ჯორჯ ბერნარდ შოუ: “პიგმალიონი”


ჯორჯ ბერნარდ შოუ

 

პიგმალიონი

რომანი ხუთ აქტად

 

Pygmalion: A Romance in Five Acts

by George Bernard Shaw

 

მოქმედება პირველი 

ლონდონი. ღამის 11 საათი და 15 წუთია. თავსხმაა. ავტომანქანების საყვირი აყრუებს იქაურობას. გამვლელ-გამომვლელები თავშესაფარებლად გარბიან კოვენტის ბაღის ბაზრისა და წმიდა პავლეს ეკლესიისაკენ, რომლის ტალანში ხალხს თავი მოუყრია. მათ შორისაა ვიღაცა ლედი ქალიშვილით, რომელსაც საღამური სამოსი აცვია.

წვიმას ყველა შეუწუხებია, გარდა ერთი კაცისა, რომელსაც დანარჩენთათვის ზურგი შეუქცევია და წიგნაკში გულმოდგინედ რაღაცას ინიშნავს. ეკლესიის საათი 15 წუთს რეკავს.

 

ქალიშვილი – (დგას შუა სვეტებს შორის, მარცხენა სვეტის ახლოს) გავითოშე, პირდაპირ გავითოშე. ნეტავი ფრედი სად დაიკარგა ამდენ ხანს? ოცი წუთი წავიდა.

დედა – (ქალიშვილის მარჯვნივ) არც ისე დიდი დრო გასულა, მაგრამ აქამდე მაინც უნდა ეშოვა მანქანა.

მაყურებელი –(ლედის მარჯვნივ) ახლა, ქალბატონო, ხალხი თეატრებიდან ბრუნდება, ასე რომ თორმეტის ნახევრამდე ტაქსს ვერ იშოვის. ყველა დაკავებული იქნება.

დედა – კი, მაგრამ უტაქსოდ რა ვქნათ? თორმეტის ნახევრამდე აქ რა გაგვაჩერებს? ღმერთო ჩემო, ეს რა უბედურებაა!

მაყურებელი – კარგი, მაგრამ მე რა შუაში ვარ, ქალბატონო?

ქალიშვილი – ფრედი მოუხერხებელია, თორემ მანქანის შოვნა თეატრთანაც შეიძლება.

დედა – თუ ვერ იშოვა, რა ქნას საწყალმა ბიჭმა?

ქალიშვილი – სხვებმა ხომ იშოვეს?

(ოციოდე წლის ბიჭი შემოვარდება საუთჰამპტონის ქუჩიდან, საღამური ტანისამოსი დასველებია. ზედ მიკვრია შარვლის ტაოტები. დედა-შვილს შორის დგება და ახურავს ქოლგას, რომელსაც წყალი წურწურით ჩამოსდის)

ქალიშვილი – იშოვე ტაქსი?

ფრედი – თუ გინდა ჯვარს ეცვი, არ არის.

დედა- ფრედი, ფრედი, მოგენდომებინა, იშოვიდი.

ქალიშვილი – ეს რა უბედურებაა! როგორა გგონია ჩვენ წავალთ ტაქსის მოსაყვანად?

ფრედი – აკი გითხარით, ყველა დაკავებულია-მეთქი. ისე უცებ გაწვიმდა, რომ არავინ მოელოდა, ამიტომაც ყველა ტაქსს ეცა. რა მექნა? ჩირინგ კროსამდე გავვარდი, მერე თითქმის ლუდგეიტის ცირკამდე მივედი და ყველა დაკავებული იყო.

დედა – ტრაფალგარის მოედანზე იყავი?

ფრედი- არც ტრაფალგარის მოედანზე იყო.

ქალიშვილი – რატომ ტყუი, იყავი?

ფრედი – როგორ არა, ჩირინგ კროსის სადგურამდეც კი მივედი.ჰოდა ამ თავსხმაში ჰამერსმითში ხო მარ გადავიდოდი?

ქალიშვილი – არა, არა, არ გიძებნია.

დედა – რა უსუსური ხარ, ფრედ? წადი ისევ და, იცოდე, უტაქსოდ არ დაბრუნდე..

ფრედი – ტყუილად ამოვიწუწები.

ქალიშვილი – მაშ, ჩვენ რას გვიპირებ? თხელ კაბაში მთელი ღამე ამ სიცივეში უნდა გავატაროთ? შე ეგოისტო ღორო

ფრედი – კარგი, მივდივარ, მივდივარ.

( ხსნის ქოლგას და გაეშურება სანაპიროსაკენ. გასვლისას დაეჯახება ყვავილების გამყიდველ გოგონას, რომელიც თავის შესაფარებლად შემოდის.გოგონას კალათი ხელიდან უვარდება. ამ დროს იელვებს და გაისმის მეხის გამაყრუებელი ხმა ).

ყვავილების გამყიდბელი გოგო – ერთი ამას დამიხედეთ! თვალები არ გაბია, ფრედი? რო დადიხარ, წინ იყურე.

ფრედი – ბოდიში. (გარბის)

ყვავილების გამყიდველი გოგო – (დაცვივნულ ყვავილებს აჰკრეფს და კალათაში აწყობს). კიდევ იტყვის თავი მაბიაო. Oორი კონა ია გამიჭყლიტა – და ტალახში ამომიზილა. (ლედის მარჯვნივ სვეტთან ჩამოჯდება და ყვავილებს აწყობს. ვერ ვიტყვით რომ მიმზიდველია. 18-20 წლის თუ იქნება, მეტი კი არა.ახურავს შავი ჩალის ქუდი, რომლისთვისაც, როგორც ეტყობა, უცხო არაა ლონდონის მტვერი და მჭვარტლი, ალბათ ჯაგრისი არც კი გაჰკარებია. მისი თმის არაბუნებრივი თაგვისფერი თავის დაბანვის საჭიროებაზე მიუთითებს. იაფფასიანი, წელში გამოყვანილი შავი პალტო ძლივს წვდებოდა მუხლამდე. პალტოს ქვეშ ყავისფერი კაბა მოუჩანს ტილოს წინსაფრით. Fფეხსაცმელი დიდი ხანია გადასაყრელია. როგორც ჩანს, რაც შეუძლია იცავს სისუფთავეს, მაგრამ ამ ბანოვანებთან შედარებით ჭუჭყიანი გეჩვენებათ. სახის ნაკვთები მათზე უარესი როდი აქვს, მაგრამ მოუვლელია. ეტყობა კბილის ექიმის ხელიც აკლია ).

დედა – ერთი ეს მითხარით, საიდან იცით, რომ ჩემს ვაჟს ფრედი ჰქვია?

ყვავილების გამყიდველი გოგო – ოო, ეგ რა! თქვენი შვილია? დიდი ბედენა გაგიზრდია რაღა, საწყალ ქალს ყვავილები გამაყრევინა და ჰაიდა მოუსვა, თითქოს საფასურს გადახდა არ უნდოდეს, ანდა გროშებს, აი, თქვენ ჩამითვლიდეთ მის მაგივრად. (სამწუხაროდ მისი მეტყველების მანერის გადმოცემას თავი უნდა მივანებოთ, სულერთია ლონდონის მცხოვრებთა გარდა მას ვერავინ გაიგებს).

ქალიშვილი – არ გასულელდე, დედა, და არ გადაიხადო, ახლა ეგღა გვაკლია.

დედა – მოიცა, კლარა! ხურდა გაქვს?

ქალიშვილი – 6-პენანზე ნაკლები არა მაქვს.

ყვავილების გამყიდველი გოგო – ხურდას მომცემთ, კეთილო ქალბატონო.

დედა – (კლარას) მომეცი (კლარა ყოყმანით აწვდის ფულს) აი, შენი ყვავილების საფასური.

ყვავილების გამყიდველი გოგო – მადლობელი გახლავართ, ლედი.

ქალიშვილი – ხურდა? თითო კონა ია ერთ პენიზე მეტი არა ღირს.

დედა – ენა გააჩერე, კლარა! (ყვავილების გამყიდველ გოგონას) ხურდა საჭირო არ არის.

ყვავილების გამყიდველი გოგო – მადლობელი გახლავართ, ლედი.

დედა – აბაა, ეხლა მითხარი, საიდან იცი იმ ახალგაზრდა ჯენტლემენის სახელი?

ყვავილების გამყიდველი გოგო – მე რა ვიცი მისი სახელი?

დედა – სახელით არ მიმართე? რას მატყუებ?

ყვავილების გამყიდველი გოგო – (აღშფოთებით) ვის რატ უნდა თქვენი მოტყუება? სულ ერთი არ არის, ფრედის დაუძახებდი თუ ჩარლის? თქვენც ასე არ შვრებით? ზრდილობის გულისტვის უცხო კაცს სახელით არ მიმართავთ?

ქალიშვილი – ტყუილად წყალში გადაყარე 6 პენი, დედა, ჯობდა ფრედისთვის მიგეცა. (გაბრაზებული სვეტისკენ იხევს. საღამურ ტანსაცმელსა და საზაფხულო პალტოში გამოწყობილი, მიმხიდველი გარეგნობის, შუახნის სამხედრო კაცი შემოვარდება ტალანში და ხურავს ქოლგას, რომელსაც წურწურით ჩამოსდის წყალი).

ჯენტლემენი – ფუი!

დედა – ოჰ, სერ! გადაღებას არ აპირებს?

ჯენტლემენი – პირი არ უჩანს, ის კი არა, ორი წუთის წინ უფრო წამოუშინა. (ყვავილების გამყიდველ გოგონას გვერდით სვეტის ძირზე ფეხს ჩამოდგამს და შარვლის ტოტებს ჩამოუშვებს).

დედა – ღმერთო ჩემო! (ამოიოხრებს და თავის ქალიშვულთა მივა).

ყვავილების გამყიდველი გოგო – (ცდილობს ისარგებლოს სამხედრო კაცის მეზობლობით და მასთან მეგობრული ურთიერთობა დაამყაროს) დარდი ნუ გაქვს, ,,კაპიტანო’’ თუ მართლა მაგრა დასცხო, მალე გადაიღებს. იყიდეთ, ყუაილები, იყიდეთ საწყალი გოგონასაგან.

ჯენტლემენი – სამწუხაროდ ხურდა არა მაქვს.

ყვავილების გამყიდველი გოგო – მე მაქვს ხურდები, კაპტანო.

ჯენტლემენი – სოვერენის? ამაზე წვრილი ფული არა მაქვს.

ყვავილების გამყიდველი გოგო – მერე რა, იყიდეთ ყუაილები, კაპიტანო, იყიდეთ. ნახევარ კრონიანს დაგიხურდავებთ. აი, 2 პენი წაიღეთ.

ჯენტლემენი – რას გადამეკიდეთ, ქალიშვილო (ისინჯავს ჯიბეებს) თუმცა, თუმცა, მოიცა, ერთ-ნახევარი პენი მქონია, თუ გაწყობს, აიღე. (მიდის მეორე სვეტისაკენ)

ყვავილების გამყიდველი გოგო – (შეწუხდება მაგრამ გადასწყვიტა, რომ სულ არარაობას ერთნახევარი პენი სჯობია) მადლობელი გახლავართ, სერ, მადლობელი.

მაყურებელი – (ყვავილების გამყიდველ გოგოს) შენ, ცოტა არ იყოს, ფრთხილად იყავი: ფული რომ გამოათვი, ყვავილი მიეცი, თორემ უკან რომ კაცი დგას, შენს ყოველ სიტყვას იწერს. (ხალხი მოუბრუნდება კაცს, რომელიც რაღაცას ინიშნავს)

ყვავილების გამყიდველი გოგო – (შეშინებული წამოვარდება) ვიტომ რა მოხდა, თუ ჯენტლემენს დაველაპარაკე? მე ასეთ ადგილებში ყუაილების გაყიდვის უფლება დიახაც რომ მაქვს. (ისტერიულად). მე წესიერი გოგო ვარ, მიშველეთ, დამეხმარეთ. მის მეტი რა ვუთხარი, ყუაილი-იყიდე მეთქი. (საერთო არეულობა. უმრავლესობა ყვავილების გამყიდველ გოგონას უთანაგრძნობს, ზოგიერთები ამშვიდებენ: ,,ნუ ყვირი”,

,,შენთან ვის რა უნდა”, ,,შენთან ვის რა საქმე აქვს”, ,,კარგი, აურზაური ნუ ასტეხე”, ,,თავი შეიკავე”, ,,დამშვიდდი” და ასე შემდეგ. Fფიცხი მაყურებლები კი უხეშად მიმართავენ: – ,, ხმა ჩაიკმინდე შენ ვის რაში სჭირდები?” მოშორებით მდგომნი კი, რომელთაც ვერ გაიგეს რა მოხდა, მოცვივდებიან და კითხულობენ: ,,რა მოხდა?”, ,,რა იყო?” ,,რა ჩაიდინა ამ გოგომ?” ,,სად არის ის კაცი?”, ,,რომელი?”, ,,ისა?” ,,სვეტთან რომ დგას?” ,,ფული ამოაცალეს იმ ჯენტლემენს?” და ასე შემდეგ.)

ყვავილების გამყიდველი გოგო – (რის ვაი-ვაგლახით მივა ჯენტლემენტან და გულამოსკვნილი ტირის) ოჰ, სერ. უთხარი ასეთ რამეს ნუ მაბრალებენ. ნუთუ არ იცით, რას ნიშნავს ეს ჩემთვის? თქვენთან დალაპარაკებისთვის ცუდ სახელს მომაკერებენ და ქუჩაში გამაგდებენ. ისინი…

კაცი წიგნაკით – (გვერდით ამოუდგება ყვავილების გამყიდველს. ირგვლივ შემოეხვევიან) რაო, რაო? რაო? რაო? შენ ვინ რას გერჩის, ბრიყვო? ან მე ვინა გგონივარ?

მაყურებელი – ყველაფერი გასაგებია. ჟენტლემენია, აბა, ფეხსაცმელებს დახედეთ. (უხსნის წიგნაკიან კაცს) გოგოს, აი, ის… რა ჰქვია… მაბეზღარა ეგონეთ, სერ.

კაცი წიგნაკით – რაო? მაბეზღარა რა არის?

მაყურებელი – რა არის? აბა, როგორ გითხრათ. მაბეზღარა, მაბეზღარაა, მეტს არს ეძახიან? ჰო, მართლა, ჯაშუში… ჯაშუში…

ყვავილების გამყიდველი გოგო – (ისევ ისტერიულად) ღმეთმანი, გე სიტყვა არ მითქვამს.

კაცი წიგნაკით – ( მბრძანებლურად მაგრამ გულკეთილად) კარგი გაჩუმდი, გაჩუმდი. პოლიციელს რა მიგავს?

ყვავილების გამყიდველი გოგო – (ჯერ კიდევ დაუწყნარებელი) მაშ, რატომ იწერდი ჩემს სიტყვებს? საიდან ვიცი მართალი ჩაიწერე თუ არა?აბა მიჩვენეთ არ ჩაიწერე.

კაცი წიგნაკით – (ამოიღებს წიგნაკს და ცხვირთან მიუტანს ყვავილების გამყიდველ გოგოს. ჩნობისმოყვარე ხალხი ისე გადმოაწვება, რომ მასზე სუსტი კაციც ვერ გაუძლებდა, გათელავდნან)

ყვავილების გამყიდველი გოგო – რა არის ეგ? ჩვენებურად არა სწერია. ვერაფერი გავიგე.

კაცი წიგნაკით – მე გაგაგებინებ. (კითხულობს. ზუსტად აჯავრებს გოგონას გამოთქმას: ,,დარდი ნუ გაქვთ, ,,კაპტანო”, იყიდეთ, იყიდეთ ყუაილები საწყალი გოგონასაგან”)

ყვავილების გამყიდველი გოგო – (კიდევ უფრო შეურაცყოფილი) მაშ, იმიტომ ჩაიწერეთ ჩემი სიტყვები, რომ მე მას ,,კაპტანი” დაუძახე? ცუდი განძრახვით ხო მარ მითქვამს? (ჯენტლემენს) ოჰ, სერ! უთხარით ერთი სიტყვის გულისთვის შარში ნუ გამხვევს. თქვენ…

ჯენტლემენი – ბრალს გდებენ? ვინა გდებს ბრალს?! (წიგნაკიან კაცს) მართლაცდა, სერ, ვინც არ უნდა ბრძანდებოდეთ, რა თქვენი საქმეა დამიცვათ გოგოების შემოსევისაგან, თუ მე ეს თქვენთვის არ მითხოვნია. ყოველ შემთხვევაში ამ გოგონას ცუდი არაფერი ჩაუდენია. – ამდენი ხალხია მოწმე.

 

ხალხი – (გამოსთქვამს აღშფოთებას პოლიციური ჯაშუშობის წინააღმდეგ ,, წყეულიმც იყავით”, ,,სხვის საქმეში რას ეჩრებით?”, ,,თქვენ თავს მოუარეთ”? ,,დაწინაურება მოუნდა”, ,,ხალხის ნალაპარაკებს იწერს”, ,,ამ გოგონას სიტყვაც არ უთქვამს მისთვის”, ,,ტუნდაც ეთქვა, მერე რა მოხდა?”, ,,კარგი საქმეა სწორედ, გოგოს თავი ისე ვერსად შეუფარებია, რომ არ შეურაწყონ”. და ასე სჰემდეგ. გულშემატკივრები დააბრუნებენ ყვავილებს გამყიდველ გოგონას და დასვამენ თავის ადგილზე, სვეტთან, გოგონა ცდილობს დამშვიდდეს).

