არისტოფანე: აქარნელები


არისტოფანე

ა ქ ა რ ნ ე ლ ე ბ ი

მოქმედნი პირნი
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი, გლეხი.
მ ა ც ნ ე.
ა მ ფ ი თ ე ო ს ი.
სპარსეთის მეფის კარიდან დაბრუნებული ა თ ე ნ ე ლ ი ე ლ ჩ ე ბ ი.
ფ ს ე ვ დ ა რ ტ ა ბ ა ს ი.
თ ე ო რ ე.
ა ქ ა რ ნ ე ლ მ ო ხ უ ც თ ა გ უ ნ დ ი.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი ს ა ს უ ლ ი.
ე ვ რ ი პ ი დ ე ს მ ს ა ხ უ რ ი.
ე ვ რ ი პ ი დ ე.
ლ ა მ ა ქ ე.
მ ე გ ა რ ე ლ ი.
მ ე გ ა რ ე ლ ი ს ო რ ი გ ო გ ო ნ ა.
მ ა ბ ე ზ ღ ა რ ი.
ბ ე ო ტ ი ე ლ ი.
ნ ი კ ა რ ქ ე.
ლ ა მ ა ქ ე ს მ ს ა ხ უ რ ი.
გ ლ ე ხ ი.
მ ე ჯ ვ ა რ ე.
შ ი კ რ ი კ ი.
უსიტყვო პირნი: ე ლ ჩ ე ბ ი, თ რ ა კ ი ე ლ ე ბ ი, დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი ს ც ო ლ ი,
დ ე დ ო ფ ლ ი ს დ ო ბ ი ლ ი, მ ო ნ ე ბ ი, ფ ლ ე ი ტ ი ს ტ ე ბ ი, მ ო ც ე კ ვ ა ვ ე
ქ ა ლ ე ბ ი.

პროლოგი
მოქმედება ხდება პნიქსზე, ათენში სახალხო კრებებისათვის განკუთვნილ
მოედანზე. პნიქსი ცარიელია. გამოჩნდება დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
რამდენჯერ მომიკვდა ეს გული, რამდენჯერ!
და რამ გამახარა? ოთხიოდ ამბავმა;
ტანჯვა კი, იცოცხლე, აურაცხელია!
ან სასიხარულო რა ვნახე, ნეტავი?
5 ჰო, ჰო, გამახსენდა: ის ხუთი ტალანტი,
კლეონს რომ სცენაზე ამოანთხევინეს,
ო, რა ვისეირე! მხედრებს ვენაცვალე,
მთელი საბერძნეთის გული გაახარეს;
თუმცა არ დამაკლდა ტანჯვაც, «ტრაგიკული»,
10 მე პირდაღებული ველოდი ესქილეს
და გამოიყვანა გუნდი… თეოგნისმა.
თქვენ როგორ გგონიათ, რა მომივიდოდა?
მერმე გავიხარე, მოსქე რომ შეცვალა
დექსითეოსმა და ტკბილად გვიგალობა.
15 ისიც წელს არ იყო, კინაღამ რომ მოვკვდი? –
ქერისი გამოძვრა და ჰიმნი გვიმღერა!
ბავშვობის დროიდან აღარც კი მახსოვდა,
რომ ასე აეწვას თვალი ნაცარტუტას,
ახლა რომ ამიწვა: დილით მოიწვიეს
20 კრება და პნიქსი კი სულ ცარიელია!
ხალხი აგორაზე ლაყბობს და ირევა,
წითლად შეღებილ თოკს სუყველა გაურბის.
აღარც პრიტანები მოდიან, უდროოდ
მოვლენ და, ხომ იცით, ჭყლეტაც დაიწყება;
25 შემოიჭრებიან, პირველი რიგისკენ
გაიწევს სუყველა… მშვიდობის საქმეზე
არავინ იდარდებს… «სამშობლოვ, სამშობლოვ!»
მე მუდამ პირველი მოვდივარ კრებაზე,
ვჯდები და, რადგანაც სრულიად მარტო ვარ,
– 37 –
30 ვკვნესი და ვამთქნარებ, «ჰაერსაც ვაფუჭებ»,
თმებს ვიგლეჯ, ვხატავ და თავს ვეკამათები;
გული სანატრელი სოფლისკენ მიმიწევს,
მშვიდობას მიველტვი… ქალაქი არ მიყვარს;
ჩვენთან ვინ გეტყოდა: «ნახშირი იყიდე»,
35 ან «ზეთი», ან «ძმარი»? იქ სიტყვა «იყიდეც»
არავინ იცოდა, უბრალოდ, მოჰქონდათ…
ახლა კი მოვედი, კარგად მოვემზადე,
ვიყვირებ, ვიჩხუბებ, რიტორებს დავლანძღავ,
თუკი მშვიდობაზე არ ისაუბრებენ.
40 მობრძანდნენ! ვეღირსეთ შუადღის პრიტანებს.
წეღან არ გითხარით? რა ზედახოცვაა!
პირველი რიგისკენ მიიწევს სუყველა.
მ ა ც ნ ე
წინ გადმოიწიეთ.
განწმენდილ ადგილზე გადმოდით ყველანი.
ა მ ფ ი თ ე ო ს ი
ვინმე გამოვიდა?
მ ა ც ნ ე
45 ვის სურს ლაპარაკი?
ა მ ფ ი თ ე ო ს ი
მე.
მ ა ც ნ ე
ვის?
ა მ ფ ი თ ე ო ს ი
ამფითეოსს.
მ ა ც ნ ე
კაცი ხარ?
ა მ ფ ი თ ე ო ს ი
უკვდავი.
დემეტრეს ძე იყო ჩემი წინაპარი
და ტრიპტოლემოსის; მისი ნაშიერი
იყო კელეოსი; ამას ფენარეტემ
50 უშვა ლიკინოსი; მე მისი უკვდავი
– 38 –
ვაჟი ვარ. ღმერთებმა აქ გამომაგზავნეს
მხოლოდ მე, სპარტასთან ზავი რომ დამედო.
მაგრამ მე, უკვდავს, რომ გზის ფული არა მაქვს!
რომელი პრიტანი მოგცემს!
მ ა ც ნ ე
მოისარნო!
სკვითი მოისარნი აძევებენ ა მ ფ ი თ ე ო ს ს.
ა მ ფ ი თ ე ო ს ი
55 ნუთუ მიმატოვეთ, ჩემო წინაპრებო?!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
(დგება)
ხალხო, პრიტანებო, კრებას შეურაცხყოფთ
იმ კაცის გაგდებით, რომელსაც უნდოდა,
ზავი დაგვედო და ფარი დაგვეკიდა.
მ ა ც ნ ე
(დიკეოპოლისს)
დაჯექი, გაჩუმდი!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
არა, ო აპოლონ!
60 მშვიდობა მოგვეცით! – მაშინ გავჩუმდები.
მ ა ც ნ ე
ელჩნი, მეფისგან დაბრუნებულნი!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
რომელი მეფისგან?! ო, მეზიზღებიან
ეგ «ელჩნი», «ყეყეჩნი», ეგ ფარშევანგები!
მ ა ც ნ ე
(დიკეოპოლისს)
ჩუ!
ელჩები შემოდიან სპარსული წესისამებრ.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ოჰ, ოჰ! ამ სპარსულ მიმოხვრას უყურეთ!
– 39 –
ე ლ ჩ ი
65 არქონტ ევთიმენეს დროს მივლინებულნი
ვიყავით მეფესთან; დღიურად ორ-ორი
დრაქმა დაგვენიშნა…
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
საბრალო დრაქმებო!
ე ლ ჩ ი
მეტად დავიტანჯეთ, როცა კაისტროსის
ველზე მივდიოდით; მზეს ვემალებოდით
70 ჩვენს ძვირფას ეტლებში წამოწოლილები,
რა გადავიტანეთ!..
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
(თავისთვის)
მაშ, ავშენებულვარ,
სულ რომ გალავანთან ვიწექი ტალახში.
ე ლ ჩ ი
თანაც მასპინძლები ძალას გვატანდნენ და
ბროლის თასებითა და ოქროს ჯამებით
ღვინოებს გვასმევდნენ…
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
75 კრანაეს ქალაქო!
ვეღარ გრძნობ, ელჩები როგორ დაგცინიან?!
ე ლ ჩ ი
…რადგან ბარბაროსებს კაცი ის ჰგონიათ,
ვინაც პირველია სმასა და ჭამაში.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
(თავისთვის)
ჩვენთან – მრუშობაში, მამათმავლობაში.
ე ლ ჩ ი
80 მეოთხე წელს იყო, მივედით. მეფე კი
გარეთ გასულიყო, ჯარიც წაეყვანა;
რვა თვეს ისაქმებდა ოქროს მთიანეთში.
– 40 –
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
(თავისთვის)
რამდენი ხნის შემდეგ დაკეტა საჯდომი?
მთვარის ავსებისას?
ე ლ ჩ ი
მერმე შინ მობრუნდა
85 და გაგვიმასპინძლდა ბუხარში შემწვარი
მთელ-მთელი ხარებით.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
(თავისთვის)
ვის გაუგონია
ბუხარში შემწვარი ხარები? რა ტყუის!
ე ლ ჩ ი
ზევსს ვფიცავ, მოგვართვეს სამი კლეონიმეს
ოდენა ფრინველი, ჰქვია მიქარვოსი.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
(თავისთვის)
90 და ამ მიქარვებში წავიდა დრაქმები!
ე ლ ჩ ი
ახლა კი დავბრუნდით და ფსევდარტაბასიც –
თუალი მეფისა¡ მოგგვარეთ.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
(თავისთვის)
ყორანმა
დაკორტნოს ეგეც და ამ ელჩის თვალებიც!
მ ა ც ნ ე
თუალი მეფისა¡!
შემოდის ფ ს ე ვ დ ა რ ტ ა ბ ა ს ი, რომელსაც შუბლზე უზარმაზარი თვალი აქვს
დამაგრებული; უკან ორი საჭურისი მოჰყვება.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
მეუფე ჰერაკლევ!
95 ღმერთებო! ეს თვალი დიდი ხომალდივით
ნაპირს გადმოჰყურებს, ნავსადგურს დაეძებს.
ან რა ქუთუთოა, მთელ სხეულს უფარავს!
– 41 –
ე ლ ჩ ი
ახლა, ფესვდარტაბას, რაც კი დაგაბარა
მეფემ, ყველაფერი ამცნე ათენელებს.
ფ ს ე ვ დ ა რ ტ ა ბ ა ს ი
100 ი შაჰა გითაყვე მოგი დე დიტრაპა.
ე ლ ჩ ი
(დიკეოპოლისს)
გაიგე, რა ბრძანა?
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
რაღაც ვერ გავიგე!
ე ლ ჩ ი
(პრიტანებს)
ეს ამბობს, ხელმწიფე ოქროს გიგზავნითო.
(ფსევდარტაბასს)
ხმამაღლა, გარკვევით გვითხარი ოქროზე.
ფ ს ე ვ დ ა რ ტ ა ბ ა ს ი
ოქრო არ მიიღოს ზოდო იონელო.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ვაჰ, როგორ გარკვევით გამოთქვა?!
ე ლ ჩ ი
105 რას ამბობს?
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
იონიელები სულელნი ყოფილან,
თუ ბარბაროსთაგან ელიან ოქროსო.
ე ლ ჩ ი
არა, ლაპარაკი ოქროს ზოდებზეა.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
როგორ თუ ზოდებზე?! მიჰქარავ რაღაცას.
110 აბა, ჩამომშორდი, მარტო გამოვკითხავ.
(ფსევდარტაბასს)
რომ არ გაგაწითლო სარდეს საღებავით,
ის დიდი ხელმწიფე ოქროს თუ გვიგზავნის?
– 42 –
ფ ს ე ვ დ ა რ ტ ა ბ ა ს ი უარის ნიშნად აქნევს თავს.
მაშ, ჩვენ გვატყუებენ ჩვენივე ელჩები?
ფ ს ე ვ დ ა რ ტ ა ბ ა ს ი თავს უქნევს თანხმობის ნიშნად. ს ა ჭ უ რ ი ს ე ბ ი ც მას
ბაძავენ.
115 ბერძნულად დაგვიკრეს თავი ამ კაცებმა,
სულ აქაურები არიან, მე მგონი.
საჭურისებიდან ეს ერთი ვიცანი:
კლისთენე არ არის სიბირტიოსის ძე?!
საჯდომგაპარსულო, გარყვნილო არსებავ!
120 ო, შე მაიმუნო, ასეთი წვერებით
გინდოდა, საჭურისს რომ დამსგავსებოდი?!
ეს კიდევ ვინ არის? ნუთუ სტრატონია?!
მ ა ც ნ ე
გაჩუმდი, დაჯექი!
თუალი მეფისა¡ პრიტანიონში ჰყავს
საბჭოს მიწვეული.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
125 რად არ ჩამომახრჩობთ?!
და ამის შემდეგ მე კიდევ აქ ვტრიალებ?
იმათ კი იწვევენ, კარს არ უკეტავენ…
საქმე ჩავიფიქრე დიდი, საშინელი…
ის ამფითეოსი სად არის?
ა მ ფ ი თ ე ო ს ი
აქა ვარ.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
130 აიღე რვა დრაქმა და ლაკონელებთან
ზავი დაამყარე მარტო ჩემთვისა და
ჩემიანებისთვის, ჩემი ცოლშვილისთვის.
(პრიტანებს)
თქვენ – პირი დააღეთ, ელჩები დაგზავნეთ.
ა მ ფ ი თ ე ო ს ი გადის.
მ ა ც ნ ე
თეორე, სიტაკლეს კარიდან!
– 43 –
თ ე ო რ ე
აქა ვარ.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
135 აჰ, უკვე მეორე თაღლითს მოუხმობენ.
თ ე ო რ ე
არ დავყოვნდებოდით დიდხანს თრაკიაში…
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
(თავისთვის)
არა, გასამრჯელო ხელს თუ არ გაძლევდა.
თ ე ო რ ე
…რომ არ დაეფარა თოვლს მთელი თრაკია.
ყინულმა დაფარა მდინარე…
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
(თავისთვის)
ეს მაშინ,
140 აქ რომ თეოგნისი ყინავდა ყველაფერს.
თ ე ო რ ე
ეს დრო სიტაკლესთან სმაში გავატარეთ;
მეტად მეგობრულად არის განწყობილი,
ძალიან უყვარხართ, კედლებზეც აწერდა:
«კარგები არიან ათენელებიო».
145 ხოლო უფლისწული, ჩვენი მოქალაქე,
აპატურიულ ძეხვს დანატრებული,
მამას ავედრებდა საყვარელ სამშობლოს;
და თასზე შეჰფიცა მეფემ, იმოდენა
ჯარებს მოგახმართო, რომ ათენელები
150 იტყვიან, მოდიან კალიებივითო…
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
(თავისთვის)
სული ამომხადეს, რამე თუ მჯეროდეს,
გარდა მაგ ერთისა, მაგ კალიებისა.
თ ე ო რ ე
…და უმამაცესი ტომი თრაკიული
– 44 –
თქვენ გამოგიგზავნათ.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
(თავისთვის)
ჰო, გასაგებია.
მ ა ც ნ ე
155 გამოდით, თეორემ ვინც ჩამოგიყვანათ.
შემოდიან თ რ ა კ ი ე ლ ე ბ ი.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ეს რაა?
თ ე ო რ ე
ჯარია ოდომანტებისა.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ვინ ოდომანტების? ეს რაა, მითხარი!
ასოზე ფოთოლი ვინ შემოაცალათ?
თ ე ო რ ე
160 ამათ თუ ორ დრაქმას მისცემთ, ბეოტიას
სულ გადათელავენ და ააოხრებენ.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
რა?! ორი დრაქმაო – წინადაცვეთილებს?!
თრანიტი ხალხი კი უნდა დაიჩაგროს,
«ქალაქის იმედი»?
ო დ ო მ ა ნ ტ ე ბ ი ნიორს მოჰპარავენ.
ვაიმე, მიშველეთ!
ამ ოდომანტებმა ნიორი მომპარეს!
დაყარეთ ნიორი!
თ ე ო რ ე
165 მოშორდი, ბედშავო,
არ მიუახლოვდე მაგ ნიორნაჭამებს!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ხედავთ, პრიტანებო, ჩემსავე ქალაქში
რაებს მიბედავენ ეს ბარბაროსები?!
170 არა, არ დავუშვებ, რომ ამ თრაკიელებს
– 45 –
მისცეთ გასამრჯელო. აჰა, ზეციური
ნიშანიც მომეცა: წყლის წვეთი დამეცა.
მ ა ც ნ ე
წადით, თრაკიელნო, და ზეგ გამოცხადდით,
პრიტანთა ბრძანებით კრება დაიხურა.
დიკეოპოლისი მარტო რჩება.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ვაიმე უბედურს, რა წყალში ჩავვარდე?
შემორბის ა მ ფ ი თ ე ო ს ი.
175 ვაჰ! ამფითეოსიც მოსულა სპარტიდან,
რაო, ამფითეოს?
ა მ ფ ი თ ე ო ს ი
მოიცა, გავჩერდე;
ძლივს გამოვექეცი ბებერ აქარნელებს.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
რა მოხდა?
ა მ ფ ი თ ე ო ს ი
მოვრბოდი ზავის მოსატანად;
180 რაღაცა იყნოსეს იმ ბერიკაცებმა,
იმ აქარნელებმა, მარათონელებმა;
ერთად დამიყვირა ყველამ: «უწმინდურო,
ვაზი აგვიჩეხეს, რაღა დროს ზავია»?
ქვებით დაიტენეს სულ მოსასხამები,
185 ყვირილით მომდევდნენ, მაინც დავუძვერი.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
მიუშვი, იყვირონ, ზავი მომიტანე?
ა მ ფ ი თ ე ო ს ი
ზავი? რა თქმა უნდა! სამი ჭაშნიკია;
ეს ხუთწლიანია, აიღე, გასინჯე.
დიკეოპოლისი მოსვამს პირველი ბოთლიდან.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
თფუ!
– 46 –
ა მ ფ ი თ ე ო ს ი
რაო?
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
არ მომწონს, აყროლებულია
190 ფისით და საზღვაო ბრძოლების მზადებით.
ა მ ფ ი თ ე ო ს ი
მაშ, ეს ათწლიანი აიღე, გასინჯე.
დიკეოპოლისი მოსვამს მეორე ბოთლიდან.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ელჩების სუნი აქვს, გემოც წაუმწკლარტებს,
თან მოკავშირეთა ჩვეულ ზოზინსა ჰგავს.
ა მ ფ ი თ ე ო ს ი
მაშ, ესეც გასინჯე – ზღვასა და ხმელეთზე
ოცდაათწლიანი.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
195 დიონისიებო!
ამბროსიისა და ნექტარის სუნი აქვს!
სამი დღის საგზალს კი არ გატანს, თითქოსდა
ამბობდეს: «იქ წადი, სადაც მოგესურვოს».
ამას კი ავიღებ, შევწირავ, გამოვცლი!
200 აქარნელები კი ჯანდაბას წასულან!
ჩემთვის არ იქნება ომი, უბედობა,
წავალ და გავმართავ დიონისიებსაც.
(გადის.)
ა მ ფ ი თ ე ო ს ი
მე კი გავიქცევი, თავს უნდა ვუშველო.
(გარბის.)
პაროდოსი
შემოდის მოხუც აქარნელთა გუნდი.
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი ს წ ი ნ ა მ ძ ღ ო ლ ი
სტრ. აბა, აქეთ, დავედევნოთ, ყველა გამვლელ-გამომვლელს
205 ვკითხოთ, იქნებ გვითხრან რამე, რადგან მისი შეპყრობა
სახელმწიფო საქმე გახლავთ.
– 47 –
(მაყურებელს)
მიმანიშნეთ, თუ იცით
სად წავიდა ან სად არის ზავის ჩამომთრეველი.
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
გაგვექცა, აღარსად არ არის!
210 ვაიმე, ვაი ჩემს სიბერეს!
ჩემს სიჭაბუკეში, როდესაც
ნახშირს დავათრევდი ტომრობით,
215 სირბილშიც ფავლოსსაც ტოლს არ დავუდებდი; მაშინ რომ
ამ ზავის ჩამომტანს გამოვკიდებოდი,
ასე იოლად ხომ ვერ დამიძვრებოდა!
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი ს წ ი ნ ა მ ძ ღ ო ლ ი
ანტ. მაგრამ როცა დავბერდი და გამიხევდა მუხლები,
220 როცა ფეხიც დამიმძიმდა ლაკრატიდე – ბერიკაცს,
გამეპარა; მაგრამ მაინც სულ ბოლომდე მივსდიოთ,
თორემ ბოლოს ეს ბებრები სიცილად არ ვეყოფით.
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
მამაო ზევსო და ღმერთებო,
225 ამ კაცმა მტერს ზავი დაუდო,
მან კი აგვიოხრა ქვეყანა!
ჩვენი სიძულვილი იზრდება.
230 მე ვერ მოვისვენებ, სანამ მომხდურებს ისარივით
არ ჩავერჭობი და განვგმირავ ბოლომდე,
რომ არ აგვიჩეხონ ჩვენი ვენახები.
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი ს წ ი ნ ა მ ძ ღ ო ლ ი
აბა, ქვები მოვამზადოთ და ის კაცი მოვძებნოთ,
235 არაფერი არ დავტოვოთ, სადმე მაინც ვიპოვით,
მაგ კაცისთვის ქვების სროლით გული უნდა ვიჯერო.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
(სცენის მიღმა)
სიწყნარე, სიწყნარე!
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი ს წ ი ნ ა მ ძ ღ ო ლ ი
ჩუმად, ჩუმად! გაიგონეთ, სიწყნარეზე რომ ბრძანა?
აგერ არის, ვისაც ვეძებთ, აბა, ახლა სუყველამ
240 დაიხიოს, მე მგონია, შესაწირავს ამზადებს.
– 48 –
სახლიდან გამოდიან: დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი, მისი ც ო ლ ი, ა ს უ ლ ი და მ ო ნ ე ბ ი.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
სიწყნარე, სიწყნარე!
ცოტა წინ გამოდი ახლა, კანეფორა,
ქსანთიამ ფალოსი დადგას ამართული.
ჩამოდე, ასულო, კალათი; დავიწყოთ.
ა ს უ ლ ი
245 აბა, დედაჩემო, ჩამჩა მომაწოდე,
წვენი ამოვიღო, ნამცხვარს გადავასხა.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ო, ეს კი კარგია, ღმერთო, დიონისე,
მინდა გაგახარო ჩემი შესაწირით,
რაც მე მოგიმზადე და ჩემმა ოჯახმა.
250 შენ კი ბედნიერად ჩამატარებინე
დიონისიები, ჯარი ამაცილე,
ოცდაათწლიანი ზავით გამახარე.
აბა, წამოიღე კალათი, ასულო,
თვალები დახარე, რა ბედნიერია,
255 ვინც შენ შეგირთავს და კნუტებს გაშობინებს,
რომ განთიადისას ჰაერი მოწამლონ!
ახლა წინ იარე და ფრთხილად იყავი,
ვინმემ არ აგწაპნოს ეგ ოქროულობა.
ქსანთია, თქვენ ორმა აღმართეთ ფალოსი
260 და ასე მიჰყევით უკან კანეფორას.
მეც თქვენ გამოგყვებით, ფალიკურს ვიმღერებ,
შენ, ცოლო, ბანიდან მიყურე. წავედით.
ფალეს, ბაკქოსის ძმობილო,
სუფრის მოყვარევ, გარყვნილო,
265 შენ ხომ ბიჭებიც გიყვარს,
ხუთი წლის შემდეგ მოგმართავ
სოფელში დაბრუნებული –
ზავი დავდე და დღეიდან
თავისუფალი გახლავარ
270 ბრძოლისგან, ლამაქესაგან.
ო, ბევრად უფრო საამურია, ფალეს,
სადმე იპოვო ტურფა ტყისმჭრელი თრატა,
ფელევსიდან რომ შეშას იპარავს, ჰოდა
– 49 –
ხელი ჩაავლო, ასწიო,
275 დააგდო «გამოსაკურკად».
ფალეს, ფალეს,
თუ ჩვენთან ერთად დათვრები, «გამოსასვლელად»
განთიადისას შთანთქავ მშვიდობის თასსაც,
ფარს კი კერაზე დაჰკიდებ.
გ უ ნ დ ი თავს ესხმის დიკეოპოლისს, შინაურები გარბიან.
კ ო რ ი ფ ე ო ს ი
280 აგერ ისიც, ჰო, ის არის!
დაუშინეთ, დაუშინეთ!
ურტყით, ურტყით მაგ უწმინდურს!
რად არ ესვრით, რად არ ესვრით?!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
სტრ. ო, ჰერაკლე! ეს რაღაა, ქოთანს გამიტეხავენ!
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
285 შენ, მხოლოდ შენ ამოგქოლავთ, უწმინდურო გოგრავ!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
რის გულისთვის, მე რას მერჩით, აქარნელო ბებრებო?
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
გვეკითხები?! ურცხვი ხარ და ავაზაკი!
290 მოღალატევ, მოსისხლე მტერს დაუზავდი,
ამის შემდეგ თვალს მისწორებ, უტიფარო?!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
რად დავზავდი, არ იკითხავთ? არ ინებებთ მოსმენას?
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
295 შენ გისმინოთ? არა, მოკვდი!
ქვების სეტყვას მოგივლენთ და ჩაგქოლავთ.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
მოითმინეთ, მომისმინეთ, ძვირფასებო, დამშვიდდით.
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
ვერა, მე ვერ დამამშვიდებ, ნურც ეცდები.
300 როგორ მძულხარ! როგორ მძულხარ! – კლეონივით!
რომლისგანაც მხედრებს ლანჩებს დავუჭრიდი!
– 50 –
კ ო რ ი ფ ე ო ს ი
არა, მე შენ არ მოგისმენ, ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს რომ
ამბობ,
ლაკონელებს დაუზავდი? – დაისჯები მაგისთვის.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
305 ძვირფასებო, მოდით, თავი დავანებოთ სპარტელებს,
ზავს ვუსმინოთ, გავარჩიოთ, კარგია თუ ცუდია.
კ ო რ ი ფ ე ო ს ი
კიდევ კარგზე ლაპარაკობ, როცა ზავი დაუდე
ხალხს, რომელსაც ღმერთი, ნდობა, ფიცი ფეხზე ჰკიდია?
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
მაგრამ ვგრძნობ, რომ ლაკონელნი, რომელთაც ჩვენ ვერ
ვიტანთ,
310 არ არიან ყველა ჩვენი უბედობის მიზეზი.
კ ო რ ი ფ ე ო ს ი
მაშ, ყველასი არ არიან? ამის თქმასაც მიბედავ
ცხადად, პირში? ამის შემდეგ დანდობასაც მოელი?!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
არ არიან ყველას-მეთქი! შემიძლია, გიჩვენოთ,
რომ მრავალგზის უსამართლოდ თავად იჩაგრებიან.
კ ო რ ი ფ ე ო ს ი
315 საშინელი რამ წამოგცდა, გული გადამიქანდა,
როგორ ბედავ ჩვენთან მტრების სასარგებლოდ ლაპარაკს?
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
თუკი მართალს არ ვამბობ და ხალხი არ მეთანხმება,
კუნძს მოვიტან, თავს დავდებ და ისე ვილაპარაკებ.
კ ო რ ი ფ ე ო ს ი
ვის ვუნახავთ ამ ქვებს, ნეტავ, ხალხო, ჩვენებურებო?!
320 ვერ დავცხებთ და ვერ ჩავქოლავთ, სულ სისხლით ვერ
შევღებავთ?!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
რა მოგსვლიათ, ეს რა შავი მუგუზალი შეგენთოთ!
მაშ, არ გინდათ, მომისმინოთ, ღირსეულნო მოხუცნო?
– 51 –
კ ო რ ი ფ ე ო ს ი
არ მოგისმენთ, ჭეშმარიტად.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
მაშ, მოსპობას მიპირებთ!
კ ო რ ი ფ ე ო ს ი
მე მოვისპო, თუ გისმინო!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
აქარნელნო, მადროვეთ!
კ ო რ ი ფ ე ო ს ი
325 არა, აქვე ჩაძაღლდები!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
მეც დაგგესლავთ, იცოდეთ.
ამ ცხელ გულზე დაგიხოცავთ უსაყვარლეს მეგობრებს,
მძევლად ვინც მყავს წაყვანილი, ყელს გამოვჭრი სუყველას.
(სახლში შერბის.)
კ ო რ ი ფ ე ო ს ი
თქვით, რას ნიშნავს ეს მუქარა, ხალხო, ჩვენებურებო!
რით გვაშინებს აქარნელებს? ბავშვი ხომ არ მოგვტაცა
330 რომელიმეს? ამოდენა სითამამე საიდან?!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ს სახლიდან გამოაქვს დანა და ნახშირით სავსე კალათი.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ჰა, მესროლეთ, თუკი გინდათ! მე კი ამათ გავჟლიტავ.
ახლა ვნახავ, თქვენგან ვინმეს თუ ადარდებს ნახშირი.
კ ო რ ი ფ ე ო ს ი
დავიღუპეთ, აუღია ჩვენი დემის კალათი!
ო, ნუ იზამ, ნუ გაგვწირავ, გევედრები, ნუ იზამ!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
335 ანტ. არ დავინდობ! თქვენ იბღავლეთ, მე კი აღარ მოგისმენთ.
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
მაშ, დაღუპავ ჩვენს მეგობარს, ჩვენს საყვარელ კალათს?
– 52 –
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
წეღან მეც ხომ გეძახოდით? თქვენ მაინც არ მისმენდით.
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
ბრძანე, გისმენთ; მოგვახსენე, ლაკონელი
როგორ გახდა შენი ძმა და მეგობარი. –
340 მე ამ კალათს ვერასოდეს ვუღალატებ.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
არა, არა, ჯერ ეგ ქვები გადმოყარეთ მიწაზე.
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
აი, უკვე გადავყარეთ. შენც დააგდე ეგ დანა.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
აბა, როგორ დაგიჯეროთ? მოსასხამში რომ დაგრჩეთ?
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
ხომ დავფერთხეთ! ჰა, შეხედე, კიდევ ვფერთხავ.
345 ნუ მიზეზობ, შენც დააგდე იარაღი!
მაშ, უყურე, არაფერი აღარ დარჩა.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
წეღან რომ ყვიროდით და არ ჩუმდებოდით,
თქვენივ უგნურებით კინაღამ დაღუპეთ
თქვენივე სიმდიდრე – პარნესის ნახშირი.
350 შიშისგან კალათმა, როგორც მელანთევსმა,
მაგრად ჩაისვარა, თავი გამემურა.
თქვენთან ლაპარაკი საშინელებაა,
მხოლოდ ეს გახარებთ: სროლა და ყვირილი!
მოსმენა, განსჯა და მსჯელობა არ მოგწონთ.
355 მე რომ თავს ვდებდი და სიტყვას მოვითხოვდი,
ლაკედემონი რომ მინდოდა დამეცვა,
სულელი კი არ ვარ, სიცოცხლე მეც მიყვარს!
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
გამოიტანე კუნძი გარეთ და ილაპარაკე.
360 სტრ. ბოლოს და ბოლოს, რა გაქვს სათქმელი?
გამაგებინე ერთი, რას ფიქრობ.
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი ს წ ი ნ ა მ ძ ღ ო ლ ი
ხოლო პირობები თვითონ დააწესე:
– 53 –
365 კუნძი აქ დადე და თქვი, ილაპარაკე!
დიკეოპოლისს სახლიდან გამოაქვს კუნძი.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
კუნძი მოვიტანე, შეხედეთ სუყველამ.
მე ვილაპარაკებ – პატარა კაცუნა.
ნუ დარდობთ, ყველაფერს მე არ მოვედები:
სპარტაზე რას ვფიქრობ, წვრილად მოგახსენებთ.
370 მაინც მეშინია, თქვენი ხასიათი
სულ შესწავლილი მაქვს, თვითონაც გლეხი ვარ;
ვინმე თუ გადიდებთ, ან ქალაქს შეგიქებთ,
სწორია თუ არა, მაინც გიხარიათ, –
პირფერულ ქებაში ღალატს ვერც შენიშნავთ;
375 თქვენს ბებრულ სულებსაც ვიცნობ: არაფერი
არა გსურთ, ვინმესთვის ოღონდ გაკბენინათ.
კარგად გაგიცანით! განა თვით კლეონმა
შარშან არ მაწამა კომედიისათვის?!
კაცი წამათრია საბჭოს სხდომაზე და
380 ჯერ ცილი დამწამა, მერმე გადმოუშვა
ლანძღვის და გინების მთელი ნიაღვარი,
კინაღამ დამახრჩო ლაფმა და ტალახმა.
ახლა კი, სანამდე სიტყვას ავიღებდე,
ცოტა ხანს მადროვეთ, საწყლად გამოვეწყო.
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
385 ანტ. ისევ გვაყოვნებ?
თუ ეშმაკობით
გინდა გადარჩე?
გირჩევ, აიღო
ჰიერონიმეს
390 მუქ-ხშირ-უხეშ-თმა
ზუჩი ჰადესის;
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი ს წ ი ნ ა მ ძ ღ ო ლ ი
ან თავი მოხსენი სიზიფეს ტომარას,
დაწყებულ კამათს კი ნუღარ შეაფერხებ.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
მაშ, დროა გავმხნევდე, სული გავიმაგრო.
ახლა ევრიპიდეს უნდა მივაკითხო.
– 54 –
(ევრიპიდეს სახლის კარზე აკაკუნებს.)
პირველი ეპისოდიონი
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ე¡, ბიჭო!
მ ს ა ხ უ რ ი
ვინა ხარ?
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
395 არის ევრიპიდე?
მ ს ა ხ უ რ ი
არ არის, კი არის. მოდი და გაიგე.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
არის და არც არის?
მ ს ა ხ უ რ ი
ნამდვილად, მოხუცო.
პოეტის გონება სხვაგან ქრის, ლექსებს თხზავს,
თავად კი მაღლაა და ტრაგედიაზე
მუშაობს.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
400 ბედი აქვს, ნაღდად, ევრიპიდეს,
რომ მონა ჰყოლია ბრძენი და ჭკვიანი!
მიდი, დაუძახე.
მ ს ა ხ უ რ ი
შეუძლებელია.
(შინ შედის.)
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
მე მაინც არ წავალ, კარზე ვაკაკუნებ.
კაცო, ევრიპიდე, ევრიპიდიკუნა!
405 მისმინე, ვინმესთვის თუ მოგისმენია.
მე ვარ, ქოლედელი დიკეოპოლისი.
– 55 –
ე ვ რ ი პ ი დ ე
(სახლიდან)
მე რომ არ მცალია?
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ბრძანე, მოგაბრუნონ.
ე ვ რ ი პ ი დ ე
(ისევ არ ჩანს)
შეუძლებელია.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
მაინც!
ე ვ რ ი პ ი დ ე
მოვბრუნდები, მაგრამ ვერ ჩამოვალ.
თეატრალური მანქანის საშუალებით ე ვ რ ი პ ი დ ე ს სახლის გამომხატველი
დეკორაცია მობრუნდება; მაყურებელი ხედავს სახლის ინტერიერს. საწოლზე
წამოწოლილი ე ვ რ ი პ ი დ ე წერს; იქვე დგას მისი მ ს ა ხ უ რ ი. კედელზე ჰკიდია
თეატრალური კოსტუმები, იატაკზე ჰყრია სხვადასხვაგვარი ბუტაფორია.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
კაცო, ევრიპიდე!
ე ვ რ ი პ ი დ ე
რა გინდა?
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
410 მაგ ფეხებს
მიწაზე ვერ დადგამ? შენ, ალბათ, კოჭლები
ამიტომ გამოგყავს… ძონძები გექნება.
ტყუილად ხომ არ ქმნი სულ ღარიბ-ღატაკებს;
ო, გემუდარები, ჩემო ევრიპიდე,
415 რამე შემირჩიე ძველი დრამებიდან;
რამეთუ სიტყვა მაქვს სათქმელი გუნდისთვის.
სიკვდილი მომელის, კარგად თუ ვერ ვიტყვი.
ე ვ რ ი პ ი დ ე
რომელი ძონძები? გინდა ენევსისა?
– ის იყო მოხუცი სვეგამწარებული.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
– 56 –
420 უფრო უბედური არა გყავს არავინ?
ე ვ რ ი პ ი დ ე
იქნებ ბრმა ფენიქსის?
