ვარ? შენ დაამტვრიე და
მე უნდა ვალაგო?
სოფიკო. სოფიკო!… ვის ვეუბნები?
ჯიბო. ჰო, კარგი… ჯანდაბას!… ცოცხი სადღაა?… ყველაფერს აურ-დაურევს ამ
სახლში, მერე კი, ყველაფერი წესრიგში პატარა სოფიკომ უნდა მოიყვანოს!…
სოფი კო. ახლავე მოგიტან.
სოფიკო გადის კაბინეტიდან; ჯიბო მსხვილ ნამსხვრევებს ხელით კრეფს. სოფიკო ცოცხით
ხელში დაბრუნდება, პაპას დააკვირდება
ჯი ბო. ბიბო, მოდი, ერთხელ შენც მოუსვი!… სულ მუდამ მე და მოსამსახურეს რომ
გვიხდება ბინის დალაგება!
სოფი კო. მადლობა მითხარი, კლასიკოსის კაბინეტში საერთოდაც რომ შემოგიშვი!…
ჯი ბო. ვიშ, რა კარგია!… გინდა თან დავალაგო და თანაც ამ პატივისთვის მადლობა
მოგახსენო?
სოფი კო. აბა?!… ამ ჩემი სამყაროს ხელით შეხება ასე იოლი რომ იყოს, აქაურობას
ნებისმიერი ადამიანი მიხედავდა!
ჯი ბო. ვერ მიგიხვდი?…
სოფი კო. არცაა საჭირო… დააწყე ეგ ნამსხვრევები აქანდაზზე და საერთოდაც
დაივიწყე, ოდესმე ხელში რომ გჭერია.
ჯიბო. (დააწყობს ნამსხვრევებს) მერე?
სოფი კო. ახლა კი ყურადღებით მომისმინე… ეს ჩემი სამყარო ისეა მოწყობილი, რომ
შენ, ჩემო სოფიკო, კი არსებობ მასში, მაგრამ შენ მასზე ზემოქმედება არ
შეგიძლია…
ჯი ბო. ბიბო, მართალია ღმერთმა დამდო პატივი შენს შვილიშვილად დავბადებულვიყავი,
მაგრამ ნუ დაგავიწყდება – ერთი უბრალო მდედრი ვარ!… ცოცხი მომაწოდე, შენს
გაზრდას!
სოფი კო. ჩემო სოფიკო, კულტურის სამყაროში შენ ასე, შენი ნება-სურვილით ვერ
შემოიჭრები! და შიგ ჰარი-ჰარალეთი ვერც ვერაფერს “მიალაგებ”! დადე ეგ ცოცხი!
ჯი ბო. როგორ თუ ვერ მივალაგებ?!… (მოიმარჯვებს ცოცხს და დალაგებას მიჰყვება)
აბა, რას ვშვრები?
სოფიკო. (საკუთარი ხმით) ჯიბო, ეს თამაში შენ შემომთავაზე… თამაში თუ გნებავს –
ვითამაშოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში დაემორჩილე თამაშის წესებს… თუ არ გნებავს
– სხვა ამბავია…
პაუზა.
ჯი ბო. მაშ, ამბობ, მე აქ ხელს ვერაფერს დავაკარებ?
სოფი კო. ვერაფერს. (კარადიდან საპატიო დოქტორის წამოსასხამს ამოიღებს, მხრებზე
მოისხამს, თავზე რაინდის ჩაჩხანს ჩამოიფხატავს) ეს სამყარო, ჩემო სოფიკო,
სამარადჟამოა!… ეს ჩემი სამყაროა!… ჩემი შექმნილია!… და იგი იარსებებს მანამდე,
სანამ ჟანგი ამ რკინას საბოლოოდ არ შეჭამს, ჩრჩილი ამ ნაჭერს არ შეახრამუნებს.
ეს წიგნები კი… – ისინი ამ თაროებზე იმ დღემდე იდგებიან, სანამ ნაცარტუტად,
მტვრად არ იქცევიან… მანამდე წარღვნამ თუ არ წალეკა აქაურობა… ასე რომ,
კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ჩემს სამარადჟამო სამყაროში… დღეს ჯიბო მადლიანმა
მუზეუმის მცველი
17
სამუდამოდ კი მივატოვე აქაურობა, მაგრამ, როგორც ხედავ, მე აქ დავრჩი,
თვითეულ ამ ნივთთაგანს მე ვპატრონობ!