მაყურებელი – რა თქმა უნდა, ჯაშუში არ არის. ერთი ახირებული კაცია, ესაადა ეს, დამერწმუნეთ. აბა ფეხსაცმელს დახდეთ.

კაცი წიგნაკით – (მხიარულად მოუბრუნდება მაყურებელს) რა მაგის პასუხია და როგორ არიან თქვენები სელში?

მაყურებელი – ვინ გითხრათ, რომ ჩემები სელში ცხოვრობენ?

კაციწიგნაკით – ნუ გეშინიათ, არავის უთქვამს. (ყავილების გამყიდველ გოგოს) იმ სიშორიდან აქ რამ მოგიყვანა? შენ ხომ ლისონ გროვში ხარ დაბადებული?

ყვავილების გამყიდველი გოგო – (შეშინებული) მერე რა დავაშავე ლისონ გროვიდნ რომ ჩამოვედი. იქ საღორეზე უარეს ბინაში ვცხოვრობდი, კვირაში 4 შილინგი და 6 პენი უნდა მეხადა. (ტირის) ო-ო-ოჰო-ო-ო-ო.

კაციწიგნაკით – სადაც გენებოს იქ იცხოვრე, ოღონდ ტირილი შეწყვიტე

ჯელტმენი – (ყვავილების გამყიდველი გოგოს) კარგი, ნუ ტირი, გეყოფა, ხელს არ გახლებს, სადაც გინდა იქ იცხოვრე

გამქირდავი მაყურებელი – (ჩადგება წიგნაკიან კაცსა და ჯელტმენს შორის) მაგალითად პარკ- ლეინში. მართლა, მე თქვენთან კამათი მინდა შაცხოვრებელი ბინის საკითხზე.

ყვავილების გამყ. გოგო – (ტავს ჩარგავს კალტაში და ბუტბუტებს სასოწარკვეთილი) მე წესიერი გოგო ვარ, წესიერი.

გამქირდავი მაყურებელი – (ყურადღებას არ აქცევს გოგოს) იქნება ისიც იცოდე მე საიდანა ვარ?

კაცი წიგნაკით – (სწრაფად) ჰოქსტონიდან. (გაისმის ხარხარი. ხალხი უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევს წიგნაკიან კაცს)

გამქირდავი მაყურებელი – (გაოცებული) თქვენ ვინ ყოფილხართ! სწორედ რომ ჰოქსტონიდან ვარ. მარტლაც ყველაფერი გცოდნიათ.

ყვავილების გამყ. გოგო – (ჯერ კიდევ აღელვებული) არავითარი უფლება არა აქვთ ჩემს საქმეში ჩაერისო, არავითარი.

მაყურებელი – (გოგოს) რა თქმა უნდა, არა აქვს. პასუხი მომთხოვე ასე არ მოეშვა. (წიგნაკიან კაცს) ერთი ეს მითხარით, რა უფლება გაქვთ ყველაფერი იცოდეთ იმ ადამიანებზე, რომელთაც თქვენთან, არაფერი ჰქონიათ და არც უნდათ იქონიონ?

ყვავილების გამყ. გოგო – რაც უნდა , ისა თქვას, მასთან მაინც არაფერი საერთ არ მინდა.

მაყურებელი – ალბათ, იმიტომ გვეპყრობით ასე, რომ არაფრად გვაგდებთ. ასე არ უნდა იქცეოდეთ, არა.

გამქირდავი მაყურებელი – მართლა ბრძანებაა. თუ მაინც და მაინც მარჩიელობა დაიწყეთ, მაშინ ამ ჯელტმენსაც უთხარიტ საიდანაა ჩამოსული.

კაცი წიგნაკით – ჩელტენ ჰამიდან , ჰაროუდან და ბოლოს ინდოეთიდან.

ჯელტმენი – სრული სიმართლეა. (სიცილ-ხარხარი, წიგნაკიანი კაცისადმი უფრო და უფრო მეტი განეწყობა სიმპათიურად. Gგაისმის შეძახილები: ,,მან ყველაფერი იცის?’’ ,,პირდაპირ მოუჭრა‘’, ,,იმ წარმოსადეგ ჯელტმენს ზუსტად უთხრა საიდანაა ჩამოსული’’, ,,საოცარია’’ და ასე შემდეგ) ნება მომეცით სეგეკითხოთ, სერ. თავს იმით ირჩენთ, რომ ამ ნომრით გამოდიხართ მიუზიკ-ჰოლში?

კაცი წიგნაკით – არ, მაგრამ, მიფიქრია კი. ოდესმე შეიძლება მართლა გავაკეთო. (წვიმამ გადაიღო, ხალხი თანდათან იშლება)

ყვავილების გამყ. გოგო – (შეურაწყოფილი იმით, რომ ხალხი სიმპათიურად განეწყო წიგნაკიანი კაცისადმი) ის ჯელტმენურად რომ იქცეოდეს, საბრალო გოგოს არ შეურაცხოპდა, არა.

ქალიშვილი – (მოთმინებიდან გამოსული უხეშად გაემართება ჯელტმენისაკენ, ეს უკანასკნელი თავაზიანად უთმობს ადგილს) მიწამ ხომ არ ჩაყლაპა ფრედი? ამ სიცივეში, თუ კიდევ ცოტახანს დავრჩი ფილტვების ანთება ხელსი მიჭირავს.

კაცი წგნაკით – (ნიშნავს ამ ქალიშვილის გამოთქმას და თავისთვის ჩაილაპარაკებს: ,,ნამდვილად ერლსკორტიდანაა).’’

ქალიშვილი – (აღშფოთებით) კეთილი ინებეთ და თქვენი უხეში შენიშვნები თქვენთვის სემოინახეთ.

კაცი წიგნაკით – რაო? რაიმე ხომ არ მითქვამს ხმამაღლა? უნებურად მომსვლია, მაგრამ… დედათქვენი კი უეჭველად ეპსომიდანაა.

დედა – (ჩადგება ქალიშვილსა და წიგნაკიან კაცს შორის) პირდაპირ საოცარია, მე ბავშობა სწორედ ეპსომის ახლოს ლარჯლედის პარკში გავატარე.

კაცი წიგნაკით – (უცნაურად გახარებული) ხა, ხა, ხა, ეს რა ბგერები გავიგონ, ბოდიში. (ქალოშვილს) თქვენ ტაქსი გნებავტ არა?

ქალიშვილი – როგორ მიბედავთ ლაპარაკს?

დედა – დამშვიდდი, კლარა, დამშვიდდი (ქალიშვილი უკამყოფილოდ აიჩეჩავს მხრებს და ამპარტავნულად განზე გადგება) დიდი მადლობელი ვიქნებით, სერ, ტაქსს თუ გვიშოვით. (წიგნაკიანი კაცი ამოიღებს სასტვენს და უსტვენს) ოჰ, გმადლობ. (მივა ქალიშვილთან. წიგნაკიანი კაცი გამაყრუებლად უსტვენს)

გამქირდავი მაყურებელი – ესეც თქვენ! ხომ გითხარით გადაცმული ჯაშუშია მეთქი.

ყვავილების გამყ. გოგო – (ისევ შეურაცხყოფილი) მას უფლება არა აქვს სახელი გამიტეხოს, არა. მე ისევე მჭირდება კარგი სახელ, როგორც რომელიმე ლედის.

კაცი წიგნაკით – არ ვიცი, შენიშნეთ თუ არა, მაგრამ უკვე ორი წუთია, რაც წვიმამ

გადაიღო.

მაყურებელი – მართლა გადაუღია. ღომ გვასმენინებთ ამ თქვენ სულელურ ლაპარაკს, აქამდე ვერ თქვით? (გაემართა სტრენდისაკენ)

გამქირდავი მაყურებელი -ახლა მეც შემიძლია გითხრათ თქვენ საიდან ხართ. ჰანველის საგიჟეთიდანა ხართ გამოქცეული. ჰოდა, გირჩევნიათ ისევ იქ დაბრუნდეთ.

კაცი წიგნაკით – (უმწეოდ) ჰანველის საგიჟეთიდან?

გამქირდავი მაყურებელი – (ცდილობს, რაც შეუძლია გარკვეულად და მოხდენილად გამოსთქვას) მადლობელი გახლავართ, მასწავლებელო ხა, ხა, ხა, ნახვამდის. (დამცინავად მიიდებს ხელს ქუდზე თითქოს ესალმებაო და გადის)

ყვავილების გამყ. გოგო -ტყუილად აშინებს ხალხს, ნეტავი ერთი მაგასაც ვინმე დაუფრთხობდეს ანგელოზებს.

დედა – უკვე გამოიდარა. კლარა, ავტობუსის გაცჰერებამდის ფეხით მოვიდეთ. წავიდეთ, წავიდეთ. (კაბის ბოლოს აიკრეფს და გაეშურება სტრენდისაკენ)

ქალიშვილი – ტაქსი? (დედამისს არ ესმის) ღმერთო ჩემო,რა უბედურებაა! (გაბრაზებული მიჰყვება დედას, ხალხი ნელ-ნელა იშლება. რჩებიან მხოლოდ წიგნაკიანი კაცი, ჯენტლმენი და ყვავილების გამყიდველი გოგონა, რომელსაც წესრიგში მოჰყავს თავისი კალათა და ისევ უკმაყოფილოდ ბუტბუტებს)

ყვავილების გამყ. გოგო – ეხ, შე საბრალო გოგონავ! ისედაც რა ცხოვრება გაქვა და კიდევ შენ შეურაცგყოფენ.

ჯელტმენი – (უბრუნდება თავის ადგილს, წიგნაკიანი კაცის მარცხნივ) ნება მომეცით გკითხოთ, როგორ ახერხებთ ყოველივე ამას?

კაციDწიგნაკით – სრულიად უბრალოდ, ფონეტიკის საქმეა. ფონეტიკა ბგერების შემსწავლელი მეცნიერებაა. ესაა ჩემი პროფესია და ჩემი მოწოდება. ბედნიერია ის კაცი, რომლის ცხოვრების წყაროც მისი საყვარელი საგანია. თქვენ ალბათ ირლანდიელ იორკლშირელისაგან არჩევთ, მე კი ექვსი მილის სიზუსტით შემიძლია გამოვიცნო ვინ სადაურია. ლონდონში ორი მილის სიზუსტითაც ვარჩევ. ზოგჯერ იმასაც ვარკვევ, რომელი ქუჩის მცხოვრებია.

ყვავილების გამყ. გოგო – რცხვენოდეს მაინც ამ ლაჩარს.

ჯენტლმენი – მერე, ეს საკმაო შემოსავალს იძლევა საცხოვრებლად?

კაცი წიგნაკით – როგორ არა, ჩინებულ შემოსავალს იძლევა. ჩვენი საუკუნე გადიდკაცებულ მდაბიოთა საუკუნეა. ზოგიერთი ქალაქ კენტში იწყებს მოღვაწეობას 80 გირვანქა წლიური შემოსავლით და კარიერას პარკ ლეინში ამთავრებს 100 ათასით. მათ უკვე ქალაქ კენტის ხსენებაც აღარ უნდათ, მაგრამ სალაპარაკოდ პირს დააღებენ თუ არა, მაშინვე მჟღავნდება, რომ პროვინციელები არიან.

ყვავილების გამყ. გოგო – მაგას ურჩევნია თავისთვის ეგდოს, სხვის საქმეებში ნუ ეჩრება და მეც თავი დამანებოს.

კაცი წიგნაკით – (გაშმაგებული) ქალო, ან შეწყვიტე ეგ აუტანელი ბუზღუნი ანდა წადი და რომელიმე სხვა ეკლესიას შეეფარე.

ყვავილების გამყ. გოგო – (გაუბედავად, მაგრამ გამომწვევად) მე ისეთივე უფლება მაქვს აქ ყოფნისა, როგორც თქვენ.

კაცი წიგნაკით – ქალს, რომელიც ასე ლაპარაკობს და ასეთ საშინელ ბგერებს უშვებს, საერთოდ არა აქვს ცხოვრების უფლება. ნუ დაგავიწყდება, რომ შენ ადამიანური არსება ხარ, ადამიანური სული გიდგას და ღვთისაგან მეტყველების უნარი გაქვს მონიჭებული, რომ შენი მშობლიური ენა შექსპირის, მილტონის და ბიბლიის ენაა. ჰოდა, ასე საცოდავად ნუ ზიხარ მანდ და ნუ კრუსუნებ.

ყვავილების გამყ. გოგო – (ღონემიხდილია, სახესე ეხატება გაოცება და მუდარა, მაგრამ თავის აწევას ვერ ბედავს) ვაი,-უ-ოი-უ-უ-უ-უ–.

კაცი წიგნაკით – (სასწრაფოდ ამოიღებს ჯიგიდან წიგნკს) ღმერთო ჩემო, ეს რა ბგერებია! (იჭერს. შემდეგ კითხულობს და ზუსტად აჯვარებს გოგონას) ვაი,-უოი-უ-უ-უ-უ.

ყვავილების გამყ. გოგო – (ეს მიბაძვა ისე იმოქმედებს,რომ ძალაუნებურად ეცინება) უჰ-შენი…

კაცი წიგნაკით – დააკვირდით ამ არსებას თავისი ქუჩური ინგლისურით , რომელიც მთელი სიცოცხლე ცხოვრების ფსკერზე მიაჯაჭვავს მას. Aაი რა, სერ, მომეცით 3 თვე და ამ გოგონას ისე გარდავქმნი, რომ ელჩის მისაღებ დარბაზობაზეც კი ჰერცოგის ასულად მიღონ, გნებავთ,, გამყიდველად. მათ ხომ უკეთესი ინგლისური ესაჭიროებათ..

ყვავილების გამყ. გოგო – ეგ რა თქვით?

კაცი წიგნაკით – ქალიშვილო, შენი გაუნათლებლობით შეურაწყოფ ამ სვეტების კეთილშობილურ არქიტექტურას,შეურაქყოფას აყენებ ინგლისურ ენასაც და ეს მაშინ, როცა მე შემიძლია ტუნდაც შებას დედოფლად გადაგაქციო. (ჯელტმენს) რაო, არა გჯერათ?

ჯელტმენი – რა თქმა უნდა , მჯერა მე თვითონ ინდურ დიალექტებს ვსწავლობ და…

კაცი წიგნაკით – (მოუთმენლად) მართლა? იქნება იცნობთ სამეტყველო სანსკრიტის ავტორს პოლკოვნიკ პიკერინგს?

ჯელტმენი – პოლკოვნიკი პიკერინგი მე გახლავართ. თქვენ ვინა ბრძანდებით?

კაცი წიგნაკით – თქვენს წინაშეა ,,ჰიგინსის უნივერსალური ანბანი’’-ს ავტორი ჰენრი ჰიგინსი.

პიკერინგი – (აღტაცებული) ინდოეთიდან თქვენ სანახავად ჩამოვედი.

ჰიგინსი – მე კი ინდოეთში თქვენს შესახვედრად მოვეშურებოდი.

პიკერინგი – სად ცხოვრობთ?

ჰიგინსი – უიმპოლის ქუჩის 27-ა-ში. ხვალვე მობრძანდით ჩემთან.

პიკერინგი – მე კარსტონში დავბინავდი. ახლავე წამობრძანდით ჩემთან, ვივახშმოთ კიდეც და ვისაუბროთ.

ჰიგინსი – ასე აჯობებს.

ყვავილების გამყ. გოგო – (პიკერინგს, ჩავლის დროს) იყიდეთ ყვავილი, კეთილო ჯელტმენო, იყიდეთ, ბინის ქირა ვერაფრით გადამიხდია

პიკერინგი – ძალიან მწუხვარ, მაგრამ ხურდა არა მაქვს.

ჰიგინსი – (გოგონას მათხოვრობით აღშფოთებული) მატყუარა, შენ არ სთქვი, ნახევარ კრონიანს დაახურდავებო?

ყვავილების გამყ. გოგო – (სასოწარკვეთილი წამოვარდა) გულის მაგივრად ლურსმნები გქონიათ! (კალათას ჰიგინსის ფეხებთან დააგდებს) აი, მთელი კალათა ყვავილები 6 პენიდ წაიღეთ. ეკლესიის ზარი 12 ნახევარს რეკავს.

ჰიგინსი – (ამ ზარის ხმაში ჰიგინსს მოესმის ღვთაებრივი ხმა,რომელიც თითქოსდა საბრალო გოგონას მიმართ გამოჩენილი სიმკაცრისათვის შაყვედურობს) თვითონ ზეცა მკარნახობს: (მოიხდის ქუდს,გოგონას მუჭით ჩაუყრის ფულს კალთაში და მერე პიკერინგს გაედევნება)Y

ყვავილების გამყ. გოგო – (დაიხრება და აიღებს ნახევარ კრონიანს) ი-ი-ი-ი-ი-ი-ი. (აიღებს ორ ფლორინს) ო-ო-ო-ო-ო-ო (აიღებს რამდენიმე გროშს) ე-ე-ე-ე-ე-ე (აიღებს ნახევარ სოვერენს) უ-უ-უ-უ-უ-უ

ფრედი – (ჩამოხტება ტაქსიდან) როგორც იქნა ვიშოვე. Gამარჯობა. სად წავიდნენ ის ქალბატონები, აქ რომ იცდიდნენ?