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ფენიქსის არ მინდა,
სხვა იყოს, ფენიქსზე უფრო ბედდამწვარი.
ე ვ რ ი პ ი დ ე
ნეტავი რა უნდა ამ კაცს, რა კონკები?
იქნებ ფილოქტეტეს ძველმანებს დაეძებ?
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
425 მაგაზე ღარიბი არა გყავს არავინ?
ე ვ რ ი პ ი დ ე
მაშ, ამ უბინძურეს ფლასებზე რას იტყვი?
ეს არის სამოსი კოჭლ ბელეროფონტის.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ბელეროფონტიო? არა, მე მჭირდება
კაცი მათხოვარი, კოჭლი და მოლაყბე.
ე ვ რ ი პ ი დ ე
მიგიხვდი, ტელეფე!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
430 ნამდვილად, ტელეფე.
ამას გთხოვ, მომეცი მაგისი ძონძები.
ე ვ რ ი პ ი დ ე
ე¡, ბიჭო მიეცი ტელეფეს ძონძები.
მანდ ნახე, თიესტეს კონკებზე აწყვია,
ინოს ძველმანებში. ეგაა, აიღე.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
(დაფლეთილ ძონძებს ათვალიერებს, ნახვრეტებიდან იყურება)
435 ო, ზევს მაღლითმხედო, ყოველთამხილავო!
შემმოსე, იერი რომ მქონდეს გლახისა.
შენ კი, ევრიპიდე, რაკი გამახარე,
ბარემ მოაყოლე, რაც ძონძებს მოჰყვება, –
– 57 –
ერთი მისიური ქუდი დამჭირდება,
440 დღეს აუცილებლად სუყველას ღატაკად
უნდა მოვეჩვენო, არ უნდა გამოჩნდეს
ნამდვილად ვინა ვარ, თუმც მაყურებელი
მიხვდება, ვინცა ვარ, – გუნდი მოტყუვდება,
«პატარა სიტყვებით» სულ გავასულელებ.
ე ვ რ ი პ ი დ ე
445 კი, მოგცემ, ფაქიზად უდგები საქმეებს.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
შენ კი გაიხარე, ტელეფე… ბოდიში,
ო, უკვე ავივსე «პატარა სიტყვებით»;
მაგრამ მე მათხოვრის ჯოხიც რომ მჭირდება?!
ე ვ რ ი პ ი დ ე
აიღე. ახლა კი ქვის ზღურბლი დატოვე!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
450 ო, გულო, ხომ ხედავ, როგორ მაძევებენ!
მაგრამ ყველაფერი რომ არ მაქვს? გავხდები
ახირებული და კერპი! ევრიპიდე,
მე ძირგამომწვარი კალათიც მჭირდება.
ე ვ რ ი პ ი დ ე
მითხარი, საბრალოვ, რად გინდა კალათი?
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
455 არაფრად არ მინდა. შენ მაინც მომეცი.
ე ვ რ ი პ ი დ ე
თავი მომაბეზრე! აბა, გაეთრიე!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ვაჰ!
მაშ, დედაშენივით სულ იბედნიერე.
ე ვ რ ი პ ი დ ე
(ძირგახვრეტილ კალათს აძლევს)
მომშორდი ახლავე!
– 58 –
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ერთიც ამისრულე
და ტუჩმოტეხილი ფინჯანიც მომეცი.
ე ვ რ ი პ ი დ ე
460 ო, ჭირმა წაიღოს ასეთი სტუმარი!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
(თავისთვის)
ო, ჭირმა წაიღოს შენი თხზულებანი!
(ხმამაღლა)
ტკბილო ევრიპიდე, არაფერს არ მოგთხოვ,
საცობით დაცული ხელადა მომეცი.
ე ვ რ ი პ ი დ ე
კაცო, ნუ წამართვი მთელი ტრაგედია!
აჰა, აიღე და მომშორდი!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
465 მივდივარ.
(რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს და ბრუნდება)
ვაიმე, რაღა ვქნა? ერთი რამ მაკლია.
ჩემო ევრიპიდე, მისმინე, უტკბესო,
ეს ერთიც მომეცი – წავალ საბოლოოდ.
აი, ამ კალათში მწვანილი ჩამიდე.
ე ვ რ ი პ ი დ ე
470 დამღუპა! ამ დრამის საქმე წასულია!
(მწვანილს აძლევს.)
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ო, არა, მივდივარ. თავი მოგაბეზრე
და დავიმსახურე რისხვა მეუფეთა.
ვაი, დავიღუპე! მთავარი გამომრჩა,
ყველაზე საჭირო, რაც გადამარჩენდა!
475 ო, ევრიპიდუნა, ტკბილო, საყვარელო,
ეს სული ამომხდეს, ახლავე წავალ და
აღარ დავბრუნდები, ოღონდ ეს, ეს ერთი –
ცერეცო მომეცი დედის მარაგიდან.
– 59 –
ე ვ რ ი პ ი დ ე
(მსახურს)
კაცი გათავხედდა! ჩარაზეთ კარები!
დეკორაცია მობრუნდება.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
480 გულო, უცერეცოდ გვიწევს გაბრუნება!
თუ იცი, როგორი ბრძოლა გადაგვხდება,
სპარტის დასაცავად რომ გსურს ლაპარაკი?
ო, გულო, წამოდი, მიჯნას მივადექით.
დგახარ? არ მოდიხარ ევრიპიდნასვამი?
485 ჰო, კარგი, წამოდი! გულო, უბედურო,
წამოდი კუნძთან და იქ თავდადებულმა
თქვი, რაც მიგაჩნია უტყუარ სიმართლედ.
აბა, გაბედულად! გულო, გამაოცებ!
გ უ ნ დ ი
490 რას გააკეთებ, რას იტყვი ახლა,
უსირცხვილო და უგრძნობო კაცო?
ქალაქს განუდექი, ყველას წინააღმდეგ
შენ ერთი აპირებ, თავხედო, ლაპარაკს.
არც კი აშინებს ასეთი საქმე!
495 შენ თავად ირჩიე – თქვი, ილაპარაკე.
მეორე ეპისოდიონი
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ნუ განრისხდებით, თქვენ, მაყურებლებო,
ასეთი ღატაკი რომ სახელმწიფოზე
ვაპირებ ლაპარაკს, თან – კომედიაში.
500 თუმც კომედიამაც ხომ იცის სიმართლე!
სიმართლე მწარეა, მაინც სიმართლეა!
ახლა ხომ კლეონი ცილს ვეღარ დამწამებს,
ჩვენს ქალაქს სტუმრებთან სახელს უტეხავსო.
ახლა მარტონი ვართ ლენეურ შეჯიბრზე;
505 ჯერაც არ მოსულან სტუმრები, არ ჩანან
გადასახადები, მოკავშირეები;
ჯერ მარტო ჩვენა ვართ, ჩენჩოშემოცლილნი
(მეტეკოსები ხომ ქალაქის ჩენჩოა)…
– 60 –
გულზე სპარტელები არც მე მეხატება,
510 დე პოსეიდონმა, ღმერთმა ტენარონის,
თავზე დაალეწოს სუყველას სახლები! –
არც ჩემი ვენახი დაინდო მაგ ხალხმა.
და მაინც, მეგობრებს მოგმართავთ ამ კითხვით:
515 ამაში სპარტელებს რა ბრალი მიუძღვით?
ჩვენ შორის არიან, – ქალაქზე არ ვამბობ,
ეს დაიმახსოვრეთ, ქალაქზე არ ვამბობ,
ჩვენ შორის არიან ავი კაცუნები,
უგვანო, ურცხვი და უცხოსმაგვარები,
ისინი ყვირიან: «ეს მეგარულია!»
520 თუ დაინახავენ გოგრას ან ბაჭიას,
გოჭს, ნიორს, კვნიტ მარილს, მეგარულიაო, –
ამოიჩემებენ და დააბეზღებენ.
თუმც ეს წვრილმანია, ჩვენთან სულ ასეა.
ერთხელ მეგარაში წავიდნენ ჩვენები,
525 დათვრნენ და სიმეთა, კახპა მოიტაცეს,
ძალიან იწყინეს ეს მეგარელებმა,
მერმე ასპასიას მოსტაცეს კახპები;
უმალვე იფეთქა ომმა საბერძნეთში
ამ სამი მეძავის გულისთვის, რამეთუ
530 განრისხდა პერიკლე და ოლიმპიელმა
იელვა, იქუხა, შეძრა საბერძნეთი,
გამოსცა სუფრულის მსგავსი კანონები:
არ უნდა დარჩესო ერთი მეგარელიც
მიწაზე, ბაზარში, ზღვასა და ხმელეთზე.
535 მალე შეაწუხა შიმშილმა მეგარა,
მან სპარტას მიმართა, შეაცვლევინეთო
ეს დადგენილება გულქვა ათენელებს.
ძლიერ გვემუდარნენ, მაგრამ არ ვისმინეთ.
მაშინ კი დაიწყეს აბჯრების ჩხარუნი.
540 თქვენ იტყვით: «არ უნდა დაეწყოთ.» რა ექნათ?
ლაკედემონიდან ვინმე მოსულიყო,
სერიფოსელთათვის ლეკვი მოეტაცა,
თქვენ შინ ისხდებოდით? ასე აჯობებდა.
არა, რა თქმა უნდა, უმალ სამასამდე
545 ხომალდს ჩაუშვებდით წყალში, აავსებდით
ქალაქს ხმაურით და ტრიერარქოსებით.
აქ ხელფასს გასცემენ, იქ გემს ამზადებენ,
– 61 –
სტოაში ჩხუბია მარცვლეულისათვის,
თულუხებს, ღვედებს და დოქებს ყიდულობენ,
550 ან იმარაგებენ ნიორს და ზეთისხილს.
გვირგვინი, ქაშაყი, თვალის ჩალურჯება,
ნიჩბების გამოთლა, ლურსმნების ტკაცუნი,
ხოფის დამაგრება ღვედებით პალოზე,
ფლეიტა, დუდუკი, ბრძანება, სასტვენი!
555 თქვენ ასე იზამდით, ვიცი! და ტელეფე
ვერ მოიფიქრებდა? სულელი ხალხი ხართ!
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი ს წ ი ნ ა მ ძ ღ ო ლ ი
ო, შე უნამუსო, ო, შე საძაგელო!
შენ, ვიღაც ღატაკი, ამის თქმას გვიბედავ
და ჩვენს მაბეზღრებსაც აღარ ეპუები?
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი ს წ ი ნ ა მ ძ ღ ო ლ ი
560 ვფიცავ პოსეიდონს, სიმართლეს ღაღადებს
და ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს ტყუილი.
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი ს წ ი ნ ა მ ძ ღ ო ლ ი
რა, ყველა სიმართლის თქმა არის საჭირო?
აღარ გავახარებთ, თქმა რომ გაგვიბედა.
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი ს წ ი ნ ა მ ძ ღ ო ლ ი
(პირველ ნახევარგუნდს)
ე¡, საით მიიწევ? მანდ წყნარად იდექი!
565 ხელს თუ დააკარებ, თვითონაც მოგხვდება!
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
ლამაქე, მზერით ელვის მტყორცნელო,
მოდი, მუზარადგორგონიანო,
გვიხსენ, ლამაქე, ო, მეგობარო!
ან მეთაური, ან სტრატეგოსი
570 თუკი ხართ სადმე, დაუყოვნებლივ
მოგვეშველენით, ბრძოლა დაიწყო!
მესამე ეპისოდიონი
თავისი სახლიდან გამოდის ლ ა მ ა ქ ე.
– 62 –
ლ ა მ ა ქ ე
საიდან მომესმის ყიჟინა ბრძოლისა?
სად, ვის დავეხმარო? ომი სად გავმართო?
ვინ გამოიყვანა გორგონა ბუდიდან?
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
575 ლამაქე, ფარის და მახვილის რაინდო!
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
ლამაქე, ესაა ის კაცი, რომელიც
უკვე რახანია, ჩვენს ქალაქს აგინებს.
ლ ა მ ა ქ ე
როგორ, ეს ღატაკი გვიბედავს გინებას?!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
რაინდო ლამაქე, იქნებ შემიწყალო –
ღატაკი კაცი ვარ, ვროშავდი რაღაცას.
ლ ა მ ა ქ ე
რას ლაპარაკობდი, არ იტყვი?
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
580 არ მახსოვს.
იარაღს რომ ვხედავ, გული მიღონდება.
გთხოვ, ეს საფრთხობელა მაინც მომაშორე.
(ლამაქეს ფარზე მიუთითებს.)
ლ ა მ ა ქ ე
(ფარს დებს)
აჰა.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
აქეთ მოსწი და გადმოაბრუნე.
ლ ა მ ა ქ ე
(ფარს ამოზნექილი მხრით დებს)
აქ დავდე.
– 63 –
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
(ფართან დაიხრება)
ერთი ფრთა მომეცი ჯიღიდან.
ლ ა მ ა ქ ე
აი ფრთა, აიღე.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
585 თავი დამიჭირე,
მაგ მუზარადებზე სულ გული მერევა.
ლ ა მ ა ქ ე
შენ ეი, რას შვრები? ფრთით გინდა ასაქმო?
ეს ფრთა ხომ…
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
რისია, რომელი ფრინველის?
(ფრთას აკვირდება)
ვიცი ეს ფრინველი – ტრაბახბაქიოსი.
ლ ა მ ა ქ ე
მოგკლავ, შე საწყალო!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
590 ვერ მომკლავ, ლამაქე;
აქ შენ უძლური ხარ; თუ რამ შეგიძლია,
ამას ვერ წამაჭრი? ხომ გაქვს იარაღი!
ლ ა მ ა ქ ე
ამას მეუბნები გლახაკი სტრატეგოსს?!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ეს მე ვარ გლახაკი?
ლ ა მ ა ქ ე
აბა სხვა ვინა ხარ?
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
595 ვინ? – პატიოსანი კაცი ვარ, უბრალო.
ომი რომ დაიწყო, ლომივით ვიბრძოდი,
როცა შენ უმაღლეს ხელფასებს ითხოვდი.
– 64 –
ლ ა მ ა ქ ე
მე ხომ ამირჩია…
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
სამიოდ გუგულმა.
მე ზავს მივაღწიე, – მშვიდად ვერ შევხედავ,
600 ბერიკაცები რომ ჯარში გარეკონ და
თქვენ, ახალგაზრდები, ბრძოლებს გაურბოდეთ.
ერთნი თრაკიაში მიდიხართ სამ დრაქმად,
ფენიპეს ვაჟები, თაღლითიპარქიდნი,
სხვანი ქარესთან აქ ქაონიელებთან,
605 გერეტოტუტუცნი, დიომეცბიერნი,
ან კამარინაში, ან საქირქილეთში.
ლ ა მ ა ქ ე
ჩვენ ხომ აგვირჩიეს!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
მაშ, რატომ ხდება, რომ
თქვენ რაღაცნაირად სულ ხელფასს ღებულობთ,
(გუნდზე მიუთითებს)
ესენი – ვერასდროს? მართლაც, მარილადე,
610 ჭაღარა კაცი ხარ, ელჩად თუ ყოფილხარ?
ხომ ხედავ, არაო; თუმც კი ეკუთვნოდა.
თქვენ, მენახშირიოს, მტვირთავოს, მუხიოს,
ნახეთ ეკბატანა, ანდა ქაონია?
არაო, ამბობენ. შენ და კესირას ძემ
615 ხომ ნახეთ? არადა, ვალებს არ იხდიდით.
ძველი მეგობრები რომ დაგინახავდნენ,
მაგათ ერიდეთო, ახლებს აფრთხილებდნენ.
ლ ა მ ა ქ ე
ო, დემოკრატია! ეს მოსათმენია?
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
არა, რა თქმა უნდა, ფულს თუ არ მოგცემენ.
ლ ა მ ა ქ ე
620 იცოდე, სუყველა პელოპონესელთან
დაუსრულებელი ომები მექნება,
– 65 –
გმირულად შევუტევ ზღვასა და ხმელეთზე.
(სახლში შედის.)
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ჩემთან კი სუყველა პელოპონესელი,
ყველა, მეგარელი თუ ბეოტიელი
625 ივაჭრებს; შენთან კი არავინ, ლამაქე.
(გადის.)
პარაბასისი
კ ო რ ი ფ ე ო ს ი
კამათს ეს კაცი მოიგებს ნაღდად, ხალხსაც სხვა აზრი ექნება ზავზე.
მაშ, მოვიცილოთ მოსასხამები და შევუტიოთ ჩვენს ანაპესტებს.
დღემდე არასდროს, რაც კომედიის გუნდს ხელმძღვანელობს
ჩვენი პოეტი,
მაყურებელთან არ გამოსულა, თავისი ნიჭი არ შეუმკია;
630 მაგრამ მტრებმა რომ ცილი დასწამეს «გადაწყვეტასწრაფ»
ათენელებთან,
კომედიაში ქალაქს დასცინის და ხალხს ზემოდან გადმოჰყურებსო,
ახლა ისურვა, თავი დაიცვას «გადაწყვეტაცვლად» ათენელებთან.
ჩვენი პოეტი ამბობს, რომ ბევრი კარგი აქვს თქვენთვის
გაკეთებული,
მან დაგიშალათ უცხოელების სიტყვით ზედმეტად აღფრთოვანება
635 და ლიქნით ტკბობა; დოყლაპიებიც რომ აღარა ხართ, მას
უმადლოდეთ.
მოკავშირეთა ელჩები უწინ მოტყუებას თუ დაგიპირებდნენ,
«იის გვირგვინით შემკულთ» გიხმობდნენ; როგორც კი ამას
გეტყოდათ ვინმე,
«გვირგვინის» გამო აღტაცებულნი თქვენ ერთ ადგილზე ვეღარ
იცდიდით…
და თუკი ვინმე ფარისეველი აქ ახსენებდა «ბრწყინვალე» ათენს,
640 «ბრწყინვალეს» გამო სახლს აჩუქებდით, თუმცა «ბრწყინვალე»
ქაშაყიც იცის.
ეს კიდევ რაა, ათასგზის მეტი კარგი გასწავლათ ჩვენმა პოეტმა;
მან არ გაჩვენათ, თუ როგორია მოკავშირეთა დემოკრატია?
და ახლა, როცა გადასახადით მოდიან თქვენთან მოკავშირენი,
ერთი სული აქვთ იმათ, როგორმე საუკეთესო პოეტი ნახონ,
645 ვინაც ათენში დაუფარავად მხოლოდ სიმართლე ილაპარაკა.
ამ ვაჟკაცობამ და სიმამაცემ შორს გაუტანა ისე სახელი,
– 66 –
რომ, როცა სპარსთა დიდი ხელმწიფე სპარტის ელჩობას
გამოჰკითხავდა,
თავდაპირველად ის მოიკითხა, ზღვაზე რომელი ხართო ძლიერი;
მერმე იკითხა, დიდი პოეტი რომელს ჰკიცხავსო ყველაზე ხშირად;
650 რადგანო, ბრძანა, ვისაც ჰკიცხავენ, ის უკეთესი ხდება შემდგომში
და ომშიც ბოლოს გაიმარჯვებსო პოეტი-მრჩევლის პატრონი ხალხი.
ამის გამოა, ლაკონელები ახლა მშვიდობას რომ გთავაზობენ;
და ეგინასაც რომ მოითხოვენ: ამ კუნძულისთვის როდი ზრუნავენ,
მათ იმედი აქვთ, რომ ამ ხრიკებით გამოგაცლიან ხელიდან პოეტს.
655 თქვენ კი არაფრით არ დაანებოთ, – კომედიაში სიმართლეს გეტყვით.
გპირდებათ, კიდევ ბევრ კარგს გასწავლით, რომ ბედნიერნი იყოთ
მარადის;
არ გელიქნებათ და ჯამაგირსაც არ დაგპირდებათ, არ მოგატყუებთ,
არ ითაღლითებს, ქებით არ «მოგრწყავთ», კარგი რაცაა, იმას
გასწავლით.
ამის შემდეგ კი კლეონმა თუნდაც
660 მთები აღმართოს ჩემს წინააღმდეგ,
ვერ დამამარცხებს, რადგან სიკეთე,
ჭეშმარიტება ჩემს მხარეზეა.
ვერავინ მეტყვის, შენც იმასავით
უსირცხვილო და ლაჩარი ხარო.
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
665 სტრ. აქ მოდი, მუზავ აქარნელო,
უშრეტო სიმძლავრევ ცეცხლისა!
მუხის ნაკვერჩხლიდან ცვივა ნაპერწკლები,
ხოლო საბერვლიდან ზურგქარი უბერავს
670 და ამ ნაკვერჩხლებზე თევზი იბრაწება,
გადაბრუნებისთვის ჩალიჩობს ვიღაცა,
ცომს ზელენ… მოდი, დიდებულო
სოფლურო სიმღერავ, უტკბესო,
675 გვეწვიე, მოდი მეზობლებთან.
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი ს წ ი ნ ა მ ძ ღ ო ლ ი
ჩვენ, ბებრები, ჩვენ, ძველები, ნაწყენნი ვართ ქალაქზე:
ჩვენ ხომ ზღვაზე ვიბრძოდით და იმის ღირსიც ვერ გავხდით,
პატივი რომ გეცათ ჩვენთვის, – უსაშინლეს დღეში ვართ;
ბერიკაცებს გვამცირებენ, სამართალში გვაძლევენ
680 და ყმაწვილი რიტორები დაგვცინიან სასტიკად.
– 67 –
ჩვენ კი სმენა გაგვიფუჭდა, გვიღალატა ენამაც.
მხოლოდ კეტის იმედი გვაქვს, – ჩვენი პოსეიდონის;
სიბერისგან ძლივს ვჩიფჩიფებთ ტრიბუნასთან დგომისას,
ვეღარაფერს ვეღარ ვხედავთ, გვეფარება ბურუსი.
685 ყმაწვილი კი მიესწრაფვის სინეგოროსობას და
ბრძოლას გვიწყებს, სულ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვით
გვიმასპინძლდება;
გაგვათრევს და კითხვებს გვისვამს, ყველა სიტყვა – მახეა,
ტითონოსებს გვკუწავენ და გვანჯღრევენ და გვამღვრევენ.
საცოდავი ბერიკაცი მიდის ვალდადებული,
690 თრთის და ტოკავს, ცრემლებსაც ღვრის, ეუბნება
მეგობრებს:
«კუბოს ფულიც აღარ დამრჩა, ყველაფერი წამართვეს».
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
სტრ. ეს როგორ იქნება, მოხუცი
დაჩაგრონ სამართლის კარებთან,
ის, ვისაც ამდენი წამება უნახავს,
695 მამაცურ შუბლიდან ოფლი უწმენდია,
ვისაც მარათონში ომი მოუგია!
ჩვენ იქ, მარათონში მტერს ვაწიოკებდით,
ახლა საძაგლები ათენში
700 ჩვენ გვაწიოკებენ, გვტანჯავენ!
ამაზე რას იტყვის მარფსია?
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი ს წ ი ნ ა მ ძ ღ ო ლ ი
მაშ, ეს არის სამართალი, დაღრეკილი ბებერი,
თუკიდიდე დააქციოს შვილმა კეფისოდემეს –
705 ვიღაც სკვითმა, უბადრუკმა, ყბედმა სინეგოროსმა?
შემებრალა, ცრემლი წამსკდა, როცა ეს დავინახე:
ბერიკაცი დაუნდობლად შეანჯღრია მსროლელმა.
ო, დემეტრეს გეფიცები, თუკიდიდე სიყრმეში
დედოფალს არ მოუთმენდა, ქალღმერთს არ დაინდობდა,
710 შეარჩევდა ათ ევათლეს, დაჯაბნიდა ათივეს,
სამი ათას მაგარ მსროლელს დააფრთხობდა ყიჟინით
და ამ კაცის ნათესავებს აჯობებდა სროლაში.
მაგრამ თქვენ ხომ ბერიკაცებს მშვიდად არ დააძინებთ!
დაადგინეთ მაინც, ცალკე იყოს საქმის გარჩევა:
715 ბებრებისთვის სულ უკბილო ნახეთ სინეგოროსი,
– 68 –
ჭაბუკთათვის კი კლინიას გარყვნილი და ყბედი ძე.
რა მოხდება, დავადგინოთ, მიუსაჯონ დღეიდან
ბერიკაცებს – ბერიკაცმა, ჭაბუკებს კი ჭაბუკმა?
მეოთხე ეპისოდიონი
სახლიდან გამოდის დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი, ხელში სამი ქამარი უჭირავს.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
აი, ეს იქნება საზღვარი ბაზრისა.
720 პელოპონესელებს და ბეოტიელებს,
თუნდაც მეგარელებს აქ ნება ეძლევათ
ივაჭრონ ჩემთან და არა ლამაქესთან.
ზედამხედველებად დავნიშნავ ბაზარში
სამ ქამარს ლეპრედან – «გატყავებულიდან».
725 აქ ვეღარ შემოვა ერთი სიკოფანტიც,
ერთი მაბეზღარიც… მე სტელას მოვიტან,
ამოკვეთილია ზედ ზავის პირობა;
აქ დავდგამ, კარგად რომ გამოჩნდეს ბაზარში.
შინ შედის, მარცხენა პაროდოსიდან შემოდიან მ ე გ ა რ ე ლ ი და მისი ორი
პ ა ტ ა რ ა გ ო გ ო ნ ა. ბეოტიელს დიდი ტ ო მ ა რ ა მოაქვს.
მ ე გ ა რ ე ლ ი
ათენის ბაზარო, ძმაო მეგარელთა,
730 როგორ მომენატრე, მშობელ დედასავით!
უმწეო შვილებო უბედურ მამისა,
წამოდით, ეძიეთ პური, თუ იპოვით.
ახლა კი მისმინეთ, დამიგდეთ… მუცლები.
თქვით, რა გირჩევნიათ: გაყიდვა? შიმშილი?
გ ო გ ო ნ ე ბ ი
735 გაყიდვა! გაყიდვა!
მ ე გ ა რ ე ლ ი
მეც ამას არ ვამბობ? მაგრამ ვინ უგნური
გიყიდით და თქვენთვის ფულებს ვინ გადაყრის?
უნდა მოვიფიქრო რამე მეგარული…
აჰა, გაგასაღებთ ორივეს გოჭებად;
740 მოირგეთ პატარა ჩლიქები გოჭისა,
კარგი დედაღორის შვილებს დაემსგავსეთ;
– 69 –
ჰერმესს გეფიცებით, შინ თუ დაბრუნდებით,
შიმშილის სასტიკი ხელი არ აგცდებათ.
მაშ, ახლა დრუნჩებიც კარგად მიიმაგრეთ
745 და ამ ტომარაში ჩაძვერით ორივე.
დაიწყეთ ჭყვიტინი, ღრუტუნი, ხრუტუნი,
თითქოს გოჭები ხართ, შესაწირავები.
მე დიკეოპოლისს მოვძებნი, სადაა.
ე¡, დიკეოპოლის, გოჭები არ გინდა?
სახლიდან გამოდის დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
რაო, მეგარელო?
მ ე გ ა რ ე ლ ი
750 სავაჭროდ მოვსულვართ.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
როგორ ხართ?
მ ე გ ა რ ე ლ ი
შიმშილით ვკვდებით კერიასთან.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
კერია კარგია, ფლეიტაც თუ არის.
ახალი რა არის მეგარას?
მ ე გ ა რ ე ლ ი
ახალი?
რა გინდა, არ იყოს! მე რომ მოვდიოდი,
755 ქალაქის საბჭოში იმაზე ფიქრობდნენ,
როგორ მოხერხდება, – სწრაფად დავიღუპოთ.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
თავსაც დაიხსნიდით ტანჯვიდან.
მ ე გ ა რ ე ლ ი
მაშ როგორ!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
სხვა რაა ახალი, პური რა ფასია?
– 70 –
მ ე გ ა რ ე ლ ი
პური ძვირფასია მაღალი ღმერთივით.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
მარილი ხომ მოგაქვს?
მ ე გ ა რ ე ლ ი
760 მარილი გაკლიათ?
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ნიორი?
მ ე გ ა რ ე ლ ი
სადღაა, ბატონო, ნიორი?
მინდვრის თაგვებივით რომ შემოგვესევით,
დარბეულ მიწაზე ნიორს რა დაარჩენს?
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
რა მოგაქვს?
მ ე გ ა რ ე ლ ი
გოჭები მომაქვს შესაწირი.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
კარგია! მაჩვენე.
მეგარელს კალათიდან პ ი რ ვ ე ლ ი გ ო გ ო ნ ა ამოჰყავს.
მ ე გ ა რ ე ლ ი
765 მართლაც კარგებია.
ო, რა მსუქანია! აწონე, თუ გინდა.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
კაცო, ეს რა არის?
მ ე გ ა რ ე ლ ი
გოჭია, ზევსს ვფიცავ.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
და სადაურია გოჭი?
მ ე გ ა რ ე ლ ი
მეგარული.
რა, გოჭი არ არის?
– 71 –
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
რაღაც არ მგონია.
მ ე გ ა რ ე ლ ი
770 მაგარი რამაა! დახეთ უნდობლობას!
გოჭი არ არისო! გინდა, სანაძლეო
დავდოთ ლობიოზე, რომ ბერძნულ ენაზე
ამ ცხოველს ნამდვილად გოჭი ეწოდება.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ბავშვია.
მ ე გ ა რ ე ლ ი
დიოკლეს ვფიცავ, რომ, შვილივით
775 გავზარდე ეს გოჭი, სხვისი კი არ არის.
გაფიცებ, უსმინე. ჭყვიტინებს.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ღმერთმანი,
არ მესმის.
მ ე გ ა რ ე ლ ი
ე¡, ხმა ამოიღე, გოჭუნა!
არ გინდა, საწყალო? არ დაიჭყვიტინებ?
ჰერმესს გეფიცები, სახლში დაგაბრუნებ.
გ ო გ ო ნ ა
780 ჭყვიტ-ჭყვიტ.
მ ე გ ა რ ე ლ ი
ეს გოჭი არ არის?
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ო, ახლა გოჭია,
გამოზრდი, – ბურვაკი იქნება.
მ ე გ ა რ ე ლ ი
ხუთ წელში,
ეს კარგად გახსოვდეს, დედასაც აჯობებს.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
მაგრამ შესაწირად არ ვარგა.
– 72 –
მ ე გ ა რ ე ლ ი
ეგ რატომ?
რად არ გამოდგება?
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
785 კუდი ხომ არ აბია!
მ ე გ ა რ ე ლ ი
ჯერ ხომ სულ ჩვილია! როცა დაღორდება,
მსხვილი და წითელი კუდი გაეზრდება.
(ტომრიდან მეორე «გოჭი» ამოჰყავს)
თუ გასასუქებლად გინდა, ეს აიღე.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
რა ერთნაირი აქვთ აი, ეს ადგილი!
მ ე გ ა რ ე ლ ი
790 დედმამიშვილები არიან, რა გიკვირს?
ეს რომ გასუქდება, ჯაგარს ამოიყრის,
ზვარაკად ივარგებს აფროდიტესათვის.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
აბა, აფროდიტეს გოჭებს სად სწირავენ?
მ ე გ ა რ ე ლ ი
სწორედ აფროდიტეს, იმის მეტს არავის!
795 თანაც რა ხორცი აქვს! რა უნდა ინატრო
შამფურზე წამოცმულ გოჭზე გემრიელი?!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
და დედის გარეშე ჭამა შეუძლიათ?
მ ე გ ა რ ე ლ ი
ვფიცავ პოესიდონს, მამაც არ სჭირდებათ.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
რას ჭამენ გოჭები?
მ ე გ ა რ ე ლ ი
რაც გინდა, მიეცი.
ჰკითხე და გეტყვიან.
– 73 –
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ღრუტ-ღრუტ-ღრუტ?
გ ო გ ო ნ ე ბ ი
800 ჭყვიტ-ჭყვიტ-ჭყვიტ.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
მუხუდოს თუ შეჭამთ?
გ ო გ ო ნ ე ბ ი
ჭყვიტ-ჭყვიტ-ჭყვიტ-ჭყვიტ-ჭყვიტ-ჭყვიტ.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
აბა, ფიბალისის ლეღვის ჩირს?
გ ო გ ო ნ ე ბ ი
ჭყვიტ-ჭყვიტ-ჭყვიტ.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ლეღვზე კი რას იტყვით?
გ ო გ ო ნ ე ბ ი
ჭყვიტ-ჭყვიტ-ჭყვიტ-ჭყვიტ-ჭყვიტ-ჭყვიტ!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
მაგრად აჭყვიტინდნენ ლეღვის თაობაზე!
805 მაშ, ვინმემ შინიდან ლეღვი მომიტანოს
ამ გოჭუნებისთვის; ვნახოთ, თუ შეჭამენ.
მ ო ნ ა ს ლეღვი მოაქვს.
რას ახრამუნებენ! ძვირფასო ჰერაკლე!
ნეტავ მღრღნელეთიდან ხომ არ ჩამოსულან?
მ ე გ ა რ ე ლ ი
მაინც ვერ მოასწრეს ყველაფრის შესანსვლა:
810 ძლივს მოვახერხე და ეს ერთი ავწაპნე.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ღმერთმანი, სეირი თუ გინდა, ეს არის.
რამდენად მომყიდი ამ გოჭებს, მითხარი.
მ ე გ ა რ ე ლ ი
ამ ერთში მომეცი ნივრის ერთი გალა,
– 74 –
მეორე თუ გინდა, – ქენიკი მარილიც.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
შენ აქ მომიცადე, ვყიდულობ.
(შინ შედის.)
მ ე გ ა რ ე ლ ი
815 კარგია!
ო, ჰერმეს, ვაჭრობის მფარველო, ნეტავი
ასევე გავყიდდე ცოლსაც და დედასაც!
შემოდის მ ა ბ ე ზ ღ ა რ ი.
მ ა ბ ე ზ ღ ა რ ი
ვინ ხარ?
მ ე გ ა რ ე ლ ი
მეგარელი გოჭის გამყიდველი.
მ ა ბ ე ზ ღ ა რ ი
აი, ამ გოჭუნებს ახლავე დავასმენ,
შენაც მიგაყოლებ.
მ ე გ ა რ ე ლ ი
820 ო, ესეც მოსულა, –
ჩვენში ყოველგვარი სიავის სათავე.
მ ა ბ ე ზ ღ ა რ ი
მოგხვდება მაგისთვის! მომეცი ტომარა!
მ ე გ ა რ ე ლ ი
ე¡, დიკეოპოლის, ეს კაცი მაბეზღებს!
სახლიდან გამოდის დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ვინ კაცი გაბეზღებს? ე¡, ზედამხედველნო,
825 აბა, მაბეზღარი გააგდეთ აქედან!
(მაბეზღარს)
შენ რა, უფითილოდ აპირებ «ნათებას»?
მ ა ბ ე ზ ღ ა რ ი
მაშ, არ დავაბეზღო მტრები?
– 75 –
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
აგატირებ,
თუ არ გაიქცევი! სხვაგან იმუშავე!
(სცემს და აძევებს მაბეზღარს.)
მ ე გ ა რ ე ლ ი
უბედურებაა ათენში ეს ჭირი.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
830 მშვიდად, მეგარელო. შენი გოჭებისთვის
მიიღე მარილი და გალა ნიორი.
აბა, გაიხარე!
მ ე გ ა რ ე ლ ი
მე რა გამახარებს?
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ო, შენ თუ არ გინდა, დე, მე გავიხარო!
მ ე გ ა რ ე ლ ი
ჩემო გოჭუნებო, აღარ გყავთ მამიკო.
835 ჭამეთ და დალიეთ, რასაც დაგიგდებენ.
მეგარელი მიდის. დიკეოპოლისს შინ შეაქვს ტომარა.
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
ბედნიერია ეს კაცი!
თუ დაინახე, როგორ
წარუძღვა თავის საქმეებს?
კაცი ბაზარში დამჯდარიც
მოიწევს თავის მოსავალს;
თუკი მოუვა კტესია,
840 ან ვინმე ენატანია,
კიდეც ინანებს მწარედ.
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
აწი ვერავინ ვერ გავნებს,
თუნდ გითვალთვალოს ჩუმად.
თავისი უწმინდურობით
პრეპისიც ვეღარ გაგსვრის;
ნურც კლეონიმე გადარდებს.
845 ძვირფას მოსასხამს მოისხამ;
– 76 –
თუ ჰიპერბოლე შეგხვდება,
ვეღარ გაგირჩევს საქმეს.