ჯი ბო. მშვენიერია! (სავარძელში მოიკალათებს) ამას რა ჯობია?!… მაშ, ერთმანეთს
გავემიჯნეთ?… შენს ნივთებს შენ უპატრონებ, მე კი ჩემს ცხოვრებას ჩემს ნებაზე
ავაწყობ! (ტელეფონის ყურმილს აიღებს, ნომრის აკრეფას მიჰყვება) მოდი ერთი,
ჩემს მაკუჩებს დავუზარუნო…
სოფიკო ჯიბოსთან მივა და ტელეფონს გაუთიშავს, ყურმილს ადგილზე დააბრუნებინებს.
სოფი კო. ნურას უკაცრავად, ძვირფასო ქალბატონო!… ჩემი სამყარო შენგან სათანადო
მოწიწებას და პატივისცემას მოითხოვს!
10.
ჯიბო და სოფიკო ერთხანს ერთმანეთის პირდაპირ სხედან. სოფიკო ფეხზე წამოდგება
სოფიკო. (საკუთარი ხმით,) აღარ გაქრები??
ჯიბო. სოფიკო,…
სოფი კო. ამას წინათ როგორც მითხარი, შენს მოსაშორებლად უნდა დავწყნარდე?…
ძალიან კარგი! მე ვმშვიდდები… (გამალებით დაძრწის ოთახში) სოფიკო, შენ
წყნარდები… სოფიკო, შენ ამ კარადასავით მშვიდი ხარ!… სიგარეტის ბოლს მაინც
ვიტანდე!… მე უკვე სრულებით დავწყნარდი…
ჯი ბო. მესმის, ჩემი გავლენისგან განთავისუფლება გარკვეულწილად ჩემი
მემკვიდრეობისგანაც განთავისუფლებას ნიშნავს…
სოფიკო. რა გინდა კიდევ?
ჯი ბო. დამიჯერე, ამის შემდეგ რაც მოხდება, იმპროვიზაციაა, ჩემს მოთხრობაში
ამგვარი რამ არ გამითვალისწინებია…
სოფიკო. მორიგი ხრიკი!
ჯიბო.(მაგიდის უჯრიდან ქაღალდებს გადმოიღებს, საუბრისას ათვალიერებს, თან
ახარისხებს) თუკი ახლა ერთადერთი შენი საშველი – ნგრევაა, მზად ვარ მსხვერპლი
გავიღო… კარგად იცი – გულმა მოულოდნელად მიმტყუნა, ჩემი არქივის
მოწესრიგება ვერ მოვასწარი… აქ ბევრი ისეთი მასალაა – არ მინდა, ამ ქვეყნიდან
წასვლის შემდეგ, დაუკითხავად, ვიღაც-ვიღაცები ჩემს სულში იქექებოდნენ… შენზე
უკეთ არავინ დამეხმარება… მით უმეტეს, რომ ჩემი პირადი ნივთების განადგურება
შენ სიამოვნებას განიჭებს…
სოფი კო. გაქრი, ეშმაკის ცდუნებავ!…
ჯი ბო. ამ ოთახში უამრავი პირადი წერილია… წარმოიდგინე, ამ ქალების უმრავლესობა
დღესაც ცოცხალია, ჰყავთ ქმრები, შვილები… ასანთი მომაწოდე. მაგიდაზე დევს.
სოფი კო. თანამზრახველად მაქცევ? (გამოართმევს წერილების დასტას და მისამართებს
გადაავლებს თვალს) მედეა ბუნაგაშვილი… ეკატერინე საღალაშვილი… ეკა? ფრიდონ
ბიძიას ცოლი?… ვერონიკა აბუსერიძე… (სხვა კონვერტებსაც გადახედავს) მზია,
თამარი, ლიანა, კიდევ ერთი თამარი!… შეხედე ერთი! თურმე ნუ იტყვი, კაზანოვას
ოჯახში დავბადებულვარ!
ჯი ბო. კაზანოვაა თუ ცეზარ ბორჯია, ამ წერილებთან არავის არაფერი ესაქმება!
(ცდილობს წერილები ხელიდან გამოსტაცოს)
სოფი კო. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი – პაპაჩემი – მექალთანე! ქალების მუსუსი!
(წერილებს ხელში ატრიალებს, ვერ გადაუწყვეტია, რა მოიმოქმედოს) თუმცა კი,
გემოვნება უკეთესიც შეიძლება გქონოდა!