ყვავილების გამყ. გოგო – როგორც კი წვიმამ გადაიღო, ავტობუსის გაჩერებისკენ წავიდნენ.

ფრედი – ახლა, ამ ტაქს რა ვუყო? Aაი, სეირი..

ყვავილების გამყ. გოგო – (ამაყად) დარდი ნუ გაქვს, ახალგაზრდავ, მე წავალ ტაქსით სახლში. (მედიდურად გაემართება ტაქსისკენ მძოღოლი მოუკეტავს მანქანის კარს. გოგო მიხვდება თურატომ არ ენდობა მძღოლი და მთელ მუჭა ფულს უჩვენებს) აი, ტაქსის ფულის გადახდა არაფერია ჩემთვის ჩარლი.(მძღოლს გაეღიმება და გაუღებს მანქანის კარს).

ყვავილების გამყ. გოგო – აქ? კალათი?

მძღოლი – აქ მოიტა, ორი ზედმეტი პენი კალათისათვის უნდა გადაიხადო.

ელიზა – მხოლოდ ისე, რომ კალათი არავინ დაინახოს (ჩააგდებს კალათს მანქანაში და ჯდება. მანქანის Bფანჯრიდან აგრძელებს ფრედისთან საუბარს) მშვიდობით, ფრედი!

-(ზანტად მოიხდის ქუდს) მშვიდობით.

მძღოლი – საით?

ელიზა – ბუკინგამის სასახლეში.

მძღოლი -ბუკინგამის სასახლეში?

ელიზა – რაო, არ იცი? მწვანე პარკთანაა. იქ, სადაც მეფე ცხოვრობს. მშვიდობით, ფრედი. Nნუ მაყურებინებ შენ საცოდაობას, წადი, მშვიდობით.

ფრედი – მშვიდობით. (მიდის)

მძღოლი – მაშ ბუკინგამის სასახლეში? კი მაგრამრა საქმე გაქვს ბუკინგამის სასახლეში?

ელიზა – არაფერი. არ მინდოდა იმ ახალგაზრდას გაეგო სადა ვცხოვრობ. ახლა სახლში წამიყვანე.

მძღოლი -სად?

ელიზა – ანჟელ კორტი, დრიური ლეინი, ნავთის წერტის პირდაპირ.

მძღოლი – ოი, აი ეს უკვე მართალსა ჰგავს. (მანქანა მიდის) მოდი, ჩვენც მივდიოთ მანქანასანDანჟელკორტის შესასვლელამდე. მანქანა ჩერდება ვიწრო თაღთან, რომელიც ორ დუქანს შორისაა მოქცეული. ერთ-ერთი ნავთის წერტია. ლიზა თავისი კალათით გადმოვა მანქანიდან.

ელიზა – რამდენი გინდა?

მძღოლი -(უჩვენებს თაქსომეტრს) კითხვა არ იცი? შილინგი.

ელიზა – რა ამბავია ორ წითში შილინგი?

მძღოლი – ორი წუთია თუ ათი,სულ ერთია.

ელიზა – აიღე, მაგრამ ვიცი, რომ მატყუებ.

მძღოლი – რა? ირველად ზიხარ ტაქსში?

ელიზა – (ამაყად) ასჯერ მჯდარვარ თუ ათასჯერ.

მძღოლ – (დაცინვით)კარგი, კარგი, შენთვის შეინახე ეგ შილნგიც, ძვირფასო. თქვენები მომიკითხე, კარგა იყავი. (მიდის)

ელიზა – (დამცირებული) უსირცხვილო. (აიღებს კალათს და მიაქვს ბინაში, რომელიც წარმოადგენს ერთ პატარა ოთახს. მის სველ კედლებზე ჩამოძენძილია გახუნებული შპალიერი. ფანჯრის ჩამტვრეუილი მინის მაგივრად ქაღალდი გაუკრავს. კედელზეა ვიღაცა უბრალო მსახიობის სურათი და ჟურნალიდან ამოხეული ქალის კაბის ნიმუშები. ფანჯარასთან კიდია ჩიტის გალია ჩიტი დიდი ხანია მკდარია, გალია ალბათ მის მოსაგონებლად ჰკდია.მარტო ეს ფუფუნების საგნები მოჩანს სხვა ყველაფერი სიღარიბეზე მეტყველებს.დანჯღრეული საწოლი, რომელზედაც ჰყრია ყოველგვარი კონკები, რასაც კი გათბობა შეუძლია. აქექილი ჩემოდანი, რომელზედაც აწყვია თეფში, სურა, და პატარა სარკე მოჩანს სკამი, მაგიდა და სამზარეულოს ზოგიერთი ნივთიც. მერიკული მაღვიძარა დგას ბუხრის თავზე, რომელშიაც ცეცხლი დიდი ხანია არ დანთებულა. ოთახ ლამპით ნათდება. ქირა: კვირაში ოთქი შილინგი აი, ელიზაც შემოდის. საშინლად დაქანცულია, მაგრამ იმდენად აღელვებულია, რომ იძინებს. ჩამოჯდება. ითვლის თავის სიმდიდრეს და ფიქრობს რა გააკეთოს ამ ფულით ლამპაში ნავთი ილევა და ქრება ელიზას სიამოვნებს იმის შეგრძნებას რომ შეუძლია ერთი პენის სინათლეც დახარჯოს და არ დაინანოს, თუმცა არც მომჭირნეობის გრძნობას ჰკარგავს. ხომ შეუძლია ზედმეტი პენი არ დახარჯოს სინათლისათვის, სიბნელეში ჩაწვეს ლოგინში და იოცნებოს… ამგვარად მოიხსნის შალს, გაიხდის კაბას და ამ თავის მორთულობას საბნის სამაგიერო კონკებს უმატებს.ფეხსაცმელს გაიხდის და ჩაწვება)

 

 

(პირველი მოქმედების დასასრული)

 

მოქმედება მეორე

მეორე დღე. დილის 11 საათი. ჰიგინსის ლაბორატორია უიმპოლის ქუჩაზე. ოთახი მეორე სართულზეა. ფანჯრები ქუჩის მხარეს გადის. ეს ოთახი თავის დროზე სასტუმრო ოთახად იყო განკუთვნილი. უკანა კედლის შუა ორმაგი კარია. ოთახში შემსვლელი მარჯვენა კუთხეში ხედავს ერთმანეთთან სწორი კუთხით იდგმულ ორ კარტოთეკას. იმავე კუთხეში დგას საწერი მაგიდა, რომელზედაც დადგმულია ფინოგრაფი და ლარინგოსკოპი, პატარა- პატარა ორღანის მილები საბერველით,შუშის მილები მოცახცახე ალისათვი, სანთურათი, რომელიც კედელთან შეერთებულია რეზინის მილით. სხვადასხვა კამერტონები, ბუნებრივი სიდიდის ადამიანის თავის ჭრილი, რომელშიაც მოჩანს სახმო ორგანოები.იქვეა ყუთი ცვილისლილვებით ფონოგრაფისათვის.

იმავე მხარეს ოთახის სიღრმეში ღუმელია, იქვე კარის ახლოს დგას რბილი სავარძელი და ნახშირის ყუთი. ღუმელის თავზე დევს საათი. ღუმელსა და ფონოგრაფის მაგიდას შორის პატარა მაგიდაა გაზეთებისათვის.

მთავარი შესასვლელი კარის მარჯვნივ ვხედავთ უჯრებიან კარადას, მასზეა ტელეფონი და სამისამართო წიგნი, თითქმის მთელი კედლის გასწვრივ დგას საკონცერტო როიალ, რომლის კლავიატურა კარისაკენ ზურგითაა მიმართული. როიალთან მოთავსებულია კლავიატურის სიგრზის სკამი. როიალზეა ვაზა ხილით და ტკბილეულობით, რის უმრავლესობას შოკოლადი შეადგენს. გარდა სავარძლისა, როიალის სკამის და ფონოგრაფის მაგიდასთან მდგარი ორი სკამისა, ღუმელის ახლოს ვამჩნევთ ერთ სათადარიგო სკამსაც.

კედელზეა უმთავრესად პირინეზის გრავიურება და მეცოტინტო ორტრეტები, სურათები არ ჩანს.

პიკირინგი უზის მაგიდას, აწყობს ბარათებს და სდებს კამერტონს რომელიც ეს-ესაა უხმარია. ის ახლოს დგას ჰიგინსი და ხორავს გამოღებულ უჯრებს. დილის სინათლეზე იგი ცოცხალ, ჩაფსკვნილ ორმოციოდე წლის მამაკაცად მოჩანს. ცვია თავისი პროფესიონალური შავი სერთუკი, გახამებუკი თეთრი საყელოთი და შავი აბრეშუმის ჰალსტუხით. ესაა ენერგიული მეცნიერის ტიპი, რომელიც ფანატიკურად ინტერესდება ყველაფრით, რაც შეიძლება მეცნიერული შესწავლის საგანი იქცეს, მაგრამ უყურადღებოა როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების გრძნობების მიმართც. თავისი აღნაგობისა და ხნოვანობის მიუხედავად, ის ჩამოგავს ცელქ ბავშვს, რომელიც დიდი ამბით ეხმაურება ყოველგვარ მოვლენას და რომელსაც ესაჭიროება მუდმივი ზედამხედველობა, რომ რაიმემისდაუნებურად არ გააფუჭოს. მისი გულკეთილი ბუზღუნი, როდესაც კარგ გუნებაზეა, გადადის სასტიკ მრისხანებასი, როცა რაიმე მისი სურვილის წინააღმდეგ კეთდება. მაგრამ მაინც იმდენად გურწფელია და შორსაა ბოროტებისაგან, რომ, მაშინაც კი, როცა აშკარად ტყუის. არ შეიძლება მის მიმართ სიმპათიურად არ განეწყოთ.

ჰიგინსი -(ხურავს უკანასკნელ უჯრას) კეთილი,მგონი ამით მოვრჩით.

პიკერინგი – პირდაპირ საოცარია,უნდა გითხრათ,რომ ნახევარიც ვერ დავიმახსოვრე.

ჰიგინსი – იქნება ზოგიერთის ხელმეორედ მოსმენა გენებოთ?

პიკერინგი – (წამოდგება, მიდის ღუმელთან და დგება ცეცხლთან ზურგშექცევით) არა, გმადლობთ. სხვა დროს იყოს, ახლა ძალიან დავიღალე.

ჰიგინსი – (გამოყვება მას და მარცხენა მხრიდან ამოუდგება) ბგერების მოსმენით დაიაღალეთ? პიკერინგი – დაიხ,დიდ დაძაბულობას მოითხოვს. წარმოიდგინეთ, ვამაყობდი კიდეც,რომ 24 ხმოვნის წარმოთქმა შემეზლო, მაგრამ თქვენმა 130-მა პირდაპირ ბოლო მომიღო. მათს უმრავლესობას შორის მცირეოდენ განსხვავებასაც ვერ ვამჩნევ.

ჰიგინსი – (სიცილით მიდის როიალთან და ჭამს ტკბილეულს) ო, ეს პრაქტიკის საქმეა,პირველად,რა თქმა უნდა ვერ შეამჩნევთ განსხვავებას, მაგრამ განმეორებით მოისმენთ თუ არა, დარწმუნდებით, რომ მათ შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც ანსა და ბანს შორის. (შემოიხედავს ჰიგინსის დიასახლისი,ქალბატონი პირსი) რა მოხდა?

ქ-ნ იპირსი – (გაუბედავად ყოყმანით)ვიგაცა ახალგაზრდა ქალს, თქვენი ნახვა სურს!

ჰიგინსი – ახალგაზრდა ქალს? რა უნდა?

ქ-ნ იპირსი – არ ვიცი,სერ! ასე თქვა: როცა გაიგებს რისთვისა ვარ მოსული, გაუხარდებაო.მდაბიო ქალია, სერ, მეტად მდაბიო. გავაბრუნებდი, მაგრამ გავიფიქრე, იქნებ პროფესორს უნდა თავის მანქანაში ალაპარაკოს—მეთქი. მგონი კარგად მოვიქეცი, მაგრამ, ხანდახან მეტად უცნაური ხალხი დადის და… მაპატიეთ, სერ, მე…

ჰიგინსი – კეთილი,კეთილი, ქ-ნი პირს, საინტერესო გამოთქმა აქვს?

ქ-ნი პ ი რ ს ი—ოჰ, რაღაც საშინელი, სერ, ნამდვილად საშინელი. მაკვირვებს, რა საინტერესოა ასეთი გამოთკმები?

ჰიგინსი – (პიკერინგს) შემოუშვათ? ქ-ნო პირს , შემოუშვით. (სწრაფად მიდის სამუშაო მაგიდასთან და აიღებს ლილვაკს ფონოტრაფისათვის)

ქ-ნი პირსი – (ნახევრად დარწმუნებული უცხო ქალიშვილის შემოშვების საჭიროებაში) კეთილი, თქვენი ნებაა,სერ.(ძირს ჩადის) პიგმალიონი.

ჰიგინსი – პირდაპირ მისწრებაა. ფირის დამზადებას გაჩვენებთ. დავსვამ და მის ნალაპარაკევს ბელის ასოებით ჩავიწერ, შემდეგ – ლათინურად, ბოლოს კი ფონოგრაფიულად, ასე რომ, როდესაც მოგინდებათ, შეგიძლიათ, რამდენჯერაც გინდათ, იმდენჯერ მოუსმინოთ მის ხმას, თანაც ჩანაწერი მოიშველოთ.

ქ-ნი პირსი – (ბრუნდება) აი, აის ახალგაზრდა ქალი, სერ. (ოთახში მედიდურად შემოდის ყვავილლების გამყიდველი გოგონა. ქუდზე უკეთია ფარშევანგის სამი ბუმბული: მწვანე, ცისფერი და წითელი. ახლა მისი წინსაფარი შედარებით უფრო სუფთაა. წელში გამოყვანილი პალტო ცოტა დაუგრძელებია. ამ სავალალო არსების აღგზნეულება თავისი უმანკო ამაოებითა და თვითკმაყოფილებით ააღელვებს პიკერინგს, რომელიც ქ-ნი პირსის თანდასწრებით წელში სწორდება. რაც შეეხება ჰიგინსს, ერთადერთი განსხვავება, რასაც იგი ხედავს მამაკაცსა და ქალს შორის ისაა, რომ როცა უმნიშვნელო რამეზე გაბრაზებული არ არის, ქალებს ისევე ელონიავება, როგორც ბავშვი ძიძას, რომელმაც მას რაიმე უნდა გამოსტყუოს).

ჰიგნსი – (ერთბაშათ იცნობს გოგონას და ბავშვურად გამოსთქვამს იმედის გაცურებით გამოწვეულ სინანულს). ეს ხომ ის გოგოა, რომელსაც წუხელ ვესაუბრე, უსარგებლოა ჩემთვის, ლისონგროუული გამოთქმბი სულ ჩაწერილი მაქვს, ამისათვის ლილვაკს არ გავაფუჭებ. (გოგოს) წადი; საჭირო არა ხარ. ყვავილების გამყ. გოგო – ნუ ჩქარობთ, ჯერ ხომ არ იცით რისთვის ვარ მოსული? (ქ-ნი პირსს, რომელიც კარებთან უცდის შემდგომ მითითებებს) ტაქსით რომ მივედი, უთხარით?

ქ-ნი პირსი – ნუ სულელობ, გოგო. ისეთ ჯელტმენს, როგორიც მისტერ ჰიგნისია, რაში აინტერესებს რითი მოხვედით? ყვავილების გამყ. გოგო – რაში და ჩვენ ვამაყობთ. გავიგე, რომ ის გაკვეთილებს იძლევა. თვითონ. თქვა. ჰოდა, მე ქათინაურებისათვის კი არ მოვსულვარ. თუ ჩემი ფული აქ არ ფულობს, სხვაგან წავალ.

ჰიგნისი – რისთვის არ ფულობს? ყვავილების გამყ. გოგო – რისთვისა და თქვენთვისა, გაიგეთ? მე გაკვეთილების მისაღებათ მოვსულვარ, საფასურს გადავიხდი – თქო. რისი გეშინიათ?

ჰიგნისი – (გაშეშებული) რაო? (ძლივს მოითქვამს სულს) შენის აზრით, რის თქმას ელი ჩემგან?

ყვავილების გამყ. გოგო – თუ ნამდვილი ჯელტმენი ხართ, სკამის შემოთავაზებას.

ხომ გითხარით, საქმეზე მოვედი – მეთქი – თქო.

ჰიგნისი – პიკერინგ, ეს საფრთხობელა დავსვათ თუ ფანჯრიდან გადავაგდოთ?

ყვავილების გამყ. გოგო – (შეშინებული გაიქცევა როიალისაკენ და კედლის კიდეს მიეკვრება)

ა-ო-უ-უ-უ-უ. (შეურაცხოფილ საბრალო ხმით) რატომ მეძახით საფრთხობელას. მე ხომ

საფასურს ისევე გაძლევთ, როგორც ყოველი ლედი? (გაოცებული ჯენლტმენები ოთახის მეორე კუთხიდან მდუმარედ შესცქერიან გოგოს)

პიკერინგი – (დაუვავებით) კი, მაგრამ მაინც რა გნებავთ?