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
ბაზარში აღარ შეგხვდება,
ვეღარ მობედავს შენთან
თმაშეკრეჭილი კრატინე –
უგარყვნილესი ვინმე,
850 არტემონივით გახრწნილი,
უპატიოსნო პოეტი,
იღლიებში რომ სუნი აქვს
თხატრაგასელი მამის.
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
ვეღარ დაგცინებს დღეიდან
პავსონი, ლირწი კაცი
და ქოლარგევსის სირცხვილი, –
855 ვერც ლისისტრატე მოვა;
ის, ბოროტებით აღსავსე,
რომ იყინება ნიადაგ
და მშიერია ყოველთვე
ოცდაათ დღეზე მეტ დღეს.
მეხუთე ეპისოდიონი
შემოდიან ბ ე ო ტ ი ე ლ ი და მისი მ ო ნ ა; უკან ფ ლ ე ი ტ ი ს ტ ე ბ ი მოჰყვებიან.
ბ ე ო ტ ი ე ლ ი
(ზურგიდან იხსნის ვეება ტომარას)
860 ჰერაკლეს ვფიცავარ, ბებერა გამიჩნდა!
აბა, ისმენია, ფრთხილად ჩამოიღე.
თქვენ კი, თებელებო, თქვენ, ფლეიტისტებო,
ნაგაზს შეუბერეთ ახლა უკანალში.
სახლიდან გამოდის დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
(ფლეიტისტებს)
ჯანდაბას წასულხართ! მოშორდით ამ კარებს!
865 საიდან მოფრინდით, დასაღუპავებო?
აცხა, ქერისელო ბზუილფლეიტებო!
– 77 –
ფლეიტისტები გადიან.
ბ ე ო ტ ი ე ლ ი
ვფიცავ იოლაეს, სიკეთე მიყავი!
თებედან მთელი გზა ზურგში მიბერავდნენ,
მიწაზე დაცვივდა ომბალოს ფოთლები.
870 საყიდლად თუ გინდა, ჩამოტანილი მაქვს
უბრალო ფრინველიც და ოთხფრთიანებიც.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
სალამი, თებელო, ქერისპურმჭამელო.
რა მოგაქვს?
ბ ე ო ტ ი ე ლ ი
რაც ჩვენში არის, ყველაფერი:
თავშავა, ომბალო, წნულები, ფითილი,
875 იხვი და მაღრანი, გნოლი, წყლის ქათამი,
ნარჩიტა, ყვინთია.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ზამთარი ხომ არ ხარ,
რამდენი ფრინველი გადმოგიფრენია!
ბ ე ო ტ ი ე ლ ი
ეს რაა! ბატი და კურდღელი, მელია,
კატა და თხუნელა, თახვი და ზღარბები,
880 წავი… კოპაისის ნამდვილი გველთევზაც.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ჩამობრძანებულა თევზთა დედოფალი!
აბა, მოიყვანე, სიტყვა მაქვს სათქმელი.
ბ ე ო ტ ი ე ლ ი
(გველთევზა ამოაქვს ტომრიდან)
შენ, კოპაისელთა ელჩო და ქალწულო,
აქ მოდი, მადლობა უთხარი უცხოელს.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
885 ო, უსაყვარლესო, დიდი ხნის ნანატრო,
მოდი, ტრიგოდიის გუნდის ოცნებაო,
მორიქეს დობილო! მონებო, ტაფა და
დიდი საბერველი აქ გამომიტანეთ.
– 78 –
შემოდიან მ ო ნ ე ბ ი.
ბიჭებო, ბიჭებო, უყურეთ გველთევზას, –
890 ექვსი წლის ნანატრი სტუმარი გვეწვია.
აბა, მიესალმეთ, შვილებო! მე ნახშირს
გიშოვით ახლავე, ამ სტუმარს ვუხათროთ.
აბა, შეიყვანეთ… სიკვდილიც ვერსადროს
ვერ გამყრის მოხარშულ დღევანდელ სტუმართან.
ბ ე ო ტ ი ე ლ ი
895 და მე კი რას მომცემ ამაში, ძვირფასო?
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ამას დავიტოვებ ბაჟის საზღაურად.
აქ კიდევ ბევრი გყავს. მითხარი, რას ჰყიდი?
ბ ე ო ტ ი ე ლ ი
ამას სუყველაფერს.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
და რამდენს მოითხოვ?
თუ – ფული არ გინდა და სურათს წაიღებ?
ბ ე ო ტ ი ე ლ ი
900 ჰო, რაც აქ არის და იქ არ იშოვება.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
მაშ, ფალერონული ცქიმურა წაიღე,
ქოთნებიც…
ბ ე ო ტ ი ე ლ ი
ცქიმურა? ქოთნები? არის იქ.
მე ვეძებ, რაც არ გვაქვს, აქ კი ბლომადაა.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
მივხვდი! მაბეზღარი ვინმე შეახვიე
და ისე წაიღე.
ბ ე ო ტ ი ე ლ ი
905 ორ ღმერთს გეფიცები,
დიდად მოვიგებდი, რომ მოვახერხებდე
ვინმე მაიმუნის წაყვანას აქედან.
– 79 –
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
შეხედე, ნიკარქე მოდის დასასმენად.
შემოდის ნ ი კ ა რ ქ ე.
ბ ე ო ტ ი ე ლ ი
ვაჰ, რა პატარაა!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
სულ ბოროტებაა.
ნ ი კ ა რ ქ ე
ოჰ! ეს საქონელი ვისია?
ბ ე ო ტ ი ე ლ ი
910 ჩემია,
ღმერთმანი; თებედან მოვსულვარ.
ნ ი კ ა რ ქ ე
ახლავე
წავიღებ ამ ამბავს.
ბ ე ო ტ ი ე ლ ი
თქვი, ომს რომ უცხადებ,
რამე დაგიშავეს შენ ამ ფრინველებმა?
ნ ი კ ა რ ქ ე
შენაც დაგაბეზღებ!
ბ ე ო ტ ი ე ლ ი
მე რა დაგიშავე?
ნ ი კ ა რ ქ ე
915 ხალხი რომ არ იყოს, არც გიპასუხებდი;
ჩვენი მტრებისათვის მოგაქვს ეს ფითილი.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
მერე, რას ენთები ფითილის გულისთვის?
ნ ი კ ა რ ქ ე
მთელი ნავსადგურის დაწვა შეუძლია!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
რას, ფითილს?
– 80 –
ნ ი კ ა რ ქ ე
ჰო-მეთქი.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
მერე, რანაირად?
ნ ი კ ა რ ქ ე
920 მას ბეოტიელი რწყილზე დაამაგრებს,
ქარს დაელოდება და ცეცხლმოკიდებულს
არხით გააცურებს ნავსადგურისაკენ.
ერთ გემს თუ მოედო ცეცხლი, იმავე წუთს
მთელი ნავსადგური გადაიბუგება.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
925 მთელი ნავსადგური – რწყილით და ფითილით?
ნ ი კ ა რ ქ ე
(მაყურებლებს)
თქვენ ხართ მოწმეები.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ხმა ჩააწყვეტინე,
მომეცი წკნელები, შევკრა რიგიანად,
თიხის ქოთანივით გზაში არ გაგიტყდეს.
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
სტრ. მაშ, შეუფუთე, ძვირფასო,
930 სტუმარს თავისი ნავაჭრი,
რომ არ გაუტყდეს
ეს საქონელი გზაში.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ეს მე მომანდეთ, მაგან კი
იყვიროს ცეცხლზე დამსკდარმა,
ღმერთებისთვისაც
აუტანელმა კაცმა.
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
935 რაში ივარგებს აწი?
– 81 –
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ო, ეს ჭურჭელი გახლავთ
ბოროტებათა ჭური და
სასამართლოთა სადღვები.
ამ ქვაბში ბევრი
მოიხარშება საქმე.
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
940 ანტ. მაგას ძნელად თუ მოიხმარ,
ვინ დააყენებს ამ ჭურჭელს
თავის ოჯახში,
სულ რომ ხმაურობს ასე?
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
სამაგიეროდ – მყარია,
არც არასოდეს გატყდება,
თუკი ფეხებით
945 ჩამოჰკიდებენ თავქვე.
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
(ბეოტიელს)
გაკეთდა შენი საქმე.
ბ ე ო ტ ი ე ლ ი
გამომადგება, მგონი.
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
გამოიყენე, სტუმარო,
წაიყვანე და, როგორც გსურს,
950 ისე იხმარე –
მაბეზღარს ასე ხვდება.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ვაჰ, ძლივს არ შევკარი ეს დასაღუპავი!
წაიღე ეგ შენი ქოთანი, თებელო!
ბ ე ო ტ ი ე ლ ი
აბა, ისმენია, ზურგი მოამზადე!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
955 ეცადეთ, ძალიან ფრთხილად კი წაიღოთ,
წმინდა არაფერი არ მიგაქვთ… და მაინც.
– 82 –
თუნდაც იმადაა კარგი ეს ნავაჭრი,
რომ სიკოფანტების შიში არ გექნებათ.
ბეოტიელი გადის.
მეექვსე ეპისოდიონი
შემორბის ლ ა მ ა ქ ე ს მ ს ა ხ უ რ ი.
ლ ა მ ა ქ ე ს მ ს ა ხ უ რ ი
ე¡, დიკეოპოლის!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
რა გინდა?
ლ ა მ ა ქ ე ს მ ს ა ხ უ რ ი
რა მინდა?
960 ეს დრაქმა ლამაქემ მომცა და მიბრძანა,
შაშვი მიყიდეო ზედაშეებისთვის;
ხოლო გველთევზაში სამ დრაქმას გვთავაზობს.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
რომელმა ლამაქემ ბრძანა, გველთევზაო?
ლ ა მ ა ქ ე ს მ ს ა ხ უ რ ი
სასტიკმა, საშიშმა, ტყავისფარიანმა,
965 გორგონას რომ არხევს, ჯიღას აფრიალებს.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ვერა, ზევსს ვფიცავარ, ფარიც რომ დამითმოს!
თავისი ჯიღები თევზებს უფრიალოს.
ხმას თუ ამოიღებს, ვუხმობ ზედამხედველთ.
ლ ა მ ა ქ ე ს მ ს ა ხ უ რ ი გადის.
ეს ჩემი ნავაჭრი მე გამომადგება.
970 შინ შევალ ჩიტების ფრთების ნაზ ხმაურში.
(შედის)
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
სტრ. ო, მთელო ქალაქო, შეხედე; უყურე ამ ზებრძენ მამაკაცს!
მან ზავი დადო და ძალუძს ყველაფერი იყიდოს,
– 83 –
975 რაც გამოადგება სახლისთვის და ერთი კარგი ქეიფისთვის.
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი ს წ ი ნ ა მ ძ ღ ო ლ ი
თავისთავად მოდის მასთან ყველაფერი.
ომს დღეიდან სახლში აღარ შემოვუშვებ,
980 არც არავის არ ვამღერებ «ჰარმოდიოსს»,
რადგან ომი ერთ მემთვრალე კაცს მაგონებს, –
ვინმეს სახლი სავსე თუ აქვს, შეეჭრება,
აუნგრევს და დაუნგრევს და ჩამოუნგრევს;
სულ ამაოდ მოვუხმობდი, ვაწყნარებდი:
985 «წამოწექი, მეგობრობის თასი შესვი»,
კიდევ უფრო აინთო და შეიშალა;
არც კი გკითხავს, შენი ყურძნის ღვინოს ისე დაწურავს.
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
ანტ. ფრთები გამოუსხამს და მიდის სადილად; რა მედიდურია!
კარებთან ბუმბული უყრია ბედნიერ ბერიკაცს.
ზავო! ქარიტთა და მშვენიერ კიპრისის დაო ჭეშმარიტო!
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი ს წ ი ნ ა მ ძ ღ ო ლ ი
990 პირმშვენიერო, უწინ, რად ვერ გამჩნევდი!
მხატვრებო რომ გვირგვინოსნად გვიხატავენ,
იმ ეროსმა ნეტა შეგვრთოს ჩვენ ერთარსად!
იქნებ ფიქრობ, ბებერი ვარ მეტისმეტად.
არა! სამგზის გავამართლებ, თუ ამირჩევ.
995 ჯერ ვაზს ჩავრგავ და რიგებად დავამშვენებ,
იმის გვერდით ლეღვის ტოტებს ავაყვავებ;
ყურძენი კი ნატიფ ღვინოს მომანიჭებს,
ვენახს ირგვლივ სულ ზეთისხილს შემოვურგავ,
ახალმთვარეს იმის ზეთით დავიზილოთ სხეული.
მეშვიდე ეპისოდიონი
მ ა ც ნ ე
1000 ხალხო, მომისმინე; ძველი წესისამებრ,
ამ ზედაშეებზე უნდა სვათ სუყველამ.
პირველი ვინც შესვამს, ტიკი მას ერგება.
სახლიდან გამოდის დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი.
– 84 –
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ბავშვებო, ქალებო, არ გესმით? რას შვრებით?
მაცნეს არ უსმინეთ? მოხარშეთ, შებრაწეთ,
1005 გადააბრუნეთ და მერმე გამოიღეთ
შემწვარი კურდღელი! შეკონეთ გვირგვინი!
მომეცით შამფური, შაშვი წამოვაგო.
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
სტრ. მე მომცა შენი გონება,
გონება კიდევ რა არის,
1010 მე მომცა შენი სუფრა!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ეს რაა, მაშინ რას იტყვით,
შაშვს რომ გაჩვენებთ შემწვარს?
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
ეჰ, მართალი ხარ, მართალი.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ე¡, გააჩაღე ცეცხლი!
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
1015 ხომ ხედავთ, მზარეულივით,
ნამდვილი ხელოვანივით
როგორ გააწყო სუფრა!
შემოდის გ ლ ე ხ ი.
გ ლ ე ხ ი
ვაი, მე უბედურს!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ჰერაკლე! ვინა ხარ?
გ ლ ე ხ ი
კაცი უბედური.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
გაბრუნდი ახლავე.
გ ლ ე ხ ი
1020 ძვირფასო, შენ ერთს გაქვს ზავი და მშვიდობა;
– 85 –
ცოტა მიწილადე, ასე, ხუთწლიანი.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
რად გინდა?
გ ლ ე ხ ი
მოვისპე, ხარები დავკარგე!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ეს როგორ?
გ ლ ე ხ ი
გადენეს ბეოტიელებმა.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
სამგზის უბედურო! თეთრები გაცვია?!
გ ლ ე ხ ი
1025 მე ხომ მინახავდნენ ისინი, ღმერთმანი,
თავისი ნაკელით.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ახლა რა გჭირდება?
გ ლ ე ხ ი
მათ გამო ტირილით თვალები დამევსო;
თუკი გებრალები დერკეტე ფილელი,
მშვიდობა წამისვი თვალებზე სასწრაფოდ.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
1030 საერთო ექიმი ხომ არ ვარ, სულელო!
გ ლ ე ხ ი
გთხოვ! იქნებ როგორმე დავიხსნა ხარები.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
წადი, პიტალეს შესტირე; არ მოგცემ.
გ ლ ე ხ ი
ო, მე გევედრები, წვეთი მშვიდობისა
მაინც ჩამიწვეთე ამ ლერწმის ღეროში.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
1035 ერთ წვეთსაც არ მოგცემ. წადი და იტირე.
– 86 –
გ ლ ე ხ ი
ვაიმე უბედურს… რა მუშა ხარები!
(გადის.)
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
ანტ. ამ კაცმა ზავში იპოვა
რაღაც ტკბილი და, მგონია,
წვეთსაც არ მისცემს ვინმეს.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
თაფლი დამისხი ძეხვზე და
1040 თევზი შემიწვი კარგად!
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
თუ გესმის, როგორ ღრიალებს?
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ახლა გველთევზაც შემიწვით!
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
ნაღდად შიმშილით დაგვხოცავს
1045 ჩვენც, მეზობლებსაც! ოჰ, სუნი!
რამოდენაზე ყვირის!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ეს შეწვით! უყურეთ, კარგად რომ შეწითლდეს!
მერვე ეპისოდიონი
შემოდიან ნეფის მ ე ჯ ვ ა რ ე და დედოფლის დ ო ბ ი ლ ი.
მ ე ჯ ვ ა რ ე
ე¡, დიკეოპოლის!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ეს კიდევ ვინაა?
მ ე ჯ ვ ა რ ე
ნახე, რა ხორცია! ეს ნეფემ მოგიძღვნა
ქორწილის სუფრიდან.
– 87 –
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
1050 ჰო, კარგი უქნია.
მ ე ჯ ვ ა რ ე
და გთხოვა, ამ ჯამში ზავი ჩამოუსხა,
რათა შინ დარჩეს და სიყვარულს მიეცეს;
ჯარი არ იზიდავს, ხომ ხვდები, რატომაც.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
წაიღე, წაიღე ეს ხორცი, ნუ მაძლევ.
1055 ათასიც რომ მომცეს დრაქმა, არ ჩავუსხამ.
ეს ქალი ვინაა?
მ ე ჯ ვ ა რ ე
დედოფლის დობილი.
მაგას დააბარა რაღაც დედოფალმა.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
რას მეტყვი?
დედოფლის დობილი ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებს.
ღმერთებო, რა სასაცილოა
დედოფლის სურვილი! თურმე რა სჭირდება –
1060 შინ მსურს დავიტოვო მეუღლის ასოო!
(მონას)
ზავი მომიტანე. ამას კი გავატან,
ომი თუ ჩაღდება, ქალის რა ბრალია.
(ქალს)
მოიწი, ეგ ბოთლი მაღლა დაიჭირე.
იცით მოხმარება? დედოფალს უთხარი,
1065 როცა მის მეუღლეს ჯარში გაიწვევენ,
ამით დაუზილოს ასო იმ საღამოს.
მ ე ჯ ვ ა რ ე და დედოფლის დ ო ბ ი ლ ი გადიან.
(მონას)
აჰა, შეიტანე. ლიტრა მომიტანე,
მინდა რომ შევავსო ღვინით ეს ჯამები.
მეცხრე ეპისოდიონი
კ ო რ ი ფ ე ო ს ი
ვიღაცა მოიწევს წარბებაწეული,
– 88 –
1070 რაღაც საშინელი ამბავი თუ მოაქვს.
შემოდის მ ა ც ნ ე.
მ ა ც ნ ე
ტანჯვები, ბრძოლები და ლამაქეები!
შინიდან გამოდის ლ ა მ ა ქ ე.
ლ ა მ ა ქ ე
ვინ, ვინ მიკაკუნებს რვალიან კარებზე?
მ ა ც ნ ე
წამოსვლა გიბრძანეს შენ სტრატეგოსებმა
სასწრაფოდ, ახლავე. ჯარიც წაიყვანე;
1075 ზვავში ხეობები უნდა გადაკეტოთ.
ამბავი მოვიდა, რომ ზედაშეებზე
თავს დაგვესხმებიან ბეოტიელები.
ლ ა მ ა ქ ე
ასი სტრატეგოსი უნდა გამარჯვებას?
საშინელებაა, ზეიმს არ გაცლიან!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
1080 ვაიმე არმიას, ომშილამაქეანს!
ლ ა მ ა ქ ე
ვაიმე უბედურს, ახლა შენც დამცინი!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
გინდა შეებრძოლო ოთხფრთა გერიონეს?
ლ ა მ ა ქ ე
ა¡ა¡,
როგორი ამბავი მაუწყა ამ მაცნემ!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ა¡ა¡ა¡, ამ შიკრიკს რა მოაქვს სიახლე?
შემოდის შ ი კ რ ი კ ი.
შ ი კ რ ი კ ი
ე¡, დიკეოპოლის!
– 89 –
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
რა მოხდა?
შ ი კ რ ი კ ი
1085 სადილზე
წამოდი სასწრაფოდ, დოქიც წამოიღე,
შენ ხომ დიონისეს ქურუმმა მოგიხმო.
იჩქარე, სადილი უკვე გვიანდება,
სხვა ყველაფერი კი გამზადებულია:
1090 საწოლი, მაგიდა, ბალიში, საგები,
გვირგვინ-მუშკ-ამბარი, ტკბილი, მეძავები,
კვერები, ნამცხვრები, ღვეზელი, ქერქები,
მოცეკვავეები და «ჰარმოდიოსი».
აჩქარდი, წამოდი.
ლ ა მ ა ქ ე
ვაი, მე უბედურს!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
1095 ჰო? ფარზე გორგონა ხომ გაქვს დახატული!
(მონას)
კარები დაკეტე, საჭმელი ჩამიწყონ.
ლ ა მ ა ქ ე
ე¡, ბიჭო, საველე ჩანთა მომიტანე!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ე¡, ბიჭო, კალათი აქ გამომიტანე!
მ ო ნ ე ბ ი ასრულებენ თავიანთი ბატონების ამ და შემდგომ ბრძანებებს.
ლ ა მ ა ქ ე
ბიჭო, მომიტანე ხახვი და მარილი!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
1100 თევზი შებოლილი! ხახვი მეზიზღება.
ლ ა მ ა ქ ე
ე¡, ბიჭო, ფოთოლში თევზი შემიხვიე!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
მეც, ბიჭო, ფოთოლში – ხორცი, ერბოკვერცხი!
– 90 –
ლ ა მ ა ქ ე
ე¡, მუზარადისთვის ფრთები მომიტანე!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ფრთებზე გამახსენდა: შაშვი და ქედანი!
ლ ა მ ა ქ ე
1105 თეთრი და ლამაზი ფრთა აქვს სირაქლემას.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ქედანს კი ხორცი აქვს ნაზი, მოწითალო.
ლ ა მ ა ქ ე
თავი დაანებე, კაცო, ჩემს საჭურველს!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
თავი დაანებე შაშვს, ნუღარ უყურებ!
ლ ა მ ა ქ ე
ჯიღა და შალითა! სწრაფად მოიტანე!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
1110 თეფშზე დამიჭერი კურდღელი! საჩქაროდ!
ლ ა მ ა ქ ე
ეს რაა, რწყილებმა შეჭამეს ჯიღები?
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
(თეფშს დაჰყურებს)
ეს რაა, სადილსაც აღარ დავუცადო?
ლ ა მ ა ქ ე
(დიკეოპოლისს)
იქნებ შეგეწყვიტა ჩემთან ლაპარაკი!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
შენ ვინ გეუბნება? მონასთან ვკამათობ.
(მონას)
1115 გინდა, სანაძლეო დავდოთ და ლამაქეს
ვკითხოთ: რა სჯობია, შაშვი თუ კალია?
ლ ა მ ა ქ ე
ვაჰ! როგორ დამცინი?!
– 91 –
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
(მონას)
ამბობს, კალიაო.
ლ ა მ ა ქ ე
შუბი ჩამოხსენი, ბიჭო, მოიტანე!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ძეხვი ჩამოხსენი, ბიჭო, მოიტანე!
ლ ა მ ა ქ ე
1120 აბა, შალითიდან უნდა ამოვიღოთ.
მიდი, დაექაჩე!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
(მონას ძეხვს აწვდის)
შენაც დაექაჩე!
ლ ა მ ა ქ ე
ბიჭო, მომიტანე ფარის დასადგამი!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
შენ, ბიჭო, ღუმელი! მუცლის დასადგამი!
ლ ა მ ა ქ ე
მრგვალ ფარს ვერ მოიტან, ბიჭო, გორგონიანს?!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
1125 ე¡, ბიჭო, სად არის მრგვალი ხაჭაპური?!
ლ ა მ ა ქ ე
ეს ახლა დაცინვა არ არის? რას იტყვით?
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ეს რა, ხაჭაპური არ არის? რას იტყვით?
ლ ა მ ა ქ ე
(მონას)
შენ ზეთი დაასხი!
(მონა ფარს ზეთს ასხამს)
სპილენძზე გამოჩნდა
მშიშარა მოხუცი, დასჯის ეშინია.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
– 92 –
(მონას)
შენ თაფლი დამისხი!
(თაფლიან ჯამს ჩაჰყურებს)
1130 აქაც ჩანს მოხუცი,
გორგონა-ლამაქე ფეხებზე ჰკიდია.
ლ ა მ ა ქ ე
ბიჭო, მომიტანე ჩემი საჭურველი!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ჩემი იარაღი – ჯამი ამოიღე!
ლ ა მ ა ქ ე
ამას ჩავიცვამ და მომხდურთ დავერევი!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
1135 ამას შევხრუპავ და სულ გადავირევი!
ლ ა მ ა ქ ე
შენ, ბიჭო, საგები ფარზე მიამაგრე!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ბიჭო, შენ სადილი კალათში ჩამიწყვე!
ლ ა მ ა ქ ე
ამ ჩანთას ავიღებ და მივალ ლაშქართან.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
მოვისხამ მოსასხამს და მივალ… სადილთან.
ლ ა მ ა ქ ე
1140 შენ, ბიჭო, აიღე ფარი და იარე.
როგორ თოვს! ოჰ, ამის… ზამთრის ამინდია.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
აიღე საჭმელი. ღვინის ამინდია.
სხვადასხვა მხარეს გადიან ლ ა მ ა ქ ე და დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი.
კ ო რ ი ფ ე ო ს ი
მაშ, გაიხარეთ თქვენს ლაშქრობებში;
რა განსხვავებულ გზებს დაადექით!
1145 ეს რომ ნადიმზე მიდის გვირგვინით,
– 93 –
ის – გაყინული დაიცავს საზღვარს.
ეს მიუწვება
გაზაფხულივით გაფურჩქნილ გოგოს,
ერთი ადგილიც დაესრისება.
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
1150 სტრ. ანტიმაქეს, «წვეთის» ძეს, ვითომ პოეტს
და უნიჭო «ხელმძღვანელს», –
ბევრი რომ არ ვიტიტინო, – დაღუპავდნენ ღმერთები!
1155 ქორეგოსი იყო, ჰოდა ლენეებზე სულ მშიერი დამტოვა!
ო, მანახა, მოეთხოვოს
შებრაწული ქაშაყი და
წამოწოლილს პირზე ნერწყვი მოსდგომოდეს;
ხომალდივით შემოსული თევზი
1160 მისთვის უცებ მოეტაცოს ქოფაკს!
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
ანტ. ეს ცოტაა მაგისთვის. სხვა სიავეც მოუვიდეს საღამოს.
ეჯირითოს მთელი დღე და ბრუნდებოდეს დაღლილი.
შეხვედროდეს გალეშილი ორესტე და ქვა ჩაერტყას გოგრაში!
ქვის აღება დააპიროს,
სიბნელეში ქვის მაგივრად
1170 კარგი ფუნა მოენახოს, სულ ახალი;
მოისროლოს ეს ძვირფასი ლოდი,
იმას აცდეს და კრატინეს მოხვდეს!
მეათე ეპისოდიონი
შემორბის შ ი კ რ ი კ ი.
შ ი კ რ ი კ ი
მონებო, რომლებიც ლამაქეს სახლში ხართ,
1175 წყალი გააცხელეთ ახლავე ქოთანში,
ტილო მოიტანეთ, საცხი გაამზადეთ,
სადმე გამოძებნეთ ბანდი კოჭისათვის.
კაცი დაჭრილია, – თხრილზე რომ გადახტა,
მარგილი შეერჭო, კოჭიც ამოიგდო;
1180 მერმე წაიქცა და თავიც გაიტეხა,
მრისხანე გორგონა წამოხტა ფარიდან.
როცა მუზარადიც დაეცა ლოდებზე,
– 94 –
ვეღარ მოითმინა და ხმა ამოიღო:
«ო! უკანასკნელად გიყურებ, სინათლევ,
1185 გტოვებ და მივდივარ. უკვე აღარა ვარ!»
ეს თქვა და უმალვე არხში გადაეშვა.
კვლავ წამოიმართა, მომხდურთ გზა მოუჭრა,
შუბით დაედევნა და ააწიოკა.
გამოჩნდა თვითონაც. გააღეთ კარები!
კოჭლობით შემოდის ლ ა მ ა ქ ე; ორ ჯარისკაცს ეყრდნობა.
ექსოდოსი
ლ ა მ ა ქ ე
1190 ატატა¡, ატატა¡!
ვაი, რა საშინლად მტკივა მე უბედურს!
ვკვდები მეტოქეთა შუბით განგმირული.
1095 ამაზე უფრო სატირალი საქმეც მომივა,
დიკეოპოლისს თუ დავენახე ასე დაჭრილი, –
დამცინებს უთუოდ.
შემოდიან დიკეოპოლისი და ორი მეძავი.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ატატა¡, ატატა¡!
კომშივით მკვრივი და მრგვალია ეს მკერდი!
1200 ნაზად მეამბორე, ოქროვ, საყვარელო!
ვნებიანად ჩამეკონე ტუჩებში, –
თასის დაცლა დაგასწარი, მეკუთვნის!
ლ ა მ ა ქ ე
რა დაწყევლილი ვარ, რა უბედური ვარ!
1205 ვაი, ჩემო ტკივილო და ჭრილობავ!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
გამარჯობა, ცხენოსანო ლამაქე!
ლ ა მ ა ქ ე
ვიტანჯები!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
(პირველ მეძავს)
რატომ მკოცნი?
– 95 –
ლ ა მ ა ქ ე
ვეწამები!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
(მეორე მეძავს)
რატომ მკბენ?
ლ ა მ ა ქ ე
1210 მე უბედურს ბრძოლა ძვირად დამიჯდა!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
რა, გადასახადი დაწესდა ზეიმზე?
ლ ა მ ა ქ ე
ვა¡ვა¡, პეან, პეან!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
დღეს რომ აპოლონის ზეიმი არ არის?
ლ ა მ ა ქ ე
(ჯარისკაცებს)
მომკიდეთ, ფეხებზე მომკიდეთ ხელები!
1215 ასე წამიყვანეთ!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
(მეძავებს)
მომკიდეთ, ამაზე მომკიდეთ ხელები!
ასე წამიყვანეთ!
ლ ა მ ა ქ ე
თავი რომ მივარტყი, ვერაფერს ვერ ვხედავ,
თავბრუ მეხვევა.
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
1220 მე ქალის სურვილით გადარეული ვარ,
თავბრუ მეხვევა.
ლ ა მ ა ქ ე
სწრაფად წამიყვანეთ ახლა პიტალესთან,
მის ხელებს მიმანდეთ!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
ლოთებთან მივდივართ! ვინ არის თამადა?
– 96 –
1225 მომეცით ტიკი!
ლ ა მ ა ქ ე
ო, შუბის წვერმა სასტიკად გადამილეწა ძვლები!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
წვეთიც არ დარჩა ამ ჯამში. მე გამიმარჯოს ახლა!
გ უ ნ დ ი
შენ გაგიმარჯოს, ბებერო! შენ გაგიმარჯოს, ყოჩაღ!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
სუფთა ღვინოა, იცოდეთ. დავცალე ერთი მოსმით!
გ უ ნ დ ი
1230 მართლაც ვაჟკაცი ყოფილხარ! ნაღდად გეკუთვნის ტიკი!
დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი
უკან მომყევით სიმღერით: «ვაშა, ბებერო, ვაშა!»
გ უ ნ დ ი
მაშ, გამოგყვებით სიმღერით:
«ვაშა, ბებერო, ვაშა!»
გიმღერით შენ და შენს ტიკს.
მ ხ ე დ რ ე ბ ი
მოქმედნი პირნი
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი.
დ ე მ ო ს ი ს მ ო ნ ე ბ ი.
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი.
მ ე ძ ე ხ ვ ე ა გ ო რ ა კ რ ი ტ ო ს ი.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი, დემოსის მსახური.
მ ხ ე დ ა რ თ ა გუნდი.
დ ე მ ო ს ი, ათენელი ხალხი.
მოქმედება მიმდინარეობს დემოსის სახლის წინ;
სახლი მოთავსებულია ორქესტრას სიღრმეში.
პროლოგი
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი (ათენელი მხედართმთავრის, დემოსთენეს ნიღბით)
გამორბის სახლიდან.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
ვაიმე უბედურს, ვაიმე, ვაიმე!
დაღუპეთ, ღმერთებო, ახალშეძენილი
პაფლაგონელი და მისი განზრახვები!
სახლიდან გამორბის მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი (მხედართმთავარ ნიკიას ნიღბით).
რაც ეს უკეთური სახლში შემოგვეჭრა,
5 დაოსებულნი ვართ ცემით მსახურები.
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
პაფლაგონელთაგან პირველი მოისპოს
თავისი ხრიკებით!
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
როგორ ხარ, საბრალოვ?
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
ცუდად ვარ, შენსავით.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
აქ მოდი, ორივემ
ერთად ვიქვითინოთ ოლიმპესებურად.
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
(ერთად სლუკუნებენ)
10 მუმუმუ, მუმუმუ, მუმუმუ, მუმუმუ.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
ნეტავ რას ვკრუსუნებთ ორივე ამაოდ?
ტირილს არ აჯობებს, რამე ხსნა ვეძებოთ?
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
და რა გზას დავადგეთ?
– 99 –
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
შენ თქვი.
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
შენ მითხარი,
რომ არ გეკამათო.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
მე არ შემიძლია,
15 ჯერ შენ გაბედე და მეც ვიტყვი შენს შემდეგ.
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
17 მხნეობა არ მყოფნის. როგორ შეიძლება
18 ამის გამოხატვა ევრიპ-იდეურად? –
19 «რად არ მეუბნები, რაც მე მაქვს სათქმელი?»
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
16 არ გინდა, არ გინდა! ნუ გაამჟაუნებ!
20 რამე მოიფიქრე, ბატონს რომ დავუძვრეთ.
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
აბა, თქვი: «და-ვი-დეთ», ასე, მიყოლებით.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
ჰო, ვიტყვი: «და-ვი-დეთ».
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
ახლა მიუმატე:
«მტერ-თან-გა».
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
«მტერ-თან-გა».
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
ძალიან კარგია.
თითქოს ხელს იქნევდე, ისე მიაყოლე:
«და-ვი-დეთ», «მტერ-თან-გა»…
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
25 «და-ვი-დეთ-მტერ-თან-გა-
და-ვი-დეთ-მტერ-თან-გა»… «მტერთან გადავიდეთ».
– 100 –
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
კარგია?
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
ზევსს ვფიცავ! მაგრამ მეშინია,
ტყავი არ გადაგვძვრეს.
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
თქვი, რატომ გგონია!
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
როცა ხელს იქნევენ, ტყავი ხომ გა-და-დის?!
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
30 ასეთ გასაჭირში ყველაფერს აჯობებს,
მუხლი მოვიყაროთ ღმერთების კერპებთან.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
რაო? კერპებთანო? შენ რა, გწამს ღმერთები?
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
ნამდვილად.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
და ამას როგორ ასაბუთებ?
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
«ღმერთი მემტერება» – საბუთი არ არის?
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
35 კარგად დამარწმუნე. სხვა რამე მოვძებნოთ.
გინდა, ყველაფერი ვუთხრათ მაყურებლებს?
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
ცუდი არ იქნება. ერთი კი მოვთხოვოთ:
სახეზე დაეტყოს სუყველას აშკარად,
თუ მოეწონება სიტყვა და თამაში.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
40 მაშ, ვიწყებ მოყოლას: ბატონად გვყავს ერთი
ტეტია მოხუცი, ლობიოს მოყვარე,
ანჩხლი, ფხუკიანი, გამოყრუებული
დემოსი, პნიქსის ძე… ახალმთვარეობას
– 101 –
იყიდა ბებერმა ეს პაფლაგონელი –
45 ცბიერი მეტყავე, ცილისმწამებელი.
მოხუცის ხასიათს ალღო რომ აუღო,
ჩვენს ბატონს შეუძვრა ტყავპაფლაგონელი,
დაუწყო ფერება, ლიქნა და ლაქუცი,
თავბრუ დაახვია, ისე ელაქლაქა:
50 «დემოს, გაარჩიე საქმე ერთადერთი,
მერე დაიბანე, მიირთვი, მიიღე
შენი ტრიობოლი. ვახშამი მოგართვა?»
თუ ჩვენ გავამზადეთ რაიმე, მოგვტაცებს
და ბატონს მიართმევს ის, პაფლაგონელი.
55 პილოსში მოვზილე ცომი ლაკონური,
ის კი მომეპარა, მზაკვრულად მომტაცა,
მისად გაასაღა ჩემი მოზელილი!
ჩვენ გვაგდებს, სულ გვიშლის, ბატონს ვემსახუროთ;
როცა ის სადილობს, გვერდით დაუდგება
60 და ტყავის… გვირგვინით უფრთხობს… ორატორებს.
ორაკულს უმღერის, აოგნებს ბერიკაცს.
სულ რომ გააშტერა, მიმართა ხვანჯების
მისეულ ხელობას: მსახურებს აშკარად
ცილს გვწამებს, ჩვენც გვიწევს ხშირ-ხშირად მიტყეპვა.