ჯიბო. Dე გუსტიბუს ნონ ესტ დისპუტანდუმ (წერილებს გამოსტაცებს და ბუხარში თავადვე
ჩააგდებს)
სოფიკო. აღარ მენდობი?… ეკა დეიდასგან კი ამგვარ ვერაგობას ნამდვილად არ
ველოდი!… საწყალი ფრიდონი… ოდესმე თუ დაეჭვებულა?
ჯი ბო. გაჩუმდი! აქ სულ სხვანაირად იყო საქმე!
სოფი კო. ძალიან საინტერესოა!… აბა, მიამბე!
ჯი ბო. ეს ქალი შენი გასაკიცხი სულ არ არის!
მუზეუმის მცველი
18
სოფი კო. გააჩნია, რა კუთხიდან შევხედავთ… ჯიბო, გამოტყდი, ამ წერილებს აქამდე
რისთვის ინახავდი? საღამოობით, ძილის წინ ათვალიერებდი ხოლმე?… ამით შენს
პატივმოყვარეობას ანუგეშებდი? კაცურ ღირსებას?… რა ბიჭი ვიყავიო?!
ჯი ბო. მორჩა! მოვათავეთ ამ თემაზე საუბარი!… ეს წერილები აღარ არსებობენ!
სოფი კო. სამაგიეროდ სხვები ხომ გვაქვს! (ხელს დაავლებს ერთ-ერთ წერილს,
კონვერტიდან ამოიღებს) რატომ არასდროს დავფიქრებულვარ, შენ რომ პირადი
ცხოვრება უნდა გქონოდა?! (კითხულობს) “ჩემო ჯიბუნა…”
ჯიბო. ახლავე დამიბრუნე!…
სოფი კო. გამოდის, “ჯიბუნას” მარტო მე არ გეძახოდი!
ჯი ბო. სოფიკო! უკითხავად, ჩემს პირად ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა უზნეობაა!
სოფი კო. შენი ამქვეყნიური პირადი ცხოვრება ხუთი დღის წინ დასრულდა! მოგონებები
მის შესახებ კი აგერ ამ ბუხარში იფერფლებიან!… ნუთუ მომავალ მკვლევარებს
საჭორაოდ არაფერს დაუტოვებ?… ისტორიაში საჭურისად გინდა შეხვიდე?
ჯი ბო. ახლავე დამიბრუნე ეგ წერილი!… ეს უკულტურობაა!…
სოფი კო. კულტურა მოკვდა!…
ჯიბო. სოფიკო!
სოფიკო. ჰო, კარგი!… ძალიან თუ გინდა, ინებე! (წერილს დაჭმუჭნის და ბუხარში
ჩააგდებს, სამაგიეროდ სხვა წერილს მოიხელთებს) აბა ერთი შევხედოთ, “ლუბა
დეიდა” რასა გვწერს!… “საყვარელო ჯიბო, გუშინ ფოსტით მივიღე შენი გზავნილი…
ჯი ბო. სოფიკო, ამ თემაზე პირველი გაკვეთილი ოცზე მეტი წლის წინ ჩაგიტარე!
კითხვა ახალი ნასწავლი გქონდა, ზურგს უკნიდან ცხვირი ჩემს ნაწერებში პირველად
რომ ჩარგე… ხუთი წლის ბავშვმა ჩემი გაკვეთილი კარგად აითვისე. (სოფიკო არ
უსმენს, ეთამაშება, აქეზებს) ახლავე დამიბრუნე ყველა წერილი!
სოფი კო. უმუშევრად გინდა დამტოვო? საარქივო ფონდს თუ მომისპობ, დანარჩენი
ცხოვრება რაღა უნდა ვაკეთო? ამ ჩემს საფლავში თავი რით ვინუგეშო?
ჯი ბო. დამიბრუნე ჩემი წერილები!
სოფი კო. ამას კი დამსახურება უნდა!… ხომ იცი, რუსები ბარათის ან წერილის
მიმღებებს აცეკვებენ ხოლმე. აბა, მიდი ერთი, დაუარე! (მოხევე გოგოსავით
მოხდენილად ეთამაშება, ხელში დაჭერილი წერილებით ახელებს)
ჯი ბო. სოფიკო, ეს წუთი ოდესმე უმწარეს მოგონებად გექცევა.