ყვავილების გამყ. გოგო – მე მიდა საყუაილე მაღაზიაში ვიმუშაო, როგორც ლედიმ, ტოტენჰამ კორტროუდზე აღარ ვიწანწალო ყვავილებით ხელში. ჩემი ლაპარაკი არ მოსწონთ და არ მიღებენ. აი ამან კი თქვა, შემიძლია გასწავლოვო – ო. ჰოდა, მოვედი, ქირასაც ვიხდი, – წაყალობას კი არ ვთხოულობ. ეს კი ისე მეპყრობა თითქოს მისი ფეხის მტვერი ვიყო.

ქ-ნი პირსი – რატომ ხარ ასეთი სულელი და გაუნათლებელი, რომ გგონია შესძლებ მისტერ ფიგინსს შესაფერი გასამრჯელო გადაუხადო?

ყვავილების გამყ. გოგო – რატოაც არა! მეც ისევე ვიცი რა ღირს გაკვეთილი, როგორც თქვენ. ჰოდა, გადავიხდი კიდეც.

ჰიგნისი – რამდენს?

ყვავილების გამყ. გოგო – (გახარებული მიუახლოვდება ჰიგინსს) აი, ეს სხვა საქმეა ვიცოდი, რომ ხელიდან არ გუშვებდით შემთხვევას იმ ფულის ნაწილი მაინც დაგებრუნებინათ, რომელიც გუშინ მომეცით. (შინაურულად) ცოტა გადაყლაპული იყავით, არა?

ჰიგნისი – (ბძანებლურად) დაჯექით!

ყვავილების გამყ. გოგო – მაგრამ, თუ ცალი ყბით ამბობთ ამას?

ჰიგნისი – (უყვირის) დაჯექი!

ქ-ნი პირსი – დაჯქი, გოგო. გააკეთე ის, რასაც გეუბნებიან.

ყვავილების გამყ. გოგო – ა-ო-უ-უ-უ-უ (დგება აღშფოთებული, გაშმაგებული).

პიკერინგი – (დაყვაავებით) დაბრძანდით. (ის დგამს სკამს მასა და ჰიგინსს შორის).

ელიზა – (დარცხვენით) თუ არაფერი გაქვს საწიააღმდეგო… (ჯდება პიკერინგი ღუმელს უბრუნებდა)

ჰიგინსი – (კითხულობს პათოსით) ელიზა, ელისაბედი, ბესი და ბეტსი ბუდის საძებნელად გაეშურნენ ტყეში.

პიკერინგი – ნახეს რა ბუდე და ოთხი კვერცხი მასში,

ჰიგინსი – სამი აქ დატოვეს, თითოწამმოიღეს სახლში. (თავიანტ ხუმრობაზე თვითონვე ეცინებად)

ელიზა – ნუ სულელობთ.

ქ-ნი პირსი – ასე უნდა მიმართო ჯენტლმენს?

ელიზა – თვითონ რატომ არ მელაპარაკება ადამიანურად?

ჰიგინსი -საქმეს დავუბრუნდეთ. გაკვეთილში რას მომცემ?

ელიზა – ოჰ მე ვიცი რა ღირს გაკვეთილი. ერთი ჩემი მეგობარი ლედი 18 პენის უხდის საათში ნამდვილ ფრანგ ჯენტლმენს, ფრანგული ენის გაკვეთილში და თქვენ ნუთუ ესეთი უსინდისო იქნებით, რომ იგივე საფასური მომთხოვოთ ჩემი მშობლიური ენის სწავლებაში? შილინგს მოგცემთ, აი, ჩემი უკანასკნელი სიტყვა.

ჰიგინსი – (ბოლთას სცემს, ჯიბეში გასაღებს და ხურდა ფულს აჩხანურებს) იცით რა, პიკერინგ, თუ ამ შილინგს შევხედავთ არა როგორც უბრალო შილინგს, არამედ, როგორც ამ გოგონას სემოსავლის განსაზღვრულ პროცენტს, დავინახავთ, რომ ეს იგივე იქნება, რაც მილიონერისაგან 60 ან 70 გინიას მიღება.

პიკერინგი – როგორ?

ჰიგინსი – აი, იანგარიშე. მილიონერი დღეში 150 გირვანქა სტერლლინგს მაინც იღებს, ეს გოგო კი დღეში ნახევარ კრონს შოულობს.

ელიზა – (შეშფოთებული) ვინ გითხრათ? მე მხოლოდ…

ჰიგინსი – (განაგრძობს) ეს გოგონა გაკვეთილში მთავაზობს თავისი დღიური შემოსავლის 2/5.ს. მილიონერის შემოსავლის 2/5. კი დღეში 60 გირვანქა სტერლინგია. ღმერთმანი, უდიდესი საფასურია. ასეთი ფასი ჩემთვის არასოდეს არ მოუციათ.

ელიზა – (წამოდგება შეშინებული) 60 გირვანქა სტერლინგი? რას ამბობთ, რასა? მე როდის ვთქვი 60 გირვანქა სტერლინგს მოგცემთ – მეთქი? საიდან ვიშოვი ამდენს?

ჰიგინსი–ენა გააჩერე!

ელიზა – (ტირილით) საიდან ვიშოვო 60 გირვანქა სტერლინგი?

ქ–ნი პირსი – ნუ ტირი, სულელო. იჯექი მანდ. შენს ფულს არავინ ეხება.

ჰიგინსი – შეგეხებიან იატაკის საწმენდი ჯოხით, თუ ახლავე ტირილს არ შეწყვეტ. დაჯექი.

ელიზა – (დაემორჩილება) ა – ო უ – უ – უ – უ. რას მიჯავრდებით? ვიღაცას მამაჩემი ეგონებით.

ჰიგინსი – თუ მოწაფედ აგიყვანე, იცოდე, ორ მამაზე უარესი ვიქნები შენთვის. აჰა, გამომართვი (აძლევს აბრეშუმის ცხვირსახოცს)

ე ლიზა – რისთვის?

ჰიგინს – თვალების მოსაწმენდად. სახის ყველა იმ ნაწილის მოსაწმენდად, რომელიც სველი აღმოგაჩნდება. დაიმახსოვრე: ეს შენი ცხვირსახოცია, ეს კი შენი სახელო და, თუ მაღაზიის გამყიდველი გოგო გინდა გახდე, ერთის საქმეს მეორეს ნუ აკეთებინებ.

(გაშმაგებული ელიზა უმწეოდ შესცქერის მათ).

ქ–ნი პირსი – მისტერ ჰიგინს, ამასთან ასეთ ლაპარაკს აზრი არა აქვს: ამაოდ ირჯებით, სულ ერთია, მაინც არ იჯერებს.

(ცხვირსახოცს გამოართმევს).

ელიზა – (ცხვირსახოცს გამოსტაცებს) მოიტა, მოიტა, ეს ცხვირსახოცი მე მომცა, შენ კი არა.

პიკერინგი – (სიცილით) მართალს ამბობს! ქ–ნო პირს, ახლა ეს ცხვირსახოცი მის კუთვნილებათ უნდა ჩაითვალოს.

ქ–ნი პირსი – (მდგომარეობა შეურიგებელი) კარგი, კარგი, ჰქონდეს,

პიკერინგი – ჰიგინს, ამ ამბავმა ძალზე დამაინტერესა. გახსოვთ რა თქვით ელჩის მისაღებად გამართულ წვეულებასთან დაკავშირებთ, თქვენს სიტყვას თუ შეასრულებთ, ჩვენი დროის უდიდესი პედაგოგად მიგიჩნევთ. დავნაძლენდეთ, თუ თქვენ მოიგებთ, მე დავფარავ ექსპერიმენტისათვის გაწეულ ხარჯებს და გაკვეთილების საფასურსაც მე გადავიხდი.

ელიზა – კეთილი ბრძანებულხართ გმადლობთ კაპტანო.

ჰიგინსი – (შესცქერის ელიზას) ეს გოგო იმდენად მდაბიო და ჭუჭყიანია, რომ მართლა ღირს მისი აყვანა.

ელიზა – (საშინლად ღშფოთებული) აა– ოო–უ – უ – უ–ო–ო!!! მე ჭუჭყიანი არა ვარ, არა, წამოსვლის წინ ხელპირი დავიბანე, დავიბანე.

პიკერინგი – მჯერა, რომ ამ გოგონას გულს ქათინაურებით უთუოდ მოინადირებთ.

ქ-ნი პირს – (შეშფოთებული) ოჰ, ნუ იტყვით ამას, სერ:გოგოს გულის მონადირებას ბევრი არაფერი უნდა. ამისთვის უამრავი საშვალება არსებობს. მისტერ ჰიგინსზე უკეთესი ოსტატი კი ამ საქმეში არავინაა. თუმცა, ხანდახან შეიძლება ამის გაკეთება არც კი უნდოდეს. იმედი მაქვს, სერ, რომ არ წააქეზებთ მას რაიმე სისულელე ჩაიდინოს.

ჰიგინსი – (რაც უფრო გაუჯდება თავში პიკერინგის აზრი, მით უფრო აღიგძნება) რა არის ცხოვრება, თუ არა შთაგონებულ სისულელეთა წყება? ერთადერთი სიძნელე ისაა, რომ ადამიანი ყოველთვის ვერ პოულობს მათი განხორციელების საშვალებას. თუ შესაძლებლობამოგეცა, ხელიდან არ უნდა გაუშვა: ყოველდღე როდი მოგეცემა იგი. ამ შავტუხა ქუჩის მაწანწალას მე ჰერცოგის ასულად გადავაქცევ, გადაწყვეტილი ამბავია.

ელიზა – (თავი დახასიათებით მეტად განაწყენებული)ა-ოო-ეე-უუ- ვაი!

ჰიგინსი – (გატაცებული) დიახ გადაწყვეტილია. ექვს თვეში, არა, უფრო ადრეც, სამ თვეში, – თუ ამ გოგონას კარგი ყურები და მოქნილი ენა გააჩნია. სწავლებას დღესვე შევუდგები. თუმცა, რაღა დღესვე, ახლავე, ამ წუთას. ქ-ნო პირს ახლავე წაიყვანე და გაასუფთავე. თუ ისე არ მოსცილდეს ჭუჭყი, ფხვნილით გახეხე. სამზარეულოში ცეცხლი გინთია?

ქ-ნი პირსი – (აღშფოთებული) მინთია, მაგრამ…

ჰიგინსი – (ყვირილით) ტანსაცმელი გახადე და დასწვი უიტლეისან ვინმე სხვას დაურეკე, ახალი ტანისამოსი მოუტანონ. მათ მოვლამდე კი ქაღალდში გაახვიე.

ელიზა – თქვენ ჯელტმენი არა ყოფილხართ, ამის თქმას როგორ კადრულობთ, არა, არა ყოფილხართ, მე წესიერი გოგო ვარ, წესიერი და კარგად ვიცი რანი ხართ თქვენა და თქვენისთანები, ვიცი, ვიცი.

ჰიგინსი – გოგო, ჩვენ რაში გვესაჭიროები შენი ლისინგროული სათნოება? ჰერცოგის ასულის მიხრა-მოხრა უნდა ისწავლო. წაიყვანე, ქ-ნო პირს, თუ არ დაგემორჩილოს, ერთი მაგრად მიტყიპე.

ელიზა – (წამოვარდება და ჩადგება პიკერინგსა და ქ-ნ პირსს შორის, მფარველობას ეძებს მათთან) პოლიციას დავუძახებ, პოლიციას.

ქ-ნი პირსი -კი, მაგრამ სად უნდა დავაბინავოთ არ ვიცი.

ჰიგინსი -სანაგვე ყუთში.

ელიზა – ა-ა-ა-ე-ე-ე-უ-უ-უ.

პიკერინგი -კარგი, ჰიგინსს, კარგი ისე ცუდად ნუ ეპყრობით.

ქ-ნი პირსი – (გაბედულად) დიხ, უფრო გონივრულდ მოექეცით, მისტერ ჰიგინს! ასე ყველას შეურაცხყოფა არ იქნება. (გაკიცხული ჰიგინსი მოლბება. ქარიშხალს გაოცების სიო შეცვლის)

ჰიგინსი – (პროფესიონალური მოხდენიობით იცვლის ტონს) მე განა ვინმეს შეურაცხყოფას ვაყენებ? ჩემო ძვირფასო ქ-ნო პირს, პიკერინგ ძვირფასო, ფიქრადაც არასოდეს მქონია ვინმეს სეურაცხყოფა. ახლა კი ჩემი ერთადერთი განზრახვაა კარგადმოვეპყრათ ამ საბრაჯო გოგონას. დავეხმაროთ მას ცხოვრების ახალი პირობების შეასაგუებლად მოემზადოს. თუ მაშინათვე ასე მკაფიოდ ვერ გამოვთქვი ეს აზრი, მხოლოდ იმიტომ, რომ მეშინოდათქვენი და მისი გრძნობები არ შემელახა.

ელიზა – (ამ სიტყვებით გამხნევებული, ფეხაკრეფით უბრუნდება თავის სკამს.)

ქ-ნი პირსი – რაო? ასეთი ამბავი ოდესმე გსმენიათ, სერ?

პიკერინგი – (გულიანად იცინის) არსოდეს,ქ-ნო პირს, არასოდეს.

ჰიგინსი-(მშვიდად) რა მოხდა?

ქ-ნი პირსი -საქმე ისაა, სერ, რომ არ შეიძლება ისევე უბრალოდ აიყვანო უცხო გოგონა, როგორც კენჭს იღებენ ზღვის პირიდან.

ჰიგინსი – რატომ?

ქ-ნი პირსი – რატომ და მის შესახებ არაფერი იცით. არ იცით ვინაა მისი მშობლები, იქნება გათხოვილიცაა.

ელიზა -კიდევ რა!

ჰიგინსი -კარგად მოგიჭრა: კიდევ რაო. აბა, რა უგავს გათხოვილს? განა არ იცი, რომ მისი კლასის ქალიშვილები გათხოვებიდან ერთი წლის შემდეგ ორმოცდაათი წლის ბებრუცუნებს ემსგავსებიან.

ელიზა – მე ვის ვუნდივარ?

ჰიგინსი – (ერთბაშად გადავა დაბალ მშვენიერ ტონზე, რომელიც ენამზეობის ნიმუშადაა მიჩნეული) ღმერთმანი, ელიზა, ჰერცოგის ასულად გაქცევ თუ არა, იმდენს მოაჯადოებ, რომ ქუჩები შენი თაყვანისმცემლების ცხედრებით მოიფინება.

ქ-ნი პირსი – სისულელეს ამბობთ, სერ, ასე ნუ ელაპარაკებით, ნუ.

ელიზა – (გაბედულად წამოდგება) მივდივარ. გიჟია, სულელია. მე სულელი მასწავლებელი არ მინდა.

ჰიგინსი – (განაწყნებული იმით, რომ ელიზა გულგრილად მოეკიდა მის დახვეწილ მეტყველებას) მართლა? გიჟი ვარ? კეთილი პატიოსანი. ქ-ნო პირს, საჭირო აღარ არის ამისათვის ახალი ტანსაცმლის შკვეთა, წაიყვანე და გააგდე.

ელიზა – ო,ო, თქვენ უფლება არა გაქვთ ხელი შემახოთ.

ქ-ნი პირსი -ხომ ხედავ თავხედობას რა მოსდევს. (კარებისაკენ მიუთითებს) აი, აქედან გადი.

ელიზა – (თითქმის აცრემლებული) რად მინდოდა თქვენი ტანსაცმელი.

ჰიგინსი – (მოხერხებულად დაიჭერს ცხვირსახოცს და კარებისაკენ მიმვალ ელიზას გზას გადაუღობავს) სულელი და უმადური ხარ. მე მინდოდა წუმპედან ამომეყვანე, ლამაზად გამომეწყვე და ნამდვილ ლედიდ მექციე, ამით მიხდი?

ქ-ნი პირსი -კმარა, მისტერ ჰიგინს, სმის ნებას აღარ მოგცემთ. სულელი ის კი არაა, თქვენა ხართ. (გოგოს) მშობლებთან წადი, გოგო,-და უთხარი ცოტა უფრო გაგიფრთხილდნენ.

ელიზა – მშობლები აღარა ყავს. ასე მითხრეს, საკმაოდ მოზრდილი ხარ იმისათვის რომ ლუკმა-პური იშოვოო და გამოაგდეს.

ქ-ნი პირსი – სად ცხოვრბს დედაშენი?

ელიზა – დედა არა მყავს. ის ქალი კი, რომელმაც გამომაგდო, ჩემი მეექვსე დედინაცვალია. უიმათოდ ვცხოვრობ და, ცუდი არაფერი იფიქროთ, წესიერი გოგო ვარ, წესიერი.

ჰიგინსი -კეთილი და პატიოსანი. ხედავ რა ტყუილად ატეხეთ აურზაური? ეს გოგო არავის არ ეკუთვნის და არც არავის სჭირდება ჩემს გარდა (მივა ქ-ნ პირსთან და შემპარავად ეუბნება) რა იქნება იშვილოთ, ქ-ნო პირს? მგონი ურიგო არ იქნება ქალიშვილი იყოლიოთ! ახლა მეტი აურზაური არ ატეხოთ, ჩაიყვანეთ ძირს და…

ქ-ნი პირსი – მერე? რა ვუყოთ?ფული ვაძლიოთ?გონს მოდით, სერ.