65 ყველანი დაგვტანჯა, ბრალს გვდებს და გვაწამებს,
საჩუქრებს თხოულობს, ასე გვეუბნება:
«ვერ ხედავთ, ჰილასი რომ გავამათრახე?
თუ არ დამიჯერებთ, ხვალვე სულს ამოგხდით».
ჩვენც ვაძლევთ. არ მისცემ და განრისხებული
მოხუცი გაგთელავს, რვაგზის გაზღვევინებს.
(მეორე მსახურს)
ახლა კი ავჩქარდეთ, უნდა მოვიფიქროთ,
თუ რა გზას დავადგეთ, ვის უნდა მივმართოთ.
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
ყველაფერს აჯობებს, «და-ვი-დეთ», ძვირფასო.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
მაგრამ პაფლაგონელს რას გამოაპარებ!
75 ყველაფერს არ ხედავს? ცალ ფეხს რომ პილოსში
დაადგამს, მეორე აქ უდგას, კრებაზე.
ისე აქვს გადგმული ნაბიჯი, რომ ხელებს
– 102 –
ეტოლიელები ხედავენ, უკანალს –
ქაონიელები, ტვინს – კლოპიდელები.
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
80 ყველაფერს აჯობებს, მოვკვდეთ.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
ეს არ კმარა,
ყველაზე გმირულად უნდა აღვესრულოთ.
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
ყველაზე გმირული სიკვდილი იქნება,
ხარის სისხლს თუ დავლევთ და იმით მოვკვდებით.
ისე აღვესრულოთ, როგორც თემისტოკლე.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
85 სჯობს, სუფთა ღვინოთი დავლოცოთ ღვთაება,
იქნება, რაიმე ბრძნული გვაპოვნინოს.
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
სუფთა ღვინოთიო?! შენ ხომ სულ სმა გახსოვს!
რომ გაილეშები, ჭკუას სულ დაკარგავ!
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
შენ წყალს სცემ პატივს და წყალს ნაყავ ამიტომ.
90 როგორ გამიბედე, ღვინო გამილანძღე?!
სხვა რაა ღვინოზე უფრო პრაქტიკული?
ვინც სვამს, ის მდიდრდება, წარმატებას აღწევს,
სასამართლოშიაც მუდამ ის იმარჯვებს,
სხვებსაც ეხმარება, ცხოვრობს ბედნიერად.
95 აბა, გაიქეცი, ღვინო მომიტანე,
გონებას დავიწმენდ, რამეს მოვიფიქრებ.
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
ვაიმე, სადამდე მიგიყვანს შენი სმა?
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
რაიმე კარგამდე. მიდი, მოიტანე!
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი სახლში შედის.
მე კი წამოვწვები, გავიტრიტები და
100 დავაფრქვევ რჩევუკებს, აზრუკებს, განსჯუკებს.
– 103 –
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
(ბრუნდება ღვინის ჩაფითა და თასით)
გადავრჩი! ვერავინ ვერ მნახა, იმგვარად
ავწაპნე.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
რას შვრება იქ პაფლაგონელი?
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
ოჰ! ჩამორთმეული საჭმლით გამომსკდარა,
ტყავში გახვეულა და ხვრინავს თავისთვის.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
105 ახლა კი მოდი და ამივსე ეს თასი!
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
აბა, წაუქციე ზედაშე ღვთაებას!
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
შესვი პრამნიოსის ღვთაების სასმელი.
(თასს გამოცლის)
ეს შენ მოიფიქრე, კეთილო ღვთაებავ.
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
მითხარი, რა არის?
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
ჩქარა, ორაკული,
110 მოპარე იმას და აქ მოარბენინე,
სანამ გაიღვიძებს.
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
მაინც მეშინია,
ეგ შენი ღვთაება ავი არ აღმოჩნდეს.
(მიდის.)
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
ამ ჩაფს აქ დავიდგამ, ერთს კიდევ მოვსვამ და
გონებას დავიწმენდ, რამეს მოვიფიქრებ.
– 104 –
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
(ბრუნდება)
115 იქ პაფლაგონელი ხვრინავს და ბუყბუყებს…
წმინდა ორაკული მოვპარე, რომელსაც
სულ დაჰკანკალებდა.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
ჭკუის კოლოფი ხარ!
მომე, წავიკითხო…
(თვალებით კითხულობს)
დამისხი, დავლიო,
აბა დააჩქარე. რაო, რა წერია?!
120 რა ორაკულია! მომეცი სასმისი!
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
შესვი. რა წერია?
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
დამისხი მეორეც.
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
იქ ასე წერია, «დამისხი მეორეც»?
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
ო, ბაკის!
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
რა მოხდა?
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
მომეცი სასმისი.
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
ბაკისი, ეტყობა, წრუპავს გვარიანად.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
125 ო, პაფლაგონელო, ამიტომ მალავდი!
ამის გეშინოდა, შენზეა…
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
რა არის?
– 105 –
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
აი, აქ წერია, რომ დაიღუპება.
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
ეს როგორ?
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
როგორ და – აქ ნათლად წერია,
რომ ჯერ გაიმარჯვებს ძენძით მოვაჭრე და
130 იგი ჩაუდგება ქალაქს სათავეში.
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
ეს ერთი ვაჭარი. ამას ვინ მოჰყვება!
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
მეორე იქნება ცხვრებით მოვაჭრეო.
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
ეს ორი ვაჭარი. მერე რა მოხდება?
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
ამის მმართველობას ბოლოს მოუღებსო
135 უფრო საზიზღარი ვინმე, გაიმარჯვებს
პაფლაგონელიო, ტყავებით მოვაჭრე
დიდი მტაცებელი, საშინელხმიანი.
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
მაშ, ცხვრებით მოვაჭრე ტყავებით მოვაჭრის
ხელით იღუპება?
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
ზევსს ვფიცავ!
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
ვაიმე!
140 და მეტი არ არის არავინ, ვაჭარი?
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
არის. უცნაური ხელობის კაცია.
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
ვინ არის, მითხარი!
– 106 –
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
უნდა ვთქვა?
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
ზევსს ვფიცავ…
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
მას ვინც დაამარცხებს, მეძეხვე იქნება.
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
ვფიცავ პოსეიდონს, კარგი ხელობაა!
145 მერედა, სად უნდა ვიპოვოთ ეს კაცი?
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
ვეძებოთ.
(ირგვლივ მიმოიხედავს.)
შეხედე! აქეთ მობრძანდება,
თითქოსდა განგებით! უბედნიერესო
მეძეხვევ, აქეთკენ წამოდი, ძვირფასო,
შენ უნდა დაგვიხსნა ჩვენცა და ქალაქიც.
მ ე ძ ე ხ ვ ე
რა მოხდა? ვინ მიხმობს?
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
150 აქ მოდი, გაიგე,
როგორ გაგიმართლა და გაბედნიერდი.
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
(პირველ მსახურს)
ემაგ ხონჩისაგან გაათავისუფლე,
კარგად აუხსენი ღმერთის ორაკული;
მე წავალ, დავხედავ იქ ჩვენს პაფლაგონელს.
(გადის.)
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
155 ჯერ მაგ ტვირთისაგან განთავისუფლდი და
მერმე ეთაყვანე ღმერთებს, დედამიწას.
მ ე ძ ე ხ ვ ე
რა იყო? რა მოხდა?
– 107 –
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
ნეტარო, მდიდარო,
ახლა – არაფერო, ხვალ კი – ყველაფერო!
ო, შენ, ბედნიერი ათენის მეუფევ!
მ ე ძ ე ხ ვ ე
160 მაცალე, ძვირფასო, შიგნეულს გავრეცხავ,
ძეხვსაც გავასაღებ… ნეტავ, რას დამცინი?!
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
შიგნეულს, სულელო?! აქეთ გაიხედე!
(მაყურებელზე მიუთითებს)
თუ ხედავ ამ რიგებს ხალხისა?
მ ე ძ ე ხ ვ ე
კი ვხედავ.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
ამათი ყველასი მეუფე იქნები:
165 პნიქსის, აგორასი და ნავსადგურისაც.
საბჭოს გადათელავ, ყველას დაიმონებ;
პრიტანიონში კი… გოგოებს მიიყვან.
მ ე ძ ე ხ ვ ე
მე?
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
შენ, რა თქმა უნდა! ეს კიდევ რა არის!
ხონჩაზე აძვერი და მიმოიხედე,
170 ირგვლივ მიმოფანტულ კუნძულებს თუ ხედავ?
მ ე ძ ე ხ ვ ე
ვხედავ.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
მეტს არაფერს? სავაჭრო ხომალდებს?
მ ე ძ ე ხ ვ ე
მაგათაც.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
მერედა, სულ არ გიხარია?
– 108 –
მარჯვენა თვალით რომ კარიას გახედავ,
ნათლად დაინახავს კართაგენს მარცხენა.
მ ე ძ ე ხ ვ ე
175 თვალების ტრიალით «გავბედნიერდები»?
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
შენი გასაყიდი არის ყველაფერი.
ამბობს ორაკული, რომ შენ უდიდესი
კაცი შეიქნები.
მ ე ძ ე ხ ვ ე
მითხარი, მეძეხვე
როგორ შევიქნები «კაცი უდიდესი»?
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
180 სწორედ მაგიტომაც მიაღწევ დიდებას,
მეძეხვე, წამხდარი, თავხედი რომა ხარ.
მ ე ძ ე ხ ვ ე
და ძალაუფლების ღირსი რომ არა ვარ?
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
შენ რატომ გგონია, რომ ღირსი არა ხარ?
185 რა თავმდაბლობაა?! თუ კეთილშობილი
მშობლების შვილი ხარ?
მ ე ძ ე ხ ვ ე
ღმერთებს გეფიცები,
მხოლოდ უღირსების.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
უბედნიერესო!
მაგით შენ, იცოდე, დიდად იხეირებ.
მ ე ძ ე ხ ვ ე
მაგრამ მე, ძვირფასო, სულ არ მისწავლია –
ვიცი წერა-კითხვა, და ისიც საძაგლად.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
190 მაგ ნაკლის შესახებ არც უნდა მცოდნოდა!
ხალხზე ბატონობას არც განათლებული,
არც პატიოსანი კაცი არ სჭირდება,
– 109 –
მხოლოდ – უმეცარი და უსაზიზღრესი.
მაშ, გამოიყენე ღმერთის ორაკული.
მ ე ძ ე ხ ვ ე
195 რაო, რა წერია?
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
ღმერთებს გეფიცები,
რთული და ბრძნულია მისი გამოცანა:
«როცა კი დაითრევს ბრჭყალებდაგრეხილი არწივი ტყავისა
თავისი ნისკარტით გამოყეყეჩებულ, სისხლისმსმელ
გველეშაპს,
უმალ დაიქცევა პაფლაგონიური ნახარში ნივრისა,
200 კუპატის გამყიდველთ მიაგებს უფალი უდიდეს დიდებას,
თუ დათანხმდებიან და შეელევიან ძეხვებით ვაჭრობას.
მ ე ძ ე ხ ვ ე
მე რა შუაში ვარ? ესეც ამიხსენი.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
ტყავის არწივი ხომ პაფლაგონელია!
მ ე ძ ე ხ ვ ე
«ბრჭყალებდაგრეხილი»?
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
იმას მიუთითებს,
205 რომ მისატაცებლად მზადა აქვს ხელები.
მ ე ძ ე ხ ვ ე
ხოლო «გველეშაპი?»
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
ეს სულ ნათელია.
ჯერ ხომ გველეშაპი ძეხვივით გრძელია,
და მერეც – ორივე ხომ «სისხლისმსმელია».
არწივს გველეშაპი ნაღდად დაამარცხებს,
210 თუკი მის სიტყვებზე არ წამოეგება.
მ ე ძ ე ხ ვ ე
მომწონს ორაკული, ოღონდ ვერ გავიგე,
ხალხს როგორ წავუძღვე, მე რა შემიძლია?!
– 110 –
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
ძალზე იოლია. რასაც აკეთებდი,
ისევ ის აკეთე: კარგად გამოშიგნე
215 საქმე, აამღვრიე და მზარეულივით
დაშაქრულ სიტყვებით დაატკბე დემოსი.
დემაგოგობისთვის რაც არის საჭირო,
შენ ყველაფერი გაქვს: ეს ხმა საშინელი,
ბაზრული აღზრდა და ცუდი წარმოშობა,
220 პითიაც მხარს გიჭერს, ყველა ორაკულიც,
გვირგვინი აიღე, დალოცე… სიბრიყვე,
ემზადე ბრძოლისთვის.
მ ე ძ ე ხ ვ ე
ჩემი მოკავშირე
ვინღა შეიქნება? მდიდრები ძრწიან და
ღარიბებს მაგათი შიშით ეპარებათ.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
225 ხომ არის ათასი მხედარი, ისინი
მაგ კაცს ვერ იტანენ; მოქალაქეებშიც,
ვინც ღირსეულია, ან მაყურებლებში,
ვინც წესიერია – ყველა მოგემხრობა.
მეც შენთან ვიქნები, ღმერთიც შეგვეწევა.
230 ნუ შიშობ, არ არის აქ მიმსგავსებულიც,
შიშისგან ვერავინ გაბედა მაგისთვის
ნიღბის დამგვანება… და მაინც სუყველა
მიხვდება, ვინც არის, – ხალხი ჭკვიანია.
მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი
(სახლიდან ყვირის)
ვაიმე, გამოდის ის, პაფლაგონელი!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
(შემოდის ორქესტრაზე)
235 თორმეტ ღმერთს ვფიცავარ, თქვენ ვერ გაიხარებთ,
დემოსის ზურგსუკან პირი რომ შეჰკარით.
(შეამჩნევს თასს, რომლითაც პირველი მსახური სვამდა)
აქ ვინ მოიტანა თასი ქალკისური?
მაშ, გინდათ, ქალკისიც მტერთან გადავიდეს?
დაგღუპავთ, დაგხოცავთ, უსაზიზღრესებო!
– 111 –
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
(მეძეხვეს)
240 შენ საით გარბიხარ? ო, კეთილშობილო
მეძეხვევ! ქალაქის საქმეს უღალატე?!
ე¡, მხედრებო, მოდით მალე, დროა უკვე, გამოჩნდით!
აბა, სიმონ, პანეტიოს, შეუტიეთ მარჯვნიდან!
(მეძეხვეს)
ხალხი მოდის, დაგვიბრუნდი, მოემზადე ბრძოლისთვის!
245 მტვრის ღრუბელი მოახლოვდა, სადღაც აქვე არიან.
მტკიცედ დადექ, შეებრძოლე, დაედევნე, აოტე!
შემორბის მ ხ ე დ რ ე ბ ი ს გ უ ნ დ ი.
პაროდოსი
კ ო რ ი ფ ე ო ს ი
სცემე, სცემე ამ თაღლით კაცს, ამ მწვალებელს მხედრების!
მჩაგვრელია, მტაცებლობის უფსკრული და მორევი!
თაღლითია, ჰო, თაღლითი, კიდევ ვიტყვი, ათასჯერ!
250 საკუთარი თაღლითობა დაგვანახა მრავალგზის!
ურტყი, ურტყი, დაედევნე, შეანჯღრიე, მიბეგვე,
არ დაინდო, ჩვენ მოგვყევი, შეუტიე ყვირილით
და უყურე, არ გაგექცეს, კარგად იცის ყველა გზა,
ქატოსაკენ გაიქცევა, როგორც ერთ დროს ევკრატე.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
255 ო, მოხუცნო, ო, მსაჯულნო, ტრიობოლის ძმობილნო,
თქვენ, ვის გამოც არც სიმართლეს, არც ტყუილს
გავურბოდი,
მომეშველეთ, დამეხმარეთ, პირი შეკრეს, მირტყამენ!
კ ო რ ი ფ ე ო ს ი
სწორიც არის, საზოგადო ქონება რომ შეჭამე,
სუყველას რომ ხელს ჰკიდებდი, ამოწმებდი ლეღვივით,
260 თუ ვინ იყო მათგან ნედლი, მკვახე ან მოწეული…
264 ამოწმებდი – როგორია, ბატკანივით ალალი,
265 უანგარო, უბოროტო, ღარიბი თუ მდიდარი;
261 უწყინარი, დოყლაპია თუ გამოერეოდა,
262 ქერსონესშიც ყოფილიყო, აქ მოაყვანინებდი,
263 ზურგით შეაბრუნებდი და ზედ შემოაჯდებოდი.
– 112 –
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
266 თქვენც მაქციეთ ზურგი? განა თქვენ გამო არ მირტყამენ?
იმისათვის მცემენ ახლა, რომ ვისურვე, ქალაქში
თქვენი სიმამაცისათვის რამე ძეგლი დაგვედგა.
კ ო რ ი ფ ე ო ს ი
ეს თაღლითი, ყალთაბანდი! ნახე, როგორ პირფერობს!
270 ჰგონია, რომ ბერიკაცებს გაგვაცურებს იოლად!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
273 ო, ქალაქო! ვაი, დემოს! ჩამინგრიე მუცელი!
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
274 კიდევ ყვირი?! – თავდაყირა დააყენე ქალაქი!
მ ე ძ ე ხ ვ ე
(მუშტს იქნევს)
271 მაგაში თუ გაიმარჯვა, ამით გაილახება!
272 გამოძრომას თუ ეცდება, ფეხსაც ავამუშავებ!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
275 ახლა ისე დავიყვირებ, გამეცლები უმალვე.
კ ო რ ი ფ ე ო ს ი
(პაფლაგონელს)
ყვირილით თუ გაიმარჯვებ, ვაშას შემოგიძახებთ,
თავხედობით თუ გაჯობეს, თაფლისკვერი ჩვენია!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
(მეძეხვეზე მიუთითებს)
დაიჭირეთ მოღალატე! მოგახსენებთ, ეს კაცი
პელოპონესს ამარაგებს ჩვენებური… წვნიანით.
მ ე ძ ე ხ ვ ე
280 ზევსს ვფიცავ, მეც ბრალს ვდებ ამ კაცს, ცარიელი კუჭით რომ
მირბის პრიტანიონში და სავსეთი კი ბრუნდება.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
ყველაფერი: პური, ხორცი, თევზი მოაქვს იქიდან,
ამის ნება პერიკლესაც არ ჰქონია არასდროს.
– 113 –
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
(ყვირის)
ამწუთასვე ჩაგაძაღლებთ!
მ ე ძ ე ხ ვ ე
სამმაგი ხმით დავიყვირებ!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
გადავფარავ შენს ხმას მაინც!
მ ე ძ ე ხ ვ ე
უარესად დავიბღავლებ!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
სტრატეგოსობ? – ცილს დაგწამებ!
მ ე ძ ე ხ ვ ე
ზურგს ძაღლივით აგიჭრელებ!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
290 ვერ მაჯობებ თავხედობით!
მ ე ძ ე ხ ვ ე
გადაგიჭრი გზებს, იცოდე!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
აბა, თვალი გამისწორე!
მ ე ძ ე ხ ვ ე
ბაზარში ვარ მეც გაზრდილი!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
გაგგლეჯ, ხმას თუ ამოიღებ!
მ ე ძ ე ხ ვ ე
295 გაგსვრი, კიდევ თუ ილაყბებ!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
მე ვიპარავ, შენ კი – არა!
მ ე ძ ე ხ ვ ე
მეც ვიპარავ, ვფიცავ ჰერმესს!
– 114 –
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
წამასწრეს და ცრუდ ვიფიცებ.
მ ე ძ ე ხ ვ ე
გეხერხება მითვისება.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
300 პრიტანებთან დაგაბეზღებ,
წმინდა ფაშვით რომ ვაჭრობდი
და მეათედს არ იხდიდი.
პირველი აგონი
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
სტრ.³ კადნიერებით, საძულველო, აავსე უკვე
305 ეს დედამიწაც, მთელი სახალხო კრებაც,
ჩანაწერებიც, სასამართლოც და ბაჟიც.
შენ ამოსვარე ლაფში მთელი ჩვენი ქალაქი
310 და აგვაჯანყე ჩვენაც.
შენ ხომ ჩვენი ათენიც კი დააყრუე ყვირილით,
გადასახადს უდარაჯებ, როგორც ძველი მეთევზე.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ვიცი, ვიცი, რახანია, ამგვარ საქმეს მიკერავთ.
მ ე ძ ე ხ ვ ე
315 კერვა შენი ხელობაა, ჩემი – ძეხვის შებოლვა.
გამოსჭრიდი უხარისხო ხარის ტყავს და მზაკვრულად
ვინმე უბირს დაიჭერდი, ერთ წყრთად მიასაღებდი,
ისიც ერთ დღეს იხმარდა და წყრთანახევარს გახდიდა.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
ზევსს ვფიცავ, მეც მაგან ასე გამიკეთა, რომ მნახეს
320 მეგობრებმა, ახლობლებმა, დაიხოცნენ სიცილით,
პერგასამდე ძლივს მივედი, გამეფლაშა წაღები.
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
თავიდანვე თავხედობით არ დაიწყე?
325 ეგ არ არის რიტორისთვის უმთავრესი?
შენც მაგაზე დაყრდნობილი მდიდარ სტუმრებს წველი და
შემოგყურებს ჰიპოდამეს ძე, ცრემლებით იხრჩობა.
– 115 –
მაგრამ ახლა სხვა გამოჩნდა, შენზე ბევრად
საზიზღარი, ის მომიტანს სიხარულს;
330 ცხადი არის, დაგამხობს და დაგამარცხებს ყველაფრით:
თაღლითობით, თავხედობით,
ეშმაკობით, სიცრუით.
კ ო რ ი ფ ე ო ს ი
შენ იმგვარად ხარ აღზრდილი, რომ ეკადრება ჩვენს დროს,
გვიჩვენე, სისულელე რომ არის სხვაგვარი აღზრდა.
მ ე ძ ე ხ ვ ე
335 ახლავე გეტყვით, ეს კაცი რა მოქალაქეც გახლავთ.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
დამაცლი?
მ ე ძ ე ხ ვ ე
არა! ნაკლები თაღლითი არ ვარ არც მე!
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
თუ არ გაჩუმდეს, უთხარი: «თაღლითი მყავდა მამაც!»
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ვიტყვი!
მ ე ძ ე ხ ვ ე
არ იტყვი!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ზევსს ვფიცავ…
მ ე ძ ე ხ ვ ე
მე პოსეიდონს ვფიცავ,
პირველ სიტყვასაც ვიტყვი და ჩხუბსაც დავიწყებ, ვატყობ.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
340 გავიფხრიწები ბოღმისგან.
მ ე ძ ე ხ ვ ე
მაინც არ მოგცემ ნებას.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
მიეცი ნება, მიეცი, გაიფხრიწოს და იყოს.
– 116 –
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
თავხედო, როგორ მიბედავ, როგორ მიბრუნებ ენას?!
მ ე ძ ე ხ ვ ე
ენა? – კარგია ქონდარში… კარგად თუ მიჭრის, რა ვქნა?
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ენა კი გიჭრის, საქმეს კი თავს ვერ მოაბამ ისე,
345 თუ ცოცხლად გამოშიგნული არ ჩაგაბარეს ხელში.
შენნაირებიც გვინახავს, თავი დიდ ვინმედ მოგაქვთ,
მეტეკოსთან თუ მოიგებთ რამე პატარა პროცესს…
მანამდე ღამეს ათენებთ, იზუთხავთ, წყლის სმით კვდებით,
ახლობლებსა და მეგობრებს ხშირ-ხშირად ჰკითხავთ რჩევას,
350 გაიმარჯვებთ და ტრაბახობთ, ჩვენც რიტორები ვართო!
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
შენ რისი სმითღა კვდებოდი, მთელი ქალაქი ჩვენი
რომ დააყრუე ლაქლაქით, ჩააწყვეტინე ენა?
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ვის შემადარებთ, ვინა გყავთ? ცოტა მაცალეთ, ახლა
ცხელ თევზს დავურტყამ და მერე ზედ დავაყოლებ ღვინოს,
355 პილოსელ მხედართმთავრებს კი შემოვაჯდები კარგად.
მ ე ძ ე ხ ვ ე
მე ხარის კუჭმაჭს მივირთმევ, ღორის შიგნეულს შევჭამ,
ზედ დავაყოლებ მის ნახარშს, არც კი დავიბან ხელებს,
რიტორებს ისე მივდგები, ნიკიას შფოთში გავრევ.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
ერთი რამ არ მომეწონა, სხვა მხრივ კარგია სიტყვა,
360 საქმეთა მთელი ნახარში მარტომ რად უნდა შესვა?!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
თუ მიაძღები ქორჭილას, ვერც მილეტელებს დაძლევ.
მ ე ძ ე ხ ვ ე
ნეკნებს შევჭამ და მაღაროს ვიყიდი მერე ჩემთვის.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
საბჭოში რომ შევვარდები, ყველაფერს ავრევ ძალით.
– 117 –
მ ე ძ ე ხ ვ ე
ემაგ უკანალს ძეხვივით გამოგიტენი ახლა!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
365 ხელს ჩაგავლებ და მაგ თავით გაგატანინებ კარებს!
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
(პაფლაგონელს)
მეც, პოსეიდონს ვფიცავარ, მეც მიმაყოლე მაგას.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
რას დაგადებდი ბორკილებს!
მ ე ძ ე ხ ვ ე
ბრალს დაგდებ ლაჩრობისათვის.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ტყავს გადაგაძრობ მთლიანად!
მ ე ძ ე ხ ვ ე
370 შენს ტყავს ტომრებად შევკერავ!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
სულ მიგალურსმავ მიწაზე!
მ ე ძ ე ხ ვ ე
სულ ერთიანად დაგკეპავ!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ამოგიჯიჯგნი წამწამებს!
მ ე ძ ე ხ ვ ე
გამოგიღადრავ მაგ ჩიჩახვს!
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
375 ზევსს ვფიცავ, მზარეულივით
ხახაში ჩხირი ჩავუყოთ,
გადავუწიოთ ენა და
კარგად ჩავხედოთ სუყველამ,
სწორი ნაწლავი მოვძებნოთ
380 და შევისწავლოთ,
დაავადება არ ჰქონდეს.
– 118 –
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
ანტ. ³ არსებობს ქვეყნად ცეცხლზე უფრო მცხუნვარე რამეც
385 და უტიფარზე უტიფრესი სიტყვაც.
არც უბრალოა და არც იოლი საქმე,
მაგრამ მიდი და შეუტიე, ხელს ნუ დააკლებ!
შეპყრობილი გყავს უკვე.
თუ ახლავე დაეცემი და პირველი შეუტევ,
390 რა ლაჩარიც არს, ნახავ… ვიცნობ მაგის ხასიათს.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
ეგ ყოველთვის აქ იყო, მთელი მისი მოსწრება,
შეხედავ და კაცს ჰგავს, ოღონდ ყველაფერი სხვისი აქვს,
ახლაც სხვისი მოსავალი მოიწია, ნაყოფი
წამოიღო, შებორკა და ახმობს, სანამ გაყიდდეს.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
395 თქვენი სულ არ მეშინია, სანამ საბჭო არსებობს,
სანამ ბჭობს და საქმეს არჩევს ჭკუათხელი დემოსი.
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
ანტ. ³³ რა ურცხვია ყველაფერში, რა თავხედი!
ერთხელაც არ შეერხევა წარბი ტუტუცს!
400 თუ არ მძულდე, მე კრატინეს ქვეშაგები შევიქნე!
ან მორსიმეს ტრაგედიის სიმღერები მესწავლოს!
ყველაფერში ყველასაგან ქრთამს მოელი,
ფუტკარივით დაზუზუნებ «ყვავილებს»…
ლუკმა ისე დაგეკარგოს, როგორც გქონდა ნაშოვნი!
405 მხოლოდ ამას ვიმღერებდი:
«შესვი, შესვი ამ ამბისთვის!»
ულიოსის ძე, მოხუცი ზედამხედველი ხორბლის,
შემოსძახებდა პეანს და სიმღერას «ბაკქოს, ბაკქოს!»
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
თქვენ ვერ მაჯობებთ ურცხვობით, ო, პოსეიდონს ვფიცავ,
410 მაჯობებთ? – წილი არ მქონდეს ზევსისთვის მიძღვნილ
მსხვერპლში!
მ ე ძ ე ხ ვ ე
ვფიცავ იმ მუშტებს, რომლებიც ბავშვობიდანვე ბლომად
მე მომხვედრია; ძველ დარტყმებს და განაკაწრებს ვფიცავ,
– 119 –
გადაგაჭარბებ ურცხვობით, თვითონაც მხედავ, ალბათ,
ნაბიჭევით ვარ გაზრდილი და რამხელა ვარ მაინც!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
415 ნაბიჭევითო, ძაღლივით?! რაებს მიბედავ მერე
ძაღლის საკვებით გაზრდილი მე, ამოდენა ქოფაკს?!
მ ე ძ ე ხ ვ ე
ბავშვობიდანვე ასეთი ეშმაკის ფეხი ვიყავ,
მზარეულებთან მისვლისას ასე ვეტყოდი უმალ:
«გაზაფხულია, ბიჭებო, ერთი შეხედეთ მერცხალს!»
420 გაიხედავდნენ, ხორცისას მოვიპარავდი ნაჭერს.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
მოხერხებულო… «ნაჭერო», კარგად გიქნია, ბრძნულად:
ჭინჭარს რომ შეექცეოდი, სულ არ უცდიდი მერცხალს.
მ ე ძ ე ხ ვ ე
ამას ფარულად ვშვრებოდი, თუ დამიჭერდა ვინმე,
ხორცს ვიმალავდი ლაჯებში, ცრუდ ვიფიცებდი ღმერთებს;
425 ორატორთაგან ვიღაცამ დამინახა და ბრძანა:
«არ შეიძლება, ეს ბავშვი დემაგოგი არ გახდეს.»
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
მეც ვხვდები, რაზე შეგატყო – ორი ნიშანი მიეც:
ცრუდ იფიცებდი ღმერთებს და საჯდომშიც ხორცი გქონდა.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
(ორივეს ემუქრება)
მაგ სითამამეს განანებთ, შენაც განანებ, შენაც!
430 ამოვვარდები გრიგალი, ამოვვარდები ქარი,
ზღვას, დედამიწას, ყველაფერს გადაგიბრუნებთ ზათქით!
მ ე ძ ე ხ ვ ე
ქარით მაშინებ, გრიგალით? უცებ ჩამოვხსნი… ძეხვებს,
ზურგქარს მივყვები. შენ დაგრჩეს შენი «ზათქი» და ზარი.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
მე კი შენს ფსკერსაც მივხედავ, არ გაგეპაროს წყალი.
– 120 –
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
(მეძეხვეს)
435 ათენელებს რაც მოჰპარე, ხომ არ გგონია, შეგრჩეს,
ვფიცავ დემეტრეს…
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
(მეძეხვეს)
არიქა, ჩქარა მოუშვი თოკი,
ჩრდილოეთიდან დაჰბერა ცილისწამების ქარმა.
მ ე ძ ე ხ ვ ე
(პაფლაგონელს)
შენ თვითონ პოტიდეადან ათი ტალანტი არ გაქვს?
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
მერე რა? ერთი აიღე და დაშოშმინდი, გინდა?
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
(თავისთვის)
ასეთი კაცი აიღებს.
(მეძეხვეს)
440 აბა, მოვჭიმოთ აფრა,
ქარი დამცხრალა ცოტათი.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ოთხჯერ გიჩივლებ… ას-ას ტალანტად!
მ ე ძ ე ხ ვ ე
როგორც დეზერტირს ოცსა და
როგორც ქურდს – ათასს მოგთხოვენ.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
445 მეც ვიტყვი, შენიანებმა
რომ შეურაცხყვეს ქალღმერთი.
მ ე ძ ე ხ ვ ე
შენ შუბოსანი რომ გყავდა
ბაბუა?!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ვისი? – მითხარი!
მ ე ძ ე ხ ვ ე
– 121 –
ჰიპიას ცოლის, ტყავ…რინეს.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
450 შენ ცრუობ!
მ ე ძ ე ხ ვ ე
შენ კი თაღლითობ!
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
კარგად მიბეგვე!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ვაიმე!
პირი შეკრეს და მირტყამენ!
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
შეუბრალებლად უთაქე,
მუცელში ურტყი ეგ შენი
455 კუპატი, ძეხვი,
დასაჯე თავხედი!
კ ო რ ი ფ ე ო ს ი
(მეძეხვეს)
კეთილშობილო… «ნაჭერო», შენ მირჩევნიხარ ყველას,
გამოჩნდი ქალაქისა და მოქალაქეთა მხსნელი,
რა ბრძნულად, მოხერხებულად დაამარცხე ეგ სიტყვით.
460 სიხარულისგან არც ვიცით, როგორ შეგასხათ ხოტბა.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
დემეტრეს ვფიცავარ, აქამდეც ვუწყოდი,
საქმეს რომ მიწყობდით და ისიც ვიცოდი,
463 რასაც აწებებდით და აკოწიწებდით.
მ ე ძ ე ხ ვ ე
465 მეც არ მემალება, არგოსს რას აკეთებ.
თითქოს არგოსელებს დაუმეგობრდა და
467 ლაკონელებთან კი აქვს პირი შეკრული.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
464 რატომ მჭედელივით არ ეპასუხები?
მ ე ძ ე ხ ვ ე
468 ვიცი, საითკენაც უქშენს ეს საბერველს,
– 122 –
უნდა, რომ ტყვეები ჩასვას ბორკილებში.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
470 კარგია, «უქშინე», მაგან «აკოწიწოს!»
მ ე ძ ე ხ ვ ე
(დარბაზზე მიუთითებს)
ვიცი, რომ ამათგან ბევრი მას ტაშს უკრავს.
(პაფლაგონელს)
ჩემთვის სულ ერთია, გინდ ოქრო მომეცი,
გინდ ვერცხლი, ძმაკაცი ვინმე მომიგზავნე,
– მე მაინც ყველაფერს ვეტყვი ათენელებს.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
475 ახლავე საბჭოში მივალ, მოვახსენებ,
თქვენ რასაც აპირებთ, პირი რომ შეჰკარით,
ღამით რომ ქალაქში ყრილობებს აწყობდით,
მეფეს და მიდიას რომ უთანხმდებოდით,
ბეოტიელებს რომ ანდობდით ყველაფერს.
მ ე ძ ე ხ ვ ე
480 რამდენად ჰყიდიან ყველს ბეოტიაში?
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ჰერაკლეს ვფიცავარ, გაგჭიმავ ტყავივით!
(საბჭოში მიდის.)
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
ახლა კი, შენ იცი, გვაჩვენე სუყველას,
თუ რა შეგიძლია, თვითონ ხომ მოჰყევი,
ოდესღაც ხორცი რომ ლაჯებში შეიდე.
485 წადი, გაიქეცი ახლავე საბჭოში,
თორემ ის დაგასწრებს, მივა და უმალვე
ყველას ცილს დაგვწამებს, ყვირილსაც დაიწყებს.
მ ე ძ ე ხ ვ ე
მივდივარ, მაგრამ ჯერ, რაც თან მაქვს, ყველაფერს,
დანებს და შიგნეულს, აი, აქ დავაწყობ.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
490 მოიცა, აი ეს წაისვი კისერზე,
რომ მაგის მზაკვრობებს იოლად დაუძვრე.
– 123 –
მ ე ძ ე ხ ვ ე
ეს კარგად მითხარი, ძველი გიმნასტივით.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
(ნიორს აძლევს)
აი, ეს აიღე, შეჭამე.
მ ე ძ ე ხ ვ ე
ეს? რატომ?
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
ძალას მოგიმატებს, ძმობილო, ნიორი.
მაშ, სწრაფად… იჩქარე.
მ ე ძ ე ხ ვ ე
მივდივარ.
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
495 გახსოვდეს:
უკბინე, გაჭორე, ბიბილო მოსჭამე,
წვერი შეუსანსლე და ისე დაბრუნდი!
გადიან.
პარაბასისი
კ ო რ ი ფ ე ო ს ი
მაშ, ახლა წადი და გაიხარე.
ისე დასრულდეს სუყველაფერი,
500 როგორც მე მინდა, ზევსი გფარავდეს!
გაიმარჯვე და კვლავ დაგვიბრუნდი
ძლევამოსილი, გვირგვინოსანი.
(მაყურებელს)
ახლა კი ყური უნდა დაუგდოთ
ჩვენს ანაპესტებს,
505 მე თქვენ მოგმართავთ, ვინც ყოველნაირ
პოეზიაში ხართ გარკვეულნი.