სოფი კო. ჩემთვის წარსული აღარ არსებობს! არც მომავალი! აბა, გამომართვი, თუ
ბიჭი ხარ! ვერონიკა აბუსერიძე თუ ლუბა ბუნიკაშვილი ხომ არ გგონივარ?
ჯიბო. (ერთხანს დაბნეულია, ბოლოს დარჩენილ წერილებს ეკვეთება) არც ერთ წერილს
აღარ დაგიტოვებ! ერთს არ ჩაგახედებ! დასაწვავი ყველაფერი, ერთიანად რომ
გამიხდეს!
სოფი კო. ძალიან საინტერესოა! შემოქმედი საკუთარი ხელით სპობს მოგონებებს
ამქვეყნიური ცხოვრების შესახებ! თანაც, შვილისშვილს ლუკმა პურის შოვნის
საშუალებას აგლეჯს პირიდან!
ჯიბო. აქ შენი წერილებიცაა… აგერ… “საყვარელო ბიბო, ყოველ დღე ზღვაზე
დავდივარ და სამ-სამ ნაყინს ვჭამ – სულ შენ გახსენებ… ისე გავირუჯე, რომ
დედამ “ზანგო” შემარქვა. ძალიან მომენატრე. გკოცნი ათასჯერ და კიდევ რვაჯერ…
სოფი კო. ეს “რვა” რაღაა? გული გინდა ამიჩუყო?! გინდა, ოდესმე შენსავით მაგიდას
მივუჯდე და ჩემსავე წერილებს ცრემლები დავაპკურო? ვერ მოგართვით! რატომ
გაჩერდი?!… თუ, შენი აზრით, ამ ოთახში დასაწვავი აღარაფერია?! (წერილს, ხელში
რომ უჭირავს, ცეცხლში ჩააგდებს) ნამდვილ კოცონამდე კიდევ ბევრი გვიკლია!…
რას მიყურებ?! რას მომაშტერდი?!
ჯი ბო. იცი, ჩემს მოთხრობაში ორმოცი დღის შემდეგ რა მოხდა?
სოფი კო. არა! სამაგიეროდ მე ის ვიცი, ამ ოთახში ოც წამში რა დატრიალდება! (მივა
საწერ მაგიდასთან, უჯრიდან რამდენიმე საქაღალდეს ამოიღებს, გახსნის და
ფურცლებს ბუხარში ჩაყრის)
ჯიბო. (ბუხარს ეკვეთება, ცდილობს ნაწერები გადაარჩინოს) რას შვრები?! ეს ხომ
“სევდიანი ჯამბაზებია”! თავის დროზე ისე მოგეწონა, დაიზეპირე კიდევაც!
სოფი კო. ვპირფერობდი! დაუკვირდი, მარტო სახელი რად ღირს?! “სევდიანი
ჯამბაზები”! მხიარული ჯამბაზი ნეტავ სად შეგხვედრია?!
ჯი ბო. “უცნაური სტუმარი”! ეს მოთხრობა არც კი გადამიბეჭდავს… “ტყემლის ქურდი”!
მუზეუმის მცველი
19
სოფი კო. ამხელა ბუმბერაზი წახვედი ამ ქვეყნიდან და რომელიღაც “ტყემლის ქურდს”
არ იმეტებ მარადისობასთან შესარწყმელად! წარმოიდგენდი, ორმოც დღეში მუზეუმის
მცველმა მის მიერვე დაარსებული მუზეუმი რომ დაწვა?
ჯი ბო. სამწუხაროდ, კი…
11.
სოფიკო გაშეშდება, პაპას მიაშტერდება.
სოფი კო. ვიცი შენი ოინები! ასე მარტივად ვეღარ გამაპამპულებ! აგერ, შენს ”
მხიარულ ჯამბაზებშიც” ასეთივე ხერხი გამოიყენე! დაიმახსოვრე, ცნობილო
მწერალო! მუზეუმის მცველები მუზეუმებს არ ანადგურებენ! თუ გნებავს, საამისოდ
მათ ფანტაზია არ ჰყოფნით! (ნაწერების კიდევ ერთ დასტაც მიაბარებს ცეცხლს)
ჯიბო. (სევდიანი ხმით) ჩემს მოთხრობაში მუზეუმი ფერფლად იქცა – სახლისგან
გამურული კედლებიღა დარჩა და ცაში აზვირთული ბუხრის საკვამლური
სოფი კო. ნუ სტყუი! ეს ყველაფერი ახლახან მოიფიქრე!