ჰიგინსი – თუ საჭირო იქნება, მიეცით კიდეც და დავთარში შეიტანეთ. (მოუთმენლად) თუმცა რაში დასჭირდება ფული? საჭმელი ექნება და ტანსაცმელიც. ფული რომ მისცე, დალევს და ეგ იქნება.

ელიზა – (მოუბრუნდა ჰიგინსს) სულელი ხართ, სულელი. სიცრუეა ჯერ არავის უნახავს, რომ დამელიოს (პიკერინგს) ოჰ, სერ, თქვენ ჯელტმენი ხართ, თხარით ასეთ რამეებს ნუ ლაპარაკობს ჩემზე.

პიკერინგი – (დამრიგებლური ტონით) ჰიგინს, რატომ არ ფიქრობთ, რომ ამ გოგონასაც გააჩნია თავისი გრძნობები.

ჰიგინსი – (ახედ-დახედავს ელიზას) არა მგონია რაიმე გრძნობა გაჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, ისეთი გრძნობა არ გააჩნია, რომ ჩვენს შეწუხებად ღირდეს. (მხიარულად) გაქვს კი რამე გრძნობა, ელიზა?

ელიზა – თქვენ რომ გაქვთ ისეთივე მაქვს მე გრძნობები.

ჰიგინსი – (პიკრინგს ჩაფიქრებული) ჰხედავ რა ძნელია?

პიკერინგი – რა არის ძნელი?

ჰიგინსი – რა და, გრამატიკულად რომ აალაპარაკო, გამოთქმის გამოსწორებაშედარებით ადვილია.

ელიზა – არ მინდა გრამატიკის ლაპარაკი. მე მხოლოდ ისე მინდა ვილაპარაკო, როგორც ყვავილების მაღაზიაში მოვაჭრე ლედიმ.

ქ-ნი პირსი – მისტერ ჰიგინს, დაუფიქრდით რას აკეთებთ. გამაგებინეთ რა პირობით იქნება გოგო აქ მიეცემა თუ არა ჯამაგირი, რა უნდა ვუყოთ მას, როცა სწავლებას დაამთავრებთ? ყველაფერი ეს წინასწარ არ უნდა იცოდეთ?

ჰიგინსი – (მოუთმენლად) წუმპეში რომ დავტოვოთ, მაშინ რა მოუვა? რატომ ამაზე არაფერს ამბობთ, ქ-ნო პირს?

ქ-ნი პირსი – ეს მისი საკუთარი საქმეა და არა თქვენი, მისტერ ჰიგინს.

ჰიგინსი -სწავლას რომ მოვრჩებით, ისევ წუმპეში გადავისვრით და მერე რას გააკეთებს, ისევ მისი საკუთარი საქმე იქნება. ეს არის და ეს.

ელიზა – გრძნობები სრულებით არა გქონიათ გულში, არა.მარტო საკუთარ თავზე ზრუნავს. (წამოდგება და მტკიცედ წარმოსთქვამს) მეყო, რაც აქ დრო დავკარგე, მივდივარ. (გაემართა კარისაკენ) უნდა გრცხვენოდეს უსირცხვილო.

ჰიგინსი – (ვაზადან აიღებს შოკოლადს. თვალებს ეშმაკურად აუციმციმდება) მიირთვი შოკოლადი, ელიზა.

ელიზა – (ვეღარ გაუძლებს ცთუნებას და შეჩერდება) საიდან ვიცი რა არის მასში? გამიგია, რომ ბევრი გოგო მოუწამლავთ თქვენისთანებს (ჰიგინსი ამოიღებს დანას, შუაზე გაჭრის შოკოლადს, ნახევარს თვითონ ჩაიდებს პირში, ხოლო მეორე ნახევარს შესთავაზებს).

ჰიგინსი – აი, ელიზა, რომ არ დაეჭვდე, ნახევარს მე შევჭამ, ნახევარი შენ შეჭამე. (ელიზა გააღებს პირს, ჰიგინსი შოკოლადის ნახევარს ჩაუდებს) ყუთობით, კასრობით გექნება ყოველდღე. სულ შოკოლადიჭამე, თუ გინდა. რას იტყვი?

ელიზა – (როგორც იქნა გადაყლაპა შოკოლადი, რომელმაც კინაღამ დაახრჩო) არაფრისათვის არ შევჭამდი, მაგრამ რა მექნა. პირიდან რო გადმომეგდო, უზრდელობა

ჰიგინსი – მომისმინე, ელიზა. მგონი ასე თქვი, ტაქსით მოვედიო, არა?

ელიზა – მერე რა, რომ მოვედი? მეც ისევე უფლება მაქვს დავიქირაო ტაქსი, როგორც ვინმე სხვას.

ჰიგინსი – გაქვს, ელიზა, გაქვს: მომავალში რამდენიც გინდა იმდენი ტაქსი გეყოლება. ტაქსით შეგეძლება ყოველდღე გაიარო, გამოიარო, ქალაქს შემოუარო, აბა, იფიქრე.

ქ-ნი პირსი – მის ასაკში? სისულელეა. მომავალზე ფიქრი მაშინაც ეყოფა, როდესაც გაიგებს, რომ მომავალი არ აქვს. დამიჯერე. ელიზა. აი, ამ ლედის მიბაძე: მუდამ იფიქრე სხვის მომავალზე, შენს მომავალზე კი – არასოდეს, იფიქრე შოკოლადზე, ტაქსებზე, ოქროზე, მარგალიტებზე.

ელიზა-არა. მე არც ოქრო მინდა და არც მარგალიტები. მე წესიერი გოგო ვარ, წესიერი (ჯდება და ცდილობს თავი ღირსეულად დაიჭიროს).

ჰიგინსი – ჰოდა, ქ-ნი პირსის ზედამხედველობის ქვეშ ასეთივე დარჩებით, შემდეგ ვინმე ულვაშებიან გვარდიის ოფიცერზე გაგათხოვებთ: მარკიზის შვილზე, რომელსაც მამამისი შენი შერთვისათვის ჯერ მემკვიდრეობას წაართმევს, მაგრამ, როცა დაინახავს შენ სილამაზეს და სათნოებას, მოლბება და…

პიკერინგი – მაპატიეთ, ჰიგინს, მაგრამ არ შემიძლია არ ჩავერიო. ქ-ნი პირსი მართალია. თუ ეს გოგო0ნა პედაგოგიური ექსპერიმენტისათვის ექვსი თვე თქვენს ხელში დარჩება, მან გარკვეულად უნდა იცოდეს რას აკეთებს.

ჰიგინსი -საიდან უნდა იცოდეს? მას არფრის გაგების უნარი არა აქვს. და მერე, რომელიმე ჩვენთაგანს ესმის თვითონ რას აკეთებს? რომ გვესმოდეს რას ვაკეთებთ, მაშინ, განა გავაკეთებდით?

პიკერიგი – მოსწრებულად კი თქვით, ჰიგინს, მაგრამ აქ ეგ რა მოსატანია? (ელიზას) ქალბატონო დულიტლ.

ელიზა – (თავზარდაცემული) აა-აა-ოო-ოო,-უუ-უუ!

ჰიგინსი – ესეც თქვენ! ამის მეტს მისგან ვერაფერს გაიგონებთ. აა-აა-ოო-ოო-უუ! ახსნა-განმარტებას რა აზრი აქვს: შეაყარე კედელს ცერცვი! სამხედრო კაცი ხართ და ეგ არ უნდა იცოდეთ? ბრძანება და მისი ჯანი. ელიზა, შენ აქ 6 თვე უნდა იცხოვრო და ისწავლო ყვავილების მაღაზიაში მოვაჭრე ლედივით ლამაზი ლაპარაკი. თუ ჭკვინად იქნები და გაგვიგონებ, საუკეთესო საწოლ ოთახს მიგიჩენთ და საჭმელშიც ყელამდე იქნები, ფული კი – რამდენიც გინდა: მოგინდება, შოკოლდები იყიდე, მოგინდება, ტაქსით ისეირნე.მაგრამ, თუ იჭირვეულებ და იზარმაცებლ, ხოჭოებით გავსებულ საკუჭნაოში დაგაძინებთ და დღე ისე არ გავა, რომ ქ-ნმა პირსმა იატაკის საწმენდი ჯოხით არ მოგტყეპოს. ექვსი თვის ბოლოს მშვენივრად ჩაგაცმევთ და ეტლით გაემგზრები ბუკინგამის სასახლეში. თუ მეფე დაეჭვდება, შენ ლედი ხარ თუ არა, პოლიცია დაგაპატიმრებს, ტაუერში წაგათრევს და სხვა თავხედი ყვავილების გამყიდველი გოგოების ჭკუისსასწავლებლად თავს მოგკვეთს. თუ ლედიდ მიგიღებენ და არავის ეჭვი არ აღეძრება, შვიდ შილინგსა და 6 პენის გაჩუქებენ, რათა რომელიმე მაღაზიაში ყვავილების გამყიდველად მოეწყო. თუ ამ სიკეთეზე უარს იტყვი, შენ ყველაზე უმადური და სულელი გოგო იქნები ქვეყანაზე და შენს დანახვაზე ანგელოზები ცრემლებს დაღვრიან. (პიკერინგს) ახლა კმაყოფილი ხართ, პიკერინგ? (ქ-ნ პირსს) ამაზე გარკვევით და გასაგებად როგორ ავუხსნა, ქ-ნო პირს?

ქ-ნი პირსი – (მშვიდად) მგონი ამას ის აჯობებდა, რომ აქედან გავიყვანო და ცალკე ველაპარაკო. თუმცა ჩემი მფარველობის ქვეშ აყვანას არ ვაპირებ და არც ის მინდა ამ საქმეში თქვენ დაგთანხმდეთ. რა თქმა უნდა, მჯერა, რომ ამ გოგონას მიმართ ცუდი განზრახვა არ გიდევთ გულში, მაგრამ, როცა ვინმეს გამოთქმით დაინტერესდებით, როგორც წესი, თქვენი თავიც გავიწყდებათ და ცდის პირიც: მომყევი, ელიზა.

ჰიგინსი – ეს კი კარგია! გმადლობთ, ქ-ნო პირს. ახლავე აბაზანაში შეაგდე.

ელიზა – (დაეჭვებული ზანტად დგება) თქვენ დიდი უხეში ვინმე ხართ, უხეში! თუ მე არ მინდა, არც დავიცდი. ჩემი გატყეპის ნებას არავის მივცემ. ბუკინგამის სასახლეში წაყვანა არავისთვის მითხოვია, პოლიციასთან საქმე არასოდეს მქონია. მე წესიერი გოგო ვარ, წესიერი….

ქ-ნი პირსი – სიტყვას ნუ უბრუნებ, გოგო, შენ ვერ გაიგე რას გეუბნებიან, მომყევი (კარს უღებს ელიზას და ელოდება).

ელიზა – (მიმავალი) დიახ, მე სიმართლე ვთქვი: მეფესთან ფეხის მიმდგმელი არა ვარ, თავიც რომ მომაჭრან. რომ მცოდნოდა რა დღეში ჩავვარდებოდი, არც აქ მოვიდოდი. მე მუდამ წესიერი გოგო ვიყავი. ამას მე კი არ ავკიდებივარ, თვითონ ამეკიდა. მისგან მე არაფრით არა ვარ დავალებული. თავზეც არ დავისვამ, მეც ისეთივე გრძნობები გამაჩნია, როგორც ყველა სხვას…(ქ-ნი პირსი ხურავს კარებს, ელიზას ბუზღუნი უკვე არ ისმის. ელიზა აჰყავთ მესამე სართულზე, ის გაოცებულია: ეგონა საკუჭნაოში ჩაიყვანდნენ. ქ-ნი პირსი გააღებს კარებს და შედიან მშვენიერ საწოლ ოთახში).

ქ-ნი პირსი – აი, შენი საწოლი ოთახი.

ელიზა – ოო,-ო-ო, აქ ვერ დავიძინებ, მისუს! ეს ზედმეტად კარგია ჩემისთანასათვის. აქ ვერაფრის ხელის ხლებას ვერ გაუბედავ. ხომ იცით, რომ მე ჯერ კიდევ არ ვარ ჰერცოგის ასული, მისუს!

ქ-ნი პირსი – შენ ისევე უნდა დასუფდავდე, როგორც ეს ოთახი და მაშინ აქ დაწოლის არ დაგერიდება. მერე ,,მისუს” რა სიტყვაა? მის პირსი დამიძახე (ფართოთ გააღებს სააბაზანო ოთახის კარს)

ელიზა – ეს რა არის? ამაში რეცხავთ? უცნაური ქვაბია, ღმერთმანი.

ქ-ნი პირსი – ეს ქვაბი არაა. ამში ვბანაობთ, ელიზა, და შენც ამაში უნდა გაბანაოთ

ელიზა – რაო? თქვენ გინდათ აქ ჩავიდე და დავსველდე? არა, არ შემიძლია. ეს რომ გავაკეთო, ღმერთმანი, მოვკვდები. ეთი ჩემი მეზობლის ქალი ყოველ შაბათღამეს ბანაობდა და მოკვდა.

ქ-ნი პირსი – მისტერ ჰიგნისს ქვემოთ მამაკაცთა აბაზანა აქვს და ყოველდღე ცივ წყალში ბანაობს.

ელიზა – ოო! რკინისგან ყოფილა გაკეთებული.

ქ-ნი პირსი – თუ გინდა მასთან და პოლკოვნიკთან ერთად დაჯ. დე და ისწავლო, შენც ისევე იბანავო. თუ ამას არ გააკეთებ, შენს სუნს ვერ გაუძლებენ. წყალი როგორც გესიამოვნება, ისე დააყენე. აქ ორი ონკანია. ეთი ცივი წყლისათვის ერთი თბილისათვის.

ელიზა – (ტირილით) არ შემიძლია, ვერ გავბედავ, ეს ხომ ბუნებრივი არ არის. რომ ვიბანაო, მოვკვდები. ჩემს დღეში არ მიბანავია. თქვენ კი ამბობთ კარგიაო.

ქ-ნი პირსი – კარგი, მაშ, არ გინდა რომ სუფთა იყო, ჯანსაღი და მიმზიდველი, როგორც ლედი? იცი შიგნიდან ვერ გამშვენიერდები, თუ გარედან ჭუჭყიანი იქნები.

ელიზა – ო-ო-ო-ო-ო-!

ქ-ნი პირსი – ახლა, ტირილი შეწყვიტე, შედი შენს ოთახში და ყველაფერი გაიხადე. მერე იმაში გაეხვიე. (ჩამოსაკიდიდან ჩამოხსნის მოსასხამს და გაუწვდის) და აქ მოდი. ამასობაში აბაზანას გაგიმზადებ.

ელიზა – (აცრემლიანებული) არ შემიძლია. ვერ გავაკეთებ. ნაჩვევი არავარ, ყველაფერი ერთათ არასოდეს არ გამიხდია, ამის გაკეთება სწორი არ არის, სწორი არ არის….

ქ-ნი პირსი – რას სულელობ, ბავშვო! დაძინების წინ ტანისამოს არ იხდი?

ელიზა – (გაოცებული) არა. რატომ უნდა გავიხადო? რომ გავიხადო, მოვკვდები ქვედა ტანს კი, რა თქმა უნდა ვიხდი.

ქ-ნი პირსი – შენ ისე ამბობ, თითქოს იმ საცვლებში გეძინოს, რომელიც დღისითგაცვია?

ელიზა – აბა, რაში უნდა დავიძინო?

ქ-ნი პირსი – ამას აწი არასოდეს არ გააკეთებ, სანამ აქ იცხოვრებ. საღამურ პერანგს მოგცემ და იმაში დაიძინებ.

ელიზა – როგორ? თბილი საცვლების მაგივრად ცივი ჩავიცვა და მთელი ნახევარი ღამე ვიძაგძაგო? თქვენ ჩემი მოკვლა გინდათ, ჩემი მოკვლა.

ქ-ნი პირსი – მინდა ჭუჭყიანი გოგონადან ისეთ მიმზიდველ სუფთა ქალიშვილად გადაგაქციო, რომ შეგეძლოს იმ ჯენტლმენების გვერდით დაჯდე კაბინეტში. ერტი ის მითხარი, დამიჯერებ და გააკეთებ იმას, რასაც გეუბნები, თუ უნდა გაგაგდოთ და ისევ შენს ყვავილების კალათას დაუბრუნდე?

ელიზა – თქვენ არ იცით, სიცივე რა ძნელია ჩემთვის. თქვენ არ იცით სიცივის როგორ მეშინია, როგორ.

ქ-ნი პირსი – შენი ლოგინი ცივი არ იქნება. ბოთლებში თბილ წყალს ჩაასხამ და საწოლში’ჩაიდგამ. (უბიძგებს საწოლი ოტახისაკენ) მიდიდა გადა გაიხადე.