თუ რომელიმე ძველი პოეტი კომედიისა დაგვავალებდა,
რომ სიტყვა გვეთქვა მაყურებლისთვის, ამას იოლად ვერ
მიაღწევდა.
მაგრამ ახლა კი ჩვენმა პოეტმა ამის უფლება დაიმსახურა –
– 124 –
510 ვინც ჩვენ არ გვიყვარს, მასაც იგი სძულს, სიმართლის თქმასაც
არ ერიდება,
არ უშინდება ტიფონს და გრიგალს, კეთილშობილი გმირობით
ებრძვის.
მას ბევრჯერ უთქვამს, გაკვირვებულნი რომ მიდიხართ და
რომ ეკითხებით,
თუ როგორ მოხდა, რომ მან ამდენხანს თავისთვის გუნდი არ
მოითხოვა;
ჩვენ დაგვავალა, აგვეხსნა თქვენთვის. ასე ბრძანა, რომ
უცოდინრობით
515 კი არ მოსვლია, რომ აყოვნებდა და არ ჩქარობდა. არა, უბრალოდ,
ყოველთვის თვლიდა, რომ კომედიის დადგმა ყველაზე მძიმე
საქმეა, –
მრავალს უცდია, სიხარული კი მხოლოდ ზოგიერთს თუ მიენიჭა.
თქვენ კი, სუყველა, კარგად გაგიცნოთ, – ყოველწლიურად
იცვლით ხასიათს,
ვინც კი პოეტი ყოფილა ადრე, როცა დაბერდნენ, თქვენც
უღალატეთ.
520 მან ხომ იცოდა, რაც მოუვიდა მაგნესს, ჭაღარა რომ მოერია;
ადრე რამდენი მეტოქე გუნდი დაუჯაბნია, რას არ შვრებოდა!
თქვენი გულისთვის თავს არ ზოგავდა: ქნარზე უკრავდა,
ფრთას შემოჰკრავდა,
ტილებზეც წერდა, ლიდიელებზეც, ბაყაყისფერად იღებებოდა,
აღარაფერი აღარ ყოფნიდა… მაგრამ დაბერდა და გამოსცადა,
525 რაც მანამდე არ გამოუცდია – გააგდეთ, ნიჭმა რომ უღალატა.
პოეტს ახსოვდა დიდი კრატინეც, აღზევებული ქება-დიდებით,
ნიაღვარივით რომ მოსკდებოდა, ყველაფერს სპობდა, რაც
შეხვდებოდა,
ძირფესვიანად გლეჯდა და თხრიდა მუხებს, ჭადრებს და
მეტოქეებსაც.
ნადიმზეც მხოლოდ ამას მღეროდნენ: «დოროო, ქრთამი
ტერფლეღვიანი»,
530 ანდა «ბრწყინვალე ჰიმნთა შემთხზველნი»… ასე ჰყვაოდა მისი
სახელი.
ახლა უაზროდ როშავს რაღაცას, ხედავთ და მაინც არ
გებრალებათ.
ჩამოუცვივდა ქნარიდან ოქრო, ჯადოსნურ ჩანგს კი ხმა აეშალა,
სიმებმა უშნოდ დაიწყეს ჟღერა, თვითონ მოხუცი – დახეტიალობს,
– 125 –
როგორც კონასი; გვირგვინი გახმა, ბერიკაცი კი წყურვილით კვდება;
535 ის, ვისაც ძველი დიდებისათვის პრიტანიონში «სმა» ეკუთვნოდა,
ხოლო სცენაზე ბლუკუნის ნაცვლად – აქ, დიონისეს გვერდით
დაჯდომა…
ახლა კრატესი! რამდენ ლანძღვას და შეურაცხყოფას ითმენდა
თქვენგან!
თუმცა კი მუდამ თქვენთვის ზრუნავდა და გიმზადებდათ იაფ
სადილებს:
თქვენთვის აცხობდა ბრწყინვალე აზრებს, ბაგე არასდროს
არ ღალატობდა,
540 თუმც ეცემოდა, მაინც დგებოდა და ამნაირად შემორჩა სცენას.
ეს ყველაფერი ჩვენმა პოეტმა კარგად უწყოდა და არ ჩქარობდა;
ამბობდა, ნიჩბით თუ არ დაიწყე, საჭეს ვერაფერს ვერ გაუგებო;
ჯერ საჭიროა, გემზე ახვიდე, საფუძვლიანად გაეცნო ქარებს
და ამის შემდეგ გახდე მესაჭე. – ასე ფიქრობდა; ბრძნულად
განსჯიდა,
545 არ ამომხტარა სცენაზე და აქ მიეთ-მოეთი არ დაუწყია…
დააჯილდოვეთ ამისთვის ტაშით! დაე, თერთმეტჯერ დაჰკრან
ნიჩაბს და
თან ლენეურიც დასცხონ ყიჟინა,
რათა პოეტი, გახარებული
და ბედნიერი,
550 გაბრწყინებული შუბლით წავიდეს.
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
ო, პოსეიდონ, მეუფევ
სპილენძით ნაჭედ ცხენების,
რომელთა გიყვარს ჭიხვინი;
და ლურჯქიმიან გემების
შემოტანილი განძი,
შეჯიბრი ყმაწვილკაცების,
რომლებიც მარცხდებიან და
მაინც ბრწყინავენ ეტლზე.
აქ მოდი, ჩვენთან მაგ ოქროს სამკაპით,
560 დელფინთა მეფევ, შენ, პატივდებულო
სუნიონსა და გერესტოსს,
კრონიდო, ფორმიონისთვის
უსაყვარლესო, ჩვენთვისაც
სხვებზე ძვირფასი შენ ხარ.
– 126 –
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი ს წ ი ნ ა მ ძ ღ ო ლ ი
565 გვსურს, მამები განვადიდოთ, ვაჟკაცები რომ იყვნენ,
ამ მიწისა და პეპლოსის ღირსეულნი პატრონნი,
ხმელეთსა და ზღვაზე, ყველგან, ყველანაირ ბრძოლაში
იმარჯვებდნენ და ქალაქის შესამკობად ზრუნავდნენ.
ისინი ხომ არასოდეს, მტერს რომ დაინახავდნენ,
570 არ ითვლიდნენ, დასახვედრად ისე ემზადებოდნენ.
თუკი ომი მძიმე იყო, ვინმე დაეცემოდა,
იმწუთს ისევ ფეხზე იდგა, ეშვებოდა ბრძოლაში,
თითქოს სულ არ წაქცეულა. სტრატეგოსი არც ერთი
კლეენეტეს არ სწვევია, რამე არ უთხოვია.
575 ასე იყო მაშინ, ახლა – პროედრას არ მისცემ, –
არ ვიბრძვიო, გიპასუხებს. ჩვენ კი ასე როდი ვართ,
ქალაქსა და ღმერთებს ყველა მამაცურად დავიცავთ.
არაფერი არ გვჭირდება, მხოლოდ ერთს გთხოვთ, მშვიდობას
თუ ვეღირსეთ, შრომისაგან თუკი გავთავისუფლდით,
580 ჩვენს თმებსა და ტანსაცმელზე ნუღარაფერს ნუ გვეტყვით.
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
პალას, მფარველო ქალაქის,
მეუფევ წმინდა ქვეყნისა,
რომელიც პოეტებით და
ომებით, ძალით, ყველაფრით
585 აღემატება სუყველას;
აქ მოდი, წამოიყვანე
ლაშქრობებსა და ბრძოლებში
ჩვენი დამხმარე, ნიკე.
იგი ხომ გუნდის მეგობარია,
590 მტრებს ჩვენთან ერთად ხომ ებრძვის.
გამოჩნდი ახლა, ქალღმერთო,
დააჯილდოვე ეს ხალხი
და გამარჯვება მიეცი
დღეს, თუ საერთოდ აძლევ.
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი ს წ ი ნ ა მ ძ ღ ო ლ ი
595 ახლა გვინდა, ჩვენს ცხენებსაც საკადრისი მივუზღოთ,
ქების ღირსნი კი არიან, რადგან ტანჯვა მრავალი
ბრძოლებსა და ლაშქრობებში მათაც გადაიტანეს.
ხმელეთზე ხომ იყოჩაღეს, ეს ისე არ გვაკვირვებს,
– 127 –
როგორც ის, რომ ვაჟკაცურად გადავიდნენ გემებზე,
600 მათარები, ნიორი და ხახვი მოიმარაგეს.
მერმე ნიჩბებს შეეჭიდნენ ადამიანებივით,
დაიყვირეს: «აბა, ნიჩბებს ვინ მოუსვამს, ჰიპაპა¡,
უფრო მაგრად, უფრო ცოცხლად, რას გაშეშდი, ამფორა!»
გადავიდნენ კორინთოში… მაშინ ახალგაზრდებმა
605 თავ-თავისი საწოლები ამოთხარეს ფლოქვებით.
სანადიროდ გაემართნენ, დაიწუნეს იონჯა;
კიბორჩხალებს დაერივნენ, ერთიანად გაწყვიტეს.
თეორეს თუ დავუჯერებთ, ერთი კორინთოელი
კიბორჩხალა ღმერთს უხმობდა: «პოსეიდონ, მიშველე,
610 ვერც მიწაზე და ვერც ზღვაზე მხედრებს ვერ დავემალე!»
პირველი ეპისოდიონი
ბრუნდება მ ე ძ ე ხ ვ ე.
კ ო რ ი ფ ე ო ს ი
ყველაზე ძვირფასო, ყველაზე გულადო,
აქ შენს არყოფნაში გულს დარდი გვიწვავდა!
ახლა, უვნებელი როცა დაგვიბრუნდი,
გვაუწყე, იქ ბრძოლა რაგვარად წარმართე.
მ ე ძ ე ხ ვ ე
615 რა უნდა გაუწყოთ? – გავხდი «ნიკობულე».
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
სტრ. აჰა, ყველა გეგებებით მხიარული ყიჟინით!
ლაპარაკობ კარგად, მაგრამ სიტყვებს ბევრად
აღემატა საქმე;
დაწვრილებით მოგვიყევი,
620 მეჩვენება, თითქოს
შორიდანაც, თითქოს
შორიდანაც მოვიდოდი,
ოღონდ შენთვის მომესმინა:
თქვი, ძვირფასო, გამბედავად:
გვიხარია სუყველას.
მ ე ძ ე ხ ვ ე
და მართლაც, მოსმენის ღირსია ამბავი.
625 აქედან პირდაპირ იმას დავედევნე.
იქ იყო; გრგვინავდა, ყვიროდა, ტყუოდა.
– 128 –
მხედრებს თავს ესხმოდა, ყველას არწმუნებდა,
პირი შეიკრესო… ო, ლაპარაკობდა
ის დამაჯერებლად! საბჭო კი უსმენდა;
630 კარგად რომ გამოძღნენ ტყუილმხალეულით,
უცებ მოიღუშნენ, წარბები ასწიეს.
მე კი, რომ დავრწმუნდი, – ასე, თაღლითობით
ყველა გააცურა, ჩემთვის გავიფიქრე:
«პაწია ღმერთებო მატრაბაზობისა,
635 სიცრუის, მზაკვრობის და გარყვნილებისა,
აგორავ, რომელმაც ბავშვი გამომზარდე,
ახლა მომანიჭეთ ენა თავხედური
და ხმა უსირცხვილო», – ეს რომ გავიფიქრე,
მარჯვნიდან მომესმა ხმა უკანალისა.
640 კარგ ნიშნად ჩავთვალე; საჯდომით კარები
უცებ გავიტანე, პირი დავაღე და
ასე დავიყვირე: «ო, საბჭოვ, მისმინე,
მინდა, რომ გახაროთ ახალი ამბავი:
მას შემდეგ, რაც ჩვენთან ომმა დაიგრგვინა,
645 მე ასე იაფად თევზი არ მინახავს».
უცებ გაუნათდათ იმათ სახეები.
გვირგვინით მმოსავდნენ ახალი ამბისთვის.
მე კი ეს ვურჩიე იმათ, საიდუმლოდ,
თუ სურდათ, ობოლად მეტი მოსწეოდათ,
650 ხელოსნებისაგან ეყიდათ ჯამები.
მათ ტაში დამიკრეს, პირები დააღეს.
აქ კი პაფლაგონელს ეჭვი შეეპარა,
მაგრამ ვინაიდან საბჭოს ხასიათი
იცოდა, – ურჩია: «ხალხო, მე მგონია,
655 ახალი ამბისთვის, რაიც მოგვიტანეს,
კარგს ვიზამთ, ქალღმერთს თუ ჩვენ ას ხარს შევწირავთ».
ისევ მიუბრუნდა საბჭო მოწონებით.
რომ მივხვდი, იმ ნეხვმა ისევ დამამარცხა,
მეც გავაორასე რიცხვი ხარებისა.
660 საბჭოს კი ვურჩიე, მონადირისათვის
ათას თხის შეწირვის აღთქმა რომ მიგვეცა,
თუ თევზი – ობოლად – ასი მოვიდოდა.
ისევ მე მომხედეს გახარებულებმა.
პაფლაგონელმა კი ბლუკუნი დაიწყო.
665 გარეთ გაათრიეს იგი პრიტანებმა,
– 129 –
საბჭო კი წამოდგა, ყველა აყაყანდა.
პაფლაგონელი კი ითხოვდა: «მოიცათ,
ლაკედემონიდან ელჩი ჩამოვიდა,
ერთი მოუსმინეთ, ზავისთვის მოსულა».
670 მათ ერთი კაცივით ერთხმად დაიბღავლეს:
«ზავისთვის მოსულა? რაღა დროს ზავია,
ძვირფასო, თევზი ხომ ისეც გაიაფდა!
ზავი არ გვჭირდება, კვლავ ომი გაგრძელდეს!»
პრიტანებს უყვირეს, კრება დაეხურათ,
675 ყველა გადაახტა მოაჯირს, გაიქცა,
მეც გამოვიქეცი, რაც იყო ბაზარში
ქინძი, პრასი, სულ ვიყიდე, მთლიანად.
მათ რომ თევზისათვის დააკლდათ მწვანილი,
უფასოდ მივეცი, რომ მეამებინა.
680 დიდად გაიხარეს, ყიჟინა ატეხეს
და ქება შემასხეს… სულ ერთი ობოლი
დამიჯდა ის ქინძი – საბჭო ჩემსკენაა!
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
ანტ. ყველაფერი გააკეთე, როგორც ბედის რჩეულმა;
ის თაღლითი ახალ არამზადას შეხვდა,
685 ბევრად უფრო ძლიერს,
უფრო ცბიერს, ხელოვანს
შემპარავი სიტყვის.
მოიფიქრე, ბრძოლა ახლა
როგორ უნდა გააგრძელო.
მოკავშირედ გეყოლებით.
690 შენსკენა ვართ, ხომ იცი!
მ ე ძ ე ხ ვ ე
თვით პაფლაგონელი მოდის ტალღასავით,
ამღვრევს და აღელვებს ყველაფერს, მე მგონი,
ჩაყლაპვას მიპირებს. ვაჰ! რა თავხედია!
მეორე ეპისოდიონი
შემორბის განრისხებული პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
შენი დამარცხების სამყოფი სიცრუე
– 130 –
695 კიდევ მაქვს! ვერ მოგსპობ? – დავინგრე მთლიანად!
მ ე ძ ე ხ ვ ე
მომწონს ეგ მუქარა, მაცინებს სიფიცხე,
ბაქიაობაზე «ყიყლიყოს» გეძახი!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ო, ვფიცავ დემეტრეს, თუკი ამ მიწიდან
ვერაფრით აღგ…ჭამე, თავსაც არ ვიცოცხლებ!
მ ე ძ ე ხ ვ ე
700 შეჭმით მემუქრები? მე შეგსვამ, იცოდე,
თუნდ, როცა ჩაგყლაპავ, გავსკდე ერთიანად!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ვფიცავ პილოსიდან მოძღვნილ პროედრიას…
მ ე ძ ე ხ ვ ე
დახეთ, პროედრია! რას გავიხარებდი,
უკანა რიგში რომ მენახე დამჯდარი!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
705 ბორკილებს დაგადებ, ზეცას გეფიცები!
მ ე ძ ე ხ ვ ე
დახეთ, რა ფიცხია! რა მოგცე სათქვლეფად?
თქვი, რას ისურვებდი? რას შეჭამ? – საფულეს?
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ფრჩხილებით ნაწლავებს გარეთ გამოგიყრი!
მ ე ძ ე ხ ვ ე
მე – სარჩოს, რომ იღებ პრიტანიონიდან!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
710 მე ხალხთან მიგათრევ, პასუხი რომ გამცე!
მ ე ძ ე ხ ვ ე
მე თვითონ მიგათრევ და ცილსაც დაგწამებ.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
მაგრამ შენ, თაღლითო, არ დაგიჯერებენ,
მე – ყველას დავცინებ, თუ მომესურვება.
– 131 –
მ ე ძ ე ხ ვ ე
რა ურცხვად მიიჩნევ, რომ ხალხი შენია!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
715 ვიცი, რა საჭმელითაც უნდა დავაპურო.
მ ე ძ ე ხ ვ ე
მერე, ძიძასავით სულ მშიერს არ ტოვებ?
ლუკმას დაუღეჭავ, პატარას მას მისცემ,
თვითონ კი სამჯერ დიდს იტოვებ სანთქავად.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ზევსს ვფიცავ, ისეთი მოხერხებული ვარ,
720 ხალხს ხან ვავიწროებ, ხანაც ვაფართოებ.
მ ე ძ ე ხ ვ ე
ეგ ჩემს უკანალსაც კარგად ეხერხება.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ნუ ფიქრობ, საბჭოში თითქოს დამამარცხე.
კრებაზე მივიდეთ.
მ ე ძ ე ხ ვ ე
არავინ გაკავებს,
წამო, ნუღარაფრის გამო შევყოვნდებით.
მესამე ეპისოდიონი
მ ე ძ ე ხ ვ ე და პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი მიდიან დემოსის სახლთან და კარებზე
აკაკუნებენ.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ე¡, დემოს, გამოდი!
მ ე ძ ე ხ ვ ე
725 მამა ზევსს გაფიცებ,
გამოდი, დემიკო, გამოდი, ძვირფასო.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
გამოდი, შეხედე, რაებს მიბედავენ.
დ ე მ ო ს ი კარებიდან გამოიხედავს.
– 132 –
დ ე მ ო ს ი
ვინა ხართ? რას ბღავით? მომშორდით თავიდან!
ჩემი ზეთისხილის გვირგვინი! რასა ჰგავს!
როგორ დაგიშლიათ! რა მოხდა?
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
730 შენს გამო
მირტყამენ ესეც და ისინიც.
(გუნდზე მიუთითებს)
დ ე მ ო ს ი
ვაჰ! რატომ?
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
მიტომ, რომ მიყვარხარ და შენზე ვგიჟდები!
დ ე მ ო ს ი
(მეძეხვეს)
შენ ვინ ხარ, მითხარი.
მ ე ძ ე ხ ვ ე
მე? ამის მეტოქე,
შენი მოყვარული, კეთილისმსურველი,
735 სხვებივით კეთილი და პატიოსანი;
მაგრამ შენს სიყვარულს ეგ ვინმეს დაუთმობს?!
თვითონაც იმ ბიჭებს ჰგავხარ, საყვარლები
რომ ჰყავთ; – პატიოსნებს არ აგდებ არაფრად,
შენს თავს მეწაღეებს, ვაჭრებს, მეჩექმეებს,
740 ტყავის გამყიდველებს უძღვნი ერთიანად.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
მე ვზრუნავ ხალხისთვის.
მ ე ძ ე ხ ვ ე
ჰო, თქვი, რას აკეთებ?
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
როცა პილოსიდან გაიქცნენ სარდლები,
ჩავედი, სპარტელი ტყვეები მოგგვარეთ.
მ ე ძ ე ხ ვ ე
ვიღაცა ქოთანში ხარშავდა შეჭამადს,
– 133 –
745 მე გამოვიარე, ავწაპნე ქოთანი.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ახლავე სახალხო კრება მოიწვიე,
დემოს, რომ გაიგო, ჩვენ ორში რომელი
უფრო ერთგულია და ის შეიყვარე.
მ ე ძ ე ხ ვ ე
სწორია! ოღონდაც პნიქსზე ნუღარ წავალთ.
დ ე მ ო ს ი
750 აბა სხვა ადგილას არსად არ დავჯდები.
კრება ძველებურად პნიქსზე ჩატარდება.
მ ე ძ ე ხ ვ ე
ვაიმე უბედურს! ნაღდად დავიღუპე!
მოხუცი სახლში ხომ ყველაზე ბრძენია,
როგორც კი იმ ქვაზე დაჯდება, იმწუთას
755 ამთქნარებს, თითქოსდა იქ ბუზებს ითვლიდეს.
მეორე აგონი
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
სტრ. ახლა შენი საიალქნე ბაგირები მოუშვი!
მოიკრიბე სიმამაცე, გაილესე ენა!
ამით უნდა დაამარცხო. ცბიერია იგი,
გაიძვერაც; – გამოსავალს სულ იოლად პოულობს,
760 გრიგალივით ამოვარდი და მძვინვარედ დაეცი!
კ ო რ ი ფ ე ო ს ი
აბა, ახლა კი ფრთხილად იყავი, სანამ შეგიტევს, თვით მოემზადე,
ასწიე შენი «დელფინები» და თვითონ მიადგი შენი კატარღა.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
მე ჩემს დედოფალს, ქალღმერთ ათენას, ჩვენი ქალაქის
მფარველ-განმგებელს,
ამას ვთხოვ: თუკი ათენელთათვის საუკეთესო კაცი შევიქენ
765 ლისიკლეს, კინას და სალაბაკქოს შემდეგ, შეძლება
მომცეს ქალღმერთმა,
კვლავ არაფერი არ ვაკეთო და პრიტანიონში კვლავ ვისადილო.
– 134 –
(დემოსს)
თუკი შენ მძულხარ, თუკი შენს გამო მტერს მარტოდმარტო
არ შევებრძოლო,
მომსპონ, გამხერხონ, ჩემი ტყავისგან აპეურები გამოჭრან თუნდაც!
მ ე ძ ე ხ ვ ე
მეც, ჩემო დემოს, თუ არ მიყვარხარ, თუკი შენს გამო ჭკუას
არ ვკარგავ,
770 დამჭრან, დამკეპონ ნაკუწ-ნაკუწ და ისე მომხარშონ! არ
დამიჯერებ? –
ამ მაგიდაზე ცოცხლად დამგლიჯონ და მიტოტოსში ყველს
შემაზილონ,
მერმე კაუჭზე ჩამოკიდული კერამიკოსში გადამათრიონ.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ვინღა იქნება ის მოქალაქე, შენ ჩემზე უფრო რომ ეყვარები?
ჩემი საბჭოში ყოფნისას შენთვის დიდი თანხა მაქვს შეგროვებული;
775 ზოგს ვაწამებდი, ზოგსაც ვახრჩობდი, ზოგს დავდევდი და
ვეხვეწებოდი,
კერძო პირებზე აღარ ვფიქრობდი, ოღონდაც შენთვის მეამებინა.
მ ე ძ ე ხ ვ ე
ეგ არაფერი არ არის, დემოს; ასეთ საქმეებს მეც გავაკეთებ.
მეც მოვიტაცებ სხვის პურს როგორმე და მოტაცებულს შენ
ჩაგაბარებ.
რომ არც უყვარხარ, არც ერთგულია, ამას ახლავე გაჩვენებ
ცხადად –
780 გემსახურება მხოლოდ იმისთვის, შენს ნაღვერდალთან კარგად
რომ გათბეს.
შენ მარათონში მახვილით ხელში სამშობლოსათვის ებრძოდი
სპარსელს,
შენ გაიმარჯვე, ჩვენ ავქაქანდით; სალაპარაკო ბევრი მოგვეცი…
ასეთი კაცი ამ ქვებზე ზიხარ და ეს არც ფიქრობს, რომ გემაგრება.
მე კი სულ სხვა ვარ, აი, შევკერე და მოგიტანე… აბა, ადექი,
785 ახლა დაბრძანდი. რბილად იქნება, ვინც სალამინში გადაიღალა.
დ ე მ ო ს ი
კაცო, ვინა ხარ? შთამომავალი ჰარმოდიოსის დიდი გვარისა?
ამ საქმით მართლაც კეთილშობილი და მოყვარული ჩანხარ
დემოსის.
– 135 –
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ვაი, რა წვრილი პირმოთნეობით დაიმსახურა ამისი ნდობა!
მ ე ძ ე ხ ვ ე
შენ იგი ბევრად უფრო პატარა სატყუარათი ჩაიგდე ხელში.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
790 არ აღმოჩნდება არც ერთი კაცი, ხალხისთვის ჩემზე უკეთ
მებრძოლი,
ანდა დემოსის უფრო მოყვარე, – თავს ჩამოვდივარ სანაძლეოში!
მ ე ძ ე ხ ვ ე
ამას უწოდებ მერე სიყვარულს?! ხომ ხედავ, ხალხი მერვე წელია
კოშკში, კასრსა და ძერის ბუდეში ცხოვრობს; და მაინც არ
გებრალება.
ამწყვდევ და მისგან წვენი გამოგყავს. არქეპტოლემემ რომ
მოგვიტანა
795 მშვიდობა, შენ ის არ მოისურვე! ხოლო ელჩები გააპანღურე
და ქალაქიდან ისე გაყარე, როცა მშვიდობა შემოგთავაზეს.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
მთელს საბერძნეთზე რომ გვებატონა. ორაკულებში ასე წერია,
რომ ხუთ ობოლად მალე დემოსი არკადიაში იჰელიასტებს…
თუკი გადარჩა. ყოველნაირად ვუშოვი ლუკმას, ვემსახურები,
800 გზასაც ვიპოვი – ავად თუ კარგად, ტრიობოლი კი მუდამ ექნება.
მ ე ძ ე ხ ვ ე
(პაფლაგონელს)
ზევსს ვფიცავ, შენ ის სულ არ გადარდებს, არკადიაში რომ
იბატონოს.
შენ თვითონ გინდა, ქრთამი აიღო ქალაქებისგან, ხოლო დემოსმა
ომებისა და ბურუსის გამო ვერ დაინახოს, რასაც თაღლითობ
და გასაჭირში ხელფასისათვის სულ შენ გიყუროს
პირდაფჩენილმა.
805 ოჰ, მინდვრებში რომ დაბრუნდებოდეს და მშვიდობაში რომ
იცხოვრებდეს,
ფაფას შეჭამდეს, მომაგრდებოდეს, ზეთისხილზე რომ სიტყვას
იტყოდეს,
მაშინ გაიგებს, რამდენ სიკეთეს აკარგვინებს ეგ შენი ხელფასი
და დაბრუნდება გამწარებული, შენს წინააღმდეგ ექნება კენჭი.
– 136 –
ეს შენც იცი და თვალს უხვევ ამ კაცს, სიზმრის ახსნაშიც
ასე ატყუებ.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
810 საშინელება არ არის განა, ასე რომ ამბობ და ცილს რომ მწამებ
დემოსისა და ათენელების წინაშე იმ კაცს, ვისგანაც ქალაქს,
ვფიცავ დემეტრეს, თემისტოკლეზე მეტი სიკეთე უნდა ახსოვდეს?!
მ ე ძ ე ხ ვ ე
«ქალაქო არგოს, გესმის რას ამბობს?» შენ თემისტოკლეს
როგორ ედრები?
იმან ქალაქი აავსო ჩვენი, თუმც ჩაიბარა გაჭირვებაში;
815 მშიერი ხალხი დააპურა და სადილს პირევსიც ზედ დაუსართა;
მას ძველი თევზი არც კი მოუკლავს, არა, ახალი კი დაუმატა!
შენ კი სულ ცდილობ, მცირე ქალაქად წარმოაჩინო ჩვენი ათენი,
კედლებს აშენებ, ორაკულს მღერი, თემისტოკლესაც რომ ეტოლები!
ის გააძევეს… შენ ნასადილევს თითებს ნარჩევი პურებით იწმენდ.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
820 საშინელება არ არის განა, დემოს, ამ კაცმა ასე გამლანძღოს,
როცა მიყვარხარ!
დ ე მ ო ს ი
აბა, შეწყვიტე, ნუ ილანძღები და ნუ თაღლითობ!
მე კი ამდენ ხანს ვერ შევამჩნიე, რომ ამნაირად ინიღბებოდი!
მ ე ძ ე ხ ვ ე
ჩემო დემიკო, უსაზიზღრესი კაცია, ბევრი ცოდვა ჰკიდია.
სანამ შენ შენთვის წყნარად ამთქნარებ,
825 ეს ანგარიშებს სწურავს, წვენს ადენს
და მერე წრუპავს ორივე ხელით
ხაპავს საერთო საგანძურიდან.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
შენ ოცდაათი ათასი დრაქმა
გაქვს მოპარული, ახლავე გამხელ!
მ ე ძ ე ხ ვ ე
830 წყალს რატომ ნაყავ, რა გაყრანტალებს?
მაინც ყველაზე საზიზღარი ხარ
ათენელთათვის. ვფიცავ დემეტრეს,
– 137 –
კაცი არ ვიყო, თუ არ გამხილო,
შენ თვითონ ქრთამად მიტილენედან
835 ორმოცზე მეტი მნა რომ აიღე.
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
ანტ. შენ სუყველას გამოგვიჩნდი დიდ სიკეთის მთესველად.
გაქებ ენამჭევრობისთვის. გააკეთე ასე –
შეიქნები ელინთ შორის უდიდესი კაცი.
ქალაქს, ყველა მოკავშირეს გაუძღვები სამკაპით,
840 მხოლოდ ერთხელ შეარხევ და ფული მოვა თავისით.
კ ო რ ი ფ ე ო ს ი
აღარ გაუშვა, ხომ მიხვდი, რაში ყოფილა სუსტი.
შენი ფერდების პატრონი აწი იოლად დასძლევ.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
არა, კარგებო, ჯერ კიდევ ასე არ გახლავთ საქმე.
ზოგი რამ დამრჩა მარაგში, ჩემს პოსეიდონს ვფიცავ,
845 იმგვარი, მტრებს რომ სუყველას დაუმოკლებდა ენას,
თუ პილოსური ფარები დარჩენილია კიდევ.
მ ე ძ ე ხ ვ ე
ემაგ «ფარებზე» გაჩერდი, კარგი საბაბი მომეც.
რომ გყვარებოდა დემოსი, არ დაუშვებდი, ალბათ,
ჩამოეკიდათ ფარები სახელურებით, არა!
850 მაგრამ ეს, დემოს, ხრიკია და ეშმაკური ფანდი:
რომც მოინდომო ამ კაცის დასჯა, ვერაფერს უზამ.
ხომ ხედავ, შემოიკრიბა მეტყავეები ირგვლივ,
იმათთან ახლოს ცხოვრობენ ვაჭრებიც – ყველის, თაფლის,
პირი აქვთ ყველას შეკრული, ფიქრობენ მხოლოდ ერთზე,
855 თუ განრისხდები სასტიკად, ან გააძევებ ვინმეს,
გაიქცევიან ღამით და ჩამოიღებენ ფარებს,
რომ ბაზრის შესასვლელები ხელში აიღონ უცებ.
დ ე მ ო ს ი
ვაი, უბედურს, ჰქონიათ სახელურები ფარებს!
შე საძაგელო, ამდენ ხანს მე მატყუებდი თურმე!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
860 ბედკრულო, ნუ დაუჯერებ! ხომ არ გგონია, მართლა
იპოვი ჩემზე უკეთეს მეგობარს? მხოლოდ მე ვარ
– 138 –
შეთქმულებათა გამხსნელი, რაც კი ქალაქში ხდება,
მე ვეღარ დამემალება, იმწამსვე ავტეხ ყვირილს.
მ ე ძ ე ხ ვ ე
შენ იმ მებადურს მაგონებ, ვინაც გველთევზას იჭერს.
865 ის დამდგარ წყალში ვერაფერს ვერ გაახერხებს, იცი,
წყალს თუ აამღვრევს, ფსკერიდან თუკი ამოყრის ტალახს,
მაშინ დაიჭერს, – შენც ამღვრევ ქალაქს და თევზსაც იჭერ.
ახლა ეს ერთიც მითხარი: ამდენ ტყავებს რომ ჰყიდი,
თუ მიგიცია ამისთვის, რომ შეეკერა წაღა?
რომ გყვარებოდა, მისცემდი.
დ ე მ ო ს ი
870 არა, აპოლონს ვფიცავ!
მ ე ძ ე ხ ვ ე
ხომ მიხვდი, რა კაციცაა?! მე კი ასეთი არ ვარ,
აჰა, ეს წყვილი წაღაა, ატარე, გქონდეს ჩემგან.
დ ე მ ო ს ი
ხალხისთვის შენზე უკეთესს ვერვის ინატრებს კაცი.
გეტყობა, გიყვარს ქალაქი, ამ ჩემს ფეხებზეც ზრუნავ.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
875 საშინელება არ არის? რა შეძლებიათ წაღებს!
ჩემი კი სულ დაივიწყე, რაც გაგიკეთე კარგი?
მრუშობა მოვსპე, სიიდან გამოვიყვანე გრიტე.
მ ე ძ ე ხ ვ ე
საშინელება არ არის? საჯდომს უჭვრეტ და მაინც
ტრაბახობ, სიძვა მოვსპეო? იმათი გშურდა, ალბათ,
880 რომ მოსპე: ორატორები არ გამხდარიყვნენ მერმე.
ხედავდი, რომ უქიტონოდ იყო ამხელა კაცი,
ერთი პერანგის ღირსადაც არ ჩაგითვლია იგი,
თუნდ ყოფილიყო ზამთარი. აიღე, დემოს, გაძლევ.
დ ე მ ო ს ი
თვით თემისტოკლეც ვერასდროს მოიფიქრებდა ამას.
885 თუმცა პირევსი მაჩუქა,მაგრამ მე ასე ვფიქრობ,
რომ ამ ქიტონის ამბავი უკეთესია მაინც.
– 139 –
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ვაი უბედურს, როგორი მაიმუნობით მებრძვი!
მ ე ძ ე ხ ვ ე
ახლა იმ სტუმრის დღეში ვარ, ვისაც უზომოდ უსვამს
და ახლა უჭირს… შენივე ხერხი ვიხმარე ძველი.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
890 მლიქვნელობაში მაჯობებ? არა მგონია. აჰა,
ამას მოვასხამ.
(მოსასხამს აძლევს დემოსს. მეძეხვეს)
რას იტყვი? ხომ არ გაცოფდი?
დ ე მ ო ს ი
ტფუი!
ჯანდაბას იქით წასულხარ! სულ ტყავის სუნით ყარხარ!
მ ე ძ ე ხ ვ ე
განზრახ მოგასხა, უნდოდა, რომ გაეგუდე სულაც.
ადრეც შვრებოდა ამგვარებს. შენ სილფიონი, გახსოვს,
რომ გაიაფდა უეცრად?
დ ე მ ო ს ი
895 რაღა თქმა უნდა, მახსოვს.
მ ე ძ ე ხ ვ ე
ამან იზრუნა მაგისთვის, გააიაფა განზრახ,
რომ გეყიდათ და გეჭამათ, ჰელიეაში მერე
მოსამართლეებს ებუთქათ, დახოცილიყვნენ ყველა.
დ ე მ ო ს ი
ვფიცავ პოსეიდონს, იგი ერთმა კოპრელმაც მითხრა.
მ ე ძ ე ხ ვ ე
(მაყურებელს)
900 ბათქა-ბუთქისგან სუყველა წითურები არ გახდით?
დ ე მ ო ს ი
ზევსს ვფიცავ, საქმე წითურის ნახელავია ნაღდად.
– 140 –
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
(მეძეხვეს)
თაღლითო, პამპულაობით გსურს ამიბნიო თავგზა?
მ ე ძ ე ხ ვ ე
მე თვით ქალღმერთმა მასწავლა, რომ თავხედობით
დაგძლევ.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ვერაფრით ვერ გაიმარჯვებ! დემოს, აიღე, გაძლევ
905 ფულიან ჯამს და ჩახეთქე, შენთვის იყავი, უქმად.
მ ე ძ ე ხ ვ ე
მე კი ამ ქილას მოგართმევ, წამლით სავსეა იგი,
მუხლზე წაისვი, ჭრილობებს სულ დაგიშუშებს უცებ.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
სულ ამოგიღებ ჭაღარას, უმალ ყმაწვილკაცს გაგხდი.
მ ე ძ ე ხ ვ ე
ეს კურდღლის კუდი აიღე, გამოიწმინდე თვალი.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
910 ცხვირს რომ მოიწმენდ, თითები შემომახოცე თავზე.
