კინოცენტრისა და “გალას” ერთობლივი კონკურსი: “წლის საუკეთესო კინოსცენარი”


წლის საუკეთესო კინოსცენარი
01.02.11

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსის პირობებს ლიტერატურული კონკურსი “გალას” მიერ დაწესებულ ახალ ნომინაციაში “წლის საუკეთესო კინოსცენარის” გამარჯვებულის გამოსავლენად.
როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, კინოდრამატურგებს, მწერლებს მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, ლიტერეტურული კონკურსი “გალას” მიერ დაწესებულ ახალ საკონკურსო ნომინაციაში “წლის საუკეთესო კინოსცენარი”.
კონკურსი ტარდება კინოდრამატურგიის დონის ამაღლების, ზოგადად ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალების წახალისების, მათი პოპულარიზაციის, ახალი სახეების გამოვლენის, წარმატებული პროექტების ხელშეწყობის მიზნით.
საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება კონკურსის პირობები: საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადა – 2011 წლის 1 ივნისი; საკონკურსო პროცედურები, წარმოსადგენი დოკუმენტების ტექნიკური პარამეტრები.
კონკურსი ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის. სცენარის ჟანრი და თემატიკა შეუზღუდავია. სცენარი განკუთვნილი იქნება სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის.
კონკურსის ორგანიზატორები: ლიტერატურული კონკურსი “გალა” და საქართველოს ეროვნული კინოცენტრი წარმატებას უსურვებს კონკურსის მონაწილეებს.
კონკურსის პირობები სრულად შეგიძლიათ იხილოთ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე: http://www.gnfc.ge დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ… ეროვნული კინოცენტრის მენეჯერს ირმა ჯანჯღავას. ელ ფოსტა: i.janjgava@gnfc.ge ტელ: +995 32 999 200; +995 99 929969; მისამართი: ზ. გამსახურდიას სანაპირო #4.

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, ლიტერატურული კონკურსი „გალას“ მიერ დაწესებული ახალი ნომინაციის „წლის საუკეთესო კინოსცენარის“ 2011 წლის კონკურსის

 

პირობები

კონკურსის მიზანი
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინიციატივით,Lლიტერატურული კონკურსი „გალა“ აწესებს ახალ ნომინაციას „წლის საუკეთესო კინოსცენარი“ სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის. კონკურსის მიზანია კინოდრამატურგიის დონის ამაღლება და ამ გზით წარმატებული პროექტების ხელშეწყობა. გამარჯვებული სცენარი გამოცხადდება ლიტერატურული კონკურსი “გალას” საზეიმო ცერემონიალზე, რომელიც თბილისობის დღესასწაულზე გაიმართება. გამარჯვებული სცენარის ავტორს გადაეცემა პრიზი ბრინჯაოს ხანის კოლხური ხელცულის მცირე ზომის ასლი და ერთჯერადი ფულადი პრემია 4 000 (ოთხი ათასი) ლარი.

უფლებამოსილი კონკურსანტი
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს.

საპრიზო პროექტების რაოდენობა
ლიტერატურული კონკურსი „გალა“ პრიზს გადასცემს ერთი სცენარის ავტორ(ებ)ს. რამდენიმე ავტორის შემთხვევაში პრიზი ავტორებს შორის ნაწილდება.

საკონკურსო პროცედურა
საკონკურსო სცენარები შემოვა კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში.
ეროვნული კინოცენტრის შიდა კომისია განიხილავს სცენარებს და შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე მოახდენს პირველად სელექციას. პირველადი სელექციის შედეგად შერჩეული სცენარები არის კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება და გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კინოცენტრის შიდა კომისიის მიერ შერჩეული სცენარები გადაეცემა ლიტერატურული კონკურსის „გალას“ კომისიას. ნომინანტებს და საბოლოო გამარჯვებულს ასახელებს ლიტერატურული კონკურსის „გალას“ კომისია.

სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია

1. სცენარისტის ბიოფილმოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია;
2. სინოფსისი (1 გვერდამდე);
3. სცენარი სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის (არაუმეტეს 100 გვერდისა);
4. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი სცენარი ეფუძნება ლიტერატურულ ნაწარმოებს, სცენარის ავტორი ვალდებულია წარმოადგინოს ლიტერატურული ნაწარმოების ავტორის თანხმობა.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის რაოდენობა და ფორმა
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას 2 ეგზემპლარად და 1 ცალად ელექტრონული ვერსიის სახით;
სცენარი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ პარამეტრებში: შრიფტი AcadNusx/AcadMtavr, შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის მანძილი – ერთნახევარი.

ვადა
პროექტების შემოტანის ბოლო ვადაა: 2011 წლის 1 ივნისი, 17:00 სთ.

შეზღუდვები
კონკურსში მონაწილე სცენარისტს აქვს არაუმეტეს 2 სცენარის წარდგენის უფლება.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ ეროვნული კინოცენტრის მენეჯერს ირმა ჯანჯღავას.
ელ ფოსტა: i.janjgava@gnfc.ge
ტელ: 999102; 899 929969;
მისამართი: ზ. გამსახურდიას სანაპირო #4.

წყარო – http://gnfc.ge/?action=nodes&node_id=300&pageon=111

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in კინოსთვის დაწერილები and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s