მანანა ანთაძე


https://i0.wp.com/i72.servimg.com/u/f72/13/24/84/71/manana10.jpg
Manana Antadze

მანანა ანთაძე

მანანა ანთაძე დაიბადა 1945 წლის 28 აგვისტოს, თბილისში. სწავლობდა თბილისის 54-ე საშუალო სკოლაში.

1967 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენების ფაკულტეტი, ინგლისური ენის სპეციალობით.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

1974 წლიდან სისტემატურად იბეჭდება მანანა ანთაძის პროზაული თარგმანები, ხოლო მის მიერ თარგმნილი პიესები იდგმება ქართული თეატრების სცენებზე.

1998 წელს მანანა ანთაძემ დააფუძნა და დღემდე არის პრეზიდენტი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდისა, რომელმაც 2006 წელს დაიწყო პროექტი „ახალი დრამატურგია“; მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება ორი კონკურსი: „ახალი ქართული პიესა“ და „ახალი თარგმანი“. ორივე კონკურსი ხორციელდება ჟურნალების: „ანაბეჭდი“, „ცხელი შოკოლადის“, კომპანია „მაგთიკომის“, „მრეწველების“, ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის, ქალაქ თბილისის მერიის კულტურის სამსახურის, თუმანიშვილის თეატრის, მუსიკისა და დრამის თეატრის, რუსთაველის თეატრის, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭრით. 2009 წელს, ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, შედგა თუმანიშვილის ფონდის თანამშრომლობა ლონდონის უმნიშვნელოვანეს თეატრ „როიალ ქორთთან“, კონკურსის წესით შერჩეულ 7 ქართველ დრამატურგთან ბრიტანული თეატრის წარმომადგენლებმა ჩაატარეს სემინარები, რის შემდეგაც ლონდონში მოეწყო შერჩეული პიესის (ლაშა ბუღაძე პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა, მთარგმნელი დონალდ რეიფილდი) საჯარო წაკითხვა.

https://i1.wp.com/www.servimg.com/u/f72/13/24/84/71/mcbeth10.jpg
2009 წელს მანანა ანთაძემ რეჟისორ დავით დოიაშვილისთვის თარგმნა უილიამ შექსპირის ტრაგედია „მაკბეთი“, რომლის პრემიერაც იმავე წელს შედგა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში, ამავე თეატრის მიერ გამოცემულ წიგნში მთარგმნელი წერს:

„შექსპირის ეს ყველაზე შავბნელი და სისხლიანი პიესა, თან საოცრად პოეტური, დათო დოიაშვილის თხოვნით ვთარგმნე, მისი სპექტაკლისათვის. დოისთან მუშაობამ მომაგონა ჩემი ცხოვრების უმშვენიერესი დრო, მიხეილ თუმანიშვილის გვერდით გატარებული წლები, როდესაც ცხადად ვგრძნობდი, რა ძალა აქვს თეატრს და რა ბედნიერებაა, რომ მონაწილეობ იმ იდუმალებით მოცულ პროცესში, რასაც სპექტაკლის დაბადება ჰქვია. საოცარი რამ არის შექსპირის გენიალურ ტექსტთან ურთიერთობა, რომელიც ერთი დიდი ბრიტანელი პოეტისა არ იყოს, მუდმივად უთარგმნელი დარჩება, რადგან ინტერპრეტაციას დასასრული არა აქვს. სწორედ ამ კონტექსტში მხიბლავდა მოუსვენარი დოი, რომელიც გამუდმებით იჩხრიკებოდა ინგლისურ ტექსტში და მთხოვდა სიტყვებს, ემოციით დატვირთულს, პოეტურს, კოდის მატარებელ ციმციმა სიტყვებს. არ ვიცი, ეს როგორ გამოგვივიდა, მაგრამ იმისათვის, რომ „ბნელში ნათელი“ მეტი განვიცადეთ, ვიდრე „ნათელში ბნელი“, მადლობელი ვარ.“