მ ე ძ ე ხ ვ ე
არა, ჩემსაზე!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ჩემსაზე!
(მეძეხვეს)
ტრიერარქობას მოგანდობ,
ფულს კი სულ თვითონ დახარჯავ:
ძველთაძველ ხომალდს მიიღებ,
915 რომელიც შეკეთებისთვის
ნიადაგ ხარჯებს მოითხოვს.
როგორმე ისეც მოვაწყობ,
აფრა რომ გერგოს დამპალი.
მ ე ძ ე ხ ვ ე
ადუღდა კაცი!
– 141 –
(პაფლაგონელს)
შეწყვიტე,
920 გადმოდის! მოსაკლებია
მუგუზალი და მუქარა
მოსახდელია ქაფქირით!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
კარგად მოგხვდება ამისთვის,
გაგსრესს სამხედრო ბეგარა.
925 თვითონ ვიზრუნებ, სიაში
მდიდარ კაცად რომ ჩაგწერონ.
მ ე ძ ე ხ ვ ე
მე არ გაშინებ არაფრით,
მაგრამ ამას კი გისურვებ:
ტაფა შეგედგას ცეცხლზე და
930 თევზი შეგეწვას, თავად კი
გინდოდეს მილეტელებზე
ლაქლაქი, გელოდებოდეს
წარმატებისთვის – ტალანტი;
ჩქარობდე, თევზიც ჩახეთქო
935 და კრებაც არ გააცდინო;
სანამ შეჭამდე, მანამდე
კაციც მოგსვლოდეს და შენაც
ტალანტის ხათრით გეჩქაროს,
ერთად გეხეთქოს
940 და უმალ დამხრჩვალიყავი!
კ ო რ ი ფ ე ო ს ი
კარგია, კარგი, ვფიცავ ზევსს, აპოლონსა და დემეტრეს!
დ ე მ ო ს ი
მეც ასე მგონია, ცხადია, ეს კაცი
საუკეთესოა მათ შორის, ვინაც კი
945 აქამდე ყოფილა ობოლიანებში.
შენ კი, მიყვარხარო, ამბობ და მაშმაგებ.
აბა, დამიბრუნე ბეჭედი, ვერასდროს
ვეღარ გამიძღვები.
– 142 –
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
(უბრუნებს ბეჭედს)
აჰა, გამომართვი.
თუ მე ამიკრძალავ შენზე ბატონობას,
950 ჩემზე გაიძვერა ვინმე გამოჩნდება.
დ ე მ ო ს ი
ეს ჩემი ბეჭედი არ არის ნამდვილად.
ნიშანიც სხვა უზის, ეს ჩემი არ არის.
ვერ ხედავ?
მ ე ძ ე ხ ვ ე
მაჩვენე! შენსაზე რა იყო?
დ ე მ ო ს ი
რა? ლეღვის ფოთოლში ქონი თაფლიანი.
მ ე ძ ე ხ ვ ე
955 არ არის.
დ ე მ ო ს ი
არ არის ფოთოლი? რაღაა?
მ ე ძ ე ხ ვ ე
კლდეზე დგას თოლია და სიტყვას წარმოთქვამს.
დ ე მ ო ს ი
ვაგლახ, მე უბედურს!
მ ე ძ ე ხ ვ ე
რაო?
დ ე მ ო ს ი
მოაცილე!
ეგ ჩემი არ არის, კლეონიმესია!
აი, გამომართვი, შენ გნიშნავ მმართველად.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
960 ჯერ არა, მეუფევ, არა, გევედრები,
ჯერ ჩემს ორაკულებს უნდა მოუსმინო.
– 143 –
მ ე ძ ე ხ ვ ე
ჯერ ჩემსას!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ამისას თუკი მიენდობი,
«გუდა» შეიქნები.
მ ე ძ ე ხ ვ ე
ამის მიხედვით კი
«ტყავჩამოწეული ასო» შეიქნები.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
965 ჩემი ორაკული ამბობს, რომ შენ მართავ
მთელ მიწას, ვარდების გვირგვინით მორთული.
მ ე ძ ე ხ ვ ე
ჩემთან კი ძვირფასი სამოსით, გვირგვინით
შემკული ჩაჯდები ოქროს ოთხთვალაში
და დაედევნები მაშინვე სმიკითეს.
დ ე მ ო ს ი
წადი, მოიტანე ისინი.
(პაფლაგონელზე მიუთითებს)
970 ამანაც
უნდა მოისმინოს.
მ ე ძ ე ხ ვ ე
ახლავე.
დ ე მ ო ს ი
შენც წადი.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ახლავე.
მ ე ძ ე ხ ვ ე
ზევსს ვფიცავ, გავრბივარ, რა მიშლის?
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
სტრ. საშური დღის ნათელი
დაადგება აქაურებს
975 და სტუმრებსაც, ჩამოსულებს,
– 144 –
კლეონი თუ გაქრება.
მაგრამ ბევრი მოხუცისგან,
ბაზარში რომ სასამართლოს
აწყობენ და ბუზღუნებენ,
980 ასეც გამიგონია:
თითქოს, მას რომ არ ჰქონოდა
ამოდენა უფლებები,
ორ ნივთს ვერ ვეღირსებოდით:
ჩამჩასა და ქვასანაყს.
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
ანტ. 985 ღორული აქვს მიღებული
განათლება. ეს მაკვირვებს,
მისი ძველი ძმაკაცები
ასეთ ამბავს ყვებიან:
ლირას მხოლოდ დორიულად
990 აწყობდაო და არ სურდა,
შეესწავლა სხვა რამეო.
მაშინ განრისხებულა
კითარისტი, გაუგდია,
რადგან ბავშვი ჰარმონიას
995 არ სწავლობდა, თუკი იგი…
დორიული არ იყო.
მეოთხე ეპისოდიონი
ბრუნდებიან პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი და მ ე ძ ე ხ ვ ე. მოათრევენ ორაკულებს.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ჰა, აბა, შეხედე, აქ ყველა არცაა.
მ ე ძ ე ხ ვ ე
ვაიმე, ჩავისვრი… ყველა არც აქაა.
დ ე მ ო ს ი
(მიუთითებს ორაკულებზე)
რაა?
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ორაკული!
– 145 –
დ ე მ ო ს ი
ამდენი?
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
რა გიკვირს?
1000 კიდევ მაქვს, ზევსს ვფიცავ! სკივრი სულ სავსეა!
მ ე ძ ე ხ ვ ე
მე – ორი სახლი და სხვენიც, გატენილი.
დ ე მ ო ს ი
მაშ, ვნახოთ. ვისია ეს ორაკულები?
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ჩემი – ბაკისისა.
დ ე მ ო ს ი
(მეძეხვეს)
შენი კი ვისია?
მ ე ძ ე ხ ვ ე
გლანისის – ბაკისის უფროსი ძმა გახლავთ.
დ ე მ ო ს ი
და რაზე არიან?
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
1005 ათენზე, პილოსზე,
შენზე და ჩემზედაც, სუყველა საქმეზე.
დ ე მ ო ს ი
შენი კი რაზეა?
მ ე ძ ე ხ ვ ე
ათენზე, ფაფაზე,
ლაკონელებსა და ახალ სკუმბრიაზე.
ვაჭრებზე, წონაში სულ რომ გვატყუებენ,
1010 შენზე და ჩემზედაც; – ამან დაიკბინოს!
დ ე მ ო ს ი
სწრაფად, ვატრიალოთ, ახლავ გამაგონეთ;
ჰო, ის არ გამოგრჩეთ, მე რომ მსიამოვნებს,
ღრუბლებში არწივი რომ უნდა შევიქნე.
– 146 –
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
მაშ, მოდი, დამიგდე ყური და მისმინე.
1015 ახლა დაუკვირდი, ძეო ერეხთევსის, გზას ორაკულისა,
რომელიც ტაძარში, ძვირფას სამფეხიდან გამცნო
აპოლონმა.
გიბრძანა, დაიცვა ბასრკბილებიანი და წმინდა ნაგაზი,
რომელიც შენთვის ყეფს და უღრენს სუყველას შენი
გულისათვის,
ხელფასსაც ის გაძლევს. თუკი არ დაიცავ, დაღუპვა
მოგელის;
1020 ბევრი ჰყავს მოძულე, გუნდ-გუნდად ბოროტი ჭკები
დასჩხავიან.
დ ე მ ო ს ი
დემეტრეს ვფიცავარ, ვერ მივხვდი, რას ამბობს.
ან ნაგაზს რა უნდა, ან ჭკას – ერეხთევსთან?
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ეს მე ვარ ნაგაზი, შენთვის ვყეფ ნიადაგ.
გითხრა ფოიბოსმა, დამიცვა ქოფაკი.
მ ე ძ ე ხ ვ ე
1025 ამას კი არ ამბობს, არამედ ამ ძაღლმა
სულ რომ შეგიჭამა მთელი ორაკული.
სიმართლე ნაგაზზე აქ, ჩემთან წერია.
დ ე მ ო ს ი
მაშ, თქვი, მე მანამდე ქვა უნდა ავიღო,
მაგ თქვენმა ნაგაზმა რამე არ მომჭამოს.
მ ე ძ ე ხ ვ ე
1030 ახლა დაუკვირდი, ძეო ერეხთევსის, მონებით მოვაჭრე
ქოფაკსაც, კერბეროსს, კუდს რომ აქიცინებს. სანამ შენ
სადილობ,
დროს უცდის, რომ ხორცი უმალ შეგიჭამოს, როგორც
დაამთქნარებ.
ხშირად ესტუმრება შენს სამზარეულოს მალულად ნაგაზი
ღამით და სასწრაფოდ შესანსლავს ყველაფერს: ჯამებს
და… კუნძულებს.
– 147 –
დ ე მ ო ს ი
1035 ვფიცავ პოსეიდონს, გლანისი ჯობია.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ძვირფასო, უსმინე ამას და განსაჯე:
ერთ ვინმე დედაკაცს უწმინდეს ათენში ლომი გაუჩნდება,
რომელიც ხალხისთვის ბრძოლას გაუმართავს კოღოთა
სიმრავლეს.
თითქოსდა საკუთარ ბოკვერებს იცავდეს. შენაც
გაუფრთხილდი,
1040 ამისთვის აღმართე კედლები ხისა და კოშკები რკინისა.
დ ე მ ო ს ი
ვერ მივხვდი, აპოლონს ვფიცავარ.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
შენ ნათლად გიბრძანა ღმერთმა, დამიფარო,
შენს «ლომად» უფალი ნაღდად მე მგულისხმობს.
დ ე მ ო ს ი
ჩემს დაუკითხავად «ლომადაც» იქეცი?
მ ე ძ ე ხ ვ ე
1045 არაფრით არ უნდა, ეს ერთიც რომ ახსნას:
რა არის «კედლები ხისა და რკინისა»,
რაშიც ლოქსიასმა გიბრძანა, რომ ჩასვა.
დ ე მ ო ს ი
რას ფიქრობ, რისი თქმა უნდოდა?
მ ე ძ ე ხ ვ ე
მე მგონი,
გიბრძანა, ეს კაცი ხუნდებში ჩაგესვა.
დ ე მ ო ს ი
1050 ო, ეს ორაკული, ვატყობ, აღსრულდება.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
შენ ნუ მიენდობი,შურისგან ჩხავიან ყორნები ხმამაღლა.
მიმინო გიყვარდეს, გულში სულ გახსოვდეს, რა ტვირთი
ატარა,
– 148 –
ლაკედემონელი ყვავის ბახალები როცა მოგიყვანა.
მ ე ძ ე ხ ვ ე
მთვრალი იქნებოდა, თუ პაფლაგონელმა თვითონ გააკეთა.
1055 ბოროტის მზრახველო კეკროპიდ, ეს საქმე დიდად
მიგაჩნია?
ტვირთს ქალიც ატარებს, ეს იმ ტვირთს, რომელსაც კაცი
შთაუსახავს,
ბრძოლა კი არ ძალუძს, თუ არ დაისვენებს, უმალ
ჩაისველებს.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
შენ ამას უსმინე, რას ამბობს უფალი პილოსი პილოსზე.
«არის პილოსის წინ პილოსი…»
დ ე მ ო ს ი
რას ბოდავ, როგორ «პილოსის წინ»?
მ ე ძ ე ხ ვ ე
1060 ამბობს, რომ «პიელოსს», კუტალებს აიღებს.
დ ე მ ო ს ი
მაშ, მე დღეს დაბანა აღარ მეღირსება?
მ ე ძ ე ხ ვ ე
არა, – მოიპარა ამან კუტალები.
აქ ზღვაოსნობაზეც არის ორაკული,
მთელი ყურადღებით უნდა მოუსმინო.
დ ე მ ო ს ი
1065 ჰო, გისმენ, პირველად კი ის წამიკითხე,
ხელფასი საიდან ექნებათ ზღვაოსნებს?
მ ე ძ ე ხ ვ ე
ძეო ზევსისა, უფრთხილდი ძაღლმელას, რომ არ გიეშმაკოს,
მზაკვარმა, ცბიერმა და გამოქექილმა ფეხმარდმა მელიამ.
იცი, ეს რა არის?
დ ე მ ო ს ი
კი, ფილოსტრატეა აქ, ჩვენთან, ძაღლმელა.
– 149 –
მ ე ძ ე ხ ვ ე
1070 ამას კი არ ამბობს, არამედ ეს კაცი
სულ სწრაფ და სარფიან ხომალდებს რომ ითხოვს,
არ უნდა მისცეო, ბრძანა ლოქსიასმა.
დ ე მ ო ს ი
ძაღლმელა ტრიერი ყოფილა?
მ ე ძ ე ხ ვ ე
ვერ ხვდები?
ხომალდიც ხომ სწრაფია ვითარცა მწევარი.
დ ე მ ო ს ი
1075 მერმე ძაღლს მელია როგორ მიემატა?
მ ე ძ ე ხ ვ ე
ო, ეს მელუკები ჯარისკაცებია,
სოფლებში ვენახებს რომ ანადგურებენ.
დ ე მ ო ს ი
კეთილი.
ამ მელუკებისთვის ხელფასი სადაა?
მ ე ძ ე ხ ვ ე
მე თვითონ ვიშოვი და თანაც სამ დღეში.
1080 ჯერ ამას უსმინე: ბრძანებს ორაკული,
კილენეს უფრთხილდი, არ გიეშმაკოსო.
დ ე მ ო ს ი
რაო, კილენეო?
მ ე ძ ე ხ ვ ე
«კილენე» – პეშვიო?
ეს არის, სულ რომ გთხოვს, «პეშვში ჩამიდეო».
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
სწორად არ განმარტავ. თვითონ ფოიბოსი
1085 «კილენეს» უწოდებს ხელს დიოფითესის.
აი, ორაკული კიდევ მაქვს, ფრთიანი;
არწივი გახდები, იმეფებ მიწაზე.
– 150 –
მ ე ძ ე ხ ვ ე
ასეა ჩემთანაც: იმეფებ მიწაზეც,
მეწამულ ზღვაზედაც და ეკბატანაზეც.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
1090 სიზმარი მეზმანა, სადაც თვით ქალღმერთი
გრწყავდა სარწყავიდან სიმდიდრჯანმრთელობით.
მ ე ძ ე ხ ვ ე
ზევსს ვფიცავ, მეც ასე მეზმანა ქალღმერთი,
აკროპოლისიდან გამოსულს ბუ ეჯდა.
ჯერ შენ გადმოგასხა თავზე ამბროსია
1095 სურიდან. ამას კი – ნახარში ნივრისა.
დ ე მ ო ს ი
ოჰ, ოჰ!
არავინ არ არის გლანისზე ჭკვიანი.
შენი ვარ დღეიდან, შენ უნდა შეიქნე
გერონტაგოგი და აღმზარდო თავიდან.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
1100 არა, გევედრები, ცოტაც მოიცადე.
ქერის პურს მოგიძღვნი და დღიურ ულუფას.
დ ე მ ო ს ი
ვაიმე, არ მინდა ქერის გაგონებაც,
ბევრჯერ მომატყუეთ შენც და თუფანესმაც.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
მაშ, ახლა მოგიტან ფქვილს, სულ გამზადებულს.
მ ე ძ ე ხ ვ ე
1105 მე მოგირბენინებ გამომცხვარ კვერებს და
კერძსაც გამზადებულს, ჭამე და იყავი.
დ ე მ ო ს ი
აბა, დააჩქარეთ, რამეს თუ აპირებთ,
თქვენ ორში რომელიც უფრო გამახარებს,
მე იმას გადავცემ პნიქსის სადავეებს.
– 151 –
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
მე უნდა გავიქცე პირველი.
მ ე ძ ე ხ ვ ე
1110 არა, მე!
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
სტრ. დემოს, საოცარია
შენი ძალაუფლება,
შენი, როგორც ტირანის,
ეშინია ყველას.
1115 იოლად კი ბრიყვდები,
გიყვარს, რომ გატყუებენ,
ანდა გელიქნებიან;
სულელივით უყურებ
ყველას პირდაფჩენილი,
1120 გონება კი გტოვებს.
დ ე მ ო ს ი
არც თქვენს თმებში არ იცდის,
რაკი ასე გგონიათ:
მე ხომ თავს ვისულელებ
შეგნებულად, განზრახ.
1125 მსიამოვნებს მე თვითონ,
«ნწაი, ნწაის» რომ ვითხოვ,
ქურდს ისე რომ გამოვკვებ,
როგორც ვინმე პროსტატესს.
მერმე, როცა გაძღება,
1130 ავაყენებ, ვჟეჟავ.
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
ანტ. აბა, მაშინ რა გვეთქმის,
თუკი სიბრძნე არ გტოვებს,
თუ ყველაფერს აკეთებ,
როგორც თვითონ ამბობ,
1135 წინასწარი განზრახვით.
თუკი, როგორც საქონელს,
პნიქსზე ქურდებს ასუქებ,
კერძი რომ დაგაკლდება,
– 152 –
მსუქან-მსუქანს დაარჩევ,
1140 შესწირავ და შეჭამ.
დ ე მ ო ს ი
მაგათ, ყველას, მიყურეთ,
ეშმაკობით ვაჯობებ,
თუმცა კი აქვთ ჭკუაში
გაცურება ჩემი.
1145 მუდამ თვალყურს ვადევნებ
ჩუმად, თითქოს ვერ ვხედავ,
რომ ყველაფერს მპარავენ,
სულ ამოვანთხევინებ,
რაც კი მოუპარავთ მათ,
1150 პირში ჩავჩრი კემოსს.
მეხუთე ეპისოდიონი
შემორბიან პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი და მ ე ძ ე ხ ვ ე. კალათები მოაქვთ.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ეშმაკს წაუღიხარ!
მ ე ძ ე ხ ვ ე
გაქრი, ჭირიანო!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
დემოს, ყველაფერი მომზადებულია
სამგზის რახანია, მსურს მოგემსახურო.
მ ე ძ ე ხ ვ ე
მე – ათგზის, თორმეტგზის, ათასგზის და ასე
1155 უსასრულოდმრავალდამრავალმრავალგზის.
დ ე მ ო ს ი
მე კი გელოდებით ოცდაათათასგზის,
გულში გაგინებდით მრავალდამრავალგზის.
მ ე ძ ე ხ ვ ე
შენ იცი, რა ჰქენი?
დ ე მ ო ს ი
მითხარი, გავიგებ.
– 153 –
მ ე ძ ე ხ ვ ე
აი, ამ ზღუდიდან გაგვიშვი ორივე,
რომ მოგემსახუროთ.
დ ე მ ო ს ი
1160 კარგი, გაემართეთ.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი დ ა მ ე ძ ე ხ ვ ე
მზადა ვართ!
დ ე მ ო ს ი
გაუშვით!
მ ე ძ ე ხ ვ ე
(პაფლაგონელს)
ფეხი არ დამიდო!
დ ე მ ო ს ი
ჩემი მეგობრები დღეს ან მომიტანენ
დიდ ბედნიერებას, ან სულ დამღუპავენ.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
სკამი მოგიტანე,ხედავ, მე პირველმა.
მ ე ძ ე ხ ვ ე
1165 ო, მე კი მაგიდა, სულ უპირველესმა!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
შეხედე, როგორი კვერი მოგიტანე,
პილოსურ ქერისგან არის გამომცხვარი.
მ ე ძ ე ხ ვ ე
მე – ქერქი პურისა, ამოღრუებული
თვით უკვდავ ქალღმერთის სპილოს ძვლის ხელებით.
დ ე მ ო ს ი
1170 რა დიდი გქონია თითი, დედოფალო!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
მე კი – გემრიელი მუხუდოს წვნიანი,
«პილოსში მებრძოლი» პალასის ქმნილება.
– 154 –
მ ე ძ ე ხ ვ ე
ო, დემოს, ცხადია, ქალღმერთი დაგყურებს,
თავზედაც დაგადგა ქოთანი წვნიანით.
დ ე მ ო ს ი
(ირონიულად)
1175 შენ როგორ გგონია, ჩვენი სახელმწიფო
კი იარსებებდა მაგ ქოთნის გარეშე?
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ეს თევზი მოგართვა სპათშემშინებელმა.
მ ე ძ ე ხ ვ ე
«მძლავრ მამის ასულმა» ხორცი მოგიხარშა,
ფაშვის ნაჭერი და კუჭმაჭიც მოგართვა.
დ ე მ ო ს ი
1180 კარგია, პეპლოსიც რომ გახსენებია.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
«საზარჩაჩქნიანმა» ქალღმერთმა გიბრძანა,
ეს კვერი მიირთვი, ხომალდი რომ დავძრათ.
მ ე ძ ე ხ ვ ე
და ესეც აიღე.
დ ე მ ო ს ი
სად გამოვიყენებ
შიგნეულს?
მ ე ძ ე ხ ვ ე
ქალღმერთმა ეს გამომიგზავნა,
1185 ხომალდის «შიგანი» კარგად რომ მოაწყო, –
მას ხომ ნაოსნობის ბედი სულ აღელვებს.
(ღვინოს სთავაზობს)
მიიღე, დალიე, გახლავს «სევაიდუ.»
დ ე მ ო ს ი
ღმერთო, რა ტკბილია, სამ წილსაც რომ იტანს!
მ ე ძ ე ხ ვ ე
«სამგზის დიდებულმა» თავად შეაზავა.
– 155 –
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
1190 ჩემგან ეს ნაჭერიც მიიღე ნამცხვრისა.
მ ე ძ ე ხ ვ ე
ჩემგან კი მიიღე მთლიანი ნამცხვარი.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
(მეძეხვეს)
კურდღელი ხომ არ გაქვს, რომ მისცე! მე კი – მაქვს!
მ ე ძ ე ხ ვ ე
ვაიმე, კურდღელი როგორ გავაჩინო?
ო, სულო, რაიმე ხრიკი მოიფიქრე!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
(მეძეხვეს კურდღელს უჩვენებს)
1195 ხედავ, უბედურო?!
მ ე ძ ე ხ ვ ე
ნაკლებად მადარდებს.
შეხედე, ისინი სულ ჩემთან მოდიან;
ელჩები არიან, სავსე აქვთ ქისები.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
სად, სად?
(გარბის.)
მ ე ძ ე ხ ვ ე
უცხოელებს თავს ვერ დაანებებ?
(დემოსს)
ამ კურდღელს თუ ხედავ, დემიკო, რომ მომაქვს?
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი ბრუნდება.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
1200 ვაიმე უბედურს, ჩემი მოუპარავს!
მ ე ძ ე ხ ვ ე
შენც ასე უყავი პილოსელ ტუსაღებს.
დ ე მ ო ს ი
მითხარი, მოპარვა როგორ მოიფიქრე?
– 156 –
მ ე ძ ე ხ ვ ე
ქალღმერთის აზრია, ჩემი – შესრულება…
საფრთხე სულ ჩემია.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
მაგრამ ხომ მე შევწვი.
დ ე მ ო ს ი
(პაფლაგონელს)
1205 გადი! მიმწოდებელს – პატივი! სხვას არა!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ვაიმე, დამჯაბნეს მე თავხედობაშიც!
მ ე ძ ე ხ ვ ე
დემოს, გადაწყვიტე, ჩვენგან რომელია
შენთვის უკეთესი და შენი მუცლისთვის.
დ ე მ ო ს ი
მერედა, საბუთად რა გამოვიყენო,
1210 ხალხმა რომ მიიღოს ჩემი განაჩენი?
მ ე ძ ე ხ ვ ე
მე გეტყვი; ახლავე მოდი და აიღე
ჩემი კალათი და ნახე, რა აწყვია;
პაფლაგონელისაც, იმწუთას მიხვდები.
დ ე მ ო ს ი
(ჩაიხედავს მეძეხვის კალათში)
ჩავხედოთ, რა არის.
მ ე ძ ე ხ ვ ე
ვერ ხედავ, მამიკო,
1215 რომ ცარიელია? მოგეცი, რაც მქონდა.
დ ე მ ო ს ი
ხალხის მოყვარული არის ეს კალათი.
მ ე ძ ე ხ ვ ე
მაშ, პაფლაგონელის კალათიც იხილე.
ხომ ხედავ?
– 157 –
დ ე მ ო ს ი
ყოველგვარ სიკეთით სავსეა!
რამხელა ნამცხვარი დაუტოვებია,
1220 მე კი ჩამომიჭრა აი, ამოდენა!
მ ე ძ ე ხ ვ ე
ასე არ გიკეთებს, უკვე რახანია?!
რასაც მიიღებდა, იქიდან პატარას
შენ გიწილადებდა, დიდს დაიტოვებდა.
დ ე მ ო ს ი
მაშ, შე საზიზღარო, ასე მატყუებდი?
1225 გვირგვინით გმოსავდი, საჩუქრებს გაძლევდი!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
მე ხომ სახელმწიფოს გულისთვის ვქურდობდი!
დ ე მ ო ს ი
ახლავე მომეცი გვირგვინი, ეს უნდა
შევმოსო.
მ ე ძ ე ხ ვ ე
სასწრაფოდ მოგვეცი, შე ბილწო!
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
მე ჯერ პითიური დამრჩა ორაკული,
1230 იქ არის ნათქვამი, ვისგან დავმარცხდები.
მ ე ძ ე ხ ვ ე
იქ მე ვარ აშკარად დასახელებული.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
აი, ამ საბუთით ახლავე გავარკვევთ,
თუ რამე საერთო გაქვს ღვთის ორაკულთან;
ჯერ კი ეს მითხარი, რათა გამოგცადო,
1235 თქვი, ვინ გასწავლიდა, ბავშვი რომ იყავი!
მ ე ძ ე ხ ვ ე
მე საყასბოებში მ უ ჭ ი მასწავლიდა.
– 158 –
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
როგორ თქვი? შიგ გულში მომხვდა ორაკული!
კეთილი…
და რა ჭიდაობა გაქვს შენ შესწავლილი?
მ ე ძ ე ხ ვ ე
ქურდობა, ცრუ ფიცი, თვალებში ყურება.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
1240 ნეტავ რას მიპირებ, ფოიბოს აპოლონ?
და როცა დაკაცდი, მერმე რას მისდევდი?
მ ე ძ ე ხ ვ ე
ძეხვს ვყიდდი, ცოტ-ცოტას იმას ვიძლეოდი…
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ვაიმე უბედურს, ვინღა ვარ? არავინ!
სულ მცირე იმედი დამრჩა; მას მივყვები.
1245 მაშ, ესეც მითხარი, ძეხვებს აგორაზე
ჰყიდდი თუ პირდაპირ ჭიშკარში იდექი?
მ ე ძ ე ხ ვ ე
ჭიშკარში, იქ, სადაც თევზი იყიდება.
პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი
ვაგლახ, ამისრულდა წინასწარ ნათქვამი!
სახლში შემათრიეთ კაცი უბედური!
1250 მშვიდობით, გვირგვინო, გტოვებ გულმოკლული;
სხვა ვინმე აგიღებს და დაგეუფლება,
ქურდობით ნაკლები, მაგრამ ბედნიერი.
მ ე ძ ე ხ ვ ე
ო, ზევს ელინელო, დღეს შენ გაიმარჯვე!
პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი
(მეძეხვეს)
სალამი მძლეთამძლეს! ოღონდ კი გახსოვდეს,
1255 კაცი შეიქენი ჩემი მეოხებით;
ბევრს არ გთხოვ: ფანოსი, მდივანი გამხადე.
– 159 –
დ ე მ ო ს ი
(მეძეხვეს)
მითხარი, რა გქვია?
მ ე ძ ე ხ ვ ე
აგორაკრიტოსი,
მე ხომ აგორაზე აღმზარდა კრიტიკამ.
დ ე მ ო ს ი
მაშ, აგორაკრიტოსს მივანდობ თავსა და
1260 ამ პაფლაგონელსაც გადავცემ ახლავე.
მ ე ძ ე ხ ვ ე
მეც, დემოს, კეთილად მოგემსახურები
და ნახავთ, ვერავის იპოვით უკეთესს
ამ დოყლაპიათა დედაქალაქისთვის.
მსახიობები ტოვებენ ორქესტრას.
მცირე პარაბასისი
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
სტრ. კარგად როგორ დავიწყოთ და
1265 ბოლოს რითი დავასრულოთ,
სწრაფ ცხენოსნებს ღირსეულად რომ ვუმღეროთ,
ლისისტრატეს კი არა?
რომ თუმანტისს, უსახლკაროს, არ ვატკინოთ
გული – სულ მხიარული?
1270 რადგან იგი, ო აპოლონ, საყვარელო,
მშიერია, ცრემლებსაც ღვრის,
შენს კაპარჭსაც ევედრება,
მოაცილოს სიღატაკე სასტიკი.
პ ი რ ვ ე ლ ი ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი ს წ ი ნ ა მ ძ ღ ო ლ ი
საძაგელი ხალხის ლანძღვა გასაკიცხი კი არა,
1275 თუკი განსჯი, პატივია პატიოსან კაცისთვის.
ვისზეც უკვე მოგახსენეთ, ცნობილია ისედაც,
თორემ კარგ და მეგობარ კაცს სულაც არ ვახსენებდი!
ყველამ იცით არიგნოტე, მშვენიერი კაცია,
თეთრიც იცის, შავიც იცის, მუსიკაშიც ერკვევა;
1280 ძმა ჰყავს ამ კაცს, ზნით იმგვარი, ძმასაც ვეღარ უწოდებ,
– 160 –
საძაგელი არიფრადე, სალანძღავი ნამდვილად;
საძაგლობა არაფერი, სულ არ გავიხსენებდი,
რომ არ იყოს უარესი, უუუსაზიზღრესი!
ენას ისვრის სამარცხვინო და უხამსი განცხრომით,
1285 გარყვნილების ბუდეებში დაეთრევა ავხორცი,
წვერს იბილწავს, სრესს და ლოკავს, კოცნის, ლოშნის
გოგოებს.
პოლიმნესტეს მსგავსად მღერის, ბაძავს ოიონიქეს.
ამდაგვარი კაცი ვისაც ძლიერ არ ეზიზღება,
იმის ღირსიც აღარ არის, ჩვენი თასით დალიოს.
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი
ანტ. 1290 ხშირად, ღამით, ფიქრში გართულს
ჩემთვის გულში გამივლია,
ტვინს ვიჭყლეტდი, სად შოულობს სარჩოს-მეთქი
კლეონიმე იოლად?
ამბობენ, რომ თუ ვინმესთან, შეძლებულთან
1295 ერთხელ მაინც გამოსკდა,
მერმე, ნურას უკაცრავად, ვერ გააგდებ.
ეხვეწება მასპიძნელი:
«გევედრები მუხლმოყრილი,
მიბრძანდე და შეივედრო ეს სუფრა».
მ ე ო რ ე ნ ა ხ ე ვ ა რ გ უ ნ დ ი ს წ ი ნ ა მ ძ ღ ო ლ ი
1300 ამბობენ, რომ ტრიერები შეხვდნენ სალაპარაკოდ
ერთმანეთს და ერთმა ბრძანა უხუცესმა იმათგან:
«გოგოებო, რა ახალი ამბებია ქალაქში!
ამბობენ, რომ ჩვენგან ასის კართაგენში წაყვანა
განუზრახავს უსაზიზღრეს ჰიპერბოლე-ბუზღუნას.»
1305 ტრიერები განრისხდნენ და დაუშვებლად ჩათვალეს.
ერთმა ბრძანა, სულ უმანკომ, ჯერ რომ არ შეხებიან:
«ო, მფარველო ღმერთო, მე ის ვერასოდეს წამიყვანს,
მიჯობს, მატლმა დამალპოს და ამ ადგილას ჩავბერდე!»
«არავითარ შემთხვევაში», – დაეთანხმა ნავფანტე, –
1310 «მე არ ვიყო ფიჭვისაგან აგებული ხომალდი!
თუ ქალაქმა მოიწონა და გაგვწირა, გავცუროთ
თესეიონს, ქალღმერთების წმინდა ტაძარს მივადგეთ.
ჩვენ ვერსად ვერ გაგვიძღვება, ქალაქმა კი გვიყუროს!
თუ სურს, მარტო გაემართოს, დააცუროს კასრები
– 161 –
1315 და თვითონაც კასრში ჩაჯდეს, იქ გაყიდოს ფარნები.»
ექსოდოსი
სახლიდან გამოდის საზეიმოდ მორთული მ ე ძ ე ხ ვ ე.
მ ე ძ ე ხ ვ ე
აბა, ახლა კი ყველა დადუმდეს და მოწმეების მოსმენა შეწყდეს;
სასამართლო კი, ჩვენი ქალაქის გულს რომ ახარებს, დაიკეტება.
ხოლო ახალი სიხარულისთვის მაყურებლებმა პეანი სჭექონ!
კ ო რ ი ფ ე ო ს ი
წმინდა ათენის უშრეტო ცეცხლო და კუნძულების დიდო მფარველო,
1320 რა სიტყვა მოგაქვს, იქნებ ქუჩები წმინდა საკმელით უნდა ავავსოთ?
მ ე ძ ე ხ ვ ე
მე გამოვხარშე… გონჯი დემოსი, ულამაზესად გადავაქციე.
კ ო რ ი ფ ე ო ს ი
ახლა სად არის, ისიც გვითხარი, ო შემოქმედო საოცრებათა!
მ ე ძ ე ხ ვ ე
იის გვირგვინით ლამაზად მორთულ უძველეს ქალაქ ათენში
ცხოვრობს.
კ ო რ ი ფ ე ო ს ი
სად უნდა ვნახოთ, ან რა აცვია? როგორი არის მისი იერი?
მ ე ძ ე ხ ვ ე
1325 ისეთივეა, როგორიც იყო, არისტიდესთან, მილტიადესთან
ერთად რომ ჭამდა. მალე იხილავთ, პროპილეები გააღეს უკვე,
აბა, კიჟინა დაეცით ყველამ, ძველი ათენი გამოგვიჩნდება,
საოცარი და მრავალნაქები, სახელოვანი დემოსის ბინა.
კ ო რ ი ფ ე ო ს ი
ათენო, იის გვირგვინიანო, შესაშურო და თვალისმომჭრელო,
1330 გამოგვიჩინე ის, თვითმპყრობელი ამ ქალაქისა და ელადისა.
მ ე ძ ე ხ ვ ე
შეხედეთ, თმებზე აყრია ოქრო, საოცრად ბრწყინავს ძველი სამოსი.
სასამართლოთიც აღარ ყარს, ზავის სურნელი უდის
მირონცხებულის.
– 162 –
შემოდის გაახალგაზრდავებული და ბრწყინვალედ მორთული დ ე მ ო ს ი.
კ ო რ ი ფ ე ო ს ი
შენ გაგიმარჯოს, ელინთა მეფევ და შენთან ერთად ჩვენც
გაგვიმარჯოს!
ღირსი ხარ ნაღდად ამ ქალაქისა და მარათონის ტროფეებისა.
დ ე მ ო ს ი
1335 შენ, აგორაკრიტოს, აქ მოდი, ძვირფასო,
კარგად მომექეცი, სულ რომ გამომხარშე.
მ ე ძ ე ხ ვ ე
ო, შენ რომ იცოდე, როგორი იყავი,
ან რას აკეთებდი, – ღმერთადაც ჩამთვლიდი.
დ ე მ ო ს ი
და რას ვაკეთებდი, როგორი ვიყავი?
მ ე ძ ე ხ ვ ე
1340 ჯერ ერთი, თუ ვინმე გეტყოდა კრებაზე:
«ო, დემოს, მიყვარხარ, სულ შენზე ვფიქრობ მე
და შენთვის სიკეთე მხოლოდ მე ერთს მინდა», –
სიტყვას დაიწყებდა ამგვარად თუ არა
შენ ფრთებს შემოჰკრავდი.