ელიზა – ო, რომ მცოდნოდა რა საშინელებაა სისუბთავე, არასოდეს არ მოვიდოდი, თურმე არა მცოდნია რა კარგად ვცხოვროდი. (ქ-ნი პირსი გაიკეთებს თეთრ რეზინის ხელთათმანებს, გაავსებს აბაზანას ნელთბილი წყლით, რომელსაც აბანოს თერმომეტრით სინჯავს, ჩაყრის შიგ ერთ მუჭა სააბაზანო მარილს და ცოცტაოდენ მდოგვს. მერე აიღებს უცნაური მოყვანილობის სახეხ ჯაგრისს და მაგრად გასაპნავს სურნელოვან საპნიტ. ელიზა გამოდის ხალათით, რომელიც მაგრად შემოუხვევია ტანზე; საბრალო და საშინელი შესახედავია).

ქ-ნი პირსი- შემოდი, ესეც გაიხადე.

ელიზა – ო, ო. არ შემიძლია, ქ-ნო პირს: მართლა არ შემიძლია, ამგვარი რამე ჩემს დღეში არ გამიკეთებია.

ქ-ნი პირსი – ნუ სულელობ ერთი. მიდი, ჩადი აბაზანაში და მიტხარი საკმაოდ თბილია თუ არა?

ელიზა – ოო-ოო, უუ-უუ-ცხელია, ცხელი.

ქ-ნი პირსი – (ერთბაშად მოაძრობს ხალატს და ზურგიტ დააწვენს) დაწექი, დაწექი, არაფერი მოგივა. (ხეხავს ჯაგრისით. ელიზა ტირის გულგამგმირავად). (ამასობაში პოლკოვნიკი ელიზას შესახებ თავის აზრებს გამოთქვამს ჰიგინსთან. პიკერინგი შორდება ღუმელს, ზურგშექცევით ჯდება სკამზე და ხელებს მის ზურგზე დააწყობს).

პიკერინგი – მაპატიეთ პირდაპირობისათვის, ჰიგინს, ქალების საკითხში პატიოსანი კაცი ხართ?

ჰიგინსი – (როიალზე ხელებით დაეყრდნობა მბრძანებლურად) მე კი არ შემხვედრია. გამოცდილებიდან ვიცი, რომ ქალი, დავიმეგობრებ თუ არა, მაშინვე დაიწყებს ეჭვიანობას, ჭირვეულობას, სცენების გამართვას და ათასგვარი აყალ-მაყალის ატეხვას. და მეც, ქალებთან მეგობრობას გავაბამ თუ არა, ეგოისტად და მტარვალად ვიქცევი ხოლმე. ქალებისაგან მოდის ყოველგვარი არევ-დარევა. თუ ქალს თკვენს ცხოვრებაში შეჭრის უფლებას მისცემთ, დაინახავთ, რომ ის სხვა მხრით ექაჩებით.

პიკერინგი – მაგალითად, რაში?

ჰიგინსი – (ერთ ადგილას ვერ ჩერდება, სცილდება როიალს) ღმერთმა უწყის რამდენ რამეში! ჩემის აზრით, ქალს უნდა თავისი ცხოვრებით იცხოვროს, კაცს კიდევ თავისით და ყოველი მათგანი ცდილობს მეორე წაიყვანოს მცდარი გზით. ერთი ჩრდილოეთისკენ ეზიდება, მეორე კი სამხრეთისაკენ და საბოოლოდ ორივე აღმოსავლეთისაკენ მიდის, თუმცა, აღმოსავლეთის ქარი ერთსაც ეჯავრება და მეორესაც (ჩამოჯდება კლავიატურის წინ გრძელ სკამზე) ამიტომაც, აი, ამდენი ხანია უცოლო ვარ და ალბათ, სულ ასე დავრჩები…

პიკერინგი – (მივა ჰიგინსთან და ეუბნება სერიოზული ტონით) ასეთ ლაპარაკს თავი დაანებეთ, ჰიგინს! ხომ იცით რაზე გელაპარაკებით? თუ ამ საქმეში გავერევი, პასუხისმგებელი ვიქნები გოგოს წინაშე. იმედი მაქვს რომ მდგომარეობას ბოროტად არ გამოიყენებთ.

ჰიგინსი – რაო? ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თითსაც არ მივაკარებ. (წამოდგება) ხომ იცით, ის ჩემი მოწაფე იქნება, ჰოდა სწავლება ნაყოფს არ გამოიღებს, თუ მოწაფე შებღალული იქნა. ვინ მოთვლის ამერიკელი მილიონერების რამდენი ქალიშვილისათვის მისწავლებია წესიერი ინგლისური ლაპარაკი

და ისინი ხომ ულამაზესი ქალებია მთელს მსოფლიოში. უკვე ნაცადი და გამოწრთობილი ვარ: როცა ვასწავლი, თითქოს ჩემ წინ ქალი კი არა, ხის კუნძი იდოს და მეც თითქოსდა მორი ვიყო. აი, ხომ ხედავ…

(ქ-ნი პირსი შემოაღებს კარებს. ხელში ელიზას შლიაპა უჭირავს. პიკერინგი უკან დაიხევს და ღუმელთან

მდგარ სავარძელში ჩაჯდება.)

ჰიგინსი – (მოუთმენლად) როგორაა საქმე ქალბატონო პირს? კარგად მიდის?

ქ-ნი პირსი – (კარებთან მდგარი) თუ არ შეგაწუხებთ, ორიოდე სიტყვა მინდა გითხრათ, მისტერ ჰიგინს.

ჰიგინსი – თქვით, რას მებოდიშებით. შემობრძანდით (ქალბატონი პირსი წამოიწევს წინ) ამას ნუ დასწვავთ, ქ-ნო პირს: შევინახოთ როგორც იშვიათობა. (გამოართმევს შლიაპას)

ქ-ნი პირსი – ოღონდ ცოტა ფრთხილად იყავით, სერ, მართალია დავპირდი არ დავწვავ მეთქი, მაგრამ ურიგო არ იქნებოდა ცოტა ხნით მაინც გამეჩერებინა ანთებულ ღუმელთან.

ჰიგინსი – (სწრაფად გააგდებს ხელიდან) ოჰ, გმადლობთ, ქ-ნო პირს. რა უნდა გეთქვათ?

 

პიკერინგი – მე ხომ არ გიშლით?

ქ–ნი პირსი – სრულიადაც არა,სერ. მისტერ ჰიგინს, მე მინდა გთხოვოთ, რომ იმ გოგონასთან დაფიქრებულად და წესიერად ილაპარაკოთ, უშვერი სიტყვები არ იხმაროთ.

ჰიგინსი – (მკაცრად) ამას თქმა რად უნდა? მე საერთოდ დაფიქრებულად და წესიერად ვლაპარაკობ. მაინც, რატომ ამბობთ ამას?

ქ–ნი პირსი – (აუღელვებლად) არა, სერ როცა რაიმეს ვერ იპოვნით – ანდა აღელვებული ხართ ლაპარაკში არავითარ სიფრთხილეს არ იჩენთ. ჩემთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს, შევეჩვიე, მაგრამ იმ გოგონას თანდასწრებით კი მართლა არ უნდა შეიგინოთ.

ჰიგინსი – (აღშფოთებული)მე ვიგინები? (უფრო ხაზგასმით) მე არასოდეს ვიგინები. გინება ჭირივით მეჯავრება. რა თხრობას ეძახით თქვენ გინებას?

ქ–ნი პირსი – (შთამაგონებლურად) სწორედ ამ „თხრობას“ ვეძახი! დიახ, სერ, თქვენ ძალზე ბევრს იგინებით, ხოლო „სად ეშმაკში“, „ვინ ეშმაკში“, „რა ეშმაკმა“, ხომ არის და არის, ამის გარდა…

ჰიგინსი – ქ.ნო პირს! რა სიტყვები ამოგდით პირიდან?

ქ–ნი პირსი – (აგრძელებს ლაპარაკს) არსებობს ერთი სიტყვა, რომლის ხმარებას როგორმე უნდა გადავეჩვიოთ. გოგომაც იხმარა ეს სიტყვა, როცა ჩვენი ჯამთასი დაინახა. ის სიტყვაც იმავე ასოთი იწყება, რითაც ბროწეული. მას აკვნიდანვე ასეთი ლაპარაკი ესმის და ეპატიება, მაგრამ თქვენთვის კი მიუტევებელია. იმ გოგოსთან მაინც ნუ ამბობთ…

ჰიგინსი – (ამაყად) დავიფიცებ, რომ ეგ სიტყვა, ალბათ არასოდეს არ წარმომითქვავს, ქ–ნო პირს, – (ქ–ნი პირსი გამომცდელი თვალებით უყურებს მას, მისტერ ჰიგინსი მიუკერძოებელი მოსამართლის სახეს იღებს, რათა დაფაროს, რომ ამ საქმეში, ცოტა არ იყოს, ტყუის) თუ ძალიან და სამართლიანად აღელვებული არ ვყოფილვარ.

ქ–ნი პირსი – აი, ამ დილით სამჯერ იხმარეს ის სიტყვა, როცა ახსენეთ ბატონი, ბაღი და ბუნება.

ჰიგინსი – ოჰ, ეგ სიტყვა? ეგ უბრალო ალიტერაციაა, ქ–ნო პირს, რაც პოეტისათვის მეტად ბუნებრივია.

ქ–ნი პირსი – კეთილი სერ. რაც გნებავთ, ის შეარქვით, მაგრამ იმ გოგონსთან მაინც ნუ იტყვით.

ჰიგინსი – კეთილი, კეთილი. სულ ეს გინდოდათ?

ქ–ნი პირსი – არა, სერ. დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ მის ჩაცმულობას და სიკოხტავეს.

ჰიგინსი – (დინჯად მიდის ქ–ნ პირსთან) მართალი ბრძანდებით. მე თვითონ მინდოდა ან საკითხიასთვის თქვენი ყურადღება მიმექცია. (მიდის პიკერინგთან რომელიც ყურადღებით უსმენს საუბარს) სწორედ ამ წვრილმანებს აქვს დიდი მნიშვნელობა, პიკერინგ კაპიკობით მილიონი გროვდებაო, რომ ამბობენ, ეს ისევე მიუდგება ადამიანის ჩვევის ჩამოყალიბებას, როგორც ფულს.(ღუმელის წინ, ხალიჩაზე ჩამოჯდება და უძლეველი ადამიანის პოზას მიიღებს).

ქ–ნი პირსი – დიახ, სერ, კიდევ ერთი რამე უნდა გთხოვოთ. საუზმეზე ხალათით ნუ ჩამოდიხართ, ან ყოველშემთხვევაში, მას ხელსახოცის მაგივრად მაინც ნუ იხმართ. ყველა კერძის ერთი და იგივე თეფშიდან ნუ სჭამთ და მერე, კერძიან ქვაბ – ქოთანს პირდაპირ სუფთა სუფრაზე ნუ დებთ. ამის გაკეთება იმ გოგოსათვის, დამიჯერეთ, კარგი მაგალითი არ იქნება. ხომ გახსოვთ, ამკვირას რომ თევზის ძვალი დაგადგათ ყელზე და კინაღამ დაიხრჩვით.

ჰიგინსი – (ხალიჩიდან წამოვარდება და ისევ როიალთან მივა) ასე შეიძლება დაბნეულობის დროს მართლა მომდიოდეს, მაგრამ ყოველთვის ასე კი არ ვიქცევი. (გაბრაზებული) მართლა, ჩემს ხალათს ძალიან ასდის ბენზინის სუნი.

ქ–ი პირსი – მართლაც რომ ასდის, მისტერ ჰიგინს, და თუ თითებს იმაზე შეიხოცავთ…

ჰ ი გ ი ნ ს – (ყვირილით) კარგი, კარგი, ამიერიდან თითებს ქოჩორზე შევიხოცავ

ქ–ნი პირსი – ხომ არ გეწყინათ, მისტერ ჰიგინს?

ჰიგინსი – (ნაწყენი იმით, რომ დაეჭვდნენ, თითქოსდა არ შეუძლია დარიგების ატანა) სრულიადაც არა, სრულიდაც არა. თქვენ სავსებით მართალი ხართ, ქ–ნო პირს. გოგონასთან ფრთხილად მოვიქცევი, მორჩით?

ქ–ნი პირსი – არა, სერ, შემიძლია წავუღო იაპონური კაბა, რომელიც თქვენ საზღვარგარეთიდან ჩამოიტანეთ? თავის ძველ კონკებს ვეღარ ჩავაცმევ.

ჰიგინსი – რათქმაუნდა, რაც გინდათ, ყველაფერი წაიღეთ. გინდათ კიდევ რამე?

ქ-ნი პირსი – არა, სერ. გმადლობთ. (გადის)

ჰიგინსი – იცით, პიკერინგ, ამ ქალს რაღაცა უცნაური შეხედულება აქვს ჩემზე. აი მე ხომ მორცხვი და თავმდაბალი კაცი ვარ. თითქოს დღემდე თავი მოზრდილად არ მიგრძვნია-ამ მხრივ სხვებს არა ვგევარ. ამ ქალს კი დესპოტი, მტარვალი და თავნება ვგონივარ. არ ვიცი ეს რითი ავხსნა!

ქ-ნი პირსი – (ბრუნდება) სეირი ახლა იწყება, სერ, ვიღაც მენაგვე ალფრედ დულიტლია მოსული და თქვენი ნახვა სურს. ჩემი ქალიშვილი ჰყავსო, გაიძახის.

პიკერინგი – ფუი! ნახე!

ჰიგინსი – შემოუშვი ის არამზადა.

ქ-ნი პირსი – როგორც გნებავთ, სერ. (გადის)

პიკერინგი – ჰიგინს, იქნება ის არამზადა არ არის!

ჰიგინსი – სისულელეა. რათქმაუნდა, არამზადა იქნება.

პიკერინგი – არ ვიცი ვინ იქნება, მაგრამ ეტყობა უჩხუბრად ვერ გადავრჩებით.

ჰიგინსი – (დაჯერებული) არა, არა. მგონი ჩხუბამდე არ მივა საქმე, და თუ მართლა მიდგა ჩხუბზე საქმე, არაფერი გამოუვა. ჩემგან უფრო ელოდეს უსიამოვნებას, ვიდრე მე მისგან. ისე, კი შეიძლება რაიმე საინტერესო გავიგოთ?

პიკერინგი – გოგოს შესახებ?

ჰიგინსი – არა, არა. მე მისი მეტყველება მაინტერესებს.

პიკერინგი – ა, ა?

ქ-ნი პირსი – (კართან) დულიტლ, სერ. (შემოუშვებს ოთახში და თვითონ გავა.)

(ალფრედ დულიტლი ხნიერი, მაგრამ ჯანღონით სავეს კაცია, აცვია სპეც-ტანსაცმელი. შლიაპას წინა ნაწილი მოჭრილი აქვს, ხოლო უკანა ნაწილი უფარავს კისერს და მხრებს. გამოკვეთილი, საინტერესო სახის

ნაკვთები გააჩნია. ეტყობა თავისუფალია, როგორც შიშის, ისე სინდისისაგან. აქვს შესამჩნევი მკვეთრი ხმა,

რაც გრძნობებისათვის თავისუფლების მიცემის შედეგია. ახლაც ისე გამოიყურება, თითქოს მისი თავმოყვა-რეობა შეულახავთ და რაღაცა მტკიცე გადაწყვეტილება მიუღიაო.)

დულიტლი – (კარებთან დგას და ვერ გაურჩევია რომელია მისი მსხვერპლი) პროფესორი ჰიგინსი რომელი ხართ?

ჰიგინსი –მე გახლავართ, დილა მშვიდობისა. დაბრძანდით.

დულიტლი – მშვიდობისა, უფროსო, (გაჭიმული დაჯდება) სერიოზულ საქმეზე ვარ მოსული, უფროსო.

ჰიგინსი – (პიკერინგს) ვფიქრობ ანსლიუშია გაზრდილი, დედა კი უელსელი უნდა ყავდეს. (დულიტლი გაოცებული პირს დააღებს. ჰიგინსი განაგრძობს) რა გნებავთ, დულიტლ?

დულიტლი – (მუქარით) ჩემი ქალიშვილი. აი, რა მინდა, გესმით? U

ჰიგინსი – რასაკვირველია, უნდა გინდოდეთ, აბა, სხვას რად უნდა თქვენი ქალიშვილი? მოხარული ვარ, რომ ოჯახის სიყვარული ჯერ კიდევ შეგრჩენიათ. მაღლაა, ახლავე წაიყვანეთ.

დულიტლი – (შეშინებული უკან იხევს) რაო?

ჰიგინსი – წაიყვანეთ, აბა, როგორ გინდათ, მე გირჩინოთ?

დულიტლი – (პროტესტით) დაიცათ, დაიცათ, ყური მიგდეთ, უფროსო. ეს რა სინდისია? მჯაბნით? ქალიშვილი ჩემია. თქვენ კი წამოგიყვანიათ და როგორ? აქ მე არაფერ შუაში ვარ?

ჰიგინსი – თქვენი ქალიშვილი თავხედურად შემოიჭრა ჩემს სახლში და მთხოვა მესწავლებინა წესიერი ინგლისური, რადგანაც უიმისოდ მაღაზიაში ყვავილების გამყიდველად არ იღებენ. აი, ეს ჯენტლმენი და ჩემი მნე ქალი ამ ამბავის დამსწრენი არიან. (შეტევით) ჰოდა, როგორ გაბედეთ აქ მოსვლა და ცილისწამება? ქალიშვილი განგებ გამოგზავნეთ?