ჯი ბო. როგორ დაგიმტკიცო? აქ, სადღაც, შავი ჩანაწერები უნდა ყოფილიყო… (ეძებს)
სადაა?… დაწვი?
სოფი კო. მაშინ მითხარი, მოთხრობა რითი თავდებოდა?
ჯი ბო. ხომ გითხარი?! მუზეუმი დაიწვა…
სოფი კო. არა, ნათიას რა მოუვიდა?
ჯი ბო. არაფერი. მოთხრობა ხანძრით უნდა გათავებულიყო.
სოფი კო. სტყუი! სტყუი! ისევ მატყუებ! მითხარი, ნათიამ რა მოიმოქმედა?
ჯი ბო. ხომ გიპასუხე!
სოფი კო. აბა, თვალებში შემომხედე!… მზერას მარიდებ! გეშინია?! ნათიამ კიდევ
რაღაც ჩაიდინა?… ამ აკლდამიდან გამოსავალი არ არსებობს? შენი ზეგავლენისგან,
შენი ზემოქმედებისგან განთავისუფლება შეუძლებელია?
ჯი ბო. დამიჯერე, სოფიკო, მოთხრობა სწორედ იმ ხანძრით თავდებოდა…
სოფი კო. ბიბო, ტყუილების თქმა არასდროს გეხერხებოდა… ვერც ახლა ისწავლე…
სიმართლის თქმას რატომ ვერ ბედავ?…
კარზე ბიცოლას ხმა გაისმის.
ბ იცოლა ს ხ მ ა . სოფიკო, ხომ არ ჩაგეძინა? ეს რა ახალი წესი შემოიღე – კარის
გასაღებით ჩაკეტვა?!… ყველაფერი დალაგებულია!
სოფი კო. დიდი მადლობა.
ბ იცოლა ს ხ მ ა . მივდივართ! იქნებ, ჩვენთან ერთად წამოხვიდოდი?!… მაგ ოთახში
მარტო არ გეშინია?… ან, იქნებ, ამაღამ შენთან ერთად დავრჩე? სოფიკო, ცუდად
ხომ არ ხარ?!… სოფიკო!
სოფი კო. თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ!…
სოფიკო გადის ოთახიდან, ჯიბო კი ამასობაში ოთახში მიმობნეული ფურცლების მოკრეფას
და დალაგებას ცდილობს. სოფიკო კაბინეტში ბრუნდება.
სოფი კო. წავიდნენ. ახლა კი საბოლოოდ დავრჩი მარტო.
ჯი ბო. დამშვიდება გმართებს. შენს ასაკში ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ გარკვეულ
შემთხვევებში საჭიროა შეეგუო გარემოებებს…
სოფი კო. ჩემი ასაკის ხსენებასთან დაკავშირებით უაღრესად გალანტური ხარ! ამ
წინადადების აზრის წყობაში კი უდიდესი ჰუმანიზმი გამოსჭვივის! “უნდა შეეგუო
გარემოებებს”! – პირდაპირ, ნონკონფორმიზმის მანიფესტიდან ამოგლეჯილი
სიტყვებია! მთელ მსოფლიოში პრემიებს რომ იღებდი, ფართო საზოგადოებას ამ
სიტყვებით მიმართავდი!… “შეეგუეთ გარემოებებს”?!… რას უცდი?! ამ ოთახში
დარჩენას სამუდამოდ აპირებ?… გადაწყვიტე მაინცდამაინც საკუთარი ხელით
გამსრისო?! ნუ გრცხვენია! პირდაპირ მითხარი!
ჯი ბო. ჩემი ბრალია ყველაფერი! ისე გამომწვევად არ უნდა მელაპარაკა!… აქაურობაც
მისალაგებელია!… დაგეხმარები.
სოფი კო. ამ ოთახში ჩავიმარხე და, გგონია, ამ რამდენიმე ფურცელს ვეღარ მივხედავ?
მუზეუმის მცველი
20
(კრიფავს გარშემო მიმობნეულ ქაღალდის ფურცლებს)
ჯი ბო. სოფიკო, მინდა იცოდე – მოთხრობების სიუჟეტებს მე არ განვაგებ… ამ
წარმოსახვით, ვითომ და ჩემს მიერ მოგონილ სამყაროში მოვლენათა მსვლელობა, მე
არ მემორჩილება… სინამდვილეში აქ სხვა ძალებია ჩართული… წინასწარმეტყველება
მე არ მეკუთვნის… ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ეს მოთხრობაც და შენი ცხოვრებაც
სხვანაირად აეწყობოდნენ!