დ ე მ ო ს ი
მაშ, ფრთებს შემოვკრავდი?
მ ე ძ ე ხ ვ ე
1345 მოგატყუებდა და ისე წავიდოდა.
დ ე მ ო ს ი
რას ამბობ?
ასე მიშვრებოდნენ და მე ვერ ვხვდებოდი?
მ ე ძ ე ხ ვ ე
ზევსს ვფიცავ, მაგ ყურებს შენ მზის ქოლგასავით
გაშლიდი ხოლმე და ისევ დაკეცავდი.
დ ე მ ო ს ი
ასე უგონო და ბებერი ვიყავი?
– 163 –
მ ე ძ ე ხ ვ ე
1350 ორი ორატორი თუ ლაპარაკობდა,
ერთი გთავაზობდა ხომალდის აგებას,
ხოლო მეორე კი ხელფასებს ითხოვდა,
შენ, რაღა თქმა უნდა, მეორეს სწყალობდი.
თავი რას დახარე, ან რა გაკანკალებს?
დ ე მ ო ს ი
1355 მრცხვენია იმ ჩემი ძველი შეცდომების.
მ ე ძ ე ხ ვ ე
ნუ დარდობ, თვითონ ხომ არ ხარ დამნაშავე,
სხვები გატყუებდნენ. ახლა ეს მითხარი,
თუ სინეგოროსი ვინმე გაგეხუმრა:
«თქვენ, მოსამართლეებს ფქვილი არ გექნებათ,
1360 თუ არ გამოიტანთ სასურველ განაჩენს»,
მითხარი, რას უზამ თავხედ სინეგოროსს?
დ ე მ ო ს ი
რას და ჩამოვკიდებ ყელზე ჰიპერბოლეს
და მერმე ორივეს ვისვრი ბარათრონში.
მ ე ძ ე ხ ვ ე
ეს უკვე სწორია, კეთილგონივრული.
1365 ქალაქის საქმეებს როგორღა წარმართავ?
დ ე მ ო ს ი
დიდი ხომალდების მენიჩბეები რომ
დაგვიბრუნდებიან, ხელფასებს გადავცემ.
მ ე ძ ე ხ ვ ე
ო, მრავალ გაცვეთილ საჯდომს გაახარებ!
დ ე მ ო ს ი
შემდეგ: ვინც ჰოპლიტთა სიაში იქნება,
1370 ის ადგილს ვერაფრით ვეღარ გამოიცვლის.
თავიდან რომ იყო, ისევ იქ დარჩება.
მ ე ძ ე ხ ვ ე
აქ კი კლეონიმეს ფარი დაილეწა!
– 164 –
დ ე მ ო ს ი
უწვერო ვერავინ მოვა აგორაზე.
მ ე ძ ე ხ ვ ე
სად იხეტიალებს კლისთენე, სტრატონი?
დ ე მ ო ს ი
1375 იმ ბიჭებს ვგულისხმობ, მუშკ-ამბრის ფარდულში
რომ სხედან და ასე ლაყბობენ მუდმივად:
«ბრძენია ფეაქსი, უკვდავი გონების,
დიდი მჭევრმეტყველი, დიდი პრაქტიკოსი,
ნაღდი ლოგიკოსი და პოლემიკოსი,
1380 პასუხის გამცემი, სუფთა «ტვინიკოსი».
მ ე ძ ე ხ ვ ე
მაგ ტლიკინიკოსებს არაფერს არ ეტყვი?
დ ე მ ო ს ი
მე მაგათ სუყველას გავყრი სანადიროდ
და შევაწყვეტინებ ამ ტყუილ ლაპარაკს.
მ ე ძ ე ხ ვ ე
მაშ, ახლა მიიღე სკამი დასაკეცი
1385 და ბიჭიც, რომელიც ამას წამოიწყებს,
თუ გინდა, ეს ბიჭიც სკამად მოიხმარე.
დ ე მ ო ს ი
რა ბედნიერი ვარ! სულ, სულ ძველებურად.
მ ე ძ ე ხ ვ ე
ეს კიდევ რა არის! ჯერ ოცდაათწლიან
ზავს მოგცემ. მობრძანდი, ზავო, აქ, ძვირფასო.
შემოდის ნიმფა ზ ა ვ ი.
დ ე მ ო ს ი
1390 ო, პატივდებულო ზევს, რა ლამაზია!
ძალმიძს კი მაგასთან ოცდაათწელობა?
თქვი, სად მოიპოვე?
მ ე ძ ე ხ ვ ე
მას პაფლაგონელი
შენ არ გიჩვენებდა და შინ გიმალავდა.
– 165 –
მე კი შენ გადმოგცემ, სოფელში წადი და
ესეც წაიყვანე.
დ ე მ ო ს ი
1395 და პაფლაგონელს კი
ამ ბოროტებისთვის რითი გადაუხდი?
მ ე ძ ე ხ ვ ე
ო, დიდით არაფრით, – ხელობას გავუცვლი:
ჭიშკარში დადგება და ძეხვებს გაყიდის,
ძაღლის და ვირის ხორცს შეურევს ერთმანეთს,
1400 დათვრება, კახპებთან მოჰყვება გინებას,
მერმე აბანოში ნარეცხ წყალს მიირთმევს.
დ ე მ ო ს ი
კარგი მოიფიქრე, ღირსია ნამდვილად!
კახპებს და მექისეს უყვიროს დღეიდან.
შენ კი წამობრძანდი და პრიტანიონში
1405 დაბრძანდი ამ შხამის უწინდელ ადგილზე,
მიიღე სამოსი. ეს კი – წაათრიეთ,
ხელობას შეუდგეს, ვინც მან შეურაცხყო,
იმ უცხოელებმა იქ რომ დაინახონ.
მსახიობები და გუნდი საზეიმო სვლით ტოვებენ ორქესტრას.

კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ ი
აქარნელები
კომედია წარმოდგენილ იქნა ძვ. წ. 425 წ. ლენეებზე კალისტრატეს სახელით; კომე-
დიოგრაფოსთა ტრადიციულ ასპარეზობაში მან პირველი ადგილი დაიკავა. მეორე
პრემია მიენიჭა კრატინეს კომედიას «ქარიშხალში მოხვედრილნი», ხოლო მესამე
ევპოლოსის «ახალმთვარეობებს».
«აქარნელები» წარმოადგენს მშვიდობის სადიდებლად და დასაცავად დაწერილ
პირველ ნაწარმოებს მსოფლიო ლიტერატურაში.
ექვსი წლის სისხლიანი ბრძოლების შემდეგ ვერც ერთმა მხარემ ვერ მიაღწია რაიმე
გადამწყვეტ სამხედრო უპირატესობას; მიუხედავად ამისა, ათენელები ბრძოლის
ჟინით იყვნენ აღსავსე და მტკიცედ გადაეწყვიტათ ომის გაგრძელება. ასეთ სიტუა-
ციაში გარკვეული სამოქალაქო ვაჟკაცობა იყო საჭირო სპარტელთა სასარგებლოდ
ხმის ამოღებისა და შურისძიებამოწყურებულ მაყურებელთან მშვიდობაზე ლაპა-
რაკისათვის. მხოლოდ კომედიის ავტორს შეეძლო, საკუთარი თავისათვის მსგავსი
სითამამის უფლება მიეცა…
სტრუქტურული თვალსაზრისით, კომედია იმით გამოირჩევა, რომ მასში არ არის
აგონი, ხოლო პაროდოსსა და პარაბასისს შორის სამი ეპისოდიონია, რომელთაგა-
ნაც ერთს (ევრიპიდეს სცენა), ფაქტობრივად, დამოუკიდებელი ლიტერატურული
პაროდიის მნიშვნელობა აქვს.
სტრ. 5-6. …ხუთი ტალანტი, კ ლ ე ო ნ ს რომ სცენაზე ამოანთხევინეს… – დიკეოპო-
ლისს მხედველობაში აქვს არისტოფანეს ჩვენამდე მოუღწეველი კომედია «ბაბი-
ლონელები», რომელიც დაიდგა ძვ. წ. 426 წ. დიდ დიონისიებზე. ამ პიესაში კლე-
ონს ბრალად ედებოდა მოკავშირე ქალაქთაგან ქრთამის აღება; მოქმედების
მსვლელობაში მხედრები ქრთამს «ამოანთხევინებდნენ» პერსონაჟ კლეონს.
სტრ. 11. თ ე ო გ ნ ი ს ი – არისტოფანეს თანამედროვე ტრაგიკოსი პოეტი, რომელ-
საც სიცივისა და ზედმეტი რაციონალიზმისათვის «თოვლი» შეარქვეს. შდრ. სტრ.
140.
– 167 –
სტრ. 13-14. მ ო ს ქ ე და დ ე ქ ს ი თ ე ო ს ი კითარედები (კითარისტები) იყვნენ,
პირველი – უნიჭო და მეორე – მეტად ნიჭიერი.
სტრ. 16. ქ ე რ ი ს ი ყოფილა უნიჭო ფლეიტისტი.
სტრ. 20. პ ნ ი ქ ს ი – მოედანი ათენში. აქ იმართებოდა სახალხო კრებები.
სტრ. 22. …წითლად შეღებილ თოკს სუყველა გაურბის – სახალხო კრების დაწყები-
სას, ხელისუფალთა ბრძანებით, წითლად ახალშეღებილ თოკს ჭიმავდნენ აგორა-
ზე და დაგვიანებულებს აიძულებდნენ პნიქსისაკენ წასულიყვნენ (ათენის სახელ-
მწიფო ხელისუფლება განსაკუთრებით ზრუნავდა საჯაროობის პრინციპის გან-
ხორციელებისთვის. შემდგომში სახალხო კრებაზე ხალხის მოზიდვის მიზნით
მოქალაქეებს გასამრჯელოც კი დაენიშნათ).
სტრ. 23. …აღარც პ რ ი ტ ა ნ ე ბ ი მოდიან… – უმაღლესი ადმინისტრაციული ორგა-
ნო ათენში იყო ხუთასთა საბჭო (ბულე), რომელიც ამ პერიოდში ატიკურ ფილეთა
რიცხვის მიხედვით ათ ნაწილად იყოფოდა. ეს ნაწილები რიგრიგობით ხელმძღვა-
ნელობდნენ სახალხო კრებებს. საბჭოს მორიგე ნაწილის წევრებს პრიტანები ეწო-
დებოდათ.
სტრ. 46-49. ა მ ფ ი თ ე ო ს ი (სიტყვასიტყვით «ნახევრადღმერთი») ცნობილი შარ-
ლატანი ყოფილა, რომელიც მოხერხებულად იყენებდა ათენელთა რელიგიურ
გრძნობებს საკუთარი კეთილდღეობისათვის.
დ ე მ ე ტ რ ე მ აღზარდა ლეგენდარული ატიკელი უფლისწული ტ რ ი პ ტ ო ლ ე –
მ ო ს ი. კ ე ლ ე ო ს ი, გადმოცემის თანახმად, ყოფილა მეფე ათენის გარეუბან
ელევსინისა, სადაც იმართებოდა მოსავლისა და ნაყოფიერების ქალღმერთ დემეტ-
რესადმი მიძღვნილი მისტერიები.
სტრ. 61. მ ე ფ ე – იგულისხმება სპარსეთის ხელმწიფე.
სტრ. 65. სინამდვილეში ე ვ თ ი მ ე ნ ე ს არქონტობა მოდის 437 წელზე, «აქარნელე-
ბის» წარმოდგენამდე თორმეტი წლით ადრე. ელჩებს დღიურად უხდიდნენ ორ-
ორ ობოლს და არა ორ-ორ დრაქმას, როგორც აქ გაზვიადებულად არის წარმოდგე-
ნილი (დრაქმაში ექვსი ობოლია).
სტრ. 68. კ ა ი ს ტ რ ო ს ი – მდინარე მცირე აზიაში.
სტრ. 82. …ოქროს მთიანეთში… – სპარსეთი ანტიკურობის ელდორადო იყო. ირანში
ახლაც არის ოქროს საბადოები, მაგრამ ოქროს მთები მხოლოდ ბერძნების წარ-
მოდგენაში არსებობდნენ.
სტრ. 88. …სამი კ ლ ე ო ნ ი მ ე ს ოდენა ფრინველი… – კ ლ ე ო ნ ი მ ე ყოფილა უსირ-
ცხვილო დემაგოგი. არისტოფანე მრავალგზის ესხმის მას თავს, როგორც ლაჩარს,
ღორუმცელასა და გარყვნილ ადამიანს.
სტრ. 118. კ ლ ი ს თ ე ნ ე – დიაცური ზნის ათენელი. არისტოფანეს თავდასხმათა
მუდმივი ობიექტი. ს ი ბ ი რ ტ ი ო ს ი – გიმნასტიკის მასწავლებელი, რომელიც
მოსწავლეებს მკაცრ პირობებში ცხოვრებას აჩვევდა, კომედიოგრაფოსმა ირონიუ-
ლად მოიხსენია კლისთენეს მამად.
სტრ. 122. ს ტ რ ა ტ ო ნ ი – კლისთენეს მეგობარი და მისივე მსგავსი პიროვნება.
– 168 –
სტრ. 124. პ რ ი ტ ა ნ ი ო ნ ი – შენობა, რომელშიც მუშაობდა ათენის საბჭო (ბულე)
და ეწყობოდა ოფიციალური მიღებები. სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე განსა-
კუთრებული დამსახურებებისათვის მოქალაქეს შეიძლება მინიჭებოდა პრიტანი-
ონში სახელმწიფო ხარჯით სადილობის მაღალი პატივი (შდრ. «მხედრები», სტრ.
186).
სტრ. 134. თ ე ო რ ე – კლეონის თანამოაზრე ათენელი პოლიტიკური მოღვაწე (იხ.
«კრაზანები», სტრ. 42-61). ს ი ტ ა კ ლ ე – თრაკიის ერთ-ერთი ტომის ხელმწიფე.
ბოსფორში თავისი პოზიციების გამყარების მიზნით ათენელები ცდილობდნენ
მის მიმხრობას; ამისათვის სიტაკლეს ძეს მიენიჭა ათენის მოქალაქეობა, რაც ნახსე-
ნები აქვს პერსონაჟ თეორესაც (სტრ. 145).
სტრ. 156. ა პ ა ტ უ რ ი ე ბ ი ს დღესასწაულზე ათენელ მოქალაქეებს თავიანთი შვი-
ლები შეჰყავდათ ფრატრიების სიებში; ზეიმის მონაწილეებს ძეხვით უმასპინ-
ძლდებოდნენ ხოლმე.
სტრ. 156. ო დ ო მ ა ნ ტ ე ბ ი – სტრიმონსა და ნესტოსს შორის მცხოვრები ყველაზე
უფრო სისხლისმსმელი და ველური თრაკიული ტომი.
სტრ. 160. …ბ ე ო ტ ი ა ს სულ გადათელავენ და ააოხრებენ – პელოპონესის ომში ბე-
ოტია სპარტის მოკავშირე იყო და ათენის წინააღმდეგ იბრძოდა.
სტრ. 163. თ რ ა ნ ი ტ ე ბ ი – ატიკური ხომალდის, ტრიერის ზედა რიგის მენიჩბეე-
ბი, რომლებსაც ყველაზე გრძელი ნიჩბები ჰქონდათ. ტრანიტობა უმძიმესი პრო-
ფესია იყო მაშინდელ ფლოტში.
სტრ. 181. მ ა რ ა თ ო ნ ე ლ ე ბ ი. მარათონის ბრძოლაში (ძვ. წ. 490 წ.) ათენელებმა
დაამარცხეს სპარსეთის მრავალრიცხოვანი არმია. «მარათონელთა» თაობა, არის-
ტოფანეს აზრით, განასახიერებს ბერძენ-სპარსელთა ომების დროინდელი ათენუ-
რი დემოკრატიის ძალასა და სიმტკიცეს.
სტრ. 195. დ ი ო ნ ი ს ი ე ბ ი – დღესასწაული, რომელიც ღმერთ დიონისეს საპატივ-
ცემულოდ იმართებოდა. თავდაპირველად არსებობდა მხოლოდ «სოფლის» (შემ-
დგომში «მცირე») დიონისიები (ნოემბერ-დეკემბერში ტარდებოდა), ხოლო პისის-
ტრატეს შემდეგ ამას დაემატა «ქალაქის» («დიდი») დიონისიები, რომლებიც ხუთ
დღეს გრძელდებოდა (თებერვალ-მარტში).
სტრ. 197. …სამი დღის საგზალს… – ახალწვეულებს, ჩვეულებრივ, სამი დღის სამ-
ყოფ სანოვაგეს აძლევდნენ.
სტრ. 215. ფ ა ვ ლ ო ს კ რ ო ტ ო ნ ე ლ ი – ანტიკურობის სახელგანთქმული მორბე-
ნალი.
სტრ. 241-279. დიკეოპოლისი ზეიმობს სოფლის დიონისიებს. ამ სცენაში ასახულია
ფალიკური დღესასწაული და მისი პროცესია; ფალიკური სიმღერების წამომწყებ-
თაგან, არისტოტელეს ცნობით, წარმოიშვა კომედია.
სტრ. 260. კ ა ნ ე ფ ო რ ა (სიტყვა-სიტყვით, «კალათის მატარებელი») წინ მიუძღოდა
საზეიმო პროცესიას. კანეფორას როლს ასრულებდნენ ნორჩი გოგონები, რომლებ-
საც თავზე ედგათ შესაწირავით სავსე კალათი.
– 169 –
სტრ. 263. ფ ა ლ ე ს ი – ნაყოფიერების ღვთაება.
სტრ. 377-382. …განა თვით კლეონმა შარშან არ მაწამა კომედიისათვის?!. – დიკეოპო-
ლისის პირით აქ გველაპარაკება თვით არისტოფანე, რომელიც კომედია «ბაბილო-
ნელებისათვის» კლეონმა სამართალში მისცა; რადიკალური დემოკრატიის პარტი-
ის ლიდერი ბრალს სდებდა კომედიოგრაფოსს, რომ ამ უკანასკნელმა დაამცირა
ათენის სახელმწიფო ავტორიტეტი, როცა მოკავშირეთა თანდასწრებით თავს და-
ესხა პასუხისმგებელ პირებს (იხ. აგრეთვე, კომედიის ტექსტი, სტრ. 502-503).
სტრ. 387. გირჩევ აიღო ჰ ი ე რ ო ნ ი მ ე ს მუქ-ხშირ-უხეშ-თმა ზუჩი ჰადესის –
ჰიერონიმე ლირიკოსი და ტრაგიკოსი პოეტი, რომელიც სახეზე ჩამოყრილ გრძელ
თმებს ატარებდა.
სტრ. 391. ს ი ზ ი ფ ე – ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი, კორინთოს ლეგენდა-
რული მეფე, რომელსაც მოუხერხებია თვით ღმერთების მოტყუება; მისი სახელი
ანტიკურობაშივე იქცა მოხერხებულობისა და გამჭრიახობის სიმბოლოდ.
სტრ. 410-479. მთელი ეს სცენა წარმოადგენს ე ვ რ ი პ ი დ ე ს დრამატურგიის პარო-
დიას. ე ნ ე ვ ს ი, ფ ი ლ ო ქ ტ ე ტ ე, ბ ე ლ ე რ ო ფ ო ნ ტ ი, ტ ე ლ ე ფ ე, ი ნ ო – ბერ-
ძნული მითოსის გმირებია, რომლებსაც ცხოვრებაში მრავალი ტანჯვა და განსაც-
დელი გადახდათ. ისინი არიან პროტაგონისტები (მთავარი მოქმედი პირები) ევ-
რიპიდეს ჩვენამდე მოუღწეველი ტრაგედიებისა. თ ი ე ს ტ ე ასევე ტანჯული მი-
თოლოგიური გმირია; ევრიპიდეს იგი პროტაგონისტად ჰყავდა გამოყვანილი თა-
ვის ტრაგედიაში «კრეტელი ქალები». ყველაზე ხშირად არისტოფანეს პაროდირე-
ბული აქვს «ტელეფე», რომელიც ევრიპიდეს დაუდგამს ძვ. წ. 438 წ. (იხ. «აქარნე-
ლები», სტრ. 440-441, 445, 449-450, 457).
სტრ. 478. …ცერეცო მომეცი დედის მარაგიდან… – არისტოფანე (და მას მხარს უბამენ
სხვა კომედიოგრაფოსებიც, რომელთა შემოქმედებასაც ჩვენ მოღწეული ფრაგმენ-
ტების საშუალებით ვიცნობთ) რამდენიმე ადგილას ამტკიცებს, რომ ევრიპიდეს
დედა ბოსტნეულითა და მწვანილით ვაჭრობდა. ამ ცნობების უტყუარობა ფრიად
და ფრიად საეჭვოა.
სტრ. 508. მ ე ტ ე კ ო ს ე ბ ი – ათენსა და სხვა ბერძნულ პოლისებში: არამკვიდრი
მოსახლეობა, რომელიც თავისუფალ ათენელებთან შედარებით შეზღუდული უფ-
ლებებით სარგებლობდა.
სტრ. 510-511. …დე პოსეიდონმა, ღმერთმა ტენარონის… – ტენარონის კონცხთან, ლა-
კონიკის სამხრეთში, მდებარეობდა «მიწისმრყეველი» პოსეიდონის ტაძარი. დამან-
გრეველ მიწისძვრას სპარტაში ვარაუდობენ ძვ. წ. 466 წლისათვის (შდრ. პავსანია,
´³³, 25).
სტრ. 524-539. არისტოფანეს კომიკურად აქვს წარმოდგენილი პელოპონესის ომის
დაწყების ერთ-ერთი საბაბი. ძვ. წ. 432 წ. პერიკლეს ინიციატივით მიიღეს კანონი,
რომელიც ვაჭრობაში ათენის მეტოქე ქალაქის, მეგარის მკვიდრებს უკრძალავდა
ათენის ნავსადგურითა და ბაზრებით სარგებლობას. ამ სავაჭრო ბლოკადამ მეგარა
მძიმე ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა.
– 170 –
სტრ. 527. …მერმე ასპასიას მოსტაცეს კახპები… – მილეტელი ა ს პ ა ს ი ა იყო განათ-
ლებული და გონიერი ქალი, პერიკლეს მეუღლე, ყოფილი ჰეტერა, რომელსაც ქე-
ბით მოიხსენიებს სოკრატე პლატონის დიალოგში «მენექსენე». კომედიოგრაფოსე-
ბი ხშირად ესხმოდნენ მას თავს როგორც პიროვნებას, რომელიც, მათი აზრით,
დიდ გავლენას ახდენდა «ოლიმპიელი» პერიკლეს საშინაო და საგარეო პოლიტი-
კაზე. კახპების მოტაცების ამბავი აშკარა ანეკდოტია.
სტრ. 530. განრისხდა პერიკლე და ოლიმპიელმა იელვა, იქუხა, შეძრა საბერძნეთი –
მეტსახელი «ოლიმპიელი» პერიკლეს მიენიჭა მისი ვაჟკაცური მჭევრმეტყველები-
სათვის, არქიტექტურული ძეგლებისათვის, რომლითაც მან დაამშვენა ათენი,
სამაგალითო მმართველობისა და ლაშქრის შესანიშნავი ხელმძღვანელობისათვის
(შდრ. პლუტარქე, «პერიკლე», 8).
სტრ. 542. ს ე რ ი ფ ო ს ი – ატიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მცირე კუნძუ-
ლი, რომელიც შედიოდა ათენის საზღვაო კავშირში. მისი მინიმალური მნიშვნე-
ლობა კარგად იყო ცნობილი და ანდაზადაც ქცეულა.
სტრ. 567. გ ო რ გ ო ნ ა – მითიური ფრთოსანი დიაცი- ურჩხული, რომლის დანახვა-
ზეც ადამიანი ქვად იქცეოდა. როგორც ჩანს, ლამაქეს ფარზე მეტოქეების დაშინე-
ბის მიზნით გორგონას თავი იყო გამოსახული.
სტრ. 589. ტ რ ა ბ ა ხ ბ ა ქ ი ო ს ი – ასე გადმოვეცით არისტოფანესეული «კომპო-
ლავკ¢თოს» (კომედიოგრაფოსის მიერ შექმნილი სიტყვაა).
სტრ. 595. …პატიოსანი კაცი ვარ, უბრალო… – დ ი კ ე ო პ ო ლ ი ს ი ე. წ. «მოლაპარაკე
სახელია» და ბერძნულად «სამართლიან მოქალაქეს» აღნიშნავს.
სტრ. 604. ქ ა ო ნ ი ა – მხარე ეპიროსში.
სტრ. 606. კ ა მ ა რ ი ნ ა – სიცილიის ქალაქი.
სტრ. 613. ე კ ბ ა ტ ა ნ ა – სპარსეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია. გასაოცარი
სიმდიდრის ქალაქი.
სტრ. 614. კ ე ს ი რ ა – საზოგადო სახელი პრეტენციოზული, ე. წ. «მაღალი საზოგა-
დოების» დედაკაცისა.
სტრ. 628. …რაც კომედიის გუნდს ხელმძღვანელობს ჩვენი პოეტი… – ანტიკურობაში
პოეტი იყო თავისი პიესის დამდგმელი რეჟისორიცა და კომპოზიტორიც.
სტრ. 637. «ი ი ს გ ვ ი რ გ ვ ი ნ ი თ შ ე მ კ უ ლ ი» – ათენელის ტრადიციული ეპი-
თეტი, რომელიც პირველად იხმარა დიდმა ლირიკოსმა პინდარემ.
სტრ. 653. ე გ ი ნ ა – ათენის მახლობლად მდებარე კუნძული. ანტიკური კომენტა-
ტორების მიხედვით, არისტოფანეს მამას ეგინაზე ჰქონია მიწის მცირე ნაკვეთი,
რომელიც მემკვიდრეობით ერგო კომედიოგრაფოსს.
სტრ. 685. ს ი ნ ე გ ო რ ო ს ი – სახელმწიფოს წარმომადგენელი სამართლის კარზე.
სტრ. 688. ტ ი თ ო ნ ო ს ი – ბერძნული მითოლოგიიდან აღებული მიხრწნილი ბე-
რიკაცის ეს სახელი საზოგადო სახელად იქცა.
სტრ. 701. მ ა რ ფ ს ი ა – იმდროინდელი მოდური და ყბედი ორატორი.
– 171 –
სტრ. 704. თ უ კ ი დ ი დ ე – როგორც ჩანს, იგულისხმება პერიკლეს პოლიტიკური
მოწინააღმდეგე, რომელიც 443 წ. გააძევეს ათენიდან. ათი წლის შემდეგ შინ დაბ-
რუნებული თუკიდიდე, უკვე მიხრწნილი ბერიკაცი, ალბათ, სამართალში მისცეს.
ამ პასაჟიდან ჩანს, რომ მას წაუგია პროცესი.
კ ე ფ ი ს ო დ ე მ ე ს შვილი, ქვემოთ მოხსენიებული ე ვ ა თ ლ ე – სოფისტებთან აღ-
ზრდილი მოდური ორატორი. სკვითს რომ უწოდებდა, არისტოფანე ამით ხაზს
უსვამდა მის უცხოურ წარმოშობას.
სტრ. 709. …დედოფალს არ მოუთმენდა, ქალღმერთს არ დაინდობდა… – იგულის-
ხმება დ ე მ ე ტ რ ე. მიუხედავად მეცნიერთა დიდი მცდელობისა, ეს პასაჟი დღემ-
დე დამაკმაყოფილებლად ახსნილი არ არის.
სტრ. 716. კ ლ ი ნ ი ა ს ძ ე – ალკიბიადე, იმ დროისათვის ჭაბუკი არისტოკრატი,
შემდგომში სახელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ანტიკურობის ერთ-ერთი ყველა-
ზე უფრო საინტერესო ფიგურა. კომედიოგრაფოსებს არაერთგზის გაუკიცხავთ მი-
სი მანკიერი მიდრეკილება მიწიერებისაკენ.
სტრ. 723-724. …ზედამხედველებად დავნიშნავ ბაზარში სამ ქამარს ლეპრედან – ან-
ტიკური სქოლიასტის მიხედვით, ბაზრის ზედამხედველები (აგორანომოსები) შე-
იარაღებულნი იყვნენ ტყავის ქამრებით თუ მათრახებით.
ლ ე პ რ ე შ ი, ათენის მახლობლად, ტყავს თრიმლავდნენ.
სტრ. 726. …მე სტელას მოვიტან, ამოკვეთილია ზედ ზავის პირობა – ოფიციალური
დადგენილებები ქვის ბოძებზე (სტელებზე) ამოიკვეთებოდა და იდგმებოდა კარ-
გად გამოსაჩენ ადგილებში.
სტრ. 738. …უნდა მოვიფიქრო რ ა მ ე მ ე გ ა რ უ ლ ი … – მეგარაში ძვ. წ. ´³ საუკუნე-
ში, ზოგიერთი ცნობით, პირველად მატერიკულ საბერძნეთში აღმოცენდა კომე-
დია, რომელიც ბალაგანურ წარმოდგენას ვერ გასცდა. «მეგარულ ხუმრობებს» ატი-
კელი კომედიოგრაფოსები მდარე პოეზიად მიიჩნევდნენ, თუმცა ხშირად თვი-
თონვე იყენებდნენ მათ.
სტრ. 742. ჰერმესს გეფიცებით… – ვაჭრები, როგორც წესი, თავიანთ ღმერთს, ჰერმესს
იფიცებდნენ.
სტრ. 747. …თითქოს გოჭები ხართ, შესაწირავები – გოჭს დემეტრეს სწირავდნენ
მისტერიებზე.
სტრ. 760. მარილი გაკლიათ?.. – ძვ. წ. 427 წ. ათენელებმა დაიპყრეს მეგარის მახლობ-
ლად მდებარე კუნძული მინოა, სადაც საბადოებიდან მარილი მოიპოვებოდა (იხ.
თუკიდიდე, ³³³, 51).
სტრ. 774. დ ი ო კ ლ ე იყო მეგარელთა ეროვნული გმირი.
სტრ. 801. მუხუდოს თუ შეჭამთ?.. – მ უ ხ უ დ ო – «ერებინთოს». ეს სიტყვა მამაკა-
ცის ასოსაც აღნიშნავდა.
სტრ. 807. რას ახრამუნებენ! ძვირფასო ჰერაკლე! – ჰ ე რ კ ა ლ ე ს ღორმუცელობა სა-
ყოველთაოდ იყო ცნობილი. შდრ. მაგალითად, «ბაყაყები», სტრ. 549 და შმდგ.
– 172 –
სტრ. 826. …უფითილოდ აპირებ «ნათებას»?.. – ორიგინალში სიტყვათა თამაშია:
ზმნა «ფაინეინ» ნიშნავს «ნათებასაც» და «დაბეზღებასაც».
სტრ. 839. კ ტ ე ს ი ა, როგორც ჩანს, მაბეზღარი ყოფილა.
სტრ. 846. ჰ ი პ ე რ ბ ო ლ ე – ლამპრების დამამზადებელი სახელოსნოს პატრონი,
ომის ერთ-ერთი თავგამოდებული მომხრე. კლეონის სიკვდილის შემდეგ, 422 წ.
იგი გახდა რადიკალური დემოკრატიის ლიდერი. შინაპოლიტიკური ინტრიგების
გამო 417 წ. გააძევეს ათენიდან და 411 წ. მოკლეს.
სტრ. 849. კ რ ა ტ ი ნ ე – ძველი საბერძნეთის უდიდესი კომედიოგრაფოსი, არისტო-
ფანეს უფროსი თანამედროვე. ´ საუკუნის ოციან წლებში უკვე ღრმად მოხუცებუ-
ლი იყო; ეტანებოდა ღვინოს. მის უკანასკნელ კომედიაში «ბოთლი» («პტინე», 423
წ.), რომელიც არ შემონახულა, წარმოდგენილი ყოფილა მისი კანონიერი მეუღ-
ლის, კ ო მ ე დ ი ი ს ა და საყვარლის, ს მ ი ს კომიკური კამათი.
სტრ. 854. პ ა ვ ს ო ნ ი – არისტოფანეს თანამედროვე ღატაკი მხატვარი. ჰქონია მე-
ტად მახვილი ენა.
სტრ. 855. ქ ო ლ ა რ გ ე ვ ს ე ლ ი ლ ი ს ი ს ტ რ ა ტ ე – ავენა და ღატაკი მოქალაქე.
იხ. «მხედრები», სტრ. 1265-1268, «კრაზანები», სტრ. 788.
სტრ. 860. ჰ ე რ ა კ ლ ე ბეოტიელთა ეროვნული გმირი იყო. მითის მიხედვით, იგი
ბეოტიაში, კერძოდ, თებეში დაიბადა.
სტრ. 862. ფ ლ ე ი ტ ა ბეოტიელთა საყვარელი ინსტრუმენტი ყოფილა.
სტრ. 867. ი ო ლ ა ე (ვარ. იოლაოსი) – თებელი გმირი, ჰერაკლეს მეგობარი.
სტრ. 880. კ ო პ ა ი ს ი ს ტ ბ ი ს (ბეოტიაშია) გველთევზა განთქმული იყო მთელ სა-
ბერძნეთში. ამ დელიკატესს არისტოფანე თითქმის ყველა კომედიაში ახსენებს.
სტრ. 883. შენ, კოპაისელთა ელჩო და ქალწულო… – ესქილეს რომელიღაც ჩვენამდე
მოუღწეველი ტრაგედიის პაროდია.
სტრ. 886. ტ რ ი გ ო დ ი ა (სიტყვა-სიტყვით, «მთხლის სიმღერა». იგულისხმება, რომ
ოდესღაც კომედიის პერსონაჟთა ნიღბები მთხლით იყო მოთხვრილი) – იგივეა,
რაც კომედია.
სტრ. 887. მ ო რ ი ქ ე – იმ დროის ცნობილი გურმანი.
სტრ. 893-894. სიკვდილიც ვერასდროს ვერ გამყრის… სტუმართან – ევრიპიდეს «ალ-
კესტისის» (სტრ. 367) პარატრაგედია.
სტრ. 901. ფ ა ლ ე რ ო ნ ი – ათენის ერთ-ერთი ნავსადგური.
სტრ. 905. ორ ღმერთს გეფიცები… – იგულისხმებიან ამფიონი და ძეთოსი, თებეს
დამფუძნებლები. სპარტელებისთვის «ორი ღმერთი» იქნებოდა კასტორი და პო-
ლიდევკე.
სტრ. 920-924. მანძილი ათენსა და პირევსის ნავსადგურს შორის სინამდვილეში შე-
ადგენდა 10 კმ-ს.
სტრ. 961. ზ ე დ ა შ ე ე ბ ი – მეორე დღე ანთესტერიების დღესასწაულისა, რომელიც
დიონისეს საპატივცემულოდ იმართებოდა მარტის დასაწყისში. ამგვარად, კომე-
– 173 –
დიის მოქმედება, რომელიც მიმდინარეობდა სოფლის დიონისიების დროს (დე-
კემბერი), გადატანილია სხვა დროში.
სტრ. 980. ჰ ა რ მ ო დ ი ო ს ი – ათენელი გმირი, რომელმაც სამშობლო ტირანისაგან
გაათავისუფლა. მისი გმირობა დაკავშირებულია სისხლისღვრასთან, რაზედაც ახ-
ლა აქარნელებს სიტყვის გაგონებაც არ უნდათ. მისი საპატივცემულო სუფრული
სიმღერა ასე იწყებოდა: «საყვარელო ჰარმოდიოს, არა, შენ არა ხარ მკვდარი» (შდრ.
აქვე, სტრ. 1093).
სტრ. 989. ქ ა რ ი ტ ე ბ ი – გრაციოზულობის ქალღმერთები.
სტრ. 991-992. «პირმშვენიერო, უწინ, რად ვერ გამჩნევდი!» – ლაპარაკია მხატვარ ძევ-
ქსისის სურათზე, რომელიც გამოფენილი იყო ათენში, აფროდიტეს ტაძარში.
სტრ. 1000-1003. …ძველი წესისამებრ, ამ ზედაშეებზე უნდა სვათ სუყველამ – სმაში
შეჯიბრება შედიოდა ანთესტერიების დღესასწაულის პროგრამაში. ის, ვინც პირ-
ველი დაცლიდა თავის თასს, საჩუქრად ღებულობდა გვირგვინს და ღვინით სავსე
ტიკს.