დულიტლი – არა, რას ამბობთ, უფროსო?..

ჰიგინსი – არა, ალბათ განგებ გამოგზავნეთ, თორემ საიდან იცოდით, რომ აქ იყო?

დულიტლი – ასეთ კაცად ნუ მიმიღებთ, უფროსო.

ჰიგინსი – შენ პოლიცია მიგიღებს, პოლიცია. შეთქმულება მოაწყეთ ფულის დასაცინცლად? ახლავე დავურეკავ პოლიციას. (მტკიცე გადაწყვეტილებით მიდის ტელეფონთან და გადაშლის სამისამართო წიგნს.)

დულიტლი – აბა ერთი გროში მითხოვია შენთვის? ეს კაცი აქ არ იყო? ფულზე კრინტი დამიძრავს?

ჰიგინსი – (დააგდებს სამისამართო წიგნს, გაემართება დულიტლისაკენ და უცქერის გამომცდელი თვალებით)

აბა, რისთვის მოხვედით?

დულიტლი – რისთვის მოვიდოდი? კაცი არა ხართ, უფროსო?

ჰიგინსი – (განიარაღებული) ალფრედ, არ მოგიგზავნია?

დულიტლი – ღმერთმანი, უფროსო, არ მომიგზავნია. გინდათ ხატზე დავიფიცებ, რომ ორი თვეა ჩემი გოგოსათვის თვალიც არ მომიკრავს.

ჰიგინსი – მაშ, საიდან იცოდი, რომ აქ იყო?

დულიტლი – (უფრო მელანქოლიურად და უფრო მუსიკალურად) იცით რა გითხრათ, უფროსო! ორიოდე სიტყვის უფლება მომეცით და ყველაფერს გეტყვით. მე მინდა გითხრათ, მე მსურს გითხრათ, მე დიდი სურვილი მაქვს გითხრათ…

ჰიგინსი – პიკერინგ, ამ კაცს ორატორობის ბუნებრივი ნიჭი აქვს. შეამჩნიე მის ველურ მეტყველებაში თავისებური რიტმი: “მე მინდა გითხრათ”, “მე მსურს გითხრათ”, “მე დიდი სურვილი მაქვს გითხრათ”? ეს არის უელსელბისათვის დამახასიათებელი სენტიმენტალური რიტორიკა. მისი მატყუარობა უსინდისობაც უელსიდან მომდინარეობს.

პიკერინგი – რას ამბობთ, ჰიგინს! მეც იქაური ვარ. (დულიტლს) თუ არ მოგიგზავნიათ, მაშ, აბა საიდან გაიგეთ, რომ თქვენი ქალიშვილი აქ იყო?

დულიტლი – საქმე ასე იყო, უფროსო, თქვენთან რომ წამოვიდა გოგო ტაქსით, მეზობლის ბიჭუნა გამოიყოლია. ბიჭს იმედი ჰქონდა უკანაც ტაქსით და დაბრუნდებოდა, ამიტომაც თქვენს სახლთან ტრიალებდა. ღოცა ჩემმა გოგონამ გაიგო, რომ აქ ტოვებდით, ის ბიჭუნა სახლში გააგზავნა თავისი ბარგი-ბარხანის მოსატანად. ჰოდა, იმ ბიჭს ლონგ აკრის და ენდელის ქუჩის კუთხეში შევხვდი.

ჰიგინსი – ლუდხანასთან, არა?

დულიტლი – დიახ, უფროსო, ღარიბების კლუბი ლუდხანაა. ეგ რა დასაზრახია!

პიკერინგი- ათქმევინეთ ბოლომდე, ჰიგინს.

დულიტლი – ჰოდა, ბიჭმა მიამბო, რაც მოხდა, ახლა თქვენ გეკითხებით, რა გრძნობები უნდა აღმძვროდა მე და რა იყო ჩემი როგორც მამის მოვალეობა? “წადი მომიტანე მისი ბარგი-ბარხანა”, – ბიჭს ვეუბნები.

პიკერინგი – თვიტონ რატომ არ წამოიღეთ?

დულიტლი – დიასახლისი არ მენდობოდა, ერთი იმნაირი ქალია, უფროსო! არც ბიჭი მენდო, სანამ ერთი პენში არ მივეცი. ის გოჭი, ისა! აი მოვათრიე კიდეც ბარგი-ბარხანა. მიმნოდა სიკეთე მექნა. ეს იყო და ეს.

ჰიგინსი – რა ნივთებია? დულიტლი – მუსიკალური ინსტრუმენტი, უფროსო, რამდენიმე სურათი, რაგაცა სამკაულები და ჩიტის გალია. ტანისამოსი არ მინდაო, ასე დაებარებინა. რა უნდა მეფიქრა, უფროსო? მე თქვენ გეკითხებით, როგორც მამა, რა უნდა მეფიქრა?

ჰიგინსი – მაშ, თქვენ იმიტომ მოხვედით, რომ სიკვდილზე უარესი განსაცდელისაგან გეხსნათ თქვენი ქალიშვილი?

დულიტლი – (გაუხარდა რომ ასე კარგად გაუგეს) აი, სწორედ ასე, უფროსო, ამისათვის მოვედი.

ცკი მაგრამ, თუ წაყვანა გინდოდათ, ბარგს რაგას მოათრევდით?

დულიტლი – კრინტი დამიძრავს იმის წაყვანაზე, კრინტი დამიძრავს?

ჰიგინსი – (გადაწყვეტილებით) დაუყონებლივ წაიყვანეთ (მიდის ღუმელთან და ზარს რეკავს).

დულიტლი – (დგება) როგორ გეკადრებათ უფროსო? მე განა ისეთი კაცი ვარ, რომ ჩემს ქალიშვილს ხელი შევუშალო, როცა მისი, ასე ვთქვათ, მისი კარიერის გზა იხსნება, როგორც თქვენ იტყოდით და… (ქალბატონი პირსი აღებს კარს და განკარგულებას ელოდება).

…როგორც ტქვენ იტყოდით დაშევუშალო და ზარს რეკავს)ვენი ქალიშვილინ სახლთან ტრიალებდალაჰიგინსი – ქალბატონო პირს, ელიზას მამაა, მის წასაყვანად მოვიდაGგაატანე. (ჰიგინსი ბრუნდება როიალთან ისეთი კაცის სახით, რომელმაც თავისი საქმე მოათავა).

დულიტლი – არა, აქ რაღაცა გაუგებრობაა, ყური დამიგდეთ უფროსო.

ქ-ნი პირსი – ვერ წაიყვანს, მისტერ ჰიგინს, აბა როგორ წაიყვანს? თქვენ ხომ მითხარით, მისი ტანსაცმელი დაწვიო?

დულიტლი – ჰოდა, მეც მანდა ვარ! შიშველს ქუჩაში მაიმუნივით ხომ არ წავიყვან? Mე თქვენ გეკითხებით.

ჰიგინსი – ხომ მოითხოვეთ ქალიშვილი, ჰოდა წაიყვანეთ, თუ ტანსაცმეკი არ აქვს, უყიდეთ.

დულიტლი – (სასოწარკვეთილი) სად არის ის ტანსაცმელი, რომლითაც მოვიდა? მე დავწვი ისინი თუ თქვენმა დედაკაცმა?

ქ-ნი პირსი – თუ გნებავთ იცოდეთ, მე აქ დიასახლისი ვარ. კაცი მყავს გაგზავნილი თქვენი ქალიშვილის ტანსაცმლისათვის. აი, მოიტანენ და წაიყვანეთ, მანამდე კი, იქ, სამზარეულოში დაიცადეთ. მომყევით. D(დულიტლი შეწუხებული მიდის კარებამდე , შემდეგ მობრუნდება და მიდის ჰიგინსთან).

დულიტლი – მომისმინე, უფროსო, მე და თქვენ გამოცდილი ხალხი ვართ, ხომ?

ჰიგინსი – ოჰ, გამოცდილი ხალხი? თქვენ ჯობია წაბრძანდეთ, ქ-ნო პირს.

ქ-ნი პირსი – მეც ასე ვფიქრობ, სერ. (მიდის ამაყად).

პიკერინგი – სიტყვა თქვენ გეკუთნოდათ, მისტერ დულიტლ.

დ უ ლ ი ტ ლ ი-(პიკერინგს) გმადლობთ უფროსო. (ჰიგინსს, რომელიც როიალის წინ გრძელ სკამზე ჩამოჯდა, რათ ცოტა მოშორებით იყოს თავისი სტუმრისაგან, ვინაიდან დულიტლს მისი პროფესიის ადამიანებისათვის დამახასიათებელი სუნი ასდის) აი რა! მე თქვენ ძალიან მომეწონეთ, უფროსო: ჰოდა თუ თქვენ გინდათ ჩემი ქალიშვილი, მეც არ აგიხირდებით და მაინც და მაინც არ დავიჯინებ წავიყვან-მეთქი, მოვილაპარაკებთ და მოვრიგდებით. ისე რომ შეხედო, როგორც გოგოს, ელიზა მშვენიერი ქალიშვილია, ხოლო როგორც შვილი, მე პირდაპირი ლაპარაკი მიყვარს, რჩენად არა ღირს. Mაგრამ მე მამა ვარ და მამის უფლებები გამაჩნია. ჰოდა, თქვენ უკანასკნელი ადამიანი იქნებით დედამიწის ზურგზე, თუ მეტყვით, შვილი ტყუილ-უბრალოთ დამითმეო. მე ვხედავ, რომ თქვენც პირდაპირი ლაპარაკი გიყვართ, უფროსო. თქვენთვის 5 გირვანქა სტერლინგი არაფერია და ჩემთვისაც ელიზა არაფერია. (დაუბრუნდება თავის სკამს და გაჭიმული ჩამოჯდება)

პიკერინგ – თქვენ უნდა იცოდეთ, დულიტლ, რომ მისტერ ჰიგინსს მხოლოდ და მხოლოდ წმინდა კეთილშობილური განზრახვა ამოძრავებს.

დულიტლი – რა თქმა უნდა, უფროსო, წმინდა გრძნობები, რომ არ ამოძრავებდეს, 50 გირვანქა სტერლინგს მოვთხოვდი.

ჰიგინსი – (ამბოხებული) რაო, თქვენს ქალიშვილს 50 გირვანქა სტერლინგად გაყიდდით?

დულიტლი – გაყიდვა არა, მაგრამ ისეთი სანდომიანი პიროვნებისათვის, თქვენ რომ ბრძანებულხართ, რას არ გავაკეთებ. დამერწმუნეთ, მართალს ვამბობ.

პიკერინგი – კაცო, ნუთუ თქვენ მორალის ნატამალი არ გაგაჩნიათ?

დულიტლი – (აუღელვებლად) მორალი სარფიანი საკმე არ გახლავთ. თქვენც ჩემსავით მოიქცეოდით, ჩემებრ ღარიბი რომ იყოთ. რა არის ამაში დასაძრახი? თუ ელიზა ისარგებლებს ამ საქმიდან, მე რატო არ უნდა ვისარგებლო?

ჰიგინსი – (შეშფოთებული) არ ვიცი რა ვქნა. პიკერინგ, მორალის თვალსაზრისით ამ ჯენტლმენისათვის თუნდაც ერთი გირვანქა სტერლინგის მიცემა აშკარა დანაშაულია, და მაინც, მე ვხედავ ერთგვარ ტლანქ სიმართლეს მის მოთხოვნაში.

დულიტლი – სწორედ რომ ასეა, უფროსო, მეც ამას ვამბობ, რაც უნდა იყოს მამის გული მაქვს.

პიკერინგი – მესმის თქვენი, მაგრამ მართლა ძნელია ასეთ რამეზე დათანხმება.

დულიტლი – ასე ნუ ამბობთ, უფროსო, ასე ნუ უყურებთ ამ საქმეს. მითხარით, ვინ ვარ მე, ორივე უფროსო, მე გეკითხებით, ვინ ვარ მე? მე ერთი უღირსი ღარიბ-ღატაკი ვარ. აი, ვინა ვარ მე. და მერე, იცით ეს რას ნიშნავს კაცისათვის? ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კაცს განუწყვეტლივ აქვს უთანხმოება ბურჟუაზიულ მორალთან. სადმე რამე საშოვარი თუ გამოჩნდება და ჩემი წილისათვის ხელს თუ გავიშვერ, სულ ერთსა და იგივე პასუხს მაძლევენ: “შენ არ გერგება, შენ არ გეკუთვნის” და ეს მაშინ, როცა მეც ისეთივე მოთხოვნილება გამაჩნია, როგორიც თუნდაც ყველაზე ღირსეულ ქვრივ ქალს, რომელმაც ერთი და იგივე ქმრის სიკვდილისათვის ერთ კვირაში ექვსი სხვადასხვა საზოგადოებისაგან მაინც მიიღო დახმარება. მე არც ერთ ღირსეულ მამაკაცზე ნაკლები არა მჭირდება, პირიქით, მეტი არც მჭირდება, მეტი. მასზე ნაკლებს არა ვჭამ და სმით კი მეტსა ვსვამ. მე ერთგვარი გართობაც მინდა, მეც მოაზროვნე ადამიანი ვარ. მეც მინდა გამხიარულება სიმღერა და მუსიკა, როცა ცუდ გუნებაზე ვარ. მეც ხომ იმდენს მახდევინებენ, რამდენსაც ღირსეულ ადამიანს? მაშ, რას წარმოადგენს ბურჟუაზიული მორალი? იგი სიტყვის მასალაა იმისათვის, რომ მე არაფერი მომცენ. Aმიტომაც მე გთხოვთ თქვენ, ორივე უფროსო, ამ ოინს მე ნუ გამიკეთებთ მე თქვენ გულახდილად გელაპარაკებით. მე ხომ არ ვამბობ ღირსეული ვარ-მეთქი. მე უღირსი ვარ და უღირსი ვიქნები. მე მომწონს ეს. აი, სიმართლე თუ გინდათ. ჰოდა, ნუთუ თქვენ ისარგებლებთ ადამიანის სისუსტით და არ გადაუხდით ქალიშვილის ფასს, რომლისათვის წვითა და დაგვით უჭმევია, ჩაუცმევია და იმ სიდიდე გაუზრდია, რომ თქვენც კი დაუინტერესებიხართ, ორივე ჯენტლმენო? 5 გირვანქა სტერლინგი დიდი ფასია? აბა, თვითონვე განსაჯეთ, თქვენ თვითონ განსაჯეთ.

ჰიგინსი – (ადგება და პიკერინგთან მივა) პიკერინგ, ეს კაცი რომ ერთი სამი თვე ავიყვანოთ, ან მინისტრის სავარძელში ჩაჯდება, ან უელსის მოძღვრის კათედრას დაიჭერს.

პიკერინგი – ამაზე რას იტყვი, დულიტლ?

დულიტლი – არა, მადლობთ, უფროსო, უიმისოდაც თავს კარგად ვგრძნობ.

მე გამიგონია ვინ არის ეს მოძღვრები და პრემიერ-მინისტრები. მე ხომ მოაზროვნე ადამიანი ვარ-პოლიტიკით რელიგიითა დასოციალური რეფოპმებით ისევე ვერთობი, როგორც სხვა გასართობებით და უნდა გითხრათ რომ იგი, რა მხრიდანაც არ უნდა შეხედოთ მას, ნამდვილი ძაღლური ცხოვრებაა და მეტი არაფერი. უღირსი სიღარიბეა ჩემი პროფესია. სხვადასხვა საზოგადოებრივი მდგომარეობა ერთმანეთს რომ შევადაროთ, იცით რა… ჰო… გემო ერთადერთ სიღარიბეშია, ჩემის აზრით.

ჰიგინსი – ჩემის აზრით, უნდა მივცეთ მას ხუთი გირვანქა სტერლინგი.

პიკერინგი – მივცეთ, მაგრამ ტყუილ უბრალოდ მიახარჯავს.

დულიტლი – არა, უფროსო, ცუდად არ მოვიხმარ, ნუ გეშინიათ.ხელს არ მოვუჭერ, ცოტ-ცოტათი არ დავხარჯავ და არ გავზარმაცდები, ორშაბათამდე სულ ერთნაირად მივაფლანგავ და სამუშაოზე ისე წავალ, თითქოს არასოდეს არ მქონოდეს იგი. გეფიცებით ღატაკების სიაში არ ჩავვეწერები, ცოტას ვისიამოვნებთ მე და ჩემი მუსუსი, სხვებს სარგებლობას მოვუტანთ და თქვენც კმაყოფილი იქნებით, რომ თქვენი ფული ტყუილად არ გადაყრილა. ჩემზე უკეთ ვერც თქვენ დახარჯავთ იმ ფულს.

ჰიგინსი – (ამოიღებს ჯიბიდან საბანკო ქვითრებს და დადგება დულიტლს და როიალს შორის) ამაზე უარს ვერ ეტყვი, მოდი 10გირვანქა მივცეთ. (მენაგვეს ორ ქვითარს გაუწვდის).

დულიტლი – არა, უფროსო, არ მინდა, ჩემს დედაკაცს ანდენის დახარჯვა დაენანება, მეც შეიზლება დამენანოს, 10 გირვანქა დიდი თანხაა. ამდენი თანხა ადამიანს მომჭირნეს გახდის და მაშინ, ჰე, მშვიდობით ბედნიერებავ. მე იმდენი მომეცით რამდენიც გითხარით: არც მეტი და არც ნაკლები.