მანანა ანთაძე არის თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის, ტრიო „კელაპტრის“ და ანსამბლ „კესანეს“ უცხოური გასტროლების ორგანიზატორი და ხელმძღვანელი, 1981 წლიდან — მწერალთა კავშირის წევრი, 2002 წლიდან — ქალაქ დომრემის (საფრანგეთი) საპატიო მოქალაქე და დაჯილდოებულია დომრემის საპატიო მედლით. მისი ბიოგრაფია შესულია ქართული ბიოგრაფიული ცენტრის მიერ 2009 წელს გამოცემულ წიგნში „ვინ ვინ არის საქართველოში“. 2009 წელს მიღებული აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის სერტიფიკატი თანამედროვე ბრიტანულ ლიტერატურაში და შექსპირის თეატრ „გლობუსის“ სერტიფიკატი შექსპირის ტექსტის ინტერპრეტაციასა და თარგმნაში.

გამოცდილება

  • თსუ საზღვარგარეთის თანამედროვე ლიტერატურული პროცესების შემსწავლელი ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი (1981 —1989).
  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე (1981 — დღემდე)
  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდის დამფუძნებელი და პრეზიდენტი (1998 — დღემდე)
  • Sturua Productions ერთ-ერთი დამფუძნებელი (რობერტ სტურუასთან და გია თევზაძესთან ერთად), (2012 — დღემდე)

თარგმნა და სხვადასხვა თეატრში დაიდგა

წიგნებად გამოცემული თარგმანები

  • ირვინგ სტოუნი წყურვილი სიცოცხლისა (ბიოგრაფიული რომანი), თბ. გამომც. „საბჭოთა საქართველო“, 1974 (პირველი გამოცემა); „საქართველოს მაცნე“, 2010 (მეორე გამოცემა), ISBN 978-9941-16-061-5
  • ჰერბერტ უელსი რუსეთი წყვდიადში, ბათუმი, გამომცემლობა „საბჭოთა აჭარა“, 1978
  • ჩარლზ პერსი სნოუ ჟამი იმედისა, თბ. გამომც. „საბჭოთა საქართველო“, 1980
  • ედუარდ ოლბი: ექსისტენციური ინტუიცია კრებულში „თანამედროვე დასავლური დრამა“, ნიკო ყიასაშვილის რედაქციით, თბ. უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989, ISBN 5-511-00317-4
  • ჯოან როულინგი ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა, თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2002, ISBN 99928-986-5-8
  • უილიამ შექსპირი მაკბეth, ფოტოები გურამ წიბახაშვილის, დიზაინერი კარლო ფაჩულია, თბ. ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის გამოცემა, 2009
  • ტენესი უილიამსი Camino Real (პიესა), თბ. აგორა, 2010, ISBN 978-9941-9149-6-6
  • ტერენს მაკნელი მასტერ კლასი (პიესა), თბ. აგორა, 2012, ISBN 978-9941-9236-9-2

ბმულები:
* http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90_%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94
* http://armuri.4forum.biz/t843-topic#12205

https://i0.wp.com/www.servimg.com/u/f72/13/24/84/71/kamino10.jpg
წიგნის დასახელება – “Camino Real” (პიესა)
ავტორი – ტენესი უილიამსი
მთარგმნელი – მანანა ანთაძე
გამომცემლობა – “აგორა”
ISBN 978-9941-9149-6-6
გვერდების რაოდენობა – 180
ყდა – რბილი
გამოცემის წელი – 2010

წიგნი ითარგმნა და გამოიცა საქართველში აშშ საელჩოს მხარდაჭერით.

Tennessee Williams – Camino Real
Translated into Georgian by Manana Antadze
2010

About Mimos Finn

Mimos Finn is invisible
This entry was posted in დრამატურგია, თარგმნილი პიესები and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s