სტრ. 1032. პ ი ტ ა ლ ე – ათენელი ექიმი.
სტრ. 1082. გ ე რ ი ო ნ ე – სამი წლის მითიური გოლიათი, რომელიც დაამარცხა ჰე-
რაკლემ.
სტრ. 1150. …ანტიმაქეს… ვითომ პოეტს… – პოეტი ანტიმაქე, როგორც კომედიის ტექ-
სტიდან ჩანს, ერთხელ ქორეგოსი ყოფილა, ე. ი. მას ევალებოდა კომედიის გუნდის
მატერიალური უზრუნველყოფა. წარმოდგენის შემდეგ მსახიობებისათვის ბანკე-
ტის მოწყობა ყოფილა მიღებული. ანტიმაქემ, როგორც ჩანს, დაარღვია ეს ტრადი-
ცია და არისტოფანეს გესლიან ენასაც ვეღარ გადაურჩა.
სტრ. 1169. …შეხვედროდეს გალეშილი ორესტე და ქვა ჩაერტყას გოგრაში… –
ო რ ე ს ტ ე მ, მიკენის ლეგენდარული მეფის, აგამემნონის ძემ დასთან, ელექტრას-
თან ერთად მამის მკვლელობისათვის შური იძია დედაზე – კლიტემნესტრაზე და
მის საყვარელზე, ეგისთეზე. ამ სიუჟეტზე ანტიკურობაში შექმნილი იყო მრავალი
ტრაგედია, მათ შორის ესქილეს «ორესტეა» (ტრილოგია) და სოფოკლესა და ევრი-
პიდეს ტრაგედიები, სახელწოდებით «ელექტრა». არისტოფანე ორესტეს უწოდებს
ქუჩის მძარცველს.
მხედრები
კომედია დაიდგა ძვ. წ. 424 წ. ლენეებზე. არისტოფანე პირველად მონაწილეობდა ას-
პარეზობაში საკუთარი სახელით და გამარჯვება მოიპოვა. მეორე იყო მოხუცი კრა-
ტინე თავისი «სატირებით», მესამე – არისტომენესი «ტყისმჭრელებით».
ბედმა ინება, რომ დემაგოგი კლეონი ათენის ფაქტობრივი გამგებელი გამხდარიყო.
განსაკუთრებული დამსახურებებისათვის მან მიიღო პრიტანიონში კვების უფლე-
ბა და ადგილი თეატრის პირველ რიგში – ე. წ. «პროედრია». არისტოფანე, ბუნებ-
რივია, ვერ შეურიგდებოდა თავისი ძველი მტრის ასე აღზევებას.
– 174 –
სტრუქტურული თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ კომედიაში ორი აგონია (მცირე
აგონი მესამე და მეოთხე ეპისოდიონებს შორის) და ორი პარაბასისი (მცირე პარა-
ბასისი – მეხუთე ეპისოდიონსა და ექსოდოსს შორის).
სტრ. 1. პ ი რ ვ ე ლ მ ს ა ხ უ რ შ ი განსახიერებულია ათენელი მხედართმთავარი
დემოსთენე, ალკისთენეს ძე, რომელმაც სახელი გაითქვა პელოპონესის ომში. მან
424 წელს აიღო პილოსი და კუნძულ სფაქტერიაზე დაამარცხა სპარტელები. ეს გა-
მარჯვებები შემდგომში კლეონმა მიიწერა. სიცილიის ლაშქრობაში დამარცხების
შემდეგ 413 წ. სექტემბერში დემოსთენე სიკვდილით დასაჯეს სირაკუზში. ზოგი-
ერთ გამოცემაში პ ი რ ვ ე ლ ი მ ს ა ხ უ რ ი ს ნაცვლად წერია დ ე მ ო ს თ ე ნ ე,
ხოლო მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ ი ს ნაცვლად ნ ი კ ი ა; პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი ს ნაც-
ვლად კი – კ ლ ე ო ნ ი (ამის საფუძველს იძლევა რამდენიმე ხელნაწერი და რამ-
დენიმე, მაგალითად, გილბერტისა და ჰოლის ოქსფორდისეული გამოცემაც. ჩვენ
ვეყრდნობით ვ. კულონისეულ ტექსტს).
სტრ. 3. პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი – იგულისხმება კლეონი, კლეენეტეს ძე, დემაგოგი, რა-
დიკალური დემოკრატიის პარტიის ლიდერი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თა-
მაშობდა ათენის ცხოვრებაში ძვ. წ. 429-422 წლებში.
პერიკლეს გარდაცვალების შემდეგ ბრწყინვალეებს სათავეში ჩაუდგა ნიკია, დემოსს
კი – კლეონი, «რომელმაც, მგონი, უფრო გახრწნა დემოსი თავისი ვნებააშლილო-
ბით და პირველმა დაიწყო საქადაგოდან ყვირილი და ლანძღვა-გინება» (არისტო-
ტელე, ათენელთა პოლიტია. ს. ყაუხჩიშვილის თარგმანი, თბ. 1958). თუკიდიდეს
დახასიათებით ჩანს, რომ კლეონი ყოფილა ენერგიული და მჭევრმეტყველი პო-
ლიტიკოსი, მაგრამ მას არ ახასიათებდა არც სულის კეთილშობილება, არც ბრძნუ-
ლი წინდახედულობა და არც ლმობიერება.
სტრ. 6. მ ე ო რ ე მ ს ა ხ უ რ შ ი განსახიერებულია ათენელი მხედართმთავარი და
ოლიგარქიის მეთაური ნ ი კ ი ა (ვარ. ნიკიასი), ნიკერატეს ძე (პლუტარქე, ნიკია, 2).
ხალხმა იგი ორგზის აირჩია სტრატეგოსად, მაგრამ კლეონს მაინც მეტი გავლენა
ჰქონდა. კლეონის სიკვდილის შემდეგ დაიდო ზავი (421 წ.), რომელიც ნიკიას ზა-
ვის სახელითაა ცნობილი. სიკვდილით დასაჯეს სირაკუზში 413 წ.
სტრ. 9. ო ლ ი მ პ ე – სახელოვანი მუსიკოსი. შექმნა ე. წ. «ნომოსები», რელიგიური
ხასიათის სევდიანი მელოდიები ფლეიტისათვის (სქოლიასტი).
სტრ. 16. ევრიპიდეს «ჰიპოლიტოსის» სტრ. 345. ამ სიტყვებით მიმართავს ძიძას
ფედრა, რომელსაც ვერ გაუბედავს გერისადმი თავისი უკანონო სიყვარულის გამ-
ჟღავნება.
სტრ. 18. ე ვ რ ი პ – ი დ ე უ რ ა დ… – ასე გადმოვეცით დედნისეული «ევრიპიდი-
კოს», ევრიპიდესეული ბრწყინვალებით.
სტრ. 19. …ნუ გაამჟაუნებ! – კომედიოგრაფოსების მიხედვით, ევრიპიდეს დედა მემ-
წვანილე ყოფილა (შდრ. «აქარნელები», სტრ. 457).
სტრ. 42. პერსონაჟ დ ე მ ო ს შ ი პერსონიფიცირებულია ათენელი ხალხი.
– 175 –
სტრ. 44. პ ა ფ ლ ა გ ო ნ ე ლ ი – სადაურობის აღმნიშვნელი სახელია (ათენში ამ
დროისათვის ბევრი მონა ყოფილა პაფლაგონიიდან). ამავე დროს, ეს სიტყვა გვა-
გონებს ზმნას «პაფლაძეინ», რაც «თუხთუხს» აღნიშნავს და კარგად მიგვანიშნებს
დემაგოგ კლეონის მეტყველებასა და ხასიათზე (პაფლაგონელი ხომ კლეონის პერ-
სონიფიკაციაა).
სტრ. 52. ტ რ ი ო ბ ო ლ ი – წვრილი ფულია. კლეონმა, პოპულარობის მოპოვების
მიზნით მოსამართლეებს (ჰელიასტებს) გასამრჯელო ერთიდან სამ ობოლამდე გა-
უზარდა.
სტრ. 55. პილოსში მოვზილე ცომი ლაკონური – ალუზია დემოსთენეს მიერ პილოს-
ში ლაკედემონელებზე მოპოვებული გამარჯვებისა, რომლის მთელი პატივიც
კლეონმა უსირცხვილოდ მიიწერა.
სტრ. 78. ე ტ ო ლ ი ე ლ ე ბ ი («აიტოლიოი») დასახელებული არიან, რათა მოგვაგო-
ნონ ზმნა «აიტეინ» – «თხოვნა» (კლეონი ხომ სულ მუდამ ფულს მ ო ი თ ხ ო ვ –
დ ა).
სტრ. 79. ქ ა ო ნ ი ე ლ ე ბ ი ს, ეპირელი ხალხის სახელი ჩამოაგავს ზმნას «ქაეინ» (ი-
გივეა, რაც «ქასკო») – «მთქნარება», რაც მინიშნებაა პერსონაჟის ხასიათზე, შდრ.
«კრაზანები», სტრ. 1493. კ ლ ო პ ი დ ე ლ ე ბ შ ი იგულისხმებიან ატიკის დემის
კლოპეიას მცხოვრებნი; სიტყვა ოდნავ ფორმაცვლილია იმ მიზნით, რომ დამსგავ-
სებოდა სახელს «კლოფს» – «ქურდი» (მინიშნება კლეონზე).
სტრ. 84. ისე აღვესრულოთ, როგორც თემისტოკლე – თუკიდიდეს ცნობით (1, 138,
4), თემისტოკლე ავადმყოფობით გარდაიცვალა. არსებობს სხვა გადმოცემაც, რომ-
ლის მიხედვითაც იგი ხარის სისხლით მოწამლულა (ციცერონი, ბრუტუსი, 43).
სტრ. 85. სჯობს, სუფთა ღვინოთი დავლოცოთ ღვთაება – ნადიმი იწყებოდა კეთილი
ღვთაებისათვის ზედაშეს შეწირვით (შდრ. სტრ. 106).
სტრ. 107. პ რ ა მ ნ ი ო ს ი – ღვინით განთქმული მხარე მცირე აზიაში.
სტრ. 123. ბ ა კ ი ს ი – იმხანად მეტად პოპულარული წინასწარმეტყველი.
სტრ. 129. ძ ე ნ ძ ი თ მ ო ვ ა ჭ რ ე – ევკრატე, იხ. სტრ. 254 და კომენტარი.
სტრ. 132. ცხენებით მ ო ვ ა ჭ რ ე – იგულისხმება ლისიკლე (შდრ. სტრ. 765).
სტრ. 167. პრიტანიონში… გოგოებს მიიყვან. მოსალოდნელი იყო: პრიტანიონში ისა-
დილებ.
სტრ. 197-198. როცა კი დაითრევს ბრჭყალებდაგრეხილი არწივი ტყავისა… – შდრ.
«ილიადა», სტრ. 200-204, სადაც აღწერილია ბრძოლა არწივსა და გველს შორის,
რომელიც ქვეწარმავლის გამარჯვებით მთავრდება. დაგესლილი ფრინველი ტრო-
ელთა ბანაკში ვარდება.
სტრ. 237. …თასი ქალკისური… ქ ა ლ კ ი ს ი – კუნძულ ევბეას მთავარი ქალაქი, სა-
ხელგანთქმული იყო ვერცხლისა და სპილენძის თასებით. ძვ. წ. 445 წ. არისტოკრა-
ტიული პარტიის წაქეზებით ევბეა ათენს აუჯანყდა; ეს აჯანყება ჩაახშო პერიკ-
ლემ.
– 176 –
სტრ. 243. სქოლიასტის მიხედვით, ს ი მ ო ნ ი დ ა პ ა ნ ე ტ ი ო ს ი, ნახევარგუნდე-
ბის წინამძღოლები, კომედიის დადგმის წელს მართლაც ყოფილან ჰიპარქოსები
(მხედრიონის მეთაურები).
სტრ. 254. ე ვ კ რ ა ტ ე, ძენძით (შდრ. სტრ. 129) და ფქვილით (შდრ. სტრ. 696) მოვაჭ-
რე; იყო სახალხო პარტიის მეთაური, პოლიტიკოსი და კომერსანტი, რომელიც პო-
ლიტიკური წარუმატებლობით გამოწვეულ დარდს სავაჭრო წარმატებებით იქარ-
ვებდა ხოლმე.
სტრ. 268. თქვენი სიმამაცისთვის რამე ძეგლი დაგვედგა – ძვ. წ. 425 წ. ათენელებმა
ნიკიას მეთაურობით 80 ხომალდით მოაწყვეს ლაშქრობა კორინთოში. ლაშქარში
შედიოდა 2000 ჰოპლიტი და 200 მხედარი. საბოლოო გამარჯვება სწორედ ათე-
ნელთა მხედრიონმა მოიპოვა; ამ გმირობაზეა ლაპარაკი პარაბასისის ანტეპირემა-
შიაც (სტრ. 595-610).
სტრ. 277. თ ა ფ ლ ი ს კ ვ ე რ ი ჩ ვ ე ნ ი ა – იდიომატური გამოთქმაა. ამ ნამცხვარს
ჯილდოდ იღებდა გამარჯვებული მეინახე, რომელიც შეძლებდა, მთელი ღამე
ფეხზე მდგარიყო (სქოლიასტი).
სტრ. 283. ამის ნება პერიკლესაც არ ჰქონია არასდროს – პერიკლეს არასოდეს უსა-
დილია პრიტანიონში.
სტრ. 302. …და მეათედს არ იხდიდი – შესაწირის მეათედი ნაწილი პრიტანებს ეძლე-
ოდათ (სქოლიასტი).
სტრ. 321. პ ე რ გ ა ს ი იყო ატიკის დემი ათენისა და აფიდნეს გზაზე. აფიდნედან
იყო წარმოშობით მხედართმთავარი დემოსთენე.
სტრ. 327. ჰ ი პ ო დ ა მ ე ს ძ ე, არქეპტოლემე მიკუთვნებულია არისტოკრატიულ
პარტიას და, როგორც მშვიდობისათვის მებრძოლი, იგი უპირისპირდება კლეონს.
არქეპტოლემე სფაქტერიაზე გამარჯვების შემდეგ ხელმძღვანელობდა ელჩობას
სპარტაში, რათა ლაკედემონელებისათვის ზავი შეეთავაზებინა. კლეონი ზავის კა-
ტეგორიული მოწინააღმდეგე იყო (შდრ. აქვე, 394, 668-674, 794-796; «მშვიდობა»,
სტრ. 665-667 და სხვ.).
სტრ. 393-394. ახლაც სხვისი მოსავალი მოიწია… – მინიშნება პილოსში დემოსთენეს
მიერ მოპოვებულ გამარჯვებაზე, რომლის «მოსავალი მოიწია», ე. ი. რომელიც მი-
იწერა კლეონმა. «ნაყოფში», რომელსაც გასაყიდად «აშრობს» კლეონი, იგულისხმე-
ბიან ლაკედემონელი ტყვეები; მათ გამოსასყიდად ახლობლებს დიდძალი თანხა
უნდა გადაეხადათ.
სტრ. 400. ლოთი კ რ ა ტ ი ნ ე (შდრ. სტრ. 535) ლოგინში ისველებდა თურმე.
სტრ. 401. მ ო რ ს ი მ ე – უნიჭო ტრაგიკოსი პოეტი. იხ. «მშვიდობა», 480 და შმდგ.,
«ბაყაყები», სტრ. 150 და შმდგ.
სტრ. 438. შენ თვითონ პოტიდეადან ათი ტალანტი არ გაქვს? – შდრ. თუკიდიდე, 1,
64, 10.
სტრ. 446. …რომ შეურაცხყვეს ქალღმერთი – კ ი ლ ო ნ ი ს ა და მისი თანამგზავრე-
ბის მკვლელები ქალღმერთ ათენას ტაძრის ახლოს იმალებოდნენ. მკვლელობა
– 177 –
მოხდა საკურთხეველთან; ამის გამო ალკმეონიდები და მათი შთამომავლობა
ღვთისმგმობელებად და მკრეხელებად გამოაცხადეს.
სტრ. 447. შუბოსანი… გყავდა ბაბუა – შ უ ბ ო ს ნ ე ბ ი ტირანთა სატელიტები იყ-
ვნენ. ჰიპიას შუბოსნებმა მოკლეს ჰარმოდიოსი, ათენის განთავისუფლებისათვის
მებრძოლი გმირი.
სტრ. 449. ჰიპიას ცოლის, ტყავ…რინეს – სინამდვილეში ტირან ჰიპიას ცოლს მ ი –
რ ი ნ ე (მირსინე) ერქვა.
სტრ. 479. ბეოტიელებს … ანდობდით ყველაფერს – «აქარნელებში» (სტრ. 860 და
შმდგ.) არისტოფანემ აზრი გამოთქვა, რომ აღედგინათ ეკონომიკური ურთიერთო-
ბა ბეოტიასთან; «მხედრების» დადგმამდე ცოტა ხნით ადრე დემოსთენეს მოლაპა-
რაკება ჰქონია რამდენიმე ბეოტიელთან ამ ქვეყანაში დემოკრატიის დამყარების
თაობაზე. ბეოტია სახელგანთქმული იყო მაღალხარისხოვანი პროდუქტებით, მათ
შორის ყველით.
სტრ. 495. ს წ რ ა ფ ა დ ი ჩ ქ ა რ ე – სახუმარო ვარიანტი ცნობილი გამოთქმისა «ნე-
ლა იჩქარე» (გავრცელებულია ამ გამონათქვამის ლათინური ვარიანტი «ფესტინა
ლენტე»); შდრ., აგრეთვე, «ქალები თესმოფორიების დღესასწაულზე», სტრ. 277.
სტრ. 511. ტ ი ფ ო ნ შ ი (სიტყვა ნიშნავს «ქარიშხალს») იგულისხმება კლეონი.
სტრ. 520. მ ა გ ნ ე ს ი – ძველი ატიკური კომედიის ერთ-ერთი პირველი წარმომად-
გენელი.
სტრ. 526. კ რ ა ტ ი ნ ე – არისტოფანესთან და ევპოლისთან ერთად განიხილებოდა,
როგორც ძველი ატიკური კომედიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი. კო-
მედიოგრაფოსთა ასპარეზობებში მოუპოვებია ცხრა გამარჯვება.
სტრ. 529. აქ მოცემულია კრატინეს ერთ-ერთი პასაჟის პაროდია. დ ო რ ო (ხუმრო-
ბით) – ქრთამის ქალღმერთი. ტ ე რ ფ ლ ე ღ ვ ი ა ნ ი – მინიშნება მაბეზღარზე ანუ
სიკოფანტზე (ეს სიტყვა ეტიმოლოგიურად «ლეღვის გამომჩენს» ნიშნავს).
სტრ. 534. კ ო ნ ა ს ი – დამამცირებელი მეტსახელია, რომელიც დიდ მუსიკოს კო-
ნოსს (სოკრატეს მუსიკის მასწავლებელს) მისცა კრატინემ.
სტრ. 546. დაე, თერთმეტჯერ დაჰკრან ნიჩაბს – ჩვეულებრივ, «ვაშას» დაძახებამდე
მხოლოდ ათგზის დაჰკრავდნენ ნიჩბებს.
სტრ. 561. გ ე რ ე ს ტ ო ს ი – კონცხი კუნძულ ევბეას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილ-
ში; აქ იყო პოსეიდონის ტაძარი.
სტრ. 562. ათენელთა ფლოტმა ფ ო რ მ ი ო ნ ი ს მეთაურობით ბრწყინვალე გამარ-
ჯვება მოიპოვა ნავპაქტესთან კორინთოელებზე 429 წელს.
სტრ. 566. ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, დიდი პანათენეების დღესასწაულზე
პართენონში ათენასათვის შესაწირად მიჰქონდათ მდიდრული სამოსი პ ე პ ლ ო –
ს ი; მასზე წარჩინებულ ათენელ ქალთა მიერ ამოქარგული იყო ღმერთების გმი-
რობათა ამსახველი სურათები.
სტრ. 574. კ ლ ე ე ნ ე ტ ე – კლეონის მამა.
– 178 –
სტრ. 575. ქალაქისადმი დიდი დამსახურებისათვის მოქალაქეებს ეძლეოდათ
პ რ ო ე დ რ ი ა – ადგილი თეატრის პირველ რიგში.
სტრ. 595. ახლა გვინდა, ჩვენს ცხენებსაც საკადრისი მივუზღოთ – მხედრების გუნ-
დი თავის ცხენებს მიაწერს საკუთარ ამბებს. შემდეგ მოცემულია თავის ქების მე-
ტად თავისებური, ასე ვთქვათ, «მოკრძალებული» ვარიანტი.
სტრ. 608. თ ე ო რ ე კლეონის მომხრე და, ამდენად, მხედრების მტერი იყო. იგი სხვა-
განაც ხშირად ჰყავს მოხსენიებული არისტოფანეს ზიზღითა და სიძულვილით:
«აქარნელები», სტრ. 134; «ღრუბლები», სტრ. 400; «კრაზანები», სტრ. 42-51, 418 და ა.
შ.
სტრ. 609. კიბორჩხალა ღმერთს უხმობდა… – ვარაუდობენ, რომ «კიბორჩხალა» კო-
რინთოელთა დასაცინი მეტსახელი იყო.
სტრ. 615. ნ ი კ ო ბ უ ლ ე – ეტიმოლოგიურად «საბჭოზე გამარჯვებული».
სტრ. 630. კარგად რომ გამოძღნენ ტყუილმხალეულით… – ტ ყ უ ი ლ მ ხ ა ლ ე უ –
ლ ი – ასე გადმოვეცით დედნისეული ნეოლოგიზმი, რაც სიტყვა-სიტყვით «ცრუ-
ნაცარქათამას» ნიშნავს; ნაცარქათამა ერთგვარი ბოსტნეულია, მისი ჭამა ავადმყო-
ფობასა და ფერის დაკარგვას იწვევს. კომედიოგრაფოსს სურს თქვას: საბჭოს წევ-
რებმა დემაგოგის მიერ «შეკაზმული» ტყუილები რომ «მიირთვეს», მრისხანებისა-
გან გაფითრდნენ…
სტრ. 634 და შმდგ. პაწია ღმერთებო მატრაბაზობისა… – მსგავსი პერსონიფიკაცია
ხშირად გვხვდება ორატორებთან; შდრ. ესქინე, «კტესიფონტის წინააღმდეგ», 260:
«ო, მიწავ, მზეო, სათნოებავ, გონიერებავ, აღზრდავ!»
სტრ. 639. მ ა რ ჯ ვ ნ ი დ ა ნ მოცემული ნიშანი სასიკეთოდ ითვლებოდა.
სტრ. 649. ო ბ ო ლ ი – ფულის ყველაზე წვრილი ერთეული ძველ საბერძნეთში, 1/6
დრაქმა.
სტრ. 660. მ ო ნ ა დ ი რ ე არტემისის ეპითეტია. მარათონის ბრძოლის წინ ბერძნებმა
აღთქმა დადეს, იმდენი თხა შეეწირათ არტემისისათვის, რამდენ მტერსაც მო-
კლავდნენ; მაგრამ მოკლულ სპარსელთა რიცხვი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ
შეუძლებელი გახდა ამ აღთქმის მთლიანად შესრულება; მაშინ მიიღეს გადაწყვე-
ტილება, ყოველწლიურად შეეწირათ ხუთასი თხა და «დღესაც სწირავენ», დასძენს
ქსენოფონტი თავის «ანაბასისში».
სტრ. 661-662. …ათას თხის შეწირვის აღთქმა რომ მიგვეცა… – კომიკურ ეფექტს ქმნის
ის, რომ მეძეხვე მოითხოვს უჩვეულოდ დიდ მსხვერპლს; თევზის გაიაფებასთან
დაკავშირებით შესაწირავი თხების რაოდენობა ორგზის აღემატება მარათონის
ბრძოლაში გამარჯვებისათვის დაწესებულს.
სტრ. 665. გარეთ გაათრიეს იგი პრიტანებმა – ათენელთა საბჭოში (ბულე) შედიოდა
ხუთასი წევრი (ბულევტი). ფილეთა რიცხვის მიხედვით საბჭო გაყოფილი იყო ათ
თანასწორ ნაწილად. წლის მეათედის განმავლობაში ბჭობდნენ ერთი ფილეს ბუ-
ლევტები, რომლებსაც ამ დროს ეწოდებოდათ პ რ ი ტ ა ნ ე ბ ი, ხოლო ამ მოვალეო-
– 179 –
ბის შესრულებას – პ რ ი ტ ა ნ ი ა. პრიტანები თავმჯდომარეობდნენ საბჭოსა და
სახალხო კრებას.
სტრ. 699. ვ ე რ ა ფ რ ი თ ა ღ გ… ჭ ა მ ე – მოსალოდნელი «აღგგავეს» ნაცვლად.
სტრ. 728. ჩემი ზეთისხილის გვირგვინი… – ზეთისხილის შტოზე ამაგრებდნენ
ხილს და პიანეფსიონში (ოქტომბერი-ნოემბერი) ჰკიდებდნენ ყველა სახლის კა-
რებზე, სადაც რჩებოდა მთელი წლის განმავლობაში.
სტრ. 762. ასწიე შენი «დელფინები»… – დ ე ლ ფ ი ნ ი – იგულისხმება დელფინის
ფორმის მქონე ტყვიის მასა, რომელსაც მაღლა წევდნენ და შემდეგ მოწყვეტით უშ-
ვებდნენ მოწინააღმდეგის გემზე, რათა ჩაეძირათ იგი.
სტრ. 765. ლ ი ს ი კ ლ ე – ცხვრებით მოვაჭრე (მოხსენიებული ზემოთ, სტრ. 132).
კ ი ნ ა დ ა ს ა ლ ა ბ ა კ ქ ო ჰეტერები იყვნენ.
სტრ. 771. მ ი ტ ო ტ ო ს ი – ძველი ბერძნული ეროვნული კერძი პაშტეტის ტიპისა;
მზადდებოდა ერთმანეთში შეზელილი ნივრის, ყველისა და თაფლისაგან.
სტრ. 772. ათენში ორი კ ე რ ა მ ი კ ო ს ი იყო: ე. წ. შიდა კერამიკოსი, უბანი, სადაც
სამშობლოსათვის დაღუპულებს ასაფლავებდნენ და გარე კერამიკოსი, კახპების
უბანი (სქოლიასტი). მეძეხვე სწორედ ამ უკანასკნელს გულისხმობს.
სტრ. 894. ს ი ლ ფ ი ო ნ ი საკვებში გამოიყენებოდა; შემოჰქონდათ კირენაიკედან.
იგი კუჭის აშლილობასა და გაზების გამოყოფას იწვევს (თეოფრასტე, მცენარე-
თათვის, 6, 3).
სტრ. 901. …საქმე წითურის ნახელავია ნაღდად – ამ ადგილის მიხედვით შეგვიძლია
დავასკვნათ, რომ კლეონი წითური იყო.
სტრ. 912. ტ რ ი ე რ ა რ ქ ო ბ ა (ხომალდის მეთაურობა) მეტად საპატიო მოვალეო-
ბად ითვლებოდა. ხომალდის მოწყობასა და მეზღვაურებისათვის ხელფასის გაცე-
მას თვით სახელმწიფო კისრულობდა. რაც შეეხებოდა გემის შეკეთებას და ეკიპა-
ჟის აღჭურვას, რაც საკმაოდ დიდ თანხას მოითხოვდა, ეს უკვე ტრიერარქის საქმე
იყო; ამიტომ ამ მოვალეობას მდიდარ მოქალაქეებს აკისრებდნენ ხოლმე.
სტრ. 945. ო ბ ო ლ ი ა ნ ე ბ ი – ობოლის (წვრილი ფულია) მოდგმა – იგულისხმება
ათენელი ხალხი.
სტრ. 978. ბაზარში რომ სასამართლოს აწყობენ და ბუზღუნებენ – პირევსში, ათენის
სავაჭრო ცენტრში იყო ბაზარი, სადაც თავს იყრიდნენ უსაქმურებიც, რომელთა
დაუსრულებელი კამათი სასამართლოს მოაგონებს არისტოფანეს.
სტრ. 985. ღორული აქვს მიღებული განათლება – ღორი ბერძნებისათვის იყო არა
იმდენად მსუნაგობის ან სიბინძურის სიმბოლო, რამდენადაც უხეშობისა და გა-
უთლელობისა.
სტრ. 994-996. რადგან ბავშვი ჰარმონიას არ სწავლობდა, თუკი იგი… დორიული არ
იყო – ბერძნულ მუსიკაში ოთხგვარი წყობა იყო: დორიული, იონიური, ფრიგიუ-
ლი და ლიდიური, რომელთაც განსხვავებული ხასიათი ჰქონდათ. დორიული
წყობა ითვლებოდა ყველაზე უფრო ვაჟკაცურად და მორალურად; იგი გამოიყენე-
ბოდა ტრაგედიის საგუნდო პარტიებში (შდრ. პლატონი, «სახელმწიფო», 3, 399;
– 180 –
არისტოტელე, «პოლიტიკა», 8, 1). ერთი შეხედვით, გაუგებარია, რატომ ვერ ელეო-
და პატარა კლეონი დორიულ მუსიკას; ყველაფერი გასაგები გახდება, თუ გავიხსე-
ნებთ, რომ მექრთამეობის მუზას დ ო რ ო ერქვა (შდრ. ზემოთ, სტრ. 529).
სტრ. 1004. …გლანისის – ბაკისის უფროსი ძმა გახლავთ – მეძეხვემ დაასახელა უც-
ნობი პიროვნება. «გლანისი» თევზის სახელია, მაშინ როცა ბ ა კ ი ს ი სახელოვანი
მისანი იყო.
სტრ. 1015. ე რ ე ხ თ ე ვ ს ი – ათენის პირველი მეფე.
სტრ. 1069. …ფილოსტრატეა… ძაღლმელა – «ძაღლმელა» ფილოსტრატეს, საროსკი-
პოს მფლობელის, მეტსახელი იყო.
სტრ. 1089. მ ე წ ა მ უ ლ ი ზ ღ ვ ა – სპარსეთის ყურე და ინდოეთის ოკეანე. ე კ ბ ა –
ტ ა ნ ა – მიდიის მთავარი ქალაქი, სპარსეთისა და შემდგომში, პართიის მეფეთა
საზაფხულო რეზიდენცია, სიმდიდრით სავსე ქალაქი, ბერძნების «ელდორადო»
(შდრ. «აქარნელები», სტრ. 64).
სტრ. 1103. თ უ ფ ა ნ ე ს ი – სქოლიასტის მიხედვით, კლეონის მდივანი.
სტრ. 1121. არც თქვენს თმებში არ იცდის… – მხედრები გრძელ თმებს ატარებდნენ
(შდრ. სტრ. 580).
სტრ. 1150. …პირში ჩავჩრი კემოსს. კ ე მ ო ს ი – კენჭისყრის ურნის ზედა ნაწილი,
რომელიც ტირიფისაგან მზადდებოდა.
სტრ. 1182. ეს კვერი მიირთვი… – კ ვ ე რ ი ს აღმნიშვნელი სიტყვა «მენიჩბესაც» ნიშ-
ნავდა.
სტრ. 1237. როგორ თქვი? შიგ გულში მომხვდა ორაკული! – ტრაგედიის სტილია.
სტრ. 1250-1253. მშვიდობით, გვირგვინო, გტოვებ გულმოკლული… – ევრიპიდეს
«ალკესტისის» პარატრაგედია. ევრიპიდესეული გმირი სიკვდილის წინ ასე ემშვი-
დობება თავის სარეცელს: «მშვიდობით, სარეცელო… სხვა ქალი დაგეუფლება, სიბ-
რძნით ჩემზე ნაკლები, მაგრამ, შესაძლოა, უფრო ბედნიერი…» (ევრიპიდე, «ალკეს-
ტისი», სტრ. 177 და შმდგ.).
სტრ. 1256. ფ ა ნ ო ს ი – კლეონის ამ მეგობრის სახელი (შდრ. «კრაზანები», სტრ.
1220) «მაბეზღარსაც» ნიშნავს.
სტრ. 1257. სახელი ა გ ო რ ა კ რ ი ტ ო ს ი ნაწარმოებია არსებითიდან «აგორა» (ბაზ-
რის მოედანი) და ზმნიდან «კრინეინ» (განსჯა).
სტრ. 1267-1268. ლ ი ს ი ს ტ რ ა ტ ე დ ა თ უ მ ა ნ ტ ი ს ი – ორი მარადმშიერი მოქა-
ლაქე.
სტრ. 1278. ა რ ი გ ნ ო ტ ე – არისტოფანეს მეგობარი, შესანიშნავი კითარისტი ყოფი-
ლა; მისი ერთ-ერთი ძმა ნიჭიერ მსახიობად ითვლებოდა, მეორე ძმა კი, არიფრა-
დე, ანაქსაგორას მოწაფე, უფრო თავისი ბიწიერებით ყოფილა ცნობილი (შდრ., აგ-
რეთვე, «მშვიდობა». სტრ. 885).
სტრ. 1287. პ ო ლ ი მ ნ ე ს ტ ე – სახელოვანი ლირიკოსი პოეტი და ფლეიტისტი ყო-
ფილა (ძვ. წ. ´³ ს.); დასახელებული ჰყავთ პინდარეს, ალკმანსა და პლუტარქეს.
ი ო ნ ი ქ ე – უცნობი მუსიკოსია.
– 181 –
სტრ. 1304. ჰ ი პ ე რ ბ ო ლ ე – ფარნებისა და ლამპრების გამყიდველი, ომის მომხრე
დემაგოგი იყო. კლეონის სიკვდილის შემდეგ სათავეში ჩაუდგა რადიკალურ დე-
მოკრატიას.
სტრ. 1312. თ ე ს ე ი ო ნ ი – თესევსის ტაძარი და «უმაღლეს ქალღმერთთა» (ევმე-
ნიდთა) სავანე – ორი ხელშეუხებელი თავშესაფარი. თესეიონს თავს აფარებდნენ
გაქცეული მონები, რომლებიც ახალ პატრონს მოითხოვდნენ.
სტრ. 1325. ა რ ი ს ტ ი დ ე დ ა მ ი ლ ტ ი ა დ ე – ბერძენ-სპარსელთა ომების ეპოქის
გამოჩენილი ათენელი პოლიტიკური მოღვაწეები. მილტიადე ხელმძღვანელობდა
ბერძნების არმიას მარათონთან მომხდარ ისტორიულ ბრძოლაში; არისტიდემ ჩა-
მოაყალიბა საზღვაო კავშირი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ათენი.
სტრ. 1336. რა კარგად მიყავი, სულ რომ გამომხარშე – ოდესღაც მედეამაც «გამოხარ-
შა» და გააახალგაზრდავა ესონი, იასონის მამა.
სტრ. 1358. ს ი ნ ე გ ო რ ო ს ი – იხ. «აქარნელები», სტრ. 715 და კომენტარი.
სტრ. 1363. …ვისვრი ბარათრონში. ბ ა რ ა თ რ ო ნ ი – უფსკრული აკროპოლისის
უკან; ბარათრონში ისროდნენ დამნაშავეებს.
სტრ. 1369. ჰ ო პ ლ ი ტ ი – მძიმედ შეიარაღებული ქვეითი მეომარი.
სტრ. 1370. …ადგილს ვერაფრით ვეღარ გამოიცვლის – ლაპარაკია იმაზე, რომ ხში-
რად თანამდებობის პირები ნაცნობ-მეგობრობითა თუ ანგარებით სამხედრო გაწ-
ვევის სიებიდან ამოშლიდნენ ხოლმე «თავის» ხალხს და სხვებს ჩაწერდნენ, რითაც
არღვევდნენ არსებულ რიგს (შდრ. «მშვიდობა», სტრ. 1180-1185).
სტრ. 1374. კ ლ ი ს თ ე ნ ე დ ა ს ტ რ ა ტ ო ნ ი დიაცური ბუნების ქოსა მამაკაცები
იყვნენ.
სტრ. 1377. და შმდგ. ბრძენია ფეაქსი… დიდი პრაქტიკოსი, ნაღდი ლოგიკოსი და
პოლემიკოსი… – ფ ე ა ქ ს ი – ყმაწვილკაცებში პოპულარული სოფისტი. სოფისტე-
ბის მოსწავლეებს «-იკოს» დაბოლოებიანი ზედსართავები განსაკუთრებით ჰყვა-
რებიათ.

თარგმანი და კომენტარები ლევან ბერძენიშვილისა

წყარო – http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000141/Akarnelebi%3B%20Mxedrebi.pdf

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s