პიკერინგი – რატომ არ დაქორწინდები იმ შენ “მუსუსზე”? მე ასეთი ამორალური ცხოვრება არ მომწომს.

დულიტლი – ეს ჩემს დედაკაცს უთხარით, უფროსო, იმას უთხარით! მე მინდა მაწუხებს ეს ამბავი. მაგრამ მასთან ვერაფერი გავაწყვე. ძალიან კარგად ვექცევი. პატივსა ვცემ, საჩუქრები მიმაქვს; კაბებიც კი ვუყიდე, მაგრამ მაინც არაფრად მაგდებს, რადგანაც კანონიერი ქმარი არა ვარ. განა ეს ამბავი თითონაც არ იცის? აბა მოდით და აიძულეთ იქორწინოს ჩემზე. იცით რას გირჩევთ, უფროსო? შეირთეთ ელიზა, სანამ ახალგაზრდაა და სანამ უკეთესი ცხოვრება არ უნახავს. თუ ამასა არ გააკეთებთ, შემდეგ ინანებთ და, თუ გააკეთებთ, შემდეგში ელიზა ინანებს, ჰოდა, სჯობია ელიზან ინანოს, ვიდრე თქვენ, რადგანაც თქვენ მამაკაცი ხართ, ელიზა კი დედაკაცი. დედაკაცის გულს კი ეშმაკიც ვერ გაიგებს.

ჰიგინსი – პიკერინგ, ამ კაცის ლაპარაკს კიდევ ცოტახანს რომ დავუგდოთ ყური, ყოველგვარ რწმენას დავკარგავთ. (დულიტლს) 5 გირვანქა ითხოვეთ, არა?

დულიტლი – დიახ, უფროსო.

ჰიგინსი- მაშ, 10-ს არ აიღებთ?

დულიტლი – ახლა არა, სხვა დროს იყოს, უფროსო.

ჰიგინსი – (აძლევს 5 გირვანქის ქვითარს) ია, ინებეთ.

დულიტლი – გმადლობთ, უფროსო, მშვიდობით ბრძანდებოდეთ. (გაეშურა კარისაკენ. ჩდილობს ჩქარა გავიდეს, რათა წაიღოს თავისი ნადავლი. კარს რომ გააღებს შეეფეთება სუფთად და გემოვნებით ჩაცმულ იაპონელ ლედის, რომელსაც აცვია პატარ-პატარა ჟასმინის თეთრი ყვავილებით მოხატული ბამბის უბრალო ცისფერი კიმონო, ქალბატონი პირსიც მასთანაა. დულიტლი თავაზიანად უთმობს გზას.)

ბოდიში, ქალბატონო.

ელიზა – რაო! შვილს ვეღარ ცნობ? დულიტლი

ჰიგინსი – (წამოიძახებენ ერთხმად) ერთი ამას შეხედეთ! ელიზაა! რა არის ეს! საოცარია ღმერთმანი. პიკერინგი

ელიზა – სულელურად არ გამოვიყურები?

ჰიგინსი – სულელურად?

ქ-ნი პირსი – (კარებთან) მისტერ ჰიგინს, აბა, ისეთი რამე არ უთხრათ, რომ გოგომ თავას თავზე დიდი წარმოდგენა იქონიოს.

ჰიგინსი – (თანხმობით) სავსებით მართალი ხართ, ქ-ნო პირს. (ელიზას) ეშმაკმა იცის რანაირი გამოხედვა გაქვთ.

ქ-ნი პირსი – რას ამბობთ, სერ!

ჰიგინსი – (ასწორებს თავის ნათქვამს) მე მინდოდა მეთქვა, რომ სულელური გამოხედვა გაქვს

ელიზა – ამ ტანსაცმელს ჩემი შლიაპა მოუხდება. (აიღებს შლიაპას, დაიხურავს და ამაყად გაივლის ოთახში ღუმელამდე).

ჰიგინსი – ახლა მოდა არ არის თუ! მე კი მეგონა არ მოუხდებოდა.

დულიტლი – (მამობრივი სიამაყით) საოცარია, უფროსო, რას ვიფიქრებდი, რომ გახეხვის შემდეგ ასეთი ლამაზი გამოჩნდებოდა! ჩემი მასახელებელია.

ელიზა – უნდა გითხრათ რომ აქ გასუფთავება ადვილია: თბილი და ცივი წყალი ონკანებიდან, რამდენიც გინდა არის, რბილი პირსახოციც არის, პირსახოცის ჩამოსაკიდი ისეთი ცხელია, რომ თითებს დაგწვავს. რბილი ჯაგრისებიც გასახეხად არის, ხის ჯამიც გავსებული საპნის ქაფით, რომელსაც ფურისულას სუნი ასდის. Aხლა კი ვიცი, რატომ არიან ლედები ასეთი სუფთა, ბანაობა მათთვის სიამოვნებაა. ნეტავი მათ იცოდნენ რა კარგია ეს ჩემისთანებისათვის.

ჰიგინსი – მოხარული ვარ, რომ ჩემი აბაზანა მოგეწონათ.

ელიზა – სულაც არ მომწონებია: ესე იგი, ზოგი რამ არ მომწონებია. ღაც გინათ ის იფიქრეთ, მაინც ვიტყვი. აგერ ქ-ნი პირსია მოწმე.

ჰიგინსი – რა მოხდა, ქ-ნო პირს?

ქ-ნი პირსი – (მშვიდად) არაფერი, სერ. თქმადაც არ ღირს.

ელიზა – კინაღამ გავტეხე. არ ვიცოდი საით გამეხედა, მერე მივედი და პირსახოცი ჩამოვაფარე.

ჰიგინსი – რაზე?

ქ-ნი პირსი – სარკეზე,სერ.

ჰიგინსი – დულიტლ ძალიან მკაცრად გაგიზრდია შენი ქალიშვილი.

დულიტლი – მე? სულაც არ გამიზრდია. თუ იმას არ ჩამითვლით, რომ ხანდახან მიმიტყეპია, მე ნუღარაფერს მაბრალებთ, უფროსო. მიჩვეული არ არის, მაგრამ ეგეც არაფერი, მალე მიეჩვევა და თქვენზე თავისუფლად მოიქცევა.

ელიზა – არა, მე წესიერი გოგო ვარ, წესიერი. მე თავისუფლად არ მოვიქცევი. ჰიგინსი – ელიზა, თუ კიდევ გაიმეორებ, ,,წესიერი გოგ ვარო”, მამაშენი სახლში წაგიყვანს.

ელიზა – არაფერსაც არ წამიყვანს. თქვენ არ იცნობთ მამაჩემს, ის ჩემს წასაყვანად კი არა, იმიტომ მოვიდა, რომ ფულები დაგცანცლოთ და ერთი კარგად გამოილეშოს.

დულიტლი – კარგი ერთი, გაჩუმდი. მაშ რა ჯანდაბათ მინდა ფული, თუ არ დავლიე, აბა, ეკლესიას შევწირო? ჩემის აზრით… (ელიზა ენას აგმოუყოფს მამამისს. დულიტლი ისე გაცეცხლდება, რომ პიკერინგი საჭიროდ ჩათვლის ჩადგეს მათ შორის) ასე ნუ მელაპარაკები და ამ ჯენტლემენებსაც ნუ ეჭიკჭიკები, თორემ ისე აგამღერებ, რომ თავიც დაგავიწყდეს. ცოტა ფრთხილად იყავი.

ჰიგინსი – იქნება წასვლი წინ რაიმე დარიგება მისცეთ, დულიტლ? იქნება დალოცვა გინდათ.

დულიტლი – არა, უფროსო. მე ისეთი ბრიყვი როდი ვარ, ჩემ შვილებს ყველაფერი გადმოულაგო, რაც ვიცი. Uამისოდაც ძლივს მიჯერებენ. თუ ელიზას გონების განვითარება გინდათ, უფროსო, მათრახს ხელიდან ნუ გაუშვებთ. ჯერჯერობით, ჯენტლემენებო. (მიბრუნდება წასასვლელად).

ჰიგინსი – (მბრძანებლურად), შეჩერდით, ხშირად უნდა იაროთ თქვენი ქალიშვილის სანახავად, ეს თქვენი მამობრივი მოვალეობაა. ჩემი ძმა მღვდელია და მას შეუძლია წარმართოს თქვენი საუბარი.

დულიტლი – (ორჭოფულად) რა თქმა უნდა უფროსო, ვივლი. ამ კვირას კი ვერ მოვალ. ცოტა მოშორებით მაქვს სამუშაო შემდეგში კი, იმედი იქონიეთ, უსათუოთ მოვალ. ნახვამდის ჯენტლემენებო, ნახვამდის, ქალბატონო. (მოიხდის შლიაპას ქალბატონი პირსის ცხვირწინ. ქალბატონი პირსი უგულებელჰყობს მის მისალბასა და გადის. დულიტლი თვალს ჩაუკრავს ჰინგინსს, იმ აზრით, თითქოსდა შენც ხშირად იტანჯები მისი ცუდი ხასიათისგანო და გაჰყვება ქ-ნ პირსს).

ელიზა – ნუ გჯერათ ამ ბებერი მატყუარასი. მას ურჩევნია ქოფაკი ძაღლები წაუსიოთ, ვიდრე მღვდელს ელაპარაკოს. ახლა ფეხს დიდხანს არარ მოადგამს.

ჰიგინსი – არც მინდა, რომ მოვიდეს. ელიზა, თქვენ გინდათ?

ელიზა – არც მე მინდა. მე საერთოდ არ მინდა მისი ნახვა, არ მინდა. ჩემი შემარცხვენელია: თავის ხელობაზე მუშაობის ნაცვლად ნაგავში იქექება.

პიკერინგი – რა ხელობა აქვს, ელიზა?

ელიზა – ეჩიჩინება ხალხს და მათი ჯიბეებიდან თავის ჯიბეში გადმოაქვს ფული. ისე კი მიწის მთხრელია: ხანდახან თავის ხელობაზე მუშაობს და ბევრ ფულს აკეთებს. ღოგორ თქვენ ქალბატონ დულიტლს მეტად აღარ დამიძახებთ?

პიკერინგი – მაპატიეთ, ქ-ნო დულიტლ, სახელი წამომცდა, თორემ, როგორ არ დაგიძახებთ.

ელიზა – არა, ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს. ისე, კარგად ჟღერდა. ურიგო არ იქნებოდა ახლა ტაქსით გამესეირნა ტოტენჰამ კორტ როუდის კუთხემდე. ჩამოვსულიყავი იქ და მძღოლისთვუს მეთქვა, დამიცადე მეთქი. შურით დავხოცავდი გოგოებს, არც კი დაველაპარაკებოდი.U

ჰიკერინგი – სჯობია დაიცადო, სანამ ახალ ტანსაცმელს მოიტანენ.

ჰიგინსი – ესეც არ იყოს, შენი ყოფილი მეგობრების წინ ცხვირაწეული არ უნდა იყო, ამას ჩვენ სნობიზმად მივიჩნევთ

ელიზა – მე იმათ ახლა ჩემს მეგობრებს აღარ ვეძახი. როცა რამეს იშოვიდნენ, სასაცილოდ მიგდებდნენ, ახლა მეც მინდა სამაგიერო გადავუხადო, მაგრამ, თუ მართლა კარგ კაბებს მომიტანენ, დავიცდი, მე მინდა კარგი კაბები, ქალბატონი პირსი ამბობს, რომ თქვენ გინდათ მიყიდოთ ღამის ტანსაცმელი,განსხვავებული იმისგან, რაც დღისით მაცვია. ტყუილად ფულს რატომ ხარჯავთ? Aამას ის არა სჯობია, ისეთი რამე მიყიდოთ, რაშიაც ხალხს დავენახვები? გარდა ამისა, ზამთრის ცივ ღამეებში, თბილ საცვლებს ცივი საცვლებით არ შევიცვლი.

ქ-ნი პირსი – (დაბრუნდება) წამოდი, ელიზა, ტანისამოსი მოიტანეს, უნდა გაისინჯო.

ელიზა – ა-ო-უ-უ-უ. (გარბის)

ქ-ნი პირსი – (მისდევს) ცოტა ნელა იარე, გოგო. (კარებს მოიხურავს)

ჰიგინსი – პიკერინგ, ჩვენ ძნელი საქმე ვიკისრეთ.

პიკერინგი – (თანხმობით) მართლაც, რომ ძნელი საქმეა, ჰიგინს. (შეიძლება მკითხველს აინტერესებდეს, რა სახის გაკვეთილები ჩაუტარა ჰიგინსმა ელიზას.აი მაგალითად პირველი გაკვეთილი. წარმოიდგინეთ ელიზა ახალ ტანსაცმელში, აფორიაქებული უცნაური საუზმით, სადილითა და ვახშმით, რასაც მიჩვეული არ არის, ზის ჰიგინსთან და პოლკოვნიკთან კაბინეტში და თავს ისე გრძნობს, როგორც მომსვლელი ავადმყოფი ექიმის წინაშე. ჰიგინსი ერთ ადგილას ვერ ჩერდება და ამით უფრო არღვევს ელიზას ისედაც დარღვეულ სიმშვიდეს. მაგრამ, რაკი ელიზა პატივცემით ეპყრობა თავის მეგობარ პოლკოვნიკს, არ გარბის უკან დრური ლეინში.)

ჰიგინსი – თქვით ანბანი.

ელიზა – მე ვიცი ანბანი. თქვენ მთლად უცოდინარი გგონივართ? ბავშვი კი არა ვარ, რომ მასწავლით.

ჰიგინსი – თქვით ანბანი.

პიკერინგი – თქვით, ქალბატონო დულიტლ. ახლავე გაიგებთ, რისთვისაა ეგ საჭირო. გააკეთეთ, რასაც გეუბნებით. მიეცით ნება, როგორც უნდა ისე გასწავლოთ.

ელიზა – ახლა ეგღა მაკლია, დამაწყებინოთ ეჰიი, ბიჰიი, სიჰიი, დიჰიი.

ჰიგინსი – (დაჭრილი ლომივით ღრიალებს) შეჩერდით, ყური დაუგდეთ, ჰიკერინგ. ასეთ პირველ დაწყებით განათლებას აძლევენ ჩვენში. ეს უბედური ცხოველი 9 წელი ჩამწყვდეული იყო სკოლაში და ჩვენი ხარჯებით ასწავლიდნენ, რომ კარგად ელაპარაკა შექსპირის და მილტონის ენაზე და ამის მეტი კი ვერაფერი ისწავლა: ეჰიი, ბიჰიი, სიჰიი. (ელიზას) თქვი: ეი, ბი, სი, დი.

ელიზა – (აცრემლებული) მე ხომ ვთქვი; ეჰიი, ბიჰიი, სიჰიი, დიჰიი.

ჰიგინსი – შეჩერდი.აბა თქვი: ე კაპ ოფ ტიი.

ელიზა – ეკაპოტიი.

ჰიგინსი – წინ წამოიღე ენა, ვიდრე შეეხებოდეს ქვემო წინა კბილებს. ახლა თქვი ,,კაპ.”

ელიზა – კ-კ-კ-არ შემიძლია. კაპ-კაპ.

პიკერინგი – მშვენიერია, ქალბატონო დულიტლ.

ჰიგინსი – ღმერთმანი, მალე კი მოახერხა, პიკერინგ, მისგან ნამდვილად ჰერცოგის ასულს გამოვიყვანთ. აბა ახლა სცადეთ სთქვათ ტიი, იცოდეთ არა სთქვათ ტჰიი. იცოდეთ, თუ ოდესმე გითქვამთ ეჰიი, ბეჰიი, სიჰიი, დიჰიი, თმაში წაგავლებთ ხელს და თრევით სამჯერ შემოგატარებთ ოთახს.

ელიზა – (ტირილით) მე არავითარ განსხვავებას არ ვგრძნობ, გარდა იმისა, რომ, როცა თქვენ ამბობთ, ცოტა უფრო ტკბილად ჟღერს.

ჰიგინსი – მერე თუ ამ განსხვავებას ხედავთ, რა ჯანდაბა გატირებთ? პიკერინგ, შოკოლადი მიეცით.

პიკერინგი – ნუ ტირით, ნუ ტირით, ქალბატონო დულიტლ. კარგად ითვისებთ. ეს გაკვეთილები თქვენთვის სასარგებლოა. მე მგონია, ისე ისწავლით, რომ თმით სათრევი არ გახდებით.

ჰიგინსი – წადით ქალბატონ პირსთან და უამბეთ. თვითონაც იფიქრეთ, ივარჯიშეთ.Eენას წარამარა გარეთ ნუ ყოფთ. მეორე გაკვეთილი ხუთის ნახევარზე გვექნება დღესვე, წადით.

ელიზა – (ქვითინით გავარდება ოთახიდან. აი, ასე მიდის საბრალო ელიზას ცხოვრება თვეების მანძილზე, ვიდრე მას ისევ შევხვდებოდეთ ლონდონის ერთ-ერთ მაღალ საზოგადოებაში)

 

 

 

(მეორე მოქმედების დასასრული)

 

link –  http://wikisource.org/wiki/%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98

 

 

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s