სოფი კო. უკეთესი ცხოვრება როგორ უნდა წარმოვიდგინო? აქვე ვჭამ, აქვე ვსვამ, აქვე
ვმუშაობ, აქვე მძინავს! საკუთარ სახლზე საყვარელი რა უნდა იყოს? აგერ, ახლაც,
უსაყვალეს ნივთებს ვალაგებ, ცვდილობ შესაფერისი ადგილები მივუჩინო!
ჯი ბო. “მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის, ზეციერი მიწიერსა…”
სოფი კო. ნახე, ლეო რომ გამიტყდა?… ნამსხვრევებად იქცა! ვეღარასოდეს ვეღარ
დაიღრიალებს… ვერც შემაშინებს!… ეს ფურცელი კი… მგონი “უსინათლოდან” უნდა
იყოს… მაგის თავი და ბოლო ხომ არ შეგხვედრია? ამ ბოლო ხანებში მართლაც
რომ ერთ-ერთი შენი საუკეთესო ნაწარმოებია…
ჯი ბო. ალბათ დაიწვა.
სოფი კო. არა უშავს! ამ ფურცელს ასლებს გავუკეთებ, ორიგინალს კი ჩარჩოში ჩავსვამ
და კედელზე ჩამოვკიდებ… მომავალში კი, ექსკურსიების დროს, სკოლის მოწაფეებს
ვუამბობ, რა დიდებული მოთხრობა დაგიწერია! “როც შენს სულს ერის წყლული
წყლულად დააჩნდა”! მისი ღირებულების შესახებ მსჯელობა ამ ერთი ფურცლითაცაა
შესაძლებელი!… კარგ განწყობაზე თუ ვიქენი, ნაწყვეტებს ზეპირად წავიკითხავ –
ჩემი მეხსიერების პატრონ ქალს ეს არ გამიჭირდება… “ერთ მშვენიერ დღეს…” არა,
“ერთი დარიანი დღე იდგა…” ჯიბო, გამახსენე, “უსინათლო” როგორ იწყება?
ჯი ბო. “ერთი მშვენიერი დღით” “ყასაბის გამოსვენება” დავიწყე, “უსინათლოს”
დასაწყისი კი ასეთია: “იმ დღეს, სახეზე მზის სხივების პირველი მიკარება მფეთქავ
გულზე ფიჭვის წიწვების ჩამოსმას დაემგვანა…”
სოფი კო. ნურას უკაცრავად! ამ სიტყვებით “უძღები შვილები” იწყება, “უსინათლო”
კი… ჯიბო, შენი მოთხრობაა! გამახსენე, როგორ დაიწყო?!
ჯი ბო. “უსინათლო” ფიჭვის წიწვებით დავიწყე – წეღან როგორც გიკარნმოგახსენე… ეს
მოთხრობა ხომ ფიჭვის წიწვებისა და მთვარის ურთიერთშეხამებაზეა აგებული…
სოფი კო. აშკარად მახსოვს – “უსინათლო” “მშვენიერი დღით” რომ უნდა
დაწყებულიყო! სხვათა შორის, ეს არც წიწვებს და არც მთვარეს არ გამორიცხავს…
სოფიკო მივა საბეჭდ მანქანასთან და შიგ სუფთა ფურცელს ჩატვირთავს, სათაურს დაბეჭდავს.
სოფიკო. “უსინათლო”… მიკარნახე, რითი იწყება?! “ერთ მშვენიერ დღეს…” თუ “ერთი
დარიანი დღე იდგა…”
ჯი ბო. ვის ეკამათები? უკეთ ვინ იცის?… “უსინათლო” იწყება…
სოფი კო. ჰო, რომელი სიტყვებით?… ამას გეკითხები სწორედ!
ჯი ბო. აღარ მახსოვს!…
სოფი კო. იმის თქმა ხომ არ გინდა, “უსინათლო” სამუდამოდ დაიკარგაო?… მოიცა,
ჩუმათ… (დაძაბული, ამაოდ ცდილობს გაიხსენოს, ბოლოს ხელს დაავლებს იატაკიდან
აღებულ რომელიღაც სხვა ფურცელს) ეს “თრიალეთელი რაფსოდი” უნდა იყოს!…
მეოთხე და… მეცხრე გვერდებია… ეს მოთხრობა როგორღა იწყებოდა? (წინა
სათაურს წაშლის და ახალს დაბეჭდავს) “თრიალეთელი რაფსოდი”.
ჯი ბო. “რაფსოდი”? აბა, მეოთხე გვერდს მაინც შემახედე!… მგონი, “თედო ქარით
წაქცეულ უზარმაზარ, ბებერ მუხას გადაახტა და…” ეს მოთხრობაც შვიდი თვის წინ
დაიწერა, დღეს რა გამახსენებს! ჩათვალე – ეს ფურცლები მაკულატურაა!
ჯიბო ფურცლებს დაჭმუჭნის და ბუხარში ჩააგდებს. სოფიკო მათ ეკვეთება და უკან ამოიღებს.
სოფი კო. რას შვრები?! გინდა ყველაფერი თავიდან დავიწყოთ?
ჯი ბო. ღმერთმა დაგვიფაროს! ისე კი, სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ფურცლები შენს
გარჯად ნამდვილად არ ღირს!… არც დღეს და არც ოთხმოცი წლის შემდეგ… ეს
მუზეუმის მცველი
21
ყველაფერი გუშინდელი დღეა! გადააგდე, დაწვი, თუ გნებავს… შენს ცხოვრებად ეგ
ნაწერები ნამდვილად არ ღირს!
სოფი კო. რას ლაპარაკობ! მე მათ ყველას დავალაგებ, ყველა ფურცელს დავახარისხებ,
შეძლებისდაგვარად შინაარსსაც აღვადგენ… დარწმუნებული იყავი – შენს არქივს
სანიმუშო წესრიგში მოვიყვან.
ჯი ბო. როგორც გენებოს… დროა წავიდე…
სოფი კო. აღარასდროს გამოჩნდები?
ჯი ბო. ეს უკვე შენზეა დამოკიდებული
სოფიკო. ჩემზე?… თუმცა, ალბათ მართალი ხარ! ყველაფრის თავი ისევ და ისევ მე
ვარ!… ჯიბო, ისე წახვალ, რომ ძილის წინ ერთ პატარა მოთხრობასაც არ მიამბობ?
ჯი ბო. ჩემი მოთხრობები შენ აღარ გჭირდება.
სოფი კო. მოიცა, ის მაინც მითხარი, უკანასკნელ მოთხრობაში შენი როლი ვის უნდა
განესახიერებინა?
ჯი ბო. არავის. ის მოთხრობა აღარ არსებობს.
სოფი კო. მაგრამ ხომ არსებობდა? მისი დასრულება როგორ ჩაიფიქრე?
ჯი ბო. ამაზე საუბარი აღარ ღირს.
სოფი კო. იმიტომ რომ შიგ ტყუილი ეწერა? სიყალბე? ჰაერის ბუშტივით – ფუჰ,
გასკდა და აღარ არსებობს?!… შენი წინასწარმეტყველება მცდარი გამოდგა?
ჭეშმარიტება სხვანაირია? (აღელვებული, საბეჭდ მანქანასთან მივა და ახალ
ფურცელს ჩადებს) შენი “გედის სიმღერა” არ შედგა?!… უფრო მეტიც, შენ თავად
გრძნობდი ამას…
ჯი ბო. და ამიტომაც მოვისწრაფე საკუთარი სიცოცხლე?… მსგავსი თეორიები შორს
წაგვიყვანს…
სოფიკო. (ბეჭდავს) “მუ-ზე-უ-მის მცვე-ლი”
ჯი ბო. ჩემო კარგო! ლიტერატურა გარდაცვლილი ავტორების განადგურებული
ნაწარმოებების აღდგენის ასპარეზი არ არის…
სოფი კო. ერთი წუთით გაჩუმდი. (დაფიქრდება, შემდეგ დაიწყებს ბეჭდვას)
ჯი ბო. მგონი, თავს უკეთ გრძნობ… აბა, მშვიდობით…
სოფი კო. ჰეი, ბიბო, საით გაგიწევია? ასე, შუა გზაზე გინდა მიმატოვო? ჩემს ამბავს
ვინღა აღწერს?
ჯი ბო. სოფიკო, ეს მოთხრობა ჩემთვის აღარ არსებობს!
სოფი კო. ეს მოთხრობა კი არა, პიესაა… დამეხმარე… (კითხულობს და თან ბეჭდავს)
“ნივთებით გადატვირთულ ჯიბო მადლიანის სამუშაო კაბინეტში არეულობა სუფევს
– კართან უადგილო ადგილას დგას მოლბერტი სურათით, რომელზეც სახლის პატრონი,
ჯიბოა გამოსახული, მის გვერდით, გასასვლელშივე, ძველებური “ბული” დგას.
კაბინეტის კედლების გასწვრივ წიგნებით და ხელნაწერებით დახუნძლული თაროებია,
რომელთა შორის, შუალედებში უამრავი სურათი და ფოტო ჰკიდია.
ჯი ბო. დღეს მომხდარი ამბავი გინდა აღწერო? პიესის გმირად საკუთარი თავი
გამოგყავს?
სოფი კო. დიახაც! მთავარია, რომ შენი მოთხრობა არ შედგა! ჩემს ცხოვრებას
სხვანაირი ფინალი ექნება.
ჯი ბო. სოფიკო, პიესები სხვაგვარად იწერება. ცხოვრებაში მომხდარი ამბის პირდაპირ
ქაღალდზე გადმოტანა მხოლოდ პროზაშია შესაძლებელი! დრამატურგია კი…
სცენაზე სინათლე ნელ ნელა ქრება.
სოფიკო. ჰო, ვიცი… (ბეჭდავს) კედლის საათის ქანქარა გაჩერებულია. ოთახის ერთ
კუთხეში დიდი ბუხარია, მეორე კუთხეში კი ორლესურ მახვილზე დაყრდნობილი შუა
საუკუნეების ხანის რაინდის საჭურვლიანი ფიგურა დგას, რომლის მუზარადზე თანამედროვე
ფრაკია გადაკიდებული.
სცენაზე სინათლე საბოლოოდ ჩაქრება.
ჯი ბო. საწერი მაგიდა და წიგნის თაროები თეთრი ზეწრებითაა გადაფარებული.
წერტილი. ზეწარი დიდ სარკესაც ფარავს. წერტილი. მეზობელი ოთახიდან მოისმის
ქალების ყრუ საუბარი, მძიმე, დანა-ჩანგლებისა და თეფშების ალაგების, მძიმე,
სკამების გაჩოჩების ხმა. წერტილი. კაბინეტში ძაძით მოსილი, დაღონებული სოფიკო
მუზეუმის მცველი
22
შემოდის, მძიმე, ცდილობს ამ დაცარიელებულ ოთახში ადგილი მოძებნოს…
სოფი კო. მოიცა, ვერ ვასწრებ… სოფიკო თავიდან სავარძელში მოკალათდება, მაგრამ
ვერ მოისვენებს, სკამზე გადაჯდება,…
კაბინეტის სიღრმეში ფანჯარაში გარიჟრაჟი შემოანათებს. აისის პირველ სხივებში ჩანს
მომუშავე პაპისა და შვილიშვილის სილუეტები
ჯი ბო. შემდეგ მოლბერტს გადააგორებს, მძიმე, მუზარადიანი “რაინდის” გვერდით
დადგმს…
სოფი კო. და ისევ სავარძელში ჩაჯდება, საწერი მაგიდიდან რამდენიმე ტელეგრამას აი-
ღებს და უფერული ხმით გადაიკითხავს.
ჯი ბო. დიალოგი. სოფიკო. “…ვერა და ვერ ვეგუები იმ აზრს, მძიმე, ძმაო ჯიბრაელ,
მძიმე…
სოფიკო. …რომ ამიერიდან ვეღარასოდეს ჩამოგართმევ ხელს, ვეღარ მოგიჭახუნებ შენი
სამშობლოს უზადო ღვინით გავსებულ ჭიქას,…
ჯიბო. …აღარ გავიგონებ შენს როხროხა ხმას, მძიმე, გულის სიღრმეში აღარ ჩამწვდება
შენი მოკრძალებული ღიმილი…
სოფი კო. ჯიბო, მაგრები ვართ! მაგრები!… მგონი, რაღაც გამოგვდის!
ოთახი ფანჯრიდან შემოსული, ამომავალი მზის სხივებით სულ უფრო და უფრო ნათდება.
ავეჯი თავისით იწევა – სკამები, კარადები, თაროები გვერდზე გაჩოჩდებიან, ანთავისუფლებენ
ასპარეზს ახალი ცხოვრების დასაწყებად.

თბილისი, 1992, 2006

წყარო – http://www.geoscript.ge/upload/library/A4_GEO_Piesa_muzeumis_mcveli_SokolxeTi.pdf

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s